-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ -დასასრული-
გამარჯობა მეგობრებო. იმედია დასასრული მოგეწონებათ. როგორც ყოველთვის ახლაც დიდი მადლობა და კვლავ ველოდები თქვენს შეფასებებს... :) არ მინდა, ჩემი ისტორიის ის ნაწილი წაიკითხოთ, რომელშიც მუდმივად დაღლილი ვარ, ამიტომ მოგიყვებით იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა... სასტუმროს პროექტირებიდან 9 თვეში, შენობის მშენებლობა დასრულდა. ამ პერიოდში, მართალიია მე და დამიანე სულ ერთად ვიყავით, მაგრამ სიყვარულისთვის დრო თითქმის არ გვრჩებოდა. დროის უდიდეს ნაწილს მშენებლობაზე ვატარებდით და ნიასა და მარიამსაც მუდმივად ერთად უხდებოდათ ყოფნა. 25 აგვისტოს სასტუმროს გახსნა შედგა და ამას მოჰყვა დიდი წვეულება, რომელზეც კომპანიის თანამშრომლები და ჩვენ ^მე, დამიანე, ნია და მარიამი^ ვიყავით. იმ დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ვგრძნობდი რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო და ასეც მოხდა... პირველად ^ჩვენთვის^ იმ დღეს დაუკრა ნიამ ვიოლინოზე. იმდენად ვირტუოზულად უკრავდა ამ ინსტუმენტზე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მის შემდეგ დამიანე მოექცა უზარმაზარი ოთახის ცენტრში და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს რომელიც სასტუმროს შექმნაში იღებდა მონაწილეობას. სიტყვის დასრულებისას ჩემსკენ გამოიხედა და თავისთან მიხმო. სწორედ იმ მომენტში შემიპყრო ნერვიულობამ და ნელი ნაბიჯებით წავედი მისკენ. სიმართლე გითხრათ, მის გარდა სხვა ვერავის ვხედავდი, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. მასთან მივედი თუ არა, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და თვალებში სხივებ აკიაფებულმა დამიწყო ცქერა -არაფერს იტყვი? ყველა ჩვენ გვიყურებს-ვამბობ ჩუმად და ვიცინი -დამაცადე, ვემზადები-მეუბნება და რამდენიმე წამში ხალხისაკენ ტრიალდება-მოკლედ მეგობრებო, ალბათ ბევრისთვის მოულოდნელი იქნება, თქვენი თანდასწრებით, თანაც ამ დღეს ჩემი სიყვარულის აღიარება-ყველამ ერთმანეთს გადახედა ღიმილით და მზერა ისევ დამიანესა და ჩემზე შეაჩერეს-აქამდე არავინ იცოდა, მაგრამ ახლა მინდა გითხრათ, რომ ანიტა ჩემი ცხოვრების სიყვარულია. გაოცებულები ნუ მიყურებთ, ვიცი რომ აქამდე ყველას უსიყვარულო და უგრძნობ ადამიანად გეჩვენებოდით, მაგრამ ეს მართლაც ასე იყო, მანამ სანამ ანიტას არ ვიპოვიდი-მზერა ჩემს სახეზე გადმოაქვს-ანიტა, აღარ მინდა დრო ტყუილად დავკარგოთ, მინდა ჩემი ცხოვრების მეგზური იყო სიცოცხლის ბოლომდე... ამიტომ-წამით ჩუმდება, ჯიბიდან პატარა ყუთს იღებს და ჩემს წინ იჩოქება-გამომყვები ცოლად? რამდენიმე წამი ჩემს წინ დაჩოქილ დამიანეს, რომელსაც ხელში ბეჭედი უჭირავს გაოცებული ვუყურებდი, შემდეგ კი ხმამაღლა დავიძახი რომ თანახმა ვარ... ამ ამბიდან ორ კვირაში მე და დამიიანე დავქორწინდით. ძალიან უბრალო და მოკრძალებული ქორწილი გვქონდა, ისეთი როგორზეც ბავშვობიდან ვოცნებობდით. ნია, ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. დაპირებისამებრ მისი დედის საფლავი ვიპოვე და მასთან ერთად ვიყავი, მაშინ როდესაც იქ პირველად იყო. დამიანემ შეიტყო ნიას წარსული და ისინი, ვინც მისი დედის მკვლელობაში იყვნენ დამნაშავეები, მისი დახმარებით დაისაჯნენ. ჰო მართლა, სანდრომ ნიას სიყვარული აუხსნა და იმ დღიდან მოყოლებული ყოველ დღე ახალ-ახალ ამბებს ვისმენ... ახლა სად ვარ?! ახლა ლოგინზე ვზივარ და ჩემს გაბერილ მუცელთან მოლაპარაკე დამიანეს დაღვრემილი ვუყურებ -თავი ამტკივდა, შენი აზრით ჩვენს პატარა პრინცესას სპორტის სიახლეები აინტერესებს?!-ვიძახი კოპებ შეკრული და ხელებს ვხვევ-ჩამეხუტე და გაჩუმდი -გოგო კიარა ბიჭია_მეთქი ბიჭი-ამბობს და ისიც მეხვევა -გოგოა, გოგო-ვიძახი და დაღლილს, როგორც ყოველთვის, მის მკერდზე მეძინება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.