უცხო ქალი (პირველი ნაწილი) 18+ სრულად!
„გეყვარებოდი ისევ, შენ რომ ჩემი ნამდვილი სახე გენახა?!“ ზოგჯერ ისე გტკივა, მაგრამ რაღაცა ღვთიური ძალით როგორღაც, თავისით უძლებ... უძლებ ამ უსაშველო სულიერ აპოკალიფს და ვეღარ ერევი გრძნობათა ტალღების არსებობას, შენში. ყველაფერი ძალიან რთულია, კარგო... იმაზე რთული ვიდრე ეს ყოველივე სიზმართ გინახავს... იმაზე მწვავე ვიდრე ჯოჯოხეთის ალი... იმაზე სწრაფი, ვიდრე უმალ წარმოთქმული დაუფიქრებელი სიტყვა, რომელსაც ვერ აანალიზებ როგორი ტკივილისმომყენებელია სხვისთვის... შენ კი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ და სწორედ ესაა შენი დანაშაულიც. დღესდღეობით ცრემლებმაც დაკარგეს თავიანთი ფასი, რადგან მისი ავტორნი მას მტრულად იყენებს და რეალურ სახეს მალავენ მტირალა ნიღბით. მთავარია შენ გრძნობს თავს კარგად.. სხვები უკვე უკანა ფლანგზე იწევს... თუმცა სამწუხაროა, რომ ეს ფლანგი სადღაც ბნელი ადგილის, პაწია კუნჭულში არის მიმალული. ერთია ადამიანის განცდები გაიზიარო და მეორე, ჩაწვდე მის შინაგან, ამოუცნობ ფენებს, რომლის წაკითხვაც ასე ძალიან რთულია. თავი 1 შენ თავი გტკივა, რადგან წუხელ ბევრი დალიე და საკუთარ დარდს ალკოჰოლს ატანდი... რაცს შენს მეხსიერებაში დარჩა მხოლოდ და მხოლოდ სიბნელეა... სიბნელე და შიგადაშიგ დაქალების მონოტორული ხმა, რომლებიც გაფრთხილებდნენ რომ მეტი აღარ უნდა დაგელია, თუმცა არ უსმენდი... თითქოს შენს გარშემო თითოეული ადამიანი უკლებლივ გაქრა, ხოლო ალკოჰოლით სავსე ჭიქა მომღიმარი სახით მოიწევს შენი ბაგეებისკენ და თავისი ამოუცნობი, მაცდური ძალით გართობს... ერთ ჭიქას მეორე მოჰყვება... მეორეს მესამე და იქამდე შეგიძლია დათვლა, მანამ სანამ ყველაფერი არ გავიწყდება. საუბედუროდ საკუთარი სახელიც კი. უყურებ ალკოჰოლით სავსე ჭიქას და როგორ გინდა, მასთან ერთად სადღაც უსასრულობაში დაიკარგო, სადაც ყველა ბედნიერია... თვალები წითელი გაქვს.. ცრემლებმაც თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ შენ მაინც იცინი და როგორც ყოველთვის მომაბეზრებელ, ყალბ ნიღაბს იკეთებ. აი, ალკოჰოლმა ჰალუცინაციებიც დაგიწყო, მაგრამ მაინც არ ჩერდები... ბოლოს ბარბაცით, უცხო მამაკაცის დახმარებით შედიხარ საძინებელ ოთახში... გხდის ყველაფერს და შიშველი სხეულით თეთრ საბანში ეხვევი... უცხო ბიჭი წასვლას აპირებს, თუმცა მის ხელებს შენში იქცევ და სთხოვ, რომ ამ ღამით მარტო არ დაგტოვოს. - ღამე ძალიან ცივია... ხომ არ აპირებ, რომ ასეთ ვითარებაში აქ დამტოვო, არა?! მოდი აქ. დღეს აქ დარჩი. ჩემი კოშმარების მხსნელი გახდი. ბიჭმა არაფერი გითხრა. მორჩილად დაეყოლია, შენს თხოვნას, თუმცა ვინ გეტყოდა უარს, როდესაც თითოეული მამაკაცი შენ გიხმობდა?! ასეთ შანს სულელიც კი არ გაუშვებდა ხელიდან! უცხო ბიჭი სავარძელში ჩაჯდა და გითხრა, რომ მშვიდად დაგეძინა, რადგან ისიც აქ იყო. საფრთხე არ გემუქრებოდა. რამდენიმე საათი ჩვილივით გძინავს, მაგრამ როდესაც საათის ისრები დილის ექვს საათს მიუახლოვდა, უკვე ლოგინშიც აწრიალდი... ყელი საშინლად გიშრებოდა, მაგრამ ადგომის თავიც არ გქონდა. ძილში კრუსუნებ... თითქოს საშინელ კოშმარს ნახულობსო... უცხო ბიჭმა შენს ხმაზე ადგა და მოგიახლოვდა. გვერდით მოგიჯდა და გკითხა: - კარგად ხარ, კეკე? - ძალიან მცივა... ასე მგონია ტანზე თოვლის ფიფქები მეხება.- შენ ამ სიტყვების თქმის დროს წამოიწიე და ბიჭს მაცდურად თვალებში ჩახედე.- უფერული ვარ... შენ ცდილობდი ბიჭი შენკენ მოგეზიდა... თითოეული წარმოთქმული სიტყვის დროს ცდილობდი, რომ მეტად დაგეენტერესებინა იგი შენით. - დაიძინე, კეკე... საშინლად მთვრალი ხარ. იმასაც ვეღარ ხვდები რას ლაპარაკობ. - მე ვარ მთვრალი?! არა გეშლება... სრულიად ფხიზელი ვარ, აი ნახე.- შენ ლოგინიდან ბარბაცით წამოხტი და ვითომ, ძალიან სწორი ნაბიჯებით დაიწყე სიარული. რაზეც ბიჭმა მაცდურად გაიცინა, რის გამოც ლოყებზე პატარა ღრმულები გაუჩნდა, რომელიც ასე გაგიჟებდა. ბარბაცით აგრძელებდი სიარულს, თითქოს მოდების ჩვენებაზე ყოფილიყავი... რამდენიმე წამში თავბრუც დაგეხვა და რომ არა უცნობი ბიჭი, იატაკზე მწარედ დაეცემოდი... აბა რა გეგონა, ამდენ სასმელს რომ ეძალებოდი?! - არა, საერთოდ არ ხარ მთვრალი... მოდი ახლა დაწექი. - თავი ძალიან მტკივა... - წამალი მოგიტანო? - გააჩნია რა წამალი... - მიგოთხასი... პარაცეტამოლი... საერთოდ რამე გაქვს სახლში? - სიმართლე რომ გითხრა, შენი ერთი კოცნაც მიშველიდა.- ისევ ეს შენი მაცდური ღიმილი, კეკე, რომელიც ყველა მამაკაცს მახეში ახვევდა. უცნობი მიჭისკენ მანძილები ნელ-ნელა მცირდებოდა, ხოლო სიახლოვესთან ერთად შენი გული მით უფრო ძგერდა.- იცი რამდენი ხანია მომწონხარ და ამას ვერ ვამბობდი? ახლა კი მორიდება ალკოჰოლმა ჩაახჩო. - ხომ, იცი რომ შეყვარებული მყავს, კეკე. ეს ყველაფერი დაუშვებელია...- ქოშინით და მძიმედ გეუბნებოდა იგი თითოეულ სიტყვას... - დაუშვებელი ის იქნება, ჩემზე თუ უარს იტყვი. ისედაც ვიცი, რომ მოგწონვარ, კონსტანტინე... აღიარე. კონსტანტინეს მხრებზე ხელი დაადე და ყურში ნაზად რაღაც ჩასჩურჩულე, რაზეც მან ხელები წელზე მოგკიდა და ნაბიჯები თეთრი ლოგინისკენ გადადგა, სადაც ერთმანეთს სიყვარულს გაუზიარებდით. კონსტანტინეს თვალებში ნაზად, მაგრამ ამავდროულად მგზნებარედ უყურებდი. თითქოს გზას იკვლევდი მის ნაცრისფერ თვალებში. - Love is the bitch…- მძიმედ უთხარი და მაისურის გახდა დაუწყე და თან ისე ოსტატურად, რომ თან მის კოცნასაც არ წყვეტდი. დილას საშინელმა თავისტკივილმა გამოგაღვიძა. სანამ თვალებს გაახელდი, ერთი-ორჯერ გაიზმორე და ეს-ეს იყო ადგომას აპირებდი, რომ მხარზე რაღაც სიმძიმე იგრძენი. ლამის ყვირილი დაიწყე, როდესაც სიმპატიური და თან ამავდროულად შიშველი კონსტანტინე, შენს ლოგინში დაინახე, რომელიც ბავშვური სახით სიზმართა ნაკადს მისცემოდა. თითის წვერებით გაიარე საძინებელი ოთახი. საპირფარეშოში შეხვედი და ხელ-პირის დაბანას შეუდექი. ერთი სული გქონდა, როდის დაურეკავდი შენს საუკეთესო მეგობარს და შეატყობინებდი ამ უცნაურ ამბავს. როგორც იქნა დიდი ხნის ლოდინის შემდგომ, მარტამ ყურმილი აიღო. - ცოცხალი ხარ, კეკე? იმდენი დალიე, ასე მეგონა, რომ დილას ვეღარ გაიღვიძებდი.- კითხვაზე პასუხი არ დაუბრუნე და წვრილი ხმით მყისიერად მიუგე. - არ დაიჯერებ რა მოხდა. აბა გამოიცანი, ჩემს ლოგინში დილას ვინ დამხვდა! თვით კონსტანტინე, მარტა! კონსტანტინე, გაიგე?! - კონსტანტინე? თქვენ რა, სექსი გქონდათ?- გაკვირვება ვერ დამალა შენმა დაქალმა. - I feel like I am dreaming… მართალია საერთოდ არაფერი მახსოვს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. შიშველი კონსტანტინე აბა რატომ დამხვდებოდა დილით ლოგინში?- ჩურჩულით უპასუხე და შიგადაშიგ საძინებელი ოთახისკენ აპარებდი მზერას. ვაითუ გაიღვიძა და მისმენსო. - როგორ თუ არ გახსოვს?! ასეთი წამები, როგორ უნდა დაგავიწყდეს, გოგო... - განა მე მინდოდა, რომ დამვიწყებოდა?... ხომ იცი ამ დღეს, რამდენ ხანს ველოდი.- უეცრად ლოგინის ჭრაჭუნი შემოგესმა... გულმა საშინელი ძგერა დაგიწყო შიშისგან. მარტას საჩქაროდ დაუკიდე ყურმილი და ოთახისკენ მშიშარა კურდღელივით გაემართე. ჯერ კიდევ ნახევრად შიშველი იყავი... საშუალო ზომის მკერდის თავები, გრძელ საროჩკაში გეტყობოდა. საცვლის ამარამ... ფეხშიშველამ... თმებაბურძგლულმა შეაღე ოთახის კარები და კონსტანტინეს შეხედე თვალებში. - დილამშვიდობისა, კონსტანტინე...- უთხარი მას ისე, რომ ფეხი კარის ზღურბლიდან არ მოგიშორებია. კონსტანტინე ლოგინის კიდეზე იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ერთმანეთისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდით, რომ შენგან განსხვავებით მას შარვლის ჩაცმა მაინც მოესწრო, თუმცა ტანს ზემოთ კვლავ კუბიკები უჩანდა. - კარგად ხარ?- კითხე მას, როდესაც ასეთ მდგომარეობაში დაინახე და მის გვერდით ჩამოჯექი. - არ ვიცი... - რა არ იცი? - საერთოდ არაფერი... არაფერი არ ვიცი, კეკე. - ანუ?.. - ანუ ის, რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო.- გულმა შფოთვა დაგიწყო, როდესაც ეს გაიგონე, თუმცა როგორც შეგეძლო ძალიან თამამად მიუგე. - მართალი ხარ... მეც ამის თქმა მინდოდა. გუშინდელი ღამე, ერთი დიდი შეცდომა იყო. მითუმეტეს, როცა შეყვარებული გყავს. - სირცხვილით, მარიამს თვალებში როგორ ჩავხედო?- ამოიხვნეშა მან.- არ უნდა დავრჩენილიყავი გუშინ ღამით შენთან... ჩემი შეცდომაა. - გინდა ვისადილოთ?- თემის შეცვლა გადაწყვიტე, რადგან გრძნობდი როგორ გეხუთებოდა სული... ლამის ძირს დაეცი... წონასწორობას ნელ-ნელა კარგავდი და რომ არა შენი შინაგანი, განსაკუთრებული ძალა, ახლა იატაკზე იქნებოდი აკრული. სანამ კონსტანტინე კითხვაზე პასუხს დაგიბრუნებდა, შენ ტუმბოზე დადებულ გრძელ, წვრილ სიგარეტს ხელი დასტაცე და მოწევა დაიწყე. - არ ვიცოდი, თუ ეწეოდი.- გითხრა კონსტანტინემ. - იშვიათად ვეწევი. ხშირად არა. გინდა?- უთხარი და კოლოფი მასაც გაუწოდე, რომელმაც თავი დაგიქნია და ძლიერი ნაფასი დაარტყა. თავში ათასი კითხვა ერთიანად იყრიდა თავს... გრძნობდი, როგორ გინდოდა მასთან კვლავ მისულიყავი... დიდი, სქელი ტუჩები კოცნით აგევსო და ოხ, როგორ ეჭვიანობდი სიგარეტის ღერზეც, რომელიც მის ტუჩებზე ესვენა. - სამზარეულოში გავალ... ომლეტს გავაკეთებ. მანამდე თუ გინდა მოწესრიგდი. სააბაზანო მარცხენა შესასვლელშია. შეგიძლია წყალიც გადაივლო. გასამშრალებელს ლოგინზე დაგიდებ.- ცრემლებს ძლივს იკავებდი და ერთი სული გქონდა, როდის გააღწევდი ამ ოთახიდან, რომელიც გულ-მუცელს ერთიანად გიწვავდა. *** იმდენად აღელვებული იყავი, რომ რამდენიმე კვერცხი ხელიდან დაგივარდა და იატაკზე დაეცა. - ამის დედაც!- ჩაიჩურჩულე გაბრაზებით და ცრემლები საროჩკის კიდეთი მოიწმინდე. რის შემდგომაც შეეცადე საკუთარი თავი ხელში აგეყვანა. როგორღაც მოგემზადებინა იდეალური ომლეტი. დაახლოებით თხუთმეტ წუთში, კონსტანტინე სააბაზანოდან გამოვიდა. კიდევ ხუთი წუთი თავის მოწესრიგებას მოანდომა და ბოლოს სამზარეულოში შემოვიდა, სადაც შენ გამზადებულ ომლეტს თეფშებზე ანაწილებდი. - მადლობა.- თქვა კონსტანტინემ და ომლეტის დაგემოვნებას შეუდგა.- მალე წავალ. აღარ მოგაცდენ. - რამდენი ხანიც დაგჭირდება იყავი. ხელს ისედაც არ მიშლი. - ძალიან მრცხვენია, კეკე... მითუმეტეს იმის შემდგომ რაც გუშინ მითხარი. - რა გითხარი?- გულმა კვლავ უცნაურად დაგიწყო ძგერა. - ის, რომ დიდი ხანია გიყვარდი და ამის თქმას ვერ ბედავდი. - ღმერთო ჩემო, ეს შენ გითხარი?! ხომ, იცი გუშინ ჰალუცინაციებიც დამეწყო... როდესაც შენ დაგინახე ერთი ბიჭი დამიდგა თვალწინ... მასში ამერიე. ბოდიში.- ეს ტყუილი ისე ოსტატურად თქვი, რომ მეთვითონ დავეჭვდი მის სიცრუეში. - კიდევ კარგი, თორემ თავს უარესად დამნაშავედ ვგრძნობდი. - კიდევ კარგი... - კარგი, ახლა წავალ... დროებით, კეკე. უნივერსიტეტში შევხვდებით ორშაბათს. მისი წასვლა შენთვის ათმაგად მტკივნეული აღმოჩნდა... ძალაგამოცლილი ლოგინზე მძიმედ დაეშვი და იმ ბალიშს უსვამდი თითებს, რომელზეც სულ რამდენიმე საათის წინ, კონსტანტინეს ჰქონდა თავი დადებული. ცდილობდი გონებაში გაგეცოცხლებინა გუშინდელი ღამე, თუმცა არაფერი გახსენდებოდა გარდა სასმელისა... ამდენი ფიქრისგან თავი აგტკივდა... ფანჯრის რაფაზე შემოდებული თავის ტკივილის წამალი დალიე და უეცრად შენს გონებაში, რაღაც ნათელი წერტილივით აკიაფდა. „ - წამალი მოგიტანო? - გააჩნია რა წამალი... - მიგოთხასი... პარაცეტამოლი... საერთოდ რამე გაქვს სახლში? - სიმართლე რომ გითხრა, შენი ერთი კოცნაც მიშველიდა.“ თავი 2 ღამე შენთვის ჯოჯოხეთის მსგავსი აღმოჩნდა. რთული გახდა იმის წარმოდგენა, რომ გუშინ ამ დროს, კონსტანტინე აქ იყო და შენი სხეულის თითოეულ ნაწილს შეიგრძნობდა. აკანკალებული სხეულით ცდილობ, რომ კვლავ წარმოიდგინო მისი სექსუალური სხეული... მსხვილი ტუჩები და თავისი თავბრუდამხვევი, მომაჯადოვებელი ოდეკალონის სურნელი. ვგრძნობ, როგორ გინდება მისი აქ ყოფნა... ისევ შეგრძნება... ისევ შეხება შენს სხეულზე. გაღვიძებისას სააბაზანოში შეხვედი და ცხელი შხაპი მიიღე. ცდილობდი წყლის წვეთებს შენი შინაგანი განცდები ჩაექრო, თუმცა ეს ყოველივე ვერ მოხერხდა, რადგან ეს ქმედება უფრო და უფრო აგიზგიზებდა მისდამი გრძნობებს. სარკეში შენს გამოფიტულ, უსიცოცხლო ნაკვთებს უცქერ. ძნელი ხდება იმის დაჯერება, რომ ის პიროვნება, რომელიც წინიდან გიმზერს შენ ხარ... ფიქრობ, თუ ასე ძალიან როდის დაეცი... როდის მიეცი კაცს უფლება, რომ შენი ცხოვრების მარიონეტი გამხდარიყო. მეორე დღეა ბარბაცით დადიხარ, კეკე და რეალობის კვალს გაურბიხარ. ტელეფონი გაუჩერებლივ რეკავს, კონსტანტინეს წასვლის შემდგომ, მაგრამ შენ ყურადღებას არ აქცევ, რადგან არავისთან გინდა საუბარი... იმიტომ, რომ ვერავინ გაგიგებს... გგონია, მარტო არ ხარ... ყველა შენს გვერდითაა, თუმცა იმდენად მარტოსულად გრძნობ თავს, რომ თითოეული ადამიანი ხელიდან გისხლტება. ცდილობ ისეთი კაბა შეარჩიო, რომელიც შენს სხეულს მოუხდება. გინდა ისე გამოიყურებოდე, თითქოს ბედნიერი ხარ... გსურს კვლავ იმ მზერით გიყურებდნენ მამრები, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა, შენს დანახვაზე. გარეთ გასვლა გიძნელდება, თუმცა თუ არ იჩქარე ლექციაზე დაგაგვიანდება... პირველივე გამვლელ ტაქსიში აჩქარებულად ჯდები. უთითებ მისამართს და კვლავ შენს მიუწვდომელ ფიქრებს უერთდები, რომელიც კონსტანტინეს უკავშირდება. შენი თითოეული სხეულის წერტილი მას გახსენებს. თითქოს კანზე დაგრჩენოდა მისი ნაკვალევი... მისი ამბორი.... მისი სითბო... მისი მწველი მზერა... - რამდენი მოგართვათ?- კითხე ტაქსის მძღოლს, რომელიც უკვე სასურველ ადგილზე იყო მისული. - ოცი ლარი. ლექცია რამდენიმე წუთის დაწყებული დაგხვდა. ლექტორი როგორც ყოველთვის გიბრაზდება. კონსტანტინეს შეყვარებულს ზურგს აქცევ და მის უკან თავსდები. ლექტორი ლექციას აგრძელებს. - რაც შეეხება, ხასიათის პათოლოგიას, რომელსაც ასევე აფექტურ მოშლილობას უწოდებენ. ამ დაავადების მქონე ადამიანები, ხშიარად იტანჯებიან დეპრესიით. მათი პირადი აზრით, არაფრის გაკეთებას არ აქვს აზრი. მათი რეაქცია დაქვეითებულია და შესაძლოა თვითონაც ფიქრობდნენ, რომ ნელა აზროვნებენ. დეპრესიის ე.წ ბიოლოგიურ ნიშნებს მიეკუთვნება: ცუდი ძილი, ცუდი მადა, წონაში დაკლება- შესაძლოა ამის გამო სიკვდილიანობაც, ლიბიდოს დაქვეითება, შეკრულობა და დღის განმავლობაში ხასიათის მკვეთრი, ხშირი ცვალებადობა. - და როგორ უნდა გავიგოთ თუ ადამიანს მძიმე დეპრესია აღენიშნება?- დასვა ერთ-ერთმა მოსწავლემ შეკითხვა. - მძიმე დეპრესიის დროს შესაძლოა ადამიანს ჰალუცინაციებიც დაეწყოს და ამასთან ერთად სმენითი დაქვეითებას აღენიშნოს. *** - რამდენი ხანი გირეკავდი, კეკე და შენ ყურმილს არ იღებდი. მშვიდობაა?- გკითხა მარტამ, რომელიც დიდი ხანია უნივერსიტეტში გეძებდა. - ხმა ჩაწეული მქონდა, ალბათ... - რა იყო, რა ხასიათზე ხარ?- გკითხა მან, თუმცა შენი მზერა სხვისკენ იყო მიმართული. კონსტანტინე მარიამთან ერთად დარბაზიდან გამოდიოდა... ერთმანეთს ეხუტებოდნენ. შენ კი ამის დანახვაზე თვალები აგიწყლიანდა...- კონსტანტინე?- შენ კვლავ არაფერი უპასუხე, რადგან ცრემლები ყელს გიწვავდა... სწრაფად შევარდი იქვე მყოფ საპირფარეშოში... ჩაიკეცე... თავი ხელში მოიქციე და მწარედ ატირდი... გრძნობდი, როგორ გეცლებოდა შენს სხეულში ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა... როგორ გინდოდა გონებიდან ამოგეგდო, კონსტანტინე, რომელიც შენს არსებობას ვერასდროს ამჩნევდა... ალბათ იმიტომ გიზიდავს იგი, რომ სხვა ბიჭებისგან განსხვავებით მას არ მოსწონხარ. განმარტოვება გინდოდა... გონებაში მხოლოდ და მხოლოდ, კონსტანტინეს მაცდური ხმა ჩაგესმის... გინდა ისევ ჩახედო მის ნაცრისფერ თვალებში და უკვალოდ დაიკარგო მის ფსკერზე... თუნდაც ეს ბოლოჯერ ყოფილიყოს... ასე გგონია გამომშრალი ხარ... თითოეული ძვალი ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივად გიტყდება და ტკივილი საშუალებას არ გაძლევს, რომ გაუძლო... ფიქრობ, რომ შენში გრძნობებმა იმარჯვა, ვიდრე სიამაყემ... მაკიაჟი სრულიად წაგეშალა... მაგრამ შენ მაინც არ ჩერდებოდი... კვლავ განაგრძობდი ტირილს და ამით გულს იოხებდი... უყურებ შენს გამოფიტულ გამოსახულებას სარკეში და ხვდები, რომ აღარაფერი დაგრჩენია, გარდა იმედგაცრუებისა... რთულია... იმაზე რთული, ვიდრე შესაძლოა ეს ყოველივე ვინმეს ეგონოს... - აღარ მომიყვები რა ხდება?- ემოციებს ვეღარ მალავდა, მარტა. - ნაგავივით მიმაგდო, კონსტანტინემ... - რაო?! ეს როგორ? - დილას მითხრა, რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო. - რა თქმა უნდა... ყველა კაცი ხომ ასეთია. ქალს ლოგინში ჩაიგდებენ. საწადელს მიიღებენ და ბოლოს ნაგავივით აგდებს. შენ რა უთხარი? - რა უნდა მეთქვა? ვუთხარი, რომ მეც ამის თქმა მინდოდა, რადგან მას შეყვარებული ჰყავს და ამ ქმედებას გამართლება არ მოეძებნებოდა... - არა, ვიცოდი, კონსტანტინე, როგორი ნაგავი იყო, მაგრამ ასეთი? - ჩემი ბრალია, მარტა... იმდენად მთვრალი ვიყავი.... - წესით თუ კონსტანტინე ნორმალური კაცია, ალკოჰოლით გაბრუებულ ქალს ლოგინში არ შეიტყუებს. როგორმე გრძნობები უნდა შეეკავებინა, თუ არა და მარიამი რისთვის ჰყავს, ღმერთმანი!... - რაც მოხდა, მოხდა... სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლი. - შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე გგონია, კეკე. ახლა კი მიდი! მხნეობა მოიკრიბე და კონსტანტინეს დაუმტკიცე, რომ მასზე ძლიერი ხარ! ეზოში სიგარეტის მოსაწევად გახვედი. იქვე კიბეებზე ჩამოჯექი და ჰორიზონტს აპყრობდი მზერას. თუმცა ეს იდილია მალევე დაირღვა, რადგან კონსტანტინე შენ გვერდით აღმოჩნდა. - ისე უნდა ვაღიარო და უნდა გითხრა, რომ შესანიშნავი იყავი.- გითხრა მან თითქოს ირონიული, ფარული ღიმილით. - მე კიდევ პირიქით ვფიქრობ. ჩემთვის ყველაზე საშინელი სექსი იყო, მთელ ცხოვრებაში. - ხო არა? არადა აღზნებული კნუტივით კრუსუნებდი იმ ღამით... ერთი სული გქონდა, როდის დაიკმაყოფილებდი სურვილს. - საქმეც ისაა, რომ საუკეთესო არ იყო. - რატომ ცრუობ, კეკე?! თვალები გყიდიან საყვარელო... არადა, როგორ გინდა კვლავ დაეწაფო ჩემს ტუჩებს, არა?- და მაცდურად, კონსტანტინემ ტუჩები თავის თეთრ კბილებში მოიქცია. - ჩემს თვალებს კი სურს, რომ მეტჯერ აღარასდროს დაგინახოს, ჩემ გვერდით!- თქვი და იქაურობა დატოვე. კონსტანტინე ქალებს თავისი ეშმაკობით იგდებდა ხელში. ყოველთვის ირონიული ნიღაბი დაჰქონდა და თავის საწადელს ყოველთვის იღებდა. უნივერსიტეტში ყველა გოგო გაჟიმული ჰყავს და ამით ამაყობს. იცის, რომ სიმპატიურია და ამას აღიარებს. ნამდვილი ნარცისია პირდაპირ. შენ კი, კეკე... მისი ასეთი ცივი და ამავდროულად სექსუალური ხასიათი იწვევდა ასეთ აღტაცებას... არადა, გულის სიღრმეში როგორ გძულს მისი ასეთი საქციელი... სახლში საღამოს მიხვედი. ბიუსჰალტერი ერთი ხელის მოსმით მოიხსენი და ლოგინზე მოისროლე. ხალათი შიშველ სხეულზე ჩაიცვი... ჩაის წყალი დაადგი და აივანზე მობილური ტელეფონის თანხლებით გახვედი. თითქოს შენს ჯინაზე სოციალურ ქსელში, კონსტანტინეს ახალი დადებული ფოტო შეგხვდა. იგი გაადიდე... უყურებდი მის ეშმაკისეულ თვალებს და შავგვრემან სასიამოვნო სახეს. ისე განცხრომით უყურებდი მას, რომ შემთხვევით შენი თითი დალაიქების ღილაკს დაეჭირა. თავიდან ვერ გააცნობიერე რა ჩაიდინე... გაშტერებულთვალებიანი შესცქეროდი ეკრანს და რა მოგექმედა არ იცოდი. რამდენიმე წამი იყო გასული, როდესაც კონსტანტინემ მოგწერა. - შენს თვალებს, ჩემი დანახვა არ უნდა არა? არადა სულ მე მიყურებ. ფოტოებსაც მილაიქებ უკვე... სასაცილო ხარ, კეკე. სასაცილო და ამავდროულად, ძალიან საყვარელი. - საერთოდ არ გიყურებ. - არა ხო?- და თავის ფოტოზე შენი დალაიქებული სქრინი გამოგიგზავნა. - ფოტოს დალაიქება არ ნიშნავს იმას, რომ ჩასაფრებული ვარ შენს „ნიუსებზე“. - ხო რა თქმა უნდა. (თან სიცილის სმაილიკები დაურთო.)- სექსუალურო, ძალით მატყუარა გოგონავ. კონსტანტინე საშინლად გიშლიდა ნერვებს. ხვდებოდა, რომ იწვოდი მისდამი სიყვარულით და იგი ირონიულად გექცეოდა ამის გამო. გინდოდა შენი მისდამი გრძნობები ბოქლომით ჩაკეტილ სკივრში შეგენახა, თუმცა რატომღაც არ გამოგდიოდა... კონსტანტინე, თითქოს შენს სულში აფათურებდა ხელებს და შენს თითოეულ განცდას კითხულობდა. თავი 3 - დილამშვიდობისა, კეკე. უნივერსიტეტში შევხვდებით ერთმანეთს.- დაგხვდა დილით, კონსტანტინეს მესიჯი, რომლის წაკითხვის დროს თან სიხარულს და თან ამავდროულად სიძულვილს გრძნობდი. დღეს განსაკუთრებულად ლამაზი უნდა იყო, რადგან წვეულება გაქვთ კურსელებს. სააბაზანოში საჩქაროდ შედიხარ და წყალს ივლებ, გამოსვლისას შენს შიშველ სხეულს სარკეში ათვალიელებ. ისეთი სხეული გაქვს, რომ წუნს ვერ დაუდებ. საშუალო ზომის, მკვრივი მკერდი... სექსუალური საჯდომი და იდიალური სწორი ფეხები. განა სხვარ რამ საჭიროა ბედნიერებისთვის? როცა საკუთარი ანარეკლის ყურებით გული იჯერე, ტანსაცმლის კარადას მიუახლოვდი და რამდენიმე თვის წინანდელი, წინასწარ ნაყიდი კაბა გამოიღე. კაბა შავი ფერისა იყო. ლამაზი თვლებით გაწყობილი, რომელიც საკმაოდ მოკლე აღმოჩნდა სიგრძეში. პატარა ზედმეტი გადაკუზვა და.... *** ადგილზე მეგობარმა მიგიყვანა. შენს კურსელებს ალკოჰოლის მიღება უკვე დაეწყოთ, თუმცა როდესაც სავსე ჭიქებს გთავაზობენ უარს ეუბნები, რადგან გეშინია უწინდელივით თავი გაუგებრობაში არ ამოჰყო. - მისის სექსუალურობაც მობრძანებულა!- თქვა შენს დანახვაზე, კონსტანტინემ, რომელიც თვალს არ აშორებდა შენს წვრილ ფეხებსა და მკერდს. შემდგომ ახლოს მოგიახლოვდა... ისე, რომ მის გრილ სუნთქვას გრძნობდი, რომელიც ლოყაზე სასიამოვნოდ გიღიტინებდა.- ზოგჯერ ისე მიხარია, რომ შენნაირ გოგოსთან მქონდა გიჟური ღამე! გინდა კვლავ დავკავდეთ ამით?!- შეჭმუხნული წარბებით გკითხა, თუმცა ხვდებოდი ამ უბრალო წარბების შეჭმუხვნაშიც, რამდენი ირონია იგრძნობოდა. ლოცულობდი, რომ ვინმეს საცეკვაოდ გაეწვიე და დროულად მოშორებოდი მის მკლავებს. დიდი დრო არც გასულა, როდესაც ერთ-ერთმა კურსელმა საცეკვაოდ გაგიწვია. უარი არც გითქვამს ან რატომ ეტყოდი, როცა ამაზე ოცნებობდი?! - კეკე, ძალიან კარგად გამოიყურები.- გითხრა, ირაკლიმ, რომელსაც უკვე მეორე წელია თავდავიწყებით მოსწონხარ, თუმცა მას ახლოსაც არ იკარებ. - შენც არა გიშავს რა. გრძნობდი, როგორ აუკანკალდა კონსტანტინეს სხეული, როდესაც სხვა მამაკაცის გვერდით დაგინახა. მისი ასეთი მოულოდნელი საქციელი, შენში მეტ ვნებას იწვევდა. ახლა დაზუსტებით იცოდი, რომ მასაც ჰქონდა შენ მიმართ რაღაც გრძნობები. ადამიანის გამოყენება არასდროს გიყვარდა, თუმცა ზოგჯერ დგება ისეთი მომენტიც, როდესაც საკუთარ პრინციპებზე უარს ამბობ, რადგან უფრო კარგი შედეგი დაიჭირო ხელში. ირაკლის ხელები, შენს წელზე ესვენა. გრძნობდი, როგორ უნდოდა ამ თავისი თითის ფალანგებით შენი სხეული შეეცნო. იმასაც გრძნობდი, როგორი განრისხებული თვალებით გიყურებდათ კონსტანტინე... თითქოს მზად იყო ხელიდან გამოეტაცებინე, ირაკლის და თავის მკლავებში მოექციე. კონსტანტინეს მეტად გასამწარებლად, ირაკლის უფრო მიუახლოვდი... ერთმანეთის ცხვირებს შეეხეთ და თან ცეკვას განაგრძობდით. მოულოდნელად ირაკლი, შენს წითელ ბაგეებს დაემონა... ეს კი საბოლოო საბაბი გახდა, კონსტანტინესთვის. კონსტანტინე გაბრაზებული სახით, მოგიახლოვდათ... ისე უეცრად განვითარდა სიტუაცია, რომ ეს შენ ვერც კი შენიშნე. როდესაც გონს მოხვედი, უკვე გვიანი იყო. ირაკლი ძირს სისხლიანი იწვა, ხოლო კონსტანტინე არა და არ ჩერდებოდა... მაინც აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას. გული საგულეში ვეღარ გიჩერდებოდა... გინდოდა ყველაფერი დაგელაგებინა... სიტუაცია ჩაგეხჩო, თუმცა არ იცოდი როგორ... ხალხი გარს გერტყათ. შიგადაშიგ ჩურჩულის ტალღაც გადაგივლიდათ ხოლმე. - შეწყვიტეთ! შეწყვიტეთ ახლავე! კონსტანტინე გარეთ გამოდი, სასწრაფოდ!- ისე უყვირე მას, რომ შენი ტონი შენთვითონვე გეუცხოვა. გარეთ საკმაოდ გრილოდა... გციოდა თუმცა იმდენად იყავი გაბრაზებული, რომ ამ შეგრძნებას ყურადღებას არც კი აქცევდი. - სულ გაგიჟდი, არა? რა უფლებით დაარტყი ხელი, ირაკლის?! - მან გაკოცა!- გიჟივით დაიყვირა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა. - მერე რა, რომ მაკოცა?! შენ იმის უფლება არ გქონდა, რომ მას შეხებოდი! შენ ჩემი ოჯახის წევრი ან შეყვარებული ხარ, რომ მიწესებდე ვის უნდა ვაკოცო და ვის არა? თუ ეჭვიანობ, კონსტანტინე... კი, კი... როგორ არა ეჭვიანობ. შენს თვალებში დავინახე საშინელი შურისძიების სურვილი ირაკლის მიმართ! ეჭვიანობ, რადგან ხვდები, რომ დაგივიწყე და ზედაც აღარ გიყურებ! ეს იწვევს შენში აღტაცებას, არა? შენთვის ხომ შეუძლებელია გოგომ ყურადღება არ მოგაქციოს. ნამდვილი ხეპრე ხარ, კონსტანტინე მახარაძევ! ნამდვილი ხეპრე!- და სილა მწარედ გაარტყი. ისე, რომ მის სახეზე მკვეთრად დაეტყო შენი გრძელი ხუთი თითი. კიდევ ასწიე ხელი, თუმცა მან ჰაერში დაიჭირა შენი მაჯა და მწარედ მოგიჭირა.- გამიშვი მტკივა, ცხოველო! - გტკივა, არა?! კაია, გეტკინოს... ახლა კი მომისმინე, კეკე. იცოდე ადამიანურად გელაპარაკები. შენს გვერდით კაცი არ დავინახო, გასაგებია? თორემ... - თორემ რა?! დამშორდები?- ახლა შენ მოირგე ირონიული ღიმილი, რომელიც შენთვის ასეთი უცხო იყო. - თორემ ინანებ... ძალიან ინანებ, კეკე. - მე უკვე ისედაც ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, კონსტანტინე შენ გამო! - მაინც რას? იმას, რომ შეგიყვარდი, არა? შეუძლებელი, რომაა ჩემი დავიწყება, არა?! იმის, რომ ახლაც გინდივარ, არა? ხო... ხო თქვი, კეკე... მიდი გელოდები. შენი პასუხი ისედაც ვიცი, უბრალოდ მინდა შენი პირით გავიგო. - წადი, შენს შეყვარებულს მიხედე. ჩემთან საუბარს ეგ გიჯობს. - არა... შენთან საუბარს კაცს ურჩევნია, რომ წყალი ნაყოს! მე ვცდილობ, რომ ჩემს გრძნობებში გამოვუტყდე და ეს ყურადღებას არც კი მაქცევს! - აბა რა გინდა, რომ გაგიკეთო? კისერზე ჩამოგეკონწიალო იმის მერე რაც გააკეთე?! - ამას არავინ გთხოვს, კეკე! - აბა რას მთხოვ? - იმას, რომ ერთი შანსიც მომცე. - შანსი რისთვის?! - შანსი ერთად ყოფნისთვის... - და კვლავ ნაცნობი, ღრმა თვალებით ჩაგხედა სულში, თუმცა უწინდელისგან ეს მზერა იმით განსხვავდებოდა, რომ მასში ირონია აღარ იგრძნობოდა. თავი 4 შენი სხეული კვლავ ცეცხლივით იწვოდა... ერთია ადამიანი მთელი არსებით გიყვარდეს და მეორე ის, რომ იგი შენით მანიპულირებდეს. კეკე, ნეტავ გამაგებინა... გოგოების უმეტესობას რატომ მოგწონთ ისეთი ბიჭები, რომლებიც ყურადღებას არ გაქცევენ და ძალიან ირონიულად გეპყრობიან... - გთხოვ წამომყევი...- გითხრა კონსტანტინემ და წელზე ძლიერად მოგკიდა ხელი. ისე, რომ მისი თავიდან მოშორება შეუძლებელი ხდებოდა. - გამიშვი ხელი, ცხოველო... - მე სწორედ ის ცხოველი ვარ, რომელსაც გულიდან ვერ უშვებ! - ძალიან ცდები ასე თუ ფიქრობ... - ერთი იცოდე, მე არასდროს ვცდები. ისევე როგორც შენს გრძნობებში.- ნიშნისმოგებით გითხრა მან.- წამოდი რაღაც მინდა განახო! შენ კონსტანტინეს უძალიანდებოდი. რაც კი შინაგანი ძალა გქონდა მის წინააღმდეგ იყენებდი, თუმცა შეუძლებელი აღმოჩნდა... შეუძლბელი აღმოჩნდა მისი მკლავებისგან თავის ასე მარტივად დაღწევა. ბოლოს კონსტანტინეს ნერვებმა უმტყუვნდა და ხელში აგიყვანა. შენ ფეხების ქნევას არა და არ წყვეტდი, რაზეც მას ირონიულად ეღიმებოდა - შეწყვიტე ეს ირონიული ღიმილი, კონსტანტინე! - რატომ კეკე? გეშინია უფრო არ შეგიყვარდე? - ის მაინც მითხარი, სად მიგყავარ, ცხოველო! - თუ გითხარი სიურპრიზი აღარ იქნება! - აჰ.... თურმე რა „რომანტიკული“ ყოფილხარ კონსტანტინე და არ მცოდნია! - ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, კეკე.- გითხრა და საჯდომზე ხელი შემოგცხო. - შეეშვი ჩემს საჯდომს. - შენი?!- წარბი აგიწია მან და გულიანად გადაიხარხარა. კონსტანტინემ სადღაც ბნელ სარდაფში ჩაგიყვანა. შემდგომ ნაზად ძირს ჩამოგსვა და შენს კულულებს თვალებდახუჭული შეეხო, თითქოს ნეტარებას განიცდიდა. - როგორ მიყვარს, შენი თმის სურნელი... შეუძლებელია მისი ოდესმე დავიწყება, კეკე... - ზოგადად ჩემი დავიწყებაა საკმაოდ რთული.- ირონიულად მიმართე მას. - ისევე, როგორც ჩემი. კონსტანტინემ ღვინის ბოთლი გახსნა და ორ ჭიქაში თანაბრად ჩამოასხა წითელი სითხე. შემდგომ ფირს მიუახლოვდა. შენთვის ძალიან ნაცნობი, საყვარელი სიმღერა ჩართო. "I Wanna Be Sedated" by The Ramones. ოთახში სასიამოვნო მელოდია გაისმა. გრძნობდი როგორ სასიამოვნოდ ეღიმებოდა მას, შენი გაოცებული სახის დანახვისას. გრძნობდი, როგორ ნელა და ამავდროულად რიტმულად გიახლოვდებოდა, კონსტანტინე, რომელიც საშინლად სექსუალურად გამოიყურებოდა „სმოკინგებში“. ხვდებოდი, რომ სული გეხუთებოდა მის თითოეულ მოძრაობაზე. თითქოს შენს ჯინაზე კონსტანტინე ნაბიჯებსაც ანელებდა. შენს გონებას უკვე დავიწყებული ჰქონდა, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბავი. ახლა მხოლოდ დაუოკებელ ვნებას გრძნობდი კონსტანტინეს მიმართ... გინდოდა მალე მოახლოვებულიყო... კვლავ შეგეხედათ ერთმანეთისთვის აღზნებული თვალებით... ოღონდაც მალე მოსულიყო და არ გაეჭიანურებინა... ოღონდაც... კონსტანტინეს გულიც საშინლად ძგერდა. თვითონაც უკვირდა თავისი თავის ამდაგვარი გარდასახვა, თუმცა გრძნობდა... გრძნობდა, რომ შენ გარეშე ცხოვრება ფერებს კარგავდა. ოცდახუთი წლის მანძილზე პირველად იგრძნო თავი კაცად... ნამდვილ კაცად. და ესეც შენი დამსახურებით, კეკე. კონსტანტინე შენს პირისპირ დადგა და ქოშინით გაურკვეველ რაღაცებს გეუბნებოდა... თუმცა მის სიტყვებს არანაირი აზრი ჰქონდა. სხეული საუბრობდა გონების მაგივრად. მან უეცრად ვნებიანად ხელში აგიყვანა. საჯდომზე ხელები შეგახო და რამდენჯერმეც თავისკენ მოჰქაჩა. - საოცარი ხარ, კეკე... იდეალური ქალი... ნეტავ იცოდე, იმ ღამის შემდგომ როგორ მინდიხარ...- ჩაგჩურჩულა ყურში მან.- სამწუხაროა, რომ შენ აღარაფერი გახსოვს, იმ ღამისგან... მინდა მთელი ცხოვრება გახსოვდეს... მინდა.... კონსტანტინემ სწრაფად შემოგაბრუნა და უკნიდან მოგიქცია. შენი შავი კაბის, ელვის ნელი გახსნა დაიწყო. როდესაც სხეული სრულიად გაგიშიშვლა ერთი ვნებიანად ამოიოხრა და შენს სასიამოვნო ყელს დაუწყო ამბორი. შენ სიამოვნებისგან მძიმედ, ხმაურიანად სუნთქავდი. ცდილობდი უკნიდან მდგომი, კონსტანტინეს შარვლის ქამარი გაგეხსნა... რამდენიმე წამში ესეც შეძელი. ბუხარი სასიამოვნოდ ანათებდა. ერთმანეთის სახეზე დაგთამაშებდათ მეწამული ფერი. კონსტანტინემ საროჩკა გაიხადა და იატაკზე დაფენილ რბილ ქსოვილზე ნაზად დაგაწვინა, სადაც კარგად ანათებდაა ბუხრიდან გადმოსული ცეცლის ალი, რადგან შენი სახის თითოეული მიმიკა უკლებლივ შეესწავლა. - ვფიცავ, ეს ღამე ცხოვრების ბოლომე დაგამახსოვრდება, კეკე.- და კვლავ ამბორი დაგიწყო. *** ძილში კონსტანტინე ჩუმად გიყურებდა, თითქოს ცდილობდა ამოეცნო შენი შინაგანი სამყარო, მიუღწეველ ფენებთა შორის. უნდოდა... ოხ, როგორ ძლიერ უნდოდა, შენი სახის ნაკვთების თითოეული დეტალის გაცოცხლება და თავისაც ქცევა. საკუთარი სხეულის ბნელ ადგილში ჩამალვა. შენ სახე ჩვილი ბავშვის მსგავსი გქონდა, ხოლო სახეზე ის სიამოვნების კვალი კოცნად დაგრჩენოდა, რომელმაც შენი ცხოვრება საკეთილდღეოდ შეცვლიდა. კონსტანტინე ხვდებოდა... ხვდებოდა, რომ შენ გარეშე ცხოვრება მეტად მოსაწყენი გახდებოდა. უფერადო, უემოციო, ცინიკური, გახუნებული, ნაწილ-ნაწილ დაფლეთილი, რომელიც ასე ძალიან არ მოსწონდა. გულში ათასჯენ გიხდიდა ბოდიშს ყველაფრისთვის. იმისთვის რაც გაგიკეთა ან სულაც ჯერ არ გაუკეთებია. მთელი სულით სურდა, შენს სახეზე მხოლოდ ღიმილისა და ბედნიერების კვალი დაგრჩენოდა. მართლაც... ის ღამე თქვენთვის დასამახსოვრებელი გახდა. გარდამტეხი მომენტი თითოეულის ცხოვრებისა. დილის ხუთ საათზე კოშმარებმა შეგაწუხა... ძილში ტირილი დაიწყე, რის გამოც კონსტანტინემ შენი დაწყნარება განიზრახა. უნდოდა კოცნით ამოეშრო, შენი თითოეული თვალებიდან გადმოსული მარგალიტები. - დაწყნარდი, კეკე. ყველაფერი კარგადაა. მე შენთან ვარ და ხელს არასდროს გაგიშვებ. - ძალიან მეშინია, კონსტანტინე... ძალიან. - რისი, კეკე?! - იმის რომ ერთ დღეს გავიღვიძებ და შენ არ დამხვდები... - ეგ აფსურდია, კეკე. გგონია ოდესმე ხელს გაგიშვებ? - მაინც მაშინებს, კოსტანტინე. ვიცი... იმდენად ძლიერი არ ვარ, რომ ეს დარტყმა გადავიტანო. - გსმენია, კეკე სტოკჰოლმის სინდრომზე რაიმე? - კი, მაგრამ ეს რა შუაშია?!- გაიკვირვე შენ. - შენ, შენი მჩაგვრელი უანგაროდ გიყვარს, კეკე. რამდენი ხანია, ირონიულად გექცეოდი.. ათას შეურაცხყოფასაც გაყენებდი, მაგრამ შენ მაინც გიყვარვარ, საყვარელო... - „მე გეტყვი, რომ მე შენ მიყვარხარ ყოველ დღე შიშით, რომ ხვალ არ არის სხვა...“ თავი 5 გამოღვიძებისას თავი უჩვეულო ამპლუაში იგრძენი. გრძნობდი, რომ შენი თითოეული ძვალი ეტაპობრივად გიტყდებოდა და შემაძრწუნებელ ხმას გამოსცემდა. შიშისგან რამდენიმეჯერმე თვალები დახუჭე, თუმცა კადრი არ იცვლებოდა. კვლავ მარტო იყავი... მარტო შენს პირად განცდებთან და ცეცლის ალთან ერთად, რომელიც მეტად ხსნიდა, შენს პირად იარებს... ფიქრობდი, რა შეცდომა დაუშვი... პირველად მიხვდი თუ რა შეგრძნებაა, როდესაც მამაკაცი გიყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. როგორ გინგრევს, ერთი ხელის მოსმით მთელ შენ შინაგან, აბობოქრებულ სამყაროს. გაუანალიზებლად ფეხზე დგები და ირგვლიყ ყველაფერს, ერთი ხელის მოსმით ტეხ. ცრემლები გაუანალიზებლად დაეხეტებიან, შენი სახის გარშემო და სულს გიწვავს. ემსგავსები ამომშრალ ღრმულს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი იმედგაცრუება სუფევს. ცდილობდი წარსულის მოგონებები უკუგეგდო... უკან მოგეტოვებინა გუშინდელი ღამის შეგრძნებები, რომელიც სასიამოვნო და ამავროულად ყველაზე მწარე იყო. რთულია უყურო, შენს უსიცოცხლო სახის ნაკვთებს, რომელსაც ერთი სული აქვთ განთავისუფლდნენ ამ უდიდესი ტკივილისგან და შეერწყან მარადისობას... მარადისობას, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერება სუფევს. თუმცა შენს ჯინაზე... რაღაც ამოუცნობი, ეშმაკისეული ძალით თავს მრავალი პრობლემა გატყდება... ვერც კი აცნობიერებ, თუ როდის აღმოჩნდი, ამხელა, ღრმა, გაუკვალავ წუმპეში. თუმცა ერთი იცი... შენი თითოეული პრობლემა, კონსტანტინეს სახელით იწყებოდა და მთავრდებოდა,ამიტომ... სწორედ იმ წამს გადაწყვიტე, რომ მისი არსებობა დაგევიწყა. რაც არ უნდა რთული ყოფილიყო. გიჟივით გავარდი ბნელი სარდაფიდან, თითქოს ეს-ესაა შეშინებულმა დატოვე ეშმაკისეული მოლანდება. გული საშინლად გიცემდა... ყელში, შენთვის აქამდე უცნობი ბურთი გქონდა გაჩხერილი, რომელსაც ვერა და ვერ იშორებდი... გონებაში მხოლოდ და მხოლოდ იმას იმეორებდი, რომ მისი არსებობა უნდა დაგევიწყა. გარეთ გასვლისას პირველივე გამოვლილ ტაქსის აჩერებ და შიგ აცახცახებული სხეულით ხტები... შენთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი თანხა დაგჭირდება მგზავრობისას... მთავარია აქედან გააღწიო... მოწყდე სამყაროს, სადაც კონსტანტინე ცხოვრობს... - რაჭაში... სასწრაფოდ რაჭაში წამიყვანეთ...- მიუგე ტაქსის მძღოლს. - რაჭაში?- შეიცხადა მან. - ასე გაუგებრად ვსაუბრობ? რამდენსაც მეტყვით იმდენს გადაგიხდით, ოღონდაც დროულად დაქოქეთ ეს წყეული მანქანა!!! შენ ფანჯარა ჩაწიე და შენი თითები ჰაერის ნაკადში გაახვიე.. ალივლივებდი ზეცაში და თავისუფლებას ანიჭებდი... სანამ თბილის არ გაცდით, მანამ გულზე მძიმე ლოდი გედო, თუმცა როგორც კი დედაქალაქს მოშორდით წამშივე უდიდესი შვება იგრძენი. მძიმედაც ამოიოხრე. - რთული დღე გქონდათ?- გითხრა ტაქსის მძღოლმა, რომელსაც სხვა ტაქსისტების მსგავსათ, მასაც წაწვეტებული ქუდი ეხურა, რომელიც ასე ძალიან გეზიზღებოდა. - უკაცრავად? - რთული დღე გქონდათ-მეთქი?- გაგიმეორა მან. - ასეც შეიძლება ითქვას... ტაქსის მძღოლმა თავისი გვერდზე მყოფი სარკიდან გადმოგხედა. მას შავი თვალები ჰქონდა. - დაახლოებით შენხელა ქალიშვილი მყავს, ტაისია ჰქვია.- გითხრა მან, თუმცა ვერ ხვდებოდი თუ რატომ წამოროშა ეს სიტყვები, როცა ეს საერთოდ არც კი გაინტერესებდა, მაგრამ უფროსის პატივისცემის გამო ზრდილობიანად მაინც გაუღიმე.- ერთ რჩევას მოგცემ, შვილო კარგი? იმედია „შვილოს“ თუ დაგიძახებ არ გეწყინება... არ ვიცი შენი დამწუხრების მიზეზი... არც ის ვიცი, შენს გულში რა დევს, თუმცა ის ვიცი. ვიცი, რომ თბილისიდან ტყუილად არ გაიქცეოდი. ყველაფერს უკან არ დატოვებდი....- ერთ წამს გაჩერდა და კვლავ სარკის საშუალებით შემოგხედა.- ბიჭის გამო ხარ ასე, არა? - საიდან მიხვდით... განა ასე ნათლად მაწერია სახეზე?- შენთვის ხმადაბლა ჩაიჩრჩულე, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს ჩურჩულიც მკვეთრად ესმოდა, უცნობ ტაქსის მძღოლს. - ადვილია გაიგო ქალის განცდები, თუ მის ფენებს ჩაწვდები... გინდა ვისაუბროთ ამაზე? წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. არამგონია კვლავ ერთმანეთს შევხვდეთ... თუ გსურს მესაუბრე, იქნებ რაიმეთი დაგეხმარო, შვილო... უეცრად საშინელი ბრაზი იგრძენი საკუთარი თავის მიმართ... იმის გამო, რომ რამდენიმე წუთის წინ ამ შესანიშნავ კაცს ეუხეშე და შენი ჯავრი მასზე ამოანთხიე.... „ყოჩაღ,კეკე... როგორც ყოველთვის მაკვირვებს შენი მანერები!“- ეუბნებოდი საკუთარ თავს. - ვერ გაიგებ მას ჩემგან რა უნდა... ზოგჯერ ისეთი თბილია, რომ მის გვერდით თავს ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობ, ყველაფერს ვივიწყებ... მაგრამ ზოგჯერ ისეთი ცივი და ირონიულია, რომ საკუთარ თავში ეჭვიც მეპარება, მართლა ის არის მართლა, ვისაც იცნობდი თუ არა... - ოხ, ეს ახალგაზრდები... ახალგაზრდული გაუკვალავი ლაბირინთებით. რისი თქმა შემიძლია, შვილო? ზოჯერ უმჯობესია გულს მოუსმინო... ახლა რას გეუბნება გული? მოუსმინე მას... - იმას, რომ საშინლად მიყვარს, მაგრამ მასთან ყოფნა აფსურდია. მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი გრძნობა. მეტი არაფერი. - და გონება? - შესაძლებლობა, რომ მქონდეს აუცილებლად გამოვღადრიდი ყელს, ჩემი ტკივილისთვის... გონება იმას მეუბნება, რომ ხსნა დავიწყებაშია. - ანუ შენი გონება და გული ერთ რამეზე თანხმდება, არა? - ანუ?- ვერ მიუხვდი მას. - იმას, რომ ხსნა მის დავიწყებაშია... შვილო, ზოგჯერ ადამიანს იმის გაკეთება უწევს რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად არ უნდა... თუმცა ეს ცხოვრებაა. მრავალი სიძნელითა და დაპირისპირებით, ჩვენი თითოეული ცხოვრების წამი გამოცდაა. მთავარია ეს გამოწვევა წარმატებით ჩავაბაროთ.... იცი? ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, შვილო... შენხელა, რომ ვიყავი ერთი ქალი შემიყვარდა. ისეთი გოგო იყო, რომ თითოეულ კაცს მის დანახვაზე გული უძგერდებოდა... ეჰ, რა კარგი იყო წარსული, ახალგაზრდობა... ახლა უყურე ამ დანაოჭებულ სხეულს, რომელიც შენი ვერა და ვერ გგონია... ხო, რას ვამბობდი, შვილო... შემიყვარდა ეს ქალი. მინდოდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად გამეტარებინა და ერთმანეთის გზები გადაკვეთილიყო, თუმცა ვხვდებოდი, რომ ეს ერთი დიდი ოცნება იყო. ის ქალი მაღალი ფენის წარმომადგენელი იყო... მე კი დაბალი... შეუძლებელია მაღალი ფენის წარმომადგენელმა დაბალს თვალი გაუსწოროს. ეს კი არა და, სიტყვის ღირსადაც არ თვლიან... საშინელი შეგრძნება იყო დამერწმუნე, შვილო. როდესაც მას ვხედავდი ვგრძნობდი, რომ ჩემს სხეულში ახალი არსება იწყებდა დაბადებას, მაგრამ იგი ზედაც არ მიყურებდა... მის თვალში ყოველთვის არარაობა ვიყავი. ერთი სოციალურად გაჭირვებული ბიჭი, რომელსაც არ შეეძლიო ყოველ დღე სატრფოს ნაირ-ნაირი საჩუქრებით გაენებივრა... იცი? კი, დღეს ერთად არ ვართ, თუმცა მის მიმართ გრძნობები კვლავ არ გამნელებია. ეს ისეთი შეგრძნებაა, რომელიც სანამ ცოცხალი ხარ შენში დარჩება.. ეს ისტორია იმიტომ მოგიყევი შვილო, რომ არ არის აუცილებელი მთელი ცხოვრება მასთან იყო. მთავარია შენს სხეულში შეინახო... პატარა სკივრში ჩაკეტო და საგულდაგულოდ დამალო, რომ არავინ წაგართვას იგი... ხომ, გესმის არა, ჩემი შვილო? ხომ გესმის რასაც ვგულისხმობ? დანიშნულ ადგილას საღამოს მიხვედით. შენ გეშინოდა ამ ღვთისნიერი კაცის მარტო დატოვება და ღამით გაშვება. - მოხარული ვიქნები თუ ამ ღამეს, ჩემს სახლში გაატარებთ. იმდენი რამ მასწავლეთ... ძალიან მინდა, რომ რაიმეთი პატივი გცეთ. თან მალე დაღამდება. ექვსი საათი გზაში მოგიწევთ სიარული. სჯობს დილით ადრე წახვიდეთ.- ღიმილით მიუგე მას და როდესაც დიდი ლოდინის შემდგომ, უცნობი კაცისგან თანხმობა მიიღე, სიხარულისგან დაგავიწყებულმა მას ძლიერად ჩაეხუტე... ისე თითქოს შენი საკუთარი მამა ყოფილიყოს. *** „დრო, მხოლოდ სიყვარულს დაინდობს, დღე, ისევ წაიღებს დარდს. შენ, ალბათ ნოტებზე დარჩები სხვებს არ მოაბეზრებ თავს. თუკი სიყვარულს მიენდობი ისევ არ შეგაწუხებს ეს ხალხის მზერა, თუკი სიმღერას დაუჯერებ მხოლოდ არ შეგეხება შენ ბოროტება.“ სახლი იმაზე კარგ მდგომარეობაში დაგხვდა, ვიდრე შენ წარმოგედგინა. სახეზე ბედნიერების კვალი დაგთამაშებდა და თავს ლაღი ბავშვივით გრძნობდი. ზოგადად ძალიან გიყვარდა, შენ შენი სოფელი. ყოველ წელს ათრთოლებული ელოდი აგვისტოს მოსვლას, რომ მალე შეგეგრძნო რაჭის სურნელი და როდესაც... შენი სოფლის ტერიტორიაზე შეაბიჯებდი, თითქოს ახლიდანაც იბადებოდი. ფრთებს შლიდი და სახეზე ბედნიერების სხივი დაგემჩნეოდა-ხოლმე. და ახლაც... თითქოს აქამდე ფრენა არ შეგეძლო, მაგრამ როგორც კი კვლავ მისი სურნელი ჩაისუნთქე... შენი მოტეხილი ფრთებიც შეხორცდა და ცას, ღრუბელთა ტალღას შეერწა. ბედნიერებისგან ასე გული, როდის გიცემდა აღარ გახსოვს. მხოლოდ ის იცი, რომ რაჭაში ხარ... შენს საკუთარ სოფელში, რომელიც ყველაფერს გირჩევნია. გრძნობდი, შენსა და შენი მშობლიურ მიწას შორის თვალით უხილავ კავშირს, რომელიც მთლიანად შენს სხეულში დაბატონებულა... მყარად გაუდგამს მასში ფესვები. გრძნობ, როგორ გტანჯავს ხოლმე უიმისობა... თითქოს მარადიულად უნდა რომ მის მიწას იყო ჩაკრული... კოცნას ჩუქნიდე თითოეულ მის შვილს. ბალახს თუ შენი სახლის წინ მყოფ ჭაღარა მთის წვერს... გარშემო რასაც ხედავ გგონია, რომ შენი შვილია. შენი გაზრდილი. შენად შეკედლებული, რომელიც ყოველთვის, უსასრულოდ დაეძებს საკუთარ დედას... როგორც ჩვილი ბავშვი მიკედლებულია თავის სისხლსა და ხორცზე, სწორედ ისე ხარ დაკავშირებული მასთან. ისე, რომ მის გარეშე თითოეული წამი საშინლად გეძნელება. ახლაც ხარბად ისრუტავ ჯანსაღ ჰაერს და კვლავ ბედნიერებით ივსები. შენს გონებაში ერთიანად ცოცხლდება წარსულის, ბავშვობის, თინეიჯერობის წლები. გახსნებდება როგორ უხეთქავდი-ხოლმე დედას გულს, როდესაც ბავშვებთან ერთად სოფლის გარეთ იპარებოდით. სახლში დაბრუნებისას კი, უკვე მისთვის სათქმელი დამუშავებული გქონდა. „მობილური დამიჯდა ან არ იჭერდა, ანგარიშზე აღარ მქონდა და ვერ შეგატყობინე, ან რაიმე ამდაგვარი სისულელე.“ რომელსაც დედა არ იჯერებდა. გეჩხუბებოდა. არადა ნეტავ იცოდეს, როგორი სასიამოვნოა, როდესაც დაუკითხავად სადმე მიდიხარ. საკუთარი თავის პატრონი თავად ხდები. რამდენიმე საათის განმავლობაში, თავს სრულწლოვნად გრძნობ. შენში შიშის გრძნობას არაფერი იწვევდა, რადგან მეგობრების იმედი ყოველთვის გქონდა... ბავშვობის, საუკეთესო მომენტების შემქმნელების. ხან რომელ ციცაბოზე აცოცდებოდით ფოტოების გადასაღებად, ხან რომელზე, თუმცა შენ იმ დროს აღარ პოზიორობდი, რადგან იცოდი ვერ გამოიყენებდი ამ გადაღებულ ფოტოებს და გული დაგწყდებოდა, თუმცა იმას ვეღარ აცნობიერებდი, რომ დედაშენს ამ დროს კარგა ხნის გაგებული ჰქონდა შენი ადგილმდებარეობა. სახლში მისულს კი ინანე... რატომ მეტი, უფრო კარგი ფოტოები არ გადავიღეო. ასეთი ტიპის მრავალი მოგონებები გახსენდებოდა... დაწყებული გაპარვით, დამთავრებული ღამეების კოცონთან გათენებით, რომელსაც ყოველწლიურად ღიმილითა და სიცილით იხსენებდით. ბედნიერებაა, როცა გვერდით ბავშვობის მეგობრები გყავს შემორჩენილი. რომლებთანაც შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც რეალურად ხარ. ყოველგვარი ნიღაბის გარეშე. ახლაც ოცნებობ მათ თვალებში დაიკარგო და კვლავ იმ ლაღ ბავშვად გადაიქცე... ტაქსის მღოლი სახლში შეიპატიჟე. საწოლი გაუშალე და საღამოს, ძილის წინ ჭიქა ჩაიც დაალევინე. - ამდენი ხანია ერთად ვართ და ჩემი სახელიც კი არ მითქვამს. მაოცებს ჩემი დახვეწილი მანერები- სირცხვილით მიუგე მას.- კეკე მქვია. - ბაგრატი. ძალიან მიხარია, რომ შენნაირი ადამიანი გავიცანი, შვილო. - რაღაც მინდა გკითხოთ, ბაგრატ. - აბა? - იმედია ცუდად არ გამიგებთ... - გისმენ. - სხვა ტაქსის მძღოლივით არ ხარ. ძალიან განსხვავდებით მათგან. ისინი ისეთი უტაქტოები, არაჰიგიენურები, არაკომუნიკაბელურები არიან... თქვენ კიდევ? - ყოველთვის ტაქსის მძღოლი არ ვიყავი, შვილო.- ერთი ღრმად ამოიოხრა და კვლავ განაგრძო საუბარი.- ადრე მასწავლებელი ვიყავი, ქართული ენისა და ლიტერატურის. როდესაც პენსიაზე გავედი უკვე აღარავის ადარდებდა, შენი ცოდნა... იძულებული ვიყავი სამსახური დამეტოვა. საშინელებაა, როდესაც ყოველგვარი ლუკმა-პურის გარეშე რჩები... საკუთარ საკვებს, რომ გვერდით სწევ, რადგან შენი ცოლ-შვილი დაპურებული გყავდეს. ძალიან ბევრი ღამე ტირილში გამიტარებია, კეკე შვილო. ცუდად ვხდებოდი, როდესაც ჩემი ოჯახის ხმოვანი მუცლის გვრემას გავიგონებდი-ხოლმე... სამყაროს მიმართ საშინელი ბრაზი მეუფლებოდა. ყველამ იცოდა, ჩემი ეკონომიკური შესაძლებლობა, მაგრამ მაინც გამწირეს ამისთვის.... სამუშაოს გარეშე დამტოვეს, როცა ოჯახს ვჭირდებოდი. ჩემს ცოლს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მუდმივად სჭირდებოდა გამოკვლევების ჩატარება და ათასი ძვირადღირებული წამლის მიღება... როდესაც გიჭირს, პატიოსნად ფულის მოპოვების მიზნით ყველაფერზე ხარ წამსვლელი. მანქანის ტარება კარგად არ ვიცოდი, მაგრამ მის გამო შევითვისე, რადგან ვიცოდი მისი სიცოცხლე ჩემზე იყო დამოკიდებული... თუმცა სამწუხაროდ მას ვერ ვუშველე... რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა... ახლა ერთადერთი საზრუნავი, ტაისიაა ჩემთვის. რომ არ ვიმუშავო, ეს ერთი პურის ფულიც აღარ მექნება..- თქვა მან და მაისურის კიდეთი ცრემლები მოიწმინდა. ამ ამბის გაგონებისას შეუძლებელი იყო, რომ შენ ცრემლები შეგეკავა... გაუანალიზებლად ფეხზე ადექი, დატოვე საკუთარი სკამი და ბაგრატის გვერდით დაჯექი... თავი მხარზე დაადე და რითაც შეგეძლო დამშვიდება დაუწყე. - არ ვიცოდი... ვიზიარებ. ნამდვილად არ მინდოდა, თქვენი ნაიარევის გახსნა... ბოდიშით.- და ძლიერად ჩაეხუტე, როგორც ეს ნამდვილ ღვთისნიერ კაცს ეკადრებოდა. - არაფერია, კეკე. ცხოვრება გამოცდაა, როგორც უკვე გითხარი. მთავარია, რომ იგი წარმატებით ჩააბარო. ჩემს თავს ყოველ დილას ვეუბნები, ესეც გაივლის. იმის მიუხედავად, რომ ხშირად საკუთარი სიტყვების თვითონაც არ მწამს.- საპასუხოდ შენც გულში ჩაგიკრა. ბაგრატმა საუკეთესო ჩახუტება იცოდა. სწორედ ისეთი ძვლებს, რომ აგიტკაცუნებდა, სუნთქვას, რომ შეგიკრავდა-ხოლმე. რამდენიმე წუთი ასე მამა-შვილურად იყავით, თუმცა შემდგომ გითხრა: - მგონი დროა, რომ დავიძინოთ. დილით ადრე უნდა წავიდე. შენ ცივ, გაყინულ ლოგინში აკანკალებული ჩაწექი და დაიწყე შენს ოთახში შემოსული ხმების დაყურადება. გარედან საოცარი ხმები შემოდიოდა... ჩანჩქერის რაკრაკა, დამამშვიდებელი ხმა... ჭრიჭინების გაუჩერებელი საუბარი და აქა-იქ მგლების შემაძრწუნებელი ყმუილი, რომელიც შენთვის უკვე კარგა ხანია იავნანის მელოდიის მსგავსი გამხდარა. თავი 6 „მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი.“- ი. ჩარკვიანი დილას ჩიტების საამურმა ჭიკჭიკმა გაგაღვიძა, რომლებიც მაცდურად დახტოდნენ ერთი ტოტიდან მეორეზე და ცხოვრების ხალის გმატებდნენ. დიდი ხანია მზესაც ამოეყო თავი, შენს წინ მყოფი გორიდან. ახლა კი, თითქოს დამშეული დაეხეტება სასურველი მიზნების მისაღწევად და მზის სხივებს ხარბად უგზავნის ღამის სიცივისგან აკანკალებულ დედამიწას, რომ უდნავ მაინც უწილადოს აწმყოს მწველი სითბო. საწოლი ადგომის საშუალებას არ გაძლევს. რაც უფრო იწევი წინ, მით უფრო გითრევს თავის შეუცნობელ სამყაროში. რაზეც ფარულად გეღიმება. ბოლოს, როცა საწოლში ნებივრობით გული იჯერე, სანამ ძვლებმა წოლისგან ტკაცა-ტკუცი არ დაგიწყო მანამდე არ გაგახსენდა ერთი გულითადი გაზმორვა და საჯდომის რბილი ლეიბიდან აწევა. სწრაფადვე ხალათი შემოიცვი. ძველი ხის კარები ფრთხილად გამოაღე. გეშინოდა, რომ ეს ძირძველი სახლი თავზე არ ჩამონგგრეოდა. სახლს გაფაციცებით ათვარიელებდი. იმ იმედით, რომ ბაგრატი ჯერ წასული არ იქნებოდა, თუმცა შეცდი. შენს ყოველგვარ იმედებს სამზარეულოში დატოვებული წერილი აუფასურებდა. „ჩემო შვილო, კეკე. არ მინდოდა შენი გაღვიძება და შეწუხება. ისედაც ძალიან შეწუხდი ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ შენნაირი ადამიანი გავიცანი. გახსოვდეს, ჩემო ანგელოზო, სამყარო მუდამ სიურპრიზებს გვიმზადებს და ამისთვის ყოველთვის მზად იყავი. თუ ჩვენი შეხვედრა მართლაც რაღაცის მომასწავებელია, ერთმანეთს უმისამართოთაც შევხვდებით. ეცადე დაისვენო. ყველაფერს ცივი, ფხიზელი გონებით მიუდგე. მე შენი მწამს და მესმის. ისიც ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება... ესეც გაივლის.“ სახლში როგორც კი მარტო დარჩი, შენში კვლავ გრძნობები ამოტივტივდა. თავს დაგესხა, გაგაბრუა და გულს ტყვიები დაუშინა.... თვალებაცრემლებულიანმა აღარ იცი, რომელ გზას დაადგე. რომელ სირთულეს შეეჭიდო... მხოლოდ იმას გრძნობ, თუ როგორი ელვის სისწრაფის მსგავსად ვრცელდება შენს სხეულში დაუოკებელი შიშის გრძობა... სულისჩამფრენი საშინელი გრძნობა... ცდილობ, შენს გამოსახულებას თვალებში ჩახედო ამაყად, თუმცა არ გამოგდის... მზერას არიდებ... გსურს ერთი ხელის მოსმით გაანადგურო ყველაფერი, თუმცა თითქოს შენს ჯინაზე ოთახში მყოფი ყველა საგანი, ნივთი ქრება... უყურებ, შენს ამღვრეულ თვალებს და ისტერიკულად გეცინება, შენ ხომ არარაობა გიმზერს.. როგორი უმწეო. არაფრის მომცემი... გაუბედავი... შენი გამოსახულება, საშინლად გაშინებს... გაშინებს ეს შავი თვალებიც, რომელიც არაფრის მთქმელი გამხდარა... გაშინებს ათრთოლებული ფერდაკარგული ბაგეებიც... უემოციო მიხვრა-მოხვრა... თითოეული შინაგანი ოხვრა, ტკივილი, წამება... შენ თვალებს ხუჭავ. გსურს წამით მაინც შეწყვიტო ფიქრი და მოწყდე რეალობას. დიდი წვალების შემდგომ, ძვლების ძლიერი ტკივილის ფონზე ერთი სამყაროს ნაწილი გახდი. ტბის პირას დგახარ...უყურებ წყალში გამოსახულ, შენს გამოფიტულ, უსიცოცხლო გამომეტყველებას. შენი თითოეული დეტალი, საშინლად გიშლიდა ნერვებს...ზოგჯერ როგორ გსურდა, ტბისთვის შემემატა მარგალიტივით თეთრი, წმინდა ცრემლები... შეამატებდი და მასაც აგრძნობინებდი, იმ ტკივილს, რომელიც ასე მჭიდროდაა შენში დაბატონებული. ნელ-ნელა შიშვლდები და ცდილობ მოურიდებლად შეუერთდეს , შენი სხეული ტბის წყალს... გრძნობ, როგორ ნაზად გედება მოელვარე ოქროს თევზი... გრძნობ, როგორ უყვება ჩემს თეძოებს და მოურიდებლად აკვირდება შენს თითოეულ ნაკვთს... წყალს უერთდები... ნელა... მოურიდებლად... პირველად მოგინდა სრულიად შიშველი მასში შესვლა და ემოციების გაზიარება... დღემდე ფიქრობ, რომ ჩასაცმელი ყოველთვის ბოჭავდა, ჩვენს ტკივილს და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა... ტალღა მოულოდნელად ეფინებოდა გამომწვევ მკერდსაც... გულის არედან იღვენთებოდა შავი სითხეც... სითხე, რომელიც შენი სხეულის ტვირთი, ვარამი და მოუშორებელი ფიქრები გახლდათ... შენ არავისი გერიდებოდა... სრულიად არავისი... ცდილობდი, წყალი მთლიანად დაპატრონებოდა შენს მეობას... შენ წყალს მიენდე... წყალს, რომელიც ერთადერთი იარაღი გამოდგა გრძნობებისგან დაცლისა. ერთადერთი, რომელიც დაუღალავად იღებდა შენს ვარამს...ტვირთს... თვალები გაახილე... ტბა სრულიად შავ უფსკრულში აღმოჩნდა ჩაფლული. ტბა, რომელმაც შენი ტკივილი საკუთრად ჩათვალა... ნელ-ნელა წყლიდან ამოდიოდი და თან გრძნობდი, როგორ ეცლებოდა, შენს დაღლილ სხეულს ის ყოველივე ტვირთი რაც საშინლად გაწუხებდა... ხმა მოგესმა... ხმა, რომელიც ყველაზე თბილი იყო, რაც ოდესმე გამეგონა... ,,გახსოვდეს, მარტო არ ხარ. შენი ტკივილი ყოველთვის ჩემი ტკივილი გახდება. მთავარია საშუალება მომცე შენს სხეულში ჩავძვრე.... ტბა, შენს სხეულშია... სისხლის ნაცვლად, შენში წყალი მოძრაობს... გამოფიტულ ძარღვებში კი, ოქროსფერი თევზები დაცურავენ, რომლებიც სიცოცლით გაგავსებენ. ისინი შენთან არიან...ისევე როგორც მე.“ გითხრა ხმამ, რომელიც შენში ბუდობდა. როდესაც თვალები გაახილე, შვება იგრძენი... შენს თეთრ ოთახში შეხვედი, რომელიც ბაბუამ ერთ დროს თავისი ხელით შეგიღება. ჩანთიდან მობილური ტელეფონი ამოიღე და გათიშე. შენ არავინ გჭირდებოდა... და სიმართლე, რომ ითქვას რეალურად არც არავის სჭირდებოდი შენ. ამას კი დიდი ხანია შეგუებული იყავი, ამიტომაც დიდად არც ბრაზობდი. *** საღამოს სახლიდან გასვლა გადაწყვიტე. როგორც ყოველთვის მოკლე შორტი და მაისურზე შეაჩერე არჩევანი, იმის მიუხედავად რომ იცი ღამე რაჭაში ძალიან ცივა. თუმცა როგორც კი შენი სხეული კანკალს დაიწყებ, იცი რომ შენს მეგობრებს ტანსაცმელს წაართმევ და შენ ჩაიცვამ. როგორც იქნა აიარე ის აღმართი, რომელიც ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა შენთვის. ვითომ დიდი არაფერიო, თუმცა მასზე ასვლისას ადამიანი ისე იღლება, რომ რამდენიმე წუთი სურს აჩქარებული გული დაიმორჩილოს. შემდგომ იმ ცაცხვის ხეს მიუახლოვდი, სადაც მეგობრებს არნახული, დაუვიწყარი წუთები გაგიტარებიათ. სიბნელის მიუხედავად მაინც გადაიხედე გადასახედიდან, საიდანაც ჩანდა ალაგ-ალაგ ყვითელი ციმციმა ნათურები. ვინ იცის რამდენი საათი გაგიტარებიათ, აქ... ასე დაუსრულებლად საუბარში და სიცილში. ისიც გახსენდება, პირველად როგორი მორიდბით გაიცანი ისინი... რამდენიმე დღე, სირცხვილისგან ხმასაც, რომ ვერ იღებდი. (თუმცა ძალიან გასაკვირია. შენდა სირცხვილი?!..) მოგონებები ძალიან ტკბილი იყო. ყველაზე ტკბილი. არაფერი შეედრება ბავშვობის მეგობრებს... რომლებთანაც მთელი ზაფხულის, ცხოვრების წლები გაკავშირებს. თითქოს და ისინი, შენი ოჯახის ნაწილადაც იქცნენ. პირველად ვისი ნახვაც გინდოდა, გიორგი იყო. რადგან იგი ყველაზე მეტად გიყვარდა, თავისი სათნო ბუნებით. თუმცა არ იცოდი სად იქნებოდა... ვისთან, რომელ მეგობართან გაატარებდნენ მეგობრები იმ ღამეს, ამიტომ თითოეული ადამიანის სახლს რიგრიგობით ჩამოუარე. ჟრიამული შორიდანვე მოგესმა... შენს სხეულში კვლავ ჩასახლდა, აქამდე შენიღბული პატარა ბავშვი, რომელსაც ერთი სული ჰქოდა, თავის მეგობრებს როდის ჩახედავდა თვალებში. ყველანი ნიკას სახლში შეკრებილიყვნენ. ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ და სასიამოვნოდ ჭიკჭიკებდნენ. შენს დანახვისას ყველას თვალები კაკლისოდენა გაუხდა. თავიდან გაკვირვება ვერ დამალეს, თუმცა რამდენიმე წამში, როდესაც რეალობა გააცნობიერეს ძლიერად ჩაგეხუტნენ. შენს თვალებს არც უცნობი ბიჭი გამოჰპარვია, რომელიც სუფრის კიდესთან იჯდა და გიღიმოდა. - აქ, როგორ მოხვდი, კეკე!- გაოცებას ვერ მალავდა, ციცი. - განმარტოვება მინდოდა. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, ბავშვებო! - აბა ჩვენ გვკითხე! შენ გიორგის გვერდით დაჯექი, რომელთანაც რამდენიმე წუთი საუბრობდი, სანამ ანანომ არ შეგაწყვეტინათ ბაასი. - კეკე, გაიცანი ჩემი შეყვარებულის ძმაკაცი, ტატო.- რაზეც ტატომ ისევ გაგიღიმა. - სასიამოვნოა.- თქვა მან. სიმართლე, რომ ითქვას ტატოს ზედაც არ უყურებდი. შენთვის შეუძლებელი ხდებოდა ვინმე სხვა მამაკაცისთვის შეგეხედა იგივე მზერით. თუმცა ტატო თვალს ვერ გაშორებდა... მაგრამ არ იმჩნევდი. - გადასახედავზე არ წავიდეთ? კოცონი ხომ უნდა დაგვენთო!- დაიწუწუნა ანანომ, რომელიც ადგილზე ცქმუტავდა. ყველანი ცაცხვისკენ დავიძარით. მე და გიორგი მათ ჩამოვრჩით. ერთმანეთს ვუყვებოდით ყველაფერს, რაც არ გვითქვამს. - ანუ, გინდა რომ ყველაფერი დაასრულო კონსტანტინესთან?- გკითხა მან. - რაც დაწყებული არ არის, დასასრულიც ვერ ექნება...- ამოიხვნეშე შენ და მას უფრო ძლიერ მიეხუტე. - რატომ არ მომიყევი აქამდე? დაგერეკა მაინც, კეკე. - ხომ, იცი არ მიყვარს მსგავს თემებზე მობილურით საუბარი... - საერთოდ არაფერი გითხრა, რომ წავიდა? - თითქოს წინა ღამეს ერთად არც ვყოფილვართ, ისე გაუჩინარდა. ანანო, როგორც ყოველთვის კოცონის პირას მღეროდა.... შენ გიორგის მუცელზე გქონდა თავი დადებული, ხოლო შენს მუცელზე ლაშას. სამივე ვარსკვლავებს უყურებდით, რომელიც ისე ახლოს იყო, რომ ასე გეგონათ, რომ ხელს როგორც კი აწევდით, რომელიმეს მოწვეტავდით. - გახსოვს, კეკე? რამდენი ბიჭი გვიცემია შენ გამო... რამდენი იმედიანად ამოსულა აქ, შენთვის, თუმცა უკან როგორი ნაბეგვი და უიმედო ბრუნდებოდა. - ძალიან სასაცილოა, ლაშა. კინაღამ ერთ-ერთი შემოგაკვდათ... - ნახე, ნახე ვარსკვლავი ვარდება!- დაიყვირა ბავშვური ტონით გიორგიმ, თვალები დახუჭა და ალბათ სურვილიც ჩაიფიქრა. - რა ჩაიფიქრე?- ჰკითხე მას. - იმას, რომ ჭკუა მოგეცეს.- გაიცინა და თავზე გაკოცა, რაზეც ყველა ახითხითდა. შენ მუხლები აგიკანკალდა და ხმაურობდა. ისე გციოდა, რომ წინ მყოფი კოცონით ვერ ალღობდა შენში დაბატონებულ ყინულის ლოდს. - გცივა? - გკითხა გიორგიმ და თავისი მოსაცმელი შენ მოგახურა. - მადლობა... - საერთოდ არ შეცვლილხარ, კეკე. - რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო, თქვენს გვერდით მაინც პატარა ბავშვი ვხდები. გიორგის მკლავებში, ძალიან დიდი ხანი იყავი მოქცეული... შენთვის ეს პიროვნება ყველაფერს წარმოადგენდა. შეგეძლო, ყველაზე მეტად მას დაყრდნობოდი, გაგეზიარა თითოეული დარდი მისთვის, იმ იმედით რომ გაგიგებდა და სხვებივით არ დაგიწყებდა გაკრიტიკებას. ტატო, კოცონის წინ გიტარაზე რაღაც მელოდიას უკრავდა, რომელიც შენთვის ნაცნობი ყოფილიყო და მასთან ერთად სიმღერა დაიწყე... თითოეულ ამღერებულ, გაცოცხლებულ ნოტში საკუთარ სულს აქსოვებდი... ეს გამები ერთმანეთს ერწყმოდა და სასიამოვნო ჟღერადობასაც გამოსცემდა. როდესაც „კონცერტი“ დასრულდა, ტატო მოგიტიალდა და საუბარი გაგიბა. - აქ გაქვს სოფელი, არა? - კი, ასეა. - ბედნიერი ყოფილხარ... - რაჭა, საქართველოს გულია!- ისე ამბიციურად მიუგე, რომ შენს ნათქვამში, ერთი ციცქნა ტყუილიც კი არ ერია. - შეყვარებული გყავს?- ისე უეცრად შეგეკითხა, რომ გააზრებაც ვერ მოასწარი ამის. - მაგას რა მნიშვნელობა აქვს? - რომ გეკითხები ესეიგი აქვს!- და თავისი ქათქათა, თეთრი კბილები გამოაჩინა, რომელიც სიბნელეშიც კი ანათებდა. ტატოსთან ლაპარაკი არ გინდოდა, რადგან იცოდი მას შენთან არაფერი გამოუვიდოდა და იმედს არც აძლევდი. - სჯობს წავიდე... - უთხარი მათ და იმ ადგილისკენ აიღე გეზი, სადაც მაშინ მიდიოდი, როცა სამყაროში ადგილს ვერ პოულობდი. თავი 7 ცრემლები ასე გგონია გახრჩობს და მოსვენების საშუალებას გიკარგავს. ერთი სული გქონდა, როდის მიხვიდოდი ჩანჩქერთან. დაჯდებოდი რომელიმე ლოდზე და ტირილს დაიწყებდი... როგორც ეს უწინ იყო. ცდილობ, შენი მეხსიერებიდან წაშალო კონსტანტინეს არსებობა, მაგრამ როგორც კი თვალებს ხუჭავ, იმ წამშივე მისი სილუეტი გიდგება თვალწინ... ასე გგონია მასთან უძლური ხარ... ვერაფერს გახდები... როგორც იქნა მიხვედი დანიშნულ ადგილამდე და შენი სევდა ჩანჩქერს გაუნდე. თითქოს ლოდი გულზე მოგეშვაო, თუმცა სული კვლავ აფორიქებული გქონდა... ცივ ლოდზე გულაღმა წვები და ცდილობ, შენი წვრილი და ამავე დროს გრძელი თითების დახმარებით ვარსკვლავები ამოიკითხო. ეს ხომ ადრე ძალიან გიყვარდა... გამშვიდებდა. უეცრად რაღაც ხმა იგრძენი... გრძნობდი, რომ აქ ვიღაც იყო... ლოდზე აკრული აღსასრულს ელოდი. ფიქრობდი რამდენიმე წამში, რომელიღაცა გარეული ცხოველის კბილების ჩასატკბარუნებელი გახდებოდი. ხმა უფრო და უფრო იზრდებოდა, რის შემდგომაც გაუანალიზებლად ყვირილი დაიწყე. აღმოჩნდა, რომ შენი ყვირილი უცნობი სტუმარისთვისაც უცხო აღმოჩნდა... - შენი შეშინება არ მინდოდა, კეკე!- გითხრა დარცხვენილად ტატომ. - აქ რა გინდა? სულ გამოშტერდი, არა? კინაღამ გული გამისკდა, შენ გამო, ღმერთმანი! - შენთან მინდოდა. ვიფიქრე გავყვებითქო. - ხოდა ძალიან შეცდი. ეგება მარტო ყოფნა მინდოდა? - ბოდიში, არ მინდოდა. - რა თქმა უნდა არ გინდოდა.- ირონიულად ჩაილაპარაკე. ტატო შენი ადგილისკენ მოიწეოდა, შენ კი უფრო და უფრო გრძნობდი მისდამი ზიზღს. ვერ იტანდი, როდესაც შენს სივრცეში ვიღაცა დაუკითხავად იჭრებოდა. - მინდა უკეთესად გაგიცნო, კეკე...- თითქოს თხოვნის ტონით მოგმართა მან. - იცი რა? პირაპირ გეტყვი. ჩემთან სექსი არ გექნება! - ადამიანის გასაცნობად, მხოლოდ სექსია საჭირო?- გაეცინა მას. - არ არის, მაგრამ მამრების ერთადერთი სადარდებელი მხოლოდ ისაა, როდის დაიკმაყოფილებენ თავიანთ ამაზრზენ ეგოს და როდის ჩაიგდებენ, რომელიმე გოგოს სარეცელში. - ყველა ადამიანი ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშო, კეკე. - ერთი კაცი მაინც მითხარი, რომელსაც სასქესო ორგანოს მაგივრად გონებას ემორჩილება... - შესაძლოა მე ვიყო... ან არ ვიყო, არ ვიცი. - სულელი ხარ? - შენს წინ ყველა სულელი გახდება... - ესღა მაკლდა.... თქვენი სულელობა მე, რომ გადმომაბრალოთ. - რატომ იქცევი ასე? ვინმემ გაწყენინა? - შენი საქმეა, რომ ინტერესდები? - არა, უბრალოდ შენი დახმარება მინდა. ტატო მართალი იყო, არ შეიძლებოდა სხვისი ჯავრი სხვაზე გეყარა. ამიტომ სამყაროს უფრო რეალური თვალით შეხედე, ვიდრე აქამდე უყურებდი. მთელი ღამე ერთმანეთს ესაუბრებოდით. სიმართლე კი ისაა, რომ მასთან საუბარი ზიზღს აღარ იწვევდა შენში და ეს გსიამოვნებდა. - ანუ შენი გაბრაზების მიზეზი, ის ბიჭია?- დაეჭვებით მოგიგო მან. - აღარ მსურს ამ თემაზე მიტრიალება კვლავ... - მეც ასე ვფიქრობ. შენ და ტატომ ერთად უყურეთ მზის ამოსვლა. მას შენი ხელები საკუთარში ჰკონდა მოქცეული და თმებზეც შიგადაშიგ გეხებოდა. - არ ღირს იმ ბიჭზე ფიქრი, კეკე. ის არ გიმსახურებს... ცხოვრებას სხვა თვალით უნდა შეხედო. იცი?... ძალიან მომწონხარ, კეკე. ვიცი, სასაცილოა ამის თქმა რადგან სულ რამდენიმე საათია რაც გიცნობ, თუმცა ისიც უნდა გითხრა, რომ ტყუილი არ მჩვევია.... ამიტომ მინდა პირდაპირ გითრა ჩემი სათქმელი... ძალიან მომწონხარ, კეკე... იქნებ მე შევძლო, შენი იარების მოშუშება? ტატოს სახეზე მზის პირველი სხივები დასთამაშებდა.... თვალებში გამომწვევად გიყურებდა და ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაგიკრავდა გულში. - ჩემთან მოდი კეკე...- მან გულში მოგიქცია და ლოყაზე ამბორი დაგიწყო... _________________________________ პირველი ნაწილის დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.