გაორება /სრულად/
არაფერია მარადიული და ყველაფერია წამიერი.... სწორედ ამ სიტყვების გაფიქრებით იწყება ყოველი ტანჯული დილა.... მოგონებები სულში მიძვრება და მთელ სხეულში ელექროდენივით დაიარება... ოცნება შემიყვარდა... დიახ, ნანატრი ოცნება, რომელიც შენს სახის ნაკვთებს უკავშირდება... ილუზია, რომელიც თავის კლანჭებს ძლიერად მასობს და დავიწყების ფერებს მიკარგავს. მე შევეჩვიე, ამ გაუსაძლის ტკივილსაც, რომელმაც მასწავლა, თუ როგორია მომაკვდავი სული.... ცრემლი მსკდება, როდესაც შენა ნატიფ თითებს ვიხსენებ, რომელიც ჩემს სახის ზედაპირს მოურიდებლად ეხებოდა... და ვაი.... ვაი, როგორ მსურს წარსულის მორევში შერწყმა და როგორ გაუსაძლისად მინდება ყოველგვარი გრძნობების ხელახლად აღმოცენება... სულიერად გავტყდი, სწორედ მაშინ, როდესაც უსულო სხეული ვნახე შენი... სხეული, რომელსაც არაფრისფერი დასთამაშებდა და წითელ ტუჩებს ნაცრისფერი ეშმაკისეულად ეთამაშებოდა.... გაუსაძლისია... მართლაც გაუსაძლისი.... უბრალოდ უსამართლოა, ახალგაზრდები რომლებიც სიცოხლეს სუიციდის გზით ასრულებენ.... რომლებიც არ გვინდობენ და მათთან ერთად, ჩვენც ცივ სამარეში გვაგზავნიან.... - ნოე.... ჩემო მარადკაშკაშო ვარსკვლავო... სუსხი კანს მიწვავს, თუმცა არა ისე რომ შენმა ტკივილმა გადაფაროს... დავიწყებას მიეცეს და უბრალოდ კარი გამოიხუროს. ყოველი დღე სინანულით იწყება... საკუთარი თავის დადანაშაულებითა და გაკიცხვით... იქნებ დამეცავი... იქნებ ერთად შეგვეძლო სიკვდილის მარწუხებისგან თავის დაღწევა, თუმცა?... მონატრების გრძნობა არ მცოდნია რა იყო... ეს ახლა შევიგრძენი... უშენოდა ძალიან მტკიცეა და გულს ორად მიპობს... მტკივა უშენოდ დაწყებული თითოეული დღე და გასული წამი... საკუთარი ორგანო ამომაცალეს, შენი სახით... საკუთარი სული წაბილწეს შენი წართმევით... ისევ სიზმარში მგონია თავი... ისევ არ მჯერა უშენობის... დამიბრინდი, ნოე... მჭირდები ისე როგორც არასდროს... ნეტავ სად ხარ... რომელი ზეცის ნაპრალიდან გადმომცქერი და შეუმჩნევლა მაძლიერებ. ნეტავ იცოდე, როგორ მიმძიმს უშენობა და როგორ მსურს შენთან ერთად კვლავ მომავლის აშენება... ჩვენ ხომ ამდენი გეგმები გვქონდა... რატო გააფასურე... რატომ გააცამტვერე ერთი ხელის მოსმით, ეს სიმწრით ნაშენი ურთიერთობები... მიმძიმხარ... გულზე მაწევს ეკლიანი ლოდი, რომელსაც შენი სახელი აქვს გამოკვეთილი... სწორედ შენ მსუსხავ და უშენობის ფაქტები ყოველივე ძალას მიქრობს... ნოე... დაბრუნდი... კვლავ დამკარგე, შენს უძირო თვალებში, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. - მიდი... გაბედე... მოწყდი აქაურობას... აქ მაინც არავის სჭირდები!- ჩაგესმის გონებაში, შენი მეორე „მეს“ ხმა, რომელიც თავს მაშინ ამოყობს-ხოლმე, როცა უბრალოდ გინდა ყველაფერს მოშორდე. აკანკალებული სხეულით ოთახებს შორის დავიარები... მიყრუებულ ოთახში შევდივარ... კუთხეში ვიცუცქები... გაბრუებულ თავს საკუთარ უსიცოცხლო ხელებში ვიქცევ და ჩვილი ბავშვივით ვიწყებ ქვითინს... კადრები ჩემს გონებაში სწრაფად იცვლება... დავყურებ, ჩემს გახრწნილ სხეულს, რომელსაც ჭიანჭველებისავით ესევიან დამშეული ადამიანები... ხორცს თანდათანობით მგლეჯენ და ძალაგამოცლილი მიწაზე მაგდებენ... ზოგჯერ ძალიან მეშინია სიკვდილის, მაგრამ დგება ისეთი მომენტიც, როცა ეს წყეული სამყარო თავის კლანჭებში გიქცევს და საუთარი დაღვრილი სისხლით საზრდოობს. უკვე რამდენიმე დღეა მოლანდებებმაც იჩინა თავი... ზოგჯერ მგონია ჭკუიდან ვიშლები... საკუთარ სხეულზე, საკუთარ ფრჩხილებს მთელი ძალით ვარჭობ, მანამ სანამ კანს არ გაიჭრება და მის გარშემო ღაჟღაჟა წითელი სისხლი არ გამოჰყოფს თავს. თუმცა ტკივილი კარგი საშუალება ვერ გამოდგა, რომ ტკივილი ჩაეხშო. - არავის სჭირდები... შენ ისეთივე მარტოსული ხარ, როგორიც ყველა..- ავისმომასწავებლად აუთრთოლდა, ჩემს მეორე „მეს“ ბაგეები და თავისი ეშმაკისეული ძალით სრულიად გამახვია, თავის მარწუხებში... სხეული მძიმეა.... სული კი ბუმბულივით მსუბუქი. ერთი ბიძგიღა სჭირდება, რომ ჰაერში აფრინდეს და მოწყდეს ამ საშინელ რეალობას... გული გამალებით მიცემს, თუმცა ისე არა, რომ მისი რიტმების გაგონებისას, სრულიად დამვიწყებოდა ყოველივე შინაგანი გარდამტეხი გრძნობა... ვგრძნობ, როგორ მანიპულირებს საკუთარი მეორე „მე“ ჩემს აწმყოზე... ვგრძნობ, როგორ უახლოვდება, ჩემს დამჭკნარ სხეულს და თავისი ყვითელი ტუჩებით როგორ ეხება მას... ტანში მაჟრიალებს... ასე მგონია დიდი ხნის მკვდარი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი... დროში არეული, გაჩერებული დამჭკნარი, არარსებული არსება, რომელიც ყოველ წამს მოლოდინშია რეალური სიკვდილისათვის. ცრემლები თავისით იკვალავენ გზას, ჩემი სხეულის ნაწილებზე. მის შეხებისას სხეული მეწვის... ალბათ, ის ერთადერთია რაც ჯერ კიდევ მაკავებს. - მე არ მინდა სიკვდილი....- ამბობს სარკის ანარეკლში მყოფი გოგონა, რომელიც ჩემს სხეულს ძალიან ჰგავდა...- მე არ მინდა სიკვდილი, ის ძალიან ცივია... და ვინ თქვა, რომ დრო ყველაფრის მკურნალია?.. დრო ერთი დიდი ულუზიაა.!! ....!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.