შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პანიკური შეტევა (თავი I )


3-04-2020, 04:39
ნანახია 861

რამდენიმე ადამიანი წრეზე ვსხედვართ და ვცდილობთ ვიცხოვროთ. ხელში ყავის ფინჯანი მიჭირავს, ყავა უკვე დიდი ხანია გაცივდა და ვეღარ ვსვამ, თუმცა ვერც თავიდან ვსვამდი. ის ზედმეტად ბევრმა ვანილმა გაამწარა.
ჩემს აკანკალებულ მარჯვენა ფეხს დავყურებ. ყურები დაგუბებული მაქვს და მიწუის. მხოლოდ რამდენიმე დაძახების შემდეგ ვერკვევი სიტუაციაში, თავს ვაქნევ და მაღლა ვწევ. მათ უნდათ, რომ ვისაუბრო.
„წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სამასი ან ოთხასი ადამიანი წყვილებად იყოფა და ერთმანეთს მხოლოდ ერთ, ჩვეულებრივ კითხვას უსვამს - რა გსურს შენ?“ - სანამ აზრებს მოვიკრეფ და რამეს ვიტყვი, გონება ირვინ იალომის „სიყვარულის ჯალათის“ დასაწყისს მახსენებს. მათაც იგივე მკითხეს. რა მსურს მე?
***
შეხვედრიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვდივარ. კართან მისული ვამჩნევ, რომ ყავის ფინჯანი ისევ ხელში მიჭირავს. მას ზედმეტად მყარი სტრუქტურა აქვს და მომწონს იდეა, რომ ის უბრალოდ ხელის ძლიერი მოჭერით არ დაიმსხვრევა.
დიდი ხანი არაა რაც საცხოვრებელი შევიცვალე. მთელი ცხოვრება ერთ ქალაქში მაქვს გატარებული, ახლა კი აქ ვდგავარ და აღარ ვიცი როგორ უნდა ვაკონტროლო ჩემ ირგვლივ ყველაფერი. მე ისეთ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ყველაფერი წინასწარ რომ აქვთ დაგეგმილი. ამჟამად კი არაფერი არ მიდის გეგმის მიხედვით.
ქუჩის კუთხეში მდებარე კაფეს მძიმე კარი ძლივს შევაღე და შესკვეთის მისაცემად რიგში ჩავდექი. ჩემ წინ ნაცნობი ფიგურაა. დარწმუნებული არ ვარ, ისაა თუ არა, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. სხვა ვერ იქნება. უბრალოდ ვერა. წლების გასვლის მიუხედავად, ყოველთვის ვიცნობ მის სხეულს, განიერ მხრებსა და ლამაზ იდაყვებს. ახლაც პერანგის მკლავები აკეცილი აქვს და ცოტა წინ რომ წავიწიო, მკერდით მის იდაყვებს შევეხები.
ფეხები ძლივს დავიმორჩილე, გარეთ რომ გავსულიყავი. გრძნობები ერთმანეთში მერეოდა. თავბრუსხვევამდე მიხაროდა მისი დანახვა, თუმცა, ამავდროულად, ჩემი სხეულის ყველა წერტილი გაქცევას მთხოვდა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ გადავხარშე ბავშვობაში მომხდარი სისულელე...
თითქოს საკუთარი სხეულიდან გამოვედი და ვხედავდი, როგორც იდგა ნერვიულად მომცინარი გოგო ქუჩის კუთხეში, ზურგით კაფეს კედელს მიჰყუდებოდა და შემეცოდა. გაწვიმდა. ახალ ქალაქში გადასვლის კიდევ ერთი მინუსი ისაა, რომ იქაურ ჰავას არ იცნობ, არ იცი რამდენად ხშირად შეიძლება წვიმდეს, ან მზიანი დღეები უფრო ხშირია თუ ქარიანი.
-ნანი?! - ხმა თანდათან მიახლოვდებოდა. წვიმის წვეთების მოძრაობას თვალი მოვაშორე და მზერა ჩემკენ მომავალ ობიექტზე გადავიტანე. ის იყო. დამინახა და სულ მალე აქ იქნებოდა.
შეცვლილი იყო. კანი გარუჯვოდა, თმა კი გაზრდოდა. მარცხენა წარბის გვერდით, საფეთქელთან, ახალი შრამი ჰქონდა. წარბის ზემოთ კი, შუბლზე, ისევ ისეთი, როგორიც ადრე. არ ვიცი რა დრო დამჭირდა მის შესათვალიერებლად, მაგრამ ფაქტია - მან შეამჩნია.
ტუჩები დავისველე და პირი მოვკუმე. არ ვაპირებდი დიალოგის წამოწყების ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას.
-შენთვისაა, - ჭიქა გამომიწოდა და დამაშტერდა. რამდენჯერმე შეანჯღრია ჭიქა, სანამ გამოვართმევდი. ანანასის წვენი იყო. ახსოვდა, რომ მიყვარდა. - დაგინახე რომ გამობრუნდი და შენ ნაცვლად შევუკვეთე, - მან გაიღიმა.
სასტიკად მინდოდა მისგან დამალვა და ყველაფრის გადახარშვა. მილიონჯერ მაინც მქონდა წარმოდგენილი, რას ვიზამდი ან რას ვიტყოდი თუ ოდესმე კიდევ შევხვდებოდი, ახლა კი ყველა ვარიანტი ერთიანად გაუჩინარდა. მხოლოდ ის მახსოვდა, რომ ნაწყენი ვიყავი მასზე და გაბრაზებული საკუთარ თავზე.
-დიდი დრო გავიდა, - ხმა ძლივს დავიმორჩილე, თითქოს წლების მანძილზე დაგროვებული სათქმელი ამ სამ სიტყვაში ჩავატიე და მასაც უნდა გაეგო. მართლაც დიდი დრო გავიდა - 11 წელი ჩვენი ბოლო შეხვედრიდან.
-ნანი.
არაფერი მითქვამს.
-ნანი.
კითხვის ნიშნით სავზე გამომეტყველებით შევხედე. თავი გადააქნია. ის უბრალოდ ჩემს სახელს იმეორებდა, როგორც ადრე. ამბობდა, რომ მათი ჟღერადობა ამშვიდებდა: ნანი, მაფინი, დათვი, მზე.
რა იქნებოდა დროის უკან დაბრუნდება რომ შემეძლოს?
თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი, შეკრული წარბების ქვეშიდან თვალები მე მიყურებდნენ, ტუჩები ერთმანეთისთვის დაეშორებინა და ნესტოები შესამჩნევად გაფართოებოდა. ოდნავ წამოზრდილი წვერი უმალავდა ყბის მკეთრ კონტურს.
ის აქ იყო. თორღვა - უცნაურსახელიანი ბიჭი, რომელიც ჩემს ბავშვობაში შემოიჭრა და დარჩა. ის აქ იყო, ჩემ წინ, ჩვენ შორის კი 11 წლიანი სიცარიელე იდგა.

***
ახლა შუაღამეა და მუსიკა ჩემს ოთახში ზედმეტად სევდიანია, მე კი თითის გატოკებაც არ შემიძლია თავის გადასარჩენად. ლოგინი არ მაქვს, იატაკზე მხოლოდ მატრასი დევს, მე კი გულაღმა ვწევარ მასზე და მგონია, რომ სადაცაა გული გამისკდება. ლოყაზე მისი შეხების ადგილი მეწვის.
მე და თორღვა სხვადასხვა სკოლაში ვსწვლობდით, მაგრამ დროის უდიდეს ნაწილს მაინც ერთად ვატარებდით. ჩვენი სანაცნობო რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლებოდა, მეგობრები გვერქვა, თუმცა ჩემი ადამიანი ყოველთვის ის იყო.
ტელეფონის ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია. თორღვა მწერდა, რამდენიმე წუთში ჩემთან იქნებოდა. მზად არ ვიყავი, რომ ერთ დღეში ორჯერ მენახა. ჯერ კიდევ არ მქონა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გადახარშული, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა. ის ჩემთან მოდიოდა, ძველებურად, თითქოს არაფერი შეცვლილიყოს... მივწერე, რომ კარი ღია იყო.
არ ვიცი რამდენი წამი ან წუთი გავიდა, სანამ კარის გაღების და დახურვის ხმას გავიგებდი. დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა. ჩემს დამძიმებულ სხეულს ვგრძნობდი, მაგრამ თან ისეთი მსუბუქი იყო, ალბათ ჰაერშიც კი ავიჭრებოდი რომ მომენდომებინა. უფარდებო ფანჯარაში სავსე მთვარე ჩანს. მისი ფეხის ხმა მესმის. ჩემი სხეულიდან ამომავალი ხმა ეუბნება, თუ სად ვარ. ოთახში შემოდის. მეკითხება ღვინო მინდა თუ ლუდი. ჩვენ აღარაფერი ვიცით ერთმანეთზე და ამის გააზრება გულს მირევს.
დალევა ძალიან მინდება, თუმცა ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებას სიმთვრალეს ვაბრალებ და არ მგონია, რომ ამჯერად მაინც მოგვიტანს რამე სასიკეთოს. მთვარის შუქი მის ფიგურას ეცემა. ღვინოს ასხამს. ბოკალს იღებს და ოთახში ბოლთას სცემს.
ორივე ვდუმვართ. რამე რომ მითხრას, ავტირდები, უეჭველად ავტირდები და ეს ფაქტიც გულს მირევს. ჩვენ შორის უფსკრულია და არ ვიცი ძალა თუ მეყოფა მასზე გადასასვლელად, ან თუ გვენდომება ეს ორივეს. ფანჯარას თვალს არ ვწყვეტ, თორღვა კი ბოლოს ფანჯარასთან მიდის და ჩერდება. მის ნაკვეთებს ვერ ვარჩევ, მხოლოდ სილუეტს ვხედავ და დაახლოებით შემიძლია გამოვთვალო, რამდენი ნაბიჯი დამჭირდება მასთან მისასვლელად.
ორივე ვდუმვართ. ის ღვინოს სვამს, ოთახში კი The Smiths-ის სიმღერა ისმის To die by your side Is such a heavenly way to die...
-აქ რატომ ხარ? - სიჩუმე დავარღვიე. კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. მერე ახლოს მოვიდა, დაიხარა, თავი ჩემი თავის გვერდით დადო და საპირისპირო პოზიციაში იატაკზე დაწვა.
მისი ლოყა ჩემსას ეხებოდა, თმა ყელზე მედებოდა და მისი ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა მესმოდა.
-რას ვაკეთებთ, ნანი? - ამოიოხრა. არ ვიცი, ამ კითხვაზე თვითონ უნდა გაეცა პასუხი ჩემთვის. - იცი? ძალიან ვარ გაბრაზებული.
-ავარიის გამო? - ლაპარაკი მიჭირდა, მაგრამ რამე უნდა მეთქვა.
ვიგრძენი, როგორ გაეცინა. თუმცაღა ეს არ იყო ბედნიერი სიცილი.
-შენ გაქრი, - აგრძელებდა, - იმ ამბის მერე ისე გაუჩინარდი, თითქოს ჩემს ცხოვრებაში არც არსებობდი!
მართალს ამბობდა. იმ დღეს, როცა მე ბოლოჯერ ვნახე თორღვა, მეგობრის დაბადების დღეზე ერთად ვიყავით. ორივეს ზედმეტად ბევრი გვქონდა დალეული იმისთვის, რომ ჩვენი ქცევები სათანადოდ გაგვეკონტროლებინა. მახსოვს, როგორ ვკოცნიდით და ვეხუტებოდით ერთმანეთს. არ ვიცი რა ვილაპარაკეთ ან სხვა რა ხდებოდა ჩვენ ირგვლივ. მეორე დღეს ჩემი საქციელით უზომოდ შერცხვენილი დეიდასთან წავედი თითქმის ორი თვით. ძალიან მრცხვენოდა, არ ვიცოდი ჩვენ შორის რა დიალოგი შედგებოდა, არ ვიცოდი როგორ გამესწორებინა ერთადერთი მეგობრისთვის თვალი და მეშინოდა, რომ მე რაც გავაკეთე, სულაც არ იყო ის საქციელი, რასაც მეგობარი უნდა აკეთებდეს. ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ცოტა დრო გაივლიდა და ორივეს ყველაფერი დაგვავიწყდებოდა. იქიდან სახლში დაბრუნებულმა კი აღმოვაჩინე, რომ თორღვა თავის ოჯახთან ერთად სხვაგან გადასულიყო.
ალბათ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ის მომწონდა, თუმცა სიკვდილამდე მეშინოდა ამის აღიარების. ჩვენ გარშემო ასე არ ხდებოდა, მეგობრები ერთმანეთს არ „ღალატობდნენ“ და ერთმანეთი არ უყვარდებოდათ. ამიტომაც მეშინოდა ასე ძალიან. რას აღარ ვფიქრობდი...
მოგვიანებით გავიგე, რომ იმ ღამით, როცა მომხდარი გავაცნობიერე და სახლში ყველას გაუფრთხილებლად წავედი, ის მე მეძებდა. სწორედ მაშინ მოყვა ავარიაში.
ახლა კი 11 წლის მერე ვწევართ ერთმანეთის გვერდიგვერდ და არაფერი გაგვაჩნია ბრაზისა და წყენის გარდა. ვადანაშაულებთ ერთმანეთს და ვგრძნობ როგორ ვიძირები ჩვენ შორის არსებულ უფსკრულში. მე კი უფლება აღარ მაქვს მას დასახმარებლად ვუხმო. სველ ლოყებს ყურადღებას არ ვაქცევ, ვერც სიტყვებს ვუყრი თავს იმის სათქმელად, თუ როგორ ვწუხვარ, თუ როგორ მინდა დროის უკან დაბრუნება და იმ დღის გაქრობა.
-უნდა იყო, - ვჩურჩულებ მე, ბურთი ისევ ყელში მაქვს გაჩხერილი და თავისუფლად ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევს, - ვიმსახურებ, რომ გძულდე.
ოხრავს და ეცინება. ცხადად შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ ატრიალებს უკმაყოფილოდ თვალებს და კიდევ უფრო ვიძირები.
-მაგრამ ძალიან გთხოვ, იმ საშინელი დღის გახსენება აღარ გვინდა, - ჩემს ხმაში მუდარაა.
-რატომ?
-ამ კითხვას საერთოდ რატომ სვამ?
-იმიტომ, რომ შენ მხოლოდ შენეული ვერსია გაქვს.
-არამგონია რამდენიმე ვერსია არსებობდეს ფაქტზე, რომელიც ერთია და ცხადი: ჩვენ ორივე მთვრალები ვიყავით და არასწორად მოვიქეცით. - გული გამალებით მიცემდა. 11 წელი ვემზადებოდი მსგავსი დიალოგისთვის და შესაძლებლობა რომ მქონოდა, ისევ ისე გავიქცეოდი, როგორც ეს მაშინ გავაკეთე.
-ამიტომ წახვედი?
-სხვა გზა არ მქონდა.
-მართლა გგონია, რომ სხვა გზა არ გქონდა? - ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა.
-უნდა მეფიქრა, ყველაფერი უნდა გამეანალიზებინა, ამისთვის კი შენგან შორს ყოფნა მჭირდებოდა. შენ კი... შენ მართლა წახვედი! - თითქოს რაღაც ჩამწყდა. მეზიზღებოდა ეს სიტუაცია.
-მე არ გავქცეულვარ, ნანი, - მან თავი ჩემკენ მოაბრუნა და მხარზე დამადო, ცხელი სუნთქვა ყელზე მეფრქვეოდა, - სამკურნალოდ წავედი. - ხელი მისი თავისკენ წავიღე, მახსოვდა, რომ თმაზე მოფერებაზე გიჟდებოდა. გაუბედავად ვუსვამდი თავზე ხელს. - და არც არასდროს გავიქცეოდი, რადგან მიყვარდი.
თითქოს ფილტვები ამომაცალეს. სუნთქვა შევწყვიტე. რაღაც მომენტში თორღვას ტუჩები ჩემს ნიკაპს შეეხო, მეორე წამს კი ატირებული ოთახიდან გავრბოდი. სიბნელეში ღვინის ბოკალს წამოვკარი ფეხი. ჭიქა წაიქცა და ოთახში გაგორდა. იმ ღამიდან ერთადერთი რაც მახსოვდა, მისი ტუჩების მოძრაობა იყო ჩემს ყელსა და სახეზე, დიდი ხანი ვცდილობდი ამ შეგრძნებების დავიწყებას, ახლა კი ცხადად წამოიშალა მოგონებები და აღარ მინდოდა იგივე განმეორებულიყო.

ნელ-ნელა რეალობის აღქმას ვიწყებდი. ბუნდოვნად ვხედავდი თორღვას, რომელიც ჭიქაში მინერალურ წყალს ასხამდა. გული გამალებით მიცემდა, კიდურები დამბუჟებოდა და ძლივს ვსუნთქავდი.
ვისხედით სამზარეულოს იატაკზე მე და თორღვა, ბუშტუკები კი ერთი მეორეს მიყოლებით სკდებოდნენ და წყნარდბოდნენ.
„წარმოდიგინეთ, რომ მიწა რომელზეც დგახართ, მიწა, რომელსაც უპირობოთ აღიქვამთ, რომელზეც იზრდება მცენარე, დადის ძაღლი, დგახართ თქვენ, უცებ ქრება. რა მოუვა მცენარეს, ძაღლს, თქვენ?“
ვისხედით სამზარეულოს იატაკზე მე და თორღვა. ვგრძნობდი მის მკლავებს წელზე, ტუჩებს კი - თავზე და მესმოდა ხმა, რომელიც მიმეორებდა, რომ ის ჩემთან იყო.
მინდოდა დამეძახა მისთვის „ტატია“, სახელი, რომელიც მე შევარქვი, მაგრამ არ შემეძლო...

______________________________

ჰეი, ჰეი, ჰეი. არ მჯერა, რომ ამდენი ხნის მერე ამას ვაკეთებ. არც ვიცი რა გამოვა, ან გამოვა თუ არა, მაგრამ ძალიან მინდა ვცადო და იმედი მაქვს, თქვენც მოგეწონებათ.
თავს გაუფრთხილდით და ჯანმრთელობას გისურვებთ.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

ჰანი, დუნნო ვინ ხარ, ბათ...
გამართული ნაწერი და მშვენიერი ლექსიკა.
იდუმალი პირველი თავი, სასიამოვნოდ წასაკითხი. თითქოს, სიტყვებს შორის დავცურავდი.
გელოდები, რა.
თითო-ოროლას თუ დაველოდები და შენ გელოდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent