შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცარიელე {სრულად} +18


5-04-2020, 10:48
ავტორი painter1
ნანახია 48 337

მოგესალმებით მეგობრებო!
როგორც იქნა დავასრულე ეს ისტორია რომელის წერაც პირადი მიზეზების გამო გარკვეული დროით შევწყვიტე.
მადლობა ყველას ვინც მელოდით, ღელავდით და იმათაც ვინც ბრაზობდით ჩემს გაუჩინარებაზე(მართლა ვერ ვახერხებდი).
არ ვიცი როგორი გამოვიდა თქვენთვის(რათქმაუნდა მაინტერესებს თქვენი აზრი), მაგრამ ჩემთვის მგონი ისეთია როგორიც მინდოდა.
მართალია თავიდან დაწყებისას ცოტა ვერ ვიყავი “მოხოდილი” მაგრამ ვფიქრობ ბოლოსკენ ამოვქაჩე.
მომენატრეთ.
იმედია ყველა ჯანმრთელად და კარგად ხართ.
მე მაინც ვცდილობ სახლში არ წამოვახველო რომ დედაჩემმა ნაკურთხი წყალი, ქლორი, სპირტი და კიდევ სხვა ათასი საშუალება არ მომასხას(ხურობის გარეშე).
take care!
************************************

ახალი წლის ღამე იყო, მუღრუბლული ციდან თეთრი ფანტელები ცეკვა-ცეკვით ეშვებოდნენ მიწისკენ, წვიმისგან დასველებულ ადგილებს ეცემოდნენ და წამსვე დნებოდნენ.
ორ სართულიანი სახლის ფანჯრებში გარკვევით ჩანდნენ მაგიდასთან მსხდომები. ზოგი გემრიელად მიირთმევდა იქვე დალაგებულ საჭმელს, ზოგს სასმლით სავსე ჭიქა მოემარჯვებინა ხელში და ერთმანეთს ლოცავდნენ. სუფრის თავში მჯდომი ოჯახის უფროსი ყალბი ღიმილით შესცქეროდა ფეხზე მდგომ კაცს, რომელიც სამაგალითო ოჯახს ლოცავდა. გული ერეოდა იქ შექმნილ სიტუაციაზე, ერთი სული ჰქონდა ამ ხალხისგან თავი დაეღწია. ხალხისგან რომელსაც უკვე წლები იყო იცნობდა, ახლობლობდა და მათთან ერთად დადიოდა ოჯახურ მოგზაურობებში.
უყურებდა ცოლს, ლამაზი კაბა რომ მოერგო ტანზე, როგორც ყოველთვის ახლაც იდეალურად გამოიყურებოდა და ახლაც დახვეწილი მანერებით სკამზე მჯდომი მომღიმარი შესცქერიდა მოსაუბრე მეგობარს.
ეზიზღებოდა ეს მასკარადი, ეზიზღებოდა ყოველივე რაც იქ ხდებოდა და ვერ იტანდა ცოლის მსახიობურ ქცევებს, რომელიც შესანიშნავად გამოსდიოდა. თავს სხვა პიროვნებად გრძნობდა, უამრავ ნიღაბში ნამდვილ სახეს ვეღარ პოულობდა. ის ლამაზი წვრილი თითები, რომლებიც მტევანზე ეხვეოდა სულს უხუთავდა. უნდოდა მოეშორებინა, ყველას მოშორებოდა და იქიდან გამქრალიყო. ამის ნაცვლად კი მომღიმარ ცოლს მტევანზე აკოცა ყურებამდე გაუღიმა სტუმარს, მადლობაც კი გადაუხადა დალოცვისთვის და ბოდიშის მოხდით იქაურობა დატოვა.
სწრაფად აირბინა კიბეებზე, ყელზე მოჭერილი ჰალსტუხი ქვევით დაქაჩა, ყოფილ საძინებელში შესულმა ფანჯარა გააღო, სუფთა ჰაერი ღრმად შეისუნთქა, თან ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და სწრაფად მოუკიდა.
ჩუმად ეწეოდა, თვალს ადევნებდა ციდან ჩამოსულ ფიფქებს, თან კვამლს ჰაერში უშვებდა.
-არ შეგეძლო ცოტა ხანს კიდევ გაჩერებულიყავი? - საყვედურით და წყენით გაჟღენთილი ხმა შემოესმა მენაბდეს, შემდეგ მუცელზე იგრძნი ხელების მოხვევა და ქალის სუნამოს სურნელიც შეუძვრა სწორი ცხვირის ნესტოებში. არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში, გულის რევის შეგრძნება მოაწვა ქალის სუნამოს სუნზე. ხელები ნაზად მოაშორებინა, ქალისკენ შებრუნდა და არაფრის მთქმელი თვალებით ჩააჩერდა მწვანე თვალებში. ერთხანს ჩუმად უყურა, თითქოს რაღაცას ეძებდა იმ მწვანეებში, მაგრამ საერთოდ ვერაფერს გრძნობდა. სიცარიელე მოსდებოდა სხეულში და სრულიად უგრძნობი გაეხადა. თვითონაც არ იცოდა როდის შემოეპარა ეს სიცივე და როდის გახდა ქალის მიმართ ასეთი უგრძნობი. თანაც ისეთი ქალის როგორიც რუსა აბაშიძე იყო.
-არ შემეძლო. - ცივად გასცა პასუხი, თვალი აარიდა და ისევ ფანჯარაში გაიხედა.
-სხვა გიყვარს ნიკოლოზ? - თვალებ ამღვრეულმა ჰკითხა ქალმა. წამსვე გადახედა მენაბდემ, ურეაქციოდ ჩააშტერდა აწყლიანებულ თვალებში, შემდეგ მთლიანად შეათვალიერა წინ მდგომი ულამაზესი ქალი. - მითხარი, სხვა გიყვარს?
-არა.
-მაშინ რატომ აღარ მოდიხარ სახლში? - მკერდზე დაალაგა გაშლილი ხელის გულები, მენაბდემ კი თითები მოხვია მტევნებზე და დაბლა დააწევინა.
-ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ნუ იქცევი ისე თითქოს არაფერი მითქვამს. ჩვენ ორნი ვართ აქ რუსა, ვიცით რაც ხდება, გავერკვიეთ ყველაფერში, ვარ შენი ქმარი შენს საყვარელ მეგობრებთან, გაქვს ყველაფერი რაც გქონდა და შეეშვი უაზრო კითხვებს.
-მეგონა გადაიფიქრებდი.
-კარგი რა. - ხელი აიქნია ნიკოლოზმა, ბოლო ნაფაზი გამოქაჩა, ნამწვი საფერფლეში ჩააწვა და ქალის სხეულს მოშორდა. - დრო მოგეცი, რაც უფრი დიდხანს გაწელავ განქორწინების საკითხს, უფრო მეტად იმოქმედებს ეს ყველაფერი შენზე. თუ გინდა მე დამაბრალეთქო ხომ გითხარი. ჩემთვის მნიშვნელიბა არ აქვს საბუთებში ჩემი ცოლი იქნები თუ არა. - ხმადაბლა, წყნარად თქვა და ოთახი დატოვა. მისაღებში დაბრუნებუმა ისევ აიკრა ღიმილი სახეზე, თავისი ადგილი დაიკავა და მასთან მისული ბავშვი მუხლებზე დაისვა. - რაო მა? გაბრაზებენ ბავშვები? - დაბღვერილ ქალიშვილს ლოყები დაუკოცნა, შემდეგ მის ყელში ჩარგო ცხვირი და შვილის სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-ნინომ პლანშეტი წამართვა, გამორთმევას რომ ვცდილობ ტირის. - ჩუმად ჩაიბურტყუნა, კისერზე მიხვია მკლავები მამას და ნაცრისფერ თვალებში ჩახედა.
-არაუშავს მა, პატარაა.
-ნეტა მალე წავიდნენ. - ნიკოლოზის ყურთან დაიჩურჩულა, შემდეგ ლოყა ლოყაზე მიადო და იქ მჯდომები მოათვალიერა.
-მოდი იცი რა ვქნათ? - მომღიმარმა ჩასჩურჩულა ყურში, თან ლოყაზე აკოცა.
-რა?
-ცოტახანში თქვი რომ გეძინება, შენს ოთახში ადი, თბილად ჩაიცვი, მერე უკანა ეზოს გასასვლელთან დამელოდე და გავიპაროთ.
-კარგი. - გახარებულმა შეხედა ნიკოლოზს და ლოყაზე მაგრად აკოცა.
-შენზე და სოფიზე ვგიჟდები, არაჩვეულებრივი მამა-შვილობა გაქვთ. - სიცილით წამოარჩინა თავისი აზრი თამარმა, თან თვალებ ანთებული შეჰყურებდა მენაბდეს. ყოველთვის აღიზიანებდა ეს ქალი ნიკოლოზს, მსუბუქი ყოფაქცევის გამო გულის რევის შეგრძნებას უჩენდა და მისი ცდუნების მცდელობები უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა.
-ჩემი პრინცესაა. - თვალი მოაშორა ქალს, თავზე გადაუსვა ხელი 12 წლის ქალიშვილს, თან საფეთქელზე აკოცა.
-აუ რომ წავიდე შეიძლება? მეძინება. - აწუწუნებულმა იქვე მჯდომ დედას შეხედა, თვალები დაუბრიალა რუსამ, შემდეგ წარბ აწეულ ნიკოლოზს გაუსწორა თვალი.
-წადი საყვარელი, რა პრობლემაა. - თბილად გაუღიმა რუსას გვერდზე მჯომმა ქალმა. - გაუშვით ბავშვი, ცოდოა, ჩემებიც აწვალებენ.
-მიდი დე. - თავით ანიშნა რუსამ, სოფიც ყველას დაემშვიდობა და კიბეებზე სირბილით ავიდა.
-ისე კიდევ ერთ ბავშვზე ხომ არ გიფიქრიათ? - სიცილ-კისკისში შეაპარა სათქმელი თამარმა.
-არა. - მოკლედ მოუჭრა მენაბდემ, შემდეგ ფეხზე წამოდგა. - მადლობა ყველას რომ დაგვაფასეთ და მოხვედით, ახლა კი თქვენის ნებართვით, ჩემს ქალიშვილს საუბარი სჭირდება, რაღაც პრობლემა აქვს და თუ არ გეწყინებათ ცოტახნით დაგტოვებთ.
-არა რას ამბობ, პრობლემა არ არის. - ისევ თბილი ღიმილით შემოიფარგლა რუსას გვერდზე მჯდომი ირინა, ნიკოლოზმაც კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში და იქაურობა დატოვა.
-აბა, წავედით მა? - კარებთან მდგომი შვილისკენ მომღიმარი დაიძრა, პალტო შემოიცვა, შარფიც მოიხვია ყელზე და კარებში პირველი ქალბატონი გაატარა.
-სად წავიდეთ? - ხელი ჩაკიდა ნიკოლოზს, თან ქვევიდან ახედა.
-ერთ ადგილას წაგიყვან, ოღონდ დედას არ უთხრა.
-არა, შენ რასაც მეუბნები დედას არ ვეუბნები ხოლმე.
-ჩემი ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ. - ლოყაზე მიეფერა, მეორე ხელი კი მომავალ ტაქსს გაუქნია.
-გილოცავთ ახალ წელს. - მანქანაში უკანა სავარძელზე შემხტარმა მძღოლს ყურებამდე გაუღიმა, თან ჯიბიდან ამოღებული შოკოლადები მიაწოდა. გაეცინა მენაბდეს, თვითონაც მიულოცა ახალი წელი კაცს, შემდეგ მისამართი უკარნახა. - მა, დედას აღარ შეურიგდები?
-რა? - უეცრად დასმული კითხვისგან ცოტა დაიბნა, შვილს ჭრელ თვალებში ჩახედა და კიდევ ერთი მოსალოდნელი კითხვისთვის პასუხის გასაცემად აზრები ძლივს დაალაგა გონებაში.
-სახლში აღარ დაბრუნდები?
-პატარა, ხომ ვისაუბრეთ ამაზე? - თმები უკან გადაუწია, მერე შუბლზე აკოცა და თვალი გაუსწორა.
-მაშინ რატომ იყავი დღეს იქ.
-დედაშენმა მთხოვა.
-გაგიჟდება რომ ვერ გვნახავს. - სიცილით ახედა ნიკოლოზს, მენაბდემ კი ცხვირის წვერზე აკოცა.
-დედაშენის გაგიჟებები დიდი ხანია ჩემზე აღარ მოქმედებს მა. - ლოყაზე უჩქმიტა ორი თითით, მერე ტანზე მაგრად მიიკრა და თავზე აკოცა. - შენ ხარ ერთადერთი ადამიანი ვინც სიცარიელეს მივსებს პატარა, ერთადერთი ხარ ვინც მიყვარს, ყველაფერს მირჩევნია და არ დაგავიწყდეს ეგ.
-დათვერი მა? - ხელები მჭიდროდ მოხვია ბედნიერმა, თან თავი მკერდზე მიადო.
-არა, მამაშენს უტ.რაკო მსმელები ვერ ათრობენ. - თბილად გაუღიმა სოფის, შემდეგ მითითებულ მისამართზე მისულმა გაჩერებული მანქანის კარი გააღო და შვილთან ერთად დატოვა მყუდრო სალონი. კორპუსის წინ მდგომმა მაღლა აიხედა, დაინახა კიდეც ბოლო სართულის აივანთან მდგომი ხალხი, სახლიდან გამოსულ ფერად შუქებსაც მოჰკრა თვალი და მოსალოდნელი სანახაობის წარმოდგენისას ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
-სად ვართ?
-ხედავ ბოლოში შუქები რომ ანათებს? - თითით ზევით ანიშნა ბავშვს და სოფიმაც უკან გადააგდო თავი.
-ჰო.
-ნათლიაშენის სახლია. პატარები რომ ვიყავით ყოველთვის ვაწყობდით ფართებს.
-მართლა? ჩემი ტოლებიც იქნებიან?
-არა, სულ დიდები არიან, მაგრამ შენ იქნები ერთადერთი პატარა, გავერთობით და მერე წამოვალთ. - ხელი ჩაკიდან, მეორე ხელით ჯიბიდან ამოაძვრინა ტელეფონი და გიგა ყიფშიძეს გადაურეკა. - ბიჭო… კიბეებზე ამოვდივარ ახლა, სოფიც მომყავს და მოათვალიერე მანდაურობა… ნუ ატ.რაკებ რა, ცოტახანს ვიცეკვებთ და წავალთ მერე… კარგი, მოვალ ორ წუთში და მიხედე ხალხს. - ტელეფონი გაუთიშა, თან ლიფტში შევიდა. - მა მისმინე, იქ იქნებიან დიდი ბიჭები და გოგოები, ზოგს მოკლე კაბა ეცმევა, ზოგს გრძელი, მთვრალებიც იქნებიან, მაგრამ ყურადღება არავის მიაქციო კარგი?
-კარგი.
-ვიცეკვოთ, გავერთოთ და წამოვიდეთ. თუ არ მოგეწონება მითხარი.
-კინოებში რომ არის ისეთი ფართია?
-ხო.
-სულ მინდოდა ეგეთ ადგილზე წასვლა. - გახარებულმა შემოჰკრა ტაში, ნიკოლოზმა კი წარბაწეულმა დახედა ზევიდან. - ოო, მომწონს. - ლოყებ შეფარკლულმა დახარა თავი, თან შუბლი მკლავზე მიადო. - მე და ქეთი რომ გავიზრდებით მერე წავალთ ხოლმე.
-ვერსადაც ვერ წახვალ ჩემს გარეშე, ნუ სახავ წინასწარ გეგმებს. - უკანალზე მიარტყა ხელი, თან ლიფტიდან გავიდა.
-რამხელა ხმაზე აქვთ მუსიკა.
-არ მოგწონს?
-მმ… - დაბნეულმა შეხედა. არ იცოდა რა ეთქვა. ძალიან მოსწონდა მსგავსი გარემო და ყოველთვის სურდა იქ მოხვედრა, მაგრამ მამის გაბრაზება არ უნდოდა. - ისე რა.
-პატარა აფერისტი. - სიცილით მიუახლოვდა კარს, სახელური ჩამოსწია და რამდენიმე წამში სასმლის სუნიც ეცა ცხვირში. ერთმანეთში მოცეკვავე ხალხი შეათვალიერა, თან ხელს არ უშვებდა სოფის და იქით მიიწევდა სადაც მეგობარი ეგულებოდა. უამრავ მზერას გრძნობდა, მაგრამ არცერთი მათგანი იწვევდა მასში ემოციებს. ვერ იტანდა ამ უემოციობას, თავს გამოფიტულ ადამიანად გრძნობდა და ფიტული სხეულის გამოძრავებაც აღარ სურდა. ვერ იღებდა ქალისგან იმ სიამოვნებას რასაც წლების წინ ღებულობდა. რამდენიმე წამით გასათიშად თუ მიდიოდა ქალთან, ის კი არა, თვითონ ქალები მიდიოდნენ მენაბდესთან. მომნუსხველი გარეგნობა ჰქონდა ნიკოლოზს, მკაცრი, ამაყი სახე, რომელსაც უმეტესწილად ირონიული ღიმილი ამშვენებდა. მოსწონდა როცა მკლავებში მოქცეულ კივილამდე მისულ ქალს ხედავდა, ორგაზმ მიღწეული ქალის ყურებისას უფრო მეტ სიამოვნებას განიცდიდა ვიდრე თვითონ მოქმედებისას. მოსწონდა მათი ყურება, ეს ყველაფერი უმაღლებდა განწყობას თვითშეფასებასთან ერთად, მაგრამ იმ სიცარიელეს ვერაფერს უხერხებდა, რომელიც ყველა უჯრედს მოსდებოდა და შიგნიდან ღრღნიდა.
-ჩემი გოგოც მოსულაა! - ნათლულის დანახვისას ყურებამდე გაიღიმა, ხელებ გაშლილი დაიკუზა და სოფიც წამსვე მისკენ გაექანა. - ჩემი ლამაზი, როგორ მომენატრე ტო. - სახეზე მიეფერა, შემდეგ ლოყები დაუკოცნა. - ვიცეკვოთ მე და შენ? - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, თან ცალ ხელს არ აშორებდა წელიდან.
-არა. - ლოყებ შეფარკლულმა გააქნია თავი, შეზარხოშებულ გიგას კი გულიანად გაეცინა მის საყვარელ ლოყებზე.
-ერთი ჭიქა რომ დავალევინოთ შეიძლება მამიკო? - ქვევიდან ახედა მენაბდეს, ნიკოლოზმა კი წარბ შეკრულმა გაუსწორა თვალი მეგობარს.
-არა.
-არაო პატარა, რა ვქნათ.
-სხვა დროს დავლიოთ მე და შენ. - ყურში ჩასჩურჩულა, თან მკლავებს ნაზად ჰხვევდა კისერზე.
-დავლიოთ. - ლოყაზე აკოცა, მერე კი გასწორდა და ნიკოლოზს გადაეხვია. - გილოცავ გილოცავ. - ზურგზე მიარტყა ხელის გული, შემდეგ თითები მოხვია მტევანზე სოფის და საცეკვაოდ გაიყვანა.
მომღიმარმა გააყოლა თვალი გიგას, სასმელი ჭიქაში დაისხა, თან იქვე სავარძელში ჩაჯდა. მოცეკვავე ქალიშვილს უყურებდა, გიგა რომ ატრიალებდა, შემდეგ მკლავზე გადაიწვენდა და ცხვირის წვერზე კოცნიდა. ისეთ სითბოს ასხივებდა ნიკოლოზსაც ათბობდა. თვითონ ყიფშიძეც ერთობოდა, ყურებამდე გაკრეჭილი ეცეკვებოდა ნათლულს და იქაურობას სწყდებოდა.
არავის აქცევდა ყურადღებას მენაბდე, ყველაზე მეტად ახლა არ სურდა ვინმესთან კონტაქტი. პირველი ახალი წელი იყო რომელსაც უემოციოდ შეხვდა და ასე გრძელდებოდა საათები. მალე წამოდგა ფეხზე, დაღლილ ყიფშიძეს შვილი გამოსტაცა და თვითონ დაიწყო მასთან ერთად ცეკვა. დიდი ხანი იყო მას შემდეგ გასული რაც ბოლოს ასე, მთელი ემოციებით შეუერთდა წვეულებას. ხასიათზე მოსული დაღლილ შვილს ხელში აფრიალებდა და მის სიცილზე თვითონაც ეცინებოდა.
-თავბრუ დამეხვა მამი. - ხუთი ბრუნვის შემდეგ მკლავები წელზე მოხვია ნიკოლოზს, თავი მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა.
-ტყუილად დამყავხარ ცეკვაზე პატარა? - დაცვარულ შუბლზე მიწებებული თმა უკან გადაუწია, თავზე აკოცა, მერე აწკრიალებული ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და სახელის დანახვაზე შვილს შეხედა. - მიდი გიგასთან. - თავით ანიშნა ბავშვს, იქამდე უყურებდა სანამ გიგას ხელი არ ჩაკიდა სოფიმ, მერე უცებ მიმოიხედა ირგვლივ და აივანზე გავიდა. აივანიც გადატენილი იყო ხალხით, ამიტომ რამდენიმე ნაბიჯის გავლა მოუწია, ბოლოს აივნის გამყოფ მოაჯირთან მივიდა, იმხელა ხმაზე იყო მუსიკა ჩართული მაინც ისმოდა ხმა, მაგრამ დიდად არც მეორე ბინაში მყოფები აკლებდნენ ხმაურს. - გისმენ… რა გაყვირებს, მესმის ტო, ჯერ არ დავყრუებულვარ… უთხარი რომ ჩაგვეძინა… მკი.დია რა, ხომ მოვედი? ახლა რაც გინდა ის გააკეთე. - ტელეფონი უცებ გაუთიშა, სიგარეტს მოუკიდა, მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო და ქალაქს გადახედა.
-მეც ასე ვეუბნები ხოლმე დედაჩემს როცა სტუმრებთან ჯდომას მაძალებს, მე კიდე ამ დროს მეგობრები მელოდებიან. - ქალის სასიამოვნო ხმა მოესმა და წამსვე გვერდზე გაიხედა. ხელში შინდისფერ ბარხატის კაბაში გამოწყობი ქალი შერჩა. ცისფერი თვალები უბრჭყვიალებდა და ყურებამდე იღიმოდა. გრძელ თითებზე რამდენიმე ბეჭედი წამოეცვა, მათ შორის კი წვრილი სიგარეტის ღერი მოეთავსებინა. მიუხედავად სიცივისა მაინც ბრეტელებიანი კაბით იდგა გარეთ და მენაბდეს მომაჯადოვებლად უღიმოდა.
-ჰოო? ახლაც გამოეპარე?
-არა, ზუსტად 3 წელია ეს პრობლემა აღარ მაქვს.
-გილოცავ. - გაეღიმა მის საუბარზე, თვალი აარიდა და ისევ განათებულ ქალაქს შეხედა.
-ჰო, მეც გილოცავ… - დაბნეულმა დაუბრუნა პასუხი. მიშტერებული უყურებდა კაცს, რომელსაც არანაირი ემოცია არ ეწერა სახეზე, ცოტა არ ესიამოვნა მასში ვერანაირი ინტერესი რომ ვერ გამოიწვია, ბოლოს მიზეზს თითქოს მიუხვდა და თვალებ მოჭუტულმა ხმადაბლა ამოილაპარაკა. - ცარიელი ხარ. - როგორც კი თქვა მაშინვე შეხედა მენაბდემ, გოგოს დარწმუნებულ სახეზე ჩაიცინა, თავი გააქნია და პასუხგაუცემლად დატოვა. - კარგი რა, ძალიან საინტერისო ჩანხარ, შენ კი საერთოდ არ მელაპარაკები.
-რა გინდა ტო? - თავი ვერ შეიკავა გოგოს ბურტყუნზე და მაინც გაეცინა. რამდენიმე წამით უყურა ცისფერ თვალებში, შემდეგ ნელა მიუახლოვდა, მის წინ გაჩერებულმა მოაჯირს თითები მოუჭირა და გოგოსკენ გადაიხარა.
-არაკომფორტულად ვიგრძენი თავი ყურადღება რომ არ მომაქციე.
-რატომ? - ისევ იღიმოდა, თვალებში უყურებდა ქალს და ყველაფერს შესანიშნავად ხვდებოდა. ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. არ შეიძლებოდა უბრალოდ შეგეხედა და არაფერი გეგრძნო. პატარა ცხვირი და გამოკვეთილი სახის ნაკვთები ჰქონდა. გრძელი თმა უკან გადაეყარა, მაგრამ ცოტა წინაც ჩამოშლოდა, სუნთქვა დამძიმებული უყურებდა და წამწამებსაც ხშირად ახამხამებდა.
-ცოლი გყავს? - მალე მოეგო გონს, დაეჭვებულმა შეათვალიერა წინ მდგომი უემოციო კაცი. არ მოსწონდა ის ფაქტი რომ ვიღაცას ვერ იზიდავდა.
-შენი საქმე არ არის. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, შემდეგ ზურგი აქცია და ყველაფრის უთქმელად დაიძრა შესასვლელისკენ. მაინც თავში უტრიალებდა ქალის ნათქვამი “ცარიელი ხარ”, მაგრამ მისმა საუბარმაც მოიყვანა ხასიათზე.
შიგნით შესულს სავარძელში მოთავსებული შვილი დახვდა, თავი სავარძლის სახელურზე ჩამოედი და თვალებს ნელ-ნელა ხუჭავდა. გაეღიმა შვილის დანახვისას, რომელსაც თავთან გიგა წამოსდგომოდა. ნელა მიუახლოვდა, თმაზე გადაუსვა ხელი და შუბლზე აკოცა.
-წავიდეთ მა?
-არა. - ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა, ნიკოლოზმა კი უფრო მეტად გაწელა ტუჩის კუთხეები.
-რომ გეძინება? - ლოყაზე ეფერებოდა, თან თვალებ გაბრწყინებული უყურებდა.
-არ მეძინება, თვალებს ვასვენებ. - ისევ ჩაიბურტყუნა წარბშეკრულმა. ისე ეძინებოდა თვალებს ვეღარ ახელდა. ისედაც გვიანი იყო, ამ დრომდე არასდროს ყოფილა ფეხზე მდგომი, ახლა კი მთლიანი ენერგიის გამოცლას გრძნობდა.
-დარჩით დღეს, სად უნდა წახვიდეთ. - მხარზე მიარტყა ნიკოლოზს ხელი, თვითონაც მთვრალი იყო და უკვე ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა.
-არის ადგილი?
-რეებს მეკითხები შე ჩემა, ბორდელი კი არ მაქვს აქ. - სიცილით მოსვა სასმელი, შემდეგ ბავშვზე ანიშნა თავით რომ საძინებელში შეეყვანა. - ჩემსაში შეიყვანე.
-მოდი მა, ადექი. - სიზმრებში წასულს უშედეგოდ აფხიზლებდა, ბოლოს რომ ვერ ააყენა ხელში ააფრიალა და გიგას საძინებელში შეიყვანა. საწოლზე დააწვინა მითიშული ბავშვი, ცოტა ხანს უყურებდა, თან თავზე ეფერებოდა, შემდეგ შუბლზე აკოცა, საძინებლიდან გავიდა, კარები გარედან დაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და უკან დაბრუნდა. - კატო როდის ჩამოდის? - გვერდზე მოუჯდა ძმაკაცს, სასმლით სავსე ჭიქა თვითონაც თითებში მოიქცია და ცოტა მოსვა.
-არ ვიცი, გამაბრაზა და ორი დღეა არ დამირეკია. - მაშინვე წარბები შეკრა ქალის გახსენებაზე, ნიკოლოზს კი გაეცინა. - რა გაცინებს? ორი კვირაა წასულია, მირეკავს იქიდან, ხუთი წუთი მლაპარაკებდა მერე თიშავს, იცის რომ ვგიჟდები და ძალით აკეთებს ეგრე. ჩამოვიდეს ერთი, მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემს ნერვებზე დაკვრა… მოკეტე თორემ გცემ. - საჩვენებელი თითი დაუქნია მენაბდეს, თვითონაც ეცინებოდა, მაგრამ თავის შეკავებას როგორღაც ახერხებდა. - აუ ჩემი… ორი კვირაა ბავშვები არ მინახავს და ცუდად ვარ უკვე… - ბოლოს ამოიოხრა და დივნის საზურგეს თავი ჩამოადო. - მომენატრა. - თვალები დახუჭა, თან ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-როდის მოდის?
-არ ვიცი, არ მეუბნება. მეგონა ახალ წელს დამადგებოდა თავზე, მაგრამ სად ვარ ხომ ხედავ?
-რუსას უნდა გავშორდე რა, ტვინი მომეტ.ნა უკვე.
-პირველად რომ მითხარი ვეღარაფერს ვგრძნობო მაშინ უნდა გაშორებოდი. - თვალების ტრიალით გადახედა ძმაკაცს. - რუსა მაგრად მიყვარს ხომ იცი? ვაბშე არ მინდოდა რომ გაშორებოდით, მაგრამ სადაც გრძნობა არაა, იქ გაჩერება არ ღირს. თავიდან ვიფიქრე რომ უბრალოდ არეული იყავი და ისევ შეურიგდებოდი, მაგრამ ერთ წელზე მეტი გავიდა უკვე.
-შეიცვალა, ხომ იცი როგორი იყო? თავისუფალი, ცოტა არანორმალური, მაგრამ ნაზი და საყვარელი. ახლა ხალხის სიტყვას აყოლილი ქალია, სულ სხვა ქალია, ის რუსა აღარ არის. იმის გამო რომ მაგის გამოშტერებულმა “დაქალებმა” არ იჭორაონ ლამის მუხლებზე დამდგარი მეხვეწება სადღაც სირულ წვეულებაზე წაყოლას.
-შენ თუ არ მოსთხოვე ხომ იცი რომ დიდხანს გაწელავს განქორწინებას.
-ხელს არ მიშლის არაფერში, ხანდახან არც მახსოვს რომ საბუთებში ისევ ჩემი ცოლია. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, თან გიგას გახედა.
-ეგრე არ შეიძლება, დაელაპარაკე წესიერად და მიხვდება თვითონ.
-როდემდე აპირებ ამათ ყურებას?
-წავლენ ცოტახანში. - მთვრალი ხალხი მოათვალიერა, თავისი ნამუშევარის ყურებისას კმაყოფილება იგრძნო, მერე ისევ დალია, თვალები დახუჭა და ფიქრებში გადაეშვა.

უკვე თენდებოდა ყველა რომ წავიდა, გათიშული გიგა თავის საძინებლისკენ დაიძრა. ნიკოლოზის მიცემული გასაღებით კარი გააღო, შიგნით შესულმა მხოლოდ მაიკის გახდა მოახერხა, მერე კი საწოლზე სახით დამხობილმა მძინარე ბავშვს შეხედა, თავზე გადაუსვა ხელი და თვალები მინაბა.
მხრებზე პლედ შემოხვეული აივანზე იჯდა, ნაცრისფერ ქალაქს დაჰყურებდა და სიმშვიდით ტკბებოდა. ასეთი წყნარი წელიწადში ერთხელ იყო ქალაქი, მანქანების ხმაურიც კი არ ისმოდა, მითუმეტეს მაღლა, ბოლო სართულზე. ყველაფერზე ერთად ფიქრობდა და მაინც ვერ იგებდა როდის გახდა მისი ხმაურიანი ცხოვრება ასეთი უფერული, ისეთი როგორიც იმ დროს თბილისი იყო.
-ვერც შენ იძინებ? - გვერდიდან მოესმა ნაცნობი ხმა, სიცილით ჩახარა თავი, შემდეგ ქვევიდან ახედა მოაჯირის იქით მდგომ ქალს.
-ვერა. - ცოტა ხანს უყურა აკანკალებულს, შემდეგ ნელა წამოდგა ფეხზე, რამდენიმე ნაბიჯში მიუახლოვდა, მხრებში გამართული ჩამოუდგა წინ დაბნეულ ქალს, თითებში მოქცეული სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია, მარჯვენა თვალი ოდნავ მოჭუტა და პლედის ნახევარი აივნის გამყოფის იქით მდგომ ქალს მოახვია მხარზე. თვალებ გაფართოვებული უყურებდა და ხმას ვერ იღებდა. ისეთი კაცური და მკაცრი სახე ჰქონდა თვალს ვერ აშორებდა მის პროფილს. უცნაურმა შეგრძნებამ დაუარა ტანში მისი შეხებისგან. ინსტიქტურად წაიღო ხელი ნიკოლოზის ტუჩებისკენ და სიგარეტი ააცალა. წამსვე ზევიდან დახედა ცისფერ თვალება ქალს, სასმლისგან თვალები სულ ამღვრეოდა, თან მოღრუბლულ ცას შეჰყურებდა. უცნაურ გრძნობას იწვევდა მასში, იზიდავდა, თან ძალიან, მაგრამ ამის აღიარებას არ აპირებდა. განსხვავებული გარეგნობა ჰქონდა, ისეთი დანახვისთანავე რომ მიიქცევდა კაცის ყურადღებას, არა მარტო კაცისას. მასთან საუბრის სურვილს გაგიჩენდა და ყველაფერს დეტალურად მოგაყოლებდა. მასთან სიახლოვისას რეალურად იგრძნო სურვილი ქალის მიმართ, მისი ყურებისას ტუჩებიც კი გაუშრა ისე მოუნდა იმ სავსე ბაგეების დაკოცვნა. ბოლოს კი ერთადერთი სიტყვა ამოუტივტივდა გონებაში და მის ტუჩებსაც გაუაზრებლად დასცდა ბგერები. - წავიდეთ? - მოულოდნელად ჰკითხა დაბნეულ ქალს და თვალი თვალში გაუყარა.
-სად?
-სადმე. - მხრები აიჩეჩა, ვერ ხვდებოდა ასე რატომ იქცეოდა, ან რატომ სურდა მასთან ყოფნა, მაგრამ იმ წამებში დაუფიქრებლად მოქმედებდა.
-წავიდეთ. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თვალებ ამღვრეულმა გასცა პასუხი. რამდენიმე წამით უყურებდა მენაბდე, იმ ცისფერებში ყველაფერს კითხულობდა და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა. ხვდებოდა როგორ იზიდავდა ქალს, მის თვალებში აკიაფებულ სურვილსაც ხედავდა და ამ ყველაფრით შესანიშნავად ხალისობდა.
უცებ მოხვია წელზე ხელი, ჰაერში ააფრიალა მისი სხეული, წამებში წინ დაიყენა სხეულზე აკრული, შემდეგ სახლში შეიყვანა, იქვე მიგდებული პალტო შემოიცვა, ქალს კი თბილი პლედი მოახვია. ჩუმად დატოვეს ბინა, ლიფტით პირველ სართულზე ჩავიდნენ და შენობიდან გასულები ნელი ნაბიჯით გაუყვნენ ცარიელ ქუჩას. - ანა. - უცებ თქვა ქალმა, მენაბდის ყურადღებაც წამსვე მიიქცია, ჯერ გაკვირვებული უყურებდა, მერე კი მომღიმარმა თავისი თავიც გააცნო. - რა სიწყნარეა, თან როგორ ცივა.
-აქვე ძველი ბარია, მანდ შევიდეთ, ყოველთვის თბილი გარემოა.
-ახალი წელია.
-ჩემთვის ყოველთვის ღიაა. - იღიმოდა, თან მომღიმარი კვეთდა ქუჩებს.
-ეგ როგორ?
-მამაჩემის ძმაკაცის, ნათლიაჩემის ბარია, 25 წლის წინ გახსნა და დღესაც თავისი კლიენტებით ამუშავებს იქაურობას. ყოველთვის იქ არის. - მომღიმარმა დახედა ზევიდან, შემდეგ ბართან მისულმა კარი გამოაღო და ანა შიგნით შეატარა.
-ვაა ეს ვინ მოსულა! - მენაბდის დანახვაზე ხელებ გაშლილი წავიდა გაჭაღარავებული კაცი, ნიკოლოზსაც ღიმილი აეკრა სახეზე, დიდი მკლავები მაგრად მოხვია ირაკლი ჯანელიძეს და გაშლილი ხელის გული რამდენჯერმე ზურგზე მიარტყა. - ასე უნდა გადაკარგვა? რამდენი ხანია არ გინახივარ?
-ერთი წელია ალბათ. - დამნაშავე ბავშვივით ჩაილაპარაკა, შემდეგ იქვე ატუზულ ქალს თავით ანიშნა მასთან მისულიყო. - გაიცანი ირა, ეს ანაა.
-სასიამოვნოა, გილოცავთ ახალ წელს. - ხელი ჩამოართვა წარბშეკრულ კაცს, რომელიც ყურადღებით ათვალიერება. დამორცხვილს ლოყები შეეფარკლა, თითები ერთმანეთში ახლართა და თვალების ცეცებას მოჰყვა.
-ჩემთვისაც. - კი თქვა, მაგრამ დიდად ვერ შეამჩნევდით სახეზე მისი გაცნობით გამოწვეულ სიამოვნებას. - მეც გილოცავთ, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა.
-მადლობა ირა, მადლობა.
-აბა? რას ინებებთ?
-ორი ბაკალი ლუდი, შენი მაგნიტოფონი და ერთი ფირფიტა. - ბარისკენ წასულს ზურგზე მიადო ხელი.
-ნიკოლოზ! შენი ქცევა არ მომწონს.
-რუსას გავშორდი. - ჩუმად უთხრა, თვალი კი ბარში ჩუმად მოსიარულე ქალისკენ გააპარა, რომელიც ყველაფერს ინტერესით აკვირდებოდა.
-რა ქენი? - გაოცებულმა შეხედა ნათლულს.
-ერთი წლის წინ გავშორდი, უბრალოდ მთხოვა ცოტა დრო მიმეცა და ოფიციალურად მერე გავეყრებოდით, მაგრამ ძალიან გაწელა ეს დრო.
-შენი საქმის შენ იცი, მაგრამ ეს ქალი ვინ არის?
-უბრალოდ ქალია.
-რაღაც არამგონია, რუსაც კი არ მოგიყვანია აქ.
-თვითონ არ მოდიოდა, სისუფთავეს უჩიოდა. - სიცილით თქვა და ჯანელიძემაც წარბები შეკრა.
-მაგიტომ არ მომწონდა არასდროს, მეტიჩარა, ძველი დიზაინი რომ არის მაგიტომ მოსწონს ხალხს. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, თან ანას შეხედა.
-კარგი რა ირა, იმას ვერ უარყობ რომ ხანდახან იატაკის გაწკრიალება გავიწყდება.
-არაფერი არ მავიწყდება. ჩემი ბარი ყველას მოსწონს, მაგრამ მაინცდამაინც ზურა აბაშიძის ქალიშვილს არ მოეწონა. ფედე.რასტი. - კბილებში გამოსცრა, ნიკოლოზს კი ეცინებოდა მის საუბარზე.
ვერასდროს იტანდა რუსას მამას ირაკლი. ახალგაზრდობაში მასთან ძმაკაცობდა კიდეც, მაგრამ წლების შემდეგ მოღალატე აბაშიძე პანჩურის ამორტყმით მოიშორა თავის სიახლოვიდან. წლების შემდეგ ისევ შეხვდა ნათლულის ქორწილში, მაგრამ ზედაც არ შეუხედავს კაცისთვის. უფროს მენაბდეს ხშირად დასცინოდა, ქალიშვილი შემოგაპარათ და ახლა თავიდან ვეღარ მოიშორებო.
მიუხედავად იმისა რომ რუსა მამამისს არ ჰგავდა, მაინც ვერაფრით შეიყვარა. ყოველთვის ზურა ახსენდებოდა მისი დანახვისას და ყველა იმ დეტალს აქცევდა ყურადღებას რასაც რუსა ზურას მსგავსად გააკეთებდა, ანდაც იტყოდა.
-ეს თქვენ ხართ? - გაოცებულმა გამოხედა ირაკლის ანამ, მან კი ეჭვის თვალით შეათვალიერა შინდისფერ კაბაში გამოწყობილი ქალი, რომელიც მის ბარში ქურდივით ჩუმად დაიარებოდა.
-გახლავართ. მე და ნიკოლოზის მამა ვართ, დიმიტრი.
-როგორი სიმპატიური იყავით… არა, ახლაც შესანიშნავად გამოიყურებით, ცუდად არ გამიგოთ, უბრალოდ ამ სურათში სულ სხვანაირი ხართ. - დაბნეულმა ძლივს გადააბა ბოლო სიტყვები, ირაკლის კი ნელა მოუტრიალდა გული ქალისკენ.
-25 წლის ვიყავი მაშინ, ყველა გოგო ჩემზე გიჟდებოდა. - სიცილით თქვა, თან ლუდის ჩამოსხმას შეუდგა.
-დარწმუნებული ვარ ასეც იქნებოდა. - მომღიმარი მიუახლოვდა ბარს, მხრებზე მოხვეული პლედი სხვა სკამზე დადო, თვითონ კი ნიკოლოზის გვერდზე მოთავსდა. - ეს ადგილი ნამდვილი მუზეუმია, ის ხანჯალი ვისია?
-ჯანელიძის ხანჯალია, მემკვიდრეობით მერგო. - სიამაყით ჩაილაპარაკა, თან ბაკალი წინ დაუდგა ქალს.
-რას ამბობთ, ვინმემ რომ მოგპაროთ?
-ვინ მიხვდება შვილო ნამდვილია ეგ თუ არა. ისედაც არ შემოდიან აქ უცხოები.
-სასიამოვნო გარემოა… - ლუდი მოსვა, თან მომღიმარ ნიკოლოზს შეხედა. - რა? ასეთ ადგილას არასდროს ვყოფილვარ და ზედმეტად მომწონს. ალბათ ხშირად მოვალ აქ.
-სიამოვნებით მიგიღებ. - უკვე მოსწონდა წინ მჯომი ქალი. თავიდან რომ დაინახა ეგონა ჩვეულებრივი ლამაზი ქალი იყო და პირის გაღების შემდეგ ნამდვილ სახეს გამოავლენდა, მაგრამ ახლა უფრი მეტ ინტერესს იჩენდა მასში. - უნდა დაგტოვოთ, სანამ წახვალთ გამაფრთხილე, გაგაცილებთ, თან ბარს დავკეტავ.
-მადლობა. - ყურებამდე გაუღიმა ირაკლის, თვალი გააყოლა კარისკენ წასულს, რომელიც მალე გაუჩინარდა, მერე კი ისევ ანასკენ გაიხედა.
-საყვარელია. - ისევ მოსვა ლუდი, თან მენაბდეს გაუსწორა თვალი.
-რაც ხანში შედის უფრო საყვარელი ხდება… რას გაუმარჯოს? - უცებ შეცვალა თემა, ბაკალი ასწია და ანას ჭიქასთან ახლოს მისწია.
-ჩვენ გაგვიმარჯოს. - ჭიქის მეორე მხარე მიუჭახუნა, რამდენიც შეძლო იმდენი დალია, შემდეგ მომღიმარ მენაბდეს შეხედა. - რა?
-არაფერი. - ჩაიღიმა, თან სიგარეტს მოუკიდა და ბარზე იდაყვით დაეყრდნო. - იქ როგორ გაჩნდი?
-ჩემი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს, გიო.
-ბექაური?
-ჰო, იცნობ?
-რამდენჯერმე შევხვედრილვართ. - თითი გადაიტარა ტუჩებზე, ჩაფიქრებული აკვირდებოდა გოგოს თითქოს ეცნობოდა კიდეც, ვიღაცას ახსენებდა, მაგრამ ამ დროის მანძილზე ვერაფრით იხსენებდა. - ადრე შევხვედრილვართ? - უცებ ჰკითხა, ანამაც წამსვე ამოხედა ქვევიდან.
-არამგონია. - მხრები აიჩეჩა, ნიკოლოზი კი ისევ არ აშორებდა თვალს.
-და გყავს?
-არა. - კაცის მზერით სახე აწითლებულმა აღარ იცოდა საით გაეხედა, გაუაზრებლად სვამდა სასმელს და უკვე გრძნობდა სხეულში მომატებულ ტემპერატურას. - მგონი გამოფხიზლება არ მიწერია…
-თუ არ გინდა აღარ დალიო. - ჭიქა ბარის ზედაპირზე დადგა, სწრაფად წამოდგა ფეხზე და კედელზე დაკიდული ხანჯლის ქვეშ მდგომ მაგნიტოფონზე მრგვალი ფირფიტა მოათავსა. მალე გაისმა წყნარი მელოდია, ნელი ნაბიჯებით დაიძრა თვალებ გაფართოვებული ქალისკენ, ნაზ მტევანს თითები მოხვია და ფეხზე წამოაყენა.
-არ ვიცოდი თუ მუშაობდა. - გაოცებული შეჰყურებდა ნაცრისფერებში, თვალები კი მისი ტუჩებისკენ ეპარებოდა.
-ირაკლის ტყუილად ხომ არ ექნებოდა აქ. - წელზე მიდებული ხელის გულით თავისკენ მისწია ცხელი ამონასუნთქი სახეზე მიაფქვია და მის შეკვრულ სუნთქვაზე გაეღიმა.
-ჰო, მართალი ხარ. - ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში, ლოყაზე ოდნავ შეახლო ლოყა და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. ჰაერს მოყოლილ კაცის სურნელმაც შეუღიტინა ცხვირში, უკვე რამდენიმე ემოციას ერთად გრძნობდა და გონება სულ ერეოდა. კაცის სურნელს მისი სხეულის სითბოც ერეოდა, ასევე ოთახში გაჟღერებული წყნარი მელოდია ყურში სასიამოვნოდ ჩაესმოდა და მთლიანად თენთავდა. უკვე თვალები ეხუჭებოდა, დაღლილს, მთელი ღამის უძილოს ეს ყველაფერი ძილის სურვილს უჩენდა. ლოყა ჩამოადო კაცის მხარს, ცხვირის წვერი კი ოდნავ ყელზე მიადო, ისევ მკაფიოდ იგრძნო კანის სურნელთან შერეული სასიამოვნო სუნამოს სუნი და სხეულში სასიამოვნოდ გასცრა. ჯერ არასდროს მიუზიდავს კაცს ასე. უამრავი მოსწონებია, ბევრთან უფლირტავია, შეყვარებულიც ჰყოლია, მაგრამ ასეთი გრძნობები ჯერ არასდროს არავის გამოუწვევია მასში. ალბათ ნიკოლოზის ნაცვლად სხვა კაცი რომ ყოფილიყო არც კი დაელაპარაკებოდა. აივანზე მდგომმა კაცმა კი ყველანაირი გამბედაობა ერთბაშად შემატა.
-გეძინება? - თავზე გადაუსვა ხელი მომღიმარმა, თან სახეზე დახედა. ყბაზე აატარა ცერი, თმა ყურს უკან გადაუწია და გრძელი თითები ყავისფერ თმაში შეუცურა.
-ჰო. - ჩუმად ამოიბურტყუნა, ტანის ოდნავ რხევას ისევ განაგრძნობდა მენაბდესთან ერთად. თვითონ ნიკოლოზმაც არ იცოდა რას აკეთებდა იმ დროს იქ ამ ქალთან ერთად, რატომ შესთავაზა მაინცდამაინც ანას წამოსვლა, თანაც ნაკლები გარყვნილი აზრები უტრიალებდა გონებაში და ეს ყველაფერი ცოტა აბნევდა. არცერთ ქალთან არ მოქცეულა ასე, იმ წუთებში კი მასთან ერთად იქ დგომა და ტანზე აკრულ ქალის თხელ სხეულთან ერთად ნაზი მოძრაობით ცეკვა ყველაფერს ერჩივნა.
-წავიდეთ?
-ცოტახანიც. - მკლავები ოდნავ მჭიდროდ მოხვია კისერზე, ცხვირი კი კანზე გაუხახუნა. - მომწონს ის რასაც ახლა შენთან ყოფნისას ვგრძნობ. - დაუმალავად წარმოაჩინს თავის გრძნობები, თითები თმებში შეუცურა კაცს და ფილტვები ჰაერისგან დაცალა. მოულოდნელი იყო ქალის აღსარება მენაბდესთვის, თავიდან ვერაფერი თქვა, გაკვირვებულმა კეფაზე მოკიდებული ხელით თავი უკან გააწევინა და თვალებში ჩახედა.
-ჰოო? - მის ამღვრეულ ცისფერებზე გაეცინა, თან თმები უკან გადაუწია.
-გამოფხიზლება მჭირდება. - უცებ მოშორდა კაცის სხეულს, ირგვლივ მიმოიხედა, ბოლოს ისევ ნიკოლოზის თვალებს წააწყდა და მის მზერაზე შესანჩნევად შეეცვალა გამომეტყველება. - წავიდეთ.
-რა საყვარელი ხარ. - სიცილი ვერ შეიკავა ქალის მოქმედებებზე, მუსიკა გამორთო, ირაკლის დაემშვიდობა და იქაურობა ანასთან ერთად დატოვეს.
-ღმერთო როგორ ცივა. - მჭიდროდ მოიხვია პლედი, ნიკოლოზის გვერდზე განაგრძო სიარული და იქამდე მიჰყვა მის ნაბიჯებს სანამ წინიდან მომავალი ტაქსი არ შენიშნა. სწრაფად დაუქნია ხელი, შემდეგ გაოცებულ ნიკოლოზს ახედა. - მაპატიე, მე უნდა წავიდე… მადლობა ლუდისთვის. - კარის სახელურს ჩაჭიდებული იდგა, თან წარბ აწეულ მენაბდეს თვალს ძლივს უსწორებდა.
-არაფერია, უბრალოდ დრო გავიყვანეთ, თან უფასო ლუდიც დავლიეთ, ხანდახან საჭიროა. - გაეცინა ქალის ცქმუტვაზე, ბოლოს ნელა მიუახლოვდა მის სახესთან დაიხარა და სუნთქვა შეკრულს ლოყაზე ნაზად აკოცა. - შეხვედრამდე. - ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა, წამით ისევ ჩახედა ცისფერებში და იქაურობა უკან მოუხედავად დატოვა. გაოგნებული უყურებდა კაცის ზურგს, ცოტა გაბრაზდა კიდეც, უცებ გამოაღო კარი და უკანა სავარძელზე სწრაფად მოთავსდა.
-გილოცავთ ახალ წელს. - სალონში გავრცელებული სითბოს შეგრძნებისას ტანში გააჟრჟოლა, პლედში ჩაყო ცხვირი და კაცის სასიამოვნო სურნელი ისევ იგრძნო.
-მადლობა, მეც გილოცავთ. - თავი დაუქნია კაცმა, თან სასრკიდან წამით გამოხედა უკან მჯდომს.
მალე მივიდა სახლამდე, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და მძღოლს ფული გამოუტანა, შემდეგ კი კიბები აიარა და თავის საძინებლისკენ დაიძრა. ყველას ეძინა, მთლიან სახლში სიჩუმე გამეფებულიყო, ამ სიჩუმეს კი ანას ნაბიჯების ხმა არღვევდა.
-მოხვედი დე? - საძინებლიდან გამოსულმა ჰკითხა ზურგით მდგომ შვილს, ისიც უცებ შებრუნდა, ნელა მიუახლოვდა და მკლავები მაგრად მოხვია.
-გილოცავ.
-მეც გილოცავ.
-წავალ დავწვები, მეძინება.
-მიდი. - თავზე გადაუსვა ხელი, ლოყაზე აკოცა და იქამდე უყურა სანამ საძინებელში არ შევიდა. სწრაფად გაშიშვლდა, საწოლში შეწვა და ოთხად მოკეცილმა გაყინული თითები ერთმანეთზე მიტყუპებულ ბარძაყებში მოათავსა. მალე გათბა, გონებაში კი ისევ ნაცრისფერთვალება კაცი უტრიალებდა. მაინც როგორი იყო, ასეთი კაცი პირველად ენახა. ასაკით დიდის შეხედულობა ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავად მოვლილი სხეულიც ამშვენებდა. დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა ისევ, მასზე უფრო მეტს გაიგებდა და გაუჩერებლად ესაუბრებოდა, მაგრამ არ იცოდა დადგებოდა თუ არა ეს დღე.
***
სახლში შესულს კიბეებზე ჩამომავალი ცოლი შეეგება, რომელიც ხალათს იკრავდა და ძილისგან დასიებული თვალებით შესცქეროდა ქმარ-შვილს. სოფი მაშინვე დედისკენ გაექანა, ხელები წელზე მოხვია და სახე მკერდზე მიადო.
-ჩემო პატარა, სად იყავით?
-მე და მამა გავერთეთ სახლში, ვიცეკვეთ და მერე დავიძინეთ. - თვალი გააპარა ნიკოლოზისკენ, მან კი თვალი ჩაუკრა და იქვე სავარძელში ჩაეშვა.
-სოფი მა, შეგიძლია შენს ოთახში ახვიდე? დედასთან სალაპარაკო მაქვს.
-მე რომ მოვისმინო არ შეიძლება?
-არა მა, დიდების საქმეა. მიდი ადი. - თავით ანიშნა კიბეებისკენ, სიფიც ბურტუნით დაიძრა მეორე სართულისკენ.
-რა ხდება? - ქმრის წინ მოთავსდა, გრძელი ფეხი მუხლზე გადაიდო და ატლასის ხალათი ისე დაცურდა დაბლა მთლიანი ბარძაყი გამოუჩინა. ირონიული ღიმილით შეათვალიერა ქალის ნახევრად შიშველი სხეული, შემდეგ მის მწვანეებს გაუსწორა მზერა.
-ჩვენი საქმე ზედმეტად დიდხანს გაიწელა რუსა, ეს ახალი წლები რომ ჩაივლის გიას ვურეკავ.
-ნიკოლოზ…
-არანაირი ნიკოლოზი! დავიღალე რუსა, ერთი წელი გავიდა, ერთი წელია წასული ვარ და მაინც შენს ქმრად მთვლი. არ გიტყდება მაინც?
-მე უბრალოდ ოჯახის შენარჩუნებას ვცდილობ!
-რომელი ოჯახის? რომელიც წლებია ოჯახი აღარაა? - უცებ მოეშალა ნერვები ქალის საუბარზე. უფრო მეტად იმაზე ეშლებოდა ნერვები როცა რუსას თავისი შექმნილი ტყუილების თვითონ სჯეროდა და სხვებთან ერთად საკუთარ თავსაც იმას აჯერებდა რასაც თვითონ ამბობდა. - რამდენი ხანია არ მოგკარებივარ?!
-ნიკა.
-მითხარი! - ქალის მშვიდ სახეზე უარესად ბრაზდებოდა და ცოტაღა აკლდა იქვე დადებული შუშის ნივთი ხელის ერთი მოძრაობით ნაწილებად არ ექცია.
-თითქმის ორი წელია. - ხმა ჩამწყდარმა თქვა, თავი ჩახარა და ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა.
-მერე? რატომ იქცევი უთავმოყვარეო ქალივით და რატომ ცდილობ ჩემს ცოლად თავის გასაღებას?!
-მინდა ბავშვს ნორმალური ოჯახი ჰქონდეს.
-და შენ რას ეძახი ნორმალურ ოჯახს? მამა რომ სხვაგან ცხოვრობს, თავისი ცალკე ცხოვრება აქვს და დედა რომელიც სახლში არასდროსაა? ჩემი შვილი დებილი ხომ არ გგონია? სოფის იმაზე მეტი ესმის ვიდრე შენ წარმოგიდგენია! და ეს ოჯახი არაა! - ხელები ფართოდ გაშალა ოთახის შუაგულში მდგომმა, თან ცოლს ზევიდან დაჰყურებდა.
-რა შეიცვალა ნიკოლოზ?! - უცებ წამოხტა შეშლილივით და აქეთ შეუტია მენაბდეს. - მითხარი რა შეიცვალა?!
-შევიცვალეთ პატარა! მე შევიცვალე და აღარ მიზიდავს ის რაც ადრე მიზიდავდა! წლები მომემატა და ვეღარ ვუმუღამებ შენს ცანცარულ, ქარაფშუტა ქცევებს! ოცი წლის რომ იყავი მაშინ მომწონდა შენი თავისუფალი ქცევა, მაგრამ მეგონა წლებთან ერთად ცოტა დაჭკვიანდებოდი, მეგონა დედობა უფრო დაგაქალებდა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებდი საკუთარ თავზე! ამის დედაც, მეგონა ბავშვს მაინც მიხედავდი, მაგრამ ბავშვიც დედაჩემმა გაზარდა! მომბეზრდა, გაქრა ყველა გრძნობა რასაც ვგრძნობდი და იმის გამო რომ ჩვენი სამაგალითო ოჯახი არ დაინგრეს თავს ვერ დავიტანჯავ და არც ჩემს შვილს დავტანჯავ! - თვალებ ჩაწითლებული ხმამაღლა საუბრობდა და ძლივს იკავებდა თავს ღრიალზე არ გადასულიყო. ცრემლებით სავსე ჰქონდა თვალები რუსას, ქვევიდან უყურებდა და ტირილის შეკავებას ამაოდ ცდილობდა.
-ჰო ვერ შევიცვალე! ასეთი ვარ! მეგონა ისეთი გიყვარდი როგორიც ვიყავი!
-მიყვარდი! და მიყვარხარ როგორც ჩემი შვილის დედა და მაგის გამო ვარ დღემდე შენი ქმარი შენი გამოს.ირებული სადაქალოს წინაშე. მაგათ დედას შევე.ი, გავარტყი თქვენს დაქალობას, გულისამრევები ხართ. ვერ ვიტანდი ვერასდროს ვერცერთს, ყოველთვის მიკვირდა როგორ იყავი მაგათთან, ახლა ვხვდები რომ შენც იმათნაირი ხარ!
-გაეთრიე აქედან! - ყვირილით გაიშვირა ხელი კარებისკენ, ნიკოლოზმა კი გულიანად გაიცინა.
-ეს უკვე მომწონს. - ტაში შემოჰკრა, შემდეგ იქვე დადებული ტელეფონი აიღო და გასასვლელისკენ უკან სვლით დაიძრა. - განქორწინების საბუთებს გამოგიგზავნის გია, რაც გინდა აიღე, მკიდ.ია.
-შენი დანახვაც აღარ მინდა, დამპალი ნაბი.ჭვარი ხარ!
-უკვე მგონია ვინმე გვიყურებს. - სიცილით გააღო სახლის კარი, შემდეგ გარეთ გავიდა და წინ მდგომი ქალი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
-აქ არაღ მოხვიდე!
-ბავშვის გარდა აქ მოსასვლელი მიზეზი არც მაქვს. - თვალი ჩაუკრა, შემდეგ ზურგი აქცია და კმაყოფილი დაიძრა თავისი მანქანისკენ. როგორც კი შიგნით მოთავსდა სოფის გადაურეკა, თან მანქანა დაძრა. - მაპატიე რა პატარა… არ იტირო კარგი მა? ამ დღეებში გამოგივლი და სადღაც წაგიყვან, ისევ მოვაწყოთ ჩვენი დღეები… მიდი გკოცნი… მეც ჩემო პრინცესა. - ჩაიღიმა, შემდეგ ტელეფონი გათიშა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მერე კი სიგარეტი ამოაძვრინა ჯიბიდან და სწრაფად მოუკიდა. ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას, მიუხედავად ახალი წლისა მაინც დადიოდა ხალხი მანქანებით, ზოგს სამსახურში ეჩქარებოდა, ზოგს კი მშობელბთან სახლში. ფიქრებში იყო გართული მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა და გიგას ზარსაც სწრაფად უპასუხა. - მინდა… გამოდი მაგედან, შენთან მიდი სახლში და მეც მოვალ, თან ლუდს წამოვიღებ… კარგი. - გაზის პედალს ფეხი დააჭირა, სიჩქარეს უმატა და მალე ყიფშიძის სახლთან მივიდა. სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთა ეზო, კარი დაუკაკუნებლად შეაღო, მერე კი მისაღებში შევიდა და ტელევიზორის წინ მჯდომ ძმაკაცს გვერდზე მიუჯდა.
-სად ხარ აქამდე, ლამის გულმა დამცხო ტო. - ლუდის ბოთლს თავსაფარი მოაცალა, მაშინვე მოიყუდა მერე კი უემოციოდ მჯდომ მენაბდეს გახედა. - მოხდა რამე?
-გია ხომ არ სვამს?
-რასაც გადაუხდი ერთი იმდენი დაუმატე და აღარ დალევს, პირდაპირ გაუგზავნის საბუთებს. ხომ იცი, მაგას ლიჟბი ფული დაანახე და შეუძლებელს გააკეთებს.
-ვშორდები რა, ყელში ამომივიდა უკვე. დავიღალე და დასვენება მჭირდება.
-ეგრე ჯობია. სადმე წადი ერთი კვირით, თუ გინდა სოფიც წაიყვანე და დაისვენე.
-ბაკურიანში წავალ ხვალ და აქაურობას მოვშორდები ცოტახანს. - ისევ მოიყუდა ლუდის ბოთლი, შემდეგ სავარძლის საზურგეს მიადო თავი და თვალები დახუჭა.
-კატო მომენატრა. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თან ლუდს დააშტერდა. მაშინვე იგრძნო მენაბდეს მზერა და ქვევიდან ახედა.
-დაურეკე შე ჩემა, ან წადი და ნახე, რას იტანჯავ თავს?
-ვერა, მართლა არ შემიძლია თორემ აქ ხომ არ ვიჯდებოდი ტო, იმდენი საქმეა ამ ახალ სასტუმროებზე ვაბშე ვერ ვიცლი. თან როგორც კი ყურადღებას ვადუნებ მაშინვე წყვეტენ მუშაობას. მთელ დღეს წელავენ და არაფრის კეთებაში მახდევინებენ ფულს. რომ არ მივიდე ყოველ დღე და არ შევამოწმო ალბათ მარტში დასამთავრებელს აგვისტოში დაამთავრებენ, ჯერ ისედაც აპრილამდე ვერ რჩებიან.
-სულ როგორ წუწუნებ გიგა?! - საძინებლიდან გამოსული ხალათში გახვეული ქალის სხეული ჩამოუდგა შოკირებულ ყიფშიძეს და ქმრის სახეზე სიცილით გააქნია თავი.
-კატო! მართლა აქ ხარ?
-არა გეჩვენები. - თვალები აატრიალა, შემდეგ მტევანზე ჩაკიდა ხელი, ფეხზე წამოაყენა და მონატრებული ქმრის ტუჩებს თვითონ მისწვდა.
-მომენატრე… - თმები უკან გადაუწია, მისი სახე ხელის გულებში მოიქცია და შუბლზე აკოცა, შემდეგ ისევ ტუჩებზე. - ჯანდაბა, მეორედ აღარ გაგიშვებ! - უკეთ რომ შეიგრძნო ტანზე მიკრული ქალის სხეული და მის იქ ყოფნაში დარწმუნდა მთლიანი სახე დაუკოცნა, მერე ისევ მოეხვია. - ბავშვები?
-შობის მერე ჩამოვლენ, ასე რომ ერთი კვირა მხოლოდ შენი ვარ. - გაბრწყინებული ყავისფერებით უყურებდა თვალებში და უდიდეს სიყვარულს გრძნობდა მის მიმართ.
-როდის ჩამოხვედი? ან რატომ არ მითხარი?
-სურპრიზის გაკეთება მინდოდა. ვიფიქრე ბინაში მივალ და გადავაბამ იმ ქალს ვინც გვერდზე ეყოლებათქო, მაგრამ მერე გადავიფიქრე.
-კატო. - მაშინვე წარბები შეკრა ყიფშიძემ, ქალს კი ხმამაღლა გაეცინა.
-ვხუმრობ ჩემო სიცოცხლე. - მოწყვეტით აკოცა, შემდეგ იქვე მჯდომ მენაბდეს შეხედა. - როგორ ხარ ნიკო?
-ახლა უკვე კარგად… წავედი მე, ხელს აღარ შეგიშლით თორემ შენი ქმარი მომკლავს. - საფეთქელზე აკოცა ქალს და გასასვლელისკენ დაიძრა.
-იცოდი ხო?! - კარებში დააწია სიტყვები ყიფშიძემ, ნიკოლოზმა კი სიცილით გასცა პასუხი.
-კარგაად! - კარი გაიხურა და ცოლქმარი მარტო დატოვა. სიცივისგან მობუზულმა პალტო მჭიდროდ მოიხვია სხეულზე, სწრაფად მივიდა მანქანასთან, ჯერ ისევ თბილ სალონში კომფორტულად მოთავსდა და იქიდან წამებში აორთქლდა.
არ იცოდა სად წასულიყო, ყოველი დღე ერთნაირი იყო და ახლაც ისევ თავის სახლში მიდიოდა, იქ სადაც სიცარიელე გავრცელებულიყო და მენაბდესაც შიგნით ითრევდა. ვერ იტანდა სახლში მისვლას, ჯერ კიდევ ვერ შეჩვეოდა ცარიელ კედლებში ყოფნას. რამდენადაც ამშვიდებდა, იმდენად უმძიმებდა გულს და ყველაფრის ხალისს უკარგავდა.
სახლში მისულმა გასაღები შუშის მაგიდაზე მიაგდო, უემოციოდ მოათვალიერა ოთახი, ბოლოს თავის სახინებლისკენ აიღო გეზი, თან ტელეფონი მოიმარჯვა მარჯვენა ხელში და თავის მდივანთან გადარეკა.
-ლიკ ბაკურიანში რომელი სასტუმრო გვაქვს… გადარეკე და გაარკვიე ადგილები თუ აქვთ და ერთი ოთახი დამიჯავშნე… ერთი კვირით… მარტო მე კი… კარგი და დამირეკე მერე… ხომ მართლა, გიას დაუკავშირდი და უთხარი რომ რუსას განქორწინების საბუთები გაუგზავნოს… გამაგებინე რას იზამ. - ტელეფონი გაუთიშა, შემდეგ სახლში მისულმა კარადიდან ჩემოდანი გამოიღო და რამდენიმე გამოსაცვლელი ტანსაცმლის ჩალაგებას შეუდგა.
***
სიცარიელე, გრძნობა რომელიც შენში შემოდის, ყველა უჯრედს ედება და გაგრძნობინებს რომ სინამდვილეში არ გყვარებია. გახვედრებს რომ ყველა ის მოქმედება, თუ გრძნობა რაც კი შენში არსებულა შენივე ფანტაზიების ნაყოფი იყო.
უყურებ გარემოს, ხედავ ფერებს, მაგრამ მაინც ყველაფერი უფერული გეჩვენება. ყველა ის დეტალი რაც კი მნიშვნელოვანი იყო, აზრს კარგავს, ცხოვრების ხალისს გიქრობს შენში შემოჭრილი სიცარიელე და ხვდები რომ ეს აზრიც რეალურად არასდროს არსებულა. შიგნიდან რაღაც გღრღნის, უემოციობაში წამიერ ტკივილს გრძნობ, ტკივილს იმის გამო რომ შენი შექმნილი ილუზიაც ჩამოგენგრა და აღარაფერი დაგრჩა.
აივანზე მჯდომს ფეხები მოაჯირზე შემოედო, სახე მოღრუბლული ცისთვის მიეშვირა თვალდახუჭულს და დროდადრო სიგარეტის კვამლს ფილტვებში უშვებდა.
უკვე მესამე დღე იყო ბაკურიანში ყოფნის, მთელ დღეებს დათოვლილი მთების ყურებაში ატარებდა აივანზე მჯდომი. სასტუმროდან არ გადიოდა და სიწყნარეში ყველაფერზე ერთად ფიქრობდა.
რუსასგან შემომავალ ზარებს აიგნორებდა, მხოლოდ სოფის ელაპარაკებოდა, ისიც მხოლოდ მაშინ როცა იცოდა ბავშვი მარტო იქნებოდა. მეოთხე დღეს გადაწყვიტა სასტუმროდან გასვლა, თბილად ჩაიცვა და სათხილამუროდ წავიდა.
გვიანობამდე სრიალებდა მთელ ენერგიას ხარჯავდა და ფიქრებში გართული ირგვლივ მყოფ ხალხს ყურადღებას არ აქცევდა. უკვე დაღმართის ბოლოში იყო გაჩერებული სახით გორისკენ, სათვალეს იხსნიდა როცა ზევიდან კივილით დაშვებული ქალის სხეული შეასკდა, წონასწორობის ვერ დაცვის გამო ზურგზე დაეცა და ტკივილისგან თვალები ერთმანეთს დააჭირა.
-მადლობა! ღმერთო… მაპტიე უბრალოდ მე… მე ახლა ვსწავლობ და… - ბურტყუნით ცდილობდა მამაკაცის სხეულიდან წამოდგომას ქალი, ნიკოლოზს კი ნაცნობ ხმაზე თვალები დაეჭყიტა და მიშტერებული შესცქეროდა ნაცნობ სახეს. მალე მისი ცისფერი თვალებიც დაინახა, მის წუთიერ გაშეშებაზე გაეცინა და წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია.
-გამარჯობა პატარა. - ქვედა ტუჩზე იკბინა მის დაჭყეტილ თვალებზე რომ არ ახარხარებულიყო. - ასე აპირებ წოლას თუ ადგები? - როგორც კი სიტყვა დაამთავრა მაშინვე მოსცილდა ქალის სხეული, არა ნებით, მაგრამ წელზე მოხვეულმა ძლიერმა მკლავებმა უცებ დააყენეს ფეხზე, მენაბდეს კი ისევ თოვლზე ედო თავი და მოჭუტული თვალებით ქვევიდან უყურებდა ერთმანეთში მოსაუბრე წყვილს.
-რა ბრაკი ხარ ტო, რამე ხომ არ იტკინე? გაგიშვა ხელი? - სიცილით ფერთხდა თოვლს ბიჭი, ანა კი ისევ ნიკოლოზისკენ აპარებდა თვალს. - ანა! - ხელი აუფრიალა ცხვირწინ დამუნჯებულ ქალს, შემდეგ დაბლა გაწოლილ ნიკოლოზს დახედა. - ერთი შეხედეთ ვინ გაიტანა ჩემმა გოგომ. - სიცილით გააქნია თავი, ხელი გაუწოდა მენაბდეს და მის მტევანს ჩაჭიდებულმა ფეხზე წამოაყენა. - რა დამთხვევაა.
-სასწაული. - ნიკოლოზსაც გაეცინა, ნაცრისფერი თვალები შეანათა ანას, ისე შეცბა ქალი ლამის ხმამაღლა გაიცინა მენაბდემ.
-გაიცანი ანა, ნიკოლოზი. - ერთმანეთზე ანიშნა ხელით. ის იყო უნდა ეთქვა ვიცნობო ხელი რომ გაუწოდა ქალმა და მისი საქციელით გამხიარულებულმა თავისი გრძელი თითები შეაგება.
-სასიამოვნოა. - სახე აწითლებულმა თვალი აარიდა მენაბდეს, ნიკოლოზმა კი მტევანზე აკოცა.
-ჩემთვისაც. - ეტყობოდა როგორ დაუხტოდნენ ჭინკები ნაცრისფერ თვალებში, ანაც მიხვდა რომ ამ ქცევით უფრო გაახალისა კაცი. მოუნდა იქვე მიწა გასკდომოდა და ჩაეტანა, ან მოულოდნელად გამქრალიყო იქიდან და მისი ირონიულად მომღიმარი სახე აღარასდროს ენახა.
-მარტო ხარ? - ისევ განაგრძო საუბარი გიორგიმ და ორივეს ყურადღებაც მიიქცია.
-ჰო, მეოთხე დღეა აქ ვარ, თბილისს გამოვექეცი.
-მეც, ვეღარ გავძელი და გუშინ წამოვიყვანე ესენი… ნინი! მოდი აქ! - ტელეფონზე ლაპარაკში გართულ წითელ თმიან გოგოს ხელი დაუქნია და ისიც წარბშეკრული დაიძრა მათკენ. - ნინის ხომ იცნობ, ადრე გაგაცანი მგონი.
-კი ვიცნობ. - თავი დაუკრა გოგოს და მანაც იგივე მოქმედება გაიმეორა.
-რა ხდება? - წელზე მოხვია ხელი ნინის, ლოყაზე აკოცა, შემდეგ ტუჩებზე და მენაბდესაც დაჭიმული სხეული შედარებით მოუდუნდა როცა გააანალიზა რომ ანას არაფერი აკავშირებდა გიორგისთან მეგობრობის გარდა.
-მაიკო გულწასული იპოვნა ჩემ ძმამ, ახლა საკეისროს უკეთებენ და ჯერ არ იციან როგორ იქნება. დედამ მთხოვა ჩამოდიო, ლუკა ხმას არ იღებს თურმე, გათიშულია. - ლოყა მიადო მკერდზე და დაუკითხავად გადმოგორებული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა.
-რას ამბობ ტო… წაგიყვანო გინდა?
-ხო რა. - თვალებ ამღვრეულმა ახედა ქვევიდან. გიომ ჯერ შუბლზე აკოცა, შემდეგ ანას გახედა.
-შენ რას იზამ? დარჩები თუ წამოხვალ?
-წამოვალ, მარტომ რა ვაკეთო აქ. - თვალი გაუსწორა მომღიმარ ნიკოლოზს, მაინც ერთ ადგილს გაშეშებული იდგა, თითქოს რაღაცას ელოდა. მენაბდეს ნაბიჯს ელოდა და მისი მოლოდინიც გამართლდა.
-ღამდება უკვე, მალე თოვას დაიწყებს და ჯობია დღეს დარჩეთ. საშიშია მაინც. თან იქ რომ მიხვიდე მაინც არაფერი შეიცვლება, გარემო დაგძაბავს, უფრო მეტად ინერვიულებ და პატარაზეც იმოქმედებს. - მუცელზე ანიშნა, ნინის თვალები გაუფართოვდა, შემდეგ დაბნეულ გიორგის ახედა.
-რა? - ერთი სიტყვა ძლივს თქვა ბექაურმა, თვალებ გაბრწყინებულმა დახედა საყვარელ ქალს ზევიდან, შემდეგ უკან გასწია მაგრამ დიდი კურტკის გამო ვერაფერი დაინახა.
-აუ… არ იცოდა? - თავი მოიქექა ვითომ უხერხულად მყოფმა. გიორგი სერთოდ არავის აქცევდა ყურადღებას, როგორც კი უთხრა ნინიმ ორსულად ვარო მას შემდეგ გაუჩერებლად კოცნიდა, ეხუტებოდა და ეფერებოდა. შემდეგ აფეთქდა, უამრავი კითხვა დაუსვა და ლამის ხელში აყვანილმა ატარა იქვე მდგომ კაფემდე. საერთოდ აღარაფერი ახსოვდა იმის გარდა რომ მალე მამა გახდებოდა.
მომღიმარი უყურებდა წყვილს მენაბდე და სულ ის დღე ახსენდებოდა პირველად რომ გაიგო სოფიზე. მაშინ ყველაზე ბედნიერი კაცი იყო, სულ რაღაც 25 წის. ზუსტად დაბადების დღეზე უთხრა რუსამ ბავშვის შესახებ. ის იყო პირველი და ბოლო დაბადების დღე, რომელიც ასე ბედნიერმა გაატარა. სოფი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში და ყოველთვის ცდილობდა კარგი მამა ყოფილიყო. ყველაზე მეტად კი მასთან მეგობრული ურთიერთობის დაჭერას ცდილობდა. არ უნდოდა ბავშვს კომპლექსები ჰქონოდა რაიმე საკითხთან დაკავშირებით, არ უნდოდა სოფის მისთვის რამე დაემალა იმის გამო რომ მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა და რაიმე საკითხში ვერ გაუგებდა. შეძლო კიდეც, ჩამოაყალიბა ისეთი ურთიერთობა როგორიც უნდოდა რომ ჰქონოდა შვილთან, არ არსებობდა რამე რასაც სოფი ნიკოლოზს არ უყვებოდა. ნიკოლოზმაც ყველაფერი იცოდა, ვინ როდის მოსწონდა, როდის უყვარდა, ვის და რამდენს მოსწონდა. იცოდა ყველა საჭმელი რომელიც სძულდა, ან უყვარდა. თავისუფალ დროს ყოველთვის დაჰყვებოდა საყიდლებზე და სოფიც მთელი დღე მაღაზიებში დაატარებდა პატარაობიდან. დედის მსგავსად უყვარდა შოპინგი, გაპრანჭვა და ლამაზი ტანსაცმლის ყიდვა, ნიკოლოზი კი ყოველთვის გაოცებული რჩებოდა მისი გემოვნებით. მასზე ფიქრებში იმხელა მონატრება იგრძნო უცებ წამოდგა ფეხზე, გარეთ გავიდა და ტელეფონზე გადაურეკა. მალე ბავშვის სახეც გამოჩნდა, რომელიც საწოლზე იწვა მოწყენილი, თან თვალებიც ტირილისგან დასიებოდა.
-რა გჭირს მა? - წამსვე წარბები შეკრა მენაბდემ, სოფიმ კი ბალიშში ჩარგო სახე და ტუჩები ერთმანეთს დააჭირა ისევ რომ არ ეტირა. - სოფიო! შემომხედე და მითხარი რა მოხდა! - სხეული დაეჭიმა კაცს, წამსვე მოიცვა ბრაზმა როგორც კი გაიაზრა რომ თავის ქალიშვილს ვიღაცამ იმდენად აწყენინა ტირილამდე მიიყვანა.
-არაფერი. - ღრმად ჩაისუნთქა თან ცრემლები შეიმშრალა.
-სოფი მა. - ჰაერისგან დაცალა ფილტვები, თვალები რამდენიმე წამით დახუჭა და ნელა სუნთქვას მოჰყვა სიმშვიდის შესანარჩუნებლად. - მითხარი რა მოხდა, ვინ გაწყენინა?!
-დედამ.
-მომიყვები პატარა?
-რომ ჩამოხვალ მერე მოგიყვები. მალე ჩამოდი რა… ხომ მალე ჩამოხვალ?
-კი პრინცესა, ხვალ წამოვალ.
-შენთან წამიყვან?
-სოფი უკვე ვბრაზდები! რა მოხდა მითხარი!
-შენთან მინდა მე. არ მინდა დედასთან, სულ მიყვირის, სულ მეჩხუბება და დავიღალე. წეღან უნდა მეჭამა და იმხელაზე მიღრიალა ნუ ჭამ გასივდებიო თეფში ხელიდან გამივარდა. მერე იმაზე მეჩხუბა რომ გავტეხე. - ისევ ტიროდა, ნიკოლოზი კი წარბშეკრული უსმენდა, თან სიგარეტს აბოლებდა.
-კარგი, ხვალ ჩანთა ჩაალაგე, ჩემთან წამოხვალ.
-რომ არ გამომიშვას?
-მამაშენს არ იცნობ პატარა? ყველაფერს მოვაგვარებ გპირდები, ახლა ნუ ტირიხარ კარგი? დაწყნარდი და დააიგნორე, რომ ვეყრები მაგიტომ არის გავრაზებული.
-კარგი.
-მალე დაიძინე იცოდე, განრიგს ძალიან ვურევთ ბოლო დროს.
-კარგი ჰო.
-მიდი მა, უნდა წავიდე მე, შენ აღარ იტირო იცოდე.
-კარგი, მიყვარხარ.
-მეც ძალიან. - გაუღიმა, კოცნა გაუგზავნა და ზარის გათიშვის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა. ცოტა ხანს იყო მათთან, ბოლოს ტერასაზე მოსიარულე ქალს მოჰკრა თვალი, გულში გაეცინა, მიხვდა რომ მას ელოდებოდა ამდენ ხანს. წყნარი ნაბიჯებით დაიძრა ტერასისკენ, მოაჯირზე მიყრდნიბილს მუცელზე მოხვია ხელი და ლოყა ლოყაზე მიადო. - სასიამოვნოა შენი გაცნობა ანა. - სიცილით თქვა, მის შეკვრულ სუნთქვაზე კი უფრო გახალისდა.
-მომშორდი! - კაცის მკლავის მოშორება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ამიტომ მოხერხებულად შეტრიალდა და წამებში მის მკერდზე აკრული აღმოჩნდა.
-რა საყვარელი ხარ. - ცხვირის წვერზე ჩამოჰკრა თითი, თან ცისფერ ბრჭყვიალა თვალებში ჩახედა.
-რა გინდა? - ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა კაცი. თითქოს არც აინტერესებდა მისი შეხება, მაგრამ დარწმუნებული იყო მენაბდესაც ესმოდა მისი გულის ცემა. სულ გაბრუვდა თმაში რომ შეუცურა ხელი კაცმა და თითები აათამაშა.
-არაფერი, რა უნდა მინდოდეს. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. - უბრალოდ… შენ მოქმედებებზე ვკაიფობ. - ტუჩები ყურთან მიუტანა, ჩუმად ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა.
-მაბნევ და ყველაფერი მაგის ბრალია. - გაუაზრებლად თქვა, ნიკოლოზის ტუჩებს მიაშტერდა, თეთრ კბილებს შირის რომ მოექცია და უცნაურად იღიმოდა.
-გინდა? - როგორც კი მისი მზერა შეამჩნია დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა, სახე ანასთან ახლოს მისწია და სუნთქვა შეუკრა ქალს.
ხმას ვეღარ იღებდა, მაგრამ არც ინძრეოდა, ნიკოლოზის სახე უფრო და უფრო უახლოვდებოდა, ის კი ხესავით გაშეშებული იდგა და აზრზე ვერ მოდიოდა რამის გასაკეთებლად.
-ნიკოლოზ. - თითქმის ეხებოდა სასურველი კაცის ტუჩები, მაგრამ თავი დახარა და მენაბდის სახელი ჩახლეჩილი ხმით წარმოსთქვა. - ახლა არა ძვირფასო, სხვა დროს იყოს. - წამში გახალისებულმა ქვევიდან ახედა წარბაწეულს და მხართან მიდებული ხელის გული რამდენჯერმე მიარტყა. - გამატარე ახლა.
-მიბრძანდი. - უვებ მოაშორა ხელები, ქალმა კი გაოცებულმა ახედა. ეგონა წინააღმდეგობას გაუწევდა, მისმა საქციელმა კი უფრო მეტად მოანდომა ეკოცნა. - არ მიდიხარ?
-მაწვები. - კაცის სხეულსა და მოაჯირს შორის მომწყვდეულმა მხოლოდ ამ სიტყვის თქმა მოახერხა, ნიკოლოზს კი ხმამაღლა გაეცინა.
-წადი. - ხელებ გაშლილი უკან გაიწია, ანა კი ისევ მოაჯირს მიყრნობილი იდგა მომღიმარი თვალებით. - კარგი, მე წავალ. - სიცილით შებრუნდა უკან, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ქალის მზერას კი ისევ გრძნობდა. რომ ვეღარ იგრძნო ზურგის წვა მაგ დროს შებრუნდა თავდახრილი ქალისკენ და ზედმეტი ფიქრის თუ სიტყვის გარეშე მიაკრო ტუჩები ქალის რბილ ბაგეებს. ხელი დუტის ქვეშ წვრილ წელზე მოხვია, სხეულზე აიკრა და ანაც კოცნაში აიყოლა. ქალის წვრილი თითები რომ იგრძნო თმაში გაეღიმა, ზუსტად მაგ დროს მოშორდა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა. - ესეც შობის საჩუქარი. - ყბის ძვალზე აკოცა, წამით ჩახედა თვალებში, შემდეგ კი უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა.
***
მეორე დღეს ოთახიდან გამოსული პატარა ჩემოდნით სასტუმროს დერეფანს კვეთდა. ლიფტის წინ გაჩერებული წითლად განათებულ ღილაკს უყურებდა, შემდეგ დერეფნის ბოლოდან მომავალი ნაცნობი ხმა შემოესმა და წამსვე იქით გაიხედა. დაინახა კიდეც ქალი, რომლის ტუჩების გემო ჯერ კიდევ ჰქოდნა შემორჩენილი ბაგეებზე და მისმა დანახვამ წამით გაჩენილი იმედიც ჩაუხშო. იმედი იმის რომ ისევ მიიღებდა ქალისგან სიამოვნებას. არა მისი სხეულისგან, არამედ მისი სულისგან. წამით ისიც დაუშვა რომ შეიძლებოდა ეს ქალი ყოფილიყო ის ვინც მასში გაბატონებულ სიცარეიელეს დაეუფლებოდა და მისგან სრულიად გაწმენდდა. ახლა კი სუნთქვაშეკრული უყურებდა როგორ ხვევდა ვიღაც კაცს ხელებს, ეკეკლუცებოდა და ბევრს კოცნიდა. კაციც იცინოდა, ბოლოს წელზე შემოისვა და ოთახში ისე შეყვანა აკისკისებული.
-შემოდიხართ? - გაღებულ ლიფტში მდგომმა კაცმა გაუფანტა ფიქრები ჯერ ისევ ოთახის კარებს მიშტერებულ მენაბდეს, ისიც უცებ მოეგო გონს და შიგნით შევიდა.
სასტუმროდან გავარდნილმა სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი გამოქაჩა და ფილტვებში რამდენიმე წამი გაიჩერა.
-ამის დედაც. - მანქანის სახურავს გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა, შემდეგ შიგნით მოთავსდა და იქიდან სწრაფად აორთქლდა. - დედას შევე.ი.
სულ გაუფუჭდა ხასიათზი, სულ აერია გონება. კადრებად უტრიალებდა გონებაში ის მომენტები როცა სხვა კაცი იმ ტუჩებს კოცნიდა რომელსაც ეგონა გუშინ დაეპატრონა. გულის რევის შეგრძნება ეუფლებოდა, იმდეგაცრუებას გრძნობდა. ვერც წარმოიდგენდა ანა ასეთი თუ იქნებოდა და თავის თავზე უფრო ბრაზობდა ასე რომ გაება. ვერასდროს ატყუებდნენ ქალები, ყოველთვის იციდა და კითხულობდა მათ აზრებს. ეგონა ანას გონებაში შეძვრომაც მოახერხა, მაგრამ შეცდა და ამის მონელება უჭირდა.
სახლში ჩასულმა უკვე იცოდა რაც ელოდა, ცალკე რუსა, ცალკე დედამისი, წინასწარ გრძნობდა დაღლილობას, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
სახლის კარზე დააკაკუნა, თან სიგარეტს ეწეოდა და მობუზული ელოდა როდის გაუღებდა ვინმე. ბოლოს სოფიც გამოჩნდა გაღებული კარის მიღმა და ნიკოლოზმაც წამსვე ღიმილი აიკრა სახეზე.
-შობას გილოცაავ! - მკლავები კისერზე მოხვია, ნიკოლოზმა კი ჰაერში ააფრიალა და ტუჩები ყელზე მიაწება.
-მეც გილოცავ მა. - რამდენჯერმე კიდევ აკოცა, შემდეგ დასვა და სახლში ტანზე მიკრულ სოფისთან ერთად შევიდა. სავარძელში მჯდომი დახვდა რუსა, ღვინით სავსე ჭიქა ლოყაზე მიედო და მენაბდეს ისე ათვალიერებდა.
-გილოცავ. - ფეხზე წამოდგა, თითებში მოქცეული საბუთები მაგიდაზე დაუგდო და ნელი სვლით სამზარეულოსკენ წავიდა.
-რუსა.
-თავი დამანებე ნიკოლოზ.
-მოდი აქ და დაჯექი ორი წუთი! - უფრო მკაცრად თქვა, რუსამ კი ირონიული ღიმილით გამოხედა.
-რა გინდა.
-სოფი მიმყავს.
-როდის მოიყვან? - მშვიდად თქვა, თან ღვინო მოსვა.
-ჩემთან მიმყავს საცხოვრებლად.
-არა!
-დედა გთხოვ. - თვალებ ამღვრეულმა ახედა ქალს ნიკოლოზზე მიკრულმა.
-არა! მამაშენი აქეთ-იქით დაეთრევა, ხან ვინ მიჰყავს სახლში ხან ვინ, შენთვის არ ეცლება და…
-გეყოფა. - უცებ გააჩუმა რუსა, ბავშვს თავზე გადაუსვა ხელი და იქვე აკოცა. - შენს ითახში ადი და მოვალ ცოტახანში.
-მა…
-მალე! - რუსაზე მიშტერებულმა ჩაილაპარაკა. როგორც კი თვალს მიეფარა ბავშვი მაჯაში ჩაავლი ხელი ქალს და ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა.
-არსად არ წამოვა!
-რეებს ეუბნები ბავშვს გოგო სულ გამოშტერდი?! - კედელზე აყუდებულს თითები ყელზე მოხვია და სახე მის სახესთან ახლოს მისწია გაცეცხლებულმა.
-რა ვუთხარი ტყუილი? - ცინიკურად ჩაიცინა, თან მკლავები კისერზე შემოხვია კაცს. გულის რევის შეგრძნება აწუხებდა მენაბდეს, უყურებდა და თავს ძლივს იკავებდა რამე რომ არ დაეშავებინა. სწრაფად მოშორდა, მისგან ორი მეტრის დაშორებით დადგა და ხელები სახეზე ჩამოისვა.
-რა გინდა რუსა? რა არ გასვენებს მითხარი! ხომ გავარკვიეთ ის რომ ერთად ვერ ვიქნებით, გავარკვიეთ რომ აღარ ვგრძნობთ იმას რასაც წლების წინ ვგრძნობდით, რატომ იქცევი ასე და რატომ მეჯიბრები!
-მე ისევ ვგრძნობ! ისევ მიყვარხარ და არ მინდა რომ წახვიდე!
-არ გინდა! დიდი ხანია გაქრა ის რაც იყო. მე ვერ ვგრძნობ შენს სიყვარულს, დიდი ხანია უკვე ვეღარ ვგრძნობ და შენც იცი ეს! უბრალოდ არ გინდა რომ ჩემს ყოფილ ცოლად მოგიხსენიონ. იცი რომ გექნება კარტაზე თანხა და ივლი იქ სადაც მოგესურვება! დროა უკვე შენით შექმნა რამე. ხომ გიყვარს მოდა, ხომ ჩააბარე? ამიტომ ადექი და გააკეთე ისეთი რამ რაც კარტაზე ფულს არ გამოგილევს, მანამდე კი დაგეხმარები, როგორც ჩემი შვილის დედას. გინდა ეს სახლი? შენი იყოს, დაიტოვე მანქანაც და გააგრძელე ცხოვრება ისე როგორც ჩემი წასვლის შემდეგ აგრძელებდი.
-შენ არ გესმის. - ცრემლები გადმოსცვივდა ქალს, სახეზე აიფარა ხელის გულები, მერე საერთოდ ატირდა.
-რა არ მესმის რუსა. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ნელა მიუახლოვდა, ხელები მოაშორებინა სახიდან და თვალებში ჩახედა.
-მიჩვეული ვარ შენს ცოლად ყოფნას, ცამეტი წელია უკვე, შენზე ვარ დამოკიდებული და ახლა მგონია რომ ნიადაგი მეცლება.
-მადლობა. - სიმწრით გაეცინა, ისევ მოშორდა და დაელოდა როდის განაგრძობდა საუბარს.
-რომ გაიგებენ გაგშორდი ჭორაობას დაიწყებენ, ისე აღარ შემომხედავენ როგორც ახლა მიყურებენ და მეც მიტოვებული ქალი ვიქნები!
-მაგათ დედას შევე.ი მე! რატომ ხარ ეგეთი შტერი გოგო?! უთხარი რომ გღალატობდი, შენც ვერ აიტანე და გამშორდი, რატომ ართულებ ყველაფერს. გაეცი ყველას თავისი პასუხი, ლაპარაკი კი კარგად შეგიძლია იმხელა ენა გაქვს.
-ჯანდაბას, კარგი! წადი!
-სოფი ჩემთან იცხოვრებს.
-არა.
-რუსა მისმინე. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, სახეზე მოკიდა ხელები და მწვანეებში ჩააჩერდა. - ხომ ხედავ რომ თავს ვიკავებ ღრიალისგან, ვცდილობ მშვიდად გელაპარაკო და ნუ გამომიყვან წყობიდან. ისიც ხომ იცი რომ სოფი ყველაზე მეტად მიყვარს და ჩემთან უფრო კარგად იქნება. როცა მოინდომებ ნახავ. ნუ მიიყვან ამ ყველაფერს სასამართომდე და ნუ მარბენინებ აქეთ-იქით როცა შეგვიძლია მშვიდად მოვგვარდეთ, მითუმეტეს იცი რომ ბავშვს არ დავთმობ.
-კარგი.
-შესანიშნავია. გიას მივცემ საბუთებს და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. - სწრაფად გააღო კარი, სოფის ოთახში აირბინა, ჩემოდანს ხელი დაავლო და საწოლზე მჯდომიც წამოაყენა. - დანარჩენი მერე წავიღოთ პატარა.
-ხომ არ ეჩხუბე?
-არა, ვილაპარაკეთ. არ ინერვიულო შენ კარგი? - ლოყაზე აკოცა, შემდეგ კიბეებზე ჩასული გასასვლელისკენ დაიძრა.
-ჰო. - ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა რუსას, დამორცხვილმა მოხვია ხელები და თავი მკერდზე მიადო. მერე მალევე მოშორდა, ნიკოლოზს აედევნა უკან, მის გვერდზე დაიკავა ადგილი და როგორც კი ღვედი შეიკრა მენაბდემაც მანქანა დაძრა. - მეც მივდივარ ბაკურიანში.
-როდის? - მომღიმარმა გადახედა შვილს.
-29 იანვარს, კონცერტი გვექნება პარასკევს და შაბათს, კვირას ღამე ჩამოვალთ. ორშაბათს კრებაა და ხომ წამოხვალ?
-აბა რას ვიზამ, როდის არ მოვსულვარ?
-აუუ მერე ახალი შარვალი მაქვს საყიდელი, ძველი დამიპატარავდა.
-შაბათს წავიდეთ და ვიყიდოთ.
-მართლა?
-ჰო აბა, შაბათ-კვირა ხომ შენია.
-კარგი. - გახარებულმა ლოყაზე აკოცა სწრაფად.
მალე მივიდნენ სახლში და როგორც კი შევიდნენ მაშინვე ყველას ყურადღება მიიქციეს.
-შობას გილოცავთ! - მომღიმარმა წამოიძახა სოფიმ, ჯერ ეთოს მოეხვია, შემდეგ იქვე მჯდომ უფროს მენაბდეს. ნიკოლოზი ჯერ დას გადაეხვია, სიძესაც მიულოცა და პატარა დის შვილი ხელში ფრთხილად აიყვანა.
-რუსა სად არის. - მალევე დასვევს კითხვა რომელსაც შემოსვლის წამიდან ელოდა მენაბდე. ოთხი თვის დის შვილს ნაზად აკოცა ყელში, შემდეგ დედას ახედა.
-რუსას ვეყრები, დავშორდით და დიდი ალბათობით დღეს თავის მშობლებთან წავა.
-რას ამბობ. - წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა დიტომ.
-მამა ძალიან გთხოვ ზედმეტი კითხვების და წიოკის გარეშე. ჩემი ქორწინება ჩემი და რუსას საქმეა, თუ მოგვინდება გავშორდებით, თუ მოგვინდება შევრიგდებით. თავიდანვე შეთანხმებულები ვიყავით რომ ჩემი და ჩემი ცოლის პირადში არ ჩაერეოდით. ისედაც იცით რომ დიდი ხანია სხვაგან ვცხოვრობ და რამე პრობლემაა?
-დაწყნარდი, რომ არ გაშორდით გვეგონა შერიგდებოდით. - ხელი დაადო მხარზე ელენემ, ნიკოლოზმაც მტევანზე აკოცა.
-არაფერიც არ მეგონა. არ არსებობს კაცი ერთი წლით წავიდეს და ერთი წლის შემდეგ ისევ ყოფილ ცოლს მიუბრუნდეს. წავიდა? მორჩა. მისაბრუნებელიც აღარ არის. ეგ იმის გაჩალიჩებულია, მიკვირს როგორ დაითანხმე გაყრაზე. - ხელი აიქნია ეთომ.
-დედა, როცა ჩემი შვილია აქ ეცადე თავი შეიკავო… რა უნდათ ძია ამათ? დამღალეს ტო. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, შემდეგ შუბლზე აკოცა და იმასაც გაეცინა. - რა კარგი ხარ პატარა. - ჩუმად ჩაილაპარაკა, ელენე კი გაღიმებული უყურებდა. - რომ ვიშვილო გამატანს სიძე? - სავარძელში მჯდომს დახედა თვალებ მოჭუტულმა.
-მაგას ვერ, ის წაიყვანე თუ გინდა. - შვიდი წლის შვილზე ანიშნა, აქეთ-იქით მოუსვენრად რომ დარბოდა, ხან რას წამოსდებდა ხელს ხან რას.
-ეგ არ მინდა.
-მაშინ ორივე ჩემთან რჩება. - უდარდელად აიჩეჩა მხრები.
-ესეიგი ჩემს სახლში ვეღარ ვნახავ იმ ქალს. - ყოფილი რძლით მეტად უკმაყოფილო ეთომ თვალებში ჩახედა შვილს, ნიკოლოზიც თვალების ტრიალით დაეთანხმა, თან უკვირდა ასე წყნარად რომ შეხვდა ამ ამბავს.
-დედა ეთო, მე მგონია გიყვარვარ და ოცნებებს ნუ დამიმსხვრევ. - სიცილით მოხვია ხელი ცოლს, გვერდზე მიისვა, თან სიდედრს გახედა.
-მასხარა ხარ. - თავი გააქნია სიცილით, ფეხზე წამოდგა, სამზარეულოდან თავის გაკეთებული ნამხვარი და თეფშები გამოიტანა, შუშის მაგიდაზე დაალაგა, სიძეს და ქმარს კი ყავა მიართვა.
-შენ მაგაზე არ ინერვიულო ოთო, ჩემზე მეტად მგონი შენ უყვარხარ. - თვალი ჩაუკრა სიძეს, დედისგან კი პირდაპირ სახეში ნასროლი ბალიშიც მიიღო.
მალე ირაკლიც შეუერთდათ თავის ცოლთან ერთად, რამდენიმე ნათესავიც მივიდა და ბოლოს მაგიდასაც შემოუსხდნენ. მხიარულად გაატარეს შობის დღე. ყველა ერთობოდა, იცინოდა და ბედნიერად გრძნობდა თავს.
-მამი. - უკნიდან ყელზე მოხვია ხელები სოფიმ, თავი მხარზე დაადო სკამზე მჯომს და კისერზე აკოცა.
-გეძინება პატარა? - თმაზე გადაუსვა ხელი, თან შუბლზე აკოცა.
-ჰო.
-დავიძინოთ?
-ჰო რა, დავიღალე.
-წადით, ყველფერი ამალაგებინა ჩემმა გოგომ და დაიძინეთ ახლა. - ხილის ასორტი მაგიდის შუაგულში მოათავსა, შემდეგ შვილიშვილს აკოცა თავზე, ნიკოლოზსაც მიაკრო ტუჩები ლოყაზე და ისევ სამზარეულოსკენ წავიდა.
-ღამემშვიდობის. - ფეხზე წამოდგა მენაბდე, ყველას დაემშვიდობა, ხელი ჩაკიდა სოფის და საძინებლისკენ მიმავალ კიბეებს აუყვა. ოთახში შესულმა სწრაფად გაიხადა ტანზე, იქ დატოვებული სპორტული ჩაიცვა, სოფის თავის მაიკა მისცა და საწოლში შეწვა. უყურებდა როგორ იცვამდა თხელ სხეულზე მაისურს ზურგით მდგომი, ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, თან ყველა მის მოქმედებას თვალყურს ადევნებდა. - გავიზარდეთ და გვრცხვენია მამიკოსი? - საბანი გადასწია და ლოყებ შეფარკლულს თავით საწოლზე ანიშნა.
-ოო კარგი რა. - მამის გაშლილ მკლავზე დადო თავი, ხელი მუცელზე მოხვია და თვალები დახუჭა.
-ჩემი პრინცესა, რით ვერ გადაეჩვიე ჩემთან ძილს ტო. - თმაზე მიეფერა, მერე ლოყაზე აკოცა, ხელები მოხვია და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-შენთან ძილი მიყვარს, სულ თბილი ხარ. - საყვარლად ამოიკრუტუნა, ნიკოლოზს კი მთლიან სხეულში სითბო ედებოდა. ბოლოს კი ორივეს ჩაეძინა.
***
გიგა ყიფშიძის დაბადების დღე იყო 14-ში, ძველ ახალ წელსაც აღნიშნავდნენ დაბადების დღესთან ერთად და ყიფშიძის რესტორანიც გადატენილი იყო ხალხით. სკამზე მჯდომი მენაბდე მოცეკვავე ხალხს უყურებდა, თან სასმელს აგემოვნებდა. მოულოდნელად თვალში მოხვდა ნაცნობი ქალის სხეული, თვალები მოჭუტა უკეთ დასანახად. ტანს ნელა, გამომწვევად არხევდა, თითქოს ძალით აკეთებდა მენაბდეს რომ შეემჩნია, მაგრამ თვალ დახუჭული სრულიად იყო ამ სამყაროს მოწყვეტილი და ნიკოლოზმაც ფიქრები გაიფანტა. წვრილი ფეხებიდან თვალი ააყოლა, ტანზე მომდგარ კაბაში გამოკვეთილ საჯდომს დააკვირდა, შემდეგ წვრილს წელს აუყვა და ღრმა დეკოლტიდან მომზირალი მკერდი ნერწყვის ყლაპვით შეათვალიერა. თავიდან იფიქრა მისულიყო, მაგრამ სასტუმროში მომხდარი გაახსენდა და წამსვე ყბები დაეჭიმა. სუნთქვა გაუხშირდა, იქ საერთოდ ვეღარ გაჩერდა და ფეხზე წამომხტარი აივნისკენ დაიძრა. სიგარეტს ეწეოდა, ჰაერს ღრმად ისუნთქავდა და ვერ ხვდებოდა ასე რა აბრაზებდა. ის ხომ ქალი იყო, უბრალოდ ლამაზი ქალი, რომელსაც შესანიშნავი სხეული და გემრიელი ტუჩები ჰქონდა.
-ჯანდაბა. - სახეზე ჩამოისვა ხელები, ტუჩებზე ცერი ძლიერად გადაიტარა, თითქოს მის კვალს გააქრობდა. როცა ივიწყებდა ზუსტად მაშინ ჩნდებოდა და უკვე ნერვები ეშლებოდა მენაბდეს.
-და აი ჩვენც ისევ შევხვდით. - გვერდიდან შემოესმა ქალის წკრიალა ხმა, სწრაფად შებრუნდა და მის მომღიმარ სახეზე ყბები დაეჭიმა.
-და? - ცინიკურად ჩაიცინა.
-და? - გაკვირვებულმა ასწია წარბები, ნიკოლოზს კი ისევ გაეცინა.
-მისმინე პატარა, მაგრად მეზარება შენთან ფლირტი, სექ.სი გინდა? ახლავე წავიდეთ, თუ არადა გასართობად მონახავ ვინმეს. - როგორც კი სიტყვა დაამთავრა მაშინვე გაშლილი ხელი მოხვდა მარცხენა ლოყაში. ბრაზით სავსე ნიკოლოზმა ცისფერებში ჩახედა და დაინახა კიდეც მისი აელვებული თვალები.
-შენ მე ვინ გგონივარ?! რადგან კოცნის უფლება მოგეცი საწოლში ჩაგიგორდები?! თუ ყველას ასე კერავ?
-რას ამბობ ჯერ არავის ჩაგორებიხარ. - უნებურად დასცდა ტუჩებს სიტყვები, ისე მოეწონა მისი გაბრაზება უფრო აზარტში შევიდა.
-წადი შენიც, ამაზრზენი ხარ.
-უი, ანგელოზმა კუდი გამოაჩინა.
-რა გინდა? საიდან რა აზრები გებადება?! თუ არ გაინტერესებ უბრალოდ გაიარე, რა საჭიროა ეს ღვარძლის ამოფრქვევა?
-ჰო მერე რა, ერთი კაცით მეტი გეყოლება თუ ნაკლები შენთვის რა მნიშვნელობა აქვს.
-შეურაწყოფას ნუ მაყენებ როცა ჩემზე არაფერი იცი და ნუ მაკარგვინებ შენზე წარმოდგენას, თუ ეს არ გინდა რა თქმა უნდა.
-ცოტა მკი.დია რას იფიქრებ ჩემზე. - თვალებში ჩააშტერდა, შემდეგ კი მის ყურთან დაიხარა და ჩუმად ჩასჩურჩულა. - ადამიანებს ნუ შეუქმნი შენზე ისეთ წარმოდგენას, რაც არ ხარ. ჯობია პირდაპირ დაანახო საკუთარი თავი.
-არც კი იცი რას ამბობ და ადრე თუ გვიან ინანებ შენს სიტყვებს. - ამღვრეული ცისფერები შეანათა, შენდეგ კი იქაურობა დატოვა ხასიათ გაფუჭებულმა.
-ამის დედას შევე.ი. - თავზე გადაისვა ხელი, სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა და კვამლი დიდი რაოდენობით ჩაუშვა პილტვებში. ეზიზღებოდა ასეთი ქცევა, მაგრამ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა იმდენად ჰქონდა ნერვები მოშლილი ქალზე. რამენიმე წამი ისევ იმედგაცრუებას და ბრაზს გრძნობდა, შემდეგ დამშვიდდა, ისევ ყველაფერი გაქრა, ისევ ვერაფერი იგრძნო და სიცარიელით შეპყრობილი იქიდან საერთოდ წავიდა.
***
ყელზე მოხვეულ შარფში ჩაეყო გაყინული ცხვირი და სწრაფად კვეთდა ქუჩებს. ერთ-ერთ კაფესთან მისულმა გიჟივით გამოაღო შუშის კარი და გაყინულ სახეზე მოხვედრილმა თბილმა ჰაერმა კანი აუწვა. მალევე მოხვდა თვალში ოთახის კუხთხეში მჯომი საუკეთესო მეგობარი, სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მისკენ, თან პალტოს ღილების გახნას შეუდგა.
-სად ხარ აქამდე? დაღამდა. - მიმტანს ხელი აუქნია გოგომ, თან წინ მჯომ ანას შეხედა.
-ძლივს გამოვიყვანე დედაჩემი მაღაზიიდან, ხვალ ოცდამეათე წლისთავი აქვთ და ორი საათი არჩევდა მამაჩემისთვის საჩუქარს.
-მომიყევი ერთი რა უნდოდა იმ ვაჟბატონს?
-არ გამახსენო საერთოდ. - ხელი აიქნია წარბშეკრულმა, თან ჩანთიდანა ამოღებული პარკი გაუწოდა. - ეს ჩემს პატარას წაუღე, დღეს რომ დავინახე ხელი გამექცა და ვუყიდე. - პატარა ლამაზ კაბაზე ანიშნა, ქალმა კი თვალები აატრიალა.
-ზედმეტად განებივრებულია, გუშინ მამამისმა მოუტანა სათამაშოები და ჭკუაზე არაა.
-ორი ბიჭის მერე ძლივს ჰყავს ერთი გოგო და აბა რა იქნება.
-მომიყევიი!
-რაღაც სიდებილეები იბოდიალა, ვერ გავიგე რა უნდოდა ან საიდან დაებადა ასეთი აზრები. რომელ კაცზეა საუბარი, მაშინ ჯაჭვაძემ ტ.რაკზეც ვერ მომკიდა ხელი, ლამის მე დავადებინე. - მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობილმა სახე ხელის გულებში ჩარგო, თან ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. - რა მოელანდა ნეტა. ერთი კვირის წინ ისე მაკოცა ლამის იქვე ფეხები გავფშიკე, გუშინ კიდე ბო.ად შემრაცხა. დეგენერატი. ვერ ვიტან. კიდევ ერთხელ რომ შემხვდეს და ისევ იმ ცინიკური ღიმილით მიყუროს იმ ნაცრისფერ თვალებს ამოვთხრი. რა გაცინებს?! უზრდელი, ჩამქრალი, უემოციო კაცია.
-ალბათ მაგიტომ მიგიზიდა, შენ ხომ გაქვს ეს ფსიქოლოგიური ნიჭის გამოვლინებები. - მხრები აიჩეჩა დაქალის საუბარით გამხიარულებულმა. იცოდა რომ ნიკოლოზ მენაბდემ ძალიან დააინტერესა და ჩამქრალი ჰორმონებიც აუმუშავა. სხვა შემთხვევაში არასდროს ილაპარაკებდა ამდენს.
-მართლა რაღაცნაირია. ჯანდაბა, ძალიან სიმპატიურია, თან ჩემთვის უცნაური, ოდნავ ჩაკეტილი და საინტერესო პიროვნებაა. უნდა ნახო როგორ უელავს ის ნაცრისფერი თვალები როცა ვიბნევი. ხალისობ გეფიცები. უბრალოდ გუშინ რა მოუვიდა მართლა არ ვიცი. თან გავარტყი. როგორი გაბრაზებული ვიყავი შენ არ იცი, დღეს კიდე შედარებით დავწყნარდი.
-კი გეტყობა რომ დაწყნარებული ხარ. - სიცილით გააქნია თავი, ანამ კი შუბლი ჩამოადო მაგიდას.
-როდის ვიყავი ასეთი, კაცზე ასე არასდროს გამიჭედია. თან უცნაურ მიზიდულობას ვგრძნობ. ისეთს არავის მიმართ რომ არ მიგრძვნია. მგონია რომ ვიცნობ.
-ლევანი?
-ლევანი რა შუაშია მარიამ?! - წარბები ოდნავ დაახლოვა, თან დაქალს თვალებში ჩახედა.
-მიზიდულობას არ გრძნობდი?
-ლევანი მიყვარდა! ყველაფერი გავაკეთე მისთვის რაც შემეძლო, ყველაფერი მივეცი ჩემი სხეულის გარდა, მადლობა ღმერთს მთლად გამოშტერების უფლება რომ არ მომცა და იმ ნაბი.ჭვარს ფეხები არ გავუშალე.
-რას ამბობ არ აპირებდი.
-ძველ ცოდვებს ნუ მახსენებ, საერთოდ აღარ მიხსენო ლევანი, სამი წელი გავიდა მას შემდეგ და…
-ჩამოვიდა.
-რა? - როგორც კი თქვა მარიამმა მაშინვე შეკრთა. დაინახა როგორ ეცვალა ფერი ანას, სუნთქვაც კი შეეკრა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
-გუშინ იყო ჩვენთან, ისევ ისეთია, ისევ ისეთი სიცილი აქვს და…
-აღარ გააგრძელო. აღარ მაინტერესებს. - ფეხზე წამოდგა და პალტო შემოიცვა.
-სად მიდიხარ?
-მარტო მინდა ყოფნა. - ლოყაზე აკოცა მარიამს, შემდეგ ჩანთას დაავლო ხელი და კაფიდან გავიდა. აღარ ახსოვდა სიცივე რომელიც კანქვეშ უძვრებოდა და ძვლებს უყინავდა, ვეღარც ირგვლივ მოსიარულე ხალხს ამჩნევდა, რამდენიმეს შეეჯახა კიდეც, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. მიდიოდა ქუჩაში სამყაროს მოწყვეტილი და წარსულში გადავარდნილი. წარსულში რომელსაც ლევანი სისაური ერქვა. ახსენდებოდა მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი და ღიმილს ცრემლებიც ერეოდა. არცერთ მასთან გატარებულ წუთს არ ნანობდა, ყველა მოგონება უყვარდა რომელიც ლევანისთან აკავშირებდა, მაგრამ თვითონ ლევანს ვერ იტანდა. ასე ეგონა მის ნახვას ვერ გაუძლებდა, ვერ აიტანდა მისი მწვანე თვალების ყურებას რომელშიც მუდამ მოცეკვავე ბიჭებს ხედავდა და გულს უფრიალებდა.
ვერ მიხვდა როგორ მივიდა ნაცნობ ბარში, მხოლოდ მერე მოვიდა გონს როცა ჭაღარა კაცმა ხელი აუფრიალა ცხვირწინ და ნელ-ნელა მისი ხმაც ჩაესმა ყურში აქამდე გათიშულს.
-ეს დალიე. - წყალი დააჭერინა აკანკალებულ ხელში დაბნეულმა ირაკლიმ, ანამაც ცოტა მოსვა.
-მე… არც კი ვიცი აქ როგორ აღმოვჩნდი. - ხალხით გადატენილი ბარი მოათვალიერა, წყნარი მელოდიის ხმაც გაიგო და შედარებით გამოფხიზლდა.
-კარგად ხარ?
-არა. კი. მე… არ ვიცი. - სახეზე ჩამოისვა ხელები, შემდეგ ისევ წყალი დალია.
-იმან ხომ არ გაგაბრაზა.
-ვინ? - გაკვირვებულმა ახედა, წამით წარმოიდგინა რომ ლევანიზე ეკითხებოდა და დაბნეულმა წამსვე შეუბრუნა კითხვა.
-ნიკოლოზმა.
-აა, არა. ნუ გუშინ გამაბრაზა, მაგრამ ახლა არაფერ შუაშია.
-გინდა მომიყვე?
-არა, მადლობა. თუ შეგიძლიათ სასმელი დამისხით, ისიც მეყოფა.
-როგორც მეტყვი ქალბატონო… უბრალოდ დაიმახსივრე, შენს ნერვიულობად და ამ ლამაზ ცრემლებად არავინ ღირს. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, შემდეგ ქვევიდან ძველი ბოთლი ამოაძვრინა და ბარზე შემოდგა. - ეს ჩემი გაკეთებულია, მხოლოდ შენნაირ სტუმრებს ვასმევ, ანუ ძალიან იშვიათად თუ დავალევინებ ვინმეს. - ჭიქაში დაუსხა მოწითალო სითხე და დაელოდა როდის გასინჯავდა.
-მადლობა. - ხმა ჩამწყდარმა თქვა, შემდეგ კი სასმელი გადაჰკრა. ერთ ჭიქას, მეორე მიაყოლა, მეორეს მეოთხე და ასე გააგრძელა სმა იქამდე სანამ მკლავები არ მოეხვია უკნიდან.
***
რესტორანში იჯდა გაშლილ მაგიდასთან, ყურადღებით უსმენდა მოპირდაპირედ მსხდომ კაცებს, რომლებიც ახალი კორპუსის აშენებას გეგმავდნენ ქალაქის ცენტრში.
-მერაბ, მერაბ. - ხელით ანიშნა რომ გაჩერებულიყო დაქოქილი კაცი. - ბოდიში, უზრდელობაში არ ჩამომართვა. წლებია უკვე ვთანამშრომლობთ და ისიც გეცოდინება რომ პროექტის ვიზუალი კი არა, აქედან აღებული მოგემა უფრო მაინტერესებს.
-ვიცი.
-და? რამდენია მოგება?
-ბევრი. - სიცილით გამოეპასუხა მეორე. - ძალიან ბევრი.
-თან ქალაქის ცენტრში, ბევრი მოინდომებს ყიდვას.
-შემახედე ერთი. - ფურცელზე ამობეჭდილ კორპუსის სურათს შეხედა, ყურადღებით შეათვალიერა ნამუშევარი, ბოლოს კი გვერდიგვერდ მჯომებს ახედა. - კარგი. ლიკას დაურეკეთ და ყველაფერი მასთან ერთად მოაგვარეთ. - ხელი მოაწერა მერაბის გაწვდილ ფურცელზე. - მოკლედ არ ისვენებ მერაბ.
-ბიზნესი ბიზნესია. - კმაყოფილი მიეყრდნო სკამის საზურგეს და ხმამაღლა ამოიოხრა. - ჯანდაბა, ისეთ სახეს იღებ მაგრად მანერვიულებ ხოლმე ნიკოლოზ. - სიცილით გააქნია თავი, ნიკოლოზის გაცინებაც შესძლო, შემდეგ კარებში შემოსული წყვილისკენ გაეპარა თვალი. დაკვირვებით შეათვალიერა ქალის სხეული, მის წელზე შემოხვეულ მკლავზე გააჩერა რამდენიმე წამით მზერა, ბოლოს კი მომსახურე პერსონალს ადევნებულს გააყოლა თვალი. ნერვები ეშლებოდა მათი ერთად დანახვის დროს, ჯერ სასტუმროს ამბავი და წინა დღის ქცევა ვერ მოენელებინა, ახლა კი ისევ მის თვალწინ იყო წყვილი. ბედნიერად მომღიმარი ქალი იჯდა რამდენიმე მაგიდის იქით, რომელიც სიყვარულით სავსე მზერას არ აშორებდა კაცს, მტევანზე რომ ეამბორებოდა. შემდეგ რაღაც თქვა, ფეხზე წამოდგა და საპირფარეშოსკენ დაიძრა.
-მოვალ ახლავე. - უცებ წამოხტა ფეხზე, ისე რომ მერაბისთვის არც შეუხედავს და ქალს უკან აედევნა. უკვე ეჭვიც კი ეპარებოდა იმაში რომ ეს ქალი ანა იყო, მაგრამ როგორ შეიძლებოდა სხვა ყოფილიყო, როცა სიარულით, საუბრით და სიცილითაც კი ანას ჰგავდა. ქალების საპირფარეშოს წინ კედელზე აყუდებული იდგა და მოუთმენლად ელოდა მის გამოსვლას. ახლა შეეძლო პასუხი მოეთხოვა გუშინდელი გარტყმისთვის და სამხილიც წინ დაედო. მალე საპირფარეშოს კარებიც გაიღო და მაშინვე ცისფერ თვალებს შეეჩეხა მენაბდე.
-უკაცრავად. - ლოყებ შეფარკლულმა აარიდა სახე, ნიკოლოზს კი გაოცებისგან ლამის პირი დარჩა ღია. უკვე წასვლას აპირებდა მაჯაში რომ წაავლო ხელი ნიკოლოზმა და ქალი თავისკენ შეატრიალა.
-რომ გკითხონ არავინ გყავს.
-რა? - გაკვირვებულმა ასწია წარბები, ნიკოლოზს კი გაეცინა.
-კარგი რა, სერიოზულად?
-უკაცრავად, ვიცნობთ ერთმანეთს? - ხელი გამოსტაცა ქალმა, ნიკოლოზმა კი დაბნეულმა უკან დაიხია.
-მეთამაშები? - სიმწრით გაეცინა. აშკარად ანა იყო, ხმაც კი მისი ჰქონდა, ის წარბების შეკვრაც. სულ არეოდა გონება, უკვე ისიც ეგონა რომ ელანდებოდა. - ანა!
-აშკარად ვიღაცაში გეშლები ძია.
-ძია? - წარბები ასწია, თან გოგოს სიცილზე თვითონაც ჩაეცინა.
-ლიზა მქვია.
-კი მაგრამ… - ეჭვით შეათვალიერა გოგო, ბოლოს თითზე დამაგრებულ ნიშნობის ბეჭედზე გაუშეშდა თვალი.
-მგონი მეცნობით… ნიკო, ნიკოლოზი ხარ ხო? - გახარებულმა წამოიძახა, მენაბდე კი ისევ მიშტერებული უყურებდა.
-მაბნევ.
-დაახლოვებით ათი წლის წინ შეგხვდი ამერიკაში, მანქანა გამიფუჭდა და შენ დამეხმარე… ჰო ზუსტად მახსოვს! მაშინ თვითმფრინავზე გეჩქარებოდა და მაინც ამხელა ნივიორკში გაჩერებულ მანქანაზე ნომერი რომ ამოიკითხე შენც გააჩერე.
-GEO1221?
-ჰო! მაშინ აქ მოფრინავდი, შენი შვილის დაბადების დღეზე უნდა ჩამოგესწრო.
-ლიზაა, ახლა გამახსენდი. - სიცილით გადააგდო თავი უკან. - ჯანდაბა… მე სხვა მეგონე.
-მივხვდი.
-გავიდეთ. - წინ გაატარა და თვითონაც უკან მიჰყვა. - აქ როგორ გაჩნდი, რამხელა გოგო გაზრდილხარ, მაშინ თვრამეტის იქნებოდი.
-ჩემმა საქმრომ წამომიყვანა. ქორწილის გადახდას აქ ვაპირებთ, მალე ჩემი მშობლებიც ჩამოვლენ.
-საქმრო ქართველი გვყვავს ხო?
-კი, გაბრიელი.
-ძალიან კარგი.
-უნდა წავიდე თორემ ისეთი თვალებით მიყურებს მალე მოვარდება. - სიცილით ანიშნა თავით კაცისკენ.
-მიდი. გამიხარდა შენი ნახვა, ბედნიერებას გისურვებ.
-მადლობა და ნახვამდის.
-შეხვედრამდე. - თბილად გაუღიმა, შემდეგ კი საკუთარი ადგილი დაიკავა. ისევ საუბრის დაწყებას აპირებდა ტელეფონი რომ აწკრიალდა და ბოდიშის მოხდით იქვე უპასუხა ირაკლის. - რესტორანში ვარ რაღაც საქმეზე… ვინ?.. მანდ რა უნდა?.. კარგი, მოვალ არსად არ გაუშვა. - სწრაფად გათიშა ტელეფონი და ფეხზე წამოდგა. - უნდა წავიდე.
-ხომ ყველფერი რიგზეა?
-კი მერაბ, მადლობა. ნახვამდის ზვიად. - ორივეს ჩამოართვა ხელი, საფულიდან ამოღებული ფული დაუთვლელად დატოვა მაგიდაზე და შენობიდან სწრაფად გავიდა. უკვე მოთმენა უჭირდა ისე უნდოდა ანას ნახვა. გონებაში ისევ არეულობა ჰქონდა. ანას სიტყვები უტრიალებდა გონებაში და მართალიც იყო. ნანობდა თავის დაუფიქრებელ სიტყვებს რომელიც გაბრაზებულზე წამოაყრანტალა. ახლა ხვდებოდა რატომ ეცნო ანა პირველი დანახვისას. თავის თავზე ეცინებოდა ასეთ ამბავში რომ გაჰყო თავი. არ იცოდა ასე რატომ მიეჩქარებოდა, მაგრამ მანქანაში საჭესთან მჯომი სიჩქარეს არაფრის დიდებით არ უკლებდა. ერთადერთხელ შეანელა როცა წინ მიმავალი პოლიციის მანქანა შენიშნა, შემდეგ გადაუხვია და მალე ისევ ბორბლების ხმაურით აიკლო ქუჩა.
ბართან მისულმა მანქანა სადაც მოახერხა იქ დააყენა, შემდეგ კი ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა ბარისკენ, შიგნით შესულს მაშინვე მოხვდა თვალში ბართან მჯდომი ქალი, რომელიც ირაკლის ელაპარაკებოდა, ისიც ღიმილით უქნევდა თავს. ნელა მიუახლოვდა, ხელები მუცელზე მოხვია და ნიკაპი მხარზე ჩამოადო.
-და აი ჩვენც ისევ შევხვდით. - მის ყურთან დაიჩურჩულა, ანამ კი წამსვე მიაბრუნა თავი წარბშეკრულმა და მუცლიდან მისი ხელების მოშორება სცადა.
-მომშორდი.
-დათვერი?
-დავთვერი, მერე?
-ნუ მეუხეშები, წამოდი წავიდეთ და ვილაპარაკოთ. - ისევ სცადა მისი წამოყენება, მაგრამ ვერაფრით წამოაყენა.
-თავი დამანებე ნიკოლოზ!
-ანა…
-რა გინდა? ისევ უნდა მითხრა რომ ბევრი კაცი მყავს? თუ ახლა პირდაპირ სახლში მიგყავარ და ჩემი სურვილების ასრულებას იწყებ?
-მაგასაც ვიზამ, უბრალოდ ახლა წავიდეთ, ჰაერზე გავიდეთ და ვისაუბროთ. - მისი ამღვრეული თვალების დანახვაზე ცოტა დაიბნა, მაგრამ მაინც სცადა ხუმრობა მის გასამხიარულებლად.
-არ მინდა!
-ჰმ. - ირაკლის გახედა, მის სიცილზე თავი გააქნია, სწრაფად მოხვია ხელი მუხლებზე მახევრად გათიშულ ქალს და მხარზე გადაიკიდა.
-რას აკეთებ! დამსვია ახლავე!
-არა და დაწყნარდი. - უკანალზე მიარტყა ხელი სიცილით, ანა კი სულ გაგიჟდა.
-როგორ ბედავ შე ცხოველო! ახლავე დამსვი თორემ გიჩივლებ! თავი ვინ გგონია?
-ნიკოლოზი ვარ, მენაბდე.
-მენაბდე და ჯანდაბა შენ! ვერ გიტან!
-კარგი. - მისი საუბრით გამხიარულებულმა რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, ბარისგან მოშორებით ძირს დასვა, არაფერს დალოდებია ისე შეუცურა კეფაზე ხელი და ტუჩებზე დააცხრა.
-გამიშვი! - ხელი ჰკრა ნიკოლოზს, შემდეგ კი მკერდზე დაუშინა ხელები. - მე ხომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ, მე ხომ უამრავი კაცი მყავს, ბევრთან ერთად ვარ და ყოველ საათში სხვადასხვას ვიცვლი! რა გინდა ჩემთან?!
-ანა.
-თავი დამანებე! შენ არაფერი იცი ჩემზე! არ მიცნობ და არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკებოდე ან მექცეოდე! არავინ ხარ ჩემთვის!
-გეყოფა, დამშვიდდი. - წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოიქცია მისი სახე ხელის გულებში და ცრემლიან თვალებში ჩააშტერდა.
-ვერც ერთ კაცს ვერ ვიტან, ყველა ერთნაირი ხართ, მეგონა შენ სხვანაირი იყავი, მაგრამ შენც ყველასნაირი ხარ. - ცდილობდა მისი დიდი ხელები მოეშორებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. პანიკა ჰქონდა. უკვე დიდი ხანი იყო არ ეტირა. ბოლოს ლევანის წასვლისას იტირა და მას შემდეგ ყველა ემოციას გულში იკლავდა.
-არ ვარ, გეფიცები მართლა არ ვარ და მაპატიე ის რაც გითხარი, შევცდი ხო და ვნანობ. - გაიღიმა, თან შუბლზე აკოცა. - რა დაგემართა, დავიჯერო ჩემს გამო ტირიხარ?
-ეგღა მაკლია. - კიდევ ერთხელ ამოიტირა, შემდეგ ხელები წელზე მოხვია და სახე მის ყელში ჩარგო. - მოკეტე უბრალოდ.
-კარგი. - თმებზე ეფერებოდა, თან იღიმოდა და ნელ-ნელა ამშვიდებდა ანასაც. - როგორ დათვერი.
-აღარ მინდა სიმთვრალე… ყველაფერი ბრუნავს.
-წამოდი. - ანას მკლავი გადაიდო მხარზე, თვითონ წელზე მოხვია ხელი და მანქანისკენ დაიძრა.
-სად მივდივართ?
-სახლში.
-დედაჩემის თავი არ მაქვს.
-მაშინ ჩემთან. - მანქანაში სავარძელზე ფრთხილად დასვა, ღვედი შეუკრა, შემდეგ კი თავის ადგილას მოთავსდა და იქიდან წამებში გაქრა. - კარგად ხარ? - თვალებ დახუჭულს შეხედა წამით, ქვედა ტუჩზე იჭერდა კბილებს რომ არ გასცინებოდა.
-ჰო.
-გაზიანი წყალი გინდა?
-ჰო. - ისევ ამოიბურტყუნა, ნიკოლოზმა კი სიცილით გააქნია თავი, მალე კი მაღაზიის წინ გააჩერა ავტომობილი.
-აქ იყავი მოვალ მალე. - სწრაფად გადავიდა მანქანიდან, სამი კიბის საფეხური აირბინა და მაღაზიის შუშის კარი სწრაფად შეაღო. მაცივრიდან ორი ბორჯომის ბოთლი აიღო, კიტრის მწნილსაც წაავლო ხელი, სალაროსთან მისულმა სიგარეტიც იყიდა და მაღაზიიდან გავიდა. წამით გაჩერდა კარის წინ სანამ კიბეებზე დაეშვებოდა, მაღაზიის პარკში ჩალაგებულ ბოთლებს დახედა, წამით დაფიქრდა თავის ქცევაზე, თუ რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს ქალისთვის რომელსაც არ იცნობდა. ბოლოს ყველაფერი ადამიანურობას დააბრალა და იმას რომ ქალის ამ დგომარეობაში დატოვება არ სურდა. თმები აიჩეჩა, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და მანქანისკენ დაიძრა. შიგნით მოთავსებულს ანა უკვე სიზმრებში წასული დახვდა, ნახევრად ჩამწვარი ღერი ჩააქრო, იქვე ნაგვის ურნაში ჩააგდო და მანქანა ნელა დაძრა.
კორპუსის შიდა ავტოფარეხში გააჩერა მანქანა თავის ადგილზე, მძინარე ანას გადახედა, მისკენ გადაიხარა და მხარზე დადებული ხელით ოდნავ შეანჯღრია გამოსაფხიზლებლად.
-ანა, გაიღვიძე.
-არ შემიძლია. - ჩუმად ამოიბურტყუნა და ლოყა მენაბდის ხელის გულში უკეთ მოათავსა. ცოტა ხანს უყურებდა ნიკოლოზი, შემდეგ პარკით ხელში მანქანიდან გადავიდა, ანას მხარეს კარები გამოაღო და ღვედის გახსნის შემდეგ მისი ფარფატა სხეული თავისუფლად ააფრიალა. კარი ფეხით მიხურა, გასაღებით ჩაკეტა და ლიფტისკენ დაიძრა.
ბოლო სართულზე ასულმა ბინის კარი გაჭირვებით გააღო, შიგნით შეიყვანა და ინსტიქტურად თავის საძინებლისკენ დაძრულმა დიდ საწოლზე დააწვინა. კისერზე მოხვეული ანას მკლავების წყალობით ზევიდან დაემხო ქალს, მის ხმამაღალ ამოსუნთქვაზე გაეცინა, ოდნავ დაღლილმა ტუჩები ცოტა ხნით მხარზე ჩამოდო და ღმრა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვებით სუნთქვის დარეგულირებას შეუდგა.
ჰაერს ანას სასიამოვნო სურნელიც მოჰყვებოდა და თვალებიც ეხუჭებოდა. ნელ-ნელა უფრო და უფრო აბრუებდა.
ძლივს გამოფხიზლდა, ძლივს მოვიდა გონს, ანას სხეულს მოშორდა, ფეხზე გახადა, გადასაფარებელიც გადააფარა, შემდეგ კი საძინებელი დატოვა.
აბანაზანაში წყლის ქვეშ ნახევარ საათზე მეტ ხანს იდგა, მარცხენა ხელის გული კედელზე მიებჯინა, დახრილი თავი წყლის ნაკადისთვის მიეშვირა და წყლის წვეთებიც გზას იკვალავდნენ ცვირის წვერამდე, იქიდან კი ძირს ეცემოდნენ. თავის ფიქრებთან ისევ მარტო დარჩენილი ხვდებოდა რომ ანასთან ყოფნის დროს სულ სხვანაირი შეგრძნება ეუფლებოდა და მასში გავრცელებული სიცარიელეც ავიწყდებოდა. არ იციდა რას აკეთებდა, ან რას უშვრებოდა ასეთს ეს ქალი, მაგრამ ფაქტი იყო მასთან ყოფნა სიამოვნებდა.
ფიქრებიდან კარების გაღების ხმამ გამოიყვანა, ინსტიქტურად გაიხედა კარისკენ მაგრამ დაორთქლილი შუშიდან არაფერი ჩანდა.
-ანა?! - თვალებს აცეცებდა, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავდა. უცნაური ხმები რომ შემოესმა მერე გაყო თავი და უნიტაზზე დამხობილი ქალის დანახვისას არც უფიქრუა ისე დაკეტა წყალი, პირსახოცი წელზე შემოიხვია და ანას წონასწორობის დაცვაში მიეხმარა. ბოლოს ფეხზე დააყენა, პირი დააბანინა, მერე კი სველი ხელებით სახე დაუსველა. - ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადამიხდი. - ამღვრეულ თვალებში ჩახედა, შედარებით გამოფხიზლებულიყო ამ ყველფრის შედეგად.
-ჩემ თავს ვერ ვიტან. ასე არასდროს გამოვმთვრალვარ. - პირსახოცით შეიმშრალა სახე, შემდეგ ნიჟარას დაეყრდნო და თვალები დახუჭა.
-არაუშავს, ყველა ყოფილა ამ სიტუაციაში.
-ხო, მაგრამ შენ არ უნდა გენახე. - სარკიდან გახედა კედელზე მიყრდნობილს. მენაბდე ცოტა ხანს თვალებში უყურებდა, შემდეგ ნელა მიუახლოვდა, ხელი მუცელზე მოხვია და მხარზე აკოცა.
-დაივიწყე, ჩემი მეგობარი იმდენჯერ მყავს ამ სიტუაციაში ნანახი რეაქცია აღარ მაქვს. - ნიკაპი ჩამოადო მხარზე, მერე კი სარკიდან თვალი თვალში გაუყარა.
-უცნაური ხარ. - თვალები მოჭუტა მამაკაცის ქცევით დაბნეულმა. - გუშინ შეურაწყოფას მაყენებდი ისე რომ არც გადარდებდა რას ვიგრძნობდი, დღეს კი ჩემს წასაყვანად მოხვედი. მაოცებ. - კაცის სხეული მოიშორა და აბაზანიდან გავიდა.
-ჯანდაბა. - სველ თმაში შეიცურა თითები, შემდეგ უკან გაჰყვა და იმის სათქმელად რომ გუშინდელის გამო წუხდა საძინებელში შესულს იქ შექმნილი სანახაობის დანახვისას ენა ჩაუვარდა. წამსვე აენთო თვალები და წამებში მთელი სხეული შეუთვალიერა საცვლებით მდგომ ქალს, რომელიც თავის მაისურს იცვამდა.
-ნუ მიყურებ უნახავივით. - როგორც კი დაიფარა სხეული ნიკოსკენ შებრუნდა, ჯერ კიდევ დანამული კანი შეუთვალიერა, საოცრად გამოიყურებოდა წელზე პირსახოც შემოხვეული რომლის თავშიც მენჯის ორი ზოლი ნახევრად მოუჩანდა. მუცელზე კუბიკები შესამჩნევად ეტყობოდა და ეგონა ცოტაც და მკერდის კუნთებს აათამაშებდა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ბოლოს მის მომღიმარ ტუჩებს დააკვირდა და ისე მოუნდა ეკოცნა ყველაფერი აეწვა.
-კიდე მე გიყურებ უნახავივით? - სიცილით მიუახლოვდა კარადას მენაბდე, საცვალთან ერთად პიჟამო შარვალიც გამოიღო, შემდეგ ანას მიუახლოვდა. - ღამე მშვიდობის, ანა. - ყურთან ჩასჩურჩულა, შემდეგ ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა, თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.
აფორიაქებული საწოლში შეწვა, საბანი გადაიფარა და თვალები დახუჭა. ამდენი ემოციით ერთად გადაღლილი იყო, ცალკე ნიკოლოზის ქცევა აბნევდა, ცალკე ლევანიზე ეფიქრებოდა რომელსაც წლები იყო არ შეხვედროდა და ახლა არ იცოდა რა გაეკეთებინა. ადრე უამრავჯერ უფიქრია მისი ნახვისას როგორ მოიქცეოდა, მაგრამ ახლა ტვინი გათიშვოდა და ვერაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა რომ სადღაც იქვე, რომელიღაც ოთახში ნიკოლოზ მენაბდე იწვა და დარწმუნებული იყო მასთან ერთად ისიც ვერ იძინებდა. ნიკოლოზსაც აბნევდა შექმნილი სიტუაცია და უამრავ საფიქრალს უჩენდა.

დილით ოთახში შეჭრილმა სხივებმა გამოაღვიძა წიკლაური. იანვრის შუა რიცხვებში უჩვეულოდ მოწმენდილიყო ცა და მზესაც ცაზე გამოენავარდა. შეწუხებულმა მეორე მხარეს გადაატრიალა თავი, მაგრამ უზარმაზარი ფანჯრების წყალობით მზის სხივებისგან ვერაფრით დამალა სახე. ოდნავ დააშორა დამძღიმებული ქუთუთოები ერთმანეთს, იქაურობას მოავლო თვალი, შემდეგ ისევ დახუჭა და წინა ღამის მომენტების გახსენებას შეუდგა. თავი საშინლად სტკიოდა, ასეთ ნაბახუსევზე არასდროს ყოფილა, ვერასდროს იგებდა რას გრძნობდნენ ისინი ვინც მეორე დღეს ასეთ სიტუაციაში იღვიძებდნენ. ახლა ყველაფერი აშკარა იყო. პირი მთლიანად გაშრობოდა, წყლის დალევის სურვილი ჰკლავდა და საწოლიდან თავის აწევასაც ვერ ახერხებდა.
-დილამშვიდობისა. - მოულოდნელად შემოესმა ხმა, სწრაფად წამოსწია თავი და საძინებლის კარზე მხრით მიყრდნიბილ მენაბდეს დააკვირდა.
-არამგონია მშვიდობიანი იყოს. - მუცელზე მწოლმა სახე ისევ ბალიშში ჩარგო, ნიკოლოზს კი გაეცინა და ნელა მიუახლოვდა. - თავი მისკდება.
-კიდევ კარგი გუშინ ვიყიდე. - საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ხელში მომარჯვებულ ბორჯომს თავსაფარი მოხსნა, ჭიკაში ჩამოუსხა და ანას გაუწოდა.
-მადლობა. - საწოლზე გაჭირვებით წამოჯდა, საზურგეს მიეყრდნო და გაზიანი სასმელი მოიყუდა. ნიკოლოზი თვალს არ შორებდა, თან ყველა მის მოქმედებას აკვირდებოდა გაუაზრებლად. - ნიკოლოზ, გუშინ…
-არ გინდა, არაუშავს. ირაკლიმ დამირეკა და იქ მარტო ვერ დაგტოვებდი. - ოდნავ გაიღიმა, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა. - ჩაიცვი და ჩამოდი, ყავას გაგიკეთებ, გამოგაფხიზლებს. - არაფრის თქმა არ დააცადა ისე გავიდა საძინებლიდან, ანა კი ცოტა ხანს უყურებდა იმ ადგილს სადაც ბოლოს მენაბდე დაინახა, ბოლოს თვითონაც წამოდგა, ჯერ აბაზანით ისარგებლა, ნიკოლოზის ტანის გელიც გამოიყენა, ბოლოს ისევ ოთახში დაბრუნდა პირსახოც შემოხვეული, დახურული კარი საკეტით გადაკეტა და პირსახოციც თავისუფლად მოიშორა სხეულიდან. თავისი ტანსაცმელი ჩაიცვა, სარკეში მოწესრიგდა და მხოლოდ შემდეგ მოათვალიერა იქაურობა. უდიდესი ოთახი იყო, აივანზე გასასვლელი დიდი ფანჯრებით. შუაში კი უზარმაზარი საწოლი მოეთავსებინა, რომელზეც მთელი ღამე კომფორტულად კოტრიალობდა. კანზე ისევ ნიკოლოზის სუნი ასდიოდა და თავსაც უკეთესად გრძნობდა კაცის სასიამოვნო სურნელში ჩაფლული. მალე გავიდა ოთახიდან, თვალების ცეცებით ძლივს მიაგნო სამზარეულოს, სკამზე ზურგით მჯდომ ნიკოლოზსაც მოჰკრა თვალი და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა.
-არ ვიცი, ალბათ გამომრჩა. - ლიკას ესაუბრებოდა ტელეფონზე ანას სხეული რომ დალანდა და წამსვე გახედა. თვალი გააყოლა მის სიარულს, ბოლოს წინ მჯდომს დააკვირდა, სრაფად რომ შემოხვია ყავის ჭიქას წვრილი თითები და მენაბდეს თვალი თვალში გაუყარა. - მსგავსი წვრილმანებისთვის შენ მყავხარ და აღარ ვამოწმებ ხოლმე… და მერე? ცუდია ეგ? ლიკა, მერაბმა ყოველთვის იცის რას აკეთებს, რამე არასწორად ექნება და თვითონაც დაერხევა, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ… კარგი, ცოტახანში მოვალ და გადავხედავ… კარგი. რა? - ტელეფონი გაუთიშა, შემდეგ ჩაფიქრებულ ანას ჰკითხა მომღიმარმა.
-არაფერი.
-გუშინდელზე ხომ არ გინდა ლაპარაკი? - თვალები ოდნავ დააწვრილა, თან ყავა მოსვა.
-ნამდვილად არა. - ჩაიცინა, მერე თავის ჭიქას დააშტერდა.
-ვინმემ გაწყენინა? თუ კაცებს რატომ ვერ იტან?
-დიდი ხნის წინ… უბრალოდ ახლა დაბრუნდა და… - ქვედა ტუჩს დააჭირა კბილები, მერე კი ძლივს ახედა ქვევიდან მის ტუჩებზე მიშტერებულ მენაბდეს.
-ძველი სიყვარულები? - გაეღიმა ნიკოლოზს, საერთოდ არ უნდოდა ანასთან მის სიყვარულებზე საუბარი, მაგრამ ხედავდა როგორ სჭირდებოდა ქალს.
-არც ისე ძველი. - სიმწრით ჩაიცინა და თავი ისევ ჩახარა.
-ისევ გიყვარს? - დაინტერესებულმა ჰქითხა, მისკენ გადაწეულმა თითები ნიკაპზე მოუჭირა და თავი ააწევინა.
-არა, უბრალოდ არ ვიცი როგორ შევხვდე. გული მატკინა, ოცნებები დამიმსხვრია, ყველა ემოცია თუ გრძნობა რაც მისთვის მიმიცია აიღო, წავიდა და ყველაფერი თან წაიღო. დამტოვა გამოფიტული. წლები დამჭირა რომ ფეხზე ისევ წამოვმდგარიყავი და ჩემი თავი დამებრუნებინა. ამის გამო ვერ ვიტან. არ მომწონს ეს გრძნობა, არ მინდა საერთოდ რამეს ვგრძნობდე მის მიმართ. მინდა სიცარიელემ დაიკავოს ის ადგილი, ვეღაფერი ვიგრძნო მისი დანახვისას და ასე არ ავფორიაქდე.
-არ გინდა დამიჯერე. სიცარიელის შეგრძნებას ისევ ეგ ბრაზი იგრძნო ჯობია.
-საკუთარი გამოცდილებიდან მეუბნები? - თითები მოაშორებინა ნიკაპიდან, ხელი ჩაკიდა და სახეზე დააკვირდა.
-ჰო, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები. - მკრთალად გაიღიმა, ქალის ხელი მოიშორა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და ცარიელი ფინჯანი ნიჟარაში ჩადო. - რომ შეხვდები ისე მოიქეცი თითქოს არაფერს გრძნობ, დაანახე რომ შენთვის არაფერს წარმოადგენს, გაუღიმე შენი ღიმილით და ზრდილობიანად დაახვე.ვინე. - თვალი ჩაუკრა თვალებ გაფართოვებულს, მისი ცარიელი ფინჯანიც აიღო და თავისას გააყოლა. - გაგიყვან.
-არ არის საჭირო, ტაქსით წავალ.
-გაგიყვან. - ისევ გაიმეორა, შემდეგ გასასვლელისკენ დაიძრა და ანაც მას გაჰყვა.
-უცნაური რომ ხარ გითხარი?
-კი გუშინ. - უცებ გამოხედა მომღიმარმა და ანაც დააბნია.
-რატომ მითხარი იმ დღეს ის ყველაფერი. - მის ღიმილზე წარბები შეკრა. ნერვები ეშლებოდა გაშეშებებში რომ გამოიჭერდა ხოლმე ნიკოლოზი, მერე კი თავისი სასწაული სიცილით ჩუმად იცინოდა.
-ბოდიში ხომ მოგიხადე?
-ეგ არ მიკითხავს ნიკოლოზ! - ლიფტში შესული მის წინ დადგა და თვალებში ჩააშტერდა.
-სხვა დროს გეტყვი.
-ახლა მაინტერესებს!
-ნუ ჯიუტობ ანა. - წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მისწია. დაბნეულ ცისფერებში ჩახედა თვალებ მოჭუტულმა და ტუჩზე იკბინა რომ არ გასცინებოდა.
-დამცინი ხო?
-ვხალისობ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, თმა ყურს უკან გადაუწია, შემდეგ შიგნით შეუცურა თითები და სახე ახლოს მიაწევინა.
-მომშორდი. - გულ აჩქარებული სწრაფად გახტა მამაკაცის მკლავებიდან, სუნთქვაც კი დაუმძიმდა და წამით ისიც კი ინანა კოცნის უფლება რომ არ მისცა. - მეტყვი?
-სხვა დროს.
-სხვა დროს აღარ გნახავ!
-თავს იტყუებ თუ მე მატყუებ. - ხელი მიადო წელზე და ლიფტიდან გასასვლელად უბიძგა.
-რა გინდა ჩემგან არ მესმის. ხან გიჟივით მკოცნი, ხან მლანძღავ, ხან მეფერები, ბოდიშებს მიხდი, ისევ გამაგიჟებლად მკოცნი, ხან კიდე სრულიად უემოციო გამომეტყველებით მიყურებ, ან ჩემი ქცევებით ხალისობ… დაბნეული მე კიარა შენ ხარ, თვითონ არ იცი რას აკეთებ ან რა გინდა და…
-შენ იცი? - მანქანასთან მისულმა ინსტიქტურად მიყოლილ ანას შეხედა, რომელიც თვალებში უყურებდა, მერე მანქანის კარი გამოაღო და შიგნით მოთავსდა.
-მე ისეთს არაფერს ვაკეთებ…
-ჩემს მოქმედებებს მიჰყვები. - ისევ გააწყვეტინა საუბარი გვერდზე მჯომს, შემდეგ მანქანა დაძრა და მალე მაღლაც ავიდა, გზაზე გადავიდა და ისე განაგრძო მანქანის ტარება. - თან ბოდიში უკვე მოგიხადე, ის გარტყმაც გადავყლაპე რადგან ღირსი ვიყავი, მეტი რა გითხრა?
-ასე უცებ როგორ გაგინათდა გონება? სიზმარში ნახულობ ხოლმე რაღაცებს?
-ბევრს გითმენ ანა, იმაზე მეტს ვიდრე ვინმესთვის მომითმენია და ნუ სარგებლობ ჩემი სიწყნარით. გირჩევნია არ მნახო საზღვარს მიღწეული და აღრიალებული.
-შენი სიმშვიდე იმის ბრალია რომ ვერაფერს გრძნობ, ასე რომ ვთქვათ გ.კიდია ყველაფერი და ამიტომ ხარ წყნარად. არ გაბრაზდები იქამდე სანამ რამე მნიშვნელობას არ შეიძენს შენთვის, მე კი არამგონია რამეს ვნიშნავდე. - უცებ ჩაილაპარაკა, შემდეგ ფანჯარაში გაიხედა და მას შემდეგ ხმა აღარც ამოუღია. ნიკოლოზი კი დააფიქრა მისმა სიტყვებმა. მართალი იყო, ყველაფერს მოდებული სიცარიელის გამო გაბრაზებითაც ვეღარ ბრაზდებოდა. უბრალოდ არ აინტერესებდა, ეზარებოდა გაბრაზება და ეს ყველაფერი უკვე აღიზიანებდა. ვერ იტანდა საკუთარ თავს ასეთ მდგომარეობაში. ერთ დროს სიცოცხლით სავსეს ახლა ყველაფრის ხალისი დაჰკარგვოდა და ყველაზე ცუდი ის იყო რომ ვერ იხსენებდა როდის დაიწყო ეს ყველაფერი. ფსიქოლოგთანაც კი იარა, მაგრამ მეორე სეანსის შემდეგ მობეზრდა მისი საუბარი იმაზე რომ იცოდა როგორც იყო, ხვდებოდა და ყველაფერი ესმოდა. არაფერიც არ ესმოდა, თვითონ მენაბდესაც კი არ ესმოდა საკუთარი თავის და ამ სიცარიელეში მარტო დარჩენილს ნელ-ნელა ყველაფერი უფრო და უფრო უფერული ეჩვენებოდა.
-ნიკოლოზ. - ფიქრებში გართულს შეხედა, სიჩქარესთვის ზედმეტად რომ მოემატებინა და ეტყობოდა გონზე აღარ იყო. - ნიკოლოზ. - ისევ გაიმეორა წყნარად მისი სახელი და მტევანზე ფრთხილად შეეხო. მაშინვე მოიყვანა აზრზე მენაბდე, დაბნეულმა გადახედა ქალს, შემდეგ ისევ გზას და რომ მიხვდა 180-ს გადააჭარბა მერე საბოლოოდ გამოფხიზლდა. ნელ-ნელა სიჩქარეს უკლო, შემდეგ საერთოდ მარჯვნივ გადაიყვანა მანქანა, გააჩერა და შუბლი საჭეს დაადო. - კარგად ხარ?
-დავიღალე. - ჩუმად თქვა, ანამ კი თითები თმაში შეუცურა. - ამ უემოციობით დავიღალე ანა.
-გინდა დაგეხმარო?
-როგორ? - თავი წიკლაურისკენ შეატრიალა, მის მომღიმარ სახეზე ოდნავ გაიღიმადა. თმაში რომ აუთამაშა თითები ქალმა ისევ თვალები მინაბა.
-თუ მომენდობი და გააკეთებ იმას რასაც გეტყვი სიცარიელეს შევავსებ.
-როგორ აპირებ ამის გაკეთებას. - გაეცინა ქალის პასუხზე, არ იცოდა ღირდა თუ არა მასზე მინდობა, არც მისი სურვილების ასრულება და ფინია ძაღლივით ყველაფეის შესრულება სურდა.
-ეგ მე ვიცი.
-არ გენდობი. - მხრები აიჩეჩა, სავარძელზე გასწორდა და ისევ დაძრა მანქანა.
-როგორც გინდა. - დანებებული სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და ისევ ფიქრებში წავიდა. მანქანის გაჩერებაზე უცებ ჭყიტა თვალები, ირგვლივ მიმოიხედა და როგორც კი თავისი სახლი დაინახა გაოცებულმა მენაბდეს გადახედა. - ჩემი სახლის მისამართი არ მითქვამს.
-სხვაგან გინდა წასვლა? არ მცალია პატარა, მეჩქარება. აქ ჩამოდი და მერე სადაც გინდა წადი.
-ჩემი სახლის მისამართი საიდან იცი? - უცებ აიფოფრა წიკლაური, ნიკოლოზს კი გაეცინა. - ნუ იცინი ყველაფერზე!
-რა საყვარელი ხარ იცი? - სიცილით მოკიდა ხელი ყბაზე და თავისკენ მისწია. - შეხვედრამდე. - ტუჩებზე აკოცა, შემდეგ ნახევრად თვალებ მინაბულს შეხედა, გაეღიმა, ისევ აკოცა მოწყვეტით და ანასკენ გადახრილმა მანქანის კარი გააღო. - სწრაფად, გამიცივდა მანქანა.
-აუტანელი ადამიანი ხარ ნიკოლოზ. უემოციო ხე, რომელსაც მხოლოდ სხვის ქცევაზე ღიმილი შეუძლია. - წარბ შეკრულმა ჩაილაპარაკა, სწრაფად გადახტა მანქანიდან, კარი მიუჯახუნა და უკან მოუხედავად წავიდა სახლისკენ.
-უემოციო ხე ვარ ხო. - თავი გააქნია მენაბდემ, მანქანა გზაზე გადაიყვანა და გაზის პედალს ფეხი დააჭირა.
***
უკვე იანვარი მიწურულიყო. დრო სწრაფად გარბოდა, ყოველდღიურობა კი უფრო მეტად უწყობდა ამაში ხელს. დილით გაღვიძებულს სამუშაოდ წასვლა უწევდა, ახალ პროექტში ჩართვა და უამრავ ხალხთან საუბარი. თავისი გავლენებით თავის მხარეს გადმობირება სხვადასხვა კომპანიის, ჰორიზონტიდან მტრების მოშორება და გვერდზე ამოყენება.
დამღლელი დღის შემდეგ სახლში მიდიოდა, თუ ხასიათზე იყო სოფისთან ერთად უყურებდა ფილმს დივანზე წამოწოლილი, სოფის არ ყოფნის შემთხვევაში კლუბში მიდიოდა მეგობრებთან და მის ცოლებთან ერთად, ან კიდე გადაღლილი წყლის გადავლების შემდეგ საწოლზე მიწვებოდა და წამებში ითიშებოდა.
კვირა დღე იყო, სოფისთან ერთად ბოულინგის სათამაშოდ იყო წასული და ქალიშვილს თამაშს ასწავლიდა. იქიდან კი დიმიტრისთან აპირებდნენ წასვლას. სოფი ფორთოხლის წვენს მიირთმევდა, თან თვალს აპარებდა გვერდზე მჯომი ბიჭისკენ, რომელიც მიშტერებული უყურედა. ბურთს გააგორებდა, ყველა კეგლს წააქცევდა, მერე კი შეუმჩნევლად თვალს უკრავდა მენაბდეს. იცნობდა ანდრიას, 14 წლის ბიჭი იყო, სკოლაში თავის კლასელებს ყველას მოსწონდა, თან ერთი წლის გადმოსული იყო. შეყვარებულიც ჰყავდა, თავის პარალელური თიკო, მაგრამ სოფის სულ აბრაზებდა. მენაბდესთვის რომ გეკითხათ ვერ იტანდა, გამაღიზიანებელი და თავხედი იყო. ყოველთვის როცა თიკოსთან ხედავდა და ანდრია გამოხედავდა უბღვერდა, ის კი მის ბავშვურ ქცევაზე იცინოდა.
-რაზე ჩაფიქრდა ჩემი პრინცესა? - სავარძლის სახელურებს დაეყრდნო ხელით მენაბდე, სოფის კი წვენი გადასცდა მამის უეცარი მოქმედებისგან. - რა დაგემართა ტო, კარგად ხარ? - ზურგზე დაუსვა ხელი თან შუბლზე აკოცა.
-ჰო.
-ნიკოლოზ მენაბდე. - მხიარული ხმა მოესმა გვერდიდან ნიკოლოზს და სწრაფად შეტრიალდა. - რას ვიფიქრებდი აქ თუ გნახავდი. - ხელებ გაშლილი გაიწია მენაბდესკენ, ნიკოლოზმაც ღიმილი აიკრა სახეზე ძველი მეგობრის დანახვისას.
-დათოო! - სწრაფად მოეხვია, თან ხელი მიარტყა ზურგზე რამდენჯერმე. - აქ რა გინდა შე ჩემა? იტალიაში არ იყავი? - უკან გასწია გაბუნია და სრულიად შეცვლილი მთლიანად შეათვალიერა.
-ერთი წლის წინ ჩამოვიყვანე ცოლ-შვილი… მე წინდაუკან დავდიოდი და ვეღარ მოვახერხე შენი ნახვა… ბიჭო თხუთმეტი წუთია უკვე გიყურებ და ვერ მივხვდი შენ იყავი თუ არა, ვაბშე შეცვლილი ხარ ტო.
-მე არც გამომიხედია, მე და ჩემი გოგო ვთამაშობდით… სიფი მოდი მა. - ხელით ანიშნა სავარძელში მჯდომს თვალები რომ გაფართოვებოდა.
-გამარჯობა. - ხელი გაუწოდა ლოყებ შეფარკლულმა, დათომ კი მტევანზე აკოცა.
-გამარჯობა პატარა… ეს ჩემი ბიჭია, ანდრია… ეს ნიკოლოზია, ჩემი ძველი მეგობარი და მისი ქალიშვილი სიფი.
-სასიამოვნოა. - ხელი ჩამოართვა მენაბდეს, ნიკოლოზს კი გაეღიმა.
-მამაშენი რომ არ გაქცეულიყო იტალიაში მე უნდა ვყოფილიყავი შენი ნათლია. - მხარზე დაარტყა ხელი ბიჭს.
-მართლა? - თვალებ გაფართოვებულმა ჯერ ნიკოლოზს შეხედა, შემდეგ მის გვერდზე მდგომ სოფის და ღმერთს მადლობაც კი გადაუხადა ნიკოლოზი მისი ნათლია რომ არ იყო.
-ჰო.
-მე ანდრიას ვიცნობ მამა, ჩემს სკოლაში სწავლობს.
-მართლაა? აქამდე რატომ არ ვიცოდი. - გაკვირვებულმა შეხედა ანდრიას, მის მზერას დააკვირდა რომელიც სიფისკენ იყო მიმართული და ცოტა არ ესიამოვნა კიდეც. - ესეიგი ჩემს გოგოს ახლობელიც ჰყოლია სკოლაში, სანერვიულო აღარ მაქვს ვინმემ რომ რამე უთხრას ანდრია მიაქცევს ყურადღებას ხომ?
-კი, რა თქმა უნდა. - ყურებამდე გაიღიმა ბიჭმა და მენაბდეს ისე ახედა.
-მამა! არავის ყურადღება არ მჭირდება! - ქვევიდან უყურებდა წარბშეკრული სოფი, ნიკოლოზმა კი თავზე აკოცა.
-გჭირდება.
-ჩვენი შვილებიც დამეგობრდნენ ნიკო… მოდი აქ დაჯექი, მომიყევი რა ხდება, როგორ არის რუსა?
-გავშორდი რუსას, ერთ წელზე მეტია უკვე, ერთი თვის წინ ოფიციალურად გავეყარეთ.
-რას ამბობ ტო? მერე სოფი ვისთანაა?
-ჩემთან.
-ვაა, მაგრად გამიტყდა.
-დაი.იდე… - ხელი აიქნია მენაბდემ, დათომაც მხრები აიჩეჩა. - ხვალ კლუბში მივდივართ და წამოდი შენც, წამოიყვანე ნინა.
-ხვალ რა რიცხვია.
-ხუთი, ხომ იცი ყოველ ხუთ რიცხვში ვიკრიბებით, წესს არ ვარღვევთ.
-ვაახ ჩემი, რამდენი დრო გავიდა.
-ხოდა თუ დაბრუნდი დაგვიბრუნდი ჩვენც. - მხარზე მიარტყა ხელი და ფეხზე მდგომ ბავშვებს ახედა. სოფი ებღვირებიდა, ანდრია კი ღიმილით ელაპარაკებოდა. მერე ლოყაზე უჩქმიტა და რაღაც ისეთი უთხრა ლოყები შეეფარკლა პატარა მენაბდეს.
-მე და სოფი დავზავდით. - უცებ გადახვია ხელი ანდრიამ და უფროსების წინ გაჩნდა. - რადგან თქვენ მეგობრები ხართ, ჩვენც ვიქნებით და სოფიკოც აღარ გამიჭედავს რამეს რომ ვეტყვი.
-ნუ მეძახი სოფიკოს!
-კარგი ხო. - სიცილით თქვა, მერე ისევ მამამისს შეხედა.
-ძალიან კარგი. - ტაში შემოკრა დათომ, ანდრიამაც ხელი მოაშორა სოფის, იქვე დაჯდა და ტელეფონი ამოიღო, მერე კი მესიჯობა დაიწყო. - შეყვარებული ჰყავს და თავს ვერ ვაყოფინებთ ტელეფონიდან. - თავი გააქნია გაბუნიამ.
-მამაა… - თვალების ტრიალით ახედა წამით დათოს, შემდეგ ისევ ტექსტის წერა განაგრძო.
-იცნობ შენ სოფი?
-კი, კარგი გოგოა, მე მომწონს. - მხრები აიჩეჩა, თან თვალი მომღიმარ გაბუნიასკენ გააპარა.
დიდხანს იყვნენ შენობაში, დათო ნიკოლოზს ესაუბრებოდა, ლამის მთელი თოთხმეტი წელი მოუყვა, ანდრიას კი მოეხერხებინა სოფის ხასიათის გამოსწორება და თამაშში იყოლებდა. ალბათ კიდევ დიდხანს დარჩებოდნენ რომ არა უცხო ნომრის ზარი რომელმაც ნიკოლოზის ტელეფონი აამღერა. წარბ შეკრულმა დახედა ნომერს, სახელი არ ეწერა, მაგრამ ისედაც იცოდა ვის ეკუთვნოდა. გაუკვირდა, თან ძალიან. უცებ გადაატარა სენსორს თითი და მობილური ყურზე მიიდო. - რა გჭირს? - ანას ხმაზე ოდნავ შეცბა, წარბები უფრო დააახლოვა, თან დათოს წამით გახედა. - სად ხარ?.. დამელოდე მოვალ… არსად წახვიდე, მოვალ მალე. - გათიშული ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა და სოფის ანიშნა მასთან მისულიყო.
-ყველაფერი რიგზეა?
-კი, ჩემი მეგობარია ცუდად და დახმარება სჭირდება, არაფერი სერიოზული… ჩაიცვი და წავედით მა.
-აუუ ცოტახანიც კიდე რა…
-კვირაა, ხვალ სკოლაში მიდიხარ, ვერ ადგები, დაგაგვიანდება და მერე შენმა დამრიგებელმა მე უნდა მირეკოს. - თან ქურთუკის ჩაცმაში ეხმარებოდა, თან საუბრობდა, შემდეგ ლოყაზე აკოცა და დათოსკენ შებრუნდა. - ხვალ მისამართს გამოგიგზავნი, მოდით შენ და ნინა.
-აუცილებლად.
დამშვიდობების შემდეგ სწრაფად დატოვეს შენობა, მანქანაში ჩასხდნენ და დიმიტრი მენაბდის სახლისკენ აიღეს გეზი. ხმას არ იღებდა ნიკოლოზი, ანაზე და მის ხმაზე ფიქრობდა. უკვე ორ კვირაზე მეტი იყო გასული ბოლო ნახვიდან და ცოტა უცნაურად გრძნობდა ახლა თავს. თითქოს მონატრებოდა კიდეც მისი სახის დანახვა და საუბრის მოსმენა.
***
-რამდენ ხანში მოხვალ?
-არ ვიცი მარიამ, მგონი ჯობია საერთოდ არ მოვიდე. - ზურგზე იწვა საძინებლის დიდ საწოლზე, ჭერს მიშტერებოდა და გაშლილი თმის ბოლოებს წვრილი თითებით აწვალებდა.
-არ გამაგიჟო ახლა ანა! ლევანი არ არის აქ, არც მოვა დღეს და რომც იყოს რა? როდემდე უნდა დაემალო? - დაქალის ქცევით წყობიდან გამოსულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა, ანამ კი თვალები აატრიალა.
-არ ვემალები. უბრალოდ არ მინდა მისი ნახვა… კარგი მოვალ, ჩემს გოგოს მაინც ვნახავ.
-გელოდები.
როგორც კი გათიშა ტელეფონი მაშინვე წამოდგა, სწრაფად მოემზადა და ბინაც დატოვა.
როგორც ყოფელთვის ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მუხლს ჩაცდენილი ტანზე მომდგარი ქვედაბოლო ეცვა, ზევიდან ტოპი, ყელიანი შავი სვიტერი მოერგო, ქუსლიან ფეხსაცმელზე მოხერხებულად შემომდგარიყო, გრძელი პალტო შემოეცვა და თეძოების რხევით მიუყვებოდა გზას. მალე ტაქსიც გააჩერა, შიგნით მოთავსდა, მძღოლს მისამართი უკარნახა, თვითონ კი ფანჯრიდან შენობებს გახედა.
ფიქრობდა იმაზე თუ რა იქნებიდა ლევანის რომ შეხვედროდა, რას, ან როგორ ეტყოდა. ზუსტად იცოდა ისიც მივიდოდა, საბას დაბადების დღეს არ გამოტოვებდა. ეგონა დავიწყებული ჰყავდა, სიბრაზესაც გაევლო, მაგრამ მისმა ჩამოსვლამ ყველა ემოცია გაახსენა. არეული იყო, ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა, თან ცალკე ნიკოლოზზე ეფიქრებოდა, რომელიც თავისი ქცევით, სიტყვით თუ შეხებით სულ აბრუებდა, ახალ სასიამოვნო გრძნობებს სძენდა და შესამჩნევად აშტერებდა. ლევანისთან ასე არ იყო. სისაურთან ჯერ მეგობრობა აკავშირებდა, შემდეგ კი ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა. აღარ ჰყოფნიდათ ის სიახლოვე რაც მეგობრობისას ჰქონდათ, უფრო მეტი სურდათ, ამის გამო ერთ საღამოს აივანზე ლევანის წინ მდგომმა სრულიად გაუაზრებლად, სურვილებს მინდობილმა სისაურს აკოცა. მაშინ პირველი ნაბიჯი ანამ გადადგა და ახლაც არ ავიწყდებოდა ლევანის გაბრწყინებული სახე. მას შემდეგ ერთი წელი გაატარეს ერთად, ერთი დაუვიწყარი წელი. ყოველ დღეს ერთად ატარებდნენ, ერთად დადიოდნენ სხვადასხვა ადგილებში და ერთად ყოფნით ტკბებოდნენ. ყველა ის წუთი ახსოვდა და უყვარდა წიკლაურს. ყველა ლევანთან გატარებული წუთი, მაგრამ მის ბოლო საქციელს ვერ ივიწყებდა და არც არასდროს დაივიწყებდა.
მალე მივიდა დაქალის კორპუსთან, მძღოლს მგზავრობის ფული გადაუხადა, მანქანიდან გადასული სადარბაზოში შევიდა, ლიფტით მეექვსე სართულზე ავიდა და მალე ბინის წინ ატუზულიც აღმოჩნდა. შიგნიდან ხმები ესმოდა, ხმამაღალი სიცილნარევი ხმები და უკვე თვითონაც ეცინებოდა. ზარი დარეკა, კარი კი წამებში გაუღო მარიამმა და ხელები მაგრად მოხვია.
-კიდევ კარგი მოხვედი! - ლოყაზე აკოცა, მერე კი სახლში შეიპატიჟა. ნათლიის დანახვაზე მაშინვე გამოქანდა პატარა კიკინებიანი გოგო და ანამაც ჰაერში ააფრიალა.
-ჩემო პატარა. - ლოყები დაუკოცნა, შემდეგ ჩანთიდან ბავშვის საყვარელი შოკოლადები ამოაძვრინდა და ჩუმად გაუწოდა. - გაიქეცი დედიკომ არ დაგინახოს. - უკანალზე მიარტყა და ზურგით მდგომ მარიამს მიუახლოვდა. მასთან ერთად შევიდა მისაღებში და სამეგობროს თვალი მოავლო. იქ არ იყო ლევანი. არ იყო და ანასაც სხეული მოუდუნდა.
-სად ხარ აქამდე ტო, ვიფიქრე გადამაგდო და აღარ მოვათქო. - ფეხზე წამოდგა იუბილარი, ხელები მოხვია ანას და ლოყაზე აკოცა.
-როგორ გეკადრება, საჩუქრის არჩევას შევყევი. შემოსასვლელში დავდე და მერე ნახე. გილოცავ. - მთელი ბუნებრივობით გაუღიმა, შემდეგ სხვები გადაკოცნა, მოიკითხა და საუბარი გააბა. შინაგან ფორიაქს გრძნობდა, იცოდა რომ დღეს აუცილებლად შეხვდებოდა სისაურს და ვერ ისვენებდა. არც შემცდარა. სიცილით მიდიოდა სამზარეულოსკენ ახლად შემოსულ მაღალ სხეულს რომ შეასკდა და ორი ჭიქით გაბრუებულს წონასწორობა დაერღვა. მალევე იგრძნო წელზე მოხვეული ხელი, რომელმაც სხეულზე აიკრა. სუნთქვა შეეკრა როგორც კი ნაცნობი სურნელი იგრძნო, ქვევიდან ახედა მომღიმარ ლევანს და თითქოს მერე მოეგო გონს. სწრაფად მოშორდა, როგორც კი მყარად დადგა ამაყად ახედა ისევ ისე მომღიმარ სისაურს. მერე მიხვდა როგორი სიწყნარე იყო ოთახში, ამიტომ უხერხულობა რომ არ შეექმნა ყურებამდე გაუღიმა კაცს.
-ლევან! როგორ ბრძანდები?
-თავად როგორ გიკითხოთ ქალბატონო? - გაეცინა. კარგად იცნობდა ანას, ისიც იცოდა ახლა რას გრძნობდა და ხვდებოდა როგორ უჭირდა იქ დგომა, იმ მომღიმარი ნიღბის აკვრა და თავის მოჩვენება თითქოს მისი დანახვა არ აფორიაქებდა.
-შესანიშნავად. - ისევ გაუღიმა, თან თვალებიც აუბრჭყვიალდა, თითქოს მიიღო ის რაც სურდა, თან ნიკოლოზის სიტყვები ახსენდებოდა. - მიდი შენ, პიცას შევათბობ, ნახევარი საათის წინ მოიტანეს და გაცივდა.
-ჰო, შენ ხომ ცივი არ გიყვარს. - ჩაიღიმა, თან თვალს არ აშორებდა მის ცისფერებს.
-ხო, რაღაცები არ იცვლება. - მხარზე მიარტყა ხელი და სამზარეულოში შევიდა. სამზარეულოს ზედაპირზე ხელის გულებით დაყრდნობილი მიკროტალღურ ღუმელში შემდგარ პიცას უყურებდა როგორ ტრიალებდა და წამებს ითვლიდა როდის მორჩებოდა გაცხელებას.
-ანა. - მარიამის ხმა შემოესმა და ფიქრებში გართული მოულოდნელობისგან შეხტა.
-ჩავფიქრდი.
-კარგად ხარ?
-არ ვიცი… არ ვიცი რა ვიგრძნო ან რას ვგრძნობ. - სახეზე ჩამოისვა ხელი, შემდეგ პიცა გამოიღო და ანერვიულებულმა უკბიჩა. - ალბათ ნიკოლოზი რომ არ გამოჩენილიყო ასე ადვილად ვერ გავუღიმებდი.
-შეიცვალე ცოტა. - თვალებ მოჭუტულმა შეხედა დაქალს.
-არ ვიცი, მე ვერაფერს ვამჩნევ იმის გარდა რომ ნიკოლოზი მიზიდავს, ძალიან მომწონს და მგონი მომენატრა. - ბოლოს თვალებ დამრგვალებულმა ახედა დაქალს, მარიამი იყო ის ვისთანაც ყველა გრძნობაზე თავისუფლად ილაპარაკებდა, უბრალოდ ზოგჯერ ნერვებსაც უშლიდა.
-მაგას მეც ვატყობ. - თვალები აატრიალა. - დღე არ გავა სახელი ნიკოლოზი რომ არ ახსენო.
-ძალით კი არ მინდა. - ჩაიცინა, შემდეგ თეფშს მოკიდა ხელი და პიცის ჭამით გავიდა სამზარეულოდან. როგორც ყოველთვის ახლაც მოხდენილად მიაბიჯებდა, ღიმილი აეკრა სახეზე, თან მარიამს ესაუბრებოდა. თეფში მაგიდაზე დადო, გიოს გვერდზე მოთავსდა და ამ დროის მანძილზე ნაცნობი მზერა ისევ დააიგნორა. იგრძნო ჩამოწოლილი დაძაბულობა და მეგობრები მოათვალიერა. - ძალიან გთხოვთ ისე ნუ ზიხართ თითქოს ბომბის აფეთქებას ელოდებით. დიდი დრო გავიდა, ლევანიზე გაბრაზებამ გადამიარა, წარსულში დარჩა და საერთოდ არ მინდა ყოველ ჯერზე ერთად ყოფნისას ასეთი დაძაბულობა ჩამოწვეს. ვერც ლევანის გააგდებთ ჩემს გამო და ვერც მე ლევანის გამო… შესანიშნავი მოგონებები გვაკავშირებს, მაგრამ ჩვეულებრივ ნაცნობებად დარჩენაც შეგვიძლია, არა ლევან? - ისე მოულოდნელად გახედა, სისაური დაიბნა. უყურებდა და უკვე ხედავდა ცვლილებებს. ირონიულ მზერასაც ამჩნევდა, სხვები ვერა, მაგრამ ლევანი ამჩნევდა.
-მართალია, დაძაბულობა საჭირო არაა. თავიდან ჩვენც მეგობრები ვიყავით.
-არ გინდა? - პიცაზე ანიშნა თვალებით. ცდილობდა ჩვეულებრივი ყოფილიყო, სხვების თვალში გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ ლევანის რას მოატყუებდა.
-წიწაკით არ მიყვარს.
-ჰო, დამავიწყდა… მეორეც არის. - უცებ მოუძებნა წიწაკის გარეშე და მომღიმარს გაუწოდა.
რომ მიხვდნენ ბომბი მართლაც განეიტრალებული იყო ისევ დაიწყეს გართობა, ანა და ლევანიც ჰყვებოდნენ სიცილში, ძველ ამბებს იხსენებდნენ და ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ.
სასმელის მოქმედების და მოწოლილი ემოციების გამო აივანზე გასვლა და მოწევა გადაწყვიტა. წვრილი ღერი თითებს შირის მოიქცია და დიდი ნაფაზის შემდეგ ფილტვებიდან ამოშვებული კვამლი ჰაერში გაფანტა.
-შეგცივდება. - მოულოდნელად გაჩენილმა ლევანიმ მხრებზე მოახვია პლედი და გვერდზე ამოუდგა. არაფერი უთქვამს ანას, იღიმოდა, უფრო ნაღვლიანი ღიმილი ჰქონდა აკრული და ჰორიზონტს გაჰყურებდა. - შეცვლილი ხარ. - ისევ ლევანიმ აიღო თავის თავზე საუბარი, ანამ კი თავი ჩახარა.
-სამი წელი გავიდა, 28 წლის ქალი ვარ, ისევ ისეთი როგორ ვიქნები, მითუმეტეს მას შემდეგ რაც მიმატოვე, გული მატკინე, ყველაფერი დამიმსხვრიე და წახვედი… ისევ ისეთი რომ ვყოფილიყავი ის უნდა გაგკვირვებოდა. - ისევ ჩაუშვა ფილტვებში ცხელი კვამლი, შემდეგ ქვევიდან ახედა სისაურს.
-მოწევა როდის დაიწყე?
-შენი აზრით? - ისევ ჩაიცინა, ლევანი კი თვალ მოუშირებლდ უყურებდა და მის ყველა სიტყვას თუ მოქმედებას აკვირდებოდა. - არ გკითხავ რატომ დაბრუნდითქო, უნდა დაბრუნებულიყავი კიდეც, აქ, მშობლებთან და მეგობრებთან, მაგრამ ეს საუბარი რა საჭიროა ლეო? მაშინ ყველაფერი გარკვევით მითხარი და ახლა თავს დამნაშავედ გრძნობ თუ რატომ ვსაუბრობთ წარსულზე, ან შეცვლილ თვისებებზე?
-შეიძლება ვგრძნიბ კიდეც, ვნანობ და შეიძლება მომენატრე, ის დროც მომენატრა… არ შეიძლება? - ანასკენ შებრუნდა, წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მისწია.
-ეგ ყველაფერი ისედაც უნდა გეგრძნო ლევან. - მკერდზე მიადო ხელი და უკან გაწევა სცადა, მაგრამ სისაური ისევ ისე დასცქეროდა ზევიდან.
-მაპატიებ? - ანას სახესთან ახლოს დაიხარა, თვალებში უყურებდა და გონებას ურევდა.
-არ გინდა. - ისევ უკან გასწია თავი, მაგრამ თვალები მისი ტუჩებისკენ მაინც გაექცა.
-მინდა. - ყბის ძვალზე შეახო ათრთოლებული ტუჩები და თვალები თვითონ მიენაბა. მონატრებული ჰქონდა მისი ნაზი კანის შეხება, მასთან სიახლოვე და თვითონ ანა ენატრებოდა.
-ლევან… - სხეული დაეჭიმა როცა კოცნით ტუჩისკენ გაიკვალა გზა სისაურმა, ბოლოს კი მისი რბილი ტუჩებიც იგრძნო თავისებზე. იგრძნო როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა კაცს, მაგრამ თვითონ ის ვერ იგრძნო რასაც ადრე გრძნობდა. ის მუხტი არ მოდიოდა რასაც ნიკოლოზთან გრძნობდა. ისევ თვითონ მოშორდა, უკან გაიწია და თვალებში ჩახედა. - ზოგჯერ მგონია რომ მეგობრობა სიყვარულში ავურიეთ ლევან… - იცოდა რაც მოხვდებოდა გულზე და ზუსტად ის უთხრა, სისაური კი შეკრთა.
-ეგ აღარ თქვა… შენც იცი რომ ეგრე არ არის.
-ჯანდაბა, ისე მიყვარდი… - შუბლი მიადო მკერდზე და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. - ისე მიყვარდი ახლაც, ამდენი ტკივილს შემდეგ ვერ გიბრაზდები.
-ანა…
-ვიყოთ უბრალოდ ნაცნობები ლევან…
-ხომ იცი რომ არ გამოვა. - გაეღიმა, თან თმაზე მიეფერა. ქალის სურნელი ღრმად შეისუნთქა და საფეთქელზე აკოცა.
-ერთი კაცი გავიცანი… - თვალ დახუჭულმა თქვა და გაიგო როგორ გაჩერდა სისაურის გული, ის ხელიც გაუჩერდა თმაზე რომ ეფერებოდა. - მომწონს, ძალიან. რომ მიყურებს ისე ვიბნევი… ასე არასდროს დავბნეულვარ. მერე იცინის, ჩემს უნებურ მოქმედებებზე ხალისობს… უცნაურია, ღრმა, ნაცრიფერი თვალები აქვს. რომ შეხედავ ცარიელი გეგონება, თითქოს გრძნობები არ გააჩნია, მაგრამ როცა მიყურებს თვალები უნათდება. შეიძლება თვითონაც ვერ ამჩნევს, მაგრამ მე ვამჩნევ და ზუსტად მისი მნათობი თვალები მაშეშებს.
-ანა. - ხმა ჩამწყდარმა თქვა მისი სახელი, უკან გასწია და თვალებში ჩააშტერდა.
-არ მინდა ერთმანეთის ნახვა გვტკენდეს ლევან, მე უკვე აღარ მტკივა, შენი საქციელი აღარ მტკივა და არ მინდა შენ გეტკინოს. მიუხედავად ყველაფრისა მეგობარი იყავი და ის სიყვარული მაინც შემრჩა ალბათ და ამის გამო ვდგავარ ახლა შენს წინ. ვიცი შენც შეხვდები ვინმეს, შეიყვარებ ისე როგორც უნდა გიყვარდეს და ერთ დღეს, როცა შევხვდებით ღიმილით, ტკივილის გარეშე გავიხსენებთ იმ დროს რომელიც ერთად გავატარეთ. - არ იცოდა რატომ ამბობდა ამ ყველაფერს, მაგრამ ამის დასრულება უნდოდა. ყველაფრის მიუხედავად მეორე შანსის მიცემა სურდა. შანსის რომელიც მეგობრად მაინც დატოვებდა. ნელა აკოცა ლოყაზე, შემდეგ მოშორდა, გაუღიმა და შიგნით შებრუნდა. - უნდა წავიდე.
-იჩხუბეთ? სად მიდიხარ კარგი რა…
-არა გიო, გეფიცები მოვგვარდით, უბრალოდ უნდა წავიდე, ვიღაც უნდა ვნახო.
-ვინ? - წარბები შეკრა გიორგიმ, ანას კი გაეცინა.
-მერე გეტყვით. - გაიღიმა, ყველას დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა. ანერვიულებული, ემოციებით დამუხტული დაეშვა კიბეებზე. ლიფტით ჩასვლა აზრადაც არ მოსვლია. კაკუნით ჩადიოდა კიბეებზე და მოწოლილ ემოციებს ძლივს აკავებდა. ტირილი უნდოდა. თვალებიც ემღვრეოდა წინააღმდეგობის მიუხედავად და ნელ-ნელა მხედველობაც უჭირდა. გარეთ გასულმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, გრძნობდა, იცოდა რომ ლევანი ისევ აივანზე იდგა და უყურებდა. მოიტყუა. მაინც გრძნობდა ტკივილს, მაგრამ ამის გამომჟღავნება ახლა ყველაზე მეტად არ უნდოდა. ტაქსი გააჩერა, თან ირაკლის მიერ ტელეფონში ჩაწერილ ნიკოლოზის ნომერს დახედა. რამდენჯერმე დააპირა დარეკვა, მაგრამ გადაიფიქრა. ბოლოს ვაკის პარკთან გააჩერებინა მანქანა მძღოლს, სწრაფად გადავიდა და შიგნით შესული ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა. სახე ხელებში ჩარგო, ემოციებს გარეთ გამოსვლის საშვალებაც მისცა, მაგრამ მაინც აიღო ტელეფონი და აღარ დაფიქრებულა ისე გადაურეკა მენაბდეს.
-ნიკოლოზ. - ჩამწყდარი ხმით თქვა, ვერ დამალა ემოციები რომლებიც ასე ერთიანად აწვებოდა. - ცუდად ვარ… ვაკის პარკში… ცივა აქ… კარგი. - ტელეფონი ჩანთაში დააბრუნა, პალტო უკეთ შემოიკრა ტანზე და სკამის საზურგეს მიყრდნობილმა თვალები დახუჭა. მალე სიცივეც გადაავიწყდა, გაუნძრევლად იჯდა და ლევანიზე ეფიქრებოდა. მის თვალებზე, უცნაური, ნაღვლიანი მზერით რომ უყურებდა და არ მოსწონდა. ყველაფრის მიუხედავად არ სურდა მასაც სტკენოდა.
ვერ მიხვდა რამდენი დრო გავიდა, მაგრამ მოულოდნელი შეხებისგან შეხტა, შეშინებულმა ახედა თავზე წამომდგარ მენაბდეს, მერე უცებ წამოდგა და მკლავები წელზე მოხვია მოხვია.
-კარგად ხარ? - ქალის ქცევამ ცოტა გააკვირვა კიდეც, მაგრამ ხელები თვითონაც შემოხვია.
-არა. - უფრო მჭიდროდ მოუჭირა მკლავები, ცხვირი კი მის ყელში ჩარგო. ნიკოლოზმაც უკვე იცოდა მიზეზი. მიზეზი იმის თუ ვინ მიიყვანა ქალი ამ მდგომარეობამდე. - მაპატიე ამ დროს აქ რომ მოგიყვანე… ყველა ჩემი მეგობარი იქ იყო, თან…
-თან ჩემთან საუბარი გერჩივნა იმათთან საუბარს. - მომღიმარმა გააწყვეტინა სიტყვა, თავზე გადაუსვა ხელი, სახე უკან გასწია და ამღვრეულ ცისფერებში ჩახედა. - საერთოდ არ გიხდება ტირილი. - გაუაზრებლად თქვა, თმა ყურს უკან გადაუწია, თან ლოყაზე მიეფერა. - წამოდი, წავიდეთ. ნელა მოშორდა, მერე თავის თითებში ახლართულ თითებს დახედა და ისევ გაეღიმა.
-უცნაური არ არის შენთან ჩემს ყოფილზე საუბარი? - უკან აედევნა მენაბდეს, მისი სიახლოვე ძალიან სიამოვნებდა, ყველა უარყოფით აურას უქრობდა.
-ისევ თუ გიყვარს ალბათ კი, თუ აღარ, მაშინ არა. - მანქანის კარი გაუღი, ანიშნა ჩამჯდარიყო, შემდეგ თავისი ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილიდან დაძრა. - სად წავიდეთ?
-არ ვიცი… მე იქაც კარგად ვიყავი.
-სიცივე არ მიყვარს, ასე რომ რამე თბილი გარემო გვჭირდება. ამიტომ მივალთ ჩემთან, მომიყვები ყველაფერს, თან ერთ ჭიქა ღვინოს მიაყოლებ, მეტი არ შეიძლება შენთვის.
-ნუ დამცინი, ცუდად ვიყავი. - წარბ შეკრულმა გადახედა, ნიკოლოზს კი ისევ გაეცინა.
-ბავშვივით ხარ, ფაქტიურად ბავშვი ხარ ჩემს ასაკთან შედარებით.
-რამდენის ხარ? - ეჭვნარევი მზერა მიაბყრო, ნიკოლოზმა კი მომღიმარმა გადახედა.
-38.
-მატყუებ. - გაოცებულმა წარბები მაღლა აზიდა, ნიკოლოზს კი ისევ გაეცინა.
-პირადობა განახო?
-შენზე არაფერი ვიცი, სულ მე ვლაპარაკობ.
-გინდა რომ იცოდე?
-მინდა.
-და მაინც რას ფიქრობ ჩემზე ანა? - შუქნიშანზე გაჩერებულმა ნაცრისფერები შეანათა და ქალიც ადგილზე გააშეშა.
-ვიღაც მილიონერი ნიკოლოზ მენაბდე ხარ, რომელიც მარტოობისგან დაღლილი უემოციობაში შეიჭრა. სიცარიელემ გშთანთქა, შენც უფლება მიეცი და ახლა ხარ ის, რაც ხარ. სხოვრების რიტმით დაღლილს არაფრის ხალისი აღარ გაქვს, საკუთარ თავში ჩაკეტილი კაცი ხარ, რომელსაც ვიღაც სჭირდება, ვიღაც ვინც გონზე მოიყვანს, გამოაფხიზლებს, დაეხმარება ცხოვრების გაგრძელებაში და უამრავ ფერს შესძენს მის უფერულ ცხოვრებას.
-და შენი აზრით ეს ვიღაც შენ ხარ? - მომღიმარმა ჰკითხა. მთავარი იყო ის შესძლობრაც სურდა. ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინა და შედარებით ხასიათზე მოიყვან, ახლა კი თვითონ აპირებდა მისით გამხიარულებას.
-შეიძლება მე ვარ, შეიძლება სხვა. ვერ გაიგებ. - ლოყებ შეფარკლულმა გასცა პასუხის, თან გზას გახედა.
-შეიძლება. - თავის ქნევით ჩაილაპარაკა. ხმის ამოუღებლად მივიდნენ კორპუსამდე, მანქანა ისევ თავის ადგილზე დააყენა და ლიფტით ავიდა ბოლო სართულზე ანასთან ერთად.
სახლში შესულმა ერთ-ერთი ძვირად ღირებული ღვინის ბოთლი გამოიღო თავისი კოლექციიდან, ორ ჭიკას მოკიდა ხელი და სოფისთვის ნაყიდ შოკოლადებს რამდენიმე ამოაცალა. დივანზე მჯდომს მიუახლოვდა, გვერდზე მიუჯდა და შუშის მაგიდაზე დადებულ ჭიქებში ღვინო ნახევრამდე ჩამოასხა. ერთი ჭიქა ანას გაუსწოდა, რომელიც მის ყველა მოქმედებას თვალყურს ადევნებდა. - გაგვიმარჯოს. - ჭიქის ერთი მხარე ანას ჭიქას მიადო და ცოტა მოსვა.
-გემრიელია. - მაშინვე თქვა როგორც კი დააგემოვნა, შემდეგ ერთი მოყუდებით ჩაცალა, ფეხები ქუსლიანი ფეხსაცმლისგან გაინთავისუფლა და თავი დივნის საზურგეს მიადო. - დღეს ლევანი ვნახე.
-მივხვდი.
-ისე ველაპარაკე ჩემი თავის გამიკვირდა. ის ვუთხარი რაც ვიცოდი ატკენდა, მაგრამ ენა ვერ გავაჩუმე. ახლა თავს ცუდად ვგრძნობ. არ მინდა რომ ტკიოდეს. მე მას ყველაზე კარგად ვიცნობდი, ვიცი როდის იტყუება, როდის არა. როდის სტკივა, როდის უხარია. მაშინ, იმ ღამეს რომ მითხრა გშორდებიო… მის თვალებში ვერაფერი დავინახე და ყველაზე მეტად ეს მეტკინა. ვწუხვარ ყველაფერი ასე რომ მთავრდებაო, მივხვდი რომ იტყუებოდა და ყველაზე მეტად ამან დამანგრია. შემეძლო ყველაფერი მეპატიებინა, მითუმეტეს დანიშნულები ვიყავით, მაგრამ მის თვალებში გამქრალი გრძნობები და სხვისით შეპყრობა ვერ ვაპატიე. ახლა, ვუყურებდი და ვხედავდი მწუხარებას, რაც წლების წინ არ დამინახავს.
-და ახლა რას გრძნობ ანა?
-მეცოდება. - თვალი გაუსწორა ნიკოლოზს. უყურებდა ნაცრისფერებში და კიდევ უფრო მეტად გრძნობდა მიზიდულობას. - მაკოცა. - ისე თქვა თვალი არ მოუშორებია მენაბდესთვის. დაინახა როგორ აენთო ის ნაცრისფერები და ამით უდიდესი სიამოვნება მიიღო.
-მერე? - თვალი მოარიდა ყბებ დაჭიმულმა. სულ გაუფუჭდა ხასიათი ამ ყველაფრის წარმოდგენისას. ვერ იტანდა ასეთ რაღაცებს. ქალი რომელიც ამდენი ხნის მერე სულ სხვანაირად მოეწონა, მისმა კოცნამ სხვანაირი გრძნობებით დამუხტა, ახლა ისეთ რაღაცას ეუბნებოდა რაც ჭკუიდან შლიდა უფრო და უფრო ჩაღრმავებისას.
-თვითონ მაკოცა. - ეგოისტურად სიამოვნებდა ნიკოლოზის ამ სიტუაციაში დანახვა, მაგრამ მეტჯერ გამეორებაც აღარ სურდა. - მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი. - უცებ დაამატა როცა შეამჩნია მუხლზე ხელს როგორ იჭერდა. წამსვე ახედა მენაბდემ, ცისფერებში ჩახედა და მიხვდა რომ ქალი მართალს ამბობდა. - საერთოდ ვერაფერი. - ოდნავ გადაიხარა ისედაც ახლოს მყოფი მენაბდისკენ, ტუჩები აეწვა ისე უნდოდა ეკოცნა. - უბრალოდ… - ნიკოლოზის ტუჩებთან მიახლოვებულმა ჩაილაპარაკა, შემდეგ თვალებში ჩახედა. - შენ გამახსენდი. - ოდნავ შეეხო კაცის ბაგეებს. მის თვალებში წამსვე ათამაშებულ სხივსაც მოჰკრა თვალი. ხედავდა როგორ უღიმოდნენ თვალები და კიდევ უფრო მეტს ელოდნენ ქალისგან. - შენ და შენი წყეული ტუჩები. - ბოლოს გაუაზრებლად თქვა და თავისი სიამოვნებისთვის თვითონ აკოცა. ჟრუანტელმა დაუარა საპასუხო კოცნა რომ მიიღო, ლოყაზე მოკიდებული ხელი თმაში შეუცურა და მისი თითებიც იგრძნო ქვედაბოლოს ქვეშ, რომლებიც ნელა მიუყვებოდნენ ზევით, ქვედაბოლოს ბოლოებსაც იყოლებდნენ და ნელ-ნელა უკანალს უახლოვდებოდნენ. წელზე მოხვეული ხელით უცებ გადაისვა მუხლებზე როგორც კი ტანზე მომდგარი კაბა უკვე წელამდე აეწია და თითებით საჯდომზე ეხებოდა. კოცნაც გააღრმავა. უკანალზე მოკიდებული ხელით თავისკენ უფრო ახლოს მისწია, მეორე ხელი კი ტოპის ქვეშ ზურგზე აატარა. სასწაულად სიამოვნებდა მისი ნაზი კანის შეგრძნება. მონატრებულიც კი ჰქონდა ეს გრძნობები, გრძნობები რომელიც ქალის შეხებისას ატყდებოდა თავს. მართალი იყო ანა, უფერულობაში ფერები შეჰქონდა. ყველა ქალი უფერული ეჩვენებოდა, ანა კი თითქოს ოთახსაც ანათებდა. ტუჩებს მოშორებული ლოყიდან ყელისკენ ჩაუყვა კოცნით, ყელიანი სვიტერი ქვევით დაქაჩა და ტუჩები კანზე ხანგრძლივად მიაწება, თან მისი სურნელიც შეისუნთქა.
სჭირდებოდა, ანა სჭირდებოდა თავისი ყველაფრით და ამას იქ, თავის სახლში, თავის დივანზე, თავის კალთაში მოთავზებული ქალის სიახლოვისას მიხვდა. ისე სწრაფად რეაგირებდა ჰორმონები მისი შეხებისას თავის თავზე ეცინებოდა. ასეთი რამ ჯერ არასდროს დამართნოდა, ახლა კი თავის შეკავება ისე უჭირდა როგორც 15 წლიანი პატიმრობიდან გამოშვებული კაცი, ქალის სითბოს მონატრებულს მისი შეხებისგან გონება რომ ებინდებოდა. გულს უჩქარებდა სვიტერის ქვეშ შემძვრალი ქალის წვრილი თითების მკერდზე შეხება. უცნაურ მუხტებს რომ სძენდა და ისიც ჭკუიდან გადადიოდა. სულ გამოეთიშა იქაურობას როცა ქალის ტუჩები იგრძნო ყელზე, რონელსაც ცხელი ენა მიჰყვა და მიხვდა რომ ქალბატონი ეთამაშებოდა. თანაც ისე რომ თვითონაც ვერ იაზრებდა. თვითონაც აჰყვა თამაშში, ზურგიდან მკერდისკენ გადაიტანა ხელი და თითები მკერდზე მოუჭირა. მაშინვე შემოესმა ქალის კვნესა და კმაყოფილმა კბილები ბიბილოზე გამოსდო. გრძნობდა მის სხეულში დავლილ ტალღებს, სუნთქვას რომ უკრავდა ქალს და ფეხების შეტყუპებას აიძულებდა. კარგად იციდა რა ხდებიდა მისი საცვლის ქვეშ, მაგრამ არც თვითონ გამოიყურებოდა კარგად. გრძნობდა როგორ აწვებოდა სასქესო ორგანო შარვალს და თავის მდგომარებაზე თვითონაც ეცინებოდა. ქამრისკენ რომ წაიღო ხელი და მისი შეხსნა დააპირა იგრძნო როგორ შეკრთა ქალი, წამით თვალებში ჩახედა და რომ მიხვდა ჯერ ამ ყველაფრისთვის მზად არ იყო უცებ გადასვა დივანზე ჯერ ისევ გონება დაბინდული, ფეხზე სწრაფად წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა საპირფარეშოსკენ რადგან გრძნობდა მეტის გაძლება აღარ შეეძლო.
ანა კი იგივე პოზაში მჯდომი, ჯერ კიდევ ვნებას აყოლილი ერთ ადგილს მიშტერებოდა და ისევ ვერ იაზრებდა მომხდარს. გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა გაუსკდებოდა, ფეხებს შორის სისველეს გრძნობდა და არაკომფორტულობის გამო ადგილიდან ვერ ინძრეოდა. როგორღაც მოახერხა, სავარძლიდან წამოდგა და უხერხული სიარულით დაიწყო მეორე აბაზანის ძებნა. რომ მოწესრიგდა სარკეში ჩაიხედა, ჯერ ისევ არეულ სახეს უყურებდა და ეცინებოდა.
-ჯანდაბა… - ხელები ჩამოისვა სახეზე, შემდეგ სახე დაილაგა და სააბაზანო დატოვა. ნიკოლოზი უკვე იქ იყო, ძველ ადგილას იჯდა ღვინის ჭიქით ხელში და მომღიმარი ათვალიერებდა აწითლებული ანას სხეულს.
-მგონი დაგვერხა ანა, რას იტყვი? - მიახლოვებულს მკლავზე მოკიდა ხელი და წამებში თავის მუხლებზე დაისვა. ყბის ძვალზე გადაატარა ცერი ლოყებ შეფარკლულს, შემდეგ ნიკაპზე მოკიდა ხელი და ტუჩებზე დახედა. - მეორედ აღარ მისცემ იმას კოცნის უფლება, თორემ გავბრაზდები. - მოწყვეტით აკოცა, შემდეგ დაბნეულ თვალებში ჩახედა. - არ მიყვარს როცა სხვა ეხება იმას რასაც მე ვეხები. - ცერი დააჭირა ქვედა ტუჩზე, შემდეგ ისევ აკოცა და მის ამღვრეულ ცუსფერებზე გაეცინა.
-გავითვალისწინებ. - თმაში შეუცურა თითები, თან სახე შეუთვალიერა. - მინდა რომ ბილომდე ამოგხსნა. - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, მერე უცებ გადაჯდა ნიკოლოზის ფეხებიდან დივანზე, ღვინო ჭიქაში დაისხა, ფეხები ზევით აკეცა და მაგიდაზე დადებული პულტი ნიკოლოზს გაუწოდა. - ჩართე რამე, ვუყუროთ. - თვითონაც გაეცინა მის სიცილზე, მერე ფეხი მიარტა რომ გაჩუმებულიყო.
-მოისვენე. - საჩვენებელი თითი დაუქნია, შემდეგ ტელევიზორში ფილმი ჩართო და ანას კალთაში მომარაგებულ შოკოლადებს რამდენიმე ააცალა.

დილით კისრის ტკივილმა გამოაღვიძა. თვალები ოდნავ გაახილა, წამსვე ქალის თმებს წააწყდა, შემდეგ დაბლა დაიხედა და მძინარე ანას სახის დანახვას შეეცადა. მკერდით მთლიანად ნიკოლოზზე იყო აკრული, ცხვირი მის ყელში ჩაერგო და მშვიდად ფშვინავდა. მერე მიხვდა სად და რა პოზაში იწვა. ანა მთლიანად თავის მკლავებში ჰყავდა მომწყვდეული, არც ახსოვდა როგორ აღმოჩნდა ამ პოზაში. ფეხების ამოძრავება სცადა, მაგრამ ისიც ანას ფეხებში ჰქონდა ახლართული. თავი უკან გასწია, ტუჩებ დაბუშტულს დააკვირდა და სიცილი ძლივს შეიკავა მის ბავშვურ სახეზე. მის მოძრაობაზე ანაც გამოფხიზლდა, ხელი მკერზე მიიბჯინა და მენაბდეს უფრო მეტად აეკრო. ეტყობოდა რომ სციოდა, მხრები მაღლა აეწია და მაქსიმალურად ცდილობდა გათბობას.
-ანა. - ქალის ყურთან დაიჩურჩულა, თმა უკან გადაუწია და შუბლზე აკოცა.
-ჰო. - ძილბურანში მყოფმა ამოიბურტყუნა, თან კაცის სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-გამიშვი, გადასაფარებელს მოგიტან.
-ცხელი ხარ.
-ვიცი რომ ვარ. - ჩაიცინა, მერე კი ანას სხეულიდან თავი დაიხსნა. თბილი პლედი დააფარა ისევ სიზმრებში წასულს, გათბობას აუწია და დივანთან ანას პირდაპირ ჩაიკუზა. ცოტა ხანს უყურებდა სახეზე, ხელი თმაზე გადაუსვა, ისიც გარინდული იწვა, ეტყობოდა რომ სითბო სიამოვნებდა. მალე ფეხზე წამომდგარი აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო და ციტახანში მთლიანად მოწესრიგდა. მომღიმარი დააბიჯებდა, პირველი დილა იყო რომელიც კარგი განწყობით დაიწყო. რამდენჯერაც თვალს მოჰკრავდა დივანზე მწოლს იმდენჯერ ეღიმებოდა. ყავას სვამდა სამზარეულოში, თან ტელეფონზე საუბრობდა. მშენებარე პროექტის სანახავად იყო წასასვლელი, იქიდან კი რამდენიმე საქმე უნდა მოეგვარებინა. უკვე ათი საათი იყო, ანასთვის ყავას აკეთებდა როცა ზურგი მიშტერებული მზერის გამო აეწვა. არ შეიმჩნია, ჭიქაში წყალი ჩაასხა, შემდეგ კი მთლიანი ტანით შებრუნდა შესასვლელის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი ანასკენ. თავი კედლისთვის რომ მიედო და ხელები მკერდზე დაეკრიფა.
-დილამშვიდობისა. - ყურებამდე გაიღიმა, ნელა მიუახლოვდა, ლოყაზე აკოცა მენაბდეს, შემდეგ სკამზე ჩამოჯდა.
-დილამშვიდობის. - ანას ღიმილზე თვითონაც გაეღიმა. მაცივრიდან გამოღებული ნამცხვარი წინ დაუდო და თვითონაც მის მოპირდაპირედ მოთავსდა.
-ასე ნუ მიყურებ. - ლოყებ შეფარკლულმა ჩანგლით ჩამოჭრა ნამცხვრის ნაჭერი და მაშინვე პირში გაიქანა. - ღმერთო… ნამცხვარზე გემრიელი არაფერი არსებობს. - თვალებ მინაბულმა კიდევ ერთი ნაჭერი დააგემოვნა, მერე ყავაც მიაყოლა. ნიკოლოზი კი სკამის საზურგეს მიყრდნობილი თვალმოუშორებლად აკვირდებოდა.
-ანა, და გყავს? - მოულოდნელად დაუსვა კითხვა თვალებ მოჭუტულმა, ანამ კი ჩანგალი თეფშზე დადო, ცოტა ხანს ნამცხვარს მიშტერებული უყურებდა, შემდეგ თვალი გაუსწორა ნიკოლოზს და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-რატომ გაინტერესებს ასე?
-ხომ გითხარი? მეცნობი.
-დედამ მითხრა რომ ტყუპი მყავდა, ერთი დღე კარგად იყო, ყველაფერი რიგზე ჰქონდა, მეორე დღეს კი მოულოდნელად ცუდად გახდა, სასუნთქი მილები ჩაეკეტა და გარდაიცვალა. ამის გამო ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს. დედაჩემს სულ ახსოვს შვილი რომელიც დაკარგა, ყოველ წელს როცა ჩემი დაბადების დღე ახლოვდება ხასიათი ეცვლება. დაბადების დღეს მომილოცავს, შემდეგ კი რამდენიმე დღე არ მენახება. მესმის ძნელია დაკარგული შვილისგან გამოწვეული ტკივილის გადატანა, მაგრამ 28 წელი გავიდა. ზოგჯერ ამბობს რომ ცოცხალია, სრულიად ჯამრთელ ბავშვს წამებში არაფერი დაემართებოდა. ხომ იცი იმ წლებში როგორი სიტუაცია იყო. მაშინ არც მამაჩემს ჰქონდა იმდენი ფული და გავლენა რამდენიც ახლა აქვს. ამიტომ ზოგჯერ ყველას გვაფიქრებინებს რომ ცოცხალია… მითუმეტეს სხეული არ მიუციათ, მაგრამ თუ ცოცხალია 28 წლის მანძილზე ერთხელ მაინც როგორ ვერ შევხვდი? - სიმწრით ჩაიცინა, თან თავი გააქნია. - მთელი ცხოვრებაა გაუჩინარებულ ტყუპისცალთან ერთად ვცხოვრობ და ზოგჯერ იმდენად მღლის ეს ყველაფერი სახლში მისვლაც არ მინდა. ხომ შეეძლო გაეჩინა კიდევ ერთი, მე თუ ვერ გავუქრე ის ტკივილი სხვები მაინც გაუქრობდნენ. - ხმა ჩაუწყდა, ცრემლები მოაწვა და ის ცისფერებიც გაუმუქდა. - შეეძლო ის დრო რაც ერთი დღის შვილზე ფიქრში დაკარგა ჩემთვის დაეთმო. ყოფილიყო უფრო თბილი და უფრო მოსიყვარულე. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ რომ ჯობდა მე მოვმკვდრიყავი და ის გადარჩენილიყო, რადგან ხანდახან ისეთი აუტანელია დედაჩემის ქცევა ვეღარ ვუძლებ. - ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა და თავჩახრილი საკუთარ ხელებს დააშტერდა.
-ანა. - მოსმენილით გაკვირვებული მიშტერებული შესცქეროდა ქალს, რომელსაც თავი ჩაეხარა და მაქსიმალურად ცდილობდა თვალების დამალვას. არ ეგონა ამდენ დარდს თუ მალავდა. ვერც წარმოიდგენდა ამ ქალის უკან ამხელა ტკივილი თუ იმალებოდა.
-არაფერი მითხრა გთხოვ. დაივიწყე უბრალოდ. - ნამცხვარს დახედა, ჭამის სურვილიც დაჰკარგვოდა, იცოდა ყელში არ გადაუვიდოდა არაფერი. სწრაფად დატოვა სამზარეულო, დივანთან დაწყობილ ფეხსაცმელში ტერფები ჩაყო, თან ცრემლი შეიმშრალა.
-მოდი აქ. - მკლავზე მოკიდა ხელი, თავისკენ შეატრიალა და სხეულზე აკრულს არეული თმები შეუსწორა. - მაპატიე. - თვალებში უყურებდა, თან ლოყაზე ეფერებოდა.
-არაფერია. მე... უნდა წავიდე.
-სად წაგიყვანო?
-სახლში. - მენაბდისკენ გადაიხარა, ტუჩები მხარზე ჩამოადო და თვალები ცოტა ხანს მინაბა. ნიკოლოზი კი თმაზე ფერებას განაგრძობდა. ბოლოს ისევ ანა მოშორდა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ცოტა ხანს უყურებდა ნიკოლოზს, შემდეგ გასასვლელისკენ დაიძრა. მანქანაში მოთავსებულებმა ჩუმად იმგზავრეს ანას სახლამდე. ხასიათი სულ შეეცვალა წიკლაურს და ხმის ამოღება საერთოდ აღარ სურდა. - მადლობა. - სახლთან მისულებმა რამდენიმე წამით გადახედა მენაბდეს, შემდეგ კარები გააღო მანქანიდან გადასასვლელად, მაგრამ ნიკოლოზმა თავისკენ შეატრიალა.
-ნუ გარბიხარ. - კეფაზე შეუცურა ხელი, თავისკენ მისწია და ტუჩებზე ნაზად აკოცა. - ყველაფერი კარგად იქნება.
-ჰო, იქნება. - ჩაიცინა, ლოყაზე აკოცა ნიკოლოზს და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. არ დალოდებია მის სახლში შესვლას ისე მოსწყდა ადგილს მენაბდე. ნელ-ნელა ღიმილიც უქრებოდა სახიდან, ბოლოს კი ისევ მარტო დარჩა. ისევ მარტო თავის ფიქრებთან. ისევ შეახსენა თავი სიცარიელემ. ისევ უგრძნობი გახდა. შეხვედრაზე მისული ისევ უემოციო, ცივი გონებით მოქმედებდა და ელაპარაკებოდა ხალხს. ისე იყო საქმეში გართული სულ გადაავიწყდა ანა. საქმის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა და ერთადერთი რაც ადარდებდა დღის მალე დამთავრება იყო. სოფის ნახვა, რომელიც მენაბდეების სახლში მიეყვანა ეთოს.
გვიან დაბრუნდა სახლში, კარები დაღლილმა შეაღო, პირდაპირ მისაღები ოთახისკენ დაიძრა, დაინახა დივანზე მიწოლილი ქალიშვილი და პირდაპირს მისკენ დაიძრა. ფეხზე გაიხადა, კინოს ყურებაში გართულს უკნიდან მიუწვა, ხელები მუცელზე მოხვია და სახე მის ყელში ჩარგო.
-ჩემი ცხოვრება ვინ არის? - იქვე აკოცა, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა, მერე ყბის ძვალზე გადავიდა და ლოყამდეც ავიდა. - მაა… რა გჭირს, რატომ არ მელაპარაკები? - უმოქმედოდ მწოლი შვილი რომ შეამჩნია მაშინვე გადაატრიალა თავისკენ და თვალებში ჩახედა.
-გაბრაზებული ვარ. - თავი გვერდზე გაატრიალა, ნიკოლოზმა კი ისევ ლოყაზე აკოცა.
-რა დააშავა შენმა მამიკომ მითხარი და თავს გავუსიებ. - ისევ განაგრძობდა ბავშვის სახის დაკოცვნას. ერთადერთი იყო სოფი ვინც ყველანაირ დაღლილობას უხსნიდა და დიდი სიყვარულით მუხტავდა.
-ოო მამა კარგი რა. - ღიტინი რომ დაიუწყო ნიკოლოზმა სიცილს ძლივს იკავებდა. უნდოდა ისევ სერიოზული სახე შეენარჩუნებინა, მაგრამ ვეღარაფერს ხდებოდა. - მამაა!
-მეტყვი?
-გუშინ ჩემთან უნდა დაგეძინა, შენ კიდე სხვაგან წახვედი და ღამე არ მოხვედი.
-პატარა, კარგი რა. ჩემს ახლობელს ვჭირდებოდი და რომ არ წავსულიყავი არ შეიძლებოდა.
-კარგად არის?
-ისე რა, ცოტა გამოკეთდა… აღარ მინდა მაგაზე საუბარი, ჩამეხუტე, მაკოცე და მომეფერე. - მკერდზე მიიხუტა, შუბლზე მიაკრო ტუჩები და მკლავები მჭიდროდ მოხვია.
-მე და ბებომ საჭმელი გაგიკეთეთ, არ გინდა?
-მინდა.
-წამოდი. - ლოყაზე აკოცა მენაბდეს, უცებ წამოხტა დივნიდან და სამზარეულოსკენ დაიძრა.
-უი დე, მოხვედი? ვერ გავიგე როგორ შემოხვედი. - წიგნიდან თავი ამოსწია ეთომ, სათვალის ზევიდან ამოხედა შვილს და მთლიანად შეათვალიერა.
-რომ კითხულობ ამ სამყაროდან გადიხარ, ასე რომ არ მიკვირს. - მხრები აიჩეჩა, თან მაგიდასთან დაჯდა.
-შენც მე მგავხარ და შენი შვილიც. - წიგნი გვერდზე გადადო, ფეხზე წამოდგა, საჭმელი თეფშზე ამოუღო ნიკოლოზს, შემდეგ წინ დაუდო, ძველ ადგილს დაუბრუნდა და სოფის გახედა. - მიდი ბებო მაცივრიდან სალათი გამოუღე, ის პურიც მოუტანე.
-დიმა სად არის?
-ძინავს, დღეს ვერ იყო კარგად.
-რატომ?
-წნევა ჰქონდა, წამალი დალია და ცოტა ხნის წინ წამოწვა.
-ხომ ყველაფერი რიგზე აქვს?
-კი არ ინერვიულო, არ იცი მამაშენს თავისი თავი როგორ უყვარს? თითქმის ყოველ თვე ექიმთან დადის. გუშინ ირაკლისთან ერთად გამოთვრა, დღეს ცუდად არის. რომ დაბერდა კი ვერ ხვდება.
-კარგი რა. - თავი გაქნია სიცილით.
-მოგწონს? - გვერდზე მჯდომმა აბრჭყვიალებული თვალები შეანათა ნიკოლოზს, მენაბდემაც უცებ გადახედა ქალიშვილს.
-ძალიან მა. - თითებზე აკოცა, თან ეთოს თვალი ჩაუკრა.
-ხვალ სკოლაში წამიყვან?
-წაგიყვან. - წამსვე მოხვია მუცელზე ხელი და კალთაში ჩაისვა. - რა ხდება სკოლაში?
-რავი არაფერი. - მხრები აიჩეჩა, მერე კი მხარზე ჩამოადო თავი მამას.
-ადექი ბებო, ჭამოს წესიერად. დიდი გოგო ხარ უკვე.
-დაანებე თავი დედა, არ მიშლის ხელს, რომ მიშლიდეს არ ჩავისვამდი. - ყბის ძვალზე აკოცა შვილს, შემდეგ ისევ დააგემოვნა სოფის მომზადებული საჭმელი და ნეტარი ხმებიც ამოუშვა. - რა გემრიელია მა, სახლშიც გავაკეთოთ მერე.
-კარგი.
-შენ არ გშია პატარა?
-ვჭამე მე.
-დარჩებით დღეს? - მომღიმარმა შეათვალიერა მამა-შვილი. გული უთბებოდა მათი ყურებისას, მოსწონდა დამოკიდებულება რომელიც ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ.
-დავრჩეთ რა. - თავი წამოსწია მამის მხრიდან და ნიკოლოზს თვალებში ჩახედა.
-კარგი. მიდი მაშინ გაიქეცი, საღამურები ჩაიცვი და მოვალ მეც მალე. - ლოყაზე აკოცა, ბავშვს, იმანაც იგივე გაიმეორა და საძინებლისკენ წავიდა.
-რა ხდება დედი რუსასთან. - როგორც კი ბავშვი ოთახში დაიგულა ნიკოლოზისკენ გადაიხარა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-რა უნდა ხდებოდეს დედა?
-ნახულობ?
-ორჯერ ვნახე სოფის წასაყვანად რომ მოვიდა და საერთოდ რაში გაინტერესებს ჩემი და ჩემი ყოფილი ცოლის ურთიერთობა.
-რა გაყვირებს?
-იცი რომ არ მევასება ჩემს ურთიერთობებზე ჭორაობა და მაინც შენსას აწვები.
-საერთოდ არაფერს გკითხავ. - ხელი აიქნია, სათვალე გაისწორა და წიგნი ჩანიშნულ გვერდზე გადაშალა.
-მადლობა, წავედი მე. - თავისი თეფში ნიჟარაში ჩადო, ეთოს ლოყაზე აკოცა და საძინებლისკენ წავიდა. - აბა მამას გოგო… რაზე ვსაუბრობდით? - ტაში შემოჰკრა ოთახში შესულმა, კარი მიკეტა, ტანსაცმელი გაიხადა და სოფის გვერდზე მიუწვა.
-სკოლაზე?
-ჰო, რას ვამბობდით? - მკლავი კისრის ქვეშ ამოუდო, მეორე ხელით საბანი ზურგზე გაუსწორა, შემდეგ თმაზე მიეფერა.
-მამა. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა, თან თვალებში ჩახედა.
-რა გაინტერესებს?
-მე ხომ გოგო ვარ.
-მერე?
-შემიძლია ის გამოვიდე რაც მინდა?
-რა გინდა რომ გამოხვიდე? - შუბლიდან თმას უკან უწევდა, ეფერებოდა და მთლიან სახეს უთვალიერებდა.
-არქიტექტორი. მინდა ბევრი სახლი ავაშენო, დიდი ფანჯრებით, ჩვენს სახლს რომ აქვს ისეთი.
-შენ რაც გინდა ის უნდა გამოხვიდე მა, რა მნიშვნელობა აქვს გოგო ხარ თუ ბიჭი?
-ანას დედამისმა უთხრა რომ ან ექთანი უნდა გამოვიდეს, ან კბილის ექიმი, იმიტომ რომ გოგოა. მე არ მომწონს არცერთი.
-ანას უთხარი რომ ეგრე არ არის, ძალიან კარგია რომ გოგოა, ყველაფერი უნდა გააკეთოს თავის მიზნებისთვის და უნდა გახდეს ის რაც თვითონ უნდა რომ იყოს. - გაეღიმა შვილის გაბრწყინებულ თვალებზე. საერთოდ არ ეგონა კიდევ თუ იყო მსგავსი აზროვნება ქალაქში. არასდროს გაუგია ოჯახში მსგავსი რამ და არც თავის დისთვის შეუზღუდავთ რამე. - იცოდე რომ ყველაზე ძლიერი უნდა იყო. არასდროს არავის დაუხარო თავი, მითუმეტეს კაცს. ყოველთვის თავ აწეულმა უნდა იარო და უნდა იამაყო იმით რომ ქალი ხარ. ყველაზე ლამაზი ქმნილება დედამიწაზე. ადამიანი ხარ და ყველანაირი უფლება გაქვს იმოქმედო შენი სურვილებისამებრ. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის დაგეხმარები რაშიც დახმარება დაგჭირდება. კიდევ ცოტა რომ გაიზრდები ამაზე მერე ვილაპრაკოთ. ახლა დავიძინოთ, მეც დავიღალე, თან ხვალ ადრე უნდა ავდგეთ.
-მიყვარხარ. ყველაზე კარგი ხარ.
-მეც მიყვარხარ ჩემო პატარა. - ცხვირის წვერზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ წელზე მოხვია ხელი და თვალები დახუჭა.
რამდენიმე წუთში ჩაეძინა სოფის, მალე გვერდიც იცვალა და საწოლზე გაიშალა. ნიკოლოზიც განთავისუფლდა. უფრო კომფორტულად მოთავსდა და თვალები ერთ ადგილს გაუშტერა. ანაზე წიკლაური გაახსენდა, მისი ნაღვლიანი თვალები, რომელიც არ მოქმედებდა მენაბდეზე, მაგრამ შენარჩუნებული ადამიანობის გამო მის მდგომარეობაში შესვლას ცდილობდა. არეული იყო. თითქოს არც ადარდებდა, არც ახსენდებოდა და არც მასთან ყოფნის სურვილი უჩნდებოდა დაცარიელებულს, მაგრამ მასთან ყოფნა მოსწონდა. მოსწონდა საუბარი, მისგან წამოსული სითბო, მისი ბრჭყვიალა თვალები რომლითაც ხვდებოდა რომ ქალს მოსწონდა, იზიდავდა და სურვილებს უჩენდა. მისი რეაქციები მოსწონდა ყველა მოქმედების დროს. ის გრძნობაც მოსწონდა რაც მისი სიახლოვისას უჩნდებოდა, გრძნობა რომელიც მივიწყებული ჰქონდა და ახლა თავიდან ახსენებდა თავს. უბრალოდ მასთან ურთიერთობა უნდოდა, უბრალო თავისუფალი ურთიერთობა ყველანაირი ჩარჩოების გარეშე.
***
-როგორ ხარ? - სიგარეტს ეწეოდა, თან ქალს აკვირდებოდა რომელიც შვილის ფერებაში იყო გართული. .
-კარგად, შენ? - ცოტახანს უყურებდა, ეგონა რამე მაინც შეიცვლებოდა მის სახეზე, რაიმე, ჩვეულებრივი გრძნიბა მაინც დაეტყობოდა, მაგრამ ისევ ისეთი იყო ნიკოლოზი. ისევ ისეთი უემოციო, ჩამქვრალი კაცი.
-რა იყო? - ჩაიცინა მენაბდემ და მასზე მიშტერებული ქალიც გამოიყვანა ფიქრებიდან.
-მგონი კარგიც არის რომ გაგშორდი.
-შენ გამშორდი. - ჩაიღიმა, თან თავი დაუქნია. - კი, კარგია.
-წავედით ჩვენ.
-მოდი მა. - ხელები გაშალა და სოფიც უცებ მოეხვია. - ზეგ გნახავ. - თავზე აკოცა, შემდეგ რუსას ადევნებულს დააკვირდა მანქანაში წინ რომ მოთავსდა და ღვედი შეიკრა, თან რაღაცას გახარებული ეკითხებოდა რუსას. სწრაფად მოთავსდა მანქანაში, ადგილიდან დაძრა და გიგას გამოგზავნილი მისამართისკენ წავიდა. მალე გააჩერა მანქანა ერთ-ერთი კაფის წინ. ყიფშიძის მანქანაც დაინახა, სწრაფად გადავიდა და კაფისკენ დაიძრა. კუთხეში მაგიდასთან მჯდომიც მოხვდა თვალში, ნამცხვარს გემრიელად მიირთმევდა, თან ტელეფონში რაღაცას უყურებდა. როგორც კი ნიკოლოზის მიახლოვება იგრძნო წამსვე ახედა.
-სად ხარ აქამდე შე ჩემა? - ფეხზე წამომდგარი როგორც სჩვეოდა ისე მოეხვია, მერე კი თავის ადგილს დაუბრუნდა და მიმტანს ხელით ანიშნა მისულიყო.
-სოფი მივიყვანე რუსასთან… მშია იცი?
-ანგარიში თუ შეიძლება. - ყურებამდე გაუღიმა გოგოს, ისიც უკან გაბრუნდა. - რა ვჭამოთ.
-აქ რატომ მომიყვანე? - სახეზე ჩამოისვა ხელები.
-ჩემი მანქანა გაფუჭდა. - მხრები აიჩეჩა და მენაბდის სახეზე ჩაიცინა. - დავრეკე, მოვლენ, წაიყვანენ და გააკეთებენ, მაგრამ მარტო ხომ არ ვიჯდებოდი აქ? - ფული გადაიხად ფეხზე წამოდგა და ნიკოლოზთან ერთად გავიდა კაფდან. - რა ვჭამოთ?
-ნებისმიერი რამ რაც გინდა, ოღონდ რაღაც სი.ული სალათები არ მაჭამო ძმურად, კუჭი ცუდად მაქვს უკვე.
-ბიჭო… ხინკალი არ გინდა?
-აქ სად გინახო კარგი ხინკალი? - თვალები აატრიალა მენაბდემ, თან საჭეს მიუჯდა.
-ვიცი მე.
-ოღონდ სადმე ისეთ ადგილას სადაც მარტო ვიქნებით რა, მაგრად მიტყდება ხალხმრავლობაში ხინკლის ჭამა, წვენი რომ ჩამოგდის მკლავებზე, ტეხავს.
-შენ თუ ჭამა არ იცი ხალხის რა ბრალია.
-თან რაღაც უნდა გითხრა. - გიგას ნათქვამი დააიგნორა და გზას გახედა. მალე მივდნენ ერთ-ერთ რესტორანში, განცაკლევებით დასხდნენ და ხინკალიც შეუკვეთეს ლუდთან ერთად.
-აუ რა გემრიელად შევჭამ შენ აზრზე არ ხარ. - მუცელზე მოისვა ხელი ყიფშიძემ და კიდევ ერთხელ გაიხედა მიმტანის შესამოწმებლად. რამდენჯერაც გამოჩნდებოდნენ ხინკლით ხელში იმდენჯერ თავისი ეგონა და ნერწყვებს ყლაპავდა. ნიკოლოზი კი მის ქცევაზე იცინოდა. ბოლოს როგორც იქნა მოიტანეს და მაშინვე ჭამას შეუდგნენ. ჭამის დროს ნეტარ ხმებს უშვებდა, თან საუბრობდა. - აღარ ჩადის და კიდე მინდა. - ლუდი მოსვა და კათხა მაგიდაზე ხმაურით დადგა. - გისმენ.
-ახალ წელს, შენთან რომ ვიყავი ერთი ქალი გავიცანი.
-ვინ? - გაკვირვებულს თვალები ოდნავ გაუფართოვდა. სულ ჰყავდა ნიკოლოზს ვიღაც მას შემდეგ რაც რუსასგან წამოვიდა, მაგრამ ასე არასდროს ულაპარაკია არცერთ ქალზე.
-ნუ აჭყიტავ თვალებს, არაფერი სერიოზული. უბრალოდ საყვარელია, განსხვავებული, მასთან რომ ვარ ვხალისობ. სულ იბნევა, მაგ დროს ისეთი საყვარელია თავს ვერ ვიკავებ და მეცინება.
-ნიკო.
-დამაცადე… სულ რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ ისეთია ვერ ვეკარები. ნუ შემიძლია, მაგრამ დიდად არ მინდა. ასეთი ურთიერთობაც მომსწონს. თან იმასაც ეშინია მგონი.
-რამდენი წლისაა? - დაეჭვებულმა ჰკითხა ყიფშიძემ, ცოტა დააბნია კიდეც ძმაკაცის მსგავსმა საუბარმა.
-28. - ქვედა ტუჩზე იკბინა და ძმაკაცის თვალებში ამოკითხულ კითხვაზე პასუხის ნიშნად თავი დაუქნია. - ჰო, ქალიშვილია.
-დაგერხა ძმაო… 28 წლის ქალი, თან… აუ რა ტვინის ბურღვაა ტო. შენს ადგილას შევეშვებოდი.
-პირიქით, უფრი საინტერესოა ჩემთვის.
-კაი დალშე?
-ტყუპი ჰყავს, მაგრამ არ იცის.
-ვათ? - წარბ აწეულმა ჰკითხა, ნიკოლოზმა კი თვალები აატრიალა.
-არ იცის რა. მე აღმოვაჩინე. გახსოვს ის ბავშვი ნიუ იორკში? ქართველი, მანქანა რომ გაუფუჭდა.
-არა.
-ათი წლის წინ შე ჩემა, სოფის დაბადების დღისთვის რომ მოვფრინავდით.
-ჰო, რა ერქვა? ლიკა თუ რაღაც.
-ლიზა.
-ჰო მერე?
-მაგის ტყუპია. - თავზე გადაისვა ხელი, თან პირ დაღებულ გიგას თვალი გაუსწორა. ყველაფერი მოუყვა განვლილ თვეზე, ყიფშიძეც ყურადღებით უსმენდა და გამომეტყველებებს ყოველ წუთში ცვლიდა.
-ამის დედაც. - თავი მოიქექა გიგამ, თან ხინკალს დააკვირდა. ცოტა დრო სჭირდებოდა ყველაფრის გასააზრებლად. - და ახლა რა უნდა ქნა?
-აზრზე არ ვარ… მეზარება ოჯახის დრამაში ჩართვა, ჩემიც მყოფნის, მაგრამ რომ არ ვუთხრა ტეხავს, სადმე მაინც შეხვდება როდისმე. თან მაგის მშობლებს გონიათ რომ მკვდარია. ალაბთ დაბადებისას ორნი რომ იყვნენ ერთი გაყიდეს.
-აუ რა ცოდოები არიან ტო. - ლუდი მოსვა, შემდეგ სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-თან ლამაზი ცისფერი თვალები აქვს, წყლიანი. ეგეთი არასდროს მინახავს.
-შენც დაგერხა ძმაო.
-უბრალოდ მომწონს როგორც ქალი, არ შეიძლება? - წარბები ასწია გიგას სიცილზე. - თან რაღაცნაირად სიცარიელეს მივსებს.
-შენ და შენი სიცარიელე… ერთი გამაგებინა რა ხდება შენ თავში რა.
-მაგის გაგება მეც მინდა. - მობეზრებულმა ჩაილაპარაკა, მერე კი კიდევ ერთ ხინკალს მოკიდა ხელი.
გვიანობამდე იყვნენ ერთად, ბილოს ქალბატონმა კატომ დარეკა, ბავშვს სიცხე ჰქონდა და გიგაც იძულებული გახდა ნიკოლოზი დაეტოვებინა. ქუჩას ნელა მიუყვებოდა, სიგარეტს ეწეოდა, თან ძირს იყურებოდა. ბოლოს მანქანასთან დაბრუნდა, სწრაფად მოსწყვიტა ადგილს და ნაცნობი ადგილისკენ წავიდა. შენობის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა მანქანა, გზაზე გადაირბინა და მალევე ბარის კარი შეაღო. უკვე მოგროვილიყო ხალხი, უკვე ისმოდა საცეკვაო სიმღერა, ირაკლიც შეამჩნია, ჭიქის წმენდაში გართული წინ მჯდომს ესაუბრებოდა, თან იცინოდა. პარასკევი იყო, უამრავი ხალხი ირეოდა და ვერ ხედავდა ბართან მჯდომ სხეულს. ძლივს მიაღწია იქამდე, ბართან ჩამოჯდა და ირაკლის მომღიმარმა ახედა.
-ვაა ეს ვინ მოსულა… შენ ამ გოგოს დასდევ კუდში თუ ცალკე რატომ არ მოდიხარ? - გვერდზე მჯომი ქალისკენ ანიშნა და ნიკოლოზმაც წამსვე მიაბრუნა თავი. ანას დანახვაზე გაეღიმა, ირაკლის მომზადებულ კოქტეილს წრუპავდა, მერე ნიკოლოზსაც ამოხედა.
-არა ირა, აშკარად ფეხებს მოვყავარ თავისით. - ჩაიღიმა, მთლიანად შეათვალიერა მოკლე კაბაში გამოწყობილი ქალი, შემდეგ თვალებში ჩახედა.
-რას დალევ?
-აი იმას, დაბლა რომ მალავ.
-ერთი ჭიქა იცოდე. - თვალებ მოწუტულმა დაუქნია საჩვენებელი თითი.
-კარგი. - გაიცინა, შემდეგ მთლიანი ტანით ანასკენ შებრუნდა. ფეხი ფეხზე გადაედო წიკლაურს, ოდნავ მკერდიც მოეღერა და მომღიმარი უყურებდა კაცს, რომელიც მთლიან სხეულზე დაატარებდა თვალებს. - როგორ ხარ?
-კარგად. - უემოციოდ გასცა პასუხი, მაგრამ ნიკოლოზის სხეულს არც თვითონ აშორებდა თვალს. გაეღიმა მენაბდეს, ირაკლის დადებული ჭიქა სწრაფად მოიქცია თითებში და უცებ დალია, შემდეგ ფეხზე წამოდგა, მტევანზე მოკიდა ხელი ანას, ფეხზე წამოაყენა, ხალხს შეერია, ქალს წელზე მოხვია ხელები და ტანი ააყოლა შენობაში გავრცელებულ წყნარ მელოდიას. ისევ ცეკვავდნენ ახალი წლის მერე, ისევ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და უბრალოდ სხეულებს ამოძრავებდნენ. უხასიათოდ იყო ანა, ეტყობოდა კიდეც სახეზე. ის ცისფერი თვალები ისე არ უნათოდა როგორც სჩვეოდა, თითქოს ჩამქრალი იყო და ანთებას ელოდებოდა. უნდოდა ხასიათზე მოეყანა მენაბდეს, გაემხიარულებინა ათასი სასაცილო სიტყვით, მაგრამ შინაგანად არ შეეძლო. თითქოს სიტყვის თქმაც ეზარებოდა, მოსწონდა როცა ანა ლაპარაკობდა, მაგრამ თვითონ ბევრი საუბარი არ სურდა.
-რამე მოხდა? - ყურთან ჩასჩურჩულა, თან იქვე აკოცა.
-არა. - თვალები მიენაბა, ტუჩები მხარზე ჩამოადო, კისერზე მჭიდროდ მოხვია მკლავები და კაცის სურნელი შეისუნთქა. სიმაოვნებდა მისი სიახლოვე, მთელი არსებით იზიდავდა მენაბდე, თავისი სიცარიელით, იდუმალებით რადგან თავის თავზე არასდროს არაფერს ყვებოდა და მხოლოდ ანას უსმენდა. ნამდვილად კარგი მსმენელი იყო. მოულოდნელად აკოცა ყელში, შემდეგ ნიკაპზე მიაკრო ტუჩები, ბოლოს თავი წამოსწია და ვნებისგან ამღვრეული თვალებით იმ ნაცფრისფერებში ჩახედა, თავიდანვე რომ მიიზიდა. უნდოდა ყველა ემოციისგან დაცლილიყო, გონება გაეთიჩა და ყველა პრობლემა ზურგს უკან მოეტოვებინა რამდენიმე საათით მაინც.
-წავიდეთ. - ყველაფერი ამოიკითხა ანას თვალებში მენაბდემ. ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა, შემდეგ კი ხელი ჩაკიდა და ბარი დატოვა. ანასთან ერთად გადაკვეთა გზა, მანქანის კარები გაუღო წიკლაურს, თვითონ თავის ადგილზე მოთავსდა და მანქანაც ადგილიდან დაძრა. ხმას არცერთი იღებდა. ანას სავარძლის საზურგეზე მიედო თავი, თვალები დაეხუჭა, თან მანქანაში დაბალ ხმაზე გაჟღერებულ სიმღერას უსმენდა. ნიკოლოზი უბრალოდ იღიმოდა, ხანდახან გააპარებდა თვალს ქალისკენ, მერე კი ისევ გზას შეხედავდა, თან თითებს საჭეზე ათამაშებდა. - ანა. - როგორც კი მანქანა გააჩერა თვალ დახუჭულს გადახედა, ეგონა უკვე ეძინა და კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი სახელი.
-გავიგე ნიკოლოზ. - ჩაიცინა, მანქანიდან გადავიდა და პირდაპირ ლიფტისკენ დაიძრა. შიგნით შესულმა ღილაკს თითი მიაჭირა, თან მოპირდაპირედ მდგომი სხეული ვნებიანი თვალებით შეათვალიერა. - სულ რატომ იღიმი. - ერთ ნაბიჯში აესვეტა წინ მენაბდეს, ხელები პალტოს შიგნიდან მხრებზე დააწყო, იქიდან კი მეკრდის გავლით მუცელზე ჩამოვიდა, სვიტერის ქვეშ შეუცურა და ნავარჯიშებ სხეულზე აატარა, მერე წელზე გადავიდა.
-შენს საქციელზე მეღიმება. - ხელი მოაშორებინა წელიდან, ლიფტიდან პირველი ანა გაატარა, თვითონ კი უკან გაჰყვა. უყურებდა როგორ მიარხევდა უკანალს და ისევ იღიმოდა. ბინის კარი როგორც კი შეაღო პალტო იქვე დაკიდა, ანას კი უკვე მოესწრო გახდა, ფეხსაცმელიც იქვე მიეყარა და ერთ ადგილზე მდგომი მენაბდის ნაბიჯს ელოდა.
-მე ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც მინდა და ვიქცები ისე როგორც მინდა. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის. მიზიდავ, თან ძალიან. ასე არც ერთ კაცს მივუზიდივარ და ახლა ყველაზე მეტად რაც მინდა შენთან ყოფნაა. არ აქვს მნიშვნელობა რას იფიქრებ, ისედაც ყველაფერს შესანიშნავად ხვდები და ისიც იცი რომ ძალიან მომწონხარ. არ მაინტერესებს რა იქნება ხვალ, ზეგ ან მაზეგ, უბრალოდ გაიხადე ეგ წყეული სვიტერი ასე ძალიან რომ გიხდება და მოიშორე ეგ კმაყოფილი ღიმილი.
-რაღაცას არ მეუბნები, მაგრამ მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. - სწრაფად მიუახლოვდა, სვიტერი სხეულიდან მოიშორა და წამებში წელზე შემოსმულ ქალთან ერთად თავის საძინებელში შევიდა. საწოლზე მის ზევიდან მოქცეულმა ხელი მოკეცილ მუხლზე აატარა, მოკლე კაბის ბოლოებიც აიყოლა და მალე საცვლის ამარა დატოვა. ნელა დაატარებდა ხელებს თვალებთან ერთად ქალის სხეულზე, ყველა წერტილს აკვირდებოდა, ყველა მის მოქმედებას აქცევდა ყურადღებას და სასწაულოდ სიამვნებდა ის თუ რამხელა გავლეანას ახდენდა ქალზე. ტუჩები შიშველ მკერდზე მიაკრო, იქვე უკბინა, შემდეგ მუცლისკენ ჩაუყვა კოცნით და თვალებ მინაბულ ქალს ქვევიდან ახედა.
-ნიკოლოზ! - თმებში შეუცურა ხელი, სახე თავისთან ახლოს მიატანინა კაცს და ის იყო უნდა ეკოცნა ფეხებს შორის თითები რომ იგრძნო და სხეულში ტალღამ დაუარა. - ვერ გიტან. - ქვედა ტუჩზე გამოსდო კბილები, სხეულზე უფრო მეტად აეკრო მენაბდეც კოცნაში აიყოლა. ხელის ერთი მოძრაობით შემოახია საცვალი და ანასაც ტკივილისგან კვნესა წასკდა. მთლიანი სხეული უხურდა ისე უნდოდა კაცის მთლიანად შეგრძნება, ის კი არ ჩქარობდა, ერთობოდა მისი რეაქციებით და ნელ-ნელა უფრო უმძაფრებდა სურვილს წიკლაურს. ისე გააბრუა სულ გამოეთიშა სამყაროს ანა, მხოლოდ მის სასიამვნო კოცნებს და ხელებს გრძნობდა სხეულზე. გაუაზრებლად, უმისამართოდ დაატარებდა თითებს კაცის სხეულზე და ნიკოლოზსაც მოთმინების უნარს უკარგავდა. პირველი ბიძგისგან გაუაზრებლად მოსწყდა ბგერები ანას პირს, მაგრამ ნიკოლოზმა დანარჩენი კოცნით ჩაუხშო…
თითქმის მთელი ღამე გაათენეს ვნების ქარიშხალში გახვეულებმა. ნიკოლოზს მისი ყველა მოქმედება აოცებდა, ეცინებოდა ქალის ჩაუხშობელ ვნებაზე და წიკლაურსაც აცინებდა.
ბოლოს ყველანაირად ძალა გამოცლილი მიესვენა კაცის მკერდს, თვალები დახუჭა და დაღლილს წამებში ჩაეძინა. არც ნიკოლოზი იყო ნაკლებ სიტუაციაში, დიდი ხნის შემდეგ პირველად გრძნობდა ენერგიის გამოცლას და ამ ღამით ნასიამოვნები თვითონაც მალე გაითიშა.
***
-ჯანდაბა ყველა კუნთი მტკივა. - დილით ქალის ბურტყუნმა გამოაღვიძა, უკვე რამდენიმე წუთი იყო მის მოძრაობას გრძნობდა, მაგრამ ძილს ვერაფრით ტოვებდა. ბოლოს თვალებიც გაახილა, თეთრ მაისურში გამოწყობილი ქალის სხეული ბუნდოვნად გაარჩია, დაინახა როგორ დაიძრა კარისკენ ნელი მოძრაობით და წამსვე ღიმილი აეკრა სახეზე. თვალები დახუჭა, შემდეგ ისევ გაახილა და გვერდიც იცვალა. საწოლზე დადებულ ანას ტელეფონს მოკიდა ხელი, ეკრანი გაანათა და საათს შეხედა. თერთმეტს უჩვენებდა. ისევ უკან დააბრუნა ტელელფონი, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და საწოლზე წამოჯდა. ცოტა ხანს ხელებში ჰქონდა სახე ჩარგული, წინა ღამის კადრები უტრიალებდა გონებაში და ინსტიქტურად ეღიმებოდა. საცვალი ამოიცვა, ფეხზე წამომდგარმა თვითონ გამოცვალა ზეწარი, შემდეგ საპირფარეშოში შევიდა, მოწესრიგდა და უკან გასულს ანა ისევ საძინებელში რომ არ დახვდა სამზარეულოსკენ წავიდა. დაინახა კიდეც, სამზარეულოს ზედაპის დაყრნობილს ფეხის გული მეორე ფეხზე მიედო, თან ყავის აპარატს მიშტერებოდა.
-მეც მიკეთებ? - ნელა მიუახლობდა, კისერზე აკოცა, მერე კი მაგიდაზე ნახევრად ჩამოჯდა.
-ჰო. - მომღიმარმა წამით გახედა, შემდეგ აპარატი გამორთო, ყავით სავსე ჭიქის ყურს თითები მოხვია და ნიკოლოზს გაუწოდა. - როგორი კმაყოფილი ღიმილი გაქვს აკრული ბატონო ნიკოლოზ, დიდი ხნის დაუკმაყოფილებელ კაცს გავხართ რომელიც ძლივს დაკმაყოფილდა.
-შეიძლება ასეც არის. - ყავა მაგიდაზე დადო, წელზე მოხვია ხელი ქალს და თავის ფეხებს შორის მოიქცია. ხელი უკანალზე აატარა, მისი სიშიშვლე რომ იგრძნო გაეღიმა, ქვედა ტუჩზე იკბინა და თითები მოუჭირა.
-ნუ იღიმი, გუშინ ნაფლეთებად აქციე ჩემი საყვარელი საცვალი და რა ჩამეცვა? - მხრებიდან მკლვებზე გადაატარა წვრილ თითები, შემდეგ ისევ ზევით აუყვა და მკერდიდან საცვლამდე ჩამოატარა, მერე კი ორ ზოლზე გადაუსვა საჩვენებელი თითები.
-რამხელა საიდუმლოს მალავდი პატარა, აქამდე როგორ გაძელი?
-მოკეტე, არავის მიმართ მქონია იმხელა სურვილი და ვნება რომ ფეხები გამეშალა.
-ლევანი?
-არც მაგის მიმართ. ლევანი მიყვარდა, შენ მომწონხარ და ნუ ადარებ შენს თავს.
-იქნებ მეც შეგიყვარდე.
-არა. - ხელები მოაშორა, უკან დაიხია და მის მოპირდაპირედ კარადას მიეყრდნო.
-ასე კატეგორიულად რატო?
-შენ სიყვარული არ შეგიძლია. მე კი ასეთ კაცს ვერ შევიყვარებ.
-მე შეიძლება ახლა არ შემიძლია, მაგრამ შენ შეგიძლია. - უცებ შემოსვა მარმარილოს ზედაპირზე, ფეხები გააშლევინა და თვალებ ანთებულმა მაისური მოაშორა.
-ნიკოლოზ.
-კუნთების ტკივილის დასაამებლად ისევ ვარჯიშია საჭირო, არ იცი?
-ჯანდაბა. - სიცილით თქვა, თან თავი უკან გადააგდო.
***
მაღალ ქუსლებზე შემომდგარი ქუჩას კაკუნით კვეთდა, ჩქარა მიდიოდა, თან სახეს შარფის ქვეშ მალავდა. სადარბაზოში შესული გაღებული ლიფტის კარში შეხტა დახურვამდე და მოულოდნელად მკლავზე მოკიდებული ხელი რომ არა წაიქცეოდა.
-მადლობა. - როგორც კი გასწორდა მაშინვე თქვა, შემდეგ ქვევიდან ახედა კაცს და მისი დანახვისას ცოტა დაიბნა.
-არაფრის. - გაეღიმა სისაურს, უცებ მოხვია წელზე ხელი და ლოყაზე აკოცა. - გამარჯობა.
-ლევან… - გვერდზე გაიწია და თმა უკან გადაიწია ნერვიულად.
-შენც საბასთან მიდიხარ? - ისევ ანას უყურებდა, თვალს არ აშორებდა და მის ლამაზ სხეულზე დაატარებდა მწვანეებს.
-სხვაგან სად უნდა წავიდე? - მომღიმარმა ახედა ქვევიდან, ცოტახანს უყურა, რომ შეამჩნია ლევანი ტუჩებზე უყურებდა თავი დახარა და აწკრიალებული ტელეფონი პატარა ჩანთიდან ამოიღო. - გისმენ დე?.. მარიამთან ავდივარ ახლა, რამე მოხდა? - დედამისის ზარი ასე არასდროს გახარებია, იმ უხერხულობას ფანტავდა რომელიც ლიფტში ლევანისთან შექმნილიყო. - ვინ კაცთან ერთად დედა დღეს მოლში საერთიდ არ ვყოფილვარ… - თვალები აატრიალა, თან ლევანისკენ გააპარა თვალი. - კარგი, ჰო გამომიჭირე, სხვა დროს გაგაცნობ, ვთიშავ. - ტელეფონი ჩანთაში დააბრუნა და წარბშეკრული ლიფტის კედელზე მიმაგრებულ ღილაკებს მიაშტერდა.
-დაჟე მოლშიც დადიხარ შენს კაცთან ერთად?
-მოკეტე ლევან, შენი საქმე არაა. - გვერდი აუარა ისე რომ არ შეხებოდა, ლიფტიდან გავიდა და კარზე დააკაკუნა. კარში გამოჩენილმა მარიამმა ორივე ერთად რომ დაინახა ცოტა გაუკვირდა, ანამ სწრაფად გადაკოცნა და შიგნით შევიდა. - მე მალე უნდა წავიდე.
-ჯერ არ მოსულხარ. - თვალები აატრიალა მარიამმა, თან უკან გაჰყვა დაქალს.
-სად დადიხარ ამ ბოლო დროს ანა? - ხელები მოხვია იქვე მდგომმა საბამ, თან საფეთქელზე აკოცა.
-სახლის შენება დაამთავრა ლუკამ, ახლა მე ვაკეთებ შიგნიდან და ერთი კვირაა არავინ მინახავს. სახლში რომ შევდივარ დედაჩემსაც ვერ ვნახულობ წესიერად. - უცებ მოშორდა საბას და იქვე სავარძელში მძიმედ ჩაჯდა.
-საჩქაროა?
-ჰო, თვის ბოლოს მზად უნდა იყოს, წყვილი საქორწინო მოგზაურებიდან ბრუნდება. - სახეზე ჩამოისვა ხელები, შემდეგ მოპირდაპირედ მჯდომ ლევანის შეხედა.
-რამდენი ხანია არსად წაგიყვანივარ. - წუწუნით ჩაუჯდა კალთაში ქმარს მარიამი და ხელები კისერზე მოხვია.
-სად წავიდეთ მოთხარი.
-ვენეციაში. - თმებში შეცურებული თითებით თავი უკან გადააწევინა, ლოყაზე აკოცა, მერე ტუჩებზე.
-წავიდეთ.
-წავალთ ჩვენ ბარემ. - ჩახველებით თქვა ანამ, თან ეცინებოდა მათ ქცევებზე.
-ძლივს დაგინახეთ წესიერად, სად უნდა წახვიდე.
-ბავშვები სად არიან?
-ჩემმა უსაყვარლესმა დედამთილმა წაიყვანა ბორჯომში, ასე რომ მე და ჩემი ქმარი ვისვენებთ ყველანაირად. - კიდევ ერთხელ აკოცა საბას, შემდეგ ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ დაიძრა. ზუსტად მაშინ ამღერდა ისევ ანას ტელეფონი, მობეზრებულმა ამოიღო, გადაღლილი იყო და არავისთან საუბარი არ სურდა, მაგრამ როგორც კი ნიკოლოზის ნომერი დაინახა ეკრანზე წამსვე თვალები გაუბრწყინდა, სწრაფად უპასუხა, თან ოთახიდან გასასვლელად ფეხზე წამოდგა.
-როგორ ხარ? - ისეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა ტანში ჟრუანტელმა დაუარა ქალს, მთელი სხეული გაუთბა და თვალებიც მიენაბა.
-კარგად შენ?
-ცოტა დაღლილი, მაგრამ შენს საუბარს მოვუსმენდი. - კაცის ხმამაღალი ამოსუნთქვა გაიგო და თვითონაც კედელს მიეყრდნო.
-ჩემს მეგობართან ვარ.
-კიდევ ვინ არის მანდ?
-ვინ გაინტერესებს? - ჩაიცინა, თან იქვე მდგომ წარბ აწეულ მარიამს გაუღიმა.
-ნუ მეთამაშები.
-არ მცალია ახლა ნიკოლოზ, მერე დაგირეკავ.
-ანა…
-დაგირეკავ. - ისევ გაუმეორა და ტელეფონი გაუთიშა. ტუჩს ჩაფრენილმა კეფა კედელს მიადო, შემდეგ მარიამს გადახედა. - დეგენერატია, მე რომ ვურეკავდი რამდენიმე დღის წინ არ მიპსუხა, მადლობა თქვას ახლა რომ ვუპასუხე.
-რა ხდება ანა? - წარბ აწეულმა გააყოლა თვალი დაქალს.
-სხვა დროს მოგიყვები. - ლევანიზე ანიშნა თვალით, მარიამმაც ხელი დაავლო და სამზარეულოში გაყვანილს ყველაფერი მოაყოლა. გაოცებული უსმენდა ქალი, ასეთ ანას პირველად ხედავდა. ადრეც სულ უყვებოდა ლევანიზე, მაგრამ ასეთი არეული თვალებით, აწითლებული ლოყებით და მოყოლის დროს სახის დამალვით არასდროს უსაუბრია. ვერ ხვდებოდა რა იყო იმ კაცში ისეთი რამაც ანა ასე გადარია, საერთოდ არც ჰყავდა ნანახი წიკლაურის ჯიუტობის გამო და ის ფაქტი რომ უნახავი კაცი ანას ემოციების თავსხმას აყრიდა დიდად არ მოსწინდა. უხაროდა ის რომ ანა ემოციებით სავსე, გაღიმებული დააბიჯებდა, აღარც ლევანის ყოფნა ადარდებდა იქ, მაგრამ არ უნდოდა ისევ გული სტკენოდა.
-ანა.
-არაფერი მითხრა გთხოვ მარიამ. მომწონს მასთან ყოფნა, ახლაც ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. არ ვიცი რა მინდა მისგან, წარმოდგენა არ მაქვს რას ვაკეთებ ადამიანთან რომლისგანაც არაფერს მოველი. შეიძლება ზუსტად ამიტომაც ვარ, არ ვიცი. მაგრამ მასთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია ახლა. ხომ იცი რომ ყველაფერს ისევ და ისევ ჩემთვის ვაკეთებ, ნიკოლოზის გამოფხიზლება მინდა, მისი გონზე მოყვანა და რატომ ესეც არ ვიცი. უბრალოდ მინდა ვცადო და მერე ჩემი შედეგით ვიამაყო.
-უბრალოდ არ მინდა გული გეტკინოს.
-გული იმათგან გვტკივა ვინც გვიყვარს, მე კი ნიკოლოზი არ მიყვარს.
-ჯერ ანა. არ არსებობს კაცის გვერდზე იწვე, მასთან ერთად გაატარო დრო და გრძნობები არ გაგიჩნდეს.
-შეიძლება მინდა კიდეც რომ გამიჩნდეს. - თვალებში უყურებდა მარიამს, შემდეგ სამზარეულოდან გასასვლელისკენ გადაიტანა მზერა. დაინახა როგორ გამოძრავდა ჩრდილი და მიხვდა რომ ლევანი ყველაფერს ისმენდა.
-მე მინდა რომ ბედნიერი იყო და სულ იცინოდე.
-ისედაც ბედნიერი ვარ. - თბილად გაუღიმა მარიამს, ტელეფონი ამოიღო და ნიკოლოზთან გადარეკა. - მისამართს მოგწერ, მოდი და სადმე წავიდეთ… კარგი, ხუთ წუთში დაბლა ვიქნები.
-მოიყვანე აზრზე ეგ კაცი. - ანასკენ გადახრილმა მკლავები მოხვია კისერზე, ლოყაზე აკოცა, მერე კი მასთან ერთად გავიდა მისაღებში სადაც ლევანი და საბა საუბრობდნენ.
-მე უნდა წავიდე. - უცებ ჩაიცვა ქურთუკი, შარფიც მოიხვია და იქვე დადებული ჩანთაც აიღო.
-სად გარბიხარ? - წარბ შეკრულმა ახედა საბამ.
-ახალი თავსატეხი ავიკიდე, აზრზე თუ მოვიყვან და გამოვაფხიზლებ გაგაცნობთ.
-ანა… ვიღაც პატარა ბიჭებს ნუ…
-პატარა არ არის საბა, ზედმეტად დიდია მგონი. - საუბარი გააწყვეტინა, შემდეგ კი გასასვლელისკენ დაიძრა. - მივხედავ მე ჩემს თავს! მაგრამ რომ ზრუნავ მომწონს. - გასასვლელში მდგომ მომღიმარ მარიამს მოეხვია, აკოცა და ბინაც დატოვა. უკვე შენობიდან იყო გასული მკლავზე რომ ჩაეჭიდა ძლიერი თითები და თავისკენ შეატრიალა. - რა გინდა ლევან? - მაშინვე წარბები შეკრა წიკლაურმა და კაცის ტორის მოშორებას შეეცადა, მაგრამ სისაური ძლიერად უჭერდა, ეტყობოდა არაფრის დიდებით არ აპირებდა ხელის გაშვებას.
-ის რომ აზრზე მოხვიდე, შეეშვა იმ კაცს სანამ დრო გაქვს და…
-და რა? დაგიბრუნდე? დავუბრუნდეთ წარსულს და ვიყოთ ისევ ტკბილად და ბედნიერად? რა ჯანდაბა გინდა ლევან! - ხმადაბლა საუბრობდა, მაგრამ სიტყვებს გარკვევით ამბობდა, თან ლევანს თვალებით ბურღავდა.
-ხო მინდა.
-ნუ მაცინებ… ჯერ სხვასთან წახვედი…
-მაშინ ერთად არ ვყოფილვართ…
-რადგან შენთან არ ვიწექი ეგ ერთად ყოფნას არ ნიშნავს? - წარბები ასწია გაკვირვებულმა. - ზუსტად მაგიტომ არ ვარ შენთან! ზუსტად შენი აზროვნების გამო! ეგ ჩემი უპატივცემულობაა, დამცირება და ფეხებზე დაკ.იდება! შენ არასდროს გიყვარდი ისე როგორც მე, ეგ ყველაფერი ბოლოს კარგად გამოავლინე. მითხარი კიდეც გახსოვს? მე ყველაფერი მახსოვს და შეიგნე რომ ჩვენი შერიგების არცერთი შანსი არ არსებობს.
-შენ გგონია ის არ გიღალატებს?
-თემას ნუ ცვლი. და ჰო, ნიკოლოზი არ მიღალატებს. განა ვერ, არ მიღალატებს, იმიტომ რომ სხვა არავინ უნდა ჩემს გარდა და ამაში შესანიშნავად დავრწმუნდი ერთი კვირის წინ.
-სრულიად უცხო კაცს ჩაუწექი საწოლში, მართლა შეცვლილხარ. - უკან დაიხია, ქალის მიმზიდველი სხეული შეათვალიერა და ცინიკურად ჩაიცინა, ანამ კი თვალები აატრიალა მისი საუბარით მობეზრებულმა.
-ხედავ? წლები გიცნობდი, მაგრამ ერთი თვის გაცნობილ კაცს მივეცი უფლება ჩემს სხეულს შეხებოდა, რომელიც სულ ოთხჯერ მყავს ნანახი.
-სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს პატარა.
-ნუ ერევი ჩემს ცხოვრებაში და თავი ჩემგან შორს დაიჭირე. მინდოდა ნორმალური ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა, მაგრამ არ შეირგე, ახლა კი თავი დამანებე. - მხარზე დაარტყა ხელის გული, შემდეგ შებრუნდა და იქვე გაჩერებულ ნაცნობ მანქანასაც მოჰკრა თვალი. ცოტა დაიბნა კიდეც, მაგრამ მაინც მყარი ნაბიჯებით მიუახლოვდა, წინა კარები პირდაპირ გამოაღო და ლევანისთვის აღარც შეუხედავს ისე ჩაჯდა მანქანაში. - წავიდეთ.
-ის არის შენი ლევანიკო? - ირონიული ღიმილით შესცქეროდა დაბურული შუშიდან ჯერ ისევ ერთ ადგილზე მდგომ კაცს და რას გრძნობდა ან რას ფიქრობდა თვითონაც ვერ ხვდებოდა.
-ჩემი? - წარბ აწეულმა გახედა ნიკოლოზ რომელმაც წამსვე გაუსწორა თვალი და მის შეკრულ წარბეზე გაეღიმა.
-მგონი დალაპარაკება სჭირდება ამ ტიპს, ყოველ ჯერზე მიბრაზებს ქალს. მე კი მომწონს უკონტროლო რომ ხდები, მაგრამ რა პონტია? - ყბებზე მოკიდა ხელი ანას და თავისკენ მიწეულს ტუჩებზე აკოცა.
-საკმარისი ველაპარაკე, წადი.
-საერთოდ რომ არ დააელაპარაკო ჯობია.
-ნიკოლოზ, ნერვებს მიშლი უკვე, დაგტოვებ შენც და შენით დაიკმაყოფილე ეგო.
-კარგი. - მანქანა დაძრა, მალე გადავიდა გზაზე და მოძრავ მანქანებს შეერია. ხმა აღარ ამოუღიათ. თვალს ხშირად აპარებდა ხოლმე ანასკენ, ხვდებოდა რომ რაღაც აწუხებდა, რაღაც რაც მოსვენებას არ აძლევდა და იცოდა ცოტა ხანში ყველაფერს მოუყვებოდა. მანქანა რომ გააჩერა სახლის წინ მერე მოვიდა გონს ანა. ერთ სართულიან სახლს შეხედა, შემდეგ ნიკოლოზს გადახედა, რომელსაც ღვედი მოეხსნა და მანქანიდან გადასვლას აპირებდა. ანაც უკან გაყვა, სახშლი მასთან ერთად შევიდა, არც შეუხედავს არაფრისთვის ისე დაეტაკა ნიკოლოზის ტუჩებს და წამსვე ჟრუანტელმა დაუარა მოსალოდნელი სიამოვნების წარმოდგენისას. უცებ მოაშორა სხეულიდან ქურთუკი, შემდეგ სვიტერის ქვეშ შემძვრალმა ისიც გადახა და შარვლის მოშორებაც თავის თავზე აიღო. საწოლზე დავარდნილმა მერე გააცნობიერა რომ უკვე საძინებელში იყო, ნიკოლოზი ზევიდან მოქცეოდა და ტანზე მომდგარ შარვალს ფეხებიდან აშორებდა. საცვალიც შარვალს გააყოლა, მუხლზე მიაკრო ტუჩები, ფეხები გააშლევინა და კოცნით აუყვა მუცლამდე, თითები მკერდზე მოუჭირა, მერე კი გამაგრებულ კერტებზე ენა შეახო. ანას კვნესა რომ შემოესმა გაეღიმა, ყელში უკბინა თან მის სხეულს შეუერთდა და ქალის ხმაზე სულ გახელდა. - ანა… - ოხვრით წარმოთქვა ქალის სახელი, თან მკერდზე უკბინა, მოძრაობაც ააჩქარა და ბოლოს მასთან ერთად მიაღწია ორგაზმს. - ჯანდაბა.
-ნუ ნერვიულობ, აბე.ბის მიღება დავიწყე… უფრო თამამად ნიკოლოზ. - ხელი ჰკრა მომღიმარ მენაბდეს, თვითონ მოექცა ზევიდან და კაცის სხეულს ისევ შეუერთდა. თვალებ მინაბული განაგრძობდა მოძრაობას, ნიკოლოზი კი ნირვანაში გაჰყავდა. წამომჯდარი ქალის მკერდს მისწვდა კბილებით, თითები კი უკანალზე მოუჭირა და მის მოძრაობას ზეწოლით აჰყვა. - ღმერთო… - თავი უკან გადააგდო წიკლაურმა, ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა მომავალ ორგაზმთან ერთად და ტვინი სულ ეთიშებოდა…

საწოლის თავს მიყრდნობილი ნიკოლოზის ფეხებს შორის მოთავსებულიყო ზურგით კაცის მკერდზე აკრული, კეფა მის მხარზე ჩამოედო, მკლავები კი ნიკოლოზის მუხლებზე დაელაგებინა და სიგარეტს მასთან ერთად ეწეოდა. მკერდზე გრძნობდა კაცის თითებს, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ტანში დავლილ ტალღებს სხვა რამეზე ფიქრით აიგნორებდა. მოწევა რომ დაამთავრა ღერი საფერფლეში ჩააჭყ.ლიტა, ნიკოლოზიკსე შეტრიალდა, ფეხები მის წელთან დაალაგა, თან თითები სხეულზე აატარა.
-რა ხდება ანა? - ნიკაპზე მოკიდა ხელი, თავი ააწევინა და თვალებში ჩააშტერდა.
-დღეს დედაჩემმა დამირეკა. - დიდი რაოდენობით ჰაერი ჩაისუნთქა, შემდეგ ისევ განაგრძო მოყოლა. - სად ხარო მკითხა და რომ ვუთხარი სადაც ვიყავი ჩხუბი დაიწყო. მოლში დაგინახე ხუთი წუთის წინ ვიღაც კაცთანო.
-მერე?
-მარიამთან ვიყავი ნიკოლოზ. - თვალი გაუსწორა კაცს, ცოტა ხანს უყურებდა, შემდეგ სახეზე ჩამოისვა ხელები, უკან გადაიწია და საწოლზე ზურგით დაეცა. - დედაჩემს სხვაში არასდროს ავერევი, მაგრამ მოლში მე ნამდვილად არ ვყოფილვარ.
-ტყუპზე ფიქრობ? - ანასკენ გადაიწია, ზევიდან დახედა და თმები უკან გადაუწია.
-არ ვიცი.
-რა გინდა რომ გავაკეთო? - ყელში აკოცა, შემდეგ ნიკაპზე, ანა კი კაცის თმებში შეცურებულ თითებს დაათამაშებდა.
-უბრალოდ მითხარი რაც იცი, რადგან ვიცი რომ რაღაც იცი. - თვალებში უყურებდა ცოტა ხანს, შემდეგ უკან დაბრუნდა ნიკოლოზი და მისი დახმარებით ანაც წამოაჯინდა.
-კარგი, მომისმინე და სანამ არ დავამთავრებ არაფერი თქვა. - ლოყაზე მიეფერა, მერე სიგარეტს მოუკიდა, თავი საწოლის თავს მიადო და თავის თითებში ახლართულ თითებს დააკვირდა. - ათი წლის წინ ამერიკაში ერთ გოგოს შევხვდი, მანქანა ჰქონდა გაფუჭებული და გაკეთებაში მივეხმარე. ახალ წელს რომ გითხარი მეცნობითქო მაგიტომ გკითხე დაზე, პროსტა ვერ გავიხსენე ადამიანი ვისგანაც მეცნობოდი. მაშინ, ის ყველაფერი იმიტომ გითხარი რომ ბაკურიანში ჩემს სასტუმროში ვიღაც კაცთან ერთად დაგინახე. მაშინ ისე მომეშალა ნერვები და ისე გამიცრუვდა იმედი მინდოდა დამეხრჩე. - ჩაიცინა, თან მტევანზე აკოცა. - ისევ გნახე რესტორანში, ისევ იმ კაცთან და მაშინ გამიხარდა კიდეც, მეგონა გამოგიჭერდი, მაგრამ რომ შევეხე და ვერაფერი ვიგრძენი აღარ ვიცოდი რა მექნა. ვუყურებდი, აშკარად შენ იყავი, მაგრამ სულ სხვა მელაპარაკებოდა. თვითონ გამიხსენა და მერე მეც ყველაფერს მივხვდი. იმ დღეს დაკარგულ ტყუპისცალზე რომ მომიყევი ვიცოდი უკვე. ლიზა ჰქვია, ზუსტად შენნაირია, მაგრამ ვფიქრობ ის უფრო მხიარულია. მშობლები ჰყავს საზღვარ გარეთ, დანიშნულია, მალე ქორწილიც ექნება და ისინიც ჩამოვლენ. სიძეს მგონი გაბრიელი ჰქვია, არ მახსოვს ზუსტა… კარგი ნუ ტირი რა. - ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები შეუმშრადა, ანა კი უკან გაიწია, საერთოდ მოშორდა და საწოლიდან წამოდგა. - ანა…
-თავი დამანებე ნიკოლოზ! - საცვალი ამოიცვა და ნახევრად შიშველი გაიჭრა აივანზე. სუნთქვა უჭირდა, არ იცოდა რას გრძნობდა, რა უნდა ეგრძნო ან რა გაეკეთებინა. ვერც სიცივეს გრძნობდა, რომელიც მთლიან ტანზე მოსდებოდა. ყველაფრის ერთად გააზრება უჭირდა, რაზე ეფიქრა აღარ იცოდა, როგორ შეხვდებოდა, დედამისს როგორ ეტყოდა, ან საერთოდ რა მოხდებოდა და კიდევ რამდენი რამის გადატანა მოუწევდა ლიზას გამოჩენისას.
-გაცივდები. - უცებ მოხვია ხელები მუცელზე ნიკოლოზმა და ჰაერში აწეული შიგნით შეიყვანა.
-ხელი გამიშვი.
-ნუ ბავშვობ ანა, არ ვიცოდი როგორ მეთქვა…
-დავიღალე! არ შეიძლება უბრალოდ დადგეს ისეთი დღე რომ არაფერზე არ ვიფიქრო, უბრალოდ შენთან ვიწვე და ვტკბებოდე? ჩემი ცხოვრება მძაფრ სიუჟეტიანი დრამა მგონია, სულ რაღაც ხდება და დასვენების საშვლება არასდროს მაქვს. ოცდარვა წლის ვარ, ვცდილობ შევინარჩუნო ცხოვრების ხალისი, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. როცა რაღაცასთან შეჩვევას ვიწყებ მოულოდნელად ისევ სიახლე ჩნდება, მერე ისევ და ისევ, ვერ ვასწრებ ყველაფერთან ერთად შეჩვევას და ვიხლიჩები. - ოთახში დადიოდა, გაუჩერებლად საუბრობდა, თან ნიკოლოზის მზერას ძლივს აიგნორებდა. - არ ვიცი რა გავაკეთო, ჩემზეა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრების ამობრუნება და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო. უფრო პატარა რომ ვიყო ყველაფერს სხვანაირად შევხედავდი, მაგრამ… როგორ მივიდე ოცდარვა წლის ქალთან და ვუთხა, იცი მე შენი და ვარ, შენ წაგიყვანეს, დედაჩემი დღემდე გგლოვობს და გამიხარდება თუ ნახავ… რა ჯანდაბაა? - ხელებ გაშლილი ჩამოუდგა წინ საწოლზე ჩამომჯდარ ნიკოლოზს. მენაბდემ კი ხელები მოკიდა წელზე, თავისკენ მისწია და კალთაში ჩაისვა.
-ყველაფერს რთულად ნუ უყურებ ანა, შენ უნდა გინდოდეს მისი ნახვა, გაცნობდა და საუბარი, თუ არ გინდა არც არავინ გაძალებს. მართალია, 18 წლის უფრო სხვანაირად მიუდგებოდი ამ საკითხს, მაგრამ არც ახლაა კატასტროფა. ჩამოყალიბებული ქალი ხარ, ლამაზი, სექსუალური, საკუთარ თავში დარწმუნებული, ფეხზე მყარად მდგომი და ამ ყველაფერს ასე არ უნდა უყურებდე. მეც სიახლე ვარ შენთვის, მაგრამ უცებ შემეჩვიე. სიახლეები კარგია და როგორც სასჯელს ისე ნუ უყურენ.
-შენ სხვა ხარ, მე შენ მჭირდები, შენ კი მე. ეს თავიდანვე აღმოვაჩინე, შეჩვევა კი არა, შენი გაცნობა მჭირდება, მაგრამ თქვენ ბევრი საუბარი არ გიყვართ ბატონო ნიკოლოზ, მეც არაფერს გეკითხები, არ მინდა დაგაფრთხო. - ყელში აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე, ხელი ზურგზე აატარა და კაცის ტუჩებსაც დაეპატრონა.
-მართალია, არ მიყვარს.
-ფილმის ყურება მინდა. - ნიკაპზე მოკიდა ხელი ნიკოლოზს, თვალებში ჩახედა და მის დაბნეულ მზერაზე გაეცინა.
-რა?
-ჩემთან თუ ხარ ისე მოგიწევს მოქცევა როგორც გეტყვი. ახლა ფილმის ყურება მინდა რომ ცოტა ხანს ფიქრები გავფანტო.
-მე გაგიფანტავ ფიქრებს.
-ნიკოლოზ! - ხელი ჰკრა წამებში ზევიდან მოქცეულს, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაინც აიყოლა ქალი ვნებაში, მაინც გაუთიშა გონება, მაგრამ ბოლოს მაინც ტელევიზორის წინ იჯდა, ზურგით კუთხის დივანის საზურგეს მიყრდნობოდა, ანაც მკერდზე მიეკრა ზურგით, ხელი მის მუცელზე მოეხვია, მეორეთი კი ჯამში ჩაყრილ ბატიბუტს ჭამდა. გამარჯვებით კმაყოფილი მომღიმარი შესცქეროდა ფილმს. ზურგი უხურდა, ყველაფერი ეწვოდა, მაგრამ ის მოსწონდა რომ ნიკოლოზი ტელევიზორთან მიიტყუა, ნელ-ნელა კი სხვადასხვა გასართობებს შეაპარებდა, ისე რომ მენაბდე ვერ მიმხვდარიყო, ბოლოს კი როცა სრულიად გამოაცოცხლებდა უკან, წარსულში გაახედებდა და დაანახებდა იმას თუ ამდენ ხანს სად იჯდა. ჯერ კი მთავარი იყო მასზე უფრო მეტი გავლენა შეეძინა.
პირველს ნიკოლოზს ჩაიეძინა, ანა კი კმაყოფილი წამოდგა დივნიდან, გადასაფარებელი და ბალიში მიუტანა ნიკოლოზს, კუთხის დივანზე მიწოლილს ბალიში თავქვეშ ამოუდო, გადასაფარებელი გადააფარა და თვითონაც წინიდან მიუწვა. ინსტიქტურად მოხვია მკლავი ანას, ცხვირი მის თმაში ჩარგო, მერე კი ისევ ღრმა ძილს მიეცა. წიკლაური გაბრუებული, ნასიამოვნები იწვა თბილ მკლავებში მოქცეული. შეიძლება არ აღიარებდა, მაგრამ ნიკოლოზის სიახლოვე ყველაფერზე მეტად სიამოვნებდა, გრძნობდა როგორ უჩნდებოდა გრძნობები მის მიმართ, მაგრამ შესაჩერებლად ვერაფერს, ან არაფერს აკეთებდა.
***
-გამარჯობა... ნიკოლოზი ვარ, რესტორანში შეგხვდი… ჰო ეგ ნიკოლოზი. მისმინე, რაღაც საქმე მაქვს და შეგიძლია შემხვდე?.. შენი საქმროც წამოიყვანე თუ იეჭვიანებს… არა, მართლა სერიოზული საქმეა… კარგი, როდის მოიცლი?.. მაში მისამართს გამოგიგზავნი და ერთ საათში შევხვდებით. - ტელეფონი გაუთიშა და საწოლზე მომლოდინედ მჯდომ ქალს შეხედა. ნელა მიუახლოვდა, თან მისამართი გაუგზავნა ლიზას. - კარგი გოგო ხარ. - საწოლზე ასულმა მოწყვეტით აკოცა, ანამ კი წარბები შეკრა. - რა?
-რატომ ხარ ჩემი დის მიმართ ასე განწყობილი მაშინ როცა გარშემო არავინ გაინტერესებს.
-ეჭვიანობ თუ რას შვრები? - ჩაიცინა, თან სახის დაკოცვნას განაგრძობდა.
-არა, უბრალოდ უცნაურია.
-საყვარელია, რომ დავინახე ის 18 წლის გოგო გამახსენდა და ალბათ მაგიტომ.
-აღარ მინდა წასვლა… მომშორდი ნიკოლოზ!
-გვიანია უკვე, და დამაცადე, დახმარების სანაცლოდ საფასურს ვიღებ. - მომღიმარმა ჩახედა თვალებში, მოულოდნელად შეუერთდა მის სხეულს და ანას წამოკვნესებაზე გაეცინა. ისე მოქმედებდა ქალზე როგორც სურდა, თანაც ისე რომ თვითონ ანაც ვერ ხვდებოდა, ნიკოლოზმა კი უკვე ზეპირად იცოდა მისი ყველა ქცევის მიზეზი. ისიც იცოდა რომ ქალს მის მიმართ გრძნობები უფრო და უფრო უღრმავდებოდა, ნიკოლოზი კი ჯერ კიდევ გაგებაში არ იყო რას გრძნობდა მის მიმართ, მაგრამ სულერთი ნამდვილად არ იყო ანა. მეტიც, ისე დაიკავა უდიდესი ადგილზე თვითონაც ვერ მიხვდა მენაბდე.
-ადექი, დავაგვიანებთ. - მუცელზე მწოლს უკანალზე წამოარტყა ხელი, ბეჭზე აკოცა, შემდეგ ფეხზე წამოდგა, სწრაფად მოწესრიგდა და ჯერ ისევ საწოლზე მწოლს დახედა. - ანა.
-რა გავაკეთო? იქნებ საერთოდ არ უნდა დალაგებული ცხოვრების არევა.
-ვალდებული ხარ გაეცნო, დანარჩენს თვითონ გადაწყვეტს… უნდა დავრეკო, საქმე მაქვს, მანამდე მოემზადე და გამოდი. - მთლიანად შეათვალიერა შიშველი ქალი, შემდეგ საძინელბლიდან გავიდა, ტელეფონში სოფის ნომერი მოძებნა და მაშინვე გადაურეკა. - როგორ არის ჩემი პრინცესა?.. რატო მა? - გაეცინა ბავშვის ხმაზე. იცოდა როგორ ჰქონდა წარბები შეკრული იმ დროს და უკვე მონატრებას გრძნობდა. - მერე? სასტუმროში აუზი ხომ არის, უთხარი დედაშენს და ჩაგიყვანოს… რატომ არაო?.. გინდა ჩამოვიდე წამოგიყვანო?.. მერე რა, თუ ვერ ერთობი წამოგიყვან… კარგი, ანუ ხვალ ჩამოხვალთ… მიდი მაშინ, გკოცნი პატარა და თუ რამეა უცებ დამირეკე კარგი?.. კარგად. - ტელეფონი გაუთიშა, შემდეგ სამსახურის საქმეზე გადარეკა და მალე ანაც გამოვიდა, თავით ანიშნა რომ მანქანისკენ მიდიოდა, ნიკოლოზიც უკან გაჰყვა, საჭესთან მოთავსდა და საუბარი ისე განაგრძო. ბოლოს რომ გათიშა დაძაბულ ანას გადახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, იმ დროს ვერც ვერაფერს ეტყოდა. ერთ-ერთი მყუდრო რესტორნის წინ გააჩერა მანქანა, ანასთან ერთად გადავიდა და დაჯავშნულ მაგიდასთან დაჯდა.
-თავს ძლივს ვიკავებ არ წამოვდგე და გავიქცე.
-დაწყნარდი. - გვერდზე მჯდომს ხელი მუხლზე აატარა, კაბის ქვეშ შეძვრა და ანამაც წამსვე ფეხები შეატყუპა, ტანში დავლილ ჟრუანტელზე გაეღიმა, თან თვალები დახუჭა. თითები მოუჭირა ბარძაყზე, ანამ კი მაჯაზე ჩავლებული თითებით ძლივს მოაშორებინა ხელი. არადა სიგიჟემდე უნდოდა უფრო ზევით აეწია ხელი და მისი თითებიც ეგრძნო.
-ღმერთო, ახლა ისე მინდიხარ როგორც არასდროს ნიკოლოზ… კიდევ ერთხელ რომ შემეხო კვნესას დავიწყებ და ცოტა მომშორდი. - ფეხი ფეხზე გადაიდო, ხელები სახეზე ჩამოისვა და აჩქარებული გულის ცემის დასამშვიდებლად ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-ჯანდაბა… ახლა ისეთი ლამაზი ხარ… - თვალები დაუბინდა ქალის სიტყვებმა, ტუჩზე იკბინა და თავი ძლივს შეიკავა ისევ რომ არ შეხებოდა.
-ღმერთო რა დღეში ვარ. - თმა უკან გადაიწია ანამ, სახე არეულმა შეხედა ნიკოლოზს, შემდეგ მის შარვალზე გადაიტანა მზერა. - ვართ. - წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა, მენაბდემაც ერთი მოყუდებით ჩაცალა და ანას სიმწრის სიცილზე თვითონაც გაეცინა.
-ამის დედაც… რას მიშვრები. - არეული სახის დალაგებას ისევ შეეცადა, სკამზე გასწორდა და იდაყვებით დაყრდნობილმა სახე ხელის გულებში ჩარგო.
-მე არაფერს. - მხრები აიჩეჩა. უნდოდა ეთქვა რომ აცოცხლებდა, მკვდარ შეგრძნებებს უცოცხლებდა, მაგრამ ვერ ბედავდა, რადგან სამი დღის ნამუშევარი წყალში არ ჩაჰყროდა და ნიკოლოზს ისევ ძველი სახე არ დაებრუნებინა.
-ნიკოლოზ. - ძალიან ახლოს მოესმა თავისნაირი ხმა და გაოცებისგან თვალები ჭყიტა, თავი ძლივს შეიკა რომ არ მიტრიალებულიყო. გული აუჩქარდა, მხოლოდ მერე ახედა როცა ნიკოლოზი ფეხზე წამოდგა, ლიზას ვერ ხედავდა, მაგრამ თვალებ გაფართოვებულ კაცს უყურებდა, რომელიც ანას მიშტერებოდა და განძრევას ვეღარ ახერხებდა. ისევ ესმოდა ქალის საუბარი, ეგონა მის მაგივრად ლაპარაკობდა, თვითონ კი ყველაფერს გვერდიდან უყურებდა. ფეხზე წამოდგა, ნიკოლოზიც გვერდზე გაიწია და ქალსაც ღიმილი სახეზე შეახმა. დაბნეულმა თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, ანა კი ისევ გაუნძრევლად იდგა და ტყუპის ცალს ნაკვთებს უთვალიერებდა.
-გაიცანი, ლიზა, ეს ანაა. - ნიკოლოზის ხმამ მოიყვანა ორივე გონს. ლიზამ ჯერ ნიკოლოზს შეხედა, შემდეგ კი ისევ ანას. - დაჯექით და ვილაპარაკოთ. - სკამზე ანიშნა ფეხზე მდგომ კაცს, რადგან იმ წუთებში ლიზას არაფერი ესმოდა. თვითონ მიეხმარა საყვარელ ქალს დაჯდომაში, შემდეგ გვერდზე მიუჯდა და ლიზას თითები ხელზე მოუჭირა.
-გამარჯობა. - ხელი გაუწოდა ანას, წიკლაურსაც გაეღიმა, მტევანი შეაგება და ლიზას მსავსი ხმით მიესალმა. თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა ქალს, ჯერ ისედაც ვერ აშორებდა თვალს, ახლა სულ გაუშტერდა ანას ნაირი ცისფერები.
-ლიზ… - მტევანზე აკოცა გაბრიელმა და ქალიც შედარებით გონს მოიყვანა.
-მე… მე არაფერი მესმის.
-გუშინ წინ მითხრა შენზე ნიკოლოზმა… ვფიქრობდი, ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა შენს ცხოვრებაში შემოჭრა, ბოლოს კი გადავწყვიტე მენახე და ახლა აქ ვზივართ… ჯანდაბა, ცხოვრებაში პირველად არ ვიცი საიდან დავიწყო საბარი ან რა ვთქვა. - სიმწრით გაეცინა წიკლაურს, ლიზა კი მიშტერებული უყურებდა.
-არც კი მჯერა… - პირზე აიფარა ხელი ლიზამ, თან ცრემლები გადმოსცვივდა. - გიპოვნე! თუ მიპოვნე…
-რა? - მოსმენილით სულ დაიბნა ანა, არანაკლებ დაბნეულ ნიკოლოზს შეხედა, შემდეგ ისევ ლიზას.
-დიდიხანია რაც შენზე ვიცი… ჩემმა მშობლებმა მითხრეს ყველაფერი. დიდიხანია ვიცი რომ მათი შვილი არ ვარ, ვიცოდი რომ აქ იყავით, მაგრამ მაშინ სწავლას ვერ დავანებებდი თავს. როცა დავამთავრე, ცხოვრება ავიწყე და აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე გაბრიელი გავიცანი, შემდეგ ისევ გადავდე ჩამოსვლა, ახლა კი როცა დაქორწინებას ვაპირებთ… მინდოდა იქამდე მეპოვნეთ სანამ ქორწილი იქნებოდა.
-დამცინი ხო? - სიმწრით გაეცინა, ცოტა გაბრაზდა კიდეც მოსმენილით.
-მაპატიე… ვიცი ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე აქ არ გავზრდილვარ, არ ვიცი როგორი ხალხია, რა ხდება საერთოდ. სულ რამდენიმე თვეა რაც ჩამოვედი და მხოლოდ გაბრიელის მეგობრებს და ახლობლებს ვიცნობ. აქ არავინ მყავს და ასე უბრალოდ ვერ წამოვიდოდი მარტო დაკარგული ოჯახის საძებნელად.
-ჰო, ალბათ მართალი ხარ… არ ვიცი… წარმოდგენა არ მაქვს რა გითხრა. დედაჩემი... დედაჩვენი დღემდე გგლოვობს და... მოლში დაგინახა… ეგონა რომ შენი ქმარი ჩემი შეყვარებული იყო, მე კი ამ დროს ჩემს დაქალთან მივდიოდი.
-როდის. - თვალები გაუფართოვდა ქალს.
-სამი დღის წინ.
-არ ვიცი, გაბრიელის გარდა ვერავის ვამჩნევ მე გარშემო. - სიტუაციის განსამუხტად ჩაიციანა თან კაცს ლოყაზე აკოცა. - შეიძლება ვნახო? - მომღიმარ ანას შეხედა, შემდეგ მის გვერდზე მჯდომ ნიკოლოზს.
-როცა გინდა… - მოულოდნელი კითხვისგან დაბნეულმა გასცა პასუხი.
-მართლა გმიხარდა შენი გაცნობა. - ხელი ჩაკიდა ანას, წიკლაურსაც გაეღიმა.
-მეც.
-ანუ დიშვილი მყავს? - გახარებულმა გახედა ნიკოლოზს, ფერი რომ გადაუვიდა კაცს სახიდან სულ დაიბნა.
-არა… ახალ წელს გავიცანი, ერთად არ ვართ, ნუ ვართ, მაგრამ თან არ ვართ. - ჩაიცინა, თან ქვევიდან ახედა დას.
-გასაგებია. - თავი დაუქნია ანას ღიმილით, ნიკოლოზს კი ანთებული თვალებით ახედა. მაშინვე მიხვდა მენაბდე როგორი მხიარულიც ჩანდა ლიზა სინამდვილეში მხოლოდ ასეთი არ იყო და იმასაც მიხვდა რომ აუცილებლად მოუწევდა ყველაფრის ახსნა, რომელიც ძალიან ეზარებოდა.
***
-რა უცნაურია. - სახლში შესვლისთანავე ტანსაცმლის გახდას შეუდგა ანა, თან აბაზანისკენ მიდიოდა ნელი ნაბიჟებით, ნიკოლოზი კი უკან მიჰყვებოდა.
-რა? - სვიტერი მოიშორა, ქამარი შეიხსნა და აბაზანაშიც შევიდა, სადაც უკვე საცვლების ამარა მდგომი ანა ჯაკუზის ავსებას ელოდებოდა.
-ლიზა, ეტყობა აქ გაზრდილი რომ არ არის… სულ იღიმოდა, პოზიტიურად იყო განწყობილი და ყველაფერს ასე უყურებდა. - ბიუსჰალტერი მოიშორა, თან თვალს არ აშორებდა შარვლის გახდაში გართულ მენაბდეს.
-შენგან განსხვაბებულია, ნამდვილად. - შარვალი იქვე დაკიდა ქამრის გასაყრელით, ანას მიუახლოვდა, წელზე მოხვეული ხელი საცვლის ქვეშ ჩაუცურა, თან თითები მოუჭირა უკანალზე. შემდეგ წელში მოხრილმა საცვალი ქვევით ჩასწია, წყალში თითები ჩაყო სითბოს შესაგრძნობლად, მერე ბარძაყზე აკოცა ანას, გასწორებულმა თვალებში ჩახედა და მის შეკრულ წარბებზე გაეცინა. - რა?
-არ მომწონს ის ფაქტი რომ ჩემი და ჩემზე ადრე გაიცანი, ისე ლაპარაკობ მასზე თითქოს იცნობ და საერთოდ არ მინდა სხვას ჩემზე მეტ ყურადღებას აქცევდე ჩემთან ერთად ყოფნის დროს. - ზურგი აქცია ნიკოლოზს და წყალში ასაქაფებელი ბურთი ჩააგდო.
-ეგოისტი ყიფილხარ.
-შეგიძლია ღვინო მოიტანო? - ქვევიდან ახედა მენაბდეს, ნიკოლოზმაც ხმის ამოუღებლად დატოვა იქაურობა, უკან დაბრუნებულს კი ანა უკვე ქაფიან წყალში მწოლი დახვდა, თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა. მის მოპირდაპირედ დაჯდა, ანამაც მაშინ გაახილა თვალები და ერთი ჭიქა გამოართვა. - თავს კარგად არ ვგრძნობ. - ერთი ყლუპი მოსვა, შემდეგ ნიკოლოზს გაუსწორა თვალი.
-ვხედავ.
-ეგოისტობა არაფერ შუაშია. წარმოიდგინე, შენი ძმა შენზე ადრე რომ გამეცნო და შენთან ერთად ყოფნისას მასთან უფრო მეტი მელაპარაკა, თავს როგორ იგრძნობდი?
-ძმა არ მყავს, ლიზასთან კი საერთოდ არ მილაპარაკია, საერთოდ ხმა არ ამომიღია ანა, რას მიტრა.კებ რა გინდა? - თვალები აატრიალა, თან ღვინო მოსვა.
-რატომ არასდროს არაფერს ყვები შენზე?
-მკითხე და არ გითხარი? - ჩაიცინა, ანამ კი წარბები შეკრა.
-შენ მეკითხები ხოლმე?
-რა ხდება და რა მოხდა კითხვაში არ შედის? - წარბი ასწია გაკვირვების ნიშნად, ანას გამომეტყველებით ხვდებოდა რომ ნერვებს უშლიდა და თავისთვის ხალისობდა.
-მშობლებზე და დედმამიშვილზე მითხარი რამე. - არაფრით ანებებდა ანა თავს, ნიკოლოზს კი საუბარი არ სურდა. მოსწონდა ის როგორც იყვნენ ახლა და ეზარებოდა ზედმეტი ინფორმაციის გამხელა ქალისთვის, ის კი ისევ მომლოდინე, მოჭუტული თვალებით უყურებდა.
-მამაჩემი ირაკლის ნაირი კაცია, დედაჩემი ეთო… გააჩნია. არცერთი ქალი მოსწონდა ვინც კი მყოლია, ყველას წარბაწეული ზევიდან უყურებდა და მერე იმათაც უცრუვდებოდათ გული დედაჩემზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეგეთია.
-ალბათ გრძნობს ვის როგორ ან რატომ უყვარხარ. ქცევებსაც ხომ გააჩნია? - გაეცინა ქალის წარმოდგენისას, თან ნიკოლოზს არ აშორებდა მზერას.
-შეიძლება. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა. - არ უყვარს გამოპრანჭული, ლამაზი ქალები. მახსოვს, 20 წლის ვიყავი, მაშინ უნივერსიტეტში ერთი გოგო შემიყვარდა, მირა. მირანდა ერქვა, მაგრამ მირას ვეძახდით. ჩვეულებრივი იყო, არაფრით გამორჩეული. გამხდარი, ყავისფერი თვალებით და ყოველდღიური ჩასაცმელით. ორი თვე უკან დავსდევდი, ბოლოს მაინც მოვახერხე გაცნობა, ხშირად ვხვდებოდით წვეულებებზე. გოგო რომელსაც სასმელი გასინჯული არ ჰქონდა გავალოთე. - სიცილით თქვა, ტუჩებზე გადაისვა ცერი, შემდეგ სიაგრეტი გააბოლა. - ყველგან დამყავდა სადაც დავდიოდი, ჩემი ყველა მეგობარი იცნობდა, ყველას უყვარდა და ერთხელაც დედაჩემს გავაცანი. მთელი ორი საათი ცდიდა, ბოლოს რომ მიხვდა ჩვეულებრივი 19 წლის გოგო იყო მოეწონა, მალე შეუყვარდა და ხშირად პატიჟებდა ყავაზე. დედაჩემი ლექტორი იყო და მირასაც ყოველთვის ყველანაირად ეხმარებოდა.
-რამდენი ხანი იყავით ერთად?
-ერთ წელზე ცოტა მეტი.
-მერე რა მოხდა? - მომღიმარი უყურებდა წარსულში გადასულ ნიკოლოზს. ისე გამოსტყუა ინფორმაცია ვერც კი მიხვდა მენაბდე და ამ ყველაფერს უფრო მეტ აზარტში შეჰყავდა.
-სასწავლებლად წავიდა. ჩემთან არა, მაგრამ დედაჩემთან ხშირად კონტაქტობს.
-აქ ცხოვრობს?
-არა. ამერიკაში გათხოვდა, ვიღაც ქართველზე.
-ანუ მირას გარდა ყველას გიწუნებდა დედაშენი.
-ჰო, მაგრამ სიძე უყვარს… მართლა კარგი ტიპია, ჩემს თვალწინ გაიზარდა, ბოლოს ჩემი პატარა დაც წაიყვანა ყველანაირი წესების დაცვით და დღეს ჩემს სახლში ისე კომფორტულად გრძნობს თავს როგორც თავისაში.
-კარგია… მაგრამ შენ რატომ ხარ 38 წლის კაცი მარტოხელა?
-უბრალოდ ასე მინდა, თავს კომფორტულად ვგრძნობ და სხვასაც არ ვაწუხებ ჩემი უემოციობით. ბევრი რამ არ მაინტერესებს და უბრალოდ მკ.იდია, ეს კი ადვილი ასატანი არ არის.
-მაშინ მე რატომ მისმენ?
-არ ვიცი. - ფილტვებიდან ამოშვებული კვამლი ჭერისკენ გაუშვა, ნამწვი წყლის წვეთებით ჩააქრო, შემდეგ ნაგვის ურნისკენ ისროლა და პირდაპირ მიზანში ჩააგდო. - შენთან მომწონს, მომწონს ის რომ შენ ლაპარაკობ, მე კი გისმენ. ყველა არ მაინტერესებს, არც ყველას ვუსმენ, მაგრამ შენ სხვანაირი ხარ, მიზიდავ ისე როგორც არასდროს არავის მივუზიდივარ და ესეც მომწონს. შენში არის ის რაც სხვაში არასდროს მინახავს და მიგრძვნია ჩემი განვლილი ცხოვრების მანძილზე. როცა შენთან ვარ ვგრძნობ, ყველაზე მეტად კი ეს მსიამოვნებს, რადგან გარეთ, საზოგადოებაში მგონია ვქრები, მხოლოდ ვაზროვნებ და დაღლილობასაც ვერ ვგრძნობ იქამდე სანამ სახლის კარს არ შემოვაღებ. - ანასკენ გადაწეული ზევიდან მოქცეოდა, თვალებში უყურებდა თამ მის ფეხებს შორის მოქცეული თითებს წყლის ქვეშ ანას სხეულზე დაატარებდა.
-ნიკო.
-შენ ჩემი სურვილები გესმის, მე შენი აზრები. - ყბის ძვალზე აკოცა, შემდეგ ლოყაზე და კვლავ თვალებში ჩახედა. - ახლა კი სხვა არაფერი მჭირდება… - ტუჩებზე მოწყევტით აკოცა, თითები კი ფეხებს შორის ჩაუცურა. - შენ რა გჭირდება? - ქალის ტუჩებზე ამოილაპარაკა, თმაზე მოქაჩა, თავი ააწევინა, წელზე მოხვეული ხელით თავისკენ მიიზიდა და წამებში თავის ღირსებაზე შემოისვა.
-სითბო და გრძნობა იმის რომ გჭირდები. სხვა არაფერი. რომ მოგწონვარ ისედაც ვხედავ. - მომხიბვლელად გაიცინა, ქვედა ტუჩზე იკბინა, შემდეგ ტუჩებზე დაეტაკა ნიკოლოზს და მოძრაობაში აჰყვა…

-ხვალ უნდა დავბრუნდეთ. - მკერდზე ზურგით მიკრული ქალის მკლავზე დაატარებდა თითებს, მოკეცილ იდაყვამდე ჩავიდოდა, შემდეგ ისევ ამოუყვებოდა, მეორე ხელით კი მუცელზე ეფერებოდა, თან ყელში კოცნიდა. ანა კი სიგარეტს ეწეოდა თვალ დახუჭული, კეფა კაცის მხარზე ჩამოედო და სრულ სიმშვიდეს გრძნობდა.
-რა გავაკეთო ნიკოლოზ? - ჩუმად ამოილაპარაკა ცოტა ხნის შემდეგ, ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა და ფილტვებში ცოტა ხანს გაიჩერა. - ან თვითონ როგორ არის ასეთი? ყველაფერი იცოდა და ამის მიუხედავად აღმზრდელ მშობლებთანაც აქვს კონტაქტი და ნამდვილ მშობლებთანაც უნდა?
-შენ არ მოგინდებოდა გაცნობა?
-მე მისნაირი არ ვარ, შეიძლება ძალიან ვგავართ, მაგრამ სხვანაირი ხასიათი მაქვს. მე იქ არ გავჩერდებოდი, ჩამოვიდოდი და ვნახავდი მშობლებს, გავიცნობდი ტყუპის ცალს, სულ რომ არაფერი მხოლოდ მის გამო ჩამოვიდოდი, მითუმეტეს იმ წლებში. ახლა არც დრო მაქვს და არც დიდი სურვილი იმის რომ დრო გავატარო მასთან. ვერ ვგრძნობ რომ ჩემი ნაწილია. - ცოტახანს გაჩუმდა, შემდეგ მოწოლილი ემოციები ვეღარ შეიკავა და ატირდა. - ვერ ვიტან ლევანს. - ხელები სახეზე აიფარა, ნიკოლოზის მკერდს მოშორდა და ტირილი განაგრძო. ვერ იტანდა რადგან ყველა ის ლამაზი ფერი წაართვა რაც ცხოვრების ხალისს სძენდა, ყველაფრის ხალისი დააკარგვინა და მაშინ როცა დეპრესიიდან სრულიად გამოსული, ცხოვრებას დაბრუნებული მყარად დადგა ფეხზე ისევ გამოჩნდა. მისი დანახვა კი ყოველ ჯერზე ძველ დროს ახსენებდა და უკვე აუტანელიც ხდებოდა წიკლაურისთვის. სულ სხვანაირი იყო ანა იმ წლებში. ბედნიერი, მხიარული, ლაღი და სიცოცხლით სავსე. ახლა არაფრით გავდა გოგოს რომელიც ლევანთან ყოფნის დროს იყო და ვერც დააბრუნებდა.
-მოდი ჩემთან. - მკლავზე მოკიდა ხელი, თავისკენ შეატრიალა და ფეხებს შორის მოქცეულს თავი მკერდზე მიადებინა. - ყველას აქვს ისეთი მომენტები რომლის გადატანაც ძნელად უწევს. ყველას ცხოვრებაშია გარდამტეხი პერიოდი. ეს არის ცხოვრება, გამოცდებით სავსე. არაფერი ხდება უმიზეზოდ, თუ რაღაც ძვირფას წაგართმევს ღმერთი, ესეიგი იმდენად ღირებული არ ყოფილა რამხელასაც იმსახურებდი. შეიძლება უკეთესიც არის ასე რომ მოხდა, წარმოიდგინე, რომ დაქორწინებულიყავით და ამის შემდეგ ეღალატა. ზოგჯერ მადლობაც უნდა გადაუხადო ღმერთს რომ მსგავს ხალხს გაშორებს. თან მერე მაინც მე შემხვდებოდი, მოგეწონებოდი, მიგიზიდავდი და დაშორდებოდი ლევანიკოს. - ჩაიცინა, თან თმა ყურს უკან გადაუწია. - ნერვები მეშლება იმ ტიპის გამო რომ ტირიხარ ანა. - ბოლოს მაინც უთხრა, თავი ააწევინა და გალურჯებულ თვალებში ჩახედა. - გინდა ვნახო და დაველაპარაკო?
-არა. - ჩაიცინა, მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე, შემდეგ ისევ მკერდზე დაადო თავი.
-იმ დღეს რა გითხრა?
-არაფერი ისეთი.
-მაინც?
-დამიბრუნდიო.
-არ იცის ჩემთან რომ ხარ? - წარბები შეკრა, მაგრამ ანას ხერხემალზე თითების თარეშს მაინც არ წყვეტდა.
-იცის… ნუღარ მელაპრაკები ამაზე, დავივიწყოთ.
-რა დავივიწყოთ? ტიპი ცდილობს ქალი ამახიოს და დავიკ.იდო?
-ნიკოლოზ. - გაკვირვებულმა წამოსწია თავი, მის შეკრულ წარბებზე გაეცინა და მენაბდემაც უფრო დაახლობა წარბები. - ვერ აგახევს ნუ ნერვიულობ.
-ეგ არაფერ შუაშია ანა. არ მევასება როცა ვიღაც გამო.ირებული ჩემს ქალს ეჩალიჩება და გონია რამე გამოუვა. - ანას სხეული მოიშორა, ფეხზე წამოდგა და ტანიდან ქაფი წყლით მოიშორა, შემდეგ პირსახოცი მოიხვია წელზე, სარკის წინ დადგა, ცოტა ხანს ნიჟარაზე იყო ხელის გულებით დაყრდნობილი, შემდეგ კბილების გასუფთავებას შეუდგა. მალე ანაც ამოვიდა წყლიდან, გვერდზე ამოუდგა ნიკოლოზს და სარკიდან დააკვირდა მის სახეს.
-ასეთი უფრო მომწონხარ. - თითის წვერებზე აწეულმა მხარზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ უკანალზე მიარტყა ხელი და აბაზანიდან გავიდა. ქალის მოქმედებით გაკვირვებული ცოტა ხანს მიშტერებული შესცქეროდა დახურულ კარს, შემდეგ გაეცინა, სახე პირსახოცით გაიმშრალა, უკან გაჰყვა წიკლაურს და საწოლზე მწოლს გვერდზე მიუწვა. - ხვალ როგორ მივიყვანო დედაჩემთან. შეიძლება გულმა დაარტყას.
-თვითონ მივიდეს მარტო.
-ჩამეხუტე. - გვერდულად დაწვა, დაელოდა როდის მოეხვეოდა ნიკოლოზი და იგრძნო კიდეც ძლიერი მკლავები მუცელზე რომლებმაც მკერდზე მიიკრეს.
-ყველაფერი კარგად იქნება. - ყურთან ჩასჩურჩულა, შენდეგ ყელში აკოცა და სახეც იქვე მოათავსა.
გატრუნულ წიკლაურს მალე ჩაეძინა კაცის მკლავებში მომწყვდეულს. მისგან წამოსული მსგავსი სითბო ყველაფერზე მეტად სიამოვნებდა და მომავალ დღეზე ფიქრის საშუალებას აღარ აძლევდა.
მაინც ვერ გაჩერდა ნიკოლოზი, როგორც კი ღრმა ძილში წავიდა ანა ფრთხილდ მოშორდა ქალს. საწოლზე წამოჯდა, ცოტა ხანს სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული, შემდეგ ფეხზე წამოდგა, იქვე დადებული ხალათი მოიხვია, ტუმბოზე დადებულ სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, იქვე მოთავსებული ასანთით მოუკიდა და აივანზე გავიდა.
ეს სახლი რამდენიმე წლის წინ იყიდა, არავინ იცოდა მის შესახებ გიგას გარდა, მაგრამ თვითონ ყოფშიძეც არ ყოფილა იქ ნამყოფი. მხოლოდ ნიკოლოზი ადიოდა, ერთ სართულიან სახლს წინ პატარა აუზიც ჰქონდა და ქალაქის ულამაზესი ხედიც უფრო კარგ გარემოს ქმნიდა.
ქალაქის ხედს უყურებდა აივნის მოაჯირს დაყრდნობილი. ცივი ჰაერი ხალათის შიგნით ქვევიდან უძვრებოდა და კანზე ეკალს აყრიდა. სიგარეტის კვამლს წყნარად უშვებდა ფილტვებში, თან ყველაფერზე ერთად ფიქრობდა. ანა სჭირდებოდა მთელი დღის მანძილზე. მასთან ლაპარაკი, ანდაც მის გვერდზე ყოფნა სჭირდებოდა იმისთვის რომ თავი ისევ ცარიელად არ ეგრძნო.
ბავშვიც ენატრებოდა. უკვე სამი დღე იყო არ ენახა და მონატრება აწვებოდა. ერთადერთი იყო სოფი ვინც ენატრებოდა, ვის მიმართაც უდიდესი სიყვარული გააჩნდა და ფიქრობდა მასზე მეტად ვერავის შეიყვარებადა.
ანასთვის უნდოდა თქმა ბავშვზე, მაგრამ ეგონა თუ თავის ცხოვრებაზე ყველაფერს მოუყვებოდა იმ კომფორტს დაკარგავდა რაც ჰქონდა. არ ფიქრობდა რომ ანა ამის გამო მიატოვებდა, უბრალოდ მოსწონდა ის რომ საზღვრები ჰქონდა გავლებული, ერთ კონკრეტულ წერტილში იყვნენ, არც წინ წასვლა სურდა, არც უკან. არ უნდოდა ზედმეტად შეეჭყიტა ანა თავის ცხოვრებაში და ამით ქალისთვის რაიმე იმედი მიეცა.
ბოლოს უკან დაბრუნდა, ხალათი გაიხადა და მძინარე ქალს გვერდზე მიუწვა. ცოტა ხანს სახეზე აკვირდებოდა, შემდეგ თმაზე გადაუსვა ხელი, არ უნდოდა გაყინული ხელებით შეხებოდა და გაეღვიძებინა. შემდეგ ზურგი აქცია, ბალიშს ხელები მოხვია, თავი ზედ დადო და თვალები დახუჭა.
***
მანქანაზე მიყრდნობილი ელოდებოდა ნაცნობი ავტომობილის გამოჩენას, სიგარეტს ეწეოდა და ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა სოფის. მალე გამოჩნდა კიდეც მერსედესის მარკის მანქანა, ნიკოლოზის წინ გააჩერა და ბავშვიც უცებ გადმოხტა გაღებული კარიდან. ხელებ გაშლილი ნიკოლოზისკენ გაექანა და კისერზე ჩამოეკიდა.
-ჩემი პრინცესა. - უკანალზე მოხვეული მკლავებით ჰაერში ასწია და რამდენჯერმე დაატრიალა, შემდეგ მთლიანი სახე დაუკოცნა. - როგორ მომენატრე ტო. - თმები უკან გადაუწია, ლოყაზე აკოცა, შემდეგ კიდევ ერთხელ მოეხვია.
-მეც მომენატრე. - მამის დახვედრით გაბედნიერებული ხელებს არ აშორებდა, სიამოვნებდა იმ სითბოს და სიყვარულის შეგრძნება რასაც ნიკოლოზისგან იღებდა და ბედნიერი მასზე მიხუტებული იტრუნებოდა.
-შენი შვილი შენნაირი ჯიუტია. - ჩემოდანი ნიკოლოზამდე მიაგორა რუსამ, მენაბდე გადაკოცნა, შემდეგ თვალებში ჩახედა.
-არ მითხრა რომ გაგაბრაზა.
-სულ მაბრაზებს, შენ გგავს. - თმები უკან გადაიყარა, თან წარბშეკრულ შვილს შეხედა.
-დედა რა გინდა? ვერ ვერთობოდი თქვენთან, არც თქვენს ამბებს მასმენინებდით და რა გამეკეთებინა. - ნიკოლოზის მუცელზე მიედო თავი, რუსას ქვევიდან უყურებდა და წარბებს არაფრით ხსნიდა.
-კარგი წავიდეთ. - ჩემოდანი საბარგულში ჩადო, წინ დასაჯდომი კარი გააღო, დაელოდა როდის მორჩებოდა ხვევნა კოცნას სოფი დედამისთან, მერე გვერდზე მისკუპებულს ღვედის შეკვრა უბრძანა, მანქანა დაძრა და დამშვიდობების ნიშნად რუსას დაუსიგნალა. - შია ჩემს გოგოს?
-ძალიან.
-რა ვჭამოთ?
-პიცა! აი იქ, ბოლოს რომ ვიყავით კაფეში.
-კარგი, წავიდეთ მაშინ იქ. - გაეღიმა ქალიშვილის წამოძახებაზე. სიჩქარეს უმატა და სოფის კისკისზე თვითონაც გაეცინა.
-ცოტა კიდე სწრაფად რა. - გაბრწყინებული თვალებით შეხედა ნიკოლოზს, შემდეგ კი ზურგით აეკრა სავარძელს.
-გვეყოფა თორემ გაგვაჩერებენ…
-ჩემს შეყვარებულს მოტო უნდა ჰყავდეს, ისე არ შევიყვარებ. - კატეგორიულად გამოაცხადა, ნიკოლოზს კი გაეცინა.
-ძალიან ცდები თუ გგონია ვიღაც ტიპის უკან მოტოზე დაჯდომის უფლებას მოგცემ.
-წინ? - სიცილით გადახედა მამას, მენაბდემ კი გაკვირვებულმა გამოხედა. მის სიცილზე წარბები შეკრა, გულში კი მასთან ერთად იცინოდა.
-ძალიან გამითამამდი და არ მომწონს. შეყვარებულებისთვის ჯერ მზად არ ვართ, ხომ შევთანხმდით ამაზე?
-აუუ, რომ მყავდეს მერე რა?
-ჯერ პატარა ხარ და არ მინდა რომ გყავდეს.
-მამაა, შენ ხომ სულ იცი ვინ მომწონს და მერე რა?
-სოფი, პატარა, შეყვარებული ჯერ ადრეა მამი. რათ გინდა, მოგწონს ვინმე?
-არა. - უცებ გასცა პასუხი და ნიკოლოზის ყურადღებაც მიიქცია.
-აბა?
-უბრალოდ მინდა რომ არ დამიშალო, მერე დაგიმალავ და გინდა ეგრე? - თმები უკან გადაიწია, თან ნიკოლოზს წარბშეკრული დააკვირდა.
-არ გიშლი, უბრალოდ გეუბნები რომ ჯერ ადრეა და არ მინდა შეყვარებული გყავდეს. - წარბ აწეულმა შეხედა შვილს, ერთი კარგად შეათვალიერა და მიხვდა რომ ზედმეტად გათამამებული ჰყავდა ქალბატონი, მაგრამ სხვანაირად არ გამოსდიოდა. - ნუ მებღვირები, მაკოცე და გადავიდეთ. - ლოყა მიუშვირა, სოფიმაც კისერზე მოხვია ხელები და ლოყაზე რამდენჯერმე მიაკრო დიდი ტუჩები, მერე მანქანიდან გადავიდა, კაფისკენ დაიძრა თმების სწორებით, შესვლმდე კი ნიკოლოზს მიუტრიალდა.
-ლამაზი ვარ?
-რა პრანჭიკელა ხარ მა, დედაშენიც არ ყოფილა ეგეთი. - თავი გააქნია სიცილით, კარი გაუღო სოფის და ჯერ ისევ პასუხის მოლოდინში მყოფი შვილი შიგნით შეატარა. - ლამაზი ხარ ხო. - ხელი მოხვია მხარზე, შემდეგ თავისუფალი ადგილისკენ დაიძრა. პიცაც შეუკვეთეს წვენთან ერთად. როგორც ყოველთვის მიტანილი წვენი ახლაც პიცის მოტანამდე ადრე ჩაცალა სოფიმ და ნიკოლოზს მომღიმარი სახე შეანათა იმის ნიშნით რომ კიდევ ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი სურდა. - მომიყევი რა ხდებოდა ბაკურიანში.
-ვსრიალებდით, ბარში მივყავდი დედას და გოგოებს, ისინი სვამდნენ, მე დავცინოდი. მერე ერთი გოგო გავიცანი ჩვენს სასტუმროში, მაგასთან ერთად ვიყავი სულ, თავისი ფეისბუქი მომცა და მერე სხვა დროს ვნახავ კიდე.
-იცოდე დებილობები არ აზიარო ფეისბუქზე, თორემ გაგიუქმებ. - სიცილით გააფრთხილა წარბ შეკრული ქალიშვილი, რომელმაც გამოხედვით ანიშნა რომ შეურაცყოფას აყენებდა. - მე ნუ მიყურებ მაგ მზერით. - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად, სოფისაც ლოყები შეეფარკლა და თავი დახარა.
-გამარჯობათ. - მოულოდნელად თავზე წამომდგარმა ბიჭმა ხელი გაუწოდა ნიკოლოზს, რომელმაც ჯერ გაკვირვებულმა ახედა, შემდეგ მისი სახეც ამოიცნო და ხელი შეაგება.
-ანდრო ხო? თუ ანდრია?
-ანდრია… როგორ ხართ?
-კარგად, შენ როგორ ხარ, დაჯექი. - სკამზე ანიშნა ბიჭს, თან ოდნავ წარბები შეკრა სოფის ლოყაზე რომ აკოცა და გვერდზე მიუჯდა.
-მოვიწყინე სკოლაში სოფის გარეშე. - ლოყაზე უჩქმიტა დაბღვერილ გოგოს.
-ხომ გითხარი ხმა აღარ გამცეთქო. - ხელი აუქნია ანდრიას, თან ოდნავ გვერდზე გაიწია.
-რამე მოხდა? - ანდრიას გაუყარა თვალი თვალში, რომელიც თავისუფლად მოთავსებულიყო და ნიკოლოზთანაც დიდი ხნის ნაცნობივით იქცეოდა.
-სოფის თაყვანისმცემელს ვუთხარი რომ აღარ შეეწუხებინა და მაგაზე გამიბრაზდა. - მხრები აიჩეჩა, თან სოფის დახედა.
-საერთოდ არ მაწუხებდა…
-მნიშვნელობა არ აქვს, შენ ყველა მოგწონს ვისაც მოსწონხარ და ეგრე არ გამოვა.
-მამა თავი დამანებოს!
-ყველას ეფლირტავება ვისაც მოსწონს, თან ყველას მოსწონს. - ჩუმად მჯდომ ნიკოლოზს შეხედა და სოფის დარტყმასაც გაუძლო. - ჩემს კლასელებსაც კი მოსწონთ, ზოგს უყვარს კიდეც და რომ არ მოვაშორო ამდენი ერთად არ გამოვა. თან მე უკეთ ვიცი ბიჭების ფიქრები ვიდრე შენ, ამიტომ ნუ მებუტები, ისევ მოსწონხარ ყველას, უბრალოდ აღარ გწერენ. - პატარა ცხვირზე ჩამოჰკრა თითი დაბღვერილ გოგოს, მერე მაინც გაეცინა.
-შენ შენს შეყვარებულს მიხედე.
-ხო მართლა, მე და თიკო მივდივართ ხვალ მთაწმინდაზე და სოფის გამოუშვებთ? - ნიკოლოზს შეხედა გაოცებული რომ შესცქეროდა ერთმანეთში მოსაუბრე ბავშვებს.
-არა. - უცებ გასცა პასუხი და მოტანილი პიცა თეფშზე გადაიღო.
-მმ.. რატომ? - ცოტა დაიბნა კიდეც ანდრია, თან ნიკოლოზს არ აშორებდა თვალს.
-ჯერ პატარები ხართ, სოფიც პატარაა და მარტო ვერ გამოვუშვებ.
-აუ მამა წავალ რა.
-არა და მორჩა.
-ნიკო ძია, ჩემ ცხრა წლის დას მაყოლებს ხოლმე დედაჩემი და სოფის როგორ ვერ მივხედავ. თან ორ თვეში თხუთმეტის ვხდები.
-თხუთმეტის რომ გახდები მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა ჭამეთ, გაცივდება.
-მადლობა, მაგრამ თიკოსთან ერთად ვარ, საპირფარეშოშია გასული და უნდა გადავჯდე. - ფეხზე წამოდგა და სკამის საზურგეს ხელებით დაეყრდნო.
-ზეგ გნახავ მამაშენის დაბადების დღეზე და მერე ვილაპარაკოთ. - თვალი ჩაუკრა მენაბდემ ბიჭს, იმანაც თავი დაუქნია და დამშვიდობების შემდეგ სხვა მაგიდასთან გადაჯდა. დაინახა როგორ დაჯდა გოგო ანდრიას პირდაპირ და პიცის ნაჭერი თეფშზე გადაიდო. ეცინებოდა ამ პატარა ბავშვების სიდიდეზე. როგორ უნდოდა ყველას დიდი ყოფილიყო, ამ დროს კი რამდენი პრობლემა მოაქვს ცხოვრებას თვრამეტი წლის მერე. სოფის შეხედა, წარბშეკრული უყურებდა ნიკოლოზს, მენაბდეს კი მის ქცევაზე ეცინებოდა. - რა?
-მინდა წასვლა.
-სოფი მა, ნუ გამაბრაზებ. ჯერ არ ხარ იმხელა რომ აქეთ-იქით იარო.
-ცამეტი წლის ვხდები.
-სახლში ვილაპარაკოთ. ახლა ჭამე.
-აღარ მინდა. - ხელები მკერდზე დაიკრიფა და სახე აარიდა მამას.
-მაშინ წავედით. - ხელი დაუქნია მიმტანს ისიც უცებ გაჩნდა მაგიდასთან და მალე ანგარიშიც მოიტანა. როგორც კი გადაიხადა ფეხზე წამოდგა, გაბუტულ სოფის ანიშნა გაჰყოლოდა და კაფე მასთან ერთად დატოვა. ჩუმად იმგზავრეს სახლამდე, შემდეგ ლიფტით ბოლო საერთულზე ავიდნენ და სახლში შესულმა ნიკოლოზმა ჩუმად მყოფ სოფის ხელი ჩაკიდა, მისაღებში შეიყვანა და დივანზე დასვა. - რაზე იბუტები. - წარბშეკრულმა ჰკითხა, ბავშვს კი თვალები აუცრემლიანდა. - გეკითხები და გამეცი პასუხი.
-არ მიშვებ და იმიტომ.
-მომისმინე და დაიმახსოვრე ახლა რასაც გეტყვი.
-მამა…
-მე მამაშენი ვარ, მამაშენი და არა რომელიმე შენი კლასელი ან მეგობარი. ვციდლობ კარგი მამა ვიყო და ვფიქრობ გამომდის კიდეც, ამის მაგივრად კი შენგან პატივის ცემას ვითხოვ. გაქვს ყველაფერი რაც გინდა, ყველაფერს რასაც ვაკეთებ მხოლოდ შენთვის და შენი მომავლისთვის. პატარა ხარ, 12 წლის და ამ ასაკში არავინ ყოფილა იქ სადაც შენ. დასასვენებელი ადგილი გინდა თუ სხვა რომელიმე გასართობი, მაგრამ 14 წლის ბიჭთან ერთად არ გაგიშვებ მთელი დღე ქუჩაში სახეტიალოდ! მაინცდამაინც იქ წასვლა თუ გინდა ერთად წავიდეთ, მაგრამ მეგობრებთან ერთად სიარული ჯერ შენთვის ადრეა. იბუტები? გაიბუტე. ისევ შენთვის იქნება ცუდი. ახლა ადექი, გაიგე რა გაქვს სასწავლი და ხვალ სკოში წახვალ.
-მამა.
-ნუ მაიძულებ მკაცრად მოქცევას, ერთს რომ გეტყვი დამიჯერე და ყველაფერი კარგად იქნება. მიდი. - თავით ანიშნა საძინებლისკენ, სოფიც ნელა წამოდგა, ყველფრის მიუეხავად ინსტიქტურად აკოცა ნიკოლოზს ლოყაზე და საძინებლისკენ წავიდა. - ჯანდაბა. - სახეზე ჩამოისვა ხელები. ვერ იტანდა და არ შეეძლო სოფისთან ჩხუბი. თვალები რომ ემღვრეოდა სულ გიჟდებოდა. თვითინაც იცოდა ბავშვობიდან ზედმეტად ანებივრებდა, ყველაფერს უსრულებდა. იმ დროის დანაკლისს რასაც მასთან ერთად ვერ ატარებდა იმ პერიოდში საჩუქრებით შევსებას ცდილობდა. ყოველთვის თბილად ექცეოდა და ერთხელაც არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ მისთვის დაეყვირა. ახლა კი ხვდებოდა რომ იზრდებოდა, რამდენიმე წელში შეწინააღმდეგებასაც დაიწყებდა და მერე უკვე აღარ იცოდა რას გააკეთებდა მის შესაკავებლად.
ფეხზე წამომდგარი ნელა დაიძრა ოთახისკენ, საწოლზე საცვლის ამარა დაწვა, თან ხელები ბალიშს მოხვია. ცოტა ხანს გაუნძრევლად იწვა, ბოლოს ტელეფონს დაავლო ხელი და ანას ნომერზე გადარეკა. მთელი დღის მანძილზე ერთხელაც არ შეხმიანებია და ცოტა აკლდა კიდეც მისი გაუჩერებელი საუბარი ერთად გატარებული სამი დღის შემდეგ.
-ზუსტად ახლა მჭირდებოდი ნიკოლოზ. - ყურმილის აღების თანავე ჩაილაპარაკა ანამ, მენაბდესაც გაეღიმა მის ხმაზე.
-უკვე მოგენატრე?
-დედაჩემი ყურადღებას აღარ მაქცევს.
-წუწუნებ?
-სხვას ვის ვეწუწუნო?
-ცუდად ხომ არ გახდა? - გაიცინა, თან ზურგზე დაწვა და თვალი ჭერს გაუშტერა.
-გახდა, მაგრამ მოვასულიერეთ… დღეს მთელი დღე დამღალა, ენერგია გამომაცალა. აღარავის ვაინტერესებ სახლში და თავს ზედმეტადაც კი ვგრძნობ.
-კარგი რა პატარა. ოცდარვა წლის შემდეგ პირველად ნახა შვილი.
-შენ რა გჭირს? ვინმემ გაგაბრაზა?
-საიდან მოიტანე?
-ვხვდები, ხმაზეც გეტყობა, თან დამირეკე. - ღრმად ჩაისუნთქა, საწოლის ხმაც გაიგო მენაბდემ და მიხვდა რომ ისიც ლოგინზე იწვა.
-ცოტა ნერვები მომიშალეს, ავღელდი უბრალოდ.
-დაწყნარება გჭირდება? - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან თვალები მინაბა.
-ნუ სარგებლობ იმით რომ ახლა ვერ გნახავ.
-უნდა გავიდე, დედაჩემი მთელი დღეა ლიზასთან ერთად მიყურებს და იმას გაიძახის მაშინ როგორ ამერიეთო, თოთქოს ყოველ დღე გვიყურებდა ერთად.
-მიდი.
-რომ მოვიცლი დაგირეკავ. - ჩუმად ჩაილაპრაკა, თან ტელეფონი ისევ ყურზე ჰქონდა მიდებული. ნიკოლოზის სუნთქვის ხმა ესმოდა და ინსტიქტურად ეღიმებოდა. - ღამემშვიდიბის.
-ღამემშვდობისა. - როგორც კი თქვა მაშინვე გაუთიშა, მერე კი ისევ ბალიშში ჩარგო სახე და მალე გაითიშა.
***
კვირები იყო გასული ნიკოლოზის ბოლო ნახვიდან. საქმეებზე ისე იყო გადართული ვერავისთვის ვეღარ იცლიდა. არც თვითინ ეხმიანებოდა ნიკოლოზს და არც ის იწუხებდა თავს მოკითხვით. მთელი დღის მანძილზე მუშაობაში გართულებს საქმის გარდა ტვინში არაფერი უტრიალებდათ, მხოლოდ ღამით მისულებს თუ გაახსენდებოდათ ერთმანეთი, მაგრამ მაშინაც დაღლილობისგან ითიშებოდნენ საწოლზე მიწოლილები. ასე გრძელდებოდა სანამ ანამ აღებული სახლი მთლიანად არ დაამთავრა. სანამ ავეჯით არ გაალამაზა და სახლის პატრონს გასაღები არ ჩააბარა. შემდეგ დამშვიდებულმა გადაწყვიტა ბარში მსხდომ მეგობრებს მოულოდნელად სწვეოდა და მათი გულები გაეხარებინა.
მაღალ ქუსლებზე შემომდგარი შევიდა დაბალი შუქით განათებულ შენობაში, სადაც მუსიკა ხმამაღალზე აეწიათ და ხალხიც გაჟღერებულ ნოტებზე დახტუნაობდა. მალე დალანდა კიდეც კუთხეში მჯდომი სამეგობრო, ჩუმად მიუახლოვდა და საუბარში გართულებს მოულოდნელად წამოადგა თავზე.
-მოვიდაა! - გახარებული წამოფრინდა ფეხზე მარიამი, მას კი შემთვრალი მეგობრებიც მიჰყვნენ, მთლიანად ჩაკოცნეს მონატრებული წიკლაური, ბოლოს გვერდზე მიისვეს და განვლილ დღეებზე გამოკითხეს. ყველას აინტერესებდა კაცი რომელიც ანას ცხოვრებაში შეჭრილიყო, მაგრამ წიკლაური თითქოს ჯიუტად არ ახსენებდა. რა ჰქონდა სათქმელი, არც კი ჰყავდა ნანახი და მასაც ისევე უნდოდა ნიკოლოზის ხილვა როგორც დანარჩენებს.
-რა ლამაზი სამზარეულოა, მეც მინდა ასეთი. - ინტერესით ათვალიერებდა ნინი სამზარეულოს, შემდეგ იქვე მჯდომ გიოს ახედა და იმანაც დაბნეულმა გაუსწორა მზერა.
-რა? ჩვენი სამზარეულოსი რა არ მოგწონს?
-ახალი მინდა.
-მეზარება რემონტები ნინი, არც დრო მაქვს და არც თავი. მითუმეტეს ახლა როცა ბავშვზე ვარ გადართული.
-რას ამბობ შენ ატარებ მუცლით.
-სამაგიეროდ ორ საათში ერთხელ დავრბივარ სხვადასხვა პროდუქტის ამოსატანად.
-ნუ აბუქებ. - გვერდში მიარტყა ხელი, გიომ კი მიიხუტა და ტუჩები დაუკოცნა.
-მართლა კარგი სახლია.
-ჩემი საქმის ოსტატი ვარ მე. - ამაყად გამოაცხადა, სასმელი მოსვა, შემდეგ სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და მომღიმარ ლევანს შეხედა რამდენიმე წამით, შემდეგ ისევ სხვებზე გადაიტანა ცისფერი კაშკაშა თვალები. - მომენატრეთ.
-შეგეძლო გენახეთ.
-ხომ იცი რომ ვერ ვიტან საქმეს რომ ვწყდები, უნდა ვუყურო როგორ აკეთებენ. უპასუხისმგებლობა არ მიყვარს.
-როგორც იტყვი. - ხელები ასწია გიორგიმ, შემდეგ ჩაცლილი სასმელი ისევ შეუვსო. გამოთრობას არ აპირებდა, მაგრამ ნელ-ნელა სვამდა, თან მოხარხარე მეგობრებს ადევნებდა თვალყურს. მთელი ამ დროის მანძილზე გრძნობდა ლევანის მზერას, აიგნორებდა, მაგრამ უკვე შემაწუხებლად იქცეოდა სისაური და ანასაც ტვინში ურტყამდა მისი საქციელი.
-ლევან! - მოულოდნელად თქვა, თან თვალი გაუსწორა კაცს.
-გისმენ.
-გეყოფა.
-რა? - ისევ გაიღიმა სისაურმა, ანა კი ლამის სახის ჩამოსაკაწრად მივარდა, ვერ იტანდა ასეთ ქცევებს, მითუმეტეს კაცისგან.
-რაც მოვედი მიყურებ და დამღალე უკვე ისედაც დაღლილი. მიმოიხედე ირგვლივ, რამდენი ლამაზი ქალია.
-რომ არ მაინტერესებს?
-თვალებს დაგთხრი იცოდე. - სიტუაციის განსამუხტად თითი დაუქნია სიცილით და როგორც ყოველთვის ლევანიც მიუხვდა რომ სერიოზულად ემუქრებოდა.
-ყურებაც მეკრძალება?
-ნუ მეფლირტავები. - თვალი ჩაუკრა, თან მწარე სასმელი მოსვა. შემდეგ მოულოდნელად იგრძნო მუცელზე ხელების მოხვევა და ყელში მიკრული ტუჩები. შეაჟრჟოლა, მაშინვე დაუარა ტანში ჟრუანტელმა, მუცელზე მოხვეული ხელის გულებიდან სხეულში გავრცელებული მუხტების წყალობით იგრძნო შიგნით მოფარფატე პეპლები, ის მონატრებაც მოაწვა რასაც ამ დროის მანძილზე გრძნობდა, თავი ძლივს შეიკავა არ წამომხტარიყო და მაგრად არ მოხვეოდა. - ნიკოლოზ! - ქვევიდან ახედა მომღიმარ კაცს და იგრძნო თვალები როგორ გაუბრწყინდა, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, მაგრამ მენაბდე ხომ ხედავდა.
-მახსოვს არ გეცალა.
-დღეიდან მცალია. - ფეხზე წამომდგარი მთელი სხეულით აეკრა კაცს, ნიკოლოზმა კი აღარაფრის თქმა, ან გაკეთება არ აცადა ისე დაეწაფა ქალის ტუჩებს.
-მგონი მომენატრე. - ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა, თან იქვე აკოცა.
-მე მგონის გარეშე მომენატრე. - ისე გადაიქცა პატარა გოგოდ თვითონაც ვერ მიხვდა. მკლავები კისერზე მოხვია, თან ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები.
-აქედან ჩემთან მივდივართ. - ისევ მის გასაგონად თქვა, ბოლოს მოშორდა და ანაც გადავიწყებულ მეგობრებს მიუბრუნდა.
-გაიცანით ნიკოლოზი, ესენი ჩემი დიდი ხნის მეგობრები არიან, გიოს და ნინის იცნობ, ეს ლევანია, საბა და მარიამი.
-სასიამოვნოა. - საბამ ხელი ჩამოართვა, მარიამმაც, ლევანი კი ისევ ერთ ადგილზე იჯდა და თვალებ ანთებული მზერით ბურღავდა ნიკოლოზს, რომელსაც კმაყოფილი ღიმილი მოსდებოდა სახეზე.
-ჩემთვისაც.
-ერთად როგორ ხართ? - წარბ შეკრულმა თქვა გიორგიმ როგორც კი მენაბდე გადაკოცნა.
-სხვა დროს ვილაპრაკოთ გიო… რამხელა გაზრდილა. - ნინის დახედა გამობერილ მუცელზე, რომელზეც მოტკეცილი კაბა მოერგო და უკეთ უკვეთდა მრგვალ მუცელს.
-ჰო. - მომღიმარი მიეფერა მუცელს, თან ქვევიდან ახედა ნიკოლოზს.
-აქვე ვარ მე, იყავი და დაშლას რომ გადაწყვეტთ მოდი… ნახვამდის. - ლოყაზე აკოცა ანას, თან კიდევ ერთხელ მოათვალიერა ჩუმად მსხდომები.
-კარგი. - გაუღიმა, მერე კი სხვა მაგიდისკენ წასულს გააყოლა თვალი.
-მომატყუე მაშინ არა? - თვალებ მოჭუტულმა შეხედა გიორგიმ, ანასაც ლოყები შეეფარკლა და გვერდზე მიუჯდა.
-დავიბენი უბრალოდ. - ლოყაზე აკოცა, თან ყურებამდე გაუღიმა. სულ შეეცვალა გამომეტყველება, დაღლილობაც მოეხსნა, უფრო ბევრს საუბრობდა სახე გაბრწყინებული და მთელი საღამო ხალისობდა. სხვებმაც შეატყეს რომ მისი ეს ცვლილება ნიკოლოზის ნახვამ გამოიწვია. ყველას უხაროდა ის რომ ანა კარგად იყო, მაგრამ ლევანი კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ ჩანდა.
-წავედით ჩვენ, დამეღალა ბავშვი. - ნინის მუცელზე ეფერებდა, თან ლოყაზე კოცნიდა.
-დავიშალოთ ბარემ, გვიანია უკვე. - ფეხზე წამომდგარმა საბამ მარიამიც წამოაყენა, თან ლევანს შეხედა. - შენ რას იზამ?
-დავრჩები ცოტახანს. - სასმელი მოსვა და საბას ქვევიდან ახედა.
-კარგი. - ფული მაგიდაზე დადო, ყველას დაემშვიდობა და ბარი მარიამთან ერთად დატოვა.
ბოლოს მხოლოდ ანა და ლევანი ისხდნენ მაგიდასთან, ერთმანეთს უყურებდნენ და არაფერს ამბობდნენ.
-ბედნიერი ხარ? - ისევ ლევანიმ აიღო თავის თავზე ერთმანეთში ჩამოწოლილი სიჩუმის დარღვევა. ანას კი ჩაეცინა, ჯერ სასმელს დააკვირდა, შემდეგ ისევ ლევანს შეხედა.
-ბედნიერებას რას ეძახი ლევან?
-გიყვარს ის კაცი?
-ბედნიერება მხოლოდ სიყვარული არაა ლევან. შენც მიყვარდი, მაგრამ მებდნიერი არ ვყოფილვარ.
-იყავი.
-თავიდან ვიყავი. - თავი დაუქნია ღიმილით. ისეთ კარგ ხასიათზე იყო ნიკოლოზის ნახვის შემდეგ ლევანიც კი აღარ უშლიდა ნერვებს.
-და ახლა?
-ვარ.
-კარგი. - ჩაიღიმა, სასმელი ერთი მოყუდებით დალია და ანადან მზერა მოცეკვავე სხეულებზე გადაიტანა. - უბრალოდ არ მინდა გული ისევ გეტკინოს და ვიცი რომ გატკენს. - ისე ჩაილაპარაკა თითქოს ანას არ ეუბნებოდა.
-ნახვამდის ლევან. - ფეხზე წამოდგა, პატარა ჩანთას ხელი მოკიდა და ნიკოლოზის მიმართულებით დაიძრა. ვიღაც კაცთან ერთად იჯდა, სასმელს სვამდა და მის საუბარს წარბ შეკრული უსმენდა.
-შენ თავს ვფიცავარ გცემ თუ არ მოკეტავ. - თითი დაუქნია ყიფშიძეს, გიგას კი სიცილი აუტყდა.
-გამარჯობა ანა. - მიახლოვებული წიკლაურის დანახვისას ფეხზე წამოდგა გიგა, დიდი ხნის ნაცნობივით გადაკოცნა და სავარძელზე ანიშნა.
-გამარჯობა.
-გიგა, ამის სიყვარული, სიხარული, ბედნიერება, ერთადერთი საუკეთესო, ბავშვობის, ტრუსიკის მეგობარი და კიდევ უამრავი რამ ვარ… ერთადერთი საყვარელი არ ვყოფილვარ თორემ შეყვარებულობაზე და დაქორწინებაზეც გვიფიქრია. - სიცილით გააცნო თავი ანას და მისი გაცინებაც მოახერხა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც… ალბათ შემთხვევით რომ არ დაგვენახე არც გამაცნობდა შენს თავს კიდევ დიდი ხანი. - ვითომ ბრაზით გადახედა ძმაკაცს, ნიკოლოზმა კი თვალები აატრიალა. კიდევ აპირებდა საუბრის გაგრძელებას მაგრამ ამღერებულმა ტელეფონმა არ დააცადა და ცოლის ზარსაც სწრაფად უპასუხა. - მოგენატრე ჩემო სიყვარულო?.. ხო ცოტა გამოვთვერი ნიკოსთან ერთად… ხოო? უთხარი მოვა მამა ათ წუთშიო, საათზე ანიშნე და იმის ყურებაში ჩაეძინება… კარგი წამოვალ ახლა და ერთად გავაგრძელოთ დალევა… კარგი, მოვალ მალე. - სიცილით გაუთიშა ტელეფონი, შემდეგ ანას შეხედა. - ბოდიში, უბდა წავიდე… ჩემი პატარა ბიჭი მელოდება, ჩემს გარეშე არ იძინებს, დედამისს გავს. - სიცილით წამოდგა ფეხზე, ლოყაზე აკოცა ნიკოლოზს, ანას ყურებამდე გაუღიმა და დამშვიდობების შემდეგ ბარბაცით წავიდა გასასვლელისკენ.
-მანქანაზე ხომ არ ჯდება?
-არა, თავისი თავი უყვარს. - წელზე მოხვია ხელი ანას, თავისკენ მისწია, თან ლოყაზე აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე და ბოლოს ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები ყელზე. - სულ ამ ლევანთან ერთად უნდა იყო?
-ასე გამოდის. - ნიკოლოზის სიახლოვისგან დავლილმა ჟრუანტელმა სულ გააბრუა, ფეხზე დადებულ მენაბდის თითებს ჩაეჭიდა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. - მაგის გამო მოხვედი ხო?
-დაგინახე, მოვედი და გნახე. - ანას ტუჩებთან ამოილაპარაკა, მაგრამ არ უკოცნია, თავი უკან გასწია და მიმტანს ხელი დაუქნია. - მომენატრე. - სხეულზე აატარა თვალი, ანა კი მის სახის ნაკვთებს აკვირდებოდა.
-მეე? - ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე, კითხვით კი ნიკოლოზის ყურადღებაც მიიქცია.
-სახლში გაგცემ პასუხს. - თვალი ჩაუკრა მომღიმარმა, სასმლის ფული გადაიხადა, შემდეგ ანასთან ერთად წამოდგა და ბარიდან გავიდა, თან ისე რომ ხელი არ მოუშორებია მისი წელიდან. არაფერს ამბობდა ანა, მაგრამ უკვირდა ის რომ ხალხით გადატენილ ბარში, თუ ქუჩაში მასთან ერთად თავისუფლად დადიოდა ნიკოლოზი. ისიც გაუკვირდა მეგობრებთან მჯდომს თავზე რომ წამოადგა და თითქოს ყველანაირი თამაშის გარეშე, მართლა მონატრებით მოეხვია ანას. უკვირდა, მაგრამ უხაროდა კიდეც. ხვდებოდა რომ ამ ყველაფერს თამაშის გარეშე, გაუაზრებლად აკეთებდა ნიკოლოზი და ყველაზე მეტად ეს ავსებდა ბედნიერებით.
-არადა ცეკვა მინდოდა. - მანქანაში მოთავსებულმა ჩაილაპარაკა, ნიკოლოზმა კი ჭინკებ ათამაშებული თვალებით გადახედა.
-ვიცეკვოთ.
-რამე მოხდა? სხვანაირი მეჩვენები. - ბოლოს რომ ვეღარ მოითმინა მაინც ჰკითხა, თან ოდნავ იმისიც შეეშინდა რომ უცებ არ შეცვლოდა ხასიათი.
-ჯანდაბა… მართალა ძალიან გამიხარდა შენი ნახვა პატარა… ვერც კი წარმოიდგენ ისე. - შუქნიშანზე გაჩერებულმა ყბებზე მოკიდა თითები და ტუჩებზე აკოცა. თვითონაც ვერ წარმოიდგენდა მისი ნახვა ასე თუ შეუცვლიდა განწყობას. მთელი დღის მანძილზე უხასიათოდ მყოფი დასალევად წავიდა გიგასთან ერთად და იქ მჯდომმა ბარში შემოსული ანა რომ დაინახა იგრძნო როგორ გაუბრწყინდა თვალები, მაშინ რონ არ მისუიყო და არ ენახა ალბათ გააფრენდა, იქ მისულს კი ლევანი დახვდა და მისი სახის ყურებით ცოტა გაერთო კიდეც. ახლა მის გვერდით იჯდა და იმდენ ენერგიას სძენდა ანას გვერდში ყოფნა ქცევებს ვეღარ აკონტროლებდა. - შენ არ მოგენატრე?
-ჯანდაბა ნიკოლოზ… სწრაფად ატარე. - ქვედა ტუჩს ჩააფრინდა კბილებით და მენაბდის სიცილზე თვითონაც გაეცინა. მართლა მოუმატა სიჩქარეს ნიკოლოზმა, ბოლოს თავის ადგილზე გააჩერა მანქანა და ლიფტში შესული ბოლო სართულზე ანასთან ერთად ავიდა.
ბინის კარი როგორც კი მიხურა წინ წასულ ანას მკლავში ჩაავლი ხელი, კედელზე ააკრა და ქალსაც ტკივილისგან კვნესა წასკდა. ტუჩები ყელზე მიაკრო, ხელი ბარძაყზე აატარა, კაბის შინგნით დაიწყო შეძრომა, თან გამაგიჟებელი კოცნებიც მიუყვებოდა ყელიდან ტუჩებამდე. ბარძაყზე მოთარეშე ხელის ზურგს თავისი ხელი ზევიდან დაადო ანამ და უფრო ზევით ასვლისკენ უბიძგა. ოდნავ გახელილი თვალებით წამით დაინახა ირონიულად მომღიმარი ნიკოლოზის სახე და მისი ტუჩები რომ იგრძნო თავისაზე ფეხებს შორის მგრძნოიაირე ადგილზე მოთამაშე თითებთან ერთად, თვალები სულ დაეხუჭა. - ნიკო… - ჩამწყდარი ხმით ძლივს წარმოთქვა კაცის სახელი, თითები თმაში შეუცურა, კეფა კი კედელს მიადო და მკერდზე მხურვალე ტუჩების შეგრძნებით მიღებული სიამოვნებაც გაუაზრებლად წამოცდენილი ბგერებით წარმოაჩინა.
-ჯანდაბა. - მოთმინება ამოწურულმა სწრაფად მოკიდა ხელები მკერდთან ჭრილზე და ტანზე შემოხეული კაბიდანაც მაშინვე გამოჩნდა შიშველი მკერდი. - მაგიჟებ. - სიმწრით ჩაეცინა, თავის მდგომარეობაზე უფრო ეცინებოდა ასეთ ემოციებში შეჭრილი რომ აღმოჩნდა და ქალმა ყველანაირი კონტროლი დააკარგვინა. სწრაფად შემოისვა წელზე, თმებში ჩააფრინდა თითებით და ტუჩებზე მხეცივით დააცხრა. სურვილისგან მთელი სხეული უხურდა, გრძნობდა როგორ ცახცახებდა წელზე შემოსმული ქალი სურვილისგან და ყველაფერ ამით იმხელა სიამოვნებას გრძნობდა სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა. მალევე შეუერთდა ქალის სხეულს, თან კბილები მკერდზე ჩაავლო და ანამაც ხმა ვეღარ გააკონტროლა…

საწოლში ზურგზე მწოლს თავი ნიკოლოზის მარცხენა მკლავზე მოეთავსებინა, თითებზე ეთამაშებოდა, თან სიგარეტს ეწეოდა.
-არ გინდა თავი რომ დაანებო? - თითებიდან ააცალა ჩამწვარი ღერი, საფერფლეში ჩააჭყ.ლიტა, შემდეგ ანასკენ გადაბრუნდა და თავს ქვემოთ ამოდებული ხელით თმაზე მიეფერა.
-გაწუხებს?
-არა, პროსტა რა პონტია, შენს თავს ვნებ.
-ხელს არ მიშლის არაფერში, პირიქით მამაშვიდებს. - თვალებში ჩახედა მენაბდეს, წვრილი თითები სახეზე შეახო და ლოყაზე მოეფერა.
-მინდა რომ მოწევას შეეშვა. - გამოკვეთილ ყბის ძვალზე ცერი გადაატარა, ნიკაპზე მოკიდა თითები და ქვედა ტუჩზე კბილები გამოსდო.
-მე არ მინდა. - ნიკოლოზისკენ გადატრიალდა, სახე მის ყელში ჩარგო, თან მის სხეულზე წვრილი თითების მოძრაობა განაგრძო. ცხვირში სასიამოვნოდ უღიტინებდა მამაკაცის სურნელი, მთლიან სხეულში სიმშვიდეს ჰფენდა და მასში ჩაფლულს მოდუნების საშუალებას აძლევდა. პირველად გრძნობა ნიკოლოზი ასეთ სიმშვიდეს და ვიღაცაზე ზრუნვის სურვილს. კვირების შემდეგ პირველად ნანახი ანა მთლიანად ავსებდა. ახლა ხვდებოდა რა აწუხებდა მთელი ამ დროის მანძილზე, რა აკლდა და ახლა შევსებული ადგილის ისევ დაცარიელება აღარ სურდა. უკვე იცოდა რომ ანა იყო ის ერთადერთი ქალი ვისთანაც თავს ჩვეულებრივ გრძნობდა, ადარდებდა ყველაფერი მის შესახებ, აინტერესებდა, უნდოდა ახლაც დაეწყო მოყოლა და გაუჩერებლად ელაპარაკა ყველა მის სურვილზე თუ გრძნობაზე. ანა კი დუმდა. თითქოს ჯიუტად დუმდა, რაღაცას ელოდა, მაგრამ ნიკოლოზიც არ იღებდა ხმას.
-ანა.
-ჰო. - ყელზე ნაზად მიაკრო ტუჩები, იგრძნო როგორ გააჟრჟოლა ტანში კაცს და სიამოვნებისგან სულ გაბრუვდა. ნიკოლოზი კი დამუნჯდა. პირველად ჰქონდა მსგავსი რეაქცია, პირველად მოიცვა მსგავსმა შეგრძნებამ ქალის კოცნისგან და ისე ესიამოვნა სულ გაიტრუნა. შემდეგ გაიღიმა, თვალ დახუჭული იღიმოდა და ხვდებოდა ანა მთლიან შიგნეულობას უტრიალებდა. სულ სხვანაირად დაიწყო გულმა ფეთქვა, ეს კი ანასაც არ გამოჰპარვია. ნიკაპზე ჩავლებული თითებით თავი ააწევინა, ჯერ გაბრწყინებულ ცისფერებში უყურებდა, შემდეგ ტუჩებზე გადაიტანა მზერა და მისკენ სულ ოდნავ დაიხარა. არ ჩქარობა, ფიქრობდა, ეშინოდა იმის რაც შეიძლება იმ წამს ეგრძნო, მაგრამ იმდენად სხვანაირი, იმდენად მიმზიდველი ეჩვენებოდა უკვე უამრავჯერ დაკოცნილი და მისაკუთრებული ტუჩები, შეხების სურვილისგან ბაგეები უთრთოდა. ოდნავ შეეხო ტუჩებზე, სულ ოდნავ და იმხელა მუხტი იგრძნო თვალები დაეხუჭა. ათრთოლებულ ტუჩებს ოდნავ ახებდა, შემდეგ ნაზად აკოცა. ისე ნაზად კოცნიდა ისეთი სხვანაირი შეგრძნებებით ეგონა პირველად გრძნობდა, პირველად უსინჯავდა გემოს მის სავსე, რბილ ბაგეებს. ნელა დააწვინა ზურგზე, თვითონ ზევიდან მოექცა და მთელი სინაზით აატარა ხელი სხეულზე. ეგონა პირველად ეხებოდა, პირველდ შეიგრძნობდა მისი კანის სინაზეს და სხეულში უამრავი ემოცია ერთად უტრიალებდა. უკვე ქაოსი ჰქონდა გონებაში, მაგრამ არაფერი აინტერესებდა იმ წუთებში ანას გარდა. კოცნით ჩაუყვა ყელს მკერდისკენ, მისი სწრაფად მფეთქავი გულის ცემაც ესმოდა, მაგრამ თავისი სჯობნიდა სისწრაფეში. მუცელზე აკოცა რამდენჯერმე, შემდეგ მის ფეხებს შირის მოქცეული წამოჯდა და ზევიდან დააკვირდა. დაბალ განათებაში დაჩრდილულ სხეულს აკვირდებოდა, თითებით ყველა წერტილში ეხებოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირველად ხედავდა სილამაზეს, რომელიც უნიჭიერესი მხატვრის ნამუშევარს ჰგავდა. მუცლიდან მკერდზე ასრიალებული თითები მსუბუქად მოუჭირა და ქალის ჩუმ კვნესაზე გაეღიმა. არაფერს ამბობდა ანა, ისედაც ხვდებოდა რა ხდებოდა ნიკოლოზის თავს, ყველა იმ შეგრძნებას გრძნობდა რასაც მენაბდე განიცდიდა და ხელის შეშლას არ აპირებდა. პირიქით, სიამოვნებდა კიდეც ასეთი ნიკოლოზის დანახვა. სულ სხვანაირი იყო, ნაზი, სხვა გრძნობებით სავსე და ანამაც უკვე იცოდა პირველი საქმე შესრულებული ჰქონდა. ოდნავ წამოიწია რომ მენაბდის ტუჩებს შეხებოდა, მაგრამ მკერდზე მიბჯენილი ხელისგულის გამო განძრევა ვერ მოახერხა. ანას მტევნები ერთი ხელით დაიჭირა, მეორეთი კი ქვევით დაქაჩა და მკლავები თავს ზემოთ გაუკავა. თითქოს ეშინოდა მისი სხეულის შეგრძნების, თვითონაც არ იცოდა რას ელოდა, მაგრამ ხვდებიდა რაღაც აქამდე უგრძნობი ელოდა წინ და გაჩერებას არ აპირებდა. გავარვარებული ტუჩები მკერდზე მიაკრო, ძუ.უს თავებზე ენა შეახო, მერე ოდნავ კბილებიც მოუჭირა. - ნიკო. - ვნება არეულმა ჩუმად თქვა მისი სახელი, მენაბდემ კი უპასუხოდ დატოვა. ყელზე აკოცა, თითები მკერდზე მოუჭირა და მის სხეულს დაეპატრონა. მთლიან ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ანას ტუჩებზე აკოცა თან მოძრაობა გააგრძელა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირველად დაეუფლა, პირველად შეიგრძნო მისი სხეული, პირველად შეეხო და საერთოდ აღარ უნდოდა მოშორებოდა. ამ ყველაფრის გამო იმდენად სწრაფად უცემდა გული სუნთქვა უჭირდა. არ ეგონა ოდესმე თუ იგრძნობდა ამ ყველაფერს, ისედაც სხვანაირად გრძნობდ აანასთან თავს, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად იყო, სულ სხვანაირად გრძნობდა და განიცდიდა ყველაფერს. ბოლოს მაინც გაუნთავისუფლა ხელები ანას და ქალიც მაშინვე მის მხრებს ჩააფრინდა. სულ ახელებდა, თავგზას ურევდა ზურგზე მითარეშე წვრილი თითები მენაბდეს და გონება არეულს აზროვნების უნარი ეკარგებოდა. ბოლოს ღონე გამოცლილი მოთავსდა ანას სხეულზე ზევიდან, სახე მკერდზე დაადო, თვალები მინაბა ანას გულის ცემის სმენით გართულმა და ნელ-ნელა სუნთქვაც დაიმშვიდა. ვეღარაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ გრძნობდა და ეს ყველაფერი სასწაულად სიამოვნებდა. ანას კი ჭერისთვის გაესწორებინა თვალი, იღიმოდა, თან ნიკოლოზის თმებში დაატარებდა თითებს. უხაროდა, ბედნიერებით ივსებოდა რადგან ის შეძლო რის მიღწევასაც ცდილობდა. უნდოდა ძლიერად მოხვედოა, მთელი სახე დაეკოცნა მისთვის და ეთქვა რომ ეს შეძლო, მაგრამ ჯერ ისევ იკავებდა თავს, ისევ არ ჰყავდა მთლიანად თავის კლანჭებში მენაბდე და იქამდე არაფერს არ ეტყოდა სანამ ბოლო შედეგამდე არ მივიდოდა.
*
დილით როგორც კი სიცარიელე იგრძნო გამოეღვიძა, თვალები სწრაფად ჭყიტა და რომ ვერავინ დაინახა ოთახში გიჟივით წამოფრინდა, სამზარეულომდე მოსასვლელი ყველა კარი გააღო რაც კი ეგულებოდა, ბოლოს ყავის სურნელი იგრძნო და იფიქრა რომ იქ იქნებოდა, მაგრამ სამზარეულოში ანას ნაცვლად ყავით სავსე ფინჯანი დახვდა. მაშინვე საძინებელში დაბრუნდა, ტელეფონი აიღო და ანას გადაურეკა. რომ არ უპასუხა ნერვები მოეშალა, კიდევ ერთხელ სცადა დარეკვა, მაგრამ წიკლაურის ხმის ნაცვლად ოპერატორის მომაბეზრებელი ხმა ისმოდა. ჯერ მხოლოდ 9 საათი იყო და წარმოდგენა არ უნდოდა მიზეზის რის გამოც ასეთ დროს სახლიდან გავარდა ანა. საწოლს ალაგებდა ნერვების დასაწყნარებლად იქვე დაგდებულ ტელეფონს რომ მოჰკრა თვალი და სულ აერია ტვინი. სწრაფად აიღო, კოდი მოხსნა რომელიც რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით დაინახა და გონებაში ჩაუჯდა, შემდეგ ნარეკებში შევიდა, ნახევარი საათის წინ შემოსული უცხო ნომერი ამოიკითხა, თავის ტელეფონში აკრიფა და მაშინვე გადარეკა.
-ალო. - კაცის ხმა მოესმა მეორე მხრიდან, მაშინვე წარბები შეკრა და ხმის ამოღებაც გადაავიწყდა. - გისმენთ.
-გიორგი მონდოდა.
-შეგეშალათ. - როგორც კი თქვა კაცმა მაშინვე გაუთიშა, ნიკოლოზი კი ეჭვებს აყოლილი ანას ტელეფონში შეტყობინებების თვალიერებას მოჰყვა, ნახა კიდეც რამდენიმე შეტყობინება რომელიც საფლირტაო სიტყვებით იყო სავსე, იქამდე იყო ეს ყველაფერი მიწერილი სანამ გაიცნობდა, მაგრამ ნერვები მაინც მოეშალა. მერე კარების გაღების ხმა გაიგო, ტელეფონი სწრაფად მიაგდო საწოლზე და საძინებლიდან გავარდა.
-სად იყავი? - თავის სპორტულებში გამოწყობილი ანა შეათვალიერა, რომელსაც სამი ზომით დიდი ტანსაცმელი სამჯერ მაინც ჰქონდა აკეცილი ფეხებზე. დიდი ქურთუკი უკანალს ჩასცდენოდა და იმ დროს ისე საყვარლად გამოიყურებოდა სურვილი გაუჩნდა ნიკოლოზს მივარდნოდა და მთლიანი სახე დაეკოცნა.
-მაღაზიაში, სახლში არ ჭამ თუ საჭმელი რატომ არ გაქვს? - ადგილზე გაშეშებულს მიუახლოვდა, ლოყაზე სწრაფად აკოცა და სამზარეულოსკენ დაიძრა პარკებით ხელში.
-ამის გამო გახვედი სახლიდან ამ დროს?
-გამეღვიძა და ავდექი ნიკო, რა გჭირს? - წარბ შეკრულს შეხედა, ნელა მივიდა საცვლით მდგომ კაცთან, მკლავები კისერზე მოხვია და მომღიმარმა ჩახედა თვალებში.
-სად იყავი? - კიდევ ერთხელ გაუმეორა, თან ანთებული ნაცრისფერებით სრული სერიოზულობით დააშტერდა ზევიდან. ცოტა ხანს უყურა ანამ, შენდეგ გაიღიმა, თითები კისრიდან მუცელზე ჩამოასრიალა, წელზე მოხვია და მომღიმარი მიეხუტა.
-მაღაზიაში ნიკოლოზ. - მკლავებზე მოკიდა თითები, თავის წელზე მჭიდროდ შემოიხვია და ქვევიდან მომღიმარმა ახედა.
-კარგი. - საფეთქელზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ლოყაზე და კოცნით მივიდა ტუჩებამდე. მიხვდა რომ თავს ამხელდა ეჭვიანობაში, ამიტომ გაჩუმება და იმ კაცის ვინაობის გაგება თავისით გადაწყვიტა. შეიძლება არც არავინ იყო, მაგრამ დილით ცხრის ნახევარზე ნარეკმა ცოტა ეჭვებში ჩააგდო. - რის გაკეთებას აპირებ?
-ომლეტზე ვფიქრობდი.
-არ მიყვარს.
-ყავა და კრუასანები? - ნიკოლოზის კოცნებით განაბული მის სხეულს ვეღარ შორდებოდა, იცინოდა და თვითონაც კოცნიდა.
-მომწონს. - უკანალზე მოუჭირა მოულოდნელად თითები და ანამაც უცებ წამოიყვირა, შემდეგ კი სიცილით მიუახლოვდა სამზარეულოს ზედაპირზე დადებულ ყავის ჩამოსასხმელ აპარატს. ნიკოლოზი უკნიდან ამომდგარი მის სხეულზე დაატარებდა თითებს, შემდეგ მოსასხამი მოაშორა და თითები თხელ მუცელზე აატარა.
-თავი დამანებე ნიკოლოზ. - მტევანზე დაარტყა ხელი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ჯერ მკერდზე ეფერებოდა, თან კისერს უკოცნიდა, შემდეგ შარვლის ქვეშ ჩაუცურა ხელი, ანამ კი უკანალი უკან გასწია და მისი ხელიც მოიშორა. - ჯანდაბა, მომშორდი. - სიმწრით გაეცინა, თან ტუჩზე იკბინა როცა მენაბდის მეგობარს შეეხო.
-დარწმუნებული ხარ? - სველი ტუჩები მიაწება ყელზე და მის სხეულში დავლილი ჟრუანტელის შეგრძნებისას მთელ ტანში სიამოვნების გრძნობა მოედო.
-კი. - სუნთქვა დამძიმებული მარმარილოს ზედაპირს ხელის გულებით დაეყრდნო, თან თავი ჩახარა.
-კარგი. - კიდევ ერთხელ აკოცა, მერე მთლიანად მოშორდა. - მოვემზადები მე.
-სადმე მიდიხარ?
-ჰო, სამუშაო მაქვს, ჯერ მშენებარე სასტუმროს სანახავად უნდა წავიდე, მერე კორპუსის, სხვა საქმეებიც მაქვს, საღამოს ჩემს მშობლებთან მივდივარ.
-ზეგ ლიზას ქორწიალია, გახსოვს?
-კი, მერე?
-დაგპატიჟა.
-ანა…
-მე უბრალოდ გითხარი, შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი. - მომღიმარმა გახედა იქვე მდგომ ნიკოლოზს და გაეცინა წარბები რომ შეკრა უცებ. - დღეს დილით ქორწილის ორგანიზატორმა დამირეკა, მეც უნდა მივიდე და სახლში თუ მიმიყვან კარგი იქნება.
-მიგიყვან. - გაიღიმა, ზურგი აქცია ანას და იქაურობა დატოვა. უკან დაბრუნებულს ყავა უკვე მზად დახვდა, ანაც მაგიდასთან იჯდა და ჩაფიქრებული ერთ ადგილს მიშტერებოდა. - რაზე ფიქრობ? - ყავის ფინჯანი აიღო, უკან გამოწეული სკამი ანასკენ შეაბრუნა და საზურგეს მიყრდნობილი დააკვირდა ქალს.
-დავიღალე, ასეთი კვირები არასდროს მქონია. - სახეზე ჩამოისვა ხელები, შემდეგ ნიკოლოზს ახედა.
-მოდი. - მუხლზე დაირტყა ხელი, ანამ კი თავი გააქნია სიცილით.
-კარგი რა ნიკოლოზ, რომელი 18 წლის გოგო მე მნახე. - ხელის გულს ჩამოადო ნიკაპი, თან მომღიმარი შესცქეროდა მენაბდეს. არაფერი უთქვამს ნიკოს, ჭიქა მაგიდაზე დადგა, ანას მტევანზე მოკიდა ხელი და თავის კალთაში გადაისვა.
-გინდა აგარაკზე ავიდეთ? - ხელი აატარა ფეხზე, სპორტულის შიგნით შეუცურა და შიშველ ზურგს აუყვა.
-იმ სახლში? - თვალი დახუჭა, შეეცადა კონცენტრაცია მხოლოდ ნიკოლოზის თითებზე გაემახვილებინა, გამოუვიდა კიდეც.
-ჰო.
-როდის წავიდეთ?
-საქმეებს მოვაგვარებ და მერე გადავწვიტოთ. - ლოყაზე აკოცა, შემდეგ ყელში და ცხვირიც იქვე ჩარგო.
-კარგი. - თმებში შეუცურა თითები, ლოყა კი ლოყაზე დაადო რამდენიმე წამით. - დალიე და წავიდეთ.
-აღარ მინდა. - ორი ყლუპი მოსვა, შემდეგ ანა ფეხზე წამოაგდო და ფინჯნები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსა. - წავედით? - გასაღებებს ხელი დაავლო, იქვე დადებული ტელეფონიც აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა.
-ხვალ ლიზას წვეულებას ვუწყობთ, რამდენიმე მეგობარი ჩამოუვიდა ამერიკიდან და ერთი ორი აქაც გაიცნო.
-სად?
-ბარში მივდივართ.
-ჭკვიანად მოიქეცი, ბევრი არ დალიო და არავის ეცეკო, მანდ ვერ მოვალ, ტეხავს. - წელზე შეუცურა ხელი, შემდეგ ლიფტში შესული კედელს ააკრა და მომღიმარმა ჩახედა თვალებში.
-მეტკინა.
-დამიჯერე, თორემ გავბრაზდები, ძალიან იშვიათად ვბრაზდები და არ გირჩევ შენს თავზე გამოცდას.
-გაბრაზებაც კი გეზარება ნიკოლოზ.
-შენთან არაფერი მეზარება. - დაუფიქრებლად თქვა და ტუჩებზე დააცხრა.
-უნდა მიხაროდეს თუ პირიქით?
-ორივე. მე მხოლოდ შენთან შემიძლია ჩემი თავის გამოვლენა, ყველა ემოციის და ყველა გრძნობის, მხოლოდ შენთან, ამიტომ ნუ იზამ ისე რომ შენს გამო გავბრაზდე.
-როგორი სექსუალური ხარ ასე იცი? - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან თემა შეცვალა და ნიკოლოზის ანთებულ თვალებსაც წააწყდა. ცოტა ხანს უყურებდა წარბებ აწეული, შემდეგ გაეცინა, ნიკაპზე მოკიდა თითები ანას და ტუჩებზე აკოცა.
-ნუ მიწვევ.
-ნუ მესაუბრები ასეთი ტონით. - უცებ მოშორდა, გაღებული კარიდან გავიდა და პირდაპირ ნიკოლოზის მანქანაში ჩახტა. უკვე ჩაჯდომას აპირებდა მისი ტელეფონი რომ ამღერდა, განათებულ ეკრანს დახედა და ყოფილი ცოლის სახელის დანახვაზე დაიბნა. შემდეგ მაინც უპასუხა, თან ანას შეხედა.
-გისმენ… როდის მიდიხარ?.. წინა ორი დღე შენთან იყო და ხომ იცი რომ არ მევასება როცა დიდხანს ვერ ვხედავ… დღეს ჩემებთან მიმყავს, ხვალ დიტოს დაბადების დღეა… ზეგ მოგიყვან მე. - მანქანის კარი გამოაღო და შიგნით მოთავსდა. - რამდენი ხნით იქნებით?.. კარგი, მერე ვილაპარაკოთ. - ტელეფონი გაუთიშა და მანქანაც დაძრა. - ხვალ მამაჩემის დაბადების დღეა, ჩემმა დამ აიტეხა დღეს ღამე მივულოცოთო, ხვალისთვის რესტორანი დაუჯავშნა და იქ მივდივარ. ყოველთვის ისე გვატრიალებდა თავის ჭკუაზე როგორც უნდოდა… უნდა გენახა ბოლო ორსულობაზე რას გვიშვრებოდა. - გაეცინა ელენეს გახსენებისას, ანა კი მომღიმარი უყურებდა. - რა? - მისი მზერა რომ დაიჭირა მაშინვე ჰკითხა, წიკლაურმა კი მხარზე აკოცა.
-არაფერი.
-შენთან სახლში ხო?
-კი. - ნიკოლოზის თითებში თვითონ ახლართა თავისები და ისევ მომღიმარი მიაშტერდა.
-ანა, რამის თქმა გინდა?
-გაჩუმდი და იარე, მომწონხარ და გიყურებ უბრალოდ. - თვალი არ მუშოდებია ისე უთხრა, ნიკოლოზსაც ხმა აღარ ამოუღია, მომღიმარი მართავდა საჭეს, ხანდახან ანასაც გადახედავდა ხოლმე, შუქნიშანზე გაჩერებული კოცნიდა კიდეც.
-რომ მოვიცლი დაგირეკავ. - ანას სახლის წინ გააჩერა მანქანა, წიკლაურმაც თავი დაუქნია, უცებ აკოცა და მანქანიდან გადავიდა. იქამდე უყურებდა სანამ შენობაში შევიდოდა, შემდეგ სწრაფად დაძრა მანქანა და იქაურობას მოშორდა. ცოტა ხანს გაყვა ანასგან აკრეფილი ემოციები, შემდეგ ისევ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა. ვერ ბრაზდებოდა თავის ხასიათზე, ვერც ნერვებს იშლიდა იმის გამო რომ სიცარიელეს საშვალებას აძლევდა მასში ეცხოვრა და არაფრის გაკეთებას არ ცდილობდა თავის დასაბრუნებლად, მაგრამ წინა ღამის შემდეგ თითქოს ცვლილებას განიცდიდა, დღე შედარებით სხვანაირი ეჩვენებოდა, ანას გახსენებისას ეღიმებოდა და თავის გამოჭერის დროს სწრაფად ასერიოზულებდა სახეს.
-რა გჭირს დღეს? - მეგობრის კაბინეტში მისი სამუშაო მაგიდის წინ მდგომ სავარძელში მოთავსებულიყო, სიგარეტს ეწეოდა, თან ნიკოლოზს უყურებდა.
-რა მჭირს? - წარბშეკრულმა ამოხედა მაგიდაზე მიფანტული ფურცლებიდან.
-სხვანაირი ხარ. - თვალებ მოჭუტულმა ჩაილაპარაკა, ნიკოლოზმა კი ცინიკურად ჩაიცინა.
-გავლამაზდი.
-შენ თავს ვფიცავარ… ალბათ ანას დამსახურებაა. - უდარდელად ჩაილაპრაკა, თან მენაბდის რეაქციებს დააკვირდა. ჯერ თვალ გაშტერებული უყურებდა საბუთებს, შემდეგ გაუნძრევლად მჯდომმა შეხედა გიგას, ცოტახანს უყურა, შემდეგ გაეცინა მის სახეზე, თან თავი გააქნია. - ამის დედაც! - თვალები გაუფართოვდა ყიფშიძეს. უკვე დიდი ხანი იყო ასე მომღიმარი ნიკოლოზი არ ენახა, თვალები ასე არავის ხსენებისას არ უბრწყინავდა და გიგამ უკვე იცოდა რომ ნელ-ნელა ანას მდგომარეობიდან გამოჰყავდა.
-რა?
-არაფერი. - სწრაფად გააქნია თავი რადგან ზეპირად იცოდა ნიკოლოზის ხასიათი, ისიც იცოდა რომ მასთან წინ სვლაზე რაიმეს ხსენება არ ღირდა, რადგან შეიძლებოდა ტვინი გადასტრიალებოდა და ჯინაზე ისევ თავის სიცარელეს მიწოლოდა. - დღეს რას შვრები?
-ჩემებთან ავდივართ. დიტოს და ირაკლის საძმაკაცო მიდის ხვალ რესტორანში, გუშინ ირამ დაურეკა ყველას, მამაჩემმა არ იცის, სურპრიზს უწყობენ.
-ვა რა მაგარია.
-დღეს რუსამ დამირეკა, თავის მშობლებთან მიდის და სოფის წაყვანაც უნდოდა, თან ანა იყო მაგ დროს ჩემთან.
-რატომ არ ეუბნები? სხვისგან რომ გაიგოს არ ტეხავს? ისიც არ იცის რომ შვილი გყავს.
-აზრზე არ ვარ, არ მინდა თქმა.
-რატომ მალავ ბავშვს მაინც ვხვდები.
-არ ვარ გარკვეული რა მინდა ანასგან, ჩემს შვილს კიდე იმ ქალს ვერ გავაცნობ ვისთანაც ორ კვირაში ერთხელ ვწევარ.
-თუ ეგრე ფიქრობ ანაზე და მარტო მაგიტომ ხარ მასთან ჯობია შეეშვა ნიკოლოზ. - გულწრფელად უთხრა ყოფშიძემ, ნიკოლოზმა კი მაშინვე წარბები შეკრა. - ნუ მებღვირები. ქალია, ძალიან ლამაზი, ეჭვი არ მეპარება რომ ძალიან კარგი ადამიანია და არ არის ღირსი არაფრის მომცემ ურთიერთობაზე იმედები დაამყაროს, მერე კი იმედები გაუცრუვდეს და გული ეტკინოს. იმსახურებს კაცს, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ეყვარება. შენ რა შეგიძლია მისცე?
-თავი დამანებე. - თვალი აარიდა ძმაკაცს, სახეზე ხელები ჩამოისვა, შემდეგ თავი ხელის გულებში ჩარგო თეთრ ფურცლებზე დაწერილ ტექსტს დააკვირდა.
-ჯანდაბა ჩემთან რა გიტყდება… მითხარი!
-ანა არ გავს სხვა ქალებს! იღებს იმას რაც სურს, თუ რამე უნდა პირდაპირ მეუბნება. სჭირდება სითბო და ვაძლევ სითბოს, ვაგრძნობინებ რომ ჩემთვის ჩვეულებრივი ქალი არ არის, უნდა გრძნობდეს რომ მჭირდება და თავს საჭიროდ გრძნობს ჩემს ცხოვრებაში. მომწონს ის რა ეტაპზეც ვარ ახლა, ისიც მომწონს რასაც მასთან ყოფნის დროს ვგრძნობ და სხვა არაფერი მჭირდება.
-ამის დედაც, რა დაგემართა. - თავზე გადაისვა ხელი, შემდეგ სიგარეტი გააბოლა და ნიკოლოზს შეხედა. სულ სხვანაირი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიკოლოზი. ადრე სულ მხიარულობდა, სულ გართობაზე ფიქრობდა მიუხედავად იმისა რომ ცოლი ჰყავდა. რუსასთან ერთად დადიოდა კლუბში, გვიანობამდე მასთან ერთად სვამდა, ცეკვავდა. არასდროს დაავიწყდება იმ ნიკოლოზის სახე რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე უყურებდა. სხვანაირი მზერა ჰქონდა როცა მის წინ მოცეკვავე რუსას უყურებდა, ვნებისგან ანთებული, მთლიან სხეულზე დაატარებდა თავის ნაცრისფერ თვალებს და არც ხელებს აშორებდა. შემდეგ ნელ-ნელა დასერიოზულდა, წლების მატებასთან ერთად მათ ურთიერთობაშიც შეიცვალა რაღაც. იმის მაგივრად რომ ეცეკვა სავარძელში მჯდომი სვამდა, არც რუსა გამოხატავდა სურვილს. ის ვნებისგან ანთებული თვალებიც თანდათან ჩაქრა, ბოლოს კი სხვა ქალის თვალიერებაში გართულ მენაბდის მზერასაც წააწყდა. პირველად არაფერი უქნია, ეტყობოდა რომ თავს იკავებდა, იკავებდა კვირების განმავლობაში, მაგრამ მოცეკვავე ქალის სხეულს აკრული რომ დაინახა მაშინ მიხვდა რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. იცოდა ნიკოლოზი რუსას აღარ მიეკარებოდა სხვასთან ყოფნის მერე და მას შემდეგ უყურებდა მეგობარს, რომელიც დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ცივი ხდებოდა, ყველაფრის მიმართ უინტერესო და თავის თავში ჩაკეტილი. მიზეზი კი დღემდე ვერ გაეგო. - რა დაგემართა?
-რა უნდა დამმართნოდა? - ეჭვით შეათვალიერა ყიფშიძე.
-რის გამო შეიცვალე ასე?
-რატომ შემე.ცი, რა გინდა? - თვალები აატრიალა, თან სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-ჩემი ძმაკაცი მინდა ამის დედა ვატირე! - ნერვებ მოშლილი წამოხტა სავარძლიდან, ხელები ფართედ გაშალა და წარბ შეკრულ ნიკოლოზს წინ აესვეტა. - ტრა.კი გაანძრიე, რამე გააკეთე იმისთვის რომ ნიკოლოზი დააბრუნო გაიგე? მკი.დია რას და როგორ იზამ, მეორედ რომ გნახავ ამ სიფათით აღარ დამხვდე! - საჩვენებელი თითი დაუქნია, შემდეგ სავარძელს მიარტყა ფეხი და კაბინეტიდან გავარდა. ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა ერთ ადგილს მიშტერებული, შემდეგ თვალები დახუჭა, თავი სავარძლის საზურგეს მიადო და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. ვერაფერზე დაფიქრება ვერ მოასწრო ისე აწკრიალდა მაგიდაზე დადებული ტელეფონი, განათებულ ეკრანს დახედა და ანას ნომერს ცოტა ხანს დააკვირდა. ახლა არ სურდა საუბარი, თან იმაზეც ფიქრობდა რომ შეიძლებოდა რამე სჭირდებოდა წიკლაურს, რადგან აქამდე ამ დროს არასდროს დაურეკავს. მალე შეწყდა ზარი, მაგრამ მალე ისევ ამღერდა, ამჯერად კი შვილის სახე დაეხატა ეკრანზე.
-გისმენ მა… რომელი საათია?.. ნათლიაშენი იყო და გადამავიწყდა… მოვდივარ ხო, ათ წუთში მანდ ვიქნები… - ტელეფონი გათიშა, თან შარვლის ჯიბეში ჩაიდო და ფეხზე წამოფრინდა. - დღეს არ დავბრუნდები. - იქვე მჯდომ დივანს მიაძახა და გაღებულ ლიფტში შევიდა.

სკოლასთან იდგა, შორიდან უყურებდა ბიჭთან ერთად სკამზე მჯდომ შვილს და მათ საუბარს აკვირდებოდა. რაღაცას ამბობდა ანდრია, სოფი კი წარბშეკრული უსმენდა. არ იცოდა რა ეფიქრა, იცოდა რომ შეყვარებული ჰყავდა ანდრიას, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ იქცეოდა სოფისთან ასე. ისიც იცოდა რომ სოფის ანდრიას მიმართ გრძნობები ჰქონდა და ნამდვილად არ სურდა მისი ქალიშვილი დატანჯულიყო. ბოლოს ტელეფონი ამოიღო, სოფის გადაურეკა და ისიც ფეხზე წამომდგარი ანდრიასთან ერთად დაიძრა ნიკოლოზის მანქანისკენ.
-პრივეტ მა. - მანქანაში ჩამხტარმა ლოყაზე აკოცა ნიკოლოზს, მენაბდემაც თბილად გაუღიმა, შემდეგ მასთან მისულ ანდრიას შეხედა.
-გამარჯობა. - ხელი ჩამოართვა ანდრიამ, ნიკოლოზმაც თავი დაუქნია.
-ჩაჯექი წაგიყვან.
-არა მადლობა, ფეხით წავალ.
-დაჯექი მიდი. - უკანა სავარძელზე ანიშნა, ანდრიაც აღარ შეწინააღმდეგებია, უკანა კარი გამოაღო და შიგნით მოთავსდა. - როგორი დღე გქონდათ?
-მოსაწყენი. - მხრები აიჩეჩა სოფიმ, თან ნიკოლოზს იდაყვი ააწევინა სათავსოფან, თავსაფარი გახსნა და შიგნით მოთავსებული კევი ამოიღო.
-ჩვეულებრივი როგორც ყოველთვის. - სავარძლის საზურგეს მიეყრდნო გაბუნია, თან სოფის კისერს მიაშტერდა.
-შეყვარებულთან როგორ მიდის საქმე?
-როგორც ჩვენს ასაკს შეეფერება ისე. - სიცილით შეხედა სარკიდან მომზირალ ნიკოლოზს.
-ძალიან კარგი.
-სოფის გამოუშვებთ ჩემს დაბადების დღეზე?
-სად?
-ჩემთან სახლში. ჩემი მეგობრები იქნებიან და მინდა სოფიც იყოს. - თვალს არ აშორებდა ნიკოლოზს და მენაბდეც იბნეოდა მისი საუბრით. უცნაური ბავშვი იყო ნიკოლოზისთვის, თავხედი არ ჩანდა, მაგრამ აზროვნებით შესანიშნავად აზროვნებდა. ახსოვს მასთან ბოლო საუბარი, როცა აუხსნა სოფიზე რომ ჯერ პატარა იყო და მანაც ყველაფერი შესანიშნავად გაიგო. მოეწონა ისიც რომ თავის მოყოლილ ამბებს ანდრია ყურადღებით ისმენდა, შეკითხვებს სვამდა და თავის აზრს ეუბნებოდა. მასთან საუბრის შემდეგ უფრო თავისუფლად იყო ნიკოლოზი სოფისთან დაკავშირებით. არ უთქვია ანდრიას რომ სოფის როგორც დას ისე უყურებდა, მაგრამ გარკვევით უთხრა რომ სოფი სხვებზე მეტად მნიშვნელოვანი იყო მისთვის. არ იცოდა რა მოხდებოდა მომავალში, მაგრამ თავის ქალიშვილი რომ უსაფრთხოდ იქნებოდა ეს კარგად იცოდა.
-კარგი. - ჩაიღიმა, იგრძნო როგორ გამოხედა სოფიმ გვერდიდან და მიხვდა როგორი ბედნიერი იყო იმ დროს ბავშვი. - ერთი პირობით. - ბოლოს მაინც დაამატა და შუქნიშანთან გაჩერებულმა ორივეს გადახედა. - არანაირი ალკოჰოლური სასმელი.
-რათქმაუნდა. - ყურებამდე გაუღიმა გაბუნიამ, სოფიმ კი ლოყაზე აკოცა გახარებულმა.
-მიყვარხარ.
-მეც. - მომღიმარმა გადახედა სახე გაბრწყინებულ ქალიშვილს, შემდეგ გზას შეხედა და ხმის ამოუღებლად განაგრძო გზა.

დივანზე იჯდა, ხელში დის შვილი ეჭირა და თითებზე ეთამაშებოდა გაზრდილ ქალბატონს. ეფერებოდა, კოცნიდა და გაუჩერებლად აცინებდა. მის სიცილზე თავს ვერ იკავებდა, თვითონაც იცინოდა და საერთოდ აღარავინ ახსოვდა მკლავებში მომწყვდეული დის შვილის გარდა, რომელიც საკუთარი შვილივით უყვარდა
-ტუჩები მეტკინა იმდენი მაცინა, მეტიჩარა. - რამდენჯერმე აკოცა ყელში, შემდეგ გვერდზე მჯდომ დას შეხედა. - რა?
-ბავშვი გჭირდება ნიკოლოზ.
-მყავს უკვე.
-იცი რასაც გეუბნები… თან ხომ გყავს ქალი. - თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა ძმის რეაქციას და მიიღო კიდეც სასურველი მოქმედება.
-რას ამბობ? - დაბნეულმა ჩახედა თვალებში.
-კარგი რა ნიკოლოზ, როდის რა იმალებოდა ჩვენს გარშემო. ოთოს პირველად რომ გავყევი პაემანზე იმ საღამოსვე გაგაგებინეს, არ გახსოვს?
-თქვენი შიშით ქალი ვერ მყოლია. - თავი გააქნია, ცოტა ხანს ბავშვს უყურებდა, შემდეგ ისევ მასზე მიშტერებულ დას შეხედა. - რა გინდა ელენე?
-მინდა რომ კარგად იყო, ასეთი არ მომწონხარ, არ ხარ კარგად, არც ბედნიერი ხარ… - თითებით თმაზე თამაში დაუწყო, თან სახეს უთვალიერებდა. - ორივემ ვიცით რომ უბრალოდ ქალი არ არის.
-არაფერი იცი.
-მე მხოლოდ ის ვიცი რომ შენს საყვარლებთან ერთად არსად გამოჩენილხარ.
-ჩემი საყვარელი არ არის. - არასასიამოვნოდ მოხვდა ანას ამ ამპლუაში წარმოდგენა და მათ რიცხვში შეტანა. წარბშეკრულმა თავი გასწია დის ხელის მოსაშორებლად, ელენემ კი ყურებამდე გაიღიმა.
-ნუ მებღვირები… მაგას გეუბნები ზუსტად მეც. - წარბზე გადაატარა ცერა თითი, შემდეგ ისევ თმაზე გადავიდა. - სოფიზე იცის?
-არა.
-რატომ?
-ჯერ არ ვიცი რა მინდა მისგან იმის გარდა რაც ახლა მაქვს.
-შენი აზრით მოშორებას შეძლებ? ისე რომ აღარასდროს ნახო.
-ვერა. - დაუფიქრებლად გასცა პასუხი ბავშვზე მიშტერებულმა, შემდეგ ქვევიდან ახედა დას. - ნუ იღიმი…
-გაცნობა მინდა.
-ჩემს ცხოვრებაში ნუ ჩაერევი, ხომ იცი არ მიყვარს მსგავსი რამეები. - მტევანზე მოკიდა თითები და ხელის ზურგზე აკოცა. - მე როგორც მომინდება ისე იქნება, როგორც გადავწყვეტ ყველაფერი ისე მოხდება. თუ მომინდება გაგაცნობ, არა მარტო შენ, სხვებსაც, მაგრამ ამჟამად არ მინდა. ისეთი ურთიერთობა მაქვს როგორიც მინდა, კომფორტის ზონაში ვარ, ამიტომ მაცადე მშვიდად, ყველანაირი გაცნობების გარეშე ყოფნა.
-კარგი ჰო… მომიყვანე უნდა ვაჭამო თორემ მერე ამიტირდება. - ფრთხილად გამოართვა ბავშვი და შუბლზე აკოცა. - ძიამ კი არ იცის როგორი ჭუჭყუნა გოგო ხარ დე. - ცხვირის წვერზე აკოცა, მერე კი ყოფილი საძინებლისკენ დაიძრა.
-სად მიდიხარ? - წელზე მოხვია ხელი ოთომ, ყელში აკოცა ცოლს, თან ბავშვს პატარა თმაზე მოეფერა.
-უნდა ვაჭამო…
-მიდი და მალე ჩამოდი, მწვადი იწვება. - მოწყვეტით აკოცა, მერე ნიკოლოზს შეხედა. - არ გამოხვალ?
-მოვდივარ. - ფეხზე წამომდგარი აედევნა უკან სიძეს, ეზოში გაყვა და გრილთან მისულმა ხელები ნაკვერჩხალს მიუშვირა.

გვიანობამდე ისხდნენ მაგიდის გარშემო შემომწკრივებულები, უამრავ თემაზე საუბრობდნენ, ძველ ისტორიებსაც იხსენებდნენ აქამდე რომ არასდროს ეთქვათ და გულიანად იცინოდნენ.
მთელი ამ დროსი მანძილზე მაგიდაზე დადებულ ტელეფონს შესცქეროდა მენაბდე, ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა ანასთვის. უნდოდა მისი ხმის გაგება, ცოტა შემთვრალი ანაზე ფიქრებში მიდიოდა. ბოლოს ყოფილ საძინებელში ამოყო თავი. ეს ოთახი ყოველთვის თინეიჯერობის ასაკს ახსენებდა. არაფერი იყო შეცვლილი, კედლებზე ისევ საყვარელი ჯგუფების პლაკეტები იყო მიკრული, ერთ კედელზე სამი გიტარა ეკიდა, მის დაბლა ოთხი პუფი იდო ერთმანეთზე მილაგებული, იქვე კუთხეში სავარჯიშო გირები. კედელზე ოდნავ გამოწეულ შპალერს დააკვირდა ნელა მიუახლოვდა და წებოვანი ლენტით მიკრული შპალერი ფრთხილად გამოსწია. დაინახა კიდეც ორი მომღიმარი სახე და წამსვე გაეღიმა. გაახსენდა წლების წინ მირას დახატული ერთობლივი სურათი. ახსოვს რემონტი რომ გააკეთა ეთომ ეს ადგილი ამოაჭრევინა და ლენტით მიამაგრა. უცებ ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან, აივანზე გავიდა, თან სიგარეტს მოუკიდა და ანას ნომერზე გადარეკა. დიდხანს არ იღებდა ყურმილს, ბოლოს უკვე გათიშვას აპირებდა ქალის ხმა რომ გაიგო.
-აბაზანაში ვიყავი და ვეღარ გიპასუხე… შენს გამო შიშველი ვდგავარ, თან სველი. - ანას ღრმა სუნთქვა ესმოდა, თან გრძნობდა რომ მოძრაობდა, შემდეგ კარების დაკეტვის ხმაც გაიგო და წყლის შხრიალიც მისწვდა ყურთასმენას.
-ჯანდაბა. - სიმწრით იკბინა ტუჩზე, ჩაიღიმა, თან თავი ჩახარა. - დღეს ვერ გიპასუხე, დაკავებული ვიყავი.
-არაუშავს, მე ვიყავი უსაქმურად და მაგიტომ დაგირეკე.
-კარგი რა ანა. - მომღიმარმა გამოქაჩა ნაფაზი, იდაყვებით აივნის მოაჯირს დაეყრდნო და დაბლა ჩაიხედა.
-რას შვრები?
-მამაჩემს დაბადების დღე მივულოცეთ, ახლა დაწვა ყველა.
-დაიღალე?
-ისე რა. - კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა, შემდეგ ანთებული ღერი ჩააქრო და თვალებ დახუჭულმა სიჩუმეს უგდო ყური. აღარც წყლის ხმა ისმოდა, მხოლოდ ანას მშვიდი სუნთქვა ესმოდა.
-რა გინდა ნიკო. - როგორც კი ჰკითხა მაშინვე გული აუჩქარდა მენაბდეს, თითები მოაჯირს მოუჭირა და თვალები დახუჭა. ანა უნდოდა, ანასთან უნდოდა, თავის თავს იჭერდა სურვილებში, თავს სასაცილოდ გრძნობდა, თან ამ ყველფრის აღიარებაც არ სურდა, არამცთუ სხვასთან, საკუთარ თავთანაც კი.
-ათ წუთში შენთან ვიქნები. - რომ ვეღარ მოითმინა უცებ უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. სწრაფად გავიდა სახლიდან, მანქანაში მოთავსდა და სწრაფად მოსწყდა ადგილს. სხეული უხურდა ისე უნდოდა ენახა, შეხებოდა და მისი სურნელი შეეგრძნო. თვითონაც ხვდებოდა რომ ყოველ დღეს ახალ გრძნობებს სძენდა ანა და ამ ყველაფრის დამალვაც უჭირდა. მოულოდნელად მიმართულება შეცვალა, მალე გააჩერა ერთ-ერთ კორპუსთან, მანქანიდან გადავიდა, კარს მიეყრდნო თან დაზეპირებულ ნომერზე გადარეკა. - დაბლა ჩამოდი. - პასუხის გაცემა არ დააცადა ისე გაუთიშა, ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და დიდი რაოდენობით კვამლი ჩაუშვა ფილტვებში. მალე გამოჩნდა მაღალი სხეულიც, სპორტულების ამარა მყოფი დიდი ნაბიჯებით მიიწევდა მენაბდისკენ, მალე მისი სახეც გამოჩნდა, წარბები შეეკრა, სიცივის გამო მობუზულს ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაეწყო და ყველაფერთან ერთად გაოცებაც ეხატა სახეზე.
-რა მოხდა?
-ცუდად ვარ. - ჩახლეჩილი ხმით თქვა, ახალ ღერს მოუკიდა, ერთი კი წინ მდგომ ყიფშიძესაც მიაწოდა.
-წამო ავიდეთ.
-არ მინდა. - ხელი აიქნია, ცოტა ხანს ჩუმად ეწეოდნენ, ხვდებოდა ნიკოლოზი რომ მეგობარი უცდიდა და ელოდა იმას რის თქმასაც აპირებდა. მაგრამ ვერაფრით იდგავდა ენას. ისიც არ იცოდა რა უნდა ეთქვა, ან საიდან დაეწყო საუბარი.
-რა გჭირს? - ბოლოს მაინც ჰკითხა, შესანიშნავად იცოდა პასუხი, მაგრამ შეეცადა საუბრის დაწყებაში დახმარებოდა.
-ანა მჭირს. ამის დედაც, ანა მინდა და ვერაფერს გავაკეთებ ამ დედამოტ.ნული სურვილის ჩასახშობად. ასე არასდროს არავინ მდომებია.
-მერე, აქ რას აკეთებ?
-მეშინია. - ფილტვები ნიკოტინით გაივსო, მანქანას მიეყრდნო და თვალები დახუჭა. - რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ანასთან, უფროდაუფრო მეტ სიახლეს ვგრძნობ, ახალ შეგრძნებებს და ეს მაშინებს გესმის? მიჯაჭვული ვარ ანაზე. ვამბობ რომ არ მინდა ახალი ურთიერთობები, მაგრამ საპირისპიროს ვაკეთებ გაუაზრებლად. მითხარი რა გავაკეთო.
-ადექი, მოკიდე ხელი და აგარაკზე წაიყვანე, რამდენიმე დღე დარჩი ანასთან და ალბათ მიხვდები რა გინდა.
-მაგას ისედაც ვაპირებდი. - ხელი აიქნია პასუხით უკმაყოფილომ.
-კარგი, გინდა გითხრა რას ვფიქრობ?
-აბა აქ რას ვაკეთებ შენი აზრით.
-ჩვეულებრივი სი.ი ხარ. - ხელები გაშალა და წარბ შეკრულ ნიკოლოზს თვალი თვალში გაუყარა. - 18 წლის ასაკში უფრო ჩამოყალიბებული იყავი ვიდრე ახლა ხარ. რობოტივით მოძრაობ, სერიოზულად, დარობოტებული ხარ, ყველაფერზე ერთად ფიქრობ და ბოლოს ისე იღლები ვერ აცნობიერებ რის გამო არ გინდა სხვებთან ურთიერთობა. არ გაინტერესებს არავინ შენი ოჯახის და ჩემს გარდა, ბუნებრივია, უბრალოდ ანა გჭირდება. სხვანაირი ქალია, არ გავს არავის ვინც აქამდე გყოლია.
-ვიცი.
-არავინ არ გთხოვს მის ცოლად მოყვანას, უბრალოდ დამალვით ანას აყენებ შეურაცყოფას. ამიტომ დაფიქრდი, არაფერი დაშავდება იმით რომ გამოაჩინო. - მხარზე მიარტყა ხელი, შემდეგ ზურგი აქცია და უკან მიუხედავად დატოვა მანქანაზე მიყრდნობილი ნიკოლოზი.
უცებ მოთავსდა მანქანაში მენაბდე, ადგილიდან დაძრა და იქაურობას მალე მოშირდა. გზაში შეტყობინება მიიღო ანასგან, სწრაფად გახსნა და წაკითხვისას გაეღიმა კიდეც.
“კარგად ხარ? გელოდები და თუ არ მოდიხარ მითხარი რომ ცუდზე არ ვიფიქრო.”
”ხუთ წუთში მანდ ვარ.”
სწრაფად დაუბრუნა პასუხი, სიჩქარეს უმატა და მალე ანას სახლის წინ გაჩერდა. დაინახა როგორ გამოვიდა კოჭებამდე ხალათში გახვეული ანა, სწრაფად მიუახლოვდა და პირდაპირ მანქანაში ჩახტა.
-რა ფორმით დადიხარ.
-სულ ოცი წუთია რაც აბაზანიდან გამოვედი, არ მინდა ქორწილში გაციებისგან ცხვირ აწითლებულმა ვიარო. - ნიკოლოზისკენ გადახრილმა ტუჩები ნაზად შეახო ბაგეებზე, მენაბდემ წელზე მოხვია ხელი, კალატაში გადაისვა და ნახევრად გამშრალ თმაში თითები შეუცურა. შემდეგ მის ტუჩებს მოშორდა, ლოყიდან ყელამდე კოცნით გაიკვალა ბილიკი, ხელები წელზე მოხვია, სხეულზე მიიკრა და სახე ანას ყელში ჩარგო. ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ, ნიკოლოზი არაფრით წევდა ქალის ყელიდან ცხვირს, თან მშვიდად სუნთქავდა. - ნიკო. - თავზე გადაუსვა ხელი, ნიკოლოზმა კი პასუხის გაცემის ნაცვლად სურნელოვან კანზე მიაკრო ტუჩები.
-არაფერი თქვა. - სავარძელს მიეყრდნო ზურგით, ანაც მკერდზე მიიწვიანა და თვალები დახუჭა. - მგონი დამერხა ანა. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თმები უკან გადაუწია ანას, თან შუბლზე აკოცა.
-კარგად ხარ?
-ახლა კი. - ლოყაზე მიეფერა განაბულ წიკლაურს, გაეღიმა მის ხელის გულში რომ მოათავსა ლოყა ანამ. ცერით ეფერებოდა, თან ბრწყინავ თვალებში უყურებდა. უეცრად ჩაიცინა, შემდეგ სიცილი დაიწყო და ანაც ინტერესით მიაშტერდა.
-რა გაცინებს. - ხელი მიარტყა მხარზე, ნიკოლოზი კი სიცილს არ წყვეტდა.
-ასე არასდროს მოვქცეულვარ. ჯანდაბა ანა, რას მიშვრები. ჩემი თავი პატარა ბიჭი მგონია.
-ეგ კარგია, არა?
-არ ვიცი.
-მინდა რომ გეგონოს როცა ჩემთან იქნები, მომწონხარ ასეთი. - თმები უკან გადაუწია, თან ტუჩებზე აკოცა.
-მე რომ არ მომწონს?
-მაშინ მოთოკე ქცევები და არ იყო, უბრალოდ გეტყვი რომ ჩემთან შეგიძლია ისეთი იყო როგორიც სინამდვილეში ხარ. რატომ ვართ ერთად? ერთმანეთის სურვილების გვესმის. მე შენთან თავისუფლად ვარ, შემიძლია გელაპარაკო ყველაფერზე, გაგანდო ჩემი სურვილები სხვადასხვა საკითხზე, ვარ ისეთი როგორიც ვარ და არაფერი დაშავდება შენც თუ იქნები. - თვალებში უყურებდა, თან ლოყაზე ეფერებოდა. არაფერი უთქვამს ნიკოლოზს, ტუჩებზე აკოცა, შემდეგ სავარძელზე გადასვა, თან მის დაბნეულ სახეზე გიეცინა.
-უნდა წავიდე.
-კარგი. - სახე გაბრწყინებული მისჩერებოდა ნიკოლოზს, თვითონ მენაბდე კი ვერ ხვდებოდა რატომ იღიმოდა და უხაროდა ასე მისი წასვლა.
-ამ დღეებში გნახავ.
-კარგი. - ქვედა ტუჩზე იკბინა, ნიკოლოზმა თვალები მოჭუტა და ცოტა ხანს ისე დააკვირდა ანას.
-მიდი. - თავით ანიშნა კარებზე თვალებ მოჭუტული.
-ღამემშვიდობის. - ტუჩებზე აკოცა, შემდეგ სწრაფად გადახტა მანქანიდან და შენობისკენ დაიძრა. გაღიმებული უყურებდა ნიკოლოზი იმ ადგილს სადაც ბოლოს მოჰკრა თვალი ქალს.
იცოდა შანსი უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის, ისევ თვითონ უნდა მოენდომებინა იმ სიტუაციიდან გამოსვლა სადაც ღრმად შესულიყო, კომფორტი მოეწყო და იქაურობის მიტოვება მისთვის დიდ რისკთან ასოცირდებოდა.
სახლში დაბრუნებული პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა, თავის საწოლში მოთავსებულ შვილს გაოცებულმა დახედა, საცვლის ამარა მიუწვა გვერდზე და ხელი ზერგზე მოხვია. იცოდა რომ თავის საძინებელში მარტო ვერ იძინებდა. პატარაობაშიც, როცა ბებო-პაპასთან დარჩენა უწევდა, ყოველთვის მათ შორის ეძინა, ამიტომ ნიკოლოზიც არაფერს არ ეუბნებოდა. პირიქით, უხაროდა კიდეც, რადგან იცოდა რამდენიმე წელში მამასთან ძილს აღარ მოინდომებდა, ამიტომ ამ წლებს და მომენტებს სათავისოდ იყენებდა.
***
-ეს ხალხი დებილია. - სასმლით ხელში ჩამოუდგა წინ საპატარძლო კაბაში გამოწყობილ დას, მეორე ხელი კი წელზე მიებჯინა და გარშემო მყოფებს ათვალიერებდა.
-რატომ? - ყურებამდე გაიღიმა ლიზამ, ისედაც მთელი დღე ბრწყინავდა, ანას იქ ყოფნა კი უფრო აბედნიერებდა.
-ხედავენ რომ თეთრი კაბა არ მაცვია და მაინც ლიზას მეძახიან, მერე ბოდიშებს იხდიან.
-უბრალოდ ისევ შოკში არიან. ყველამ ხომ არ იცოდა და რომ მყავდა.
-ეგ მეც არ ვიცოდი შენგან განსხვავებით. - თითი დაუქნია ნიშნის მოგებით.
-კარგი რა, რამდენ ხანს უნდა მახსენო? - თვალები აატრიალა, თან ხელკავი გამოსდო ანას.
-მთელი ცხოვრება და შენ ხმას არ ამოიღებ.
-ანა…
-აშკარად ამერიკაში არ იციან სიბლინგების სიყვარული ისე როგორც აქ. მე რომ მცოდნოდა ცოცხალი იყავი, ამერიკაში კი არა ჩინეთშიც მოგძებნიდი… მაგრამ აშკარად განვსვხვავდებით ხასიათებით.
-უბრალოდ იმ დროს არ შემეძლო.
-აღარ აქვს მნიშვნელობა. - სასმლით სავსე ჭიქა ჰაერში ააფრიალა, შემდეგ ლიზას შეხედა და ყველაფრის მიუხედავად თბილად გაუღიმა. - მინდა რომ ბედნიერი იყო, ვხედავ რომ ხარ და ვისურვებდი სულ ასე გაგრძელებულიყოს. დის შვილიც მინდა, თან ძალიან, გეყოფათ ის წლები რაც იგულავეთ, ბავშვის დროა დამიჯერე.
-შენზე რას იტყვი?
-ბავშვი ყველა ნორმალურ ქალს უნდა, მეც მინდა გულის სიღრმეში, მაგრამ მაგისთვის კაცია საჭირო ვისაც ჩემგან შვილი მოუნდება. ასე რომ ჯერ შენს შვილზე შევჩერდეთ. გაგიმარჯოს. - შამპანიურით სავსე ჭიქა ასწია, შემდეგ ცოტა დალია და ლიზასთან ერთად სურათების გადაღებას შეუდგა.

გვიანი იყო, ყველა იმედი გადაწყრული ჰქონდა ნიკოლოზის მოსვლასთან დაკავშირებით. უკვე ქორწილში გაცნობილ მამაკაცს აჰკროდა სხეულზე და მასთან ერთად აყოლებდა სხეულს წყნარ მუსიკას. ესაუბრებოდა, იცინოდა და კაცსაც აცინებდა. იქვე, შორიახლოს მყოფი ნიკოლოზი კი სუნთქვაშეკრული უყურებდა ქალს, რომელსაც არაფერი აინტერესებდა. უყურებდა წელზე მოხვეულ კაცის ხელებს, დროდადრო ანას ზურგს რომ აუყვებოდა, ბოლოს კი ისევ ძველ ადგილს უბრუნდებოდა და მათი დამტვრევის სურვილი ჰკლავდა.
-იმედია ჩხუბს არ ატეხ და მეორე კონტინენტიდან ჩამოყვანილ სტუმრებს ცუდ შთაბეჭდილებას არ დაუტოვებ. - გვერდზე ამოუდგა ლიზა, სასმლის ჭიქა მიაწოდა და თვითონაც ანას გახედა.
-ვგავარ კაცს რომელიც მაგ ყველაფრის გამკეთებელია? - ჩაიცინა ნიკოლოზმა, თან ზევიდან დახედა ულამაზეს ლიზას. რომ არ სცოდნოდა ლიზა იყო, წიკლაური ეგონებოდა. - რომ გიყურებ ანა მგონიხარ საპტარძლო კაბაში.
-მერე რას ფიქრობ, მოგწონს? - წარბაწეულმა სიცილით ჰკითხა, ნიკოლოზმა კი თვალი აარიდა.
-ის უფრო მომწონს როგორც ახლა აცვია. - ტანზე მომდგარ ბარხატის კაბას დააკვირდა, ზურგი სულ მოშიშვლებოდა, მარცხენა ფეხზე ღმად შეხსნილი ნაჭერიდან ყოველი მოძრაობისას ბარძაყი მოუჩანდა და იცოდა მკერდთან მოთავსებული ჭრილიც ლამაზად გამოკვეთდა მის სავსე მკერდს.
-თეთრი რომ ყოფილიყო უფრო ლამაზი იქნებოდა.
-თავი დამანებე ლიზა.
-საერთოდ არ მომწონს ის ურთიერთობა რაც ჩემს დასთან გაქვს, არ მომწონს როგორც ჩეულებრივ საყვარელს ისე რომ ექცევი და იმის ღირსადაც კი არ თვლი რომ შენს წარსულზე უამბო. შენს შვილზე, რომელიც უკვე დიდი გოგოა. დრო მოგეცი, მაგრამ დიდი დრო გავიდა. თუ არ ეტყვი, მე ვეტყვი, რადგან არ მინდა გული ეტკინოს, გარკვეული დროის შემდეგ კი უფრო მეტად ეტკინება ვიდრე ახლა. ან ყველაფერი უთხარი, ან შეეშვი და ცხოვრებას ნუ დაუნგრევ, ისედაც 28 წლის არის უკვე.
-ნუ სარგებლობ იმით რომ პატივს გცემ.
-ზუსტად, უნდა ვისარგებლო.
-არ ვიცოდი ამხელა წინადადებების გადაბმა თუ შეგეძლო უშეცდომოდ.
-ჩემს შვილსაც ეცოდინება ქართული, მიუხედავად იმისა რომ აქ არ იცხოვრებს.
-ისევ ბრუნდებით?
-აქ რა გვინდა ნიკოლოზ? არანაირი პერსპექტივა ჩემი შვილებისთვის. რამდენიმე წელში სოფის ჩემთან თუ გამოუშვებ კარგს იზამ. - მხარზე დაარტყა ხელი, შემდეგ მოშორდა და იქვე მდგომ ქმარს მიუახლოვდა. ნიკოლოზი ცოტა ხანს ჩუმად იდგა, შემდეგ ანასკენ დაიძრა მყარი ნაბიჯებით და წელზე ისე მოხვია მკლავი კაცი იძულებული გახდა ხელები მოეშორებინა.
-უკაცრავად, ჩემი ქალი უნდა წაგართვათ. - დაბნეულ კაცს მოაშორა არანაკლებ სახე არეული ანა და თავისკენ მისწია.
-ნიკოლოზ, როდის მოხვედი? - კაცს გაუღიმა, მენაბდეს თითები ხელზე მოუჭირა, მაგრამ ნიკოლოზს რეაგირება არ ჰქონია.
-ახლა. - ლოყაზე აკოცა, შემდეგ ტუჩთან ახლოს. - ნახვამდის. - თავი დაუქნია მათზე მიშტერებულ კაცს, მეორე ხელი ზურგზე მიადო წიკლაურს და ცეკვაში აჰყვა.
-ჯანდაბა. - შუბლი დაადო მხარზე, მერე სწრაფად აკოცა ყელზე და თავი წამოსწია. - მეგონა არ მოხვიდოდი.
-და შენც გართობა გადაწყვიტე არა?
-ნიკო…
-რა ნიკო? ვიღაც უცხო კაცზე იყავი აკრული…
-ცეკვა მთხოვა და ჩვენც ვცეკვავდით. - დაბნეული აცეცებდა თვალებს, ნიკოლოზი კი გაბრაზებული, დაბოხებული ხმით ესაუბრებოდა, სახეზე კი არაფერი ემჩნეოდა.
-ეგ ცეკვა არ არის, მე არ ვიცი ეგეთი ცეკვა და აღარასდროს “ეცეკვო” ასე სხვა კაცს.
-ეჭვიანობ?
-არასასიამოვნოა როცა უყურებ შენს ქალს, რომლის სხეულზეც სხვა კაცი დაატარებს ხელებს. დაფიქრდი და მიხვდები, ჭკვიანი ხარ. - ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით. იმ დროს სხეულში იმდენად ჰქონდა ბრაზი მოდებული უფრო და უფრო მეტი სურდა. უნდოდა ის ლამაზი კაბა ტანზე შემოეხია და მისთვის ყველაზე სასურველი სხეული მთლიანად შეეგრძნო.
-გვაქვს ჩვენ ამდენის უფლება ნიკოლოზ? - ცოტა ხნის შემდეგ ჰკითხა და თვალებში ჩააშტერდა.
-რა? - დაბნეულმა წარბები მაღლა ასწია, ანას ზურგზე მოთარეშე ხელი გააჩერა და ტანის მოძრაობაც შეანელა.
-მაქვს უფლება შენზე მოკრული ქალი თმების თრევით მოგაშორო? - სრულიად სერიოზულდ ჰკითხა, ნიკოლოზი კი გაოცებული დაჰყურებდა.
-გაქვს, ოღონდ თმებით თრევის გარეშე. - რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ უთხრა, თან ყურებამდე გაუღიმა.
-მაშინ გეტყვი რომ მომენატრე. - კისერზე შემოხვია მკლავები, მისკენ უფრო ახლოს მიიწია და ნაცრისფერ თვალებში ჩააშტერდა.
-მაკოცე. - მაშინვე თქვა როგორც კი მათკენ მობრუნებული კამერა დაინახა, ანა უფრო მეტად მიიკრა ტანზე და მის ტუჩებთან მისაღწევი მანძილიც შეამცირა.
-რა?
-მაკოცე. - ისევ გაიმეორა ისე თითქოს პირველ თქმაზე ვერ გაეგო ანას. არაფერი უკითხავს წიკლაურს, მომღიმარმა ნაზად მიაკრო ტუჩები სასურველ ბაგეებს, შემდეგ მოშორდა, ნიკოლოზმა კი თვალი ჩაუკრა. - წავიდეთ?
-წავიდეთ. - ყურებამდე იღიმოდა, იცოდა რაც ელოდა იქიდან წასვლის შემდეგ. ის დაღლილობა, რომელსაც ნიკოლოზის გამოჩენამდე გრძნობდა ახლა სადღაც გამქრალიყო, სიხარულს მოეცვა მისი სხეული და ერთი სული ჰქონდა ნიკოლოზთან მარტო დარჩენილიყო.
დამშვიდობების შემდეგ შენობიდან გავიდნენ, ანასთვის წელზე მოეხვია ხელი და ნელი, გაწონასწორებული ნაბიჯებით მიდიოდა მანქანისკენ, შემდეგ კარი გაუღო ანას, ჩაჯდომაში დაეხმარა და თავის ადგილას მოთავსებულმა მანქანა დაძრა.
-სხვანაირი ხარ საზოგადოებაში.
-ყველგან და ყველასთან ისეთი ვარ როგორიც საჭიროა. - მომღიმარმა გადახედა, წამებში შეათვალიერა ქალი, შემდეგ ისევ გზას გაუსწორა თვალი.
-მე უპირატესობაში ვარ. - სიცილით ჩაილაპარაკა, თან პატარა ხელჩანთიდან ამღერებული ტელეფონი ამოიღო. დედის მომღიმარი სახის დანახვაზე დაიბნა, შემდეგ გაახსენდა რომ მშობლები უკვე სახლში იყვნენ დაღლილობის გამო და ცოტა ამოისუნთქა. ნიკოლოზთან ყოფნის მიუხედავად სენსორს თითი გადაუსვა, ტელეფონი კი ყურზე მიიდო. - გისმენ… არა, ეს დღეები არ ვიქნები სახლში. - გზას რომ დააკვირდა და მიხვდა საითაც მიდიოდა მენაბდე გაეღიმა, ნიკოლოზს გადახედა, მან კი თვალი ჩაუკრა. - უბრალოდ ქალაქიდან გავდივარ დედა… ხომ გთხოვე ჩემს პირადში არ ჩარეულიყავი… კარგი, გადავალ სხვა სახლში… - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თან თვალები დახუჭა დასაწყნარებლად. - ვთიშავ. - ქალის საუბრისთვის აღარ მოუსმენია ისე გაწყვიტა ზარი, წარბშეკრულმა ტელეფონი უკან დააბრუნა, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, თანთებელით სწრაფად მოუკიდა და ნიკოტინი დიდი რაოდენობით ჩაუშვა ფილტვებში. - ვიცი რომ ასე არ უნდა მოვექცე, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია. - თვითონ დაარღვია მანქანის სალონში გავრცელებული სიჩუმე, ნიკოლოზმა კი წამით გადახედა ქალს. - აუტანელია მისი ქცევა… 28 წლის ვარ, ის კი ისე მექცევა როგორც 18 წლის ქალიშვილს, ბარში მარტო გაშვების რომ ეშინია და ყოველ თხუთმეტ წუთში ურეკავს. ვცდილობ არ ვაწყენინო, არ ვანერვიულო, მაგრამ იმის გაკონტროლება თუ სად და ვისთან ერთად ვარ ზედმეტია! სახლი არ მაყიდინა, მითხრა აქ იცხოვრე, ჩვენთან იყავი და შენს პირადში არ ჩავერევითო, მაგრამ ზოგჯერ ყველნაირ საზღვარს სცდება. ეს თავისი დაქალებიც უტენიან ტვინს ათასი უაზრობით, ყველას შვილი დაოჯახებულია, მხოლოდ მე ვარ შინაბერა, ცალკე ამაზე ნერვიულობს და ყოველი ვახშმის დროს მეჩიჩინება რომ ვინმე გავიცნო. ახლა უეცრად გამოჩენილი შვილი გაუთხოვდა, მე კი ისევ ისე ვარ. ერთი წლის წინ ვიღაც ხვიჩა გამაცნო… ნუ იცინი! - მისი წუწუნით გამხიარულებულ ნიკოლოზს დაბღვერილმა გახედა, მენაბდემ კი სწრაფად დაასერიოზულა სახე. - თან მეუბნებოდა ხვიჩა ჰქვია თორემ სხვა დასაწუნი არაფერი აქვსო… ღმერთო! ზოგჯერ მაგიჟებს! ჭკუიდან გადავყავარ და ჯობია მოვშორდე. ამიტომ ავდგები, ვიქირავებ სახლს, აღარც თვითონ მოეშლება ნერვები, აღარც მე მომიშლის.
-შენც უთხარი რომ გყავს უკვე გვერდით კაცი.
-ხო ნიკო, ვეტყვი, მერე წნევა დაარტყამს იმაზე ნერვიულობით რომ შვილი გაუბო.და და ცოლად აღარავინ მოიყვანს.
-კარგი რა. - სიცილით გადახედა ანას, მის სერიოზულ სახეზე კი წარბები ასწია გაკვირვებისგან. - სერიოზულად?
-დედაჩემი იმერელი ქალია ნიკოლოზ, 18 წლის იყო აქ რომ ჩამოვიდა სასწავლებლად, მაგრამ ვერანაირმა თბილისმა და ვაკე-საბურთალომ ვერ შეაცვლევინა აზროვნება ქალის და მამაკაცის უერთიერთობებთან დაკავშირებით.
-პრინციპში არც მე მესიამოვნებოდა ჩემს ქალიშვილს ჩემთვის უცნობ კაცთან რომ ჰქონოდა ურთიერთობა. - ჩაფიქრებულმა თქვა, თან თვალწინ დაუდგა სოფი, მისი მომავალი ურთიერთობები და იმის გაფიქრება რომ ერთხელაც ისიც სხვისი საყვარელი ქალი გახდებიდა სხეულში არასასიამოვნო შეგრძნებას უჩენდა. - ჰო, ნამდვილად არ მესიამოვნებოდა.
-ახლა არ გამაგიჟო ნიკოლოზ! - ისე უცებ წამოიყვირა დაბალ ხმაზე ადგილზე შეხტა მენაბდე, თან გაოცებულმა გამოხედა ქალს. - შვილს სჭირდება საუბარი, სწავლა იმის თუ როგორ მოიქცეს როცა გაიზრდება, ამ ყველაფერზე დედა უნდა ელაპარაკოს, უნდა აუხსნას ყველაფერი, მიაწოდოს ინფორმაცია თუნდაც სექსზე. ინფორმაცია იმაზე თუ რა ხდება, როგორ ხდება, რომ თავი უნდა დაიცვას აუცილებლად და მხოლოდ კაცის იმედად არ უნდა იყოს. ქალიშვილობის დაკარგვა არ არის რაღაც სასწაული, მთავარია დაფიქრდეს თავის სურვილებზე, ნამდვილად უნდა ეს თუ არა. შეიძლება შვილია, მისთვის კარგი გინდა, მაგრამ მის პირადში ასე ღრმად შეჭრა არ შეიძლება. ამიტომ უნდა დაარიგო გოგო იქნება, თუ ბიჭი. არ არის დაოჯახება საჭირო იმის გამო რომ სურვილები დაიკმაყოფილო. შეიძლება დაოჯახდე, შემდეგ აღმოაჩინო რომ საერთოდ არ გიზიდავს ის ადამიანი როგორც პარტნიორი, ვერ გაკმაყოფილებს, შემდეგ ხდება ღალატი და ინგრევა თვეების შექმნილი ოჯახი. რისთვის? იმისთვის რომ უკანონოდ არ დაეკარგა ქალიშვილობა? ამიტომ მე მომხრე ვარ იმის რომ წყვილმა იცხოვროს ცალკე, ერთად რამდენიმე თვე, თუნდაც წელი. გაიცნონ ერთმანეთი ისე როგორც საჭიროა, თუ მიხვდებიან რომ ერთმანეთის გარდა არავინ და არაფერი სურთ მერე მოაწერენ ხელსაც, ჯვარსაც დაიწერენ და თუ მოუნდებათ ქორწილსაც გადაიხდიან. ამიტომ სჭირდება გოგოს დედა. შეიძლება შესანიშნავი მამა იყო, მაგრამ ქალიშვილს ვერ დაელაპარაკები იმაზე რაზეც ესაუბრება დედა. მე თუ მეყოლება გოგო ყველაფერს ვასწავლი, მოვუყვები და დაველაპარაკები ნებისმიერ საკითხზე რაც კი დააინტერესებს. არ არის სირცხვილი სექსზე საუბარი, ეს უბრალოდ ჩვენს დროს იყო ტაბუ დადებული თემა. არავინ საუბრობდა ამ თემაზე და გოგოებიც თხოვდებოდნენ 16-17 წლის ასაკში, ერთ წელში კი შვილი რჩებოდათ. ახლა ინტერნეტითაც შეგიძლია ყველაფერი გაიგო, მაგრამ რატომ უნდა უყუროს შენმა შვილმა ათას გარყვნილობას როცა შეგიძლია უბრალოდ დაელაპარაკო და აუხსნა. ეს ძველ თაობას არ ესმის. დედაჩემს ვერ ავუხსნი და ვერ გავაგებინებ ამ ყველაფერს.
-გეთანხმები, მაგრამ მე არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემმა ქალიშვილმა ბოიფრენდთან იცხოვროს თვეები, თუ წლები, ამის შემდეგ დაშორდეს როგორც ჩვეულებრივ შეყვარებულს და ცოტა ხნის შემდეგ ახალი გაიჩინოს. ამის უფლებას მე არ მივცემ. - ანას საუბრით აღფრთოვანებული დარჩა მენაბდე, მოსწონდა მისი შეხედულება ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ ყველაფერში ვერ ეთანხმებოდა.
-წლოვანებას გააჩნია ნიკოლოზ. მე არ ვამბობ რომ 18 წლის ქალიშვილს უფლება უნდა მისცე. მაგრამ არანაირი უფლება არ გაქვს 25 წლის ქალს ქცევები უკონტროლო.
-მეგონა უფრო პატარა ასაკზე ვსაუბრობდით.
-თუნდაც. მეც შემეძლო ლევანისთან დაწოლა, მითუმეტეს მიყვარდა, მაგრამ არ დავწექი, რადგან მინდოდა ქორწილის მერე მომხდარიყო ყველაფერი. მე ღრმად მწამდა. მწამდა მთლიანი გულით და ეს იყო მიზეზი რის გამოც ვაწამე ლევანი. მადლობელიც კი ვარ, აშკარად შეცდომის დაშვებისგან გადამარჩინა ღმერთმა.
-და ახლა რას იტყვი? აღარ გწამს თუ ღმერთის არ გეშინია? - ჩაიცინა, ცოტა ცინიკურად გამოუვიდა, მაგრამ ყოველთვის ეცინებოდა მსგავს დიალოგებზე სადაც ღმერთს ახსენებდნენ.
-რწმენა შემერყა. სამი წელია ეკლესიაში არ ვყოფილვარ და ვფიქრობ საერთოდ ავცდი გზას. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ მისვლის სურვილი არ მაქვს.
-მიზეზი?
-მღვდლებზე მაქვს გული აცრუებული.
-გასაგებია.
-მაგრამ როცა დაოჯახებას დავაპირებ აუცილებლად დავიწერ ჯვარს.
-მე არასდროს მქონია სურვილი ჯვრის დაწერის. - ჩაფიქრებულმა გააბოლა სიგარეტი. არც რუსას გამოუთქვამს სურვილი ჯვრის დაწერის. როცა ეკითხებოდნენ რატომ არ იწერთო, ყოველთვსი საქმეს და დროის არქონას იმიზეზებდნენ. შემდეგ სულ გადაავიწყდათ ჯვრისწერა.
-ჩემთვის ჯვრისწერა უბრალო ფურცელზე მნიშვნელოვანია. ჯვრის აყრა არ ხდება, მთელი ცხოვრება პირველი მეუღლის მეუღლე იქნება. მიხარია და ყოველთვის ვეტყვი მადლობას ღმერთს იმის გამო რომ სისულელე არ ჩამადენინა წლების წინ. ამიტომ ფრთხილად იყავი ნიკოლოზ, სანამ დაოჯახებას გადაწყვეტ დაფიქრდი ღირს თუ არა იმ ადამიანთან ცხოვრების დაკავშირება, რადგან შემდეგ ოჯახის დანგრევა არ მოხდეს. ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტან და მიხარია ამ უბედურებას რომ გადავურჩი. - მომღიმარმა გადახედა სახე წაშლილ ნიკოლოზ, გაეცინა, იფიქრა რომ მისმა ქორწინებაზე საუბარმა იმოქმედა ასე, ამიტომ მისკენ გადაიწია, ლოყაზე აკოცა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. - ნუ ნერვიულობ, ჩვენ ერთმანეთს არაფერს შევპირებივართ.
-თუ მხარს უჭერ იმას რომ ქორწილის შემდეგ ქალიშვილი უნდა ჩაბარდე ქმარს, ჩემთან რატომ ხარ.
-გარყვნილი, გათახსირებული ქალი ვარ. - სიცილით იკბინა ქვედა ტუჩზე. - 29 წლის ვხები მალე, რა დროს ჩემი ქორწილი და ქმართან ქალიშვილობის ჩაბარებაა ნუ მაცინებ. ჩემს ქმარს ის უფრო გაუკვირდებოდა ქალიშვილი რომ ვყოფილიყავი.
-მე პირადად გამიკვირდა. - მხრები აიჩეჩა, ანამ კი მხარზე მიარტყა ხელი.
-არავინ მიზიდავდა და ძალით ხომ არ დავწვებოდი კაცთან. - გაჩერებული მანქანიდან გადავიდა და პირდაპირ სახლისკენ დაიძრა.
-რა ვარ ასეთი. - სიცილით უკან გაჰყვა ანას, კარი გასაღებით გააღო, შემდეგ სწრაფად შევიდა შიგნით.
-ცივა.
-შეშას შემოვიტან, შენ გამათბობელი ჩართე ოთახებში და ჩვენს საძინებელში პლედი დევს კარადაში, ის აიღე, ცოტახანს მაგით გათბი. - უცებ ჩაილაპარაკა, შემდეგ გარეთ გავარდა. ანა ისევ ერთ ადგილზე იდგა სუნთქვა აჩქარებული. რამდენჯერაც ამოუტივტივდებოდა თავში ნიკოლოზის ნათქვამი “ჩვენი საძინებელი”, იმდენჯერ ჟრუანტელი უვლიდა. ძლივს გამოფხიზლდა, მომღიმარი საძინებლისკენ დაიძრა, კარადაში ნაპოვნი პლედი მხრებზე მოიხვია, შემდეგ კი გამათბობლების ჩართვას შეუდგა. მისაღებში გასულს ნიკოლოზი ბუხრის წინ ჩაცუცქული დახვდა, ცეცხლს ანთებდა, თვალებ მოჭუტული. ბოლოს აანთო კიდეც და ფეხზე წამოდგა. - ელექტრო ბუხრის დაყენებას ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა დიზაინერმა ბუნებრივი მირჩია, უფრო ორიგინალურიაო. ჩემი ყოფილი იყო, მგონი გამიჩალიჩა. - შარვალი გაიბერტყა, შემდეგ სამზარეულოში შევიდა, ხელები გადაიბანა და ჩაის მომზადებას შეუდგა.
-ყოფილს როგორ ენდე. - მომღიმარი ადევნებდა თვალს ნიკოლოზის მოქმედებებს, წყალი დენის მადუღარაში დუღდებოდა, ნიკოლოზი კი ჩაის ფერებს დებდა ჭიქებში, შემდეგ შაქრის ჩაყრასაც შეუდგა, ბოლოს კი ანასკენ შებრუნდა.
-რა ვიცი, ისე ბოროტულად კი იღიმოდა. - ქვედა ტუჩზე იკბინა, მთლიანად შეათვალიერა წიკლაური, მერე თვალებში ჩახედა. - მაგრამ ნიჭს და გემოვნებას ნამდვილად ვერ დავუკარგავ.
-ახლაც შენთან ხომ არ მუშაობს? - ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ნიკოლოზს, ხელები წელზე მოხვია, თან პლედიც შემოახვია.
-სხვათაშორის კი. სანამ შენ შეგხვდებოდი მანამდე მქონდა რამდენჯერმე ურთიერთობა. - ზევიდან დახედა, თმაში მოთავსებული სამაგრები მოაშორა და გრძელი დალალები მხრებზე ჩამოუყარა. - სანამ გაკეთდება ეს ყველაფერი მოიშორე მიდი. - მოწყვეტით აკოცა, ხელები მოაშორა და ანაც აბაზანისკენ დაიძრა. მაკიაჟის მოშორების შემდეგ წყალიც გადაივლო, შემდეგ საძინებელში ნიკოლოზის მაისური მოძებნა, თმა კოსად შეიკრა და გამთბარ მისაღებში ფეხშიშველი გავიდა. დივანზე მჯომ სპორტულ შარვალში გამოწყობილ ნიკოლოს გვერდზე მიუჯდა, მაგიდიდან ჩაით სავსე ჭიქა აიღო, ნიკოლოზს ფეხები გადაალაგა მუხლებზე და ჩაიც მოსვა. - გათბი? - ფეხზე აატარა ხელი და თვალებიც მის გზას გააყოლა.
-ჰო. - საფეთქელი სავარძლის საზურგეს მიადო, თან ბუხარში მოელვარე ცეცხლის ალს შეხედა.
-მართლა გინდა სხვა სახლში გადასვლა?
-ჰო, უკან რომ დავბრუნდებით მოვძებნი ბინას და გადავალ.
-ჩემს მდივანს დავურეკავ და მოძებნის. - ისევ განაგრძობდა ანას ფეხზე თითების თარეშს, დრო და დრო კი ჩაის სვამდა.
-არ მინდა, ჩემით მოვძებნი. უამრავი მეგობარი მყავს კომპანიაში, უცებ მოძებნიან ერთ ჩვეულებრივ ბინას.
-ნუ მეწინააღმდეგები. შენი მეგობრები სხვა საქმისთვის გამოიყენე, ხვალ დავრეკავ, იპოვნიან, ავარჩიოთ და შენს ჩასვლამდა ყველაფერს მოაწესრიგებენ.
-ნიკოლოზ არ…
-შჩჩ… დამიჯერე რომ გეუბნები. - საუბარი გააწყვეტინა, ჭიქა მაგიდაზე დადო, ანასაც ააცალა ხელიდან, ისიც თავის ჭიქას მიუდგა გვერდზე და ანას მუხლებთან ამოდებული ხელით ქალის სხეული დაბლა დაქაჩა, თვითონ კი წამებში ზევიდან მოექცა.
-მომწომს რომ ჩემზე ზრუნავ.
-ეგ ზრუნვა არ არის. - მაისურის ქვეშ შეუცურა ხელი, მისი ბოლოებიც აიყოლა და მალე საცვლის ამარა დატოვა.
-როგორც იტყვი. - მხრებზე დაალაგა მკლავები, შემდეგ კისერზე მოკიდა ხელი და წამოწეულმა ყელში აკოცა. მკერდზე მიბჯენილი ხელით დივნის ზედაპირს ააკრა, ზევიდან დააჩერდა მომღიმარ ქალს, თვალები ოდნავ რომ მიენაბა, ნიკოლოზის მზერისგან ლოყები შეფარკლოდა, თან ღრმად სუნთქავდა. გული უცნაურად შეუთამაშდა, თვალებ გაბრწყინებული დაჰყურებდა მის ქვევით მოთავსებულ ქალს, გული ნელ-ნელა უფრო მეტად უჩქარდებოდა და თვალსაც ვერ აშორებდა. - ნიკო… - კაცის მზერით აწითლებულმა ხელები მკერდზე აიფარა, თვალები კი მის ნავარჯიშებ მუცელს გაუსწორა. არაფერი უთქვამს ნიკოლოზს, გაიღიმა, ხელები მოაშორებინა და ტუჩები მკერდზე მიაკრო. შემდეგ კოცნით აუყვა ყელს, ბოლოს მის ტუჩებთანაც მივიდა.
-შენ ჩემში მიძინებულ გრძნობებს აღვიძებ ანა. - ყურში ჩასჩურჩულა, სულ ოდნავ შეახო ტუჩები ბიბილოზე, იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა სხეულში ქალს და ოდნავ გაეღიმა. რამდენიმე წამით თვალებში ჩახედა, შემდეგ კოცნით ჩაუყვა მუცლამდე, საცვალი მოაშორა, მალე კი მის სხეულსაც დაეუფლა. ყოველ ჯერზე სხვანაირ შეგრძნებებს სძენდა, ისეთს აქამდე რომ არ შეეგრძნო, ეს ყველაფერი კი ყველაზე მეტად სიამოვნებდა. ყელში კოცნიდა, მკერდის ძვალზეც აკრობდა ტუჩებს, სუნთქვა უფრო და უფრო უმძიმდებოდა და გრძნობდა როგორ ნელდებოდა დრო. ანას ტუჩებს მოწყვეტილი სიამოვნების ხმები მელოდიასავით ჩაესმოდა ყურში. ვნებას მოეცვა მთლიანი სხეული, ყოველი უჯრედი და ნახევრად მინაბული, ამღვრელი თვალებიდან ძლივს არჩევდა ქალის ნაკვთებს. ზურგზე მოთარეშე ხელები გონებას უთიშავდა და მხოლოდ ანაზე კონცენტრაციას აიძულებდა.

დივანზე მწოლს ქალის სხეული მკერდზე აეკრა, მშვიდად სუნთქავდა, თან მის თმაში დაატარებდა თითებს. სრულ იდილიას გრძნობდა, სიჩუმეს მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვა და ცეცხლის ტკაცატკუცი არღვევდა.
ნიკოლოზის სურნელში გაბრუებული კაცისგან მომავალი სითბოს გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. არაფერი სიამოვნებდა ისე როგორც მსგავს მდგომარეობაში ნიკოლოზის გვერდზე წოლა როცა კაცის სითბოს მთელი არსებით გრძნობდა. მის მოთამაშე თითებს თმებში და ზურგზე. გრძნობდა როგორ იჭრებოდა მის გულში ნიკოლოზი, არ იცოდა როგორ შეეკავებინა, ცდილობდა კედელი აეშენებინა, საზღვარი გაევლო, მაგრამ ნიკოლოზთან გატარებული ყოველი წუთის თუ საათის შემდეგ წვალებით აგებული კედელი წამებში ინგრეოდა და ნელ-ნელა გულის ყველა წერტილს ედებოდა. ეგონა ლევანის საქციელის შემდეგ ვერავის შეიყვარებდა, არ სურდა ისევ სტეკონა გული ისე როგორც მაშინ ეტკინა. ნიკოლოზი ჩამოყალიბებული კაცი იყო და მისგან პატარა ბიჭის ქცევებს არ მოელოდა. არ იცოდა რა იქნებოდა მომავალში, რას მოიმოქმედებდა ნიკოლოზი, მაგრამ ამჯერად ყველაფრით კმაყოფილი იყო რაც ჰქონდა და რასაც მისგან იღებდა.
-ნიკო. - თავი უკან გასწია, ჯერ ნიკაპზე აკოცა კაცს, შემდეგ სახეზე დააკვირდა.
-რა იყო?
-შენი ტელეფონი ბზუის და მგონი ჯობია უპასუხო. - ლოყაზე მიეფერა, მენაბდემაც ინება თვალების გახელა. ცოტახანს ცისფერებში უყურებდა, მერე ხელები მოაშორა ანას დივანზე წამოჯდა, საცვალი ამოიცვა და ფეხზე წამომდგარი მაგიდაზე დადებულ ტელეფონს დასწვდა. წარბები ოდნავ დაახლოვა დის ნომრის დანახვაზე და მაშინვე უპასუხა.
-რა მოხდა?.. დაწყნარდი, დამშვიდდი და ისე მითხარი… - ატირებული ელენეს სიტყვებს ვერ არჩევდა, ვერ იგებდა რა ხდებოდა და ადგილიდან ვეღარ ინძრეოდა. - დაწყნარდი?.. ახლა მითხარი… ჯანდაბა, რომელ საავადმყოფოში ხარ… მოვალ მალე და ნუ ტირი, კარგად იქნება ოთო შენს თავს ვფიცავარ, არაფერი მოუვა… მე მივხედავ ბავშვებს, დაწყნარდი. - ტელეფონი გათიშა, შემდეგ კი იქვე დადებულ შარვალს დასწვდა.
-ყველაფერი რიგზეა?
-ჩემი სიძე მოყვა ავარიაში, საოპერაციოში ჰყავთ და უნდა წავიდე… შენი დახმარება მჭირდება. - ქამარს იკრავდა, თან ანას უყურებდა.
-ჩავიცვა?
-ჰო. - პერანგი მოიცვა, შემდეგ ოთახისკენ დაძრულ ანას გააყოლა თვალი. - ჩემი ტანსაცმელი ჩაიცვი მაინც სახლში მოგიწევს ყოფნა.
-კარგი. - კარადაში ნიკოლოზის სპორტული მოძებნა, რომელიც შესაკრავით ბოლომდე მოიჭირა ჭელზე, ზევიდან კი თბილი სვიტერი გადაიცვა.
-წავედით? - თავიდან ბოლომდე შეათვალიერა ქალის სხეული, გასაღებს ხელი მოკიდა და მისი თანხმობის შემდეგ სახლიდან გავიდა. - ელენემ ბავშვები მარტო დატოვა სახლში რომ გაიგო ოთოზე და ცოტა ხნით რომ მიგიყვანო რამე პრობლემაა?
-არანაირი. - თავი გააქნია მომღიმარმა.
-მეორე თვეებისაა და ყურადღება სჭირდება.
-მივხედავ ნიკოლოზ. - ხელი დაადო ხელზე, მენაბდემაც ჯერ ანას მტევანს დახედა, მერე კი გაღიმებულმა გზას გახედა.

კორპუსთან მისულმა მანქანა გააჩერა, ანასთან ერთად ავიდა მეშვიდე სართულზე და სახლში პირდაპირ შევიდა. სიწყნარე იყო, არც პატარა ქალბატონის ხმა ისმოდა, მაშინვე საძინებლისკენ დაიძრა და მალე მძინარე ბავშვსაც წააწყდა.
-საყვარელია. - ჩუმად დაიჩურჩულა ანამ, ნიკოლოზს კი გაეღიმა. ოთახიდან ჩუმად გამოვიდა და პირდაპირ სამზარეულოსკენ დაიძრა.
-ამ ხილის ფაფას აჭმევს ხოლმე დამატებით, იქ რძის გასაკეთებელი ფხვნილიც არის და თუ გაიღვიძა დამირეკე ვკითხავ.
-ვიცი, ჩემი დაქალის ბავშვი მყავდა ორი დღე დატოვებული და ნუ ღელავ, მივხედავ ყველაფერს. - წელზე მიხვია ხელები, ქვევიან ახედა და ტუჩებზე მიწყვეტით აკოცა. - ყველაფერი კარგად იქნება, გული მიგრძნობს.
-წავედი. - ხანგრძლივად მიაკრო ტუჩებზე ტუჩები და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. - ვალში ვარ. - ყელში აკოცა უცებ და სახლიდან გავარდა. მომღიმარი ჯერ ისევ ერთ ადგილზე იდგა, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, დაინახა ის რომ ნიკოლოზის ცხოვრებაში იმაზე მეტი ადგილი ეჭირა ვიდრე ეგონა რადგან მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები დაუფიქრებლად ანდო. სამზარულოში ყავა მოიმზადა თავისთვის, შემდეგ კი მისაღებში გავიდა და ტელევიზორი ჩართო დროის გასაყვანად. ერთ საათში ბავშვის ტირილიც შემოესმა, სწრაფად შევიდა საძინებელში და ატირებული ბავშვი ფრთხილად აიყვანა. შემდეგ ეტლში ჩააწვინა და სამზარეულოში გავიდა, თან ესაუბრებოდა, ცდილობდა გაეცინებინა, ბავშვი კი წარბშეკრული ათვალიერებდა უცნობ ქალს რომელიც საჭმელს აკეთებდა. ცოტახანში ისევ ატირდა, ანამაც მკლავებში მოიქცია, მისაღებში გასული სავარძელში ჩაჯდა, მკლავზე გადაიწვინა ბავშვი და ბოთლზე მომაგრებული საწოვარა გაღებულ პირში ჩატენა, ისიც მაშინვე გაჩუმდა. პატარა თითებს ბოთლს ხვევდა, წარბებსაც არ ხსნიდა და მომღიმარ ქალს ისე უყურებდა. ღიმილს ვერ იშორებდა ანა, ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო მოფერებას ვერ წყვეტდა. ბოლოს ჭამაც დაამთავრა, ანამ ბოთლი მაგიდაზე დადო, მერე ბავშვს დახედა.
-რატომ მებღვირები პატარა. - თავზე გადაუსვა ხელი, ლოყაზე აკოცა და დიდ ლურჯ თვალებში მომღიმარმა ჩახედა. ერთსაათიანი ჭუჭყუნის, ფართხალი და მოუსვენრობის შემდეგ ანას მკერდზე მწოლს ჩაეძინა კიდეც. თავი ანას ყელთან ედო, საწოვარა ტუჩებს შორის მოექცია და დრო და დრო წოვდა კიდეც. კინოს ყურებაში ანასაც ჩასთვლიმა, ლოყა ბავშვის თავზე დაედო და მის სურნელში ჩაფლულს მშვიდად ეძინა.

უკვე თენდებოდა სახლის კარი რომ შეაღო ნიკოლოზმა, ელენე შიგნით შეატარა და მასთან ერთად მისაღებში შევიდა. ტელევიზორის ჩაბნელებულ ეკრანზე სამსუნგის ნიშანი აქეთ იქით დახტოდა, მხოლოდ პატარა სანათი ანათებდა ოთახს და ანას სახესაც ოდნავ გამოკვეთდა.
-უხდება ბავშვი არა? - ანაზე მიშტერებულ ძმას ქვევიდან ახედა, ხელი მიარტყა მის აზრზე მოსაყვანად, თან ეცინებოდა ძმის რეაქციებზე.
-თავი დამანებე ელენე. - ნელა მიუახლოვდა სავარძელს, მოხრილმა თავზე გადაუსვა ხელი ანას, საფეთქელზე აკოცა, შემდეგ ლოყაზე და ქალიც გამოაღვიძა.
-კარგად არის? - ნამძინარევი ხმით ჩუმად ჩაილაპარაკა, თვალები კი ისევ მინაბა.
-ჰო… ადექი წავიდეთ.
-მერე ბავშვი?
-ელენე მოვიყვანე. - ისევ სახეზე ეფერებოდა მომღიმარი, მოსწონდა ის როგორც ახლა იყო თავის დის შვილთან.
-უი მართლა? - მერე ასწია თავი და იქვე მდგომი ქალიც დაინახა. წამსვე გაარჩია მსგავსება ნიკოლოზთან და ყურებამდე გაიღიმა. - გამარჯობა.
-გამარჯობა… ხომ არ გაგაწვალა?
-არა, ცოტა ხანს იჭუჭყუნა, მერე დაეძინა.
-ასე იცის ხოლმე… მომიყვანე დავაწვენ.
-მე დავაწვენ რა. - გაუაზრებლად მოუჭირა ხელები ბავშვს, ელენემაც ღიმილით დაუქნია თავი. ნელა წამოდგა სავარძლიდან, ბავშვს შუბლზე აკოცა და საძინებლისკენ დაიძრა.
-რა საყვარელია.
-ელენე!
-რა გინდა? მომწონს. - წარბაწეულმა შეხედა დაბღვერილ მენაბდეს, ანას გამოჩენაზე კი გაიღიმა. - რომ დამირეკეს ისე ცუდად გავხდი აღარაფერი მახსოვდა. დიდი მადლობა, არასდროს დაგივიწყებ. - ხელი ჩაკიდა მომღიმარ ანას და მის ცისფერებს დააკვირდა.
-სამადლობელი არაფერია მართლა, სიამოვნებით დავიტოვებ როცა სადმე წასვლა მოგინდება. ისეთი საყვარელია ძლივს შევიკავე თავი რომ არ შემეჭამა. - გულწრფელად ჩაილაპარაკა, თან თითები მოუჭირა ელენესებს.
-გამიხარდა შენი გაცნობა, მინდოდა უკეთეს ადგილას და უკეთეს მდგომარეობაში გაგვეცნო ერთმანეთი, მაგრამ არაუშავს. დიდი სიამოვნებით გნახავდი კიდევ და გეჭორავებოდი.
-თუ შენი ძმა წინააღმდეგი არ იქნება რატომაც არა.
-მაგას ვინ კითხავს. - წარბები ასწია ელენემ. ისედაც იცოდა რომ ზუსტად ნიკოლოზზე იყო დამოკიდებული ისევ ნახავდა თუ არა ანას, მაგრამ უნებურად ცდიდა პასუხებში. - ხომ არ გაშინებს? ურჩხულის ხასიათები კი აქვს ხანდახან.
-ელენე. - თვალები აატრიალა ნიკოლოზმა, მაგრამ ანას პასუხები თვითონაც აინტერესებდა.
-არა, მაგრამ არ მიყვარს გაუფრთხილებელი შეხვედრები, ანდაც ვიზიტები. მოუხედავად იმისა რომ ძალიან მომეწონე ნიკოლოზის და ხარ, ამიტომ რაც მას ეკუთხვნის ყველაფერზე თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვიმედოვნებ გესმის და არ მიწყენ.
-მესმის რათქმაუნდა.
-წავედით, თუ რამე დაგჭირდება დამირეკე მაშინვე. - რამდენიმე წამით შეხედა დას და გასასვლელისკენ დაიძრა.
-შეხვედრამდე. - მოულოდნელად გადაეხვია ანას, წიკლაური კი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.
-ნახვამდის. - თბილად გაუღიმა და ნიკოლოზს გაჰყვა.
-ხვალ ვის უტოვებ ბავშვებს?
-დედასთან წავიყვან. - მაინც მოახერხა ნიკოლოზს მოხვეოდა, ორივე ლოყაზე აკოცა და მისი ქცევით მობეზრებულ ძმას სიცილით ახედა. - მიყვარხარ.
-ნახვამდის.
-ნიკოლოზ!
-მეც მიყვარხარ ხო. - თვალების ტრიალით აკოცა შუბლზე, კარი გამოაღო და ანასთან ერთად გავიდა.
-კარგაად. - თვალი გააყოლა წყვილს, მერე დააკვირდა ანას სხეულზე მორგებულ ნიკოლოზის ტანსაცმელს და სახლში კმაყოფილი შევიდა.
-მაპატიე.
-რა? - გაკვირვებულმა დახედა ანას, თან ლიფტის გამოსაძახებელ ღილაკს მიაჭირა თითი.
-არ ვიცი, მგონია არ მოგწონს ის რომ შენი და გავიცანი.
-მაგაზე ნუ ფიქრობ, მეც ხომ ვიცნობ შენს დას. - თვალი ჩაუკრა, ლიფტში შევიდა და იქვე კედელზე მიყუდებულ ანას წინ ჩამოუდგა. - მადლობა. - ფილტვები ჟანგბადისგან გაინთავისუფლა, შუბლი მხარზე ჩამოადო ანას და თვალები დახუჭა.
-არ არის საჭირო ამდენი მადლობა ნიკოლოზ. არაფერი გამიკეთებია ისეთი, პირიქით, სიამოვნებით დავიტოვებდი კიდევ დიდხანს იმ ბუშტს ისეთი საყვარელია. - თმებში შეუცურა თითები კაცს, ყურთან ახლოს აკოცა, შემდეგ ლოყაზე და თავი წამოაწევინა. - სად წავიდეთ.
-უკან დავბრუნდეთ.
-ისევ რომ დაჭირდე?
-არ დავჭირდები. ოთოს ძმაკაცები მივლენ ხვალ, ელენეს დაქალებიც. მე კიდე დასვენებას შეგპირდი. - ანას ტუჩებთან ჩაილაპარაკა, უკვე უნდა ეკოცნა, მაგრამ ლიფტი გაჩერდა, კარიც გაიღო და უკან გაწევა მოუხდა.
-ასე აპირებ ვალიდან გამოსვლას?
-არ მოგწონს? - არც კი შეუხედავს ლიფტში შემოსული გოგოსთვის ისე განაგრძნო ანასთან ფლირტი, წიკლაური კი ხედავდა როგორ აპარებდა გოგო თვალს მათკენ, ბოლოს ტელეფონიც კი ამოიღო სურათის გადასაღებად.
-მომწონს. - თმებში შუცურებული თითები აათამაშა. - მომშორდი. - ყურთან ჩასჩურჩულა, მენაბდემ უბრალოდ თვალები აატრიალა, ხელი ჩაკიდა ანას და ლიფტიდან გავიდა.
-უკაცრავად! - უკვე მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა მენაბდე უკნიდან გოგოს ხმა რომ მოესმა და მაშინვე შებრუნდა. - ბოდიშით, მე… - კაცის მზერამ სულ დააბნია 18 წლამდე გოგო, მართალია დიდი შეხედულობა ჰქონდა ნიკოლოზს, მაგრამ ძალიან სიმპატიური იყო.
-გისმენ.
-მმ… მე ფოტოგრაფიას ვსწავლობ და…
-და? - იმდენაც უინტერესოდ ჰკითხა წარბებიც კი შეკრა ბავშვმა. ანას კი გაეღიმა.
-ფოტო გადაგვიღე და გინდა გვაჩვენო. - ნიკოლოზს თვალები დაუბრიალა, გოგოს კი ყურებამდე გაუღიმა.
-ბოდიშით, მართლა… უბრალოდ ისე კარგად იდექით… - ლოყებ შეფარკლულმა თვალი ნიკოლოზისკენ გააპარა, შემდეგ ისევ ანას შეხედა.
-თუ სწავლობ… არაუშავს, მანახე აბა. - ტელეფონზე ანიშნა, გოგომაც გაუწოდა და ანას სახეს დააკვირდა. - მომწონს, ნიჭი აშკარად გაქვს… - მომღიმარი უყურებდა სურათს, მართლაც ძალიან კარგად იყნენ ფოტოში. - ეს ჩემი ნომერია და რომ გააკეთებ გადმომიგზავნე. - თვალი ჩაუკრა გოგოს, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და ნიკოლოზს ანიშნა წასულიყო. - ბავშვი შეაშინე ნიკო.
-უბრალოდ არ მაინტერესებს. - უემოციოდ ჩაილაპარაკა, წიკლაურმა კი წარბები შეკრა.
-რა გაინტერესებს საერთოდ?
-ჩემი ოჯახი, მეგობრები და შენ.
-კიდევ კარგი.
-რა გინდა ანა?
-არაფერი. - მხრები აიჩეჩა, ნიკოლოზს კი ნერვები მოეშალა. - მეც მინდა ბავშვი. - თავისთვის ჩაილაპარაკა, ნიკოლოზმა კი თვალებ დაჭყეტილმა გამოხედა.
-რა?
-რა? - ვითომც არაფერი ეთქვა მნიშვნელოვანი ისე შეხედა. - რა ნიკო? რა ვთქვი გასაკვირი? 29 წლის ვხდები და რათქმაუნდა მინდა შვილი.
-ანა…
-ნუ გეშინია და ნუ ფეთდები გთხოვ. ჩვენ სხვა ვართ, გვაქვს შესანიშნავი სექსი, კარგად ვგრძნობთ თავს ერთმანეთთან, მაგრამ ორივეს გვაქვს ჩვენი პირადი სადაც არ ვერევით. ხო ბავშვი მინდა, ყველა ქალს უნდა ბავშვი და აქ გასაოცარი არაფერი არ არის.
-რატომ მეჩხუბები. - წარბები ასწია ანას ცვლილებით გაკვირვებულმა. - არაფერი მითქვამს მე.
-ბავშვი უნდა ვიშვილო.
-ანა…
-შეწყვიტე ჩემი სახელის ძახილი. - ისევ გააწყვეტინა საუბარი მოულოდნელად ცუდ ხასიათზე დამდგარმა.
-ამის დედაც რა დაგემართა.
-არაფერი. - წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა, მალე კაცის სიცილმა მიიქცია მისი ყურადღება და მენაბდეს წამსვე გახედა. - რა გაცინებს?
-ძალიან მართობ შენ თავს ვფიცავარ.
-თავი დამანებე.
-თუ გინდა ბავშვი პრობლემა არაა. - ქვედა ტუჩზე იკბინა, ისეთ კარგ ხასიათზე დააყენა ანას საუბარმა ღიმილს ვეღარ იშორებდა სახიდან.
-მოვახერხებ ჩემით რამეს.
-ჩემს გარეშე რას იზამ? - ხელი ააყოლა ბარძაყზე, სპორტული შარვლის გაბანტული შესაკრავი შეხსნა, შიგნით ჩაძვრა და ანას შეტყუპებული ფეხების მიუხედავად გრძელი თითებით მაინც მიაღწია სასურველ ადგილს. - გაშალე ფეხები. - ბრძანებლური ტონით თქვა. ანაც გაუაზრებლად დაემორჩილა, ფეხები მოადუნა და უფლება მისცა რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. სხეულში სასიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა, გული უჩქარდებოდა და თვალებ დახუჭული დიდი რაოდენობით ისუნთქავდა ჰაერს.
-ნიკოლოზ. - ხელი დაადო მტევანზე, თან ქვედა ტუჩს ჩააფრინდა. - ვერ გიტან… ღმერთო. - კვნესა წასკდა თვალებ მინაბულს, ნიკოლოზი კი კმაყოფილი იღიმოდა. - გაჩერდი.
-დარწმუნებული ხარ?
-გეყოფა. - ხელი მოაშორებინა, იქვე სათავსე უჯრაში მოთავსებული სველი სალფეტკის ყუთიდან ერთიცალი ამოაძვრინა და ნიკოლოზს სიცილით გაუწოდა. - შენი დის შვილი მართლა საყვარელია. - თავი მიადო სავარძლის საზურგეს, თვალ დახუჭულს წამსვე ბავშვი ამოუტივტივდა გონებაში, მოუნდა ისევ ხელში სჭეროდა და გაუჩერებლად მოფერებოდა. - შეიძლება ვნახო ხოლმე? - თავი გვერდზე მიატრიალა, ნიკოლოზის პროფილს აკვირდებოდა და ყველა მის ნაკვთს იმახსოვრებდა. ძალიან მოსწონდა, გული უცნაურად ფართხალებდა მისი ყურებისას.
-როცა მოინდომებ. - მხრები აიჩეჩა ისე თითქოს უმნიშვნელო იყო თავის ოჯახში ანას შეშვება, არადა თვითონაც ხვდებოდა რომ კიდევ ერთ ნაბიჯს დგავდა წინ, მაგრამ დიდად აღარ აწუხებდა.
სახლში მისულულები პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრნენ. დაღლილობას გრძნობდნენ და ძილის გარდა არაფერი სურდათ იმ მომენტში. ისედაც გადაღლილებს ღამის გათენებაც მოუწიათ და იმ დროს სხეულები მხოლოდ საწოლს ითხოვდნენ. საცვლის ამარა შეწვა საწოლზე გადაფარებული თხელი საბნის ქვეშ, ხელები ბალიშს მოხვია, თვალ დახუჭულმა თავი ზედ მოათავსა და წამსვე ამოიკრუტუნა. მომღიმარი უყურებდა ანას გაღებულ ფანაჯარასთან მდგომი მენაბდე, თან სიგარეტს ეწეოდა. ნამწვი საფერფლეში ჩაჭყ.ლიტა, ფანჯარაც დახურა და წიკლაურს გვერდზე მიუწვა. მხარზე აკოცა მუცელზე მწოლს, შემდეგ თვითონაც ბალიშს მოხვია ხელები, რამდენიმე წამში კი თვითონაც გაითიშა.
*
დილით მზის შუქებმა გამოაღვიძა მენაბდე, შეწუხებულმა თვალები მოჭუტა, გადასაფარებელი თავზე გადაიფარა იქამდე სანამ უჰაერობამ არ შეაწუხა. მალე ფეხის ხმაც გაიგო, მაშინვე გაიხედა კარისკენ და ყავის ფინჯნით მომავალი ანაც დაინახა.
-დილამშვიდობისა. - ყურებამდე გაიღიმა, თეთრი კბილებიც გამოაჩინა, თან ტუჩზე იკბინა და ნიკოლოზიც გააღიმა.
-დილამშვიდობისა. - საბანი გადასწია ანას ყურებაში გართულმა, წიკლაურმაც ფინჯანი იქვე მდგომ ტუმბოზე დადგა და ნიკოლოზს გვერდზე მიუწვა.
-ელენემ დარეკა, მოვიდა შენი სიძე გონს და შემოგვითვალა კარგად დაისვენეთო. - სახეზე მოეფერა, შემდეგ თმაში შეუცურა ხელი და ტუჩებზე აკოცა.
-დღეს კარგი ამბით ვიწყებთ. - დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა, მაისურის ქვეშ შეძვრა და თითები ხერხემალზე ააყოლა.
-თან სასიამოვნოდ. - ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ყელზე, წამებში მოთავსდა ნიკოლოზის ზევიდან, წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია და მომღიმარ მენაბდეს ზევიდან დახედა.
-საინტერესოა. - ბარძაყებიდან ხელები აასრიალა მუცლისკენ, მაისურის ბოლოებიც აიყოლა, ბოლოს მკერდიც მოუშიშვლა.
-მოდუნდი ნიკოლოზ, დღეს ექსპერიმენტების ჩატარებას ვაპირებ და ვნახოთ სადამდე მიმიყვანენ ჩემი ფანტაზიები. - მკერდზე დაადო ხელისგული, მისკენ გადაიწია და ვნება არეული თვალებით ნაცრისფერებში ჩახედა.
-ანა.
-შჩჩ… - საუბარი გააწყვეტინა, თან ტუჩებზე ენის წვერი გადაატარა. - მოეშვი, დაისვენე და ისიამოვნე. - ყურთან ჩასჩურჩულა ვნებიანი ხმით, შემდეგ ტუჩების შეხებით ჩაუყვა ყელიდან ჭიპამდე, იქაც შეახო ენა, თითები საცვლის ქვეშ ჩაუცურა და ნიკოლოზსაც სიამოვნებისგან გააჟრჟოლა.
-ჯანდაბა. - ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები მომღიმარმა, ზედმეტადაც კი სიამოვნებდა მისი ქცევა და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა ქალის გეგმებს, ან ხვდებოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ იჯერებდა. საბანი გადასწია ანამ, ნიკოლოზის სხეულსაც მოშორდა, საცვალი წამებში გახადა და კაცის გამოღვიძებულ მეგობარს თითები შემოხვია. - ანა… არ გინდა. - გაოცებულმა ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა, წიკლაურმა ჭინკებ ათამაშებული თვალებით ახედა ქვევიდან, შემდეგ კი პასუხ გაუცემლად ტუჩებს შორის მოიქცია გამკვრივებული სხეული. - ჯანდაბა. - ხელის გული თავზე დაადო, თითები მის თმებში ახლართა და სიამოვნებისგან თვალებ მინაბულს ოხვრა აღმოხდა. არ იცოდა რას აკეთებდა, მაგრამ სურვილებს მიჰყვებოდა. უნდოდა ესიამოვნებინა ნიკოლოზი, გამოსდიოდა კიდეც და ორმაგად აღმატებულ ხასიათზე დგებოდა. - ანა. - თმებზე მოუჭირა თითები, ათრთოლებულ სხეულს ვეღარ აკონტროლებდა, გული სწრაფად უცემდა, თან ანაც სულ სხვანაირად მოქმედებდა მასზე.
-მოკეტეთქო რამდენჯერ გითხრა. - კმაყოფილმა გაილოკა ტუჩები, თითები მუცლიდან მკერდზე აატარა, ნიკოლოზის ზემოდან მოთავსდა და მალე მის სხეულსაც შეუერთდა.
-მაგ სიტყვებისთვის ძალიან დაგსჯი ანა. - კმაყოფილმა გაიღიმა, მკერდზე მიბჯენილი ხელის მიუხედავად მაინც წამოიწია, ანა თავის ქვემოდან მოიქცია და ძლიერი ბიძგებით განაგრძო სიამოვნების მწვერვალამდე მისვლა. მალე ქალის ხმამაღალი კვნესაც მისწვდა მის სმენას, მაგრამ არც თვითონ იყო ნაკლებ მდგომარეობაში. სუნთქვა აჩქარებული მოშორდა მის სხეულს, რამდენიმე წუთით ოთახიდან გაუჩინარდა, უკან დაბრუნებულს კი სახეზე ბოროტული ღიმილი აეკრა, ანასკენ მიიწევდა, თან ავის მომასწავლებლად უელავდა ნაცრისფერი თვალები. - ხელები გამოსწიე. - მბრძანებლური ტონით თქვა და ანაც გაუაზრებლდ დაემორჩილა.
-რას აკეთებ. - გაკვირვებულმა დახედა მტევნებს რომელზეც თოკს ახვევდა მენაბდე. - ნიკოლოზ!
-მეორედ აღარ მითხრა სიტყვა მოკეტე… სხვებში ნუ გერევი პატარა. - საწოლზე დააწვინა, ხელები ლოგინის თავთან დაუმაგრა, მისი სხეული მაქსიმალურად ქვევით დაქაჩა და გაშლილი ხელი უკანალზე მიარტყა.
-მტკივა ნიკოლოზ. - მკლავები ოდნავ აამოძრავა, მენაბდემ კი სულ ოდნავ აწევის საშვალება მისცა. მკერდზე მიაკრო ტუჩები, ხელი კი ფეხებს შორის ჩაუცურა.
მალე მთლიანი სახლი აიკლო ანას პირიდან ამომავალმა ხმებმა, ნიკოლოზი კი გახალისებული აკეთებდა ყველაფერს რაც სურდა. დაცვარულ კანზე ფერებას არ წყვეტდა, იღიმოდა, ანასთან ერთად ოხრავდა. ბოლოს, სურვილების დაკმაყოფილების შემდეგ ხელები შეუხსნა, ჰაერში აიტაცა ანას სხეული და პირდაპირ აბაზანაში შევიდა. თბილი წყლის ქვეშ ანასთან ერთად დადგა, თან სხეულზე მჭიდროდ მიიკრა, რადგან ხვდებოდა ქალისთვის ძალა მთლიანად გამოეცალა. გრძნობდა ჯერ კიდევ როგორ თრთოდა მისი სხეული, ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან და არც ანას სხეულზე მოთარეშე ხელებს აჩერებდა. ქვევიდან უყურებდა წიკლაური, ჯერ კიდევ ვერ იჯერება იმ ყველაფერს რაც თავს გადახდა და ყოველ ჯერზე მიღებული სიამოვნების გახსენებისას ჟრუანტელი უვლიდა ტანში. ძალების გამოცლას გრძნობდა, ფეხზე მხოლოდ ნიკოლოზის დახმარებით იდგა.
-ჩემს ფანტაზიებს აჯობე. - ჩაიცინა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, წყლის ტემპერატურა უფრო ნაკლები გახადა და გახურებული სხეული გრილ წყალს შეუშვირა. თვალებ დახუჭულს ზედმეტად სიამოვნებდა სხეულზე ნიკოლოზისგან ანთებული ცეცლხის ჩაქრობა, მაგრამ ბოლომდე გრილი წყალიც ვერაფერს შვრებოდა. მენაბდე გაღიმებული შესცქეროდა, თავს სულ სხვანაირად გრძნობდა, ისე აქამდე რომ არასდროს ეგრძნო. ანასთან ყოფნის დროს ეგონა ახლა იზრდებოდა, ახლა სწავლობდა სიარულს, პირველად აკეთებდა ყველაფერს და ყველა ემოციას პირველად განიცდიდა. უკვე იმასაც ხვდებოდა რომ ქალი იმაზე მეტად მოსწონდა თავისი სამყაროთი ვიდრე უბრალოდ მოწონებაა დასაშვები.
-კარგად ხარ? - სიცილით გადაუსვა ქაფიანი ღრუბელი მხარზე, შემდეგ მკერდზე გადაატარა.
-ძალიან… ნუ იცინი! ნუ გავიწყდება რომ მე შენს გარდა არავინ მყოლია, ჯერ ახლა ვსწავლობ.
-მაპატიე. - ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები, შემდეგ ლოყაზე აკოცა ქალს. - სერიოზულად. - ყელზე დატოვებულ სილურჯეზე მიაკრო ტუჩები. - მგონი ზედმეტი მომივიდა. - სხეულზე რამდენიმე ადგილას დამჩნეულ ნაკბენებზე და ლურჯად შეფერილ კანზე გადაატარა თითები. ანამ ქვევიდან ახედა, გაეღიმა ნიკოლოზის შეკრულ წარბებზე, სახეზე მიეფერა თავისი გრძელი თითებით, ნიკოლოზმაც წამსვე თვალებში ჩახედა.
-არაფერია, მგრძნობიარე კანი მაქვს, ზოგჯერ ისე მილურჯდება ფეხი ვერ ვიხსენებ რას ან როდის მივარტყი… თან… მე შესანიშნავად ვისიამოვნე, აქამდეც უნდა გამოგეჩინა ის ნიკოლოზი რომელიც წეღან მანახე. - მომღიმარმა ლოყაზე აკოცა, ქაფის მოშორების შემდეგ წყლიდან გავიდა, პირსახოცი მოიხვია ტანზე და სარკის წინ დადგა. ცოტა ხანს ხელის გულებით ეყრდნობოდა ნიჟარას, შემდეგ იქვე დადებული ერთჯერადი კბილის ჯაგრისი გახსნა, ზევიდან კბილისპასტა მოათავსა და პირის ღრუს გასუფთავებას შეუდგა. სარკიდან გახედა გვერდზე ამომდგარ ნიკოლოზს, რომელიც ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.
-იმ ნიკოლოზს ეძინა და შენი დახმარებით გამოიღვიძა. - რამდენიმე წუთის წინ ნათქვამს პასუხის გასცა, ანას მხარზე აკოცა, მერე კი სარკიდან მომზირას შეხედა და თვალი ჩაუკრა. ანამ კბილების გასუფთავება განაგრძო, მომღიმარმა მენჯი ნიკოლოზის მენჯს მიარტყა, მენაბდემ კი თითები უკანალზე მოუჭირა.
-გავალ, საუზმეს მოვამზადებ და მალე გამოდი რომ არ გაცივდეს. - უკანალზე მიარტყა ხელისგული ნიკოლოზს და აბაზანიდან წამებში გაქრა. სამზარეულოში ნიკოლოზის მაისურში გამოწყობილი იდგა, ფეხებზე წინდები ამოეცვა, სველი თმა მაღლა აეწია და ღიღინით ამზადებდა კვერცხიან პურებს.
-ნაცნობი სუნია. - სამზარეულოში შესული ნელა მიუახლოვდა ანას, ერთი ხელი მუცელზე მოხვია, მეორეთი კი თეფშზე დადებული პური აიღო და მაშინვე პირში გაიქანა. - ჯანდაბა, 18 წლის ვიყავი ბოლოს ბებიაჩემმა რომ გამიკეთა ყიყლიყო, მას შემდეგ აღარ მიჭამია… ამაზე გემრიელი არაფერი არსებობს, ან მშია და ასე მაგიტომ ვფიქრობ. - ერთს მეორეც მიაყოლა, ანა კი გაოცებული უყურებდა უცნაურად გარდაქმნილ ნიკოლოზს.
-20 წლის მანძილზე როგორ ვერავის გააკეთებინე?
-არავინ აკეთებდა, არც მე გამხსენებია.
-და ბებო?
-ოცის ვიყავი რომ გარდაიცვალა, პაპაჩემმა ვერ გაუძლო და ერთ კვირაში უკან მიჰყვა. - სიგარეტს მოუკიდა, კედელს მიეყრდნო და ანა ისე შეათვალიერა.
-ყოველთვის სიამოვნებით ვისმენ მათი სიყვარულის მსგავს ამბებს… ჩაიც გინდა?
-ვცადოთ. - მხრების ჩეჩვით გააბოლა ისევ სიგარეტი. - ბებიაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო, თბილისში ყველა ახალგაზრდა კაცს მოსწონდა, თვითონ არავის იკარებდა. ვერც ვერავინ ბედავდა მის მოტაცებას ჩემი დიდი პაპის გამო. იცოდნენ ყველას დახოცავდა ვინც კი შეეხებოდა. 25 წლის იყო პაპაჩემი რომ გაიცნო, წარმოიდგინე კაცი ჩემი სახით, ოდნავ მაღალი. ნიკო ერქვა, მეც მის საპატივცემულოდ დამარქვეს. მახსოვს მიყვებოდა, პირველად რომ დავინახე მაშინვე ვიგრძენი რაღაც რამაც მისკენ მიმიზიდაო. სამი თვის შემდეგ ბებიაჩემის ოჯახიც გაუცნია, ხელიც უთხოვნია და ბებოც ყველანაირი წესების დაცვით წაუყვანა.
-აშკარად ადრე უფრო ზრდილობიანი და მამაკაცური კაცები იყვნენ… - ჩაის ჭიქა მაგიდაზე დადგა, კვერცხიანი პურით თავსე თეფშიც იქვე დადო და თვითონაც სკამზე მოთავსდა.
-ალბათ. - მომღიმარი მიუჯდა ანას გვერდზე და მაშინვე ჭამას შეუდგა.

საღამოს ნიკოლოზის კალთაში მოთავსებული მენაბდის მდივნის მიერ გამოგზავნილ ბინებს ათვალიერებდა, რამდენიმე მოეწონა, მაგრამ არჩევით ვერ ირჩევდა.
-ანა ორი საათია არჩევ.
-უფრო დიდი დრო სჭირდება ხალხს სახლის ასარჩევად. - წარბ შეკრულმა ახედა ნიკოლოზს, რომელიც ლეპტოპის გამოსხივების გამო ატკიებულ თვალებს იფშვნეტდა. - სათვალე გჭირდება კომპიუტერთან ჯდომის დროს ნიკოლოზ.
-ჰო მომიწევს ექიმთან მისვლა… ეს არ მოგწონს?
-ნახე აბა. - წამსვე მოირგო სერიოზული სახე და ბინის სურათებს დააკვირდა. - მომწონს… ჰო ეს მომწონს, მინდა…
-დავურეკო ლიკას?
-ჰო და რომ ჩავალთ ვნახავ. - ლოყაზე აკოცა, შემდეგ ყელში.
-კარგი. - იქვე დადებულ ტელეფონს დასწვდა, ლიკას ნომერი მოძებნა და სწრაფად გადაურეკა. - ახლა გამოგიგზავნე ბინა ემაილზე, ნახე და დაურეკე ხვალ… ზეგ საღამოს… მადლობა. - ტელეფონი გაუთიშა, ლეპტოპთან ერთად გვერდზე გადადო და ანას ჩაფიქრებულ სახეს დააკვირდა. - რაზე ფიქრობ?
-რატომ მეკითხები ყოველთვის ამას.
-მომსწონს როცა ლაპარაკობ. - თმები გადაუწია ყურს უკან, თან სახე შეუთვალიერა.
-უცნაური გრძნობა მაქვს… მგონია რომ რაღაც მოხდება რაც ძალიან მატკენს.
-მაინც?
-არ ვიცი, ჩემს მშობლებზე მეფიქრება, არ მინდა რამე დაემართოს რომელიმეს, ჯერ ისევ მჭირდებიან. რომ ჩავალ ანალიზებზე წავიყვან, თავის დაზღვევის მიზნით. ორივე ასაკშია და ვნერვიულობ. - ნიკოლოზის ყელში ჩარგო სახე და თვალებიც დახუჭა.
-ტყუილად ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.
-მინდა ჩემს გვერდით იყო ნიკოლოზ, იქამდე სანამ ჩვენი ურთიერთობა გასტანს. არაფერი მინდა და არაფერს მოვითხოვ სხვას, უბრალოდ იყავი ჩემს გვერდით ისე როგორც ახლა ხარ, ყველანაირი ვალდებულობების გარეშე. შეგიძლია?
-რათქმაუნდა. - ლოყაზე მოეფერა, შუბლზე აკოცა და ცისფერ თვალებში ჩააჩერდა. ზუსტად ის უნდოდა ანას რაც ნიკოლოზს სურდა, ჩარჩოებს გარეთ მოქცეული თავისუფალი ურთიერთობა.
***
-როგორ ხარ? - ტელეფონი მიედო ყურზე, თან გზას შესცქეროდა და ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა ანას სახლამდე. - კარგად… როდის ჩამოდიხართ?.. ბავშვი ხშირად აცდენს სკოლას რუსა… შეიძლება სწავლობს, მაგრამ სკოლაში სიარული აუცილებელია… რუსა, ნერვებს ნუ მომიშლი, ან ხვალ ჩამოხვალთ, ან მოვალ და წამოვიყვან სოფის… მე ჩემი შვილის მომავალზე ვზრუნავ, არ მინდა სკოლა გააცდინოს და მორჩა… ნუ წიკვინებ, თავს მატკიებს შენი ხმა. სოფის ხვალ წამოვიყვან და შენ რაც გინდა ის ქენი… ამის მერე აღარ გააცდენს სკოლას სოფი, არ მაინტერესებს სად მოინდომებ წასვლას… ნუ ცდილობ აქეთ-იქით ატარო ბავშვი იმის გამო რომ ყურადღებიანი და მზრუნველი დედა გამოჩნდე… გუშინ დამირეკა და მითხრა რომ წამოსვლა უნდოდა… შენთან უნდა ბავშვს დროის გატარება და არა მხოლოდ შენს გარემოცვაში ყოფნა… გამაგებინე რას იზამ. - უცებ მოუჭრა დაქოქილ რუსას და ტელეფონი გაუთიშა. ვერ იტანდა სოფის ყურადღებას რომ არ აქცევდა, ვერ იტანდა ბავშვის თვალებში დანახულ სევდას დედის ყურების დროს. ვერ იტანდა დედობრივ სითბოს რომ არ გამოხატავდა ბავშვის მიმართ. იცოდა რომ რუსას ძალიან უყვარდა სოფი, მაგრამ არასდროს შეეძლო სხვა დედებივით შვილისთვის დიდი ყურადღების დათმობა. არ შეეძლო სახლში მოემზადებიმა სხვადასხვა საჭმელი, თუნდაც დილით სკოლაში წასვლამდე საუზმის მომზადება. არ იყო ოჯახის ქალი და ამაში რამდენიმე წლის შემდეგ დარწმუნდა ნიკოლოზი. ყოველთვის ჰყავდა მოსამსახურე, არც რაიმეს გაკეთებას აიძულებდა რუსას, ერთადერთი რაც უნდოდა იყო ის რომ ბავშვისთვის ყურადღება მიექცია იმ პერიოდში როცა თვითონ მუშაობდა ისევ და ისევ მათი კეთილდღეობისთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე იმედები უცრუვდებოდა.
მალე მივიდა ანას კორპუსამდე, მანქანა გააჩერა და ბოლო, მეექვსე სართულზე ლიფტით ავიდა. კარზე არც დაუკაკუნებია ისე შევიდა, კარგად დათვალიერებულ ბინაში უკვე ყველაფერი იცოდა სად რა იყო, პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრა და აღმოაჩინა კიდეც კარადასთან მდგომი ნახევრად შიშველი სხეული, ჩუმად მიუახლოვდა, თითები უკანალზე მოუჭირა, თან ყელში აკოცა.
-დაიგვიანე, გელოდებოდი, მაგრამ ვეღარ გავძელი და ვივახშმე, თუ გშია მაცივარში დევს ყველაფერი. - არ შეტრიალებულა ნიკოლოზისკენ ისე თქვა, მენაბდეს კი ღიმილმა გაუპო ტუჩები, მაისურის ქვეშ შეუჩურა ხელები, დიდ ხელებში მოიქცია ანას სავსე მკერდი და მაუბუქად მოუჭირა რამდენჯერმე.
-არ მშია… ჩაიცვი, კლუბში მივდივართ.
-რატომ? - გაკვირვებულმა შეხედა ნიკოლოზს, რომელიც საკიდზე დაკიდულ კაბებს ათვალიერებდა.
-გიგა გახსოვს?
-რათქმაუნდა.
-თავის ცოლთან ერთად იქნება. შენი უკეთ გაცნობა უნდათ.
-რატომ? - ისევ გაიმეორა, ნიკოლოზმა კი წარბაწეულმა გამოხედა.
-ჩემი მოქმედი ქალი ხარ. აქამდე არავისთან გავჩერებულვარ ამდენ ხანს, არც არავინ გამიცნია ჩემი მეგობრისთვის, ამიტომ დაინტერესებულები არიან, კატო კარგად მიცნობს, ჩემი დაქალი იყო იქამდე სანამ გიგას გაჰყვებოდა და აინტერესებს რა მაგიურ ძალებს ფლობ. - ცისფერი ბრეტელებიანი ატლასის კაბა გამოუღო და თვალებ გაფართოვებულ ანას ცისფერებში ჩააშტერდა.
-ნიკოლოზ.
-უბრალოდ ჩაიცვი და წავიდეთ.
-კარგი. - ლოყაზე აკოცა გამხიარულებულმა, კაბა ხელიდან ააცალა და მაშინვე ჩაცმას შეუდგა. მაკიაჟი გაიკეთა, თმაც შეისწორა, ბოლოს კი მომზადებული ჩამოუდგა წინ მთელი ამ დროის მანძილზე ფანჯარასთან მდგომ ნიკოლოს, რომელიც სიგარეტს ნელა ეწეოდა, თან თვალს ადევნებდა ანას თითოეულ მოძრაობას. - წავიდეთ?
-შენთვის რაღაც მაქვს. - ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თქვა, ბოროტულად ჩაიღიმა, ანამ კი დაბნეულმა ჩახედა მოელვარე ნაცრისფერებში. - დაწექი.
-კი მაგრამ…
-მიდი. - კაბა წელამდე აუწია, ანთებული თვალებით დაიძრა ანასკენ, ისიც უკან სვლით მივიდა საწოლამდე, ზურგზე დაწვა და თვალები დახუჭა. მაშინვე იგრძნო კაცის გრილი თითები შეტყუპებულ მუხლებს შორის, რომელმაც ფეხები გააშლევინა. შემდეგ ბარძაყზე ტუჩების შეხებაც იგრძნო და სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. - მინდა მითხრა რომ მენდობი და არ გაშინებს არაფერი რასაც ჩემთან აკეთებ.
-ნიკო…
-მითხარი, მოგწონს თუ გაშინებს ჩემი მოქმედებები. - საცვალი მოაშორა, ფეხები უფრო მოაკეცინა და სახე აწითლებულ ანას ქვევიდან ახედა.
-მომწონს. - არ იცოდა რას აპირებდა ნიკოლოზი, ვერ ხვდებოდა რატომ ეკითხებოდა, მაგრამ სხეული ისე უხურდა მისი შეხებისგან, სუნთქვა უჭირდა.
-მინდა რომ ეს ატარო. - ჯიბიდან ერთმანეთზე გადაბმული ორი პატარა ვერცხლისფერი ბურთი ამოაძვრინა და ანას შოკირებულ სახეზე გაეღიმა.
-ჯანდაბა. - ქვედა ტუჩზე იკბინა წიკლაურმა რომ გაიაზრა ყველაფერი. თავი საწოლზე დადო და სიმწრით გაიცინა. - ნიკოლოზ.
-ანა? - მომღიმარმა გრილი ბურთი შეახო გრძნობიარე ადგილზე და ქალის რეაქციის დანახვაზე ტუჩზე იკბინა.
-არანორმალური ხარ. - სხეულში დავლილ ტალღებს ვერაფრით აიგნორებდა, ყველა ტალღა შეხების ადგილას გროვდებოდა და უფრო და უფრო მეტ სურვილს აღძრავდა მასში. აინტერესებდა, მზად იყო ყველა თამაშში აჰყოლოდა ნიკოლოზს, მიეცა სრული თავისუფლება და არც ახლა აპირებდა შეწინააღმდეგებას.
-შანს გაძლევ ანა.
-ნიკო, ნუ ამახსნევინებ იმას რომ ყველაფერზე თანახმა ვარ… ღმერთო! - წინადადება არ ჰქონდა დასრულებული ორგანიზმში ცივი სხეული რომ იგრძნო, თვალები ერთმანეთს დააჭირა, თან შეღებილ ტუჩს ძლიერად ჩააფრინდა. მეორე ბურთიც იგრძნო და ჩუმად ამოიგმინა. ჰაერს დიდი რაოდენობით ისუნთქავდა, გული სწრაფად უცემდა და უშედეგოდ ცდილობდა დამშვიდებას.
ნიკოლოზმა თვითონ ამოაცვა საცვალი, მტევანზე მოკიდა ხელი და წამოაჯინა. დაინახა როგორ გადაყლაპა ანამ ნერწყვი, წამსვე კმაყოფილების ღიმილი მოედო სახეზე, ფეხზე დააყენა და მკლავი წვრილ წელზე მოხვია.
-ლამაზი ხარ.
-დღეს დილიდან კომპლიმენტებით სავსე ბრძანდებით ბატონო ნიკოლოზ. - ქვედა ტუჩზე გამოსდო კბილები, შეეცადა ყურადღება გადაეტანა იუმორით, თან ნიკოლოზის მკლავს ჩაეჭიდა.
-კარგად თუ მოიქცევი ხშირად გაგანებივრებ. - უკანალზე აარტყა ხელი, ბინა ანასთან ერთად დატოვა და დაბლა ჩასული პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა. - ანალიზებზე რა ხდება?
-ორივეს ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ ვიტამინები დაუნიშნეს სახსრებისთვის. ვუყიდე უკვე და ხვალიდან დაიწყებენ დალევას.
-მოგშორდა ცუდი შეგრძნებები?
-ჰო, დავმშვიდდი.
-ძალიან კარგი.
-შენ რას აკეთებდი დღეს. - კაბას თითები მოუჭირა, შეეცადა ყელზე მობჯენილი ნერწყვი შეუმჩნევლად გადაეყლაპა და ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
-ვმუშაობდი. - ქალის მდგომარეობით გახალისებული თავისთვის იცინოდა, გარედან კი არაფერს იმჩნევდა. წარმოუდგენლად სიამოვნებდა ანას ამ მდგომარეობაში ყურება, უფრო ლამაზიც კი ეჩვენებოდა.
-მოსაწყენი ცხოვრება გაქვს.
-მართალია. - თავის ქნევით დაეთანხმა, ანა მის პროფილს მიშტერებოდა და გულში ისევ აწუხებდა გრძნობა იმის რომ რაღაც მოხდებოდა. ხვდებოდა ნიკოლოზი იქნებოდა მიზეზი, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა, რადგან ფიქრობდა არაფერი იყო ისეთი რაც მას ატკენდა იმის გარდა რომ მენაბდე დატოვებდა, მაგრამ კარგად იცოდა რომ ეს არ მოხდებოდა, რადგან ნიკოლოზს უფრო სჭირდებოდა ანას გვერდში ყოფნა ვიდრე თავად წიკლაურს.
კლუბისგან მოშორებით გააჩერა მანქანა, ანასთან ერთად გადავიდა ავტომობილიდან და ფეხით გაუყვა ქუჩას.
-აქედან ირაკლისთან წავიდეთ.
-ძალიან მოგეწონა ირაკლი.
-ძალიან საყვარელი, კეთილი, ჭკვიანი და სასიამოვნო ადამიანია. - თითები ახლართა ნიკოლოზის თითებში და მენაბდემაც მომღიმარმა დახედა ხელს. - თუ არ გსიამოვნებს გაგიშვებ.
-რატომ გგონია რომ არ მსიამოვნებს.
-ყველა შენ გიყურებს, აშკარად პოპულალური ხარ ამ კლუბში… არ ვიცი გინდა თუ არა ჩემი გამოჩენა, რადგან ვხედავ საჭორაო საბაბს ვაძლევ ხალხს.
-ჩემთვის რამეს რომ ნიშნავდეს ეგ ყველაფერი არ წამოგიყვანდი და სისულელეებს ნუ ფიქრობ. პოპულალური ვარ, რადგან წლების მანძილზე აქ მოსიარულე ქალების უმეტესობა ჩემთან იწვა, თანაც არაერთხელ. საერთოდ რას მალაპარაკებ… - უცებ შეხედა მომღიმარ ანას, მერე მიხვდა კიდეც მის მიზანს და თავის თავზე გაეცინა. - ხომ იცი რომ ყოველთვის წააგებ ჩემთან თამაშს?
-ეგ შენ ფიქრობ რომ ვაგებ. - თავ აწეულმა ჩაილაპარაკა, ნიკოლოზს კი ღიმილი მოედო სახეზე. უკვე გიჟდებოდა მის მსგავს ქცევებზე.
-რა? - თითებზე ოდნავ მოუჭირა, ხელი უკანალზე შეუმჩნევად მიადი და უცბად უჩქმიტა.
-მოგკლავ. - ქვევიდან ახედა, თან გაიღიმა, მენაბდემ კი მტევანზე აკოცა. კლუბში ურიგოდ შევიდნენ ნიკოლოზის დამსახურებით, დაბალ განათებაში მაინც ჩანდა ფეხზე მდგომი მოცეკვავე ხალხი, ასევე სავარძლები, რომლებსაც ზევიდან მკრთალად ანათებდა იასამნისფერი შუქი.
-კატო… რა ლამაზი ხარ. - ფეხზე წამომდგარ ქალს წელზე მოხვია ხელი, ლოყაზე აკოცა, შემდეგ გიგა გადაკოცნა.
-შენ როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები, ვარჯიშობ არა? - თვალები მოჭუტა ისე როგორც სჩვეოდა და ნიკოლოზსაც გაეცინა.
-რათქმაუნდა.
-წაიყვანე ჩემი ქმარიც, გუშინ შევამჩნიე მუცელი გამოებერა და არ მომწონს, სექსუალურობას კარგავს… მეტკინა! - წარბ შეკრულმა შეხედა ქმარს, მის სახეზე გაიღიმა და სხეულზე ნახევრად მიეკრა.
-წავიყვან… გაიცანი ანა, ეს კატოა გიგას მეუღლე და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი.
-სასიამოვნოა. - ხელი ჩამოართვა ანამ, კატომაც ყურებამდე გაიღიმა.
-ჩემთვისაც… დავსხდეთ. - სავარძელზე ანიშნა, შემდეგ სასმელიც შეუკვეთა და ანასთან უპრობლემოდ გააბა საუბარი. ყველაფერი მოუყვა, როგორ გაიცნო ნიკოლოზი, შემდეგ გიგა. იცოდა მენაბდე თავის თავზე ბევრს არასდროს საუბრობდა, ამიტომ თვითონ გადაწყვიტა ნიკოლოზის ქცევების და ძველი ხასიათების გამომჟღავნება. ანაც იცინოდა, მომღიმარი გახედავდა ნიკოლოზს და გრძნობდა მისი ყურებისას თვალები როგორ უბრწყინავდა. უამრავ სიახლეს იგებდა ნიკოლოზზე, ვერც კი წარმოიდგენდა კატოს მიერ აღწერილ ძველ მენაბდეს და ინტერესი უფრო უღრმავდებოდა. - არ გინდა ვიცეკვოთ? - ხელი ჩაკიდა ფეხზე წამომდგარმა კატომ, წიკლაურმა კი თვალები ჭყიტა.
-არა, დღეს არ ვარ ფორმაში.
-თხოვნას ნუ დამაწყებინებ, მე დედა ვარ და ასეთ ფორმაში ჯერ არასდროს ვყოფილვარ, შენ პირიქით უნდა დაფრინავდე.
-კატო…
-წაყევი. - თავით ანიშნ ნიკოლოზმა, ანამ კი თვალები დაუბრიალა.
-ჯანდაბა. - ჩუმად ჩაილაპარაკა, ქვედა ტუჩზე იკბინა და ფეხზე წამოდგა. - როგორ ხარ ასეთი ენერგიული, თავი შენზე დიდი მგონია.
-ოცდაათ წელს რომ გადაცილდები, მიხვდები რომ წლები უბრალოდ რიცხვები. თავი არ უნდა დაიბერო, მითუმეტეს როცა კაცი გყავს გვერდით. უნდა იაქტიურო, ყველაფერი ახალი და საინტერესო შესთავაზო. არც იმას გაუქრება ინტერესი და შენც ისიამოვნებ.
-დღეს დილით მომივიდა და ახლა ნამდვილად არ შემიძლია ცეკვა-ხტუნვა კატო. - ოდნავ ააყოლა სხეული მუსიკას და პირველივე მოძრაობაზე იგრძნო სხეულში მოთავსებული ბურთების მიზანი.
-უი, მაპატიე, ვერ მივხვდი უცებ.
-არაუშავს, უბრაოდ მალე დავჯდები და არ მიწყინო.
-არა რა პრობლემაა. - ხელი აიქნია, შემდეგ ცეკვა გააგრძელა. უნდოდა ანას ცეკვა, ყველაფრის მიუხედავად ცდილობდა აჰყოლოდა მუსიკას, მაგრამ ბოლომდე თამამად მოძრაობას ვერ ბედავდა რადგან ყოველ ჯერზე ვერცხლის ბურთები ახსენებდა თავს. ნიკოლოზისკენ აპარებდა თვალს, ხედავდა მის სახეზე მოთამაშე ღიმილს რომელიც კმაყოფილებისგან იყო გამოწვეული და ანასაც მისი სახის დაკაწვრის სურვილი უჩნდებოდა. დაინახა როგორ წამოდგა ფეხზე მენაბდე, მყარი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ და მალე მუცელზე მოხვეული ხელიც იგრძნო.
-კარგად ხარ? - ყელზე აკოცა, შემდეგ სწრაფად შეატრიალა მისკენ და ანას შეკრულ სუნთქვაზე თვითონაც აუჩქარდა გული.
-შესანიშნავად. - ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, მაგრამ ისიც აღარ შველიდა. სხეული უთრთოდა, ჰაერიც აღარ ჰყოფნიდა და სურვილისგან ჟრუანტელსაც ვეღარ იკავებდა. - ნიკოლოზ. - პერანგის საყელოზე მოუჭირა თითები, შუბლი მხარზე მიადო და ნიკოლოზის სურნელთ გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. - წამიყვანე აქედან. - ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა, მერე თავი ასწია და დაბინდული თვალები ნიკოლოზის ნაცრისფერებს გაუსწორა. - მართლა აღარ შემიძლია და თუ არ გინდა აქვე ავიწიო კაბა, წამიყვანე. - ტუჩებზე აკოცა, ნიკოლოზს კი გაეცინა, წელზე მოხვეული ხელით მაგიდისკენ დაიძრა და წელში გადახრილმა ლოყაზე აკოცა კატოს.
-წავედით ჩვენ, სხვა დროს შეეხმიანეთ ერთმანეთს თუ გინდათ.
-კარგი, მე და ჩემი ცოლიც გავერთობით მარტო - ლოყაზე აკოცა კატოს, შემდეგ თვალი გააყოლა ანასკენ დაძრულს, უცებ რომ მოეხვია დიდი ხნის დაქალივით.
-გამიხარდა შენი გაცნობა, ნომერიც მაქვს და დაგირეკავ ამ დღეებში.
-გელოდები.
-შეხვედრამდე. - თვალი ჩაუკრა კატოს, მერე კი ანასთან ერთად დატოვა კლუბი. - ირაკლისთან ხო?
-სახლში ნიკოლოზ! ღმერთო… - თითები მოუჭირა მკლავზე, საცვალზე სისველეს გრძნობდა დიდი რაოდენობით, მთლიანი სხეული ეწვოდა, მაგრამ გარეგნულად საერთოდ არაფერი ეტყობოდა.
-ნეტავ იცოდე როგორი ლამაზი ხარ. - ყურთან ჩასჩურჩულა, იქვე აკოცა, შემდეგ მანქანის კარი გაუღო და ჩაჯდომაში მოეხმარა. მალე მივიდნენ ანას სახლთან. შიგნით შესული პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრა, კაბა მოიშორა რომელიც ზედმეტად აწუხებდა გახურებულ სხეულზე, უკვე იწვოდა სურვილისგან, ნიკოლოზი კი ძალით არ ჩქარობდა. ნელა იხსნიდა პერანგის ღილებს, თან ანასკენ მიიწევდა.
-ვერ გიტან ასეთი კმაყოფილი ღიმილით. - აკანკალებული თითებით შეუხსნა ქამარი, ღილი და ელვა შესაკრავიც მიაყოლა და შარვალი ქვევით ჩასწია საცვალთან ერთად.
-წარმოუდგენლად მომწონხარ ასეთი. - ხელის კვრით საწოლზე დააგდო, წელზე და უკანალზე ჩავლებული ხელით ზევით ასწია, მის ფეხებს შორის მოთავსდა და საცვალიც ზედ შემოახია. მაშინვე ანას ტუჩებს დააცხრა, თან სწრაფი მოძრაობით გაუნთავისუფლა სხეული მეტალისგან და ანას ჩავლებული კბილების გამო ტუჩიდან გამოსული სისხლის გემოც იგრძნო.

კაცის მკერდზე ზევიდან მოთავსებულს სახე მის ყელში ჩაერგო, დროდადრო იქვე კოცნიდა, ხან ლავიწს ჩამოუყვებოდა, მკერდზეც მიაკრობდა ტუჩებს, ბოლოს კი ისევ ყელს უბრუნდებოდა.
-არ მეგონა ამდენად გარყვნილი თუ იყავი. - მკერდზე დაადო ნიკაპი, თან ქვევიდან ახედა.
-შენ ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გაქვს რისი გაკეთება შემიძლია და ჯერ კიდევ არ გიგრძვნია ის რაც მინდა გაგრძნობინო. მაგასაც მივხედავ… ერთადერთი რაც მჭირდება არის შენი ნდობა. მინდა მაგრძნობინო რომ არ შეგაშინებს ჩემი არც ერთი მოქმედება და ყველაფერს პოზიტიურად შეხვდები.
-სრულ თავისუფლებას გაძლევ ნიკოლოზ. - იცოდა ეს სჭირდებოდა მენაბდეს იმისთვის რომ კომფორტულად და თავისუფლად ყოფილიყო ანასთან, წიკლაურს კი ყველაფრის მიცემა სურდა მისთვის. - ნიკო.
-გისმენ.
-მგონი მიყვარდები. - თვალებში უყურებდა ისე თითქოს არაფერი ეთქვას მნიშვნელოვანი. არც მენაბდე აშორებდა თვალს, მაგრამ ცოტაოდენი დაბნეულობა მაინც ეტყობოდა. ერთმანეთის აჩქარებულ გულებს გრძნობდნენ, ესეც საკმარისი იყო ყველაფრის აღსაქმელად. არაფერი უთქვამს ნიკოლოზს, ლოყაზე მიეფერა, შემდეგ წამოიწია და ტუჩებზე ნაზად აკოცა. არც ელოდა ანა რომ რამეს ეტყოდა, მთავარი იყო თავის ადგილს ხედავდა ნიკოლოზის ცხოვრებაში, ხედავდა და გრძნობდა კაცს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი გვერდზე ყოფნა და ესეც საკმარისი იყო შეყვარებული ქალისთვის.
***
ერთი თვის მანძილზე დღის თუ არა ღამის უმეტეს ნაწილს ანასთან ატარებდა. მაშინ როცა სოფი დედამისთან, ან ბებო-პაპასთან რჩებოდა, ანასთან დროის გატარების შანსს არ უშვებდა ნიკოლოზი. მას შემდეგ რაც ნახევრად სიყვარულში გამოუტყდა ანა უფრო თბილად ექცეოდა, მის მოთხოვნებას ასრულებდა ხანდახან, რომელიც იყო კინოში წასვლა, ბილიარდის, ანდაც ბოულინგის თამაში. ეცინებოდა ანასთან მისულს სექსუალურ პენუარში გამოწყობილი ქალი რომ ხვდებოდა, ანდაც უცნაურ კერძებს უმზადებდა და ღვინის ჭიქასაც წითელი სითხით უვსებდა. ყველაფერი შეცვალა ანამ ამ ერთ თვეში. ნიკოლოზი ისეთი გახადა როგორიც არასდროს ყოფილა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ კაცი თავისზე მიჯაჭვული გაეხადა, გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ თვითონ უარეს მდგომარებაში ვარდებოდა. მთლიანად მისით იყო შეპყრობილი, მთელი ტვინი და გული ნიკოლოზით იყო სავსე და ყველა უჯრედით გრძნობდა მის მინართ გაღრმავებულ გრძნობას. გრძნობას რომელსაც სიყვარული ერქვა, თანაც ბოლომდე თავის თავთან გამოტყომისაც ეშინოდა.
-სად ხარ? - კაბინეტში მჯდომი სავარძლის საზურგეს მიყრდნობოდა და თვალ დახუჭული ელოდა ანას წკრიალა ხმის გაგებას.
-დღეს მოლში ვიყავი, ჩემს პატარა გოგოს შარვალი და მაიკა ვუყიდე. ვერ გავძელი და მარიამთან ავედი. ყველა იქ იყო… ცოტახანი გავჩერდი, მერე კატომ დამირეკა და ახლა მივდივარ სანახავად.
-ყველა, ანუ ლევანიც… დიდი ხანია არ გამოჩენილა… გითხრა რამე?
-არა, მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლა…
-მუცელმა გაგიარა?
-ცოტა მაწუხებს ისევ, აფთიაქში შევივლი და წამალს ვიყიდი.
-სანამ კატოსგან წამოხვალ დამირეკე გამოგივლი, რაღაც მინდა გითხრა.
-ახლავე მითხარი.
-არა, პირდაპირ უნდა გითხრა არსად რომ არ გამექცე.
-გახსოვს რომ გითხარი გული ცუდს მიგრძნობსთქო?
-ანა…
-ახლა ძალიან გამძაფრებული შეგრძნება მაქვს ნიკოლოზ, მანქანაზე არ დაჯდე, ტაქსით წამოდი სახლში.
-კარგი რა.
-გთხოვ, სერიოზულად ნიკოლოზ!
-კარგი ჰო.
-წავედი, გნახავ საღამოს, გკოცნი. - უცებ ჩაილაპარაკა და ტელეფონიც გათიშა. მალე მივიდა კაფესთან სადაც კატომ დაიბარა, შიგნით შესულს მაშინვე მოხვდა თვალში ნაცნობი სახე და მაშინვე მისკენ დაიძრა. - დიდი ხანია მოხვედი? - სწრაფად გადაკოცნა, თან მის წინ დაიკავა ადგილი.
-არა მეც ახლა მოვედი. ბავშვები მამამის შევატოვე და გამოვედი ცოტახანს. რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ კაფეში ჯდომა, ყავის სმა და საუბარი ჩემთვის განტვირთვაა.
-მესმის… შეიძლება შვილები არ მყავს, მაგრამ მესმის.
-ნიკოლოზი ბავშვებზე გიჟდება.
-სხვის ბავშვებზე მეც ვგიჟდები. - სიცილით თქვა, თან თავზე წამომდგარ მიმტანს მომღიმარმა ახედა. - ერთი ამერიკანო და თქვენი საფირმო შოკოლადის ნამცხვარი… ერთხელ ვთქვი შვილი მინდათქო და ისეთი სახით შემომხედა, მეორედ თქმას აღარ ვაპირებ.
-ბავშვი ყველა ქალს უნდა, ვფიქრობ ნიკოც იაზრებს იმას რომ შენც მოგინდება.
-ნიკოლოზისგან არაფერს ვითხოვ ჩემთან ყოფნის და ერთგულების გარდა. ისიც თავისუფალ დროს მითმობს, მეტრი არაფერი მინდა. - მხრები აიჩეჩა, კატოსაც ღიმილი მოედო სახეზე.
-მე მაინც ნუ მატყუებ, ყველას უნდა საყვარელი მამაკაცისგან ბავშვი. მე და გიგა ორი წელი შეყვარებულები ვიყავით, ოღონდ ერთად ვცხოვრობდით, რომ დავქორწინდით აღმოვაჩინეთ რომ ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა, მაგრამ ოდნავადაც არ უმოქმედია ჩემზე რადგან ვიცოდი განკურნება შეიძლებოდა. ვიმკურნალე, გამოვკეთდი და ახლა შესანიშნავი შვილები მყავს. მართალია ზოგჯერ ისე მაგიჟებენ გაშვილებით ვემუქრები, მაგრამ მაგათზე ძალიან არავინ მიყვარს.
-გაშვილებით როგორ ემუქრები? - გაოცებულს ჩუმი სიცილი აურტუდა, მერე წინ დადებული ყავა მოსვა.
-ისე არ მიჯერებენ, ორივე მამამის ჰყავს გატუტუცებული, მარტო იმის სიტყვა ესმით, მე კიდე ცემას ვერ ვიტან, ხანდახან უკანალზე მოვცხებ ხოლმე, მაგრამ იცინიან და მეც მაცინებენ.
-გიგა მიხედავს ბავშვებს?
-ერთად რომ არიან მე არცერთს არ ვახსენდები ძალიან თუ ვიგვიანებ მხოლოდ მერე მირეკავს ჩემი ქმარი. შეუძლიათ უამრავ მულტფილმებს უყურონ გიგაზე მიხუტებულებმა იქამდე სანამ არ ჩაეძინებათ.
-მეც მიყვარდა მამაჩემთან ერთად ტელევიზორის ყურება. ახლა დრო საერთოდ აღარ მაქვს.
-როგორ ხარ კატო. - მოულოდნელად წამოადგათ თავზე მაღალ ქუსლებზე შემომდგარი ქალი, კატოს მაშინვე ფერები გადაუვიდა სახიდან, უსიამოვნოდ გადაკოცნა რუსა და სკამზე ჩამომჯდარს წარბ აწეულმა შეხედა.
-კარგად რუსა, შენ როგორ ხარ? ვხედავ ზრდილობის წესები დაგვიწყებია… დამავიწყდა, არც არასდროს გქონია, შენ ხომ ყოველთვის საყვარლად გიჟი რუსა იყავი. - სიცილით გააქნია თავი, რუსას კი თვალები გაუფართოვდა მისი საუბრის მოსმენისას.
-რა დაგემართა, ჩემმა ქმარმა ჩემს წინააღმდეგ აგამხედრა? - ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე.
-კარგი რა რუსა, ორივემ ვიცით რომ ერთმანეთი არასდროს მოგვწონდა. - ხელი აიქნია მობეზრებულმა, თან რუსას ქცევით შოკირებულ ანას შეხედა.
-ესეგი შენ ხარ ჩემი ქმრის ახალი საყვარელი? - მოულოდნელად შეტრიალდა ანასკენ, მასაც თვალები შუბლზე აუვიდა.
-უკაცრავად? - წარბები ასწია ქალის საუბრით გაოცებულმა.
-ვაღიარებ, ნიკოლოზს გემოვნება ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ დიდხანს ვერავისთან ჩერდებოდა, ალბათ კარგად აკმაყოფილებ.
-ღმერთო რა გულის ამრევია ქმარზე და მის საყვარლებზე ასე საუბარი.
-როგორც ჩანს არ იცი ვინ ვარ.
-არც მიკვირს ნიკოლოზმა შენზე საუბარი რომ არ მოისურვა, ახლა არც ის მიკვირს რატომ ჰყავდა საყვარლები. ჩემს თავს კი საყვარლად ნამდვილად არ ვთვლი.
-ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. შენც ისევე მიგატოვებს როგორც სხვები მიატოვა. - უდარდელად მიეყრდნო სკამის საზურგეს.
-შენთან საუბრის გაგრძელება საკუთარი თავის დამდაბლება მგონია, ამიტომ უბრალოდ ასწიე უკანალი და სხვა სკამზე გადადე.
-სიტყვები შეარჩიე ძვირფასო.
-კარგი. - სიცილით მოსვა ყავა, მასთან კამათ არ აპირებდა ვისი ცოლიც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმაში დარწმუნებული იყო რომ ეს ქალი დღეს დღეობით ნიკოლოზის ცოლი არ იყო, რადგან კარგად გაიცნო მენაბდე, დარწმუნებული იყო მის ერთგულებაში და იცოდა ასეთი თავისუფალი არ იქნებოდა ანასთან ურთიერთობაში. არასდროს შეუნიშნავს მის ხელზე კალიცო, ერთადერი ვერცხლის ბეჭედი ეკეთა მარჯვენა ხელის არათითზე, რომელსაც ბრტყელ ზედაპირზე რაღაც ნიშანი ჰქონდა ამოტიფრული.
-მე ნიკოლოზის შვილის დედა ვარ!
-როგორღაც ჩემითაც მივხვდებოდი. - სიტყვა შვილი რომ გაიგო გულში რაღაც ჩასწყდა, შეძლებისდაგვარად თავის შეკავებას ახერხებდა იმასთან დაკავშირებით რომ ნიკოლოზს ყოფილი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ბავშვის ხსენებამ გონება დაუბინდა. გულში საშინელი ტკივილი იგრძნო, მუცლის ტკივილმაც იმატა და ხელი გაუაზრებლად მიიჭირა. - თუ რამე პრობლემა გაქვს ნიკოლოზს დაელაპარაკე, მე ნუ შემაწუხებ იმის გამო რომ ყოფილ ქმარზე ჯერ ისევ დაბოღმილი ხარ. - როგორც ფიქრობდა ისე მოხდა. ზუსტად გაარტყა და საკუთარ ფიქრებშიც დარწმუნდა აქამდე დიდ გულზე მყოფი რუსას დაბნეულ სახეზე. - ჩემთან საუბრით თავის დამცირების მეტს არაფერს აკეთებ, არადა ერთი შეხედვით ამაყი ჩანხარ… კატო გავიდეთ ხო? თავს შეუძლოდ ვგრძნობ დილიდან, თავიც უარესად ამტკივდა.
-წავიდეთ ჰო. - დაბნეული წამოდგა ფეხზე, ფული გადაიხადა და გასასვლელისკენ წასულ ანას უკან გაჰყვა. - ანა!
-ახლა არა კატო, მაპატიე, ცუდად არ გამოგო, მაგრამ ახლა არავის დანახვა არ მინდა… - მუცელზე იჭერდა ხელს, თავბრუ ეხვეოდა, დიდ იმედგაცრუებას გრძნობდა რომელიც გულს უსერავდა. ტკიოდა, ასე არასდროს სტკენია გული. რა იყო ამის შემდეგ? რას წარმოადგენდა ნიკოლოზისთვის თუ საკუთარ შვილზეც კი არაფერს ეუბნებოდა. ყველა წარმოდგენა, ყველა გრძნობა, ყველა იმედი ერთიანად ჩამოერეცხა გონებიდან. მაშინ გააანალიზა რომ ყველა ატყუებდა, ყველა ახლობელი ვინც კი ნიკოლოზს იცნობდა და გული შეეკუმშა. სუნთქვა უჭირდა, ტკივილი უფრო და უფრო იზრდებოდა მუცლის არეში. აღარაფერი ესმოდა შემაწუხებელი წუილის გარდა, ფეხზე დგომა უჭირდა და შეშინებული კატოს სახეს ძლივს არჩევდა. ყველაფერი ტრიალებდა გარშემო, მალე სრულიად ჩამობნელდა, ერთადერთი რაც იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი იყო მუცლის არეში და ძლიერი მკლავების მოხვევა, რომელმაც წაქცევის საშვალება არ მისცეს.
-ღმერთო მიშველე! - პირზე აიფარა ხელი, თან ფერ წასულ უცხო მამაკაცს ახედა. - სწრაფად წამოიყვანე. - მანქანისკენ ანიშნა, უკანა კარი გაუღო და შიგნით ჩაჯდომაში მოეხმარა.
-სისხლი სდის… რატომ მოსდისს სისხლი? - შეშინებულმა შეხედა სარკიდან აფორიაქებულ სოფის, რომელმაც უცებ დაქოქა მანქანა და ადგილს წამებში მოსწყდა. - ანა, პატარა… გაახილე თვალები. - ჩუმად ბუტბუტებდა დაბნეული ლევანი, სისხლის რაოდენობა იზრდებოდა, სისაურს კი სუნთქვა უფრო და უფრო უმძიმდებოდა. - ამის დედაც რა ჯანდაბა სჭირს?
-შენ ვინ ხარ საერთოდ?!
-მისი მეგობარი, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას?!
-ხოდა იყავი მეგობარი, მოკეტე და დამაცადე ფიქრი თუ არ გინდა რამეს შევასკდე! - გაბრაზებულმა წამოიყვირა, სისწრაფეს უფრო უმატა და რამდენიმე წუთში უახლოეს საავადმყოფოსთან გააჩერა მანქანა.

საავადმყოფოს დერეფანში სკამზე იჯდა ხელის გულებში სახე ჩარგული, აზრადაც კი არ მოსვლია ვინმესთან გადარეკვა. ლევანი კი გაუჩერებლად დადიოდა აქეთ-იქით და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ბოლოს კატოს ტელეფონი აწკრიალდა, მომღიმარი ნიკოლოზის ახალგაზრდობის სურათს მიშტერებული უყურებდა, ბოლოს თმები უკან გადაიწია, სენსორს თითი გადაატარა და ტელეფონი ყურზე მიიბჯინა.
-სად არის ანა, ხუთჯერ დავურეკე უკვე და არ მპასუხობს.
-ნიკოლოზ.
-რა ხმა გაქვს… სად არის ანა დამალაპარაკე!
-ნიკო ჩვენ საავადმყოფოში ვართ… ანა ცუდად გახდა და…
-მისამართი გამომიგზავნე! - ტელეფონი როგორც კი გათიშა სწრაფად წამოფრინდა სავარძლიდან და კაბინეტიდან გიჟივით გავარდა. შეეშინდა, შეეშინდა რომ რამე დაემართებოდა, პირველად დაფიქრდა იმაზე რა მოხდებოდა თუ ანას დაკარგავდა და სუნთქვა შეეკრა. არ იცოდა როდის გახდა წიკლაური მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, ყურადღება არც კი გაუმახვილებია ამაზე, მაგრამ ახლა აშკარად, ყველა უჯრედით გრძნობდა რომ მის გარეშე ვერ გაძლებდა, მის გარეშე ყველაფერი იმ ფერს დაკარგავდა რომელიც მხოლოდ ანას ახასიათებდა.
საავადმყოფოში მისულმა მაშინვე იკითხა ანას სახელი, წამსვე მითითებული დერეფნისკენ დაიძრა და დაინახა კიდეც სკამზე მჯდომი კატო. არც ლევანი გამოჰპარვია მხედველობის არეალიდან და მიახლოვებული მაშინვე საყელოში სწვდა.
-შენ აქ რა გინდა? - თვალებ ანთებული ჩააშტერდა თვალებში, მაგრამ კატოს ჩავლებული თითების წყალობით მალევე მოშორდა.
-თავი დაანებე, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ის დამეხმარა ანას აქ მოყვანაში.
-დაა.ხვიე აქედან!
-ვფიქრობ ერთადერთი შენ ხარ ვინც აქედან უნდა დაა.ხვიოს. - წარბ შეკრულმა ზიზღით ჩაილაპარაკა და რომ არა კატო, მენაბდე აუცილებლად გაუერთიანებდა სახეს ცინიკურად მომღიმარ ლევანს.
-ახლა ჩხუბის დრო არ არის, არ ვიცი თქვენს შორის რა ხდება, მაგრამ მუშტი-კრივის გასამართად არც შესაფერისი ადგილია და არც სიტუაცია!
-რა დაემართა ანას? როგორ არის?
-სისხლ.დენა დაეწყო და გონება დაკარგა.
-რა?
-ექიმი გამოვა მალე და გვეტყვის.
-რა მოხდა? - დაინახა თვალს როგორ არიდებდა კატო და მაშინვე მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. - ამის დედაც! მითხარი რა მოხდა და რა დაემართა ჩემს ქალს?!
-ნუ ღრიალებ! - პირველად ხედავდა ასე ანერვიულებულ და მოღრიალე ნიკოლოზს, ასეთი ცოცხალი პირველად იყო წლების შემდეგ. - კაფეში ვისხედით, ვსაუბრობდით და მერე უცებ რუსა მოვიდა.
-რა? - ტუჩები გაეპო მენაბდეს, ადგილზე გაშეშდა და იგრძნო როგორ აასხა ტვინში სისხლმა.
-ჰო, მერე წაუსოფლელა, თავი დაიმცირა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ანას ადგილას მხოლოდ იმიტომ არ დავრჩებიდი შენთან რომ მისნაირი დაბალი დონის ყოფილი ცოლი გყავს.
-კატო… - პირზე ჩამოისვა ხელი, თვალები დახუჭა, შემდეგ კი თითები თმაში შეიცურა.
-სოფიზეც იცის, ახლა კი არც შენი და არც შენი ახლობლების დანახვა არ უნდა. მათ შორის არც ჩემი და მგონი ვეზიზღები კიდეც. - იქვე ჩამოჯდა, თავი კედელს მიადო და თვალები დახუჭა.
მალე ექიმიც გამოვიდა, ნიკოლოზი კი ანერვიულებული წინ ჩამოუდგა.
-ნიკოლოზ, აქ რას აკეთებ? ხომ ყველაფერი რიგზეა? - გაოცებულმა შეხედა მეგობრის შვილს ასაკოვანმა კაცმა, ხელი ჩამოართვა, თან დაეჭვებულმა შეათვალიერა.
-ანა წიკლაურთან ვარ ზვიად, როგორ არის?
-სისხლდენა შევუჩერეთ, მაგრამ ბავშვის გადარჩენა ვერ მოვახერხე, ახლა ძინავს.
-ბავშვი? - კიდევ ერთი შოკი მაშინ მიიღო ნიკოლოზმა, მოულოდნელად თავბრუს ხვევა იგრძნო და რომ არა ზვიადის ხელი უთუოდ ძირს დაეცემოდა.
-კარგად ხარ?
-მე… კი… არა. - დაბნეულმა ამოიბურტყუნა, კედელს გაშლილი ხელის გულით მიეყრდნო და ამღვრეული თვალები გაუსწორა ზვიადის ყავისფერებს. - შეგიძლია უფრო ვრცლად მითხრა?
-დაჯექი. - სკამზე ანიშნა, ნიკოლოზიც მის ნებას დაჰყვა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ზვიადს ქვევიდან ახედა. - ერთი თვის ფეხმძიმე იყო, სისხლდენამ მუცლის მოშლა გამოიწვია, ვინაიდან ნაყოფი პატარა იყო, გადარჩენა ვერ მოვახერხეთ. საერთო ჯამში ეს ყველაფერი შეიძლება ნერვიულობამ, ან სტრესმა გადმოიწვია, რადგან პაციენტი ჯანმრთელი ჩანს.
-დილიდან მუცლის ტკივილი აწუხებდა, გამაყუჩებელი დალია და მითხრა რომ აღარ სტკიოდა. - თავ ჩახრილმა ჩაილაპარაკა. ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს, ან არ უნდოდა იმის გააზრება რომ ბავშვი დაკარგა.
-გამორიცხული არ არის რომ რაიმე ძლიერმა მედიკამენტმა იმოქმედა, მაგრამ არამგონია მაგის ბრალი იყოს.
-ჩასახვის საწინააღმდეგო აბებ.ს სხვამდა. - ამწვარი თვალები მოისრისა და მასზე მიშტერებულ ზვიადს ქვევიდან ახედა.
-ორსულობის დროს?
-არამგონია სცოდნოდა ამის შესახებ, თვითონ თქვი რომ ნაყოფი პატარა იყო. - ექიმის სახიდან მის ხელზე გადაიტანა თვალები და მიხვდა რომ ყველაფერს იწერდა.
-რამდენად ხშირად კავდებოდით…
-ზვიად. - საუბარი გააწყვეტინა კაცს, მან კი წარბშეკრულმა გადმოიტანა მზერა ფურცლიდან ნიკოლოზზე. - არ ვიცი, კვირაში რამდენჯერმე… რა მნიშვნელობა აქვს ამას.
-ის რომ ამ სიხშირის მიხედვით შენი შვილი კიდევ ძლიერი აღმოჩნდა ამდენ ხანს რო გაძლო.
-ჯანდაბა. - სახეზე აიფარა ხელები, შიგნიდან ყველაფერი ეწვოდა. ბავშვები უყვარდა, გიჟდებოდა მათზე და გულწრფელად გაუხარდებოდა აქამდე რომ გაეგო მასზე.
-ვწუხვარ. - მხარზე დაარტყა ხელი ზვიადიმ. - ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ცხოვრება ამით არ მთავრება. პაციენტი რომ გაიღვიძებს მერე შეგიშვებ, ანალიზების პასუხსაც ველოდები. - მკრთალად გაუღიმა, შემდეგ კი იქაურობას გაეცალა.
-ამის დედაც. - თავზე მოიჭირა ხელები, თან წინ და უკან მოძრაობას მოჰყვა. - ჩემს ბედს შევე.ცი.
-ნიკოლოზ.
-რა უნდა ვუთხრა კატო… რა გავუკეთო რუსას, ამოვაძრო ენა? მოვკლა თუ რა ვქნა?
-რუსა არაფერ შუაშია და შენც იცი ეს ნიკოლოზ.
-დღეს ვაპირებდი ყველაფრის თქმას, აქამდეც მინდოდა, მაგრამ მეშინოდა იმის რომ წავიდოდა. ახლა როცა დარწმუნებული ვიყავი რომ ნორმალურად ახსნის შემდეგ ყველაფერს გაიგებდა ჩემი ტლიკინს ყოფილი ცოლი გამოხტა თავისი გრძელი ენით და ყველაფერი ამირია. გავაფრთხილე რომ ჩემს ცხოვრებაში არ ჩაერეულიყო, მაგრამ ვერ გაიგო.
-ეს ბავშვი მაინც ვერ გადარჩებოდა ნიკოლოზ.
-გადარჩებოდა! გადარჩებოდა დღეს სახლში რომ მოსულიყო თავისი ღიმილით… ჯანდაბა, ჩემი ბრალია… ყველაფერი ჩემი ბრალია… ჩემი კარგიც მოვტ..ნ! - ფეხზე წამომხტარმა კედელს დაარტყა რამდენჯერმე მუშტი. ისევ კატომ მოაშორა კედელს, ხელები სახეზე მოკიდა და თვალებში ჩააშტერდა.
-დაწყნარდი… დამშვიდდი და შემომხედე! არავის ბრალი არ არის, იმ აბებს რომელსაც სვამდა უნდა ემოქმედა და ახლა არაფერი მოხდებოდა, მაგრამ არ იმოქმედა, ეს კი არცერთის ბრალი არ არის. მეც მომეშალა პირველად გახსოვს? გახსოვ როგორ ამშვიდებდი გიგას? ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოგინდება და მოინდომებ გეყოლება პატარა.
-შენ თვითონ არ გჯერა შენი სიტყვების კატო. ანა არ მაპატიებს ადვილად, ამ ყველაფერს ერთად მარტო ვერ გადაიტანს, მაგრამ არც მე მიმიკარებს. არც ჩვენი შვილის დაკარგვას მაპტიებს… ჯანდაბა, ჩემი და ანას პირველი შვილი.
-შენი ბრალი არ არის და მოდი აზრზე! - ლოყებზე მოუჭირა თითები და ამღვრეულ ნაცრისფერებში ჩააშტერდა. - ჯანდაბა ნიკოლოზ. - თვითონაც აემღვრა თვალები, ორივე ხელი წელზე მოხვია და მაგრად მიეხუტა. - დაწყნარდი კარგი? ცოტა ხნის შემდეგ ილაპარაკებთ და ყველაფერს მოაგვარებთ.
-ანას გარეშე ვერ გავძლებ დიდხანს, თვითონაც იცის ეგ. - ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, თან კატოს მოშორდა. - გარეთ გავალ, შენ წადი, აზრი არ აქვს აქ ყოფნას.
-ჰო, არამგონია ჩემი დანახვა მოუნდეს. სხვა დროს ვნახავ. თავი ხელში აიყვანე… ყველაფერი კარგად იქნება.
-გაგაცილებ. - ზურგზე მიადო ხელი და გასასვლელისკენ უბიძგა.
-ის ვინ არის? - გარეთ გასულმა თავით შენობისკენ ანიშნა და ნიკოლოზიც მაშინვე მიხვდა ვისაც გულისხმობდა. მერე გაახსენდა იქ მყოფი ლევანი, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, ტუჩებს შორის მოიქცია და მაშინვე მოუკიდა.
-ანას ყოფილი, დანიშულები იყვნენ, მაგრამ ამან რომ მოწვა სად გაყო თავი გაიქცა.
-არაფერი უთხრა, ის რომ არა აქამდე არ ვიცი როგორ მოვიყვანდი.
-ძველი კატოს როლს ირგებ.
-ვხედავ ძველი ნიკო ბრუნდება.
-არამგონია დაბრუნება საჭირო იყოს, ისედაც ვიცვლებით.
-ემოციების დაბრუნება საჭიროა, შენ კი ასეთი ემოციები ექვსი წლის წინ გამოხატე როცა სოფი ცუდად იყო, ვერ იგებდნენ რა სჭირდა ბავშვს და მთელს საავადმყოფოში შენი გინების ხმა ისმოდა.
-შენი წასვლის დროა.
-მიყვარხარ. - ლოყაზე აკოცა კატომ, შემდეგ თავისი მანქანისკენ დაიძრა. რამდენიმე ღერი ერთდროულად მოწია, შედარებით დამშვიდდა, მაგრამ შიგნით შებრუნებას ვერ ბედავდა. არ იცოდა როგორ ეთხოვა პატიება, ან იყო კი პატიების ღირსი.
-მე ვუთხარი რომ გულს ატკენდი, მაგრამ არ დამიჯერა. - მოულოდნელად მოესმა გვერდიდან ხმა, ნიკოლოზს კი გაეღიმა, დიდი ნაფაზი გამოქაჩა და კვამლი ჰაერში გაუშვა.
-ყოჩაღ.
-შენ მას იყენებ, ის კი ამის ღირსი არ არის.
-კარგი. - თავი დაუქნია მომღიმარმა. იცოდა ნერვებს უშლიდა, მაგრამ საუბრის ხასიათზე არ იყო, მითუმეტეს რაიმეს მტკიცების სურვილი არ ჰქონდა ადამიანთან რომელმაც დანიშნული ქალი მიატოვა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა რომ არც თვითონ ატკინა ნაკლებად. თვითონ უფრი დიდი ზიანი მიაყენა, ეს შესანიშნავად იცოდა, მაგრამ ამის გარჩევას ლევანისთან არ აპირებდა.
-ვფიქრობ ჯობია წახვიდე, რადგან ანას შენი დანახვა არ მოუნდება.
-.ლეზე მკი.დია შენ რას ფიქრობ, ამიტომ მოკეტე და დაა.ვიე აქედან.
-არსად წასვლას არ ვაპირებ.
-რატომ ხარ აქ? - ბოლოს ინება და წარბ შეკრულ ლევანს შეხედა. - რისი იმედი გაქვს?
-მინდა მის გვერდით ვიყო.
-ძალიან ბევრს გითმენ ლევან… ამდენი არავისთვის მომითმენია და კიდევ ერთი სიტყვა რომ თქვა ანასთან ყოფნაზე ენას ამოგაცლი და უკანალში გაგიკეთებ. - მშვიდად ჩაილაპრაკა, სიგარეტის ნამწვი ნაგვის ურნაში ჩააგდო და მისკენ მთლიანი ტანით შებრუნდა. - ანა ჩემია, არავინ იცნობს მას ისე როგორც მე, ყველა მისი ფიქრი და აზრი ვიცი ნებისმიერ საკითხზე. ვიცი რას ფიქრობს შენზე, მე ვიყავი მის გვერდით როცა პირველად გამოჩნდი, ისიც ვიცი რომ აკოცე და ყოველი გახსენებისას ხელები მექავება ისე მინდა დაგარტყა. ბოლოს შენთან დაკავშირებით რა მითხრა იცი? საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობ მისი დანახვისას, მხოლოდ სიცარიელეაო. იცი რას ნიშნავს როცა ადამიანი შენი დანახვისას ვეღაფერს გრძნობს? არაფერს, ანუ ქრები. შენ უკვე გაქრი, არაფერს ნიშნავ ანასთვის, ეს კი ისევ შენი დამსახურებაა, სხვა არავისი, კარგად იცი. არ ვიცი რას აკეთებდით ერთად ყოფნის დროს, როგორ ერთობოდით ან სად დადიოდით, მაგრამ ის ყველაფერი რაც რამდენიმე თვეში დაგროვდა, თქვენი ერთად ყოფნის წელებს პატარა წერტილად აქცევს. ანა ბედნიერია ჩემთან, შეიძლება ახლა სტკივა, მაგრამ ჩემს გარდა ვერავინ, ვერც შენ და ვერც სხვა ვერ დაეხმარება ამ ტკივილის გაქრობაში. მე ზეპირად ვიცი მისი ხასიათი, ვიცი დამტანჯავს და თავის თავსაც დატანჯავს. შენ კი თუ შეგრჩა კაცობა და ანას მიმართ პატივის ცემა, უბრალოდ გზიდან გადადი, ნუ ცდილობ თაგვივით კედელი გამოთხარო და იქ შეძვრე სადაც შენი ადგილი არ არის. - მხარზე დაარტყა ხელი, შემდეგ გვერდი აუარა და შენობაში შევიდა. სკამზე მჯომი თვალ დახუჭული იჯდა, გულში რაღაც ჩხვლეტდა და თავიდან ვერაფრით იგდებდა დაკარგულ შვილს. ვერასდროს წარმოიდგენდა ასეთი რამ თუ დაემართებოდა. იმაზე მეტად სტკიოდა ვიდრე წარმოიდგენდა. ეშინოდა ანასთან შესვლის, რადგან მისი ტკივილის დაამებას ვერ შეძლებდა. ფიქრობდა ანა არ მისცემდა საშვალებას და წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა. ფიქრი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა, სწრაფად ამოიღო ჯიბიდან და ქალიშვილის სურათის დანახვაზე თვალები აემღვრა. - ხო მა.
-სად ხაარ?
-შენ სად ხარ პატარა?
-სახლში ვარ მარტო.
-მარტო რატომ ხარ? შენს დაქალთან არ იყავი?
-ფეხით წამოვედი.
-სოფი მა რატომ მანერვიულებ, ხომ იცი რომ არ მომწონს როცა მარტო დადიხარ.
-თითქმის ცამეტის ვარ მამა, ჩემი კლასელები ათი წლიდან მარტო დადიან სკოლაში ფეხით, მე რომ ახლა ვიარო რა მოხდა. ნუ ნერვიულობ რა, ხომ იცი რა ჭკვიანი ვარ.
-პაპაშენს დავურეკავ, წაგიყვანს და დღეს იქ დარჩები, სახლში ვერ მოვალ.
-რატომ?
-ჩემი შეყვარებული ცუდად არის, საავადმყოფოშია და უნდა მივხედო. - ქვედა ტუჩზე იკბინა, ყველაზე მეტად მისი რეაქცია აინტერესებდა.
-რაა? შეყვარებული გყავს და არ მითხარიი?
-მაპატიე, მოგიყვები მერე.
-სავადმყოფოში რატოა? კარგად არის?
-ახლა კი. ძალიან გავაბრაზე, ვაწყენინე, გული ვატკინე და მგონი დამშორდა.
-რა გააკეთე მამა? - ისე უცებ მიიღო სერიოზული ხმა ნიკოლოზმა სიცილი ძლივს შეიკავა.
-რაღაცები დავუმალე, არ ვუთხარი, ანამ გაიგო, მერე ცუდად გახდა და ველოდები როდის გაიღვიძებს, თან მეშინია.
-გინდა მოვიდე? - გულწრფელად ჰკითხა, ნიკოლოზს კი თვალიდან ცრემლი მოსწყდა რომ წარმოიდგინა შეიძლებოდა კიდევ ერთი მსგავსი ჰყოლოდა.
-არა პატარა, სახლში იყავი, დავურეკავ ახლა პაპაშენს.
-აუ არ მინდა პაპა, ვიქნები მარტო არაა პრობლემა რა, მართლა.
-არა.
-გთხოვ რაა, არ შემეშინდება.
-მარტო სახლში ვერ დაგტოვებ.
-მამა გთხოოვ!
-კარგი, მაგრამ ტელეფონს ხმა აუწიე, გვერდზე გქონდეს და რომც გეძინოს რომ დაგირეკავ მიპასუხე გაიგე? თუ არადა ვიჩხუბებთ.
-კარგი.
-სოფი.
-ჰო.
-მიყვარხარ მა და ყველაზე ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ.
-მეც მიყვარხარ. - ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა, ნიკოლოზს კი გაეღიმა, ტელეფონი გაუთიშა და ჯიბეში ჩაიბრუნა.
ერთ ადგილს მიშტერებული ვერ აანალიზებდა იმ ყველაფერს რაც ცოტა ხნის წინ თავს დაატყდა. არ უფიქრია ბავშვზე, ასე მოულოდნელად მასზე გაგება და მაშინვე დაკარგვა გრძნობებს ურევდა. კიდევ ერთი შემატებული ემოცია, უკვე თავს ატკიებდა.
ცოტახანში ექთანი გამოვიდა ანას პალატიდან, დერეფანი ჩუმად გაიარა, რამდენიმე წუთით გაუჩინარდა, უკან კი ზვიადისთან ერთად დაბრუნდა. ხმას არ იღებდა მენაბდე, მოთმინებით ელოდა ზვიადის გამოჩენას, ბოლოს გამოჩნდა კიდეც.
-გაიაღვიძა, შეგიძლია შეხვიდე, მაგრამ შეეცადე არ აანერვიულო.
-ეგ არ გამომივა… უთხარი?
-კი. - თავი დაუქნია, შემდეგ კი თავის საქმის გასაგრძელებლად წავიდა. კარის წინ იდგა ნიკოლოზი, არ იცოდა შესულიყო თუ არა, ბოლოს კი ფრთხილად შეაღო კარი, შიგნით შევიდა და დაინახა კიდეც ქალის ლამაზე სახე, რომელიც ცრემლებს დაენამათ. მიმიკა არ ეცვლებოდა, მაგრამ ცრემლები გაუჩერებლად იკვალავდნენ გზას საფეთქლებზე, იქიდან კი თმებში უჩინარდებოდნენ.
-ანა. - ნელა მიუახლოვდა, ქალმაც მაშინვე დახუჭა თვალები.
-წადი. - ჩამწყდარი ხმით თქვა, ნიკოლოზმა კი მტევანზე მოკიდა ხელი. - შენი აქ ყოფნა გულს მისერავს ნიკოლოზ. - ხმა ჩაუწყდა, ისევ გადმოსცვივდა ცრემლების ახალი ნაკადი, მაგრამ იმდენაც იყო გაბრუებული შეწინააღმდეგებასაც ვერ ახერხებდა.
-მაპატიე. - მტევანზე აკოცა, თან ეფერებოდა.
-რისთვის?
-მე გავდივდარ, თუ რამეში დაგჭირდით დამიძახეთ. - საუბარში ექთანი ჩაერთო, ნიკოლოზმა კი მადლობა გადაუხადა, ანასთან მარტო დარჩენილი საწოლზე ჩამოჯდა, თან მის მტევანს არ უშვებდა ხელს.
-დღეს ვაპირებდი თქმას, აქამდეც მინდოდა მეთქვა, მაგრამ შემეშინდა.
-არ გინდა გთხოვ. ახლა არა. შენ მე გამანადგურე, მე ასე არასდროს არაფერი მტკენია ნიკოლოზ, შენ კი ბოლო მომიღე. - სიტყვებს ჰაერი ამოაყოლა, ხმაზე ეტყობოდა რამხელა ტკივილს გრძნობდა. ნიკოლოზსაც სტკიოდა.
-შენს თავს ვფიცავარ დღეს პავირებდი თქმას.
-და რა იცვლება ამ სიტყვებით ახლა? შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დამიმალე, ამდენი ხანი ყველა მატყუებდით, სახეში მიყურებდით, მიცინოდით და მატყუებდით. შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დამიმალე. რა მოხდებოდა თავიდანვე რომ გეთქვა? მაგრამ როგორც ჩანს შენთვის არაფერს წარმოვადგენდი იმ ქალის გარდა რომელიც ღამით ართობდა.
-ასე არ არის, შენს თავს შეურაცყოფას აყენებს. შენ ხომ იცი, იცი რა ადგილი გიკავია ჩემს ცხოვრებაში. იცი რომ შენს გარეშე არ შემიძლია და მჭირდები.
-მინდა, მინდა ვხედავდე, მაგრამ ამის მერე როგორ გენდო. თავი არარაობად და შენთვის მხოლოდ გასართობ ქალადა მაგრძნობინე… შენი ცოლი… ღმერთო, ცოლი გყავდა და ეგეც კი დამიმალე… ვინ ვარ ამის მერე ნიკოლოზ?! ვინ ვარ ჩემი ახლობლების თვალში. ჩემმა დამაც კი არ მითხრა… ღმერთო როგორ არარაობად და გამოყენებულად ვგრძნობ თავს… და ჩემი შვილი. - როგორც კი თქვა მაშინვე ატირდა, ხელი მუცელზე დაიდო და გულში დაგროვილი ტკივილი რომელიც შვილის დაკარგვისგან იყო გამოწვეული მთლიანად ამოუშვა. - ღმერთო... ჩემი შვილი… ჩემი შვილი მოვკალი. - სახეზე აიფარა ხელები, ასე არასდროს არაფერი სტკენია, იმის გაანალიზება რომ ბავშვი დაკარგა გულს ნაწილებად უხლეჩავდა. - ჩვენი შვილი მოვკალი… ვინ ვარ მე ამის მერე?
-შჩჩ… დაწყნარდი, დამშვიდდი გთხოვ. შენი ბრალი არ არის, ჩვენ ხომ არ ვიციდით. - გვერდზე მიუწვა ფრთხილად, ხელი წელზე შეუცურა, თავისკენ გადააბრუნა და სხეულზე აიკრა.
-მეზიზღები ნიკოლოზ, მთელი არსებით მეზიზღები იმის გამო რაც დღე გადავიტანე და არასდროს დავივიწყებ ამ დღეს. - ატირებულმა მუშტი მკერდზე მიარტყა, მოძრაობის თავი არ ჰქონდა, უნდოდა მოშორებოდა, მაგრამ საყვარელი სურნელი ყველაფრის მიუხედავად შვებას გვრიდა. იმ ცალკე ნაწილს სჭირდებოდა ნიკოლოზის გვერდში დგომა რომელიც მათი საერთო ნაწილის დაკარგვას გლოვობდა. - მტკივა… ღმერთო როგორ მტკივაა. - ისევ ნიკოლოზის მკერდზე მიკრული ტიროდა და არ იცოდა როგორ გადაიტანდა ამ ტკივილს.
-მაპატიე… მაპატიე რომ ამის გადატანა გიწევს. მეც მტკივა და ყველაფერს მივცემდი ახლა ჩვენი პატარა ისევ შენს სხეულში რომ იყოს.
-ნუ მატყუებ! შენ არ გინდოდა შვილი, არასდროს გამოგითქვამს სურვილი. შენ მხოლოდ შენივე სურვილებისთვის იყავი ჩემთან, მხოლოდ იმიტომ რომ თავს კომფორტულად გრძნობდი. გჭირდები რადგან თავს კარგად გრძნობ, ჩვეულებრივ მიყენებდი, მე კი მეგონა… მეგონა რაღაცას მაინც გრძნობდი, მეგონა მოვახერხე და შენი გამოცოცხლება შევძელი… შენც ზუსტად ამისთვის გამომიყენე…
-ნუ ამბობ ეგრე. მართალია, შემთან იმიტომ ვარ რომ კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ისე არ არის როგორც ახლა გგონია. უამრავ ქალთან მიგრძვნია თავი კომფორტულად, მაგრამ არავისთან მქონია ურთიერთობა საძინებლის გარეთ. შენ სხვა ხარ, ჩემი ხარ, მე კიდე არავის ვთვლი ჩემად.
-არ შემიძლია შენი მოსმენა, მგონია რომ ყველაფერს მატყუებ, აღარ მჯერა შენი ამ ყველაფრის დამალვის შემდეგ… ღმერთო შენ… შენ შვილი გყავს და…
-გინდა მოგიყვე ჩემს შვილზე?
-არა, მინდა რომ წახვიდე, გაქრე ჩემი ცხოვრებიდან და აღარასდროს დაბრუნდე.
-თორმეტი წლის არის, სოფი. მალე ცამეტის გახდება და უკვე ქალობს. მისი საუკეთესო მეგობარი მე ვარ, კიდევ ჰყავს რამდენიმე, მაგრამ იცის რომ მამა ყოველთვის მის გვერდით იქნება, ყველა საიდუმლოს შეუნახავს და არასდროს უღალატებს. - შუბლზე აკოცა ატირებულს, თან საუბარს განაგრძნობდა. - ზოგჯერ მეშინია, არ მინდა შეცდომა დავუშვა, მე ვერ ვატარებდი მასთან დიდ დროს რადგან ვმუშაობდი აქამდე მოსასვლელად. ახლა კაფეში დამყავს, ახალ წელს წვეულებაზეც მყავდა, მოეწონა იქაური სიტუაცია, მაგრამ ბოლომდე ვერ გამომიტყდა მაგაში.
-ბავშვი იქ რატომ მიიყვანე? - ნელ-ნელა მშვიდდებოდა, ისევ ბრაზობდა ნიკოლოზზე, ისევ სცვიოდა ცრემლები, მაგრამ მისი საუბარი შვილზე ამშვიდებდა.
-მინდოდა ჩემთან ერთად ყოფილიყო, ეცეკვა, ეგიჟა და ენახა რა ხდება დიდების წვეულებებზე, რომ ახალ წელს მხოლოდ სახლში ჯდომა და აღნიშვნა არ ხდება. მინდოდა ჩემს გვერდით თავი დიდად წარმოედგინა, ჩემი ყურადღებაც ეგრძნო და ის რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს შორის ასაკს, მამასთან ერთად შეუძლია ყველაფერი გააკეთოს რაც უნდა, მაგრამ არის რაღაცები რაზეც კატეგორიულ უარს ვუცხადებ, ვუხსნი რატომ არ შეუძლია რაღაცების გაკეთება. უყვარს როცა დიდივით ექცევი, ესაუბრები, უყვები შენი ახალგაზრდობის ამბებს. მაღაზიებში სიარული უყვარს ჩემთან ერთად, შეუძლია დილით შევიდეს და მოლის დაკეტვამდე არ გამოვიდეს. სხვადასხვა კაფეში ყოფნის დროს სურათს იღებს და ინსტაგრამზე ტვირთავს, თავის კლასელებს ემარიაჟება რომ ჩემნაირი მამა ჰყავს, რომ მე მისი საუკეთესო მეგობარი ვარ, ყველაფერს ვუსრულებ და ყველაზე ძალიან მიყვარს. ჩემი მეგობრის შვილი მოსწონს ვხედავ, მაგრამ იმ ბიჭს შეყვარებული ჰყავს, უცნაური ბავშვია, ჭკვიანია და თავის ტოლებს არ ჰგავს. სოფის დიდ ყურადღებას აქცევს, როგორც დიდი ძმა ისე ექცევა, მაგრამ ჩემს გოგოს რა ვუყო არ ვიცი. არ მინდა რომ დაიტანჯოს. - თმაზე ეფერებოდა, ანაც გატრუნული უსმენდა, ამდენი რამ პირველად ესმოდა ნიკოლოზისგან თავის ოჯახის წევრზე. - ბავშვებზე ვგიჟდები ანა, მითუმეტეს ჩემს შვილებზე.
-სხვებიც გყავს? - ხმა ჩაწყდარმა ჰკითხა, ნიკოლოზს კი გაეცინა, მთავარი იყო მისი დამშვიდება შეძლო და ჩანაფიქრი გამოუვიდა.
-არა, მაგრამ მეყოლება. წეღან… რომ გავიგე ჩვენს პატარაზე… გული ასე არასდროს მტკენია ანა. მაშინ ვიგრძენი რომ ჩემი დამპალი ორგანო ისევ მუშაობდა. ბოლოს ექვსი წლის წინ, სოფის რომ ვკარგავდი მაშინ ვიტირე, დღეს კი ჩვენი პატარას დაკარგვამ ამატირა. ეს ჩვენი საერთო ტკივილია და არ მითხრა რომ არ მადარდებს.
-ჩემი ბრალია. - მაიკაზე მოუჭირა თითები ნიკოლოზს, ჩუმად ამოისლუკუნა და შუბლი მკერდზე მიადო.
-ნუ ტირი რა. - ხმა ჩაეხლიჩა მენაბდეს, თმაზე მიეფერა, შემდეგ ნიკაპზე მოკიდა თითები, თავი ააწევინა და წყლიანი ცისფერი თვალები სათითაოდ დაუკოცნა. შემდეგ ტუჩებზე ნაზად აკოცა და ტანშიც წამსვე ჟრუანტელმა დაუარა. - ჩვენ ხომ არ ვიცოდით… აღარ იტირო, ჩემი გოგო შენზე ნერვიულობს.
-რა?
-ჰო, ვუთხარი რომ ძალიან გაგაბრაზე, გაწყენინე და შეიძება დამშორდე. მერე ტელეფონში ჩამყვირა გაბრაზებულმა “რა გააკეთე მამა?” - ქალიშვილის ხმას გააჯავრა და ანას გაცინებაც მოახერხა. - თან მკითხა დიდი ქალივით, “გინდა მოვიდე?”
-მოკეტე. ასეთი საყვარელი ბავშვი ვის დაემსგავსა.
-მე.
-ესეიგი შენმა ქალიშვილმა იცოდა ჩემზე.
-ვუთხარი და შენი გაცნობაც უნდა.
-მაშინ მე რატომ არ მითხარი? რას ვიზამდი? ისედაც იცი რომ შენი სურვილის და თანხმობის გარეშე არავის ვნახულობ, გაცნობაზე ხომ საუბარი არაა.
-არ ვიცი, თავიდან არც მიფიქრია მაგაზე, მერე მინდოდა თქმა, მაგრამ არ ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდა. ბოლოს გადამეკეტა, დღეს უნდა მეთქვა ყველაფერი, მაგრამ დამასწრეს.
-გველია. დაბალი დონის სოფლელი. სოფლებშიც არ საუბრობენ ეგრე როგორც ეგ მესაუბრა. უტაქტო, უთავმოყვარეო ქალია. ისე ლაპარაკობდა თავის ქმარზე და მის საყვარლებზე თითქოს რამე კარგს იძახდა. ვუთხარი არ მიკვირს შენზე მოყოლა რომ არ მოისურვა ნიკოლოზმათქო.
-ანა. - წარბ აწეული მიაჩერდა.
-ხმის ამოღების უფლება არ გაქვს. მაპატიე, მაგრამ შენი ყოფილი ცოლი ზუსტად ისეთია როგორც გითხარი და მსგავს ადამიანებს პატივს ვერ ვცემ სულ რომ შენი ცხარა შვილის დედა იყოს.
-ეგეთი არ იყო.
-ჩემთან კი გაიბანძა თავი და შენთან როგორი იყო არ ვიცი.
-ორი წლის წინ პირველად ვუღალატე რადგან მის მიმართ ვერანაირ ვნებას ვერ ვგრძნობდი. მას შემდეგ აღარ მივკარებივარ. სხვა საძინებელში გადავედი. ერთი წელი სოფის გამო ვიყავი იმ სახლში შემდეგ ჩემს ბინაში გადავსახლდი. არ გავშორებივარ, რადგან ლამის მუხლებზე დაჩოქილი მეხვეწა არ გავშორებოდი. ხელს არ მიშლიდა, არც მახსოვდა რომ საბუთებში ჩემი ცოლი იყო. ოფიციალურად კი შენ რომ შეგხვდი მერე გავეყარე. ახალ წელს, მეორე დღესვე გავუგზავნე საბუთები.
-აქამდე რომ გეთქვა ეს ყველაფერი, ასე ხომ არ მეტკინებოდა.
-მაპატიე, ამ ერთხელ მაპატიე, მომეცი ერთი შანსი, მხოლოდ ერთი და გპირდები ამიერიდან არანაირი საიდუმლო არ იარსებებს. მე ხომ არასდროს გაბრაზებ. - პატარა ბავშვივით ბურტყუნებდა, თმაზე ეფერებოდა, თან კოცნიდა.
-ცოტა ხანს ყველასგან შორს ყოფნა მინდა ნიკოლოზ.
-გინდა აგარაკზე ავიდეთ?
-არა. მარტო მინდა ყოფნა, დაფიქრება და ყველაფრის გააზრება.
-მაპატიებ?
-ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა მხოლოდ ძილი მინდა.
-დაიძინე. - შუბლზე მიადო ტუჩები, მისი სურნელი შეისუნთქა და თვალები თვითონაც დახუჭა. ანას მალევე ჩაეძინა, ნიკოლოზი კი ფრთხილად ეფერებოდა, მის ნაკვთებს აკვირდებოდა, იმახსოვრებდა, თან კოცნიდა. ფრთხილდ წამოდგა საწოლიდან, ანას შუბლზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ლოყაზე, ყელზეც, მისი სურნელიც შეისუნთქა და პალატიდან გავიდა. მაშინვე აწკრიალდა ნიკოლოზის ტელეფონიც, გიგა რეკავდა, მაგრამ არავისთან ლაპარაკის სურვილი არ ჰქონდა. გაუთიშა, მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და გარეთ გასული პირდაპირ ანას ბინისკენ დაიძრა. ტანსაცმელთან ერთად საჭირო ნივთები ჩაულაგა ჩანთაში, შემდეგ ისევ საავადმყოფოში დაბრუნდა. მთელი ღამე სავარძელში მჯდომმა გაატარა, სოფის ერთ საათში ერთხელ ურეკავდა გვიან ღამითაც კი გააღვიძა იმაში დასარწმუნებოდ რომ კარგად იყო და ეძინა. თავიდან ანას უყურებდა, შემდეგ ჩასთვლიმა.
დილით ხმაურზე გამოეღვიძა, თვალები ნელა გაახილა და მაშინვე ანას ცრემლიან თვალებს წააწყდა. შემდეგ იქვე მდგომ ექიმს ახედა, სავარძელზე გასწორდა და კედლებზე საათის ძებნას მოჰყვა. უკვე 10 შესრულებულიყო, ფანჯრიდან მზის სხივები შემაწუხებლად ანათებდა ოთახს და ახალ გაღვიძებულ ნიკოლოზს ისევ თვალების დახუჭვის სურვილს უჩენდა. წელის და კისრის ტკივილს გრძნობდა, მაგრამ ისე წამოდგა ფეხზე თითქოს არაფერი აწუხებდა.
-დილამშვიდობისა.
-გეთქვა და შემოვატანინებდი მეორე საწოლს. - მომღიმარმა შეხედა ზვიადიმ.
-არაფერია… ორი წუთი შეიძლება?
-კი, მოვრჩი ჩემს საქმეს. ჯანმრთელიბას გისურვებ, თავს მოუფრთხილდი, ყველაფერი კარგად იქნება. - თბილად გაუღიმა ანას, წიკლაურმაც ოდნავ გაუღიმა, მერე კი ფანჯარას გახედა.
-როგორ არის? - როგორც კი კარი დახურა მაშინვე ჰლითხა ზვიადის, მანაც სათვალე მოიხსნა და ანერვიულებულს წინ ჩამოუდგა.
-ანალიზების მიხედვით კარგად. დასვენება სჭირდება, სტრესის ქვეშ არის. ქალისთვის ძნელად გადასატანია ბავშვის დაკარგვა, მითუმეტეს ამ ასაკში, როცა ძალიან უნდათ. სახლში წაიყვანე, რამდენიმე დღე თავის დატვირთვის საშუალება არ მისცე, ეს წამალი უყიდე, სხვა არაფერი უნდა. თუ ტკივილები შეაწუხებს მაშინ დაალევინე. შეიძლება მარტო ყოფნა მოისურვოს, მაგრამ არ დატოვო. მეც მაქვს გამოვლილი ეს ყველაფერი, თანაც არაერთხელ. - მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი, გაუღიმა და ნიკოლოზი მარტო დატოვა. ისევ უკან შებრუნდა მენაბდე, ანას საწოლზე ჩამოჯდა, მისი მტევანი ხელის გულებში მოიქცია და თითები სათითაოდ დაუკოცნა.
-ტანსაცმელი მოგიტანე, ჩავიცვათ და წავიდეთ.
-ნიკოლოზ.
-არ შემეწინააღმდეგო, ცოტა ხანს უნდა იწვე, გჭირდება ვინმე ვინც მოგივლის, ამ შემთხვევაში მე. არ დაგელაპარაკები თუ გინდა, ხმას არ ამოვიღებ, უბრალოდ დამიჯერე რასაც გეტყვი რომ მალე გამოჯანმრთელდე და ცოტა ხანს თავიდან მომიშორო. - ლოყაზე აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე.
-კარგი. - ჩუმად თქვა, შემდეგ იქვე მდგომ ექთანს ახედა ყველაფერი რომ დაემთავრებინა და უკვე გასვლას აპირებდა.
-მოგეხმარები. - მზერას მიუხვდა გოგო, თავი დაუქნია, ნიკოლოზი კი თვალს არ აშორედა ანას.
-მე ჩავაცმევ, არ არის საჭირო, შეგიძლია წახვიდე.
-ნიკო.
-მე მივხედავ. - დაბნეულ გოგოს გაუღიმა, ისიც დამშვიდობების შემდეგ პალატიდან გავიდა.
-ზედმეტი მოგდის. - კბილებში გამოსცრა წიკლაურმა, თან საწოლზე წამოჯდომას შეეცადა.
-არ გირჩევნია მე ჩაგაცვა ვიდრე უცხომ უყუროს შენს სხეულს.
-არაფერი მაქვს ისეთი რაც მას არ აქვს.
-ეგ შენ გგონია. - ჩანთიდან ტანსაცმელი ამოიღო, საწოლზე დაალაგა, შემდეგ საავადმყოფოს ხალათი მოაშორა ანას, მაისური გადააცვა, შემდეგ საცვალიც ამოაცვა. ცოტა ხანს მუცელზე უყურებდა, ცდილობდა თავი შეეკავებინა, არ ეკოცნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ნელა დაიხარა ანას მუცლისკენ და ტუჩები ნაზად შეახო ჭიპის ქვემოთ. წამით წარმოიდგინა რომ ბავშვი ისევ იქ იყო, გული აუჩქარდა, მაგრამ რეალობა მალევე დაატყდა თავს და თვალები აუწვა. უცებ მოშორდა, ანასთვის არ შეუხედავს რადგან გრძნიბდა ისევ ტიროდა, მისი ცრემლების დანახვა კი აღარ სურდა. შარვალი ჩააცვა, შემდეგ წელზე მოხვია ხელი და საწოლიდან იქვე მდგომ ეტლში ჩაჯდომაში დაეხმარა. წინდები ამოაცვა, ბოტასებიც მოარგო ფეხებზე და ტანსაცმლით სავსე ჩანდა მუხლებზე დაუდო.
-ამდენი რამ რათ გინდოდა.
-ვიფიქრე აარჩევდი. - უკან ამოუდგა, ხელის მოსაკიდს თითები მოხვია და გასასვლელისკენ დაიძრა. - ხომ არაფერი გვრჩება?
-არა. - თავისი პატარა ჩანთა დიდ ჩანთაში ჩადო, ელვა შესაკრავი შეკრა და ხელები ზევიდან მოათავსა. ხარჯების დაფარვის და ყველასთან დამშვიდობების შემდეგ საავადმყოფოც დატოვეს. ნიკოლოზმა მიმართულება პირდაპირ თავის სახლისკენ აიღო, მაგრამ თვალ დახუჭული ანა ვერაფერს ხედავდა. მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები ნიკოლოზმა საუბარი რომ დაიწყო.
-გღვიძავს მა?.. რას აკეთებ?.. დღეს მერი უნდა მოსულიყო, მოვიდა?.. შეგიძლია ერთი სურვილი შემისრულო?.. ანა მომყავს სახლში, ცუდად არის და ცოტა ხანს ჩვენთან დარჩება, შეგიძლია მერის უთხრა და შენი წვნიანი მოუმზადოთ?.. ჰო ეგ… კარგი, ჩვენ მალე მოვალთ და მერე ვილაპარაკოთ კარგი?.. მიდი. - ტელეფონი გაუთიშა და ბრაზისგან თვალებ ანთებულ ანას რამდენიმე წამით შეხედა.
-მანქანა მოატრიალე სასწრაფოდ!
-არა.
-ნიკოლოზ ნუ ამაყვირებ, არაფრის თავი არ მაქვს, უბრალოდ მოატრიალე მანქანა და წამიყვანე სახლში!
-დაწყნარდი. ჩემთან იქნები იქამდე სანამ არ გამოკეთდები. არ შემიძლია ყოველ დღე, ყოველ წუთს შენთან ვიყო, მარტო კიდე არ დაგტოვებ. ჩემთან იქნები, სოფი მოგივლის როცა მე არ მეცლება, თან გაიცნობ და ყურადღებას გადაგატანინებს.
-ჯანდაბა წამიყვანე სახლში ნიკოლოზ! ასეთი რთულია გამიგო და გაიგო ის რომ ახლა მარტო ყოფნა მინდა? - ატირებულმა შეხედა მენაბდეს, რომელსაც არანაირი ემოცია არ ეტყობოდა სახეზე. - ნიკოლოზ!
-აზრი არ აქვს ანა, ჩემთან იქნები იქამდე სანამ არ გამოკეთდები!
-ვერ გიტან! მეზიზღები და ხმა არ გამცე საერთოდ. - სახეზე აიფარა ხელები, არ უნდოდა პანიკების მოწყობა, ვერ იტანდა მსგავს ქცევებს, მაგრამ ნიკოლოზის სიახლოვე ტკივილს აყენებდა. მისი ხასიათი აგიჟებდა და ახლა ამ მდგომარეობაში არავის ნახვა არ სურდა. აღარაფერი უთქვამს ნიკოლოზს, ყბებ დაჭიმული იჯდა, საჭეს ძილერად ჩაფრენოდა და გზას თვალს არ აშორებდა. მალე მივიდნენ კორპუსამდეც, მაქანის ავტოსადგომზე დაყენების შემდეგ მანქანიდან გადავიდა ნიკოლოზი, ანას ჩანთა მხარზე მოიკიდა, ქალის მისუსტებული სხეულიც ხელში ააფრიალა და ლიფტისკენ დაიძრა. ჩუმად იდგნენ, ხმას არცერთი იღებდა, მაგრამ ერთმანეთის გულის ცემის ხმა მაინც აღწევდა მათ ყურთასმენამდე. - დამსვი. - კართან მისულმა ხელები შეუშვა ნიკოლოზს და აიძულა ფეხზე დაეყენებინა. ხელი წელზე მოხვია ნიკოლოზმა, კარი გააღო და შიგნით ანასთან ერთად შევიდა.
-მაა, მოხვედით? - სამზარეულოდან გამოვიდა მომღიმარი გოგო, ანას დანახვაზე ლოყები შეეფარკლა, დამორცხვილი დაიძრა მისკენ და ხელი გაუწოდა. - გამარჯობა.
-გამარჯობა. მაპატიე, ვიცი საშინლად გამოვიყურები და იმედია არ შეგეშინდება. - შეძლებისდაგვარად გაუღიმა. იცოდა პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანი იყო და ეცადა სოფისთვის უჟმური ქალის შთაბეჭდილება არ დაეტოვებინა.
-ძალიან ლამაზი ხარ. - ლოყებ შეფარკლულმა თვალები დახარა, შემდეგ მენაბდეს ახედა.
-როცა არ ტირის მაშინ უნდა ნახო რა ლამაზია. - თვალი ჩაუკრა ქალიშვილს, ცოტა ხნით ხელი მოაშორა ანას და ორივე მკლავი სხეულზე მიკრულ სოფის მოხვია.
-მომენატრე რა. - ქვევიდან ახედა მამას, თან ნიკაპი კუჭთან მიადო.
-ანას შევიყვან საძინებელში და მერე მთლიანად შენი ვიქნები. - შუბლზე აკოცა ტუჩებ დაბრეცილ შვილს, თან ხელები შეუშვა.
-არ მინდა საძინებელში, აქ დავდჯები. - დივანზე ანიშნა და ნელი სვლით დაიძრა იქვე მდგომი დივნისკენ. დაეცემოდა რომ არა ნიკოლოზის სწრაფი მოძრაობა და ხელის შეშველება.
-ნუ იქცევი ჯიუტი ბავშვივით! - ყურთან ჩასჩურჩულა გაბრაზებულმა და დაჯდომაში მიეხმარა.
-კარგად ხარ? - შეშინებული მიაჩერდა ფერ წასულ ანას, წიკლაურმა კი თვალებ ამღვრეულმა ახედა, შეეცადა გაეღიმა, თან თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. არ უნდოდა ასეთ სიტუაციაშე ეყურებინა ბავშვს, ნიკოლოზზე გაბრაზებულს ქცევიბის კონტროლიც უჭირდა უკვე.
-კარგად იქნება. მერი სად არის?
-სამზარეულოში, საჭმელიც მალე იქნება მზად.
-ძალიან კარგი. გამოვიცვლი და მოვალ. - ჯერ სამზარეულოში შევიდა, იქიდან კი ოთახში გავიდა.
-გაგაბრაზა ხო? - ანას წინ ჩამოჯდა, ინტერესით მიაშტერდა და წიკლაურსაც გაეღიმა ისეთი საყვარელი იყო. ნიკოლოზს ჰგავდა, თითქმის ყველაფერი მისი ჰქონდა თვალების გარდა. ნაზი და ბავშვური იყო.
-ძალიან მაწყენინა და არ ველაპარაკები.
-რამე ცუდი გითხრა? გინდა ვეჩხუბო? - თვალები მოჭუტა და ანასაც გულწრფელად გაეღიმა.
-არა, პირიქით, არაფერი არ მითხრა, რაღაცები დამიმალა და მაგიტომ გავუბრაზდი. სხვა დროს მოგიყვები კარგი? ახლა ძალიან ცუდად ვარ და ძლივს გელაპარაკები. - თავი სავარძლის საზურგეს ჩამოადო, თან სოფის უღიმოდა. მუცელზე ჰქონდა ხელი მიდებული და მისი ყურებისას უფრო მეტად ეწვოდა სხეული.
-კარგი… მე ერთი კვირა ვისვენებ სკოლიდან, სახლში ვიქნები და თუ რამე დაგჭირდება მითხარი. მამა საღამოს მოდის სახლში, ხან ვერ მოდის და ბებოსთან მიწევს დარჩენა, მაგრამ უკვე დიდი ვარ, აღარ მეშინია მარტო დარჩენის.
-მე სულ მინდოდა მარტო დარჩენა, თერთმეტი წლიდან ხშირად მიწევდა სახლში მარტო ყოფნა და ვაღიარებ არასდროს მომწონდა.
-მე არ მეშინია.
-შენ მამას უშიშარი გოგო ხარ ხო? - სპორტულების ამარა შევიდა მისაღებში ნიკოლოზი, სავარძელში მჯდომს მუცელზე მოხვია ხელი, ჰაერში ასწია და მისი ადგილი თვითონ დაიკავა, სოფი კი კალთაში ჩაისვა.
-ოო, ნუ მელაპარაკები პატარა ბავშვივით. - თვალები აატრიალა, ნიკოლოზმა კი უკანალზე მიარტყა ხელი.
-დიდი ხარ? - მწვანე ბრჭყვიალა თვალებში უყურებდა, გრძნობა ეს არსება იყო მისთვის ყველაფერი და რომ არა სოფი არაფერს აზრი არ ექნებოდა.
-მამა კარგი რა. - თავი უკან გადააგდო, ნიკოლოზმა კი ყელში აკოცა.
-მომენატრეო ვინ ამბობდა? - წარბები ზევით აზიდა, სოფიმ კი ორივე ლოყაზე აკოცა.
-ხვალ ანდრიას დაბადებისდღეზე მივდივარ ხო? - ხელის გულებში მოიქცია მამის სახე და თვალებ გაბრწყინებული ჩააჩერდა ნაცრისფერებში.
-ხვალ აქვს?
-ჰო.
-მიდიხარ, თორმეტზე მოვალ და წამოგიყვან, ყველანაირი წუწუნის გარეშე.
-აუუ, საჩუქარი უნდა ვუყიდო და წამიყვან?
-წაგიყვან. - თვალები აატრიალა იმის წარმოდგენისას რომ ბიჭის საჩუქრის საძებნელად უნდა ეარა მაღაზიებში.
-ყველაზე საყვარელი და საუკეთესო რომ ხარ იცი? - ლოყები გაუწელა გამხიარულებულმა.
-ვიცი და მომაშორე ხელები, ხომ იცი არ მევასება… მოგწოონს? - ლოყაზე უჩქმიტა და სოფიმაც წამოიყვირა.
-მეტკინა!
-მეც მტკივა, რკინა კი არ არის მამაშენი.
-მე მეგონა იყო. - მხრები აიჩეჩა, თან სიცილს ძლივს იკავებდა.
-ძალიან გამიბლატავდი. - თვალებ მოჭუტული უყურებდა ცოტა ხანს, შემდეგ ღუტუნი დაუწყო და სოფიც აკისკისდა. ანა კი გაოცებული უყურებდა მამაშვილს, ასეთ ნიკოლოზს პირველად ხედავდა. გული სტკიოდა იმის გამო რომ ამდენი ხნის მანძილზე ბავშვზე არაფერი იცოდა და პირველად ახლა ხედავდა. - წამოხტი და აქ გავშალოთ მაგიდა.
-მე არ მშია.
-აუუ, მე რომ შენთვის გავაკეთე წვნიანი?
-მმ… მე არ… - თვალები გაუფართოვდა ბავშვის მოქუფრულ სახეზე, მომღიმარ ნიკოლოზს შეხედა, შემდეგ ისევ სოფის და უარი ვეღარ უთხრა. - კარგი, მხოლოდ შენი ხათრით, მაგრამ აქ არა, მე წამოვალ.
-კარგი. - გახარებული წამოდგა მამის კალთიდან, სამზარეულოში გავიდა, ნიკოლოზი კი ისევ მარტო დარჩა ანასთან. უყურებდა დადუმებული და სურვილი უჩნდებოდა ტირილისგან დასიებული ტუჩები ძალინ დიდხანს დაეკოცნა, მაგრად მოხვეოდა და ყველანაირი ტკივილი მოეშორებინა. ნელა მიუახლოვდა ანას, წამოდგომაში მიეხმარა, შემდეგ გაშილი მაგიდისკენ დაიძრა.
-შენთვის სიარული არ შეიძლება, აქედან პირდაპირ საძინებელში წავალთ.
-მტკივა. - თითები მოუჭირა მკლავზე, ნიკოლოზმაც ხელში აიყვანა.
-წავიდეთ?
-არა, წვნიანი უნდა გავსინჯო. - ჩუმად შეისუნთქა მისი სურნელი, შემდეგ ნიკოლოზის დახმარებით სკამზე მოთავსდა და მაშინვე საშინელი თავბრუსხვევა იგრძნო.
-მაშინებ. - მტევანზე აკოცა ნიკოლოზმა, ანამ კი ხელი უკან გასწია. - ანუ ასე გინდა… კარგი. - თავი დაუქნია სკამზე გასწორებულმა, წიკლაურს კი თვალები აემღვრა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად მაინც გადმოსცვივდა ცრემლები, მაგრამ წამსვე შეიმშრალა. იქიდან წასვლა სურდნა, ნიკოლოზისგან შორს, მარტო ყოფნა უნდოდა. ვერ აიტანდა მასთან ასე ყოფნას, არც პატიება შეეძლო და უკვე იტანჯებოდა.
-გამარჯობა. - მომღიმარი მიუახლოვდა მაგიდას ხანში შესული ქალი, ანამაც წამსვე ახედა.
-გაიცანი მერი დეიდა, ის ზრუნავს ჩვენს სისუფთავეზე და იმაზე რომ შიმშილით არ მოვკვდე, რადგან პიცის და მისი გაკეთებული საქმელების გარდა ვერაფერს ვჭამ, ასევე ჩვენი ოჯახის წევრია, ეს კი ანაა, მამას შეყვარებული.
-სასიამოვნოა… მაპატიეთ, ვერ ვდგები.
-არაუშავს, როგორი ფერმკრთალი ხარ შვილო, რა გაწუხებს მითხარი და მოგიმზადებ სამკურნალო საკვებს, დედაჩემისგან ვიცი რამდენიმე სასარგებლო წვნიანი.
-არაფერია, გუშინ შეუძლოდ გავხდი და… არ არის საჭირო, არ შეწუხდეთ. - თბილად გაუღიმა, შემდეგ წინ დადებულ წვნიანს დახედა. კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ჭამის არანაირი სურვილი არ ჰქონდა.
-თუ აქ ცხოვრებას აპირებ თქვენობით ნუ მომართავ, უბრალოდ მერი დამიძახე, ან მერი დეიდა. მიირთვი, მოგეწონება.
-მადლობა. - მერიდან სოფიზე გადაიტანა მზერა, მიხვდა რომ მოუთმენლად ელოდა ბავშვი და სხვა გზა არ ჰქონდა. - შეგიძლია სალფეტკი მომაწოდო? - სოფის ანიშნა ხელით, მაგრამ ნიკოლოზმა დაასწრო შვილს მოქმედება და ისე მისცა არც შეუხედავს ანასთვის. ცხვირი ბოდიშის მოხდით გაისუფთავა, შემდეგ წვნიანის დაგემოვნებას შეუდგა. მოეწონა, მართლაც ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ კუჭში ვერაფრით გადადიოდა. სოფი გაუჩერებლად საუბრობდა, ცდილობდა ანა გაეღიმებინა, მერისაც იყოლებდა საუბარში. ნიკოლოზს სულ გაფუჭებოდა ხასიათი, ჭამის სურვილიც დაეკარგა და შვილის კითხვებს მოკლე პასუხებით აკმაყოფილებდა. ნახევარი საათის მანძილზე ძლივს დაამთავრა წვნიანის ჭამა, ბოდიშის მოხდის შემდეგ ნიკოლოზს საძინებელში გაყვანა სთხოვა და ისიც უხმოდ დაემორჩილა. - შეგიძლია ჩემი ჩანთა მომაწოდო? - საწოლზე მიწოლილმა შეხედა ითახში მოსიარულე ნიკოლოზ, ისევ ხმის ამოუღებლად შეუსრულა მოთხოვნა. მერე მისი ტელეფონი აწკრიალდა და იქვე უპასუხა.
-გადამავიწყდა… რომელ საათზეა?.. მოვალ მალე. - ტელეფონი საწოლზე მიაგდო, კარადად გაკეთებულ პატარა ოთახში შევიდა და შარვალ-კოსტუმის ჩაცმას შეუდგა. - შეხვედრა მაქვს, საღამოს დავბრუნდები. წასვლა არც იფიქრო. თუ რამე დაგჭირდება სოფის ან მერის დაუძახე. - არ უყურებდა ისე საუბრობდა, ბოლოს ტელეფონს მოკიდა ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა.
-არაფერი მინდა. - ჩუმად ჩაიბურტყუნა, ნიკოლოზმა კი წამით შეხედა, არაფერი უთქვამს, მაგრამ გულში გაეცინა როცა თავის ბალიშ შემოხვეული ანა დაინახა. კარი გაიხურა და ოთახში მარტო დატოვა. მთელი დღე ეძინა, ან გაღვიძებისას სიგარეტს ეწეოდა, ფიქრი არ სურდა, ამიტომ ყურსასმენებში სიმღერას უსმენდა და გონებას თიშავდა.

გვიან ღამით დაბრუნდა სახლში ნიკოლოზი, ცუდ გუნებაზე მყოფს უარესად მოუშალეს ნერვები სამსახურში და სახლში მოსულს არავის ნერვები არ ჰქონდა. ინტერესით შეათვალიერა სახლში შემოსული მამა სოფიმ, მიხვდა რომ არაფერი უნდა ეკითხა და დაელოდა როდის დაიწყებდა თვითონ საუბარს.
-როგორ არის? - სახეზე ჩამოისვა ხელები, თვალები მოისრისა, შემდეგ სიფის შეხედა.
-მთელი დღეა ძინავს, გავაღვიძე რომ ეჭამა, მაგრამ ზრდილობიანად გამომაგდო ოთახიდან… მამა.
-გისმენ.
-შენს გამოა ასე?
-არა. მეც გავაბრაზე, მაგრამ ამის გამო არ არის ასე.
-მაშინ რატომ? რა დაემართა.
-რომ გაიზრდები მერე გეტყვი კარგი?
-ახლა მინდა, ისედაც დიდი ვარ და გავიგებ.
-სოფი გთხოვ, დაღლილი ვარ და საუბრის თავი არ მაქვს.
-მინდა ვიცოდე რატომ არის ანა ჩვენთან. ცოლად მოიყვანე? არ მინდა რომ ცოლად მოიყვანო, ჯერ არ ვიცნობ, არ ვიცი როგორია, მერე სულ იმასთან იქნები და მე ყურადღებას აღარ მომაქცევ. მომწონს როგორც ახლა ვართ. თუ უნდა იყოს ჩვენთან, მაგრამ ცოლად არ მოიყვანო.
-პატარა… უკვე გითხარი რომ ცუდად არის. ანა ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მისი წყალობით ვარ ახლა ისეთი როგორიც ვარ. ის აღვიძებს ჩემში ყველა გრძნობას და ისე მჭირდება როგორც შენ საკვები. ახლა ცუდად არის, ნაწილობრივ ჩემს გამოც… გული სტკივა, მე კი არაფრის გაკეთება არ შემიძლია რადგან უფლებას არ მაძლევს. ცოლად მოყვანაზე ჯერ არ ვფიქრობ და ნურც შენ იფიქრებ მაგაზე.
-რატომ სტკივა.
-სხვა დროს გეტყვი.
-ახლა მინდა და თუ გინდა რომ კარგად მოვექცე მითხარი!
-გუშინ ცუდად გახდა, გული წაუვიდა და სავადმყოფოში წავიყვანეთ. ანა ორსულად იყო, შენს დას, ან ძმას ატარებდა მუცლით. - ყელში მობჯენილი ბურთი ძლივს გადააგორა, შემდეგ თვალებ გაფართოვებულ შვილს შეხედა. - მაგრამ მუცელი მოეშალა.
-მა.
-გული სტკივა, რადგან ბავშვი დაკარგა. ანას ბავშვები ძალიან უყვარს, შვილი უნდოდა, ახლა კი თავისი დაკარგა და განიცდის. ამიტომ მინდა ჩვენთან იყოს იქამდე სანამ ყველაფერი არ გაივლის, მინდა ყურადღება გადაატანინო და გაამხიარულო. მარტო ვერ დავტოვებ, ამიტომ მე რომ სახლში არ ვიქნები მინდა მიმიხედო, კარგი?
-კარგი, შენ არ ინერვიულო, მე მივხედავ და მალე კარგად იქნება. - ფეხზე წამომდგარმა ხელები მოხვია ნიკოლოზს, ლოყაზე აკოცა, შემდეგ საძინებლისკენ წავიდა. ტელევიზორი გამორთო მენაბდემ, თავის ოთახისკენ დაიძრა, ფრთხილად გააღო კარი, ჩაბნელებულ ოთახში ქურდივით შეიპარა, პირდაპირ აბაზანაში შევიდა, იქიდან კი საცვლის ამარა დაბრუნდა უკან, საწოლზე დაწვა, თხელი გადასაფარებული გადაიფარა და როგორც კი ბალიშზე დადო თავი მაშინვე ანას მძინარე სახეს წააწყდა. მშვიდად ფშვინავდა, ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ წყვეტდა ნიკოლოზი. უნდოდა შეხებოდა, უკვე ყველაფერი ეწვოდა სურვილისგან, მაგრამ ეშინოდა ის სიმშვიდე არ დაერღვია რომელსაც იმ დროს განიცდიდა. მაინც ვერ მოითმინა, ორი თითით ფრთხილად გადაუწია თმა უკან, შემდეგ ლოყაზე შეახო თითები. ოდნავ რომ შეირხა ანა, სწრაფად მოაშორა, ცოტა ხანს უყურა, შემდეგ გვერდი იცვალა და შეეცადა დაეძინა. არაფერი გამოუვიდა, მთელი ღამე ვერ მოისვენა, ხან აივანზე გადიოდა მოსაწევად, ხან ოთახში დაბოდიალობდა. ვერ ისვენებდა, მთელი სხეული ფორიაქს აეტანა, გული უცნაურად უცემდა, არ უნდოდა ანასთან ასე ახლოს და ამავდროულად ასე შორს ყოფა. ფიქრებში გართულს აივანზე მჯდომს დაათენა ჭიქა ყავით და სიგარეტის ღერით ხელში. შიგნით შესულს ანა ისევ მძინარე დახვდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, აბაზანაში წყალი გადაივლო, შემდეგ მოემზადა და სახლი დატოვა.

გამოღვიძებულს საწოლი ცარიელი დახვდა, მიხვდა ნიკოლოზი წასული იქნებოდა, ამიტომ ფრთხილად წამოდგა, თავბრუს ხვევის მიუხედავად საპირფარეშოში გაჭირვებით შევიდა, თავი მოიწესრიგა, არეული თმა დაივარცხნა, დასიებულ სახეზე გრილი წყალი შეისხა, შემდეგ კი ისევ უკან დაბრუნდა. მხოლოდ დედამისს დაურეკა, გააგებინა რომ კარგად იყო, მარიამს მოკლე შეტყობინება გაუგზავნა, შემდეგ კი თავი ბალიშს დაადო და ფანჯარას გახედა. დილით მერიმ შეუტანა საუზმე, მაგრამ პირი არაფერს არ დააკარა, მხოლოდ სიგარეტის საშუალებით ცდილობდა ნერვების დაწყნარებას.
ნიკოლოზი ენატრებოდა, უნდოდა სულ გვერით ჰყოლოდა, მოფერებოდა, მაგრამ წყენას და ბრაზს ვერ ღალატობდა.
სამი საათისკენ კარზე კაკუნმა გამოიყვანა ფიქრებიდან, თავი წამოსწია და თანხმობის შემდეგ დაელოდა როდის შემოვიდოდა ოთახში ქალის სხეული, უკვე სცხვენოდა რომ ისევ უარით გასტუმრება უწევდა, მაგრამ მერის ნაცვლად სოფიმ შეყო თავი.
-გეძინა?
-არა, შემოდი. - გაუღიმა, თან საწოლზე წამოჯდომას შეეცადა.
-შეგიძლია დამეხმარო?
-აქედან რამის გაკეთებას თუ შევძლებ, დიდი სიამოვნებით. - საწოლზე ხელის დარტყმით მიუთითა რომ დამჯდარიყო, სოფიც უცებ მიუწვა გვერდზე, თავი მამის ბალიშზე დადო, ხელები მუცელზე დაილაგა და თვალები დახუჭა. - დღეს დაბადების დღეზე მიდიხარ ხო? - უკვე იცოდა რაზეც უნდოდა საუბარი ბავშვს, ამიტომ თვითონ გადაწყვიტა კითხვების დასმა საუბრის დაწყებაში დასახმარებლად.
-ჰო.
-ანდრია ხო? შენი მეგობარია?
-ჰო. - ნერწყვი გადაყლაპა, შემდეგ საწოლზე წამოჯდა და ანას შეხედა. - შენ და მამამ ერთმანეთი როგორ გაიცანით?
-მმ… სხვადასხვა აივანზე ვიდექით, მაშინ ჩუმი, უემოციო და უცნაური იყო, მაშინვე მიმიზიდა. - იხსენებდა და უყვებოდა ყველაფერს, ზოგ რამეს ალამაზებდა, ზოგს აკლებდა, ირაკლიზეც მოუყვა, სოფი კი გარინდული უსმენდა.
-აუ რა საყვარლები ხართ. - ლოყებ შეფარკლულმა გაიღიმა და ანაც გააღიმა.
-შენ როდის შეხვდი ანდრიას?
-ამ წელს სკოლაში გადმოვიდა, ახალი იყო და ყველას მოსწონდა. შეყვარებულიც ჰყავს ახლა.
-როგორ გაიცანი?
-არ მახსოვს… - სახე აუხურდა, ისეთი საყვარელი იყო ანა თავს ძლივს იკავებლა ლოყები რომ არ დაეკოცნა. - კარგი ხო… ვიღაც ცოტნე მელაპარაკებოდა, მაგის კლასელი, მე კიდე ვერ ვიტან მაგ ბიჭს, ვუთხარი თავი დამანებეთქო, მაგრამ პატარას, საყვარელს და ბაჭიას მეძახდა. საზიზღარია… მერე ანდრია მოვიდა, იმ ცოტნეს ეჩხუბა, სცემა, იმის მერე ყველას ეჩხუბება ვინც მაწუხებს, სულ დიდ ბიჭებთან მეგობრობს და მასწავლებლები ბუნტის თავს თუ რაღაცას ეძახიან.
-სურათი გაქვს?
-ჰო, მოიც გაჩვენებ. - უცებ შევიდა სურათებში, ანდრიასთან ერთად გადაღებული ფოტო მოძებნა და ანას გაუწოდა.
-რა სიმპატიურია, რომ გაიზრდება უფრო სიმპატიური გახდება. - ბიჭი შეუქო სოფის, ისიც ყურებამდე იღიმოდა. - მოგწონს არა?
-არა. - თავი გააქნია წამსვე, ანა კი მაშინვე ყველაფერს მიუხვდა.
-გინდა აივანზე ცხელი შოკოლადი დავლიოთ?
-მინდა.
-მიდი მაშინ შოკოლადი გააკეთე, მერე აივანზე გავიდეთ და ცოტა წავიჭორაოთ, რაღაცებს მოგიყვები.
-კარგი, მოვალ ხუთ წუთში. - გახარებული წამოხტა საწოლიდან, ოთახიდან გავარდა, ანამ კი მომღიმარმა გააყოლა თვალი. გაახსენდა ნიკოლოზთან დიალოგი როცა შვილზე ესაუბრებოდა, მის სწორად გაზრდაზე და საუბრებზე. ეჭვი ეპარებოდა რუსას მისთვის რაიმე სასარგებლოზე ესაუბრა, ამიტომ თვითონ სურდა ასე ყოფნის დროს მაინც გაეკეთებინა რამე თავის საყვარელი კაცის შვილისთვის. მიუხედავად იმისა რომ მისი ყურებისას ყოველ ჯერზე ბავშვი ახსენდებოდა მაინც ცდილობდა კარგი ურთიერთობა დაეჭირა სოფისთან და თავი მოეწონებინა. საწოლზე ფრთხილად წამოჯდა, ხელები სახეზე ჩამოისვა, ცოტა ხანს იატაკს მიაშტერდა, შემდეგ კარებში ფინჯნებით შემოსულ სოფის ახედა. - ამას გავიტან და მოგეხმარები მერე. - ჭიქები აივანზე მოთავსებულ პატარა მაგიდაზე დადგა, შიგნით შებრუნებულმა კარადიდან პლედი აიღო, თან ანას მიეხმარა წამოდგომაში. - მამა მოგვკვლავს რომ გაიგოს გარეთ ვართ. - სავარძელზე დასვა, პლედი მხრებზე მოახვია და თვითონაც გვერდზე მიუჯდა.
-მამაშენი ვერაფერს ვერ გააკეთებს სანამ გაბრაზებული ვიქნები, შენ კიდე ჩაიცვი რამე, შეგცივდება.
-არ მინდა მართლა, მზეა, რომ შემცივდება ჩავიცმევ.
-შენი ტოლი რომ ვიყავი ყოველთვის თხლად ვიცმევდი. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი თბილად ჩაცმას, სკოლაში რეიტუზით რომ გამიშვებდა დედაჩემი, სკოლის საპირფარეშოში ვიხდიდი, სახლში წასვლამდე ისევ ვიცმევდი. ხანდახან მავიწყდებოდა ჩაცმა და სახლში მისული სწრაფად ვიცვლიდი დედაჩემს რომ არ დაენახა. მთელი ცხოვრება მეგონა ვერ ხვდებოდა, თურმე ყოველთვის იცოდა და მიუხედავად ამისა მაინც მაცმევდა. - თავი გააქნია მომღიმარმა, პლედიდან ხელი გამოყო, ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქა აიღო და ცოტა მოსვა.
-არც მე მიყვარს თბილად ჩაცმა, თან ზამთარში სულ მამას დავყავარ სკოლაში, ან პაპას, ან დედას, ან მძღოლს. მამას ეშინია სადმე ჩემი მარტო გაშვების და ზოგჯერ ძალიან მომაბეზრებელია.
-უბრალოდ შენზე ღელავს. რატომ უნდა იარო ფეხით როცა შეიძლება მანქანით მიგიყვანონ. დამიჯერე საშინელებაა ზამთარში ფეხით სიარული. ხშირად მიწევდა ფეხით წასვლა თუ არა წამოსვლა და სახლში მისვლმდე ვიყინებოდი.
-შენ რამდენი წლის იყავი პირველად შეყვარებული რომ გყავდა?
-თოთხმეტი… ჩემზე ორი წლით დიდი იყო, გიო ერთქვა. ჩემი ბავშვური სიყავრულით ძალიან მიყვარდა, სკოლაში ერთად ვიყავით, ცურვაზე ჩემს გამო დაიწყო სიარული, ერთად მივდიოდით და მერე სახლამდე მაცილებდა ორი წლის მანძილზე.
-და რატომ დაშორდით?
-გავიზარდეთ, შევიცვალეთ, გიომ სკოლა დაამთავრა, უნივერსიტეტში ბევრი ლამაზი გოგო გაიცნო, იმათთან ერთად ატარებდა დროს, დადიოდა ბარში, კლუბში, კაფეებში. მისგან ყურადღება მომაკლდა, ნელ-ნელა შეწყდა საუბრები, ნახვები, მოკითხვები. მე კიდე ვერ ვიტან როცა ყურადღებას მაკლებენ, თავს ზედმეტად მაგრძნობინებენ და მირჩევნია საერთოდ მოვშორდე, ამიტომ გიოსაც ხელი დავუქნიე, კარგად იყავითქო.
-არც მე არ მიყვარს როცა ყურადღებას მაკლებენ, მწყინს როცა ჩემზე მეტ ყურადღებას სხვას აქცევენ.
-არ უნდა გეწყინოს, პირიქით, ვინც ვერ გაფასებს იმ ადამიანს უნდა მოშორდე, აგრძნობინო რომ შენთვის მეორე ხარისხოვანია და მერე დაიწყებენ შემოტენვას. - თვალი ჩაუკრა მომღიმარ სოფის და შოკოლადზე ანიშნა.
-მერე კიდე გყავდა?
-კი. - გაეცინა ბავშვის კითხვაზე.
-მომიყევი რა, მომწონს შენი ამბები. - ინტერესით მიაჩერდა ანას, თან თითები ჭიქას შემოხვია და ცხელი სითხე მოსვა.
-მაგის შემდეგ რამდენიმე მომწონდა. ორ კვირიანი ურთიერთობებიც მქონდა, ერთ თვიანიც. ფლირტი კარგია, მე ენერგიით მავსებს. ცოტა კიდევ დიდი რომ გაიზრდები მერე შეიძლება იმ ადამიანთან მსუბუქი ურთიერთობა გქონდეს ვინც მოგწონს. მსუბუქში ვგულისხმობ მიწერ-მოწერას, საუბრებს, სეირნობას. შეიძლება აკოცო კიდეც, არ არის პრობლემა, მაგრამ ახლა ამ ასაკში არ გინდა. და კიდევ მამაშენს არ უთხრა ეს ყველაფერი, თორემ მერე მართლა მომკლავს.
-კარგი.
-ჰოო… მერე ისევ მყავდა შეყვარებული, დაქორწინებას ვაპირებდით, მაგრამ ჩემმა საყვარელმა საქმრომ მიმატოვა.
-რაა? რატომ?
-აღმოაჩინა რომ მზად არ იყო ქორწილისთვის და მიმატოვა.
-რა დებილია, შენნაირი როგორ უნდა მიატოვო კაცმა თუ დებილი არ ხარ. - ხელი აიქნია, ანას კი გულიანად გაეცინა.
-ჩემნაირი როგორი? ვერ ხედავ რა სახე მაქვს? დღეს დილით სარკეში რომ ჩავიხედე შემეშინდა.
-მე მომწონხარ. თან კარგია იმ კაცმა რომ მიგატოვა, ახლა მამასთან ხომ არ იქნებოდი.
-მართალია. ალბათ ამიტომ აღარ მაინტერესებს ის კაცი… შენზე მომიყევი, ესეიგი ანდრია შენი მეგობარია?
-ჰო, სკოლაში სულ თავის შეყვარებულთან ერთად არის, ან ბიჭებთან, მაგრამ მეც მნახულობს ხოლმე და სკოლის ბოლოს ჩემთან ერთად ელოდება ხოლმე მამას, დედას, ან პაპას.
-ანუ კარგი მეგობარია და შენზე ზრუნავს.
-ჰო.
-კოდევ რამდენიმე წელი პატარა და მერე უფრო დიდი დროის გატარებას შეძლებ შენს მეგობრებთან. შენს ასაკში არც ჩვენ გვიშვებდნენ არსად, მხოლოდ იმიტომ რომ ზრუნავდნენ და ეშინოდათ რამე არ დაგვმართნოდა. მამაშენს ყველაზე მეტად შენ უყვარხარ, შენზე დარდობს და უნდა გაუგო როცა უარს გეტყვის. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, სოფიმაც თავი დაუქნია. - მახსოვს დახმარება მთხოვე.
-არ ვიცი ანდრიას რა ვაჩუქო. - ლოყები ისევ შეეფარკლა, ანას კი უფრო და უფრო უთბებოდა გული ბავშვის მიმართ.
-სამაჯური.
-მართლა? - დაეჭვებულმა შეხედა, ანამ კი თავი დაუქნია.
-ყველაზე მაგარი საჩუქარი იქნება დამიჯერე. თუ გაიკეთებს და სულ ეკეთება, ესეიგი ძალიან მნიშვნელოვანი ხარ მისთვის რადგან შენი ნაჩუქარი იქნება. რომ დახედავს სულ შენ გაახსენდები.
-რომ არ ვიცი როგორი ვუყიდო? - ჩაფიქრებულმა ჰკითხა და წიკლაურიც დააფიქრა.
-წამოგყვებით, ერთი ადგილი ვიცი სადაც იყიდება სამაჯურები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები.
-ცუდად რომ ხარ?
-უკეთ ვარ.
-მამა არ დაგვთანხმდება. - უხაროდა ანას პასუხები, მაგრამ ნიკოლოზის გაბრაზებული სახე და მკაცრი უარიც უდგებოდა თვალწინ.
-მამას მე არაფერს ვეკითხები, წოლისგან და გამაყუჩებლისგან ვარ გაბრუებული, თორემ სიარული შემიძლია.
-ცუდად თუ გახდები არ მინდა ეგრე.
-არ გავხდები. არ შეგცივდა?
-ცოტა.
-მოდი, ორივეს გვეყოფა. - პლედი გაშალა, სოფიც გვერდზე მიუჯდა, ანამ კი მთლიანად ჩაფუთნა. - რას იცმევ.
-არ ვიცი… ამარჩევინებ? - ქვევიდან ახედა თვალებ გაბრწყინებულმა.
-რათქმაუნდა.
-მიხარია რომ მამამ აქ მოგიყვანა.
-ნუ მატყუებ.
-თავიდან არ მომეწონა მამამ რომ თქვა ჩვენთან რჩებოდი, მაგრამ ახლა უფრო მომწონხარ და მართლა მიხარია. - გულწრფელად გაუმხილა სიმართლე, ანასაც სხეულში სითბო ჩაეღვარა.
-შენს ადგილას ალბათ არც მე მომეწონებოდა. - მკლავზე აატარა ხელი, ლოყა თავზე დაადო და ცაზე შემოკიდებულ ღრუბლებს ახედა.

ოთახში შესული მენაბდე გაოცებული უყურებდა აივანზე მჯომ ერთმანეთზე მიხუტებულ ქალიშვილს და ანას. თვალებს ვერ უჯერებდა, არ იცოდა გახარებოდა თუ რა ემოცია გამოეხატა. უბრალოდ გაშეშებული იდგა და ფანჯრების პირდაპირ მდგომ სავარძელზე მოთავსებულ ორ ქალს უყურებდა. არ ეგონა ასე მალე თუ მოახერხებდნენ დაახლოვებას, მაგრამ მერე ანას ხასიათი გაახსენდა და მიხვდა რომ მისთვის ადვილი იქნებოდა ბავშვთან საერთო ენა გამონახვა.
ნელა დაიძრა აივანზე გასასვლელისკენ, არ იცოდა გაბრაზებით დაეწყო საუბარი ამ დროს, დაბნეული მიაბიჯებდა და ფიქრობდა რა ეთქვა.
-გაცივდებით. - რომ ვეღარაფერი მოიფიქრა ერთი სიტყვა თქვა, თან თვალებ გაფართოვებულ შვილს მიაჩერდა.
-მაა, რა მალე მოხვედი? - ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე, ანას კი მუხლზე მოუჭირა თითები.
-საქმეს მოვრჩი. შემოდით შიგნით, მერი სად არის?
-საჭმელი გააკეთა და ორი საათის წინ წავიდა, თავისი შვილი, თათა, ხომ იცი?
-საიდან უნდა ვიცოდე სოფი? - იქვე დადებული ანას ჭიქა აიღო და დარჩენილი შოკოლადი თვითონ ჩაცალა. - ყავა მეგონა.
-ოო როგორ არ იცი. - წარბ შეკრულმა ახედა, ნიკოლოზმა კი სახეზე ჩამოისვა ხელები. დაღლილი იყო, ტვინი საერთოდ გათიშვოდა მთელი ღამის უძილოს, თვალებიც ჩასწითლებოდა და სხეული წამოწოლის გარდა არაფერს სთხოვდა. მაგრამ არა მარტო, ანასთან ერთად უნდოდა, მის სურნელში ჩაძირვა და მისი სუსტი სხეულის შეგრძნება სურდა. - კარგი ხო, თათას მშობიარობა დაეწყო და წავიდა.
-კარგი.
-გშია?
-არა.
-მაშინ წავალ ჩავიცმევ, საჩუქრის საყიდლად წავიდეთ, მერე სადმე ვჭამოთ. იქიდან კი ანდრიასთან დამტოვე და წამოდი სახლში ხო?
-სოფი მა, დაღლილი ვარ და…
-კი, წავიდეთ ავარჩიოთ ტანსაცმელი. - საუბარი გააწყვეტინა ნიკოლოზს, თვალები დაუბრიალა წარბშეკრულს, ბურდული კი სულ დაამუნჯა.
-კარგი. - გახარებული წამოხტა ფეხზე, ანაც წამოაყენა და შესასვლელისკენ დაიძრა.
-მიდი მალე მაშინ. - ჭიქები აიღო, აივნის კარი დახურა და კარისკენ წასულებს თვალი გააყოლა.
ოთახში ანას არ ყოფნით ისარგებლა ნიკოლოზმა, საწოლზე დაწვა, სახე ანას ბალიშზე დადო და თვალ დახუჭულმა მისი სურნელი შეისუნთქა. თავის თავს დასცინოდა, იქვე ჰყავდა, თავის სახლში, თავის საწოლში და ვერ ეხებოდა. არადა უკვე ენატრებოდა მის ვნებისგან ანთებულ თვალებში ჩაკარგვა, გიჟდებოდა როცა ეშმაკურად იღიმოდა და იმ ცისფერ თვალებშიც მოცეკვავე ჭინკები დაუხტოდა. გაჭირვებით წამოდგა საწოლიდან როცა სოფის საუბარი შემოესმა, ოთახში შემოსულებს ქვევიდან ახედა საწოლზე მჯომმა, შვილის ჩაცმულობა წარბ შეკრულმა შეათვალიერა, შემდეგ ანას ახედა, რომელიც ჩანთაში ტანსაცმელს ეძებდა.
-რას ფიქრობ? - ნიკოლოზის წინ დატრიალდა შავ ტოპში და ტყავის შარვალში გამოწყობილი.
-არ მომწონს.
-ოო მამა კარგი რა, შუახნის ბებერი კაცივით აზროვნებ ხანდახან. - ხელი აიქნია, ნიკოლოზმა კი ისევ ანას გახედა.
-რას აკეთებ?
-მეც მოვდივარ, საჩუქარი უნდა ავარჩევინო სოფის.
-არა!
-არ მახსოვს მეკითხა, გეუბნები რომ მოვდივარ, თუ არ წამიყვან ტაქსით წამოვალ.
-შენთვის ბევრი სიარული არ შეიძლება, უნდა დაისვენო.
-ჩემთვის დასვენებაა სახლიდან გასვლა და ფიქრებს მოწყვეტა, ამიტომ დაწყნარდი, რომ არ შემეძლოს არ წამოვიდოდი. - მშვიდად ჩაილაპარაკა, შემდეგ შარვალი ამოიღო ჩანთიდან და ნორმალური მაიკაც იპოვნა.
-უკეთ არის თან.
-კარგი. - ისევ დათმობაზე წავიდა იმის გამო რომ ძლივს დამშვიდებული ანა არ აენერვიულებინა. ითმენდა, ითმენდა, მაგრამ სადამდე ეყოფოდა გამძლეობა და სადამდე მოითმენდა ჯერ არ იცოდა. მალე დატოვეს სახლი, მანქანამდეც მიაღწიეს და პირდაპირ იმ მაღაზიისკენ წავიდნენ სადაც ანას აქსესუარები ეგულებოდა. ხმა არ ამოუღია ნიკოლოზს, სოფის და ანას დიალოგს უსმენდა, ან კიდე ფიქრებში იძირებოდა. მაღაზიასთან გააჩერა მანქანა, თვითონ არ გადაჰყოლია, მხოლოდ ანა და სოფი გაუშვა, იცოდა დიდხანს მოუწევდა იქ დგომა, ყურება იმის თუ როგორ არჩევდნენ ხუთი თითქმის ერთნაირი სამაჯურიდან ერთს, დაღლილს კი ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. ნიკოლოზის გასაკვირად თხუთმეტ წუთში გამოვიდნენ მაღაზიიდან, ორივე გახარებული ჩანდა, სოფი განსაკუთრებითი, მანქანაშიც მოხერხებულად ჩასხდნენ და გაკვირვებულ მიკოლოზს მიაჩერდნენ.
-პიცაზე მამა.
-დაბადების დღეზე არ მიდიხარ?
-საჭმელად არ მივდივარ, თან მე თქვენთან ერთად მინდა.
-რაიმე ჯანსაღზე რას იტყვი?
-კარგი ჰო. - დანებებული სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, ნიკოლოზიც საკუთარი რესტორნისკენ დაიძრა.
-რომელ საათზე უნდა იყო იქ.
-არ აქვს მნიშვნელობა, ცოტა თუ დამაგვიანდება არაუშავს. - მხარზე დაადო ხელი, თავი კი წინ წასწია.
-მეტიჩარა. - ჩაიცინა, მის მხარზე დადებული ხელი ხელის გულში მოიქცია და მტევანზე აკოცა.
მალე მოვიდნენ რესტორნამდეც, ერთ მყუდრო ადგილას მოთავსდნენ და შეკვეთაც მისცეს. ნიკოლოზის პირდაპირ ისხდნენ ორივე, სოფის წყალობით სასაუბრო თემას პოულობდნენ და ნიკოლოზს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ. ვერც წარმოიდგენდა ასეთი ურთიერთობა თუ ჩამოუყალიბდებოდათ. ჯერ მხოლოდ მეორე დღე ოყო რაც ერთმანეთს იცნობდნენ და უკვე ისე საუბრობდნენ როგორც დიდი ხნის ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები. დედა-შვილსაც კი ჰგავდნენ მომენტებში, ნიკოლოზს კი თვალი უშტერდებოდა მათზე. მალე შეკვეთაც მოიტანეს და სამივე ორგანიზმის გამოკვებას შეუდგა. ჭამა რომ დაასრულეს ცოტახანი კიდევ გაჩერდნენ, ბოლოს სოფის ძალიან უგვიანდებოდა მისვლა და მის გამო წასვლა გადაწვიტეს.
გაბუნიების სახლთან მისულმა მანქანა გააჩერა, სოფისთან ერთად გადავიდა და სახლისკენ დაიძრა. კარზე ზარის დარეკვის შემდეგ უფროსი გაბუნიაც გამოჩნდა და მეგობარს გადაეხვია.
-გილოცავ შვილის დაბადების დღეს.
-მადლობა მადლობა, შემოდი რას დგახარ.
-არა უნდა წავიდე, მანქანაში ჩემი ქალი მელოდება.
-ვიინ? - მანქანისკენ გაიხედა, მაგრამ თვალი ვერავის მოჰკრა.
-სხვა დროს გაგაცნობ, ახლა ცუდად არის.
-ხომ ყველაფერი რიგზეა?
-კი, სხვა დროს ვილაპარაკოთ. ანდრიას ჩემს მაგივრად მოულოცე, მეჩქარება და ბოდიში რა.
-დავაი მიდი, არაა პრობლემა.
-წავედი მა და თორნეტზე აქ ვარ, წყველანაირი წუწუნის გარეშე, როგორც შევთანხმდით კარგი?
-ხო.
-მიდი. - ლოყაზე აკოცა, დათოს დაემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა მანქანისკენ. როგორც კი ჩაჯდა მანქანა დაძრა და იქაურობას მოსწყდა. შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოწვა, არცერთი იღებდა ხმას, არც სიმღერის ჰანგები ჟღერდა, ორივე საქარე მინას მიშტერებოდა, ფიქრებში წასულიყვნენ, სადაც ისევ ერთმანეთზე ფიქრობდნენ. წვიმაც დაიწყო, საქარე მინაზე აქეთ-იქით მოძრავი საწმენდი დიდი ძალისხმევით ცდილობდა მძღოლისთვის შუშის გაწმინდვას. ერთმა მანქანამ ისეთი სისწრაფით და ისე ახლოს ჩაუქროლათ ანამ შეშინებულმა გადახედა ნიკოლოზს. მის მკერდზე გადაჭერილი ღვედი რომ ვერ დაინახა გული აუჩქარდა, ღვედი შეიხსნა, ნიკოლოზისკენ გადაიწია და მენაბდეც წამსვე მოიყვანა გონს. - რას აკეთებ? გასწორდი ანა!
-წინ იყურე. - ღვედი შეუკრა, შემდეგ თავის ადგილას მოთავსდა და თვითონაც გაიკეთა თავდაცვის საშუალება. ნიკოლოზს გაეღიმა, არაფერი თქვამს, მაგრამ თავისთვის იღიმოდა. ბოლოს კორპუსამდეც მივიდნენ, ლიფტით ავიდნენ ბოლო სართულზე და ბინაშიც შევიდნენ. ჩუმად დაიძრნენ საძინებლისკენ, ანა აივანზე გავიდა სიგარეტის კოლოფით ხელში, ნიკოლოზი კი პირდაპირ აბაზანაში შევიდა. ცხელი წყლით გაავსო ჯაკუზი და თვითონაც აივანზე გავიდა. სიგარეტს მოუკიდა, გვერდზე მოუჯდა ანას, თან მოელვარე ცას ახედა.
-შეგცივდება. - არ შეუხედავს ისე თქვა, ისევ დაარტყა ნაფაზი, კვამლი კი ჰაერში გაფანტა.
-ცხივრებაში არასდროს არაფერი გამიკეთებია ისეთი რისთვისაც ღმერთს ჩემი დასჯა მოუნდებოდა. ვცდილობდი ნაკლები ცოდვით მეცხოვდა, ბევრი სიკეთე გამეკეთებინა, ვაკეთებდი კიდეც, მაგრამ სამაგიეროდ მხოლოდ ტკივილი მიბრუნდებოდა. რამდენსაც დავეყრდენი, რამდენსაც ვენდე, ჩემთან ახლოს მოვუშვი და შევიყვარე, ყველამ იმედი გამიცრუა. მე არ ვარ ღირსი ამ ყველაფრის, მე არ უნდა დამეკარგა ჩემი შვილი მითუმეტს მაშინ როცა ასე ძალიან მინდოდა, მაშინ როცა ღმერთმაც კარგად იციდა როგორ მსურდა. მე უბრალოდ წარმოდგენაც არ მქონდა, ვერასდროს ვიფიქრებდი ასეთი რამ თუ მოხდებოდა. მე თავს ვიცავდი, მიუხედავად იმისა რომ შვილი ძალიან მინდოდა, არცერთხელ არ გამივლია თავში აზრად წამლის არ დალევა იმის გამო რომ დავორსულებულიყავი.
-ეგ არც მიფიქრია ანა.
-რატომ? რატომ დამემართა ეს ნიკოლოზ? ხომ შეიძლებოდა არ ჩასახულიყო, უბრალოდ გაგვეგრძელებინა ყველაფერი, ჩემი შვილი არ მომეკლა და ეს ტკივილი არ განმეცადა. - ცრემლიანი კამკამა ცისფერი თვალები შეანათა მენაბდეს, ნიკოლოზმა კი ხელი მოხვია, შუბლზე აკოცა, სახე კი თავის ყელში ჩააყოფინა.
-არ ვიცი ანა. - ჩუმად ჩაილაპარაკა. ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ. ირგვლივ წვიმის სურნელი ტრიალებდა, მისი ხმა აყრუებდა იქაურობას და გარეთ მყოფების სხეულებშიც აღწევდა. მაშინ ერთმანეთს საერთო ტკივილს უზიარებდნენ. ალბათ ასე იყო საჭირო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, ალბათ ამ ყველაფრის განცდაც საჭირო იყო რომ ერთმანეთის ადგილი უკეთ დაენახათ თავის ცხოვრებაში. ცოტა ხნის შემდეგ ხელში აიყვანა ანა, შიგნით შესული პირდაპირ აბაზანისკენ დაიძრა, ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ტანსაცმელი მთელი სინაზით გახადა. საცვალიც მოაშორა და წელზე მოხვეული ხელით წყალში ჩასვლაში მიეხმარა. თვითონაც განთავისუფლდა სამოსისგან, ანას უკნიდან მიუჯდა, ხელი მუცელზე მოხვია და მკერდზე ზურგით მიიკრა. მშვიდად იწვნენ, მხოლოდ ერთმანეთის აჩქარებული გულის ცემა ესმოდათ. ნიკოლოზიც მხოლოდ მუცელზე ეფერებოდა და ყელს უკოცნიდა. მალე მოშორდა ნიკოლოზის მკერდს ანა, მისკენ შებრუნდა, მოკეცილ მუხლებს ხელები შემოხვია, ნიკაპი ჩამოადო და მენაბდეს თვალებში ჩახედა.
-საყვარელი შვილი გყავს.
-ვიცოდი რომ ხასიათზე მოგიყვანდა, ენერგიულია. - მომღიმარმა გააბოლა სიგარეტი.
-ანდრია მართლა მოსწონს.
-თვითონ გითხრა? - წარბები შეკრა წამსვე, ანა კი ისევ იღიმოდა.
-არა, თქვა არ მომწონს, მეგობარიაო, მაგრამ რამდენჯერაც საუბარი დავიწყე იმ ბიჭზე იმდენჯერ ლოყები აუწითლდა. ისეთი საყვარელი იყო ლამის ლოყები მოვაჭამე.
-რა გავაკეთო. - თავი უკან გადააგდო, თან თვალები დახუჭა.
-შენ არაფერი, შორიდან უყურე და ყურადღება მიაქციე.
-ადვილი არ არის შენს ქალიშვილს შორიდან უყურო.
-და მაინც… რომ მახსენდება ჩვენი საუბრები, რომელიც შვილებს ეხებოდა, შენ კი ამ დროს დუმდი ვბრაზდები, მწყინს, თავს არარაობად ვგრძნობ. მთელი ეს დრო მატყუებდი, ყველაფერი ტყუილი იყო, და რის გამო?
-არაფერი მომიტყუებია. შენ არ გიკითხავს ჩემს განვლილ წლებზე.
-მე მთელი ჩემი ცხოვრება მოგიყევი სრულიად უცხოს ნიკოლოზ, ჩემი ფიქრები და გრძნობები გაგიზიარე, შემდეგ კი მთლიანად ჩემი თავი მოგიძღვენი, მხოლოდ შენ იცი ყველა ჩემი ფიქრი და ამ ყველაფრის მიუხედავად იმის ღირსადაც არ ჩამთვალე რომ შენს შვილზე გეთქვა, მაშინ მაინც როცა ამ თემაზე ვსაუბრიბდით, მისმენდი წყნარად და არ გაწუხებდა ის რომ მე არაფერი ვიცოდი. ან კიდე დებილად გამოგყავდი.
-ასე არ არის.
-შენ ტყუილით დაიწყე, ტყუილზე აგებული ურთიერთობა განწირულია ჩამონგრევისთვის. რა მნიშვნელობა ჰქონდა შვილიანი იქნებოდი თუ უშვილო ჩემთან სექსის დროს.
-ბევრს ლაპარაკობ, თან უკვე ურევ. ის ყველაფერი რაც იყო მხოლოდ სექსი და ვნება არ ყოფილა, არც არის. თავიდანვე ორივემ ვიგრძენით რომ ერთმანეთი გვჭირდებოდა, შენ მე მავსებდი შენი ყველაფრით, მე კი შენს გვერდით ვიყავი. ახლაც მინდა, მაგრამ უფლებას არ მაძლევ.
-რა გავაკეთო აღარ ვიცი.
-მიდი ჩემთან. - მკლავზე მოკიდა ხელი, თავისკენ მისწია, ანაც დაემორჩილა, მის მკერდს მიეხუტა, სახე კი ნიკოლოზის ყელში ჩარგო.
-დაგეძინება.
-ვეღარ ვდგები. - ყბის ძვალზე აკოცა ანას, თითები ხერხემალზე აატარა, შემდეგ ისევ ქვევით ჩაუყვა.
-მოდი. - გაჭირვებით წამოდგა, ნიკოლოზს ხელი ჩაკიდა და ფეხზე იძულებით წამოაყენა. დაგროვილ წყალს საშუალება მისცა მილების გავლით გაუჩინარებულიყო, შემდეგ ღრუბელი ტანის გელის დახმარებით ააქაფა და ნიკოლოზის სხეულის გასუფთავებას შეუდგა. ზევიდან უყურებდა თვალებ ამღვრეულ ქალს, არაფერს აკეთებდა, გაშეშებული უბრალოდ დაჰყურებდა და უფლებას აძლევდა მის სხეულზე ღრუბელი ესრიალებინა.
-ანა. - ნიკაპქვეშ ამოსდო თითი წიკლაურს, თავი ააწევინა და ცისფერ თვალებში ჩახედა. - რატომ ტირი.
-რომ გიყურებ ჩვენი შვილი მახსენდება. - დაუმალადავ უთხრა ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის.
-ანა.
-ჩემთვის ძნელი გადასატანია ნიკოლოზ.
-რა გინდა მითხრა რომ შენთვის ძნელია და ჩემთვის არა? - წარბები შეკრა, ანას კი გაეღიმა.
-შეიძლება. -ონკანი მოუშვა, ქაფიც ჩამორეცხა სხეულიდან, თან თვალებს საყვარელ და სასურველ სხეულზე დაატარებდა, ისე თითქოს ყველა დეტალს იმახსოვრებდა.
-ანა…
-ძნელია გადაიტანო შვილის დაკარგვა რომელიც შენი საყვარელი კაცის ნაწილი იყო. მე ის არასდროს დამავიწყდება, არ დამავიწყდება დღე როცა ჩემი და ჩემი საყვარელი კაცის შვილი მოვკალი. შენ კი ისედაც არ გინდოდა შვილი ჩემგან. ეს არის განსხვავება ჩვენს ტკივილში, იგივე კი მხოლოდ ერთია… ერთდროულად გავიგეთ მისი არსებობის და წამებში გაქრობის შესახებ. ვფიქრობ ამან უფრო შემირყია ფსიქიკა.
-ასე არ…
-არაფერი თქვა ნიკოლოზ, ზუსტად ისეა როგორც ვთქვი და ზედმეტი სიტყვის თქმა არ ღირს… გთხოვ, ისედაც ვნადგურდები ყოველი გახსენებისას. - შუბლი მიადო მკერდზე. უბრალოდ იდგნენ შიშველი სხეულებით, ანას მის მკერდზე ჰქონდა შუბლი მიბჯენილი, ნიკოლოზი კი კედელზე არარსებულ წერტილს მიშტერებოდა. - მინდა რომ გამიშვა ნიკოლოზ. - ჩუმად თქვა, მენაბდეს კი გული გაუჩერდა.
-არ შემიძლია.
-გთხოვ ნიკო.
-არ შემიძლია ანა. - ისევ გაიმეორე, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, შემდეგ ჯაკუზიდან გადავიდა, პირსახოცი შემოიხვია და იქაურობაც დატოვა.
-ღმერთო… - სახეზე აიფარა ხელები, იქვე ჩაიკეცა და ჩუმი ტირილი აუტყდა. გულის არეში ძლიერ ტკივილს გრძნობდა, თითქოს ყველა უჯრედი გაცხელებულიყო, ტემპერატურა უფრო და უფრო ემატებოდა და ყველა ორგანოს უწვავდა. ყელში რაღაც უჭერდა, სუნთქვა უჭირდა და აჩქარებული გულიც მკერდს უნგრევდა. რომ დამშვიდდა ძლივს წამოდგა ფეხზე, თავბრუ ეხვეოდა და თავს ძლივს იკავებდა რომ არ წაქცეულიყო. იქვე კედელს მიეყრდნო თვალ დახუჭული იქამდე სანამ თავბრუს ხვევამ არ გაუარა, შემდეგ პირსახოცი შემოიხვია და საძინებელში გავიდა. ნიკოლოზი საწოლზე იწვა, სიგარეტს ეწეოდა, თან ტელეფინში მაღვიძარას აყენებდა თორმეტი საათისთვის. ანასთვის არ შეუხედავს ისე გადაბრუნდა, მკლავი ბალიშის ქვეშ ამოსდო, თავი კი ზევიდან მოათავსა. ნიკოლოზის მაისური ჩაიცვა ანამ, მაღლა აწეული მშრალი თმა ჩამოიშალა და საწოლზე ნიკოლოზის პირდაპირ დაწვა. ცოტა ხანს უყურა თვალ დახუჭულს, იციდა რომ ეღვიძა, მაგრამ ისიც იცოდა რომ რამდენიმე წამში ძილს მიეცემოდა. სახეზე ფრთხილად შეახო თითები, ნიკოლოზი არ განძრეულა, მაგრამ ანაც ხვდებოდა კაცს მისი შეხება როგორ სიამოვნებდა. მისკენ უფრო ახლოს მიიწია, ცხვირის წვერი შიშველ მკერდზე გაუსვა, ტუჩებიც მიაკრო იქვე რამდენიმე წამით, წვრილი მკლავები კი ბეჭებზე მოხვია. ელოდა როდის მოხვევდა კაცი ხელებს, მაგრამ მენაბდე არაფერს აკეთებდა. უკვე ეყინებოდა სხეული, მისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა, იცოდა რომ არ ეძინა და უკვე სწყინდა მისი უმოქმედობა. იგრძნო როგორ მოსწყდა თვალიდან ცრემლი, შემდეგ მაისურის ქვეშ შემძვრალი დიდი ხელიც იგრძნო, რომელმაც კაცის სხეულს მთლიანი ტანით ააკრა. მკლავი მჭიდროდ მოხვია, ანას თმაში ჩარგო სახე და ქალიც მთლიანად თავის დიდ მკლავებში ჩამალა.
მალე გაითიშა ნიკოლოზი, ანა კი მისი სურნელით იჟღენთდა ფილტვებს რომ რაც შეიძლებოდა დიდხანს გაჰყოლოდა. ბოლოს თვითონაც ჩაეძინა.

თორმეტის ორმოცდახუთი წუთი იყო მაღვიძარამ ნიკოლოზზე მიკრულ ქალს ძილი რომ დაურღვია. ნიკოლოზს გათიშულს ეძინა, მისი შემაწუხებელი ხმაც კი ვერ ახერხებდა ფიზიკურად და ემოციურდ დაღლილი მენაბდის გამოღვიძებას. ისე ჰყავდა ანა მკავებში მომწყვდეული თითქოს ეშინოდა გაღვიძებულს აღარ დახვდებოდა და რაც შეიძლება ძლიერად იკრავდა გულში არსად რომ არ გაქცეოდა.
-ნიკოლოზ. - სახეზე ეფერებოდა, რამდენჯერმე კიდევ გაუმეორა სახელი, ძლიერად შეანჯღრია, მაგრამ ვერაფერს გახდა. შეეშინდა კიდეც, იქვე ტუმბოზე დადებულ წყლით სავსე ჭიქას გადასწვდა და ნიკოლოზს ცოტა სახეზე დაასხა. ისიც მაშინვე მოეგო გონს, ხელები უშვა ანას და სველ სახეზე ჩამოისვა დიდი მტევნები.
-რა ჯანდაბაა. - წარბ შეკრულმა ანას შეხედა ნამძინარევი ხმით, მას კი არანაირი ემოცია არ ეხატა სახეზე.
-სხვანაირად ვერ გაგაღვიძე. სოფი უნდა მოიყვანო.
-ჰო, სოფი. - ზურგზე დაწვა, ხელები სახეზე აიფარა, ცოტა ხანს მშვიდად სუნთქავდა, შემდეგ წამოდგა, ტანზე ჩაიცვა და ისე გავიდა საძინებლიდან ანასთვის არ შეუხედავს. ნახევრად ისევ ეძინა, მთქნარებით მივიდა მანქანამდე, მთელი გზა თვალებს იფშვნეტდა. ახალ გაღვიძებული სიცივეს აეტანა, აკანკალებდა, მაგრამ სალონში გავრცელებული სითბო ნელ-ნელა ათბობდა. - გარეთ გელოდები. - სოფის ტელეფონზე დაურეკა, პასუხის მოსმენის გარეშე გაუთიშა, შემდეგ თავი საზურგეს მიადო და თვალები დახუჭა. მაინც ანაზე ფიქრობდა, რა უნდა გაეკეთებინა მის ხასიათზე მოსაყვანად. ფიქრობდა, მაგრამ არაფერი აფიქრდებოდა. ალბათ იმიტომ რომ იცოდა ვერაფერი უშველიდა ამ პერიოდში. ერთადერთი მკურნალი დრო იყო, დროს უნდა მინდობოდა და დარწმუნებული იყო მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა. ანას ნათქვამზე ფიქრობდა. მართალი იყო. ბავშვი არ უნდოდა, არც უფიქრია მასზე, არც ანას ორსულობაზე და მათ საერთო შვილზე, შესაძლოა ესეც იყო მიზეზი იმის რომ წიკლაურთან შედარებით უფრო ადვილად ეგუებოდა ამ ყველაფერს. უკვე შეგუებულიც იყო, უბრად იცოდა გულს ატკენდა ანას იმის თქმით რომ ახლა აზრი აღარ ჰქონდა გლოვას ჯერ ისევ ემბრიონის გამო. იცოდა ანას სხვანაირად სტკიოდა რადგან ბავშვი მისი საყვარელი კაცისგან ჰყავდა, ნიკოლოზისთვის კი ასე არ იყო. დიდი ადგილი ეჭირა ანას მის ცხოვრებაში, მისი ნათელი წერტილი იყო რომელსაც უამრავი ჭრელად შეფერილი გრძნობები შემეოჰქონდა. მის გარეშე არ უნდოდა, ცუდად გახდებოდა, იცოდა ანა რომ წასულიყო ისევ საკუთარ თავში დაიკარგებოდა, ისევ მარტო დარჩებოდა და ამ ყველაფრის ეშინოდა.
-მოვედი. - ფიქრი მანქანაში ჩამხტარმა სოფიმ შეაწყვეტინა.
-როგორ გაერთე? - გამოფხიზლდა, მანქანა დაძრა, გარეთ გამოსულ დათოს დაუსიგნალა და მთელი ყურადღებით დააკვირდა გზას.
-ძალიან კარგად. - გახარებულმა გადაიჭირა ღვედი, თან მომღიმარი შესცქეროდა ქუჩას.
-კარგია.
-ანას ძინავს?
-შეიძლება ეღვიძოს. - უემოციოდ გასცა პასუხი, ისევ დაამთქნარა, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და საჭეს ორივე ხელი მოკიდა.
-კარგად ხარ?
-მეძინება უბრალოდ.
-ანა როგორ არის?
-არ დაიღალე? - შუქნიშანთან გაჩერებულმა კითხვა შეუბრუნა, თავი საზურგეს მიადო, გვერდზე მჯდომ შვილს გადახედა და თითები ცხვირზე მოუჭირა.
-იჩხუბეთ? - წარბები შეკრა სოფიმ, ნიკოლოზს კი გაეღიმა. - წადი.
-არა. - მწვანედ ანთებულ შუქნიშანს ახედა, გაზს ფეხი დააჭირა და ნელ-ნელა სიჩქარესაც მოუმატა.
-ნუ მატყუებ, დედასთან რომ ჩხუბობდი ადრე სულ ასე მესაუბრებოდი ოღონდ გაბრაზებული.
-შენ თავს ვფიცავარ არ გვიჩხუბია, დედაშენს კიდე ნუ მიხსენებ. მითუმეტეს აღარასდროს მითხრა რას ვაკეთებდი დედაშენთან.
-კარგი ხო. - თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა, ცდილობდა გაეგო რას ფიქრობდა ნიკოლოზი, მაგრამ ვერასდროს ვერ იგებდა მამის აზრებს. - მე გამიმართლა. არც ვჩხუბობთ, თან ყველაზე ძალიან გიყვარვარ. - კომფორტულად მოთავსდა სავარძელზე და კმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე.
-როგორ უხარია. - წარბ აწეულმა გადახედა შვილს.
-ანა მომწონს. ძალიან საყვარელი და კარგია.
-რომ გამოკეთდება მერე ნახავ ნამდვილი ანა როგორი საყვარელი, კარგი და თბილია.
-არ ვიეჭვიანო ხო? შენ ხომ ყოველთვის ყველაზე ძალიან გეყვარები?
-შენზე რომ ვამბობ ყველაზე ჭკვიანიათქო გონიათ ვხუმრობ. - სასიამოვნოდ გაკვირვებულმა გადახედა შვილს.
-შენ გგავარ.
-მართალია. - კმაყოფილს ღიმილმა გაუპო ტუჩები, ხელი ჩაკიდა და მტევანზე აკოცა. - მართალია, საეჭვიანო არ გაქვს. ჩემგან თუ ყურადღების ნაკლებობას იგრძნობ მოდი და პირდაპირ მითხარი, მამაჩემო დაბერდი და სკლეროზი დაგეწყო უკვეო.
-აუ ანას თუ ეძინა გავაღვიძოთ ხო? - უცებ შეცვალა სასაუბრო თემა, თან გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა მენაბდეს.
-რატომ?
-მინდა რომ ველაპარაკო. მომწონს რომ მელაპარაკება. სულ რაღაცას მიყვება. თავის შეყვარებულებზეც მომიყვა, იმ ვიღაც დებილზეც რომ მიატოვა.
-ლევანი?
-ლევანი ჰქვია? მე რა ვიცი, დებილი რომ არის ვიცი.
-რატომ? - გაოცებული შესცქეროდა ქალიშვილს, მის ლაპარაკს სრულიად გამოეფხიზლებინა და ხასიათზეც მოეყვანა.
-ანას მსგავს ქალს რომ მიატოვებ დებილი არ იქნები?
-ჰო, ეგ მართალია. - ჩაიცინა იმაზე რომ თავისი შვილიც ხვდებოდა ლევანის საქციელი როგორიც იყო.
-კიდე გიოზე მომიყვა. ალბათ მეც დავშორდები ჩემს შეყვარებულს ყურადღებას თუ არ მომაქცევს.
-გიო ვინაა? მე არ ვიცი. - წარბები შეკრა, თან ჩაფიქრებული დააკვირდა გზას. არ ახსოვდა ანას მოყოლილიდან ვინმეს გიო ჰქრმოდა და ცოტა დაიბნა კიდეც.
-სკოლაში უყვარდა. - ხელი აიქნია ისე თითქოს არაფერი ყოფილიყო, შემდეგ ტელეფონი ამოიღო და მესიჯობას შეუდგა.
ხმა აღარ ამოუღიათ სახლამდე, ადგილზე მისულები ლიფტშიც ჩუმად იყვნენ. ბოლოს კი ისევ სოფიმ დაარღვია სიჩუმე როცა ბინაში შესულმა დივანზე მჯდომი ანა დაინახა ჩაით ხელში.
-აუ კიდევ კარგი არ გძინავს. - ლოყაზე აკოცა და გვერდზე მიუჯდა.
-გელოდებოდი. - თავზე გადაუსვა ხელი, თან ნიკოლოზს ახედა.
-ჩემს საძინებელში წავიდეთ რა. - ხელი ჩაკიდა ანას, მოუთმენლად მიაჩერდა ქალს პასუხის მოლოდინში, ისიც ღიმილით დასთანხმდა.
-ეე რა პონტია, მტეხავთ?
-შენ გეძინება მა, ჩვენ არა. ცოტა ხანს ვისაუბრებთ რა.
-მე აღარ მიყვები არაფერს ხო?
-ოო, შენ მამა ხარ.
-და?
-არაფერია ისეთი, გოგოს ამბებზე უბდა ვილაპარაკოთ.
-კარგი. - თვალებ მოჭუტული უყურებდა შვილს, შემდეგ ანას შეხედა, ქვედა ტუში მოექცია კბილებს შორის და სოფის მომღიმარი შეჰყურებდა. - მე დავიძინებ მაშინ. - ეჭვით შეათვალიერა ორივე, სოფის ლოყაზე აკოცა, ანას ტუჩებზე და გაკვირვეული ქალი ისე დატოვა საძინებლისკენ წასულმა უკან აღარც მიუხედავს.
-მამაშენი თავხედია, იცის რომ გაბრაზებული ვარ და მაინც მკოცნის. - წარბ შეკრულმა უთხრა ლოყებ შეფარკლულ სოფის რომელიც ჩუმად იცინოდა. - წავიდეთ. - ფეხზე წამომდგარი სოფის საძინებლისკენ დაიძრა, მის საწოლზე წამოწვა, თან აკვირდებოდა როგორ იცვლიდა ტანსაცმელს, საღამურებს იცვამდა, თან იქ მომხდარ ამბებზე ყვებოდა.
-ხოდა სამაჯური რომ ნახა მითხრა გამიკეთეო. ძალიან მოეწონა, აი ძალიან. ხოდა მერე გავუკეთე, იმან კიდე მადლობა, ყველაზე მაგარი საჩუქარია რაც კი მიმიღიაო, ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა. აუ მართლა ძალიან საყვარელია.
-ეგ ბიჭი გიყვარს და მატყუებ ხო?
-არა, მართლა, როგორც მეგობარი ისე მიყვარს.
-მე მიყვარს ნიკოლოზი, ყველაზე ძალიან, მაგრამ თვითონ იგივეს არ გრძნობს. ჯერ არ გრძნობს, მაგრამ ვფიქრობ მომავალში იგრძნობს. მარტო როცა ვიყავით სხვანაირი იყო, ხალხთან სხვანაირი. კაცები ნაკლებად განვითარებულები არიან ჩვენზე, ქალები უფრო ჭკვიანები ვართ, მაგრამ ამას არასდროს აღიარებენ. ჩვენ მათზე ძლიერებიც ვართ. ჩვენ შეგვიძლია გავუძლოთ მათ წასვლას, თავიდან გვიჭირს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მაინც მყარად ვდგებით ფეხზე და ცხოვრებას ვაგრძელებთ, თანაც ისე რომ ის წასული წარსულში რჩება. კაცი თუ მიატოვეს, აზროვნების უნარს კარგავს, დაბნეული ცხვრები ხდებიან და ამ ყველაფრის გადატანა უფრო ურთულდებათ ვიდრე ქალებს, ვერასდროს გადაიტანენ იმას, რაც ქალს შეუძლია გადაიტანოს. ამიტომ ჩემო პატარა, ყოველთვის ძლიერი უნდა იყო, არასდროს დაანახო კაცს რომ მის გარეშე ვერ გაძლებ, რომ ცხოვრებას ვერ გააგრძელებ და მოკვდები. პირიქით, უნდა იცოდნენ რომ წასვლით მხოლოდ და მხოლოდ გულს გატკენენ, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც შეხორცდება თუ ამ გულს საჭირო წამალი მოხვდება. ვგულისხმობ კაცს, რომელიც გამოჩნდება და შენს დაჭრილ გულს, მკურნალი მალამოსავით მოედება. კაცმა უნდა იცოდეს, თუ წავა, მთლიანად დაგკარგავს, შენს გულს კი სხვა უკეთესი დაეუფლება. ამ დროს მათ გონებაში ეგოისტობა წინა პლანზე გამოდის, უკან შიში და სიამაყეც მოსდევს. ამიტომ ყოველთვის ძლიერი უნდა იყო კაცის თვაში. კუნთებს და ცემა-ტყეპას არ ვგულისხმობ. ქალებს გვაქვს ის ძალები რომლებსაც ჩვენი კაცები ხედავენ. ნაზიც უნდა იყო, თამამიც, ცოტა მორცხვიც და არანორმალურიც. კაცებს მოსწონთ როცა ქალის გაწითლებას ახერხებენ, მოსწონთ მათი სინაზეც და სიგიჟეც, როცა უამრავ არანორმალურობას აკეთებინებენ. ოღონდ სიგიჟე ცანცარში არ აურიო. ასაკზე ბევრი რამეა დამოკიდებული. როცა იზრდები ბევრ რამეს სწავლობ, ხედავ, შეხედულობები გეცვლება, ყალიბდები. 18 წლის ასაკში, შეიძლება შენს ტოლ ბიჭებზე ბევრად უკეთ იაზროვნო. ამ პერიოდში ბიჭებს ძირითადად გოგოებში ტრიალი მოსწონთ, აცანცარებულები არიან, ჰორმონებიც აწუხებთ და 20 წლამდე ბიჭებს ჯობია არასდროს ენდო.
-მე დიდი ბიჭები მომწონს, მამასნაირები.
-მეც მამასნაირები მომწონს, რომ დავინახე მაშინვე მომეწონა და ვიფიქრე ეს არის ჩემი კაცითქო. - სიცილით გადაუწია თმა ყურს უკან საწოლზე მიწოლილ სოფის, რომელიც ამ დროის განმავლობაში ყურადღებით უსმენდა.
-ჩემი დაქალის დედა უცნაურია, სულ ეჩხუბება, სულ რაღაცას ავალებს, ამბობს რომ ქალი კაცზე სუსტია, მხოლოდ ექთანი უნდა გამოვიდეს, რომ გაიზრდება გათხოვდეს და ოჯახს მიხედოს. მე არ მომწონს ექიმობა. არც ანას. მე არქიტექტურობა მინდა, ანას დიზაინი. რომ გავიზრდებით ერთად ავაშენებთ ხოლმე თუ დედამისი არ ეჩხუბა.
-ჰმ… ასეც ხდება ხოლმე პატარა.
-რატომ? ეგრე რატომ ფიქრობს ანას დედა. თვითონაც ხომ ქალია, მოსწონს სულ სახლში რომ ზის?
-ადრე სხვანაირად იყო. საერთოდ რასაც ბავშვობიდან თავში გიდებენ, გიმეორებენ ერთიდაიგივეს, შენც იმ აზრზე დგები დიდობისას. ანას დედას ასწავლეს რომ ასეთი უნდა ყოფილიყო, რომ ოჯახში კაცია მთავარი, ასეც არის, კაცი საყრდენია, მაგრამ ქალი მონა არ არის. ადრე ქალები სახლში ისხდნენ, ბავშვებს ზრდიდნენ და საოჯახო საქმეებს აკეთებდნენ, კაცი მუშაობდა ოჯახის სარჩენად, საღამოს სახლში მისულ დაღლილ ოჯახის უფროსს ცოლი სუფრას უშლიდა, ყველა მოთხოვნას უსრულებდა. თან ადრე უსიყვარულოდ, გარიგებით ოჯახდებოდნენ. როცა ოჯახში სიყვარული არაა, იქ მხოლოდ ვალდებულობები ჩნდება. რათქამაუნდა იყო ოჯახები სადაც სამსახურიდან დაბრუნებულ კაცს ცოლი სიყვარულით ემსახურებოდა, მაგრამ ეს განსხვავდება იძულებით კეთებისგან. მე მაგალითად მომწონს როცა ნიკოლოზს ვახშამს ვუმზადებ, ანდაც რაიმე სურვილს ვუსრულებ. როცა გიყვარს ცდილობ ასიაოვნო, იძულებით გაკეთებულს კი ტანჯვით აკეთებ. შესაძლოა ანას დედა ისეთ ოჯახში გაიზარდა სადაც წესი იყო რომ ქალი აუცილებლად კაცს უნდა მომსახურებოდა. შეიძლება ანას დედაც უსიყვარულოდ გათხოვდა თავის ქმარზე და ისიც იმას ფიქრობს რაც თავში ჩაუდეს.
-რა საშინელებაა, კიდევ კარგი ადრე არ დავიბადე.
-ნამდვილად.
-კი მაგრამ, ასე რომ არის ანას დედას ხომ არ მოსწინს, რატომ უნდა ანაც ასე იყოს.
-აქ საუბარი მოწონება არ მიწონებაზე არ არის პატარა, დარობოტებულია და მე ძალიან მეცოდებიან ასეთი ქალები. მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი, ყოველთვის მქონდა გადაწყვეტილების ჩემით მიღებუს უფლება. ჩემი მშობლები ჩემს არჩევანს პატივს სცემდნენ, სხვისი აზრი კი არასდროს მაინტერესებდა. ჩემთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია კაცის სურვილის ასრულება შემი სურვილის საწინააღმდეგოდ. ანუ მე რომ არ მინდოდეს, არ მსიამოვნებდეს და მხოლოდ იმიტომ გავაკეთო რომ მას ეს უნდა. დაიმახსოვრე, სიყვარულით გაკეთებული სხვა არის, უსიყვარულოდ სხვა. როცა იცი რომ გიყვარს და უყვარხარ, იქ ყველანაირი ძალდატანება ქრება, აკეთებ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ გრძნობით.
-ერთხელ ანასთან ვიყავი, მისი მშობლებიც სახლში იყვნენ. მამამისი ტელევიზორს უყურებდა, დედამისი კი სულ რაღაცას აკეთებდა, ხან გვიდა, ხან რაღაცას რეცხავდა. თან გია ძია დაუძახებდა ხოლმე ის მომიტანე, ეს მომიტანე. თან ძალიან მკაცრად, თან რომ მიჰქონდა მადლობასაც არ ეუბნებოდა. მერე ადგა, ვიძინებ და არავინ გამაღვიძოთო თქვა და წავიდა. მამა ყოველთვის მკოცნის სანამ იძინებს, ანა ჩემთან როა სულ ესაუბრება, გვაცინებს, გია ძია კიდე არც არასდროს გვიყურებს. - წარბ შეკრულმა მოუყვა ყველაფერი, ანაც ყურადღებით უსმენდა.
-ჰო, აშკარად ის სიტუაციაა რაც მე აგიღწერე და ძალიან ცუდია. ცოდოა ანა. მერე გამაცანი თუ გინდა და ვესაუბრით ისე რომ გული არ ეტკინოს.
-კიი, მინდა. - მაშინვე თავი დაუქნია, ანასაც გაეღიმა.
-გახსოვს გიოზე რომ მოგიყევი?
-ჰო.
-მაგას ჩემამდე შეყვარებული ჰყავდა, ვიღაც გოგო უყვარდა, მაგრამ მე სულ მელაპარაკებიდა, ჩემთან ერთად დასეირნობდა, სახლში მაცილებდა. ვხვდებოდი რომ ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა, მაგრამ არც ერთი არაფერს არ ვამბობდით. მერე შეყვარებულები რომ გავხდით, მითხრა რომ დიდი ხანია მიყვარხარ, მაგრამ პატარა იყავი და არ გეუბნებოდი.
-მართლაა? - თვალები ჭყიტა სოფიმ.
-ჰო.
-მერე?
-მე გავუბრაზდი, დამტანჯეთქო. იმან კიდევ პატარა იყავი და კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი თქმას მაგრამ ვეღარ გავძელიო. იმიტომ ვიყავი სულ შენთან რომ შენთან ყოფნა მინდოდაო.
-აუ ანა…
-დაფიქრდი, იფიქრე და შენს ფიქრებზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა დაიძინე, მეც წავალ მივუწვები მამაშენს, იქამდე არ დაიძინებს სანამ არ მივალ.
-მამას არ უთხრა ხო?
-ჩვენი საუბარი მხოლოდ ჩვენს საიდუმლოდ რჩება. - თვალი ჩაუკრა, საწოლზე წამომჯდარმა სოფიმ კი კისერზე მოხვია მკლავები.
-ხო.
-სოფი. - თავზე გადაუსვა ხელი, შედეგ თავი უკან გასწია და მწვანე თვალებში ჩააშტერდა. - რაღაც უნდა გითხრა, იღონდ მამას არ უთხრა კარგი?
-კარგი.
-ხვალ უნდა წავიდე, რამდენიმე კვირით თბილისში არ ვიქნები, მარტო ყოფნა მინდა ჩემი თავის დასაბრუნებლად. ნიკო გაბრაზდება, შეიცვლება, მაგრამ შენ უნდა მიმიხედო, კარგი?
-აუცილებლად უნდა წახვიდე? - მოწყენლმა თვალები დაბლა დახარა, ანა კი ლოყაზე მიეფერა.
-ჰო, უნდა წავიდე რო ნიკოლოზთან ყოფნა შევძლო. ხომ არ გამიბრაზდები?
-არა, მესმის მართლა. უბრალოდ მალე დაბრუნდი. - კიდევ ერთხელ ჩაეხუტა, ანამაც მჭიდროდ მოხვია მკლავები.
-შეხვედრამდე. - ლოყაზე აკოცა, შემდეგ ოთახიდან გავიდა, ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაუშვა ფილტვებში, მერე კი ნიკოლოზის საძინებლისკენ დაიძრა. მართალი აღმოჩნდა, არ ეძინა, ტელეფონში უყურებდა რაღაცას წარბშეკრული. ანას შესვლისთანავე თავი ასწია, ტელეფონი გათიშა და დაელოდა როდის მიუახლოვდებოდა მომღიმარი ქალი.
-უყვარს არა? - საწოლზე ზურგზე მწოლს პროფილზე მიაშტერდა, ანამაც თვალები დახუჭა.
-არა, არ აღიარებს.
-ანა, რამე მნიშვნელოვანი თუ იქნება მინდა რომ მითხრა და არ დამიმალო.
-მნიშვნელოვანის დამალვა არ მიყვარ ნიკოლოზ და არც შემიძლია ჩემს საყვარელ ადამიანს რაიმე მნიშვნელოვანი დავუმალო.
-რა გინდა ახლა. - წარბები შეკრა, ანამ ხელი ჩაკიდა, ზურგშექცევით გვერდულად დაწვა, ნიკოლოზის ხელი კი მკერდზე მიიხუტა.
-ძილი მინდა ახლა. - კაცის ცხელი სხეული იგრძნო ზურგზე აკრული და სხეულიც მთლიანად გაუთბა. ბოლო ღამე იყო რომელსაც ნიკოლოზთან ატარებდა, არ იციდა როდის ნახავდა კიდევ, ამიტომ მასთან ჩახუტების შანსს ვერ გაუშვებდა.
-ჩვენ შევძლებთ ანა. უბრალოდ ჩემთან იყავი. - კისერზე აკოცა, შედეგ თავზე, სახე კი მის თმაში ჩარგო. უხმოდ და უცრემლოდ ტიროდა წიკლაური, ცრემლები შიგნიდან ახრჩობდა. სტკიოდა, იცოდა ნიკოლოზსაც ატკენდა მაგრამ წასვლა სურდა. არა საჭიროების გამო რომ შვილის დამალვას ჯერ არ აპატიებდა. თვითონ უნდოდა წასვლა, ყველასგან შორს, ქალაქიდან შორს, სადმე მყუდრო ადგილას, სადაც არავინ იქნებოდა. ეგულებოდა კიდეც ერთი ასეთუ ადგილი და ზუსტად იქ აპირებდა რამდენიმე კვირით გადაკარგვას.

დილით საწოლი ცარიელი იყო, ანა არ დახვდა. საათი ათის ოცდარვა წუთს უჩვენებდა, ეგონა სამზარეულოში იყო სოფისთან ერთად და რამეს ამზადებდა, ამიტომ თვალები ცოტა ხანს ისევ დახუჭა. გული აუჩქარდა, არსაიდან შემოჭრილი ღელვა იგრძნო და სუნთქვაც დაუმძიმდა. სწრაფად წამოიწია, პირველ რიგში იმ ადგილს შეხედა სადაც ანას ჩანთა იდო, იქ რომ არ დახვდა შიში იგრძნო, მაგრამ ცუდ ფიქრებს გონებაში შეღწევის საშუალებას არ აძლევდა. წამოდგომას აპირებდა ბალიშზე დადებული ორად მოკეცილი ფურცელი რომ დახვდა და გული გაუჩერდა. იგრძნო როგორ გაიყინა, რადგან უკვე ყველაფერს მიხვდა. დაჯერება არ უნდოდა, ეშინოდა იმის რაც იქ დახვდებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაავლო ფურცელს ხელი, სწრაფად გაშალა და ანას ნაწერს დააკვირდა.
ანა წერდა:

“ წერის პირველად ვწერ ნიკო, არასდროს მომწონდა მსგავსი დამშვიდობებები, უბრალოდ სხვანაირად არ გამოვიდოდა. შენ არ გამიშვებდი, მე კი წასვლა მჭირდებოდა. უკვე გითხარი ჩემი სათქმელი, ვიცი გესმის, მაგრამ ცდილობ ჩემთან იყო, თვითონ გამიყუჩო ის ტკივილი რომელიც მთლიან ჩემს სხეულს მოედო. გინდა, მეც მინდა, მაგრამ შენი სიახლოვე უარესად მტკენს ნიკოლოზ. მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, მაგრამ რამხელაც არის სიყვარული, არა ნაკლებ ტკივილს ვგრძნობ ახლა. მაპატიე დილით გაღვიძებულს ჩემს მაგივრად ეს ფურცელი რომ დაგხვდა, მაპატიე რომ დაგტოვე და მარტოობისთვის გაგიმეტე, შენც და ჩემი თავიც. დავბრუნდები როცა მზად ვიქნები ყველაფრის გასაგრძელებლად, ამის შემდეგ შენ მიიღე გადაწყვეტილება თუ რა განაჩენს გამომიტან.
არ მომძებნო.
მომენატრები.”

გონება დაებინდა, სისხლი ტვინში მოაწვა და ეგონა იქ სადღაც რომელიღაც კაპილარი გაწყდა. გული გაუჩერდა, მთლიანად გაიყინა და მაშინვე დიდი იმედგაცრუება იგრძნო. ეტკინა. წამით დაფიქრდა იმაზე თუ რა უნდა ეკეთებინა ანას გარეშე და ვერაფერი დაინახა. ისევ იგივე. ძველი ერთფეროვნება. იგრძნო როგორ ჩაქვრა ყველაფერი თავისივე თვალებში. ცოტა ხანს გაშეშებული იჯდა საწოლზე, შემდეგ კი საშინელმა ბრაზმა მოიცვა, სურვილმა რომ მოეძებნა, ენახა, ეჩხუბა, ყველაფერი ეთქვა, გული ეტკინა მისთვის და იქ სადაც იყო მარტო დაეტოვებინა.
***
დღეები გადიოდა, ნიკოლოზი ნამდვილ ურჩხულს დამსგავსებოდა. სამსახურში მისი დანახვისაც კი ეშინოდათ რადგან გაბრაზებულზე არავის არ პატიობდა დაშვებულ შეცდომას. გიგა გაოცებული უყურებდა მეგობარს. ასეთი არასდროს ენახა, მაგრამ მისი ამ მდგომარეობაში ყურება უფრო მოსწონდა ვიდრე სიცარიელეში ჩაფლული ნიკოლოზის, რომელიც უემოციო სახით ამოხედავდა ყოველ ჯერზე, ან არ უსმენდა მის მონაყოლს, ან მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა. ახლა კი გაბრაზებულ ლომს გავდა, რომელიც იარას ჩუმად მალავდა. ღამით სვამდა, დილით კი კვლავ უხასიათოდ ბრუნდებოდა კომპანიაში. ორი კვირა იყო გასული ბობოქარი ცეცხლი რომ ჩაქვრა, ანას ძებნის მცდელობა შეწყვიტა, კლუბში წავიდა, ნიკოლოზი კი ყოველი შემთხვევისთვი გაჰყვა. იცოდა წინ რაც ელოდა, იცოდა ისევ გრძნობების სადღაც ჯანდაბაში გაშვებას და მის ადგილზე კვლავ სიცარიელის დაყენებას აპირებდა, მაგრამ ამჯერად მისთვის ამის უფლების მეცემას არ აპირებდა.
-დაწყნარებული მეჩვენები. - თვალებ მოჭუტულმა შეათვალიერა ძმაკაცი, ნიკოლოზი კი ისევ მოცეკვავე ქალებს ათვალიერებდა, თან სასმელს სვამდა.
-. - უდარდელად ჩაილაპარაკა. მაშინვე ეცნო ეს ტონი გიგას და მიხვდა რომ უკვე დაიგვიანა.
-ნიკოლოზ.
-თუ გინდა გაერთე, დალიე და იცეკვე, მაგრამ მე შემეშვი. შენს ხასიათზე არ ვარ.
-მგონი დღეს ვიღაცის ცემა მომიწევს. - დანანებით ჩაილაპარაკა, მენაბდემ კი შუა თითი აუწია ისე რომ მისთვის არც შეუხედავს, თან სასმელი მოსვა. მის მზერას გააყოლა თვალი გიგამ, ხელში კი ყავისფერთმიანი, გამხდარი ქალი შერჩა, რომელიც ნელა, გამომწვევად არხევდა ტანს. რაღაცით ანასაც კი ჰგავდა, ალბათ ნიკოლოზის ყურებაც ასე მიიქცია. - ნიკოლოზ! ეგ არ ქნა!
-რა? - ირონიული ღიმილი აეკრა სახეზე და გიგას ისე შესცქეროდა.
-ანა არ გაპატიებს.
-ანა წავიდა, ახლა კიდე ცოტა რას იზამს ანა. თან პატიებას არც მე ვაპირებ. იცი ძმაო, მივხვდი რომ ის გავხდი რაც არ ვიყავი. ანასთან კარგი ბიჭი ვიყავი, ემოციური, რომელიც იღიმოდა, იცინოდა, საუბრობდა. შვილის დაკარგვაც კი ეტკინა და სამი დღე ჩემს პიროვნებასთან შედარებით სრულიად შეუფერებლად იქცეოდა.
-ანამ შენში მიძინებული გრძნობები გააღვიძა, ასე არ ამბობდი?
-მერე იცი რა უქნა მაგ გრძნობებს? ნაკუწებად აქცია. ვსიო, მორჩა. - ხელები ერთმანეთზე გაუსვა, სასმელი გადაჰკრა და ფეხზე წამოდგა. ცოტა ხანს უყურა გიგამ როგორ მიდიოდა ქალისკენ, ბოლო წუთამდე ელოდა რომ შეეშვებოდა, მაგრამ უკვე შენობის დატოვება რომ გადაწყვიტა მაგ დროს წაავლო კისერში ხელი გიგამ და გარეთ გაყვანილს პირდაპირ სახეში უთავაზა. გაოცებული მიაჩერდა მეგობარს მენაბდე, მისგან მუშტი არასდროს მიუღია მთელი ცხოვრების განმავლობაში, ახლა კი გაკვირევბული უყურებდა უემოციოდ მდგომს, რომელსაც უკვე სიგარეტი ამოეღო კოლოფიდან, ტუჩებს შორის მოექცია და სანთებელით ცეცხს უკიდებდა.
-იცი ძმაო, ახლა იმაზე უარეს დღეში ხარ ვიდრე ოდესმე ყოფილხარ. იცი, მე ყველაზე კარგად გიცნობ, მთელი ცხოვრებაა გიყურებ, ყველა შენი ხასიათი ვიცი, ისიც ვიცი ახლა რას გრძნობ.
-ვგრძნობ? - სიმწრით გაეცინა მენაბდეს, გიგა კი ისევ თვალ მოჭუტული აბოლებდა სიგარეტს.
-გტკივა და არ აღიარებ, შენ ანას მიმართ იმაზე მეტს გრძნობ ვიდრე სიყვარულია. გახსოვს ბავშვი რომელიც დაკარგე?
-თავი დამანებე.
-გახსოვს როგორ იყავი? ანას მუცელში ჩასახული ბავშვი რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა შენი ნაწილი იყო, შენ კი ტიროდი. რატომ ცდილობდი ანას შენთან დატოვებას?
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
-გინდოდა მისი ტკივილი გაგექრო… შენ! შენ გინდოდა ეს ყველაფერი, შენ გინდოდა ანა, გინდა და გჭირდება. გააჯ.მევინე ამ დედამი..ნულ გრძნობას, სიცარიელეს თუ რა დედის ტ..ნასაც ეძახი და იცხოვრე გრძნობებით! ნუ გარბიხარ გაიგე?! - უცებ აფეთქდა და მოუნდა ისევ დაერტყა მისთვის.
-შემეშვი. - ხმადაბლა თქვა, შემდეგ კი ისევ იგრძნი ტკივილი მარცხენა ლოყაზე, თავი ვერ შეიკავა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. - შიგ ხომ არ გაქვს ბიჭი?! - წარბშეკრულმა შეხედა ისევ მშვიდად მდგომს, უკვე ნერვები ეშლებოდა მის ქცევაზე. - რატომ შემე.ი?!
-მე შენი რა ვარ.
-დაგარტყამ სიფის თავს ვფიცავარ.
-რა ვარ შენთვის?
-ძმა და მეგობარი.
-იმისთვის არსებობს ძმა და მეგობარი რომ შეგ.ეს, წამოგარტყას და აზრზე მოგიყვანოს, მეც, შენი ძმა და მეგიბარი ამას ვაკეთებ. ორი წელი გიყურე სრულიად ცარიელს, ვაღიარებ, ვხედავდი რომ მართლა ასე იყავი, მაგრამ ახლა, ვხედავ რომ ტკივილის დასამალად და შესამსუბუქებლად ძველ ხერხს იყენებდ. სიცარიელეს რომელიც ასევე შენი მეგობარი გახდა. ნიკოლოზ.
-რა. - შედარებით დაწყნარებულს სიგარეტი მოემარჯვებინა ხელში და დიდ ნაფაზებს არტყავდა.
-ანამ სიცარიელე შეგივსო არა?
-კი. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა, გიგასაც გაეღიმა.
-ახლა რას გრძნობ.
-სიცარიელეს, რადგან წავიდა. - წამსვე გასცა პასუხი. გიგას არაფერი უთქვამს, უყურებდა, კიდევ ელოდა რაღაცას რასაც იტყოდა და მისი მოლოდინიც გამართლდა. - ერთხელ სოფის ვუთხარი, ანა ისე მჭირდება როგორც შენ საკვებითქო. ანა ჩემი სიცოცხლის წყაროა, მის გარეშე ხედავ რაც ვარ და კარგად ნამდვილად არ ვარ. მის გარეშე არ შემიძლია სხვანაირი ვიყო, სურვილი არ მაქვს არაფრის, ვერაფერს ვგრძნობ, ყველაფერი შავთეთრი მეჩვენება. ანას შემოტანილი ფერები ჰქონდა ყველა’ფერს ჩემს ცხოვრებაში, წასვლისას კი თან წაიყოლა. ვიცი მოვა. მოვა აუცილებლად, მაგრამ არ მინდა მისი დაბრუნება ძალიან გვიანი იყოს. მე სიცარიელეს არ ვიქმნი ძმაო, მანდ ცდები. თავისით მოდის როცა გრძნობს რომ მარტო ხარ და გეუფლება. ყველაფერი აზრზს კარგავს, რაც კი ძვირფასი იყო უფერულდება, ნაცრისფერი გეჩვენება. სულში უზარმაზარ ხვრელს გრძნობ, თითქოს რაღაცის დანაკლისს განიცდი. მის ჩახშობას კი გართობით ცდილობ, სასმლით, ანდაც ქალით რომ რამდენიმე წუთით მაინც მოიშორო შეგრძნება რომელიც გტანჯავს. ხდები ფიტული, რადგან არ იცი რა იგრძნო, მიზეზი კი ის არის რომ სულში სიცარიელე გაქვს. შენ ამას ვერ იგრძნობ, არც უნდა იგრძნო თორემ დაიტანჯები, ისე როგორც მე ვიტანჯები ახლა. ამიტომ ნუ გგონია რომ მე ეს მომწონს და თავს კარგად ვგრძნობ, ასე ნამდვილად არ არის.
-ანა გჭირდება.
-ანამ იცოდა რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ მაინც გამიმეტა ამ ყველაფრისთვის. - მოპირდაპირე შენობაზე მიშტერებულს თვალები მოეჭუტა, თან ნაფაზს ნაფაზზე ურტყამდა.
-წავიდეთ. - ხელი გადახვია გიგამ, ფეხით გაუყვნენ გზას და ამჯერად სულ სხვა რამეზე დაიწყეს საუბარი. გრძელი გზა გაიარეს სახლამდე, მაგრამ არცერთი დაღლილა, ბოლოს ასე წლების წინ, სკოლის და უნივერსიტეტის პერიოდში დადიოდნენ. ნიკოლოზის კორპუსთან მისულებმა სიარული შეწყვიტეს და ერთმანეთს მიაჩერდნენ.
-წავედი და ამ დღეებში შეგეხმიანები.
-თავს მიხედე. - ორივე ხელი მოხვია, ნიკოლოზსაც გაეღიმა. - მიყვარხარ მეგობარო.
-მეც მიყვარხარ. - ხელი მიარტყა ზურგზე, შემდეგ მოშორდა და შენობაში შესასვლელისკენ დაიძრა. სახლში მისულს სოფი არ დახვდა და პირდაპირ მისი საძინებლისკენ წავიდა. დაკეტილ კარზე მიუკაკუნა, მაგრამ ხმა არავინ გასცა. ფრხილად გააღო კარი და წიგნით ხელში მძინარე შვილიც მოხვდა თვალში. ნელა მიუახლოვდა, თავზე გადაუსვა ხელი, წინგნი ფრთხილად ააცალა ხელიდან, სოფიმაც წამსვე იცვალა გვერდი, ნიკოლოზმა კი გადასაფარებელი შეუსწორა, საფეთქელზე აკოცა და ოთახიც დატოვა. თავის საძინებლიდან აივანზე გასული სავარძელზე იჯდა, მოწმენდილ ცას უყურებდა რომელსაც უამრავი, სხვადასხვა ზომის ვარსკვლავი ამშვენებდა. ვეღარაფერს გრძნობდა ანას ნახვის სურვილის გარდა. ენატრებოდა მისი საუბრის მოსმენა და ლამაზი ხელების ყურება ლაპარაკის დროს გაუაზრებლად რომ ამოძრავებდა. მის გაბრწყინებულ თვალებში ჩაკარგვა ენატრებოდა, სულ რომ აქეთ-იქით აცეცებდა, ბოლოს ნიკოლოზის თვალებს უსწორებდა და ყურებამდე იღიმოდა. მისი თხელი სხეულის შეგრძნება სურდა, უნდოდა მკლავები მაგრად მოეხვია, მისი წვრილი თითების შეხება ეგრძნო, რომელიც ყოველთვის გონებას უთიშავდა.
გარედან არაფერი ემჩნეოდა სიგარეტის კვამლში გახვეულს, უბრალო, მშვიდად მყოფ კაცს ჰგავდა, შიგნით კი ყველაფერი არეული ჰქონდა.

დღეები უფერულად გადიოდა, ახლა იმაზე მეტად ტანჯავდა შიგნით არსებული სიცარიელე ვიდრე ანას გაცნობამდე.
არ იცოდა როგორ იყო, სად იყო და ეს ყველაფერიც მოქმედებდა. გამოფიტული დადიოდა ყველგან, საქმეს აგვარებდა, ბოლოს სახლში მიდიოდა, ან სოფისთან ერთად უყურებდა ფილმს, ან საძინებელში იკეტებოდა და ფიქრებს სასმელთან ერთად განიხილავდა სიგარეტით ხელში. ზოგჯერ თავზე ათენდებოდა და გამთენიისას დაღლილს აივანზე ეძინებოდა.
თითქმის ერთი თვე იყო გასული ანას წასვლის შემდეგ, ნიკოლოზს კი უფრო და უფრო უჭირდა მის გარეშე ყველაფრის ატანა.
ერთ საღამოს სახლში ბრუნდებოდა მისი ტელეფონი რომ აწკრიალა, უემოციოდ დახედა ეკრანს, ანას დანახვისას კი სუნთქვა შეეკრა. მანქანა მარჯვნივ გადააყენა და ზარს უპასუხა. სხმას არ იღებდა, ელოდა როდის იტყოდა რამეს, შემდეგ მისი წკრიალა ხმაც შემოესმა და თვალები მიენაბა.
-როგორ ხარ ნიკო?
-ისედაც ხომ იცი. - შეეცადა გაბრაზებული ხმა მიეღო, მაგრამ მაინც ერეოდა სითბოს, მონატრების და კიდევ უამრავი გრძნობით გაჟღენთილი ნოტები.
-მომენატრე ნიკოლოზ, ძალიან მომენატრე. - დიდი სიყვარული იგრძნობოდა მის ხმაში და მენაბდესაც წამსვე გადაავიწყდა ყვენაირი ბრაზი, მოუნდა იქ ჰყოლოდა და მაგრად მოხვეოდა, შემდეგ კი გემრიელი ტუჩები დაეკოცნა.
-სად ხარ ანა? - ჰაერით გაივსო ფილტვები, რამდენიმე წამის შემდეგ კი სრულიად გაანთავისუფლა.
-რომ გითხრა, მოხვალ?
-მოვალ. - წამსვე გასცა პასუხი, ანამ კი ზარი გაწყვიტა. გაკვირვებული უყურებდა ტელეფონს, ეგონა მოელანდა, მაგრამ რამდენიმე წამში შეტყობინება მიიღო, სადაც მისამართი ეწერა და მანქანაც მაშინვე დაძრა. სწრაფად კვეთდა ქუჩებს, მისი ნახვა ეჩქარებოდა, იმ ყველფრის შეგრძნება ენატრებოდა რასაც ანასთან გრნობდა და მოუთმენლობა აწუხებდა. ორმოცი წუთი მოანდომა სახლთან მისასვლელად, მანქანა გააჩერა და პატარა, ხეებში ჩადგმულ ხის სახლს დააკვირდა. სწრაფად გადავიდა მანქანიდან, სახლამდე მისასვლელ ვიწრო ბილიკს გაუყვა, კარის წინ ატუზულმა გაუბედავად დააკაკუნა და ანას მოლოდინში სუნთქვაც კი გადაავიწყდა. მალე გამოჩნდა კიდეც ნიკოლოზის მაისურში და ელასტიკაში გამოწყობილი ანა. ისევ ისეთი იყო, ისევ უბრწყინავდა თვალები ნიკოლოზის დანახვისას, მაგრამ ხმას არ იღებდა. უხმოდ შეატარა მენაბდე სახლში, ისიც სავარძელზე დაჯდა და ანას მიაშტერდა. ხმას ვერ იღებდნენ, სიგიჟემდე უნდოდათ ერთმანეთს მოხვეოდნენ, მაგრამ თითქოს რაღაც აკავებდათ. სიტყვას ვერ პოულობდნენ რითიც საუბარს დაიწყებდნენ, მაგრამ ტვინში არაფერი მოდიოდა. ბოლოს ნიკოლოზმა დაარღვია აუტანელი სიჩუე და ის ცარიელი ადგილიც შეავსო თავისი სიტყვებით რომელის მათ შირის უფსკრულად გაჩენილიყო. - შენ ხარ ჰაერი ანა, მე კი შენს გარეშე ვერ ვსუნთქავ. შენ ანათებ ჩემს ცხოვრებას როგორც მზე, უშენოდ კი სულ სიბნელეა. მე შენს გარეშე არ შემიძლია, რადგან ყველა სასიცოცხლო წყაროს შენ მაწვდი. ყველა’ფერი უფერულია სადაც შენ არ ხარ, მე კი შენი ფერები მჭირდება ჩემს ცხოვრებაში. - ანას გაბრწყინებულ თვალებს უყურებდა, რომელიც სულ დასველებულიყო და ცრემლებიც უკვე ლოყებს უნამავდა. - მიყვარხარ ანა. არ ვიცი როგორ, როგორი სიყვარულით, მაგრამ მიყვარხარ და მე შენს გარეშე არ შემიძლია. - თითქოს ერთიანად დაცლილმა ძლივს ამოისუნთქა ამ სიტყვების თქმის შემდეგ, შვება იგრძნო, ერთადერთი მისი ჩახუტება აკლდა.
-ნიკო. - სუნთქვა შეკრულმა ძლივს მოახერხა ერთი სიტყვის თქმა, გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა მალე გაუსკდებოდა. - მაპატიე. - თვალებ ამღვრეულს იმდენად დაბინდვოდა მზერა ნიკოლოზის სახეს ძლივს არჩევდა. აღარაფერი უთქვამს მენაბდეს ისე წამოდგა ფეხზე, ანაც წამოაყენა და წამსვე სხეულზე აიკრა. მაშინვე მოეხვია ქალის წვრილი მკლავები ზურგზე, მისგან წამოსულმა სითბომ წამებში მოიცვა მენაბდის სხეული, ანას სურნელმა გააბრუა, თვალებ დახუჭული ძლიერად იკრავდა გულზე და სულიც უმშვიდდებოდა. ყელში მიკრულმა ქალის ტუჩებმა ჟრუანტელი მოჰგვარა მენაბდეს და იმ დროს თავი უფრო ცოცხლად იგრძნო. უკან გაწეულმა თმებში შეუცურა ქალს თითები, ათრთოლებულ ტუჩებზე დახედა და ისე მოუნდა ეკოცნა პირიც კი გაუშრა. აღარ დალოდებია წიკლაური კაცის მოქმედებას, თითის წვერებზე აწეულმა თვითონ მიაკრო ტუჩები მონატრებულ კაცს და წამებში მისი სურნელით გაჟრენთილი ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. იგრძნო როგორ მონატრებია ყველა ის შეგრძნება რასაც ნიკოლოზთან ყოფნის დროს განიცდიდა, მიხვდა ამ დროის მანძილზე როგორ სჭირდებოდა და ახლა მისი ნახვით, მისი სიტყვებით იმდენად ბედნიერი იყო თვალის ჯებირებიდან გადმოსულ ნიაღვარს ვერაფრით აჩერებდა. თოთქოს ის მორი რომელიც ამდენი ხნის მანძილზე არ აძლევდა დაგროვილ წყალს სხვაგან წასვლის საშუალებას, ახლა კი რაოდენობისთვის ვეღარ გაეძლო და დანებებული, კამკამა წყალს უფლებას აძლევდა მთლიანად დაცლილიყო.
-ამისთვის პასუხს მოგთხოვ ანა. - ქალის ტუჩებზე ამოილაპარაკა, რამდენიმე წამით თვალებში უყურა, შემდეგ ისევ თავის ყელში ჩააყოფინა სახე ანას და კვლავ მოეხვია. ისე ეხვეოდა თითქოს შესისხლხორცება სურდა, რომ სულ მასთან დაეტოვა და აღარასდროს მოშორებოდა.
-მიყვარხარ.
-პატარა აღმოჩნდა შენი სიყვარული ანა. - თავზე გადაუსვა ხელი ჯერ კიდევ ოთახის შუაში მდგომმა, ქალმა კი წამსვე ქვევიდან ახედა. - შენ რომ ისე გყვარებოდი როგორც რეალურად უყვართ მარტო არ დამტოვებდი. შენ იცოდი რომ მე შენს გარეშე ისევ გავქრებოდი და დავემსგავსებოდი იმას ვინც ვიყავი, მაგრამ მაინც წახვედი.
-კიდევ არ გესმის ჩემი და გულს მტკენ.
-უნდა გეტკინოს, უფრო მძაფრად უნდა იგრძნო ტკივილი რომ მისგან უფრო მალე დაიცალო. მე შემეძლო შენთვის ამ ტკივილის სწრაფად მოშორება, მაგრამ შენ სუსტი აღრმოჩნდი.
-ნიკოლოზ. - ცრემლიანი, კაშკაშა თვალებით ქვევიდან უყურებდა და მენაბდეც გრძნობდა ესეც კი ენატრებოდა.
-მომენატრე. - თვალებ დაბინდულმა ლოყაზე აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე, იქიდან ყელზე გადასულმა ხანგრძლივად მიაკრო სველი ტუჩები და ანასაც ჟრუნატემა შეახსენა თავი. ის მონატრებული ტალღები გამოცოცხლებულიყო და ისევ მთელი სისწრაფით მოძრაობდა მკერდიდან ქვევით.
-მეც, ტკივილამდე მენატრებოდი. - უკან გადადგა ნაბიჯები, ნიკოლოზს მაისურზე მოუჭირა თითები და ისიც გაიყოლა. იქვე პატარა საძინებელში შესულმა მაისურის ქვეშ შეუცურა თითები და მისი დაკუნთული სხეულის შეგრძენბისას სხეულში სასიამოვნოდ გასცრა. მალე სრულიად შიშვლები იწვნენ საწოზე, ანას ზევიდან მოქცეული მენაბდე მონატრებულ სხეულს ეფერებოდა, კოცნიდა, თან თვალებს ყველა წერტილში დაატარება. თითქმის ისევ ისეთი იყო, მაგრამ უფრო გამხდარი ეჩვენებოდა. გამოკვეთილ ნეკნებზე ტუჩებს დააცოცებდა, მონატრებულ მკერდს მსუბუქად კბენდა და ქალის ჩუმი კვნესა სასიამოვნო მელოდიასავით ჩაესმოდა. ყველა უჯრედი ანას ითხოვდა, სათითაოდ იწვოდნენ მისი შეგრძნების სურვილში და ნიკოლოზიც მერე მოეშვა როცა სასურველ სხეულს ისევ დაეუფლა, მთლიანად შეიგრძნო და მასთან ერთად გადაეშვა იმ მორევში საიდანაც ამოსვლის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. ყველა იდეალურ კომპოზიციას ფარავდა ანას პირიდან ამოსული სიამოვნების ხმები, რომელიც ნიკოლოზს ყველა ბეთჰოვენის, ბახის, შოპენის და მოცარტის სონატებს ერჩინვა. სულ რამდენიმე წუთში მთლიანად გაქრა სიცარიელე რომელიც ანას გარეშე მკლავებს ძლიერად უჭერდა ნიკოლოზს და მისგან თავს ვერაფრით იხსნიდა. მხოლოდ ანა იყო მისი ხსნა, ისიც უკვე გვერდზე ჰყავდა. შიშველ ზურგზე დაატარებდა თითებს, მეორე ხელით კი თმაზე ეფერებოდა.
-სოფის მოენატრე, მოწყენილი დადის სახლში, ვგრძნობ რაღაც აწუებს, მაგრამ არაფერს მეუბნება.
-ვნახავ აუცილებლად. - მკერდზე აკოცა, მისკენ გადაიწია და ნახევარი წამით ზევიდან მოექცა. ნიკაპი ნიკოლოზის მკერდის ძვალზე ედო, დროგამოშვებით კოცნიდა, თან თითებს მის სხეულზე დაატარებდა. - ისევ მენატრები, ვერ ვახშობ ამ გრძნობას და არ მყოფნი. მინდა ისე მოგეხვიო რომ სუნთქვა ვეღარ შეძლო, მაგრამ მაგდენი ძალა არ მაქვს. - ბოლოს ჩაიღიმა, თან ნიკაპზე მიაკრო ტუჩები.
-საერთოდ რამეს ჭამდი? რომ გეხვევი მგონია ცარიელ ტანსაცმელს ვხვევ ხელს. - მაჯაზე შემოხვია თითები და მტევანზე აკოცა, შემდეგ მაჯასთან ლურჯ ვენებზე მიაკრო ტუჩები და იდაყვამდე კოცნით ავიდა.
-პირიქით, სამი კილო მოვიმატე ჭამით და ჯდომით. ნუ თავიდან ხუთი კილო დავიკელი, მერე ისევ მოვიმატე.
-მენატრებოდი. - ისევ თითებს უკოცნიდა სათითაოდ, თან ანას უყურებდა. - შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ ვიყავი შენს გარეშე.
-ნუ მეუბნები, ჩემს თავზე ვბრაზდები.
-აქ იყავი მთელი ეს დრო?
-ჰო. როცა მარტო ყოფნა მჭირდება აქ მოვდივარ, ჩემი თანამშრომლის არის და ვქირაობ ხოლმე.
-საჭმელი საიდან მოგქონდა? - ხელის გულზე აკოცა, შემდეგ ლოყაზე მიიდო, თან თვალებში ჩახედა.
-რამდენიმე მეტრში დასახლებაა აქ, მაღაზიაც არის. ქვევით ტბაც არის, ხანდახან ჩავდიოდი სასეირნოდ. რამდენიმე ბიჭი გავიცანი აქ მაცხოვრებლები, სულ იქ იყვნენ და როგორც ყოველთვის მე ვლაპარაკობდი, ისინი მისმენდნენ.
-რამდენი წლისები იყვნენ?
-ჩვიდმეტი-თვრამეტი. - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, ნიკოლოზმა სიგარეტს მოუკიდა, კვამლი კი ჭერისკენ გაუშვა. - ნიკო… ვინ მიმიყვანა იმ დღეს საავადმყოფოში?
-ლევანიმ. - კიდევ ერთხელ ჩაუშვა ცხელი კვამლი ფილტვებში თან თვალები მოჭუტა.
-ვიციდი რომ მომყვებოდა. - მაჯაზე მოკიდა ხელი ნიკოლოზს და მის თითებში მოქცეული სიგარეტიდან ერთი ნაფაზი გამოქაჩა, ცოტა ხანს ფილტვებში გაიჩერა, გვერდზე გადაწვა და თვალ დახუჭულმა მერე მისცა კვამლს გარეთ გამოსვლის საშუალება.
-რა?
-კატოსთან რომ მივდიოდი ვგრძნობდი რომ მომყვებოდა.
-არამგონია როდისმე კიდევ გამოგყვეს. - ცოტა ხნის შემდეგ თქვა და ანას ყურადღებაც მიიქცია.
-რა უთხარი?
-სიმართლე. - სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყ.ლიტა, ანასკენ გადაბრუნდა, ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მისწია.
-არ უპასუხებ? - წარბზე ნაზად გადაატარა თითი, საფეთქელზე ჩამოაყოლა, შემდეგ ლოყიდან ტუჩებზეც გადაუსვა, მერე კი ნაზად აკოცა.
-არ მინდა. - თვალები დახუჭა როგორც კი ანას თითები იგრძნო თმაში.
-სოფი სად არის?
-ჯანდაბა. - უცებ წამოხტა საწოლიდან შვილის გახსენებისას, იატაკზე დავარდნილი ტელეფონი იქვე მიყრილ ტანსაცმელში მოძებნა და სოფის ზარს მაშინვე უპასუხა. - ხო მა?
-აუ მა რაღაცას გეტყვი და არ გამიბრაზდე ხო?
-რა ხდება? სად ხარ? - მაშინვე წარბები შეკრა მენაბდემ, ტელეფონი ყურსა და მხარს შორის მოიქცია, საცვალი ამოიცვა, თან სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა ქალიშვილის პასუხის მოლოდინში.
-მმ, ცეკვიდან რომ გამოვედით ნუცას დედა დაგვხვდა, პიცის საჭმელად წაგვიყვანა და ხომ არაუშავს?
-ამას ახლა მეუბნები? რატომ არ დამირეკე იქამდე სანამ წაგიყვანდათ? რამდენჯერ გაგაფრთხილე? - ისე უცებ მოიცვა ბრაზმა თავი ვეღარ გააკონტოლდა და სიტყვები ხმამაღლა წარმოსთქვა.
-აუ მა…
-მისამართი გამომიგზავნე! - გაბრაზებულმა უთხრა და ზარი გაუთიშა. - დედას შევე.ცი! - მაშინვე დასწვდა შარვალს, სწრაფად ჩაიცვა და საწოლიდან წამომხტარ ანას შეხედა, რომელსაც უკვე მოესწრო ტანსაცმლის მოძებნა. - რას აკეთებ?
-აქ აპირებ ჩემს დატოვებას? - ისე ჰკითხა ზედაც არ შეუხედავს, სწრაფად მოწესრიგდა, ფეხზე ჩაიცვა და ერთ ადგილზე მდგომ ნიკოლოზს მიუახლოვდა. - წავიდეთ. - ჩანთას ხელი მოკიდა, ყველაფერი ისედაც მომზადებული ჰქონდა, იცოდა ის ბოლო დღე იყო რომელსაც ამ სახლში ატარებდა. გასვლამდე იქაურობა მოათვალიერა, გასაღებით გადაკეტა სახლი და უკვე მანქანასთან მისულ ნიკოლოზს დაეწია. როგორც კი ჩასხდნენ მაშინვე აორთქლდა იქიდან. მთავარ გზაზე გადასულმა კი სიჩქარეს უმატა. - ნიკოლოზ.
-არაფერი მითხრა ანა! არაფერი თქვა და არც კი გაბედო ჩარევა! - გამაფრთხილებლად გამოსცრა კბილებში, წიკლაურიც გაჩუმდა, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, თავი კი სავარძელს მიადო. - გისმენ. - ტელეფონზე შემოსულ მამის ზარს წამსვე უპასუხა. - შენც არ გაგაფრთხილა არა?.. თავის მეგობრის დედამ წაიყვანა პიცს საჭმელად, არ ინერვიულო… მე წავიყვან სახლში. - ზარი ისევ სწრაფად გაწყვიტა, მეორე ხელიც საჭეს მოკიდა და სიჩქარეს მოუმატა. ისეთი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას ნახევარ საათში მივიდა გამოგზავნილ მისამართზე, ზუსტად მაშინ გამოვიდა კაფიდან სამი ბავშვი და ერთი ქალი, რომელიც საერთოდ არ ეცნობოდა ნიკოლოზს. მანქანიდან გადავიდა და მათკენ დაიძრა, ანა კი ყოველი შემთხვევისთვის გადაჰყვა.
-ანაა! - მამის დანახვით დაძაბულს ყველანაირი შიში მოეხსნა როცა მისკენ მიმავალი ანა დაინახა, გაუაზრებლდ წავიდა მისკენ და ხელები წელზე მოხვია.
-ჩემო ლამაზოო, შეცვლილი მეჩვენები. - სახეზე მოკიდა ხელები, შემდეგ ლოყაზე აკოცა. არ ეგონა ასეთი სიხარულით თუ შეხვდებოდა სოფი, ისევ პირვანდელი შეხვედრის მსგავს სცენას ელოდა, მაგრამ მისმა მსგავსმა მოქმედებამ უფრო გაუთბო გული და ცოტა გაათამამა.
-არ დაიჯერებ, მაგრამ მართლა მენატრებოდი.
-მეც მენატრებოდა შენთან საუბარი. - გაუღიმა, შემდეგ ნიკოლოზს ახედა რომელიც ქალს მადლობას უხდიდა შვილის გასეირნებისთვის. დამშვიდობების შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და სახლში წავიდნენ. ნიკოლოზი დუმდა, სოფის კი ეგონა რომ ანას დამსახურებით მამის რისხვას გადარჩა, მაგრამ როგორც კი სახლში შესულმა კარი მიხურა მაშინვე მოესმა მისი ღრიალი და შეშინებული შეხტა.
-რამდენჯერ გაგაფრთხილე ჩემს დაუკითხავად არაფერი გექნა! - ადგილზე გაშეშებულ შვილს მიაჩერდა ბრაზით თვალებ ანთებული.
-ნიკოლოზ… - ისეთი სახით დაჰყურებდა თვითონაც ეშინოდა რამე არ მოემოქმედებინა რასაც მერე ინანებდა.
-შენ ხმა არ ამოიღო! - საშვენებელი თითი დაუქნია გამაფრთხილებლად, შემდეგ ისევ შვილს მიუბრუნდა. - ათასჯერ გითხარი, აგიხსენი წყნარად რომ ჩემთან შეთანხმებუს გარეშე არაფერი უნდა გააკეთო, მაგრამ წყნარი საუბარი არ გესმის, უნდა მაღრიალო, მაყვირო და ის გამაკეთებინო რაც არ მინდა. ამის მერე… ამის მერე კიდევ ერთხელ რომ განმეორდეს მსგავსი რამ მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ! დაიმახსოვრე! მე მამაშენი ვარ, ჩემს გარეშე ვერცერთ ნაბიჯს ვერ გდადგამ სანამ სრულწლოვანი არ გახდები. არც კი დაუშვა რომ ჩემი ნებართვის გარეშე რამეს გააკეთებ ან სადმე წახვალ! ადრეც გითხარი და ახლაც გეუბნები, მე შენგან მხოლოდ პატივისცემას მოვითხოვ, თავზე დაჯ.ას და ჩემს უპატივცემულობას კიდე არავის ვაპატიებ! იცოდე კიდევ რომ გააკეთო მსგავსი სისულელე ძალიან ბევრს დაკარგავ და ინანებ! წადი ახლა შენს ოთახში და დღეს იქიდან გამოსული არ გნახო!
-თავი დამანებე საერთოდ. - ატირებული გავარდა საძინებლისკენ, ნიკოლოზს რაც ხელში მოხვდა ყველაფერი კედელს მიაფშხვნა, ანა კი გაოცებული იდგა, მიშტერებული უყურებდა ნიკოლოზს და ხმას ვერ იღებდა.
-ამის დედაც მოვტ.ან! - სავარძელს მიარტყა ფეხი, თავის ოთახში შევარდა და კარები ისე ძლიერად მიიჯახუნა კედლებიც კი შეზანზარდა. ანა კი ისევ ერთ ადგილზე იყო გაშეშებული, პირველად ხედავდა ასეთ გაბრაზებულ ნიკოლოზს და დარწმუნებული იყო მეტჯერ ამის ნახვა აღარ სურდა. იცოდა ახლა სიგარეტის და მარტო ყოფნის გარდა არაფერი უშველიდა კაცს, ამიტომ ატირებული სოფის კარზე მიაკაკუნა, ხმა არ გაუცია ბავშვს, ნელა შეაღო კარი და საწოლზე ოთხად მოკეცილი პატარა სხეულიც წამსვე მოხვდა თვალში. ნელა მიუახლოვდა, გვერდზე მიუწვა და თმაზე გადაუსვა ხელი. მაშინვე გადმოტრიალდა სოფი და ხელები მთელი ძალით მოხვია ანას. გაოცებული დაჰყურებდა სხეულზე მიკრულ ბავშვს, მისგან ასეთ მოქმედებას ნამდვილად არ მოელოდა და ვერ ხვდებოდა რატომ იქცეოდა ასე სოფი. ალბათ მის ადგილზე არ მოუნდებოდა მამამისის შეყვარებულთან ურთიერთობა, ჩახუტებაზე ხომ საუბარი ზედმეტია, არც მასთან იცხოვრება, მითუმეტეს სხვა ქალთან ერთად და დედამისს არასდროს დატოვებდა, მაგრამ ისიც იცოდა როგორი იყო სოფის დედა, ნიკოლოზის პირველი ცოლი და რომ დაფიქრდა აღარც უკვირდა მისი საქციელი. ბავშვს სითბო სჭირდებოდა, დედის სითბო, მასთან საუბარი, ანასგან კი ზუსტად ამ სითბოს გრძნობდა. წიკლურსაც სხვა არაფერი უნდოდა. მართალია რუსას ადგილს არასდროს არ დაიკავებდა, მაგრამ ყველანაირად ეცდებოდა ის სიცარიელე ამოევსო იმ პატარა გულში რომ გასჩენოდა.
როდის ჩნდება სიცარიელე. მაშინ როცა ყველაზე ძვირფასი ადამიანი გტოვებს, გღალატობს, ან კვდება, თან მიაქვს ყველა ის გრძნობა რომელიც მის მიმართ გაგაჩნდა და რჩები ყველაფრის გარეშე. ანდაც ის ადამიანი უბრალოდ შენთვის იმ სითბოს გამოყოფას წყვეტს რომლითაც აქამდე გაცოცხლებდა. შემდეგ არ იცი რა გააკეთო მის გარეშე და კარგავ ცხოვრების აზრზს. შეიძლება დროს ნაბიჯი აუწყო, მგომარეობიდან გამოხვიდე, მაგრამ ის სიცარიელე ყოველთვის დაგრჩება გულში როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანისგან თუნდაც ცოტაოდენ სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას ვერ მიიღებ.
სიცარიელეს სხვადასხვა ფორმა აქვს, სხვადასხვანაირად აღწევს ადამიანის გულში და იქამდე იდებს ბინას სანამ არ გამოჩნდება გრძნობა რომელიც მის საჭიროებას გააქრობს.
ანამაც გადაწყვიტა ის გრძნობები შეეტანა სოფის გულში, რომელიც იმ სიცარიელეს მოაშორებდა. ერთი ხელი კისრის ქვეშ ამოუდო, მეორეთი კი თმაზე ეფერებოდა. სოფი ნელ-ნელა წყნარდებოდა, სუნთქვაც უმშვიდდებოდა ანა კი ისევ ფერებას განაგრძობდა.
-საერთოდ აღარ დაველაპარაკები. - ბოლოს ათრთოლებული ხმით თქვა, ანას კი გაეღიმა.
-ასე არ შეიძლება პატარა.
-არ მიყვარს ყვირილი, ვერასდროს ვიტანდი, დედა და მამა რომ ჩხუბობდნენ მე ვტიროდი ხოლმე.
-უბრალოდ გაბრაზდა და თავი ვეღარ გააკონტროლა. მართალია ყვირილი არც მე მიყვარს, მაგრამ როცა ბრაზდები ხანდახან თავის გაკონტროლება გიჭირს. შენ არ გაბრაზებულხარ და არ გიყვირია?
-კი.
-მამაც გაბრაზდა, თან ეპატიება. ხომ იცი რომ ყველაზე ძალიან უყვარხარ, შენზე ღელავს, დარდობს და მაგიტომ განიცდის ყველა დეტალს ასე.
-სანერვიულო რა იყო, ნუცას დედამ წაგვიყვანა.
-ჰო, მაგრამ ეს არასწორია სოფი. შენნაირი მამა არავის ჰყავს, ყველაზე კარგია, ყველაზე მეტად უყვარხარ, ყველაფერს შენთვის აკეთებს და როცა ასე ექცევი გულს სტკენ. ასეთ მამას პატივი უნდა სცე, ეს ნიშნავს რომ დაუჯერო, მისი სიტყვა გაითვალისწინო, არ ეუზრდელო, საქმის ყურში ჩააყენო. ეს მშობლების მიმართ პაცივის ცემაა. ისინი მეტს არაფერს მოითხოვენ შენგან. ამას რომ თავი დავანებოთ, შენი საქციელი მოსაწონი არ არის. ჯერ უნდა გეკითხა ნიკოლოზისთვის, მა შეიძლება წავიდე? ისიც გაგიშვებდა, ასე არ გაბრაზდებოდა და არ გეჩხუბებოდა. მე ყოველთვის ვეკითხებოდი მამას ყველაფერს, ვიცოდი დამთანხმდებოდა, მაგარამ მაინც მის აზრს ვითვალისწინებდი. 17 წლის ვიყავი თმის შეჭრა რომ გადავწყვიტე ძალიან მოკლედ, ჩემი თმა იყო, რასაც მინდოდა იმას ვუზამდი, მაგრამ მაინც ვუთხარი რომ შეჭრა მინდოდა. იმიტომ არ მითქვამს რომ მისგან ნებართვის აღებას ვითხოვდი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მეგრძნობინებინა მისი აზრისადმინ ინტერესი და პატივისცემა. ასეთი რაღაცები აბედნიერებთ მამებს, მათი საჭიროება ყოველთვის უნდა აგრძნობინო საკუთარ ცხოვრებაში, ესეც კი უამრავ წელს მატებს მათ გულებს. მშობლები ძალიან ძვირფასები და საყვარლები არიან პატარა, მე გვიან დავაფასე, რადგან დამლაპარაკებელი არ მყავდა. მათ მოფრთხილება სჭირდებათ, უნდა მოეფერო, ჩაეხუტო. გამოიყენე ეს დრო სანამ გაიზრდები, რადგან მერე ყველაფერი რთულდება. ახლა ნიკო ძალიან დარდობს, სტიკა ის რომ გიყვირა და გაწყენინა, მაგრამ გაბრაზებულიც არის შენს საქციელზე. ამიტომ ჯობია ავდგეთ, მივიდეთ და ბოდიში მოვუხადოთ. რას ფიქრობ? - შუბლზე აკოცა, თავი უკან გასწია და ჩაფიქრებულს მიაჩერდა.
-კარგი. - ცოტა ხნის შემდეგ თქვა, ანას სხეულს მოშორდა, ფეხზე წამოდგა და მასთან ერთად წავიდა მამის საძინებლისკენ. ნიკოლოზი აივანზე იჯდა სიგარეტით ხელში, განათებულ ქალაქს დაჰყურებდა შუშის მოაჯირებიდან. გაიგო ფეხის ნაბიჯები, რომლებიც უფრო და უფრო უახლოვდებოდა, მაგრამ არ მიტრიალებულა.
-მამიკო, რაღაც უნდა გითხრათ. - აივანზე გავიდა, თავ ჩახრილი სოფი წინ დაიყენა და წარბ შეკრულ ნიკოლოზს მიაჩერდა.
-ბოდიში, აღარ ვიზამ ეგრე. - დამორცხვილმა უთხრა, თან თითებს ერთმანეთს უჭერდა.
-მოდი მაშინ მაკოცე და ჩამეხუტე. - გაეღიმა, ხელები გაშალა და გახარებული სოფიც მალე მიეკრო სხეულზე. - აღარ გამაბრაზო, არ მიყვარს რომ გიყვირი. - ყელში აკოცა, თან ცოტახანს იქვე ჩარგო ცხვირი.
-არც მე მიყვარს და აღარ გაგაბრაზებ. - ლოყაზე აკოცა და ნიკოლოზიც უფრო გაახარა.
-მიდი ახლა დაიძინე. - შუბლზე მიაკრო ტუჩები, შვილის სხეული თავისი მუხლებიდან წამოაგდო, თვითონაც წამოდგა, თან იქვე მდგომ მომღიმარ ანას შეხედა.
-ძილი ნებისა. - წელზე მოხვია ხელები წიკლაურს, ქვევიდან ახედა, ანამ კი ლოყაზე აკოცა.
-ტკბილი ძილი… როცა დაგჭირდები ყოველთვის დამელაპარაკე. - ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა, სოფიმაც თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა.
მომღიმარი მიუახლოვდა ანა მოაჯირზე იდაყვებით დაყრდნობილ ნიკოლოზს, ხელები მუცელზე შემოხვია, ხერხემალზე აკოცა, მერე შუბლი იქვე მიაბჯინა.
-მადლობა. - ანას თითებში ახლართა თავისები და მტევანზე ეამბორა.
-მე უბრალოდ ავუხსენი ყველაფერი, გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. ასე რომ მადლობა საჭირო არაა.
-ანა. - მისკენ შებრუნდა, ბრჭყვიალა თვალებში ჩახედა, თან სხეულზე აიკრო.
-გისმენ. - მხრებზე დაალაგა მკლავები, თითისწვერებზე აწეულმა ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა, თან მის ნაცრისფერებს არ აშორებდა თვალს რომლებიც იმ წუთებში მთვარეს ჰგავდა.
-გადმოდი ჩემთან.
-არა. - არც დაფიქრებულა ისე გასცა პასუხი, ნიკოლოზმა წამსვე წარბები შეკრა და ანას ტუჩებს დააკვირდა.
-რატომ?
-ბევრი მიზეზია.
-მაინც? - ცდუნებას ვერ გაუძლო, მაინც შეუცურა თითები კეფაზე და ტუჩებზე აკოცა.
-მინდა გენატრებოდე.
-ჰოო?
-ჰო.
-მინდა სულ ჩემთან იყო. შენს გაშვებას არ ვაპირებ. - ხელი გადახვია, შიგნით შევიდა, აივნის კარი მიხურა, მაშინვე ქალის სხეულის სამოსისგან განთავისუფლებას შეუდგა, მოკისკისეს კოცნიდა, თან მაისურს ხდიდა. შემდეგ მისი სახე მოიქცია ხელის გულებში ანამ და თვითონ დაეპატრონა საყვარელი კაცის საყვარელ ტუჩებს, ნიკოლოზმა კი თავისუფალი ხელით მუქი ფარდით დიდი ფანჯრები დაფარა.
***

ოთხი წელი იყო მას შემდეგ გასული რაც ნიკოლზმა სიცარიელე მთლიანად შეივსო ანას დამსახურებით. უფრო მოსიყვარულე გახდა, მაგრამ ძველ ჩვევებს არ ივიწყებდა. მიუხედავად იმისა რომ ნიკოლოზთან ცხოვრობდა, ხელს მაინც არ აწერდა კაცთან, ბოლოს მისი სიჯიუტით ნერვებ მოშლილმა მენაბდემ ხელი მოკიდა, ეკლესიაში წაიყვანა და ჯვარი დაიწერა, ისე რომ მისთვის აზრი არც უკითხავს, მაგრამ დარწმუნებული იყო წინააღნდეგი არ იქნებოდა ანა.
-ანდრიამ მომწერა, აქ ვარ, ჩამოდი ცოტა ხანიო. - ხმამაღლა ამოიკითხა შეტყობინება და სამზარეულოს ზედაპირზე დაყრდნობილმა ანას ახედა რომელიც ჯამში მოთავსებულ ოდნავ სქელ მასაში ფქვილს ნელ-ნელა ყრიდა, თან ხის კოვზით ურევდა.
-მერე რას ელოდები?
-მამა?
-ჩადი მე ვეტყვი რომ მაღაზიაში გაგიშვი, თან ცოტა გაისეირნეთ, ფული თუ გაავს ვანილი წამომიღე ბარემ. - თვალი ჩაუკრა ყურებამდე გაკრეჭილს, სიხარულისგან ყველა კბილი რომ გამოეჩინა.
-საუკეთესო ხარ. - ლოყაზე აკოცა, შემდეგ იქვე მარმარილოზე შემომჯდარ პატარა ძმას დაუკოცნა ლოყები და მომზადების გარეშე გავარდა სახლიდან. ყოველთვის ლამაზი იყო, წლებთან ერთად კი უფრო ლამაზდებოდა. ბოლო დროს ჭორფლებიც ემჩნეოდა ლამაზ სახეზე და გამუდმებით წუწუნებდა, ანა კი ამშვიდებდა იმით რომ უფრო ალამაზებდა და ძალიან უხდებოდა.
-ანდლი ვინაა. - წარბ შეკრულმა ჰკითხა სულ პატარა მენაბდემ, ანამ კი გაოცებულმა შეხედა შვილს. ცოტახანს მიშტერებული უყურებდა ბავშვს, რომელიც იმ დროს სასწაულად ჰგავდა ნიკოლოზს და კიდე ვერ იჯერებდა რომ ორ წელ ნახევრის შვილისგან ეს სიტყვები ესმოდა.
-სოფის მეგობარი დე.
-მე ალ მომწონს. - ისევ წარბ შეკრულმა ჩაიბურტყუნა, ანამ კი შუბლზე აკოცა.
-ასე არ შეიძლება, სოფის ყველა მეგობარი უნდა მოგწონდეს, ჩემიც და მამიკოსიც. რომ გაიზრდები შენც გეყოლება და სოფის რომ არ მოეწონოს მერე?
-ალა! - თავის ქნებით მკაცი უარი განაცხადა ანას კი თვალები შუბლზე აუვიდა.
-რას აკეთებ? - უკნიდან მოეხვია წელს ზემოთ შიშველი ნიკოლოზი, სხეულზე დამაგრებული წინსაფარის ქვეშ შეუცურა ხელი, მუცელზე მოეფერა, შემდეგ მკერდთან მისულმა თითები მოუჭირა, კისერზე მიაკრო ტუჩები და ანას აჩქარებული გულის ცემაც იგრძნო.
-ტორტს. - ნიკოლოზისკენ შეატრიალა თავი და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
-ორი დღეა წესიერად არ გინახივარ და იმის მაგივრად რომ ჩამეხუტო, მომეფერო და მასიამოვნო ტორტს აკეთებ. - ბურტყუნით თქვა, თან ყელზე მიაწება სველი ტუჩები.
-დემეტრეს თუ დააძინებ ყველაფერს შეგისრულებ და ნებას მოგცემ ის გააკეთო რაც მოგინდება. - ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში, ანთებულ ნაცრისფერებში ჩახედა და მაშინვე მიხვდა რაც ელოდა. უკვე იმდენად ჰყავდა შესწავლილი ყველა მისი მომავალი მოქმედება ზეპირად იცოდა.
-შენ რას აკეთებ აქ მამი? - წამებში მოაშორა ხელები ანას, შვილი ხელში აიყვანა და ყელში აკოცა.
-დედამ თამაში ალაო. - კისერზე მოხვია ხელი, თან პატარა ტუჩები წინ გამოსწია და ისე ჩაიბურტყუნა.
-ეგ როგორ გითხრა მა, აი დედას. - უკანალზე მიარტყა ხელი ანას, ის კი შეხდა და თვალებ გაფართოვებულმა გამოხედა ეშმაკურად მომღიმარ მენაბდეს. - წავიდეთ ჩვენ ვითამაშოთ. - მოკისკისე შვილთან ერთად გავიდა სამზარეულოდან, ანამ კი მასა რომელიც ტორტის ფორმაში ჩაასხა ღუმელში შედგა და იქაურობის ალაგებას შეუდგა. შემდეგ კრემის გაკეთებაზე გადავიდა. - სოფი სად არის? - სამზარეულოში შესული მოჭუტული თვალებით დააკვირდა ანას, თანს სიგარეტს მოუკიდა.
-მაღაზიაში გავუშვი, ვანილის ამოსატანად.
-როდის გაუშვი?
-წეღან. - არ შეუხედავს მენაბდესთვის ისე თქვა, ნიკოლოზი კი ფანჯარასთან მივიდა, სწრაფად გამოაღო და ქვევით გადაიხედა.
-როდის წეღან.
-დემე რომ დასაძინებლად შეიყვანე ცოტახანში. - მომღიმარმა გაუსწორა თვალი, შემდეგ ისევ თქვეფას შეუდგა.
-და აქამდე სად არის?
-რაზე ფიქრობ? - გამორთული მიქსერი იქვე დადო, ფანჯარაზე გადაყუდებულ ნიკოლოზს ზურგზე აეკრა, თან შიშველ ხერხემალზე აკოცა.
-შენ კრემს მიხედე. - არ განძრეულა ისე თქვა, თან ქვევით იყურებოდა. - ვანილი ხომ გაქვს?
-თხევადი მაქვს და არ მომწონს.
-იმის გამო რომ სოფის ხელს აფარებ, შენ დაისჯები ანა.
-რეებს იგონებ ნიკო, მგონი მოლანდებები დაგეწყო… რას უყურებ მანდ.
-არაფერს. - სიგარეტი რაფაზე მოთავსებულ საფერფლეში ჩააჭყ.ლიყა, შემდეგ ფანჯარა დაკეტა, ანასკენ შებრუნდა და მენჯებზე ჩავლებული ხელებით სწრაფად შემოსვა მარმარილოს ზედაპირზე.
-რას აკეთებ?
-სოფი ჯერ არ მოვა, მიზეზს მერე გავარკვევ, ახლა მჭირდები, ნელ-ნელა ვბრაზდები, ყვირილი კიდე არ მინდა. - სწრაფად შეუხსნა შორტის ღილები და უკვე ნაჭრის მოშორებას აპირებდა სოფის ხმა რომ შემოესმა და წამსვე შეუკრა, თან ძირს ჩამოსვა.
-მოვედიი და მთლიანი კოლოფი მოგიტანე, მგონი შიგნით ოცდაათიცალია. - პარკი მაგიდაზე დადო და წარბ შეკრულ მამას ახედა. - რა?
-მოდი. - ხელი დაუქნია, სოფიც დაბნეული მიუახლოვდა მამას, მის წინ დადგა, თვალი კი ანასკენ გააპარა. მისი მომღიმარი სახის დანახვაზე მიხვდა რომ არაფერი იყო საშიში და ცოტა დამშვიდდა. - იცი ცამეტი წლის ვიყავი პირველად გოგოს რომ ვაკოცე, სხვათაშორის ძალიან კარგად გამომივიდა მიუხედავად იმისა რომ პირველი იყო.
-რეებს უყვები…
-არაფერი თქვა. - ისე უთხრა ანას არც შეუხედავს, ისევ ქალიშვილის დაბნეულ სახეს უყურებდა. - პირველად მაშინ შევატყე როგორ დაუსივდა ტუჩები. მაგის შემდეგ ძალიან ბევრის შესიებული ტუჩები მინახავს, ანასაც უსივდება ხოლმე. - ნიკაპზე მოკიდა თითები, ცერი ქვედა ტუჩზე გადაატარა, სოფისთან სახე ახლოს მისწია და თვალებში ჩააშტერდა. - რამის თქმა ხომ არ გინდა, ისეთის რაც უნდა ვიცოდე. - გამომცდელად აკვირდებოდა ათრთოლებულ ქალიშვილს და უკვე იცოდა რაც ხდებოდა.
-მა…
-უბრალოდ პასუხი გამეცი. კი ან არა.
-კი. - ლოყებ შეფარკლულმა თვალები დახარა, ნიკოლოზიც მოშორდა. იქვე სკამზე ჩამოჯდა და ქალიშვილი შეათვალიერა.
-დაჯექი. - თავით ანიშნა სკამზე, ისიც მამის ნებას დაჰყვა, თან გაოცებულ ანას შეხედა. - ახლა მომიყევი.
-ჩემს დაბადების დღეზე ანდრიამ მითხრა რომ ვუყვარდი დაა… მაგის მერე ერთად ვართ. - ტუჩები მოკუმა და ბრაზისგან თვალებ ანთებულ მამას ისე მიაჩერდა პასუხის მოლოდინში.
-შენ იცოდი არა? - მაშინვე შეხედა ქალს რომელიც კრემში ვანილს ყრიდა.
-მე ვუთხარი რომ შენთვის არ ეთქვა ჯერ. - ანას დაასწრო პასუხის გაცემა, ნიკოლოზმაც ისევ მასზე გადაიტანა მზერა.
-და რატომ, მე რას მიმალავ?
-მეგონა გაბრაზდებოდი.
-მე შენთვის სიყვარული არასდრო დამიშლია! ახლა კი ვბრაზდები!
-გაბრაზდი თუ გინდა. თექვსმეტი წლის ვარ, ანდრია მიყვარს და მასთან ერთად ვარ. ვერ გითხარი იმიტომ რომ მამა ხარ, არ ვიცოდი როგორი რეაქცია გექნებოდა. ვაპირებდი თქმას, მაგრამ ვერ გითხარი. - წყნარად ჩაილაპარაკა, ნიკოლოზი კი უყურებდა და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა.
-ჯანდაბა. - სახეზე ჩამოისვა ხელი, ცოტახანი უყურა ქალიშვილს, ბოლოს ფეხზე წამოდგა და საძინებელისკენ დაიძრა.
-რა ვქნა?
-შენ არაფერი. შენ ხომ უთხარი რაც სათქმელი იყო, დანარჩენს თვითონ გაიაზრებს. - სხეულზე მიკრულს თვითონაც მოხვია ხელები. უკვე შეჩვეული იყო სოფის მსგაცს ქცევას. ისე თბილად ეხუტებოდა ხოლმე ანა მთლიანად თბებოდა და მისი სიყვარული სოფისადმი უფრო და უფრო იზრდებოდა.
-მიხარია რომ მყავხარ. დედაჩემს ჩემი გრძნობები კი არა მეც აღარ ვაინტერესებ მგონი.
-რამდენჯერ გითხარი დედაშენზე ჩემთან ნუ საუბრობთქო.
-აბა ვისთან ვისაუბრო? შენ ხარ ის ვისთანაც ყველაფერი შემიძლია ვთქვა.
-ნახე შენი ძმა?
-კი და ისე თბილად ექცეოდა დედა მგონი მართლა უყვარს. ისიც რომ მხედავს სულ მიღიმის, ლამის შევჭამო.
-თავისი შვილი ყველას უყვარს. შენც ძალიან უყვარხარ, უბრალოდ არ არის იმ ტიპის ქალი რომ შვილს დაუჯდეს და ცხოვრებისეულ თემაზე ესაუბროს.
-მაგიტომ ვამბობ, მიხარია რომ მყავხარ.
-მეც ძალიან მიხარია. - ლოყაზე აკოცა, შენდეგ შუბლზე. - ანდრიას უთხარი ასე აღარ გაკოცოს თორემ ნიკოლოზი გამიგიჟდება, ან აღარ დაენახო.
-აღარ დავენახები. - სიცილით თქვა, შემდეგ ანა სამზარეულოში დატოვა. ტორტის მორთვას რომ მორჩა მხოლოდ მაშინ შევიდა საძინებელში, ხელში სანაყინე ეჭირა, თან ნაყინს მიირთმევდა, თან საწოლზე ზურგზე მწოლ ნიკოლოსზს უახლოვდებოდა. მალე ლოგინზე ასული მუცელზე გადააჯდა ჩაფიქრებულ კაცს და მისი ყურადღებაც მიიქცია.
-ნუ ნერვიულობ. ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვიძლია ნდობის გარდა. ორივეს უნდა ვენდოთ და მივცეთ ერთად ყოფნის საშუალება.
-შენ დამიმალე რომ ჩემს ქალიშვილს შეყვარებული ჰყავს.
-ანდროს ვიცნობ, შესანიშნავი პიროვნებაა. უცხო რომ ყოფილიყო გეტყოდი. - ნაყინიანი კოვზი მკერდის ძვლიდან ჭიპამდე ჩამოატარა. ნიკოლოზს კი სუნთქვა შეეკრა სიცივის შეგრძნებისას. - მოდუნდი ჩემო სიცოცხლე, ყველაფერი კარგად იქნება. თან მე ყველაფერს ვაკონტროლებ. - ნაყინი ტუმბოზე დადო, თვითონ კი ენით მოაშორა ნაყინი სხეულიდან და იგრძნო როგორ გასცრა სხეულში კაცს.
-შენს გარეშე… - წინადადება ანას ტუჩებმა გააწყვეტინეს, ნიკოლოზმაც ქვევიდან მოიქცია და რამდენიმე წამით დატოვა ქალის ტუჩები მარტო. - არაფრის წარმოდგენა არ მინდა შენ გარეშე. - ისევ აკოცა, შემდეგ წამებში გააშიშვლა და ისევ დაიწყო საყვარელი სხეულის თავიდან შესწავლა.

აივნის კართან მდგომი სიგარეტს ეწეოდა, თან სავსე მთვარეს უყურებდა. რამდენიმე წამით საწოლში მწოლ მძინარე ქალს შეხედა, რომელსაც შიშველი ზურგი მთლიანად მოუჩანდა და მშვიდად ფშვინავდა, მერე კი ისევ მთვარეს მიაბყრო მისივე ფერის თვალე. სიცარიელე გამქრალიყო, მაგრამ არა სამუდამოდ. დაბრუნდებოდა მაშინ თუ ანა აღარ იქნებოდა მის ცხოვრებაში, ნიკოლოზმა კი ზუსტად იცოდა ეს არასდროს მოხდებოდა. მთავარი იყო ანა გვერდით ჰყოლოდა, დანარჩენს კი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ფთხილად მიუწვა გვერდზე, ყელთან ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია, ნაზად აკოცა, თან მისი სურნელიც შეისუნთქა. ანა მისკენ მიიწია, ნახევარი სხეულით ზევიდან მოექცა, თავი მკერდზე დაადო, მკლავი კი წელზე მოხვია. გაეღიმა მენაბდეს, თითები თმებზე გადაატარა, ბოლოს კი მის ფერებაში ჩაეძინა.



№1  offline წევრი Margo Tokyo

რა ვთქვა?!
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან დაიხვეწე, სულ სხვა ლეველზე გადახვედი და გამართული, ძალიან სასიამოვნო ისტორია შექმენი.
მიხარია რომ კარგად ხარ და დაბრუნდი, იმედია არ დაიკარგები, ვფიქრობ, წერის მხრივ ბევრად მეტსაც გააკეთებ მომავალში<33
პ.ს აქამდეც მითქვამს რომ მხოლოდ რამდენიმე ავტორის გამო შემოვდივარ, ერთ-ერთი შენ ხარ

 


№2  offline მოდერი painter1

Margo Tokyo
რა ვთქვა?!
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან დაიხვეწე, სულ სხვა ლეველზე გადახვედი და გამართული, ძალიან სასიამოვნო ისტორია შექმენი.
მიხარია რომ კარგად ხარ და დაბრუნდი, იმედია არ დაიკარგები, ვფიქრობ, წერის მხრივ ბევრად მეტსაც გააკეთებ მომავალში<33
პ.ს აქამდეც მითქვამს რომ მხოლოდ რამდენიმე ავტორის გამო შემოვდივარ, ერთ-ერთი შენ ხარ

მიხარია რომ მოგეწონა ^^
დაკარგვას არ ვაპირებ, დავბრუნდები მალე, მეტი საქმე მაინც არ მაქვს.
მაბედნიერებს ამის მოსმენა, შენ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მკითხველიხარ და შენი კომენტარის დანახვა ყოველთვის მახარებს❤️

 


№3 სტუმარი ნია

მალე დაბრუნდი რაა მომენატრა შენი ისტორიები

 


№4  offline მოდერი painter1

ნია
მალე დაბრუნდი რაა მომენატრა შენი ისტორიები

ვეცდებიი❤️

 


№5 სტუმარი ana

ლოდინად რომ ღირდაა აი ისეთი ისტორიაა
მარატლა თამამად შემოძლია თქმა რომ ამ საიტზე დიდიხანია ესე არ მისიამოვმოა ისტორიით და ზოგადა მომწონს შენი ისტორიები
მართლა ღირდა ამდენი ხანი ლოდინი,თან არასდროს არ ვწერდი კომენტარს და ესე მორჩილად გელოდებოდი
რაღაცნაირი განწოყობა დამიტოვაა ისტორიამ,არ მინდოდა დამთავრებილიყო
არ ვიცი მარტო მე მინდა თუ სხვებიც ესე ფიქრობენ,სიამოვნებით წავიკითხავდი სოფია და ანდრეას ისტორიასაც ცალკე
მოკლედ გელოდები მალე დაბრუნდი <3
და კიდევ აშკარად ბევრად კარგად წერ როცა არსად არ გეჩქარება და ათასი კაცი არ გაიხულებს მალე დადებას,ასერომ თუ ჩემ რვებას გაითვალისწინებ ჯობია ისტორია დაამთავრო და მერე დადო <3

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან კარგი იყო, თბილი,ტკბილი საყვარელი.გელოდებით ახალი ისტორიით,გაგვიხალისე ეს მძიმე დღეები შენი ისტორიებით

 


№7  offline წევრი LITTL3LON3LYSOUL

გამარჯობა Painter.
მოდი პის დაგიძახებ ;დდ უცნაურია არა ცოტა? მაგრამ მე მომწონს ხოდა მოკლედ.

სანამ დაიკარგებოდი რამდენიმე თავი გედო და ყველა წავიკითხე, ახლა კი გამიხარდა სრულად რომ ვნახე.

ძალიან კარგი იყო. შევიგრძენი ყველაფერი. სიხარული, იმედგაცრუება, ტკივილი, სიცარიელე... ეს წყეული სიცარიელე რომელმაც მეც მომიცვა დიდი ხანია.

ვისიამოვნე ნიკოლოზის და ანას კინკლაობით ;დდ. მსიამოვნებდა მათი ურთიერთობა.

გიგას გაცნობის მომენტი რომ იყო მაგაზე ვიხალისე, როგორ გააცნო თავი გიგამ ;დდ


ბავშვის დაკარგვამ მატკინა გული. საშინლად რთულია. მაგრამ ამ საშინლად რთულზე რთული მაშინაა როდესაც გვერდით არავინ გყავს რომ ამხელა ტკივილი ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოს. ანას კი გაუმართლა.

ძალიან ბევრს ვილაპარაკებდი, უბრალლოდ გაბრუებული ვარ, კითხვის დროს იმდენი აზრი გამიჩნდა რომ სანამ ბოლომდე ჩამოვედი მავიწყდებოდა, რადგან სრულად გქონდა უკვე დადებული.

მომავალ შეხვედრამდე პი <3 ახალ ისტორიას რომ დაიწყებ იქ უფრო კარგად დავიცლები :* <3

 


№8 სტუმარი Evaa

ფეინთერ<3 პირველ რიგში მიხარია რომ დაბრუნდი ძალიან მენატრებიდი!იცი სანამ დაბრუნდებოდი შენს ძველ ნამუშევრებს ვკითხულობდი და ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ არ შემიძლია არ ავღნიშნო შენი ზრდა!აშკარად ჩამოყალიბდა წერის სტილი რაც ძალიან მახარებს!მომწონს შენი ისტორიები და მაბედნიერებს შენი ნიკის დანახვა<3ნუ ანაზე და ნიკოლოზზე ვგიჟდები მომეწონა თხუთმეტი წყვილი რომ არ გყავდა და წინა პლანზე ის ორი რომ იყო<3 არ გაჩერდე და ესე გააგრძელე!<3<3

 


№9 სტუმარი სტუმარი სალომე

დიდი ხანი მინდოდა რამე საინტერესოს წაკითხვა შემოვდიოდი,თუმცა არაფერი საინტერესო)დღეს კი დამხვდა შენი ისტორია და დავიკმაყოფილე ამდენი ხნის სურვილი და მადლობა შენ ამისთვის)ძალიან კარგი ისტორიააა ნიკოლოზი უჰჰჰ საოცრება და რა თქმა უნდა,ანა ქალი სინაზე ))მინდა რომ მალე დაბრუნდე და გაგვახარო შენი მკითხველი ასეთი ისტორიებით)წარმატებები❤️

 


№10  offline მოდერი painter1

ana
ლოდინად რომ ღირდაა აი ისეთი ისტორიაა
მარატლა თამამად შემოძლია თქმა რომ ამ საიტზე დიდიხანია ესე არ მისიამოვმოა ისტორიით და ზოგადა მომწონს შენი ისტორიები
მართლა ღირდა ამდენი ხანი ლოდინი,თან არასდროს არ ვწერდი კომენტარს და ესე მორჩილად გელოდებოდი
რაღაცნაირი განწოყობა დამიტოვაა ისტორიამ,არ მინდოდა დამთავრებილიყო
არ ვიცი მარტო მე მინდა თუ სხვებიც ესე ფიქრობენ,სიამოვნებით წავიკითხავდი სოფია და ანდრეას ისტორიასაც ცალკე
მოკლედ გელოდები მალე დაბრუნდი <3
და კიდევ აშკარად ბევრად კარგად წერ როცა არსად არ გეჩქარება და ათასი კაცი არ გაიხულებს მალე დადებას,ასერომ თუ ჩემ რვებას გაითვალისწინებ ჯობია ისტორია დაამთავრო და მერე დადო <3

ძალიან მიხარია ასე რომ მოგეწონა ^^ მიხარია რომ მელოდი, და ჰო, მართალია, ბევრად უკეთ ვწერ როცა არსად მეჩქარება ^^
მადლობაა❤️

სტუმარი მაკო
ძალიან კარგი იყო, თბილი,ტკბილი საყვარელი.გელოდებით ახალი ისტორიით,გაგვიხალისე ეს მძიმე დღეები შენი ისტორიებით

ვეცდები ჩემი თავიც გავახალისო და თქვენც ❤️❤️

LITTL3LON3LYSOUL
გამარჯობა Painter.
მოდი პის დაგიძახებ ;დდ უცნაურია არა ცოტა? მაგრამ მე მომწონს ხოდა მოკლედ.

სანამ დაიკარგებოდი რამდენიმე თავი გედო და ყველა წავიკითხე, ახლა კი გამიხარდა სრულად რომ ვნახე.

ძალიან კარგი იყო. შევიგრძენი ყველაფერი. სიხარული, იმედგაცრუება, ტკივილი, სიცარიელე... ეს წყეული სიცარიელე რომელმაც მეც მომიცვა დიდი ხანია.

ვისიამოვნე ნიკოლოზის და ანას კინკლაობით ;დდ. მსიამოვნებდა მათი ურთიერთობა.

გიგას გაცნობის მომენტი რომ იყო მაგაზე ვიხალისე, როგორ გააცნო თავი გიგამ ;დდ


ბავშვის დაკარგვამ მატკინა გული. საშინლად რთულია. მაგრამ ამ საშინლად რთულზე რთული მაშინაა როდესაც გვერდით არავინ გყავს რომ ამხელა ტკივილი ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოს. ანას კი გაუმართლა.

ძალიან ბევრს ვილაპარაკებდი, უბრალლოდ გაბრუებული ვარ, კითხვის დროს იმდენი აზრი გამიჩნდა რომ სანამ ბოლომდე ჩამოვედი მავიწყდებოდა, რადგან სრულად გქონდა უკვე დადებული.

მომავალ შეხვედრამდე პი <3 ახალ ისტორიას რომ დაიწყებ იქ უფრო კარგად დავიცლები :* <3

პი? ძალიან მომწონს ^^
ვიფიქრე რომ ამ ისტორიის თავებად დადება წამება იქნებოდა და ამიტომ გადავწყვიტე პირდაპირ დამედო(ბევრი შეკითხვისგანაც ავირიდე თავი ^^ :დ)
ჰო, მგონი შედარებით უკეთ წარმოვაჩინე სიცარიელე და მიხარია თუ გამომივიდა.
ვეცდები მალე დავბრუნდე და მეც დაგელოდები შემდეგ ისტორიაზე ❤️
შეხვედრამდე ❤️

Evaa
ფეინთერ<3 პირველ რიგში მიხარია რომ დაბრუნდი ძალიან მენატრებიდი!იცი სანამ დაბრუნდებოდი შენს ძველ ნამუშევრებს ვკითხულობდი და ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ არ შემიძლია არ ავღნიშნო შენი ზრდა!აშკარად ჩამოყალიბდა წერის სტილი რაც ძალიან მახარებს!მომწონს შენი ისტორიები და მაბედნიერებს შენი ნიკის დანახვა<3ნუ ანაზე და ნიკოლოზზე ვგიჟდები მომეწონა თხუთმეტი წყვილი რომ არ გყავდა და წინა პლანზე ის ორი რომ იყო<3 არ გაჩერდე და ესე გააგრძელე!<3<3

არ დაგიმალავ, გამეცინა თხუთმეტ წყვილზე :დ
ამ ისტორიაში არანაირი სურვილი არ მწონდა ზედმეტი ხალხის ჩარევის, ნიკოლოზი და ანა იყვნენ მხოლოდ ნიკოლოზის სიცარიელით.
ძალიან მახარებს ასე რომ ფიქრობ, უფრო დიდი სტიმული მეძლევა ❤️ მადლობა❤️

სტუმარი სალომე
დიდი ხანი მინდოდა რამე საინტერესოს წაკითხვა შემოვდიოდი,თუმცა არაფერი საინტერესო)დღეს კი დამხვდა შენი ისტორია და დავიკმაყოფილე ამდენი ხნის სურვილი და მადლობა შენ ამისთვის)ძალიან კარგი ისტორიააა ნიკოლოზი უჰჰჰ საოცრება და რა თქმა უნდა,ანა ქალი სინაზე ))მინდა რომ მალე დაბრუნდე და გაგვახარო შენი მკითხველი ასეთი ისტორიებით)წარმატებები❤️

დიდი მადლობა სალი ^^ ბედნიერი ვარ ასეთი მკითხველი რომ მყავს ❤️
ვეცდები მალე დავბრუნდე და მოწყენის საშუალება არ მოგცეთ❤️

 


№11  offline წევრი დარინა

აი ძალიან ძალიან გამიხარდა რომ დაბრუნდი და კარგად ხარ, რადგან შენთან ისეთი სიტუაციაა ვნერვიულობდი, ყოველთვის მიყვარს სრულად დადებული ისტორიები რადგან სულ სხვანაირი ემოციებით ვკითხულობ და დიდხან მიმყვება შემდეგ ის ზღვა ემოციები რომელიც კითხვის მომენტში მეუფლებაა, აი ხომ იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს შენს მიმართ მიხარია ამ საიტზე რომ მოხვედი და მე ყოველშემთხვევაში მილამაზე ძალიან ბევრ წამებს, ხო რაც შეეხება ისტორიას თავიდან ნიკოლოზზე აღრენილი ვიყავიი თან დამპირდი წინა ისტორიის მერე შემდეგში მთავარ პერსონაჟს მოგაწონებოო და ეს შეძელიი, თავიდან აი რაღაცნაირად ვუბრაზდებოდი ნიკოლოზს, მაგრამ აი არის მომენტები მართლაც რომ არაფერი გახალისებს და ცხოვრების აზრიც დაკარგული გაქვს და იმდენად ცარიელი ხარ შინაგანად აღარ გგონია რომ ამ ყველაფერს თავს თუ დააღწევ, მე თავიდანაც ვგიჟდებოდი ანაზეე ზუსტად ისეთი ძლიერი იყო რომელიც ამ ცარიელ ადამიანს ჭკუაზე მოიყვანდაა, ბავშვის ამბავიც მეც ანასაცით მეტკინა, მაგრამ მხოლოდ იმაში ვერ ვეთანხმები რომ ამ დროს გაქცევა გამოსავალია, არ ვიცი ალბათ არიან ასეთი კატეგორიები მაგრამ მაინც, მიხარია რომ ეს წყვილი შედგა და ყველაფერი ისე დამთავრდა როგორც უნდა დამთავრებულიყოო რა ვქნა მე ვგიჟდები ბედნიერ დასასრულებზეე, კარგი გოგო ხარ და იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით. წარმატებები და იმედია შენსკენ ყველაფერი კარგად იქნებაა.

 


№12 სტუმარი ana.

აი მთელი დღეა ვკითხულობ და კიდევ რომ გაგრძელებულიყო არ მომწონდებოდა. ძალიან ძლაიან მაგარი გოგო ხარდ ა ძალაინ მაგარ ისტორიებს წერ.
გელოდი და ველოდებოდი ისტორიას როდის გააგრძელებდი... არც მინანია ამდენი ლოდინი. სასწაული რაღაც დაწერე მთელი დღეა გული სიხარულით მაქვს სავსე შენს გამო. და ძალიან დიდი მადლობა ამის გამო. დღე გამილამაზე და გამიბედნიერე.
ერთ ერთი ძალიან მაგარი ავტორი ხარ ამ საიტზე . იმედი მაქვს მალე გამოჩნდები ახალი ისტორიით. მე სულ სიამოვნებით წვაიკითხავ შენს ისტორიებს.
ისეთი გოგო ხარ სულ უნდა წერო. მადლობა დღევანდელი დღისთვის.

 


№13  offline წევრი Veronika

როგორ გელოდებოდი ❤️
არ შემიძლია არ აღვნიშნო შენი ზრდა და დახვეწილობა.
არ ვიცი რა პრობლემები გაქ, იმედია უკვე მოაგვარე, უბრალოდ იცოდე რომ, რაც არ უნდა იყოს ყველაფერი კარგად იქნება❤️

 


№14  offline მოდერი painter1

დარინა
აი ძალიან ძალიან გამიხარდა რომ დაბრუნდი და კარგად ხარ, რადგან შენთან ისეთი სიტუაციაა ვნერვიულობდი, ყოველთვის მიყვარს სრულად დადებული ისტორიები რადგან სულ სხვანაირი ემოციებით ვკითხულობ და დიდხან მიმყვება შემდეგ ის ზღვა ემოციები რომელიც კითხვის მომენტში მეუფლებაა, აი ხომ იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს შენს მიმართ მიხარია ამ საიტზე რომ მოხვედი და მე ყოველშემთხვევაში მილამაზე ძალიან ბევრ წამებს, ხო რაც შეეხება ისტორიას თავიდან ნიკოლოზზე აღრენილი ვიყავიი თან დამპირდი წინა ისტორიის მერე შემდეგში მთავარ პერსონაჟს მოგაწონებოო და ეს შეძელიი, თავიდან აი რაღაცნაირად ვუბრაზდებოდი ნიკოლოზს, მაგრამ აი არის მომენტები მართლაც რომ არაფერი გახალისებს და ცხოვრების აზრიც დაკარგული გაქვს და იმდენად ცარიელი ხარ შინაგანად აღარ გგონია რომ ამ ყველაფერს თავს თუ დააღწევ, მე თავიდანაც ვგიჟდებოდი ანაზეე ზუსტად ისეთი ძლიერი იყო რომელიც ამ ცარიელ ადამიანს ჭკუაზე მოიყვანდაა, ბავშვის ამბავიც მეც ანასაცით მეტკინა, მაგრამ მხოლოდ იმაში ვერ ვეთანხმები რომ ამ დროს გაქცევა გამოსავალია, არ ვიცი ალბათ არიან ასეთი კატეგორიები მაგრამ მაინც, მიხარია რომ ეს წყვილი შედგა და ყველაფერი ისე დამთავრდა როგორც უნდა დამთავრებულიყოო რა ვქნა მე ვგიჟდები ბედნიერ დასასრულებზეე, კარგი გოგო ხარ და იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით. წარმატებები და იმედია შენსკენ ყველაფერი კარგად იქნებაა.

ნუ ღელავ, ჩემი თავი ისე მიყვარს ეზოში რომ გავდივარ და რამეს შევეხები სახლში შესული მაშინვე ყველაფერს ვიწმინდავ :დ^^
მართაია აქ ყოველ დღე დაღუპულთა რიცხვი ათასამდე ადის და ამერიკა დღეს დღეობით ცუდ მდგომარეობაშია. ასე მგონია უკვე ჰაერიც კი დავირუსებულია.
კი, არის მომენტები როცა აღარაფერი გაინტერესებს, აზრს კარგავ და უბრალოდ ცარიელი სხეულით არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვს.
ანას რაც შეეხება, ვფიქრობ ეს სიტუაცია ყველას სხვადასხვანაირად გადააქვს. ეს სიუჟეტი, ანუ ბავშვის დაკარგვა და მისის წასვლა კი იმისთვის მჭირდებოდა რომ ნიკოლოზისთვის ყველაფერი აშკარა გამეხადა.
მიხარიაა რომ შევძელი ნიკოლოზის მოწონება და “მაგრამ”-ს არ იძახი. :დ
ვეცდები მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით❤️❤️

ana.
აი მთელი დღეა ვკითხულობ და კიდევ რომ გაგრძელებულიყო არ მომწონდებოდა. ძალიან ძლაიან მაგარი გოგო ხარდ ა ძალაინ მაგარ ისტორიებს წერ.
გელოდი და ველოდებოდი ისტორიას როდის გააგრძელებდი... არც მინანია ამდენი ლოდინი. სასწაული რაღაც დაწერე მთელი დღეა გული სიხარულით მაქვს სავსე შენს გამო. და ძალიან დიდი მადლობა ამის გამო. დღე გამილამაზე და გამიბედნიერე.
ერთ ერთი ძალიან მაგარი ავტორი ხარ ამ საიტზე . იმედი მაქვს მალე გამოჩნდები ახალი ისტორიით. მე სულ სიამოვნებით წვაიკითხავ შენს ისტორიებს.
ისეთი გოგო ხარ სულ უნდა წერო. მადლობა დღევანდელი დღისთვის.

მე ახლა გავიღვიძე და მე შენ გამილამაზე დღე შენი სასიამოვნო სიტყვებით❤️
მახარება შენი სიტყვების მოსმენა, თვითშეფასება მიმაღლდება(ვეცდები თავში არ ამივარდეს).
მადლობა დიდი და ვცედები მალე დავბრუნდე❤️

Veronika
როგორ გელოდებოდი ❤️
არ შემიძლია არ აღვნიშნო შენი ზრდა და დახვეწილობა.
არ ვიცი რა პრობლემები გაქ, იმედია უკვე მოაგვარე, უბრალოდ იცოდე რომ, რაც არ უნდა იყოს ყველაფერი კარგად იქნება❤️

ახლა ყველაფერი კარგად არის, კორონას თუ არ ჩავთვლით. ^^
განიხარდა შენი დანახვა❤️ მადლობაა❤️

 


№15 სტუმარი Lana

Shen ar ici rogor belodebodi am istoris gagrdelebas????????magram simartle tu ginda ager megona tu gagerdeldeboda???????? ise gaamaxara dge rom damxvda rom ar vici ver gadamogcrm sixaruls????????????????????????????????dzalian kargi momewona saswauli xar chemo kargo,????????????????

 


№16  offline მოდერი painter1

Lana
Shen ar ici rogor belodebodi am istoris gagrdelebas????????magram simartle tu ginda ager megona tu gagerdeldeboda???????? ise gaamaxara dge rom damxvda rom ar vici ver gadamogcrm sixaruls????????????????????????????????dzalian kargi momewona saswauli xar chemo kargo,????????????????

არა, შეწყვეტილი ისტორიები არ მიყვარს, არც მახადიათებს. ^^
მადლობა დიდიი❤️❤️

 


№17  offline წევრი tamuna.s

ნამდვილად ღირდა ლოდინათ. დილით რომ გავიღვიძე და ასეთი სასიამოვნო სურპრიზი დამხვდა, მაშინვე ენერგიით დავიმუხტე. მთელი დღე ვკითხულბდი და ზუსტად ვიცი კიდევ არაერთხელ მივუბრუნდები ხელახლა წასაკითხად ისეთი დადებითი ემოციები დამიტოვა. სულ რამდენიმე მწერალია ამ საიტზე, ვისი ნიკის დანახვაც მაბედნიერებს და ერთ-ერთი შენ ხარ. ყოველ ახალ ისტორიაში ჩანს როგორ იზრდები და იხვეწები როგორც მწერალი და ძალიან მიხარია. მოუთმენლად გელოდები ახალი ისტორიით და იმედია მალე დაგვიბრუნდები.

 


№18 სტუმარი სტუმარი მემე

ძალიან მომეწონა❤️აუ გაგრძელებას ხომ არ აპირებ ანდრიაზე და სოფიზე?

 


№19  offline მოდერი painter1

tamuna.s
ნამდვილად ღირდა ლოდინათ. დილით რომ გავიღვიძე და ასეთი სასიამოვნო სურპრიზი დამხვდა, მაშინვე ენერგიით დავიმუხტე. მთელი დღე ვკითხულბდი და ზუსტად ვიცი კიდევ არაერთხელ მივუბრუნდები ხელახლა წასაკითხად ისეთი დადებითი ემოციები დამიტოვა. სულ რამდენიმე მწერალია ამ საიტზე, ვისი ნიკის დანახვაც მაბედნიერებს და ერთ-ერთი შენ ხარ. ყოველ ახალ ისტორიაში ჩანს როგორ იზრდები და იხვეწები როგორც მწერალი და ძალიან მიხარია. მოუთმენლად გელოდები ახალი ისტორიით და იმედია მალე დაგვიბრუნდები.

ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა რომ აქ მყოფ საყვარელ მწერლებში ერთ-ერთი მეც ვარ ^^
წერაში გაზრდასთან ერთად ასაკითაც მეც და ალბათ ამის დამსახურებაცაა ეს ყველაფერი. ვეცდები მალე დავბრუნდე ახალი ისტირიით, რომელიც გონებაში დაწერილი მაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ სამი სახელიდან რომელი შევურჩიო. ასე რომ მალე დავბრუნდები და იმედია ისიც მოგეწონება❤️❤️

სტუმარი მემე
ძალიან მომეწონა❤️აუ გაგრძელებას ხომ არ აპირებ ანდრიაზე და სოფიზე?

არა, სოფი უბრალოდ მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ნიკოლოზის ცხოვრებაში, ამიტომ მისი ცხოვრების ნაწილზეც ცოტა ვისაუბრე. ❤️
მიხარია რომ მოგეწონა ❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი Tako_

ნამდვილად ძალიან გამაბრაზა შენმა გაქრობამ,მაგრამ კიდევ კარგი ამად ღირდა:) საოცრება იყო. მსუყე,ემოციებით სავსე,აი არაფერი არ დამაკლდა,ყველაფერი იყო. ზოგ ადგილებში ავტირდი,ზოგში გავბრაზდი. მთელი დღე ვკითხულობდი,მაქსიმალურად მინდოდა გამეწელა და მალე არ დამთავრებულიყო მაგრამ მაინც არ მეყო. მოკლედ ძალიან ვისიამოვნე. ძალიან ნიჭიერი ხარ შენ,წარმატებებს გისურვებ და შენს ახალ ისტორიებს ველოდები.❤️

 


№21  offline წევრი LITTL3LON3LYSOUL

უიი და კიდევ რა მინდოდა მეთქვა.

გამიხარდა როგორც იქნა ჩემი მოგვარე პერსონაჟი რომ აღმოვაჩინე :დდ ანას ვგულისხმობ.

შეხვედრამდე პი ♡

 


№22  offline მოდერი painter1

სტუმარი Tako_
ნამდვილად ძალიან გამაბრაზა შენმა გაქრობამ,მაგრამ კიდევ კარგი ამად ღირდა:) საოცრება იყო. მსუყე,ემოციებით სავსე,აი არაფერი არ დამაკლდა,ყველაფერი იყო. ზოგ ადგილებში ავტირდი,ზოგში გავბრაზდი. მთელი დღე ვკითხულობდი,მაქსიმალურად მინდოდა გამეწელა და მალე არ დამთავრებულიყო მაგრამ მაინც არ მეყო. მოკლედ ძალიან ვისიამოვნე. ძალიან ნიჭიერი ხარ შენ,წარმატებებს გისურვებ და შენს ახალ ისტორიებს ველოდები.❤️

ვიცი ჰო, მაპატიე რომ გაგაბრაზე :დ მაგრამ ხომ დავწერე, დავდე და მოგეწონა, მთავარი ეგაა.
დღეს რაღაც ბევრ კომპლიმენტს ვიღებ, ჩემს ნარცისიზმს კიდევ ეს უნდოდა? მადლობა დიდი❤️❤️

 


№23 სტუმარი anna

ძალიან მაგარი ისტორიაა. არ მინდოდა რომ დასრულებულიყო. ბოლოს ანას და სოფოს საუბრიდან ვერ გავიგე, რუსას შვილი ეყოლა?

 


№24  offline მოდერი painter1

LITTL3LON3LYSOUL
უიი და კიდევ რა მინდოდა მეთქვა.

გამიხარდა როგორც იქნა ჩემი მოგვარე პერსონაჟი რომ აღმოვაჩინე :დდ ანას ვგულისხმობ.

შეხვედრამდე პი ♡

წიკლაური ყოფილხარ :დ აი ჩემი მოგვარე პერსონაჟი აქ არასდროს იქნება ისეთი განსხვავებული გვარი მქვს. ისე სხვანაირი შეგრძნებაა ალბათ შენი გვარის პერსონაჟს რომ კითხულობ :დ❤️

anna
ძალიან მაგარი ისტორიაა. არ მინდოდა რომ დასრულებულიყო. ბოლოს ანას და სოფოს საუბრიდან ვერ გავიგე, რუსას შვილი ეყოლა?

კიი ეყოლა სხვისგან ❤️ მადლობაა❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმე ძალიაააან მაგარი იყოოოო..
უდიდესი სიამოვნებით წავიკითხავდი სოფის და ანდრეას ისტორიასაც.. ეს ანდრეა ერთხელ გამოჩნდა მაგრამ ძალიააან დიდი შთაბეჭდილებები დამიტოვა.. მართლა ძალიან გამიხარდებოდა. მაგრამ ნუ ეს შენი გადასაწყვეტია..
ამ ისტორიით კი უზომოდ ვისიამოვნე

 


№26  offline მოდერი painter1

სტუმარი ანი
ვაიმე ძალიაააან მაგარი იყოოოო..
უდიდესი სიამოვნებით წავიკითხავდი სოფის და ანდრეას ისტორიასაც.. ეს ანდრეა ერთხელ გამოჩნდა მაგრამ ძალიააან დიდი შთაბეჭდილებები დამიტოვა.. მართლა ძალიან გამიხარდებოდა. მაგრამ ნუ ეს შენი გადასაწყვეტია..
ამ ისტორიით კი უზომოდ ვისიამოვნე

მიხარიაა კითხვით რომ ისიამოვნე ❤️❤️

 


№27 სტუმარი სტუმარი მარი

painter1
tamuna.s
ნამდვილად ღირდა ლოდინათ. დილით რომ გავიღვიძე და ასეთი სასიამოვნო სურპრიზი დამხვდა, მაშინვე ენერგიით დავიმუხტე. მთელი დღე ვკითხულბდი და ზუსტად ვიცი კიდევ არაერთხელ მივუბრუნდები ხელახლა წასაკითხად ისეთი დადებითი ემოციები დამიტოვა. სულ რამდენიმე მწერალია ამ საიტზე, ვისი ნიკის დანახვაც მაბედნიერებს და ერთ-ერთი შენ ხარ. ყოველ ახალ ისტორიაში ჩანს როგორ იზრდები და იხვეწები როგორც მწერალი და ძალიან მიხარია. მოუთმენლად გელოდები ახალი ისტორიით და იმედია მალე დაგვიბრუნდები.

ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა რომ აქ მყოფ საყვარელ მწერლებში ერთ-ერთი მეც ვარ ^^
წერაში გაზრდასთან ერთად ასაკითაც მეც და ალბათ ამის დამსახურებაცაა ეს ყველაფერი. ვეცდები მალე დავბრუნდე ახალი ისტირიით, რომელიც გონებაში დაწერილი მაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ სამი სახელიდან რომელი შევურჩიო. ასე რომ მალე დავბრუნდები და იმედია ისიც მოგეწონება❤️❤️

სტუმარი მემე
ძალიან მომეწონა❤️აუ გაგრძელებას ხომ არ აპირებ ანდრიაზე და სოფიზე?

არა, სოფი უბრალოდ მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ნიკოლოზის ცხოვრებაში, ამიტომ მისი ცხოვრების ნაწილზეც ცოტა ვისაუბრე. ❤️
მიხარია რომ მოგეწონა ❤️

არადა ძალიან კარგი იქნებოდა :(

 


№28 სტუმარი მარიმო

აი ძაან კარგი იყო, ძაან. სუპერ გოგო ხარ❤️❤️

 


№29  offline მოდერი painter1

მარიმო
აი ძაან კარგი იყო, ძაან. სუპერ გოგო ხარ❤️❤️

მადლობაა❤️❤️

 


№30  offline წევრი მე♥უცნაურე

მიუხედავად დასაწყისში იმ ჩავარდნისა, ბოლომდე გამოგყევი და დავუმტკიცე საკუთარ თავს, რომ თავის დროზე, შენზე არჩევანის გაკეთებაში არ შევცდი.
ძალიან კარგი იყო.
მადლობა ამ სასიამოვნო წუთებისთვის, რომელიც მათთან ერთად გაგვატარებინე.
დროებით❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent