შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ღამის შემდეგ (სრულად)


9-04-2020, 17:21
ავტორი Natiiaa33
ნანახია 33 990

_სავარძელში მოკალათებულიყო, ფეხი-ფეხზე გადაედო და გამომწვევი მზერით უყურებდა სამზარეულოში მოფუსფუსე ბიჭს..
-დაისჯები იცოდე! ეგეთი მზერით რომ მიყურებ ჭკუიდან გადავდივარ.
_ირონიულად ჩაიღიმა, ყავა მოსვა და სავარძლიდან წამოდგა. სამზარეულოში ბარზე დაეყრდნო და ღიმილიანი მზერა მიაპყრო.
-ძაან სექსუალური ხარ ესე მოფუსფუსე. _ტუჩი მოიკვნიტა და გულიანად გაიცინა. რამდენიმე წამიანი პაუზა და გოგოს წვრილი წელი ხელებში მოიქცია, მარჯვენა ხელი თმაში შეუცურა და ვნებიანად დააცხრა მარწყვივით გემრიელ ტუჩებს. ნელ-ნელა იძირებოდნენ ვნების მორევში, ჭკუიდან გადაყავდა ბიჭი.. ყბაზე ხელი მოუჭირა, ტუჩებზე კბილის კვალი დაუტოვა, ხელი კრა, საროჩკის ღილები შეიკრა და მარტო დატოვა გრძნობებაშლილი ბიჭი...





_ფეხსაცმლის კაკუნი ისე საშინლად ისმოდა პირდაპირ ნერვულ სისტემას ურტყავდა.. თანდათან ხმა უფრო ახლოვდებოდა და გამოკვეთილად ჟღერდა. უკვე ყველასთვის იყო ცნობილი ეს ფეხსაცმლის ხმა. გაგონება და ყველას გული სწრაფად იწყებდა ძგერას. სამუშაოსათვის უფრო მობილიზებულნი ხდებოდნენ და აქეთ-იქეთ ფაციფუცობდნენ.
-ქალბატონო ელენე სასიამოვნოა თქვენი მოსვლა. რა მოგართვა?
_კაბინეტში შესულს საწარმოს ზედამხედველი შეყვა და ჩვეული ლაქიაობა დაიწყო.
-გურამს დაუძახე. შემოწმება უნდა დავიწყო. ყველა საბუთი მაგიდაზე დამიდე ბოლო ერთი წლის.
_ხმა არ ამოუღია ისე შეასრულა ქალბატონის ბრძანება, საბუთები დაუწყო და გურამის მოსაყვანად გაიქცა.
-ქალბატონო ელიზაბედ მეძახდით? _ელიზაბედ ლაშხი მისი სრული სახელი და გვარია. არავინ ეძახდა ელიზაბედს გურამის გარდა, ყველა ელენეს ეძახდა ან ელეს მოფერებით.
-ბატონო გურამ ეს რა არის? _ხელი გადაშლილი საქაღალდესკენ გაიშვირა და უეცრად გაბრაზებული ფეხზე წამოიჭრა..
-შეგიძლიათ მითხრათ ეს რა ჯანდაბაა გურამ?
-არვიცი რაზე მეუბნები.
-არიცი ხომ? აი კარგად ნახე იქნებ გაიხსენო _ხელი გაკრა და პირდაპირ მის ფეხებთან აღმოჩნდა ყველა საბუთი. გაცეცხლებული კაბინეტიდან გავარდა და საწარმოს დასათვალიერებლად გადაინაცვლა.
ლაშხი მძიმე ხასიათის მაგრამ კეთილი გულის ადამიანი იყო. რასაც ხელს ჰკიდებდა ყველაფერი ძალიან კარგი გამოსდიოდა. დანებება არ უყვარდა, არასდროს ნებდებოდა, თუ რაღაც უნდოდა იმას ყველანაირი გზით მიიღებდა. ვერ იტანდა უარს, არ არსებობდა მისთვის "ვერ" ყველაფერს მიზანმიმართულად სწორად და ხარისხიანად აკეთებდა.საოცარი გამოხედვა ჰქონდა, მითუმეტეს თუ გაბრაზებული იყო. მზერით გაგიხვრეტდა გულს და შეაღწევდა მის ყველაზე დაფარულ ნაწილებში.35 წლის მანძილზე ყოველთვის მარტო იყო. არ ჰყავდა ადამიანი ვისაც დაეყრდნობოდა, იტირებდა მის მხარზე, იგრძნობდა სითბოს და გვერდით დგომას. მკაცრი ადამიანის იმიჯით ინიღბებოდა. სინამდვილეში სულ სხვა იყო. დედ-მამა ადრეულ ასაკში დაეღუპა. ბებიამ დიდი როლი ითამაშა მის აღზრდაში და განათლებაც მისი სურვილით მიიღო. 25წლის იყო როცა სრულიად მარტო დარჩა. გერმანიაში, საფრანგეთსა და ესტონეთში გაიარა მაგისტრატურა, საკვალიფიკაციო კურსები და თავის საქმის უმაღლესი ხარისხის სპეციალისტი გახდა. ერთადერთი შვილი იყო, არც და ჰყავდა არც ძმა. მესტიიდან იყო მისი მამა ლევან ლაშხი, თუმცა თბილისში გაატარა თავის სიცოცხლის ძირითადი წლები. ელიზაბედს მისგან ორი ბინა თბილისში, ორსართულიანი სახლი მესტიაში და დიდი ქარხანა დარჩა, სადაც ხორც პროდუქტებს აწარმოებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ქარხანამ ფუნქციონირება შეწყვიტა ვიდრე ელიზაბედი არ დაეუფლა მამის პროფესიას. ნულიდან დაიწყო საწარმოს ფუნქციონირება და დღეს დღეობით საკმაოდ წარმატებულ ბიზნესმენ ქალადაც ითვლება. ბევრი კონკურენტი და მოშურნე ჰყავს სხვადასხვა საწარმოებიდან მაგრამ ფეხზე მყარად დგომას მაინც აგრძელებს.
საწარმოში ჩატარებული შემოწმების შემდეგ საშინლად დაღლილი მივიდა სახლში, ფეხსაცმელები შესვლისთანავე გაიძრო და სამზარეულოს მიაშურა. ერთი ჭიქა თეთრი ღვინო დაისხა და მისაღებში გავიდა, ტელევიზორი ჩართა, ფარდები ბოლომდე ჩამოაფარა და პუფში ჩაესვენა. რაღაც ფილმი ჩართო და განტვირთვისთვის მოემზადა. საერთოდ არ უსმენდა ფილმს, ფიქრებით სულ სხვაგან დაჰქროდა, ცვალებადი ხასიათი ჰქონდა, წამში იღებდა გადაწყვეტილებებს და არასდროს ნანობდა..ახლაც ახალმა აზრმა გაუელვა, ახალმა სურვილმა რომლის ასრულებაც მაშინვე გადაწყვიტა. მობილური აიღო და დარეკა.
-თეო გამარჯობა, ელიზაბედ ლაშხი გაწუხებ.
-გისმენ ქალბატონო ელიზაბედ.
-სასწრაფოდ მომიძებნე კომპანია რომელიც მთაში ამიშენებს ისეთი პროექტის სახლს როგორიც მინდა. შეძლებ?
-დიახ, ახლავე გაგირკვევთ ოფისის ნომერს. დადიანის ქუჩაზეა როგორც ვიცი ერთი ძალიან მაგარი კომპანია. თუარ ვცდები წიკლაურია ის არქიტექტორი..
-ძალიან კარგი გელოდები.
-მაგრამ...
-რა მაგრამ?
-რთულია მასთან შეხვედრა ძალიან დაკავებულია.
-ნომერი გამიგე _ჩაიღიმა და მობილური გათიშა. მისთვის არაფერი იყო რთული. თანაც თუ ნამდვილად სურდა რამის გაკეთება აუცილებლად მიიღებდა. ერთ საათში მისწერა თეომ ბატონი ზურას ნომერი. არც დაფიქრებულა მაშინვე დაურეკა.
-გისმენთ
-ზურა წიკლაურს ვესაუბრები?
-დიახ
-შეხვედრა მინდა თქვენთან, შეგიძლიათ მითხრათ როდის გეცლებათ?
-უნდა ჩაეწეროთ, უახლოესი ორი თვე ვერ მიგიღებთ.
-თქვენ ვერ გამიგეთ...
-უკაცრავად დაკავებული ვარ. _მობილური გაუთიშა და გაოგნებული დატოვა ელენე.
-ეს რა სითავხედეა, როგორ გამიბედა. ვინ არის ესეთი წარმოდგენა რომ აქვს საკუთარ თავზე.
_ისევ თეოს დაურეკა და ყველანაირი ინფორმაციის გარკვევა დაავალა. თვითონ კი მისი facebook პროფილი დაათვალიერა. საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი აღმოჩნდა ბატონი ზურა. ისეთი გაბრაზებული იყო მისი სიმპატიურობა საერთოდ არ ანაღვლებდა. მისამართი გაიგო მისი კომპანიის და ვიზიტისთვის დარეკა თვით ამ კომპანიის დირექტორთან გიგა ამაშუკელთან. ელიზაბედს ყველა იცნობდა. მის შესახებ ყველამ იცოდა რათმაუნდა გიგამაც. პირველ რიგში ძალიან მაგარი ბიზნესმენი იყო, მეორე რიგში კი ძალიან ლამაზი ქალი. შავგვრემანი ღია ცისფერი მანათობელი თვალებით. პატარა ცხვირი, მსხვილი ტუჩები და საოცარი ღიმილი რომლის დროსაც ლოყაზე ფოსო უჩნდებოდა. გრძელი სწორი შავი თმა და მკვრივი სხეული ჰქონდა რომელსაც უბრალოდ ვერ დატოვებდი შეუმჩნეველს. როგორც კი გიგამ გაიგო ელიზაბედის ვიზიტის ამბავი მთელი კომპანია ფეხზე დააყენა. ზურაც გააფრთხილა ყველა მომხმარებლის საქმე გადაედო და მთლიანი ყურადღებით მოკიდებოდა იმას რასაც ელიზაბედი დაავალებდა. უფროსის ბრძანებას წინ ვერ წაუვიდა და მოემზადა უცნობი ქალბატონის დასახვედრად. მეორე დღეს ძალიან მშვიდად და ლაღად ადგა ლოგინიდან შავი ტანზე მომდგარი კაბა, და მაღალქუსლიანები ჩაიცვა. თმა გაიშალა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და ოფისსში წავიდა.
პირდაპირ გიგას კაბინეტში შევიდა. სავარძელში მოკალათდა და დიალოგი დაიწყო.
-პირდაპირ საქმეზე გადავალ. არ გვინდა ეს ოფიციალურობა, ხელის ჩამორთმევა და მისალმებები, დაჯექი და მომისმინე. მინდა რომ შენმა თანამშრომელმა დამიპროექტოს სახლი. ადგილი უკვე შევარჩიე. თუშეთშია ტყის პირას. თანხა რაც იქნება გადასახდელი პრობლემა არ არის. რაც მთავარია სახლი ორ თვეში უნდა ჩამბარდეს.
-გასაგებია მაგრამ...
-არავითარი მაგრამ, თუ ვერ შეძლებ მირჩევნია ახლავე მითხრა და სხვა კომპანიას მივმართავ.
-შევძლებთ როგორ არა, მთავარია გვითხრა და როგორიც გინდა ისეთი იქნება ორ თვეში.
-შეიძლება თუშეთი გადავიფიქრო, არვიცი...ნუ მოკლედ ჯერ პროექტი გავაკეთოთ და ვეცდები მიწა ერთ კვირაში მზად მქონდეს..
-ზურას დავურეკავ და შემოვა.
_კაბინეტში შემოიყვანა ზურა, სიტუაცია აუხსნა და თვითონ გავიდა. საუბრის დროს ერთხელაც არ შეუხედავს ელიზაბედისთვის. ამჩნევდა გულ-გრილობას წილოსანიდან მაგრამ არ იყო ის ქალი ყურადღება მიექცია ასეთი უმნიშვნელო რაღაცეებისთვის.
_ზურა წილოსანი _ხელი გაუწოდა გასაცნობად.
-ელიზაბედ ლაშხი _ფეხზე წამოდგა და ზურას წინ აესვეტა, გამოწვდილ ხელზე ირონიულად დახედა და გიგას სავარძელში მოკალათდა.
-უკვე გითხრეს რაც მინდა.
-დიახ. როდის დავიწყო მუშაობა?
-ახლავე.
-იცით ახლა დაკავებული ვარ
-მგონი გასაგებად ვერ გაიგე ხო? მხოლოდ ჩემს პროექტზე უნდა იმუშაო, თანაც არ მაქვს ამდენი დრო ცალკე რაღაცეები აგიხსნა. ვეცდები ყველა შენი კითხვა მალევე დავაკმაყოფილო..დანარჩენი კი ონლაინ ჩათით გავაგრძელოთ..
-როგორც გინდათ. რამდენი კვ გინდათ?
-შვიდი შვიდზე. აუცილებლად ხის სახლი მინდა, შიდა კიბით. სადღაც ათი თორმეტი საფეხურით..
-მონახაზი გავაკეთოთ და ვეცდები ძალიან მალე დავასრულო.
_მუშაობა დიდხანს გაუგრძელდათ. თითქოს უფრო გამონახეს საერთო ენა. ელიზაბედის მოთხოვნებზე სულ ეღიმებოდა ზურას, წუთში ათჯერ გადათქვავდა და სულ ახალ-ახალი რაღაცეები უნდოდა. მერე გაბრაზებულუ ტუჩებს ბრიცავდა და თმას იჩეჩდა. მოწყენილი სახით უყურებდა ზურას და ძალიან საყვარელი იყო.
-მგონი ასე ვერ ვიმუშავებთ. სჯობს დღეს დაისვენოთ, კარგად მოიფიქროთ და ხვალ შევხვდეთ.
-მართალი ხარ, გადავიღალე..
-აქ მობრძანდებით?
-არა ხვალ ჩემთან მოდი. მისამართს და დროს მოგწერ. სახლში უფრო პროდუქტიულად ვმუშაობ. აქ რაღაც ცუდი აურაა ვერ ვფიქრობ.
_კარი გაიხურა და სახლისკენ წავიდა. მარკეტში შეიარა, ტკბილეულობა იყიდა და სახლში ავიდა. გიჟდებოდა ჩაბნელებულ სახლში ყოფნაზე. სიმყუდროვეს არავინ ურღვევდა და ძალიან მშვიდად გრძნობდა თავს. ჯაკუზი წყლით აავსო, სურნელოვანი ქაფები დაუმატა, თმა კოსად შეიკრა და ჩაესვენა შიდ. საათ ნახევარი ნებივრობდა სანამ შიმშილის გრძნობამ არ შეაწუხა. ზანტად ამოვიდა, ჩაიცვა და სპაგეტის კეთება დაიწყო. სახლში მარტო ცხოვრებამ ყველაფრის კეთება ასწავლა. შესანიშნავი მზარეული იყო, ბევრი ქვეყნის კერძების მომზადება შეეძლო თანაც ძალიან კარგად.
მეორე დღეს დილიდანვე შეუდგა მუშაობას, ზურამაც არ დააყოვნა და დათქმულ დროზე გამოცხადდა. სახლის რამდენიმე ნიმუში უჩვენა და არცერთი არ მოეწონა ელიხაბედს.
-ღმერთოო გამძლეობა მომეცი ამის ხელში
-უკაცრავად?
-რა უკაცრავად?
-რათქვი?
-ნუ დამტანჯე! ბოლოს ჩამოყალიბდი ერთ აზრზე!
-არვიცი ზუსტად როგორი მინდა, ხან ესეთი მინდა ხან ესეთი..ჰმმ..
-წამოდი
-სად
-წამოდითქო...
_ხელი ჩაავლო და წაიყვანა. დააიგნორა ელიზაბედის წინააღმდეგობა, კივილი და მანქანაში ჩასვა.
_ყველანაირი კითხვა დააიგნორა ელიზაბედის, მთელი გზა ჩუმად იყო სანამ დანიშნულების ადგილას არ მივიდა.
-გადმობრძანდები?
- -ამ ტყეში რა სიცხე მინდა ზურა?
-ტყეში არ გინდოდა სახლი?
- -მერე?
-მერე აი ადგილი. იქნებ გონება გაგინათდეს და მოიფიქრო რა გინდა. სულაც არ მაქვს ამდენი დრო რომ იმას ველოდო შენ როდის მოიფიქრებ! ან დღესვე დამასრულებიებ ნახაზებზე მუშაობას, ან სხვას გააკეთებიებ!
- -როგორ მელაპარაკები? გინდა სამსახური დაკარგო? ახლავე დავურეკ...
-გიგას დაურეკავ? კიბატონო! ვიღაც გიგას ლაქია არ გეგონო! მე ჩემი პრინციპები მაქვს და შენს გარდა უამრავ ადამიანთან ვმუშაობ. არ ვაპირებ შენი ახირებების შესრულებას. სხვაც ბევრი მყავს გასაბედნიერებელი, მოუთბენლად ელოდებიან სახლს, ვინ ხარ რომ შენზე ამდენი დრო დავხარჯო..
- _გაოცებული უსმენდა გაბრაზებულ ბიჭს და ორი გრძნობა ერთად ერეოდა.. ბრაზდებოდა ასე რომ ელაპარაკებოდა და თან მოსწონდა კიდეც ფეხქვეშ რომ არ ეგებოდა.
- -არ გაბედო და მეორედ ჩემთან ტონს არ აუწიო! არც შენი სამსახური მაინტერესებს და არც შენი უფროსი. არც ისინი ვისაც სახლს უშენებ.. აკონტროლე ტონი გასაგებია?
-იმედია შენც გაიგე რა გითხარი ჭირვეულო ქალბატონო.
- -გგონია შენს უაზრო ლაყბობას ვუსმენდი? _ჩაიცინა -ისე იქნება როგორც მე მინდა და არა შენ.
-ეს ქალი ჭკუიდან შემშლის. _ხელები ზეცას მიაპყრო და ჩაილაპარაკა. ელიზაბედმა ხელები გადააჯვარედინა და ნაკვეთს გახედა. იდეალური ადგილი იყო ტყის პირას. გარშემო სხვადასხვა ჯიშის ხეები ერტყა.დიდი დრო არ დასჭირვებია მოსაფიქრებლად.როგორც კი გარემოს თვალი შეავლო მაშინვე მიხვდა რისი გაკეთება უნდოდა. მანქანაში მოთავსდა, ფურცელი და ფანქარი აიღო და სასწრაფოდ მონახაზის კეთება დაიწყო.
- -აიი ეს იქნება ჩემი სახლი. _ზურა მიუახლოვდა და ინტერესით დააცქერდა ფურცელს.
-ეს რა ჯანდაბაა?
- -რას ქვია რა ჯანდაბაა?
-ხო აი ეს რა არის? ამ ნაჯღაბნს არ სჯობდა ჩემი პროექტები სამივე რომ დამიხიე? ღმერთო შევიშლებიი
- -მოდი აგიხსნი. აი ამას ხომ ხედავ? აქ ინება შესასვლელი, ამ მისაღებიდან ახვალ მეორე სართულზე, აქეთ საძინებელი და სააბაზანო, ქვემოთ სამზარეულო. _ისეთი ინტერესით უხსნიდა გეგონებოდათ მართლა დიდი არქიტექტორის შექმნილი ნახაზი ედო წინ.
-დამცინი ალბათ
- -რატომ?
-აი აქ რა გავიგო? _ფურცელი აართვა და უფრო ახლოს მიიტანა
- -არა აშკარად დამცინის. კარგი წავიდეთ, შენ ამიხსენი და მე დავხაზავ.
-ჩემიც მშვენიერი ნახაზი იყო.
- -ხოდა შენ დაუდე ეს ნახაზი მშენებლებს და უთხარი ამიშენეთთქო. _გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში, სწრაფად გადაატრიალა გასაღები და ისევ ქალაქისკენ წავიდნენ.. ადგილი რომელიც ზურამ ანახა მცხეთაში იყო, გზიდან საათ ნახევრის სავალზე. ხშირი ლამაზი ტყე ჰქონდა გარშემო, ეს ნაკვეთიც თითქოს სპეციალურად იყო დატოვებული შუაგულ ტყეში. დიდი ლამაზი მწვანე მინდორი იყო, ხუთას მეტრში კი პატარა რუ ჩამოდიოდა. ყველაფერი იყო ბედნიერებისთვის.
-ის ნაკვეთი ვისია?
- -რაში გაინტერესებე? ნაკვეთი ხომ გინდოდა? ადგილიც ხომ მოგეწონა?
-ხო მაგრამ იქნებ ფასი არ მაწყობს?
- -ფული არ დაგჭირდება, ნუ ღელავ.
-ფული არ არის პრობლემა ხომ იცი? უბრალოდ მაინტერესებს
- -ჩემია
-და აქ საიდან?
- -ზედმეტ კითხვებს სვავ! შესაძლებლობა გაქვს და გამოიყენე.. ზოგადად იცოდე, როცა ცხოვრება კარგ შესაძლებლობას გაძლევს არასდროს გაუშვა, არ ჩაეძიო და არ მიაპყრო ზედმეტი ინტერესი. აიღე შესაძლებლობა და გამოიყენე. ცხოვრება ყოველთვის არ გვაძლევს შანსს, ამიტომ უნდა დატკბე წამით, მომენტით რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოგვეცეს.
-კიბატონო ავიღებ, სიმართლე გითხრა დიდად არც მაინტერესებდა საიდან გაქვს. მაგრამ უკვე ჩემია და არა შენი. სახლი როცა დასრულდება მაშინ გავიფორმებ.
- _მთელი გზა ჩუმად იყვნენ, ელიზაბედს ფიქრი არ ასვენებდა, არც იმჩნევდა, თითქოს არც აინტერესებდა მაგრამ მაინც გამუდმებით ფიქრობდა. ფიქრებში წასულმა ვერც გაიგო მობილურის ხმა.
- -მობილური გირეკავს
-რა?
- -მობილური გირეკავს _ძლივს გამოერკვა ფიქრებიდან და ნომერს დახედა.
-გისმენ გურამ
- -.....
-რაა?
- -.....
-კარგი კარგი მალე მოვალ..ყველაფერი კარგადაა? ვინმე ხომ არ დაშავდა?
- -....
-კარგი სადაზღვეოს დაურეკე სასწრაფოდ. მოვდივარ. _მობილური გათიშა და ზურას მიუბრუნდა.
- -სადაც შეძლებ გააჩერე რა.
-რამოხდა?
- -საწარმოში მცირე ინციდენტია, მალე უნდა წავიდე.
-მე მიგიყვან, მისამართი მითხარი.
- -არა ვერ შეგაწუხებ, ტაქსით მივალ აქვეა.
-მითხარი მიგიყვან
- -კარგი, გუდვილთან შეუხვიე და დაინახავ. _ათ წუთში უკვე ადგილზე იყო, სწრაფად გადავიდა მანქანიდან, ყველა თანამშრომელი გარეთ იყო, საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო მობილიზებულიყო, რამდენიმე თანამშრომელს მცირე დამწვრობა მიეღო და პირველადი დახმარება მაშინვე აღმოეჩინა სასწრაფოს. სწრაფად გაეცნო მდგომარეობას და რომ მიხვდა ყველა თანამშრომელი კარგად იყო მაშინვე საწარმოსკენ გაიქცა, ყველგან შავი კვამლი იყო, ხილვადობა ჭირდა და მაინც უშიშრად მიიწევდა წინ.
-არ შეხვიდეთ სახიფათოა, დენის კაბელიდან გაჩნდა სავარაუდოდ ცეცხლი _გურამი გადაუდგა წინ და შესვლა არ აცადა.
- -გაიწიე, რაღაც უნდა გამოვიტანო.
-სახიფათოა მე გამოვიტან.
- -გაიწიეთქო _ხელი კრა და კვამლში გაუჩინარდა. ცეცხლი უკვე ჩაექროთ მაგრამ საშინელი სუნი იდგა, პოლიციის თანამშრომლებმაც კი ვერ მოახერხეს მისი შეჩერება. შეუძლებელი იყო მიმხვდარიყავი სად მიდიოდა, რომელ კარში შევიდა ან რა ჰქონდა ჩაფიქრებული. ზურა ტელეფონზე გიგას ესაუბრებოდა, საკმაოდ გაუჭინაურთად საუბარი და გვიან შენიშნა კვამლში გახვეულ ქარხანაში როგორ შერბოდა ელიზაბედი. მობილური გათიშა და გურამისკენ გაიქცა.
-იქ რატომ შეუშვი? რამე რომ მოუვიდეს? ვერ ხედავ რა მდგომარეობაშია ქარხანა?
- -უფროსია, ხომ ვერ ვუბრძანებდი?
-თუ საჭირო იქნებოდა უნდა გაგეკოჭა კიდეც! _მხარზე ხელი ჰაკრა და თვითონაც საწარმოში შევარდა.
- -ელიზაბეეედ... ელიზაბეეედ გესმის ჩემი?
_გარშემო არაფერი ჩანდა, არც ხმა ისმოდა, არც რამე კვალი იყო.
-ელიზაბეედ...ზურა ვარ მიპასუხე..
- _ხუთი წუთი წინ და უკან დადიოდა, ელიზაბედის კვალი არსად ჩანდა. გარეთ გაიქცა, ღრიალებდა და საპატრულო პოლიციას ეძახდა.
- -თქვენ რა ხალხი ხართ! ქალი აქ როგორ შეუშვით, სასწრაფოდ ელიზაბედი მოძებნეთ, რამე რომ მოუვიდეს ყველას დაგხოცავთ.
-ბატონო დაწყნარდით, არაფერი მოუვა სიტუაციას ვაკონტროლებთ.
- -მისი სიცოცხლის გარანტიას მაძლევ? შენ მაძლევ იმ გარანტიას რომ არაფერი მოუვა? ამ ლაყბობის დრო არაა ახლა! _ყველა საწარმოში შევიდა, ყვიროდნენ, ეძახდნენ მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა.
-ღმერთო შევიშლები, არა ღირსი კია რაც მოუვა მაგრამ ნახევარი საათი გავიდა უკვე, მართლა რომ რამე მოუვიდეს? ეს გოგო ჭკუიდან გადამიყვანს, სად მირბოდა რომ მირბოდა ნეტავ.. _თავის თავს ელაპარაკებოდა გიჟივით ყველა ოთახში შერბოდა. მხოლოდ ერთი ოთახის კარი ვერ გააღო.
- -აქეთ მოდით სასწრაფოთ, კარია დაკეტილი. _დიდი წვალების შემდეგ კარი შეამტვრიეს, არაფერი ჩანდა ოთახში, იატაკს დაბურულად ხედავდნენ, უკვე თვალები ეწვოდათ და სუნთქვა უჭირდათ.
-აქ არიის...ვიპოვეე _ერთ-ერთმა ბიჭმა დაინახა და ყვირილი დაიწყო. კედელთან ჩაკეცილი, პატარა ყუთით ხელში გონდაკარგული მიყრდნობილიყო. ადგილზევე ეცადა გამოეფხიზლებია ზურას მაგრამ აზრი არ ჰქონდა, მხოლოდ დროს კარგავდა. ხელში აიყვანა და მაშინვე სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვა, თვითონ თავთან დაუჯდა და სასწრაფოს გაჰყვა.
- -მძიმე ინტოქსიკაციაა, მხოლოდ კვამლით ვერ მიიღებდა ასეთ ინტოქსიკაციას.
-რისი თქმა გინდათ ექიმო? გონზე რატომ ვერ მოდის?
- -ნაადრევი დასკვნებისგან თავს შევიკავებთ, ყველაფერს საავადმყოფოში გეტყვით.
-გადარჩება?
- -რათქმაუნდა გადარჩება. _პირველივე ახლო კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფოდ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და კარები დაკეტეს.
-ბატონო გიგა ელიზაბედი მოიწამლა.
- -როგორ მოიწამლა? რა მოხდა?
-საწარმოში შევიდა, მგონი კარი ჩაეკეტა და სანამ ვიპოვეთ კვამლმა მოწამლა. ექიმს ველოდები, მოგვიანებით დაგირეკავთ.
- -მისამართი გამომიგზავნე და როგორც კი საქმეს მოვრჩები წამოვალ.
_დერეფანში დააბიჯებდა წინ და უკან. ვერ ხვდებოდა რატო ნერვიულობდა ქალზე რომელიც ნერვებს უშლიდა, თუმცა უბრალოდ ადამიანურ ფაქტორებს აბრალებდა ყველაფერს. ყავა დაისხა მაგრამ არც მისი დალევის სურვილი ჰქონდა და არც თავი. გაბრუებული იყო და უკვე ერთი საათი ელოდა ექიმის გამოჩენას. როგორც იქნა გაიღო კარი და ექიმიც გამოჩნდა.
-პაციენტის ვინ ხართ?
- -თანამშრომელი
-ახლობელი არავინ ყავს?
- -ჯერ არ ვიცი, შეგიძლიათ მითხრათ როგორ არის?
-გაზით არის მოწამლული, საკმაოდ ბევრი ანალიზი ჩავუტარეთ და ყველა იგივეს ამტკიცებს.
- -შეუძლებელია.გაზით როგორ? საწარმო კვამლით იყო სავსე.
-არ ვიცი ბატონო, გაზით არის მოწამლული, ცოტაც რომ დაგეგვიანათ ვერ გადავარჩენდით. საკმაოდ ძლიერი ინტოქსიკაცია მიიღო. კიდევ ჩვენი დაკვირვების ქვეშ უნდა დარჩეს.
- -გონს როდის მოვა?
-იმედი მაქვს მალე.
- -ნახვა შეიძლება?
-ჯერ დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია, ჟანგაბდი გვაქვს დადგმული. პალატაში როგორც კი გადავიყვანთ მერე შეგეძლებათ ნახოთ. თუ შეგიძლიათ პირადი ჰიგიენის ნივთები მოუტანეთ დასჭირდება და ოჯახის წევრებს შეატყობიეთ.
- _ექიმი კორიდორის ბოლოში გაუჩინარდა, ზურამ კი ელიზაბედის ტელეფონში ნომრების შემოწმება დაიწყო. ერთმა ნომერმა მიიქცია მხოლოდ ყურადღება "ცუნცულა"-თი ჰქონდა ჩაწერილი და მაშინვე დარეკა.
- -ჩემი დაკარგული დაქალი მირეკავს? ვაი დღეს ბედნიერი დღე მექნება უეჭველი. აშკარად ვიღაც გამოჩნდა შენს ცხოვრებაში? აბა მოყევი პატარავ
-უკაცრავად
- -უკვე კაცის ხმაც მომესმა?
-ელიზაბედის მეგობარი ბრძანდებით?
- -საუკეთესო დაქალი. თქვენ ვინ ხართ?
-ცუდადაა, საავადმყოფოში დააწვინეს და შეგიძლია მოხვიდეთ?
- -კიმაგრამ რა მოუვიდა? ხომ კარგადაა? რომელ საავადმყოფოში?
-კარგადაა კი კარგად, მოწამლულია უბრალოდ.
- -დამალაპარაკეთ.
-გონს რომ მოვა მერე შეძლებთ დალაპარაკებას.
- -აბა მოწამლულიაო? გონს რატომ არაა? რამეს მიმალავთ?
-დაწყნარდით საგანგაშო არაფერია გაზმა მოწამლა. თუ შეგიძლიათ ძირითადი საჭიროების ნივთები რომ მოუტანოთ და მოხვიდეთ?
- -კარგი კარგი, გამოვდივარ..მისამართი მომწერეთ.
_ერთ ადგილზე იყო გაშეშებული და ერთ წერტილს დაჰყურებდა ლილიანა რომ მოვიდა სირბილით.
-თქვენ დამირეკეთ? როგორაა?
- -ახალი არაფერია ჯერ. წამოდით პალატას გაჩვენებთ გონს რომ მოვა აქ გადმოიყვანენ და მისი ნივთებიც აქ დააწყვეთ.
-ღმერთო არ მჯერა.. ერთი კვირაა სულ გადარბენაზე იყო და ვერც ველაპარაკე. ჩემი პატარა.
- -დაწყნარდით ნუ ტირით კარგად იქნება. ოჯახის წევრებს შეატყობინეთ?
-რომელი ოჯახი? თვითონაა მთელი ოჯახი. მარტოა, ყოველთვის მარტო იყო და ახლაც მარტოა.
- -ეგ როგორ?
-დედა და მამა გარდაეცვალა, დედისერთა იყო და ამიტომ სულ მარტო დარჩა. ირგვლივ არავინ ჰყავს. რათქმაუნდა მეგობრებს არ ვგულისხმობ.
- -შეყვარებული?
-მისთვის სიყვარული ყოველთვის უკანა პლანზე იყო.
- -არ ვიცოდი.
-არ იმჩნევს მაგრამ ძალიან განიცდის. სხვანაირია სრულიად. არვიცი რა მოვახერხო, ხვალ მივფრინავ და რეისის გადადება მომიწევს.ასე ვერ მივატოვებ.
- -ნუ ღელავთ მე დავრჩები მის გვერდით. კარგად იქნება თქვენს საქმეს მიხედეთ.
-მართლა დარჩებით? ერთი დღით მივდივარ სულ. ძალიან მნიშვნელოვან კონტრაქტს ვდებ და არ შემიძლია გადადება.
- -კი მე მივხედავ.
-სანამ აქ ვარ იქნებ სახლში წახვიდეთ, დაისვენეთ და მერე მოდით.
- -მართალი ხართ, მოვწესრიგდები ცოტა და მალევე დავბრუნდები. რამე ხომ არ გინდათ?
-არა არაფერი, მადლობის მეტი რა მეთქმის.
_ელიზაბედის ნივთები დააწყო და მისთვის განკუთვნილ ადგილას მოკალათდა დროებით. ფიქრების მორევში გადაეშვა და სათითაოდ ყველა მასთან გატარებული წამი გაიხსენა. ყველა ტკბილი მოგონება მას უკავშირდებოდა, ყველა წუთი მასთან ასოცირდებოდა და ვერ წარმოედგინა მომავალი ელეს გარეშე. როცა მარტო დარჩა მთელი მისი ოჯახი ელე იყო, მძიმე პერიოდი გაიარა და ფეხზე მყარად დასადგომად ბევრი დაბრკოლება განვლო. ყველა წუთს მის გვერდით იყო. ცრემლები უმისამართოდ სდიოდნენ,როცა ექიმი შევიდა პალატაში.
-დაწყნარდით უკვე პალატაში გადმოგვყავს, კარგადაა
-ღმერთო მადლობა, რა ბედნიერებაა. გაიხარეთ უფალი გფარავდეთ.
_ბედნიერებისგან აღარ იცოდა რა ექნა, როცა ელე დაინახა ბედნიერების ცრემლები სცვიოდა.
-ნუ ტირი, ჯერ ვერ მომიშორებ _რამდენიმე სიტყვა ძლივს გადააბა ერთმანეთზე და ოდნავ გაუღიმა. თავთან დაუჯდა ლილიანა და ნაზად შეახო თმაზე ხელი.
-პატარავ შემაშინე
-მიხარია, ანუ გიყვარვარ
-ეგოისტო
-აქ ვინ მომიყვანა?
-სახელი არ ვიცი, ძალიან კარგი ბიჭია ისე ნერვიულობდა.
-ზურა
-ვინ არის?
-არქიტექტორია.
-ჩემზეა საუბარი?
-აი ისიც.
-სიჯიუტის დედოფალი გონზე მოსულა. მალადეც
-ჰმმ..კიდევ დაიწყო.
-არა ამაში ვეთანხმები ზურას, საშინლად ჯიუტი ხაარ!
-როდის გამწერენ?
-ახლა ვესაუბრე ექიმს და ხვალ წაგიყვან.
-წამიყვან?
-დიახ წაგიყვან!
-სად?
-ჩემთან
-არააა
-აუ ელეე არ მანერვიულო გთხოვ თორე ხვალ პრაღაში ვეღარ წავალ. ხომ იცი მარტო ვერ დაგტოვებ.
-არგაქვს სანერვიულო, კარგად ვარ და თავსაც მივხედავ.
-ერთი კვირა წოლითი რეჟიმი გაქვს და მარტო გარეთ გასვლა გეკრძალება.
-ზურა მივხედავ თავს
-მაშინ მეც დავრჩები და არ წავალ
-ლილიანააა
-არა ხომ იცი ვერ დაგტოვებ
-კარგი თქვენ გაიმარჯვეთ. ზურა დარჩება ჩემთან.
-ზურა კი არ დარჩება შენთან, შენ წახვალ ზურასთან ქალბატონო!
-ლილი შეხედე როგორ მიშლის ნერვებს უკვე.
-მართალს გეუბნება. ასერომ გადაწყდაა და აღარ მანერვიულო ვსო.
-კარგი მხოლოდ შენს გამო იცოდე.
-სახლი უკვე მოვამზადე შენს დასახვედრად.
-რა მომზადება უნდოდა?
-ხვალ რომ მივალთ ნახავ.ახლა დაისვენე ფერი არ გაქვს საერთოდ.
-ცოტა მეძინება. სულ ც ო ტ ა.
-გეტყობა უკვე _ჩაეღიმათ და ჩაძინებული ქალბატონი პალატაში დატოვეს.
_ცხოვრება ის მოულოდნელი და ამოუხსნელი ყოველდღიურობაა რომელსაც ვერ დაგეგმავ. წამით ვცხოვრობთ, წამით ვარსებობთ და სწორედ ის წამი უნდა დავიჭიროთ, ბედნიერების წამი რომელიც ცხოვრებას გვილამაზებს.
ადამიანმა ყოველთვის ის უნდა აკეთოს რაც სიხარულს ანიჭებს, ძალიან ცოტაა ეს ცხოვრება, იმდენად სწრაფად სრულდება, რომ სისულელეა დრო დაკარგო სიბრაზისთვის, წყენისთვის, ცრემლისთვის და ნეგატიური განწყობის შექმნისთვის.
_ექიმი ღიმილიანი სახით შევიდა დილით პალატაში.
-როგორაა ჩემი ჭირვეული პაციენტი?
-ექიმოო დავიღალე, როდის გამიშვებთ?
-საბუთები მოვიტანე, უკვე უნდა გაგწეროთ. როგორ გძნობთ თავს?
-ძალიან კარგად, მიხარია ამ კედლებს მოვშორდები. როდის შემიძლია წასვლა?
-უკვე შეგიძლიათ წახვიდეთ.
-ხოდა ძალიანაც კარგი, ნივთებს ჩაგილაგებ და წავიდეთ.
-ზურა მე თვითონ მივხედავ.
-ექიმო უთხარით რამე, გადამიყვანა ჭკუიდან
-სუსტად ხართ, არ შეიძლება თქვენი დატვირთვა. დაუჯერეთ ამ ბატონს.
-კარგით კარგით. ოხ ეს კაცები
-ეტლს შემოვაყვანიებ ექთანს. ჯანმრთელობას გისურვებთ.
-ეტლს? რა ეტლს? მე ეტლში არ დავჯდები! არ დამანახოთ. _პანიკური შეტევა დაეწყო ელიზაბედს, უკონტროლო გახდა და მხოლოდ ერთი და იგივე სიტყვებს იძახდა, ცრემლები სდიოდა და გადასხმის მილის უაზროდ მოგლეჯვას ცდილობდა.
-დაწყნარდი ნუ ნერვიულობ, პატარავ ნუ ღელავ არ ჩაგსვავ ეტლში, ხელში აგიყვან, ჩემი ხელით ჩაგსვავ მანქანაში. გთხოვ დაწყნარდი არ ინერვიულო _ხელებს სახეზე უსვავდა და ცრემლების შემშრალებას ცდილობდა. ვერ ხვდებოდა რას უნდა გამოეწვია მისი ასეთი რეაქცია. როგორღაც მოახერხა მისი დაწყნარება, ხელში აიყვანა და ისე წაიყვანა. თითქოს ისეთი სუსტი და დაუცველი ჩანდა, ნაზად მოხვია თავის სუსტი ხელები კისერზე და თავი მიადო მხარზე.
-ვერ ვსუნთქავ ზურა. _თვალები მინაბა და უფრო მაგრად მოხვია ხელები.
-დაწყნარდი კარგად იქნება ყველაფერი. ერთ ადგილას წაგიყვან, მოგეწონება. _ფანჯარაზე ჰქონდა თავი მიდებული და გარემოს უყურებდა. უეცრად გააჩერა მანქანა და გადავიდა.
-ხელი მომე, დაგეხმარები. _ხელი მოკიდა და სიმწვანეში ჩარგული გრძელი სკამისკენ წაიყვანა. ისეთი სიმშვიდე იყო ირგვლივ. ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა, სიო ნაზად ეფერებოდა სახეზე და თმებს ურხევდა.
-როგორი სიწყნარეა _ღრმად ჩაისუნთქა და სკამზე ჩამოჯდა.
-მომიყვები?
-აზრზე მოსვლა მინდა, ცოტახანში.
_ცდილობდა სიჩუმე არ დაერღვია, უყურებდა და აკვირდებოდა, თითქოს ცდილობდა ყველა მისი ნაკვთი შეესწავლა. აშკარად ეტყობოდა ფორიაქი რომელიც შინაგანად ჰქონდა. თითქოს არ იტყობდა, წყნარად იყო მაგრამ მაინც განიცდიდა რაღაცას.
-მეზიზღება ეტლი, ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს მახსენებს. 6წლის წინ ავარიაში მოვყევი. როგორ გადავრჩი არ ვიცი, სიარული არ შემეძლო, კუნთები მქონდა გათიშული, ხერხემალზე ორი ოპერაცია გამიკეთეს.. _ზურგი აქცია ზურას და მაიკა აიწია. ათ სანტიმეტრზე კვლავ ეტყობოდა ჭრილობის კვალი.
-ცუდი დასანახია ხომ?
-არანაირად, უბრალოდ ხაზია ჩვეულებრივი.
-უამრავი დაზიანება მქონდა, სასწაულად გადავრჩი. შესაძლოა მე ვერასდროს...
-ვერასდროს?
-ვერასდროს გავხდე დედა.
-ეგ უკვე რწმენის ამბავია, მედიცინა არც თუ გამართლებულია მაგ საკითხში.
-სწორედ ესაა იმის მიზეზი რომ მარტო ვარ, მეშინია. ტკივილს ვერ ვუძლებ, წარსულს ვერ ვაუფერულებ. ისევ ჩემშია, ისევ თავს მახსენებს.
-ეცადე არ იფიქრო, მხოლოდ ისეთი რაღაცეები აკეთე და გაიხსენე რაც სიამოვნებას მოგანიჭებს. თავს მიეცი ბედნიერების საშუალება, მცენარე არ ხარ, რომ მეორედ მოხვიდე და აყვავდე.
-ვდილობ
-ალბათ არც სათანადო ადამიანი შეგხვედრია ვინც დაგავიწყებიებდა ყველაფერს.
-შესაძლოა.. _თავი დაღუნა და მზერა მოარიდა.
-ნახეე ჩიტი, მგონი დაჭრილია
-აბა?
-აიი აიი, იქნებ დავიჭირო.
_ათი წუთი დასდევდა დასაჭერად, ბოლოს როგორც იქნა დაიჭირა, ფრთაში იყო დაჭრილი და საწყლად ფართხალებდა.
-ტკივა?
-უბრალო ნაკაწრი აქვს, შეიძლება რამეს გამოედო.
-წავიყვანოთ სახლში რა
-გაშვებას არც ვაპირებდი
-რასაყვარელი ჩიტუნაა, ისეთი საწყალი თვალები აქვს. გული ასე რატომ უცემს? ხომ არ გაუსკდება?
-არა არ გაუსკდება
-ნუ დამცინი ზურა, პირველად მიჭირავს ჩიტი.
-დამეყრდენი მანქანამდე მიგიყვან
-სიარული შემიძლია, სუსტად ვარ უბრალოდ. ინვალიდივით ნუ მექცევი.
-რატო ხარ ესეთი ჯიუტი?
-ლომი ვარ და ალბათ იმიტომ
-ოჰ ზოდიაქოც თავისნაირი ქონია.
-შენ გირჩევნია წინ იყურო და ისე ატარო.
-როგორც გენებოთ ქალბატონო.
_კორპუსთან გააჩერა, კარი გაუღო და ფრთხილად წაიყვანა სახლისკენ.
ლამაზი ბინა ჰქონდა, საკმაოდ გემოვნებიანად მოეწყო, ინტერიერი მაღალ დონეზე ჰქონდა შეხამებული ერთმანეთთან. მისაღები სპილოს ძვლისფერი ავეჯით გაეწყო, სამზარეულოში ნაცრისფერი ინვენტარი ჭარბობდა თეთრი და შავი ტონებით. საძინებლებიც მუქი ფერის ავეჯით გაეწყო, როგორც სჩანდა ზურასაც ჰყვარებია სიბნელე და სიმყუდროვე. დიდი სქელი ფარდები ეკიდა მუქი ფერის და მზის ერთი სხივიც კი არ აღწევდა ოთახში.
-რომელი დიზაინერი გყავდა სახლის მოსაწყობად?
-დიზაინერი?
-არ მითხრა რომ შენით მოაწყვე.
-ყველა დეტალი ჩემი შერჩეული და შეხამებულია ქალბატონო.
-ვაუ! ბრაო..არ ველოდი.
-აი ესაა შენი ოთახი, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
-არ იდარდო მაგაზე, უკვე ვგრძნობ.
-მოგშივდებოდა, რამეს მოგიმზადებ.
-დაგეხმარები
-დივანზე დაჯექი და მიყურე, მესაუბრე ან არვიცი რამე გააკეთე დახმარების გარდა. ყველაფერს თვითონ მივხედავ.
-ბართან რომ დავჯდე?
-როგორც გინდა, შენი ნებაა.
-მაინტერესებს როგორ ამზადებ, მინდა გიყურო.
-სხვათაშორის ძალიან კარგი მზარეული ვარ.
-სულ მალე გავიგებ, რას მიმზადებ?
-ვფიქრობ. ალბათ აჯობებს ბოსტნეულის სალათა გაგიკეთო მოხარშულ ხბოს ხორცთან ერთად.
-მოხარშული? არა მოხარშული არ მინდა.
-კარგი კვება გჭირდება, ნუ ჯიუტობ.
-ბოსტნეულის სალათა კიბატონო მაგრამ მოხარშულ ხორცს ვერ შევჭამ. რაუბედურებაა ეს მოხარშულები უნდა მაჭამო აწი?
-აბა რა გნებავთ ქალბატონო ელიზაბედ?
-მმმ... დაბრაწული ქათმის ხორცი ცეზარის სოუსში, წვრილად დაჭრილ პომიდორთან და სალათის ფურცლებთან ერთად.
-ქალბატონს გემოვნება ჰქონიაო _ჩაიცინა და ღიმილიანი სახით გახედა ელეს.
-მომზადება თუ არ იცი დაგეხმარები
-ვცდი
-კიბატონი _მწვანე ვაშლი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა, იღიმოდა და თან თვალს არ აშორებდა სამზარეულოში მოფუსფუსე ბიჭს.
-ისე ცოლი რატომ არ გყავს? _იმდენად მოულოდნელად დაუსვა ეს შეკითხვა დაბნეულობისგან თითზე გადაისვა დანა და გაიჭრა.
-ვაიმე გეტკინა?
-სააბაზანოში გავალ და დავბრუნდები _კითხვას თავი აარიდა და სააბაზანოში გავიდა. აღარ გაუმეორებია კითხვა, მიხვდა რომ ეს თემა მისთვის მარტივი არ იყო და არ უნდოდა ზედმეტი კითხვებით გული ეტკინა.
-ზეთისხილი გააქვს ზურა?
-გიყვარს?
-ძალიან
-მეც რადამთხვევაა, ათ წუთში სუფრასაც გავაწყობ და მიირთვი.
-დავიღალე როდემდე გიყურო ასე? მე გავაწყობ, გპირდები თუ ცუდად გავხდები დავჯდები, დიდ ნაბიჯებს არ გადავადგავ და მშვიდად ვიმოძრავებ.
_ისეთი თვალებით უყურებდა და უღიმოდა უარი ვერ უთხრა. ერთად გააწყვეს სუფრა და გემრიელადაც ივახშმეს.
-გაღიარებ დღეიდან. მართლაც საოცრად მომზადებული იყო. მეც კი ვერ ვამზადებ ასე გემრიელად.
-გეტყობა, თითქმის მთლიანი ქათამი შეჭამე.
-აი ახლა თუ დაცინვას არ შეწყვეტ შენც მიგაყოლებ
-საშიში ქალი ხარ, ვერ გავრისკავ.
-სასეირნოდ როდის წავალთ?
-ხვალ წავიდეთ
-შენ სამუშაო არ გაქვს? ყველაფერს მოგაცდინე თითქოს ჩემი ძიძა იყო, ბოდიში რა.
_ისეთი სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა მისი ჩახუტება მოგინდებოდათ. მისი დიდი ლამაზი თვალები სულ სხვანაირად ბრწყინავდნენ, ძალიან ლამაზი და ნაზი იყო.
-მაგაზე არ იჯავრო, მთავარი საქმე ახლა შენ ხარ და შენი სახლი. სხვა საქმე აღარ მაქვს. ვაკო აკეთებს ყველაფერს.
-ვაკო ვინ არის?
-ჩვენი არქიტექტორია ისიც.
-ზურააა, ზურაა ხელში არაფერი მქონდა?
-ახლა რა გაგახსენდა? ესე უცებ რატომ აღელდი?
-რომ მიპოვე ხელში რა მეჭირა?
-აა უი, პატარა ხის სკივრივით იყო რაღაც.
-სადარის
-ახლა რამ გაგახსენა?
-ზურა სად არის?
-შენს ნივთებში დევს. სახლში წამოვიღე საავადმყოფოდან შეგინახე.
-ოჰ ღმერთო მადლობა _გულზე ხელი მიიდი და ღრმად ჩაისუნთქა.
-რა დევს შიდ?
-არ გინახავს?
-უშენოდ ვერ გავხსნიდი
-ჩემი მშობლების ფოტოები, სამახსოვრო წერილი და გასაღები რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რისია. ვერც ის მინიშნებები გავიგე მამაჩემი რასაც წერილში წერს.
-იქნებ ჯერ არ მოსულა მაგის დრო, ჯერ არ ხარ მზად და ვერ გაიგე.
-შეიძლება...ის ფოტოები ერთადერთია რაც მათგან დამრჩა. გავნადგურდები რამე რომ მოუვიდეს. სახლში როცა მქონდა ძილისწინ სულ ველაპარაკებოდი, მერე ვტიროდი და ისე მეძინებოდა. ამიტომ გადავწყვიტე იქ შემენახა.
-მესმის შენი
-კარგი არ გვინდა ნეგატიური ამბები, ფილმი ვნახოთ რამე არ გინდა?
-რატომაც არა, თანაც გვიანია უკვე და კარგად დაგვეძინება.
-როგორი ფილმები გიყვარს?
-უფრო ისტორიული მაგრამ კომედია ჩავრთოთ რამე აჯობებს
-აი ეს
-არ ვიცი, ვნახოთ.
_ფილმის ყურებაში ისე გაერთენ ვერც შენიშნეს როგორ ჩაეძინათ. ზურამ თვალები რომ გაახილა ელეს მის მხარზე ედო თავი და საყვარლად აკრულიყო მასზე. ფრთხილად აიყვანა და საძინებელში დააწვინა. ტასაცმელი მოაშორა და საღამური ჩააცვა. ალბათ დამამშვიდებელმა იმოქმედა ელეზე თორე შეუძლებელია ვერ იგრძნო როგორ მოუხერხებლად გახადა. თვითონაც კი ეღიმებოდა, თვალები დაეხუჭა და ისე ცდილობდა გაეთავისუფლებია ტასაცმლისგან. ბალიში გაუსწორა და გამოსვლისას შუბლზე აკოცა. ინსტიქტურად მოქმედებდა, ვერ იაზრებდა რატომ აკეთებდა ამას. თავის ოთახში წავიდა და მშვიდად დაიძინა. მაღვიძარა დააყენა, დილით სუფრის გამზადება რომ მოესწრო ელიზაბედის გაღვიძებამდე.
ისე საყვარლად დაფუსფუსებდა, კვერცხს ამზადებდა და ყველიან მაკარონს. ჩაი დააყენა და ნელ-ნელა აწყობდა სუფრას.
-დილამშვიდობის _მთქნარებით და თვალების ფშვნეტით გამოვიდა ოთახიდან ელე, ჯერ ისევ არ იყო გამოფხიზლებული. პირდაპირ ზურას წინ აესვეტა.
-დილამშვიდობის _აათვალიერა საკმაოდ მოკლე საღამურში გამოწყობილი ქალბატონი და ჩაიცინა.
-ისე შენს ადგილას ასე არ ვივლიდი სახლში. უცოლო კაცი ვარ მაინც რა იცი რა ხდება.
-ასე როგორ? _მხოლოდ შემდეგ გაახსენდა საკუთარი თავი შეეთვალიერებია.
-ეს როგორ? გუშინ დივანზე ჩამეძინა.. მე..მე.. არაფერი მახსოვს.
-მე დაგაწვინე და ჩაგაცვი საღამურები.
-მოიცა რა? შენ გამხადე?
-ხო რა მოხდა? არაფერი არ გაქვს განსაკუთრებული რაც არ მინახავს.
-ანუ ნახე
-რაზე ამბობ?
-გუშინ ხომ გამხადე და ანუ დაინახე
-კი დავინახე.
-მოგეწონა?
-არის რა
-ხო ანუ არაფერიც არ დაგინახავს თორე ასე უემოციოდ არ იქნებოდი. და კიდევ მე სულაც არ მაქვს პრობლემა კაცის მეტი რა მყოლია, თვითონ უსვავ ხაზს შენს უცოლობას.
-შენ თუ არ გაქვს პრობლემა მე საერთოდ არ მაქვს _თვალი ჩაუკრა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა
-ვცადოთ? _ზურას კითხვა დააიგნორა და სააბაზანოში შევიდა. მოწესრიგდა, ტასაცმელი ჩაიცვა და სუფრას მიუჯდა.
-როგორი გემრიელობები გაგიკეთებია.
-მიირთვი და ეს წამლები არ დაგავიწყდეს, შემდეგ სუფთა ჰაერზეც გავიდეთ.
-უკვე მომწონხარ
-არადა ველოდი რომ მეტყოდი
-გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა
-ისე არ მოგწონვარ?
-რაგაქვს მოსაწონი?
-და რას მიწუნებ?
-რავი არ მიზიდავ
-კარგი ანუ რეაქცია არ გაქვს ჩემს შეხებაზე?
-არანაირი
-ვცადო?
-როგორც გინდა
-კარგი დაიმახსოვრე, გამოწვევა მივიღე უკვე _თვალი ჩაუკრა და გემრიელად შეექცია ყველიან მაკარონს. სუფრაც მიალაგეს და გამოსაცვლელად შევიდნენ ოთახებში. ტანზე მომდგარი ზედა ჩაიცვა ზურამ, ჯინსის შარვალი და თეთრი ბოტასები. ელე მთლიანად სპორულებში გამოეწყო. შავი სპორტული ელასტიკი, ზედა და მოსაცმელი ჩაიცვა. თმა მაღლა აიწია და სასეირნოდ წავიდნენ. დიდხანს ვერ გაჩერდნენ გარეთ, ელიზაბედი ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო და მალევე დაიღალა, სუნთქვაც უჭირდა და მაშინვე სახლში დაბრუნდნენ.
სახლში შესვლისთანავე სამზარეულოში შევიდა, ცივი წვენი დაისხა და მისაღებში გამოვიდა
-ელე წვენი გინდა?
-კიი
-ხოდა რომ გამოხვალ ოთახიდან დაისხი _მაიკა გადაიძრო და დივნის ზურგს მიეყრდნო
-რაარის ეს ზურა? კუნთებს მიმარიაჟებ? მინდა გითხრა რომ არც ეგეთი სხეული გაქ.
-ხო არაა? აბა შენ მაჩვენე როგორი გაქვს _ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა და რეაქციებს აკვირდებოდა.
-რასაკეთებ? _დაბნეული მზერით იყურებოდა აქეთ-იქეთ და რაგაეკეთებია აღარ იცოდა. უკანსვლაში ისე აღმოჩნდა კედელზე აკრული, ვერც გაიაზრა.
_ხელები დაუჭირა და კედელზე აკრულს ზემოდან დახედა, ლავიწთან მიაწება ტუჩები და მისი მთრთოლვარე კანის რითმს თვალებდახუჭული აყვა. გულის ფეთქვის ხმა ესმოდა და უფრო ემატებოდა შეხების სურვილი. ყელიდან ნელა აუყვა ტუჩებისკენ მიმავალ გზას. თვალებდახუჭული უფრო სწრაფად სუნთქავდა, თითქოს ჟანგბადის მარაგი იწურებოდა და მომარაგებას ცდილობდა. ქვედა ტუჩზე ოდნავ შეეხო. სახე ხელებში მოიქცია და გემრიელად დაეწაფა ელიზაბედის რბილ და მარწყვის არომატით გაჯერებულ ტუჩებს.
-ზურა
-ჩშშ..
-არგინდა
-არც შენ გინდა?
-ზურა
_ყურადღება არ მიაქცია მის სიტყვებს, პასუხი არც იყო საჭირო.ეს ის მომენტი იყო როცა არანაირ სიტყვას არ ჰქონდა აზრი.მთლიანად გრძნობდნენ ერთმანეთს.მათი სხეულები დადებითი და უარყოფითი ელექტრონებივით იზიდავნენ ერთმანეთს. ცეცხლი ნაპერწკალის გარეშე არ ჩნდება, არც მათი სიახლოვის სურვილი ყოფილა უეცრად მოსული.
ხელები თეძოებზე გადაიტანა და მაისურის მოშორება დაიწყო. ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ საძინებელს. რამდენიმე წუთი და მთლიანად გადაეშვნენ ვნების მორევში. მხოლოდ ერთნი იყვნენ, ორი მფეთქავი გულით და მხურვალე სხეულით. არც სიტყვები ყოფილა, იყო მხოლოდ ბედნიერი ღიმილი და სითბო, სითბოს რომელსაც ერთმანეთს უნაწილებდნენ.
ხელები ბალიშზე შემოეხვია და გემრიელად ეძინა. ელემ შხაპი მიიღო, სუფრა გააწყო და მშვიდად მძინარე ბიჭს ხმაურით შეუვარდა საძინებელში.
-რომელი საათია უკვე? გაიღვიძე ვაჟბატონო. არც მაგდენი ენერგია დაგიკარგავს ეგრე რომ დაღლილიყავი.
-ჰმმ ვიღაცამ უამრავი მამაკაცი მყავდაო, იმედი გამიცრუვდა..ჩათვალე გუშინ დაგინდე, ისიც იმიტომ რომ პირველი ვიყავი.
-დამინდო ბიჭმა. არაფრის თავიგაქ და ნუ ბლატაა... აააა მიშვი ხელიიიი..
-განახო რისი თავიმაქვს პატარავ? _ზემოდან დააცქერდა და წარბები აზიდა
-გამიშვი ახლა მშიაა, სუფრა გავაწყვე და წამოდი. _ხელიდან დაუსხლტა და მისაღებში გაიქცა.
-სად წამიხვალ?
-გამობრძანდი ახლა დროზე.
_ტანს ზევით შიშველი გამოვიდა არეული თმებით და მძინარე სახით.სახე უბრწყინავდა და თვალები უნათებდა.
-ტკბილო მოდი ერთი კიდევ დაგაგემოვნო..
-ჰმმ..გაგიტკბა მგონი ხო შენ
-რასვიზავთ, რომ მცოდნოდა ესეთი საოცარი ტუჩები გქონდა აქამდე დავაგემოვნებდი.
-კიდე ბევრი რამ არ იცი ჩემზე.
-მკერდთან კარგი სიურპრიზი დამხვდა
-მოგეწონა?
-ზედმეტად მესექსუალურა
-იცი თავს მშვიდად ვგრძნობ შენთან. არაფერზე ფიქრი აღარ მინდა. ერთმანეთი არ გვიყვარს, ვერც წარმომიდგენია ესე მოკლე დროში ადამიანი როგორ უნდა შეგიყვარდეს. მიხარია რომ შენ თავს კარგად ვგრძნობ.
-ისე იცი როგორ მაინტერესებს 35 წლის მანძილზე კაცთან როგორ არ იყავი? _თავი დახარა და სიცილი დაიწყო.
-ნუ დამცინი ზურაა. ანუ ესე უნდა მომხდარიყო
-ჰმმ, ვერ ვიტან ქალიშვილებთან სექ*ს
-საზიზღარო კიდევ დიდხანს უნდა გამახსენო?
-მოდი ჩემთან _ხელი გაუწოდა და მუხლებზე დაისვა. თმაზე ეფერებოდა და ტუჩებს უკოცნიდა.
-დღეს სასეირნოდ არ წავიდეთ?
-რატომაც არა. თან მეეჭვება გუშინდელზე მეტი დატვირთვა მიიღო სეირნობით და ცუდად გახდე.
-ცუდი ბიჭი ხარ _ტუჩებს უკოცნიდა და უღიმოდა -ამ ერთი ღამის შემდეგ რა იქნება?
-მეორე, მესამე მეოთხე და უამრავი ღამე
-ზურააა
-არ ვიცი ელიზაბედ არა, არც ფიქრი მინდა რა იქნება. გთხოვ არ იფიქრო, უბრალოდ დატკბი წუთებით რომელიც ბედნიერებას განიჭებს.
-კარგი წამო გავისეირნოდ. გამოვიცვლი და გამოვალ.
_გამოიცვალეს, სახლი მოაწესრიგეს და სასეირნოდ წავიდნენ. ხელი-ხელ ჩაკიდებულები დადიოდნენ, იცინოდნენ ყვებოდნენ მხიარულ ისტორიებს სანამ გზაში არ გაუწვიმდათ.
-სწრაფად წამოდი, გაცივდები ელე ხომ ხედავ როგორ წვიმს
-დავრჩეთ გთხოვ
-ამ წვიმაში? არაა გამორიცხულია, გაცივდები და ახლა შენი გაციება არ მაწყობს
-ზურაა გთხოვ _ანთებული თვალებით უყურებდა და ხელს მაგრად უჭერდა.
-ეს თვალები ყოველთვის რატომ მირევს ტვინს? და ეს კისევ _ტუჩის კუთხესთან არსებულ ფოსოზე გადაუსვა თითი ღიმილის დროს რომ უჩნდებოდა ხოლმე. წელზე ხელი მოხვია და სხეულზე მიიკრა. მხოლოდ ის ორი იყვნენ შუა ქუჩაში, ერთმანეთზე მიკრული ორი სხეული, რომელიც ამ სამყაროდან სადღაც შორს, სხვა სამყაროში გასულიყვნენ და მიღებული სიამოვნებით ტკბებოდნენ. ირგვლივ ხალხი სადღაც მიიჩქაროდა, ყველა თავშესაფარს ეძებდა, ყურადღებასაც კი არავინ აქცევდა წვიმაში მდგარ მოალერსე წყვილს.
-იცოდე ახლა თუ არ წამომყვები ზურგზე გადაგიკიდებ და ისე წაგიყვან სახლში
-წამოდი გავიქცეთ _ხელი მაგრად ჩაკიდა და სირბილი დაიწყო
-ელიზაბეედ, ელეე, სად გარბიხარ გოგო
-არმესმიიის
-გაჩერდიიი
-წვიმის ხმას ნუ არღვევ შენი ბოხი ხმით _მირბოდნენ და ბოლოხმაზე იცინოდნენ, თავის საქციელი აცინებდათ. ორი ზრდასრული ადამიანი სრული სიგიჟის ზღვარზე. არაფერი ჰქონდათ დასაკარგი, არც იმ ასაკში იყვნენ ხალხზე დაეწყოთ ფიქრი არავინ დაგვინახოს რას იტყვიან-ო. სრულიად იაზრებდნენ რასაც აკეთებდნენ, უბრალოდ ერთმანეთით ტკბებოდნენ.
-ზურა იციი არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის ბედნიერების უფლება, სულ კარიერაზე ვზრუნავდი და ამის გამო ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგე _ხელები მაგრად შემოეხვია და მის მკერდზე დაედო თავი, ზურა კი თმაში დაატარებდა თითებს და ეფერებოდა.
-24 წლის ასაკში ქორწილის დღეს მიმატოვეს. ახლა მშვიდად ვამბობ, დროსთან ერთად ტკივილმაც გამიარა მაგრამ არ დამვიწყებია
-რააა? _თავი წამოწია და ზემოდან დახედა
-იცი რა მტკივნეული იყო? მაშინ მეგონა რომ ვეღარ ვიარსებებდი, ვერ ვისუნთქებდი და მოვკვდებოდი. სიგიჟის ზღვარზე ვიყავი. მერე იყო საავადმყოფო, მკურნალობა ექიმები და ბოლოს ისევ დავუბრუნდი სიცოცხლეს. ვერცერთ ქალს ვერ ვიტანდი, ყველა მისნაირი მეგონა. არმეგონა თუ გადავიტანდი.
-რატომ მიგატოვა?
-არვიცი, მხოლოდ წერილი დამიტოვა და საზღვარგარეთ წავიდა. როგორც გავიგე რამდენიმე თვეში იქ გათხოვდა და ცხოვრობს ბედნიერად.
-მიზეზი რატომ არ გაიგე?
-აღარ მიყვარხარო წერილში წერდა. არვიცი რაუნდა მექნა სხვა.
-იქნებ რამე მოხდა
-აღარ მინდა მისი გახსენება, ეს თემა ბოლოს რამდენიმე წლის წინ გავიხსენე. არც ის ვიცი შენ რატო გიყვები
-ისევ გიყვარს?
-...
-ზურა
-კარგი გთხოვ დაივიწყე წარსულია.
-გიყვარს ხო?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? შენ ხომ არ გიყვარვარ.იმის გახსენება რაც ტკივილის მეტს არაფერს მანიჭებს არ მინდა.
-არ მიყვარხარ მაგრამ ჩემი ხარ
-შენ კი ჩემი ხარ _ზემოდან მოექცა და თვალებში უყურებდა, უღიმოდა და პატარა ცხვირზე ეფერებოდა.
-თავს რატომ არ იცავ?
-ხომ გითხარი ბავშვი არასდროს მეყოლებათქო _თვალები დახუჭა და მზერა მოარიდა, დიდი ტკივილი აისახა მის სახეზე.
-რატომ მარიდებ თვალებს, შემომხედე...ელე შემომხედე
-მტკივა როცა მახსენდება, გული თავიდან მემსხვრევა. იცი როგორ მინდოდა დედა ვყოფილიყავი? ჩემი შვილი დამეჭირა ხელში და დედობა მეგრძნო? სხვის ბავშვს როცა ხელში ვიჭერ ყოველ წამს ვკვდები და ათას ნაწილად ვიშლები.
-ჩშშშ...გთხოვ ეგრე ნუ ფიქრობ. არასდროს არ თქვა არასდროს!
-წარსულს ვერ შევცვლით, ამ წამით ვიცხოვროთ.
-გინდა გაგახარო?
-როგორ
-ხვალ მშენებლობას ვიწყებთ. გპირდები თვენახევარში შენს სახლში შეხვალ.
-ტკბილოოო, ჩემი ოქროს ბიჭი ხარ
-შენს ოქროს ბიჭს შია და შენი მომზადებული საჭმელი უნდა
-თუ დამეხმარები კიბატონი.
_სამზარეულოში იყვნენ და ერთად ამზადებდნენ საჭმელს ელე რომ შეუბრუნდა უეცრად და უთხრა
-უკვე კარგად ვარ და ხვალ ჩემს სახლში გადავალ
-რათქვი?
-ხო რაიყო?
-ვინ გიშვებს რო?
-იმედია არ გგონია რომ სულ აქ ვიქნები. შენ შენი ცხოვრება გაქვს, შემს საქმეებს უნდა მიხედო და მე ჩემსას
-ახლა გაგახსენდა ეგ? რომ მომენატრები რაუნდა ვქნა?
-არმინდა შეგეჩვიო, როცა მოგენატრები მისამართი იცი და მოხვალ. ხშირად გნახავ არ იდარდო.
-მერე რა რომ მიმეჩვიო?
-ზურა გთხოვ
-რას მთხოვ რას? არ მინდა მიგეჩვიოო გესმის რას ამბობ? მაგიჟებ?
-სულ შენთან ხომ ვერ ვიცხოვრებ? რატო ბრაზობ ვერ ვხვდები.
-არმოგწონს ჩემთან?
-ეგ არაფერ შუაშია
-ბედნიერი არ იყავი? ესე უეცრად რამოხდა?
-არაფერი უბრალოდ ერთად ვერ ვიცხოვრებთ
-კარგი როგორც გინდა _სამზარეულოდან გავიდა, მოსაცმელი და მანქანის გასაღები აიღო და წავიდა. უშედეგოდ ურეკავდა მობილურზე, არსად ჩანდა.არც ღამე მოსულა სახლში, მთელი ღამე საშინლად წვიმდა, ფანჯარასთან იდგა და ელოდა. ელოდა მაგრამ არ მოვიდა. დილით სავარძელში გაეღვიძა, საშინლად მოწყენილი იყო, თავისი ნივთები მოაგროვა და ტაქსი გამოიძახა. ზურა მაინც არსად ჩანდა. შინაგანად შფოთავდა, ეშინოდა არ უნდოდა მისი დაკარგვა. უამრავი ესემესი დაუტოვა, უამრავი დანარეკი მაგრამ პასუხი არსად იყო. სახლში მივიდა, საშინლად ცარიელი ეჩვენა მთელი სახლი. თავისი ერთი ნაწილი ეუბნებოდა რომ სწორად მოიქცა, მეორე კი ზურასთან იყო. წამები, წუთები, საათები უშედეგოდ გადიოდა. ერთი ღამე დარჩა მხოლოდ ტკბილ მოგონებად. რამდენიმე დღე ელოდა, შემდეგ ადგა და გიგასთან წავიდა ოფისში.
-ბატონო გიგა გამარჯობა
-მიხარია თქვენი დანახვა ელიზაბედ, ხომ კარგად ხართ?
-კი მადლობა.
-ძალიან გვანერვიულეთ.
-უკვე ყველაფერმა ჩაიარა და საქმეს დავუბრუნდი. როგორ მიდის მშენებლობა?
-ძალიან კარგად. როგორც იცით ზურამ შვებულება აიღო მაგრამ ეს თქვენ არ დაგაზარალებთ.
-რაა? რატო აიღო შვებულება
-არც მე ვიცი ესე უეცრად რა მოხდა.
-კარგით არ მაინტერესებს, მთავარია ჩემი სახლი მალე და ხარისხიანად დასრულდეს.
-რათქმაუნდა, არ იდარდოთ
_დაემშვიდობა და კიდევ უფრო გონება არეული წამოვიდა. ვერ ხვდებოდა რა მოხდა, არც თავის თავს ადანაშაულებდა, ფიქრობდა რომ უბრალოდ მიატოვა და ამით ყველაფერი დასრულდა. ჯერ არ დაწყებული უკვე დასრულდა.
ყოველ საღამოს სეირნობდა, ყურსასმენებს გაიკეთებდა და უმისამართოდ დააბიჯებდა. შიგნით რაღაც ჭამდა და არ ასვენებდა. ყველგან ზურა იყო, სულ ის წუთები ახსენდებოდა და არ უნდოდა დავიწყება. ენატრებოდა, აკლდა, აწუხებდა, ტკიოდა. ყველა გრძნობა ერთმანეთს ენაცვლებოდა მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს რომ დაყურებდა. ხშირად ამოწმებდა ტელეფონს თითქოს რაღაცას ელოდა. დღე ჩვეულებრივი ძლიერი ქალის იმიჯით ინიღბებოდა, მთლიანად საქმეში ეფლობოდა, როცა თავის თავთან მარტო რჩებოდა ყველა ნიღაბი ერთიანად იმსხვრეოდა, ყველა გრძნობა ერთიანად იჩენდა თავს და ცრემლებს ვერ უმკლავდებოდა.
ორი კვირა გავიდა.. საშინელი ორი კვირა. თავის თავს აჯერებდა რომ არ ენატრებოდა, დაივიწყა მაგრამ ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ის იყო მის ფიქრებში. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, სულ საქმეს ეძებდა სულ თავს იტვირთავდა რომ ფიქრისთვის ნაკლები დრო ჰქონოდა. ლილიანასთან რჩებოდა, ეჭორავებოდა სახლის საქმეში ეხმარებოდა, ბოლოს კი მის კალთაში დებდა თავს და ისევ მოგონებების ზღვაში ეფლობოდა.
-ლილი რაღაც არ იცი
-ვხვდები
-გაინტერესებს?
-რათქმაუნდა პატარავ, შენი ყოველთვის ყველაფერი მაინტერესებს. ვიცი რაღაც რთულია და არ გეკითხები. როცა მზად იქნები მომიყევი.
-მე და ზურას სექ*ი გვქონდა
-დავიჯერო ეგ გაწუხებს?
-ნეტავ ეგ მაწუხებდეს _ყველაფერი დაწვრილებით უამბო და სევდა მოერია.
-შეგიყვარდა?
-სისულელეა, ესე მალე როგორ უნდა შემყვარებოდა
-არარის აუცილებელი ადამიანს წლები იცნობდე და შემდეგ შეგიყვარდეს. მეტი არც იყო საჭირო
-არა არა, არ მიყვარს
-აბა რატომ ვერ ივიწყებ?
-ისე მოულოდნელად გაქრა, ეგ მაფიქრებს
-არ გინდა აღიარო. შეიძლება იმაზე მეტად აწყენიე ვიდრე შენ ფიქრობ.
-მეხომ უბრალოდ ის ვუთხარი რომ ცალ-ცალკე გვეცხოვრა
-შეიძლება შენთვის იყო ეგ უბრალო
-ლილიანაა ტვინს ნუ მირევ
-უბრალოდ ვცდილობ ისე ვიფიქრო როგორც ზურა.
-ხომ იცოდა რომ ვინერვიულებდი, ის მაინც მოეწერა რომ კარგადაა, რამდენჯერ დავურეკე. როგორ შეეძლო ასე გამქრალიყო. მაპატიე უნდა წავიდე
-სად მიდიხარ რომელი საათია
-ცოტა უნდა გავიარო და შემდეგ სახლში დავბრუნდები. მიყვარხარ ჩემო გოგო _ლოყაზე ხმაურით აკოცა და სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა სახლიდან, მანქანაში ჩაჯდა და უმისამართოდ დაიწყო ხეტიალი.
თავის თავს უბრაზდებოდა, ეუბნებოდა პატარა თინეიჯერი გოგოსავით იქცევი, რაღადროს შენი სიყვარულია-ო, სიყვარულმა ასაკი არ იცის. სანამ ადამიანი არსებობს სულ შეუძლია უყვარდეს, სულ შეუძლია შეიყვაროს და გულმა სხვადასხვა რიტმში დაიწყოს ძგერა. არასდროს დაბერდება ადამიანი სანამ უყვარს. თავის თავს უკრძალავდა ფიქრს, მონატრებას.. აკრძალული რომ უფრო სასურველია ის ვერ გაითვალისწინა. ყველაზე მტკივნეული საკუთარ თავთან აღიარებაა, აღიარება რომლსაც ორმაგი ტკივილი მოაქვს.
_დრო გადის, ჩვენც ადამიანები ვცდილობთ ამ დროსთან ერთად ვიცხოვროთ, შევეგუოთ ყველანაირ ტკივილს და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. სისულელეა რომ ამბობენ დრო კურნავსო, არაფერსაც არ კურნავს, უბრალოდ ამსუბუქებს, აუფერულებს და იმდენად ხშირად აღარ გაძლევს გახსენების საშუალებას.
იცით როგორ უნდოდა მისი დანახვა? მონატრება სულიერად ჭამდა, დღითი დღე ანგრევდა და ძალას ართმევდა. უნდოდა უბრალოდ დაენახა მაინც, მის თვალებში ეყურებია და სიმშვიდისთვის ესეც ეყოფოდა. მისი სახლიც სულ მალე დასრულდებოდა, როგორც გიგამ უთხრა ორი კვირა საკმარისი იყო დასასრულებლად. ცდილობდა საქმეზე კონცენტრირებულიყო მაგრამ არ გამოსდიოდა. დაწოლილი ერთ წერტილს ამოირჩევდა და საათობით უყურებდა გონება გათიშული. ხშირად დადიოდა ბავშვთა სახლებში, სხვადასხვა სათამაშოები და საჭირო ნივთები მიჰქონდა, თამაშობდა მათთან ერთად, ერთობოდა და ცდილობდა დიდი რაოდენობით სითბო მიეღო მათგან.
საშინლად დაღლილი მივიდა სახლში, საწარმოში უამრავი საქმე ჰქონდა და სამუშაოს ნაწილი სახლში წაიღო. ყავა გაიკეთა და სამუშაო მაგიდასთან კომფორტულად მოკალათდა კარზე ზარის ხმა რომ მოესმა. ზოზინით წამოდგა და უხასიათოდ გააღო კარი.
-ზურაა?
-ბოდიში შეიძლება გაწუხებთ, საბუთებთან დაკავშირებით მცირე ხარვეზებია და დასაზუსტებლად მოვედი.
-როგორ მელაპარაკები? _ძლივს შეიკავა თვალებზე მომდგარი ცრემლი. ისეთი ცივი იყო, საერთოდ არ გავდა იმ ბიჭს რამდენიმე კვირის წინ სითბოს რომ არ იშურებდა მისთვის
-როგორც წესია ისე ვსაუბრობ
-შემოდი
-არა ვერ შეგაწუხებთ, დაგიტოვებთ საბუთებს და მონიშნულ ადგილებში რა შესწორებასაც შეიტანთ მაილზე გადმომიგზავნეთ.
-ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე? როგორ იქცევი? _თმაში ხელი შეიცურა და ირონიულად გაიცინა
-სამსახურს როგორც შეეფერება ისე ვიქცევი.
-ჭირსაც წაუღია შენი სამსახური, სალაპარაკო მაქვს და ასე უბრალოდ ვერ წახვალ _ხელი მოკიდა და სახლში შეიყვანა, კარი დაკეტა და საუბარი დაიწყო.
-რატომ მექცევი ასე? სად იყავი ეს დრო
-დავფიქრდი და მართალი იყავი, ვერ ვიცხოვრებთ ერთად, არც არანაირი გრძნობა არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ და უკეთესი იქნება იმ რამდენიმე დღეს თუ დავივიწყებთ, თანაც...
-ჩემი ნათქვამი ცუდად გაიგე, იქნებ მოგესმინა ჯერ
-უკვე აზრი აღარ აქვს საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, შენც გაერთე და მეც. აღარ მინდა ამაზე საუბარი ცოლი მომყავს მალე.
-რაა? რა ცოლი ხომ არ გაგიჟდი? ასე უცებ ვინ მოგყავს? ან რას ქვია მოგყავს, გამორიცხულია.
-მართალია მე არ მიყვარს მაგრამ მისი სიყვარული ორივეს გვეყოფა, დიდი ხანია ვუყვარვარ და იმსახურებს შანსს.
-გავგიჟდები გეფიცები _ნერვიულად დაატარებდა თმაში თითებს და ოთახში წინ და უკან დადიოდა
-რა პრობლემა გაქ?
-მეკაიფები მგონი. ერთ დღეს ჩემთან სექ*ი გაქ მერე მიდიხარ და უცებ ცოლი მოგყავს? რა ჯანდაბას მეთამაშები?
-კიდევ მე გეთამაშები? უეცრად გამომიცხადე ერთად ვერ ვიცხოვრებთ, ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს და უნდა წავიდეო. რას ნიშნავდა ეს შენგან? თინეიჯერი ბიჭივით შენთან მევლო როცა დაკმაყოფილება მოგინდებოდა? სათამაშო ვარ ისე გამომიყენო როგორც გინდა?
-სისულელეებს ამბობ, აღარ გაიმეორო მეორედ.
-კარგია რომ დროზე მივხვდი შენს ჩანაფიქრს
-ზურა
-რა ზურა ელიზაბედ?
-მითხარი რომ მომატყუე და გაბრაზებულზე არ აპირებ მართლა ცოლის მოყვანას.
-ის თუ გადარდებს რომ შენს გამო მომყავს ცხელ გულზე დამშვიდდი. დიდხანს ვიფიქრე და მერე გადავწყვიტე.
_როგორ უნდოდა ეთქვა რომ უყვარდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა, შეხების სურვილი კლავდა, გული საშინლად უცემდა და კონცენტრირებას ვერ ახერხებდა. თავი ძლის შეიკავა რომ არ დაცემულიყო, კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა
-კარგად ხარ? _მიხვდა რომ კარგად არიყო და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა
-არვიცი, კი ალბათ, გ ამივლის
-სასწრაფოს ხომ არ დავურეკო?
-არა მადლობა _თვალებში შეხედა და ხელი მაგრად მოუჭირა. რამდენიმე წამიანი სიჩუმე და ლოყაზე კოცნის კვალი დაუტოვა -ბედნიერებას გისურვებ _არაფერი აღარ უთქვამს დივანზე დაჯდა და ზურგით მიეყრდნო, თავი უკან გადაწია და თვალები დახუჭა.
შემდეგ იყო კარების ხმა, ტირილი, კივილი, მტვრევის ხმა და ცრემლები. ცრემლით სველი მაისური და გაუსაძლისი ტკივილი. ორი საათი იატაკზე იჯდა, ფეხები მოეხარა და ხელები მაგრად მოეჭირა. სიამაყემ აჯობა და საბოლოოდ გაანადგურა. ვერ უთხრა, ვერ თქვა რომ უყვარდა და მასთან უნდოდა ყოფნა. ვერ იტანდა ასეთ ელიზაბედს. ასეთ უმოქმედოს და ტკივილით სავსეს. ვერ იტანდა მაგრამ ეს ის მდგომარეობა იყო როცა ვერაფერს აკეთებდა. უნდა ესწავლა ცხოვრება სიყვარულთან ერთად, უპასუხო სიყვარულთან რომელსაც მომავალი არ ჰქონდა.
რამდენიმე დღე სახლიდან არ გასულა, არანაირი ძალა არ ჰქონდა, თავბრუ ეხვეოდა, არც ჭამდა და არც სვავდა. მობილურსაც არ პასუხობდა, სრულიად სხვა ფერი ჰქონდა, მკვდრის ფერი ედო და მაინც ყველაფერი სულ ერთი იყო მისთვის.
მობილური ურეკავდა, არც დახედა საერთოდ არ აინტერესებდა, არც ლაპარაკის თავი ჰქონდა. შემდეგ კარზე რეკავდა ზარს, არც იმას მიაქცია ყურადღება, ბოლოს კი ლამის კარი ჩამოუღო სანამ არ გააღო. არაამქვეყნიურ არსებას გავდა, ფერდაკარგული არეული თმებით.
-რა ხდება ზურა? _სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს, ზურგი აქცია და მისაღებში გავიდა
-რა გჭირს ელიზაბედ? რამდენი დღეა გირეკავ. ან ეს სახლი რას გავს? კარგად ხარ?
-მშვენივრად ვარ, ახლა რაღა მოხდა რომელი საბუთია შესასწორებელი.
-მინდოდა მეთქვა რომ სახლი სრულდება უკვე და ოფისში მოხვიდე, დასასრულებელი გვაქვს რაღაცეები.
-კარგია, მადლობა მოვალ აუცილებლად
-რა ჯანდაბა გჭირს გოგო?
-ნუ ყვირი რა გთხოვ, წადი შენს საცოლეს უკივლე ეგრე მე შემეშვი.
-ფერი არ გადევს, მითხარი რა დაგემართა
-სამი დღეა არ მიჭამია, ალბათ ეგაა მიზეზი
-სულ გაგიჟდი ხო? რაგინდა სიკვდილი გინდა? რატო იქცევი ეგრე? _ახლოს მივიდა, მის თავთან ჩაიმუხლა და თმა გაუსწორა, ფრთხილად ეხებოდა და ეფერებოდა.
-მგონი მითხარი უკვე რაც გინდოდა, შეგიძლია წახვიდე.
-ასე ვერ დაგტოვებ. რამეს მოგიმზადებ რომ ჭამო და წავალ არ იდარდო
-არმშია
-არმიკითხავს გშია თუ არა, უნდა ჭამო
-რაგინდა ზურა? რატო მირევ ცხოვრებას?
-ისედაც არეულია, მეტს მე ვერ ავურევ.
-მოდი აქ
-ცუდად ხარ?
-უბრალოდ მოდი _მივიდა და ზემოდან დააცქერდა ქალს რომელიც საერთოდ არ გავდა ელიზაბედს. ფეხზე წამოდგა, ხელები შემოხვია და თავი მკერდზე მიადო.
-გთხოვ არ ილაპარაკო ცოტახანს
_თითქოს ბედნიერების წამებს კრებდა და იმუხტებოდა.
-არა შენ კარგად არ ხარ
-უკვე კარგად ვარ, არ იდარდო ჩემზე ხვალ მოვალ ოფისში
-დარწმუნებული ხარ?
-კი
-ექიმთან მიდი გთხოვ, არხარ კარგად
-ოფისში მოსვლამდე მივალ
-არშემიძლია შენი ესე დატოვება
-ნუ ღელავ არაფერი მომივა, გითხარი უკვე კარგად ვარ შეგიძლია მშვიდად იყო.
-კარგი ხვალ გელოდები _შუბლზე აკოცა და წავიდა. იმდენად გამოფიტული იყო ემოციებისგან ტირილის თავიც არ ჰქონდა, ერთიცალი მოხარშული კვერცხი შეჭამა და ისევ დაწვა.
დილით ადგა, შხაპი მიიღო, ლამაზად გამოეწყო და საავადმყოფოში წავიდა, უამრავი ანალიზი გაიკეთა და შუადღე იყო ოფისში რომ მივიდა. დაუკაკუნებლად შეაღო კარი და ზურას წინ დაჯდა. ვერ უყურებდა, ფიქრებით სულ სხვაგან იყო, არ ესმოდა რას ელაპარაკებოდა ზურა. მთლიანად საბუთებში იყო ჩარგული და ელე მხოლოდ კითხვებზე სცემდა პასუხს.გვიან გამოვიდნენ ოფისიდან, ზურამ ტაქსი გამოიძახა,ელიზაბედი არ იყო იმ მდგომარეობაში რომ მანქანა ემართა, თავისი კი პროფილაქტიკაში ჰყავდა დატოვებული. ერთი გზა ჰქონდათ და იფიქრა ერთად წავალთო.
-შენ წადი, მე არ მინდა ჯერ სახლში წასვლა.
-არწავალ უშენოდ.
-გითხარი არ წამოვალ
-კარგი, არც მე წავალ _ტაქსის კარი მიხურა და ელიზაბედს გაჰყვა.
-რატომ ჯიუტობ?
-მარტო მინდა ყოფნა, დამტოვე ასე რთულია?
-მითხარი რამე მოხდა?
-თავს დამანებებ? _ცდილობდა ცრემლები შეეკავებია და მზერა მოარიდა.
-ვერ ვხვდები მე რა დაგიშავე.
-რა დამიშავე, კარგი კითხვაა... არაფერი შენ არაფერი. გთხოვ წადი. _შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა. თავს ვერ ერეოდა, ტირილი უნდოდა, ბოლო ხმაზე უნდოდა ეკივლა რომ ემოციებისგან დაცლილიყო, ყელში მომდგარი სპაზმები ახრჩობდა, ვერ აცნობიერებდა ესე საშინლად რა ტკიოდა. თითქოს შიგნიდან რაღაც ჭამდა, ბოჭავდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ცარიელ ქუჩაზე ოთხად მოკეცილიყო და პირზე ხელაფარებული ღრიალებდა. ცას უყურებდა და ფიქრებით ღმერთს ელაპარაკებოდა. უთქმელი სიტყვები ახრჩობდა, უპასუხო კითხვები ტანჯავდა გონებას რომ ურევდნენ და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. სიგიჟემდე უყვარდა და მეტი აღარ შეეძლო. ის ღამე. იმ ერთი ღამის შემდეგ დაიწყო მის ცხოვრებაში სრული გადატრიალება. ღამის რომელიც მხოლოდ მის გონებაში იყო სამუდამოდ ჩაბეჭდილი. მარტივად ვერ იტყვი, ვერ ახსნი, ვერ გადმოსცემ სიტყვებით რასაც გრძნობ.. გიყვარს, სიგიჟემდე გიყვარს და ვერ ამბობ. უყურებ როგორ იღიმის, როგორ უხარია, როგორ წყინს და შენ მხოლოდ იმის უფლება გაქ რომ ეს ყველაფერი დაინახო. ვერ ეხები, ვერ ეუბნები რომ გიყვარს და ამ უფერულ ცხოვრებაში შენი ერთადერთი ნათელი სხივია მომავლის. ათას ნაწილად იშლები შიგნიდან და მაინც იღიმი.
-იციით როგორია ჩემი სიყვარული? ყველაზე წმინდა რამაა რაც კი არსებობს. დავიღალე.. უთქმელობით დაიღალე. დღითი დღე ვკვდები და ეს სიკვდილი ისეთი ნელი და მტანჯველია. ნეტავ შეიძლებოდეს ერთიანად მეტკინოს და მერე გაიაროს, განელდეს და აღარ მტკიოდეს.. მეკი...მეკი ყოველ დღე უფრო და უფრო მიმწვავდება ტკივილი. სუნთქვაც მიჭირს. აზრებიც აღარამაქვს. ჩემი გულის ქვეშ კიდევ ერთი გული ფეთქავს, იმ ერთი ღამის შემდეგ დატოვებული ჩემი უანგარო სიყვარულის ნაყოფი.
_იმის შემდეგ რაც გაიგო რომ ფეხმძიმედაა სულ დაიკარგა თავის თავში, არ ჯეროდა. სასწაულების არასდროს არ ჯეროდა მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო. მუცლით იმ პატარა სიცოცხლეს ატარებდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად რომელსაც ნატრულობდა. არიცოდა როგორ მოქცეულიყო, ზურასთვის ამის თქმა არ უნდოდა. მის გამო შეიძლება მისი ქორწილი ჩაშლილიყო. მთლიანად არეული დაეხეტებოდა, სიხარული, ტკივილი, სევდა, სიყვარული... ყველაფერი ერთიანად იყო თავმოყრილი და უკვე ვეღარ იტანდა. არ უნდოდა ზურას დაკარგვა, მისი სიყვარულის და ბავშვის მამის. ბოლომდე ვერც იაზრებდა, რომ დედა უნდა გამხდარიყო. არც ის უნდოდა ბავშვის გამო ყოფილიყო ზურა მასთან.
რადენიმე დღე იფიქრა, დამშვიდდა და ყველაფერი აწონ-დაწონა. მიხვდა რომ ზურას ვერ დაკარგავდა. ყველანაირი სიამაყე უნდა გადაედო და სიყვარული არ უნდა დაეთმო. ვერ იტანდა სუსტ ადამიანებს და არასდროს აპატიებდა საკუთარ თავს სისუსტეს მითუმეტეს მაშინ როცა მარტო არ იყო. ორმაგი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ორმაგი სიყვარულის გამო უნდა ებრძოლა რაც არ უნდა მომხდარიყო.
საღამო იყო უკვე, მოკლე კაბა ჩაიცვა, მკერდთან საკმაო ჭრილით. თმა გაიშალა და ბოლოები დაიხვია, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, მაღლები ჩაიცვა და კლაჩი დაიჭირა. ასეთი თავდაჯერებული არასდროს ყოფილა, თვალები უელავდა და ღიმილი ეპარებოდა. რამდენიმე დაკაკუნება და ბიჭმა კარი გააღო. თვალებს ვერ უჯერებდა, ყველაფერს მოელოდა იქ ელიზაბედის გარდა.
-არ შემომიშვებ? თუ შენი საცოლე გყავს და ხელი შეგიშალე _ჩაიცინა და მის რეაქციას დააკვირდა, საშინლად დაიბნა.
-არა, არავინ არ მყავს, მოდი
_როგორც საკუთარ სახლში ისე შეაბიჯა, მისაღებში მშვიდად მოკალათდა და ღიმილიანი მზერით ყურება განაგრძო
-რამე მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო?
-არგელოდი
-მომენატრე, არშეიძლება მოვიდე?
-როგორ არა, როცა გინდა.
-ხო და მეც აქ ვარ. რატო დგახარ დაჯექი, ოღონდ ერთი ჭიქა წყალი მომიტანე ჯერ. _არ იტყობდა მაგრამ შინაგანად საშინლად ღელავდა, ზურა გაოცებული უყურებდა, ვერ მიმხვდარიყო მისი ასე უეცრად შეცვლის მიზეზს.
-მშვიდობა გაქვს?
-კი რათქმაუნდა, რატომ მეკითხები?
-ისე უბრალოდ
-ბატონი ზურა თქვენს საცოლეს არ გამაცნობთ?
-რა ჩაიფიქრე?
-არც არაფერი, უბრალოდ მესაკუთრე ვარ და ვერ ვიტან როცა ჩემს საკუთრებაში მეცილებიან. _წყალი მოსვა და ქვემოდან ახედა.
-ანუ?
-ანუ ის რომ ჩემი ხარ და ტყუილად ნუ აუბედურებ მაგ გოგოს, ნუ თუ რათქმაუნდა მართლა არსებობს.
-ქალბატონო ელიზაბედ, ეჭვიანობთ?
-საეჭვიანო მე არაფერი მაქვს
-ვერ ვიტყოდი
-დავიჯერო არ მოგენატრე? _ფეხზე წამოდგა და ზურას წინ დადგა, მაგიდას მიყრდნობოდა და დასახევი ადგილიც კი არ ჰქონდა. თავბრუს ახვევდა ელიზაბედის სურნელი, წითელი დიდი ტუჩები ისე გამომწვევად გამოიყურებოდა, მონატრება და კოცნის სურვილი ორივე ერთიანად აწვებოდა. ხელები წელზე მოხვია და ტუჩები ყურთან მიუტანა, ძალიან ხმადაბლა ეჩურჩულებოდა
-გგონია მონატრებას დამალავ? გგონია ასე ადვილად გამაქრობ შენი ცხოვრებიდან და სხვას მოიყვან? არასდროს გაპატიებ შენს საკუთარ სახლში მიტოვებას, არც წასვლის საშუალებას მოგცემ არასდროს. კარგად დაიმახსოვრე, ან ჩემი იქნები ან არავისი. _ყელში ტუჩები მიაწება, თავის კვალი დაუტოვა და მშვიდად, ნელი ნაბიჯებით წამოვიდა.
_გათენება უხაროდა, დღეს ახალი ენერგიით და დიდი შემართებით იწყებდა.საერთოდ არ ღელავდა, ძალიან ბევრს მუშაობდა განწყობის ასამაღლებლად, მთავარ სტიმულს კი პატარა სიცოცხლე აძლევდა მასში რომ იწყებდა არსებობას.
როგორც იქნა მშენებლობაც დასრულდა და გეგმის ახალ ეტაპზე გადავიდა.რამდენიმე დღე აწესრიგებდა სახლს, ყველაფერი თავის გემოზე მოაწყო, ლამაზი დეკორაციები გააკეთა სახლში, ეზოში და ქალაქში დაბრუნდა. ცდილობდა არ დატვირთულიყო, სეირნობდა მუსიკებს უსმენდა, მედიტაციის ხერხებს მიმართავდა და ყველანაირად მართავდა საკუთარ თავს. სალონში დარეკა, სტილისტთან და ვიზაჟისტთან ჩაეწერა, მხრებზე გადაწეული, მუხლამდე დაშვებული, ტანზე მომდგარი, წითელი ბრჭყვიალა კაბა აიღო, შავი ფეხსაცმელი ჩაიცვა და შავი კლაჩი დაიჭირა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა და მაკიაჟი გაიკეთა. სუნამო შეიპკურა და ზურასთან წავიდა. მალევე გააღო ზურამ კარი, სველი თმით და დაცვარული სხეულით, პირსახოც შემოხვეული იდგა და თვალებდაუხამხამებლად უყურებდა.
-საყვარელო ვერ მიცანი? ჰმმ ცუდი ბიჭი ხარ _გაუცინა და ხელის კვრით გვერძე გაწია, რომ შესულიყო.
-რამე მოხდა? წვეულება არ დამიგეგმავს
-უმადურო, შენთვის ვამოვეწყვე ასე
-არაფერი გამოგივა, ცოლი მომყავს გითხარი უკვე
-ცოლი? კარგი ნუ მაცინებ. შენი ნივთები მოაგროვე, ხვალ მივდივართ.
-გაგიჟდი მგონი ხომ? სად მივდივართ?
-გიტაცებ კუსა
-რა კუსა? ელიზაბედ რამე მოწიე?
-არა რასამბობ, არშეიძლება ჩემთვის.
-ეს ქალები როგორი უცნაურები ხართ.
-მომენატრე იცი?
-ახირებაა უბრალოდ
-შენ არ მოგენატრე?
-გონებას რატო მირევ?
-მე უბრალოდ გეკითხები
-ნუ მეკითხები
-პასუხის გეშინია?
-რატო უნდა მეშინოდეს
-ანუ არ მოგენატრე
-არა
-არც გიყვარვარ?
-....
-ზურაა
-არა ელიზაბედ
-მაკოცე
-რავქნა?
-მაკოცე და გავიგებ
-უკვე სისულელეებს ამბობ
-რასაყვარელი ხარ იცი? როგორ ცდილობ ემოციები დამალო, სიტყვები აკონტროლო მაგრამ სულ ტყუილად. ხვალ დილით გამოგივლი და წაგიყვან. ან რატო უნდა გამოგიარო? აქდავრჩები მეც და ტასაცმლის შეგროვებაში დაგეხმარები.
-სულ გააფრინე მგონი
-შესაძლოა _ხელი ხელზე ჩაკიდა და ლოყაზე აკოცა, უღიმოდა და თვალებში უყურებდა. რამდენიმე წამი და მათი ბაგეები კვლავ შეერთდა. დროის გახანგრძლივებას ცდილობდნენ, მთელ გულს ატანდნენ კოცნაში და ერთმანეთს სხეულზე ეკროდნენ. კბილები ჩაარსო ტუჩზე და ისე უკბინა ტუჩი გაუხეთქა. სისხლის დანახვაზე ცუდად გახდა, გულის რევის შეგრძნება ჰქონდა და საპირფარეშოში ჩაიკეტა. უცებ დაკარგა ფერი, თავბრუ ეხვეოდა და წონასწორობას ვერ იცავდა. კედელს ეყრდნობოდა ხელით და ისე მიდიოდა მისაღებისკენ
-რადაგემართა ელე? კარგად ხარ? _შეშინებული სახით ცდილობდა დაეჭირა. მისი სახე რომ დაინახა ძალიან შეეშინდა, ათასი აზრი უტრიალებდა თავში.
-კარგად ვარ მადლობა. ცოტახანი დავისვენებ და გამივლის.
-თუ რამე გჭირდება მითხარი
-ჩანთიდან წამალი ამომიღე გთხოვ
-რაწამალია
-ვიტამინია _წამალი მიაწოდა და თავთან დაუჯდა, თმაზე ეფერებოდა და ფიქრებში დადიოდა უგზო უკვლოდ. ყველა მოვლენას ერთმანეთთან აკავშირებდა. ელიზაბედის ამოუხსნელი ქცევა, თავბრუსხვევა, ღებინება, მისი სიტყვები. ყველაფერი აეჭვებდა, საბოლოოდ დასკვნა ის გააკეთა, რომ რაღაც დაავადება სჭირდა და უმალავდა. ძალიან შეეშინდა, ასეთ უფერულს რომ უყურებდა თავს ვერ ერეოდა, ფიქრობდა რომ შეიძლებოდა სამუდამოდ დაეკარგა და ჭკუიდან იშლებოდა. ალბათ მძიმე დაავადება სჭირს და უნდა სიცოცხლის ბოლო დღეები მშვიდად და ბედნიერად გაატაროს-ო.
რამდენიმე საათში ელიზაბედმაც გაიღვიძა.
-თუ არ გიყვარვარ თავთან რას მიჯიხარ?
-მე..მე...
-რა მე მე..ბარგი ჩაალაგე?
-მითხარი სად მივდივართ და ჩავალაგებ
-თაფლობის თვე უნდა მოგიწყო პატარავ, მარტო მე და შენ
-ხანდახან მგონია რომ არ ხუმრობ
-რატო უნდა ვიხუმრო? პირველი ღამე უკვე გვქონდა, მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. რა მიშლის ხელს? არც არაფერი.
-რამე გჭირს და მიმალავ?
-რამე უნდა მჭირდეს?
-ეს დღეებია ვერ გცნობ, მაშინებ
-უბრალოდ გითხარი და კიდევ გაგიმეორებ. კაცი რომელიც ჩემია, არის მხოლოდ ჩემი და სხვა არავისი. რატო მამეორებიებ ამდენს?
-ეგ რომ გდომებოდა ჩემიდან არ გაიქცეოდი!
-მე გავიქეცი? შეშინებული თაგვივით რომ გავარდი სახლიდან მე ვიყავი?
-უარი რატომ მითხარი?
-ერთად ცხოვრებაზე ვთქვი უარი და არა შენზე.
-შენი აზრით იმ ასაკში ხარ რომ თინეიჯერი გოგოსავით სიყვარულობიანა მეთამაშო?
-რას უწუნებ ჩემს ასაკს? და ისე არაა ცუდი აზრი..
-შენ მე ჭკუიდან გადამიყვან
-კარგი რა ზურა! კვდები ისე გინდა ჩემთან ყოფნა, რომ გეხები და გკოცნი კონტროლს კარგავ. მთავარია ერთი შეხება და ეგრევე ეშვები ვნების მორევში.
-ეგ მხოლოდ შენი ტუჩების ბრალია! ერთი მითხარი როგორ ახერხებ შენს ტუჩებს მარწყვის გემო რომ აქვს? და რაღაც სასწაული სუნი
-აი ახლა წარმოდგენა გშლის ჭკუიდან და რომ გაკოცო ალბათ რას იზავ
-დამცინი ხომ? ჩემს ქორწილში პირველი შენ რომ იქნები მოწვეული სტუმრად მერე ნახე შენ
-საყვარელო რათქმაუნდა ვიქნები შენს ქორწილში აბა ისე როგორ, ოღონდ თეთრი კაბით შენს გვერდში. და საერთოდ ამდენს ნუ მალაპარაკებ ცუდად ვარ და ჩამეხუტე.
-რაგჭირს?
-ის რაც შენ
-მე ძალიან კარგად ვარ
-მონატრება გკლავს ზურა, ჩემი მონატრება _კისერზე ხელები მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო.ისეთი მშვიდად და დაცულად გრძნობდნენ თავს ერთად. მაინც მოახერხა ზურას დათანხმება და წაყვანა. საოცარი გეგმები ჰქონდა, თანაც დარწმუნებული იყო რომ ზურასაც უყვარდა, უბრალოდ შიში ბოჭავდა.მიტოვების შიში რომელსაც ვერ ივიწყებდა.
სახლი ძალიან მოეწონა ზურას, ელეს საოცარი გემოვნება ჰქონდა და ყოველთვის მარტივად შეამჩნევდი უმაღლესად დახვეწილ ინტერიერს, რომელიც საოცრად ეხამებოდა ერთმანეთს.
საოცარი სიმშვიდე იყო, ტყიდან მოჭრილი ფოთლების შრიალი და ჩიტების ხმა ერთიორად ალამაზებდა იქაურობას.
-ზურა ხომ გიყვარვარ?
-პასუხი იცი
-ანუ კი
-ელიზაბედ!
-აუ ვგიჟდები ესე რომ მეძახი
-რა ჭირვეული ბავშვივით იქცევი
-გულით ბავშვი ვარ
-გარეგნულად არ გეტყობა, გული არ ვიცი.
-კარგი კარგი..
_საშინელი ასატანი იყო მისი ასეთი საქციელი, ოთახში ავიდა და კარი გადაკეტა. ძალა აღარ ყოფნიდა, ამდენ წინააღმდეგობას ვერ უმკლავდებოდა, მაქსიმალურად ცდილობდა დადებითი ემოციებით დამუხტულიყო მაგრამ ვეღარ ახერხებდა. მუცელზე ისვავდა ხელს და საათობით ელაპარაკებოდა, ამშვიდებდა რომ ყველაფერს აკეთებდა მამა ჰყოლოდა. არუნდოდა ასეთი ენახა ზურას. კარს მიღმა სულ ცარიელი რჩებოდა. არცერთი გრძნობა აღარ ჰქონდა შერჩენილი, ძალიან სუსტი იყო. იმდენად სუსტი რომ დიდხანს ვერ გაუძლებდა ამდენს.
არ ნებდებოდა, ახალ ახალი იდეები მოსდიოდა კვლავ და ისევ თავიდან ძლიერდებოდა ბედნიერების მოლოდინით.
საღამოსთვის ძალიან გემრიელი ვახშამი მოამზადა, სანთლები აანთო და სუფრასთან დაელოდა.
-რომანტიული ვახშამიც მოუწყვია ქალბატონს.
-შენთვის ვეცადე
-ვფიქრობ როდის მოგბეზრდება ეს თამაში და ჯერ არ ასრულებ, კარგი გავაგრძელოთ.
-რა თამაში ზურა? რაზე მელაპარაკები
-კარგად იცი შენც, უბრალოდ მინდა მიხვდე რომ აზრი არაქვს, არ მიყვარხარ, ის ღამე ერთი ჩვეულებრივი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში, ეგ შენთვის იყო პირველი და არა ჩემთვის.
-აღარ გააგრძელო
-მინდა შეიგნო, ქალი ხარ უკვე და არა თინეიჯერი გოგო, რომ ვერ ხვდებოდე. ბავშვი მგონიხარ, სათამაშოს რომ ართმევენ და ტირილს იწყებს დასაბრუნებლად.
-ანუ ჩემი სიყვარული შენთვის თოჯინით თამაშს გავს? ჩემი გრძნობები უბრალოდ ეგოისტობაა და მეტი არაფერი? თვალებში მიყურე, შემომხედე და მითხარი რომ ისე მექცეოდი იმ ღამით როგორც ყველა ქალს და არანაირი გრძნობა არ გქონია.
-არ გინდა გთხოვ, სიმართლე ორივემ ვიცით
-აღარ ვიცი უკვე გავიცინო თუ ტირილი დავიწყო. შენ რატო შემიყვარდი? რატო ვიბრძვი ამ სიყვარულისთვის? ათას სისულელეს ვაკეთებ რომ მიხვდე როგორ მიყვარხარ და რატომ ? კარგი როგორც გინდა, მე უკვე დავიღალე. ყველანაირი გზა მომიჭერი, იყოს ისე როგორც გინდა. გილოცავ გაიმარჯვე, მე დავნებდი.
_ცრემლებს ვერ იკავებდა, უეცრად აირბინა კიბეები და ოთახში ჩაიკეტა.
ყველაფერი სცადა, ყველა გზა გამოიყენა მაგრამ უშედეგოდ.
-პატარავ მაპატიე, პირობა ვერ შეგისრულე, მამა ვერ გეყოლება მაგრამ გპირდები მე გეყოლები. მთელი ცხოვრება შენთან ვიქნები, მამაც მე ვიქნები, ყველაფერი ვიქნები. მაპატიებ იმედია, დედაშენმა სცადა ღმერთია მოწმე.
_პატარა ბავშვივით ტიროდა, ორივე ხელით იწმენდდა ცრემლებს და საპირფარეშოსკენ მიდიოდა უეცრად გონებადაკარგული, რომ დაეცა ძირს.
ხმა გაიგო და კარზე დაუკაკუნა, რამდენიმე წუთის განმავლობაში აკაკუნებდა და ეძახდა მაგრამ ხმას არ სცემდა. ბოლოს ფეხის დარტყმით შეამტვრია ოთახი და ელეს მივარდა. სველ ლოყებზე ურტყავდა ხელებს და ეხვეწებოდა გონზე მოსულიყო, ფრთხილად დააწვინა ლოგინზე და პულსი შეუმოწმა, ცივი წყლით დაუსველა სახე მაგრამ გონზე მაინც არ მოდიოდა. აცნობიერებდა რომ ყველაფერი მისი სულელური ეჭვების გამო ხდებოდა, თავიდან ვერ იგდებდა აზრებს რომ შესაძლებელი იყო ელიზაბედი სიმართლეს ეუბნებოდა.
-გამოფხიზლდი გთხოვ, ნუ მაშინებ. თვალი გაახილე, მაპატიე. მაპატიე რომ გატკინე, არ მინდოდა. გეფიცები არ მინდოდა. ელეე, ელიზაბედ გთხოოვ _მისი ხელი ჰქონდა ტუჩებთან მიტანილი და მაგრად უჭერდა. ნელნელა ახელდა თვალებს მაგრამ ყველაფერს ბურუსივით ხედავდა, წამოჯდომა სცადა და ძალა არ ჰქონდა
-იწექი გთხოვ, არ წამოჯდე
-რა გინდა ჩემგან? _სიტყვებს ძლივს აბავდა, თვალებდახუჭული ელაპარაკებოდა
-კარგად მინდა რომ იყო, მაპატიე გთხოვ, რაც გითხარი არ უნდა მეთქვა. არვიცი უკვე რა ვიფიქრო, ფიქრებში ვიკარგები და ამ ფიქრებმა დამღალა.
-ზურა შეგეძლო გეკითხა, საუბრით ყველაფრის მოგვარება შეიძლება, მთავარია თქვა, თუ არ იტყვი ვერასდროს გაიგებ. მოგიწევს იფიქრო და ფიქრებში დაიტანჯო, დაიკარგო და გაქრე.
-მართლა გიყვარვარ? სიმართლეა რაც თქვი
-სამწუხაროდ, შემიყვარდი და ვერაფერი ვუქენი ამ გრძნობას
-ანუ არ მეთამაშები?
-ზურაა
-კარგი ხო მშვიდად. ვერც მე გივიწყებ, ვერც მე დავაღწიე თავი შენს მონატრებას, ყველგან შენი სურნელი მელანდება, ყველგან შენ ხარ და თავს ვერ გაღწევ.
-აქამდე რატომ არ მითხარი?
-მეშინია ელე, სიყვარულის მეშინია, ისევ მიტოვების მეშინია. ვერ აგიღწერ რას ვგრძნობ.
-არგაქ შიშის უფლება, ჩემს შვილს მშიშარა მამა არ სჭირდება
-ვერ ვაღწევ თავს ამ ში....რა თქვი? მომესმა მგონი ხომ? მითხარი რომ მომესმა. _ხელი მოკიდა და მუცელზე დაადებია
-მამიკო გამარჯობა
-მამა გავხდები? ელიზაბედ მამა გავხდები? პატარა მეყოლება? მითხარი რომ არ მატყუებ თორე ვერ გავუძლებ _პატარა ბავშვივით ქვითინებდა და სახეს უკოცნიდა ელეს.
-დაწყნარდი, ხო მამა გახდები, პატარა გვეყოლება, პატარა გოგო ან ბიჭი. ჩვენი შვილი
-ჩვენი შვილი, ჩვენი შვილი _ბუტბუტებდა ჩუმად და ხელებს უკოცნიდა ელიზაბედს.
-რატომ არ მითხარი? აქამდე როგორ დამიმალე?
-ჩემს შვილს მოსიყვარულე მამა სჭირდება და არა ვალდებულების მიზნით მყოფი. არმინდოდა უსიყვარულოდ ყოფილიყავი ჩემთან
-არმჯერა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, ხომ მითხარი არ შემიძლია დაფეხმძიმებაო, მომატყუე?
-სასწაულია, ჩემი სასწაულია ეს ბავშვი.
-მაპატიებ?
-უკვე გაპატიე
-რატო ხარ ასეთი კარგი?
-ზურა ცოლი მართლა მოგყავდა?
-ეჭვიანი _ჩაიცინა და შუბლზე აკოცა
-მითხარი რა
-არავის მოყვანას არ ვაპირებდი
-ცუდი ბიჭი ხარ ზურა, ძალიან ცუდი
-არ გავისეირნოთ?
-სად?
-რუსთაველზე... რა სად ელიზაბედ აქ ტყის გარდა ხედავ რამეს?
-კარგი კარგი. ჩავიცვავ და გავიდეთ
-მინდა რომ ყველა დაკარგული წამი ავინაზღაურო. მინდა ჩემს გვერდით უბედნიერესი ქალი იყო, გაღვიძებისას ყოველთვის შენს სახეს ვხედავდე, ვეხებოდე და გეფერებოდე.
-გულს მითბობ
-მადლობა რომ არსებობ
_სწრაფად გამოიცვალა, კომფორტული ფეხსაცმელი და სპორტული ტასაცმელი ჩაიცვა და ტყეში სასეირნოდ გავიდნენ.
-ისე აქ გარეული ცხოველები არიან?
-რათქმაუნდა
-მეკაიფები ხომ?
-არა საყვარელო, ტყე სადაც მგელი, მელა, ტურა და სხვა გარეული ცხოველები არ ბინადრობენ ის რა ტყეა.
-მაშინებ და თუ სპეციალურად აკეთებ იცოდე ვერ გადამირჩები
-ჩემს გვერდით არაფრის შეგეშინდეს, დაწყნარდი.
-სოკოოო, ვაიმეე სოკოო
-რაგაყვირებს? არ მოკიდო ხელი შხამიანი არ იყოს
-სოკოს ცნობა არ იცი?
-ვერასდროს ვერ ვხვდები როგორ უნდა გავარჩიო. სოკოა რა
-ეგრე იცი რამდენი სახეობის სოკოა? ყველა თუ შეჭამე ან კნავილს დაიწყებ ან ყეფას
-ნუ დამცინი ელე, არავის უსწავლებია.
-მე გასწავლი, ნახე ეს ნიყვია. ჩემი აზრით ყველაზე გემრიელი სოკოა, თანაც ასეთი ნიყვების პოვნა დიდი ბედნიერებაა. მოდი ავიყვანოთ და აი ეს პატარა თეთრი ბუდით რაც არის წავიღოთ და ჩვენს ეზოში დავრგოთ
-ელიზაბედ ეს ყვითელია, ეს კი თეთრი და როგორ შეიძლება გაყვითლდეს _სიცილს ვერ იკავებდა ელიზაბედი ზურას საუბარზე.
-ბოთე ხარ, დააკვირდი და დაინახავ როგორ გაიზრდება. მოდი კიდე გავიაროთ იქნებ სხვა სოკოც იყოს
-არ მოგვწამლავს?
-არა საყვარელო, მთავარია ცნობა იცოდე და რაზეც ეჭვი გეპარება იმის დაგემოვნება არ გადაწყვიტო ექსტრემისთვის.
-აი ეს ნახეე, ეს რა სოკოა?
-ეს მიქლიოა, მიქლიოს 9 სახის მატყუარა ყავს.
-კარგი მაშინ არ ავიყვანოთ
-რატომ ეს არაა მატყუარა
-ცხრავეს ცნობ?
-მარტივია, აუ რა ბედნიერებაა, სოკო ბოლოს 15 წლის ასაკში დავკრიფე, თანაც აქ რამდენი სოკოა
_ბევრი იარეს, ბოლოს რომ ვეღარ იჭერდნენ ზურამ მაისური გაიძრო და იქ შეაგროვეს. ძალიან ბედნიერები იყვნენ, იღიმოდნენ და ათას თემაზე საუბრობდნენ. უფრო და უფრო უმარტივდებოდათ ერთმანეთის გაცნობა.
დიდი ხნის სიარულის შემდეგ სახლში დაბრუნდნენ, სოკო გარეცხეს, გაასუფთავეს და შესაწვავად მოამზადეს.
-ნიყვი კეცზე უნდა შევწვა მანდ არ შეურიო.
-კეცზე?
-კი კეცზე, ნიგვზით უნდა გავაკეთო
-სულ უფრო და უფრო მაოცებ, როგორ მოახერხე ამხელა ბიზნესმენმა ქალმა საჭმლის კეთება ასე მაგრად რომ იცი?
-პირველ რიგში მე ქალი ვარ, 35 წელი არაა ცოტა დრო, რომ გჭირდება ძალაუნებურად სწავლობ.
-აქამდე სად იყავი?
-სად უნდა ვყოფილიყავი?
-რატო არ შეგხვდი აქამდე? _ზურგზე აეკრო, ხელები მუცელზე შემოხვია და კისერზე მხურვალედ აკოცა.
-აქამდე რომ შეგხვედროდი ასე არ იქნებოდა ყველაფერი როგორც არის, სულ სხვანაირად იქნებოდა, მომწონს ეს ყველაფერი და მიხარია ასე რომ მოხდა.
-როგორი მშვიდი ხარ, საუბარიც ძალიან წყნარი იცი, დაკვირვებულად და მრავლისმთქმელად საუბრობ.
-ბიზნესმენი ქალი ვარ არ დაგავიწყდეს, ყოველთვის ახალი გარიგების დადების წინ ჩემთავს ვეუბნებოდი რომ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა შემენარჩუნებია. ამას ყოველთვის გრძნობს შენი პარტნიორი და დიდხანს არ ყოყმანობს ხელშეკრულების გაფორმებისას.
-დავიჯერო ყველა სპონსორი და ბიზნეს პარტნიორი ვინც კი გყოლია ასე მარტივად დაარწმუნე?
-რათქმაუნდა, პირველ რიგში უნდა მიახვედრო ვისთან აქვს საქმე, პრიორიტეტი საქმის შესრულების ხარისხი და დროა. შენი საუბარი დამაჯერებელი და არგუმენტებით გაჯერებული უნდა იყოს
-ნამდვილი ბიზნესმენი ცოლი მეყოლება, ვამაყობ შენით.
_სოკო მოამზადეს, სუფრა გაშალეს და სუფრას მიუსხდნენ.
-არ მომკლავს ხომ?
-ზურაა კარგი რა
-ვიხუმრე კარგი ნუ ბუზღუნებ.
_ძალიან გემრიელად შეექციენ, დანაყრდნენ და საძინებელში ავიდნენ. სულ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და უღიმოდნენ.
-შხაპს მივიღებ და დავიძინოთ რა
-ჩემთან ერთად რომ მიიღო შხაპი არა?
-ზურაა
-ჩშშ _მაისური მხარზე გადაუწია და აკოცა, ხელები ნაზად შემოხვია და მაისური ფრთხილად გააძრო. ყურთან ეჩურჩულებოდა და მთელი გრძნობით კოცნიდა, ხელში აყვანილი შეიყვანა აბაზანაში და ქაფით სავსე ჯაკუზში ჩააწვინა. თვითონაც მოიშორა ტასაცმელი და მასთან ერთად ჩაიძირა სიყვარულის მორევში.
_კომფორტულად იწვა, წვიმის ხმა ესმოდა და სრულ ნეტარებას მისცემოდა. თვალები დახუჭული ჰქონდა და ცდილობდა გონება გაეთიშა რომ არაფერზე ეფიქრა. გამოფხიზლება არ უნდოდა, საშინლად უყვარდა წვიმის ხმა და კომფორტულად ძილი, თბილ ლოგინში.
სიცარიელე იგრძნო, ხელი მოუსვა ცარიელ ლოგინს და უეცრად გაახილა თვალები, ზურა არსად იყო, შეეშინდა და სწრაფად წამოდგა, ხალათი შემოიცვა და კიბეებზე ჩაირბინა.სამზარეულოში მოფუსფუსე რომ დაინახა ღრმად ამოისუნთქა ნეტარებისგან.
-აქ ხარ? დავწყნარდი
-დილამშვიდობის სიყვარულო, რაგჭირს? სადუნდა ვიყო აბა?
-რომ არ დამხვდი ვიფიქრე...
-იფიქრე მიგატოვე?
-კი
-ჩემი ბოთე ხარ შენ. _ხელები მაგრად მოხვია და გულზე მიიკრა.
-ამ ბოლოს ყველაფერზე ვნერვიულობ, ძალიან ემოციური გავხდი.
-პატარას დამსახურებაა
-როგორ მინდა მალე დაიბადოს, საშინლად მაინტერესებს როგორი იქნება.
-შენსავით ლამაზი თვალები ექნება
-ჩემი პატარა გოგო
-ბიჭი იქნება
-გოგო იქნება ვიცი
-შანსი არაა, მამას კაცი უნდა იყოს.
-გოგო იქნება და მორჩა
-მეორე შენნაირი? მეტისმეტია უკვე, არა გამორიცხულია. ნუ მაფიქრებ მაგაზე გთხოვ
-მოგიწევს შეეგუო მაგ აზრს
-არაუშავს, მეორე ცდაზე მე დავიმგვანებ
-კარგი რადროს ამაზე საუბარია, მშია საშინლად
-კვერცხი შევწვი, პომიდვრის სალათი გავაკეთე, ფორთოხლის წვენი გამოვწურე და კიდევ რას ინებებ?
-მეტი არაფერი, ყველაფერია საყვარელო.
_სუფრას მიუსხდნენ და საუზმობა დაიწყეს. ელიზაბედს მობილურმა დაურეკა, მობილურს დახედა და გურამი იყო
-ბოდიში შეწუხებისთვის, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს
-რამოხდა გურამ?
-ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა
-მერე რაო?
-სპეციალურად მოწყობილი იყო, გაზიც მაშინ გაუშვეს როცა საწარმოში შეხვედით
-ანუ ვიღაცას ჩემი მოკვლა უნდოდა?
-ასე გამოდის
-კიმაგრამ ესე ზუსტად როგორ უნდა გაეთვალა? სასწრაფოდ კამერის ჩანაწერები მინდა.
-პოლიციამ ამოიღო, მე აღარ მაქვს.
-ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩავატაროთ სასწრაფოდ. იცი რაც უნდა ქნა
-ახლავე შევუდგები საქმეს, ნახვამდის
-ხაზზე ვარ, დამიკავშირდი
_აშკარად ძალიან ანერვიულდა, ფეხზე წამოდგა და ოთახში დაიწყო სიარული
-რამოხდა აღარ იტყვი?
-ვიღაცას ჩემი სიკვდილი უნდა
-რაა? რამოხდა?
-ქარხნის ამბავი მოწყობილი იყო
-კიმაგრამ ვის უნდოდა?
-გავიგებ
-შენ არა მე გავიგებ, არ ჩაერიო გთხოვ
-ვიღაცას შენი მოკვლა უნდა და არ ჩავერიო?
-ხო არ გინდა გთხოვ
-ამ თემაზე მეორედ აღარ მალაპარაკო. ან ერთად მოვაგვარებთ ან მარტო მე
-კარგი დამშვიდდი, იყოს ისე როგორც გინდა
-რას აპირებ ახლა?
-გურამი მიხედავს, რამდენიმე კაცი მყავს და ძალიან მალე გაარკვევენ
-ვა ესეიგი რამდენიმე კაცი გყავს შავბნელი საქმეებისთვის
-ზურა მე ბიზნესმენი ვარ, ბევრი კონკურენტი მყავს და თავდაცვაც შესაბამისი უნდა მქონდეს.
-მე ბოდიში ქალბატონო, მე ხომ ვერ გავიგებ ვერასდროს ბიზნესმენების ქმედებებს
-გთხოვ არ გინდა
-კარგი კარგი, ყველაფერი მოგვარდება ვიცი
-ქალაქში დავბრუნდეთ გთხოვ
-აქ უფრო უსაფრთხოდ იქნები, ფეხმძიმედ ხარ და შენ არ უნდა ინერვიულო, თუ საჭირო გახდა მე წავალ
-ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ნუ მიმითითებ რა გავაკეთო გთხოვ
-რატო ხარ ასე ჯიუტი ელისაბედ რატო?
-კარგი წამოდი ნივთები მოვაგროვოთ
_ნივთები მოაგროვეს და თბილისში დაბრუნდნენ, თითქოს საერთოდ არ ღელავდა მაგრამ თავს ცუდად გრძნობდა. არასვენებდა ფიქრი, ვის შეიძლებოდა მისი მოკვლა სდომებოდა. ყველა ბოლოს მოგებული ტენდერი ნახა, ყველა კონკურენტი ფირმა შეისწავლა და საეჭვო არავინ იყო. ერთი კვირა გავიდა და ვერაფერი გაიგო. ზურა სამსახურში გავიდა, თვითონ კი სულ სახლში უწევდა ყოფნა. მოსვენება დაკარგა, ღელავდა და განუწყვეტლივ მომხდარზე ფიქრობდა.
-ქალბატონო ბიჭებმა გაიგეს ვინ მოაწყო საწარმოს ინციდენტი _გურამმა დაურეკა და ახალი ამბავი მისალმების გარეშე აცნობა
-აბა რათქვეს, რა გვინდაო
-უშუალო კონტაქტი არ ქონიათ დამკვეთთან, შუამავალი ვიღაც მერაბ ინასარიძე აძლევდათ მითითებებს. მათი მიზანი თქვები მოკვლა არ იყო, უნდოდათ შეეშინებიეთ უბრალოდ.
-რაში შჭირდებოდათ?
-არ იციან, როგორც ამბობენ დამკვეთი ძალიან საშიშია და ყველაფერზეა წამსვლელი.
-გურამ როგორ ფიქრობ, პოლიცია უნდა ჩავრიო?
-პოლიციას გამოძიება უკვე აქვს დაწყებული მაგრამ მეეჭვება კვალზე გავიდნონ.
-მოკლედ ასე ვქნათ, ეგ ბიჭები გაუშვი და გააფრთხილე თუ რამეს იტყვიან მათ ოჯახებს ვერავინ იხსნის სადაც არ უნდა წავიდნენ. პოლიციამ განაგრძოს გამოძიება, დებილების ხროვაა მაინც ვერაფერს მიაგნებს, ხომ იცი ეს საქმე ასე არ დარჩება. ბიჭებს დაავალე რაც შეიძლება მალე გაიგონ ყველაფერი, რაც მთავარია მაგ ბიჭებს უთვალთვალონ და არცერთი დეტალი არ გამორჩეთ. აუცილებლად გავალთ კვალზე.
-ყველა ზომა მიღებულია ქალბატონო, მაგაზე არ იდარდოთ.
-კარგი გურამ, ხაზზე ვარ ყოველთვის
_ინფორმაცია გადაამოწმა, როგორც იფიქრა მართალი აღმოჩნდა. არანაირი მერაბ ინასარიძე არ არსებობდა, მოგონილი სახელი და გვარი იყო მაგრამ აუცილებლად შეხვდებოდნენ და აი მაშინ მართლა გაემბებოდნენ მახეში.
ზურა გვიან დაბრუნდა სახლში, შხაპი მიიღო და ელიზაბედის გვერდით დაწვა. ზურგიდან ჩაეხუტა და თავზე აკოცა, თმაზე ეფერებოდა და მუცელზე დააცოცებდა ხელს. თავი მის კისერში ჩარგო და შვიდად სუნთქავდა.
-როგორ მომენატრე, როგორი ტკბილი ხარ, ყველაფერი მავიწყდება შენი ჩახუტებით, შენი სურნელი გონებას მირევს ელე
-მიყვარხარ იცი?
-ძალიან?
-ყველაზე ძალიან
-მაბედნიერებ ტკბილო, დაიძინე უკვე გვიანია.






_უხაროდათ ერთმანეთის ყოლა, აბედნიერებდათ ერთმანეთის სიხარული და სითბოს არ იშურებდნენ. არც პატარა ასაკი ჰქონდათ, არც დრო შეცდომების დაშვების. მხოლოდ ერთმანეთი ჰყავდათ და ის პატარა წერტილი მუცელში რომ ვითარდებოდა. ყოველი დღის გაფერადებას ცდილობდნენ ერთმანეთისთვის და მაქსიმალურად გვერდში ედგნენ.
უკვე 7 თვის ორსული იყო ელე, დიდი მუცლით დაბაჯბაჯებდა და ყველაფერზე წუწუნობდა, ხან ტიროდა, ხან იცინოდა. წუთში სამოცჯელ ეცვლებოდა ხასიათი და რადროს რას იზავდა განსაზღვრა რთული იყო.
-ნახე როგორ გავსუქდი, ხომ ისევ გიყვარვარ?
-კი ჩემო პრინცესა, ყველაზე ლამაზი ფეხმძიმე ხარ
-ბავშვის გაჩენის მერეც ხომ გეყვარები? სტრიები რომ ვერ მოვიშორო? ისევ ასეთი მსუქანი რომ ვიყო მაინც?
-ელიზაბედ რატომ ტირი? ხომ გითხარი მეყვარებითქო
-აი მიყვირი კიდეც, ვიცი რომ აღარ გეტყვარები მამშვიდებ უბრალოდ
-ჩემო სიცოცხლე მე შენთან ხმას არასდროს ავუწევ, ნუ ტირი გთხოვ
-მინდა და ვიტირებ, უკვე ფეხსაცმელსაც ვერ ვიცვავ, ვეღარ ვიხრები და კიდე ორი თვე დამრჩა. გესმის ზურაა?
-ოხ ეს ქალები, გამძლეობა მომეცი ღმერთო
-რა ჩაილაპარაკე?
-ფეხსაცმელს მე ჩაგაცმევ, არ ინერვიულოთქო ძვირფასო
-ჩემზე ამდენი ზრუნვით მეშინია არ მოგბეზრდე და გადაგიყვარდე.
-კარგი ელიზაბედ დაწყნარდი, მთავარია ახლა მშვიდად იყო და ღრმად ისუნთქო, არშეიძლება შენთვის ნერვიულობა.
-აუ რაღაც მინდა
-რა ჰქვია მაგ რაღაცას?
-საზამთროს მურაბა მინდა
-საზამთროს მურაბა? ახლა?
-ჰოო ძალიან მინდა _ტუჩები საყვარლად დაბრიცა და თვალებ ანთებული საყვარლად შესცქეროდა.
-ზუსტად იცი რომ გინდა?
-კი კი ძალიან მინდა, სულ ძალიან
-ელიზაბედ ეგრე ძალიან გინდოდა ალუჩაც შუა ზამთარში რომ მაყიდიე ერთი კილო ას ლარად და ერთი ცალი რომ შეჭამე.
-აუ მართლა ძალიან მინდა
-კარგი პატარავ ავდგები, ჩავიცვავ და იქნებ სადმე ვიშოვო.
_ნახევარი ქალაქი მოიარა და ვერსად იპოვა საზამთროს მურაბა. ბოლოს იმედგადაწურული შინ დაბრუნებას აპირებდა ბიცოლა რომ გაახსენდა. საათს დახედა, ღამის სამი საათი იყო მაგრამ მაინც დაურეკა
-ბიცო ვიცი გვიანია გაღვიძებ, უნდა მიშველო
-შვილო მშვიდობა გაქვს? ელიზაბედს ხომ არაფერი სჭირს?
-საზამთროს მურაბა უნდა, ვერსად ვიშოვე და აღარ ვიცი რა ვქნა.
-მოდი ბიჭო ჩემთან მე მაქვს და გაგატან.
-აუ როგორ მიყვარხარ, ახლავე მოვალ
_საშინლად დაიღაცა სიარულში, სახლში რომ მივიდა ელიზაბედი ჩაძინებული დახვდა, გამოიცვალა და გვერდით მიუწვა. იგრძნო ზურას მისვლა და თვალები გაახილა
-მომიტანე? მითხარი რომ მომიტანე ძალიან მინდა _ისეთი წყნარი და მშვიდი სევდიანი ხმით უთხრა ლამის ცრემლები გადმოსცვინდა.
-კი ჩემო პატარავ, მოგიტან ახლავე
_ისეთი ნეტარებით ჭამდა, რომ მხოლოდ ამის დანახვა იყო დიდი სიამოვნება. თვალებს ხუჭავდა და ნეტარებისგან მიღებულ ხმებს გამოსცემდა. გემრიელად დაუკოცნა ლოყები ზურას და მშვიდად დაიძინა.
დილით ზურას კოცნამ გააღვიძა, სამსახურში მიიჩქაროდა და უნდოდა მთელი დღე გაჰყოლოდა ელიზაბედის სითბო
-პატარავ გთხოვ დღეს საშოპინგოდ წავიდეთ რა, პატარას მინდა რაღაცეები ვუყიდო
-სქესი ხომ არ ვიცით და როგორ
-არაუშავს ისეთ ფერებს ავარჩევ აუცილებლად მოუხდება.
-კარგი მალე დავბრუნდები დღეს, თავს გაუფრთხილდი პატარავ.
_ზურა წავიდა, ადგა მოწესრიგდა, მსუბუქი საუზმე მიირთვა და გურამს დაურეკა
-იმედი მაქვს დღეს მაინც გაქვს სიახლე
-ამ დროის განმავლობაში ერთი შეცდომა არ დაუშვიათ ბიჭებს. მგონი აზრი არ აქვს.
-აქვს დამიჯერე აქვს. უფრო მეტი ყურადღებით იყვნონ, შეუძლებელია დამკვეთს არ შეხვედროდნენ. მოიცა მოიცა, იქნებ დამკვეთი ქალია?
-ქალის გაკეთებულს არ გავს
-გურამ რა ძალიან ცუდად იცნობ ქალებს, ფოტომასალა გადმომიგზავნე ყველა კარგად უნდა ვნახო
-კარგი ელიზაბედ მაილზე გადმოგიგზავნი
_მობილური გათიშა და ლეპტოპი მოიმარჯვა, ბრაზდებოდა მთლიანი საქმე გურამს რომ ანდო. ფოტოებს ათვალიერებდა ამ ხნის განმავლობაში ვისთანაც კონტაქტი ჰქონდათ და მხოლოდ ერთი ქალი იყო საეჭვო, ძველმანებში გამოწყობილი ხელზე ოქროს სამკაულებით, საოცარი ინტუიცია ჰქონდა, მარტივად შეეძლო მიხვედრილიყო ადამიანის მიზნებს, ქმედებებს სწორად აფასებდა და დასკვნებიც კარგად გამოჰქონდა. ზურას იმ ქალზე ინფორმაციის მოძიება დაავალა.
ზურა მალევე დაბრუნდა სამსახურიდან, შხაპი მიიღო და საშოპინგოდ წავიდნენ. ყველაფერი მოსწონდა ელიზაბედს, პატარა საყვარელი ბოდეები იყიდა, ბაჩუჩები და ხელთათმანები
-ელე ეს ძალიან პატარა არ არის? როგორ უნდა ჩაეტიოს ხელზე
-საყვარელო შენსავით ორმეტრიანი ხელები კი არ აქვს
-მაინც ძალიან პატარა მგონია, ჩემს ბასასოს არჩაეტევა ეგ.
-ზურაა ისე ნუ იზავ ორი ზომით დიდი მაყიდიო, მომავალ წელსაც კარგად ექნებაო მშობლებმა რომ იციან
-კარგი კარგი, როგორც გინდა ისე მოიქეცი
-აუ ეს რასაყვარელი მაისურიაა, ძალიან მინდაა
-იყიდე გიშლის ვინმე?
-აუ ესე მალე რომ მთანხმდები მერე აღარ მინდა, ხომ შეგიძლია მითხრა იცი ელიზაბედ ეს არ გინდა, სხვა აარჩიე. მე გეტყვი ეს მინდათქო და გავიბუსხები
-არა რა, ეს ქალები სასწაულის შექმნილები ხართ მემგონი. მე ჯერ ვერაფერი გაგიგე.
-არაუშავს მთელი ცხოვრება გვაქვს წინ ჩემო სიცოცხლე.
-თუ იყიდე ყველაფერი წავიდეთ მაშინ
-ამ ეტაპზე მოვრჩი
-კარგი გასაღები წაიღე და მანქანაში დამელოდე, შევაფუთიებ ყველაფერს და მოვალ
-კარგი პატარავ
_ყველა ნივთი შეაფუთია, საკონდიტროში შეიარა, ტკბილეული იყიდა და გარეთ გავიდა. არც თავის მანქანა დახვდა და არც ელიზაბედი. იფიქრა თვითონ დაჯდა საჭესთანო და დაურეკა მაგრამ მიუწვდომელი იყო. ახლომახლოს ყველგან მოძებნა, ყველაფერი დაათვალიერა მაგრამ არსად ჩანდა
-ბატონო რამე ხომ არ დაკარგეთ? გეტყობათ რაღაცას ჯავრობთ
-ფეხმძიმე გოგო ხომ არ დაგინახავთ? შავი მერსედესი მეყენა აქ ეს კლასი
-ააა კი კი ვიღაც კაცს ეკამათებოდა, შენდეგ მანქანაში ჩასვა და წაიყვანა.
-რააა? დარწმუნებული ხართ?
-დიახ ბატონო, ორი ნაწნავი ჰქონდა გოგოს, კომბინიზონი ეცვა და დიდი მუცელი ჰქონდა
-ახლა გავაფრენ, შეგიძლიათ პოლიციაში წამომყვეთ?
-ღმერთო ჩემო მოიტაცეს?
-შესაძლოა, ნებით არავის გაყვებოდა დარწმუნებული ვარ
-კარგი წავიდეთ შვილო, დრო არ დავკარგოთ.
_საშინლად მაღალი მუსიკა იყო, ერთმანეთში ირეოდა მოცეკვავე სხეულები, მაცდური ღიმილი და აღზნებული მამაკაცების სიგიჟემდე მიყვანილი სახეები.
ბართან იჯდა, სვავდა და ირგვლივ არაფერი აინტერესებდა. მერამდენედ აღამებდა იმ ბარში ვინ იცის, მერამდენე ტკივილიანი საღამო იყო. ეზიზღებოდა სახლში მისვლა, ეზიზღებოდა ყველაფერი რაც ელიზაბედის თავს ახსენებდა. ყველგან ის იყო, ყველგან მისი ხმა ესმოდა და მის სურნელს გრძნობდა. ვეღარ ფიქრობდა, აღარ იცოდა სად წასულიყო, რომელ გზას დასდგომოდა. ყველაფერი სცადა, ყველა გზა გამოიყენა, ყველა შესაძლებლობა ამოწურა მაგრამ ელიზაბედს ვერ უშველა, ვერ იპოვა, ვერ დაიბრუნა და რაც უფრო მეტი დღე გადიოდა მით მეტად ანადგურებდა, კლავდა და ძალას აცლიდა გაუსაძლისი ტკივილი. ორი კვირა გავიდა რაც უგზო-უკვლოდ დაიკარგა, არაფერი იყო, თითქოს მიწამ ჩაყლაპა, გაუჩინარდა. ქალაქის გარეუბანში დაგდებული მანქანა იყო მარტო და ელიზაბედის სამაჯური. ყოველ დღე თავს ინუგეშებდა და ახალ ხელჩასაჭიდ ძაფს ეძებდა. ვერასდროს აპატიებდა თავს მას ან მის ბავშვს თუ რამე დაემართებოდა, ისედაც თავს აბრალებდა რაც მოხდა და ორმაგად ინადგურებდა თავს ფიქრებით.
გვიან ღამით გამოვიდა ბარიდან, საჭესთან დაჯდა და სახლში წავიდა. მანქანის მართვა უჭირდა, ორად ხედავდა გზას და კონტროლს კარგავდა. უმისამართოდ მიდიოდა, ზღვისკენ ავიდა, მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. ბარბაცით მიდიოდა და ღრიალებდა, ელიზაბედს ეძახდა და პატიებას სთხოვდა. გულიდან წამოსული ცრემლებით ტიროდა, უწყვეტი ჯაჭვივით ჩამოსდიოდა წვერიან ლოყაზე და ყელისკენ უჩინარდებოდნენ. მუხლებზე დამხობილი, სასოწარკვეთილი მუშტებს მიწას უშენდა და ოთხად მოკეცილი არეული მზერით ერთსა და იმავეს ყვიროდა
-სიზმარია, ვიცი რომ სიზმარია, არშეიძლება ისეთი სინამდვილე იყოს სადაც შენ და ჩემი პატარა აღარ ხართ. გპირდები შენს ყველა ახირებას ავიტან, გპირდები რაც დრო მაქვს სულ შენ დაგითმობ, მითხარი რომ მეხუმრე და გამოჩნდი, გთხოვ გამოჩნდი და ჩემთან იყავი. დროში გავიყინე ელიზაბეეედ, წამი გაჩერდა და აღარ აგრძელებს ათვლას. იმ მომენტში გაიყინა როცა მომტაცეს შენი თავი. ზურა არარსებობს შენს გარეშე, გაიგეეე? ვიცი რომ მისმენ, შენ ხომ უთქმელად გესმოდა ჩემი, ჩემი გულის განუყრელი ნაწილი ხარ ელიზაბედ. ზურას გული და სული ხარ. ამ დიდ სამყაროში შენ ჩემი პატარა სამყარო ხარ. დასრულდეს გთხოვ, მეტის ატანა აღარ შემიძლია, დასრულდეეს ეს ტანჯვა. ნუთუ მე არ მაქვს ბედნიერების უფლება.
_პატარა ბავშვივით ქვითინებდა ადგილზე გაყინული, ვეღარ სუნთქავდა და სწორად აზროვნებას ვეღარ ახერხებდა. როგოღაც შეძლო სახლში მისვლა. პირდაპირ დივანზე დაემხო და თვალები დახუჭა. აღარ უყურებდა ტელევიზორს, არც სოციალურ ქსელს იყენებდა რადგან ყველგან ელიზაბედი იყო, მისი ფოტოები, ფუჭი ინფორმაცია და უფრო დამძიმებული კადრები რომელიც სულს უხუთავდა.
დილით მობილურის ხმაზე ძლივს აწია თავი, უცხო ნომერი იყო და სწრაფად უპასუხა
-გამარჯობა, ბატონ ზურას ვესაუბრები?
-დიახ გისმენთ
-გამომძიებელი გახლავართ, ლუკა გეგეშიძე
-დიახ
-ცხედარია ნაპოვნი ფეხმძიმე ქალის, ამოსაცნობად უნდა მოხვიდეთ
-არაააა, ჩემი ელიზაბედი ვერ იქნება, ასე ვერ გამიმეტებდა. რაღაც გეშლებათ
-დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, უბრალოდ აუცილებელი პროცედურაა ამოსაცნობად მოხვიდეთ.
-მოვალ, ახლავე წამოვალ
_სასწრაფოდ ლილიანას დაურეკა
-მიშველე გთხოვ, ვკვდები
-რამე გაიგეე? რამოხდა ზურა თქვი
-ცხედრის ამოსაცნობად მიბარებენ, მითხარი გთხოვ რომ სიზმარში ვარ, მითხარი გთხოვ რომ მატყუებენ
-ზურა მე, მე არ, არ ვიცი რა გითხრა. აი ახლა საშინლად მტკივა, გული გამეყინა თითქოს. დამშვიდდი გთხოვ, სიმართლე არ იქნება, ელიზაბედი ძლიერია, ასე ვერ მოგვექცევა, არც გაიფიქრო ეგ იცოდე. წავალთ და ცხედარს ვნახავთ, იქ ელისაბედი არ იქნება, გაიმეორე
-ლილიანა ჩემი ელისაბედი რომ იყოს? _ტიროდა და სიტყვებს ძლივს აბავდა
-გაიმეორე ზურა გაიმეორე
-ის ელიზაბედი ვერ იქნება
-აი კარგია, კიდევ გაიმეორე
-ის ელიზაბედი არ არის, არ არის, ხომ არ არის ლილი?
-არ არის არა, ახლა ღრმად ისუნთქე და რაც შეიძლება მალე მოდი. მეც გამოვალ მისამათი ესემესით გამომიგზავნე.
-კარგი გამოვდივარ.
_მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას, ხელები უკანკალებდა და ერთიანად თრთოდა. ერთი და იმავე სიტყვებს იმეორებდა
-ის ელიზაბედი არაა, ჩემი ელიზაბედი ჯანმრთელია და მალე დამიბრუნდება
_საავადმყოფოსთან იყო უკვე, რამდენიმეჯერ სცადა შესვლა და ვერ გაბედა, ლილიანაც მოვიდა და მაგრად მოეხვია, ამხნევებდა და ყველანაირად გვერდით ედგა.
-ამოიგდე ყველანაირი აზრი, ის არაა ელიზაბედი და ვსო მორჩა. შენ თუ დაეცემი, შენ თუ არ იქნები ძლიერი ელიზაბედი ვის გამო გაძლიერდეს. წარმოიდგინე აბა ის ვისთვის იბრძვის, ვისი იმედი აძლებიებს ყოველ დღე. შენი და შენი სიყვარულის. არ გაბედო და მეორედ ხელი არ ჩაიქნიო, არ თქვა არც გაიფიქრო რომ ის ცოცხალი აღარ არის, მოეშვი სასმელს და უფრო მეტი იფიქრე, ის შენ გელოდება. მას ჩვენ ვჭირდებით გახსოვდეს
_ერთად შევიდნენ მორგში, ხელებს უჭერდნენ ერთმანეთს და ელოდებოდნენ გარდაცვლილი სახის დანახვას. როგორც იქნა თეთრი ნაჭერი მოაშორეს ცხედარს. ლილიანამ თავი გაატრიალა და თვალები დახუჭა, ზურას მხარს შემოეხვია და ტირილი დაიწყო
-ხომ გითხარი ჩვენი გოგო ვერ ინებათქო.
-გავიდეთ, ნუ ტირი გთხოვ.
-მძიმე დასანახი იყო. წამით გავიფიქრე, გავიფიქრე რომ
-ჩშშშ, აღარ გააგრძელო _ხელი მოკიდა და მორგიდან გაიყვანა. მშვიდად ამოისუნთქეს. არ იყო ელიზაბედი, სრულიად უცხო იყო მაგრამ მისი ოჯახის წევრების ტკივილიც ეტკინათ. წამებში გაურბინათ კადრებად ყველა სიუჟეტმა და თავის შეკავება ვერ შეძლეს. სასწრაფოდ გაეცალენ საავადმყოფოს და ფეხით გაისეირნეს.





-მიდი კიდევ შეუტანე საჭმელი, იქნებ რამე შეჭამოს
-სულ ყ*ეზე შეჭამს თუ არა, ჯიუტი თხაა, დღესვე მოვკლავდი ბოსი რომ არ ჯიუტობდეს.
-ეეე ძმაო დაუკვირდი სიტყვებს, უდანაშაულოა ეს გოგო ყველანაირად, თანაც ვერ ხედავ რამხელა მუცელი აქვს?
-სულ არ მაგის მუცელი? ორი კვირაა მაგის პრიკაზებს ვიტან და თან ვყვები. ის კი მაინც ზის და ცრემლებად იღვრება. ზურა ზურა...რა ნახა იმ სი*ში მაინც ვერ ვხვდები
-მალე მშობიარობა დაეწყება, მერე რა უნდა ვქნათ
-ბოსსაც ეგ უნდა, ბავშვი უნდა და არა ეს გოგო
-რაში სჭირდება ამის ბავშვი, უნდა მოკლას?
-ალბათ უფრო დიდი ტკივილი რომ მიაყენოს, აბა მე რა ვიცი რა აზრები უტრიალებს თავში იმ გიჟს.
-იქნებ ცოტა ჭამოს, მე შევალ.
_ლანგარი აიღო და ოთახში შევიდა. ოთხათ მოკეცილი იწვა ლოგინზე, ხელებზე და ფეხებზე ბორკილები ეკეთა და ლოგინზე იყო მიბმული. თვალები ჩაშავებოდა, სულ თეთრი იყო, თმა არეული ჰქონდა და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მივიდა და ლოგიმთან ჩამოუჯდა
-ძალიან ცუდად იქცევი, შენ თუ გკიდია შენი თავი ბავშვზე რატო არ ფიქრობ?
-თქვენ რატო არ იფიქრეთ ბავშვზე რომ მომკიდეთ ხელი და სადღაც გადაკარგულში გამომამწყვდიეთ.
-ჩვენ ამაში გვიხდიან დაიკო. საერთოდ არ მსიამოვნებს შენი წამება მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. შენი ბავშვის გამო მაინც ჭამე ცოტა, ისაა ცოდო.
-რა იქნება შემდეგ? რას მიპირებთ?
-ბოსი რასაც გვიბრძანებს, აბა მე რა ვიცი?
-ვინ არის შენი ბოსი?
-ბევრის ცოდნას ითხოვ უკვე დაიკო, არშეიძლება ეგრე. მოდი ახლა ჭამე და უნდა გავიდე მე.
_გაჭირვებით წამოიწია, რამდენიმე ლუკმა შეჭამა და ისევ დაწვა
-ძალა არ მაქვს, ასე მეც მოვკვდები და ჩემი ბავშვიც, უკვე რამდენიმე დღეა არ განძრეულა, სულ ფეხებს მირტყავდა, ახლა აღარ ინძრევა გესმის? _დალურჯებული ხელებით იმშრალებდა ცრემლებს. სისხლის მიმოქცევას უჩერებდა დიდი შავი რკინები ხელზე, რომ დაჰკიდებოდა. მეტს ვეღარ უძლებდა, აღარ შეეძლო მეტის ატანა.
-კარგი დაწყნარდი, ვეცდები გიშველო, ბოსს დავურეკავ.
_ოთახიდან გამოვიდა და თავის დამკვეთს დაურეკა
-უფროსო გოგო ცუდადაა, ამბობს რამდენიმე დღეა ბავშვი არ განძრეულა და იმასაც მოკლავთ და მეცო.
-იქნებ იტყუება
-არ იტყუება, ძალიან ცუდადაა
-ბავშვს არაფერი არ უნდა დაემართოს გასაგებია?
-მე რა ვქნა არ ვიცი
-სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქრო, მისმინე ვიდეო გადაუღე, თქვას რაც უნდა, უთხარი რომ ზურას უგზავნი.
-კარგი ქალბატონო.
_ელისაბედთან შევიდა და სიტყვა სიტყვით მოახსენა
-ზურას უგზავნი მართლა? ასეთ დღეში არ მინდა რომ მნახოს, ვერ გადაიტანს.
-მოწესრიგდი და უთხარი რაც გინდა, მე გადაგიღებ.
_სავარცხელი მოატანია და თმა გაისწორა, სველი სალფეთქით სახე გაიწმინდა და მოემზადა ვიდეოს ჩასაწერად.
-სისულელე არაფერი თქვა იცოდე, ერთი შანსი გაქვს.
-საყვარელო ცოცხალი ვარ, ვიცი მოგენატრე, ვიცი გტკივა და გაუძელი გთხოვ, მალე ისევ ერთად ვიქნებით, შენ ჩემი ზურა ხარ, მე შენი ელისაბედი. ზურას და ელისაბედის ისტორია ასე ვერ დასრულდება, ჩვენი პატარაც გრძნობს და ენატრები. გაუძელი პატარავ, იცოდე შენს ელისაბედს უყვარხარ და მოუთბენლად გელოდება.
-მორჩი?
-არა მაგრამ მეტს ვერ ვიტყვი.
_ჩანაწერი ბოსს გადაუგზავნა, მან კი ზურას. სკვერში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ ზურა და ლილიანა ჩანაწერი რომ მიუვიდა.
-ცოცხალიაა, ლილი ცოცხალია ხედავ? მე მელოდება, ჩემი იმედი აქვს და მე ვერაფერს ვაკეთებ. არა იდიოტი ვარ, გამოუსადეგარი იდიოტი რომელიც თავის ცოლსაც კი ვერ უვლის.
-დაწყნარდი ზურა, რაც მნიშვნელოვანია გავიგეთ, რომ კარგადაა. ერთი აზრი მაქვს, წამოდი სასწრაფოდ სახლში.
_ზურასთან ავიდნენ, ყველა ფოტომასალა და ვიდეოჩანაწერი თავიდან იყურეს.
-ბოლოს შენი მანქანა გარეუბანში ნახეს. იქ ამოღებული ვიდეოკადრებიდან სამი ღამის განმავლობაში მხოლოდ 5 მანქანა ჩანს. ხუთივეს იდენთიფიკაცია მოხდა და ხუთივე მადგანი გამოირიცხა. ანუ გამოდის რომ სადღაც იმ გარეუბანში ჰყავდათ ელე რამდენიმე დღე რომ ქალაქიდან გაეყვანათ.
-ეგ ინფორმაცია რას გვაძლევს?
-ეს იმას გვაძლევს, რომ
-ერთიწამით, გურამი მირეკავს....გისმენ გურამ
-ბოდიში გაწუხებთ, სანამ ქალბატონ ელიზაბედს გაიტაცებდნენ ერთ ქალზე ინფორმაციის მოძიება დამავალა. ყველაფერი გავარკვიე.
-ვინ ქალზე? ან რატომ დაგავალა?
-ის ბიჭები ვიპოვე ვინც საწარმოს ინციდენტი მოაწყო, დაგვავალა გვეთვალთვალა და ვისაც შეხვდებოდნენ ყველასთვის ფოტო გადაგვეღო. ერთ ქალზე დაეჭვდა და ინფორმაციის მოძიება მთხოვა
-ქალზე?
-დიახ
-ოხ ელიზაბედ ჩემს გარეშე რას ხლართავდი. გურამ ყველა ინფორმაცია მინდა, იმ ბიჭებზეც და იმ ქალზეც.
-კარგით ყველაფერს მაილზე გადმოვგზავნი. იმედი მაქვს დაგეხმარებათ.
-მადლობა გურამ
_საშინლად გაბრაზდა მის გარეშე რომ მოქმედებდა ელიზაბედი. მის გარეშე დეტექტივობანას თამაშობდა და თვითონ არაფერი იცოდა.
-გესმის ლილიანა? შენი დაქალი შეშლილია. კიმაგრამ ასეთი უშიშარი როგორ არის დამოუკიდებლად რომ გადაწყვიტა ყველაფერი.
-შენ კიდე არ იცნობ ელეს. იმაზე ძლიერია ვიდრე გგონია.
-რატომ ჰქონდა ეჭვი ამ ქალზე? დააკვირდი ფოტოს როგორ აცვია
-ელიზაბედი საკმაოდ ჭკვიანია, დააკვირდი კარგად მაგ ფოტოს
-სახეც კი არ უჩანს, ვერაფერს ვხედავ ხელჩასაჭიდს.
-ხელზე ოქროს სამკაულები და ბეჭედი უკეთია
-მერე?
-ზურა ქალს თუ ტასაცმლის ფული არ აქვს, ასეთ სამკაულს გაიკეთებს?
-ვიღაც მარიამ შონია ყოფილა. პირვლად მესმის, შენ გეცნობა?
-არამგონია აქ ასე მარტივად იყოს საქმე. ერთ დეტექტივს დავურეკავ, მიწიდან ამოიყვანს და ისე მოგვიყვანს.
-ვითომ ეს ქალი ღირს ამად?
-ელიზაბედის ინტუიციას ვენდობი, თუ მან ჩათვალა რომ ეს ქალი ღირს გამოძიებად ანუ ღირს.
-ელიზაბედის გადასარჩენად ყველა გზა უნდა ვცადო რადაც არ უნდა დამიჯდეს! დაურეკე აბა იმ დეტექტივს რას გვეტყვის.
_დეტექტივს ესაუბრა, შეხვედრა დაუნიშნა და დათქმულ დროს ზურასთან მიიყვანა.
-ბატონო ელიზბარ რთული ვითარება გვაქვს, ეს ქალი უნდა იპოვოთ სასწრაფოდ. შესაძლოა მას ჰყავს გატაცებული ელიზაბედი. იმ ორი ბიჭის ადგილსამყოფელიც დავკარგეთ.
-არ იდარდოთ, ეს საქმე მე მომანდეთ, არ გამიჭირდება ამ საქმის გახსნა. არანაირი პოლოცია იცოდეთ.
-არა რასამბობთ, რასაც გვეტყვით იმას გავაკეთებთ.
-ვიდეო საიდან არის გადმოგზავნილი?
-მაილიდან
-მშვენიერი, უკვე მომწონს. ყველაზე დიდი შეცსდომა მანდ დაუშვეს.
-ხელჩასაჭიდია რამე?
-რათქმაუნდა, მე მარტო არ ვმუშაობ. უძლიერესი გუნდი მყავს ზურგს უკან.
-მთავარია ვიპოვო, ყველაფერს გავაკეთებ.
-ვფიქრობ რომ თქვენც გითვალთვალებენ. აი ახლა გვჭირდება ძალიან დისი სკანდალი
-რას გულისხმობთ?
-თვითმკვლელობის სცენა უნდა გაითამაშოთ
-რასისულელეა, რაში გამოგვადგება ეს?
-თუ თქვენ გითვალთვალებენ აუცილებლად გავაბავთ და კვალზე გავალთ. კარგად უნდა დავგეგმოთ, ტელევიზიამ უნდა გააშუქოს აუცილებლად, თქვენ კი ვითომ და ძალიან მძიმე პაციენტი უნდა იყოთ.
-ამას როგორ ვიზავთ? საავადმყოფოში ხომ გაირკვევა სიმართლე
-რათქმაუნდა არა, ყველაფერს მოვაგვარებ.
-კარგით იყოს ეგრე როგორც გინდათ.
-ჯერ რაღაცაში მინდა დავრწმუნდე, თუ ჩემი ვარაუდები გამართლდა მაქსიმუმ ერთ კვირაში ელისაბედი სახლში იქნება
-მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები
-რასამბობთ, ლილიანას მამამ დამაყენა ფეხზე, მისი წყალობით მივიღე განათლება და მის ერთადერთ ქალიშვილს როგორ ვეტყვი უარს.რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ.
_დაემშვიდობა და წავიდა საქმის დასაწყებად.
-იქნებ პოლიციისთვის დაგვეცდია? სწორად ვიქცევით?
-და რასაკეთებს ეგ შენი პოლიცია? ორი კვირა ვაცადეთ, საკმარისი დროა უკვე! არვიცით როგორ არის, სად არის და რას უკეთებენ ყოველ დღე, შენ კიდევ პოლიციაო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი როგორი ძლიერია ელე, ვიცი რომ უაზრო პანიკას არ აყვება და ყველა გზას იპოვის იქედან თავის დასაღწევად ჩვენ არ ვიცით რა დონის ბოროტმოქმედებთან გვაქ საქმე. მათ ფული არ უნდათ თორემ აქამდე მოგთხოვდნენ გამოსასყიდს. ეცადე ლოგიკურად იაზროვნო ზურა! ვეღარ გცნობ.
_საშინლად გააბრაზა ზურას სიტყვებმა, ჩანთა აიღო და გაეცალა, მარტო ყოფნა სჭირდებოდა დასაფიქრებლად და ყველაფრის გასაანალიზებლად.
_ელიზაბედი გონივრულად თამაშობდა, მაქსიმალურად ცდილობდა ერთ-ერთ გამტაცებელთან დაახლოებას და მისი წყალობით თავის დაღწევას. იმაზე მეტად ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე ფიქრობდნენ, ყველა ნაბიჯს ზედმიწევნით სწორად თვლიდა, რომ შეცდომა არ დაეშვა.
-საუზმე მოგიტანე, კვება გჭირდება
-არ გესმით ჩემი ტკივილი, უკვე რვა თვის ფეხმძიმე ვარ, ბავშვი არ მოძრაობს გესმის? შენ კიდე ჭამეო.
-მე არ ვიცი როგორ დაგეხმარო, არშემიძლია.
-შეგიძლია, ვიცი შეგიძლია. ცოლი გყავს?
-კი
-შვილი
-კი
-შენი ცოლი რომ ასეთ დღეში ყოფილიყო რას იზავდი? შვილი რომ დაგღუპოდა როგორ მიიღებდი? რატო გინდა ეს ტკივილი მე გადავიტანო შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია
-მე უბრალოდ დამავალეს სხვა გზა არმაქ რატომ არ გესმის?
-ფულია პრობლემა?
-ფულიც კი და რომ ვუღალატო ის ქალი მომკლავს
-ქალი ანუ ხომ? მისმინე ფულს რამდენსაც მეტყვი იმდენს მოგცემ, შენს ცოლ შვილს არაფერი ემუქრებათ დამიჯერე, თუ დამეხმარები შენი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება და არაფერი მოგაკლდება, ჩემი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ თითს ვერ დაგაკარებს ვერავინ მაგრამ გახსოვდეს ჩემი ქმარი დღეს თუ ხვალ გვიპოვის და ისე მოგკლავს თვალს არ დაახამხამებს. დაფიქრდი იცოდე, შენ ჯერ კიდევ არ იცი ვინ მოიტაცე.
-როგორ უნდა დაგეხმარო, აქედან ვერ გაგიყვან ხომ იცი მარტო არ ვარ
-ვიცი კი, მოვიფიქრებ და თუ დამთანხმდები ისეთ გზას ვიპოვი, რომ არცერთი არ დავზარალდებით.
-კარგი თანახმა ვარ.
_ბავშვის უმოქმედობის ამბავი ჩვეულებრივი სპექტაკლი იყო, ყოველ წუთს მოძრაობდა მუცელში, გეგონებოდათ აკრობატულ ილეთებს აკეთებსო. დეტექტივი ძალიან სწრაფი აღმოჩნდა, მალე შეაგროვა ინფორმაცია უცნობ ქალზე და ზურას დაურეკა
-კარგი ამბავი გაქვთ იმედია.
-ჩემი ვარაუდი გამართლდა, მარიამ შონია გამოგონილი სახელი და გვარია. ის ვიღაც თეა ალანიაა
-რაა? გაიმეორეთ რა თქვით?
-ის ქალბატონი თეა ალანიაა. ერთი წლის წინ დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, საკუთარი ბიზნესები აქვს და საკმაოდ შეძლებული ქალია, იცნობთ?
-ეგ ის ქალია ქორწილის დღეს რომ მიმატოვა, მაგის გამო ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა.
-ახლა ნათელია რატომ გაიტაცა თქვენი ცოლი
-არ შევარჩენ, გეფიცები არ ვაპატიებ ჩემი საყვარელი ქალის ტანჯვას.
-დამშვიდდით, ცხელ გულზე არაფერი გააკეთოთ, ყველაფერი მე მომანდეთ.
-როდემდე?
-როგორც ვივარაუდე თქვენც გითვალთვალებენ. ყველაფერი იციან თქვენს შესახებ. გარეთ არ გამოხვიდეთ, ახლა საავადმყოფოს დირექტორთან მაქვს შეხვედრა, როგორც კი მოვაგვარებ საქმეს მეორე ნაწილზე გადავდივართ!
-მე რა უნდა გავაკეთო?
-ლილიანას ყველაფერი ავუხსენი და უკვე გზაშია, ყველაფერს გეტყვით.
_დაბნეული იყო, არ იცოდა რა გაეკეთებია, სწორი იყო თუ არა მისი ქმედებები, ბრაზი ახრჩობდა, ვერ იტანდა იმ ქალს, ეზიზღებოდა და ისე მოკლავდა თვალსაც არ დაახამხამებდა. ჯერ ზურას გაუნადგურა ცხოვრება და ახლა მის საყვარელ ქალს ტანჯავდა. ფიქრებში იყო გართული კარზე ზარი რომ მოესმა. ლილიანა მივიდა, ლეპტოპი გახსნა და ახსნა დაიწყო.
-კონკრეტულად რა უნდა ვერ გავიგეთ, ვფიქრობ მიზნად შენი გამწარება აქვს ისე რომ არაფერი დაგიშავდეს თორემ ელიზაბედს არ მოიტაცებდა.
-მე რა უნდა გავაკეთო
-უნდა მოკვდე
-რაუნდა ვქნა?
-ფიქტიურად რათქმაუნდა, თვითმკვლელობის სცენა უნდა გაითამაშო
-როგორ?
-სასწრაფოს გამოვიძახებთ, შენ ვითომ ვენები გაქვს გადაჭრილი, ყველაფერი სისხლიანი უნდა იყო, ტელევიზიაც მოვა და საავადმყოფოში გადაყვანიდან 2 საათში იტყვიან რომ მოკვდი.
-რას მოვიგებთ ამით?
-დროს და აუცილებლად გავალთ კვალზე.
-აჰა ანუ თვითმკვლელობის ინსცენირება, დროს რაღატომ ვკარგავთ? დავიწყოთ.
-ყველაფერი მზად მაქვს, ისე სულ კი მაინტერესებდა ფილმებში როგორ აკეთებდნენ ასეთ სცენებს და დღეს დავიკმაყოფილე ჩემი ინტერესის ფართო არეალი.
-ეს რისი ხსნარია?
-სისხლია, ნუ მე მხატვარი არ ვარ და ამიტომ ეს 3D ნახატი ვიყიდე.
-ეს ნახატი უნდა დავიკრა ხელზე?
-კი ამას დაიკრავ და სისხლით გავაფორმებ.
-აზარტში შევედი, საინტერესოა
-ახლა დაწექი და ხელის გარშემო დავასხავ. დავრეკავ სასწრაფოში, ჟურნალისტები უკვე გზაში არიან და დროა მეც დავიწყო კივილ წივილი.
-ჩემს დატირებას აპირებ?
-ნუ თუ არ გინდა რომ ელიზაბედმა დაგიტიროს.
_ყველაფერი მზად იყო, კარები ღია დატოვა, ზურას სხეულთან ჩაიმუხლა და დაიწყო მოთქმა გოდება. ლილიანას კივილზე სიცილს ძლივს იკავებდა, ჟურნალისტები მალე მოვიდნენ, სასწრაფო დახმარებამაც არ დააყოვნა და სწრაფად გადაიყვანეს საავადმყოფოში. ყველა საინფორმაციო ზურას სისხლში მცურავ სხეულს აშუქებდა, ერთი ორად გაბუქებულ სიუჟეტს აღწერდნენ და სიტუაციას ორმაგად ამძიმებდნენ. ყველა დეტალი ზუსტად იყო გათვლილი და შესრულებული. მართალი აღმოჩნდნენ. ქალბატონმა ალანიამ რეპორტაჟის ნახვის შემდეგ მოსვენება დაკარგა, საერთოდ არ აინტერესებდა ელიზაბედი, მხოლოდ ის უნდოდა ზურა გადარჩენილიყო.
-არაა შენ არ გაქვს უფლება ჩემი მიტოვების, შენ ჩემი ნებართვის გარეშე ვერსად წახვალ, ამქვეყნად მხოლოდ ჩემი უნდა იყო, იმქვეყნადაც მხოლოდ ჩემი სურვილით წახვალ. რატომ გააკეთე ზურა ეს რატოომ. მე ხომ მხოლოდ ბავშვი მინდოდა, ბავშვი რომ ჩემთან ყოფილიყავი. დავიჯერო ასე ძალიან გიყვარს ის ძუკნა? არა უნდა ვნახო, სიკვდილის უფლებას ვერ მივცემ, უნდა შევეხო, უნდა ვიგრძნო ისევ მისი სითბო.
_საგულდაგულოდ შეიმოსა და საავადმყოფოში წავიდა




_ელიზაბედის ოთახში საჭმელი შეიტანა, პატარა ხის მაგიდაზე დადო და გამოსვლას აპირებდა ელიზაბედმა, რომ შეაჩერა
-გეგმა მზად მაქვს, დამეხმარები თუ არა?
-არა გადავიფიქრე _ვერ უთხრა, რომ ზურამ თვითმკვლელობა სცადა. ვერგაბედა მისი ანერვიულება და არაფერი უთხრა, სწრაფი ნაბიჯით გაეცალა რამე რომ არ დასცდენოდა.
-ელიზაბედ დაწყნარდი, სიმშვიდე შეინარჩუნე, გამოსავალს იპოვი, გეყო რაც იტირე, ვიცი ჰორმონებმა გძლია მაგრამ საკმარისია, უნდა გაძლიერდე, გზა უნდა იპოვო თავის დასახწევად. ერთი ორი სამი... _ღრმად სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა და თავის თავს აწყნარებდა.
თეამ ვერ მოითბინა და საავადმყოფოში მივიდა. მარტივად იპოვა ზურას პალატა და შევიდა.გაოგნებული იყურებოდა,ცარიელი საწოლი რომ დახვდა, იფიქრა პალატა შემეშალაო და გამობრუნებას აპირებდა ხელებგადაჯვარედინებული ზურა რომ დაინახა, კარს მიყრდნობილი ბედნიერი სახით უყურებდა.
-გაები ქალბატონო, მარიამ არა?
-შენ? შენ კარგად ხარ?
-რათქმაუნდა, შენ არ მოხვედი ჩემამდე და ვეცადე მე მომეყვანე.
-როგორ მიხვდი? _საშინლად დაიძაბა და ანერვიულდა, ზურა კი მშვიდი ღიმილიანი სახით აგრძელებდა მის გაგიჟებას
-გეგონა უმოქმედოდ ვიყავი? გეგონა ჩემს ცოლს ხელში ჩაგიგდებდი და მე ასე მშვიდად გავაგრძელებდი ცხოვრებას? ეჰ ჩემო თეა როგორ შეცდი ჩემს ცნობაში. შენ ვერც კი იფიქრებ იმას რისი გაკეთებაც შემიძლია. შენი სისუსტე ყოველთვის ემოციები იყო, ემოცია გმართავს შენ და ეგ გღუპავს.
-შენ ცოლს ვეღარ ნახავ, არასწორი გზა აირჩიე
-ალბათ მდგომარეობას სწორად ვერ აფასებ, ჩემს ხელში ხარ და რასაც გეტყვი იმას გააკეთებ!
-რომ არა?
-მოკვდები
-რა სასაცილო ხარ, შენ მომკლავ?
-მე უბრალოდ ფულს გადავიხდი, შენ კი შავ მიწაში ცოცხლად აღმოჩნდები.. აი ის წიგნი იცი? "ცოცხლად დამწვარი"? მას არაფერი დაუშავებია და ცოცხლად დაწვეს, შენ დააშავე და შენზე ახალი წიგნი დაიწერება "ცოცხლად დამარხული" ბესთსელერი გახდება მაგრამ მაგ ისტორიაში შენ არავინ შეგიცოდებს
-ზურა შენ ასეთი არ ხარ
-ვარ! ჩემი ცოლი სად გყავს?
-არვაპირებ გითხრა
-კარგი. _თმაში ჩაავლო ხელი, კარი გააღო და ბიჭებს ანიშნა უკან გამომყევითო. თმით მიათრევდა და ყველა მის სიტყვას აიგნორებდა, მანქანაში ჩასვა, ორი ბიჭი თავისთან ჩაისვა, ოთხი მეორე მანქანით გაჰყვნენ და დიდი სისწრაფით დაიძრნენ ადგილიდან. თავის კონტროლი უჭირდა, ცდილობდა არაფერი ეთქვა და მისი მუქარები გაეტარებია. როგორც იქნა მივიდნენ, დანგრეული შენობა იყო, მთლიანად დაბზარული კედლები ჰქონდა და ყოველ წამს შეიძლებოდა სულ დანგრეულიყო
-შენ რა გინდა აქ შემიყვანო?
-არ გეკადრება ქალბატონო?
-ამას არ იზავ
-წარმოდგენაც არ გაქვს რას ვიზავ, ასერომ ან ახლავე დაურეკე ელიზაბედი აქ მომიყვანონ ან ჩათვალე აქედან ცოცხალი ვერ გახვალ
-ნუთუ ასე ძალიან გიყვარს
-ის რომ არა უკვე მკვდარი იქნები!ბიჭებო ტელეფონი წაართვით. _ჩანთა გამოგლიჯეს და მობილური აიღეს.
-დარეკავ თუ შეგათრიო იმ ნანგრევებში
-კარგი დავრეკავ _ხელი გაუწოდა მობილურის გამოსართმევად
-შენ რა დებილი გგონივარ? მე დავიჭერ მობილურს და ხმამაღალზე ჩავრთავ!
-გისმენთ ქალბატონო
-სასწრაფოდ ელისაბედი წამოიყვანეთ, მისამართს გამოგიგზავნით
-ქალბატონო იცით...მგონი...
-ამოღერღე დროზე
-მგონი მშობიარობა დაეწყო
-ჯერ ხომ რვა თვისაა, ყეყეჩო რატომ არ დამირეკე აქამდე
-გირეკავდით მაგრამ არ მიპასუხეთ
-სასწრაფოდ საავადმყოფოში წამოიყვანეთ
-ზედმეტი პრობლემები არ მინდა, ყველა ეძებს და რომ იცნონ ვერ გავრისკავდი ამიტომ ჩვენ წამოვედით
-რაქენიით?
-წამოვედით!
_ზურა უკონტროლო ხდებოდა, ელიზაბედის ადგილსამყოფელი ათქმევია, ლილიანას დაურეკა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თეა ბიჭებს დაუტოვა და თვითონ ელეს საშველად გაიქცა. ყველა აზრი ერთად უტრიალებდა თავში, გულის არეში მწვავე ტკივილს გრძნობდა და სუნთქვა უჭირდა. გზა უფრო და უფრო დიდი ეჩვენებოდა და სისწრაფეს თანდათან უმატებდა. როგორც იქნა მიაღწია, მანქანიდან გიჟივით გადავიდა და ღრიალით შევარდა სახლში.
-ელიზაბეეედ ელეეე მიპასუხე გთხოვ
_სიცხით იწვოდა, თვალებს ძლივს ახელდა და საუბრის თავიც არ ჰქონდა. ყველაფერი სველი იყო, წ....ბი დაეღვარა.
-არ გაბედო თვალების დახუჭვა, აქ ასე მარტო არ მიმატოვო თორე არასდროს გაპატიებ გპირდები.
_დალურჯებული ხელები დაინახა, სახეზე ფერი აღარ ედო და საშინელ ფორმაში იყო. ბრაზი თანდათან ერეოდა მაგრამ თავის კონტროლი შეძლო
-მტკივა _ძლივს ამოილუღლუღა და ეცადა თავი წამოეწია
-ღრმად ისუნთქე გთხოვ. ამიის დედააც ხომ იცი არაფერი გამეგება ასეთი რაღაცეების და დამეხმარე შენც.
_ხელებს დაეყრდნო და წამოიწია, ეღიმებოდა და თან ცდილობდა ძალა მოეკრიბა, გამოფიტული იყო და მაღალი სიცხით იწვოდა.
-ძალა აღარ მაქვს ზურა, აღარ შემიძლია მეტი.
-შეგიძლია, უფლება არ გაქვს, ჩვენი შვილის გამო ელე, ჩემ და შენ გამო. ჩვენ გამო გთხოვ ეცადე რაც ძალა გაქვს მოიკრიბე. უკვე ოთხ თითზე ხარ გახსნილი და სიკვდილი გინდა? გთხოვ პატარავ გთხოვ, იკივლე, იყვირე, რაც გინდა ის ქენი ოღონდ ესე ნუ ხარ გთხოვ.
-თუ რამე მომივა, იცოდე რომ..
-ჩშშშ! არაფერი არ მოგივა, მეორედ არ გაიმეორო ეგ, არგაქვს მაგის უფლება შენ! იცოდე სამ თვლაზე ვიწყებთ.. ღრმად ისუნთქე
-ზურა აღარ შემიძლია.
-შეგიძლია საყვარელო შეგიძლია
_მთელ ძალას იკრებდა რაც კი შეეძლო. საშინლად ტკიოდა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
-მოვკვდებიი ზურა
-გთხოვ სიყვარულო, გთხოვ კიდევ ერთხელ, ჩვენს გამო პატარავ.
_ბოლო ძალა მოიკრიბა რაც ჰქონდა, ხელებს ზეწარს უჭერდა და მთელი ხმით ღრიალებდა.
-ვსოო დაიბადა, გაჩნდა ჩვენი პატარა, ელე ჩვენი გოგო გაჩნდა, გესმიის?
-ხმა? რატომ არ ტირის ზურა
-არვიცი
-ზურა ცოცხალია?
_რამდენიმე წუთი ჩუმად იყო, შემდეგ კი ისეთი ტირილი მორთო. მხოლოდ მაშინ აბედნიერებს დედას შვილის ტირილის მოსმენა როცა იბადება და ხვდება რომ ცოცხალია. მხოლოდ ის ერთადერთი მომენტია როცა დედა ბედნიერია.
სასწრაფო დახმარების მანქანაც მოვიდა, კლინიკაში გადაიყვანეს და მკურნალობა დაიწყეს. ელიზაბედის მდგომარეობა სტაბილური იყო, არანაირი გართულება არ მოჰყვა, სიცხეც მალე დაუწიეს და თავს მშვენივრად გრძნობდა.
ზურამ იმდენი გააკეთა, თეა თავის ფეხით მივიდა პოლიციაში და ჩვენება მისცა.




-ზურაა რატომ ტირის ტასო?
_ბავშვი ზურას დაუტოვა და საპირფარეშოში გავიდა.
-არ ვიცი რა დაემართა
-აიყვანე
-ვერ ავიყვან
-აიყვანე ნუ გამაგიჟებ ახლა
-ძალიან პატარაა რამე რომ ვატკინო?
-მაშინ არ იყო პატარა შენ რომ მამშობიარებდი?
-კარგი ხო ავიყვან ნუ ყვირი
-მამი მოდი ჩემთან ჩემო პატარა, აუ მამი როდის გაიზრდები მართლა რა პატარა ხარ, ხელის გულზე მეტევი ჩემო ციცქნა ქალო.
-მალე გაიზრდება და გაგიფრინდება არ იჯავრო ეგ შენ
-რას ამბობ, არაფერიც ჩემი შვილი არ გათხოვდება
-კი ზურა კი, შენთან იქნება მთელი ცხოვრება, ჯერ სად ხარ თინეიჯერობის ასაკი მოუვიდეს. მერე ვნახავ შენს გაგიჟებას და ჭკუიდან გადასვლას.
-რა ცუდი გოგო ხარ ელოზაბედ! ნერვებს რატომ მიშლი?
-აი თურმე გოგო რატომ არ გინდოდა, გაგეკეთებია ბიჭი და არც მაგდენი სანერვიულო და საფიქრალი გაგიჩნდებოდა მომავალში.
_პატარა ანასტასია ხელებში ჰყავდა მოქცეული და აქეთ იქეთ აქნევდა, ცდილობდა დაემშვიდებია და დიდი სიფრთხილით ექცეოდა.
-კარგი ზურა არ მიაჩვიო ხელში დაძინებას თორე სულ შენ დაგაძინებიებ მერე. ჩააწვინე თავის ლოგინში.
-აუ მეყოლება რა გთხოვ, ნახე რა ტკბილად სძინავს.
-რაც გინდა ის ქენი, მეტი არ მინდა მიეჩვიოს ეგრე დაძინებას.
-არაუშავს მამა დააძინებს ხოლმე
-ერთკვირაში ვარჯიშს ვიწყებ და მამას უნდა ჰყავდეს ისედაც
-რა ვარჯიშს, ჯერ რადროს ვარჯიშია ორიკვირის წინ იმშობიარე
-მერე რა? ხელოვნურ კვებაზეა ისედაც და რამოხდა?
-ჯერ არგინდა ვარჯიში
-ზურა ჩემს მუცელს შეხედე, რას ქვია არ მინდა
-აუ მარტო ვერ დავიტოვებ მეშინია
-რისი გეშინია შეგჭამს?
-არა მე შეიძლება შემომეჭამოს. არვიცი როგორ უნდა ვაჭამო, საფენი როგორ გამოვუცვალო, ჩავაცვა და კიდევ რამდენი რამ არ მცოდნია
-არაუშავს ინსტიქტებს მიენდე, სადაც მე მამშობიარე იმასთან ბავშვის მოვლა რაარის.
-ნუ დამცინი ელე
-დააწვინე ცოდოა ბავშვი ეტკინა კისერი.ახლა რძეს გავუკეთებ და აჭამე
-სძინავს ჯერ
-მერე რა
-რა მერე რა მძინარემ როგორ უნდა ჭამოს?
-ელოდები თვალებს როდის გაახელს და მაგიდას მიუჯდება?
-არა მაგრამ
-რა მაგრამ ზურა პატარაა ჯერ პატარაა
-რა უცნაური არსებები არიან ეს ბავშვები.
-აბა რა გეგონა შენ?
-ხო მართლა ხვალ ვახშამზე მინდა დაგპატიჟო.
-რადროს ვახშამია, რას მოიგონებ ხოლმე რა
-გთხოვ უარს ნუ მეტყვი. კაბა გიყიდე უკვე.
-ბავშვი?
-ლილიანა იტოვებს
-კარგი მაშინ მშვიდად წამოვალ.
_მშვიდად საუბრობდნენ, ერთმანეთის ხელი ეჭირათ და ბედნიერებით ტკბებოდნენ. ყველა ტკივილმა ჩაიარა, ყველა დაბრკოლება გადალახეს, ახლა მხოლოდ მშვიდად ყოფნა და ერთმანეთის სიყვარული სჭირდებოდათ. ანასტასიას მშვიდად ეძინა, ზურა და ელე კი ჩახუტებულები ერთმანეთის სიყვარულით ტკბებოდნენ.



-ქალბატონო ელიზაბედ რა ლამაზი ხართ?
-თქვენთვის ვეცადე ბატონო ზურა
_მანქანის კარი გაუღო და რესტორანში წავიდნენ. გადმოსვლისას თვალებზე ხელი ააფარა და ისე შეიყვანა, ყველა იქ იყო, შუაგულ დარბაზში რეგისტრატორისთვის მოწყობილი ლამაზი დეკორაცია იყო, აქეთ იქეთ მეჯვარეები იდგნენ. თვალებზე ხელები მოხსნა და ტაშის ხმა გაისმა, შეძახილები ისმოდა და ოვაციებით ამკობდნენ. ელიზაბედი გაოცებული იყო, სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა, ცრემლებს ძლივს იკავებდა და ბედნიერებას ასხივებდა.
ლილიანას ეჭირა ხელში ანასტასია, ლამაზ პატარა ბანტებიან კაბაში გამოწყობილი საყვარლად გატრუნულიყო, თითქოს და მშობლების ბედნიერებას იზიარებდა. ხელისმოწერის შემდეგ ხელში აიყვანეს პატარა ქალბატონი და ფოტოს გადასაღებად მოემზადნენ, ვარდის ფურცლები ეყრებოდათ თავზე და საქორწილო მარში ისმოდა მთელს დარბაზში.
სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც ყველა დაბრკოლებას გაუძლებს. როცა ის ორმხრივია სამყაროში არარსებობს ძალა რომელიც მას დაამარცხებს. ორი მფეთქავი გული, სხვადასხვა სხეულში და თვალები, მოელვარე თვალები რომელში ყურებისასაც შენი გული სხვანაირად იწყებს ძგერას და ეს ორი გულიც ერთ რიტმში იწყებენ მუშაობას.



№1 სტუმარი სტუმარი Soft girl

კარგი ისტორია არის❤️
მაგრამ ცოტა პატარა

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

სტუმარი Soft girl
კარგი ისტორია არის❤️
მაგრამ ცოტა პატარა

გაგრძელება ექნება❤

 


№3  offline წევრი dirty teen

რა შაყვარლობები იყვნენოოო

 


№4  offline მოდერი Natiiaa33

dirty teen
რა შაყვარლობები იყვნენოოო

❤❤❤☺

 


№5  offline წევრი Crazy dreamer

Dzalian kargi iko carmatebebs gisurveb.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

კარგი იყო სიამოვნებით წავიკითხე
???? ???? ????

 


№7  offline მოდერი Natiiaa33

Crazy dreamer
Dzalian kargi iko carmatebebs gisurveb.

გაიხარე მადლობაა❤❤

სტუმარი ნინო
კარგი იყო სიამოვნებით წავიკითხე
???? ???? ????

მადლობაა მიხარია❤❤☺

 


№8 სტუმარი სტუმარი Eka

Dzalian visiamovne❣

 


№9  offline მოდერი Natiiaa33

სტუმარი Eka
Dzalian visiamovne❣

მიხარია☺❤❤

 


№10  offline წევრი ანუკიანკა

ძალიან კარგი იყო????????

 


№11  offline მოდერი Natiiaa33

ანუკიანკა
ძალიან კარგი იყო????????

❤❤❤

 


№12 სტუმარი სტუმარი დიანა

ის. გასაღები რისი იყოო? :D :D :D :D

 


№13 სტუმარი სტუმარი ლია

საოცრება იყო. კარგი ფილმი გამოვიდოდა.წარმატებებსა და დიდ ბედნიერებას გისურვებთ. გმადლობთ, რომ არსებობთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent