"ტერნერების ფერმა" (თავი 1)
იპსვიჩიდან სამხრეთით, აბერდინამდე საკმაოდ დიდი მანძილი იყო. 11-12 საათი მჭირდებოდა იქ მისასვლელად. საკმაოდ დიდი ისტორიის ქალაქში ყველაზე თანამედროვე - მატარებელს თუ შეხვდებოდით. მატარებლით მგზავრობა ყოველთვის მიყვარდა, თუმცა კორსეტით პირველად ვმგზავრობდი, რაც სულს მიხუთავდა. მე დიდად არ მომწონდა ეს რაღაც და არც ვაპირებდი ხშირად გამოყენებას, დედას დაჟინებული თხოვნით ჩავიცვი.. უკვე 17 წლის ვიყავი და სურდა დაენახათ თუ როგორ გავიზარდე შევიცვალე დავიხვეწე მე ვერ ვხვდებოდი რა საჭირო იყო ეს, თუმცა დედის ნებას დავმოვრჩილდი. მისის ელიოტ რობერტსი, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობს, კორსეტს ძველმოდურად თვლის და რამდენიმე ჩემს თვალწინ მოისროლა კიდეც. შარვლები უყვარს, ზოლიანი, ღილებით.. თავისუფალი პერანგები უმაქმანო საყელოთი, თუმცა ლამაზი პატარა ყვავილებით ამოქარგული. ის სამოსი, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს და არა შებოჭილად. მოსწონს ის რასაც "თანამედროვეობას" უწოდებენ და ცდილობს ეს ყველაფერი მეც გამაცნოს, მაშინ როდესაც მას ვსტუმრობ ჩაიზე. ეს კი ხშირად ხდება უფრო მარტო, ზოგჯერ კი დედაჩემის თანმხლებით. რათქმაუნდა, ჩვენც ვიწვევთ ხოლმე და გულითადი მასპინძლობით ვიღებთ მას, ისე როგორც ევანსებს სჩვევიათ. რომ არა ჩემი სკოლის მასწავლებელობა, დედა მასთან ურთიერთობას ალბათ დამიშლიდა, თუმცა ცდილობს ასე უხეშად არ ჩაერიოს ჩემს პირადში. "პროგრესულ დედათა კლუბში" ერთ-ერთი აქტიური წევრია და გამიმართლა, რომ კარგი განათლების მქონე, დამთმობი და მოსიყვარულეა. შეწუხება იმდენად დამტყობოდა სახეზე, ვიგრძენი როგორ დამადო დედაჩემმა ხელი. თანაგრძნობით შემომხედა და დაბალ ხმაზე მითხრა -მიეჩვევი ძვირფასო ნაზად გამიღიმა და ფანჯარაში განაგრძო ყურება. ჩემი დის ტიტინი ხელს მიშლიდა ყურადღების მოკრეფაში, სანამ არ ჩაეძინა. შემდეგ კი წიგნის კითხვა განვაგრძე. იმ ნაწილზე ვიყავი, როდესაც მისის კეტრინ ლინთონი თავის მსახურ ქალს - ნელის ეუბნება "ამქვეყნად ყველაფერი წყალმა რომ წაიღოს და ის გადარჩეს, კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას, მაგრამ თუ მთელი ქვეყანა გადარჩა და ის დაიღუპა, სამყარო ჩემთვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს." გრძნობებისა და ემოციების მოჭარბება რომ ვიგრძენი წიგნი ისევ გვერდით გადავდე და მზერა ფანჯრის მიღმა არსებულ სამყაროზე გადავიტანე. ჩასვლისას ცივმა ნიავმა დამკრა სახეზე ღრმად ამოვისუნთქე და გარემოს მოვავლე თვალი უკვე მზე ჩასულიყო და ჯობდა გვეჩქარა, თუ გვინდოდა დაღამებამდე მივსულიყავით ფერმაში. დეიდა მილდრედს ყოველი დასვენების პერიოდში ვსტუმრობდით ამ ზამთარს ჩვენი ნათესავები ჩამოვიდნენ ირლანდიიდან და ლონდონში გავატარეთ დრო, ერთ-ერთ მდიდრულ სასტუმროში. დეიდა მილდრედმა მოიმიზეზა, რომ ამხელა გზაზე მგზავრობა ცუდად აისახებოდა მის ჯანმრთელობაზე, ამიტომაც მხოლოდ მოკითხვა შეუთვალა მათ, კარგი დროის გატარება უსურვა და თავის მყუდრო სახლში დარჩენა ამჯობინა, "ტერნერების ფერმაში". ამიტომაც თითქმის ერთი წელი არ მინახია ის. მე კი ვიცი რომ უბრალოდ წამოსვლა არ უნდოდა. რაც დაქვრივდა, მის მერე სახლის დატოვებას ერიდებოდა აქ უყვარდა ყოფნა თავის როჯერსთან ყოველ საღამოს საფლავთან ატარებდა ბოლო 6 წელია უკვე. ჩვენ რომ ჩავდიოდით დროს აქეთ გვითმობდა და სევდას იქარვებდა. მე განსაკუთრებულად ვუყვარდი ჩემი და - სიუზიც რათქმაუნდა, მაგრამ მე "მონათესავე სულს" მიწოდებდა ხოლმე და ვფიქრობ სუ ამისთვის ჯერ ძალიან პატარა იყო მხოლოდ და მხოლოდ 4 წლის. სახლში ყველაფერს თავად ართმევდა თავს აი ფერმაში კი მუშებს ქირაობდა და ისინი ეხმარებოდნენ. ფერმასთან ახლოს, თუმცა სხვა მაცხოვრებლებისგან მოშორებით იდგა მისი სახლი. ყველაზე ახლო მეზობლები სმიტები იყვნენ. დიდი და ხმაურიანი ოჯახი, სადაც ყოველთვის მხიარულება და სიყვარული სუფევდა ელიზა სმიტს ბავშვობიდან ვიცნობდი. მახსოვს როგორ შევფიცეთ ერთმანეთს, რომ ყოველთვის მეგობრობად დავრჩებოდით. მის დიდ ეზოში, ერთ-ერთ ხეზე პატარა სახლი გაგვიკეთა მამამისმა, მისტერ ჯეიმსმა. დიდ დროს ვატარებდით იქ ვაფორმებდით როგორც შეგვეძლო ვიცინოდით ვტიროდით ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით ვკითხულობდით ვწერდით ვმღეროდით აი ცეკვა კი არ შეგვეძლო ვიწრო სივრცის გამო. რაც გავიზარდეთ მივხვდით რომ ის სახლი უკვე ზედმეტად პატარა იყო და ჩვენც სხვებთან ერთად ეზოში, ტყეში, მინდორზე ყოფნა ან ქალაქის ცენტრში გასვლა გვერჩივნა. ახლა იქ მისი პატარა და-ძმები თამაშობდნენ ხოლმე. გამცილებელ ბაქანზე იდგა დეიდა მილდრედი. ვარცხნილობა შეეცვალა, რაც ძალიან უხდებოდა. მე როგორც ყოველთვის გაშლილი მქონდა თმა, რისიც დიდი წინააღმდეგნი იყვნენ ყველანი, თუმცა არ შემეძლო შეკრული თმის ტარება. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დამიყოლია დედაჩემმა, როდესაც დედაქალაქში მივდიოდით. მაშინ ჩემი საყვარელი ყავისფერი ტყავის ბათინკებიც დავთმე, რომელიც მამამ მიყიდა საქალაქო ბაზრობაზე. მაშინ როდესაც პატარა ვიყავი. არ ვცდილდებოდი იმ დახლს, სადაც ფეხსაცმელები ეწყო და ჩემი დაჟინებული მოთხოვნისა თუ თხოვნის შედეგად ავიხდინე კიდეც საწადელი. მართალია ჩემთვის ძალიან დიდი იყო თუმცა გავიზრდებოდი და ჩავიცმევდი. ამ აზრით აწყნარებდა მამაჩემი დედაჩემს, როდესაც საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა ჩემი სურვილის დასაკმაყოფილებლად. -ადელინ-მხურვალედ გადამეხვია დეიდა მილდრედი-როგორ მომნატრებიხარ-მეორეჯერაც გადამეხვია ის, შემდეგ კი კარგად დამაკვირდა. მე ძალაუნებურად თვალები დავხარე, ყოველთვის ასე ხდებოდა, როდესაც დიდხანს მიყურებდნენ-შეცვლილხარ..გაზრდილხარ და უფრო გალამაზებულხარ. დარწმუნებული ვარ ბევრი ყმაწვილის გულს დაიპყრობ აქ-ეშმაკურად გამიღიმა, რაზეც გამეცინა -მეც ძალიან მომენატრე მილ-ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე -ადელინ მერამდენედ უნდა გითხრა, რომ სახელების ასეთი შემოკლება უპატივცემულობის გამოხატულებაა-აქეთ-იქით გაიხედა დედაჩემმა, ვინმემ ხომ არ გაიგოო, შემდეგ კი თავის დას მიუბრუნდა-რაც შეეხება ბიჭებს, იმედი მაქვს ზედმეტი არაფერი არ მოხდება, ისეთი რაც ახალგაზრდა ლედის არ შეშვენის. ახლა კი ძვირფასო მილდრედ. წლები უფრო მოგიხდა. დარწმუნებული ვარ როჯერს ახლა რომ დაენახე თავიდან შეგიყვარებდა-თბილად გაუღიმა და გადაეხვია -სიუზი, უკვე დიდი გოგო ხარ. როგორ ემსგავსები შენს დას. როდესაც გაიზრდები მასავით დახვეწილი და გონიერი გოგო იქნები-ლოყაზე უჩქმიტა სუს, რომელსაც საკმაოდ დიდი და ფუმფულა ლოყები ჰქონდა, რის გამოც ხშირად ვაწვალებდი ხოლმე. -წამოდით, თორემ მთვარე მოგვისწრებს-თბილად გადმოგვხედა დეიდა მილდრედმა და ეტლისკენ გაგვიძღვა *** Anne with an E ახლახანს დავამთავრე და მისით ინსპირირებულმა დავწერე. მივიღებ რჩევებს, რა არ მოგეწონათ, რას შეცვლიდით ან მოვლენების როგორ განვითარებას ისურვებდით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.