ყოფილი დეტექტივი
არსებბოს მომენტები როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ხარ და არ იცი რა გააკეთო იმასთანდაკავშირებით რაც შენს გარშემო ხდება,მაგრამ არსებობს სიტუაციები რომელშიც მოქმედებას აზრი არ აქვს უბრალოდ უნდა მიყვე სიტუაციას ხელის გაუნძრევლად სიტუაციას რომელიც კაცმა არ იცის როგორ განვითარდება,ბოლოს კი იმაზე ფიქრობ ნეტავ რამე გამეკეთებინაო მაგრამ უკვე გვიანია,უკვე მოხდა რაც უნდა მომხდარიყო და შენ ამას ვერ შეცვლი... თავი პირველი 2020 წლის 29 იანვრის საღამოს საფრანგეთის ქალაქ სანტ-ბრიუში პარიზიდან მიმავალი მატარებელი სადგურზე შევვიდა. მატარებელში არც თუ ისე ბევრი მგზავრი იყო და ალიაქოთი არ ამტყდარა,ყველა ნელა მოძრაობდა თითქოს არსად ეჩქარებოდათ ნელა მოზომილი ნაბიჯებით მიდიოდნენ გასასვლელისაკენ ხელში პატარა ხელჩანთებით და ჩემოდნებით,ხოლო ფანჯრიდან კი სადგურზე მომლოდინე მგზავრების ნათესავები ოჯახის წევრები თუ მეგობრები იდგნენ.მე არსად მეჩქარებოდაყველას დავაცადე ვაგონიდან გასასვლელისაკენ გასულიყო მე კი მხოლოდ მათ შემდეგ ავიღე ჩანთა და გასასვლელისაკენ წავედი. მატარებლიდან ჩამოვედი მანტო შევიკარი და სათვალე გავისწორე,ნაცნობ სახეს უცხო ხალხში ვეძებდი და ვერ ვპოულობდი სანამ ნაცნობმა სახემ თვითონ არ მიპოვა.ეს ჩემი ძმა იყო ჩვეული ღიმილით მომიახლოვდა და გადამეხვია. -როგორ ხარ ძმაო? -რავი დავიღალე,შენ როგორ ხარ? -გადასარევად,რახან შენს ნახვას მოვესწარი რაღა მომკლავს. -დამშვიდდი ჯერ პატარა ხარ მაგისთვის.-ვუთხარი და ხუმრობით კეფაზე ხელი მოვარტყი. ლევანი ჩემზე ორი წლით პატარა იყო საშუალო სსიმაღლის ხუჭუჭა და ცისფერთვალება,მის გამხდარ ტანს თავზე დიდი თმის ბუჩქი უფრო მაღალს ხდიდა მაგრამ სიგამხდრეს ვერ ემალებოდა. -წამოდი სახლში წავიდეთ.-მითხრა ლევანიმ და ჩანთას დასწვდა. -საჭირო არ არის მეთვითონ. -როგორც გინდა. ორივე მანქანისკენ წავედით,თეთრ სუბარუს მივუალხობდით და ლევანიმ საბარგული ახადა.მე ჩანთა საბარგულში ჩავდე და წინა სავარძელზე დავჯექი. -როგორ მოგწონს?-მკითხა როდესაც საჭეს მიუჯდა. -ვიზუალი კარგი აქვს,მაგრამ მთავარია კაპოტის ქვეშ რა დევს. -მაგასაც მალე გაიგებ.-მითხრა და გაიცინა. მატარებლის სადგურიდან გამოვედით და ტრასაზე დავდექით ლევანიმ სიჩქარეს მოუმატა თან ცალი თვალით ჩემსკენ იყურებოდა,მე კი მშვიდად ვიჯექი და წინ ვიყურებოდი ქალაქში დიდი ხნის შემდეგ პირველად ჩამოვედი და მისი დათვარიელება მინდოდა,მაგრამ მგზავრობით დაღლილს უკვე არაფრის თავი არ მქონდა,ერთადერთი ახლა რაც მინდოდა ცხელი აბაზანა და თბილი საწოლი იყო. -რას იტყვი?-ფიქრებიდან გამომიყვანა ლევანის მითხვამ. -არაუშავს მაგრამ უკეთესიც შეიძლება. -ამ ძრავით? -კი ზუსტად ამ ძრავით,მაგრამ ამაზე მოგვიანებით,ძალიან დავიღალე. -კარგი.-მითხრა და გაჩუმდა გზის ბოლომდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. მანქანა სამ სართულიანი სახლთან გაჩერდა რომელიც,თუ კარგად დააკვირდებოდით წითელი აგურით იყო აშენებული პატარა კოხტა საკვამური თავისებურ იერს აძლევდა და ასაკს უფრო უმატებდა სახლს.საკვამურიდან ბოლი ამოდიოდა,როგორც ჩანს სახლში გველოდებოდნენ. ლევანიმ მანქანა სახლთან დააყენა და მანქანიდან ორივე გადმოვედით,საბარგულიდან ჩანთა გადმოვიღე და სახლის კარებს მივუახლოვდით,ლევანიმ დაუკაკუნებლად კარი შეაღო და შიგნით შემიპატიჟა. -მალე მალე,გარეთ ყინავს.-მითხრა და ჩანთა ხელიდან გამომტაცა. სახლში თბილოდა ჩემი სათვალეები მაშინვე გაიორთქლა ამიტომაც მოვიხსენი და მანტოს ჯიბეში ჩავიდე,მანტო კი გავიხადე და ლევანის გამოწვდილ ხელში ჩავუდე,მან კი კარადა გამოაღო და შიგნით შეკიდა. -ზაზუუ როგორ ხარ?-შემეგება გვანცა ლევანის ცოლი. -კარგად გვანცი შენ როგორ ხარ?.-გადავეხვიე გვანცას. -არამიშავს,ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე ჰო? -ჰო,ასე აჯობებს... -მიხარია რომ ასე ფიქრობ.-მითხრა და კიდევ ერთხელ გადამეხვია. ცხელი აბაზანის შემდეგ გვანცამ სუფრა გაშალა და სავახშმოდ დამიძახა,ვახშმობას რომ მოვრჩით დავემშვიდობე და ჩემს ოთახში წავედი,გრძელი დამღლწლი მგზავრობის შემდეგ დაწოლისთანავე ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.