სვანების ანგელოზი (2თავი)
-მეც ძალიან მომენატრე თოკსონ(მე) -ათუკი იცოდე მაგ სახელს კიდე დამიძახებ და მოგხვდება(თორნიკე) ოდნავ გამწია წინ შემდეგ კი ისევ მიმიხუტა და ჩემი სურნელი შეისუნთქა -ეიი ჩემო ფერია მე არ ჩამეხუტები?(სანდრო) მეც მაშინვე მოვშორდი თოკოს და ახლა სანდროს შევახტი -ჩემიი ბურდღუნა ვინალიო(მე) თან ლოყებზე მოვჩმიტე -ვაიმე ჟორჟოლიანების ქალბატონო გირჩევნია ჩემ ლოყებს შეეშვა თორე...(სანდრო) ეშმაკურად ჩაიცინა და ღუტუნი დამიწყო -არა არაა ოღონდ ეგ არა (მე) როგორღაც მოვშორდი და სახლში შევარდი სანდროც უკან გამომყვა ავაწიოკეთ მთელი სახლი ბოლოს მაინც დამიჭირა და ღუტუნის მაგივრად ბევრი მკოცნა -ოხხ შე ოხერო თუ უნდა გეკოცნა მაშინ რას მარბენინებდი ამდენს ვერახარ შენ(მე) -რავიცი რა ჩემი ბრალია არ მაცადე არაფრის თქმა ისე გამოიქეცი და მეც ხომ არ ჩამოგრჩებოდი(სანდრო) ისეთი სახით და ხმით მითხრა ორივეს გაგვეცინა -ორმა ყვავმა იპოვა ერთმანეთი(თოკო) და მანაც გაიცინა იქამდე ვკაკანებდით სანამ ბებო არ შემოვიდა ოთახში -რაარის რა ხდება მთელ უბანში თქვენი ხმა ისმ.. ვაიმეე თორღვა(თოკოს ვეძახით ხანდახან თორღვას) სანდრო ბავშვებოო როდის მოხვედით არ უნდა დაგეძახააათ საჭმელს მაინც გაგიმზადებდით კუბდარებს დაგიცხობდით (ბებო) -არაფერია ნენეე 3დღე შენთან ვართ ასე რომ არ იდარდო მოასწრებ მაგ ყველაფერს (სანდრო) -ჩემოო ტკბილოოო როგორ მომენატრეე ბეეე (თოკო) -მეც ჩემო სიამაყევ მეც ძალიან მომენატრე(ბებო) -ბე პაპა სადარის?(მე) -ძროხებთანაა და მავა სად წავა სხვაგან(ბებო) -გავალ მაშინ გავხედავ ცოდოა მარტო(მე) -ხო ხო მიდი ჩემო ლამაზო თან ეს ვედრო წაიღე აქ დარჩენია იმ კაცსა (ბებო) -უი მართლა წეღან ვიღაც შევამჩნიე თქვენთანერთად მანქანაში ვინ იყო სახეზე კი არ დავაკვირდი(მე) -სიმართლე რომ გითხრათ არც ჩვენ ვიცნობთ პირველად ვნახეთ ასე გვითხრა ძმაკაცთან ვარო პროსტა გზაში შეგვხვდა ფეხით მოდიოდა და წამოვიყოლეთ რა ხო ხვდები(თოკო) -ამმ გასაგებია (მე)როგორც კი მივიღე პასუხი მაშინვე ამოვიცვი ფეხზე ბოტები თავზეც წავიკარი ბენდენა ფართუკი გავიკეთე ვედრო ავიღე და პაპასთან წავედი, ძალიან მიყვარს პაპასთან ყოფნა და ლაპარაკი ყოველთვის ისეთ თემევზე ვლაპარაკობთ რაც არასდროს მბეზრდება და ვცდილობ ხშირად დავიმარტოხელო, სწრაფად შევედი გომურში და პაპასთან მივედი -პაპა ეს ბებომ გამომატანა და თან შენს დასახმარებლად მოვედი(მე) -ოხ გამაგიჟებს ეგ ქალი რაა მარტო ვერ მივხედავ ამათა თუ რა არის მაცადეთ ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ ჯანიანი მარტოც გავართმევ თავს(პაპა) მე გამეღიმა მის ნათქვამზე და თან ძალიან მომინდა ჩავხუტებოდი და გემრიელად მეკოცნა ასეც მოვიქეცი - ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ ჩემო ჯანიანო პაპა. მართალი ხარ ახალგაზრდა ხარ ჯანიც არ გაკლია მაგრამ მერე რა თუ დაგეხმარე თან ხომ იცი მსიამოვნებს როცა შენთანერთად ვმუშაობ ასე რომ მიუბრუნდი შენს საქმეს და მიხედე პეპელას მე კი ჭრელას მივხედავ (მე) -ჩემო ანგელოზო შენ ხარ ჩემი მანათობელი მზის სხივი კარქი რახანც შენ გინდა მოდი მაშინ მივხედოთ თვარა დაუშრათ ამ საცოდავებს ეს რძე(პაპა) ამაზე ორივეს გაგვეცინა შემდეგ კი მივუბრუნდით ჩვენ ჩვენს საქონელს მალე დავასრულეთ საქმე და სახლში დავბრუნდით სავსე ვედროებით -ოხხ ეს ვინ მოსულანო (პაპა) -შეთე ბატონო როგორ გიკითხოთ (თოკო) გადაეხვივნენ ერთმანეთს -როგორ უნდა მიკითხო ამ ქალის ხელში აპაა მამკლაა გამწყვიტა არ მასვენებს -ეჰააა ნახე კიდე მე მაბრალებს რასაც მე ამას ვთხოვ გაჩერდეს და შეისვენოს კიდე აქეთ დამადო ბრალი (ბებო) ამაზე პაპას გაეცინა და ხელი მოხვია -კაი ქალო ხომ იცი ვხუმრობ შენისთანა ქალი არავის ყაავს ყველაზე მეტად გამიმართლა შენ რომ ჩემი ქალი გქვია ასე რომ გაჩუმდი და ნუ ბჟუტურებ რაღაცეებს (პაპა) ბებო ამაზე წამოწითლდაა.. ვაიმეე რა გავაკეთო მიყვარს მე ეს ორი ადამიანი და ამათი სიყვარული, დღემდე იმას ვოცნებობ რომ მეც ისე შემიყვაროს ვინმემ როგორც პაპას უყვარს ჩემი ბებიკო... თქვენ რომ ნახოთ მისი თვალები ახლაც როგორ ანათებს ბებოს დანახვისდროს დარწმუნებული ვარ თქვენც მოგინდებათ ასეთი სიყვარული. ყველაზე მტკინვეული რამ გადაიტანეს შვილი და რძალი დაკარგეს მაგრამ მაინც ისე იქცევიან თითქოს არაფერი მომხდარა არადა ხომ ვიცი რომ ჩემზე მეტად ჩემი მშობლების დაკარგვა მათ სტკივათ მაგრამ არ იმჩნევენ და არც ჩვენ გვაჩვენებენ ამ ტკივილს და სწორედ ამიტომ ვაფასებ მათ, უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ ასეთ ოჯახში გავჩნდი და გავიზარდე ამისთვის ღმერთს ყოველთვის მადლობას ვწირავ. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ამ სამი დღის განმავლობაში არაფერი მომხდარა ისეთი. გავიდა 3დღე და მოვიდა ჩემი თბილისში წასვლის დღეც ძალიან მიჭირდა იმის გააზრება რომ ასე თავისუფლად როგორც აქ ჩემ მთებში ვიყავი იმ დიდ ქალაქში ვეღარ ვიქნებოდი, მიჭირდა იმის გააზრება რომ ჩემს ოსტვინდს ყოველდღე ვერ ვნახავდი, ვეღარც ბებოს ვაკოცებდი ყოველდილით და ვეღარც პაპას მიჭირდა მათი დატოვება რაღაც მომენტში თბილისში წამოსვლაც შევთავაზე მაგრამ იუკადრისეს რა გვინდა ჩვენ თბილისშიო შენ ახალგაზრდა ხარ უნდა ისწავლო გაერთოო და იმუშავოო მაგრამ ის კი არ იცოდნენ მათ გარეშე ეს ყველაფერი როგორ გამიჭირდებოდა. ერთადერთი რაც ძალაას მმატებდა იყო ის რომ ჩემი ბავშვები ჩემთან იქნებოდნენ და ვეღარაფერი დაგვაშორებდა. მოკლედ როგორც იქნა გამოვემშვიდობეთ ჩვენებს და თბილისის გზას დავადექით 5 შეშლილი (მეექვსე ნიკა თბილისში გველოდებოდა) გზაში კარგად ვიხალისეთ იმდენი ვიმღერეთ და ვიცინეთ ვერც კი წარმოიდგენთ დილის 9ზე გამოსულები საღამოს 5ზე ჩამოვედით თბილისში. როგორც კი ქალაქში შემოვედით მაშინვე ვიგრძენი უჰაერობა ქუჩებს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი შემესწავლა თბილისის გზები. კი უჰაერობა არის მაგრამ ძალიან მომეწონა ქალაქი.. ჩემთვის ჩუმად ვიღიმოდი და ვფიქრობდი მომავალზე ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ უნდა მეცხოვრა ამ ქალაქში და სვანეთის მთები დროებით მაინც დამევიწყებინა, არაა არაა გატყუებთ მესტიის ჰაერს და მთებს რა დამავიწყბს სულ რომ სკლეროზე დამემართოს ეგ მაინც არ დამავიწყდება. მოკლედ როგორღაც მივაღწიეთ სახლამდე მანქანა როგორც კი გააჩერა ჩემ ძმა მაშინვე მანქანიდან ვისკუპე და ხელები გავშალე თან ჰაერი ჩავისუნთქე მაგრამ ძაან არ მესიამოვნა ცხელი ჰაერი. არაუშავს ათანასია შეეჩვევი აქაურობას ვუმეორებდი ჩემ თავს ერთიდაიგივეს. ჩვენი კორპუსის წინ პარკი შევამჩნიე სადაც რამოდენიმე ხე იდგა ერთერთი ხის ძირში კი სკამზე რამოდენიმე ბიჭი შეკრებილიყო და სუყველა მე მიყურებდა ცოტა შემრცხვა და თან არ მესიამოვნა საერთოდ ვერ ვიტან ყურადღების ცენტრში ყოფნას მაშინვე თოკოსთან მივედი და ჩემი ჩანთა გამოვართვი შემდეგ კი სადარბაზოში შევედი ბავშვებს აღარ დაველოდე და ისე ავედი სახლში, კარზე დავაკაკუნე და ნიკამაც არ მალოდინა მაშინვე გამოაღო რკინის კარები -ჩემო მზის სხივოო როგორც იქნაა(ნიკა) ჩამეხუტა და თან იმდენი მკოცნა რამის გავიგუდე -კაი ნიკუშ გავიგუდეე ვიცი რომ მოგენატრე მეც მომენატრე მაგრამ უკვე მართლა ვიგუდები(მე) როგორც იქნა თავი დავიხსენი მისი მკლავებიდან -მომეცი გოგო ეგ ჩემოდანი რას მიათრევ წელი გეტკინება მერე ან იმათ ტვინი არააქვთ ამხელა ჩანთა რომ გამოგატანეეს?(ნიკა) -თუ ძმახარ ბევრს ნუ ბლუყუნებ რაა თვითონ გამოგვტაცა ხელიდან ჩვენ რა შუაში ვართ (სანდრო) -ოო კაით ახლა არ იჩხუბოთ მინდოდა და ამოვიტანე აბა ახლა მითხარით სადაა ჩემი ოთახი.(მე) -მომეცი აქ ეგ და გამომყევით თქვენ სამი(ნიკა) გოგოებს მოგვმართა -აუუუ იმედია ყავა გააქვთ (დადი) -ყავისმეტი რა გვაქვს ჩემო დაია შენ პროსტა თქვი(სანდრო) -ცანცარა (ლიკა) ჩაიცინა -ვიღაცას ენას ამოვაძრობ(სანდრო) -მგონი ბუზის ხმა მესმის თქვენ არა?( ლიკა) ისე იქცეოდა გეგონება სანდრო მართლა არ არსებობდა ამაზე ყველას გაგვეცინა სანდროს გარდა -კარგი წამოდით მართლაა რაა მეტკინა ხელები მალე.(ნიკა) მეორე სართულზე ავიდა (ხო მართლა ორი ბინა იყო გაერთიანებული და შიგნიდან კიბეებიაქვთ არაა გემოვნება აქვთ ამ ყეყეჩებს ვერ დაუწუნებ ნამდვილად :დდ) -მოკლედ ეს სამი ოთახია და გაინაწილეთ რა რომელსაც სად გინდათ იქ შედით მხოლოდ...(ნიკა) რაღაცის თქმას აპირებდა კიდე მაგრამ აღარ ვაცადე ისე განვაცხადე -მე აიი აქ შევდივარ დაგასწარით (მე) შუაკარებზე მივუთითე და ეგრევე შევარდი ჩემი ჩემოდნით როგორც კი ოთახს თვალი მოვავლე მაშინვე ის გავიფიქრე რა კარგი არჩევანი გავაკეთე აივანიც მაქვს ჰმ ჩემოდანი კარადასთან მივდე ვიფიქრე მერე ამოვალაგებთქო და ოთახის თვალიერება გავაგრძელე ჩემი საყვარელი ფერით იყო მოწყობილი ოთახი იასამნისფერში და თეთრში ერთი ორკაციანი ლოგინი იდგა შუაში გვერძე უჯრებიანი პატარა კომოდი იდგა თავის სარკით და პატარა პუფის სკამი (ეს ალბათ ფარფიუმერიისთვის) მეორე მხარეს ტანსაცმლის კარადა იდგა თეთრი ისიც სარკიანი იყო ლოგინის წინ მაგიდა იდგა და მაგიდაზე ნოუთბუქი ვაუუ ეს უკვე მომწონს. ისეთი ოთახი იყო აიი ყველა გოგო რომ ოცნებობს ნუ ჩემი წარმოსახვით მაინც :დდ მოკლედ როგორღაც მოვეწყე გამოვიცვალე ჯინსის შორტი და ზოლებიანი ტოპი ჩავიცვი ფეხზე კეტები ამოვიცვი და ბავშვებთან ჩავედი -აბა როგორ მოგეწონა ოთახი?(თოკო) -აუუ აიი ძააან სასწაულიაა ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა(მე) -ძალიან კარგი(სანდრო) -აუუ ცხელი შოკოლადი არ გაქვთ?(მე) -საამწუხაროდ არა(ნიკა) -მაშინ ჩავალ და ვიყიდი, თქვენ რამე ხომ არ გინდათ წამოგიღოთ?(მე) -აუუ მეც გამოგყვები რა ცოტას გავისეირნებ მაინც(დადი) -წამო(მე) -აუუ ათანასიაა ნაყინები იყიდე გთხოვ(სანდრო) -კარგი ტკბილო(მე) საფულე ავიღე და დადისთანერთად სახლიდან გავედი -დაიცა რომ მივდივარ მაღაზია სადაა იცი?(დადი) -კი წეღან დავინახე კორპუსის კუთხეშია წამო მალე(მე) ფეხით ჩავირბინეთ 5სართული თან ვღიღინებდით და ვიცინოდით მაღაზიაშიც მხიარულად შევაბიჯეთ და აი ისიც რასაც ვერ ვიტან ისევ ხალხის ყურადღების ცენტრში მოვხვდი მაინც ვერ ვხვდები რატომ უკვირთ ჩემი გარეგნობა მერე რა რომ წითური ვარ მოკლედ ყურადღება აღარ მივაქციე დიდად და ისე გავემართეთ სექციებისკენ -დადი წადი შენ ნაყინები აიღე მე ცხელ შოკოლად ვიპოვი მანამდე(მე) -როგორც მიბრძანებთ ჩემო ქალბატონო(დადი) არა რაა რომ ვამბობ არ ესმით ამ გოგოს რა უნდა ფსიქოლოგიურზე ამას უნდა ჩაებარებინა თეატრალურზე აფსუუს რა მსახიობი დაიკარგა დადის სახით.... პ.ს ჩემო ტკბილებო და თბილებო ვეღარ მოვითმინე და როგორც კი თქვენი კომენტარები წავიკითხე მაშინვე წერა გავაგრძელე იმედიაა ძააან საშინელება არარის ველოდები შენიშვნებს უკვე ყველანი ძალიან მიყვარხაართ???????????? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.