ერთი ღამის შემდეგ (VII)
_კომფორტულად იწვა, წვიმის ხმა ესმოდა და სრულ ნეტარებას მისცემოდა. თვალები დახუჭული ჰქონდა და ცდილობდა გონება გაეთიშა რომ არაფერზე ეფიქრა. გამოფხიზლება არ უნდოდა, საშინლად უყვარდა წვიმის ხმა და კომფორტულად ძილი, თბილ ლოგინში. სიცარიელე იგრძნო, ხელი მოუსვა ცარიელ ლოგინს და უეცრად გაახილა თვალები, ზურა არსად იყო, შეეშინდა და სწრაფად წამოდგა, ხალათი შემოიცვა და კიბეებზე ჩაირბინა.სამზარეულოში მოფუსფუსე რომ დაინახა ღრმად ამოისუნთქა ნეტარებისგან. -აქ ხარ? დავწყნარდი -დილამშვიდობის სიყვარულო, რაგჭირს? სადუნდა ვიყო აბა? -რომ არ დამხვდი ვიფიქრე... -იფიქრე მიგატოვე? -კი -ჩემი ბოთე ხარ შენ. _ხელები მაგრად მოხვია და გულზე მიიკრა. -ამ ბოლოს ყველაფერზე ვნერვიულობ, ძალიან ემოციური გავხდი. -პატარას დამსახურებაა -როგორ მინდა მალე დაიბადოს, საშინლად მაინტერესებს როგორი იქნება. -შენსავით ლამაზი თვალები ექნება -ჩემი პატარა გოგო -ბიჭი იქნება -გოგო იქნება ვიცი -შანსი არაა, მამას კაცი უნდა იყოს. -გოგო იქნება და მორჩა -მეორე შენნაირი? მეტისმეტია უკვე, არა გამორიცხულია. ნუ მაფიქრებ მაგაზე გთხოვ -მოგიწევს შეეგუო მაგ აზრს -არაუშავს, მეორე ცდაზე მე დავიმგვანებ -კარგი რადროს ამაზე საუბარია, მშია საშინლად -კვერცხი შევწვი, პომიდვრის სალათი გავაკეთე, ფორთოხლის წვენი გამოვწურე და კიდევ რას ინებებ? -მეტი არაფერი, ყველაფერია საყვარელო. _სუფრას მიუსხდნენ და საუზმობა დაიწყეს. ელიზაბედს მობილურმა დაურეკა, მობილურს დახედა და გურამი იყო -ბოდიში შეწუხებისთვის, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს -რამოხდა გურამ? -ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა -მერე რაო? -სპეციალურად მოწყობილი იყო, გაზიც მაშინ გაუშვეს როცა საწარმოში შეხვედით -ანუ ვიღაცას ჩემი მოკვლა უნდოდა? -ასე გამოდის -კიმაგრამ ესე ზუსტად როგორ უნდა გაეთვალა? სასწრაფოდ კამერის ჩანაწერები მინდა. -პოლიციამ ამოიღო, მე აღარ მაქვს. -ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩავატაროთ სასწრაფოდ. იცი რაც უნდა ქნა -ახლავე შევუდგები საქმეს, ნახვამდის -ხაზზე ვარ, დამიკავშირდი _აშკარად ძალიან ანერვიულდა, ფეხზე წამოდგა და ოთახში დაიწყო სიარული -რამოხდა აღარ იტყვი? -ვიღაცას ჩემი სიკვდილი უნდა -რაა? რამოხდა? -ქარხნის ამბავი მოწყობილი იყო -კიმაგრამ ვის უნდოდა? -გავიგებ -შენ არა მე გავიგებ, არ ჩაერიო გთხოვ -ვიღაცას შენი მოკვლა უნდა და არ ჩავერიო? -ხო არ გინდა გთხოვ -ამ თემაზე მეორედ აღარ მალაპარაკო. ან ერთად მოვაგვარებთ ან მარტო მე -კარგი დამშვიდდი, იყოს ისე როგორც გინდა -რას აპირებ ახლა? -გურამი მიხედავს, რამდენიმე კაცი მყავს და ძალიან მალე გაარკვევენ -ვა ესეიგი რამდენიმე კაცი გყავს შავბნელი საქმეებისთვის -ზურა მე ბიზნესმენი ვარ, ბევრი კონკურენტი მყავს და თავდაცვაც შესაბამისი უნდა მქონდეს. -მე ბოდიში ქალბატონო, მე ხომ ვერ გავიგებ ვერასდროს ბიზნესმენების ქმედებებს -გთხოვ არ გინდა -კარგი კარგი, ყველაფერი მოგვარდება ვიცი -ქალაქში დავბრუნდეთ გთხოვ -აქ უფრო უსაფრთხოდ იქნები, ფეხმძიმედ ხარ და შენ არ უნდა ინერვიულო, თუ საჭირო გახდა მე წავალ -ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ნუ მიმითითებ რა გავაკეთო გთხოვ -რატო ხარ ასე ჯიუტი ელისაბედ რატო? -კარგი წამოდი ნივთები მოვაგროვოთ _ნივთები მოაგროვეს და თბილისში დაბრუნდნენ, თითქოს საერთოდ არ ღელავდა მაგრამ თავს ცუდად გრძნობდა. არასვენებდა ფიქრი, ვის შეიძლებოდა მისი მოკვლა სდომებოდა. ყველა ბოლოს მოგებული ტენდერი ნახა, ყველა კონკურენტი ფირმა შეისწავლა და საეჭვო არავინ იყო. ერთი კვირა გავიდა და ვერაფერი გაიგო. ზურა სამსახურში გავიდა, თვითონ კი სულ სახლში უწევდა ყოფნა. მოსვენება დაკარგა, ღელავდა და განუწყვეტლივ მომხდარზე ფიქრობდა. -ქალბატონო ბიჭებმა გაიგეს ვინ მოაწყო საწარმოს ინციდენტი _გურამმა დაურეკა და ახალი ამბავი მისალმების გარეშე აცნობა -აბა რათქვეს, რა გვინდაო -უშუალო კონტაქტი არ ქონიათ დამკვეთთან, შუამავალი ვიღაც მერაბ ინასარიძე აძლევდათ მითითებებს. მათი მიზანი თქვები მოკვლა არ იყო, უნდოდათ შეეშინებიეთ უბრალოდ. -რაში შჭირდებოდათ? -არ იციან, როგორც ამბობენ დამკვეთი ძალიან საშიშია და ყველაფერზეა წამსვლელი. -გურამ როგორ ფიქრობ, პოლიცია უნდა ჩავრიო? -პოლიციას გამოძიება უკვე აქვს დაწყებული მაგრამ მეეჭვება კვალზე გავიდნონ. -მოკლედ ასე ვქნათ, ეგ ბიჭები გაუშვი და გააფრთხილე თუ რამეს იტყვიან მათ ოჯახებს ვერავინ იხსნის სადაც არ უნდა წავიდნენ. პოლიციამ განაგრძოს გამოძიება, დებილების ხროვაა მაინც ვერაფერს მიაგნებს, ხომ იცი ეს საქმე ასე არ დარჩება. ბიჭებს დაავალე რაც შეიძლება მალე გაიგონ ყველაფერი, რაც მთავარია მაგ ბიჭებს უთვალთვალონ და არცერთი დეტალი არ გამორჩეთ. აუცილებლად გავალთ კვალზე. -ყველა ზომა მიღებულია ქალბატონო, მაგაზე არ იდარდოთ. -კარგი გურამ, ხაზზე ვარ ყოველთვის _ინფორმაცია გადაამოწმა, როგორც იფიქრა მართალი აღმოჩნდა. არანაირი მერაბ ინასარიძე არ არსებობდა, მოგონილი სახელი და გვარი იყო მაგრამ აუცილებლად შეხვდებოდნენ და აი მაშინ მართლა გაემბებოდნენ მახეში. ზურა გვიან დაბრუნდა სახლში, შხაპი მიიღო და ელიზაბედის გვერდით დაწვა. ზურგიდან ჩაეხუტა და თავზე აკოცა, თმაზე ეფერებოდა და მუცელზე დააცოცებდა ხელს. თავი მის კისერში ჩარგო და შვიდად სუნთქავდა. -როგორ მომენატრე, როგორი ტკბილი ხარ, ყველაფერი მავიწყდება შენი ჩახუტებით, შენი სურნელი გონებას მირევს ელე -მიყვარხარ იცი? -ძალიან? -ყველაზე ძალიან -მაბედნიერებ ტკბილო, დაიძინე უკვე გვიანია. _უხაროდათ ერთმანეთის ყოლა, აბედნიერებდათ ერთმანეთის სიხარული და სითბოს არ იშურებდნენ. არც პატარა ასაკი ჰქონდათ, არც დრო შეცდომების დაშვების. მხოლოდ ერთმანეთი ჰყავდათ და ის პატარა წერტილი მუცელში რომ ვითარდებოდა. ყოველი დღის გაფერადებას ცდილობდნენ ერთმანეთისთვის და მაქსიმალურად გვერდში ედგნენ. უკვე 7 თვის ორსული იყო ელე, დიდი მუცლით დაბაჯბაჯებდა და ყველაფერზე წუწუნობდა, ხან ტიროდა, ხან იცინოდა. წუთში სამოცჯელ ეცვლებოდა ხასიათი და რადროს რას იზავდა განსაზღვრა რთული იყო. -ნახე როგორ გავსუქდი, ხომ ისევ გიყვარვარ? -კი ჩემო პრინცესა, ყველაზე ლამაზი ფეხმძიმე ხარ -ბავშვის გაჩენის მერეც ხომ გეყვარები? სტრიები რომ ვერ მოვიშორო? ისევ ასეთი მსუქანი რომ ვიყო მაინც? -ელიზაბედ რატომ ტირი? ხომ გითხარი მეყვარებითქო -აი მიყვირი კიდეც, ვიცი რომ აღარ გეტყვარები მამშვიდებ უბრალოდ -ჩემო სიცოცხლე მე შენთან ხმას არასდროს ავუწევ, ნუ ტირი გთხოვ -მინდა და ვიტირებ, უკვე ფეხსაცმელსაც ვერ ვიცვავ, ვეღარ ვიხრები და კიდე ორი თვე დამრჩა. გესმის ზურაა? -ოხ ეს ქალები, გამძლეობა მომეცი ღმერთო -რა ჩაილაპარაკე? -ფეხსაცმელს მე ჩაგაცმევ, არ ინერვიულოთქო ძვირფასო -ჩემზე ამდენი ზრუნვით მეშინია არ მოგბეზრდე და გადაგიყვარდე. -კარგი ელიზაბედ დაწყნარდი, მთავარია ახლა მშვიდად იყო და ღრმად ისუნთქო, არშეიძლება შენთვის ნერვიულობა. -აუ რაღაც მინდა -რა ჰქვია მაგ რაღაცას? -საზამთროს მურაბა მინდა -საზამთროს მურაბა? ახლა? -ჰოო ძალიან მინდა _ტუჩები საყვარლად დაბრიცა და თვალებ ანთებული საყვარლად შესცქეროდა. -ზუსტად იცი რომ გინდა? -კი კი ძალიან მინდა, სულ ძალიან -ელიზაბედ ეგრე ძალიან გინდოდა ალუჩაც შუა ზამთარში რომ მაყიდიე ერთი კილო ას ლარად და ერთი ცალი რომ შეჭამე. -აუ მართლა ძალიან მინდა -კარგი პატარავ ავდგები, ჩავიცვავ და იქნებ სადმე ვიშოვო. _ნახევარი ქალაქი მოიარა და ვერსად იპოვა საზამთროს მურაბა. ბოლოს იმედგადაწურული შინ დაბრუნებას აპირებდა ბიცოლა რომ გაახსენდა. საათს დახედა, ღამის სამი საათი იყო მაგრამ მაინც დაურეკა -ბიცო ვიცი გვიანია გაღვიძებ, უნდა მიშველო -შვილო მშვიდობა გაქვს? ელიზაბედს ხომ არაფერი სჭირს? -საზამთროს მურაბა უნდა, ვერსად ვიშოვე და აღარ ვიცი რა ვქნა. -მოდი ბიჭო ჩემთან მე მაქვს და გაგატან. -აუ როგორ მიყვარხარ, ახლავე მოვალ _საშინლად დაიღაცა სიარულში, სახლში რომ მივიდა ელიზაბედი ჩაძინებული დახვდა, გამოიცვალა და გვერდით მიუწვა. იგრძნო ზურას მისვლა და თვალები გაახილა -მომიტანე? მითხარი რომ მომიტანე ძალიან მინდა _ისეთი წყნარი და მშვიდი სევდიანი ხმით უთხრა ლამის ცრემლები გადმოსცვინდა. -კი ჩემო პატარავ, მოგიტან ახლავე _ისეთი ნეტარებით ჭამდა, რომ მხოლოდ ამის დანახვა იყო დიდი სიამოვნება. თვალებს ხუჭავდა და ნეტარებისგან მიღებულ ხმებს გამოსცემდა. გემრიელად დაუკოცნა ლოყები ზურას და მშვიდად დაიძინა. დილით ზურას კოცნამ გააღვიძა, სამსახურში მიიჩქაროდა და უნდოდა მთელი დღე გაჰყოლოდა ელიზაბედის სითბო -პატარავ გთხოვ დღეს საშოპინგოდ წავიდეთ რა, პატარას მინდა რაღაცეები ვუყიდო -სქესი ხომ არ ვიცით და როგორ -არაუშავს ისეთ ფერებს ავარჩევ აუცილებლად მოუხდება. -კარგი მალე დავბრუნდები დღეს, თავს გაუფრთხილდი პატარავ. _ზურა წავიდა, ადგა მოწესრიგდა, მსუბუქი საუზმე მიირთვა და გურამს დაურეკა -იმედი მაქვს დღეს მაინც გაქვს სიახლე -ამ დროის განმავლობაში ერთი შეცდომა არ დაუშვიათ ბიჭებს. მგონი აზრი არ აქვს. -აქვს დამიჯერე აქვს. უფრო მეტი ყურადღებით იყვნონ, შეუძლებელია დამკვეთს არ შეხვედროდნენ. მოიცა მოიცა, იქნებ დამკვეთი ქალია? -ქალის გაკეთებულს არ გავს -გურამ რა ძალიან ცუდად იცნობ ქალებს, ფოტომასალა გადმომიგზავნე ყველა კარგად უნდა ვნახო -კარგი ელიზაბედ მაილზე გადმოგიგზავნი _მობილური გათიშა და ლეპტოპი მოიმარჯვა, ბრაზდებოდა მთლიანი საქმე გურამს რომ ანდო. ფოტოებს ათვალიერებდა ამ ხნის განმავლობაში ვისთანაც კონტაქტი ჰქონდათ და მხოლოდ ერთი ქალი იყო საეჭვო, ძველმანებში გამოწყობილი ხელზე ოქროს სამკაულებით, საოცარი ინტუიცია ჰქონდა, მარტივად შეეძლო მიხვედრილიყო ადამიანის მიზნებს, ქმედებებს სწორად აფასებდა და დასკვნებიც კარგად გამოჰქონდა. ზურას იმ ქალზე ინფორმაციის მოძიება დაავალა. ზურა მალევე დაბრუნდა სამსახურიდან, შხაპი მიიღო და საშოპინგოდ წავიდნენ. ყველაფერი მოსწონდა ელიზაბედს, პატარა საყვარელი ბოდეები იყიდა, ბაჩუჩები და ხელთათმანები -ელე ეს ძალიან პატარა არ არის? როგორ უნდა ჩაეტიოს ხელზე -საყვარელო შენსავით ორმეტრიანი ხელები კი არ აქვს -მაინც ძალიან პატარა მგონია, ჩემს ბასასოს არჩაეტევა ეგ. -ზურაა ისე ნუ იზავ ორი ზომით დიდი მაყიდიო, მომავალ წელსაც კარგად ექნებაო მშობლებმა რომ იციან -კარგი კარგი, როგორც გინდა ისე მოიქეცი -აუ ეს რასაყვარელი მაისურიაა, ძალიან მინდაა -იყიდე გიშლის ვინმე? -აუ ესე მალე რომ მთანხმდები მერე აღარ მინდა, ხომ შეგიძლია მითხრა იცი ელიზაბედ ეს არ გინდა, სხვა აარჩიე. მე გეტყვი ეს მინდათქო და გავიბუსხები -არა რა, ეს ქალები სასწაულის შექმნილები ხართ მემგონი. მე ჯერ ვერაფერი გაგიგე. -არაუშავს მთელი ცხოვრება გვაქვს წინ ჩემო სიცოცხლე. -თუ იყიდე ყველაფერი წავიდეთ მაშინ -ამ ეტაპზე მოვრჩი -კარგი გასაღები წაიღე და მანქანაში დამელოდე, შევაფუთიებ ყველაფერს და მოვალ -კარგი პატარავ _ყველა ნივთი შეაფუთია, საკონდიტროში შეიარა, ტკბილეული იყიდა და გარეთ გავიდა. არც თავის მანქანა დახვდა და არც ელიზაბედი. იფიქრა თვითონ დაჯდა საჭესთანო და დაურეკა მაგრამ მიუწვდომელი იყო. ახლომახლოს ყველგან მოძებნა, ყველაფერი დაათვალიერა მაგრამ არსად ჩანდა -ბატონო რამე ხომ არ დაკარგეთ? გეტყობათ რაღაცას ჯავრობთ -ფეხმძიმე გოგო ხომ არ დაგინახავთ? შავი მერსედესი მეყენა აქ ეს კლასი -ააა კი კი ვიღაც კაცს ეკამათებოდა, შენდეგ მანქანაში ჩასვა და წაიყვანა. -რააა? დარწმუნებული ხართ? -დიახ ბატონო, ორი ნაწნავი ჰქონდა გოგოს, კომბინიზონი ეცვა და დიდი მუცელი ჰქონდა -ახლა გავაფრენ, შეგიძლიათ პოლიციაში წამომყვეთ? -ღმერთო ჩემო მოიტაცეს? -შესაძლოა, ნებით არავის გაყვებოდა დარწმუნებული ვარ -კარგი წავიდეთ შვილო, დრო არ დავკარგოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.