საუბრები ვნებასთან -6- +18
10 საათზე გამეღვიძა, სამსახურში ძალიან ვაგვიანებდი მაგრამ მობილურს რომ დავხედე ვნახე, რომ ხელფასი ჩამერიცხა და ძალიან გამიხარდა. ჩემს უფროსს დავურეკე გავაფრთხილე რომ დღეს ვერ მივიდოდი შემდეგ კი თბილად გავაღვიძე ელი. - ადრეა! - ჩურჩულით ჩაილაპარაკა - ადექი რა ხელფასი ჩამერიცხა. ექიმთან წავიდეთ. - კარგად ვარ. - გთხოვ... წავიდეთ რა. - მე დავმშვიდდები. - კარგი. - ფრთხილად წამოდგა, თვალები პატარა ბავშვივით მოიფშვნიტა და ჩაცმა დაიწყო. ყველაფერზე მიჭირდა ფიქრი. თითქოს დაპროგრამებული რობოტი ვიყავი რომელსაც საფიქრალი და სანერვიულო არაფერი ჰქონდა. მთელი გზა მანქანებს ვუყურებდი და ვცდილობდი არ დამერღვია მოძრაობის წესები მაგრამ როგორც კი ელი პალატაში შევიდა. მივხვდი რომ ყველაფერი არც ისე სტაბილურად ოყო როგორც მეგონა. მივხვდი რომ შეიძლებოდა ორსულად ყოფილიყო. ამის პირველად შემეშინდა. საშინლად დავიძაბე. პალატაში სულ რამდენიმე წუთი გაატარა მარტომ მე კი ლამის ჭკუიდან გადავედი. თითოეული წამი საუკუნეთ მომეჩვენა. გული გამისკდა სანამ გარეთ გამოვიდა. რამაც კიდევ უფრო დამაბნია მისი გაფითრებული და შეშინებული სახე რომ დავინახე. მივხვდი რომ ქეთი ( ელის გინეკოლოგი ) ამჯერად იმის თქმას არ აპირებდა რო ყველაფერი კარგათაა. ქეთის კაბინეტში ექოსკოპისტი შეუძღვა და კანკალით შეჰყვა ელიც. ძალიან დავიბენი ვეღარ მოვითმინე და კარის ზღურბლთან მივედი რომ გამეგო რა ხდებოდა. - ხომ გეუბნებოდი ნუ გეშინია დაორსულებას კიდევ შეძლებ თქო თვეში სამჯერ რომ დადიხარ აქ. - გაუღიმა ქეთიმ ელის. მან პასუხი არ გასცა მხოლოდ შეშინებული სახით უყურებდა რამაც ძალიან დააბნია ახალგაზრდა ექიმი - ყველაფერი რიგზეა?... სასურველია? - კი... - დაუფიქრებლად უთხრა ელიმ და ჩუმად ამოიხვნეშა. - მაშინ რაგჭირს? სახეზე ფერი არ გადევს - ტკივილები მაქვს. - ხმის კანკალით უთხრა - ვიცი ვიცი... მთავარია არ ინერვიულო და დაწყნარდე. ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია მაგრამ დასვენება და სიმშვიდე გჭირდება გამიგე? - თბილად უთხრა და მხარზე ხელი დაადო. საშინლად დავიბენი ვერ ვხვდებოდი რა მოხდა. - ანუ საშიში მაინცაა? - ნუ ნერვიულობ! წამლებს გამოგიწერ და დალევა დღესვე დაიწყე. ნებისმიერ ტკივილზე და უსიამოვნო შეგრძნებაზე უნდა დამირეკო! - კარგი... - ხელი გულზე დაიჭირა. და ღრმად ჩაისუნთქა. - უკაცრავად ქალბატონო ქეთი...- ჩავერიე - მე შიგნით არ ვიყავი და დავიბენი ცოტა რახდება მეც მითხარით რა. ვნერვიულობ და... - გილოცავ მამიკო ხდები - ირონიულად გამიღიმა. მეკი სუნთქვა შემეკრა. მადლობა უნდა მეთქვა ალბათ ამ მოლოცვაზე მაგრამ თავი ვერ მოვაბი. და უბრალოდ გაოცებული სახით ვუყურებდი. - ელისო საყვარელო მიდი წყალი დალიე. დამშვიდდები ცოტა. - მე მოგიტან - მშვიდად ვუთხარი - არა არაა... გაიაროს ცოტა კარგი იქნება ეხლა მისთვის... შენ საბუთები შემავსებინე! - მივხვდი რომ რაღაც საქმე ჰქონდა. მხოლოდ ჩემთან და თავი დავუქნიე. მშვიდად წამოდგა ელი და გარეთ გავიდა. - რა გჭირთ თქვენ ორს? ამდენი წელია აქ დადიხართ და ბავში სულ გინდოდათ ეხლა რა სახეები გაქვთ? - ა... - დავიბენი არ ვიცოდი რა მეპასუხა მისთვის - არა, გვინდა, გვიხარია. უბრალოდ ვიკამათედ და ჩემზე გაბრაზებულია. - ხოდა შემოირიგე სასწრაფოდ. ეს ტკივილები ნორმალური არაა. შენარჩუნება უჭირს. ეს არ უთხრა უფრო ინერვიულებს ამაზე. შესანარჩუნებლები გამოვუწერე. მაგრამ მთავარია რომ მშვიდად იყოს. - შენარჩუნება რატომ უჭირს?... - ვკითხე თუმცა კაბინეტში ელი შემოვია და პასუხი ვეღარ გამცა. - შემიძლია წავიდე? - მშვიდად იკითხა. - კი... კი... თუ რამე დამირეკე საყვარელო. თავი დაუქნია და გრძელი კოლიდორის, პატარა კიბეები მშვიდად აიარა. თუმცა როგორც კი კარი მოხურა და მიხვდა ვეღარავინ ხედავდა გიჟივით გავარდა ქუჩაში. დავედევნე და ნაზად შემოვაბრუნე ჩემსკენ, ცრემლები სცვიოდა. არ ვიცოდი რა მქენა და მოღეღილი ქურთუკის ელვა ნაზად შევუკარი. თვალები ამიწყლიანდა. - გშია? - აკანკალებული ხმით ვკითხე - არა. - ყავა? - არა სახლში მინდა. - ხმა გაებზარა - კარგი... წამოდი... სახლში წავიდეთ... მაჯაზე ნაზად მოვკიდე ხელი და მანქანამდე მივიყვანე. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არც ერთს. სახეზე აშკარად ეწერა რამდენად არ უნდოდა ეს ბავშვი და გული მიკვდებოდა ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავდი. მაგრამ იმდენად დიდი გაურკვევლობა იყო ჩვენ შორის თავად რა მინდოდა და რაზე ვფიქრობდი იმას ვეღარ ვხვდებოდი. თითქოს ტვინი საერთოდ გამეთიშა... - გავიკეთებ აბორტს - გვერიდან აკანკალებული ხმა შემომესმა. მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე შემდეგ კი მშვიდად ვუპასუხე. - მოეშვი მაგ სისულელეებს! - მართლა გეუბნები. - არა! არ გაიკეთებ. უბრალოდ ამოწმებ რამდენად ვარ და დაგთანხმდები თუ არა ამაზე. გუშინ არ გამიცვნიხარ ელი... და კი ნაძირალა ვარ. მარა მკვლელი არა! - ასეთი თაღლითი რატომ გგონივარ? არ გამოწმებ! უბრალოდ არ მინდა ეს ბავშვი და სახეზე გაწერია რო არც შენ არგინდა. - და რატომ არ გინდა? - 7 წელია შენს გვერდით ვარ და ეს რომ ნებისმიერ სხვა სიტუაციაში მომხდარიყო ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი მართლა. მაგრამ ახლა არა თორნიკე. ახლა ამის დრო არაარის. - რაღაცეები ცხოვრებაში მაშინ ხდება როცა ყველაზე ნაკლებად ვართ ამისთვის მზად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა მოვიშოროთ და კანალიზაციაში გავუშვათ. ნუღა ლაპარაკობ ამ თემაზე! - ჩემი გადასაწყვეტია. - არა. არარის! ჩემი შვილიცაა და ვერ შეეხები! ეს საუბარი მორჩა! - დავიღრიალე და მანქანა სახლის შესასვლელთან გავაჩერე. დაბნეული და გაბრაზებული გადახტა მანქანიდან. ამან კიდევ უფრო შემშალა. უხეშად მივხურე მანქანის კარი და უკან გავყევი. ვბრაზობდი მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა მაგრამ ყველანაირად ვცადე თავის შეკავება. და მასთან მშვიდი საუბარი დავიწყე. - დაწყნარდი კარგი? გცივა? ხელები მხრებზე დავალაგე და ნაზად მოვეფერე. - ცოტა... - ნაზად ჩაილაპარაკა. - ბუხართან დივანზე წამოწექი. პლედს მოგიტან და ცეცხლს დავანთებ. - ნაზად დამიქნია თავი და დივანზე წამოწვა. - რამე ხომ არ გინდა? - სიგარეტი - ეგ ბავშვს უნდა ალბათ ხო?! - გთხოვ! - გაეცინა არ მინოდა რომ მოეწია მაგრამ, შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა თანაც ქეთიმ მთავარია არ ინერვიულოსო. ამიტომ მივხვდი კომპრომისზე უნდა წავსულიყავი, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვიღე და გავუწოდე. ცეცხლი დავანთე და ბუხართან იატაკზე ჩამოვჯექი. - ბევრს ეწევი! - ხელიდან მეორე მოკიდებული ღერი გამოვვართვი. - ცუდად ვარ თორნიკე. - ორსულად ხარ და ეგ არ გამართლებს ღერი ღერზე რომ მოწიო. თვალები ჭერს მიაბყრო და მის ხელზე აცობილი 15 ამდე ძაფის, წვრილი, ფერადი სამაჯურებიდან ერთ ერთს დაუწყო თამაში. ამ სამაჯურებიდან თითოეული მის ტკივილს გამოხატავდა რაღაც ამბავთან დაკავშირებით. არ ამბობდა რომელი რას მაგრამ როცა ტკივილი ქრებოდა სამაჯურს იხსნიდა. რაც უფრო მეტი სამაჯური იყო მის ხელზე მით უფრო ბევრი ტკივილი ჰქონდა იმ წამს. დროთა განმავლობაში ვხედავდრი როგორ ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ სხვადასხვა ფერის სამაჯურები მის ხელზე მაგრამ ერთი ტყავის წვრილი სამაჯური რაც გავიცანი იმის მერე ეკეთა და სულ მაინტერესებდა რას ნიშნავდა მაგრამ ამის კითხვის შანსი არ ჩამვარდნია. თუმცა ახლა პატარა ცისფერ სამაჯურს ეთამაშებოდა რომელიც ასევე რამდენიმე წელია უკეთია. ამ სამაჯურს ხელი გადავუსვი და თბილად ვკითხე: - ეს ჩვენს პატარაზეა? - უსიტყოდ დამიქნია თავი დაცრემლები წასკდა. თითქოს გული ჩამწყდა - ფიქრობ რომ ბიჭი იყო? - არვიცი. მაგრამ მაშინ ბიჭი მინდოდა. - და ეხლა? - გოგო მგონია. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. - გოგო... კარგია. - არმინდა რომ მასზეც გავიკეთო სამაჯური. - ხმა გაუწყდა და მუცელზე ხელი დაიჭირა - წეღან აბორტზე არ "მეჩალიჩებოდი?" - მაინტერესებდა რას მეტყოდი. - თავი დახარა - არ იცვლები. - გამეცინა. და ტყავის წნულზე გადავიტანე ხელი. - სულ მაინტერესებდა ეს სამაჯური რაზე იყო. - მამაჩემზე. რომ დაიღუპა ვთხოვე რომ ხელიდან მოეხსნათ და ჩემთვის დაეტოვებინათ. - სიმწრისგან გაეღიმა - ჩაყოლება უნდოდათ მაგრამ 7 წლის ბავშვს რომელიც კუბოსთან ტიროდა და მამის სამაჯურს ითხოვდა უარი ვერ უთხრეს. მას კი ჩემი ძმის სახსოვრად ეკეთა. 2 წლის ვიყავი თიკამ მკვდარი ბავშვი გააჩინა და არ მახსოვს მაგარმ ვიცი როგორი ტრამვაც იყო მათთვის. ტირილი მახსოვს, ფრაგმენტები... საშინლად განადგურებული იყო ორივე. პატარა რომ ვიყავი მაშინ მომიყვა სანამ ეს სამაჯური მიკეთია შენი ძამიკო ყოველთვის ჩემთანაა რადგან ეს ჩემს ტკივილს ასახავსო. რამდენი შევხედავ მახსენდება რამხელა ტრაგედია მაწევს ზურგზეო... წამალს თითებში იკეთებდა. და რომ გავიზარდე მივხვდი როსთვისაც იყენებდა ამ სამაჯურს - გაეცინა - პატარავდება და შეგიძლია ისე მოიჭირო როგორც გინდა... მაგრამ მე მაინც იმ ისტორიის მჯერა რომელიც მან მომიყვა. მაგრამ იქნებ მართალიცაა წამლის კეთება მაშინ დაიწყო. და ამით უბრალოდ ტკივილს იკლავდა. - ეს გინახავს? - გავოცდი - 5 წლის ვიყავი. გამეღვიძა და დავინახე თითებში ნემსს რომ იკეთებდა. მაშინ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. რომ დაასრულა და თავი აწია ფერი დაკარგა. დამინახა და ცრემლები წამოუვიდა. სწრაფად დამალა შპრიცი და დამიძახა ახლოს მოდიო. ეგონა შემეშინდა მაგრამ საერთოდ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. გულში ძლიერად ჩამიკრა. მისი ცრემლები მახსოვს თმას მისველებდა.... - ნუ ამართლებ! შენს საწოლთან წამალს იკეთებდა. - არა არ ვამართლებ... უბრალოდ... იცი როგორ მოკვდა? - კი... გამიგია. - "პერედოზით"... საბაზანოდან გამოვიდა. სულ თეთრი იყო. - სახლში იყავი? - კი... მე და ის ვიყავით მარტოები.... სავარძელზე დაჯდა და თვალები გადაატრიალა. სახეზე ოფლი ასხავდა. მივედი და ხელი ვკარი რომ განძრეულიყო მაგრამ რეაქცია არ ქონდა - თვალებზე ცრემლები ჩამოუვარდა. ნაზად მოიწმინა ამიხვნეშა და განაგრძო - თიკას დავურკე. ხშირად ითიშებოდა ხოლმე და სიმართლე გითხრა მაინც და მაინც არ შემშინებია. სამსახურში იყო. ვუთხარი მამა მოკვდა თქო. თიკამაც იფიქრა, რომ უბრალოდ გაითიშა მაგრამ მამას ძმაკაცს თხოვა ადი ნახე ბავშვი მარტოა და არ შეეშინდესო. ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა. ისიც კაიფში იყო - გაეცინა და ცრემლები ისევ ჩამოსცვივდა - სახლში ბარბაცით შემოვიდა. მამასთან მივიდა, სახეში ნაზად დაარტყა და დაუყვირა გამოფხიზლდიო. მაგრამ უეცრად დააკვირდა, ადგილზე გაიყინა, პულსი გაუსინჯა და მანაც ფერი დაკარგა. მაშინვე მეცა და ხელში ამიტაცა. შეშინებული ხმით მითხრა "წამოდი მანანა ბებოსთან ჩაგიყვან ასე მითხრა შოკოლადი უნდა მივცეო" კიბეებზე რომ ჩავდიოდით თიკას დაურეკა სასწრაფოდ უნდა მოხვიდეო. მივხვდი რომ ჩვეულებრივი გათიშვა არ იყო და ტირილი დავიწყე. ვყვიროდი მამასთან მინდა თქო. ყოველი წამი საშინლად მახსოვს. მას შემდეგ ყველა მიყურებდა და ვეცოდებოდი. მამამისი "პერედოზით" მოკვდა და თან ამას შეესწროვო ზურგსუკან ამბობდნენ. - არა. მე არ ვიცოდი იქ რომ იყავი. - უნდა მეზიზღებოდეს? - არა... არა... მაგრამ შენს ადგილას ალბათ არასდროს არანაირ ნარკოტიკს არ გავეკარებოდი. - გავუღიმე. - გენები თავისას შვება - სიცილით მითხრა. - ანუ უნდა ვინერვიულო? - გავეხუმრე - არა... ჩვენი შვილი არც წამალს გაიკეთებს და არც პლანს მოწევს. მას კარგი მაგალითი ეყოლება. - მადლობა - ძალიან მესმიამოვნა ეს სიტყვები. - საკუთარ თავზე ვთქვი. - გაიცინა - გშია ლამაზო? - არა - 4 საათია. არაფერი გიჭამია. არ შეიძლება შენთვის. გავალ და რამეს მოვიტან. რას შეჭამ? - სამზარეულოზე ქვაბით წვნიანია გააცხელე და ვჭამოთ. - წვნიანი? ამ სახლში? - გამეცინა - გუშინწინ გავაკეთეთ მე და ლაშამ. ფული არ გვქონდა რამე ხომ უნდა გვეჭამა. - აჰამ... - ირონიულად გავუღიმე, - ესიგი წვნიანსაც აკეთებთ ერთად? - გეყოფა! - ბოდიში. ზედმეტი მომივიდა... მაგრამ შენი და ლაშას გაკეთებულ წვნიანს ჩემ შვილს ვერ ვაჭმევ. მითუმეტეს გუშინწინდელს... რას შეჭამ მითხარი და მოვიტან. - რამე მსუბუქი. მადა არ მაქვს... ან... ბროწეულის წვენი მინდა. ბროწეულის წვენი - წინა ფეღმძიმობაზე ყოველდღე ძალიან ბევრი მიმქონდა მისთვის. დიდად არ უყვარდა მაგრამ სადღაც წავიკითხე რომ ორსულებისათვის კარგი იყო. და მეც ძალით ვასმევდი. ამან ძველი დრო გამახსენა და გულზე ძალიან თბილად მომხვდა, თბილად მაგრამ ნაღვლიანად... ცოტა და ისიც ძალდატანებით ჭამა. შემდეგ ისევ სავარძელზე წამოწვა და მშვიდად მკითხა: - რა დავარქვათ? - რაც შენ გინდა. - ანუ შენთვის არაქვს მნიშვნელობა? - ახხ... - ამოვიხვნეშე და ღიმილით გავაგრძელე - სულიკო. გოგოზეც წავა და ბიჭზეც. - მე სერიოზულად ვფიქრობ. - გაეცინა - რვა თვე გვაქვს ამაზე საფიქრად. სქესი გავიგოთ და მერე გადავწყვიტოთ. აუცილებელია ახლა განვიხილოთ ეს ამბავი? უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. - მაგალითად ნანას როგორ უთხრა რომ ბებია უნდა გახდეს... და უი დედა მე ვარ? - მართალი ხარ... მოდი იმაზე ვიფიქროთ სად გინდა მშობიარობა. რომელ კლინიკაში... ან რომელ სკოლაში შევიყვანოთ ბავშვი. ფეღბურთზე მივიყვანოთ თუ კალათბურთზე. რომელ გუნდში... ან ხო შეიძლება გოგო იყოს ქართულ ცეკვებზე მივიყვანოთ თუ ბალეტზე რას ფიქრობ? - კონსტანტინე მომწონს... - მშვენიერია... თუ გოგო იყო? - არვიცი გოგოს სახელი შენ მოიფიქრე - სალომე... ანა ან მარიამი ან... - გამორიცხულია! - გაეცინა - მაინც იმას დაარქმევ რაც შენ გინდა და მე რაღას მეკითხები - გავუღიმე - კატალისეა მომწონს. - და შენ ლანძღავ მთელი ცხოვრება დედაშენს იმიტომ რომ ელისო დაგარქვა არა? ისტერიული სიცილი აუტყდა. შემდეგ კი ეს სიცილი ტირილში გადაუვიდა და ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით დასცვივდა. მივუახლოვდი და ცრემლები ნაზად მოვწმინდე. - ისედაც ცვალებადი ხასიათი გქონდა კიდევ ეს გინდოდა? - ღიმილით ვკითხე მას კი ისევ ისტერიული სიცილი აუტყდა. რაღაცნაირად საყვარელიც იყო მაგრამ მაინც ნერვებს მიშლიდა. ხელებში მოვიქციე მისი სახე და ალერსიანად დავეწაფე მის ბაგეებს. კოცნით მიპასუხა, მხრებზე მომხვია ხელები მე კი თმაში შევუცურე. ნაზად გავაძრე მაისური და მკერდზე კოცნა დავუწყე. ფეხზე წამოდგა შემომაბრუნა და სავარძელზე დამსვა. შარვალი ძალიან გამომწვევად და ვნებიანდ გაიხადა. შემდეგ კი ჩემი ჯინსის ღილებს დაეწაფა. მთელი სისხლი უბეში ჩამექცა. მენჯებში მოვკიდე ხელი და ახლოს მივიზიდე. საოცარი სურნელი ასდიოდა. თაფლისა და ვანილის. ტუჩებზე ბროწეულის გემო ჰქონდა. მინდებოდა რომ მთლიანად შემეჭამა. ზედ გადამაჯდა... შევედი... რამდენიმე წამით სუნთქვა შემეკრა. მთელი სამყარო გაჩერდა და მხოლოდ მის მკერდს ვხედავდი. ნელ ბიძგებს აკეთებდა რომ სიამოვნება გაეხანგრძლივებინა. მეკი მხრებზე დავაჭირე ხელი რომ რაც შეიძლება ღრმად შევსულიყავი. თავბრუ დამეხვა, იმ წამს ვეღარაფერზე ვფიქრობდი. არც ოჯახზე, არც ძმაკაცებზე, არც სამსახურზე, არც სიყვარულზე და არც იმ პატარაზე რომელიც ახლა ელის მუცელში იჯდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო და გამეცა. მის ყოველ ამოკვნესებაზე უფრო და უფრო მეტი სიამაყე მეღვრობოდა ტვინში და მეტად ძლიერად ვეუფლებოდი მის მშვენიერ სხეულს... P.S ძალიან გთხოვთ მითხარით რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე და ჩემს პერსონაჟებზე. ძალიან მაინტერესწბს თქვენი აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.