ყოფილი დეტექტივი
თავი მეშვიდე მანქანა სანაპიროსთან ახლოს პარკინგზე გავაჩერე და შეხვედრის ადგილისკენ წავედი,როცა მივუახლოვდი თითქოს მუხლები მეკეცებოდა და ნაბიჯის გადადგმა უფრო და უფრო მიჭირდა,მივუახლოვდი,სიბნელეში მოაჯირთან გაჩერებულ სილუეტს,რომელიც მოკლე გაშლილ კაბაში იყო გამოწყობილი და ხელჩანთა ეჭირა,მის სახის ნაკვთებს ვერ ვარჩევდი,გარშემო განათების ბოძი არსად იყო,მაგრამ ვგრძნობდი რომ ის იყო,სიბნელეში მას მივუახლოვდი ისე ახლოს რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი,მას ჩემი ჩახუტება უნდოდა,მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო,მომეხვია,ისე როგორც არავინ არასდროს მომხვევია,მის თავს ჩემს მხრებზე ვგრძნობდი,პირველად,ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ჩამეხუტა,გავშეშდი ვეღარაფერი მოვიმოქმედე,ვერც ვეხვეოდი,ვერც ვინძრეოდი,ვიდექი გაფართოებული თვალებით და ვუყურებდი სიბნელეში ოკეანეს,რომელიც არ ჩანდა მაგრამ ტალღების ხმა მთელს მიდამოს არღვევდა,მოქცევა იყო,ტალღები კლდეებს ეხეთქებოდნენ,ცდილობდნენ მათ გაპობას,მაგრამ ამაოდ,ბოლოს როგორც იქნა მოვერიე ჩემს თავს,ხელები ზურგზე მოვხვიე და უფრო მეტად მივიკარი,მისი თხელი აბრეშუმის კაბა სიცივეს ვერ უმკლავდებოდა,სიცივისგან კანკალებდა,მაგრამ როცა ჩემი ხელები იგრძნო,უეცრად გაჩერდა,თითქოს სიცივეს ვეღარც კი გრძნობდა,ვიდექით ორნი,შუაგულ სანაპიროზე,მოაჯირთან ერთმანეთზე მიკრულები და ვუსმენდით ოკეანეს,რომელიც ღელავდა,აზანზარებდა კლდეებს,მაგრამ ამაოდ. -გცივა?-ვკითხე ისე რომ ხელები არ მომიშორებია. -არა,უკვე აღარ.-მითხრა ჩურჩულით. -ასე გამოწყობილი გაცივდები მადმუაზელ,აი ჩემი მანტო მოიცვი.-ვუთხარი და მანტო მოვახურე. -მერე შენ?-მკითხა დაბალი ხმით. -ჩემზე ნუ ღელავ არაფერი მომივა. -გინდა გავისეირნოთ? -კი წამოდი. -წამოდი პლიაჟზე ჩავიდეთ. -კარგი.-მან ხელი მომკიდა და ორივე ერთად კიბეებისკენ წავედით. კიბეებზე ჩავედით და პლიაჟზე დავიწყეთ სიარული,ხმას არ მცემდა,არც მიყურებდა,თავდახრილი მოდიოდა,რამდენჯერაც შევხედე თვალი ამარიდა და დაბლა დახარა. -რამოხდა მადმუაზელ? -არაფერი,ყურადღებას ნუ მომაქცევ. -მითხარი რამოხდა,ჩემი ნახვა გინდოდა და მნახე,ახლა კი თვალს მარიდებ. -ჩემს მახეში თვითონვე გავები ზაზუ,სულ ესაა. -ჰომ გაგაფრთხილე რომ ასე მოხდებოდა. -ვიცი რომ გამაფრთხილე. მის პირისპირ დავდექი და თავი მაღლა ავაწევინე -შემომხედე. -რატომ? -მიყვარს როცა მიყურებ. -ახლა ხომ ბნელა. -არც არის საჭირო რამე ჩანდეს,მე შენს მზერას ყველგან ვგრძნობ. მომიახლოვდა -მე კიდევ შენი ყურება მიყვარს,ცივი და ამავე დროს ღრმა თვალები გაქვს. -რატომ ცივი? -არვიცი,როცა მიყურებ ვიყინები,ჟრუანტელი მივლის. -ჩემი გეშინია? -არა,არმეშინია. -არც უნდა გეშინოდეს. -მომეხვიე გთხოვ... ხელები წელზე მოვხვიე და გულში ჩავიკარი -დამშვიდდი? -კი,მშვიდად ვარ. -რატომ ტიროდი? -შენთან მინდოდა,მხოლოდ ორჯერ შევხვდით,მაგრამ ასე მგონია რომ შენზე კარგად არავის ვიცნობ. -მეც ასეთი გრძნობა მაქვს. -შენი თვალები მიყვარს.-მითხრა მან. -რატომ?-ვკითხე და თან მისი თმის სურნელი უფრო ხარბად შევიყნოსე. -შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ. -ეს უსასრულობა შენ ხარ,შენ გიჟს დამამსგავსე. მან თავი აწია და შემომხედა,სიბნელეში ვერ ვარჩევდი მის თვალებს მაგრამ საჭირო არ იყო რამე დამენახა მისი მზერა არასდროს მავიწყდებოდა. -ზაზუ... -გისმენ ბაბი. -რატომ არ მაკოცე პირველ პაემანზე? -ეს არაჯენლტმენურია. -ხუმრობ? -რათქმა უნდა,ვხუმრობ. -მაშინ რატომ არ მაკოცე? -მეორე პაემანს ველოდებოდი. -მეორე პაემანიც ჰომ გვქონდა. -ჰო მაგრამ არც ისე კარგად დამთავრდა. -მახსოვს... თავი მაღლა ამოწია,სუნთქვა გახშირებული ჰქონდა მის გულისცემას ვგრძნობდი გული გამალებით უცემდა.დავიხარე და ვაკოცე,მანაც იგივეთი მიპასუხა,ასე ვიდექით შუაგულ პლიაჟზე დიდხანს და ერთმანეთს ვკოცნიდით,ბოლოს ხელი ჩამკიდა და უკან წამოვედით,არც ერთს აღარ გვახსოვდა,არც გავლილი ერთი თვე არც ის დღეები რაც გადავიტანეთ მის მერე რაც კონტაქტი გავწყვიტეთ,ორივე მანქანასთან მივედით,ბაბი სახლში წავიყვანე,სახლთან გავჩერდით და უკვე გადასვლას აპირებდა რომმითხრა. -ზაზუ რაღაც უნდა გთხოვო. -გისმენ ბაბი. -მინდა რომ დღეს შენს გვერდით დავიძინო,გთხოვ დარჩი. -უჩემოდ ვერ დაიძინებ? -ვერა,ისევ გავათენებ,როგორც ყოველთვის. -კარგი დავრჩები. გადმოიწია და მაკოცა -მადლობთ. -არაფრის მადმუაზელ. მანქანა სახლთან გავაჩერე და გვანცას ესემესი გავიგზავნე „არ დამელოდოთ“-მეთქი. სახლში შევედით,შიგნით სრული ქაოსი იყო,ყველაფერი არეული სავარძლები ამოყირავებული იყო მაგიდა კი დალეწილი. -მემგონი ახალი ავეჯი გჭირდება.-ვუთხარი ბაბის. -იმის მერე არაფერი დამილაგებია რაც კარი მიიკეტე და წახვედი. -აბა რას აკეთებდი? -ვტიროდი,ვსვამდი,და გელოდებოდი. -როდის დალეწე ეს ყველაფერი? -როცა წახვედი მაშინვე. -გიჟი ხარ,აუცილებლად უნდა დაალაგო,ეს ქალის სახლს არ გავს. -დავალაგებ.-მითხრა და ტირილისგან შეშუპებული თვალები მომანათა. -წამოდი მაღლა ავიდეთ. -წამოდი. მან მესამესართულზე საძინებელში ამიყვანა,მესამე სართული მთლიანად საძინებელს ეჭირა,დიდი საწოლი კარადა და ოთახის ბოლოში კი სავარძლები და მაგიდა იდგა,როგორც ჩანდა სივრცე უყვარდა. ლოგინი გაშალა და პიჟამა გადმოიღო კარადიდან,კარადასთანვე,შავი აბრეშუმის კაბა ნელა დაეშვა მისი მხრებიდან,მკერდი მოშიშვლებული ჰქონდა მაგრამ მე ვერ ვხედავდი,ის ჩემგან ზურგით იდგა,მხოლოდ საცვალში გამოწყობილი ჩემს წინ იდგა,ნელა აუჩქარებლად პერანგი აიღო და ჩაიცვა,მისი შიშველი ზურგი ისევ დაიფარა. ლოგინს მოუახლოვდა და ჩემს გვერდით დაწვა,მე მის ტალღოვან თმასთან თამაში დავიწყე,შემდეგ გვერდით მივწუექი და მისი თავი ჩემს მკერდზე აღმოჩნდა,ვუყირებდი ოთახში ერთ წერტილს და მის თმაზე თამაშს განვარგძობდი,ვინ არის ასეთი,რომ გამაგიჟა,ჭკუიდან გადამიყვანა,ეს არც ერთ ქალს არ გამოსვლია,ჩემი ცზოვრების მანძილზე,საწოლის პირდაპირ დიდი ნახატი ეკიდა,ტბა და პატარა ქოხი სადღაც შუაგულ ტყეში,ნახატი თითქოს უბრალო იყო მაგრამ ჩემს ყურადღებას მაინც იქცევდა,მინდოდა ავმდგარიყავი და დამეთვარიელებინა,შემესწავლა მისო ყველა დეტალი. როცა ჩაეძინა ფთავი ფთხილად ბალიშზე დავადებინე და საწწოლიდან წამოვდექი,ნახატს მივუახლოვდი,ახალი დახატული იყო,საღებავი ჯერ კიდევ არ იყო გამშრალი,ოთახიდან გამოვედი და კიბეებს დაბლა ჩავუყევი,კიბეებზე კედლები დაჭრელებული იყო ნაირ ნაირი ჩარჩოებით რომლებშიც ჩასმული იყო ათასგვარი ნახატი,ზოგი ფანქრით დახატული ზოგი კი გუაშებით და ზეთოვანი ფანქრებით,ეს პირველად შევნიშნე,მათი თვალიერება ერთი სანახაობა იყო,ამასობაში მეორე სართულზე ჩავედი და კოლიდორი დავინახე სადაც გაყოლებაზე ექვსი ოთახი იყო,ბოლოში კი მეშვიდე ოთახი პირდაპირ კიბეებს უყურებდა,მისკენ დავიძარი,კარებების მწკრივი გავიარე და ჩემთვის საინტერესო ოთახს მივადექი,რატომღაც მეგონა რომ დაკეტილი იქნებოდა,ურდული ჩამოვწიე და კარი გაიღო,კარი შევაღე და შიგნით შევედი.სიბნელეში არაფერი ჩანდა,ტელეფონი ამოვიღე და გავანათე,კედელზე ჩამრთველო მოვძებმე და შუქი ავანთე. ოთახი საკმაოდ დიდი იყო,მოლბერტებითა და სახატავი ტილოებით სავსე,ზოგი ნახატი დაწყებული და დაუმთავრებელი იყო დატოვებული ზოგი კი დამთავრებული მაგრამ მოლბერტზე ბედის ანაბარად დატოვებული,კარების პირდაპირ დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის და ექვსი მეტრის სიგრძეზე კედელში თაროები იყო ჩამწკრივებული და წიგნებით სავსე,ოთახში საღებავები აქეთ იქით არეულად იყო მიმოფანტული,მათ შორის დავდიოდი და მოლბერტებს გვერდს ვუვლიდი,ბოლოს შუქი ჩავაქრე ოთხაიდან გამოვედი და მაღლა ბაბის საძინებელში დავბრუნდი,არ გაღვიძებია,გვერდით მივუწექი და მის ყურებაში ჩამეძინა. თავი მერვე დილით ადრე გაღვიძებულმა ტელეფონს დავხედე,უპასუხო ზარები დამხვდა ლევანისგან,ავდექი ბაბის რომ არ გაეღვიძა ოთახიდან გავედი და დავურეკე -ჰო მირეკავდი? -ჰო სად ხარ,ხო მშვიდობაა -ბარბარასთან დავრჩი,გვანცას ჰო მივწერე არა? -ჰო მაგრამ ვიფიქრე რამე ჰო არ მოუვიდა თქო რავიცი ათას რამეს იფიქრებს კაცი. -არა რა უნდა მომსვლოდა,კარგადაა ყველაფერი,ცოტახანში მივალ სახში,სამუშაოზე ხარ შენ? -ჰო ცოტახნისწინ მოვედი. -მიდი შენ იცი,საღამოს გნახავ მაშინ. -აბა ჰე.-მითხრა და გამითიშა. პირველ სართულზე ჩავედი,პირბელი რაც მომხვდა თვალში პატარა ყუთი იყო რომელიც ძირს ეგდო,ყუთი ვიცანი,მასში სავარაუდოდ მოსაწევი ელაგა,ყუთი ავიღე და მაგიდაზე დავდე გავხსენი,ერთი მოზრდილი ჯოინთი ამოვიღე და მოვუკიდე,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და სახლში დავიწყე სიარული,სახლი დიდი იყო სამივე სართულზე ოთახები იყო განლაგებული როგორც ჩანდა ამ სახლში ადრე ხშირი სტუმრიანიბა იყო,საკმაოდ ციოდა ამიტომაც მივედი და ვუხარი ავანთე,სახლში სითბო დატრიალდა,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ბაბის გაღვიძებამდე,რა თქმა უნდა შემეძლო გამეღვიძებინა მაგრამ,როცა მას მძინარეს ვუყურებდი უბრალოდ ვერ შევძელი რომ ოდნავ მაინც დამეფრთხო მისთვის ძილი,ბავშვივით ღრმად ეძინა,ამიტომაც ავდექი და არეული სახლის დალაგება დავიწყე,სავარძლები თავის ადგილას დავაბრუნე თაროებიდან გადმოყრილი ნივთები ისევ თაროებზე დავაწყე საბოლოოდ ოთახი ისევ ოთახს დაემსგავსა. ყველაფერს რომ მოვრჩი,მაღლა ავედი და ბაბის ისევ საწოლთან მივუწექი,მომინდა მოვფერებოდი,მაგრამ ვერ შევძელი შევხებოდი,არ მინდოდა გამეღვიძებინა,მასთან უმოძრაოდ იქამდე ვიწექი სანამ თვალი არ გაახილა. -დილამშვიდობისა მადმუაზელ.-მივესალმე და შუბლზე ვაკოცე. -დილამშვიდობისა.-გამიღიმა,ზუსტად ისე როგორც ჩვენი შეხვედირის პირველ დღეს. -როგორ გეძინა? -ასე კარგად არასდროს მძინებია,შენ? -მე ადრე გამეღვიძა,სახლი დავათვარიელე. -მე რატომ არ გამაღვიძე? -ვერ შევძელი მადმუაზელ. -რატომ? -იმიტომ რომ ლირველად ვნახე როგორ გეძინა,არ მინდოდა ძილი დამეფრთხო შენთვის. -ზაზუ... -გისმენ ბაბი. -შეიძლება რომ ადამიანი ასე მალე შეგიყვარდეს? -ყველაფერი შეიძლება მადმუაზელ,გააჩნია ადამიანს,მის ქცევას მანერას და ასე შემდეგ. -მე შენ მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ მადმუაზელ. -ჩამეხუტე რა... მისკენ მივიწიე და ხელები მოვხვიე,ღამის პერანგში გამოწყობილს საბანი ნახევრამდე ეფარა,საბანი მოვაფარე და მის თმაში თავი ჩავრგე,საოცარი სურნელი ჰქონდა მის თმებს,ვიწექით ორნი და ხმას არ ვიღებდით ოლუბრალოდ ერთად ვიყავით და ამ დროით ვტკბებოდით,არ გვაინტერესებდა არც ის რა ხდებოდა გარეთ,ყოველი შეხვედრისას თავს ვგრძნობდი ისე თითქოს გაჩერებულ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებოდით მარტოდ მარტო მოძრავ სხეულებად,გარშემო კი ყველაფერი იყინებოდა,დრო ,გარემო,მთელი სამყარო ჩერდებოდა,მის ცენტრში კი ვიყავით ჩვენ ორნი ერთმანეთის პირისპირ და ამ ყველაფერს ვერც კი ვგრძნობდით,ვგრძნობდით მხოლოდ ერთმანეთს,ერთმანეთის ემოციებს,მიმიკებს,ვსაუბრობდით მხოლოდ თვალებით,არც კი იყო საჭირო რომელიმეს სიტყვა გვეთქვა,ერთმანეთის სათქმელს ისედაც ვიგებდით. მთელი დილა მასთან გავატარე შემდეგ კი სახლში წავედი მანქანას არ ვზოგავდი მის რესურსს ტრასაზე მთლიანად ვიყენებდი,სახლთან როცა გავჩერდი გვანცამ კარები გააღო,როგორც ჩანს მელოდებოდა. -ყველაფერი სიტყვა სიტყვით მომიყევი!-მითხრა მან როცა სახლსი შევედი. -მოსაყოლი რამაქვს გვანცი? -როგორ ჩაიარა,ღამე როგორ გაატარეთ,ყველაფერი მაინტერესებს.-მითხრა გაბრწყინებული თვალებით. -უბრალოდ ერთად ჩაგვეძინა არაფერი ყოფილა განსაკუთრებული. -კარგი რა ასეთი არარომანტიული როგორ შეგიძლია იყო? -რომანტიკა რაშუაშია? -რა შუაშია და ერთი თვის წინ მასზე გაგიჟებული იყავი და მთელი ეს დრო მანქანას დაახარჯე,ისიც კი არ ვიცი რა გაუკეთე,ახლა კი პაემანზე იყავი ისევ მასთან და იმის მოყოლაც არ გინდა რა მოხდა? -ასე გაინტერესებს? -კი -მითხრა და მოსასმენად სავარძელში უკეთესად მოკალათდა. -თავიდან ოკეანეზე შევხვდით... -ვაიმე რამაგარიაა -თუ არ დამაცდი აღარ მოგიყვები. -კარგი ბოდიში. -პლაჟზე ვისეირნეთ და მას მანტო მოვახვიე აბრეშემუს კაბა ეცვა იქ კიდევ ყინავდა, -რა რომანტიულია... -მერე ოკეანეზე ვისეირნეთ სანაპიროზე,ბოლოს მასთან დარჩენა მთხოვა და დავრჩი სულ ეს იყო. -არაფერი მომხდარა? -მხოლოდ მეძინა მისგვერდით,ისიც ჩაცმულს. -კარგი რა ზაზუ,მეგონა მექალთანე იყავი... -ტყუილად არ გეგონა,ვიყავი კიდეც -მერე ახლა რა მოგივიდა? -შემიყვარდა გვანცი... -რასაყვარელი ხარ,გადაწყდა დღეს საღამოსვე გაგვაცნობ -საიდან მოიტანე? -მე გადავწყვიტე,ლევანის დავურეკავ და ვეტყვი. -იქნებ არ სცალია დღეს? -დაურეკე. -შენსას არ იშლი ჰო? -არა რათქმაუნდა მიდი დაურეკე. -კარგი მოიცა. ტელეფონი ამოვიღე და ბაბის დავურეკე გავარკვიე რომ დღეს თავისუფალიიყო და ჩემთან დავპატიჟე თან დავაყოლე რომ გვანცა დაჟინებით მოითხოვდა ამას.საღამოს გვანცამ ვახშამი მოამზადა ბაბის მისამართი მივწერე ლევანიც სამსახურიდან მოვიდა და ამ დროს კარებზე კაკუნი გაისმა. გვანცა კარებთან მივიდა და გამოაღო,უბრალოდ ჩაცმული ჯინსებსა და ჟაკეტში გამოწყობილი ბაბი შიგნით შემოიპატიჟა,ოთხივე სუფრას მივუსხედით წითელი ღვინო დავლოეთ და გვანცას მომზადებული ვახშამი მივირთვით შემდეგ უკვე ბუხართან გადავინაცვლეთ,ერთ ბოთლს მეორე მოჰყვა და ასე ვისხედით შუაღამემდე და ვიცინოდით ძველ ამბებზე,მაგრამ უცემ ჩემმა ტეკეფონის ზარმა მხიარული სიცილი შეაჩერა.ტელეფონს დავხედე საქართველოდან მირეკავდნენ,ნომერი ვიცანი და გულმა რაღაც მიგრძნო. -მაპატიეთ დაგტოვებთ უნდა ვუპასუხო.-მოვუბოდიშე და მეორე სართულზე ნაჩქარევად ავედი. -გისმენთ. -ზაზუ როგორ ხარ? -კარგად ბატონო კაპიტანო თქვენ როგორ ხართ? -საქმე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანია. -რა მოხდა? -მჭირდები ზაზუ. -მე თქვენთან აღარ ვმუშაობ კაპიტანო. -ვიცი მაგრამ შენს მეტი ამას ვერავინ მიხედავს,სიმართლე გითხრა ვერავის ვანდობ. -რახდება? -გახსოვს გაუხსნელი საქმე რომელიც დაიხურა ექსპერტიზამ თვითმკვლელობას რომ მიაწერა. -რა თქმა უნდა მე ვიძიებდი მაგ საქმეს,საქმე დაიხურა სამხილების არარსებობის გამო. -კი მართალი ხარ,მაგრამ საქმე ამაში არაა. -რამოხდა კაპიტანო იქნებ მითხრათ. -კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა ახლა ერთი საათის წინ ვიპოვეთ გვამი მდინარემ გამორიყა. -ქალია თუ კაცი? -ქალი,დაახლოებით იგივე ასაკის რამდენისაც წინა ახლა არქივში ვარ და წლოვანება ემთხვევა ორივენი 24 წლისები იყვნენ ორივენი ქერა არც ერთი გათხოვილი არ ყოფილა,ორივე ქალიშვილი იყო. -რას ფიქრობთ საქმე მკვლელობასთან გვაქვს? -არ ვიცი ამის ეჭვები მაქვს,ზაზუ მჭირდები გთხოვ უარი არ მითხრა. -კაპიტანო უნდა მოვიფიქრო. -ხვალ დილით პასუხს ველოდები,იცოდე შენს გარდა არავის ვანდობ ამ საქმეს. -კარგით. ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და ისევ პირველ სართულზე დავბრუნდი,სახე მოღუშული მქონდა,ფიქრებმა შემიპყრო,ჩემი სახის დანახვაზე ლევანიმ ისტორია შეწყვიტა და შემომხედა. -რამოხდა ძმაო ყველაფერი რიგზეა? -არა ლევანი არ არის... სავარძელში ჩავჯექი,ბაბისთვის ჩემი პროფესია ნათქვამი არც მქონდა არ ვიცოდი ეს როგორ მეთქვა ჩვენ ხომ ახლახანს ავაწყეთ ურთიერთობა,როგორია ადამიანს უთხრა რომ საქართველოში მიდიხარ საქმის გამოსაძიებლად,ადამიანს რომელსაც ახლახანს გამოუტყდი სიყვარულში. -რა მოხდა თქვი,გული შემიწუხდა უკვე.-მითხრა ლევანიმ. -მინდა ბაბისაც ვუთხრა მაშინ ფრანგულად ვიტყვი,მან ჯერ კიდევ არ იცის ჩემი პროფესიის შესახებ. -რა? მისთვის არ გითქვამს? -არა ძმაო,ის სამსახური მივატოვე ჰომ იცი. -კი ვიცი. -კარგი ახლავე გაიგებ ყველაფერს. ბაბი გაფართოებული თვალებით უსმენდა ჩვენს საუბარს,ხვდებოდ რომ კარგი არაფერი ხდებოდა მაგრამ კონკრეტულად რა ვერ გაეგო. -ბაბი რაღაც უნდა გითხრა... -გისმენ რამოხდა? -გახსოვს რომ მკითხე რას ვსაქმიანობდი საქართველოში? -კი რატომ მეკითხები? -იმიტომ რომ არ მითქვამს რას ვაკეთებდი იქ. -ასეთს რას აკეთებდი? -მე დეტექტივი ვარ ბაბი,საქართველოში ამას ვაკეთებდი,მაგრამ მივატოვე ეს საქმე და აქ წამოვედი საცხოვრებლად. -მიმზიდველი პროფესიაა,მაგრამ რამოხდა მეტყვი? -საქართველოდან დამირეკეს,ჩემმა კაპიტანმა,არსებობს საქმე რომელიც ძალიან საეჭვო იყო,მაგრამ სამხილების უკმარისობის გამო დახურეს და საქმე ჩამომართვეს,კაპიტანმა მითხრა რომ ახლახანს იგივე განმეორდა რაც წინაქმეში ბევრი დეტალი ემთხვევა კაპიტანი ეჭვობს რომ საქმე სერიულ მკვლელთან გვაქვს. -მერე? -მან მითხრა რომ ჩემს გარდა ამ საქმეს არავის ანდობს. -რისი თქმა გინდა? -საქართველოში უნდა დავბრუნდე ბაბი ეს საქმე უნდა გამოვიძიო,ხვალ დილით კაპიტანი პასუხს ელოდება. -ამას სერიოზულად ამბობ?-მკითხა ლევანიმ. -კი სრული სერიოზულობით ძმაო. -კი მაგრამ ჩვენ მხოლოდ ახლახანს... -ვიცი ბაბი,სწორედ ამაზე ვწუხვარ ყველაზე მეტად. -როდის ჩამოხვალ? -იმ დღესვე როცა მოვრჩები გამოძიებას. -ეს დიდხანს გაგრძელდება არა? -არ ვიცი შეიძლება უბრალო დამთხვევაა შეიძლება არა,ეს გასარკვევია. -რაგაეწყობა,თუ ეს ასეა საჭირო მაშინ წადი. -მიყვარხარ,მადლობა რომ გამიგე.-ვუთხარი და,ვაკოცე. -მეც მიყვარხარ. თავი მეცხრე დილით ადრე გამეღვიძა ბაბის ჩემს კმკერდზე ედო თავი და ისე ეძინა,ფრთხილად გამოვძვერი ლოგინიდან და ფეხზე ავდექი,ტელეფონი ჩარვლის ჯიბიდან ამოვიღე და დავრეკე. -ალო.გაისმა ტელეფონში შიახნის მამაკაცის ხმა. -კაპიტანო,თანახმა ვარ,როდის გამოვფრინდე? -დღესვე,ბილეთი უკვე ავიღე შენს სახელზე ფრენა დღეს საღამოსაა თბილისის დროით 11 საათზე არ ვიცი მანდ რომელი საათი იქნება. -აქ რვა იქნება,კი მაგრამ რა იცოდით რომ წამოვიდოდი? -ვიცოდი რომ დამთანხმდებოდი იმიტომ რომ ეს შენი ბოლო საქმე იყო და ისიც ვიცი რომ ამ საქმეზე ბევრი ეჭვი გქონდა. -კარგი როგოცრც კი ჩამოვალ მაშინვე განყოფილებაში მოვალ. -კარგს იზამ,შენი იარაღი და მოწმობა უკვე მზად არის,გელოდები დეტექტივო. -შეხვედრამდე კაპიტანო. სააბაზანოში შევედი და ვიბანავე ჩემოდანი ჩავალაგე,მაქსიმალურად ვფრთხილობდი რომ ბაბი არ გამეღვიძებინა,მაგრამ არ გამომივიდა,კარადიდან ტანსაცმლის გამოღების დროს მან თვალი გაახილა. -დილამშვიდობისა მზეთუნახავო. -დილამშვიდობისა,ფრენა როდისაა? -დღეს საღამოს რვაზე. -მეგონა დღესაც დარჩებოდი. -მეც ასე ვიფიქრე მაგრამ კაპიტანმა გუშინ საღაამოს უკვე აიღო ბილეთი. -არ მინდა რომ წახვიდე. -ნუ ღელავ მალე შევხვდებით. -იმედი მაქვს...-სინანულით თქვა მან. -ადექი დაბლა ჩავიდეთ და ვისაუზმოთ.-ვუთხარი როცა ჩალაგებას მოვრჩი. -კარგი ახლავე.-საწოლიდან ადგა და ჩაცმა დაიწყო. მივედი,მისო ხელი ავიღე და ვაკოცე. -დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება. -ვიცი,თავს გაუფრთხილდი კარგი? -რათქმაუნდა. ორივე ქვევით ჩავედით,ბაბი სამზარეულოში შევიდა მე კი ბუხარი ავანთე,ამასობაში გვამცა და ლევანიც ჩამოვიდნენ. -დილამშვიდობისა,ასე ადრე რამ გაგაღვიძა?-მკითხა ლევანიმ. -კაპიტნისთვის უნდა დამერეკა,ფრენა საღამოსაა მომზადებაც მჭირდებოდა. -როგორც ჩანს რაღაც სერიოზულია. -კი ასე რომ არ იყოს მე არ დამირეკავდა,საქმეს სხვას ჩააბარებდა. -არა ძმაო,ასე არ ვფიქრობ,შენ საუკეთესო გამომძიებელი იყავი საქართველოში,ვფიქრობ ამიტომ დაგირეკა. -ნუ აბუქებ რა.-ვუთხარი ლევანის სიცილით. -არა ასეა,გახსოვს ის საქმე მოკლული კაცი იყო,ანაბეჭდები მოსო მეზობლოს იყო დანაზე მაგრამ,ეჭვობდი რომ აქ სხვა რამე იყო,იმ საქმეზე იყავი ჩაციკლული და ბოლოს მაინც მიაგენი ნამდვილ მკვლელს. -კი ეგ ჩემი საუკეთესო საქმე იყო. -ეგ როდის მოხდა?-იკითხა გვანცამ. -ლევანის წამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე დაახლოებით წელოწადნახევრის წინ,მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა ვიყავი. -ყოჩაღ ზაზუ,ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. -კარგი საჭირო არარის,ბაბი რაღაცას ამზადებს არ გშიათ? -კი როგორ არა.-მიპასუხა ორივემ. სამზარეულოში შევედით,გვანცა ბაბის ეხმარებოდა,ლევანიმ კი კარადიდან ვისკი გამოიღო,მაცივრიდან ყინული და ორ ჭიქასთან ერთად დადგა მაგიდაზე. -ცოტა დავლიოთ,გუშინდელის მერე,ეს თუ მომიყვანს აზრზე. -დავლიოთ. ლევანიმ ჭიქაში ყინული ჩაყარა და შემდეგ სასმელი დაასხა ორივე ჭიქაში,ერთი მე მომაწოდა ერთი კი თვითონ დაიდგა. -ესეიგი დღეს საღამოს არა? -კი,ბილეთი კაპიტანმა აიღო,როგორც ჩანს იცოდა რომ უარს არ ვიტყოდი საქმეზე. -შენს კაპიტანს ძალიან მოწონდა შენი მუშაობა,როგორც მახსოვს. -ჰო საქმის მეტზე არაფერზე ვფიქრობდი. -ახლა? -ახლა საფიქრალი მეტი მაქვს.-ვუთხარი და ბაბის გავხედე. -მალე შეხვდებით,ვიცი რომ ყვლეაფერს მალე დაასრულებ. -იმედი მაქვს ძმაო. საუზმის შემდეგ შუადღემდე ბუხართან ვისხედით და ვსაუბრობდით,ბაბის და გვანცას ჩემს საქმეებზე ვუყვებოდი,ფრანგული ლევანიმაც და გვანცამაც კარგად იცოდნენ ამიტომაც,ფრანგულად ვსაუბრობდით ბაბისაც რომ გაეგო.ჩემი ფრენა პარიზიდან იყო იმიტომ რომ სან ბრიუს აეროპორტი არ ჰქონდა,ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ლევანის მანქანაში ჩავსხედით და პარიზისკენ ავიღეთ გეზი,ადრე ჩავედით და პარიზის დათვარიელებაც მოვასწარით ეიფელთან მე და ბაბიმ სურათი გადავიღეთ,ჯერჯერობით ეს იყო რაც მისგან მიმყვებოდა,კაცმა არ იცის რამდენი ხნით მომიწევდა საქართველოში დარჩენა.აეროპორტში მივედით რეგისტრაცია გავიარე და დამშვიდობების დროც დადგა. -ფრთხილად იყავი.-მითხრა ბაბიმ. -აუცილებლად.-ვუთხარი ვაკოცე და გადავეხვიე. -მალე დაბრუნდი.-მითხრა ლევანიმ და გადამეხვია. -ყველანაირად ვეცდები. -იცოდე არ დაგვივიწყო მოგვწერე ხოლმე.-მითხრა გვანცამ. -თქვენს თავს რა დამავიწყებს.-ვუთხარი და გვანცასაც გადავეხვიე. ლაბირინთში ხალხთან ერთად გავიარე და თვითმფრინავის შესასვლელთან აღმოვჩნდი სტიუარდესას ბილეთი ვაჩვენე და თვითმფრინავში შევედი,ლოდინის შემდეგ თვითმფრინავის ძრავმა ხმას მოუმატა და ადგილიდან დავიძარით ღვედი შევიკარი და აფრენისთვის მკვემზადე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.