შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ღამის შემდეგ (დასასრული)


9-04-2020, 15:39
ავტორი Natiiaa33
ნანახია 2 598

_ელიზაბედი გონივრულად თამაშობდა, მაქსიმალურად ცდილობდა ერთ-ერთ გამტაცებელთან დაახლოებას და მისი წყალობით თავის დაღწევას. იმაზე მეტად ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე ფიქრობდნენ, ყველა ნაბიჯს ზედმიწევნით სწორად თვლიდა, რომ შეცდომა არ დაეშვა.
-საუზმე მოგიტანე, კვება გჭირდება
-არ გესმით ჩემი ტკივილი, უკვე რვა თვის ფეხმძიმე ვარ, ბავშვი არ მოძრაობს გესმის? შენ კიდე ჭამეო.
-მე არ ვიცი როგორ დაგეხმარო, არშემიძლია.
-შეგიძლია, ვიცი შეგიძლია. ცოლი გყავს?
-კი
-შვილი
-კი
-შენი ცოლი რომ ასეთ დღეში ყოფილიყო რას იზავდი? შვილი რომ დაგღუპოდა როგორ მიიღებდი? რატო გინდა ეს ტკივილი მე გადავიტანო შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია
-მე უბრალოდ დამავალეს სხვა გზა არმაქ რატომ არ გესმის?
-ფულია პრობლემა?
-ფულიც კი და რომ ვუღალატო ის ქალი მომკლავს
-ქალი ანუ ხომ? მისმინე ფულს რამდენსაც მეტყვი იმდენს მოგცემ, შენს ცოლ შვილს არაფერი ემუქრებათ დამიჯერე, თუ დამეხმარები შენი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება და არაფერი მოგაკლდება, ჩემი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ თითს ვერ დაგაკარებს ვერავინ მაგრამ გახსოვდეს ჩემი ქმარი დღეს თუ ხვალ გვიპოვის და ისე მოგკლავს თვალს არ დაახამხამებს. დაფიქრდი იცოდე, შენ ჯერ კიდევ არ იცი ვინ მოიტაცე.
-როგორ უნდა დაგეხმარო, აქედან ვერ გაგიყვან ხომ იცი მარტო არ ვარ
-ვიცი კი, მოვიფიქრებ და თუ დამთანხმდები ისეთ გზას ვიპოვი, რომ არცერთი არ დავზარალდებით.
-კარგი თანახმა ვარ.
_ბავშვის უმოქმედობის ამბავი ჩვეულებრივი სპექტაკლი იყო, ყოველ წუთს მოძრაობდა მუცელში, გეგონებოდათ აკრობატულ ილეთებს აკეთებსო. დეტექტივი ძალიან სწრაფი აღმოჩნდა, მალე შეაგროვა ინფორმაცია უცნობ ქალზე და ზურას დაურეკა
-კარგი ამბავი გაქვთ იმედია.
-ჩემი ვარაუდი გამართლდა, მარიამ შონია გამოგონილი სახელი და გვარია. ის ვიღაც თეა ალანიაა
-რაა? გაიმეორეთ რა თქვით?
-ის ქალბატონი თეა ალანიაა. ერთი წლის წინ დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, საკუთარი ბიზნესები აქვს და საკმაოდ შეძლებული ქალია, იცნობთ?
-ეგ ის ქალია ქორწილის დღეს რომ მიმატოვა, მაგის გამო ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა.
-ახლა ნათელია რატომ გაიტაცა თქვენი ცოლი
-არ შევარჩენ, გეფიცები არ ვაპატიებ ჩემი საყვარელი ქალის ტანჯვას.
-დამშვიდდით, ცხელ გულზე არაფერი გააკეთოთ, ყველაფერი მე მომანდეთ.
-როდემდე?
-როგორც ვივარაუდე თქვენც გითვალთვალებენ. ყველაფერი იციან თქვენს შესახებ. გარეთ არ გამოხვიდეთ, ახლა საავადმყოფოს დირექტორთან მაქვს შეხვედრა, როგორც კი მოვაგვარებ საქმეს მეორე ნაწილზე გადავდივართ!
-მე რა უნდა გავაკეთო?
-ლილიანას ყველაფერი ავუხსენი და უკვე გზაშია, ყველაფერს გეტყვით.
_დაბნეული იყო, არ იცოდა რა გაეკეთებია, სწორი იყო თუ არა მისი ქმედებები, ბრაზი ახრჩობდა, ვერ იტანდა იმ ქალს, ეზიზღებოდა და ისე მოკლავდა თვალსაც არ დაახამხამებდა. ჯერ ზურას გაუნადგურა ცხოვრება და ახლა მის საყვარელ ქალს ტანჯავდა. ფიქრებში იყო გართული კარზე ზარი რომ მოესმა. ლილიანა მივიდა, ლეპტოპი გახსნა და ახსნა დაიწყო.
-კონკრეტულად რა უნდა ვერ გავიგეთ, ვფიქრობ მიზნად შენი გამწარება აქვს ისე რომ არაფერი დაგიშავდეს თორემ ელიზაბედს არ მოიტაცებდა.
-მე რა უნდა გავაკეთო
-უნდა მოკვდე
-რაუნდა ვქნა?
-ფიქტიურად რათქმაუნდა, თვითმკვლელობის სცენა უნდა გაითამაშო
-როგორ?
-სასწრაფოს გამოვიძახებთ, შენ ვითომ ვენები გაქვს გადაჭრილი, ყველაფერი სისხლიანი უნდა იყო, ტელევიზიაც მოვა და საავადმყოფოში გადაყვანიდან 2 საათში იტყვიან რომ მოკვდი.
-რას მოვიგებთ ამით?
-დროს და აუცილებლად გავალთ კვალზე.
-აჰა ანუ თვითმკვლელობის ინსცენირება, დროს რაღატომ ვკარგავთ? დავიწყოთ.
-ყველაფერი მზად მაქვს, ისე სულ კი მაინტერესებდა ფილმებში როგორ აკეთებდნენ ასეთ სცენებს და დღეს დავიკმაყოფილე ჩემი ინტერესის ფართო არეალი.
-ეს რისი ხსნარია?
-სისხლია, ნუ მე მხატვარი არ ვარ და ამიტომ ეს 3D ნახატი ვიყიდე.
-ეს ნახატი უნდა დავიკრა ხელზე?
-კი ამას დაიკრავ და სისხლით გავაფორმებ.
-აზარტში შევედი, საინტერესოა
-ახლა დაწექი და ხელის გარშემო დავასხავ. დავრეკავ სასწრაფოში, ჟურნალისტები უკვე გზაში არიან და დროა მეც დავიწყო კივილ წივილი.
-ჩემს დატირებას აპირებ?
-ნუ თუ არ გინდა რომ ელიზაბედმა დაგიტიროს.
_ყველაფერი მზად იყო, კარები ღია დატოვა, ზურას სხეულთან ჩაიმუხლა და დაიწყო მოთქმა გოდება. ლილიანას კივილზე სიცილს ძლივს იკავებდა, ჟურნალისტები მალე მოვიდნენ, სასწრაფო დახმარებამაც არ დააყოვნა და სწრაფად გადაიყვანეს საავადმყოფოში. ყველა საინფორმაციო ზურას სისხლში მცურავ სხეულს აშუქებდა, ერთი ორად გაბუქებულ სიუჟეტს აღწერდნენ და სიტუაციას ორმაგად ამძიმებდნენ. ყველა დეტალი ზუსტად იყო გათვლილი და შესრულებული. მართალი აღმოჩნდნენ. ქალბატონმა ალანიამ რეპორტაჟის ნახვის შემდეგ მოსვენება დაკარგა, საერთოდ არ აინტერესებდა ელიზაბედი, მხოლოდ ის უნდოდა ზურა გადარჩენილიყო.
-არაა შენ არ გაქვს უფლება ჩემი მიტოვების, შენ ჩემი ნებართვის გარეშე ვერსად წახვალ, ამქვეყნად მხოლოდ ჩემი უნდა იყო, იმქვეყნადაც მხოლოდ ჩემი სურვილით წახვალ. რატომ გააკეთე ზურა ეს რატოომ. მე ხომ მხოლოდ ბავშვი მინდოდა, ბავშვი რომ ჩემთან ყოფილიყავი. დავიჯერო ასე ძალიან გიყვარს ის ძუკნა? არა უნდა ვნახო, სიკვდილის უფლებას ვერ მივცემ, უნდა შევეხო, უნდა ვიგრძნო ისევ მისი სითბო.
_საგულდაგულოდ შეიმოსა და საავადმყოფოში წავიდა




_ელიზაბედის ოთახში საჭმელი შეიტანა, პატარა ხის მაგიდაზე დადო და გამოსვლას აპირებდა ელიზაბედმა, რომ შეაჩერა
-გეგმა მზად მაქვს, დამეხმარები თუ არა?
-არა გადავიფიქრე _ვერ უთხრა, რომ ზურამ თვითმკვლელობა სცადა. ვერგაბედა მისი ანერვიულება და არაფერი უთხრა, სწრაფი ნაბიჯით გაეცალა რამე რომ არ დასცდენოდა.
-ელიზაბედ დაწყნარდი, სიმშვიდე შეინარჩუნე, გამოსავალს იპოვი, გეყო რაც იტირე, ვიცი ჰორმონებმა გძლია მაგრამ საკმარისია, უნდა გაძლიერდე, გზა უნდა იპოვო თავის დასახწევად. ერთი ორი სამი... _ღრმად სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა და თავის თავს აწყნარებდა.
თეამ ვერ მოითბინა და საავადმყოფოში მივიდა. მარტივად იპოვა ზურას პალატა და შევიდა.გაოგნებული იყურებოდა,ცარიელი საწოლი რომ დახვდა, იფიქრა პალატა შემეშალაო და გამობრუნებას აპირებდა ხელებგადაჯვარედინებული ზურა რომ დაინახა, კარს მიყრდნობილი ბედნიერი სახით უყურებდა.
-გაები ქალბატონო, მარიამ არა?
-შენ? შენ კარგად ხარ?
-რათქმაუნდა, შენ არ მოხვედი ჩემამდე და ვეცადე მე მომეყვანე.
-როგორ მიხვდი? _საშინლად დაიძაბა და ანერვიულდა, ზურა კი მშვიდი ღიმილიანი სახით აგრძელებდა მის გაგიჟებას
-გეგონა უმოქმედოდ ვიყავი? გეგონა ჩემს ცოლს ხელში ჩაგიგდებდი და მე ასე მშვიდად გავაგრძელებდი ცხოვრებას? ეჰ ჩემო თეა როგორ შეცდი ჩემს ცნობაში. შენ ვერც კი იფიქრებ იმას რისი გაკეთებაც შემიძლია. შენი სისუსტე ყოველთვის ემოციები იყო, ემოცია გმართავს შენ და ეგ გღუპავს.
-შენ ცოლს ვეღარ ნახავ, არასწორი გზა აირჩიე
-ალბათ მდგომარეობას სწორად ვერ აფასებ, ჩემს ხელში ხარ და რასაც გეტყვი იმას გააკეთებ!
-რომ არა?
-მოკვდები
-რა სასაცილო ხარ, შენ მომკლავ?
-მე უბრალოდ ფულს გადავიხდი, შენ კი შავ მიწაში ცოცხლად აღმოჩნდები.. აი ის წიგნი იცი? "ცოცხლად დამწვარი"? მას არაფერი დაუშავებია და ცოცხლად დაწვეს, შენ დააშავე და შენზე ახალი წიგნი დაიწერება "ცოცხლად დამარხული" ბესთსელერი გახდება მაგრამ მაგ ისტორიაში შენ არავინ შეგიცოდებს
-ზურა შენ ასეთი არ ხარ
-ვარ! ჩემი ცოლი სად გყავს?
-არვაპირებ გითხრა
-კარგი. _თმაში ჩაავლო ხელი, კარი გააღო და ბიჭებს ანიშნა უკან გამომყევითო. თმით მიათრევდა და ყველა მის სიტყვას აიგნორებდა, მანქანაში ჩასვა, ორი ბიჭი თავისთან ჩაისვა, ოთხი მეორე მანქანით გაჰყვნენ და დიდი სისწრაფით დაიძრნენ ადგილიდან. თავის კონტროლი უჭირდა, ცდილობდა არაფერი ეთქვა და მისი მუქარები გაეტარებია. როგორც იქნა მივიდნენ, დანგრეული შენობა იყო, მთლიანად დაბზარული კედლები ჰქონდა და ყოველ წამს შეიძლებოდა სულ დანგრეულიყო
-შენ რა გინდა აქ შემიყვანო?
-არ გეკადრება ქალბატონო?
-ამას არ იზავ
-წარმოდგენაც არ გაქვს რას ვიზავ, ასერომ ან ახლავე დაურეკე ელიზაბედი აქ მომიყვანონ ან ჩათვალე აქედან ცოცხალი ვერ გახვალ
-ნუთუ ასე ძალიან გიყვარს
-ის რომ არა უკვე მკვდარი იქნები!ბიჭებო ტელეფონი წაართვით. _ჩანთა გამოგლიჯეს და მობილური აიღეს.
-დარეკავ თუ შეგათრიო იმ ნანგრევებში
-კარგი დავრეკავ _ხელი გაუწოდა მობილურის გამოსართმევად
-შენ რა დებილი გგონივარ? მე დავიჭერ მობილურს და ხმამაღალზე ჩავრთავ!
-გისმენთ ქალბატონო
-სასწრაფოდ ელისაბედი წამოიყვანეთ, მისამართს გამოგიგზავნით
-ქალბატონო იცით...მგონი...
-ამოღერღე დროზე
-მგონი მშობიარობა დაეწყო
-ჯერ ხომ რვა თვისაა, ყეყეჩო რატომ არ დამირეკე აქამდე
-გირეკავდით მაგრამ არ მიპასუხეთ
-სასწრაფოდ საავადმყოფოში წამოიყვანეთ
-ზედმეტი პრობლემები არ მინდა, ყველა ეძებს და რომ იცნონ ვერ გავრისკავდი ამიტომ ჩვენ წამოვედით
-რაქენიით?
-წამოვედით!
_ზურა უკონტროლო ხდებოდა, ელიზაბედის ადგილსამყოფელი ათქმევია, ლილიანას დაურეკა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თეა ბიჭებს დაუტოვა და თვითონ ელეს საშველად გაიქცა. ყველა აზრი ერთად უტრიალებდა თავში, გულის არეში მწვავე ტკივილს გრძნობდა და სუნთქვა უჭირდა. გზა უფრო და უფრო დიდი ეჩვენებოდა და სისწრაფეს თანდათან უმატებდა. როგორც იქნა მიაღწია, მანქანიდან გიჟივით გადავიდა და ღრიალით შევარდა სახლში.
-ელიზაბეეედ ელეეე მიპასუხე გთხოვ
_სიცხით იწვოდა, თვალებს ძლივს ახელდა და საუბრის თავიც არ ჰქონდა. ყველაფერი სველი იყო, წ....ბი დაეღვარა.
-არ გაბედო თვალების დახუჭვა, აქ ასე მარტო არ მიმატოვო თორე არასდროს გაპატიებ გპირდები.
_დალურჯებული ხელები დაინახა, სახეზე ფერი აღარ ედო და საშინელ ფორმაში იყო. ბრაზი თანდათან ერეოდა მაგრამ თავის კონტროლი შეძლო
-მტკივა _ძლივს ამოილუღლუღა და ეცადა თავი წამოეწია
-ღრმად ისუნთქე გთხოვ. ამიის დედააც ხომ იცი არაფერი გამეგება ასეთი რაღაცეების და დამეხმარე შენც.
_ხელებს დაეყრდნო და წამოიწია, ეღიმებოდა და თან ცდილობდა ძალა მოეკრიბა, გამოფიტული იყო და მაღალი სიცხით იწვოდა.
-ძალა აღარ მაქვს ზურა, აღარ შემიძლია მეტი.
-შეგიძლია, უფლება არ გაქვს, ჩვენი შვილის გამო ელე, ჩემ და შენ გამო. ჩვენ გამო გთხოვ ეცადე რაც ძალა გაქვს მოიკრიბე. უკვე ოთხ თითზე ხარ გახსნილი და სიკვდილი გინდა? გთხოვ პატარავ გთხოვ, იკივლე, იყვირე, რაც გინდა ის ქენი ოღონდ ესე ნუ ხარ გთხოვ.
-თუ რამე მომივა, იცოდე რომ..
-ჩშშშ! არაფერი არ მოგივა, მეორედ არ გაიმეორო ეგ, არგაქვს მაგის უფლება შენ! იცოდე სამ თვლაზე ვიწყებთ.. ღრმად ისუნთქე
-ზურა აღარ შემიძლია.
-შეგიძლია საყვარელო შეგიძლია
_მთელ ძალას იკრებდა რაც კი შეეძლო. საშინლად ტკიოდა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
-მოვკვდებიი ზურა
-გთხოვ სიყვარულო, გთხოვ კიდევ ერთხელ, ჩვენს გამო პატარავ.
_ბოლო ძალა მოიკრიბა რაც ჰქონდა, ხელებს ზეწარს უჭერდა და მთელი ხმით ღრიალებდა.
-ვსოო დაიბადა, გაჩნდა ჩვენი პატარა, ელე ჩვენი გოგო გაჩნდა, გესმიის?
-ხმა? რატომ არ ტირის ზურა
-არვიცი
-ზურა ცოცხალია?
_რამდენიმე წუთი ჩუმად იყო, შემდეგ კი ისეთი ტირილი მორთო. მხოლოდ მაშინ აბედნიერებს დედას შვილის ტირილის მოსმენა როცა იბადება და ხვდება რომ ცოცხალია. მხოლოდ ის ერთადერთი მომენტია როცა დედა ბედნიერია.
სასწრაფო დახმარების მანქანაც მოვიდა, კლინიკაში გადაიყვანეს და მკურნალობა დაიწყეს. ელიზაბედის მდგომარეობა სტაბილური იყო, არანაირი გართულება არ მოჰყვა, სიცხეც მალე დაუწიეს და თავს მშვენივრად გრძნობდა.
ზურამ იმდენი გააკეთა, თეა თავის ფეხით მივიდა პოლიციაში და ჩვენება მისცა.




-ზურაა რატომ ტირის ტასო?
_ბავშვი ზურას დაუტოვა და საპირფარეშოში გავიდა.
-არ ვიცი რა დაემართა
-აიყვანე
-ვერ ავიყვან
-აიყვანე ნუ გამაგიჟებ ახლა
-ძალიან პატარაა რამე რომ ვატკინო?
-მაშინ არ იყო პატარა შენ რომ მამშობიარებდი?
-კარგი ხო ავიყვან ნუ ყვირი
-მამი მოდი ჩემთან ჩემო პატარა, აუ მამი როდის გაიზრდები მართლა რა პატარა ხარ, ხელის გულზე მეტევი ჩემო ციცქნა ქალო.
-მალე გაიზრდება და გაგიფრინდება არ იჯავრო ეგ შენ
-რას ამბობ, არაფერიც ჩემი შვილი არ გათხოვდება
-კი ზურა კი, შენთან იქნება მთელი ცხოვრება, ჯერ სად ხარ თინეიჯერობის ასაკი მოუვიდეს. მერე ვნახავ შენს გაგიჟებას და ჭკუიდან გადასვლას.
-რა ცუდი გოგო ხარ ელოზაბედ! ნერვებს რატომ მიშლი?
-აი თურმე გოგო რატომ არ გინდოდა, გაგეკეთებია ბიჭი და არც მაგდენი სანერვიულო და საფიქრალი გაგიჩნდებოდა მომავალში.
_პატარა ანასტასია ხელებში ჰყავდა მოქცეული და აქეთ იქეთ აქნევდა, ცდილობდა დაემშვიდებია და დიდი სიფრთხილით ექცეოდა.
-კარგი ზურა არ მიაჩვიო ხელში დაძინებას თორე სულ შენ დაგაძინებიებ მერე. ჩააწვინე თავის ლოგინში.
-აუ მეყოლება რა გთხოვ, ნახე რა ტკბილად სძინავს.
-რაც გინდა ის ქენი, მეტი არ მინდა მიეჩვიოს ეგრე დაძინებას.
-არაუშავს მამა დააძინებს ხოლმე
-ერთკვირაში ვარჯიშს ვიწყებ და მამას უნდა ჰყავდეს ისედაც
-რა ვარჯიშს, ჯერ რადროს ვარჯიშია ორიკვირის წინ იმშობიარე
-მერე რა? ხელოვნურ კვებაზეა ისედაც და რამოხდა?
-ჯერ არგინდა ვარჯიში
-ზურა ჩემს მუცელს შეხედე, რას ქვია არ მინდა
-აუ მარტო ვერ დავიტოვებ მეშინია
-რისი გეშინია შეგჭამს?
-არა მე შეიძლება შემომეჭამოს. არვიცი როგორ უნდა ვაჭამო, საფენი როგორ გამოვუცვალო, ჩავაცვა და კიდევ რამდენი რამ არ მცოდნია
-არაუშავს ინსტიქტებს მიენდე, სადაც მე მამშობიარე იმასთან ბავშვის მოვლა რაარის.
-ნუ დამცინი ელე
-დააწვინე ცოდოა ბავშვი ეტკინა კისერი.ახლა რძეს გავუკეთებ და აჭამე
-სძინავს ჯერ
-მერე რა
-რა მერე რა მძინარემ როგორ უნდა ჭამოს?
-ელოდები თვალებს როდის გაახელს და მაგიდას მიუჯდება?
-არა მაგრამ
-რა მაგრამ ზურა პატარაა ჯერ პატარაა
-რა უცნაური არსებები არიან ეს ბავშვები.
-აბა რა გეგონა შენ?
-ხო მართლა ხვალ ვახშამზე მინდა დაგპატიჟო.
-რადროს ვახშამია, რას მოიგონებ ხოლმე რა
-გთხოვ უარს ნუ მეტყვი. კაბა გიყიდე უკვე.
-ბავშვი?
-ლილიანა იტოვებს
-კარგი მაშინ მშვიდად წამოვალ.
_მშვიდად საუბრობდნენ, ერთმანეთის ხელი ეჭირათ და ბედნიერებით ტკბებოდნენ. ყველა ტკივილმა ჩაიარა, ყველა დაბრკოლება გადალახეს, ახლა მხოლოდ მშვიდად ყოფნა და ერთმანეთის სიყვარული სჭირდებოდათ. ანასტასიას მშვიდად ეძინა, ზურა და ელე კი ჩახუტებულები ერთმანეთის სიყვარულით ტკბებოდნენ.



-ქალბატონო ელიზაბედ რა ლამაზი ხართ?
-თქვენთვის ვეცადე ბატონო ზურა
_მანქანის კარი გაუღო და რესტორანში წავიდნენ. გადმოსვლისას თვალებზე ხელი ააფარა და ისე შეიყვანა, ყველა იქ იყო, შუაგულ დარბაზში რეგისტრატორისთვის მოწყობილი ლამაზი დეკორაცია იყო, აქეთ იქეთ მეჯვარეები იდგნენ. თვალებზე ხელები მოხსნა და ტაშის ხმა გაისმა, შეძახილები ისმოდა და ოვაციებით ამკობდნენ. ელიზაბედი გაოცებული იყო, სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა, ცრემლებს ძლივს იკავებდა და ბედნიერებას ასხივებდა.
ლილიანას ეჭირა ხელში ანასტასია, ლამაზ პატარა ბანტებიან კაბაში გამოწყობილი საყვარლად გატრუნულიყო, თითქოს და მშობლების ბედნიერებას იზიარებდა. ხელისმოწერის შემდეგ ხელში აიყვანეს პატარა ქალბატონი და ფოტოს გადასაღებად მოემზადნენ, ვარდის ფურცლები ეყრებოდათ თავზე და საქორწილო მარში ისმოდა მთელს დარბაზში.
სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც ყველა დაბრკოლებას გაუძლებს. როცა ის ორმხრივია სამყაროში არარსებობს ძალა რომელიც მას დაამარცხებს. ორი მფეთქავი გული, სხვადასხვა სხეულში და თვალები, მოელვარე თვალები რომელში ყურებისასაც შენი გული სხვანაირად იწყებს ძგერას და ეს ორი გულიც ერთ რიტმში იწყებენ მუშაობას.





მადლობა ყველა სითბოსთვის რასაც ამ ისტორიის წერისას მანიჭებდით..მიჭირს თქვენთან დამშვიდობება..
შესაძლოა მეორე ნაწილი შემოგთავაზოთ ამ ისტორიის სადაც ამასტასია უკვე თინეიჯერი გოგოა და დიდ სასიყვარულო ქარცეცხლში ეხვევა.



№1 სტუმარი სტუმარი მარია

სიტყვები არ მყოფნის! ძაააააააააააან მაგარია!❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent