შემთხვევითი ქორწინება *2 თავი*
გამარჯობა მეგობრებო. იმედია ახალი თავი მოგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებებს... :) -რას ქვია გათხოვებენ? არ გამაგიჟო-წინ და უკან იწყებს სანდრო სიარულს -რამ გადაგრია?! დაჯექი მშვიდად ვილაპარაკოთ-ვეუბნები და ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ, ასეთი ჩვევა მაქვს -რაზე უნდა ვილაპარაკოთ მშვიდად? როგორ დაგვაქორწინებენ სრულიად უცხო ადამიანებზე?-მეუბნება და ადგილს ჩემს გვერდით იკავებს-ნერვები მომიშალეს აქ ჩამოსვლის პირველივე დღეს -არადა დღევანდელი დღის მხიარულად გატარებას ვაპირებდით... თან სასიძოც შეურჩევიათ უკვე -მემგონი გვეღადავებიან -რა ღადაობა, ასე სერიოზულად მშობლებთან ჯერ არ მისაუბრია-ვამბობ და მობეზრებული ვატრიალებ თვალებს-უცნობს ცოლად რანაირად გავყვე? -ან მე რანაირად მოვიყავნო უცნობი გოგო ცოლად-წამით ერთმანეთს ვუყურებთ და ფეხზე ვდგები -მორჩა, დღეს ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ და არც ვიფიქროთ. წამოდი გავისეირნოთ და მერე ჩემთან წავიდეთ -კარგი, დღეს შენთან დავრჩები რა -რა თქმა უნდა დარჩი-ვეუბნები და მის გამოწვდილ ხელს ჩემსას ვაგებებ... ძალიან დიდი ხანი ვისერინეთ თბილისის ხალხმრავალ ქუჩებში და დაღლილები სახლისკენ გავეშურეთ. გზად მარკეტში შევიარეთ და ტკბილეული ვიყიდეთ... -სანდრექს ჩაი გამიკეთე რა-ჩემს გვერდით მოკალათებულს პლედს ვართმევ და ისიც ბუზღუნით დგება ფეხზე -კაი რა, სულ ჩაი როგორ გინდა? -მიყვარს და რა ჩემი ბრალია-ვამბობ და მხრებს ვიჩეჩ... ტელევიზორში არაფერი საინტერესო არაა, ამიტომ მეც სანდროს მივყვები უკან და სამზარეულოს მაგიდასთან ვთავსდები -ხვალ საღამოს მივალ და დაველაპარაკები დავითს-მეუბნება და ჭიქაში შაქარს ყრის-მაგრამ წინასწარ ვიცი, რომ ვერაფერს გავხდები -რაღაც მოვიფიქრე-ვამბობ და თვალებმოჭუტული დაორთქლილ ფანჯარაში ვიხედები-დავქორწინდეთ. -რა? არ მინდა_მეთქი იმ ადამიანზე დაქორწინება, რომელსაც არ ვიცნობ -ანუ, იმათზე კი არა ვისაც გვირიგებენ, ჩვენ დავქორწინდეთ... -ჩვენ? -ჰო, ჩვენ და მორჩება ყველაფერი, ვეღარ დაგვაძალებენ -მართალი ხარ, მაგრამ არ დაიჯერებენ რომ ერთმანეთი გვიყვარს -კარგი რა, როგორ არ დაიჯერებენ?!-ხელს ვიქნევ და ვაზაში ჩადებულ ვაშლს ვწვდები-მთავარია დავქორწინდეთ და ვსო -ანუ ჩემი ცოლი გახდები ცუნცულ? -რა დროს ხუმრობაა სანდრო. არ გადამაფიქრებინო იცოდე-ვამბობ და ცხვირს ვიბზუებ-მადლობა თქვი საერთოდ ეს რომ შემოგთავაზე -ოჰ შენც არ მყავდე ანჯელინა ჯოლი-მეუბნება და ცხელ ჩაის წინ მიდებს-სანამ რამეს იტყვი დალიე, ცოტა დაგატკბობს -გაჩუმდი თორე უცნობი გოგოს ცოლად მოყვანა მოგიწევს... ისე სახელი მაინც არ გიკითხავს? -არა -არც მე მიკითხავს... მოკლედ აღარ გავაგრძელებ. ღამე თითქმის არ გვიძინია, ჩვენს მომავალ “ქორწილზე“ ვსაუბრობდით და გეგმებს ვაწყობდით როგორ დაგვეჯერებინა ჩვენი ჯიუტი ოჯახებისთვის, რომ ერთმანეთი გვიყვარს. დილით ადრე ვიღვიძებ და მისაღებში გავდივარ სადაც დივანზე არც თუ ისე კომფორტულად მოკალათებულ სანდროს სძინავს. მას არ ვაღვიძებ და სააბაზანოში შევდივარ... თავის მოწესრიგების შემდეგ, ყავას ვიმზადებ და ახლად გაღვიძებული სანდროს გვერდით ვიკავებ ადგილს -დღეს ვქორწინნდებით-მეუბნება და ყავას მართმევს-შენ გამოფხილზდი უკვე, ამიტომ ამას მე დავლევ -ჰო ვქორწინდენით... წარმოიდგინე კახას და დავითის სახე-მეცინება-გადაირევიან. -აბა რა ეგონათ, ასე ადვილად დაგვაქორწინებდნენ? -საბუთები გვაქვს მოსამზადებელი-ვამბობ და დაბნეული ვუყურებ-ის კი ვიცი რომ საბუთები უნდაა გავამზადოთ, მარა რომლები? -რავიცი აბა? მეც პირველად ვქორწინდები... ეგ ყველაზე მცირე პრობლემაა რაც ახლა გვაქვს. გავემზადები და გავიდეთ, საღამოს უკვე ცოლ-ქმარი ვიქნებით-მეუბნება და ფეხზე დგება -ჰო ცოლ-ქმარი-ვჩურჩულებ ჩემთვის და სააბაზანოსკენ მიმავალ წელს ზევით შიშველ სანდროს თვალს ვაყოლებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.