შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი დეტექტივი


8-04-2020, 01:18
ავტორი Crazyforart
ნანახია 1 162

თავი მეოთხე

მეორე დღეს დილით გამეღვიძა ლევანის და გვანცას ჯერ არ ეღვიძათ,მათ გარეშე ფარეხში შეცედი და მანქანა გამოვიყვანე,დრო იყო სერვიზზე წამეყვანა,ქალაქში პირველად გამოვედი იმპრეზათი,ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე მანქანების სახელოსნოს მივაგენი,მაგრამ აღმოჩნდა რომ მხოლოდ ქეშით შემეძლო გადახდა მე კი ქეში მოხსნილი არ მქონდა,ამიტომაც წავედი ბანკომატთან და ფული გამოვიტანე,ამის შემდეგ კი სახელოსნოსთან მივედი და საუკეთესო მანქანის ზეთი ვიყიდე,შემდეგ სამუხრუჭე ხუნდები და ანტიფრიზი ვიყიდე ეს ყველაფერი საბარგულში ჩავაწყწ და სახლში დავბრუნდი,მანქანა ფარეხში დავაყენე ჯერ ზეთი შევცვალე ძრავშიც და გადაცემათა კოლოფშიც შემდეგ მანქანაში ანტიფრიზი ჩავასხი ძრავი რომ არ გაყიმულიყო ზამთარში საბოლოოდ ხუნდები შევცვალე და მანქანა დავქოქე,ამ დროს ფარეხში ლევანი შემოვიდა და დასვრილი რომ დამინახა გაეცინა.
-რაქენი საქმე როგორ მიდის?
-ყველაფერი კარგადაა,ისეთი არაფერი უნდა,დილით წავედი და ყველაფერი ვიყიდე რაც საჭირო იყო,ზეთი შევცვალე ძრავშიც და გადაცემათა კოლოფშიც,ანტიფრიზი ჩავასხი,და სამუხრუჭე ხუნდებიც შევცვალე,ახლა ხმა აღარ ექნება დამუხრიჭებისას,საბოლოო რაც დარჩა კარგი პროგრამა უნდა.
-ამდენი რამე მოასწარი სანამ გავიღვიძებდი?
-ადრე გამეღვიძა უბრალოდ.
-იცი მაინც რომელი საათია?
-არა რატომ მეკითხები?
-ჯერ მხოლოდ შუა დღეა ძმაო,რომელზე გაიღვიძე?
-ალბათ ასე რვა საათზე,რაიყო?
-არაფერი საღოლ ამდენი რამე თუ მოასწარი,ფულის ხარჯვა კიდევ საჭირო არ არის,მითხარი და მოგცემ რამდენსაც გინდა.
ლევანის ეს ნათქვამი სასაცილოდ არ მეყო.
-ძმაო ფული საკმარისზე მეტი მაქვს,საქართველოში შენი აზრით სახლში ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი?
-ეგ არ მითქვამს.
-ჰო მაგრამ,რახან აქ ჩამოვედი არ ნიშნავს იმას რომ შენს ხარჯზე ვიქნები,ეს მეთვითონ არ მინდა გესმის?
-კარგი უბრალოდ გითხარი მე ცუდად არ მითქვამს.
-ვიც8 ლევანი,მაგრამ საკმარისი მაქვს იმისთვის რომ მეყოს,სახლისთვის კარგად მოგივლია,რაც დედა უკან დაბრუნდა იმის მერე აქ მხოლოდ შენ დარჩი,მის ნაწვალებს კარგად უვლი.
-ჰო ვცდილობ,გვანცა ყველაფერში მეხმარება,ის რომ არ იყოს ამხელა სახლს ვერაფერს მოვუხერხებდი მარტო,თან სტუმრებიც იშვიათად გვყაბს ამიტომაც სახლში მხოლოდ მე და გვანცა ვიყავით ხოლმე,გაგვახარე რომ აქ ცხოვრება გადაწყვიტე,თავს მარტოებად მა8ნც აღარ ვიგრძნობთ.
ზეთიანი ხელები ტილოთი შევიმშრალე,მუშტი შევკარი და ლევანის გავუწოდე,მან საპასუხოდ,თავისი მუშტი მოარტყა.
-არ გინდა,პროგრამის ჩაწერაში დამეხმარო?
-კი კი როგორ არა,ახლავე წავიდეთ?
-ჰო რაც მალწ დავამთავრებ მით უკეთესი,თან შენც არ მომასვენებ.
-მართალია,-გაეცინა ლევანის.-წამო წავედით საჭესთან დავჯდე ჰო?
-ჰო მანამდე კომპიუტერს შევაერთებ.
მანქანაზე კომპიუტერი შევაერთე და მძღოლის გვერდით სავარძელზე დავჯექი,პირველ რიგში წავედით და საწვავით ავზი გავავსეთ,ხოლო მერე ავტობანზე გაბედით და იქ რამოდენიმე საათი ახალ პროგრამას ვწერდით ყველა სიჩქარეზე ახალი პროგრამა ჩავწერეთ,შედეგით კი გაკვირვებული დავრჩი,ვგეგმავდით რომ მანქანა 400 ცხენისძალას აიტანდა მხოლოდ მაგრამ,ძრავმა საშუალება მოგვცა რომ უფრო მეტი ცხენისძალა ამოგვეღო ამიტომაც პროგრამა იდეალური უნდაა ყოფილიყო თუ გვინდოდა რიმ ეს პროგრამა ძრავს აეტანა,ერთი შეცდომაც კი შეიძლებოდა საბედისწერო ყოფილიყო,მაგრამ არა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საბოლოოდ 350 ცხენისძალიდან მანქანა ყველა დეტალის ჩათვლით 500 ცხენამდე ავიყვანეთ,სახლში ორივე უდიდესი კმაყოფილებით დავბრუნდით,მანქანა ყცელაფრისთვის მზად იყო,ლევანი გაბრწყინებული თვალებით შევიდა გვანცასთან და ახარა ახალი ამბავი,გვანცამ ეტყობოდა რომ ვერაფერი გაიგო,მანქანების არაფერი გაეგებოდა მაგრამ ლევანის რომ არ სწყენოდა მანაც სიხარულით მიიღო ეს ამბავი.
ყველაფერი მზად გვქონდა მაგრამ ერთი რამ მაინც მოსაგვარებელი იყო,ლევანის მანქანაში ზეთები უნდა შეგვეცვალა,ზეთები ნაყიდი მქონდა საკმარისზე მეტი ერთადერთი რაც დარჩენილი იყო,მანქანა უნდა შეგვეყვანა ფარეხში და ზეთი გამოგვეცვალა,სადილის შემდეგ ლევანი წამოვიყვანე და ძრავსა და გადაცემათა კოლოფში ერთად შევცვალეთ ზეთი,მანქანა უკვე ყველაფრისთვის მზად იყო.
-დავდგეთ?-მკითხა ლევანიმ.
-კითხვა დამასწარი.-ვუთხარი და ხელები გავიწმინდე.
-წამო რაღას ველოდებით მაშინ.
-წავედით.

ორივე მანქანებში ჩავსხედით და ავტობანისკენ ავიღეთ გეზი,გზაზე შუქნიშანზე წითელი შეგვხვდა, ორივე გავჩერდით გვერდიგვერდ და მწვანეს დაველოდეთ,მწვანე აინთო და გაზს გამალებით დავაწექით ორივე,თავიდან ლევანიმ ცხვირი გაწია მაგრამ როცა მეორე სიჩქარეშე გადავრთეთ ლევანი უკან ჩამორჩა,ხოლო მესამე სიჩქარეზე მანქანა უკან დარჩა,ახლა დრო იყო მაღალ ბრუნზე გვეცადა,ავტობანზე გავედით,სიჩქარე ასი კილომეტრი საათში გვქო და და გვერდი გვერდ მივდიოდით,ლევანიმ სამჯერ დაასიგნალა,მესამე სიგნალზე ორივემ ერთდროულად ჩავაჭირეთ გაზსდა მეოთხე სიჩქარეში გადავრთეთ,აშკარა იყო რომ აზრი არ ქონდა,ჩემს მანქანას მისაზე 100 ცხენისძალით მეტი ჰქონდა ამასთანავე,იმპრეზა უფრო მსუბუქი იყო,ამიტომაც გავასწარი,მაგრამ ლევანი სერიოზულ წინააღმდეგობას მიწევდა.ორივე სახლში დავბრუნდით,გვანცა ბუხართან იჯდა და გველოდებოდა.
-სად იყავით?-გვკითხა როცა სახლში შევედით.
-მანქანები გამოვცადეთ,ავტობანზე ვიყავით საყვარელო.-უპასუხა ლევანიმ.
-სახლში თითქმის არ ხართ,რაწესია ეგ?
-მაპატიე პატარავ,აწი სახლში ვიქნები.-ლევანი გვანცას მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.
ბუხართან ვისხედით სამნი,მე ლევანი და გვანცა,მაგოდაზე სამი ჭიქა და ერთი ბოთლი ფრანგული ღვინო იდო,სამივე ნელნელა ვსვამდით და ვლაპარაკობდით ყველაფერზე,ძველ დროზე როცა სამივე საქართველოში ვიყავით,ერთად გატარებულ წლებზე ბავშვობის მოგონებებზე და იმ ხალხზე ვინ ახლა საქართველოსი გველოდებოდა.შუაღამეც მიილია და ბოთლიც დავცალეთ,მათთან საუბარს არაფერი მერჩივნა მაგრამ,მ9მქანცველმა დღემ მალე ჩაიარა და უკვე ღვინოც თავისას შვრებოდა,თვალები დამიმძიმდა და მოვითენთე,ამიტომაც ოთახში ასვლა და ძილი ვამჯობინე.

თავი მეხუთე

ქალაქში სადაც ამჟამად ვცხოვრობდი ნაკლებად იყვნენ ქართველები მაგრამ,იყო რამოდებიმე ადამიანი ვისთან დაახლოებაც შეიძლებოდა,რომ ეს დრო რაც აქ ვიქნებოდი სრულიად უაზრო არ ყოფილიყო და არ გაწელილიყო,მხოლოდ მანქანით ვერ დავკმაყოფილდებოდი,მე ღამის ადამიანი ვარ და გართობას ღამე ვაბიჭებ უპირატესობას,მაგრამ ეს რამოდენიმე დგღე რაც აქ ვიყავი,არ ვიცი ფრენის თუ დაღლის გამო,თორმეტ საათზე უკვე მკვდარივით მეძინა.
დილით ადრე გამეღვიძა,საწოლიდან წამოვდექი და შარვალი ჩავიცვი,საწოლის გვერდით სიგარეტი იდო,კოლოფი ავიღე და სიგარეტი ამოვიღე კოლოფშივე იდო სანთებელაც,ამოვიღე და სიგარეტს მოვუკიდე,მერე ფანჯარა გამოვაღე და სიგარეტით ხელში გადავიხედე.
ხალხი ქუჩაში მოძრაობდა ზოგი სკოლაში მიდიოდა ჩანთებით ზოგს,უფრი მოზრდილებს კი მანქანებში ეჩქარებოდათ რომ სამსახურში წასულიყვნენ,ეს პატარა ქალაქი იყო,სადაც არავის აინტერესებდა,მანქანის მოდელი,ფერი და ძრავი,მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთი რამ იყო,ჰქონოდათ გადაადგილების საშუალება რითაც სამსახურში წასვლას შეძლებდნენ.
სიგარეტი საფერფლეში ჩავწვი დაა სააბაზანიში შევედი,ცხელი აბაზანის შემდეგ მოვწესრიგდი და პირველ სართულზე მისაღებში ჩავედი,გვანცა ბუხართან იჯდა და წიგნს კითხულობდა,ლევანი უკვე სამსახურში იყო წასული.
გვანცასთან მივედი და შუბლზე ვაკოცე.
-როგორ ხარ გვანცი?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-რავიცი არამიშავს,ბიბლიოთეკა არ აქვს ამ ქალაქს?
-რათქმა უნდა აქვს,მაგრამ ქართული წიგნები არ აქვთ.
-არც ინგლისური?
-კი ინგლისური აქვთ,მაგრამ მგონი სულ რამდენიმე.
-სადარის ზუსტად არ იცი?
-ქალაქის ბოლოშია,მისამართი ზუსტად არვიცი მაგრამ მარტივი მისაგნებია,ქალაქის ბოლოში დიდი შენობაა.
-კარგი,მე იქ წავალ იქნებ რამე ვიპოვო.
-კარგი როგორც გინდა,წარმატებებს გისურვებ.
სახლიდან გამოვედი დამანქანით ქალაქის ბოლოსკენ გავემართე,მთავარ გზაზე გავედი და პირველიდან მესამე სიჩქარეს ჩათვლით გაზის პედლისთვის ფეხი არ ამიშვია,მანქანა გაფრინდა,წინ კამერა იყო და მომიწია შემენელებინა,გზის ბოლოს შენობაც გამოჩნდა სადაც ფრანგულად დიდიასოებით ეწერა „ანრე მარლუქსის სახელობის ბიბლიოთეკა“
მანქანა პარკინგზე გავაჩერე და შენობაში შევედი,დახლთან მოხუცი ფრანგი ქალი,სანდომიანი სახით და ცხვირზე წამოკოსებული სათვალით მიყურებდა,მას მივუახლოვდი და სუფთა ფრანგულით დავუწყე ლაპარაკი.
-გამარჯობა მადამ.
-გაგიმარჯოთ მისიე.-მიპასუხა ქალბატონმა.
-ინგლისურ წიგნებს ვეძებ,გაქვთ რაიმე რამაც შეიძლება დამაონტერესსოს?
-დიახ,უცხოური წიგნები ბიბლიოთეკის ბოლოშია,შეგიძლიათ მიხვიდეთ და დაათვარიელოთ,ოღონდ სიჩუმე დაიცავით აქ ხალხი საკითხავად მოდის.
-პრობლემა არ არის,მხოლოდ მიმასწავლეთ.
-დერეფანს გაუყევით და მარჯვნივ ბოლო თაროზე.
-გმადლობთ მადამ.-ბიბლიოთეკარს გამოვცდი და ნაკარნახევი მიმართულებით წავედი.
შენობა დიდი იყო,წიგნის თაროები რიგებად იყო ჩამწკრივებული და ერთმანეთს მისდევდა,იდეალისტებისათვის ეს ადგილი სამოთხე იყო,თაროებს შორის მაგიდები იყო დადგმული სადაც მკითხველებს არჩეულო წიგნების კითხვა შეეძლოთ,ხალხი არც ისე ბევრი იყო მაგრამ ყველა ვინც დავინახე უზომო ინტერესით იყო წიგნებში ჩაფლული.
თაროებს გავუყევი და ჩემთვის სასურველ ადგილას გავჩერდი,წიგნები ინგლისურ ენაზე მართლაც ცოტა იყო,მაგრამ სხვადასვა ჟანრის ასე რომ არჩევანი მაინც იყო,სხვადასხვა ავტორების ნამუშევრებს წავაწყდი,საბოლოოდ ჯეინ ეარზე შევაჩერე არჩევანი და თაროდან გადმოვიღე,იქვე ახლოს ერთი გოგონა იჯდა და რამოდენიმე წიგნიდან,რაღაცას იწერდა დღიურში,გოგონა ახალგაზრდა იყო,შავითმა კუდად ჰქონდა შეკრული და სათვალე ცხვირზე წამოესკუპებინა.ფრანგის იერი არ ჰქონდა მაგრამ მივედი წიგნით ხელში და ფრანგულად მივესალმე.
-გამარჯობათ მადმუაზელ,შეიძლება თქვენს მაგიდაზე დავჯდე?
-გამარჯობათ,დიახ ახლავე ავალაგებ.-ჩემს დანახვაზე გოგონა დაიბნა.
-არა საჭირო არ არის,უბრალოდ კითხვა მინდა.
-კარგით დაბრძანდით.
-გმადლობთ.
დავჯექი და წიგნი გადავშალე,კითხვა დავიწყე,იმგლისური კარგად ვიცოდი ამიტომაც საჭირო არ იყო,თარგმანის გაკეთება,ვიცოდი იმდენი რამდენიც საჭირო იყო რომ ინგლისური წიგნი თავისუფლად წამეკითხა.
-ინგლისურად კითხულობთ?-მკითხა უცნობმა,შევატყე რომ გაუკვირდა.
-დიახ,რატომ გაგიკვირდათ?
-პირველად ვნახე ფრანგი რომელიც ინგლისურად კითხულობს.
-გეშლებათ მადმუაზელ,მე ფრანგი არ ვარ.
-მაპატიეთ,იერით ძალიან გავხართ ფრანგს...
-არა მადმუაზელ მე ეროვნებით ქართველი ვარ,მაგრამ აქ ვცხოვრობ,ახლახანს გადმოვედი.
-ძალიან სასიამოვნოა,კეთილი იყოს თქვენი საფრანგეთში ჩამოსვლა.
-გმადლობთ მადმუაზელ.
-არაფრის,მაპატიეთ რომ კითხვა შეგაწყვეტინეთ.
-არაუშავს ყველაფერი რიგზეა,მაპატიეთ როგორ მოგმართოთ?
-ბარბარა მაგრამ მეგობრები,ბაბის მეძახიან.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,მე ზაზუს მეძახიან.
-ძალიან სასიამოვნოა,მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ,ვიპოვე რაც მაინტერესებდა.
-სინამდვილეში მეც არ ვაპირებ აქ გაჩერებას,მხოლოდ წიგნის წასაღებად მოვედი,შემიძლია მიგიყვანოთ თუ ნებას დამრთავთ.
-არარის საჭირო,ჩემს გამო ნუ შეწუხდებით.
-რა შეწუხებაა,ფეხით რატომ უნდა იაროთ.
-რახან ასე დაჟინებით მხთოვთ უარს როგორ გეტყვით.-გაეცინა მას.
-მშვენიერია,მაშინ წავიდეთ.
-კარგით წიგნებს დავაბრუნებ.
-კარგით,მაშინ მე ბიბლიოთეკართან მივალ და წიგნს გამიფორმებს,იქ დაგელოდებით.
-კარგით,ახლავე მოვალ.
წიგნებით სავსე თაროებს გამოვუყევი და ბიბლიოთეკარის დახლთან მივედი,წიგნი მალევე გამიფრომეს და იქვე გასასვლელთან ბაბის მოლოდინში წიგნი ხელახლა გადავშალე.
-უკვე მორჩით?-გავიგე ნაცნობი ხმა.
-დიახ,მზად ხართ?
-კი,წავიდეთ.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ მადმუაზელ.-ვუთხარი და კარები გამოვაღე.
-გმადლობთ მისიე.
ორივე გარეთ გამოვედით მე პარკინგზე წავედი და მაანქანა გამოვიყვანე.მანქანიდან გადმოვედი და მძღოლის გვერდითა კარები გამოვაღე.ბარბარა დაჯდა და ღვედი გაიკეთა.
-ლამაზი მანქანაა.-მითხრა როდესაც საჭეს მივუჯექი.
-გმადლობთ მადმუაზელ,სასიამოვნოა ამის გაგონება თქვენნაირი ლამაზმანისგან.
ის აწითლდა,მე თითქოს არ შევიმჩნიე და მანქანა დავქოქე,ძრავმა დაიღრიალა და მანქანა დაიქოქა,პირველ სიჩქარეში ჩავაგდე და მანქანა დავძარი.
-სიჩქარის ჰომ არ გეშინიათ?
-გააჩნია იმას საჭესთან ვინ ზის,რატომ მეკითხებით?
-ამ მანქანით ნელა სიარული არ შეიძლება და იმიტომ.
-იმედი მაქვს კარგი მძღოლი ხართ.
-ერთ-ერთი საუკეთესო მადმუაზელ,შეგიძლიათ მენდოთ.
-იმედი მაქვს ამ ნდობას არ ვინანებ.
სიჩქარეს მოვუმატე,მესამედან მეორე სიჩქარეში გადმოვიტანე და ისე რომ მისთვის თვალი არ მომიცილებია გაზის პედალს დავაწექი,მანქანამ ცხვირი აწია და წინ გავარდა,სიჩქარეშევცვალე,ისევ მას ვუყურებდი,არც ის მაცილებდა თვალს,კიდევ ერთხელ შევცვალე სიჩქარე და უკვე მთავარ ტრასაზე 180 კილომეტრი საათში მივდიოდით.
-აქ შუქნიშანია.-მითხრა მშვიდად,თვალის მოუცილებლად.
-მწვანეა.-ვუთხარი მეც.
-კამერა?
-კარგი გავჩერდეთ თუ ასე წუხხარ.
სიჩქარე შევანელე და შუქნიშანზე ნელა გავიარე.
-კმაყოფილი ხართ მადმუაზელ?
-დიახ,მაგრამ ერთი რამ მაინც მაწუხებს.
-რა გაწუხებთ?
-ჩემს სახლს ოთხი კვარტლით ავცდით.
გამეცინა
-კარგით მოვტრიალდეთ.
-გმადლობთ.
მოვტრიალდით და მისი ნაკარნახევი მიმართულებით წავედი,დიდ ლამაზ სახლს მივუახლოვდი რომლის ჭიშკართანაც ნაირნაირი ფერის მანქანები ეყენა.
-აქ გამიჩერეთ თუ შეიძლება.
-დიახ რა თქმა უნდა.
სახლთან გავვაჩერე,მან ღვედი მოიხსნა და მანქანიდან გადივიდა.
-მადლობთ რომ მომიყვანეთ.
-არაფრის,იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით.
-იმედი მაქვს შევხვდებით.
მანქანის კარები მოხურა და სახლში შევიდა.მე მანქანა მკვატრიალე და წიგნთან ერთად სახლში დავბრუნდი.
უაზროდ კარგ ხასიათზე ვიყავი,ვერ გამეგო რატომ,ეს გვანცამაც შეამჩნია და მთელი დღის განმავლობაში მეკითხებოდა კარგ ხასიათზე ყოფნის მიზეზს,მაფრამ ეს მიზეზი თვითონაც არ ვიცოდი ამიტომაც მას ვერაფერი ვუთხარი,მომხდარზე არაფერი მითქვამს,ასეთი სიტუაციები ბევრი მქონია მაგრამ სერიოზული არასდროა არაფერი ყოფილა,ის ხომ უბრალოდ სახლში მივიყვანე.
საღამოს გვანცამ მთხოვა მაღაზიაში გაყვანა,ორივე სახლიდან გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით,გვანცამ თავისი ტელლეფონი ბარზე დადო,სანამ მე ღვედი შევიკარი და მანქანა დავქოქე,მან თეთრი პატარა ფურცელი სახესთან მომიტანა.
-ჯერ ხომ არ ჩამოსულხარ?
-რას გულისხმობ?-ვკიტხე და თან ფურცელი გამოვართვი.-ეს რაარის?
-არ ვიცი შენ მითხარი.
პატარა ფურცელი სავიზიტო ბარათი იყო რომელზეც იმეილო სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი ეწერა.
-მანქანაში ეგდებოდა ალბათ,ჩემს გარდა რამდენი პატრონი ეყოლებოდა კაცმა არ იცის.
-ჰო აბა რა,მჯერა.-მითხრა ირონიულად.
-ჰო კარგი შეიძლება არც ეგდო,მაგრამ არ ვიცი ნომერს რატომ დამიტოვებდა.
-აბა ახლა დაფქვი,ვინ არ დაგიტოვებდა ნომერს?
ამის შემდეგ მოვუყევი ბარბარას გაცნობის ამბავი,სად შევხვდით და როგორ მივიყვანე სახლში,ამის შემდეგ კეფაში მომხვდა.
-იდიოტო დაურეკე,იქნებ გელოდება.
-დღეს ვნახე,იფიქრებს რომ ვერ ვითმენ ისე მინდა მისი ნახვა.
-არაფერსაც არ იფიქრებს,უთხარი რომ ნომერი შემთხვევით იპოვნე და ამოწმებდი მისი დატოვებული იყო თუ არა.
-მერე იფიქრებს რომ,მის მიმართ დიდი ინტერესი მაქვს.
-დაურეკე!
-ჰო კარგი კარგი.
ტელეფონი ავიღე და ნომერი ავკრიფე,ზარი გავიდა ხოლო რამდენიმე წამში ქალის ნაზი და ამავდროულად ნაცნიბი ხმა გავიგონე.
-დიახ,გისმენთ.
-ალო,გამარჯობა,ვის ვესაუბრები?
-მე ბარბარა ვარ,თქვენ ალბათ ზაზუ ხართ ჰომ?
-გამარჯობა მადმუაზელ,როგორ ხართ?
-კარგად გმადლობთ,თქვენ როგორ ხართ?
-კარგად,თქვენი სავიზიტო ბარათი იდო ჩემს მანქანნაში,შემთხვევით გადავაწყდი,უბრალოდ მინდოდა შემემოწმებინა,ნამდვილად თქვენი იყო თუ ვინმე სხვას დარჩა.
-არ დამრჩენია,განგებ დავტოვე,ვიფიქრე მოგინდებოდათ ერთი ბოთლი ღვინის დალევა საღამოს.
-დღეს საღამოს?
-დიახ,გცალიათ?
-კი დაახლოებით ერთ საათში გავნთავისუფლდები.
-კარგით ცხრა საათზე მოდით იმ სახლთან სადაც დამტოვეთ.
-კარგით,დიდი სიამოვნებით.
-შეხვედრამდე მისიე.
-შეხვედრამდე.
ყურმილი დავკიდე და ტელეფონი ბარში ჩავდე, გვანცა გაკვირვებული მიყურებდა,ვერ გაეგო რამჭირდა,სახეზე გაფითრებული ვიყავი,ნერწყვი ყელში არ გადამდიოდა.
-რა მოხდა ამოღერღე.
-პა...პა...
-რა პა პა ზაზუ რა გჭირს.
-ცხრა საათზე პაემანი მაქვს.-ამოვღერღე ძლივს გასაგონად.
-მართლა?
-ჰო ასე მითხრა ერთი ბოთლი ღვინო თუ გინდათ შევხვდეთ და დავლიოთო.
-მერე მაგას რა ჯობია,სახეზე ფერი არ გადევს რამოხდა ჰო კარგად ხარ.
-გვანცა,პაემანზე არასდროს ვყოფილვარ...
-რასამბობ,ლევანი მიყვებოდა შენს სასიყვარულო ისტორიებს ხოლმე,იმდენი მოვისმინე სათვალავი ამერია,რას ქვია პაემანზე არ ყოფილხარ.
-ანუ პაემანზე როგორ არ ვყოფილვარ უბრალოდ,ასეთ პაემანზე არ ვყოფილვარ.
-ეს როგორი პაემანია.
-როგორი და ნამდვილი.
-რას ქვია ნამდვილი?
-ანუ ხო ხვდები თავისი ვახშმით,ღვინოთი და შეიძლება სანთლებითაც კი.
-ვერ ხედავ რომ აშკარად მოსწონხარ?
-ვხედავ როგორ ვერ ვხედავ,უბრალოდ დღეს შევხვდი პირველად ის კი პაემანზე მეპატიჟება,ასე მალე ადამიანი როგორ უნდა მოგეწონოს.
-ადამიანი რო შემოგხედავს როგორ არ უნდა მოეწონო,ნამდვილი ჯენლტმენი ხარ,ყოველთვის გამოწკეპილი დადიხარ შენს მანტოს არ იშორებ,თმა ყოველთვის დავარცხნილი და წესრიგში გაქვს,განათლებული და ზრდილობიანი ხარ,და ამბობ როგორ უნდა მოეწონოსო?
-მართლა ასე ფიქრობ?
-ახლა შემოგარტყამ,მემგონი შოკში ხარ.
-ახლა ამის დრო არ არის წამოდი მაღაზიაში წავიდეთ.
-ჰო სულ დამავიწყდა.
მანქანა დავძარი,გეზი მაღაზიისკენ ავიღეთ.მაღაზია არც ისე შორს იყო ამიტომაც დიდი დრო არ დაგვჭირვებია მისასვლელად,ახლა მთავარი ყო რომ დროზე წამოვსულიყავით იმიტომ რომ თავის მოწესრიგება მომესწრო.მაჯის საათს დავხედე,რვას ოცი წუთი აკლდა,დრო მქონდა.

თავი მეექვსე
გვანცასთან ერთად დავდიოდი თაროებს შორის მე ურიკა მიმქონდა ის კი პროდუქტებს ურიკაში აწყობდა,როცა დავამთავრეთ სალაროსთან მივედით და ეს ყველაფერი სალაროსთან ამოვალაგეთ,მოლარე სანდომიანი სახის ახალგაზრდა ქერა გოგონა იყო,დაახლოებით ჩემი ასაკის,22 წლამდე,ქერა თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა, პროდუქტის გატარებისას მე დაგვანცა ვლაპარაკობდით,ის ცალ თვალს ჩემსკენ აპარებდა რაც გვანცას არ გამოჰპარვია.
ის მოლარეს შეუტრიალდა და ქართულად უთხრა
-რას უყურებ, სიმპათიური ქართველი ბიჭი არ გინახავს?
ამაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა,შუა სუპერმარკეტში ორივე გიჟებივით ვიცინოდით მოლარე კი გაკვირვებული ღიმილით მოგვშტერებოდა,ისე რომ პროდუქტების გატარება სულ დაავიწყდა.
ბოლოს როგორც იქნა ყველაფერი გავატარეთ ფული გადავიხადეთ და პარკებით დატვირთულენი მანქანისკენ წამოვედით.ცხრის თხუთმეტ წუთზე უკვე სახლში ვიყავით.დრო ჯერ კიდევ მქონდა მოსაწესრიგებლად ამიტომაც არ ვჩქარობდი,წყალი გადავივლე ჩავიცვი სუნამო დავისხი და ამასობაში თხუთმეტი წუთიღა მრჩებოდა.
გვანცა ქვემოდან მიყვიროდა „არ დაგაგვიანდესო“
ქვემოთ ჩამოვედი ჩვეულ ფორმაში, გვანცამ მანტო გაწმენდილი დამახვედრა და ჩაცმაში დამეხმარა.
-ნამდვილი ოცნების მამაკაცი ხარ,წადი არ დაგაგვიანდეს,დღეს არ დაგელოდოთ ჰო?
-არვიცი გვანცა,ასეთი უცნაური სიტუაცია არ მქონია.
-ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგად იქნება,ახლა მოდი და გიჟივით ატარე,ისე შენ როგორც იცი,თორემ დაგაგვიანდება.
-შენ რომ არ მყავდე,ალბათ ახლა მეძინებოდა იქ წასვლის მაგივრად.-ლოყაზე ვუჩქმიტე გვანცას.
-წადი,და იცოდე არაფერი გააფუჭო.-სიცილით მითხრა მან.
-წავედი.
სახლიდან გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი,მანქანა დავქოქე და მთაბარ გზაზე გავედი,მთავარი გზაზე მხოლოდ პირდაპირ უნდა მევლო ამიტომაც გაზის პედალს ფეხს არ ვუშვებდი,მანქანის ძრავი ღრიალებდა და მიფრინავდა,მანქანას ყველაფერი რიგზე ჰქონდა,ყველაფერი იდეალურად მუშააობდა,ძრავმა ახალი პროგრამა ლარგად აიტანა,ეტყობოდა რომ გამძლე ძრავი იყო.
მანქანა სახლთან გავაჩერე,ფანჯრიდან კი ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი,როგორც ჩანს მელოდებოდა,საათს დავხედე ცხრას ერთი წუთი აკლდა,ზუსტად რომ დროზე მოვუსწარი,მანქანიდან გადმოვედი და ხის კარზე მშვვიდად დავაკაკუნე,მთავარი იყო სერიოზულობა,დანარჩენი მეორე ხარისხოვანი იყო.
ხელში სახლიდან გვანცას გამოტანებული,გვანცას თქმით საუკეთესსო წითელი ღვინო მეჭირა და მოთმინებით ველოდი კარი გაღებას.
აი ისიც კარი გაიღო და ბარბარა გამოჩნდა მან მაშინვე სახლში შემიპატიჟა,მანტო გამახდევინა და საკიდზე დაკიდა ღვინო კი გამომართვა და სამზარეულოში შეიტანა,სახლში შევედი და პირველი რაც თვალში მომხვდა კარის პირდაპირ ბუხრის თავზე დაკიდული ნახატი იყო,ნახატზე ოკეანე ეხატა რომელიც ღელაცვდა და აქეთ იქით კლდეებზე ახეთქებდა ტალღებს,ნახატი თითქოს ცოცხალი იყო.
-მოგწონთ?
-დიახ,ვისი ნამუშევარია?
-ჩემი,რამოდენიმე წლის წინ დავხატე.
-ძალიან ლამაზია,ესეიგი ხატავთ.
-დიახ ბავშვობიდან,გთზოვთ დაბრძანდით.-მითხრა და მოგიზგიზე ბუხართან მდგარ სავარძელზე მიმითითა.
დავჯექი და ფეხი ფეხზე გადავიდე,მოკლე მოხდენილ კაბაში გამოწყობილი ბარბარა ძალიან მომხიბვლელი იყო,ვიცოდი რომ ფრანგები ლამაზები იყვნენ, მაგრამ ამდენად ლამაზს არ ველოდი,შავი ტალღოვანი თმა და ოვალური სახე ჰქონდა,საშუალო ზომის ტუჩები და ლამაზი ცხვირი,სათვალე კი უფრო დახვეწილ იერს აძლევდა მის ისედაც ლამაზ სახეს,წითელი ტუჩსაცხი ძალიან უხდებოდა,ახლა ის ჩემს წინ იჯდა ოსეთივე პოზაში როგორშიც მე,ფეხი ფეხზე გადაიდო,და ხმის ამოუღებლად იჯდა,თერთმანეთს თვალს ვერ ვარიდებდით,ეს უბრალოდ არ გამოგვდიოდა.
ბუხართან სავარძლებს შორის პატარა მაგიდა იდგა სადაც უკვე იდგა ორი მიმის ჭიქა ღვინისთვის,ღვინის ბოთლი,სახსნელთან ერთად.
ღვინის ბოთლი გავხსენი და ჭიქებში დავასხი ერთი მას მივაწოდე,მეორე ხელში დავიჭირე და გემო გავუსინჯე,ღვინო მშვენიერი იყო,ისე დავლიეთ თითო ჭიქა რომ არც ერთს ხმა არ ამოგვიღია,როცა მეორე ჭიქა ვავსებდი საუბარი მან დაიწყო.
-მეგონა აღარ დამირეკავდით.
-ეს გვანცას დამსახურებაა თუ სიმართლე გაინტერესებთ,ის რომ არა შეიძლებოდა თქვენი ნომერი ვერც მეპოვა.
-რატომ?
-მანქანაში არასდროს ვიყურები რა სად დევს.
-ეგ ცუდი ჩვევაა მისიე.
-გთხოვთ ზაზუ დამიძახეთ.
-კარგი მაშინ აღარც თქვენ მომმართოთ თქვენობით.
-კარგი როგორც გინდა ბარბარა.
-ბაბი დამიძახე,ბარბარა ძალიან ოფიციალურია.
-კარგი.
-გვანცა ვინ არის?
-ჩემი ძმის ცოლია,შენი ნომერი სწორედ მან იპოვა.
-გასაგებია.
-ბაბი რას საქმიანობ?
-მოწოდებით მხატვარი ვარ,პროფესიით კი ტურისტული სააგენტოს მენეჯერი,შენ რას საქმიანობ?
-მე საქართველოში მქონდა სამსახური,რაციქიდან წამოვედი აღარ ვსაქმიანობ არაფერს,ახლა მხოლოდ დროს ვატარებ,სადამდეც შემიძლია.
-მშვენიერია,კითხვა გიყვარს როგორც ჩანს.
-კი საქართველოში ბევრს ვკითხულობდი,მაგრამ აქ რაც ჩამოვედი ვეღარ,აქ ქართული წიგნები არ არის,ასე რომ ინგლისურად ვკითხულობ.
-თუ არ ვცდები ჯეინ ეარი წაიღე ჰომ?
-კი მართალია,კარგი რომანია,რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო არ მომბეზრდება.
-ესეიგი რომანრბს ანიჭებ უპირატესობას?
-არა არა,მე დეტექტივებს ვანიჭებ უპირატესობას,ჯეინ ეარი სრთადერთი რომანია რომელიც წაკითხული მაქვს.
-საინტერესოა,ვინ არის შენი საყვარელი მწერალი?
-იტალიელი მწერალი მარკო ნეზე.
-გამიგია,საყვარელი წიგნი?
-შესაბამისად „რვაფეხა“.
-საინტერესოა.
-თქვენ არ გიყვართ კითხვა?
-დიახ,ძალიან მაგრამ მე ჩანახატების გაკეთება მოყვარს წიგნებიდან,სწორედ ამიტომ მედო რამოდენიმე წიგნი,დღეს ბიბლიოთეკაში.
-საინტერესოა,ჩანახატები რისთვის?
-კლასიკური ლიტერატურა მიზიდავს,და ამიტომ ვაკეთებ ჩანახატებს ბლოკნოტში.
-მშვენიერია,თქვენი საყვარელი მწერალი?
-შექსპირის დიდი ფანი ვარ,მაგრამ არიან სხვა მწერლებიც.
-მაგალიდად?
-მაგლითად დიუმა,ნიცშე,რიდი.
-კარგი არჩევანია,მან რიდი მეც ძალიან მომწონდა,ოღონდ ბავშვობაში,სკოლის პერიოდში.
-ბალზაკზე რას იტყვი?
-ბალზაკის დიდი ფანი არ ვარ,მაგრამ რამოდენიმე წიგ ი წაკითხული მაქვს.
-უცნაური გემოვნება გაქვს.
-ვიცი,უბრალოდ ძალიან მომთხოვნი ვარ.
-უკვე მივხვდი.
საუბარი დასრულდა,ორივე გავჩუმდით,მე ჭიქიდან ღვინო მოვსვი და მას თვალებში მივაჩერდი,მისი თვალები გამჭოლად მიყურებდა თვალს არ მაცილებდა,ამას თითქოს განგებ აკეთებდა,არ ვიცოდი რატომ,რისთვის არც 8ს ვიცოდ8 რამიზანი ჰქონდა მის ასეთ ქმედებას,ორივე ერთმანეთის ოირისლირ ვიჯექით და უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს,ის გამომწვევისახით იღიმოდა,ძნელი იყო ამ ცდუნებისთვის გაგეძლო,ქალი ჰომ ეშმაკივითაა,თუ შეგიჩნდა თავიდან ვეღარ ამოიგდებ,მაშინ რავიცოდი თუ იგივე მელოდა,ხმის ამოუღებლად,ერთმანეთს თვალებში ვუყურევდით,თითქოს თვალებიტ ნელაპარაკებოდა,უკვე საჭირო არ იყო არანაირი სიტყვა,მისი თვალები გაყინული იყო მისი მზერა გამჭოლი,ძნელი იყო ამ მზერისთვის გაგეძლო.
საათს დავხედე,უკვე გვიანი იყო,სახლში უნდა წავსულიყავი,მან ჩემი ქმედება შეამჩნია,თითქოს არ შეიმჩნია იმედ გაცრუება მაგრამ მისი მზერა აშკარად შეიცვალა.
-უნდა დაგტოვოთ მადმუაზელ.
-სადმე გეჩქარებათ მისიე?
-დიახ,იმედი მაქვს მომავალში შევხვდებით.
-იმედი მაქვს.
წამოვდექი მან კარებამდე მიმაცილა და გამოაღო მარებში გასვლისას მასთან ისე ახლოს ვიყავი რომ მის სუნთქვას ჩემს მანტოზე ვგრძნობდი.
-ღამე მშვიდობისა მადმუაზელ.
-ღამემშვიდობისა.-იყო მოკლე პასუხი.
მას სუნთქვა გაუხშირდა და უფრო ახლოს მოიწია,თვალებში შემომხედა და გაჩერდა,ისევ ერთმანეთს ვუყურებდით,ალბათ დრო იყო მისთვის მეკოცნა,თითქოს ამას თვლაებით მთხოვდა,მაგრამ არა მისი ხელი ავიღე და მტევანზე ვაკოცე,დავემშვიდ9ბე და სახლიდან გამოვედი,მანქანაშო ჩავჯექი და გეზი სახლოსკენ ავიღე.
სახლში როცა მივედი გვანცა და ლევანი უკვე მინავლებულ ბუხართან ისხდნენ დამელოდებოდნენ.
-აბა როგორ ჩაიარა?-მკითხა გვანცამ.
-რავიცი,ჩვეულებრივად,განსაკუთრებული არაფერი ყოფილა უბრალოდ ღვინო დავლიეთ.
-ხუმრობ ჰო?
-არა,რატო ვხუმრობ,ღვინის დასალევად დამპატიჟა,სხვა რა უნდა მომხდარიყო.
-აბა რას გაგაქცია ამ საღამოსვე,ღვინო ვერ მოიცდიდა?
-ეგ უკვე მას უნდა კითხო გვანცი.
-ბიჭო მომიყევი,ვინ არის ან სად გაიცანი ესე მალე.
-გვანცამ არ მოგიყვა?
-კი მაგრამ ნახევარი ვერ გავიგე.
-ბიბლიოთეკაში შევხვდით დღეს დილით.
-დღეს დილით?
-ჰო,მეც მიკვირს.ვუთხარი სიცილით.
-საინტერესოა ეს ფრანგი ხალხი.-თქვა გაკვირვებით.
-თქვენ მე მელოდებოდით?
-ჰო აბა რა დამაძინებდა,პაემანზე გაგიშვი.-გაიცინა გვანცამ.
-კარგი დაიძინეთ თქვენც,მეც მაგრად მეძინება.
-მიდი დაღლილი იქნები.
-ღამემშვიდობისა.
-ღამემშვიდობისა.-დამემშვიდობა ორივე.
ჩემს ოთახში შევედი და ტანსაცმლიანი საწოლზე წამოვწექი,ხელები თავქვეშ ამოვიდე და დღევანდელ საღამოზე დავიწყე ფიქრი,მის გამჭოლ მზერასა და თვალებზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი,მიმის სათვალიდან მისი თვალები ისე მიყურებდნენ თითქოს ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შეტევაზე გადმოსულიყო და თავს დამსხმოდა,მის თვალებში სიძლიერეს ვხედავდი,იმ სიძლიერეს რომელიც ქალში იშვიათია.
ღამით ბევრჯერ გამეღვიძა,ყველგან მის თვალებს ვხედავდი,მის მერას,გამოხედვას.
დილით გამეღვიძა,ძილის გამო ალბათ ან იმიტომ რომ ნაბახუსევზე ვიყავი თავი საშინლად მტკიოდა,მე ხომ ისედაც არ ივყავი ნაჩვევი სასმელს.
თავი მოვიწესრიგე და დაბლა ჩამოვედი,თავი საშინლად მტკიოდა და გვანცას ვთხოვე ტკივილგამაყუჩებელი მოეცა,თავმა როგორც იქნა გამიარა,უხასიათოდ ვიყავი მარამ გარეთ მაინც გამოვედი,მანქანაში ჩავჯექი და ქალაქის ცენტრში,გავედი,უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში,ტელეფონი ამოვუღე საჭირო ნომერი მოვძებნე და დავრეკე,რამოდენიმე ზარის შემდეგ,ნაცნობი ხმა გავიგე ტელეფონში.
-ალო,გისმენთ.
-ალო,როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორხარ?
-კარგად,ჰომ არგაცდენ?
-არა დღეს თავისუფალი ვარ,მოხდა რამე?
-ქალაქის ცენტრში ვარ,ვიფიქრე კარგი ადგილი გეცოდინებოდა სადაც გავერთობოდი.
-ჯერ დღეა აქ ვერსად გაერთობი დღისით.-ხმაში იმედგაცრუება იგრძნობოდა.
-სხვა იდეა ჰომ არ გაქვს?
-რავიცი,შეიძლება მაქვს კიდეც ვინ იცის.
-მაშინ გისმენ.
-ერთი ბოთლი ღვინო კიდევ მაქვს,გუშინ რიმ მოიტანე ჩემთან.
-იდეა მომწონს,რომელზე შევხვდეთ?
-შეგიძლია ახლავე მოხვიდე,სახლში ვარ.
-კარგი მაშინ დროებით.
ტელეფონი გავთიშე და ჯიბეში ჩავიდე,არვიცი რატომ მაგრამ თავი საჭეს მივაყრდენი და ღრმად ამოვიოხრე,რაღაც რიგზე ვერ იყო,რაღაც მაწუხებდა მაგრამ რა ვერ გამეგო.
მანქანა დავქოქე და პირდაპირ ბაბის სახლისკენ წავედი,ჯერ კიდევ დილა იყო მაგრამ ქალაქში ხალხი ირეოდა,ბევრი ჩქარობდა ბევრს კი საერთოდ არ ეჩქარებოდა,ნელი ნაბიჯით დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში უდარდელად და იცოდნენ რომ არსად არავინ ელოდა მათ მისვლას ისინი კი უბროდ ქალაქის ხედითა და ძველი შენობების თვალიერებით ტკბებოდნენ.
დანიშნულების ადგილას მივედი,მანქანის ხმაზე ფარდა გადაიწია და ბაბის სახე გამოჩნდა,მანქანა ჩავაქრე და გადმოვედი.კარებთან მივედი და დავაკაკუნე.
-შემოდით ღიაა.-გაისმა სახლოს შიგნიდან.
კარიშევაღე და სახლში შევედი,ჩემდა გასაკვირად ბაბი მხოლოდ ღამის პერანგში გამოწყობილი დამხვდა,გაკვირვება არ შევიმჩნიე.
-ჩენმა ზარმა ხომ არ გაგაღვიძა?
-არა,რატომ მეკითხები?
-ღამის პერანგი გაცვია,მეგონა გეძინა.
-არა,ჩემს სახლში ვარ ასე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს.
-გასაგებია,როგორ ხარ?
-თავი მტკივა ცოტა,შენ როგორ ხარ?
-დილით მეც მტკიოდა თავი,სასმელს ნაჩვევი არ ვარ.
-შენ ჰომ ქართველი ხარ.
-კი მაგრამ ეგ რაშუაშია?
-მეგონა საქართველოში სასმელი უყვარდათ.
-უყვართ კიდეც,მაგრამ არიან გამონაკლისებიც.
-მაგალითად შენ?
-ჰო მაგალითად მე.
-და შენ რა გიყვარს?
გამეცინა
-მე მოწევა მიყვარს.
-სიგარეტის?
-სიგარეტისაც.
-ანუ მოსაწევი მოგწონს.
-ჰო შეიძლება ითქვას.
-კარგი,დამელოდე ახლავე მოვალ.
-გელოდები.
ის ოთახიდან გავიდა და რამდენიმე წუთში დაბრუნდა ხელში პატარა ხის ყუთი ეჭირა,ყუთი მოჩუქურთმებული იყო,ეტყობოდა დომ ძველი იყო.ყუთი ბუხართან მაგიდაზე დადო და თვითონაც სავარძელში ჩაჯდა.
-ბუხრის ანთება ვერ მოვასწარი.-მითხრა მან.
-არაუშავს,შემიძლია ავანთო თუ გცივა.
-დიდ პატივს დამდებ.-გამიცინა მან.
ბუხართან დავუხარე და გვერდიდან შეშა გადმოვიღე,ერთმანეთზე დავაწყე და ცეცხლი მოვუკიდე,შეშა ხმელი იყო და მაშინვე წაეკიდა,ბუხარი აინთო,მე კი ადგილს დავუბრუნდი.
-ყუთში რადევს?
-თვითონ ნახე.
დავუნტრიგდი,ყუთს თავუ ავხადე და გაკვირვებისგან წარბი ავწიე,ყუთში ნაირნაირი ზომის ჯოინთები იყო შეხვევული და სხვადასხვა სათავსოში ჩალაგებული,ერთ-ერთი მოზრდილი ზომის ჯოინთი ამოვიღე და ვუსუნე,უკვე ეჭვუ აღარ იყო,შიგნით მოსაწევი იყო შეხვეული.
-შენც ეწევი?
-ცოტ-ცოტას.
-ამას ცოტას ეძახი?-გამეცინა.
-არც ისე ბევრია.-ცხვირი აიბზუა ბაბიმ.
-გინდა შენც?
-პატარა მომაწოდე,ნაბახუსევზე კარგი იქნება.
პატარა ამოვიღე და მას მივაწოდე,შემდეგ ჯიბიდან სანთებელა ამოვიღე და მოვუკიდე,მერე ჩემს ჯოინთს გავუკიდე.
ორივემ მოწევა დავიწყეთ,ხმის ამოუღებლად,მშვიდად და აუჩქარებლად ეწეოდა,მე კი ჯოინთი არ მაკმაყოფილებდა,პირველი ჩავწვი ნამწვი ბუხარში შევაგდე და მეორეს მოვუკიდე.
-ამდენს როგორ ეწევი?
-ჩვეულებრივ,ჯოინთებს დიდი ხანია გადავეჩვიე.
-აბა რით ეწევი,ბოთლით თუ ბონგით.
-ბოთლით მაშინ ვეწეოდი როცა ახალბედა ვიყავი,ბონგი კი უბრალო სათამაშოა.
-აბა რით ეწევიან საქართველოში?
-ბულბულატორი იცი რაარის?
-არა,რანაირი სახელია.
-სამაგიეროდ ყველაზე კარგად მაგით ეწევი,მხოლოდ ნახევარი ჯოინთის მოწევა გიწევს,კაიფი კი უფრო ძლიერიაქვს.
-გასაგებია.-მითხრა და ნაპასი დაარტყა.-აღარ მინდა,მოწევ?
-კი მომეცი.
-უარს არასდროს ამბობ?
-გააჩნია,რას მთავაზობენ.
-მე მოსაწევს ვგულისხმობ.
-ახლა გასაგებია,არა თითქმის არასდროს ვამბობ უარს.
თვალები დამიმძიმდა,მოწევის შემდეგ როგორც ხდება ისე კანაბინოლი მოერია რეალობას და ისევ არარეალურ სამყაროში აღმოვჩნდი,მაგრამ მარტო მე არა,ბაბიც ჩემთან ერთად იყო.
სიტუაცია იგივე იყო როგორც გუშინ უბრალო მცირეოდენი დეტალები იყო შეცვლილი,ფეხი ფეხ გადადებულები სავარძლებში ვსხედვართ მაგრამმ საღამოს კაბის მაგივრად მას ღამის პერანგი აცვია და ღვინის ბოთლისა და ჭიქების მაგივრად მაგიდაზე გახსნილი ხუს ყუთი დევს სადაც ჯო8ნთები აწყვია,ისევ ანთია ბუხარი რომელიც მთელს სახლს ათბობს,ჩვენ კი ერთმანეთს თითქოს თვალებით ხმის ამოუღებლად ვესაუბრებით.
-ზაზუ.-უცებ მეძახის ბაბი.
-გისმენ.
-მე შემიძლია დაგიმონო.
-უკაცრავად?
-მე შემიძლია დაგიმონო...
-ამას როგორ აპირებ?
-ეს თავად მოხდება.
-ასე რატომ ფიქრობ?
-იმიტომ რომ ყველა კაცს ერთიდაიგივე უდევს თავში,ყველა კაცით შეიძლება მანიპულაცია,მე თქვენი ფსიქოლოგია კარგად ვიცი.
-ჩვენი?
-დიახ თქვენი,საკმარისია რამოდენიმე ქმედება და მაშინვე კუდში გვიწყებთ დევნას,თითქოს თქვენი სათამაშოები ვართ მაგრამ,სინამდვილეში ჩვენს მახეში თავადვე ებმებით.
-ერთ რამეში მაინც შეცდით.
-რაში შევცდი?
-ჩემში,მადმუაზელ,თქვენ ჩემში შეცდით.
-რას გულისხმობთ?-უკვე ოფიციალური ტონით დავიწყეთ საუბარი მე და ბაბიმ.
-ვერასდროს შეძლებთ იმის დამონებას ვინც თავადვეა მანიპულატორი.
შეცბა
-შეიძლება,მაგრამ თქვენ ასეთი არ ხართ.
გამეცინა
-ამაში ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
-იმიტომ რომ...
-პასუხი არ გაქვთ,ჰომ არ დაგაბნიეთ?
-უბრალოდ ვიცი რომ თქვენც ყველასნაირი ხართ.
-კიდევ ერთხელ გეკითხებით ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ.-სავარძლიდან წამოვიწიე და მას უფრო ხელები მუხლებზე დავილაგე.
-და რატომ არ უნდა ვიყო?
-იმიტომ რომ,მე და თქვენ გუშინ გავიცანით ერთმანეთი,თქვენ ისიც კი არ იცით რატომ წამოვედი საქართველოდან,ან აქ რას ვაკეთებ,თქვენ ჩემზე არაფერი იცით,ხოლო ერთი შეხედვით დასკვნის გამოტანა,კარგს არაფერს მოგიტანთ მადმუაზელ.
-თქვენ კაცი ხართ,ეს საკმარისი არარის ყველაფრის საცოდნელად?
-თქვენ ქალები ყველას ერთ ქვაბში ხარშავთ და სწორედ ამაში ცდებით,თქვენ ყველას არ იცნობთ,ყველას ფსიქოლოგია ინდივიდუალურია,ერთმანეთს არც ერთი არ გაქვს,თქვენ შეიძლება ბევრი იცით ფსიქოლოგიაზე და მასში ერკვევით კიდეც მაგრამ ყველასთან ის არ გამოგივათ რაც ასე კარგად გაქვთ დაგეგმილი,თქვენ შეიძლება ეშმაკი ხართ მაგრამ დაიმხასოვრეთ მე ყოველთვის თქვენზე მაღლა ვიდგები,იმიტომ რომ მეც ეშმაკი ვარ.
-თქვენ ამით რის თქმას ცდილობთ.
-მიფრთხილდით მადმუაზელ.-ფეხზე წამოვდექი და მანტო ავიღე.
-ამას რატომ ამბობთ?
-იმიტომ რომ თქვენ დამემუქრეთ,მე კი მუქარის არ მეშინია,ნახვამდის მადმუაზელ.
სახლიდან გამოვედი მის დამშვიდობებას არ დაველოდე,მანქანაში ჩავჯექი,გაბრაზებული და ამავდროულად აღელვებული ვიყავი,ძრავი ჩავრთე და მთელი სიჩქარით მისი უბნიდან გამოვედი,სახლამდე მუხრუჭისთვის ფეხი არ დამიდგამს,სახლთან ლამის მანქანნას დავეჯახე,მაგრამ საბედნიეროდ დამუხრუჭება მოვასწარი,სახლში სახე შეშლილი შევედი,ჯერ შუადღე იყო ლევანი სამუშაოზე იყო გვანცა კი როგორც ყოველთვის სამზარეულოში საქმიანობდა.
-ზაზუ მოხვედი?-დამიძახა სამზარეულოდან როცა კარის დახურვის ხმა გაიგო.
-კი გვანცა მოვედი,რამე გვაქვს დასალევი?
-დასალევი?-გაკვირვებულმა შემომხედა გვანცამ და მაშინვე სახე შეეცვალა.-რა დაგემართა გიჟს გავხარ.
-გთხოვ უბრალოდ რამე დამისხი თუ გვაქვს.
-ახლავე მოიცა,მომიყევი რა მოხდა.
-არვიცი რა ჯანდაბა მემართება,შეიძლება რომ ორი დღის გაცნობილი ადამიანი,შეგიყვარდეს?
-რასამბობ,ვინ შეგიყვარდა?-მან ბოთლით ვისკი და ჭიქა გადმოიღო შემდეგ მაგიდაზე დადო და ჭიქაში სასმელი დაასხა.
ჭიქა ერთი მოყუდებით დავცალე და მეორე ვთხოვე,მეორედაც დამისხა,ალკოჰოლმა იმოქმედა ნერვები თავის ადგილას დადგა.ჭიქის ხელით თამაში დავიწყე,მაგიდაზე ვატრიალებდი სასმლით სავსე ჭიქას და თავი ჩაღუნული მქონდა.გვანცა შემცბარი მიყურებდა ვისკის ბოთლით ხელში.
-არ მეტყვი რამოხდა?
-ახლა ბრაბარასთან ვიყავი.
-მერე?
-მოვიქეცი ისე როგორც არასდროს მოვქცეულვარ და არც არასდროს მოვიქცეოდი.
-კარები გამოვიხურე და წამოვედი.
-ეგ რატომ გააკეთე?
-წარმოდგენა არ მაქვს.
გვანცა გაკვირვებული მიყურებდა,ვერ გაეგო რით დაავემშვიდებინე,ან დასამშვიდებლად რა სიტყვა მოენახა,ჩემი დამშვიდება საჭირო არ იყო,მე ხომ თვითონაც არ ვიცოდი რა მემართებოდა.
იმ დღის შემდეგ,ბარბარა არ მინახავს,მისგან არაფერი გამიგია,არც ერთხელ დამირეკავს და არც მას დაურეკავს,ქუჩაშიც კი არ შემხვედრია შემთხვევით,უკვე ერთი თვე იყო რაც თითქმის არსად გავდიოდი,მანქანა ფარეხში შევიყანე და ახალი ნაწილები გამოვიწერე,მთელი დღეები მანქანის კაპოტის ქვეშ ვიყავი და მას ვაკეთებდი,გვანცა ხშირად მეჩხუბებოდა,მსაყვედურობდა მანქანის მეტი არავინ და არაფერი გახსოვსო,მაგრამ რა მექნა,როგორმე უნდა დამევიწყებინა ის ქალი ვინც ორ დღეში გამაგიჟა,ცდა ამაო იყო,ის არასდროს მავიწყდებოდა,ყოველი დღის ყოველ დილას ერთსა და იმავე დროს ვდგებოდი საწოლიდან მხოლოდ ერთი რამის გამო,ღამე ვერ ვიძინებდი და თუ სასწაული მოხდებოდა და დამეძინებოდა მაშინ სიზმარში მისი სახის გარდა ვერაფერს ვხედავდი.
კვირა დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა,უცხო ნომერი რეკავდა,საუბრის თავი არავისთან მქონდა ამიტომაც ტელეფონი გამოვრთე და ძილი გავაგრძელე,როცა გამეღვიძა და საწოლიდან ავდექი ტელეფონი ჩავრთე,იგივე ნომრისგან უამრავუ გამოტოვებული ზარი დამხვდა,ნომერზე დავრეკე,მალევე ბარბარას ნამტირალევი ხმა ტელლეფონში გაისმა.
-ზაზუ,რატომ არ დამირეკე ამდენ ხანს?
-მე დაგემშვიდობე,უფლებას არავის მივცემ მეთამმაშოს,იმიტომ რომ ამთამაშში გამარჯვების შანსი არ ექნება.
-შეიძლება შევხვდეთ?
-რატომ?
-არვიცი,უბრალოდ შენი ნახვა მინდა.
-და რატომ უნდა შეგხვდე?
-იმიტომ რომ ვიცი შენც რაღაც სიგიჟეს გრძნობ.
-და ეს საიდან მოიტანე?
-იქიდან რომ შეუძლებელია ორი ერთნაირი ადამიანი ერთმანეთს შეხვდეს და ეს ორივემ მაშინვე არ იგრძნოს.
-კარგი როდის შევხვდეთ?
-ამ საღამოს,ოკეანესთან,სანაპიროზე.
-კარგი,მოვალ.
-კარგი.
დაბლა ჩავედი,სახე მოღუშული,გვანცა და ლევანი სახლში იყვნენ,ბუხართან ისხდნენ და საუბრობდნენ.
-ბარბარამ დამირეკა.-ორივემ ამომხედა.
-მერე?-მკითხა ლევანიმ.
-შემხვდიო.
-რაუნდა?-მკითხა გვანცამ
-არ ვიცი,მაგრამ გავიგებ.
-როდის უნდა ნახო?
-დღეს საღამოს.
-იმედი მაქვს,ისევ არ გაგიჟდები.
-ჰო მეც იმედი მაქვს გვანცი.



№2  offline წევრი Crazyforart

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან კარგია

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent