შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის პეპელა(თავი 2)


6-04-2020, 07:19
ნანახია 839

სახლში მისულს,სრული სიმშვიდე დამხვდა.როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან.
სამზარეულოში გავედი,წვენი დავისხი და კიბეებს ავუყევი..
ჩემი ოთახი მეორე სართულზეა,წესით ჩემები არ აპირებდნენ ორ სართულიანი ბინის ქონას მაგრამ ასე გამოვიდა,მე დავიჩემე და დავაშენებინე,ასე რომ მთელი მეორე სართული მე მეკუთვნის.დიდ ფანჯარასთან მივედი,რომელსაც თაღოვანი ფორმა ჰქონდა და ხედს დავუწყე თვალთვალი.გაწვიმდა..საღამოს ბავშვები გიორგის მოსანახულებლად მივდივართ,ამიტომ არ გავსულვართ ყველა ერთად სადმე,გიორგის გარეშე არ გვინდოდა ასე რომ გადავწყვიტეთ საღამოსსთვის მოგვეწყო განმაცვიფრებელი სიურპრიზი.
ის საავადმყოფოშია,სკოლის დაწყებამდე ორი დღით ადრე აილეწა მოპედით,ასე რომ რამდენიმე დაჟეჟილობას და ტვინის შერყევას ვერ გადაურჩა.
საღამომდე ცოტა დრო კიდევ მაქვს,გითხარით მთელს ჩემს სამყაროს ვნახავ მეთქი,და ჩამონათვალში ერთი გოგონა..
თერიც ვახსენე.ახლა სწორედ მის სანახავად ვაპირებ წასვლას.საწვიმარი პლაში მოვირგე და სახლიდან გავედი.
გზად ყვავილი ვიყიდე და ისე გავიკვლიე გზა სასაფლაოსკენ..
-აი ისიც....მოვედი მეგობარო!
როგორ ხარ?ძალიან მომენატრე..
ბევრი არაფერი გამოგიტოვებია,ხომ იცი ზაფხული და რუსეთის ამბები...არ მიყვარს იქ ყოფნა.დღეს თომა ვნახე, თერი.
არ მივსალმებივარ,თითქოს ყველაფერი ნათელი იყო..
ჩვენი კავშირი ვერ აიტანა თერ..ასე რატომ მოხდა..მე ხომ მას პეპელა ვანდე,ასე ერთი ხელის მოსმით რატომ დაინგრა ის სიყვარული,რომელიც ჩვენ ავაშენეთ..ასე...ასე ანაზდეულად..
განა ნამდვილი მიზეზი ეს არის?განა ჩემმა შემოდგომამ,მხოლოდ იმის გამო დამტოვა,რომ ვერ აიტანა ჩემი განწყობა?მე მძაგს ცოცხლად მკვდარი მეგობრობები!
აი ასე!სულის გახრწნამდე მძაგს თერი!მეგობრობას,სიყვარულს სიკვდილიც კი უჩოქებს კალთასთან და ეს წუთისოფლის უმსგავსობები რატომ ცდილობენ ამ ჭეშმარიტების წაბილწვას?!
ხომ ხედავ,ვბრაზობ,ხანაც მტკივა და მენატრება.შენც ხომ მენატრები თერ მაგრამ ვგრძნობ რომ შენ ჩემთან ხარ ის კი...მასში ისევ ის თებერვლის ქარბუქი იგრძნობა რაც პირველივე დანახვისას შევნიშნე..
კარგი,ამაზე..შენ რას აკეთებ ხოლმე?ხომ არ ცივა მანდ?სულ ამბობდი ჯოჯოხეთს თუ გადავურჩი,ნეტავ სამოთხეში როგორი ჰავა დამხვდებაო?
-ერთი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა..
იცით როგორი საშიშია ეს სიჩუმე სასაფლაოების გარემოცვაში?თავს ისე გრძნობ თითქოს შენც მოკვდი და საცაა მიწას დაგაყრიან..ტიტები ლამაზად ჩავაწყვე ქოთანში და უკან სწრაფ ტემბრში გამოვბრუნდი.დრო იყო სააქაოს დავბრუნებოდი.
ტაქსი გავაჩერე და მისამართი მივუთითე.
•ნანკა,მიხვედი?
•კი ან გელოდებიით
•იშოვეთ ხო ყველაფერი?
•რათქმაუნდაა,10 წუთში დაცვა იცვლება და სანამ შეცვლიან მაგ ინტერვალში შეგვიძლია შესვლა.
•ოქეიი,მალე ვიქნები მეც
-ტელეფონი გავთიშე და ფანჯარას გავხედე...მოსალოდნელი სიგიჟის და ბედნიერების წუთებისგან უკვე გულ-მუცელი მიხურდა.
-მე აქ ჩამოვალ,აი აიღეთ.
ტაქსიდან გადმოვედი,უკვე დაბნელებულიყო..
იქვე საავადმყოფოსთან მიყუჟულ ბავშვებს მივუახლოვდი და ჩემი წილი ჰელოუინის ნიღაბი გამოვართვი.
-ჰეე აბაა დავეშვით
-ჰოლი დიდი სიფრთხილით გავიარეთ,მას შემდეგ რაც ქეთამ მიმღებში მჯდომი ექთანი გაართო,ეუბნებოდა ბებიაჩემი წევს აქ,უცებ რაღაცას შევუტან და მალევე წავალო...
-ამასობაში ჩვენ მივაღწიეთ სასურველ პალატამდე,ნიღბები მოვირგეთ და ქეთას დაველოდეთ,მალევე ისიც გამოჩნდა და პალატის კარები შევაღეთ...სუსტი განათება იყო..გიორგის ეძინა,ნელა ჩავაქრეთ შუქი და ფეხაკრებით მივუახლოვდით.
-აბა სამ თვლაზე,ჩურჩულებდა ქეთა და მე,ნანკა და ალექსანდრეც აჟიტირებული თვალებით შევცქეროდით
-ერთი...ორი...სააამიი...
-ააააააააააააააააა!!!!!
დავიწყეთ ერთ ხმაში ღრიალი,გიორგი წამოვარდა და ჩვენთან ერთად დააღო პირი.იმხელა სიმძლავრით წამოდგა შეერთებული გადასხმის აპარატი წაიქცა,ამ ხმას ცალკე ღრიალი მოყვა,ალექსანდრე ინერციით უკან გადაქანდა და ძირს გაიშოტა.
ნანკა ვიდეოს იღებდა და უკვე ნელ-ნელა სიცილის ტალღა მოდიოდა,ნიღბები მოვიხსენით და ერთ ხმაში ავხარხარდით
-რაიყო შეჩ**მა ხოარ ჩაიფ**ი?!
-ფუუ მე თქვენიიი,გულიიი ნასკებში ჩამივარდაა
-ძაან აღელდი ფისოოოო??
წარბების თამაშით,რაღაც სასწაული ხმით ამოთქვა ალექსანდრემ რაზეც გიორგის ნასროლი ბალიში მოხვდა.
-აუუ ღმერთოო ცუდად ვარრ
ქეთა ოთხ ნაწილად იყო მოკეცილი,კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით პალატაში დაცვა რომ არ შემოვარდნილიყო აქ რახდება სახით.
-რაღაცის თქმას აპირებდა სახეწაშლილი,საშუალოხნის კაცი ამაზე ოთხივემ რო ყვირილი დავიწყეთ და ტყიურებივით გავვარდით გარეთ.ალექსანდე დერეფნიდან ყვიროდა
-მარჯვენა ხელი ამუშავე სიცოცხლეეე არ მოდუნდე სანამ მანდ ხარ და მერე მე ვიციიიო!!
-ასე ერთი ალიაქოთით გამოვვარდით საავადმყოფოდან და უკან დადევნებულ დაცვას გავურბოდით.
-ვააახხ ჩემიი!ეს რაიყო უნამუსო ვიყოო(ალექსანდრე)
-აუ აბაა დაცვის სახე დაინახეეთ??(ქეთა)
-არ ინერვიულოთ დავაფიქსიირეე მეეე(ნანკა)
-აუუ თქვენ იღადავეთ და გიოს მემგონი მართლაა გაეპარააა
-ეჭვიც არ მეპარებააა(ალექსანდრე)

იქედან ფეხით დავყევით და ალექსანდრემ ყველა სახლამდე მიგვაცილა, ბოლოს თვითონ წავიდა.ვიცოდით რომ სახლში მისულებს ეს ამბავი იქ დაგვხვდებოდა და მშობლების რისხვას ვერ გადავურჩებოდით მაგრამ არცერთი წამით არ გვინანია.ბედნიერება ხომ ასეთ წვრილმან მოგონებებშია,უბრალოდ საკუთარ თავს უფლება უნდა მივცეთ მეტი სიამოვნება მივიღოთ ცხოვრებისგან.

ჩემებს მწვავე რეაქცია არ ქონიათ,ლიამ შეიცხადა ერთი ასე რამ გაგაგიჟათო დათო და ლუკა კიდევ იცინოდნენ და უბრალოდ სიტყვები არ გვყოფნისო იძახდნენ.
გათენდა და დაიწყო აბიტურიენტული ცხოვრების რუტინა.დღეს სკოლაში სამი გაკვეთილი გვაქვს,კლასში რომ შევედი ალექსანდრეს ბავშვები შემოეკრიბა და გუშინდელ ამბავს უყვებოდა,რათქმაუნდა გააბუქებდა,მაგაში ორი აზრი არაა,დამრიგებელიც იცინოდა და მოკლედ დილის მუხტი იგრძნობოდა.მეორეს მერე მე და ქეთა ყავის დასალევად ჩავედით
-აუუ ნანკა და ლევანი ფორმაში არიან(ქეთა)
-ისევ იჩხუბეს?
-იჩხუბეს მსუბუქი ნათქვამია,თან რაღაც სისულელეზე,დადიანი ცდილობდა თავისი საქციელის გაპრავებას,რომელიც ორი წლის წინ მოხდა და საერთოდ არ ეხება ამათ ურთიერთობას,თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ ამ არაორდინალურ 'მეგობრობას',ნანკა უმტკიცებდა არასწორი საქციელები გახასიათებს,მანამდე გამოგაქვს დასკვნები სანამ სიტუაციაში ბოლომდე ერკვევიო და მოკლედ ამაზე დააყარეს.
-მოიცა და კიდე მაგაზე ლაპარაკობდნენ ახლა?
-აჰაამ კაი ხანი არ დაამთავრებენ არგუმენტების მოყვანას ხოიცი
-ღმერთო ჩემო
ამოვიხვნეშე და ყავის ჭიქით ხელში ეზო მოვათვალიერე
-ფუ რა, რა გემოაქვს
სასაცილოდ დაიმანჭა ქეთა
-რით ვერ შეეჩვიე შენ კიდე
-აუ ხოიცი არა ერთი ამას ვერ ვეგუები და მეორე იმას რომ ჯერ კიდევ ვერ ვნახე ვინმე დაცემა ბიჭი!რა უბედურებაა,რამდენი წლის ვარ
-გამოჩნდება ქეთრინ გამოჩნდება
კიდევ გააგრძელებდა ქეთა წუწუნს რომარა,ჩვენი სართულის ერთ-ერთი ფანჯრის ჩამსხვრევა,ბავშვების კივილი და დალეწილ ნამსხვრევებში,ჩარჩოს მიღმა მდგარი ლევანი,რომელსაც ხელი სულ სისხლში ჰქონდა ამოსვრილი
-რა ჯანდაბააა?!(ქეთა)
-წამო წამო მალე
სირბილით მივდიოდით ჩვენი კლასისკენ კიბეებზე სიჩქარისგან თასმას რომ წამოვეგე და ცხელი ყავა პირდაპირ გადავასხი ბიჭს..
საერთოდ ყავით რატომ მივრბოდი არ მკითხოთ,რას არ გააკეთებს ადამიანი...
-ღმერთოოო!!დაიწვი?
-რა კითხვებით ხარ?ამომხედა აქამდე უცნობმა ინდივიდმა
-მოიცა შენნ?!
-რაიყო შურისძიება გადაწყვიტე კარის ინციდენტის მერე თუ რა მაფიაა?!!
-რა სისულელებს იძახი,დალაგებული ხარ?ანუ ძალით გადაგასხი?!
-ნახე მე დავიწვი და თვითონ მიყვირის
-აუუ ბოდიში,სიჩქარისგან შემთხვევით მომივიდა
-და სად მირბოდი?!კიბეებია ეს სარბენი ბილიკი ხომარა?!
-შენ რა ბრმა ხარ?ვერ დაინახე მეორე სართულზე რა მოხდა?ჩემი მეგობარია!
-შენი მეგობარი ფსიქოფატია რადგან ასეთ სისულელეებს აკეთებს!კაი თვითონ მაზოხისტია და იმაზე არ ფიქრობდა რომ შეიძლებოდა ვინმე დაშავებულიყო?
-ახლა ამაზე უნდა ვილაპარაკოთ?!
-საერთოდ არ ვარ ლაპარაკის გუნებაზე!სხეული მიდუღს იმის გამო რომ მდუღარე ყავა გადამასხი
-კარგი ახლა უნდა იწუწუნო?!წამოდი და ექთანთან შევიდეთ
-საჭირო არაა,თავად მივხედავ საკუთარ თავს
თითქმის ჩემი სიტყვების ციტირება მოახდინა
-ბევრს მალაპარაკებ
ხელი ჩავჭიდე და სამედიცინო ოთახისკენ წავიყვანე
-ინგლისურად გაგიმეორო?
-ნუ შეწუხდები!
ოთახში შევედით სადაც მხოლოდ ერთი ექთანიღა დარჩენილიყო,დანარჩენები ალბათ ზემოთ ავიდნენ
-დიახ?
-ცხელი ყავა გადაესხა,მგონი მსუბუქი დამწვრობა მიიღო
-აჰ,ესეიგი გადამესხა
-რაიყო ირონიის ფრქვევის ხასიათზე მოვედით?
-მაისური გაიხადე და მანდ დაჯექი,შევხედავ
-გოგონა თქვენ აქ დაელოდებით თუ გარეთ გახვალთ?
-აქ დავრჩები!
ისე უცებ ვთქვი ვერც მოვასწარი გააზრება,ამას უცნობის წარბების მაღლა აზიდვა და ტუჩის მარჯვენა მხარის ჩატეხვა მოჰყვა..
-ახლაღა დავაკვირდი,მაღალი,
ნორმალურად დაკუნთული სხეულით,წაბლისფერი თმითა და ამავე ფერის თვალებით.მსხვილი მამაკაცის სახასიათო ტუჩები ჰქონდა და აურაცხელი რაოდენობის ხალი სხეულზე.
-სახელი?
-ილია შავიშვილი
-რომელ კლასში ხარ ილია?
-მეთერთმეტეში
-გასაგებია,მოკლედ სერიოზული არაფერია,მაგრამ მაინც მალამოს დაგიწერ და შეიძინე,ასე გაღიზიანებას არ შევუწყობთ ხელს და მალევე მოგირჩება.
-კარგით
მის მაგივრად გავეცი პასუხი და ფურცელიც გამოვართვი.
-შეიძლება ავიღო?(ილია)
-რას გულისხმობ?
-ფურცელი,მალამოს დასახელება მაინტერესებს
-არაა
-რას ნიშნავს არა
-იმას ნიშნავს,რომ არ მოგცემ.სკოლის შემდეგ დამელოდე გამოსასვლელთან და თავად შევიძენ,რამით უნდა გამოვასწორო ჩემი დაუდევრობა
-ისეთი არაფერია,ექთანმაც ხომ თქვა,უბრალოდ დედაჩემისთვის მინდა ხელი დაიწვა და..
-ნურაფერს ნუ ამიხსნი,უბრალოდ შევიძენ და შენც წაისვი და დედაშენსაც უწილადე.
-რა ჯიუტი ხარ
-ფრთხილად პატარა ბიჭო
-პატარა??
ზემოდან დამხედა,მართალია ჩემზე ერთი წლით პატარა იყო მაგრამ საერთოდ ვერ შეამჩნევდით ამას,პირიქით იფიქრებდით იმხელა იყო
-ზემოდან ყურებას მოეშვი,ამ გაკვეთილის შემდეგ წავიდეთ!
-კარგი ???
-ანი,ანი ახვლედიანი
-გასაგებია ანი

სწრაფად ჩამოვშორდი და სასწრაფოდ კლასისკენ წავედი.მეორე სართულზე ნამდვილი არეულობა სუფევდა.ლევანი არსად ჩანდა ალბათ საავადმყოფოში წაიყვანეს,დამლაგებლები ტრიალებდნენ აქეთ-იქით და უამრავ ბავშვს მოეყარა ირგვლივ თავი.
-ქეთა ნანკა სადაა?
-კლასშია ზის...
-და შენ აქ რა გინდა მერე?
-ვცდილობ გავარკვიო რა მოხდა..
-კაი თუ რამეს გაიგებ გაგვაგებინე

-ნანკა
-ანი?სად იყავი?!
-ქვემოთ ვიყავი,ნუ რა მნიშვნელობა აქვს,კარგად ხარ?
-მე კი მაგრამ ის დაინახე?!ვერაა დალაგებული!იდიოტი! ფანჯარა დაფშვნა ნაწილებად გესმის?!
-არ იცი ასე ძალიან რაზე გაბრაზდა?
-არა და ნეტა გამაგებინა..ვლაპარაკობდით,
მერე ალექსანდრემ დამიძახა,კლასში შემოვედი და ორი წუთი არ იყო გასული ხმა რო გავიგონე და გავვარდი.
-რა ჯანდაბა მოხდა ნეტა..
-არ ვიცი,მაგრამ გავარკვევ
-საავადმყოფოში აპირებ მისვლას?
-ჰო გაკვეთილი რომ გამოვა
-ქეთა გამოგყვება და მეც მალე მოვალ,პატარა საქმე მაქვს.
-რა საქმე?
-არაფერი სერიოზული,მალევე დაგეწევით,მერე მოგიყვები
-კაი

გაკვეთილი გამოვიდა და შეთანხმებისამებრ ილია ამოსასვლელ კიბეებთან დამხვდა.
-ჰეი
-ჰეი
-აბა საით?(ილია)
-აქვეა ავერსი,პირდაპირ წავიდეთ
-კარგი..
გზაში არცერთს დაგვირღვევია სიჩუმე,რომელიც უხერხულობის ღრუბელივით ჩამოწოლილიყო და თან დაგვყვებოდა.აფთიაქარს მალამოს დასახელება ვუთხარი,მანაც გამომიწოდა და უკან გამობრუნებას ვაპირებდი,ილიამაც რომ მიაწოდა ტანის გელი...
მოთმინებით დაველოდე
-წავედით?
-ჰო(ილია)
-აი აიღე,იმედი მაქვს მალე მოგირჩება...შენც და დედაშენსაც..
-მადლობა,ეს შენ გამომართვი
გელი გამომიწოდა,შოკოლადის და მთის ყვავილის არომატით
-ეს რისთვის?
დაბნეულმა დავიწყე თვალების ცეცება
-ესეც ჩემი გამოსასყიდი!ბარი ბარში ვართ ანი!
-ბარი ბარში ვართ ილია!
ახლა უნდა წავიდე,მეჩქარება..
-კაი,შეხვედრამდე
-ნახვამდის

რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა,თითქოს დავმშვიდდი და ავფორიაქდი ერთდროულად..რა სიგიჟეა ღმერთო.

(ნანკა წერეთელი)
-გამარჯობა,აქ არცთუისე დიდი ხნის წინ თანატოლი ბიჭი მოიყვანეს,ხელის მძიმე დაზიანებით
-დიახ,პირდაპირ და მარცხნივ კარებია
-მადლობა
-ნანკა პირდაპირ ნუ კითხავ აცალე ბიჭს ამოისუნთქოს(ქეთა)
-მაგაზე მანამ ეფიქრა სანამ სკოლის ფანჯრის ჩამსხვრევას განიზრახავდა!უკონტროლო ფსიხი!
-კაი დაიოკე შენი ვნებები გოგონი ახლობლები იქნებიან ახლა მასთან(ქეთა)
-ღმერთო ქეთა შეწყვიტე ჭკუის დარიგება!
კარი შევაღე და პირდაპირ შეტევაზე ვაპირებდი გადასვლას,პალატაში ლევანის დედა და და რომ დავინახე.თვითონ დადიანი ხელშეხვეული იწვა და მიღიმოდა..
ღმერთო ოღონდ ახლა არა,ახლა ამის დროა?გამოფხიზლდი ნანკა!რა ფერმკრთალია....შენ გაბრაზებული იყავი მგონი!მოკლედ საკუთარ თავში წამის მეასედში განვლილი ორთაბრძოლა,როგორღაც გვერდით გადავდე და დარცხვენილმა და ახურებულმა ვცადე მისალმება.
-გამარჯობა..ბოდიში რომ დაუკაკუნებლად შემოგეჭერით,მე უბრალოდ მონახულება მინდოდა,თუ გნებავთ გავალ
-არა არა შვილო მოდი რას ამბობ შემოდით
გამიღიმა ქალმა
-როგორ ხარ?
-ახლა უკვე უკეთ!
უარესად გავწითლდი მის დაჟინებულ მზერაზე და კომენტარზე
-თინა ეს ნანკაა,ნანკა წერეთელი,ეს კი ქეთა მაჭავარიანი
-ააჰ,ესეიგი შენ ხარ ნანკა?
სათნოდ გამიღიმა
-სასიამოვნოა შვილო,შენი გაცნობა,ლევანს უთქვამს შენზე ჩემთან რაღაცეები
-მართლა?
გულწრფელად დავინტერესდი რას ეუბნებოდა ჩემზე დედამისს
-ჰო,მითხრა რომ ძალიან კარგი,წესიერი და საყვარელი გოგონა ხარ
-დედა..
-ხო კარგი კარგი
-ნანკა,ქეთა გაიცანით ეს დედაჩემია თინა და ჩემი და ნინელი
-სასიამოვნოა!
ერთად წარმოვთქვით მე და ქეთამ
-კაი დე ჩვენ გავალთ,შენ ელაპარაკე გოგონებს
-თინა
-ჰმმ?
-არ ინერვიულო რა და არ დაიწყო შენებურები,თავს მოუფრთხილდი,ნინე მიხედე რა პრაშუ
-დედა ჩემს ნერვიულობაზე იქნებ მანამდე გეფიქრა სანამ ასეთ რამეს გააკეთებდი...გული გამიხდა ცუდად
-თინააა
-ხო კაი ხო დაისვენე,თავი არ გადაიღალო იცოდე!
-არის მამაჩკა!გაიკრიჭა
თინას გაეღიმა და ოთახიდან ნელი ნაბიჯებით გავიდა,ამ ქალს ეტყობოდა სიძლიერე,რომელიც ტერფებიდან თმის ღერებამდე ვრცელდებოდა და უშრეტ წყაროს წარმოადგენდა,თუმცა...ამისდა მიუხედავად მაინც შეეჭამა დარდს..საოცრად ლამაზი და დახვეწილი ქალი იყო და ის ნაოჭები,სახეზე და ხელებზე რომ მიიკვლევდნენ გზას ბილიკებივით,მხოლოდ განვლილი,ემოციურად გადატვირთული წარსულის კვალი იყო...ამ ქალით აღფრთოვანებულს ერთი წუთით დამავიწყდა ყოველგვარი მიზეზი აქ მოსვლისა..
-ნანკა??ნანკა!(ლევანი)
-რ..რაა?რამე მითხარი?
-რაზე ჩაფიქრდი ნანკა?
-მე..არაფერზე,უბრალოდ ძალიან ლამაზი დედა გყავს..
-ჰო..თინა ჩემთვის ქალის ფენომენია!მასზე ძვირფასი და ძლიერი არავინ მეგულება!
-ეჭვიც არ მეპარება!
-მერედა რატომ ცდილობ რომ მისი სილამაზე შენი სულელური და დაუფიქრებელი ქცევებით შელახო?!
-მაგას არ ვცდილობ!უბრალოდ სიბრაზე ვერ გავაკონტროლე იმ მომენტში....
-და რამ გაგამწარა ასე ძლიერ დადიანო?
-ამაზე ახლა და აქ უნდა ვილაპარაკოთ ნანკა?
-........
-გთხოვ,უბრალოდ დამშვიდდი და დაივიწყე,ეს შენ არ გეხება და ხომ იცი არ მიყვარს სხვის პირადზე საუბარი..
-კარგი მაგრამ...ყველაფერი რიგზეა?
-არ ვიცი ნანკა ....არ ვიცი..მაგრამ არ დავუშვებ რომ რამე ცუდი მოხდეს!
-ფრთხილად იყავი ხისთავიანო!რაც გინდა ის გიქნია!უბრალოდ საკუთარ თავს ნურაფერს მოუწევ.
-აჰამ
თვალებში ვუყურებდი..წარმოგიდგენიათ?საავადმყოფო რომ საავადმყოფოა იქაც კი იგრძნობოდა მისი სურნელი...ვერ ვიტან სიგარეტის სუნს მაგრამ ეს სურნელი,თითქოს სხვაა...არ მაღიზიანებს,პირიქით მსიამოვნებს კიდეც...ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით ამ უჩვეულო თვალის კონტაქტს,რომელიც უცხო სამყაროში გვაგდებდა,ჩვენს სამყაროში...სტაფილოსფერ და მალინისფერ სამყაროში,რომელიც მენთოლის სიგარეტის სუნითაა გაჟღენთილი,რომარა ქეთას შემაწუხებლად გამაღიზიანებელი ხმა
-მმმმ...აუჰჰჰ...მმმ...რა გემრიელი ვაშლია ბიჭოს..სად ნახეს ან სად იშოვეს..უხხ შენ გენაცვალე რა მჟავეა
-ქეთა?
-რა?
-ხომარ გაწუხებთ შემთხვევით?!
-არაა უბრალოდ 10 წუთია ზიხართ და ერთმანეთს ჰარი პოტერის ბუსავით უყურებთ..რამით ხომ უნდა გამერთო თავი?
-ღმერთო ჩემო...
-ბიძაჩემის მაღაზიიდანაა ქეთა ეგ ვაშლი
სიცილით უთხრა ლევანმა
-აუ ძმურში უნდა მიმასწავლო სადაა ეგ მაღაზია
-რა პრობლემაა,თან იქვეა თინას საკონდიტროც და შეგვიძლია დავჯდეთ ხოლმე
-უჰჰ მომწონს ეგ იდეა,ე.ი თინიკო დეიდა ნამცხვრებს აცხობს?
უკვე შემიყვარდა ეგ ქალი!
-ქეთააა
-რააა
ლევანი იცინოდა,ამასობაში ქალბატონმა ანიმაც შემოაღო პალატის კარები

(ანი ახვლედიანი-მე)
-საავადმყოფოში მივედი,დადიანი მოვინახულე,სამწუხაროდ ქალბატონი თინა და ნინელი დადიანი ვერ გავიცანი,მაგრამ სიძე,უპსს ლევანი დამპირდა რომ აუცილებლად გამაცნობდა ერთ დღესაც.ცოტა ხანი იქ ვიყავით,დადიანის ძე გავართეთ და მერე დავიშალეთ,რეპეტიტორებთან ვიყავით.გარდა ამისა საღამოს ნანამ დამირეკა და მომახსენა,რომ თავისუფალი დარბაზი იპოვა და დროებით იქ ვივარჯიშებდით,ასე რომ ხვალ დილით ამდენხნიანი შესვენების შემდეგ ვარჯიში გვქონდა.გვიანი იყო უკვე სახლში რომ მივედი..ჩემებთან ერთად ვივახშმე და ოთახში ავედი..მალევე ლუკაც ამოვიდა
-ანუკაა
-მმმ
-მიმიღებ?
-რამდენი ხანია ერთად არ დაგვიძინია^^
-მომენატრე ანი
-მეც მომენატრე ლუკა
ძმას მოვეხვიე და მანამ სანამ ძილის სამყაროში გადავეშვებოდი თავში სახელმა-ილიამ გამიელვა..რატომღაც წინათგრძნობა მკარნახობდა რომ ამ ბიჭს კიდევ გადავეყრებოდი..


7:00
გავიღვიძე,ლუკას ხელ-ფეხი მოვიშორე და სააბაზანოს ნივთების შეგროვება დავიწყე..
უკვე შესვლას ვაპირებდი რაღაც რომ გამახსენდა და უკან მოვბრუნდი...მაგიდასთან მივედი და ჩანთიდან გელი ამოვიღე,შოკოლადის და მთის ყვავილის არომატით..რა უცნაურია..არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ..მზერა წინა კორპუსისკენ გამექცა,სადაც სილუეტი მოჩანდა აივანზე..როგორც ჩანს ეწეოდა..
ერთი წუთით ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო მაგრამ თუ ასე გავაგრძელებდი დავაგვიანებდი,ამიტომ სააბაზანოში შევედი.მოვწესრიგდი და 9საათზე უკვე დარბაზში ვიყავი.
თავს რაღაცნაირად ვგრძნობდი.ღებინების შეგრძნება მაწუხებდა,ამ ბოლო დროს დილით ჭამას გადავეჩვიე და ალბათ ამის ბრალია,საკმარისი რაოდენობით ვერ ვიღებ საკვებს..ნანკას ჩავეხუტე და თითქოს მომეშვასავით..მიყვარს ეს გოგო და მისი თბილი და განსხვავებული ხასიათი..აშკარად განწყობაზე მოვედი და პირველი კითხვაც დავსვი
-ახალი მოთამაშე გვყავს?
-აჰაამმ,ჯერ მეც არ ვიცი მოვა ახლა ნანა და გაგვაცნობს
-დილამშვიდობის ბავშვებო,როგორ ხართ?იმედი მაქვს ენერგიულად!ახალი მოთამაშე დაგემატათ,გაიცანით
ილია შავიშვილი!
-ამის თქმა და ჩემი ხველების ატეხვა ერთი იყო.ნანკა ხელს მირტყამდა ზურგზე და ბოლოს ძლივს მოვსულიერდი
-არ არსებობსს
-რა მოხდა?
-ეს ბიჭი
-იცნობ?
-არა,კი..არ ვიცი,არც ისე დიდი ხანია
-ჰა?
დაბნეული მიყურებდა ნანკა
-კაი მოგიყვები თამაშის მერე
-კაიი

თავიდან ვარჯიშით დავიწყეთ..გავხურდით..თავს ისევ ვერ ვგრძნობდი კარგად.გულის რევის შეგრძნება უფრო და უფრო მაწვებოდა და საბოლოოდ სანამ ცუდად გავხდებოდი წყალი ვითხოვე
-რა ხდება ანი?კარგად ხარ?(ნანა)
-თუ შეიძლება ვინმემ წყლის ბოთლი მომაწოდეთ
სასწრაფოდ გადმომაწოდეს ჭაობისფერი თერმოსი და მეც სულმოუთქმელად დავლიე
-მადლობა..მე ცოტა ხნით შევისვენებ და თამაშს რომ დავიწყებთ შემოგიერთდებით
-დარწმუნებული ხარ?თუ გინდა შეგიძლია წახვიდე ანი!
-არა ნანა კარგად ვარ,უბრალოდ ცოტას დავისვენებ
-კარგი როგორც იტყვი

ცოტა ხანში თამაშიც დაიწყო.
მე და ილია მოწინააღმდეგე გუნდებში მოვხვდით.საკმაოდ დამღლელი თამაში იყო.ძლიერი ოპონენტი მუდამ საინტერესო და ინტრიგულია თუმცა მხოლოდ მაშინ როცა ფორმაში ხარ.
ბურთი უნდა გამომეტანა.ყველა ჩემი თანაგუნდელი ჩაკეტილი იყო,მე კი უკან შავიშვილი მედგა დაცვად.ძალიან ახლოს იდგა.
უცებ სახე ჩემს კისერთან ახლოს მოსწია და და რამდენიმე წამში ამოთქვა
-ნუ ღელავ ანი,შევეცდები შეღავათი გაგიწიო!
-ნუ დაიხარჯები საყვარელო!შევძლებ თავად გაგიმკლავდე!
მისი ახლოს ყოფნისგან გამოწვეული აქამდე ჩემთვის უცხო ტაო დავაიგნორე,რომელმაც მთელს სხეულზე დამაყარა.
ბურთი მარჯვენა ხელიდან მარცხენაში გადავატარე და შემდეგ ისევ უკან,მარჯვენა საყრდენი ფეხით შემოვტრიალდი და...
-ჯანდაბა!მიმიხვდა!
ილია საკმაოდ გამოცდილი და გამჭრიახი მოთამაშე გამოდგა ასე რომ დროულად ახტა ბურთის დასაბლოკად...რომელიც...
რომელიც რეალურად არ მისვრია.
-გაგაცურე მაღალო ბიჭო!ჩავიღიმე და სწორედ იმ მომენტში ავხტი,როცა ილია უკვე ქვემოთ ეშვებოდა..საკუთარი თავიც კი გავაკვირვე და საკმარისზე მაღლა ავხტი,ბურთს სწორი ტრაექტორია მივანიჭე,ძალა დავატანე და იდიალურად ვისროლე!
-საკუთარი წარმატებული ფინტისგან ნასიამოვნებს,სიამაყით უნდა მეცქირა,როგორ ჩავარდებოდა ბურთი კალათაში მაგრამ ზუსტად ამ მომენტში,საშინელი წუილი გაისმა!თითქოს თავში ვიღაცამ უეცრაედ,საშინლად მძიმე,ბლაგვი სხეული ჩაგარტყა!
ყველა მოთამაშე ბურთის მოხსნაზე იყო კონცენტრირებული ასე რომ...
ძირს დავეშვი და ძვლების ტკაცუნმაც არ დააყოვნა.
ხერხემლის არეში ტკივილი ვიგრძენი,შემდეგ კიუბრალოდ შავი წერტილები იყო,რომელებიც მრავლდებოდნენ და გამოსახულებას ფარავდნენ...ირგვლივ ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent