ისე წავალ მე ამ ქვეყნიდან
ვეთაყვანები მე ამ სიცოცხლეს რადგან სხვა მეტის არ გამაჩნია, და სიყვარულის ლამაზმა ფერმა მგონი მე სიკვდილს გადამაჩვია. ჩემი სიცოცხლე თეთრი ფერია ამოქარგული შავი წარწერით, იქ სიყვარული მხოლოდ წერია არაფერია გადასაწერი. და უძლური ვარ მე შენს წინაშე მოხვალ წამიყვან როცა ისურვებ და ისე იზამ მე დამბრალდება რომ ამ ქვეყნიდან შენ გამისტუმრე. ნეტა ვცდებოდე, მაგრამ არ ვცდები ჩემი სიცოცხლე თეთრი ფერია და ისე წავალ მე ამ ქვეყნიდან რომ დაბერება არ მიწერია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.