შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევა - სრულად


10-04-2020, 17:48
ავტორი Elisabeth_
ნანახია 7 410

თავი 1
,,იტყოდა ხოლმე, ასეთი ქალები, ბოტანიკური საოცრებებივით, ან ხელოვნურად გამოჰყავთ, ანდა სხვა პლანეტიდან არიან ჩამოფრენილებიო...."

ცხოვრება სირთულეებითაა სავსე. არჩევანი ბევრია, ძალიან ბევრი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, სწორედ არჩევაა მრავალთაგან იმ ერთის, რაზეც შენი მომავალი ხდება დამოკიდებული.
ზოგი ოჯახს ირჩევს, დედ-მამას და და-ძმას. ზოგი დამღლელ ცხოვრებას იწყებს, სადაც უამრავი მომაბეზრებელი სამსახური და გაუთავებელი თავის ტკივილია.
ზოგი ცხოვრებას საყვარელი ადამიანის გამო ივიწყებს, ზოგი კი პირიქით, საკუთარ ცხოვრებას ყველას ამჯობინებს.
მანაც აარჩია. ზუსტად რა, ეს მხოლოდ მან იცოდა. მან და იმ ღმერთმა, რომელიც მისთვის არ არსებობდა...

უკვე შუა დღე იქნებოდა, კომპანიის საქმეები რომ მოაგვარა და სკამიდან წამოდგა. გიშრისფერ თმაში შეიცურა ხელი და შუბლზე ჩამოყრილი რამდენიმე ღერიც უკაც გადააგდო. იგრძნო, თმა არ ემორჩილებოდა, ისევ მარტო ყოფნას ცდილობდნენ მოგრძო გიშრისფერი თმის ღერები და სწორედ ამიტომ მოუწია, იგივე მოქმედება რამდენჯერმე გაემეორებინა.
კედლებს მოავლო თვალი.
ოთხი კედელი და ოთხივე მთლად ყავისფრად შეღებილი. არა, საღებავი არაფერ შუაშია. კედლები თაროებს დაეფარა და ყველა პატარა თაროზე უამრავი წიგნი ეწყო. ბიბლიოთეკას დამსგავსებოდა კაბინეტი. და მას ეს საორად მშვიდ გარემოს უქმნიდა.
წიგნებს თვალი მოავლო, მერე უემოციო გამომეტყველებაზე... არა რა სისულელეა, არაფერი ასახვია! მუდამ ასე იყო, ბიჭს სახეზე ვერასდროს ვერაფერს შეამჩნევდით!
ერთ-ერთ თაროს მიუახლოვდა, იქ ეძებდა საინტერესო წიგნს. ისეთს, რომელიც წაკითხული არ ექნებოდა, ან თუ ექნებოდა, ხელახლა წაკითხვისასაც იმავეს განიცდიდა, რაც ოდესღაც უკვე განიცადა...
ბოლოს უკმაყოფილომ ამოიხვნეშა, თაროებზე ხელი ჩაიქნია, შავი თმა კვლავ უკან გადაიწია და მშვიდი ნაბიჯით მიუახლოვდა დაბალ მაგიდას. მერე კი ორიდან ერთ წიგნს დაავლო გრძელი, ნათალი თითები.
"ყოფის აუტანელი სიმსუბუქე" გადაშალა და საყვარელი წიგნის კითვა შოპენის "ვალსის" ფონზე დაიწყო.
სხვისთვის რომ გეკითხათ, გასული საუკუნის ეს უცნაურად საინტერესო წიგნი ასეთი ძვირფასი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა კაცისთვის ეს არ იყო ერთადერთი უცნაურობა და მეტიც—უცნაური წიგნების სიყვარული ყველაზე ნაკლები უცნაურობა იყო მის უცნაურ ცხოვრებაში.

დიდხანს იჯდა იქ. დიდხანს იყო თავის სტიქიაში, საყვარელი წიგნის საყვარელ პერსონაჟებთან ცხოვრობდა. მერე შოპენის მუსიკის ხმა ფხაკუნმა გადაფარა. ალბათ, ჩაეცინებოდა, თუმცა ის ხომ კონსტანტინე ალაზნისპირელი იყო. ემოციებს ვერ გამოხატავდა. არ შეეძლო... წიგნი დაკეტა. მუსიკა კი არ გამოურთავს. რბილი სავარძლიდან ადგა თუ არა, გეზი კარისკენ აიღო. გამოაღო თუ არა პატარა, ეგვიპტური კატის დიდი თვალები დაინახა. აშკარა იყო, ყურადღებას ითხოვდა. დაიხარა კონსტანტინე, კატის წინ ჩაიმუხლა, თან თავზე გადაუსვა ხელი და კატაც მაშინვე აკრუტუნდა.
-ხომ იცი, აქ არ უნდა მაწუხებდე,-მშვიდად უჩურჩულა კატას, თითქოს მოშინაურებულს მისი სიტყვების შინაარსი გარკვევით ესმოდა, მერე ხელში აიყვანა და კატაც მაშინვე მოკალათდა პატრონის მკერდთან. შოპენთან ერთად კონსტანტინეს უმეტყველო გულისცემას უსმენდა და ალბათ, უბედნიერესი ეგონა თავი.

მეორე სართულზე ავიდა ალაზნისპირელი. ავიდა და მაშინვე ვერანდას მიაშურა, სადაც კიდევ ერთი უცნაურობა ინახებოდა.
შუშის კარი რომ გამოაღო, მაშინვე ფერადი ბეგონიებით მორთული მოაჯირი დაინახა მაღალმა, შავგვრემანმა კაცმა. რამდენიმე წითელი ჰიბიკუსი ერთმანეთის მიყოლებით ცხოვრობდნენ ბეგონიების ქვეშ, ლამაზად მოპირკეთებულ ბეტონზე. სენპოლია და ლობელია კესანესთან ერთად იყოფდნენ პატარა ტერიტორიას ყვავილების დიდ ოჯახში უზარმაზარ ვერანდაზე. ვერანდის ერთ მხარეს დეკორატიულ თაროებზე ეწყო პახიფიტუმის რამდენიმე ქოთანი, რომელიც თავისი სქელი, ლამაზი ტოტებით ამშვენენდა ვერანდას. მას მოჰყვებოდნენ ცერეუსი და მამილარია, შემდეგ იყო წითლად აყვავებული ეპიფილუმი.
ალბათ, ფლორისტსაც კი არ მოაგონდებოდა იმ ყვავილების სახეობა, კონსტანტინეს ვერანდაზე რომ ცხოვრობდნენ უკვე მრავალი წლის განმაბლობაში.

თვალები გაუნათდა დიდი ოჯახის დანახვისას. გრძნობდა, როგორ ეხახუნებოდა კატა ფეხზე, ალბათ, კვლავ ყურადღებას ელოდა. ხედავდა, როგორ ეცემოდა შუადღის მზის სხივები მცენარეებს და როგორ ანათებდა მწვანე ფოთლებს ოქროსფრად. ამით იყო ბედნიერი, ამით ცოცხლობდა. რომ გეკითხათ, შენი კომპანიის ფული უფრო მნიშვნელოვანია თუ შენი ყვავილები და კატაო, რა თქმა უნდა, კონსტანტინე მეორეს აირჩევდა. ეს იმიტომ, რომ მთელ სამყაროს ერჩივნა ის სიმწვანე, რომელიც მისი ყვავილების იყო და ის ერთგულება, მისი კატისგან რომ იღებდა.

უცნაური ადამიანი იყო კონსტანტინე ალაზნისპირელი, თუმცა შესანიშნავი გარეგნობით დააჯილდოვა ბუნებამ. ვერ იტყოდა დედას ჰგავდა თუ მამას. კუპრივით შავი თმა ჰქონდა, სწორი. გრძელი თითები, ისეთი ლამაზი, თვალს ვერ მოსწყვეტდით. გიშრისფერი თვალები და მუქი ფერის კანი უფრო მეტ შარმს სძენდა და ყველაფერ ამას მისი სპორტული აღნაგობა და სიმაღლე ერთვოდა. იდეალური იყო ნებისმიერი უცხოსთვის, თუმცა, როგორც კი მის საუბარს მოისმენდით, მაშინვე იფიქრებდით, რომ საქმე გიჟთან გაქვთ.

როცა ყველა მცენარეს მოავლო თვალი, მომღიმარი სახით შებრუნდა სახლში. ჯერ კატას დახედა. მის კუთხეს მიუახლოვდა და პატარა, ყავისფერი ბურთულებით გაუვსო საჭმლისთვის განკუთვნილი ლითონის ჯამი. მერე აკნავლებულ კატას, რომელიც უკან მიჰყვებოდა, ზურგი აქცია. შემოსასვლელში გასულმა დიდი, წითელი ხის საკიდიდან შავი პიჯაკი ჩამოხსნა. ჯერ ჩაიცვა, თუმცა სარკის წინ რომ ჩაიარა, საკუთარი თავი ზედმეტად შავი მოეჩვენა.
მერე პიჯაკი გაიხადა, ისევ საკიდზე დააბრუნა, თეთრი პერანგი შეისწორა, უკან გაიხედა, ცისფერთვალება კატას დახედა.
-საღამომდე, სიმბა,-თქვა თბილი ხმით ისე, თითქოს საყვარელ ქალს ემშვიდობებაო და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა ბინა.

*

ღიღინით უვლიდა პატარა ტერიტორიას კრუგებს. ახალისებდა ზაფზულის სიცხეს გრილი ოთახიდან რომ უმზერდა. შუშის კედლებიდან ქუჩაში მოსიარულე შეწუხებულ ხალხს აკვირდებოდა და მათთან ერთად, მისი გულიც იკუმშებოდა. მერე წითლად, თეთრად, ნარინჯისფრად აელვარებულ ვარდებზე გადაჰქონდა მზერა. მინდვრის ყვავილებსაც გაუღიმებდა და ხასიათზე თვითონაც მოვიდოდა.

მერე პატარა, შინდისფერ წიგნაკს გადაშლიდა, შეკვეთებს გადაავლებდა თვალს და წამში დაიწყებდა თაიგულის მზადებას.
თხელი, გრძელი თითებით ისე ნაზად ეხებოდა ყვავილებს, როგორც დედა ეფერება ახალშობილ შვილს. მის ხორბლისფერ კანზე თითოეული ყვავილის ფერი მკვეთრად აირეკლებოდა და მუქი, ყავისფერი თვალებით ამ ყვავილისთვის ადგილის ძებნას დაიწყებდა. მერე კონებს შეკრავდა და ასეთივე ფერად ქაღალდში შეფუთავდა, საბოლოოდ კი იმ თაროზე მიუჩენდა ადგილს, საიდანაც თაიგული პატრონს კომფორტულად დაელოდებოდა.

-გამარჯობა!-გაისმა კაცის ხმა და გამყიდველი მაშინვე გამოფხიზლდა. ღიმილით დაეყრდნო მაგიდას, ანთებული თვალები მიანათა ბოლო დროს ზედმეტად აქტიურ კლიენტს და ისეთი აჟიტირებული ელოდებოდა კაცისთვის სასურველი ყვავილების დასახელებებს, როგორც ბავშვი სტუმრისგან ელის შოკოლადს.
-შოკოლადის კოსმოსი არ გაქვთ?-აშკარად დაღლილი იყო კაცი. ალბათ, ყველგან ეძება ყვავილი, შემოსვლისას ეს მაღაზიაც დაათვარიელა და, არსად რომ არ ჩანდა მცენარე, მწუხარება, სიბრაზე და მობეზრება ვეღარ დამალა.
-უკაცრავად,-ხორბლისფერ სახეზე გაოცება გამოესახა გოგოს,-შოკოლადები არ იყიდება აქ...
-ყვავილია ეს, ქალბატონო ევა!-ახლა ხმაც შეუწუხდა კაცს. ქალს, როგორც წამის წინ მიმართეს-ევას გაუკვირდა, სახე შეეცვალა. ამხელა ფლორისტმა ქალმა ვერ გაუგო კლიენტს. მერე გაეღიმა, სირცხვილისგან შეფაკლული ლოყები კვლავ ხორბლისფერი გაუხდა.
-ბატონო, ეს ყვავილი ძირითადად მექსიკაშია... საქართველოში არსად შემხვედრია.
-მომისმინეთ,-თმაგადაპარსული კაცი მხრებში გაიმართა,-ცოლი მინდა მოვიყვანო! მიყვარს ის ქალი და მისი გულის მოსაგებად ეს ყვავილი მჭირდება! და თქვენ...
-მაპატიეთ,-დაიწყო ევამ გულწრფელად,-აუცილებლად ვეცდები "შოკოლადის კოსმოსის" მოძიებას და გაგაგებინებთ, თუ მოვახერხებ შეკვეთას.

კაცმა მხოლოდ თავი დაუკრა ევას, მერე კი მაღაზია დატოვა. ისევ მარტო დარჩა გოგო, თუმცა ამჯერად ვეღარ აკვირდებოდა უცხო ხალხს შუშის კედლებს იქით. ახლა ყვავილის იმ სახეობაზე ფიქრობდა, რომელის სილამაზით ტკბობაც მხოლოდ ფოტოებით შეეძლო...

მაღაზია რომ დაკეტა, მაშინვე მეგობართან შესახვედრად წავიდა. აია სამზარეულოს მაგიდასთან დახვდა, დიდი ჭიქით ხელში. ლამაზი გოგო იყო აია. წითური თმა ჰქონდა და ახალდადებული თოვლივით ქათქათა, რძისფერი კანი. პატარა, თხელი თითებით ისე ეჭიდებოდა ჭიქას, თითქოს ვინმე ართმევდა. ფეხმორთხმით იჯდა და მისი პატარა სხეული უფრო პატარა ჩანდა. დიდი, ცისფერი თვალებით უყურებდა სახლში ახალშესულ ევას. ისეთი დაღლილი იყო აია, ამ დაღლილობას დიდრონ თვალებში ვერ იტევდა და მხრებზე გადაჰქონდა, ჩამოყრილი მხრები კი პატრონის გადარჩენას უკანასკნელი ძალებით ცდილობდნენ.
-რა გჭირს?-ევას ცოტა შეეშინდა, ასეთ დღეში რომ დაინახა მეგობარი.
-გუშინ მორიგე ვიყავი,-ამოილაპარაკა გოგომ ისე ზანტად, ისე ფრთხილად, მოსმენაც კი დაეზარებოდა უცხოს.
-მერე, დილით დაგეძინა!-უკვე მის გვერდით მჯდარ ევას ჯერ კიდევ შეწუხებული ჰქონდა სახე.
-ყოჩაღ!-აიამ მხოლოდ ახლა გაათავისუფლა ჭიქა და პატარა ხელები ერთმანეთს შემოჰკრა,-ნეტავ, მე როგორ ვერ მოვიფიქრე!
-მაპატიე,-ჩაეცინა ევას, მერე აიას შეხედა და გოგომაც მიაპყრო მზერა მას.
-ჰე, დაიწყე, მოყევი,-მკვდარი ხმით თქვა. შეგულიანებული ევაც მაშინვე მოემზადა მეგობრის გამოსაფხიზლებლად.
-შოკოლადის კოსმოსი უნდა კლიენტს.
-მერე შენი მაღაზიის გვერდით ხომ არის რაღაც მარკეტი? გავიდეს და იყიდოს...-გაუკვირდა აიას. ევას კი მაშინვე ჩაეცინა.
-ყვავილია,-ქვემოდან ახედა გოგოს.
-უი,-გაშეშებულმა აიამ მაშინვე ტელეფონს დაავლო ხელი.
-რას აკეთებ?-გაუკვირდა ევას, თან გულის სიღრმეში ეგონა, რომ აია დახმარებას აპირებდა.
-უნდა დავგუგლო,-საქმიანი ხმით წარმოთქვა წითურმა. სწორედ მაშინ იგრძნო ევამ, რა საშინელებაა იმედგაცრუება.
მერე ცისფერთვალება ლამაზმანმა ძლივსგასაგონად ამოილაპარაკა, რა ლამაზიაო, ბოლოს კი, უყურადღებობისგან ნერვებმოშლილ ევას გახედა.
-ჩემო ევდაკია,-დაიწყო ისეთი ტონით, თითქოს ბებია ესაუბრებოდა საყვარელ შვილიშვილს.
-ახლა შემოგცხებ,-გაღიზიანდა ევა. მეგობრის ტონზე, საკუთარ სრულ სახელზე თუ აიას თვალებზე, არ იცოდა, თუმცა აშკარად გაღიზიანდა.
-KA Company-ზე არაფერი გაგიგია?-დააიგნორა ევას გამოხტომა აიამ. მისი არაფრისმთქმელი თვალები რომ დაინახა საუბარი განაგრძო,-დიდი კომპანიაა, რამდენიმე წელია საკმაოდ გააქტიურდა. ყვავილების ბიზნესიც აქვთ. მიდი, გაიგე, იქნებ აქვთ ეგ... რა მოთხარი? შოკოლადის გალაქტიკა თუ...
-კოსმოსი,-შეუსწორა ევამ. ისეთი ბედნიერი ჩანდა, სიკვდილის პირას მყოფ აიასაც გაეღიმა. ევა წამოხტა, ლოყაზე დაუტოვა კოცნა მეგობარს და სახლიდან ისე გავარდა, მისთვის აღარაფერი უთქვამს.

დიდი დრო დასჭირდა ევდაკია დეკანოიძეს კომპანიის საპოვნელად, მათთან შეთანხმების დასადებად და ყვავილის შესაკვეთად. რთული იყო ყველა იმ საბუთის წაკითხვა, უცხო ქალ-კაცები რომ აწვდიდნენ კომპანიაში სტუმრობის დროს. კითხვით დაღლილს ისიც ავიწყდებოდა, ხელი როგორ მოეწერა. ბოლოს კი ძალაგამოცლილი მივიდოდა სახლში, წაბლისფერ თმებს გადაიწევდა.


თავი 2

ბოლოს კი ძალაგამოცლილი მივიდოდა სახლში, წაბლისფერ თმებს გადაიწევდა.თხელი, სუსტი ხელებიდან ჩამოისხამდა სამაჯურებს, მოიშორებდა საგარეო სამოსს და სასურველი ყვავილის მოლოდინში ტკბილად დაიძინებდა.

ორ კვირაზე მეტი გავიდა უცნაური, ნაცნობი კლიენტის სტუმრობიდან. ცხოვრება კი გრძელდებოდა.
კონსტანტინე ალაზნისპირელი მაღალ სკამზე იჯდა. წინ დიდი მოლბერტი ედგა. მოლბერტზე კი უზარმაზარი დაფა იდო. კაცის თეთრი მაისური მთლად გადაჭრელებულიყო საღებავებით. ვენებდაბერილ ხელებში პალიტრასა და ფუნჯებს ანაწილებდა. ჯაზის ფონზე მსუბუქად არხევდა თავს. მთლიანად იყო თავის საქმეში ჩართული. რას ხატავდა? არ იცოდა. უბრალოდ ხატავდა და გრძნობდა, რომ ცხოვრობდა. ხატავდა და ხვდებოდა, გარშემო არაფერი აინტერესებდა. რამ მოსწყვიტა ამ სამყაროს-მუსიკამ, ფუნჯების შეხებამ თუ ტილოზე მონასმების კეთებამ, არ იცოდა. არც აინტერესებდა. მთავარი ის იყო, რომ არც სიმბა აინტერესებდა, არც მეორე სართულის ვერანდაზე "მცხოვრები" მცენარეები, არც კომპანია, ყოველ წამს მფლობელის მოლოდინში რომ იყო...
და სწორედ მაშინ, როცა თავი საბოლოოდ დაკარგა, ტელეფონის ხმა გაისმა ცარიელ ოთახში. მერე გაიგო კატის კნავილიც. მუსიკა გამორთო. სკამიდან ჩამოხტა, ფუნჯები და პალიტრა მასზე დადო, თვითონ კი ტელეფონს დახედა. მერე, როგორც ყოველთვის, მშვიდი, საოცრად გაწონასწორებული ხმით უპასუხა...
შუადღის მზის ფონზე ფიქრი რთულია, თუმცა საჭირო. ყოველთვის საჭიროა ფიქრი. ყოველთვის საჭიროა რაღაცის გახსენება, გააზრება, დალაგება...
რომ გეკითხათ, რაზე ფიქრობო, არ გეტყოდათ. ან გეტყოდათ, რომ არაფერზე. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მუდმივად კომპანია ტრიალებდა მის გონებაში და თვლიდა, რომ არავის ეხებოდა კომპანიის საქმეები, მისი მფლობელის გარდა.
ახლა რაზე ფიქრობდა? იმაზე, თუ რატომ სთხოვეს კომპანიაში მისვლა. რა საჭირო იყო? ისედაც აპირებდა დღის ბოლოს იქ გავლას, როგორც ყოველთვის. შეივლიდა, საქმეებს თვალს გადაავლებდა, დავალებებს მისცემდა ხალხს და სახლში დაბრუნდებოდა, ყვავილებს მიხედავდა, კატას მოეფერებოდა და შოპენის მუსიკის ფონზე დახატავდა ან წაიკითხავდა. ახლა? ახლაც არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ თხოვნაში ერთ წუთამდე დრო დახარჯეს...

შუშის კარი გააღო თუ არა, მაშინვე გადაუარა ჩურჩულის ტალღამ უზარმაზარ შენობას. "ბატონი კონსტანტინე მოვიდა," "ბატონი კონსტანტინე აქ არის..." და სხვა ასეთი სიტყვა მალე ჩაიკარგა ხალხის მასაში. კართან გაჩერებულმა კონსტანტინემ უტყვი მზერა გადაატარა ჰორიზონტს. მერე თავი დახარა, შავი თვალები იატაკს გაუსწორა. გულში გაეღიმა. რამდენს მიაღწია... ოცდაცამეტი წელი და საკუთარი, ყველასთვის საოცნებო ცხოვრება ყველასთვის მიუწვდომელ ადგილას აიწყო...
მერე კვლავ ზემოთ აიხედა და თავისი კაბინეტისკენ წავიდა.
-ბატონო,-გაიგო გოგოს ხმა და მაშინვე გაჩერდა. თითქოს მხოლოდ ახლა დაინახაო თეთრ კედლებს შორის მდგარი დაბალი, შავთმიანი, თოვლივით თეთრი გოგონა. დახედა მას კითხვით სავსე თვალებით და მდივანმაც მაშინვე დაიწყო.
-წინა კვირას რომ შევუკვეთეთ საქონელი, გუშინ ჩამოვიდა. მანქანების ახალი შეკვეთები გვაქვს. და კიდევ...
-ელენე, ახლა სად ვარ?-მშვიდად შეაწყვეტინა კაცმა. დაბალი გოგონა დაიბნა. თვალებში ის ნალერწკლები ჩაუქრა, ბედნიერებისას რომ უჩნდება ადამიანს. ჩაუქრა, თუმცა დიდხანს არა... ვერავინ შეაჩერებდა იმ ფარულ სიხარულს, კონსტანტინეს გამოჩენა რომ იწვევდა...
-კომპანიაში,-ხმაჩამწყდარმა გოგომ ძლივს მიაწვდინა სიტყვა მაღალს.
-ჩემს კაბინეტში?-კონსტანტინეს ხმა იმდენად უცნაური იყო... მუდამ ასეთი ტონი ჰქონდა. მშვიდი, არაფრისმთქმელი და საშიში...
ელენემ თავი გააქნია, უკან დაიხია და მოემზადა იმ შენიშვნებისთვის, რომელსაც კონსტანტინე ზღაპარივით მოუყვებოდა შეშინებულ გოგოს.
-როცა კაბინეტში არ ვარ, ბიზნესზე არ ვსაუბრობ. ახალშემოსულს ნამდვილად არ მსურს ვინმეს ხმის გაგონება. საბუთები შემომიტანე, ყავასთან ერთად.

მერე უნდა წასულიყო. აპირებდა... არაფერი შეუმჩნევია? როგორ არა! წვრილმანებს მაშინვე აქცევდა ყურადღებას და არც წაბლისფერთმიანი, ხორბლისფერკანიანი ქალბატონი გამორჩენია მის თვალთახედვას, თუმცა გზა ისე განაგრძო, თითქოს უცნობი ლამაზმანი გრძელი, ყვავილებიანი კაბით რომ იყო შემოსილი, არ დაუნახავს.
-არა, დაიცადეთ...-გაიგო ელენეს ხმა კაცმა და თვალის კუთხიდან დალანდა მისკენ მომავალი უცნობი. როგორც ჩანს, ელენეს მისი გაჩერება სურდა... დააგვიანდა.
-თქვენ გამო რამდენ ხანს უნდა ვიცდიდე?! დილიდან აქ ვარ! ლამის ცუდად გავხდი, ისე ვინერვიულე, თქვენ კი მოსვლასაც არ ჩქარობთ! საშინელებაა! აღარასოდეს მოვალ აქ... ღმერთო, დამეხმარე...
-ელენე,-კონსტანტინემ მის წინ მდგარს მზერა მოაშორა და მდივანს გახედა,-უკვე გაგაფრთხილე, ხომ ასეა?
-მაპატიეთ, ბატონო...
-როგორც უკვე ვთქვი, ჯერ დღის საქმეებს გადავხედავ ჩემს კაბინეტში. თუ რა თქმა უნდა არ კვდებით,-უცვლელი სახითა და ხმით განაგრძო კონსტანტინემ.
-რა?-უცნობი ბოლომდე ვერ გაერკვა კაცის სიტყვებში.
-კვდებით?
-ღმერთმა დამიფაროს!-ქალმა მაშინვე წამოიძახა, თან ჯვარს შეეხო მარჯვენა ხელით და წარბშეკრულმა განაგრძო კონსტანტინეს ყურება.
-ესე იგი, არ კვდებით. საჩქარო არაფერია,-მერე ელენეს გახედა,-ჩემს საქმეებს მოვაგვარებ და სტუმრებს მერე მივიღებ,-გააფრთხილა და უცნობ ქალს გვერდი აუარა, კაბინეტში რომ შესულიყო. შესვლამდე კიდევ ერთხელ გამოხედა. მისი უცხო სილამაზე შეათვალიერა, მისი თხელი თითები, ჯერ კიდევ ჯვარს რომ ეჭიდებოდნენ და მისი გრძელი, ყვავილებით მოჭედილი კაბა. ლამაზი იყო... მაგრამ ლამაზი ბევრია, ამიტომ, ქალს რომ არაფერი შეემჩნია, ისევ ჩამქრალი თვალებითა და უემოციო ტონით მიაძახა:
-თქვენი ღმერთი დაგეხმარებათ,-მერე კი გაუჩინარდა.

კაბინეტი დიდი იყო. თეთრი კედლები და მუქი, ყავისფერი კარი საშინლად მშვიდ გარემოს ქმნიდნენ. შიგნით შესული კონსტანტინე თავს კარგავდა, მთლად ეფლობოდა თავის საქმეებში. სინამდვილეში მუშაობისას ყველაზე მეტს ფიქრობდა. ფიქრობდა დაუსრულებელ ნახატზე, წიგნზე, რომელიც უკვე უამრავჯერ წაეკითხა... ფიქრობდა სიმბაზე, სახლში მარტო რომ დააბიჯებდა და ჩუმ, უხმაურო სითბოს ტოვებდა პატრონის ოთახებში. ფიქრობდა ბიზნესზე, შემოსავალზე, გასავალზე... მერე ახედავდა თეთრ ჭერს და იქ დაინახავდა იმ ფერებს, ნახატის დასრულებისთვის რომ სჭირდებოდა. გულში გაეღიმებოდა. გიშრისფერი თვალები გაუნათდებოდა და კვლავ ფურცლებს დააჩერდებოდა...

საათზე მეტი იქნებოდა გასული, კაბინეტის კარი რომ გაიღო. ხმაურით გაიღო. ეს არ ჰგავდა ელენეს მოწიწებით შესვლას ოთახში.
მშვიდად ახედა კონსტანტინემ ყავისფერ კარს და მაშინვე დაინახა ყვავილებით მოჭედილი, ჭრელი, თუმცა მაინც-სადა, წყნარი კაბა.
-იცით, რა?! დილიდან გელოდებით!
-ეს უკვე მითხარით,-სკამის საზურგეს მიეყრდნო კონსტანტინე.
-მაპატიეთ, ბატონო კონსტანტინე!-გაისმა ხმა და ელენეც გამოჩნდა ქალის უკან.
-არც კი გახსოვდით! უნდა შემოგეშვით, უნდა გეკითხათ, რამ არ დამაკმაყოფილა! თქვენი საქმე ეს არ არის?! კომპანიის მფლობელი ხომ თქვენ ხართ?!-გოგოს უცნაური ტონი ჰქონდა. არ ყვიროდა, თუმცა წყრომა ხმაში აშკარად ეტყობოდა.
-კომპანიის მფლობელი ვარ,-დაიწყო ალაზნისპირელმა მაშინვე, როგორც კი დარწმუნდა, რომ ჯერ კიდევ უცნობი ქალბატონი მშვიდი საყვედურების თქმას მორჩა,-რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი საქმე მაქვს. კმაყოფილ თუ უკმაყოფილო კლიენტებს უნდა გასაუბრებოდა იმ უამრავიდან ერთი ადამიანი, რომლებიც პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და სხვა სართულებზე არიან. უფრო გასაგებად რომ გითხრათ, თქვენ მე საერთოდ არ უნდა შემხვედროდით,-ყალბი ღიმილი ჯერ ქალს მიანათა, შემდეგ ელენეს. და ელენემ იგრძნო, რამდენად გაბრაზებული იყო გიშრისფერთმიანი.
-მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ...
-მგონი, ჯერ სახელი უნდა გეთქვათ ქალბატონი ელენესთვის, შემდეგ შემოსვლის ნებართვა უნდა გეთხოვათ, რომელიც აშკარად არ დაგჭირდათ,-ცივი მზერა აატარა გოგოს სუსტ, ლამაზ სხეულს. უცნობი შეიშმუშნა, დაიბნა. ხორბლისფერი ლოყები შეეფაკლა, წაბლისფერი თმა სახეზე ჩამოეყარა. თხელი თითებით ყურს უკან გადაიწია დაუმორჩილებელი თმა და ძლივს ამოილაპარაკა:
-მე ევა ვარ.
-გვარი არ გაქვთ?
-დეკანოიძე. ევდაკია დეკანოიძე.

კაცმა ეჭვით აათვალიერა გოგო. თითქოს არ მოსწონდა ის. თუმცა უცხო თვალი შეამჩნევდა, როგორ ჩანდა ევდაკიას სილამაზე კონსტანტინეს ნახშირივით შავ გუგებში... უცნაური იყო ეს სანახაობა. უცნაური იყო კონსტანტინეც და... ევდაკიაც.
-ქალბატონო ევდაკია, სამწუხაროდ დრო არ მაქვს თქვენთან სასაუბროდ. ხვალ მობრძანდით, ხუთ საათზე მიგიღებთ. ნახვამდის,-ხელოვნური ღიმილით დააკვირდა ევდაკიას რეაქციას ბატონი კონსტანტინე. და რას აკეთებდა ქალი? არ იცოდა. როცა საღი აზროვნება დაუბრუნდა, უკვე სახლში იყო. პატარა აივანზე იდგა და თეთრ ფინჯანში ყავის ბოლო წვეთებს დაჰყურებდა. ნეტავ, რა ქნა... რა გააკეთა. ნეტავ, რა უთხრა კონსტანტინეს, როგორ წამოვიდა კომპანიიდან..? ზუსტად იცოდა, გამოსვლამდე თავს საბოლოოდ დაიმცირებდა, თუმცა, ალბათ, ისე ნერვიულობდა, რომ მისმა მეხსიერებამ KAC-ს შენობის დატოვებისთანავე წაშალა იქ ყოფნის ყველა დეტალი. ისიც კი არ ახსოვდა ევდაკიას, როგორ გამოიყურებოდა შენობა...
ფინჯანს თვალი მოაშორა და გზას გადახედა. მხოლოდ ახლა გაიგო ქალაქის ხმაური და მიხვდა, განტვირთვა სჭირდებოდა. სჭირდებოდა, რადგან ვერ ხედავდა იმ ფერებს, მის სამყაროს რომ აფერადებდნენ. ვერ ხედავდა იმ მცენარეებს, მის ფესვებად რომ იქცნენ უკვე მრავალი წელია. თვალი გააყოლა რამდენიმე მანქანას. ადამიანებიც დაინახა, ჩქარი ნაბიჯით რომ ცდილობდნენ სიცხეს გაქცეოდნენ. გაეღიმა მათ მონდომებაზე. მოაჯირს მოშორდა, სახლში შევიდა, ფინჯანი სწრაფად გარეცხა, მერე კი ტელეფონით ხელში ოთახისკენ წავიდა.
სანამ აიას უთანხმდებოდა შეხვედრის ადგილსა და დროზე, ტანსაცმლის დიდი კოლექციიდან დღის შესაფერისს არჩევდა. უცნაური იყო მისი გარდერობი-უამრავი კაბა, თითქმის ყველა ჭრელი, ყვავილებით დაფარული და ყველა ერთი სტილის. საბოლოოდ მაინც იპოვა შინდისფერი, შედარებით სადა კაბა. ულამაზესი იყო ევდაკია... მის ხორბლისფერ კანზე კაბის ფერი საღამოს ცასთან ერთად უამრავ ტონად ირეკლებოდა. წაბლისფერი თმა იმ არარსებულ ნიავს ელოდა, მთელი თბილისი რომ ნატრობდა ზაფხულის ცხელ საღამოს. ელოდა და წინასწარ ემზადებოდა საბრძოლველად. სქელ ტუჩებზე მკრთალად ეტყობოდა წითელი ტუჩსაცხი, შავი თვალები კი ამავე ფერის კონტურით გამოეყო. შავი ფეხსაცმლის მაღალი ქუსლები ევდაკიას ყოველ ნაბიჯს მთელ დედამიწას ატყობინებდნენ, თუმცა ქალი სულ არ გრძნობდა უხერხულობას. მიაბიჯებდა და ცდილობდა გონებიდან ამოეგდო კონსტანტინე ალაზნისპირელი, რომელმაც მთელი დღე გაუუფერულა...

*

-ჯინსის შარვლითაც მეცხრამეტე საუკუნის ევროპელს ჰგავხარ!-იყვირა და საკუთარი ხმა ძლივს გაიგო.
ლურჯი განათება აღიზიანებდა, არც უცნაური, ხმაურიანი მუსიკა იზიდავდა, თუმცა ამ აურზაურშიც იპოვიდა რაიმე საინტერესოს. მეგობრის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ალბათ, ვერც გაიგო. მხოლოდ თავის დაკვრით მოესალმა და გვერდით მიუჯდა კაცს ღია ფერის თმითა და თაფლისფერი თვალებით.
-გიო, არ გირჩევნია სახლში?-იკითხა კონსტანტინემ ტანჯვითა და მოწყენილობით სავსე ნახევარი საათის შემდეგ. თუმცა სამწუხარო იყო, რომ გიორგი ესართიას უკვე ეპოვა შოკოლადისფერი გოგონა, რომელსაც სქელი ტუჩებით უკოცნიდა გრძელ კისერს.
ბოლოს ამოიოხრა ალაზნისპირელმა. მაგიდაზე მდგარ ჭიქას თვალი აარიდა და მსხვერპლის ძიება დაიწყო.

კარგი მეხსიერება ჰქონდა კონსტანტინეს. ახსოვდა ვის ესაუბრა ერთი თვის წინ, შუადღის მზეზე. ახსოვდა სად მიირთვა იმ გოგონასთან ერთად, სკოლის შემდეგ ძალიან, ძალიან რომ მოსწონდა. და ახსობდა ისიც, თუ ვის ესაუბრა რამდენიმე საათით ადრე. ახსოვდა, რადგან იმ ქალს ლამაზი ხმა ჰქონდა, მიმზიდველი სხეული, ხორბლისფერი კანი და გრძელი თითები. ალბათ, სწორედ ამიტომ შეამჩნია ევდაკია დეკანოიძე საშინელ ქაოსში.
ზუსტად იცოდა რას აკეთებდა.
იცოდა რა სურდა.

უკნიდან აეკრა მარტო მოცეკვავე გოგონას სუსტ სხეულს. მასთან ერთად დაიწყო მოძრაობა. ლამაზად ნათალი ხელები წელზე შემოჰხვია გოგოს და იმაზე დიდი გამოჩნდა, ვიდრე იყო. წაბლისფერი თმა ყურსუკან გადაუწია და ევდაკიამ იგრძნო კაცის ცხელი სუნთქვა.
მეორე დღეს რომ გეკითხათ ევდაკიასთვის, როგორ აღმოჩნდა სახლში, ვერ გიპასუხებდათ. კონსტანტინემ კი ესეც იცოდა... იცოდა, ვნებამორეულნი როგორ ჩასხდნენ კაცის მანქანაში და როგორ შევიდნენ ქალის ბინაში.

კონსტანტინეს ყველაფერი ახსოვდა...

ნეონის ლურჯ შუქზე ევდაკიას თმა გრძნეულივით ანათებდა. ყვავილების გარემოცვაში მდგარ, ამ ხორბლიფერ ღვთაებას კოსმოსში გაჰყავდა კონსტანტინეს გონება. დაბალ ხმაზე ჩართულ მათთვის საყვარელ მუსიკას, ტანის ნაზი, მაგრამ ყველაზე ვნებიანი რხევით უერთდებოდა გოგოს სხეული.
ნელ-ნელა სცილდებოდა ბიჭისთვის იმ დროს ყველაზე სასურველ ქალს შინდისფერი მატერია. ევას სხეულზე გველივით აქვს შემოტმასნული, თეთრი მაქმანებიანი საცვლები. მისი ლამაზი მკერდი, იდეალურად ერწყმის ბიჭისთვის გასაგიჟებლად გამომწვევ ფერს. ახლა კონსტანტინეს ყველაფერი აქვს სრული ტრანსისთვის: ევა,მუსიკა და თეთრი მაქმანები.

თავი3
კონსტანტინე ალაზნისპირელი იმახსოვრებდა ყველაფერს, ყველა დეტალს, ყველა ინფორმაციას...
ერთადერთი, რაც არ იცოდა კონსტანტინემ, იყო ის, თუ რატომ არ დაკმაყოფილდნენ ისეთი უბრალო, ჩვეულებრივი ღამით ის და ევდაკია, როგორიც სხვა პარტნიორებთან შეხვედრისას ჰქონდა. ზუსტად არ იცოდა, რატომ მოუნდა ევას მთვარის სონატის ფონზე წითელი ღვინის დაგემოვნება. თუმცა, როცა სასმელმოკიდებულს ლოყები აუწითლდა და სუნთქვაგახშირებულმა ძლივს ამოთქვა ერთადერთი სიტყვა, ვიცეკვოთო, კონსტანტინემ უარი ვეღარ თქვა. ნელი მუსიკის ფონზე ფრთხილად არხევდნენ ტანს და თანდათან მუსიკაში იკარგებოდნენ. აღარ ისმოდა ბეთხოვენის ემოციები, აღარ იგრძნობოდა ღვინის სურნელი... ახლა იყვნენ მხოლოდ ევა და კონსტანტინე. და საბოლოოდ, როცა თავები დაკარგეს, დარჩა ქალი, სავსე მკერდითა და გრძელი ფეხებით, კაცის ძლიერ მკლავებს შორის...

ბნელი, ცხელი ღამე ზაფხულის სინათლემ შთანთქა. ევას ხორბლისფერი კანი ოქროსფრად აელვარდა მზის სხივებთან შეხვედრისას. სუსტი მკლავები გაშალა ქალმა, მთელი საწოლი მოიცვა. თეთრ მატერიაში გაეხვა, თითქოს ასე დაემალა მწველ მზეს. მერე უფრო დაცხა. შეწუხებულმა ამოიხვნეშა, თვალდახუჭულმა გადაიხადა თხელი საბანი, ტელეფონის ძებნა დაიწყო და როცა ხელზე სიცივე იგრძნო, მაშინვე ჩაეჭიდა. ძლივს გაახილა დამძიმებული თვალები, განათებულ ეკრანს რომ დახედა, ისევ მოუწია დახუჭვა. რამდენჯერმე დაახამხამა და მაშინვე თვალში მოხვდა გამოტოვებული ზარების რაოდენობა...
აია ეძებდა.
ნელ-ნელა ამოტივტივდა ევას თვალწინ ის, რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა. მშვიდი საღამო, წყნარი მუსიკა, ღვინო და კაცის ცხელი სუნთქვა მის სახეზე. მერე ისიც გაახსენდა, რომ ეს კაცი კონსტანტინე ალაზნისპირელი იყო. კონსტანტინე, რომლის ნახვაც იმ წუთიდან აღარ უნდოდა, მის კომპანიაში, მის კაბინეტში რომ აღმოჩნდა.
გაუკვირდა, ასე გვიან რომ გაიღვიძა. თან სიმპატიური შავგვრემანიც არ იწვა მის გვერდით... ნეტავ, როდის ადგა ან სად იყო?
საძინებლიდან გასულმა მოკლე კაბა შეისწორა და ყავის მომზადება დაიწყო. სწორედ მაშინ დაინახა ჭურჭლის საწურზე დადებული პატარა ფინჯანი. მერე ისიც შეამჩნია, საშაქრე სხვანაირად რომ იდგა და გაეღიმა. გაეღიმა, რადგან ცხადად დაინახა, როგორ სვამდა ყავას ჩაფიქრებული ალაზნისპირელი, სანამ უცხო სახლს დატოვებდა.



მართალია, საკუთარი თავის გადასარჩენად ადამიანს მოსისხლე მტერიც კი მოყვარედ ეჩვენება, თუმცა ამ შემთხვევაში ევას აღარც თავის გადარჩენა ახსოვდა და არც ის, რატომ იყო კონსტანტინე მტერი. რა დააშავა? ალბათ, უბრალოდ თავში აუვარდა—ახალგაზრდა იყო, საკუთარი კომპანიით, უამრავი ბიზნესითა და ფულით. ევას კი მხოლოდ პატარა მაღაზია ჰქონდა და უკმაყოფილო მყიდველი, რომელსაც "შოკოლადის კოსმოსის" ყიდვა ორმაგ ფასში მოუწია, თანაც, ორი კვირის დაგვიანებით... ერთი კლიენტი კი ვერაფერს დააკლებდა ევას, რადგან მას უბრალოდ ასე უნდოდა და თუ ადამიანს სურს რამე, ამ სურვილს დაუფიქრებლად აისრულებს, ყველაფრის ფასად.

მყიდველების მოლოდინში ყვავილებს თავს ევლებოდა, როგორც ყოველთვის. სიმწვანეში ჩაფლულს გარესამყარო ავიწყდებოდა და ვერც აია შენიშნა, მაღაზიაში ახალი შესული რომ იყო.
-მორჩა! ჩემი მეგობარი აღარ ხარ!-წამოიყვირა გოგომ მაშინვე. ევამ კი თავი დახარა და მორცხვად გაიკრიჭა. რომ შეგეხედათ იფიქრებდით, აიას დასცინისო, თუმცა სინამდვილეში მისი სიცილის მიზეზი ის იყო, რომ იცოდა, დამნაშავე იყო.
აიას კი წითური ხვეულები კოსად შეეკრა და დიდი, ცისფერი თვალებით სიკვდილს იუწყებოდა.
-მაპატიე...-ძლივს ამოილაპარაკა ევამ სიცილისას.
-დაგერეკა! მოგეწერა მაინც, თუ ვერ მიპოვნე! მთელი ღამე შენ გეძებდი! იცი, რამდენი ვინერვიულე?-ყვირილით დაიწყო, მერე კი მოდუნდა, მოეშვა და ჩუმად დაასრულა გამოსვლა.
და ევამ ჩუმად, ძალიან ჩუმად გაუმხილა "დაკარგვის" მიზეზი. მერე ნაწყენმა დაამატა, ასე არ უნდა გენერვიულა, უკვე ოცდაექვსის ვარო, თუმცა აიას ამისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, რადგან მთელი გონებით ალაზნისპირელს წარმოიდგენდა.
-არ მჯერა,-დიდი თვალები უფრო გაუფართოვდა აიას. ხორბლისფერკანიანს კი გაეცინა.
-რა არის დაუჯერებელი? ადამიანია ეგეც...
-არა, შენ არ გესმის,-ხელები აღმართა აიამ მეგობრის შესაჩერებლად,-ჩემი რამდენიმე ნაცნობი მასთან მუშაობს, თუმცა არასდროს უნახავთ... შენ კი ერთხელ ნახე და უკვე...
-გაჩერდი! გეყოფა!-წინა ღამის გახსენებისთანავე აყვირდა წაბლისფერთმიანი. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და დანანებით ამოიკნავლა, მისი ნახვა აღარ მინდაო.
ევას ეს ჩვევა ჰქონდა, რაღაცას იტყოდა და აუცილებლად შეასრულებდა. და ახლა თქვა, რომ აღარასდროს ნახავდა კონსტანტინე ალაზნისპირელს. აღარასდროს სთხოვდა რამეს, არც მისი კომპანიისგან იყიდდა რამეს... მის გარეშე იარსებებდა ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა და ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ იმ დღეს KAC-ში მისვლაზე უარს ამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ აია სხვა რამეს ურჩევდა, ევასთვის ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონია...



*

შავთმიანი გოგო მომღიმარი სახით იდგა თეთრ კედლებს შორის. ზოგჯერ მობეზრდებოდა იქ ყოფნა და დანანებით ჩაისუნთქავდა მძიმე, დახუთულ, თეთრ ჰაერს. არაფერი ხდებოდა მის გარშემო და ეს „არაფერი“ თავს აბეზრებდა. მერე გამოჩნდებოდა კონსტანტინე ალაზნისპირელი და ნაცრისფერი თვალები გაუნათდებოდა გოგოს. გაუნათდებოდა ისე, თითქოს ამომავალ მზეს შეხედაო და ეს მზე კონსტანტინე იყო მისთვის.
კლავდა... ანადგურებდა ის უაზრო გრძნობა, ნახშირივით შავთმიანი კონსტანტინეს პირველად ნახვის შემდეგ რომ არ ანებებდა თავს.
ნელა, ძალიან ნელა კლავდა ის გატაცება, სხვები სიყვარულს რომ უწოდებდნენ. კლავდა და მაინც, ერჩივნა სიცოცხლის ბოლო წუთები მისთვის ყურებაში გაეტარებინა... თუმცა ვერ გაეგო, მაინც რა იყო სიყვარული?

კონსტანტინე ზუსტად ოთხ საათზე გამოჩნდა. გამოჩნდა და, რა თქმა უნდა, არ მისალმებია ელენეს. მხოლოდ შეხედა. და ის უტყვი თვალებიც უნათებდა ელენეს დღეს, კაბინეტში შესვლამდე რომ მიაპყრო კომპანიის მფლობელმა...

ხუთ საათზე მოაშორა მზერა საბუთებს და მაშინვე მიხვდა, რაღაც აკლდა. თეთრ კაბინეტს თვალი მოავლო და ვერსად დაინახა გოგონა ყვავილებიანი კაბით. ვერ დაინახა, თუმცა იქ უნდა ყოფილიყო... აინტერესებდა ევდაკია და მისი ხასიათები და იცოდა, აუცილებლად უნდა გაეცნო უფრო ახლოს. დრო გადიოდა, ევა კი არ მოდიოდა...
გავიდა ხუთი წუთი.
კონსტანტინემ მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი.
გავიდა ათი წუთი.
კონსტანტინემ კაბინეტიდან გასატანი საბუთები ერთმანეთზე დააწყო რიგის მიხედვით.
გავიდა ოცი წუთი.
მოსვენებადაკარგულმა კონსტანტინემ ელენეს დაუძახა.
და ერთ საათში უკვე მეათედ ურეკავდა შავთმიანი ევას... ურეკავდა, რადგან კონსტანტინემ ასე თქვა... და როცა მოგვიანებით ამაზე დაფიქრდა ელენე, მიხვდა, რომ სიყვარული აკონტროლებდა და ვერ ახერხებდა, ეს გრძნობა გალიაში გამოემწყვდია.

სახლში იჯდა და შავი თვალებით სიმბას უყურებდა. ჩუმად უსმენდა გვერდით მჯდარი გიორგის საუბარს. მერე, როცა მობეზრდა ძმაკაცის აზრის მოსმენა შეყვარებულის მეგობრის ახალი მანქანის შესახებ, ამოიხვნეშა და შეუმჩნეველი ღიმილით შეხედა მეგობარს.
-გიო, შეგიძლია, სიმბა დაიტოვო?-ისე იკითხა, ფიქრი არ დასჭირვებია. ზუსტად იცოდა, რას იზამდა გიორგი და პასუხიც მზად ჰქონდა.
-რატომ? მაგ კატამ თავის მოვლა ჩემზე კარგად იცის!-უცებ შეეცვალა ტონი კაცს და სიტყვა დაასრულა თუ არა, იგრძნო, როგორ ახედა კატამ თავისი დიდი, მანათობელი ცისფერი თვალებით.
-ნეტავ, თუ აღიარებ ოდესმე, რომ გეშინია?-წარბი აზიდა შავთმიანმა. თითქოს მიმიკას ცვლიდა, მაგრამ მაინც... მაინც როგორი უემოციო ჩანდა...
-არ მეშინია, კოსტა, უბრალოდ ვგრძნობ, რომ არ ვუყვარვარ.
-შიში სირცხვილი არაა,-გაღიმება სცადა კონსტანტინემ.
-დაიწყებს ახლა, შიში იმის დასტურია, რომ ცოცხალი ხარო და ასე შემდეგ...-წუწუნი დაიწყო გიომ. თან დაინახა, როგორ ჩახტა კონსტანტინეს მუხლებზე მჯდარი სიმბა ყავისფერ იატაკზე და შეაჟრჟოლა იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ ეხებოდა უბეწვო, სრიალა კანით ფეხზე.
-არა, შიში იმის დასტურია, რომ ადამიანი ხარ. ასე ამბობენ... მე ასე არ ვფიქრობ, თუმცა ასე ამბობენ. მე თუ მკითხავ, შიშით შენს გამბედაობას აკნინებ მხოლოდ...
-კარგი! გეყოფა, რა!-ფეხზე წამოხტა გიორგი,-დავიტოვებ! შენ სად მიდიხარ?
კონსტანტინეც ფეხზე წამოდგა. გრძელი თითებით გიშრისფერი თმა შუბლიდან მოიშორა, თეთრი მაისური შეისწორა, შავ ჯინსის შარვალსაც სავარძელში დაშვებამდე განკუთვნილი ადგილი მიუჩინა და, როგორც ყოველთვის, მშვიდად თქვა:
-როცა რაღაც გაინტერესებს, ვერ მოისვენებ, თუ ყველა დეტალს არ დააკვირდები, გაიგებ და გაიაზრებ. მე ჯერ ბევრი არაფერი ვიცი იმაზე, ვინც მაინტერესებს.

კონსტანტინე სახლიდან გავიდა. და არ გამორჩენია გიორგის, რომ კოსტა ლაპატაკობდა ვიღაცაზე... ვიღაცაზე, და არა–რაღაცაზე!



*

შენი ნებაა, თუ არ გინდა ნუ მოხვალ, არავინ შეგეხვეწებაო. ნუ იფიქრებ, ბატონ კონსტანტინეს დააინტერესე, შენნაირ ხალხს ვერ იტანს, უბრალოდ შენთვს ადგილის მიჩენა უნდაო...
იხსენებდა გოგოს ხმას და ხვდებოდა, რამდენად ღიზიანდებოდა. მისვლას ისედაც არ აპირებდა, საერთოდ ვერ მიხვდა, ბატონი კონსტანტინე რატომ იბარებდა ან... ან ელენე რატომ ესაუბრებოდა ასე უხეშად. სინამდვილეში, მეორე საკითხი ბევრად უფრო მარტივი გასაგები იყო, ვიდრე პირველი. თუმცა, ევას ელენესთან ტელეფონზე საუბრიდან რამდენიმე წუთში, აღარც კი უფიქრია, უნდა მისულიყო თუ არა კომპანიაში. გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო. არსად წავიდოდა.

ნაცრისფერი კაბა ფირუზისფერი და მეწამული ყვავილებით იყო დაფარული. წვრილი წელი უჩანდა ევას და იმაზე სუსტი ჩანდა, ვიდრე იყო. სიცხეს მისი ხორბლისფერი ლოყები ვარდისფრად შეეფერადებინა. მის თაფლისფერ თვალებში მზისგან აყვითლებული ქუჩები ლამაზ წერტილებად ირეკლებოდა და ეს მის ლამაზ სახეს უფრო მეტ სიცოცხლეს ჰმატებდა. ჩამავალი მზე ოქროსფრად ელვარებდა ცაზე, რომელსაც სიბნელე ეპარებოდა. ევა კი მიდიოდა. მიდიოდა ნელი, მშვიდი ნაბიჯით სახლისკენ, სადაც არავინ ელოდა იმ უამრავი ყვავილის გარდა, პატარა ქოთნებში რომ ჩაერგო. მიდიოდა და, ალბათ, სახლში მისული იმ მცენარეებს მოუყვებოდა, როგორი საინტერესო დღე ჰქონდა... როგორი საინტერესო იყო საუბარი ელენესთან... ელენესთან, რომელიც კონსტანტინე ალაზნისპირელის დავალებით ურეკავდა... მოუყვებოდა ყვავილებს, თუ რატომ დატოვა ბიზნესმენმა ასეთი ცუდი შთაბეჭდილება მასზე და, მიუხედავად იმისა, რომ ამწვანებული მცენარეებისგან პასუხს ვერ მიიღებდა, მაინც ბედნიერი იქნებოდა, რადგან ევას არ ჰქონდა პრობლემები... არ ჰქონდა საფიქრალი...

ალბათ, სახლში მისული მალევე ჩაეფლობოდა წიგნებში, ან სხვა საინტერესო საქმეს მოძებნიდა, თუმცა კონსტანტინეს ამაზე არ უფიქრია... არც დამალვა უფიქრია. როცა მოპოვებული ინფორმაცია გონებაში უკანასკნელად გაიმეორა, გულში გაეღიმა. გაეღიმა და უმეტყველო სახით დაიძრა იმ მისამართისკენ, ცოტა ხნის წინ რომ იმეორებდა. მალე მიუახლოვდა დაბალ, პატარა კორპუსს. თეთრი მაისური შეისწორა და, თავისდაუნებურად, გიშრისფერ თმაზეც გადაისვა თხელი თითები. დამალვაზე არც უფიქრია. ის ხომ არ იყო მეოცე საუკუნეში მცხოვრები შეყვარებული ახალგაზრდა, სატრფოს რომ უთვალთვალებდეს. ოცდაცამეტი წლის კაცი იყო, რომელსაც არ სჯეროდა გრძნობების, შესაბამისად, არც ის გაუელვებია გონებაში, რომ ევა მის იქ ყოფნას ცუდად მიიღებდა.

ან იქნებ იფიქრა. იფიქრა, თუმცა ამით არ დაინტერესებულა…

თავი 4
ისეთი ლამაზი იყო თბილისი იმ საღამოს, თითქოს ბუნებას გადაეწყვიტა, მთელი ენერგია მის მოწყობაში დაეხარჯა. ნაცრისფერი ქუჩებიც კი ოქროსფრად ანათებდნენ და იმ საღამოს ევას სულ არ უფიქრია სამსახურზე ან იმ ყვავილზე, რომლის დაგვიანების გამოც მივიდა კონსტანტინეს კომპანიაში. იმ საღამოს ევასთვის არაფერი არსებობდა საკუთარი თავის გარდა. და როცა ბინის თეთრ კართან მდგარი, გამართული კაცი დაინახა, ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა. წამით ვერც იმას მიხვდა, ვინ იყო ის შავთმიანი მამაკაცი, თეთრი მაისურითა და მუქი, გუშრისფერი თვალებით.

სიცხისგან გათანგულს რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ უცნაურად გამოწყობილ ადამიანში კონსტანტინე ამოეცნო. ხმას არ იღებდა კაცი, თუმცა არ მალავდა ინტერესიან მზერას. ევას თითოეულ რეაქციას აკვირდებოდა, მისი კაბის რხევაც კი შეისწავლა, ზაფხულის ცხელ ნიავს რომ გამოეწვია.
-რამე მოხდა?-მხოლოდ ამის კითხვა მოახერხა დაბნეულმა გოგომ. ჩათვალა, რომ მხოლოდ დიდი კატასტროფის გამო მიაკითხავდა სახლთან თავად კონსტანტინე ალაზნისპირელი.
-დიახ,-მშვიდად, უემოციოდ უპასუხა კაცმა. მერე იყო სიჩუმე რამდენიმე წამით და გოგონას კითხვით სავსე თვალები. თუმცა, ხმა მანამ არ ამოიღო, სანამ ევამ არ იკითხა, რა მოხდაო. საწყალი გოგო იმდენად დააბნია სიტუაციამ, სახლში შესვლაც დაავიწყდა და ცხელი თბილისიც.
-თქვენი ნახვა მინდოდა,-უდარდელად განაგრძო კონსტანტინემ. მერე, ალბათ, წასვლას დააპირებდა, ევას გაკვირვებულ სახეს ღიმილი რომ არ გადაფარვოდა. ძლივს შეიკავა გოგომ თავი სიცილისგან. მერე ჩუმად, შეძლებისდაგვარად მშვიდად თქვა:
-ჩემზე პატარა მდივანი შენობით მომმართავს და ოცდაცამეტი წლის ბიზნესმენი თქვენობით. ღმერთო, რა სასაცილოა!-თხელი თითებით ხორბლისფერი თმა ყურსუკან გადაიწია და ამის შემხედვარე და გამგონე კონსტანტინეს გაეღიმა. მისთვის რომ გეკითხათ, გაეღიმა. თუმცა ევას მის სახეზე ცვლილება არ შეუნიშნავს. ევამ მხოლოდ ცივი, უცნაურად ჩამთრევი შავი თვალები დაინახა...
-ელენე თქვენზე პატარა არ არის, თუმცა ასაკი არაფერ შუაშია. ელენემ თქვენში მხოლოდ კონკურენტი დაინახა. მე კი რამდენიმე დაბნეულ არსებას ვხედავ ერთ სხეულში,-უცნაურად მშვიდი ხმა ჰქონდა... უცნაურად სასიამოვნო.
-რას გულისხმობთ?-გაუკვირდა ევას და მისი ემოციურობის ფონზე, სიწითლემ დაუფარა ხორბლისფერი სახე, თხელი თითები კი აუთრთოლდა.
-თქვენში ერთი ევდაკია მხოლოდ მარტო ყოფნასა და დასვენებას ნატრობს; მეორეს უკვირს ჩემი აქ ყოფნა და უნდა, მთელი სიბრაზე ჩემზე ანთხიოს, თუმცა ამას მესამე ევდაკია უშლის, რომელიც სხვებთან შედარებით ზრდილობით გამოირჩევა. აი, ის მესამე ევდაკია მხოლოდ წოდების გამო მომმართავს თქვენობით; მეოთხე კი ამ ლამაზი სხეულის ყველაზე ბნელ ადგილას ემალება დანარჩენებს, რადგან ის ვნებამ, წითელმა ღვინომ და ჩემმა შეხებამ შექმნა,-საუბრისას რამდენჯერმე საბოლოოდ შეათვალიერა კონსტანტიმემ დეკანოიძე, დაიმახსოვრა გოგო და მერე იმავე ტონით განაგრძო,-პირველი ევდაკიას გასახარად, ჩემი წასვლის დროა.
და კონსტანტინე ალაზნისპირელი თეთრ სადარბაზოში გაუჩინარდა.
თუმცა ევა მთელი ღამე ფიქრობდა მასზე. ფიქრობდა მის სიტყვებზე. ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად საშიშია კონსტანტინე... საშიშია, რადგან მან იცის ყველაფერი. მან იცის ყველაფერი...
საშიშია ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე აქვს საკუთარი შეხედულება, რადგან ასეთი ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი.
სახლში რომ მივიდა, მზე უკვე კარგა ხნის ჩასული იყო. ლურჯ ცას თეთრი ვარსკვლავები ანათებდა, მის ვერანდას კი უამრავი პატარა ცისფერი ნათურა.
ვერ იტყოდა, რომ მარტო ყოფნა უნდოდა, თუმცა არც საუბრის ხასიათზე იყო. არ უყვარდა ასეთ ხასიათზე ყოფნის დროს ლაპარაკი... გაუკვირდა, სახლში მისულს გიორგი რომ დახვდა ოთახში. უცებ მოუნდა, ახლადჩაძინებული მეგობრის გამოღვიძება და მასთან მშვიდი, ფილოსოფიური საუბარი. მისი იმ აზრების მოსმენა, ბავშვობიდან რომ ისმენდა...
თუმცა, მხოლოდ ოთახში შევიდა, კარადიდან შინდისფერი პლედი აიღო და დივანზე მყოფს მიაფარა. გიორგის რეაქცია არ ჰქონია. კონსტანტინე მის გვერდით მდგარ სავარძელში ჩაეშვა, თავი საზურგეზე გადაადო და დაფიქრდა. რაზე დაფიქრდა? ბევრ რამეზე ფიქრობდა კონსტანტინე, თუმცა არაფერს ამბობდა. აღარ ამბობდა, რადგან ვერავინ უგებდა... სულელი ადამიანებისთვის აზრი არ ჰქონდა იმ სიბრძნეს, კონსტანტინე რომ ინახავდა თავის საოცარ გონებაში... აზრი არ ჰქონდა და კაციც არავის აკარებდა თავის ფიქრებს. ინახავდა საგულდაგულოდ და ვინ იცის, რას ფიქრობდა მაშინ, გიორგის მშვიდ ფშვინვას რომ უსმენდა და მუხლებზე მჯდარ სიმბას ეფერებოდა. მერე კატით ხელში სახელოსნოსკენ წავიდა ისე, რომ ყვავილებით სავსე ვერანდაზე არც კი გასულა.
უამრავ ტილოს შორის გაიკვლია გზა და მაღალ სკამს მიუახლოვდა, რომელსაც არც ზურგი ჰქონდა, არც ფერი... თუმცა, კონსტანტინესთვს რომ გეკითხათ, როცა მუზამოწვეული საღებავიან ფუნჯს ხელში დაიჭერდა, აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
დაჯდა და ხატავდა. ხატავდა უამრავი, უთვალავი ფერით. ხატავდა იმდენ ყვავილს, რამდენიც, ალბათ, არავის უნახავს. ხატავდა და გულში ეღიმებოდა, როცა საკუთარ შემოამედებას უყურებდა.

*

-არ მაინტერესებს, ვინ არის! რატომ არ გესმის?-მოთმინებადაკარგულმა ხელები აიქნია და მთელი ძალით მაგიდაზე დაანარცხა.
-დაწყნარდი, მე რა დაგიშავე... უბრალოდ, ვცდილობ სიტუაცია სხვა მხრიდან დაგანახო...
-არა! მომისმინე, ყველაფერს აქვს უამრავი მხარე, მაგრამ ამას... ამას არა! არავის აქვს უფლება...-და სანამ მონოლოგს დაიწყებდა ევდაკია, აიამ თქვა სიცილით:
-რისი უფლება არ აქვთ, ევა?-მერე მეგობრისკენ გადმოიხარა და წარბებაწეულმა დაიძურჩულა,-სახლში შემოგივარდა?
-არა,-ჩუმად თქვა ევამაც.
-შეგეხო?
-არა!-შეიცხადა გოგომ, მერე, როგორც სჩვევია, ჯვარს ჩაავლო მარჯვენა ხელი,-ღმერთო, აია, რას ამბობ!
-ნუ გახდები ახლა წმინდანი!-თვალები გადაატრიალა გოგომ,-არაფერი დაუშავებია. არც ლაპარაკი დაუძალებია... ნუ გასცემდი ხმას, პირდაპირ სახლში შესულიყავი!
-შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ კონსტანტინემ შემოგაგზავნა?!-შიშით წამოიკივლა ევამ, აიამ კი თავი გააქნია.
-შენი მეგობარი ვარ, ევა... უბრალოდ ვიცი, როგორი ადამიანია და არ გირჩევ მასთან დაპირისპირებას...
მერე აია წავიდა და ევა მარტო დარჩა. დიდხანს იჯდა მდუმარედ, დიდხანს ფიქრობდა შავ, გიშრისფერ თვალებზე. წარმოიდგენდა მათ და ვერაფერს კითხულობდა მათში.
აშინებდა კონსტანტინე.
აშინებდა ალაზნისპირელი, რადგან მასში ადამიანური არაფერი იყო. ის ადამიანიც კი არ იყო...

ზედმეტმა ფიქრმა მალე გადაღალა და თვალები ისე დაეხუჭა, ვერც მიხვდა.
მშვიდად ეძინა ევას.
მშვიდად ეძინა კონსტანტინეს.
მშვიდად თვლემდა მზეც, მის ოქროსფერ ტახტზე მჯდომი, მთვარე კი ყველაფრის ვერცხლისფერ ზღვაში ჩაძირვას ცდილობდა.

მეორე დღეს ევდაკია, როგორც ყოველთვის, სამსახურში წავიდა. არც კი თვლიდა ამას სამსახურად, უყვარდა ყვავილების გაყიდვა. უყვარდა მყიდველების მშვიდი, ზოგჯერ შეწუხებული, ზოგჯერ მომცინარი ან თვალცრემლიანი სახეების ყურება. ფერადი, სურნელოვანი ცოცხალი ყვავილები უამრავი ფერით ყველას აბედნიერებდა.
მთელი დღე რაღაცას უგრძნობდა გული. მთელი დღე გრძნობდა, რომ ის დღე განსხვავენული იქნებოდა. ძალიან განსხვავებული...
და როცა მაღაზიის საკეტი საბოლოოდ შეამოწმა და დარწმუნდა, რომ კარი დაკეტილი იყო, წასასვლელად მომზადებულმა მოშიშვლებულ, ხორბლისფერ მხარზე პატარა ჩანთა გადაიკიდა და...
გულაჩქარებულმა წამოიკივლა. მოგვიანებით, ამაზე რომ დაფიქრდა, ვერ გაიხსენა, მართლა გაიგო საკუთარი ხმა ცარიელი ქუჩიდან თუ მხოლოდ გონებაში გაისმა ეს შეკივლება...
-აქ რა გინდათ?-ჯერ კიდევ დაუწყნარებელი გულისცემის გამო ძლივს გადააბა სამი სიტყვა.
ხმას არ იღებდა კონსტანტინე. თითქოს სურდა, მდუმარებით გაენადგურებინა გოგო. ევას კი ნელ-ნელა ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ წინ ნამდვილი კონსტანტინე ედგა და არა მისი მოჩვენება.
-ყვავილის გამო მოხვედით?-მხოლოდ იმიტომ განაგრძო ევამ, რომ გიშრისფერთმიანის ხმის გაგონება სურდა,-კონტრაქტში ამაზე არაფერი ეწერა.
-არა,-მხოლოდ ეს თქვა კონსტანტინემ. ევა კი შიშმა შეიპყრო. სიცივემ აიტანა ზაფხულის სიცხეში, როცა მიხვდა, წინ ედგა ადამიანი არაადამიანური ხმითა და გამოხედვით.
-რა?-დაბნეულმა ჩაილაპარაკა გოგომ.
-ყვავილის გამო არ მოვსულვარ. უბრალოდ, მაინტერესებდა, როგორ მუშაობდი,-უემოციოდ თქვა კაცმა. მერე შებრუნდა, ზურგი აქცია გაკვირვებულ ევას, რომელიც ჩამავალი მზის მსგავსად ბრწყინავდა. ის იყო ისევ აპირებდა დაბნეული, დამუნჯებული გოგოს დატოვებას, რომ საკუთარი განზრახვა მოაგონდა. დაფიქრდა და მიხვდა, შანსი ჰქონდა უკეთ გაეცნო ევა. არ აინტერესებდა, რომ ამას გოგო სხვანაირად გაიგებდა და იქნებ, მომავალში გულიც კი ტკენოდა დეკანოიძეს. კონსტანტინე იმ აწმყოთი ცხოვრობდა, რომელშიც არ არსებობდა სიყვარული, ტკივილი და სინანული.
სწორედ ამიტომ, იმავე წამს მიბრუნდა ევასკენ. ცივი თვალები მიანათა გაძეგლებულს და იმავე, უემოციო ტონით მიმართა:
-სახლში წაგიყვან.
-არაა საჭირო,-თავი დახარა გოგომ, სახეზე ჩამოყრილი წაბლისფერი თმა ყურსუკან გადაიწია და სცადა, კონსტანტინეს მოშორებოდა, თუმცა...
-ალბათ, ვერ ხვდები. შეგიძლია მარტო წახვიდე, მე სახლამდე მაინც გამოგყვები.
-თავს როდის დამანებებ?!-ევას მოთმინება ეკარგებოდა და მშვიდად მდგომ კონსტანტინეს რომ უყურებდა, უფრო ღიზიანდებოდა.
-როცა აღარ დამაინტერესებ,-დარწმუნებით თქვა კაცმა. იმ მომენტში ევას სახეზე იმდენი ემოცია გამოჩნდა, მიხვდა, რომ იმაზე საინტერესო იყო გოგო, ვიდრე ჩანდა.
თავად ევა ჯერ დაიბნა. ალმურმა გადაურბინა ხორბლისფერ სახეზე. მერე გაუკვირდა კონსტანტინეს სიტყვები. მერე კი გაუხარდა. გაახსენდა საკუთარი რუტინული ცხოვრება, უაზრო დღეები და ღამეები, მომაბეზრებელი დიალოგები და ყვავილებით სავსე სახლი. იმედი მიეცა. იმ წამს ევას საკუთარი თავი ყველაზე უინტერესო, უაზრო ადამიანად მოეჩვენა და იფიქრა, რომ კონსტანტინეს ადვილად მოიშორებდა.
-როდის მოხდება ეგ?-შედარებით მშვიდად წარმოთქვა გოგომ.
-როცა გაგიცნობ.

აღიზიანებდა ევას კონსტანტინეს მშრალი ტონი. აღიზიანებდა მისი ცივი, უმეტყველო თვალები. აღიზიანებდა მისი უემოციობა, მისი უცნაურობა...
-თავი დამანებე,-ბოლოს ისე ამოიკნავლა, თითქოს შეეშინდა წინ მდგომის.
-ის ჩემი მანქანაა,-უემოციოდ თქვა კაცმა,-თუ გინდა ჩაჯექი. სხვა შემთხვევაში, ისევ შენი სახლის კართან დაგხვდები. უბრალოდ, შენზე ადრე მივალ...
კონსტანტინე წავიდა. მანქანის კაცი გამოაღო და მშვიდად დაიკავა ადგილი საჭესთან. წამით გაჩერდა. გაჩერდა და დაელოდა ევას. უყურებდა ცივი თვალებით, რომლებშიც სიბნელის უკან იმალებოდა ინტერესი. გოგომ ჯერ თვალი გააყოლა ალაზნისპირელს, მერე გრძელი, ნათალი თითები პატარა ჯვარს შეახო, ღრმად ჩასუნთქვისგან სავსე მკერდი წინ წამოწია, მერე ისევ დაპატარავდა, დასუსტდა და სიარული დაიწყო.
უყურებდა კონსტანტინე გოგოს, რომელიც გზაზე იდგა და ტრანსპორტს ელოდა. უყურებდა და გულში გაეღიმა მის პრინციპულობაზე.

უცნაური იყო კონსტანტინე.
უცნაური იყო ევდაკიაც...

და როცა სიცხითა და გრძელი სამუშაო დღით დაღლილი ევდაკია სახლის გარს მიადგა, იქ ისევ დაინახა გიშრისფერთმიანი.
არ ელოდა. კონსტანტინეს საქციელმა, თითქოს, დაარწმუნა, რომ ეს კაცი ყველაფერზე იყო წამსვლელი მიზნის მისაღწევად. იმაშიც დარწმუნდა, რომ სიტყვას ასრულებდა. დარწმუნდა და შიშის ჟრუანტელმა დაუარა მის ხორბლისფერ, ნაზ, რბილ კანს.
აიამ უთხრა, რომ შეეძლო ყურადღება არ მიექცია, სახლში შესულიყო... და ევამაც ხმის ამოუღებლად ამოიღო გასაღები. კონსტანტინე კარს მოშორდა, ევამაც დრო იხელთა და სწრაფად გააღო. შიგნით შესული აკანკალებული ხელით კარის დაკეტვას აპირებდა, როცა კონსტანტინეს ხმა გაიგო. გონებაში მისი ნათქვამი გაიმეორა და სიტყვებიც გამოირკვა.
-სახლში არ შემომიშვებ?
-არა,-მტკიცედ თქვა გოგომ და ის იყო კარი უნდა დაეკეტა, რომ კვლავ გაიგო კონსტანტინეს ხმა:
-კარგი. ხვალამდე.
და მამაკაცი წასვლას აპირებდა, ევამ რომ გააღო ნახევრად დაკეტილი კარი.
თაფლისფერი თვალები აუწყლიანდა, სიბრაზისგან აკანკალებულმა ხმა ვეღარ დაიმორჩილა და აყვირდა.
-არა, თავი უნდა დამანებო! რატომ არ გესმის?!
-არ მიყვარს ერთი და იმავეს გამეორება... ხომ გითხარი, მაინტერესებ. სანამ ეს არ შეიცვლება, თავს არ დაგანებებ,-მშვიდად თქვა გიშრისფერთმიანმა, მერე თავი დაუკრა გოგოს,-ხვალამდე,-გაიმეორა და კვლავ ზურგი აქცია.
-შენ ვინმე როგორ უნდა გაინტერესებდეს?! არც კი იღიმი! ყველას აშინებ!
-არა, მხოლოდ შენ გაშინებ,-კვლავ ევას მიუბრუნდა ალაზნისპირელი,-ღიმილი აუცილებელია, კეთილგანწყობის გასამჟღავნებლად?
-აუცილებელია!-წამოიყვირა გოგომ, მერე წამში დაფიქრდა და, ისე რომ ვერც მოახერხა გააზრება, დაამატა,-და შენი ყველას ეშინია.
-არ ვარ საშიში.
-არ გეტყობა...
-შემომიშვი და გაიგებ, რომ არ ვარ.
-რომ შემოგიშვა, თავს დამანებებ?-წარბები აზიდა ევამ.
-ვერაფერს დაგპირდები,-კვლავ რობოტივით გაიმეორა კაცმა.
-ანუ არ მომშორდები...
-მე ეს არ მითქვამს.
თუმცა ევას უკვე აღარ აინტერესებდა, რას გააკეთებდა კონსტანტინე. მას დასვენება უნდოდა. და კარზე ჩამოკიდებულმა ძლივს მოახერხა მისი დახურვა ისე, რომ სადარბაზოში მდგარ კონსტანტინეს არც კი დამშვიდობებია.

ისევ გაეცინა კონსტანტინეს გულში. თავი გააქნია შეუმჩნეველი ღიმილით. წამით ინატრა, ენახა ვინმე, ვინც მის შეუმჩნეველ ღიმილს შეამჩნევდა.
არ შეეძლო იქ დგომა. ვერ დაკარგავდა დროს ამაში. ვერ უყურებდა დახურულ კარს და ვერ წარმოიდგენდა უცნობი სახლის უცნობ კედლებს შორის რას იზამდა უცნობი ქალი.
და როცა საძინებელში ნელი ნაბიჯით შესული ევა მიხვდა, რომ აინტერესებდა ალაზნისპირელი რას იზამდა, აინტერესებდა როგორ გაატარებდნენ ერთად თუნდაც ერთ წუთს, ნაბიჯს აუჩქარა. ბოლოს გაიქცა. და როცა კარი გააღო კონსტანტინე იქ არ დახვდა.
გიშრისფერთმიანი მამაკაცი კიბეებზე ჩადიოდა მშვიდად, აუღელვებლად.
ნაბიჯების ხმა გაიგო გოგომ. ვერ გაიაზრა, როგორ გაიქცა. გაიქცა და დაიძახა მისი სახელი. ალბათ, მოგვიანებით საკუთარ თავზე გაეცინებოდა, იქნებ გაბრაზებულიყო კიდეც, თუმცა იმ წუთში ამაზე სულ არ უფიქრია.
ალაზნისპირელი გაჩერდა. მხარგაშლილს შავი თვალები აუციმციმდა.
ნელა, ნელა შემობრუნდა და სულ რამდენიმე საფეხური დასჭირდა, ევამდე მისაღწევად.
საუკუნედ მოეჩვენა გოგოს ეს დრო? არა. არც კი უფიქრია იმ წამებზე, რაც კონსტანტინესთან ლაპარაკისას დაკარგა. პირიქით, თოთქოს გათიშეს და მხოლოდ მაშინ ჩართეს, როცა კონსტანტინე წინ დაუდგა.

სახლში შეიპატიჟა ევამ სტუმარი. მაშინვე დაიწყო დეტალების აღქმა ალაზნისპირელმა. გაუკვირდა, ასეთი გოგო ასეთ სახლში რომ ცხოვრობდა. არ უყვარდა კონსტანტინეს წარმოსახვაში მდიდრული სურათების შექმნა (ახლაც არ გაუკეთებია ეს), უბრალოდ საკუთარ თავს უფლება მისცა, წარმოედგინა მზისფერი გოგონას შესაფერისი საცხოვრებელი...
ბინა პატარა იყო, ერთი საძინებლითა და მისაღებით, რაც ძალიან განსხვავდებოდა კონსტანტინეს ფუფუნებისგან.
არც შინაური ცხოველი, არც "ოთახის მეზობელი", არაფერი... მხოლოდ ყვავილები აცოცხლებდა პატარა, მყუდრო ოთახებს.
-დალევ რამეს?-გაისმა გოგოს დაღლილი ხმა.
კონსტანტინე ნელა შებრუნდა სამზარეულოს მაგიდასთან მდგარისკენ და წამის შემდეგ ამოიღო ხმა.
-წითელი ღვინო გაქვს?-უემოციოდ იკითხა კაცმა და დააკვირდა როგორ გადაირბინა გოგოს ხორბლისფერ სახეზე ღიმილმა.
არაფერი უპასუხია ევას. დიდ, მაღალ ჭიქაში ჩამოასხა ღვინო. მერე თხელი, ნატიფი თითებით ორივე ჭიქა ხელში აიღო და ფრთხილად მიაწოდა კონსტანტინეს.
-ხვალ სამსახურში წაგიყვან,-თქვა კაცმა. გაღიზიანდა ევა. იმ რომანტიზმს ეძებდა კონსტანტინეში, რაც საერთოდ არ არსებობდა ამ ადამიანში და საკუთარ თავზე ბრაზდებოდა გოგო.
-არა, სხვაგან მივდივარ დილით,-თქვა და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გვიან მიხვდა, რომ ამის თქმა საჭირო არ იყო.
-სად?-მშვიდად იკითხა კაცმა, ჯერ ევას შეხედა, შეამჩნია როგორ შეუხტა წარბები, როგორ აუჩქარდა მკერდი გახშირებული სუნთქვის გამო, მერე ოთახს მოავლო თვალი, თითქოს რამდენიმე დღის წინ ეს ადგილი არ ენახოს, ბოლოს კი ტელეფონი აიღო. წამში გააჟღერა ვივალდის მელოდია.
-არსად,-მაშინვე წამოიძახა გოგომ და ჭიქას შეახო სქელი ბაგეები.
-სად მიდიხარ?-ახლა გიშრისფერი თვალები გაუსწორა ევას თაფლისფერებს. ევასთვის რომ გეკითხათ, ვერ გეტყოდათ, კონსტანტინეს თვალებმა წაართვა თავი თუ იმ მუსიკამ, თავს რომ ევლებოდა, თუმცა ამ ორიდან ერთ-ერთმა გოგოს ჩუმად ათქმევინა:
-ეკლესიაში...
ახლა კიდევ უფრო კარგად დააკვირდა კონსტანტინე მის გამომეტყველებას. დაფიქრდა და მიხვდა, შანსი ჰქონდა მის კარგად გასაცნობად.
-აღსარება უნდა ჩააბარო?-ცინიკურად იკითხა კაცმა.
-ჰო, მერე?!-გაღიზიანდა გოგო, ჭიქას ხელი გაუშვა და ბიჭს შეხედა დაჟინებული მზერით.
-შენდობა უნდა სთხოვო ღმერთს იმ ღამისთვის, ჩემთან რომ გაატარე?
გაშრა ევა. გაძეგლდა. ვეღარაფერი თქვა.
-არაუშავს, შეგინდობს,-კაცმა მუსიკას ააყოლა გრძელი თითები, მაგიდის ზედაპირს შეახო რამდენჯერმე.
-ასე ნუ ლაპარაკობ!-წამოიძახა გოგომ და, როგორც ყოველთვის, ჯვარს ჩასჭიდა მარჯვენა.
იცებ შენი ღმერთის არსებობას? მხოლოდ იმით, რომ ის დიადი და მიუწვდომელია..? თქვენ, ქრისტიანები ხომ ამბობთ, რომ ღმერთმა ადამიანი მის ხატად შექმნა. თქვენ ამბობთ, რომ ჰგავხართ ღმერთს. ნუთუ უფალმა დაგაკლოთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მის შეცნობაში გჭირდებათ?
-უფალს არაფერი დაუკლია ჩვენთვის, კოსტა. უფალმა დაგვიცვა იმ ცოდნისგან, რომელიც ჩვენს გონებას გაანადგურებდა, ააფეთქებდა, ჩვენს ფიქრებს აურევდა და მოგვკლავდა.
-ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს ჩემთვის, რომ ღმერთი არ არსებობს და ეს ყველაფერი თქვენი, სუსტი ადამიანების მოგონილია, რადგან თქვენნაირებს სჭირდებათ ვიღაც არარსებული, რომ დაემორჩილონ, სწორი არჩევანი გააკეთონ. და სინამდვილეში ფანატიზმი გაგიჟებთ ისე, რომ ვერც კი ხვდებით.
-ასე არ არის!-ფეხზე წამოდგა გოგო. გაღიზიანდა. საკუთარ პოზიციას ვერ თმობდა, თუმცა ვეღარ ამართლებდა თავს. თითქოს კონსტანტინე აკეთებინებდა ამ ყველაფერს... აბნევდა კონსტანტინე, რომელიც მშვიდად უყურებდა აფორიაქებულ გოგოს. ევამ ზურგი აქცია მამაკაცს. ჭიქა ნიჟარაში ჩადგა და ეცადა არ შეეხედა ალაზნისპირელისთვის, სანამ არ დამშვიდდებოდა, იქნებ არგუმენტებიც მომრავლებოდა გონებაში...
იგრძნო, როგორ მიუახლოვდა კონსტანტინე.
არ შეხებია კაცი. მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრის დაშორებით იდგა მის ზურგს უკან. ჩუმად, ძალიან ჩუმად უთხრა ყურთან ახლოს:
-მაპატიე, მაგრამ, ჩემი აზრით, ესაა სიმართლე,-მერე ოდნავ მოშორდა,-როცა სასურველი სტუმარი ვიქნები, კიდევ მოვალ,-თქვა და კიდევ გადადგა უკან ერთი ნაბიჯი, მერე კი ზურგი აქცია გოგოს.
შეხედა ევამ კაცს. შეხედა და დაინახა ის სიცარიელე, იგრძნო ის მარტოობა, რასაც კონსტანტინეს წასვლა დატოვებდა.
სიჩუმე გოგოს ნაზმა ხმამ დაარღვია. სახლში ექოდ გაისმა მისი სიტყვა...
-კოსტა...
კონსტანტინე გაჩერდა.
იმ საღამოს კედლები ალაპარაკდნენ.
იმ საღამოს ვარსკვლავები ჩურჩულებდნენ.
იმ საღამოს მთელმა სამყარომ გაიგო მზისა და მთვარის შეხვედრის შესახებ…

თავი 5
საქარე მინიდან უყურებდა ქალს. გრძელი, შავი კაბა მოსავდა მის ხორბლისფერ კანს. მოშიშვლებული ლავიწები შორიდანაც გარკვევით ჩანდა. მისი სავსე მკერდი მშვიდად ადი-ჩადიოდა და შავი მატერიის მცდელობის მიუხედავად, ვერ იმალებოდა. წაბლისფერ თმას ყვავილებით მოჭედილი თავსაფარი უფარავდა. სქელ ბაგეებს სულ ოდნავ ამოძრავებდა, ალბათ, ტაძრიდან გამოსვლისას საბოლოოდ ლოცულობდა უფლის სახლის წინ. თხელი თითები შეახო ერთმანეთს, პირჯვარი გადაიწერა და თავდახრილი მოშორდა ეკლესიის დიდ, ხის კარს.
მოხდენილად ადგამდა პატარა ნაბიჯებს თხელი, სწორი ფეხებით და კონსტანტინე თვალს ვერ აცილებდა.
აფასებდა სილამაზეს. თუმცა ევა სხვა იყო. ევა არ იყო მხოლოდ ლამაზი... კონსტანტინე ევას ხედავდა იმ ანგელოზად, რომლის არსებობაც არ სჯეროდა. კონსტანტინესთვის ევა ის უკიდეგანო ცა იყო, ყოველ დღე განსხვავებულად რომ გამოიყურება. ევა ის გამოუკვლეველი ყვავილი იყო, მის ვერანდაზე ჯერ რომ არ არსებულა. ევა ის უცნაური სილამაზით დაჯილდოებული ქმნილება იყო, დედამიწა რომ არ იმსახურებდა... ევა იყო ის არსება, უსაზღვროებას რომ იტევდა პატარა სხეულში და ეს უსაზღვრობა ყველას დააინტერესებდა, ყველას ყურადღებას მიიქცევდა.

მანქანას რომ მიუახლოვდა, გოგომ გაკვირვებით შეხედა შუშას, იქ კონსტანტინეს სახე გაარჩია და მერე ახლოსაც მივიდა.
-ვის ელოდები?-ისე იკითხა, თითქოს არ იცოდა რისთვის იყო კონსტანტინე იქ. თითქოს დილასვე არ ეთქვა, მე წამოგიყვან ტაძრიდანო...
-შენ,-უემოციოდ მიუგო კაცმა.
ევას გაეცინა. მთელი გულით გაეცინა. მაშინ პირველად დაინახა კონსტანტინეს შეცვლილი მიმიკა (თუმცა მოგვიანებით ეს სახე რომ გაიხსენა, დააკვირდა და მიხვდა, არაფერი შეცვლია მაშინ კონსტანტინეს).
-უკვე აქ ვარ, არ ღირს მარტო წასვლა,-კაცმა რამდენიმე წამის შემდეგ კვლავ დაარღვია სიჩუმე, რადგან ევა ხმას არ იღებდა.
-დროს ნუ დამაკარგვინებ, თუ არ მოდიხარ, წავალ და გაგიღებ მაღაზიას,-კონსტანტინემ გასაღები აჩვენა და დაინახა, როგორ შეეცვალა ევას სახე.
-საიდან გაქვს?-ძლივს გააკონტროლა ხმა, როცა კაცის ხელში მაღაზიის გასაღები დაინახა. ზუსტად იცოდა, შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.
-გუშინ ავიღე, შენ რომ აღსარებისთვის ემზადებოდი საწოლში,-თქვა კაცმა და, როცა ევა მანქანაში მის გვერდით დაჯდა, გულში გაეცინა ქალზე, რადგან მაღაზიისა და სახლის გასაღებს ვერ არჩევდა...

შუადღის მზე მანქანის შავ შუშებში ძლივს აღწევდა. ევა ღმერთს მადლობას სწირავდა, კონსტანტინე რომ გამოჩნდა მის ცხოვრებაში, რადგან ახლა ფეხით წასვლა არ უწევდა სამსახურში. უყურებდა ცეცხლისფრად აელვარებულ თბილისს და სახე უნათდებოდა, რადგან ახლა ამ ცეცხლისგან შორს იყო. გული უგრძნობდა, რაღაც ახალი მოხდებოდა და უხაროდა, რადგან ვერ წარმოედგინა სიახლე, რომელიც მის ცხოვრებაში კიდევ მოიტანდა რამე ცუდს...
-ევა,-ფიქრებიდან კონსტანტინეს ხმამ გამოარკვია. ეუცნაურა მისგან ასე მომართვა. პირველად დაუძახა ევა და არა–ევდაკია და გაეღიმა გოგოს, კაცს გახედა კითხვით სავსე თვალებით და ალაზნისპირელმაც განაგრძო,-ამ ზაფხულს სადმე დაისვენე?
ევას სკოლა გაახსენდა, ზაფხულის არდადეგების შემდეგ ყველა ამ კოთხვას სვამდა. გაახსენდა და ჩაეცინა. მერე თავი გააქნია და მშვიდი, ნაზი ხმით დაამატა:
-არსად ვყოფილვარ. შენ?
-არც მე.
-რატომ? საკმარისი შემოსავალი გაქვს საზღვარგარეთ წასასვლელად, თან კომპანიის დატოვებაც შეგიძლია ცოტა ხნით...-გაიკვირვა გოგომ, ჯერ კონსტანტინეს შეხედა, შემდეგ გარეთ გაიხედა და მაშინვე იგრძნო შავი თვალები, ბნელი მზერა.
-სურვილი არ მქონდა,-თქვა კაცმა და ევას არ ესიამოვნა მისი მშრალი, ცივი ტონი. უპასუხოდ დატოვა კაცი. თუმცა კონსტანტინემ მალევე განაახლა საუბარი:
-ზღვა გირჩევნია თუ მთა?
ევა დაფიქრდა, გაეღიმა.
-ახლა ზღვა ყველაზე ლამაზია. აგვისტოს მზე ისეთი კარგია... მთელ სანაპიროს ანათებს, ყველა ადამიანს უნაწილებს სასიამოვნო სითბოს... მთა შემოდგომაზეა კარგი. გვიანი აგვისტოს მთაც ლამაზია. იცი, ამ დროს ერთანად იცვლის ფოთლები ფერს და მთა სულ წითელ-ყვითელია... დილის სუსხი საოცრად სასიამოვმოა მთაში, ნისლიანი და თოვლიანი ჰორიზონტი თავს არასდროს მოგაბეზრებს...
თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა ევა. შორს იყურებოდა, აღარც კი ახსოვდა, გვერდით რომ კონსტანტინე ეჯდა.
გიშრისფერთმიანი ფრთხილად იჭერდა საჭეს და თან ევას ადევნებდა თვალს. ულამაზესი იყო ევა. ხვდებოდა კონსტანტინე, რაღაც უცნაურად საინტერესოს მალავდა ქალი საკუთარ თავში.
რაღაც ისეთს ინახავდა, რაც იზიდავდა კონსტანტინეს. ათეისტისთვის, თითქოს, იმ კერპად უნდა ქცეულიყო ევა, ყველა ადამიანს რომ სჭირდება სწორი გზის ასარჩევად.

უყურებდა ალაზნისპირელი დეკანოიძეს და უნდოდა ენახა, როგორ აირეკლავდა მისი თაფლისფერი თვალები აგვისტოს მზეს ზღვის სანაპიროზე.
-წავიდეთ ზღვაზე,-მაშინვე თქვა კაცმა, გოგო ლაპარაკს რომ მორჩა. ლოყები აუწითლდა ევას, რადგან გვიან გაახსენდა, ალაზნისპირელს რომ ესაუბრებოდა ისე, თითქოს საკუთარ დღიურს ავსებდა...
-რა?-ახლა გულიანად გაეცინა ევას. ვერ წარმოიდგინა საკუთარი თავი, ზღვის ტალღებთან მებრძოლი, კონსტანტინესთან ერთად.
-წავიდეთ ზღვაზე,-გაიმეორა გიშრისფერთვალებამ. ახლა გაჩერდა ევაც. ჯერ მოუდუნდა სახე, მერე კვლავ გაეცინა.
-შეიძლება,-უცნაურად შეხედა გვერდით მჯდომს დეკანოიძემ, ბოლოს ჩუმად დამატა,-ოდესმე...
"ოდესმე", გულში გაიმეორა კონსტანტინემ. გაეღიმა, შეუმჩნევლად გაეღიმა და შავი, გიშრისფერი თვალები გაუნათდა.
-ახლაც შეიძლება,-თქვა ბოლოს, თუმცა ევას მისი ხმა აღარ გაუგია.
გვიან მიხვდა ფიქრებში გადაშვებული ევდაკია, რომ სახლის გზა თბილისის გასასვლელს არ ჰგავდა. ლიხის ქედამდე ყვიროდა, მანქანა გააჩერეო. ბოლოს, მართლა რომ გააჩერა კონსტანტინემ, ევა არსად წავიდა.
-დასაკარგი დრო არ არის, ევა,-მშვიდად თქვა და ევა უფრო გაღიზიანდა ამ სიმშვიდეზე, ერ ეჩვეოდა...
-რატომ წამომიყვანე?-წამოიკივლა გოგომ.
-გკითხე, შენც დამთანხმდი.
-მე ვთქვი, შეიძლება-თქო. ოდესმე შეიძლება-მეთქი!
-მე ვთქვი, ახლაც შეიძლება-თქო, შენ კი აღარაფერი გითქვამს,-ხმას სულ არ უწევდა კონსტანტინე, ევასგან განსხვავებით,-თუ გინდა, წადი, ტრანსპორტამდე მიგიყვან. თუ გინდა, წამომყევი, ცოტა ხნით დავისვენოთ.
-მაღაზიას ვერ დავტოვებ!-თავის გამართლება სცადა ევამ.
-კომპანიას და მაღაზიას ელენეს ჩავაბარებ.
-არ ვიცნობ!
-მე ვიცნობ.
-არც შენ გიცნობ!
-კომპანიაში შემომივარდი, ჩემთან იწექი, თან ორჯერ, ეკლესიაში წამაყვანინე თავი, შენი სახლის გასაღები მე მაქვს და არც კი ითხოვ დაბრუნებას და ახლა ამბობ, რომ არ მიცნობ?

იმდენად მშვიდად საუბრობდა კონსტანტინე, ევას ეჭვი ეპარებოდა, რომ ის ნამდვილი იყო. იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა კონსტანტინე, რომ ევას არ უნდოდა მისგან წასვლა...
-ტანსაცმელი არ მაქვს,-თვალი აარიდა ბოლოს კაცს.
-ვიყიდით,-ისე თქვა კონსტანტინემ, თითქოს ეს ყველაზე პატარა პრობლემა იყო ზღვაზე წასვლისთვის ხელის შესაშლელად.
-სულ ეს იყო?-რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ გადაწყვიტა დაეზუსტებინა ევას არჩევანი,-წავიდეთ თუ სახლში დაბრუნდები?
-წავიდეთ,-თქვა ბოლოს.
და ამის შემდეგ, მანქანაში მხოლოდ კლასიკური მუსიკის ხმა ისმოდა. სიწყნარეში ევა მშვიდად ფიქრობდა და ბოლოს, უცნაურად შეხტა.
კონსტანტინეს გახედა, მუსიკა გამორთო და მისმა ხმამ დაარღვია სიჩუმე.
-ის გასაღები ჩემი სახლისაა?!

*

-გეფიცები, მოგკლავ! არ გაპატიებ! არაფერი გაიგე ჩემგან?! ვერაფერი გაიაზრე?!
-არ არის ჩემი ბრალი!
-სულ ამით იმართლებ თავს!
-აია, არ იცნობ! მანიპულატორია, თან ძალიან საშიში...
-ყველა მანიპულატორი საშიშია! ამას გეუბმებოდი. ამას გეუბნებოდი,-ხმას დაუწია მყვირალმა აიამ.
-გთხოვ, არ დამტოვო, რა,-გაისმა ტელეფონში ევას კნავილი. აია გაჩერდა. ევამ წარმოიდგინა, როგორ შეიცურებდა გოგო პატარა თითებს წითელ ხვეულებში, როგორ მოიქცევდა წითელ ტუჩებს კბილებს შორის.
-კარგი,-გაისმა ბოლოს გოგოს ხმა ტელეფონში,-მოვიფიქრებ რამეს.

ევამ ტელეფონი პატარა ჩანთაში ჩაიდო. მზეს ახედა, უკვე შუადღე იყო... კონსტანტინე ხორბლისფრად ანთებულ გოგოს ელოდა, ის კი ვერ იძვროდა ადგილიდან. ორ ევად გაიყო ერთი გოგო. პირველი თბილისისკენ ექაჩებოდა, ეძახდა, არ გაყვე უცნობს, სიამაყეს ნუ გადააბიჯებო. მეორე ევა პირველს დიდ სიახლეს უმალავდა და გაბრწყინებული თვალებით ანიშნებდა, რომ სიახლე აუცილებელი იყო... საჭირო იყო. და პირველი ევა უყურებდა მეორე ევას თვალებს. უყურებდა და იქ ბუნდოვნად ხედავდა რაღაც ნათელს, რაღაც იმაზე ბრწყინვალეს, ვიდრე აგვისტოს მზე იყო.

ერთმა ევამ მეორეს ჩაჰკიდა ხელი.
მანქანა დაიძრა.
და არ გაჩერდა, სანამ ზღვის სურნელი არ იგრძნო ევამ. ღიმილმა გადაურბინა ხორბლისფერ სახეზე გოგოს. მხრებში გაიმართა და ლავიწები გაითავისუფლა. შეამჩნია კონსტანტინემ ეს და წამით გზას თვალი მოაშორა.
გოგოს სხეული კონსტანტინეს გიშრისფერ თვალებში გამოჩნდა.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
და კონსტანტინემ იგრძნო რაღაც დიდი, რაღაც ძლიერი... კონსტანტინემ ყველაფერი იცოდა. ისიც იცოდა, რომ ევას ვერასდროს დაივიწყებდა...

-ეს რა არის?-წამოიკივლა გოგომ გაკვირვებისგან, როცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მაგივრად, ორსართულიან სახლთან გააჩერა კაცმა მანქანა.
-სახლი,-არ დააყოვნა კონსტანტინემ.
-სასტუმრო..? სად არის სასტუმრო?
-სასრუმრო იქითაა,-თავით ანიშნა კონსანტინემ.
-აქ რა გვინდა? წავიდეთ იქ...-გოგო დაიბნა. კონსტანტინემ პირი გააღო. უნდოდა ეთქვა რაღაც... მაგრამ რა, არ იცოდა... რა ეთქვა არ იცოდა ბიჭმა, რომელმაც ყველაფერი იცოდა...
-კოსტა,-გაიჟღერა გოგოს დაბალმა ხმამ მანქანაში და კონსტანტინე მიხვდა, გიორგის გარდა ასე არავინ ეძახდა. ესიამოვნა, ევასგან ეს სახელი. ახლა ესიამოვნა, რადგან პირველად, როცა ევამ ასე მიმართა, ვერაფერი იგრძნო. ის უემოციო იყო, ახლა კი... ახლა ევას ეშინოდა, დაბნეული დეკანოიძე გამბედავ ევას ებრძოდა და საბოლოოდ, ემოციებისგან დატვირთულ გოგოს თავისდაუნებურად წამოსცდა ეს სახელი...
-გისმენ,-მშვიდად გადახედა კაცმა.
-წავიდეთ, რა, სასტუმროში.
-რა გინდა სასტუმროში?! რატომ გადავიხადო ფული?
-იმიტომ, რომ გაქვს!
-ყველას ექნებოდა, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში რომ არ ტოვებდნენ დოლარებს. საჭმელი, საწოლი და აივანი სახლშიც მაქვს. აუზიც არის, ზღვის ხედიც. სასტუმრო არ არის საჭირო,-თქვა თუ არა, კარი გააღი და მანქანიდან გადავიდა.
არ დალოდებია ევას, თუმცა ვინ იცის, როგორ უნდოდა მისი დანახვა მანქანიდან გადმოსვლისას... იქნებ, როგორ უნდოდა საკუთარი თავმოყვარეობა დაეძლია და გოგო, რომელიც სხვებისგან გამოარჩია, ცამდე აეყვანა...
-ჩემი მეგობარი ჩამოდის...-ამოიკნავლა ევამ, როგორც კი კონსტანტინეს წამოეწია. იმ წამს ზღვის ხმაც აღარ ესმოდა, კაცის რისხვის მომლოდინეს.
-ჩამოვიდეს,-მხრები აიჩეჩა გიშრისფერთმიანმა.
-ჩამოვიდეს?-სიცილი აუტყდა ევას. ზოგჯერ საკუთარი ემოციურობა აგიჟებდა...
-ჰო, ჩამოვიდეს. ხელს არ შემიშლის. სასტუმრო იქითაა,-კვლავ ანიშნა კონსტანტინემ ისე, რომ არც კი გაჩერებულა.
-აუ, კოსტა!-დაიწუწუნა გოგომ. შორიდან მოესმა საკუთარ თავში ჩაკეტილი მეორე მეს ხმა. ახლავე წადი მაქედანო, ყვიროდა დატყვევებული ევა, მაგრამ ევას სხეული მიყვებოდა გიშრისფერ კაცს, რომელიც ზედაც არ უყურებდა...
-კოსტა,-თქვა საბოლოოდ, როცა სახლში შევიდა, და გაჩერდა. კონსტანტინეც გაჩერდა. ევამ სახლის შესასვლელს მოავლო თვალი და გაუკვირდა... რაღაც მდიდრულს ელოდა. რას? ალბათ, ოქროს კედლებს, ოქროს ავეჯსა და ოქროს ჭურჭელს. სცადა, არ შეემჩნია, თუმცა იმის გაფიქრებაზე, რომ კონსტანტინე ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრობდა, გაეღიმა და უფრო დამშვიდებულმა განაგრძო,-აია ჩამოვა და სასტუმროში გადავალთ. მერე შენც გნახავთ...-ბოლო სიტყვები დაამატა, რადგან ისევ შეაშინა კონსტანტინეს უემოციობამ... წამით კაცი იმ მანიაკად წარმოიდგინა, მომავალში სერიულ მკვლელად რომ უნდა იქცეს.
-ევდაკია, შენ ხომ ჩემთან ერთად წამოხვედი?-კაცმა ხმა ამოიღო და ევამ, თითქოს, შვება იგრძნო,-ჩემთან ერთად წამოხვედი, არა?
-კი, მაგრამ...
-წავიდეს შენი მეგობარი, აია, სასტუმროში. მერე, მასაც ვნახავთ...
-არ მინდა ეგრე...-თავი დახარა გოგომ.
-მაშინ, წადი,-კაცმა დიდი, ლამაზი მტევანი ჯიბეში ჩაიცურა, ევას ზურგი აქცია, სასტუმრო ოთახისკენ წავიდა, გოგოს მიაძახა,-აქ მოდი, დაელოდე აიას,-და ტელეფონი ყურზე მიიდო.
ევა თეთრ დივანზე ჩამოჯდა და კონსტანტინე კიბეებს აუყვა. თან ევას გადახედა. უნდა გაეშვა? რა თქმა უნდა, გაუშვებდა... კონსტანტინესთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ევა იქ იქნებოდა თუ არა. ალაზნისპირელს მხოლოდ მისი გაცნობა უნდოდა.
-გისმენ,-გაიგო ტელეფონში გიორგის ხმა.
-გიო, სახლში ვერ მივალ. სიმბა არ დატოვო, წაიყვანე,-ერთმანეთს მიაყარა ბიჭმა, თუმცა მის სიტყვებში მხოლოდ გიორგი თუ იგრძნობდა ემოციას.
-ვერა, ძმაო, მეც მივდივარ... ერთი დღე არაფერი დაემართება, რა.
-არა, მთელი კვირა ვერ მივალ. წაიყვანე, გთხოვ.
-სად მიდიხარ?
-საქმეზე,-თქვა ბოლოს კაცმა. მეგობარმა ამოიხვნეშა და კონსტანტინემაც გაუთიშა. ზუსტად იცოდა, სიმბა საიმედო ხელში იყო, გიორგი მას კარგად მიხედავდა.
თუმცა გიორგი მთელი გულით ლანძღავდა ბავშვობის მეგობარს, რადგან იქ, სადაც მიდიოდა, კატა ნამდვილად ხელს შეუშლიდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის კატა საშიში მონსტრის როლს თამაშობდა ესართიასთვის.

კონსტანტინე ოთახში შევიდა. უახლოეს წარსულზე დაფიქრდა. დაფიქრდა და გაუკვირდა. ბოლო წუთამდე სასრუმროში მოდიოდა. როდის გადაუხვია გზას? როდის აღმოჩნდა სახლთან? ალბათ, მაშინ, როცა უფერული გზის ნაცვლად ევას ხორბლისფერ კანს აკვირდებოდა. ან მაშინ, როცა ფიქრობდა, სანაპიროს მზეს როგორ აირეკლავდა ქალის ნაზი სხეული... იქნებ მაშინ, როცა ევასთან შესაძლო სასაუბრო თემებზე ფიქრობდა, ან მაშინ, როცა წარმოიდგენდა, როგორი იყო ის სინამდვილეში... ზუსტად არ იცოდა სახლში მისვლის მიზეზი, თუმცა მიხვდა, რომ იქ მისულ ევას ვერ გაუშვებდა.
ნელა ადგა და აუჩქარებლად ჩავიდა პირველ სართულზე, სადაც ხორბლისფერი გოგონა იჯდა.
-სად არის შენი მეგობარი... რა ქვია?-პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი. ევა შეხტა სიჩუმის უეცარი დარღვევის გამო, უცებ გახედა კონსტანტინეს.
-გზაშია. აია ჰქვია.
-ჰო, აია,-ჩაფიქრებით გაიმეორა კაცმა, მიუხედავად იმისა, რომ აიას სახელი ძალიან კარგად ახსოვდა,-მერე, სად უნდა წავიდეს აია?
-სასტუმროში წავალთ... ფულს ჩამომიტანს და წავალთ...-დაიჩურჩულა გოგომ. თავი დახარა და ფანჯრიდან შემოსული ოქროსფერი მზის სხივები მის წამწამებზე ჩამოსხდნენ.
კაცმა უცნაურად შეათვალიერა ევა. რაღაც იყო მასში... რაღაც ისეთი იდუმალი, როგორც... ნეტავ, რა ჰქონდა ქალს ისეთი, კონსტანტინეს ასე რომ იზიდავდა...
-არ წახვიდეთ. აქ მოვიდეს აია,-თქვა კაცმა მკაცრი, ცივი ტონით. მოგვიანებით შეაქო საკუთარი თავი ასეთი თავდადებისთვის (ან იმით უფრო იამაყა, ემოციებმა რომ არ შემოუტიეს).
-არ არის საჭირო.
-არის. შენ თუ აქ მოგიყვანე, ესე იგი, შენს მეგობარსაც შეუძლია მოსვლა.
-რომ არ გინდოდა?-ისე გაუმეორა გოგომ, აშკარად დაეტყო, თვალწინ დაუდგა ის მომენტი, როცა კონსტანტინემ ეს სიტყვები თქვა. წამით გაღიზიანდა ალაზნისპირელი, არ მოეწონა, სხვასაც ასე რომ ახსოვდა რაღაცები. ფეხზე ადგა. ზემოდან გადახედა ევას. ტანსაცმელი შეისწორა, შუბლზე ჩამოყრილი გიშრისფერი თმა გადაიწია და მხოლოდ შემდეგ თქვა:
-ადამიანი ადამიანი არ იქნებოდა, ასე ხშირად რომ არ იცვლიდეს აზრს, ევა.
გოგო მარტო დარჩა. და მიხვდა, პირველად პირველად შეხედა კონსტანტინემ ისე ადამიანურად, როგორც იმ წუთებში... იმ წუთებში მიხვდა ევა, რომ ალაზნისპირელი არ იყო საშიში ქმნილება, მასში იყო რაღაც ისეთი, რაც კაცს ადამიანს ხდიდა... იქნებ, უკეთესსაც კი, ვიდრე უბრალოდ ადამიანია..
-ჩამოვიდა, მაგრამ დახვედრა სჭირდება, კოსტა!-შესძახა ძლივსმოშინაურებულმა ევამ ოთახში მყოფს. კაცმა ამოიხვნეშა. არც უფიქრია ადგომა, ისე გასძახა:
-მანქანქანის ტარება შეგიძლია?
-კი...-გაიკვირვა გოგომ, თან გაბრაზდა, დახურული კარიდან რომ ესაუბრებოდა.
-ჰოდა გარეთაა მანქანა. წადი, დახვდი.
და ევა არც დაფიქრებულა, ისე გაიქცა. უცებ წარმოიდგინა, როგორ გახსნიდა აიას მიერ ჩამოტანილ ჩემოდანს, ნახავდა შესაბამის სამოსს და თუნდაც დაღამებულზე, სანაპიროზე გავიდოდა. მზე ჩადიოდა, ის კი წამებს ითვლიდა სადგურამდე, თუმცა... მანქანასთან მისულმა კარიც კი ვერ გახსნა. უკან დააპირა შესვლა, თუმცა სახლისკენ შებრუნებული მაღალ სხეულს შეეჩეხა. დაიბნა, ხორბლისფერი ლოყები წამში შეუწითლდა.
-რატომ ჩამოხვედი..?-ძლივს ამოიღო ხმა.
-იმიტომ, რომ გასაღების გარეშე მანქანას ვერ მართავ,-დარწმუნებით თქვა კაცმა. მერე გვერდით გასწია გოგო და კარი გააღო,-და როგორც ჩანს, არც გასაღებით გამოგივა.

მანქანა მიქროდა. მიქროდა და ღია ფანჯრიდან შემოსული ზღვის ცხელი ჰაერი სასიამოვნოდ ეფერებოდა სახეზე ევას. უყურებდა კონსტანტინე მას და ეღიმებოდა. ეღიმებოდა? ნეტავ, ვინმე თუ ამჩნევდა ამ ღიმილს?!
ევდაკია წარმოიდგენდა, როგორ მოიქცეოდა აია, როცა მეგობრის გვერდით კონსტანტინეს დაინახავდა. წარმოიდგენდა, როგორ აყვირდებოდა, როგორ დასტაცებდა ევას ხელს და წაიყვანდა "საშიში კონსტანტინესგან" შორს. იქნებ, ამ სიტუაციას დაესრულებინა ევას შინაგანი სამყაროების ბრძოლა? იქნებ, იქ გადაეწყვიტა ევას, რომელი "მეს" ნდობა შეიძლებოდა? იქნებ გაეგო, რა უნდოდა?
აიას ხმა არამოუღია. ჩუმად ჩაჯდა მანქანაში და არც მთელი ამ დროის მანძილზე იქ მჯდარი კონსტანტინე შეუმჩნევია. მხოლოდ ცივი "გამარჯობით" შემოიფარგლა. არც კონსტანტინეს დავიწყებია ზრდილობა. თუმცა გზაში მეტი არაფერი უთქვამთ. ევა წარმოიდგენდა, ბათუმში ყოფნის პერიოდში როგორ გაღიზიანდებოდა ალაზნისპირელის უემოციობით. ისიც წარმოიდგინა, როგორ მოიშორებდა კაცს და საბაბად სწორედ მის არაადამიანურ, არაამქვეყნიურ ხასიათებს გამოიყენებდა.
და სწორედ მაშინ, როცა ევა ფიქრობდა, კონსტანტინე არასდროს აუწევდა ხმას, არასდროს გაიცინებდა ან იჩხუბებდა, სახლში შესულებმა დაინახეს თაფლისფერთვალება ბიჭი.
გაშეშდნენ აია და ევა.
კონსტანტინემ თვალი შეავლო წინ მდგარს.
-სიმბა სად არის?!-გაყინული ხმით დაიჩურჩულა გიშრისფერთმიანმა.
-აქ... სადღაც აქ იყო,-ბიჭმა გარშემო მიმოიხედა, მერე კონსტანტინეს შეხედა და იმ მომენტში მთლად დაპატარავდა მაღალი მამაკაცი. ალბათ, კატის საძებნელად წავიდა, მოშორდა "მასპინძელს", თუმცა, იქნებ, სულ სხვა რამეს გაურბოდა...
კიბეზე ასვლა დაიწყო. იქიდან კი კიდევ ერთი ადამიანის მსგავსი არსება გამოჩნდა.
ჯერ გრძელი, თხელი ფეხები, რომლებსაც მოკლე შორტი სულ ოდნავ ფარავდა, შემდეგ ვიწრო წელი და ბოლოს ცისფერი თვალები.
აიამ ევას შეხედა. ევამ აიას. და თვალებით უთხრეს ერთმანეთ, "რა ლამაზია!" ალბათ, ვერავის გაუგია მათი ხმა... ალბათ, ვერავინ შეამჩნია ისინი, რადგან ქერათმიანი კაცი "კატას ეძებდა", ქერათმიანი ლამაზმანი კი გაკვირვებული შესცქეროდა უცნობებს.
კონსტანტინე?
სწორედ მას ეკუთვნოდა გახშირებული, მძიმე სუნთქვა. მერე კი მისი ყვირილი გაისმა:
-გიორგი, მოგკლავ!

თავი 6

ადამიანი პირველი შთაბეჭდილებით არ უნდა განსაჯოს, იცის ეს.
მუდმივად იცვლება ადამიანი, ესეც იცის...
ერთი ადამიანი მეორეს ბოლომდე ვერასდროს გაიცნობს, ესეც ზუსტად იცოდა...
მაგრამ კონსტანტინე ალაზნისპირელი ასეთი არ წარმოედგინა. ალაზნისპირელი ადამიანს მხოლოდ სხეულით ჰგავდა, ამიტომ სჯეროდა, რომ არანაირი ემოცია არ გააჩნდა და უემოციო ადამიანი ცოცხალს აღარაფრით ჰგავს. ვერ წარმოიდგენდა, თუ მასაც ჰქონდა ცხოვრება, უგრძნობ არსებად ქცევის მიზეზი... ვერ წარმოიდგენდა, თუ ჰყავდა მეგობრები ან ერთგულ კატაზე თუ შესტკიოდა გული... მერე? მერე, იქნებ, ჩაღრმავებოდა ალაზნისპირელს, იქნებ ჩაეხედა მის თვალებში და იქ დაენახა მისი არაადამიანობის მიზეზი, მაგრამ ახლა ევა მხოლოდ გაკვირვებას მალავდა, რადგან წარმოუდგენელი სურათი დაეხატა თვალწინ.
-მოგკლავ! ვერ გახვალ აქედან! ჩემი კატა მომიყვანე! ჩქარა!
-აქ არის... აქ არის!
-არ არის, გიორგი! შენ და შენი გოგო ხართ აქ!
-სიმბაც აქ არის, გეფიცები!
-რა სახელია სიმბა, არასდროს მესოდა,-ჩაილაპარაკა უცნობმა ლამაზმანმა, რომელიც კიბიდან უყურებდა დერეფანში მორბენალ კონსტანტინესა და გიორგის.
წამით დადუმდა სახლი, აღარ ისმოდა სერიოზული მამაკაცების განწირული მუქარა და ვედრება...
ევა აკანკალდა, თან ეცინებოდა, თან უკვირდა და თან ეშინოდა. აიას მზერა იგრძნო და მისი ხმაც გაიგო:
-მგონი, მოკლა...
ძლივს შეიკავა სიცილი, ალბათ, უცხო ქალბატონის მოერიდა.
წამში კარის ჯახუნი გაისმა და ხმებიც განახლდა.
-გეთქვა, აქ თუ მოდიოდი! სხვაგან წავიყვანდი!-ყვირის გიორგი.
-ჩემს სახლში ისე მოდიხარ, არც მეუბნები!
-შენ თვითონ მომეცი ნება თხუთმეტი წლის წინ!
კიბეებისკენ გამოიქცა გიორგი. ლამაზმანი გვერდით გაიწია, გზა დაუთმო კაცებს.
კონსტანტინე გაჩუმდა, დეტალურად გაახსენდა თხუთმეტი წლის წინანდელი დიალოგი... მხოლოდ გაქცეულ გიორგის გაეკიდა, დანებებას არ აპირებდა.
-სიმბა!-წამოიყვირა ბოლოს, როცა კიბეზე მდგარმა ევას გვერდით მშვიდად მჯდომი კატა დაინახა. კატამ დაიკნავლა. გიორგი საცოლეს ამოეფარა, კოსტა გაატარა. მერე კი ქალს გადაუჩურჩულა:
-ეს ორი რამ გააძეგლა?-და ევასა და აიაზე მიანიშნა.
-თქვენ,-მშვიდად უპასუხა ქალმაც.

იმ ღამეს აღარაფერი მომხდარა. კონსტანტინეს უყურადღებობით შეურაცხყოფილმა ევამ თავისი ოთახი მოიძია, აიასთან ერთად დაბინავდა იქ და გაღიზიანებულმა დაიწყო საკუთარ საქციელზე ფიქრი. მიხვდა, იქ ჩასვლით და კონსტანტინეს "მორჩილებით" საკუთარი თავი შეარცხვინა და ახლა მეორე მესთან თავს იმით იმართლებდა, რომ კონსტანტინე მანიპულატორია, თან ნატრობდა, აიას ისე ჩაძინებოდა, რომ აღარაფერი ეთქვა.
რბილ, გრილ საწოლში იწვა გიორგის საცოლეც, ლიზა ჭანტურიაც, რომელიც საყვარელი მამაკაცის ლოდინში ზღვის ხმის მოსმენით ირთობდა ხმას.
ადიდებული ზღვის მოქცევის ხმა ამშვიდებდა კოსტასაც. აივანზე მდგარი ხელებგადაჯვარედინებული გადაჰყურებდა წყვდიადს, რომელსაც ძლივს აბნევდა აივანზე მბჟუტავი ნათურა.
-გამოსაცვლელია,-გაისმა გიორგის ხმა. არ განძრეულა ალაზნისპირელი, მიხვდა, მეგობარი ნათურაზე ეუბნებოდა.
-არ არის. უხდება ღამეს,-მშვიდად უპასუხა. გიორგის არაფერი უთქვამს. მის გვერდით დადგა და მოაჯირს დაეყრდნო. მერე მეგობარს ახედა.
-კოსტა,-ჩუმად ამოილაპარაკა ოქროსფერთმიანმა და როცა იგრძნო, რომ მეგობარი უსმენდა, ჩუმადვე განაგრძო,-ვინ არის ის გოგო?
-რომელი? სამი გოგოა ამ სახლში რატომღაც...
-იცი, რომელზეც გესაუბრები.
კონსტანტინემ მხოლოდ წამით მოაშორა მზერა ჰორიზონტს, გიორგის თაფლისფერ თვალებში ჩაიკარგა და მაშინვე იპოვა გზა ზღვის ხმაურისკენ.
-ევდაკია დეკანოიძეა.
-მერე? რა დაინახე მასში ისეთი, რომ აქ მოიყვანე..? ისეთი, რომ გვერიდან არ იშორებ?
-საინტერესოა.
-რა არის საინტერესო?
-ის. მთლიანად საინტერესოა. ისეთი ტანი აქვს, მინდა შევეხო, შევიგრძნო და ტილოზე გადავიტანო. ისეთი ხმა აქვს, მინდა მისი ყველა ფიქრი მისივე პირით მოვისმინო... ისეთი თვალები აქვს, მინდა, ყოველი საუბრისას მიყურებდეს...
-კოსტა, იცი ეს რა გრძნობაა?-შეპარვით იკითხა ხმაჩაწყვეტილმა ოქროსფერთმიანმა. გიშრისფერმა ბიჭმა კი მხრები აიჩეჩა.
-ეს ინტერესია. ცხოვრების ინტერესი.
-არა... გიყვარდება, კოსტა.
-სიყვარული არ არსებობს.
-არსებობს. ხომ იცი, რომ არსებობს?!
-სიყვარული რომ არსებობდეს...-ზიზღით ჩაილაპარაკა კონსტანტინემ. თუმცა სათქმელი არ დაუსრულებია. ან დაასრულა უხმოდ, გულში, გონებაში და სულში და იქნებ ის დასასრული გიორგიმაც გაიგო... თუმცა გიორგის აღარაფერი უკთხავს, არ შეწინააღმდეგებია მეგობარს, გიშრისფერი ალაზნისპირელი კი წყვდიადს გამოეყო და ბნელ ოთახებში ჩაიკარგა...



*

-რას აკეთებდი?-ჩუმი ხმით იკითხა გოგომ, როცა გიორგიმ ოთახის კარი დაკეტა. ბიჭმა ჯერ ქალს შეხედა, მერე ოთახს მოავლო თვალი და მაშინვე თხელი მაისური გაიხადა. ქალს გვერდით მიუწვა და მერე უპასუხა:
-ვისვენებდი.
-რისგან?-თავი მკერდზე დაადო ქალმა, გიორგიმ კი ხელი ნაზად შემოჰხვია წელზე.
-ყველაფრისგან... სიწყნარე იყო და თბილისის ჭუჭყს ვიშორებდი,-ისე თქვა, თითქოს კონსტანტინე არც კი უნახავს. ლიზასაც აღარაფერი უთქვამს. ლიზა განსხვავებული გოგო იყო. ის იყო იდეალური საცოლე, რომელიც კლუბში საქმროსთან ერთად მიდიოდა, ზღვაზე საქმროსთან ერთად ერთობოდა, მთას საქმროსთან ერთად შემოივლიდა... და ამ განსხვავებულ, განსაკუთრებულ საცოლეს, გრძელი გზით დაღლილს მაშინვე საყვარელი მამაკაცის მკერდზე ჩაეძინა.

კონსტანტინე? კონსტანტინე იწვა და საწოლზე მჯდარ სიმბას ნაზად უსვამდა რბილ კანზე მარჯვენას. ცისფერ თვალებში უყურებდა და კატაც მშვიდად ითმენდა მარტოსული პატრონის ალერსს. თვალებით თითქოს ეკითხებოდა: "რა ხდება? რა გჭირს?" კოსტა კი ცრემლიან თვალებს ხუჭავდა, გამჭირვალე კრისტალებს უკუაგდებდა და უღიმოდა უმცროს მეგობარს... რა იცოდა, თუ ევაც ასე მარტოდ გრძნობდა თავს... რა იცოდა, თუ მისი პრობლემაც გაქრებოდა... ან არაფერი გაქრებოდა. არაფერი დასრულდებოდა და სამუდამოდ ასე მოუწევდა ცხოვრება...

*

-გაიღვიძე...-ჩურჩული არღვევს ოთახში დაბუდებულ სიჩუმეს.
-გაიღვიძე, რა!.. გაიღვიძე!-ახლა სიჩუმე საბოლოოდ ტოვებს ოთახს. ევდაკია აიას ანჯღრევს, ეს უკანასკნელი კი ძილს მთელი ძალით ებღაუჭება. ბოლოს, როცა ვერაფერს გახდა და გამოფხიზლდა, ევას ახედა.
-რა გინდა?!-წამოიყვირა, მერე მიხვდა, რომ უცხო სახლში იყო. დაფიქრდა, წინა საათები გაიხსენა და ზიზღით ამოიხვნეშა,-არ ყოფილა სიზმარი...
-ზღვაზე ჩავიდეთ, სანამ კოსტა გააიღვიძებს, რა!-დაიწუწუნა გოგომ და იგრძნო, როგორ დაიძაბა აია,-რა მოხდა..? დაბნეულმა ჰკითხა.
-კოსტა?! როდიდან გახდა „კოსტა“?!-შხამიანი ხმა ჰქონდა აიას. ისეთი ცივი და მკაცრი, ევამ ზუსტად იცოდა, დიდხანს ვერ გაუძლებდა მის ასეთ ტონს და გატყდებოდა...
-დიდი სახელი აქვს...-თავი იმართლა გოგომ.
-ჰო, დიდი სახელი რომ აქვს, მაგიტომ ვერ უთხარი თბილისიდან ბათუმში წაყოლაზე უარი.
-არა... ანუ... მანანდე გამომყვა...
-გამოგყვა?!-სახე შეეცვალა ახლადწამომჯდარ აიას,-სად გამოგყვა?
-ეკლესიაში...-თავდახრილ ევას თვალზე ცრემლი მოადგა, გული აუჩქარდა, ზუსტად იცოდა, არასწორი რომ იყო და მეგობარსაც ატყუებდა.
-ეკლესიაში?! რატომ..?
-ჩემთან იყო და...
-რა?!-სათქმელი აღარ დაასრულებინა აიამ. იყვირა და მაშინვე წამოხტა საწოლიდან,-სად, შენთან?! შენთან, მაღაზიაში..?
-არა...-დარცხვენით ჩაილაპარაკა ევამ, მერე უფრო ჩუმად ჩაილაპარაკა,-სახლში. ჩენთან სახლში.
აიამ ხმა აღარ ამოიღო. წითური თმა კოსად შეიკრა. პატარა ხელები ვიწრო წელზე შემოირტყა. აწითლებულ მეგობარს გადახედა. მერე უკვე კარგახნის ამოსულ მზეს გახედა. თავის დამშვიდება სცადა. ზღვის ხმა შემოესმა. აჩქარებული გულისცემა დაურეგულირდა. კვლავ ევას შეხედა, ჯერ კიდევ თვალს არიდებდა გოგო. აია დაფიქრდა. რა იცოდა ევამ, აია თუ ფიქრობდა, რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, რომ უნდა აყოლოდა და შედეგს დალოდებოდა... ეს გადაწყვიტა აიამ და საკუთარ თავს პირობა ჩამოართვა, რომ ევას არ დატოვებდა ტირანი ალაზნისპირელის წინააღმდეგ მარტო... შეჰპირდა და ნაძალადევი ღიმილი მიანათა ევას, მერე კი მისი მხიარული ხმაც გაისმა:
-კარგი. ჩავიდეთ სანაპიროზე!-მერე ევას გაკვირვებული და განათებული სახე დააიგნორა და ოთახის კუთხეში მყოფ ჩემოდნებს მიუახლოვდა. ევას უთხრა მისი ნივთები სად ეწყო, თვითონ თეთრი კაბა აიღო და უცებ გადაიცვა, მერე მეგობარს გახედა.
-აბაზანა სად არის?-მხიარული ტონი დაუბრუნდა მუდამ მხიარულს.
-აუ, არ ვიცი...-წარბები შეკრა ევამ, თითქოს ეცადა, გაეხსენებინა სად იყო, თუმცა... არც კი უკითხავს წინა ღამეს...
აიამ ხელი ჩაიქნია, არაუშავსო, და ოთახიდან გავიდა. ოთახიდან გასული ყველა შემხვედრ კარს აკვირდებოდა. ცდილობდა მათზე აღმოეჩინა რაიმე მინიშნება, თუმცა სააბაზანოსთვის შესაფერის კარს ვერ პოულობდა, ყველა ერთმანეთს ჰგავდა!
ბოლოს იმედგაცრუებული ერთ-ერთი კარის წინ გაჩერდა, ეს იქნებაო, და ისე შეაღო, არც დაფიქრებულა.
შეაღო და მაშინვე გაშეშდა.
ოთახი აბაზანას არ ჰგავდა.
წინ საწოლი ედგა. საწოლზე ულამაზესი ქალი იწვა, მის გვერდით იყო კაცი, რომელიც ოდნავ წამოწეულიყო და ქალის ტუჩებსა და თვალებზე ანაცვლებდა მზერას.
-ჯანდაბა!-წამოიყვირა აიამ. მამაკაცმა მაშინვე მისკენ გაიხედა და გაკვირვებისგან რომ გაეცინა, სულ გაგიჟდა აია. კარი ჩქარა დაკეტა. ახლა უფრო დაიბნა. თვალწინ საკუთარი თავი ედგა, შერცხვენილი, და ის სცენა, წამის წინ რომ ნახა და ყველა კარი ერთნაირი ეჩვენებოდა. ისიც კი დაავიწყდა, თვითონ რომელ ოთახში იყო. ნაბიჯს აუჩქარა და ისევ გაჩერდა.
უკვე ვეღარ გაეგო, სად უნდა წასულიყო. იქნებ, ისევ გიორგის შევარდნოდა? ან უარესი... იქნებ კონსტანტინეს ოთახის კარი გაეღო შემთხვევით?
-ევაა!-წამოიყვირა დაბნეულმა, თუმცა საკუთარი ხმა ძლივს გაიგო. სწორედ ამ დროს ორი კარიდან ერთ-ერთი გაიღო და იქიდან გამოსული მზის სინათლეზე მაღალი ფიგურა გამოჩნდა. შოკოლადისფერი სახე, წითელი ტუჩები, გიშრისფერი თვალ-წარბი და თმა რომ დაინახა, აიამ ინატრა, იქვე მომკვდარიყო...
-რა გაყვირებს?-იკითხა უცნაური ხმით კონსტანტინემ. აიამ თავი დახარა, მერე გამოფხიზლდა, თვალებში შეხედა კაცს და ხელები გადაიჯვარედინა.
-რამხელა სახლი გაქვს?!
-პრეტენზიას ველოდი, მაგრამ ასეთს არა...-თვალებში უყურებდა კონსტანტინეც და აიას ეგონა, რომ თუ თვითონ არ მოკვდებოდა, ეს მზერა ამოაცლიდა სულს.
იმ წუთში, თითქოს, მიხდვდა, რატომ აყვა ევა კონსტანტინეს, რატომ გაატარა მასთან ღამე და რატომ იყო მის სახლში, თანაც–ბათუმში...
-დავიკარგე! ჩემს ოთახს ვეძებდი...
-შენი ოთახიდან რატომ გამოხვედი?-ტონი არ ეცვლებოდა ალაზნისპირელს, აია კი ვერ ხვდებოდა, დასცინოდა, უბრაზდებოდა თუ რაიმე სხვა გრძნობას გამოხატავდა...
-აბაზანას ვეძებდი!-უფრო მკაცრად წამოიყვირა აიამ, თითქოს ასე მოიშორებდა მასპინძელს.
გიშრისფერი წამით დადუმდა, აიას სულის უკანასკნელი წვეთიც შეისუნთქა და გოგოს დერეფნის მეორე ბოლოზე ანიშნა:
-ერთი იქ არის, მეორე ქვემოთ.
და სწორედ ამ დროს ერთ-ერთი კარი გაიღო. აიამ და კონსტანტინემ იქით გაიხედეს და წითურმა დაიმახა ის, ვისი დანახვაც ყველაზე ნაკლებად სურდა თავისი ცხოვრების მინიმუმ ათი წლის განმავლობაში.
-გაიწიე!-წამოიყვირა და ისე აუარა კონსტანტინეს გვერდი წაშლილი სახით, გიორგისკენ აღარც გაუხედავს.
კარი ისევ აერია. ვერ გარისკა სხვა ოთახში შესვლა და იქ შევიდა, საიდანაც კონსტანტინე გამოვიდა.
საბოლოოდ გაწამებულმა გოგომ მხრები ჩამოყარა, გადათეთრებული სახე უფრო გაუთეთრდა და ძლივს ამოიკნავლა:
-ზუსტად ასეთი უნდა იყოს ჯოჯოხეთი...

საბედნიეროდ, აიას არ ესმოდა, რა ხდებოდა გარეთ. დერეფანში ოქროსფერთმიანი გიორგი სიცილით მიუახლოვდა უემოციო გიშრისფერს.
-როგორმე უთხარი, რომ არაფერს ვაპირებდით,-სიცილითვე ამოილაპარაკა, თან უკან, კარზე ანიშნა.
-თვითონ უთხარი,-ისე უპასუხა კონსტანტინემ, თითქოს არც მომხდარს ჰქონდა მნიშვნელობა და არც შედეგს. ან მართლა არაფერს წარმოადგენდა ეს...
-ახლა რაღა დაგემართა?-მაშინვე გაჩერდა მომცინარი. სერიოზულად იკითხა, გაუკვირდა, რადგან წინა ღამეს მოაგვარეს ერთ სახლში ზედმეტი ქალების არსებობის პრობლემა.
-შენი აზრით?-კითხვა დაუბრუნა გიშრისფერმა.
-შენს ოთახში შევიდა, არა?-წამით დადუმების შემდეგ ისე თქვა გიორგიმ, თითქოს ამას ფიქრი არც კი უნდა დასჭირვებოდა.
-ჰო. წესით, აქამდე უნდა მიმხვდარიყო, რომ ევდაკია იქ არ არის.
-ევდაკია რა არის?-თაფლისფერი თვალები გაუფართოვდა ოქროსფერთმიანს. კონსტანტინემ დააიგნორა მეგობარი. და სწორედ მაშინ, როცა თავისი ოთახის კარისკენ შებრუნდა, მის გვერდით მდებარე ოთახიდან ევა გამოვიდა.
-დილა მშვიდობისა,-მორიდებით დაფარა გოგომ უხერხულობა.
-სადაცაა დაღამდება,-უემოციოდ უპასუხა კონსტანტინემ. გიორგიმ მიაძახა, მხოლოდ ათი საათიაო, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია გიშრისფერს. კარი გააღო, კედელზე აკრულ აიას ხელი უხეშად ჩაავლო და დერეფანში გამოდგა.
-მანდ ევდაკიას ხედავ?-ახლა მკაცრი ჰქონდა ხმა კონსტანტინეს. უყურებდა... თვალებში უყურებდა გოგოს, რომელიც მანამდე არასდროს დანებებულა. აია კონსტანტინეში ხედავდა მხოლოდ იმ თვისებებს, რაც ცუდად იმოქმედებდა ევაზე... ჩაფიქრებული ვერც მიხვდა, რა მოხდა.
პასუხის მომლოდინე ალაზნისპირელი ხელს არ აშორებდა გოგოს გამხდარ, სუსტ მხარს. საბედნიეროდ, გიორგი კარგად იცნობდა მეგობარს. ჯერ გაძეგლებულ ევდაკიას შეხედა და მიხვდა, რომ კონსტანტინემ ის ახსენა, მერე აიას შეხედა, რომელსაც რძისფერი კანი უარესად გათეთრებოდა და ამ თეთრ სახეზე უცნაურად იფანტებოდა ჭორფლები.
მერე თავად კონსტანტინეს შეხედა და მიხვდა, რამ გააღიზიანა. არასდროს უყვარდა, მის ოთახში რომ შედიოდნენ... არ უყვარდა... ამიტომ მოუწია გიორგის ამოქმედება. და სწორედ მაშინ, როცა დერეფანში გაისმა ევას წამოკივლება, ხელი გაუშვიო, გიორგიმ კონსტანტინეს მაჯაში ჩაავლო ხელი და ოქროსფერ სახეზე ნათელი ღიმილი გადაიკრა.
-კოსტა! წამო, საუზმე მოვაგვაროთ და ზღვაზე ჩავიდეთ!
კონსტანტინემ მაშინვე გაუშვა ხელი "მსხვერპლს" და შორიდან შეხედა გოგოს. მერე ზურგი აქცია ევასა და აიას. კიბეებზე ჯერ თვითონ ჩავიდა, მერე გიორგი ჩაჰყვა. ამ უკანასკნელმა თბილი ღიმილით გამოხედა ჯერ კიდევ უცხო სტუმრებს და მათ სახეზე რაღაც უცნაური, რაღაც მადლობის მსგავსი ამოიკითხა. მერე მანაც ზურგი აქცია გოგონებს და მეგობარს წამოეწია.
როგორც კი თვალს მიეფარნენ ალაზნისპირელი და ესართია, გოგოებმა ერთდროულად დაიწყეს:
-გეფიცები, მოვკლავ! რა გაგიკეთა?
-სამაგიეროს გადავუხდი! რა ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს?!
-მგონი, მართლა აქვს...-ევამ დაეჭვებით თქვა, რადგან გაიხსენა მთელი კვირის მოვლენები და მაშინვე გაჩერდა, როცა აიას შეკრული წარბები დაინახა.
-ნუ იქცევი ეგრე! არ ხარ ეგეთი და რას გმართებს ეს ბიჭი?!
-საშიში კაცია და არა–ბიჭი...-ისევ უაზროდ სცადა თავის მართლება ევამ. აიას პასუხი აღარ გაუცია. ალბათ, იმიტომ, რომ სათქმელი აღარაფერი იყო... ან გიორგის ოთახიდან გამოსულმა ქალბატონმა დაადუმა.
ქალი სერიოზული, მშვიდი გამომეტყველებით მიუახლოვდა გოგონებს.
-მე ლიზა ვარ,-ისე თქვა, თითქოს გაცნობა უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გადაწყვიტა, მერე კი, ისე, რომ მათ პასუხს არ დალოდებია, დაამატა,-სხვის ოთახში შესვლამდე ნებართვა ითხოვე ხოლმე, ასეთ სიტუაციაში რომ არ ჩავარდე.
აიამ იგრძნო, ვის ეკუთვნოდა ეს სიტყვები. მანაც ლიზასავით აზიდა ცეცხლისფერი წარბები, მხრებში გაიმართა, ევას გასაჩუმებლად ხელი ჩაავლო და სანამ გიორგის საცოლე წავიდოდა, ხმა ამოიღო:
-შენ და შენმა ბიჭმა ოთახის კარი ჩაკეტეთ ხოლმე, ასეთ სიტუაციაში რომ არ ჩავარდეთ.
ლიზა უცნაურად გაეცნო გოგონებს. თუმცა ვერც ერთის თვალში მისი სილამაზე მისმა უხეშმა საქციელმა ვერ გადაფარა. მაღალი იყო ლიზა ჭანტურია, გრძელი, სწორი ფეხები ჰქონდა, შოკოლადისფერი კანი, აშკარად, ახალი გარუჯული იყო. გრძელ სახეს სქელი ბაგეები, სულ ოდნავ კეხიანი ცხვირი და ზემოთ აზიდული წარბები უმშვენებდნენ. თაფლისფერ თვალებში კი მკვეთრად ჩანდა გიორგის სახე, თითქოს ყველას აჩვენებდა, ვინ იყო მისი ცხოვრების აღმოჩენა.

*

-კოსტა, რატომ იქცევი ასე?-იკითხა გიორგიმ, როგორც კი სამზარეულოში შევიდნენ.
კონსტანტინემ მეგობარს გახედა. ხელოვნური ღიმილი გადაეფინა მის უემოციო სახეს.
-არ ვიცი, გიო... იქნებ იმიტომ, რომ ვიღაც უცნობი ჩემს ოთახში იყო?!
-თუ დააკვირდი, ის "ვიღაც უცნობი" თვითონ მოიყვანე სახლში. მანქანით. ოთახიც შენ მიეცი.
-სხვა გზა არ მქონდა. ასე ნუ მელაპარაკები, შენც ჩემს სახლში ხარ!-წამით გაღიზიანება დაეტყო ალაზნისპირელს, თუმცა, ალბათ, მხოლოდ გიორგი შეამჩნევდა ამას.
-მე გიორგი ხომ არ ვარ?! ის გიორგი ესართია, დღესაც შენ გვერით რომ არის, შარშანაც რომ იყო, შვიდი წლის წინაც და მანამდეც?!-წარბშეკრულმა გიორგიმ ყველაფერი სცადა, რომ არაფერი შეემჩნია, თუმცა გული ეტკინა. საშინლად ეტკინა. იცოდა კონსტანტინეს უაზრო ხასიათების შესახებ და ისიც იცოდა, როგორ უნდა აეტანა ეს ხასიათები, მაგრამ... ზოგჯერ ისეთი უსამართლო იყო კონსტანტინე, ისეთი ცივი და... ისეთი კონსტანტინესებური, რომ გიორგის ყველა მის მიერ წარმოთქმული ბგერა მახვილივით ესობოდა გულში, ყველა მოგონებას უცოცხლებდა და ყველა ჭრილობას უახლებდა...
-ჰო, გიორგი ხარ,-თავი დახარა კონსტანტინემ. თავი დახარა და ცარიელ მაცივარში შეიხედა. გიორგის კი გაეღიმა, რადგან გიშრისფერის მიერ წარმოთქმული "ჰო, გიორგი ხარ" ისე ჟღერდა, როგორც "მაპატიე, დამნაშავე ვარ." ღიმილითვე მოაშორა მზერა მეგობარს და კიბეებისკენ გაიხედა. მერე კი ხმამაღლა გასძახა ზემოთ მყოფებს:
-გოგოებო! ჩამოდით, სანაპიროზე გავიდეთ!

*

აღელვებული ზღვის ტალღები მთელი ძალით ეხეთქებოდა ნაპირს. გაგიჟებული, გაცოფებული წყლის ეს უზარმაზარი მასა არავის დაინდობდა, ალბათ, თვით ღმერთსაც. პოსეიდონის გამოგზავნილ ტალღებს უყურებდა ევდაკია, თავად ევდაკიას კი კონსტანტინე უცქერდა იმ იდუმალი, ფარული აღტაცებით, ვერავინ რომ ვერ შეამჩნევდა, თავად გოგონაც კი. იდგა ბიჭი და უყურებდა რჩეული ქალის მზით დაკოცნილ სხეულს, რომელიც თავად ასხივებდა მზის სიმხურვალეს. უყურებდა და ცდილობდა გაეგო, რამ მიიზიდა, მისმა ხორბლისფერმა სიმხურვალებ, მზის მსგავსმა სინათლემ, ნატიფმა თითებმა, დაუოკებელ ტალღებს რომ აგებებდა, თუ იმ უცნაურმა მშვიდმა ემოციურობამ, რომელიც ყველა სხვა ქალებისგან გამოარჩევდა გოგოს.
უყურებდა კონსტანტინე და, ალბათ, პირველად ირეოდა საკუთარ ფიქრებში.
ევდაკია კი, ზღვასთან თამაშით ბავშვივით გართული, კონსტანტინეს მწველ მზერას ვერ გრძნობდა. ხან ჰორიზონტს გახედავდა და მზის ყურებით დატკბებოდა, ხანაც აიას შეხედავდა, რომელიც მეგობრის ყურადღების მისაქცევად ყოველ წამს ახალ საოცრებას იგონებდა, მოხდენილად ცურავდა მონატრებულ ზღვაში და მარილიან წყალს მეგობრის ხორბლისფერ კანს ასხავდა, ევა კი სამაგიეროს უხდიდა.
გიორგი და ლიზა სხვა სამყაროში იყვნენ. თითქოს ცეკვავდა ქალის ლამაზი სხეული კაცისასთან ზღვაში. ზღვა იცავდა მათ მწველი მზისგანაც, რომელიც, თითქოს მათ გამოფხიზლებას ამაოდ ცდილობდა...

ზღვიდან ამოსული ევას სხეული წყლის უამრავი წვეთით იყო დაფარული, მწველი მზე კი თავგამოდებით ებრძოდა მათ. აია ევას არ გამოჰყვა, გადაწყვიტეს, საღამომდე გაჩერებულიყვნენ, შემდეგ კი თბილისში დაბრუნებულიყვნენ, რადგან ევას იქ იმაზე სერიოზული საქმე ჰქონდა, ვიდრე პატარა ყვავილების მაღაზია იყო, ამიტომ ზღვას ჯერ ვერ ელეოდა.
ნახევრად შიშველ ევდაკიას ხორბლისფერი კანი ისე უელავდა, კონსტანტინე სხვას ვერაფერს ამჩნევდა. ალბათ, სწორედ მისმა დაჟინებულმა მზერამ გადააწყვეტინა ევას, მის გვერდით დამჯდარიყო ცხელ ქვიშაზე.
-ზღვაში რატომ არ ჩადიხარ?-ღიმილით შეხედა კაცს. ალაზნისპირელმაც გაუსწორა მზერა.
-უკვე ჩავედი.
-არა, ათი და თხუთმეტი წუთით არა. დიდხანს რატომ არ ჩადიხარ? აი, გიორგი როგორ ერთობა... ან აია...-ჯერ ერთზე მიანიშნა ევამ, მერე მეორეზე. კონსტანტინეს არსად გაუხედავს. ევას არ აშორებდა თვალს.
-გიორგის ლიზა ჰყავს, აიას-შენ.
-შენც ჰყავხარ გიორგის.
-გიორგის ლიზა ჰყავს,-მტკიცედ გაუმეორა კაცმა. ევა ჩაფიქრდა. მერე საუბრის გაგრძელება სცადა.
-შენც გეყოლება ვინმე ლიზასნაირი. ვინმე, ვინც გეყვარება.
-აი, ეგ არ გამოვა. მე ვიცი, რომ სიყვარული არ არსებობს. ლიზა და გიორგი ამას ჯერ ვერ ხვდებიან.
-არ ხარ სწორი. სიყვარული ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ყველა ადამიანში არის პატარა წერტილი, რომელიც ფარულად ეტრფის ვიღაცას ან რაღაცას. შენც ასე იქნები...
კონსტანტინე დაიძაბა. უემოციო სახე დაეჭიმა, წითელი ტუჩები მთელი ძალით მოკუმა, ზღვას გახედა, გიორგის და ლიზას დააკვირდა და ისევ ევას შეხედა.
-სიყვარული რომ არსებობდეს...-დაიწყო, თუმცა სათქმელი ვერ დაამთავრა, პატარა ბავშვის ხმამ გააწყვეტინა.
-დეიდა, ეგ "სემიჩკა" მომეცი, რა!-ოთხი-ხუთი წლის ბავშვი, ალბათ, დედას გამოეპარა და მზესუმზირის სურვილმა სძლია მის ბავშვურ სიამაყეს. ევამ იქვე დადებულ კონსტანტინეს ნაყიდ მზესუმზირას შეხედა და გაიცინა.
-აი, აიღე,-მუჭაში მოიქცია გოგომ შავი მარცვლები და ბავშვს გაუწოდა.
ისეთი ბედნიერი ჩანდა პატარა, ევას მთელი ნავაჭრის მიცემა მოუნდა, თუმცა...
-მე მაგაში ფული გადავიხადე!-ცივი, გაყინული ხმა გაიგო.
ისევ შეიცვალა კონსტანტინე. ისევ გაბოროტდა. აგვისტოს მწველი მზის გულზეც კი გაიყინა მისი გამომეტყველება, ხმა და აურა.
-არაუშავს, ბავშვია!-ჯერ კიდევ მომცინარმა ევამ ახლადგაქცეულ პატარას გააყოლა თვალი.
-ყველა ბავშვს ასე უნდა დაურიგო ყველაფერი?!
-არა, მხოლოდ იმას, ვისაც ენდომება და იმას, ვინც მომეწონება... თუმცა ყველა ასეთია...-საკუთარ თავზე გაეცინა ევას.
-არა!
-რა?
-არ გაბედო... აღარ გაბედო, ჩემი ნივთები ბავშვებს დაურიგო!
-კოსტა, ადამიანი არ ხარ? პატარა იყო, სულ არ იცის იმან ჩემი და შენი!
-ჰო. არ იციან. ბავშვებმა არაფერი იციან.
და კონსტანტინე ადგა.
ადგა და წავიდა.
წავიდა ისე, რომ ევასთვის არაფერი უთქვამს.
გაკვირვებული ევა სანაპიროზე დარჩა.
სახლისკენ მიმავალი კონსტანტინეს დანახვისას გიორგიმ ლიზა დატოვა და ევას მიუახლოვდა.
-რა დაემართა?-იკითხა სასხვათაშორისოდ.
-ბავშვს მზესუმზირა მივეცი და გაგიჟდა...-მხრები აიჩეჩა გოგომ. გიორგიმ ამოიოხრა.
-კარგი. შენ მაგაზე არ ინერვიულო!-დაამშვიდა გოგო, თუმცა, აშკარად არ სჭირდებოდა ეს.
-რაზე უნდა ვინერვიულო?!-უცნაურად იკითხა ევამ, მერე თავისთვის ჩაილაპარაკა,-ნეტავ, სულ ასეთი იყო?
-არა,-უამრავი ხალხისა და ზღვის ტალღების ერთდროული ხმაურის მიუხედავად, გიორგიმ გაიგო გოგოს სიტყვები,-სულ არ იყო,-მერე კი დანანებით დაამატა,-შვიდი წლის წინ შეიცვალა.
-რა მოხდა, რამ შეცვალა?-ისე იკითხა ევამ, თითქოს ასე მარტივად გამოსტყუებდა ბიჭს იმას, რასაც თავგამოდებით იცავდა.
თუმცა გიორგიმ დააიგნორა გოგო. ლიზას დაუძახა, შენი დახმარება მჭირდებაო, და სანაპიროს მოშორდა.

თავი7
სახლში შესული კონსტანტინე ისეთი სახით უყურებდა შუადღის ბათუმს, თითქოს მისთვის ყველა დამალული ემოცია გამოეცალათ, სული ამოეგლიჯათ და მხოლოდ ცარიელი სხეული დაეტოვებინათ გულის ამარა. გული კი სტკიოდა. იმ ერთადერთი შერჩენილი ორგანოთი გრძნობდა, როგორ აწამებდა ბიროტი ძალა ამოგლეჯილ სულს. გრძნობდა და ასმაგად სტკიოდა. ვერ იტანდა ამ ტკივილს. იმ ტკივილს, რომელიც წლების წინ დამარხა პატარა ძვლებთან ერთად. ვერ იტანდა იმ ტკივილს, რომელიც, წესით, უნდა გამქრალიყო... ვერ იტანდა საკუთარ თავში დამალულ იმ კონსტანტინეს, რომელსაც წასვლისაც ეშინოდა და გამოჩენისაც...

სახელოსნოში შესულმა იგრძნო ის სუნი, ძველ ნივთებს რომ ასდის ხოლმე. თითქოს, ამ სულმაც ტივილით დაამძიმა მისი უსულო სხეული.
ალბათ, წლების განმავლობაში ხელუხლებლად დატოვებული ტილო მოძებნა. მტვრიანი მოლბერტი გაშალა და ტილო ზედ დადო. ხის პალიტრა აკანკალებულ მარცხენაში დაიჭირა, მარჯვენა ხელში კი გრძელტარიანი ფუნჯი მოიმარჯვა. ისე ტოვებდა კვალს ტილოზე, ვერ ხვდებოდა, რას ხატავდა. ფუნჯს ახებდა თეთრ ზედაპირს და კონსტანტინეს გაჩერებული გული მოძრაობას იწყებდა.
მაშინ, როცა სიჩუმისგან გაბრუებული კონსტანტინე ალაზნისპირელის გიშრისფერი წამწამები გამჭირვალე კრისტალებს აკავებდნენ, კაცმა იგრძნო, როგორ აეკრა ფეხზე რაღაც. ემოციებისგან დაცლილმა, დალეულმა, ისე დაიხედა ძირს, თითქოს, არ აინტერესებდა, იქ რა ხდებოდა.

სიმბა.
ეგვიპტური კატა ნაზად ეკრობოდა პატრონს, უბეწვო სხეულს კაცის შიშველ ფეხს უსვამდა, თითქოს სურდა მისი ტკივილი წაეღო.
-სიმბა,-ჩაილაპარაკა კონსტანტინემ,-სიმბა...-ფუნჯი მოლბერტზე დადო, პალიტრა გვერდით გადადო და ძირს დაიხარა. სიმბა ხელში აიყვანა და მის ცისფერ თვალებს შეხედა.
-სიმბა... რატომ არ ესმით ადამიანებს შენსავით?
იკითხა კაცმა და ამ რამდენიმე სიტყვას მთელი გულისტკივილი ამოატანა.
კატამ შეხედა. აკრუტუნდა. ერთხელ დაიკნავლა და მკერდზე დაადო თავი პატრონს. რა იცოდა კონსტანტინემ, თუ კატა თავის ენაზე ამშვიდებდა, თუ ეუბნებოდა, რომ მარტო არ იყო... რომ მისი ესმოდათ...
სახელოსნოს ნახევრად ღიად დატოვევული კარიდან უყურებდა გიორგი ტილოზე გამოსახულ უცნაურ ხორბლისფერ არსებას, რომელიც გრძელ, მაღალ, სწორ ქვას ტეხდა.

სიმბამ იგრძნო გიორგის სიახლოვე და თავი წამოყო. კონსტანტინემ უკან გაიხედა. სიმბა ძირს დასვა და კუდაბზეკილმა კატამ მაშინვე გამართულმა ჩაუარა ოქროსფერთმიანს.
-შეიძლება?-ისე იკითხა, თითქოს უარის მიღების შემთხვევაში მარტო დატოვებდა კონსტანტინეს. გიშრისფერს არაფერი უთქვამს, ზურგი აქცია გიორგის და მხრებჩამოყრილი იატაკს მიაჩერდა.
-ევას არაფერი დაუშავებია, კოსტა,-მშვიდად, სევდიანად უღიმოდა გიორგი მეგობარს და საბედნიეროდ, კონსტანტინე ამას ვერ ხედავდა. სახელოსნოში მაღალი ქალის ფიგურა გამოჩნდა, რომელიც კონსტანტინეს მიუახლოვდა და თხელი ხელები მოჰხვია, თავი კი მხარზე დაადო. კონსტანტინე შეკრთა, გიორგის შეხედა, რას აკეთებსო, გიორგიმ კი უფრო ფართოდ გაუღიმა.
-ევამ არაფერი იცის,-ახლა ქალმა ამოიღო ხმა.
კონსტანტინემ მტკიცედ შეკრული ბაგეები ერთმანეთს დააშორა და უხმოდ ამოილაპარაკა:
-ვიცი.
-აქ რატომ მოიყვანე?-ისევ ლიზა საუბრობდა, გიორგის ყურადღებას არც აქცევდა, ეს უკანასკნელი კი რაღაც კარგის მოლოდინში აჩქარებულ გულისცემას იმშვიდებდა.
-მაინტერესებდა...
-რა გაინტერესებდა?
-მაინტერესებდა, როგორი იყო. მაინტერესებდა, როგორ იქცეოდა, რა უყვარდა, რას უსმენდა, რას სვამდა, ჭამდა, იცვამდა, როგორ საუბრობდა...
-ახლა რატომ არ ცდილობ მხოლოდ ინტერესის დაკმაყოფილებას?
-არ ვიცი.
-შენ არ იცი?-გაეღიმა ლიზას, კონსტანტინეს მოაშორა სხეული და მის წინ ჩაიმუხლა,-როგორ, "არ იცი"?
-აი, ასე, ლიზა! არ ვიცი. მოვიდა და იმდენად მოვბეზრდი, რომ თავისი მეგობარი ჩამოიყვანა!
-კი არ მობეზრდი, უბრალოდ არ უნდოდა მარტო ყოფნა. ნუთუ შენ ეს არ გინდოდა და მაინც ასე მოხდა?!
-მინდოდა!
-აბა, თუ გინდოდა, რატომ ბრაზობ?
-ბავშვის გამო.
-ბავშვის?
-ლიზა, დამანებე თავი!-კონსტანტინეს ხმამ მეორე ოთახში მყოფი სიმბაც კი დააფრთხო.
-კოსტა, ნუ იბუტები ბავშვივით!-გიორგი საყვარელ ქალს ამოუდგა გვერდში.
-აუხსენი, რომ ვერ დამარწმუნებს იმაში, რაც თავად უკეთ ვიცი!-ამოილაპარაკა კონსტანტინე ალაზნისპირელმა ცივად და, დასასვენებლად რჩეულ ქალთან ერთად დედაქალაქს გარიდებული, ოთახში წავიდა, თავი რომ დაეღწია უსამართლობისთვის, მეგობრისთვის, მეგობრის საცოლისთვის და რჩეული ქალის თანმხლები ცეცხლისფერთმიანი გოგონასთვის...

უკვე საღამოვდებოდა, ევდაკია დეკანოიძე მეგობარს კაფედან კონსტანტინეს სახლისკენ რომ გაუძღვა. გზაში კიდევ ერთხელ დაგეგმეს, როგორ უნდა წასულიყვნენ იმ ღამით თბილისში. ევას გაპარვაც უნდოდა, რა კოსტას საქმეა, მე სად წავალო, თუმცა ახლა აიას ეუხერხულა, კაცმა სახლში დაგვპატიჟა, გაუფრთხილებლად წასვლა არ შეიძლებაო. ევას უნდოდა ეკითხა, როდიდან გახდა კონსტანსტანტინე ალაზნისპირელი ის კაცი, რომელთანაც აიას რაიმე ეუხერხულებოდა, თუმცა ამის გარჩევა სხვა დღისთვის გადადო, რადგან იცოდა, გაუფრთხილებლად ვერ წავიდოდა. უცხო თვალისთვის კი მათი რამდენიმეწუთიანი კამათი საკმაოდ გამაღიზიანებელი იქნებოდა, რადგან საკუთარ პრინციპებს ორივე ღალატობდა, თანაც–უმიზეზოდ.



და როცა ნარინჯისფრად აელვარებულმა მზემ ზღვაში ჩაყვინთა, მის გარშემო კი პატარა ვარსკვლავები თეთრად აციმციმდნენ, ევამ ბარგის ჩალაგება დაასრულა და კონსტანტინეს ჩაკეტილი ოთახის კარზე დააკაკუნა.
-რა გინდა?!-გაისმა საყვედურით სავსე ხმა შიგნიდან. ევამ ღრმად ჩაისუნთქა, გაღიზიანება რომ გაექრო.
-მე ვარ. დასამშვიდობებლად მოვედი.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე სახელურის ხმა გაისმა და კარი გაიღო.
-გისმენ,-ისე თქვა კონსტანტინემ, თითქოს რამდენიმე საათი იმაზე ფიქრში არ გაეტარებინა, თუ რა უნდა გაეკეთებინა.
-თბილისში ვბრუნდებით მე და აია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე,-ხელოვნური ღიმილი მიანათა ქალმა კაცს, გაზეპირებული ტექსტი უთხრა და პასუხს დაელოდა.
სანამ კონსტანტინე ხმას ამოიღებდა, მის ფეხებთან კატა შეამჩნია ევამ. ჩაიმუხლა და თავზე გადაუსვა სიმბას ხელი. კატამაც მაშინვე შეიფერა, თუმცა, ალბათ, იგრძნო პატრონის დამოკიდებულება და მალევე კონსტანტინეს უკან დაიმალა.
ევამ კაცს ახედა.
კონსტანტინემ მხრები აიჩეჩა, უემოციო თვალებით შეხედა ევას და მშვიდად, წყნარად თქვა:
-კარგი.

და ევა წავიდა.
წავიდა და მთელი გზა ფიქრობდა კონსტანტინეზე. გულში ლანძღავდა, ეზიზღებოდა კონსტანტინე და თან გული სწყდებოდა, ასე ცივად რომ გამოუშვა კაცმა სანაპიროზე ჩხუბის შემდეგ. არც ბათუმიდან თბილისში წასვლა უნდოდა, თუმცა იქ გაჩერების მიზეზს ვერ ხედავდა. რატომღაც ბოლომდე ფიქრობდა, რომ კონსტანტინე ბოდიშს მოუხდიდა და ადამიანურად დაემშვიდობებოდა, მაგრამ დარწმუნდა ევა, რომ კაცში ადამიანური არაფერი იყო. ზედმეტად თავმოყვარე იყო საიმისოდ, ამაზე რომ ხმამაღლა ეწუწუნა და სადგურზე მისულმა ისიც იფიქრა, რომ კონსტანტინე უნდა დაევიწყებინა. უნდა დაევიწყებინა მის გვერდით გატარებული ორი ღამე, მისი კომპანია, მისი სახლი ბათუმში და მისი ცისფერთვალება კატა.
დაივიწყებდა. ევა ასეთი იყო. აუცილებლად დაივიწყებდა.
-აუ, მენანება წასვლა,-საბოლოოდ აიამ დაიწუწუნა და ევამ ღმერთს მადლობა გადაუხადა, სალაპარაკო თემა რომ მისცა, თან მისთვის "საინტერესოც".
-ჰო, მაგრამ მაღაზიას ასე ვერ დავტოვებ, თან... ხომ იცი...-თავი იმართლა ევამ.
-მართალია,-აიამ თავი დახარა, მერე ევას შეხედა და ბავშვივით ალაპარაკდა,-არავინ გყავს, რომ დატოვო იქ? ერთი-ორი დღეც რომ დავრჩენილიყავით...
-სად უნდა დარჩე, აია?! აქ არის კონსტანტინე. და შენ არ გინდა, რომ მე მასთან ვიყო. არც მე მინდა!-თქვა ევამ. და ძალიან გვიან მიხვდა, რომ წასვლა აიას დააბრალა. გვიან მიხვდა, რომ მის მეორე მეს იქ უნდოდა დარჩენა და კონსტანტინეს გაცნობა... მასთან კიდევ ერთი ღამის გატარება, სანაპიროზე მზის ჩასვლის ყურება და მისი აზრების მოსმენა... მისი უცნაური, უაზრო აზრების, რომლებსაც ევა ვერ იგებდა ბოლომდე.
-ჰო, ჰო, აქ ეგ შენი კონსტანტინეა! უნდა წავიდეთ...
და აიას თანხმობა უკანასკნელი იყო, რაც დეკანოიძეს სჭირდებოდა. ახლადამოწვერილი მთვარე აირეკლა ვაგონისკენ მიმავალი ქალის ხორბლისფერმა კანმა. ზღვიდან წამოსულმა ნიავმა თეთრი, ლურჯი ყვავილებით დაფარული მოკლე კაბა აუფრიალა და გოგოს თხელი, სწორი ფეხები გამოიკვეთა. ვაგონის კართან მისულმა ევამ თავისდაუნებურად უკან გაიხედა.
-ჩქარა, ჩქარა, წავა ახლა!-წამოიყვირა აიამ. ხორბლისფერმაც მჭირდოდ ჩასჭიდა ხელი თავის პატარა ჩემოდანს და ის იყო ვაგონის კიბეზე უნდა შეედგა ფეხი, რომ შეხება იგრძნო ხელზე. შეხტა, არ ელოდა, დადგან აია უკვე შიგნით იყო. ამ უკანასკნელმა გამოიხედა. გამოიხედა და ცისფერი თვალები გაუფართოვდა, პატარა ხელები აუკანკალდა სიბრაზისგან.
-აი, ამაზე გაფრთხილებდი,-თავისთვის ჩაილაპარაკა, თითქოს ევა მის ხმას გაიგებდა.
-რა გინდა აქ?!-უხეშად მოიშორა ევამ კონსტანტინეს ხელი. და კონსტანტინემ შეამჩნია, როგორ აუჩქარდა ქალს გული და როგორ ამოძრავდა მისი კაბა მკერდთან.
-უნდა წაგიყვანო,-მშვიდად წარმოთქვა კაცმა. ალბათ, ამ სიმშვიდემ აიძულა ევა, გაეცინა. და დეკანოიძე იცინოდა მთელი გულით. იცინოდა და ვეღარც კი ხედავდა კონსტანტინეს.
-ჩამოდი!-ახლა ალაზნისპირელმა აიას შეხედა, იცოდა, მის გარეშე ევა არსად წავიდოდა. როცა აია ადგილიდან არ დაიძრა, ევას ხელი გაუშვა კონსტანტინემ, მას ჩაეჭიდა და წამში ჩამოიყვანა ვაგონიდან.
-რა უფლება გაქვს?!-წამოიკივლა აიამ, ვერც გაიაზრა, რომ გვერდით ის მილიონერი ედგა, ვიზეც, ალბათ, მთელი საქართველოს გოგონები ოცნებობდნენ.
-მე ხომ დაგემშვიდობე?! მე ხომ წამოვედი?!-ევას ხმა ისეთი ცივი იყო. არ ყვიროდა ქალი. არ იცოდა, როგორ, მაგრამ მშვიდად საუბრობდა. კონსტანტინესავით მშვიდად და გამყინავად.
-მეც დაგემშვიდობე,-მხრების აჩეჩვით უპასუხა კონსტანტინემ, მერე კი ასევე მშვიდად დაამატა,-აბა, წავედით?
-არა!-უპასუხა აიამ, თუმცა გაგრძელება ვერ შეძლო, ევამ გააჩერა და აიაც მიხვდა, რომ მარტო უნდა დაეტოვებინა ისინი, ამიტომ ორი ნაბიჯი უკან გადადგა და თავისუფლება მისცა უცხო ნაცნობებს.
-სად უნდა წავიდეთ, კოსტა?
-სახლში,-გაკვირვებით უპასუხა ალაზნისპირელმა ევას.
-რომელ სახლში? თბილისში?
-არა, მანდ ვერ წახვალთ, მატარებელი მალე დაიძრება.
-ჰოდა, დამაცადე! მეჩქარება!-ჩემოდანს ხელი ჩასჭიდა ევამ, წასასვლელად მოემზადა. წამში დაიხარა კონსტანტინე და ჩემოდანი გამოჰგლიჩა ევას თხელი თითებიდან.
-რას აკეთებ?!
-სახლში მიმყავხარ-მეთქი. ევა, რატომ მამეორებინებ?
-რისთვის?! მაინც არაფერს მომოყვები შენზე. მე კი შენი სათამაშო ვერ გავხდები.
-ამის გამოსწორება შეიძლება.
-როგორ? ძვირიანი ღვინით და კლასიკური მუსიკით?! ბავშვის გამო იჩხუბე, კოსტა! ბავშვის გამო! მე! სრულიად უცხო ადამიანს მეჩხუბე უცხო ბავშვის გამო!
-ბავშვს ნუ ახსენებ, კარგი?!-წარბი შეეკრა კონსტანტინეს.



მაშინ ისე დაიძაბა კაცი, ევამ იგრძნო, რომ რაღაც არასწორი თქვა,-ეს აღარ განმეორდება, თუ ყველას თავზე ხელს არ გადაუსვამ. და უცხო მაშინ არ იყავი, ჩემთან რომ გეძინა და თბილისიდან ბათუმში მომყვებოდი?!
-რას რომ აკეთებდა?!-საუბარში ჩაერთო აია. ევამ იგრძნო, როგორ აუხურდა ხორბლისფერი ღაწვები.
-რას აკეთებდა და ორჯერ იწვა ჩემთან. ახლა სახლშიც არ მომყვება,-ისეთი მშვიდი იყო კონსტანტინე, აშკარა იყო, ასეთ სიტუაციაში ადრეც იქნებოდა.
-ნუთუ არაფერი გჯერა, ევა?! არაფერი გაგიგია ჩემი ნათქვამიდან?!-აიამ კონსტანტინე დააიგნორა, ევას შეხედა. ამ უკანასკნელმა კი თავი დამნაშავედ იგრძნო. იმ მომენტში, ალბათ, ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ კონსტანტინე წაშლილიყო, გამქრალიყო მისი ცხოვრებიდან.
-წავიდეთ,-ამოისისინა ბოლოს წითურმა,-წავიდეთ, რომ მიხვდე...-ცეცხლისფერ გოგოს თითქოს მხოლოდ კონსტანტინეს დასტური სჭირდებოდა, რადგან ევასგან რომ გაიგო... ევასგან ვერ დაიჯერა, არ დაიჯერა, რომ რამდენიმე დღეში ამდენის უფლება მისცა გოგომ ალაზნისპირელს. ახლა კი უყურებდა და ეჩვენებოდა, რომ ალაზნისპირელი არ იყენებდა ევდაკიას. გიშრისფერს, თითქოს რაღაც გრძნობა გასჩენოდა და ბავშვურად ცდილობდა ამის დამალვას.
-თუ წამოვალ, უფლება უნდა მომცე, შენზე რამე გავიგო, კოსტა. უნდა გავიგო შენი წარსული, უნდა ვიცოდე ვინ ხარ.
კონსტანტინემ გაჩუმებულ ევას შეხედა. მის თაფლისფერ თვალებში წაიკითხა რაღაც ისეთი, რამაც აზროვნება დააკარგვინა. და, ალბათ, ამ თვალებმა დაუბრუნა კონსტანტინეში დაბუდებულ ძველ ალაზნისპირელს გაცოცხლების სურვილი. ალბათ, ამ თვალების გამო დანებდა გიშრისფერი.
-კარგი,-თქვა მან მშვიდად.

მიდიოდა ევა და თან მიჰქონდა შავი ჩემოდანი.
მშვიდი ნიავი მის თეთრ, ლურჯი ყვავილებით დაფარულ კაბას აფრიალებდა. მისი ნაზი სხეული იკვეთებოდა კაბაში. კონსტანტინე კი უყურებდა კაბას. უყურებდა და მოსწონდა, ქალი ყვავილებიანი კაბებით რომ იმშვენებდა სხეულს.

იმ ღამეს არ სძინებიათ ევასა და კონსტანტინეს.
იმ ღამეს ვარსკვლავებმა კიდევ ერთხლ მოავლეს თავიანთი სინათლე ევას ხორბლისფერ კანს.
იმ ღამეს კონსტანტინემ კიდევ ერთხელ დაკარგა თავი.
იმ ღამეს კონსტანტინეს თვალები შეიცვალა.
ალაზნისპირელი გრძელი, უხეში თითებით ნაზად ეხებოდა რბილ კანს, თითქოს ცდილობდა ასე დაებრუნებინა სული, ასე გამხდარიყო ადამიანი. ევას ხარჯზე.
და როცა თხელი, თითქმის გამჭირვალე ნაჭრით დაიფარეს სხეულები, ბალიშემზე მისვენებულებმა ჭერს ახედეს. გახშირებული სუნთქვა დაიმშვიდეს.
კაცი მის მკერდზე მიწოლილს ხორბლისფერ კანზე ნაზად უსვამდა ხელს. გრძელ თითებს ქალის წელზე რბილად ატარებდა, პატარა ყვავილებს ხაზავდა. ეღიმებოდა ევას, როცა თითოეულ მონასმს გრძნობდა, წარმოიდგენდა, რას ქმნიდა კონსტანტინე მის სხეულზე. ალაზნისპირელი კი თავს სხვა განზომილებაში გრძნობდა: მას ჰქონდა ხორბლისფერი კანი და წარმოსახვითი, უსასრულოდ ბევრი ფერი. ევას სხეულზე სასიამოვნო ჟრუანტელი დარბოდა, ჰაერი იმდენად მსუბუქდებოდა, ევდაკიაც კონსტანტინეს სამყაროში მიდიოდა... ქალის თმის სურნელი საბოლოოდ აკარგვინებდა გიშრისფერს თავს. ახლა მთელი არსებით გადაეშვა კონსტანტინე ფანტაზიებში, რომელიც ფერადი ნისლივით ეხვეოდა მის გონებას. ზურგიდან მხარზე გადავიდა კონსტანტინე, შემდეგ ხელებზე და ბოლოს გრძელი, ცხოვრებისგან გაუხეშებული თითები მკერდის იმ პატარა ნაწილს გადაუსვა, კონსტანტინეს სხეულზე მიწოლილს რომ უჩანდა.



თითქოს ამ მოძრაობამ გამოაფხიზლაო, ევას სასიამოვნო ჟრუანტელის უკანასკნელმა ტალღამ დაუარა და ზემოთ აიხედა.
კონსტანტინემ ევას მზერა იგრძნო.
ალაზნისპირელმა იცოდა, პირობა დადო ცოტა ხნის წინ. და მიხვდა, პირობას ვერ დაარღვევდა...
თუმცა, ალბათ, მაინც არაფერს იტყოდა, ევას რომ არ მოეთხოვა.
-მინდა, უკეთ გიცნობდე,-მტკიცედ წარმოთქვა გოგომ.
კონსტანტინემ თავი დაუქნია.
მაშინ ევამ პირველად დაინახა ნამდვილი გრძნობა კონსტანტინეს თვალებში...

*

-მართა, თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ კონსტანტინე ალაზნისპირელს?
-დიახ!
-კონსტანტინე, თანახმა ხართ, ცოლად მოიყვანოთ მართა თავართქილაძე?
-დიახ!

დიახ. მტკიცე დასტური. მერე იყო კოცნა. თბილი, აღუწერელი, ზეციური გრძნობით სავსე კოცნა. მერე პირობა: "სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს!"
სიკვდილი კი არავის ინდობს.
მეჯვარეებმა ტაში შემოჰკრეს. კონსტანტინეს გვერდით გიორგი ედგა. გიორგიც ბედნიერი იყო.
კონსტანტინემ მიიღო ის, რაზეც ყველა ოცნებობდა. მას ჰქონდა იდეალური ცხოვრება. განსხვავებული დღეები. მუდმივი სიახლეები, მუდმივი სიხარული.
არ არსებობდა წამი, როცა ერთმანეთით არ ტკბებოდნენ კონსტანტინე და მართა. ალაზნისპირელი და თავართქილაძე ერთ არსებად იქცნენ, ერთად სუნთქავდნენ, ერთად ცოცხლობდნენ...
მერე გაჩნდა ბარბარე ალაზნისპირელი. ბაბი.
ბაბი ყველაფერი გახდა კონსტანტინესთვის.
ბაბი ერთადერთი იყო, ვინც მართაზე მეტად უყვარდა. ბაბი მისი ნაწილი იყო.
ჯერ პატარა, თეთრ აკვანში იყო გიშრისფერთმიანი ბაბი.
მერე ხოხვა დაიწყო. კონსტანტინეს უზარმაზარ სხეულზე დაცოცავდ ბედნიერი, გაბრწყინებული თვალებით.
თვალებიც გიშრისფერი ჰქონდა ბაბის. კონსტანტინესავით.
ბაბი კონსტანტინეს მეორე ცხოვრებად იქცა და კონსტანტინემ იცოდა, ეს მეორე ცხოვრება პირველს აკავებდა. პირველი მართა იყო, რომელიც აღარასდროს გადადგამდა შვილისა და მეუღლის გარეშე ნაბიჯს.
ბაბიმ სიარული ისწავლა.
კონსტანტინეს ოცდაექვსი წელი შეუსრულდა და თავი ნახევარი საუკუნის ეგონა. ყველაზე დიდი და ყველაზე ბედნიერი იყო უფროსი ალაზნისპირელი. ბაბის მასთან დამოუკიდებლად მისვლა შეეძლო.
კვლავ ბედნიერებისგან ბრწყინავდა გიშრისფერი გოგონა.
დილაობით ბაღში მიჰყავდა კონსტანტინეს ბაბი, მართა კი სამსახურში. ბოლოს თვითონ მიდიოდა სახელოსნოში და ხატავდა. ხატავდა იმ ბედნიერებას, მას რომ უთვალავი ჰქონდა.

ბაღიდან გამოჰყავდა მართას ბაბი. გზის მეორე მხარეს კონსტანტინე იდგა.
"მამიკო!" გაისმა ბედნიერი ყვირილი მწვანე ჭიშკართან. კონსტანტინემ თავის ხორცშესხმულ ბედნიერებას შეხედა. გაიცინა. ულამაზესი იყო კონსტანტინეს სიცილი–არანაირი ტკივილი, სევდა და მწუხარება, მხოლოდ ბედნიერებისგან შემდგარი, მხოლოდ სიხარულით გასხივოსნებული. ბაბიც იცინოდა. მამასავით იცინოდა.
მართას ხელი გაუშვა პატარამ.
"ფრთხილად!" მეხის გავარდნასავით გაისმა მართას კივილი.
კონსტანტინე გაშეშდა.
ბაბი ძირს იწვა.



მისივე სისხლით დასველებულ ასფალტზე იწვა და უხმოდ ტიროდა. ხმამაღლა ტირილის ძალა არ შერჩენოდა პატარა ანგელოზს.
წამიც არ გასულა, მართა და კონსტანტინე შვილს მისცვივდნენ. ვერ აღიქვამდნენ დამნაშავეს, რომელმაც ბავშვის სისხლი დაღვარა, მთელი ძალით დაეჯახა და მანქანის გაჩერებაზე არც უფიქრია...
კონსტანტინემ აკანკალებული ხელებით ფრთხილად გადაუწია პაწია სახიდან სისხლით დასვრილი გიშრისფერი თმა შვილს.
სასწრაფოს სირენების ხმა ვერ აფხიზლებდა დაღუპულ მშობლებს. ეფერებოდნენ ბაბის სხეულს. ეფერებოდნენ, თითქოს საშინელებას ასე აიცილებდნენ, მაგრამ...
სიკვდილი არავის ინდობს.

ყველა წავიდა.
დატოვეს ბაბის საფლავი.
ცივ ქვაზე პატარა ბავშვის სახე იყო გამოსახული. ბარბარე ალაზნისპირელი. მხოლოდ ხუთი წლის... პატარა გოგონას სურათს უყურებდა კონსტანტინე.
ვინ წარმოიდგენდა, თუ ასე გასწირავდა ღმერთი. ვინ წარმოიდგენდა, თუ ამაზე მეტი წინ ელოდა.
იდგა და შავ მიწას უყურებდა. ბაბისაც ასეთი ფერის თმა ჰქონდა. ბაბისაც ასეთი ფერის თვალები ჰქონდა.
ბაბი აღარ იყო.
ყველა წავიდა, კონსტანტინე კი იქ იდგა და შვა მიწას უყურებდა, რადგან მხოლოდ კონსტანტინემ იცოდა, მარტო ყოფნა რომ არ უყვარდა პატარას. მამასთან ყოფნა უყვარდა. ძილის წინ მას ეძახდა, სიბნელეში მას იხმობდა, შეშინებული მას ეკვროდა... ახლა ვეღარ ეხვეოდა კონსტანტინე შვილს და შიგნიდან კვდებოდა. მხოლოდ მართა იჭერდა მის სულს. სულს, რომელიც სხეულის ყველა კედელს აწყდებოდა, ადგილს ვერ პოულობდა უამრავგან დაჭრილი.

ერთი კვირა გავიდა.
ერთი კვირის მერე პირველად ამოიღო ხმა კონსტანტინემ.
"დამეხმარე, მართა." გაისმა მკვდარ სახლში მკვდრის ხმა.
ერთი კვირის მერე პირველად უპასუხა მკვდარმა ცოლმა ქმარს.
"ვეღარ გიყურებ, კოსტა. ვეღარ გიტან, რადგან მას მახსენებ."

მართამ ხელი გაუშვა კონსტანტინეს სულს. სულმა კარი მოძებნა და სხეული დატოვა. კონსტანტინე საბოლოოდ მოკვდა, სული დაკარგა და ადამიანობაც მას გაჰყვა.

მხოლოდ ერთხელ მივიდა კონსტანტინე ბაბის სასაფლაოზე. იფიქრა, დაიბრუნებდა სულს. პირიქით მოხდა. სული უფრო შორს წავიდა და კონსტანტინეს მოაძახა, შენი ბრალიაო.

მართამ პირობა დაივიწყა.
ბაბიმ მამა დატოვა.
კონსტანტინემ სული დაკარგა...


*

სახლის პირველ სართულზე, მისაღებში აია იჯდა, ოთახში მარტო ყოფნით მობეზრებული. იჯდა და ნერვებს იწყნარებდა. ცდილობდა მოქცევის ხმისთვის დაეგდო ყური, კონსტანტინეს ოთახში მყოფ ევაზე რომ არ ეფიქრა. ცდილობდა რამე კარგზე მოეხდინა კონცენტრაცია. წამში მის შიშველ მუხლებზე სიმბა მოთავსდა. გაეღიმა აიას და კატის რბილ კანზე დაიწყო თამაში. დამშვიდდა. და ეს ძლივს მოპოვებული სიმშვიდე კიბეებიდან ჩამოსულმა ნაბიჯების ხმამ დაუკარგა.
მალე მის გვერდით ჩამოჯდა ადამიანი, რომელსაც მთელი გულით ლანძღავდა გონებაში აია, იმ მყუდროების დარღვევისთვის.
გვერდით არ გაუხედავს, თუმცა თვალის კუთხეში დალანდა, როგორ დაეყრდნო ოქროსფერთმიანი იდაყვებით მუხლებს. მერე მისი მსუბუქი ღიმილიც იგრძნო.
-დაგიშავეთ რამე?-მხიარული კილოთი იკითხა ბიჭმა. აიამ მას გახედა. პატარა თითებით შუბლზე ჩამოვარდნილი ერთი ცეცხლისფერი ხვეული გადაიწია უკან, დანარჩენებს შეუერთა და კაცს გახედა. იგრძნო, ახლადგამოფხიზლებული კატა როგორ მოშორდა და ოთახის კუთხეში მიიყუჟა.
-კარი დატოვეთ ღია, მთელი ცხოვრება შერცხვენილს რომ მეარა,-გაეღიმა გოგოსაც, თუმცა სიტყვები სიმწრით ამოილაპარაკა.
-არავის უთხოვია, შემოდიო,-გიორგის ღიმილი გაიზარდა. აია კი მხოლოდ ახლა დააკვირდა, რომ მის თვალებში მუდამ თეთრი ნაპერწკლები დახტოდნენ.
-არ მინდოდა, რა! საშინელ დროს შემოვედი, ვიცი.
-არა, არაფერს ვაპირებდით, არ უთქვამს კოსტას?
-მაგას რატომ უნდა ეთქვა?!-წამში შეეცვალა ნაზი ხმა აიას. გიორგი კი, მისი შემხედვარე, ღიმილს ვერ იშორებდა. უცნაურად სასაცილოდ იქცეოდა აია.
-ვთხოვე... აია, რატომ გეზიზღება კოსტა?-თითქოს დასერიოზულდა გიორგი.
-ცუდი ადამიანიაო, გავიგე.
-გაიგე? შენ არ იცნობ?
-არა. ზედმეტად გაყინული, უემოციო, უზრდელი და მანიპულატორია.
-თუ არ იცნობ, რატომ აფასებ ასე?-ჩაეცინა ბიჭს. აიამ მხრები აიჩეჩა, ასეთი ჩანს, ახლოსაც არ მიგიშვებსო.
-გინდა, ხვალ სადმე წავიდეთ?-იკითხა წამით დაკვირვების შემდეგ გიორგიმ. აია გაშრა. რძისფერი სახე მთლად გაუთეთრდა. ცოტა ხნის წინ უკან გადაწეული თმის ღერი ისევ შუბლზე გადმოუვარდა.
-რა?!-გაკვირვებით იკითხა.
-წავიდეთ და კოსტას სხვა მხრით დაგანახებ.
-კონსტანტინე, ევა და ლიზაც წამოვლენ, არა?-მოჩვენებითი ბედნიერებით იკითხა გოგომ.
-არა, მე და შენ მხოლოდ.
-მე და შენ? მერე ლიზა?
-ლიზა დილით მიდის, მე აქ ვრჩები. კოსტა და ევა კი, ჩემ გარეშეც, აშკარად, კარგ დროს ატარებენ,-მხრები აუჩმთამაშდა მომცინარ გიორგის. მის შემხედვარე აიასაც გაუფართოვდა ალუბლისფერი ტუჩები.
-კარგი,-დაეთანხმა, ცოტა ხანში კი ისევ უხერხულად დაამატა,-ისე, ლიზა გაბრაზდა, რომ შემოგივარდით,?

და სანამ აია და გიორგი ერთმანეთის გაცნობას ცდილობდნენ, სანამ ისინი იცინოდნენ და ათას თემას ეხებოდნენ, კონსტანტინე ყვებოდა იმას, რისგანაც შვიდი წელი გარბოდა. გულში კი ფიქრობდა, ნეტავ, რა ჰქონდა ევას ისეთი, ამ თემას რომ შეეხო და კონსტანტინესგან ცუდი პასუხი არ მიიღო?
თუმცა აშკარა იყო-ალაზნისპირელი ყვებოდა თავის ცხოვრებას. ყვებოდა ყველაფერს, რასაც გულში იმარხავდა.
ევა კი წარმოიდგენდა, ცხადად ხედავდა გიშრისფერის წარსულს.
-ყოველთვის, ევა... ყოველთვის, როცა ჩემს ბინძურ ხელებს დავხედავ, სისხლს ვხედავ. ბაბის სისხლს. ჩემ გამო მოკვდა ბაბი, ევა.



ჩემ გამო მოხდა ყველაფერი. და მაინც... რა მნიშვნელობა აქვს ამას. მე ყველაფერი დავკარგე, ევა. შვილი, ცოლი, წარსული, მომავალი...
და როცა კონსტანტინე საბოლოოდ გაჩერდა, მტირალი გოგო მთელი ძალით მოეხვია კაცს. მოეხვია, რამდენჯერმე ჩაისუნთქა ჰაერი, მერე გადმოვარდნილი რამდენიმე ცრემლი მოიწმინდა და მშვიდად თქვა:
-ცხოვრება გრძელდება. ნუ მისცემ წარსულს უფლებას, მოგკლას. აირჩიე მომავალი... გინდა, დაგეხმარო?-დაამატა ბოლოს თვალებგაბრწყინებულმა.
კონსტანტინეს იმ თვალებში არ დაუნახავს, რომ ევას ეცოდებოდა. ევას თვალებში ჩანდა, როგორ ხედავდა გოგო სადღაც ძალიან შორს კონსტანტინეს სულს. ევას თვალებში ჩანდა, როგორ უნდოდა ამ სულის პატრონისთვის დაბრუნება.
და კონსტანტინე მიხვდა, რატომ იზიდავდა ევდაკია.
ევდაკია გამორჩეული იყო.
ევდაკია ზრუნავდა.
ევდაკიას უყვარდა.
ევდაკია პატივს სცემდა.
ევდაკია უვლიდა.
ევდაკიას ნდობა შეიძლებოდა
ევდაკიას უყვარდა ყვავილებიანი კაბები და ჰქონდა გრძელი, გრძელი და ლამაზი თითები.
ევდაკია საუკეთესო იყო...
მაშინ მიხვდა კონსტანტინე, რატომ თქვა ის ყველაფერი.
მაშინ მიხდა, რომ გულზე დაწოლილ ლოდს ევდაკია მთელი ძალით აწვებოდა, მთელი ძალით ებრძოდა.
მაშინ მიხვდა, კონსტანტინე, რომ ევდაკიას ვერ გაუშვებდა. ჯერ ვერა…


თავი8
ცეცხლისფერი ცა ნელ-ნელა ბნელდებოდა, შავდებოდა და საკიდიდან მზის ჩამოგდებას მთვარე ცდილობდა. მთვარემ თავისი რაზმი დაანახა მზეს. მზეს შეეშინდა ვარსკვლავების, თვალი მოხუჭა და მთვარეს თავი დაუხარა. ბნელ მთვარეს ამოეფარა, მორჩილება შეჰფიცა და თავისი სხივებით მოჰფინა ნათელი. მთვარემ გაიხარა, თავის რაზმს გადახედა სიამაყით, მერე თავის ახალ სამფლობელოს შეავლო თვალი.
სანაპიროზე ოქროსფერთმიანი ბიჭი მიაბიჯებდა ნელა. მის გვერდით თავდახრილი ცეცხლისფერი გოგონა მზისგან მინიჭებულ სინათლეს უჩვენებდა მთვარეს. თუმცა მთვარეს არ სწყინდა. შურით უყურებდა ოქროსფერთმიანს, ცეცხლისფერი გოგონა თავისთვის უნდოდა.
წითელი წამწამები აათამაშა გოგომ, ბიჭს ახედა.
-კარგი, გიორგი, გასაგებია, რომ კონსტანტინე სულ ასეთი არ ყოფილა, თუმცა მაინც არ გითქვამს, რამ შეცვალა.
-მინდოდა, შენით გაგეგო. ჩემი საქმე არ არის სხვისი ცხოვრება,-მხრების აჩეჩვით გაიღიმა გიორგიმ. განსხვავდებოდა გიორგი კონსტანტინესგან მუდმივი ღიმილით და ეს იყო უცნაური მათ მეგობრობაში.
-დაახლოებით ერთი საათის წინ მითხარი, რომ სხვა არ არის შენთვის და ყოველთვის გვერდში უდგახარ,-სცადა მშვიდად ეთქვა აიამ, თუმცა დაცინვის კილო მაინც ვერ მოიშორა. გიორგისაც აუთამაშდა მხრები. მერე დახედა გოგოს, თვალებში ჩახედა და წამით ის ცისფერები ზღვას შეადარა. თითქოს ამ მსგავსებამ აიძულა ნდობაც.
-იცოდე, მხოლოდ იმიტომ გეუბნები, რომ სხვანაირად შენ იმას არ გასცემ ხმას და ის შენ არ შეგეხვეწება. ოღონდ დამპირდი, რომ ამის გამო არ შეგეცოდება და მხოლოდ მის გაცნობას მოინდომებ!
-გავწამდი,-ამოიხვნეშა გოგომ დასაჩქარებლად და გიორგიმაც არ დააყოვნა.
-კოსტა შვილმკვდარი მამაა, რომელიც ცოლმა მიატოვა. მას გააყოლა ყველა ემოცია. ნუ დაადანაშაულებ.
აია შეიცვალა. გაშრა. არ ჩაძიებია. არ უკითხავს რა დაემართა კონსტანტინეს შვილს. საერთოდ ვერ გაიაზრა, რა მოხდა. მის თვალში გიშრისფერი კონსტანტინე მთლად გაშავდა, დიდ, მძიმე ლაქად იქცა და ეს ლაქა მთელ გულზე გადაეკრა.
მალე გიორგი წავიდა. წავიდა და აია შორიდან უყურებდა ევდაკიასა და კონსტანტინეს, მიახლოებას ვერ ბედავდა. ხვდებოდა, ევა და კონსტანტინე ერთმანეთს ავსებდნენ, ერთი ჭურჭლის ნატეხები იყვნენ და ეშინოდა, ახლადგამთელებული ჭურჭელი სიახლოვით არ დაემტვრია.
რამდენიმე დღე გავიდა.
მზე ამოდიოდა და ჩადიოდა.
აია სიმბასთან თამაშით ერთობოდა და თან ფიქრობდა იმაზე, რაზეც არ უნდა ეფიქრა, იმაზეც, ვიზეც არ უნდა ეფიქრა.
ევა უფრო და უფრო უახლოვდებოსა კონსტანტინეს. ხვდებოდა, რაც უფრო მეტ დროს ატარებდა მასთან, მით მეტად იზიდავდა და სიამოვნებდა მასთან კონტაქტი.
წამოსვლას არ ჩქარობდა. კონსტანტინემ უთხრა, ელენეს ჩავაბარებ შენს მაღაზიასო და ენდო ალაზნისპირელს. თბილისში დატოვებულ უფრო მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით კი ყოველ საღამოს ურეკავდნენ. ამას კონსტანტინე ვერ ამჩნევდა, ის მხოლოდ ყვავილებზე ფიქრობდა და ევამ იცოდა, ყვავილების პატარა, ლამაზ მაღაზიას კარგად მოუვლიდნენ.
თუმცა ერთ კვირაში წამოსვლა მაინც გადაწყვიტეს.
საჭესთან კონსტანტინე დაჯდა. ევა გვერდით მიუჯდა, უკანა სავარძელზე კი აია იყო, კატით კალთაში. კატა ცისფერი თვალებით ევას უყურებდა, თითქოს ხვდებოდა, პატრონში რომ ეცილებოდა გოგო.
თბილისში საღამოს ჩამოვიდნენ. გვიან. ჯერ აია მიიყვანეს სახლში. ევამ გადააცილა მეგობარი და თავი უცნაურად იგრძნო. ის ერთი კვირა დაკარგულად წარმოიდგინა. აიასთან საუბრები მოენატრა. და გაცილებისას მონატრებულმა აიამ მხიარულად ჩაილაპარაკა:
-მოდი, რომ მოვიცლით მე, შენ, შენი კოსტა და კოსტას გიორგი ერთად წავიდეთ სადმე!
ეს სიტყვები გაჰყვა ევას მანქანამდე. გაჰყვა და გონებაში ტრიალებდა აიას ბედნიერი ხმა და მისი თვალები. მერე ჩაეცინა. როგორი ბავშვური იყო აია ხანდახან...
-რა მოხდა?-კონსტანტინეს არ გამორჩენია ევას ეს საქციელი. გოგომ შეხედა გიშრისფერს.
-არაფერი,-მხრები აიჩეჩა და გზას გახედა. კონსტანტინე აღარ ჩაძიებია. ასეთი იყო, უბრალოდ არ აინტერესებდა. იქნებ, მომავალში გაღიზიანებულიყო ევა ამაზე, თუმცა ახლა? ახლა არა. ახლა იმ ურთიერთობით ტკბებოდა, მათ რომ ჰქონდათ. იმ იდეალური ურთიერთობით, ყველა რომ ინატრებდა. ნაკლები პასუხისმგებლობა, ნაკლები ვალდებულება, მეტი ვნება და სურვილი. ეს იყო ოქროს შუალედი არაფერსა და რაღაც ძალიან, ძალიან დიდს შორის.
ის ღამე ისეთი მშვიდი იყო, როგორიც არასდროს. ის ღამე იყო იმედით სავსე. კონსტანტინეს კვლავ ნახვის იმედით სავსე.
მაღაზიაზე არ ღელავდა, კონსტანტინემ თავის თანაშემწეს დაავალა მიეხედა ფლორისტის პატარა კუთხისათვის. ამ რამდენიმე დღისა თუ კვირის კანმავლობაში ევამ ბევრი გაიგო კონსტანტინეზე. იცოდა, რომ ზედმეტად უდარდელი იყო გიშრისფერთმიანი, თუმცა ენდობოდა, რადგან პასუხისმგებლობა დიდი ჰქონდა მამაკაცს.

მშვიდად გაიღვიძა მეორე დღეს.
ზაფხული მთავრდებოდა. მთავრდებოდა, მაგრამ ევას ყვავილებიანი კაბები არ ელეოდა. ყვითელი კაბა ჩაიცვა და ამ ფერმა, თითქოს, უფრო გამოკვეთა მისი ნაზი სხეული და ნათელი, ხორბლისფერი კანი, მზის სინათლეზე მზისფრად რომ ელავდა. მაღაზიაში მივიდა. მივიდა და...
-მოვკლავ! ნამდვილად მოვკლავ!-მოურიდებლად ესაუბრებოდა საკუთარ თავს. დაკეტილი მაღაზიის ფანჯრებიდან ჩანდა დამჭკნარი მცენარეები როგორ ეყარა იატაკზე. მოწყენილ ყვავილებს თავები დაეხარათ, თითქოს პატრონს გაუნაწყენდნენო.
-მაპატიეთ... ჩემო პატარებო, რა დღეში ჩავარდნილხართ... ეს რა დაგმართნიათ...-ისე საუბრობდა, უცხო იფიქრებდა, დედამ დიდი ხნის უნახავი შვილები ნახაო...
მკვდარი ყვავილების დანახვის გამო აჩქარებული გული დაიწყნარა, ცრემლებიც წამწმებს უკან დამალა და ტელეფონს დაავლო ხელი.
კომპანიაში, მფლობელის კაბინეტთან, ტელეფონი ახმაურდა.
კონსტანტინე ალაზნისპირელი, როგორც წესი, იქ დღის მეორე ნახევარში მიდიოდა. მის მოლოდინში თვალებგაბრწყინებულმა ელენემ ყურმილს ხელი დაავლო. ჩვეული, დაზეპირებული ტექსტი მიახალა კლიენტს მხიარული ხმით.
-ახლა კარგად მომისმინე! ან სასწრაფოდ დაუძახე კონსტანტინეს, ან თავად მოგიწევს პასუხი აგო აქაურობაზე!
-უკაცრავად?-წამში შეეცვალა ხასიათი მდივანს.
-შენ ხარ მისი თანაშემწე?!
-დიახ, მერე?!
-ჩემი მაღაზიისთვის უნდა მოგეხედა! შენს იმედზე დავტოვე!
ახლა მიხვდა ელენე. მიხვდა და გაეღიმა. ეს ღიმილი რომ დაენახა ვინმეს, მასზე აუცილებლად ცუდს იფიქრებდა. ეს არ იყო თბილი, კეთილი, თანაგრძნობით სავსე ღიმილი. ამ ღიმილით ელენე ამბობდა, რომ მიზანს მიაღწია და ეს მიზანი ვიღაცის განადგურება იყო.
-კარგი იყო კონსტანტინე?-ამოისისინა გოგომ და სანამ ევა კივილს დაიწყებდა, თავად განაგრძო,-დაანებე თავი, თორემ ინანებ!
და ელენემ ტელეფონი გათიშა.
ნეტავ, რა იქნებოდა, თუ კონსტანტინე გაიგებდა, რომ ელენე მომხმარებელს ასე მოექცა? და რა იქნებოდა, თუ გაიგებდა, რომ ეს მომხმარებელი ევდაკია დეკანოიძე იყო? ეს არ აინტერესებდა ელენეს. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ევა მოიშორა. დროებით მაინც. უიმედო შეყვარებულმა სიმშვიდე მოიპოვა.
ევდაკია კი გეგმავდა, როგორ უნდა აენაზღაურებინა კონსტანტინეს ყველაფერი.

*

"იესოს სახარების" კითხვას რომ მორჩა, წიგნებით მოჭედილ კედლებს ახედა. ის დრო გაიხსენა, ბრიტანეთში სწავლისას რომ ყიდულობდა ამ წიგნების ნაწილს. გაიხსენა სწავლა უცხოეთში, ევროპაში მოგზაურობა... გაიხსენა, როგორ წავიდა აფრიკაში, თუმცა მაშინ არავიზე ყოფილა მიჯაჭვული. უცხოეთში მყოფს არ ახსენდებოდა მარტო დატოვებული სახლი, მართა ან მასთან ერთად დაგეგმილი მომავალი. არც იქ გაუხსენებია საქართველო და არც საქართველოში ფიქრობდა ევროპასა და აფრიკაში გატარებულ დროზე.
ახლა იხსენებდა ყველაფერს. ყველაფერს რაც გაიარა. ხან იღიმოდა, ხან ცრემლი ერეოდა. ბოლოს ბათუმიც გაიხსენა. ბათუმი და ევას მზისფრად აელვარებული კანი. გაიხსენა და გაეღიმა. და რომ დაენახა ეს ღიმილი ევას, აუცილებლად მიხვდებოდა იმას, რასაც კონსტანტინე ჯერ ვერ ხვდებოდა...
ევდაკიამ რომ დაურეკა, ალაზნისპირელი ცოტა გაღიზიანდა, თითქოს გოგოს ზარმა მოგონებები წაართვა.
შეხვედრა კომპანიაში დაუნიშნა, არ ჩათვალა საჭიროდ სადმე დაეპატიჟებინა გოგო და ამაზე არც დეკანოიძეს გაუმახვილებია ყურადღება. კომპანიაში მივიდა. გზაში იხსენებდა, როგორ გაატარა დრო ბათუმში, როგორ გაიცნო კონსტანტინე და... მართლა ღირდა მისვლა?
თუმცა მივიდა. მივიდა და კაბინეტის წინ მდგომ ელენეს ყურადღება არ მიაქცია, ისე შევიდა კონსტანტინეს ოთახში.
-როგორ ბედავ!-წამოიკივლა ელენემ და თქვენობითიდან შენობითზეც გადავიდა, როცა მიხვდა, ვინ იყო ახლადმოსული.
-როგორც შენ გაბედე!-უკანმოუხედავად მიაძახა ევამ.
კონსტანტინეს შეუმჩნეველი გაკვირვება გამოესახა სახეზე, ჯერ ევა რომ შეუვარდა კაბინეტში, შემდეგ კი ელენე. "ისევ?"-ჰკითხა გულში საკუთარ თავს და გულშივე გაეცინა.
-რამ შეგაწუხა?-მშვიდად იკითხა კონსტანტინემ და სახეწაშლილ ელენეს ფერი უფრო გადაუვიდა.
-ხომ შემპირდი, მიხედავენ მაღაზიასო?-ხმა ვერ გააკონტროლა ევამ, იმის მიუხედავად, რომ დიდხანს ფიქრობდა, როგორ შეენარჩუნებინა სიმშვიდე.
-მერე?-წარბები აზიდა კონსტანტინემ, ხელები ნიკაპქვეშ ამოიდო და წამით გადახედა ელენეს.
-ყველაფერი დაჭკნა, განადგურდა! ყველაფერი დავკარგე! ერთი კვირის შემოსავალი დავკარგე, გესმის?!
-მესმის,-კონსტანტინე ფეხზე წამოდგა,-დანაკარგს აგინაზღაურებთ.
-დანაკარგს ამინაზღაურებ? მადლობა, კოსტა, დიდი მადლობა!-ტაში შემოჰკრა გოგომ. და სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ელენემ რომ წამოიძახა:
-კოსტა?!-თუმცა, ალბათ, საბრალო გოგოს თავისდაუნებურად წამოსცდა, უცნაურმა, ცალმხრივმა გრძნობებმა სძლია და ვერ გაიაზრა...
-ეს დიდხანს უნდა მიკონტროლებდეს სიტყვებს?!-საბოლოოდ დაკარგა მოთმინება ევამ. გაეღიმა კონსტანტინეს მის საქციელზე. უცნაურად ბრაზობდა ევა.
-ელენე, დაგვტოვე,-ხელებგადაჯვარედინებული მამაკაცი მდივანს მიუბრუნდა. ამ უკანასკნელმა ზიზღით შეათვალიერა აშკარად ღირსეული კონკურენტი, კარგით, ბატონო კონსტანტინეო, ამოისისინა და კაბინეტიდან გავიდა.
ახლა მხოლოდ კონსტანტინე და ევდაკია დარჩნენ. მარტო იყვნენ და უფრო რეალური ხდებოდა ევას დაძაბულობა, უფრო ხილული კონსტანტინესთვის.
-გისმენ,-მშვიდად თქვა კაცმა, როცა გაღიზიანებული გოგონა მთლიანად შეისწავლა.
-მისმენ?!-გაიკვირვა გოგომ, თუმცა ალაზნისპირელმა თავის დაქნევით დაუდასტურა და ევამაც დაიწყო,-თუ ღმერთი გწამს, ამიხსენი, რატომ დამხვდა მაღაზია განადგურებული?!
-ღმერთი არ მწამს, თუმცა მაინც აგიხსენი და კიდევ აგიხსნი. ეს კომპანიის შეცდომა იყო და ჩვენვე აგინაზღაურებთ.
-ამინაზღაურე! გელოდები!
-ახლავე? ევდაკია, იქნებ ასეთი სულსწრაფი არ იყო? შენს ანგარიშზე გადმორიცხავენ დილით,-ახლა გიშრისფერთმიანს გაუკვირდა. ევას ასეთი სწრაფი და რადიკალური ცვლილება ვერ წარმოედგინა. ან წარმოედგინა, მაგრამ მისი რეალობაში გადმოტანა არ უფიქრია.
-კონსტანტინე, მომისმინე. მე ფული გუშინ მჭირდებოდა. მჭირდებოდა! და ხვალამდე, იქნებ, აღარც მქონდეს მაღაზია და აღარც ფული დამჭირდეს! შენი და შენი მდივნის გამო!-თავისდაუნებურად ხმას აუწია ანერვიულებულმა. კონსტანტინემ წარბი შეკრა. კარგად იცნობდა კონსტანტინე ადამიანებს. იცოდა, რაღაც სჭირდა ევას, რაღაც უჭირდა.
და ეს უფრო იზიდავდა.
-ევა, რა ხდება?-მშვიდად ჰკითხა. ევდაკიამ თავი გააქნია.
-არაფერი,-თქვა შედარებით წყნარად,-საღამოს ფული ჩემს ანგარიშზე უნდა იყოს. იმედი მაქვს, დილით ახალ ყვავილებს მომიტანთ. მადლობა, ბატონო კონსტანტინე,-თავი დაუკრა ევამ მამაკაცს, სახეზე ჩამოცვენილი თმა თხელი თითებით გადაიწია და კონსტანტინემ ვერ გააკონტროლა თავი. უნდოდა ის თითები ენახა. უნდოდა შეხებოდა, დაკვირვებოდა... გაეგო, რატომ იყო ასეთი იდეალური.
ევდაკია მიდიოდა. მიდიოდა და გაღებული კარი რომ დაინახა, კონსტანტინემ უკვე გაიაზრა ყველაფერი. გაიაზრდა და მაშინვე დაუძახა. დერეფანში მდგომ იმედმიცემულ ელენეს კინაღამ მუხლები მოეკვეთა, როცა დაინახა, როგორ დახურა კარი კონსტანტინემ.

ალაზნისპირელმა ევდაკიას მტევანი ხელებში მოიქცია. უყურებდა. უყურებდა და იღიმოდა.
ევდაკიას ყველაფერი დაავიწყდა. ის ღიმილი... როგორი საოცარი იყო...
გიშრისფერი თმა, გიშრისფერი თვალ-წარბი, მუქი, შოკოლადისფერი სახე, ალისფერი ტუჩები და კბილები, მარგალიტებივით რომ ბზინავდნენ ბაგეებს შორის.
გულში მადლობას უხდიდა ევდაკია ღმერთს, რადგან ის ნახა, რისი წარმოდგენაც, ალბათ, შეუძლებელი იყო.
კონსტანტინე იდეალური იყო. იდეალური იყო ყველანაირად...
თუმცა, ევდაკიას პრობლემებს მისი იდეალური ღიმილი ვერ აგვარებდა...
-რას აკეთებ?-გაღიზიანებულმა იკითხა, მაგრამ ხელის გაწევას არ ჩქარობდა. არ უნდოდა გაღიმებული დაეფრთხო. კონსტანტინე წამით გაჩერდა. მერე ევას შეხედა. ჯერ მზერა ხელებიდან მის კაბაზე გადაიტანა, ვიწრო წელზე რომ ეკვროდა და სხეულს ფერადი ყვავილებით ულამაზებდა, მერე მის ხორბლისფერ კანს ააყოლა თვალი. მის სქელ, ალუბლისფერ ბაგეებს, ზემოთ აპრეხილ ცხვირსა და მუქ თაფლისფერ თვალებს შეხედა.
თვალები უცნაურად იზიდავდა, თითქოს ეძახდა, ებღაუჭებოდა და უზარმაზარ ჭაობში ითრევდა. ეფლობოდა კონსტანტინე ამ ჭაობში და ვერ პოულობდა ხავსს მოსაჭიდებლად.
იმ თვალებში ყველაფერს კითხულობდა კონსტანტინე და ეს ყველაფერი აკავებდა.
ეს "ყველაფერი" თავს არ ანებებდა.
და, ალბათ, ცხოვრებაში (ან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში) პირველად, კონსტანტინეს გაუაზრებლად წამოსცდა:
-შენ მასზე უკეთესი ხარ.
ევდაკიამ ზუსტად იცოდა, "მასში" მართას გულისხმობდა ალაზნისპირელი.
ევდაკიამ იცოდა, რამდენს ნიშნავდა მართა კონსტანტინესთვის.
და ევდაკია ვერ ხვდებოდა, რამ შეცვალა კონსტანტინე. ვერ ხვდებოდა, ახლა რა უნდა ექნა.
-უკვე შევთანხმდით? შეიძლება, წავიდე?-თქვა ევამ ბოლოს. კონსტანტინემ დაინახა, როგორ გაკრთა გოგონას თვალებში თეთრი ნაპერწკლები. გულში გაეღიმა კაცს.
-შეგიძლია,-თქვა კონსტანტინემ მას შემდეგ, რაც ორი ნაბიჯი უკან გადადგა და გაათავისუფლა გოგო.
სანამ კარს გააღებდა ევამ გიშრისფერს გამოხედა.
-შენ ის გიყვარდა. არ შეიძლება იმაზე უკეთესი ვიყო, ვინც გიყვარდა,-თქვა მშვიდად. თუმცა ხელებაკანკალებულს თვალებში ჭაობი უფრო გაეზარდა და კონსტანტინემ დაინახა ეს.
-სიყვარული არ არსებობს. რა თქმა უნდა, შეიძლება შენ გჯეროდეს მისი, ეს იმედს მოგცემს. ამბობენ, სიყვარული ყველას სჭირდებაო და, ალბათ, მართლა საჭიროა ილუზია, ცხოვრება რომ გაიმარტივონ ადამიანებმა. თუმცა სიყვარული არ არსებობს, ევა.
-და შენ ის მაინც გიყვარდა.
და ევა წავიდა. წავიდა და მხოლოდ ახლა მიხვდა კონსტანტინე, რომ ევას ინტერესი უფრო და უფრო იზრდებოდა მამაკაცში. ევას ვეღარ გაუშვებდა. ალბათ, ვეღარასდროს გაუშვებდა.

*

დამძიმებული გამოვიდა შენობიდან აია. ცივად გახედა საავადმყოფოს კედლებს. გონებაში ევას სიტყვები მეორდებოდა, მეორდებოდა... თუმცა აიას მხოლოდ ხმა ესმოდა. გამტყდარი ხმა, ცრემლიანი თვალები, წითელი ბაგეები და სველი წამწამები...
-არაადამიანი ხარ, კონსტანტინე!-ზიზღით მიახალა საკუთარ წარმოსახვაში აიამ ალაზნისპირელს. ამ უკანასკნელმა კი არაფერი უპასუხა, თვალები დახარა და ნელ-ნელა ცეცხლის ალივით აორთქლდა.
ნელა მიაბიჯებდა გზაზე. სახლში მისვლა არ უნდოდა. ჯერ ევაზე უნდა ეფიქრა და სახლში ამას ვერ მოახერხებდა.
გზაზე ისე გადავიდა, არც კი შეუმოწმებია. მხოლოდ ტროტუარზე რომ დადგა ფეხი, მაშინ მიხვდა, რა გააკეთა და გული აუჩქარდა, მანქანამ ძლივს რომ აუქცია გვერდი, თუმცა არ შეიმჩნია, ისე შევიდა კაფეში. მაგიდასთან დაჯდა. ეტყობოდა თბილისს, აგვისტოს ბოლო რომ იყო-ხალხი უკვე ქალაქში ბრუნდებოდა და აია გრძნობდა, როგორ სტყორცნიდნენ უცხოები სწრაფ მზერას.
ცივი სასმლის მოლოდინში ტელეფონში ჩაეფლო აია. თან ფიქრობდა, კონსტანტინეს ფული რომ არ გადმოერიცხა, რა უნდა ექნა?
-აია!-გაიგო უცებ ნაცნობი ხმა. მის სახელს მოჰყვა ბედნიერი შეძახილი,-შენ აქ საიდან?
აიამ თავი ამოსწია. ტელეფონი მაგიდაზე დატოვა და ფეხზე წამოდგა.
ოქროსფერი ღიმილი მიანათა გიორგი ესართიამ წითურს.
აია ფეხზე წამოდგა. ახლა იგრძნო, რომ მანამდე რაღაც აკლდა და ეს რაღაც გიორგის ბედნიერი სახე იყო, ის მხიარული ღიმილი და თბილი გამოხედვა.
-გიორგი!-მხიარულად შესძახა გოგომაც და მოეხვია კაცს. მოდი, დაჯექიო, აიამ უთხრა და გიორგიც შეუწინააღმდეგებლად ჩამოჯდა სავარძელზე. გოგო მოიკითხა და აიამაც მშვიდად დაიწყო:
-რა ხდება ახალი?
-არაფერი... შენკენ?
-კარგი, რა, აია! როგორ, არაფერი?! რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი!-წყენით შეეჭმუხნა წარბები გიორგის.
-ერთი კვირაა. თან ისედაც არაფერი იცი ჩემზე. მე კი ვიცი!-ეშმაკურად აათამაშა წარბები აიამ. უცნაურად მშვიდად გრძნობდა თავს და ამას გიორგის აურას აბრალებდა. ოქროსფერთმიანს ისევ ფართოდ გაეღიმა.
-აბა, რა იცი?
-ის, რომ მალე ცოლი მოგყავს.
-ჰო, ცოლი მომყავს.
-როდის?
-ალბათ, წლის ბოლოს, თუ კონსტანტინე ბრიტანეთში არ წავა. ისევ...-მხრები აიჩეჩა კაცმა. იმდენად უდარდელად იღებდა ქორწილს, აშკარა იყო, ამაზე უკვე ეფიქრა, გაეაზრებინა და დარწმუნებული იყო, რომ ცხოვრებას მხოლოდ მას, მხოლოდ იმ ერთს მიუძღვნიდა.
-კოსტა? ეს ის კოსტაა, ჩემი ევა რომ აწყენინა?-თემა განავრცო აიამ, იფიქრა, ასე უხერხულ სიჩუმეს (თუმცა ეს აიასა და გიორგის შორის აქამდე არ ყოფილა) თავიდან აიცილებდა.
-აწყენინა? რა ჩაიდინა?!-სახე შეეცვალა გიორგის. ზუსტად იცოდა, ევას შეეძლო კონსტანტინეს ჭაობიდან ამოყვანა, რადგან თვითონ ეს ვერ შეძლო, თუმცა... ნუთუ კონსტანტინემ ხელი ჰკრა გოგოს?
აიამ მოკლედ მოუყვა მომხდარზე. გიორგის კი გაეცინა.
-კარგი, რა. ხომ იცი, მოგიყევი მისი ცხოვრება. ნუ გაკიცხავ ასე...
-არა, გიორგი, ცხოვრება გამართლება არაა! არ შეიძლება აწმყოში დაშვებული შეცდომა წარსულის შეცდომით გააქარწყლო. და თუ წარმოგიდგენიათ შენ ან შენს ძვირფას მეგობარს, რომ ევასაც აქვს ცხოვრება და არც მისია მარტივი?
-არ ვამართლებ, უბრალოდ... მისი ცხოვრების შემდეგ... ცოტა ფიქრი სჭირდება. მარტივად ვერაფერს გადაწყვეტს და მისი წარსულის ბრალია ეს...
-ევას კი ფული სჭირდება. წარსულის გამო,-მტკიცედ გაიმეორა გოგომ. გიორგის გაეღიმა. საოცრად პრინციპული იყო აია და საოცრად ლამაზი. თუმცა...
-გიო!-გაისმა ქალის ნაზი ხმა. აიამ ოქროსფერთმიანს თვალი მოაშორა და გიორგის ქერა ლამაზმანი დაინახა.
-მეგონა, მარტო იყავი,-უცნაურად ჩაილაპარაკა გოგომ.
-არა, გარეთ იყო, ვიღაცას ელაპარაკებოდა,-თავისუფლად უპასუხა ბიჭმა. ვერც შეამჩნია აიას ხასიათის წახდენა.
გაუკვირდა აიას, ლიზა რომ თბილად შეხვდა. გადაკოცნა კიდეც და აიას ამითაც კი შეეცვალა წარმოდგენა გოგოზე.
კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს.
წასვლა უნდოდა აიას, თუმცა ლიზამ გააჩერა. გააჩერა და გიორგიც საცოლეს აჰყვა.
კიდევ ცოტა ხანს იჯდა აია შეყვარებულების წინ. იჯდა და უყურებდა, რამდენად საოცარი ადამიანი იყო გიორგი და მისი მსგავსი იყო ლიზაც.
უყურებდა და უფრო და უფრო უყვარდებოდა ისინი...

**"

-მოგწონს?-ისმის ოთახში მშვიდი ხმა. პასუხი რომ არ ესმის, ისევ აგრძელებს:
-მგონი, უფრო სავსე უნდა იყოს.
პასუხი ისევ არ არის.
-ყვავილებზე რას იტყვი?
ახლა კი დაიკნავლა კატამ და ცხვირაწეულმა გადაატარა ცისფერი მზერა ნახატს. კონსტანტინეს გაეღიმა ისე, როგორც სჩვევია-ჩუმად, მალულად, მხოლოდ ერთეულები რომ ამჩნევენ იმ ღიმილით.
-ვიცი, სიმბა, ვიცი,-ისე თქვა, თითქოს მართლა გაიგო, რას გულისხმოდა კატა.
ოთხფეხა მეგობრისგან მზერა ნახატზე გადაიტანა, როცა ბეთჰოვენის ხმას ნაბიჯების ხმა შეუერთდა. ფუნჯი და პალიტრა გვერდით გადადო კონსტანტინემ, მუსიკა გამორთო და მშვიდად, აუღელვებლად გავიდა სახელოსნოდან.
-რა გააკეთე?!-პირდაპირ ჰკითხა გიორგიმ ცივი ხმით და უფრო ცივი გამომეტყველებით.
-რა გავაკეთე?-კონსტანტინე, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა, თუმცა უცნაური ჩვეული სიმშვიდე არ გამქრალა მასში.
-გეფიცები, მაგ გოგოს რომ რამე დამართო, აღარასდროს გაგცემ ხმას!
-დამშვიდდი,-გააჩერა კოსტამ, თუმცა გიორგის სახე უფრო შეეცვალა.
-კონსტანტინე ალაზნისპირელი კი არ ვარ, სულ მშვიდად რომ ვიყო! რა გაუკეთე, მითხარი!-ანერვიულებულმა გრძელი თითები ოქროსფერ თმაში შეიცურა და უკან გადასწია.
-მე არაფერი. ეჭვიანმა ელენემ გადაწყვიტა, დამისაკუთროს. ალბათ, ევდაკიას მოშორება ამ გზით სცადა,-მხრები აიჩეჩა კონსტანტინემ, დივანზე ჩამოჯდა, მეგობარსაც ანიშნა, დაჯექიო, მერე მოუყვა ელენეს საქციელზე.
გიორგის ის სიცილი დაუბრუნდა, ნებისმიერს რომ დაავიწყდებს ტკივილს. ისე იცინოდა, ევდაკიაც კი აყვებოდა. მერე წამში დასერიოზულდა. მკაცრად შეხედა კონსტანტინეს და გიშრისფერი შეკრთა კიდეც, მეგობრის თვალების დანახვისას.
-არ მაინტერესებს. უნდა მოაგვარო!
-რა?-წარბები აზიდა კონსტანტინემ და სიამაყით აივსო, როცა საძინებლიდან კატის ხმა გაიგო, მერე კი განაგრძო,-შენი აზრით, ყველა ქალის შემორიგება შემიძლია? და თუ შემიძლია, ამას გავაკეთებ?! ნუთუ საერთოდ არ მიცნობ, გიორგი?!
-ჯერ ერთი, ის "ყველა ქალი" არ არის!-წამოიყვირა გიორგიმ და როცა დაინახა, რომ ალაზნისპირელი აპირებდა შეწინააღმდეგებას, ხელით ანიშნა, გაჩერდიო,-ამაზე მაშინ არ გიფიქრია, ბათუმში რომ წაიყვანე?! არ გაბედო, ისე მოექცე, როგორც ყველა დანარჩენს უკეთებ! გეფიცები...
-გავიგე, ჰო!-ახლა კონსტანტინეც აყვირდა. ალბათ, რას არ გასცემდა ევა, მისი ასეთი ემოციური მხარე დაენახა, თუნდაც მხოლოდ ერთი წუთით,-ამიხსენი მაინც, რა დაგემართა?!
-არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, გაგაფრთხილე.
-რა მოხდა, გიორგი?
-არაფერი. მივხვდი, რომ ევა საბოლოოდ ამოგიყვანს ჭაობიდან. იმას გააკეთებს, რაც მე ვერ შევძელი. უბრალოდ, გახსოვდეს, რომ ისიც ადამიანია. იქნებ, მის წარსულზეც გაიგო რამე. კოსტა, ზუსტად ვიცი, თქვენ ერთმანეთს სჭირდებით. მთავარია თქვენ გაიგოთ ეს...
წავიდა გიორგი და იმ ღამეს არ უძინია კონსტანტინეს. შუაღამემდე დაურეკა ელენეს და დაუყონებლივ თანხის გადარიცხვა დაავალა ევდაკიას ანგარიშზე. იმ ღამეს მხოლოდ ევდაკიაზე ფიქრობდა კონსტანტინე. მის ხორბლისფერ კანზე, თხელ თითებზე, სავსე ტუჩებზე, ნაზ შეხებასა და ყვავილებით დაფარულ კაბებზე.
და როგორც კი გათენდა, როგორც კი ევდაკიამ თვალი გაახილა, ტელეფონმა რეკა დაიწყო.

თავი9
ზოგჯერ ადამიანი გადაწყვეტილებას ისე იღებს, მიზეზს არ უკვირდება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენმა შინაგანმა მემ იცის, როგორ გვმართოს, გვაიძულებს იმ რისკზე წავიდეთ, რაზეც საღ გონებაზე მყოფები არც კი ვიფიქრებთ.
ევდაკიაც ასე, თავისდაუნებურად დათანხმდა კონსტანტინეს. არა, თავიდან უარი უთხრა, არ მცალიაო, თუმცა მერე... უცნაური იყო კონსტანტინე. სახლში გამოგივლიო უთხრა. თუ სახლში არ ხარ, სადაც ხარ, იქ გამოგივლიო. ევასაც აღარ ჰქონდა სხვა გზა. იმ დღეს იმდენად გამოიფიტა, მხოლოდ ცივი მადლობა მიუგდო კონსტანტინეს ჩარიცხული ფულისთვის და თითქოს ამ "მადლობამ" გამოაცალა ის უკანასკნელი ენერგიაც, შეწინააღმდეგებისთვის რომ სჭირდებოდა.
ალაზნისპირელს რომ გაუთიშა, დიდხანს აზრზე ვერ მოვიდა, რა გააკეთა. არც კი ფიქრობდა ამაზე. მერე თავის წინ მწოლიარე ქალს შეხედა და მიხვდა, მისი დატოვება რომ უწევდა, მერე კი იმას მიხვდა, რომ კონსტანტინეს შეხვედრაზე დასთანხმდა.
სახლიდან უნდა წამოეყვანა კონსტანტინეს, ევაც სახლში წავიდა. სანამ სადარბაზოში შევიდოდა, ნაცნობი მანქანა დალანდა.
კონსტანტინე ალაზნისპირელმა კარი გააღო და მანქანიდან გადმოვიდა.
"რატომ... რატომ არაფერს მაცდი, კოსტა... რატომ..." იმეორებდა გოგო გონებაში. უცნაური იყო კონსტანტინეს ასეთი ყურადღება და იბნეოდა გოგო, ვერ იტანდა ალაზნისპირელის უსაფუძვლო ცვლილებას.
სადარბაზოსთან იდგა და ელოდა. კონსტანტინემ ჯერ შავი მანქანის საბარგული გააღო. ცოტა ხანში ერთი დიდი და ერთი პატარა ქაღალდის პარკით ხელში ნელი ნაბიჯით წამოვიდა ევასკენ.
ერთმანეთის წინ იდგნენ ევდაკია და კონსტანტინე.
მთვარე ცისფერ სინათლეს ახვევდა გიშრისფერს და მის თვალებში ხირბლისფერი გოგონას იდეალური სხეული იკვეთებოდა.
ჩურჩულებდნენ ვარსკვლავები.
ჩურჩულებდნენ და ეს ჩუმი ხმაური რძისფერსა და ხორბლისფერ სხეულებს შორის უხილავ ოქროსფერ ძაფებს აბამდნენ. ძაფები ვიწროვდებოდა, კონსტანტინე და ევდაკია ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ... არ იყო მარტივი ცას გამკლავებოდნენ. სულ ცოტა აკლდა კონსტანტინეს. სულ ცოტაც და მისი სახე ევდაკიასას შეეხებოდა.
-აქ დაგელოდები,-დაიჩურჩულა ბოლოს კაცმა და უმცროსს პარკები გაუწოდა.
ევამ ჯერ შეხედა, მერე ნელა გამოართვა და სახლში შევიდა.

ჯერ დიდი პარკი გახსნა.
წითელი კაბა იდო. პატარა, ვარდისფერი ყვავილებით დაფარული. მხრებზე მოღებული, თითქოს განგებ შეექმნათ ასეთი, ევას სხეულისთვის...
ვიწრო წელზე შემოიჭირა წითელი, ვარდისფერყვავილებიანი ქამარი. გაეღიმა, საკუთარ თავს რომ შეხედა სარკეში. სარკიდანვე დაინახა საწოლზე დარჩენილი პატარა პარკი. გაბრუნდა და ყუთი ამოიღო, ყუთში კი პატარა ყელსაბამი იდო, ვერცხლისფერი, ბრილიანტით...
ფრთხილად გაიკეთა ევამ ყელსაბამი. ისიც მაშინვე დაუახლოვდა მარმარილოს ლავიწებს.
ევდაკია გარეთ გამოვიდა.
გვიანი აგვისტოს ცხელი ნიავი უფრიალებდა მუხლამდე კაბას დეკანოიძეს. შიშველ ზურგს წაბლისფერი თმით იფარავდა გოგო.
უყურებდა კონსტანტინე და ხვდებოდა, ის ღამე განსაკუთრებული იქნებოდა.
მანქანასთან რომ მივიდნენ, კონსტანემ საჭისკენ წასვლა დააპირა.
ერთი ნაბიჯი გადადგა თუ არა, გაჩერდა და გიშრისფერი თვალები ევას მიაპყრო. მერე გაიღიმა. ნამდვილი ღიმილით, იმ იშვიათი ღიმილით გაიღიმა, ალბათ, მხოლოდ ევასა და გიორგის რომ უნახავთ. იმ ღიმილით, ბოლო შვიდი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენჯერმე რომ გაუღიმია.
გაიღიმა და ევას სხეული პატრონის უკითხავად ათრთოლდა. ის ღიმილი, ის თეთრი კბილები სისხლისფერ ტუჩებს შორის... ის განათებული, ვითომდა უგრძნობი თვალები... გოგომ გაუაზრებლად ასწია მარჯვენა ხელი და მოშიშვლებულ ლავიწებზე დაფენილ ყელსაბამს შეეხო, შემდეგ ფრთხილად, შეუმჩნევლად ამოიცურა ჯვარი და თხელ თითებში მოიქცია.
კონსტანტინე წამში გამობრუნდა, მანქანის კარი გააღო და ევას თავი დაუკრა, თან აღელვებული სიმშვიდით დააყოლა,-გთხოვ.
ევდაკია მანქანაში ჩაჯდა.
გზაში ხმა არ ამოუღიათ და ეს სიჩუმე იმდენად კარგი იყო, იმდენად სასიამოვნო, რომ არც ერთს და არც მეორეს წამით არ გაუელვებია გონებაში, დაერღვია უაზრო, არაფრისმთქმელი სიტყვებით.
მანქანამ სოლოლაკში, ერთ-ერთ თაღში შეუხვია და გაჩერდა.
იტალიური ეზო იმდენად ჩვეულებრივი იყო, ვერც კი წარმოიდგენდა ვინმე, რომ იქ კონსტანტინე ალაზნისპირელის მსგავსი დიდებული მილიონერი ცხოვრობდა.
-აქ რა გვინდა?-გოგოს სახეზე დაბნეულმა ღიმილმა გადაირბინა და ისე განაგრძო ევდაკიამ, კონსტანტინეს საუბარი არც კი დაუწყია,-ვინმე ცხოვრობს აქ? შენი მეგობარი? რამე დაგრჩა? მიდი გამოიტანე და დაგელოდები...
-აქ ვცხოვრობ, ევა,-თქვა კაცმა უცნაური ღიმილით და მანქანიდან გადავიდა. გაკვირვებულმა ევამ თვალი გააყოლა გიშრისფერს. ალაზნისპირელი ევას მხარეს მივიდა, კარი გაუღო ქალს.
-სახლში მომიყვანე, კოსტა?-წამოიძახა გოგომ, თან ჩაეცინა და გვიან მიხვდა, ეს სიცილი დამცინავს რომ ჰგავდა. ალბათ, კონსტანტინე ამას არ დააკვირდა. ან დააკვირდა(რა გამოეპარებოდა ალაზნისპირელს), თუმცა არ შეიმჩნია. კონსტანტინეს იმდენად დიდი გეგმები ჰქონდა იმ ღამეს, დამცინავი სიცილი ვერაფერს ჩაუშლიდა.
-მე ბარს, კაფეს ან რაიმე მსგავსს ველოდი,-ახლა უხერხულად ჩაეცინა გოგოს, თან კონსტანტინეს ხელს თავისი შეახო და მანქანიდან მოხდენილად გადმოვიდა. ალბათ, ყველა ფანჯრიდან თვალების უამრავი წყვილი უცქერდა, როგორ აკავშირებდნენ ვარსკვლავები გიშრისფერ კაცსა და ხორბლისფერ გოგოს.
-მანდ ყველას წაყვანა შემიძლია, ევა. სახლში არავინ მომყავს,-მოკლედ და, თავისი აზრით, გასაგებად ახსნა კონსტანტინემ, ქალს ხელი მოჰხვია შიშველ მხრებზე და სხეულზე აიკრა. ის იყო გზა უნდა გაეგრძელებინა, რომ ევა გაჩერდა.
-რა მოხდა?-ზემოდან დახედა გიშრისფერმა.
-გგონია, ყველა დანაშაულს გამოისყიდი? ჯერ ბათუმში წამიყვანე, მერე მითხარი, მაღაზიას მიხედავენ და ჩემთან დარჩიო. შენი წარსული შემომთავაზე ერთი ღამის სანაცვლოდ. ახლა რას აპირებ? ფული საკმარისი იყო, კონსტანტინე, ამაღამ ენერგიის დახარჯვა აღარ გინდა...
-ჩემი წარსული ერთი ღამის სანაცვლოდ? მეხუმრები?-მხრები აუთამაშდა ალაზნისპირელს. ევამ იგრძნო ეს. იგრძნო, რომ დაბნეული კონსტანტინე იცინოდა. დაბნეული იყო. და იცინოდა.
-ჩემი წარსულის სანაცვლოდ იმ ღამეს შენ აგირჩიე, ევა, და არა ერთი სასიამოვნო ღამე. აქ კი ფიზიკური სიამოვნებისთვის არ მომიყვანიხარ, თუ დააკვირდი, ამას შენს სახლში ვაკეთებდით. არ მინდა ფიზიკური კავშირით დავარღვიო ის სულიერი ბედნიერება, რასაც შენთან ყოფნა მანიჭებს, ევა.
გაეღიმა ევდაკიას. ხორბლისფერი ღაწვები შეეფაკლა. ესიამოვნა? არა, კონსტანტინეს სიტყვები სიამოვნებაზე დიდი იყო, რაღაც უფრო კარგი, ვიდრე უბრალოდ სიტყვა "სიამოვნება".
სახლში შესულებს მაშინვე სიმბა შემოეგებათ. გოგოს თვალები გაუბრწყინდა. ჩაიმუხლა და კატა ხელებში მოიქცია, სქელი ბაგეები ცხვირზე შეახო, შემდეგ კი წამოდგა და კაბა გაისწორა.
უყურებდა კონსტანტინე და ყველაფერი ავიწყდებოდა. ეღიმებოდა.
ევასაც ეღიმებოდა, ალაზნისპირელის სახლს რომ ათვარიელებდა. თაროებზე უამრავი უცნაური სუვენირი: დინოზავრის ფიტულები, სხვადასხვა ფორმის ქვები, არაპროპორციული დოქები, რომლებსაც, ალბათ, არასდროს ხმარობდა... ჩინური ქოთნის უკან პატარა ფარდაგი ეკიდა, ორნამეტნებით დაფარული თეფში კი ქოთნის გვერდით სადგამს ეყრდნობოდა...
აივანზე გაიყვანა კონსტანტინემ ხორბლისფერი გოგონა.
მზე უკვე კარგა ხნის ჩასული იყო.
ვერანდას პატარა ცისფერი ნათურები აფერადებდნენ, მონაცვლეობით ინთებოდნენ, თითქოს შავ ცაზე ჩამოკიდულ ვარსკვლავებს ეთამაშებოდნენ.
აივნის მოაჯირი ფერადი ბეგონიებით იყო მორთული, მათ ქვეშ კი წითელი ჰიბიკუსები ცხოვრობდნენ. სენპოლია, ლობელია და კესანეც იქვე იყვნენ. ევამ ვერანდის მეორე მხარეს გაიხედა და დეკორატიულ თაროებზე დაწყობილი პახიფიტუმის ქოთნები დაინახა, შემდეგ კი ცერეუსი, მამილარია, წითელი ეპიფილუმი...
საოცარი იყო იქაურობა. საოცარი იყო ევას გაბრწყინებული თვალები, გაოცებული სახე, ოდნავ დაშორებული სქელი ბაგეები და გაკვირვებისგან აკანკალებული ნათალი თითები.
კონსტანტინეს სიცილმა გამოაფხიზლა ევდაკია.
ისევ უკვირდა.
ყვავილებით დაფარული ვერანდა კონსტანტინესი იყო. და კონსტანტინე იცინოდა.
მის გონებაში კი, ალბათ, სამუდამოდ დარჩა მომცინარი კონსტანტინე ლურჯი ნათურებით განათებული ყვავილების ფონზე.
-რა გაცინებს?-წარბები აზიდა გოგომ, თუმცა სახეზე ჯერ კიდევ ის გამომეტყველება ჰქონდა, პატარა ბავშვს რომ აქვს შოკოლადის დანახვისას.
-უცნაური ხარ, ევა,-თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა, თითქოს ევდაკიას კითხვა არც კი გაუგია,-ისეთი უცნაური და საოცარი ხარ, შენი ინტერესი აღარ ქრება, ევა...
და ისე ანიშნა გოგოს მოაჯირთან მდგარი მაგიდისკენ, ევამ იფიქრა, რომ ვერც კი მიხვდა კონსტანტინე, ხმამაღლა თუ ლაპარაკობდა.
-აი, სიყვარულის ახსნაც ასეთი უნდა!-თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ თეთრ სკამზე დაჯდომამდე.
-სიყვარულს არ გიხსნი, ევა, არც სხვა დროს აგიხსნი. არასდროს გავაკეთებ ამას,-ევას წინ დაიკავა ადგილი კონსტანტინემ. ჯერ ხორბლისფერი გოგოს კანს შეხედა-რა ლამაზად ირეკლავდა მისი სხეული ვერანდის ლურჯ განათებებს-შემდეგ ჰორიზონტს გახედა. გახედა და მიხვდა, თბილისის ხედს ვეღარ ეგუებოდა. ევას ყურება სურდა მხოლოდ.
ევდაკიას კი ეწყინა, შერცხვა, ეუხერხულა კონსტანტინეს ასეთი უარი...
-რატომ?!-ისე იკითხა, წარბებაწეულმა, თითქოს აიძულებდა ამის გაკეთებას. კაცმა შეხედა და გაიღიმა.
გაიღიმა და ამ სიცილისა და ღიმილის გამო, ეს საუკეთესო დღე იქნებოდა ევას ცხობრებაში.
-იმიტომ, რომ სიყვარული არ არსებობს, ევა. არ ვაპირებ, მოგატყუო. არც ტყუილ დაპირებებს მოგცემ, რადგან ჩემი ინტერესი აღარასდროს გაქრება, სიყვარული კი თავისთავად ტყუილია. თუ გეტყვი, რომ მიყვარხარ, აუცილებლად წავალ. ან შენ წახვალ. მე კი არ მინდა ურთიერთობა სიცრუეზე ავაგოთ და ზიზღით დავასრულოთ.
-სიყვარული არსებობს. რატომ საუბრობ პატარა, გულგატეხილი გოგოსავით?!
-არ ვიცი, აშკარად დიდი გულგატეხილი ბიჭი ვარ,-ჩაეცინა კაცს და ევასაც გაეღიმა, მიუხვდა სათქმელს კონსტანტინეს და უფრო მშვიდად დაამატა:
-კოსტა, წარსული ხომ წავიდა, გაქრა...
-მოგონებები დარჩნენ. დარჩნენ და ყოველ წუთს უფრო მძიმდებიან...
-მაშინ მე რატომ ვარ აქ? წარსულს თუ ვერ ივიწყებ, მე რატომ არ მანებებ თავს?
-შენ როცა ხარ, მოგონებებიც მიდიან,-შეხედა კონსტანტინემ ევას. თვალებში ჩახედა და ღიმილით დაამატა,-თან, შენც გინდა ჩემთან ყოფნა, შენც გაინტერესებ.
ევა გაჩუმდა. სქელმა ბაგეებმა რკალის ფორმა მიიღეს. ტელეფონს დახედა ევამ. მერე ტელეფონი მაგიდაზე დადო, პატარა ჩანთა აიღო და ფეხზე ადგა.
-სად მიდიხარ?-ისე იკითხა კონსტანტინემ, თითქოს შეეშინდა, რომ ევაც წავიდოდა...
-საპირფარეშოში. საით არის?-კონსტანტინეს ნაჩუქარი წითელი კაბა შეისწორა ევდაკიამ.
-შიგნით შედი, დერეფანშია, მიაგნებ,-თქვა კონსტანტინემ და ევაც მაშინვე წავიდა.
კონსტანტინე უყურებდა ხედს აივნიდან. ლამაზად იკლაკნებოდა ოქროსფრად განათებული გზები ძველი თბილისის სახლებს შორის. ახლა ღიმილით გადმოხედა ალაზნისპირელმა საკუთარ ვერანდას, ლურჯ განათებებსა და ფერად ყვავილებს.
ამ ყვავილებს შორის კი ევა ჰყავდა კონსტანტინეს.
იცოდა გიშრისფერმა, თბილისის ხედს მისი ფერადი აივანი და მისი ხორბლისფერი ევა ანათებდა და არა ოქროსფრად აელვარებული ლამპიონები.
გრძნობდა კონსტანტინე, დრო გადიოდა, ახლა ევა გამოვიდოდა... მოვიდოდა და ისევ მისი სილამაზის კლანჭებში მოექცეოდა კაციც. გრძნობდა ამას და გული უჩქარდებოდა, სუნთქვა უჭირდა... რაღაც ხმა ეძახდა, დედამიწისკენ იხმობდა. მოაშორა თვალი ძველი თბილისის ხედს გიშრისფერმა.
ევას ურეკავდნენ.
ჯერ ეცადა დაეიგნორებინა.
ტელეფონი არ ჩერდებოდა.
-ევა!-წამოიძახა კაცმა, თუმცა მიხვდა, ასე ვერ გააგონებდა, ამიტომ მობილური აიღო და ევასკენ წავიდა. შემთხვევით დახედა ეკრანს.
"დედა" დიდი, თეთრი ასოებით ეწერა.
-დედა...-თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა. ჯერ გაბრაზდა, საღამოს ჩაგვიშლისო. მერე გაეღიმა, წარმოიდგინა ევას დედა-მასავით ლამაზი, დახვეწილი, განსაკუთრებული...
სუნთქვა უფრო გაუჭირდა.
თავისდაუნებურად უპასუხა ტელეფონს.
სიტყვა არ უთქვამს, ახალგაზრდა გოგოს ხმა გაიგო.
აშკარად აფორიაქებული ჩანდა უცხო გოგონა, ხმას ვერ აკონტროლებდა, ცხადად ხედავდა კონსტანტინე, როგორ კანკალებდა გოგო...
-ევა!-იყვირა, როცა გოგომ სათქმელი დაასრულა...
ევდაკია, ახლახან რომ შეესწორებინა მაკიაჟი, წამში ალაზნისპირელის წინ დადგა და ანერვიულებულმა იკითხა, რა ხდებაო.
-ევა,-ძლივს ლაპარაკობდა კონსტანტინე. გიშრისფერი თვალები ებინდებოდა, სუნთქვა კიდევ უფრო უჭირდა,-სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ,-თან ტელეფონს უწვდიდა გოგოს, თან აგრძელებდა,-დედათქვენი ცუდად არის.
-რა?!-შეიცვალა ევა. აკანკალდა. ემოციური იყო, თუმცა ახერხებდა ემოციების დამალვას. ახლა? ახლა არ შეეძლო. ტელეფონი უცებ გამოჰგლიჯა უფროსს და რაღაცის ძებნა დაიწყო, თან აცრემლებულ თვალებს არიდებდა კონსტანტინეს.
-კიდევ გითხრა რამე? რა გითხრა?
-მეტი არაფერი,-მუდამ მშვიდ ალაზნისპირელსაც რაღაც სჭირდა...
-კოსტა, მადლობა,-კარისკენ წასულმა უკან გაყოლილ კაცს ისე უთხრა, არც შეუხედავს,-ვეღარ დავრჩები... იქნებ, სხვა დროს... ჰო, სხვა დროს... აბა...
-ევა, დაწყნარდი...-ძლივს ჩაისუნთქა კონსტანტინემ გვიანი აგვისტოს ჩახუთული ჰაერი, კარი გაუღო ანერვიულებულ გოგოს და ისე გაჰყვა უკან, არც ვერანდა და ყვავილები გახსენებია, არც სიმბა.
-რას აკეთებ, შედი სახლში..!-მხოლოდ წამით შეავლო ევამ გიშრისფერს თვალი, ამ უკანასკნელმა კი ძლივს გაიღიმა:
-არა, მე წაგიყვან.
კონსტანტინე წინ გაქცეულ ტელეფონზე მოსაუბრე ევას უგდებდა ყურს. ცდილობდა რამე გაეგო. ცდილობდა ესუნთქა. ცდილობდა თავი შეეკავებინა. ცდილობდა დაწყნარებულიყო, რადგან საკუთარ თავს გადააბიჯა, ევდაკია სახლში დაპატიჟა, ის გაუკეთა, რაც მხოლოდ მართას, ახლა კი არ იცოდა, სად მიჰყვებოდა გოგოს.
ევაც მიდიოდა.
მიდიოდა და ვერ იაზრებდა, რამდენად ღრმად შეიჭრა კონსტანტინეს ცხოვრებაში. ვერ ხვდებოდა, რამდენად ძვირფასი იყო მისთვის...

*

-რა დაემართა?
-კომაშია.
-რატომ?
-ერთი წლის წინ ავარიაში მოვყევით. ჩემი ძმა გარდაიცვალა. დედა კომაშია,-თავდახრილმა გოგომ ისე თქვა, აშკარა იყო, ავარიის სცენა ჯერ კიდევ თვალწინ ედგა, ჯერ კიდევ გრძნობდა, ძმა რომ აკლდა...
-ამიტომ გჭირდებოდა ფული?-ხმა შეეცვალა კონსტანტინეს.
ზემოდან უყურებდა გიშრისფერთმიანი ხორბლისფერ გოგოს. უყურებდა და ალბათ, ნებისმიერი, ვინც მათ დაინახავდა, მიხვდებოდა, რამდენად იდეალურები იყვნენ ისინი ერთად.
უყურებდა კონსტანტინე, ევა კი თვალს არიდებდა.
-ექიმმა რაო?
-ჯერ არ გამოსულა...-კედელს მიეყრდნო ევა. და იმ წუთში თავბრუ დაესხა კონსტანტინეს. ხელი კედელს მიადო და თავი შეიმაგრა.
-არ მინდოდა ასე გამოსულიყო, მაგრამ...-დაიწყო ბოლოს კაცმა. ევამ გაიღიმა.
-ჯერ ოცდაექვსის ვარ. ძმა დავკარგე. დედა მჭირდება...ჯერ...-ღიმილით ამოხედა კონსტანტინეს. ისეთი ლამაზი იყო იმ დროს, ისეთი საოცარი, გიშრისფერმა გაუაზრებლად მოჰხვია ხელი და მთელი ძალით ჩაიხუტა. თუმცა დიდხანს ვერ გაძლო...
-კარგად ხარ?-მის მკერდში ჩამალულმა ევამ ამოილაპარაკა.
კონსტანტინემ ხელი გაუშვა ევას და კედელს მიეყრდნო, ძლივს ჩაისუნთქა ჰაერი და ევას ჩაწითლებული თვალებით შეხედა:
-ექიმს დაუძახე...

*

საწოლზე დაწყობილ ხელებში თავჩარგული ცდილობდა აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას. რამდენიმე წუთში ერთხელ ასწევდა ხოლმე თავს, მძინარე გიშრისფერისთვის რომ დაეხედა, თითქოს მის ჯანმრთელობას მხოლოდ მზერით მოუვლიდა... მერე ისევ დადებდა თავს და ფიქრობდა-რა უნდა ექნა კონსტანტინეს გარეშე? რა უნდა გაეკეთებინა, რაზე უნდა ეფიქრა, ეცინა... ვინ უნდა ჩაეთვალა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად ცხოვრებაში..?
ბოლოს თავი ასწია. სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხელებგადაჯვარედინებული დაელოდა მის გაღვიძებას.
თვალი გაახილა თუ არა, ის დაინახა კონსტანტინემ და მაშინვე დახუჭა.
-ასე არ გინდა ჩემი ნახვა?-გაეცინა სკამზე მჯდარს.
-თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გათიშვამდე ევდაკიას სახე დავინახე და მშვიდად მეძინა, რა თქმა უნდა, არ მინდა შენი ნახვა.
-ჩემს სახეს რას ერჩი?!-მაშინვე წამოიყვირა გიორგიმ, წყენა კი არ შეიმჩნია, რადგან იცოდა, კონსტანტინე იმას არ გულისხმობდა, რასაც ამბობდა.
-ევდაკია ლამაზია.
-მე არ ვარ?!
-არა, გიო, შენ მას ვერ შეედრები და არც იფიქრო ამაზე,-ამოილაპარაკა ჯერ კიდევ სუსტად მყოფმა ალაზნისპირელმა და გაიღიმა. გაიღიმა და ამ ღიმილს თითქოს მთელი სიმძიმე გამოატანა, მერე კი, გათავისუფლებულმა უფრო მშვიდად იკითხა,-სად არის ევა?
-ჰოლშია.
-როგორ არის?
-რა ვიცი, ინერვიულა...-მხრები აიჩეჩა გიორგიმ.
-არ მინდოდა ენერვიულა, უბრალოდ...
-სხვათა შორის, მეც ვინერვიულე! ევამ რომ დამირეკა და მითხრა რაც მოგივიდა, ივენთორს ისე დავემშვიდობე, ლიზასთვის არც კი ამიხსნია ნორმალურად, რა ხდებოდა.
-ვის?
-ქორწილის ივენთორს ვარჩევდი. ისე, გაგახსენებ, მალე ქორწილი მაქვს. შენ მეჯვარე ხარ და ნახევარ საქმეს უნდა აგვარებდე, მაგრამ არაუშავს... იყავი შენს ევასთან და შეაშინე ყოველ ჯერზე სუნთქვის შეკვრითა და გულის წასვლებით!
-დამშვიდდი, გიორგი!-გაღიზიანდა ალაზნისპირელი,-ვიცი, მნიშვნელოვანია შენი ქორწილი, მაგრამ... თვითონ მითხარი, გაარკვიე რა სჭირსო. და საერთოდ... დამაცადე, რა! ის ვიპოვე, გიო! ევა ვიპოვე! ის არის ის არამატერიალური გოგო ამ მატერიალურ სამყაროში, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვეძებ... ნუ გაბრაზდები, თუ მისთვის გადავდებ ჩემი უაზრო ცხოვრების ნაწილს...
უყურებდა გიორგი მეგობარს და მის თვალებში ჩანდა, იმაზე მეტს გრძნობდა, ვიდრე ამბობდა. ეტყობოდა ალაზნისპირელს, იმას ვერ გადმოსცემდა სიტყვებით, რაც გულში ჰქონდა. ხედავდა ამას ესართია და ღიმილით უქნევდა თავს, ბოლოს კი მშვიდად, ბედნიერმა უთხრა:
-არ ვბრაზდები, კოსტა. სწორად იქცევი.
სანამ გიორგი და კონსტანტინე საუბრობდნენ ქორწილზე, ევაზე, გოგოს წარსულსა და ალაზნისპირელის მომავალზე, თეთრ კედლებს შორის აქეთ-იქით მოსიარულე ხორბლისფერთმიანს აია მშვიდად უყურებდა.
-რატომ არ ჩერდები?-იკითხა ბოლოს თავბრუდახვეულმა.
-ერთ პალატაში დედა წევს, მეორეში კოსტა. რა გამაჩერებს?!
-შენი სიარული რამეს უშველის?-თვალები გადაატრიალა აიამ,-თან კონსტანტინესთან გიორგია შესული.
-და აღარ არის სანერვიულო?-გაეცინა ევას. გიორგის ენდობოდა, თუმცა ეს ნდობა ვერ ამშვიდებდა.
-არა, მასზე გიორგი ინერვიულებს. ყველაზე რომ იღელვო, საკუთარი თავი და დედაშენი აღარც გაგახსენდება, ევა.
-კოსტა ყველა არ არის,-იმდენად მშვიდი სახე ჰქონდა ამ სიტყვების თქმის დროს ევას, იმდენად მშვიდი ღიმილი, აიასაც გაეღიმა. გაეღიმა, რადგან მიხვდა, კონსტანტინე ალაზნისპირელი ის არაადამიანი იყო, რომელიც ევდაკია დეკანოიძეს უნდა ექცია ადამიანად. და იცოდა აიამ, ევას ეს გამოუვიდოდა.
პასუხი აღარ დაუბრუნებია წითურს. ერთ-ერთი კარი გაიღო და თეთრი დერეფანი ოქროსფრად განათდა.
-როგორ არის? ექიმმა რა თქვა?-პირდაპირ მიახალა ევამ. გიორგის გაეღიმა.
-არაფერია სერიოზული, არ ინერვიულო. ბაბის სიკვდილის მერე გულზე შეექმნა პრობლემები...ზედმეტად გადაიტვირთა ემოციურად. დაისვენებს და გაწერენ,-წყნარად თქვა გიორგიმ თავისი ჩვეული, მუდამ თბილი ღიმილით. ევამ თითქოს იგრძნო, როგორ ჩაეღვარა სხეულში მონატრებული სიმშვიდე.



-მგონი, წასვლის დროა, ევა,-აია ჩაერთო საუბარში.
-მეც მივდივარ. წამო, წაგიყვანთ,-გაუფართოვდა ღიმილი გიოსგის.
ხორბლისფერთმიანმა თავი გააწნია, აქ უნდა დავრჩეო. გიორგი ახლა აიას მიუბრუნდა. აია უხერხულად დათანხმდა.
საავადმყოფოს შენობა ოქროსფერთმიანმა ბიჭმა წითურ გოგოსთან ერთად დატოვა. ანათებდა ოქროსფერი ბიჭი ისედაც ახლადგანათებულ თბილისს, თუმცა... თითქოს არაფერი იქნებოდა ეს სინათლე აიას ცეცხლისფერი ტონების გარეშე...

ცოტა ხანში მარტო მყოფი ევა კონსტანტინესთან მივიდა. მისი გიშრისფერი თვალები რომ დაინახა, თავისდაუნებურად ამოილაპარაკა:
-მადლობა ღმერთს!-მარჯვენა ხელი კი კისერზე ჩამოკიდულ ჯვარს დაადო მსუბუქად.
კონსტანტინეს კვლავ დაუბრუნდა უემოციო ტონი...
-ჰო, მადლობა გადაუხადე ყველაფრისთვის. შენი ძმისთვის, დედაშენისთვის, დანგრეული ცხოვრებისთვის, ჩემი გარდაცვლილი შვილისთვის და გულისთვის, რომელიც ემოციებს ვეღარ იტანს!
ისევ ცივი იყო კონსტანტინე. ისევ უგულო.
-რატომ ამბობ ამას...-თითქოს რაღაც ჩასწყდა გულთან ევას.
-იმიტომ, რომ ასეა.
-არ არის ასე. ღმერთმა გადამარჩინა. მეც, დედაჩემიც... შენც...
-ჰო, ევა, რა თქმა უნდა! ცხოვრება წამართვა, თუმცა გადამარჩინა.
-არა, კოსტა... სხვანაირად უნდა შეხედო ამ ყველაფერს...
-როგორ? როგორ, სხვანაირად?! როგორ შევხედო მკვდარი შვილის საფლავს სხვანაირად?! როგორ გავიგო ერთადერთი ბედნიერების წართმევა?!
-ის წაგართვა, თუმცა... მე ხომ აქ ვარ?
-შენს თავსაც წამართმევს.
-არა. ჩემს თავს სხვა ვერ წაგართმევს. შენ და მე. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მომავლის გადაწყვეტა.
კონსტანტინეს გაეღიმა. ევას ნაზი მტევანი ხელებში მოიაცია და ჰორიზონტს გახედა. იქ თითქოს რაღაც დაინახა. მერე კი თავისთვის გაიმეორა.
-მე და შენ. მე და შენ... მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია...

მართალი იყო ევდაკია.
მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია გადაწყვიტოს, როგორი იქნება მათი ურთიერთობა.
ალბათ, ამიტომ შეიცვალა კონსტანტინე, ამიტომ იცინოდა უფრო მეტს... ამიტომ საუბრობდა უფრო გახსნილად, ამიტომ იხსნებოდა ევდაკიას წინ, სიმშვიდეს, რომელიც მუდამ თან სდევდა, ევას წინ თავიდან იშორებდა...

ევა კონსტანტინეს ენდობოდა.
ენდობოდა იმდენად, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რაიმე ცუდის გაკეთება შეეძლო კაცს.
თუმცა, არც კონსტანტინე თვლიდა, რომ არასწორად იქცეოდა.
იმ დილით კი, როცა საავადმყოფოდან გაწერეს, კონსტანტინემ ევდაკია სამსახურში მიიყვანა, იქიდან კი, როგოც წესი, ჯერ სახლში წავიდა, ვერანდას მიხედა, კატას მოუარა, წაიკითხა, დახატა, შემდეგ კომპანიაში წავიდა.
ევამ მაღაზია ადრე დახურა. კონსტანტინეს ნახვა უნდოდა. გზაში წითელი ღვინო იყიდა და კომპანიისკენ წავიდა.
ისევ უზარმაზარი შენობა.
ისევ უამრავი ხალხი.
თავაწეული მიაბიჯებდა ევდაკია და სასიამოვნო აურას ქმნიდა ყველგან, სადაც გაივლიდა.
გაუკვირდა, როცა კონსტანტინეს კაბინეტთან არ დახვდა ელენე, თუნცა ამაზე ბევრი არ უფიქრია, პირდაპირ კაბინეტის კარი შეაღო, იქ კი...
მაგიდას მიყრდნობილი გიშრისფერთმიანი ნაცრისფერთვალებიან გოგოს ვნებიანას აწებებდა თხელ ტუჩებს…

თავი 10
დაკვირვებიხართ, რომ ყველაფერი კარგად მანამდეა, სანამ მიხვდებით, რომ ყველაფერი კარგად არის?
ყველაფერი თქვენს ხელშია, სანამ დაუკვირდებით, რომ აკონტროლებთ.
ყველაფერი წყნარადაა, სანამ ქაოსს დაუგდებთ ყურს...

ევდაკია დეკანოიძემ დაიბრუნა ბედნიერება, რომელიც ერთი წლის წინ ძმის საფლავს ჩააყოლა. და როცა გადაწყვიტა, ეს ბედნიერება სახლში შემოეშვა და კარი ჩაეკეტა, გასაღები დაკარგა.

კონსტანტინემ მაშინვე შეამჩნია კართან მდგარი ხორბლისფერი გოგო და ელენეს თეთრ კანს მოაშორა თავისი თხელი ტუჩები.
-სად არის მუსიკა? შოპენი, ბეთხოვენი... წითელი ღვინო?-ისე იკითხა ევამ, თითქოს საყვარელ ადამიანს ქალთან არ წაუსწრია, მერე კი თვითონვე დაამატა,-აი, ღვინო მოგიტანეთ.
-ეგ მხოლოდ მნიშვნელოვან ადამიანებთან ყოფნისას მჭირდება, ევა,-კონსტანტინემაც მშვიდად უპასუხა, თუმცა ევასგან განსხვავებით, მისი სიმშვიდე ყალბი არ იყო.
-მე შენთვის მნიშვნელოვანი არ ვარ?!-ახლა ელენემ ამოიკნავლა. ევდაკიას გაეცინა.
-ისევ ერთად უნდა გავარჩიოთ ჩვენი ურთიერთობა თუ მარტო დაგვტოვებთ, ელენე?-მშვიდად უღიმოდა ნაცრისფერთვალებას ევა. თუმცა კონსტანტინე ხედავდა ამ სიმშვიდეში რამდენი იმალებოდა და ხვდებოდა, ევდაკიასთან დიდი "პირველი კამათი" ელოდა.
-არ ვაპი...
-ელენე, გადი,-გააწყვეტინა გოგოს დაწყებული სიტყვა კონსტანტინემ და ძლივსნაპოვნი გამბედაობა ისევ დაკარგა ელენემ. გაფართოებული თვალებით შეხედა კონსტანტინეს, თითქოს ეუბნებოდა, ამას როგორ მიკეთებო, თუმცა კონსტანტინე მხოლოდ ევას უყურებდა და ელენესაც სხვა გზა აღარ ჰქონდა.
კარისკენ წავიდა. იქ კი ევამ ღვინის ბოთლი გაუწოდა.
-მე მალე გავალ. ეს დაგჭირდებათ,-დაამატა და მოუნდა მკვლელი ყოფილიყო, როცა ელენემ ღიმილით გამოართვა ბოთლი.

მარტო დარჩნენ ევა და კონსტანტინე.
მხოლოდ ახლა იგრძნო ევამ, რამდენად უჭირდა სუნთქვა. შინაგანად კანკალებდა. სხეულს ძლივს იმორჩილებდა.
გიორგიმ თქვა, კონსტანტინე ემოციებს ვერ იტანს, ცუდად ხდებაო.
ახლა რა სჭირდა კონსტანტინეს? რატომ არ იმჩნევდა არაფერს? ნუთუ საერთოდ არ ღელავდა?
-დიდი ხანია ერთად ვართ?-დაიწყო ბოლოს გოგომ. ალაზნისპირელი კი მშვიდად პასუხობდა.
-არა.
-და მასთან დიდი ხანია ხარ?
-მასთან არასდროს ვყოფილვარ.
-ჩემი თვალით რა დავინახე, კონსტანტინე? მეგობრულად კოცნიდი ლავიწის ძვალზე თმააწეწილ გოგოს?!-გაღიზიანებულმა ევამ ხელები აიქნია და დაინახა, როგორ ჩაეცინა მაშინ კონსტანტინეს.
-არა, მასთან მხოლოდ ფიზიკური ურთიერთობა მაქვს, ევა. ვერ ვხვდები, ამაში რა პრობლემას ხედავ?
-ანუ მე რომ ვინმესთან შემომისწრო, ეს არ იქნება პრობლემა?!
-არა,-მშვიდად უპასუხა კაცმა. და მაშინ მიხვდა ევა, მაშინ გაახსენდა, რომ კონსტანტინე არ იყო ადამიანი...
-რას ამბობ, კოსტა...-გაოცებულმა ამოილაპარაკა,-ასე აღარ გაინტერესებ? იმდენად, რომ ღალატზე რეაქცია არ გექნება?!
-ეს არ არის ღალატი, ევა. სექსი სხვაა, მე და შენ კი ეს არ გვაკავშირებს. მე და შენ ერთმანეთი იმდენად გვაინტერესებს...
-იმასაც კი არ ამბობ, რომ ერთმანეთი გვიყვარს,-ზიზღით ამოილაპარაკა ევდაკიამ. იმ წუთს უნდოდა, დაევიწყებინა კონსტანტინე... იმ მომენტში ყველაფერს გასცემდა, ოღონდ გიშრისფერი ღვთაების წინ არ მდგარიყო.



-იმიტომ, რომ სიყვარული არ არსებობს, ევა! ეს პირველად არ მითქვამს შენთვის. უნდა მიხვდე განსხვავებას, ევა. მე და შენ რაღაც სხვა გვაკავშირებს. რაღაც, რასაც სახელი არ აქვს... ვისთანაც არ უნდა გქონდეს სხვა სახის ურთიერთობა, ან მე ვისაც არ უნდა ვაკოცო, ჩვენ არ შევიცვლებით, ევა. მე და შენ ისევ "ჩვენ" ვიქნებით, ისევ ერთმანეთისთვის... იმიტომ, რომ ეს გრძნობა...
-გასაგებია,-კარისკენ შებრუნდა ევა,-მგონი, ვერანაირად ვერ ვიქნებით ერთად.
-რა?-ახლა, მხოლოდ ახლა ანერვიულდა კონსტანტინე. ევასთან მიახლოება სცადა, თუმცა რაღაც არ აძლევდა ამის უფლებას. რა იყო ეს არ იცოდა. სიამაყე? ან იქნებ ის უცნობი გრძნობა, რომელზეც თავად საუბრობდა...
-მე შემიძლია ვიყო იმ ადამიანის გვერდით, ვისაც არ სჯერა ღმერთის, თუ ჩემი სჯერა. შემიძლია ვიყო იმ ადამიანის გვერდით, ვისაც არ სჯერა სიყვარულის, თუ მეტყვის, რომ მასში ჩემი ინტერესი არასდროს გაქრება... მაგრამ ვერ ვიქნები ისეთი კაცის გვერდით, რომელიც ჩენთან არყოფნის დროს სხვა ქალით ერთობა.

აღარ მოუსმენია კონსტანტინესთვის. არ მიუქცევია მისთვის ყურადღება. კომპანიიდან ამაყად გავიდა.
კონსტანტინე ალაზნისპირელი კი ძლივს მივიდა სკამთან.
ჩამოჯდა. გიორგის დაურეკა.
და დიდხანს, დიდხანს იჯდა იქ. იჯდა და ცდილობდა ესუნთქა, ცდილობდა, გული არ წასვლოდა, სანამ გიორგი არ მოაკითხავდა.

კაბინეტში ისე შევარდა გიორგი, არ უკითხავს ელენესთვის, არც გოგოს ანერვიულებული სახე და აკანკალებული სხეული შეუმჩნევია.
-რა ჯანდაბა გააკეთე?!-ძლივს გააკონტროლა ხმა. კონსტანტინე კი იჯდა... ვერ სუნთქავდა. გიშრისფერი თვალები ჩაწითლებოდა, თხელი ბაგეები დაეშორებინა და ხარბად ეწაფებოდა ჰაერს, რომელიც ფილტვებამდე ძლივს აღწევდა.
-იმდენად არ მენდობი, რომ ამ მდგომარეობაში მიყურებ და მას იცავ?-ძლივს ამოიხავლა კაცმა. ოქროსფერ თმებში შეიცურა ხელი გიორგიმ.
-რატომ ამბობ მაგას, რატომ...-დანანებით ჩაილაპარაკა. როგორი სხვანაირი იყო მაშინ გიორგი ესართია... როგორი უცნაური, ბნელი და მოღუშული. არ იცინოდა ოქროსფერი ადამიანი და ალბათ, ეს რომ დაენახა აიას ან ევას, აუცილებლად ძალიან გაუკვირდებოდათ.
კონსტანტინეს არ გაუგია გიორგის სიტყვები. მხოლოდ უმეტყველო თვალებით გასცქეროდა ჰორიზონტს, თუმცა უკვე თითქმის ვეღარაფერს ხედავდა.
-ელენე, წყალი შემომიტანე!-გასძახა ბოლოს გარეთ მდგარ გოგოს, თვითონ კი კონსტანტინეს დაეხმარა, კომფორტულად დამჯდარიყო. თუმცა ნახევრად გონდაკარგულ კონსტანტინეს არ ახსოვს, გიორგი მაინც ყველაფერს ცდილობდა... გიორგიმ იცოდა, სჭირდებოდა იმ უნამუსო გიშრისფერს, რომელიც საკუთარი უაზრო პრინციპების გამო ყველაფერს კარგავდა, სიცოცხლის კიდევ რამდენიმე წელი, რომ გაეგო, რა იყო ცხობრება... რომ გაეგო, ყველაფრისთვის გარდაცვლილი შვილის გამო არ უნდა გადაესვა ხაზი.

*

აიას წითელ ხვეულებს შორის გამომძვრალი მზის სხივები ევდაკიას თაფლისფერ თვალებს ეცემოდა. დეკანოიძე მხიარულად უსხამდა წყალს პატარა ქოთნის ყვავილს.
-რამდენ ხანს უნდა გააგრძელო ეს?!-წამოიკივლა ბოლოს ნერვებაშლილმა აიამ. ევას გაუკვირდა. უცნაურად გამოხედა მეგობარს.
-რა?-ისე იკითხა, აშკარა იყო, ვერ მიხვდა რა უნდოდა წითურს.
-როდემდე უნდა გააგრძელო ისე მოქცევა, თითქოს არ გაინტერესებს?!
-სავარაუდოდ,-ახლა მეორე ქოთნისკენ მიბრუნდა ევა,-სულ ასე ვიქნები, იმიტომ რომ მართლა არ მაინტერესებს.
-ნუ სულელობ!
-აია, სულ მცირე, სულ ცოტა მაინც თუ იცი ჩემ შესახებ, როგორ მთხოვ, რომ ღალატი ვაპატიო?!
-არ გთხოვ, აპატიო... უბრალოდ...
-უბრალოდ რა?-თავდახრილ აიას ზემოდან დახედა ხორბლისფერმა.
-დაივიწყე,-წარბშეჭმუხნილმა აიამ ისე თქვა, ევა მიხვდა, ეს ყველაზე დიდი თხოვნა იყო, რაც იმ წუთში აიას თავში ყველა სხვა თხოვნას ებრძოდა.
დაივიწყებდა თუ არა? ვერა. ალბათ, ვერასდროს დაივიწყებდა იმ უემოციო სახეს, რომელსაც ძალიან იშვიათად გადაურბენდა ღიმილი. ვერც ამ ღიმილს დაივიწყებდა, რადგან ზედმეტად უცნაური, ზედმეტად განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. ვერ დაიმიწყებდა მის ცრემლიან თვალებს წარსულის გახსენებისას, ვერც იმას, თუ როგორ ინერვიულა "პაემანზე" და ვერც იმას, როცა საავადმყოფოში დედამისის გამო გვერდში ედგა.
და ვერც იმ უკანასკნელ სურათს დაივიწყებდა. ვერ დაივიწყებდა, როგორ ეხვეოდა ელენეს კონსტანტინეს ხელები, რომლებიც მანამდე, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც ევას ეკუთვნოდნენ.

იმ საღამოსაც, როცა აია წავიდა, მარტო დარჩა ევა. იჯდა ფანჯრის რაფაზე და წინ მდგარ პატარა ქოთანს უყურებდა. მაშინ ინატრა, სიმბა ჰყოლოდა. კონსტანტინეს სიმბა. სიმბა დაელაპარაკებოდა თავისი დიდი, ცისფერი თვალებით...



ისე დაელაპარაკებოდა, როგორც კონსტანტინეს. ისე გაუგებდა, როგორც კონსტანტინეს...
მერე, მზემ რომ დამალვა დაიწყო, თვალები დაეხუჭა ევდაკიას. შორიდან თითქოს რაღაც ხმა მოესმა, თუმცა ყურადღება არ მიაქცია. იფიქრა, ყველაფრისგან შორს ყოფნა როგორი იქნებოდა და მოუნდა, გამოეცადა. ამიტომ აღარ მიაქცია ხმას ყურადღება, მოლანდებად ჩათვალა.
დაიძინა ევდაკიამ.
დაიძინა და ყველა პრობლემა დედამიწაზე დატოვა.
სად წავიდა?
შორს.
სადღაც შორს.
შორს ადამიანთა სამყაროდან. შორს ტკივილისა და სინანულისგან...

თვალი რომ გაახილა, უკვე ბნელოდა. მილეული აგვისტოს ვარსკვლავები ანათებდნენ პატარა თბილისის პატარა ქუჩებს. სახლშიც ბნელოდა. ამოიხვნეშა ევამ, ემოციებისგან დაცლილი წამოდგა შუქის ასანთებად.
და როგორც კი ოთახში დაბუდებული შავი ფერი სინათლემ ჩაანაცვლა, ევამ წამოიკივლა და გულაჩქარებულმა მარჯვენა ხელით ჯვარი მოძებნა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-ჯერ ვერ გააკონტროლა გოგომ ხმა, მერე, კაცის უემოციო სახეს რომ დააკვირდა, თვითონაც დალაგდა.
-დავაკაკუნე. ზარიც დავრეკე. არ გამიღე. ჰოდა, ჩემით გავაღე,-სავარძელში მჯდარი გიშრისფერი მშვიდად საუბრობდა, თითქოს ცოტა ხნის წინ ცხოვრების ახლადნაპოვნი აზრი არ დაეკარგოს.
-რატომ მოხვედი?! შენი საყვარელი მდივანი მარტო როგორ დატოვე?! ცოდოა...
-ელენე მას მერეა მარტო, რაც შენ გაგიცანი.
-მე რომ ბოლოს ვნახე, არ უჩიოდა მარტოობას,-მხრები აიჩეჩა ევამ და კონსტანტინეს კარისკენ ანიშნა,-წადი ჩემი სახლიდან.
ალაზნისპირელი ფეხზე წამოდგა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა ევასკენ.
-გიორგი ვნახე. მითხრა, რომ არასწორი ვარ.
-გიორგი კარგი ადამიანია, უფრო ხშირად რომ უსმენდე, ალბათ, შენც ადამიანი იქნებოდი,-ევა იმდენად არაფრისმთქმელი თვალებით უყურებდა კონსტანტინეს, თითქოს ერთსაათიანმა ძილმა ჩააქრო ყველა გრძნობა მასში... თუმცა კონსტანტინეს არ ესმოდა, რას ამბობდა ევა. კონსტანტინე უახლოვდებოდა იმ ოცნებას, რომელიც მუდამ უტრიალებდა გონებაში. უახლოვდებოდა და საუბარს განაგრძობდა.
-ვიცი, რომ არ ვარ სწორი. ვიცი, რომ არ ვიქცევი ადამიანივით. მაპატიე, თუ არ მჯერა შენი ღმერთის, მაგრამ შენი მჯერა, ევა. მაპატიე, რომ არ ვამბობ, რომ მიყვარხარ, რადგან არ ვთვლი, რომ ეს სიცრუე ჩემს გრძნობას შეეფერება, თუმცა თუ შენ ამ გრძნობას დაუძახებ სიყვარულს... თუ შენთვის ესაა სიყვარული, მაშინ იყოს ასე.
-რას გულისხმობ?-სიჩუმეში ახლა ევას ნაზი ხმა გაისმა.
-არ მაინტერესებს ინტერესს დავუძახებთ ამას თუ არა. თუ გინდა იყოს სიყვარული. დავუძახოთ ამას ჩვეულებრივი ადამიანებივით, მიუხედავად იმისა, რომ მე და შენ არ ვართ ადამიანები... დავუძახოთ სიყვარული, ოღონდ ჩემთან იყავი, ევა...
-ორი ადამიანის სიყვარული, სადაც მესამეს ადგილი არ არის?-რაღაც სინათლემ გადაურბინა ევას სახეს. კონსტანტინემ თავი დაუკრა გოგოს. ევამ კი ეჭვით იკითხა:
-სხვა ქალებს დაივიწყებ, კოსტა?
-უკვე დავივიწყე,-გაიღიმა კონსტანტინემ.
ყველაფერს ერჩივნა ის ღიმილი ევას. ის თეთრი კბილები წითელ ბაგეებს შორის, ის გიშრისფერი თვალები, ღიმილის გამო რომ მოეჭუტა, ის დაუმორჩილებელი გიშრისფერი თმა, შუბლზე რომ ეყრებოდა და ის ხელები... ის უხეში, თბილი ხელები, სახეზე რომ ეხებოდნენ ევას...

ცხოვრება სირთულეებითაა სავსე. არჩევანი ბევრია, ძალიან ბევრი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, სწორედ არჩევაა მრავალთაგან იმ ერთის, რაზეც შენი მომავალი ხდება დამოკიდებული.
ზოგი ოჯახს ირჩევს, დედ-მამას და და-ძმას. ზოგი დამღლელ ცხოვრებას იწყებს, სადაც უამრავი მომაბეზრებელი სამსახური და გაუთავებელი თავის ტკივილია.
ზოგი ცხოვრებას საყვარელი ადამიანის გამო ივიწყებს, ზოგი კი პირიქით, საკუთარ ცხოვრებას ყველას ამჯობინებს.
მანაც აარჩია. ზუსტად იმ დროს აარჩია, როცა ყველაფერი დათმო ხორბლისფერკანიანი ქალისთვის. რა აარჩია? ეს მხოლოდ მან იცოდა. მან და იმ ღმერთმა, რომელიც მისთვის არ არსებობდა... ან იქნებ თვითონ ფიქრობდა ასე, სინამდვილეში კი ყველა შემხვედრი მიხვდებოდა, რომ კონსტანტინე ალაზნისპირელმა საკუთარი ცხოვრება მხოლოდ ევდაკია დეკანოიძესთვის დათმო.

*

სექტემბერი დაიწყო და აგვისტოს მზემ ჩასვლის წინ იქროს ჯაჭვებით გადაბმული ევდაკია დეკანოიძე და კონსტანტინე ალაზნისპირელი იხილა. ალბათ, მზეს რომ ლაპარაკი შეეძლოს, მთვარესა და ვარსკვლავებს მოუყვებოდა, რომ ორმა ადამიანმა დედამიწა მასზე მეტად გაანათა.

სექტემბრის პირველ ღამეს კი მთვარე წყვილს მიესალმა. მიესალმა და მათთვის გაანათა გრძელი, გრძელი გზა. ევდაკიამ და კონსტანტინემ არ იცოდნენ რა ხდებოდა იმ გზაზე. მხოლოდ ის იცოდნენ, რომ მარტოებს უნდა ეარათ. და გვიან მიხვდნენ, რომ უამრავი რამის დათმობა მოუწევდათ...

*

იმ ღამეს კონსტანტინესთან დარჩა ევდაკია. დილით კი, რატომღაც კონსტანტინე ოთახში არ დახვდა. ფეხზე წამოდგა. გრილი ნიავი ღია ფანჯრიდან აღწევდა და თხელ ფარდებს აფრიალებდა.
ხალათი შემოისხა ევამ ხორბლისფერ კანზე და ოთახიდან გავიდა.
დერეფანში სიმბა შეხვდა. კაბინეტისკენ მიდიოდა. ევაც მას გაჰყვა.
თაროებით დაფარულ ყავისფერ ოთახში შევიდა და თავი სხვა სამყაროში იგრძნო. ყველგან წიგნი იდო, ყველა თაროზე და უჯრაში.
ყავისფერ მაგიდაზე ორი წიგნი იდო. "იესოს სახარება" და "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე". იმ მომენტში საშინლად მოუნდა ამ წიგნებზე კონსტანტინეს აზრის მოსემნა. და სწორედ მაშინ გაახსენდა მომღიმარ გოგოს, რომ ის, ვისაც ეძებდა, კაბინეტში არ იყო. სიმბა ოთახიდან გაიყვანა.



ახლა სახელოსნოსკენ წავიდა, თან ნაზი ხმით დაუძახა.
თუმცა კლასიკური მუსიკით გაბრუებულ ალაზნისპირელს არ გაუგონია საყვარელი ქალის ხმა.
კარში მდგარი ევა უყურებდა, როგორ ირხეოდა კონსტანტინეს სხეული მსუბუქად წყნარ მუსიკაზე. გვერდით, მაგიდაზე წითელი ღვინის ბოთლი ედგა, მაღალი ჭიქით. გიშრისფერთმიანის ხელი რბილ მონასმებს ტოვებდა უზარმაზარ ტილოზე. იქ კი ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი გოგო იყო გამოსახული, ხორბლისფერი კანით, სწორი ცხვირით, ხვეული, ხორბლისფერი თმით, სქელი ტუჩებითა და თაფლისფერი თვალებით.
-კოსტა...-ყურებამდე გაღიმებულ ევას თავისდაუნებურად წამოსცდა. ახლა იგრძნო კონსტანტინემ დეკანოიძის იქ ყოფნა. ფუნჯი და პალიტრა მაგიდაზე დადო და ღვინო ჩამოასხა. საღებავით დასვრილი ხელი წინსაფარზე შეიწმინდა. ჭიქით ხელში ღიმილით მიუახლოვდა ევას. ჭიქა მას გადასცა და გოგომაც მშვიდად გამოართვა. მოსვა თუ არა, იმავე მაგიდაზე დადო, საიდანაც კონსტანტინემ აიღო და გათავისუფლებული გოგოს ტუჩებს მაშინვე დაეწაფა კონსტანტინე.
წვრილ წელზე მოჰხვია ხელები კაცმა, ევამ კი კისერზე შემოაჭდო ნაზი მტევნები.
შოპენის ფონზე მოცეკვავე წყვილი საოცრად ჰარმონიულად ეწყობოდა არეულ სახელოსნოს, რომელშიც ყველა კედელზე ნახატი იყო მიყუდებული, ყველა თაროზე საღებავი ან ამ საღებავით დასვრილი ქილა და ფუნჯები ეწყო...
ის პატარა ოთახი, ის მუსიკა, ღვინო, ნახატი და ცეკვა, ალბათ, არასდროს გაქრებოდა გიშრისფერისა და ხორბლისფერის მეხსიერებიდან...
ევდაკიამ და კონსტანტინემ დაიწყეს მთვარით განათებულ გზაზე სიარული, თუმცა სწორედ მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერები იყვნენ, მთვარემ ნათება შეწყვიტა. რა იცოდნენ, თუ მალე მის ადგილს მზე დაიკავებდა...

-გაიღვიძეთ!-გაისმა უცებ სახლში ხმა,-გა-იღ-ვი-ძეთ!-უფრო გაძლიერდა და ახლა მუსიკა მთლად ჩაახშო.
-რა ხდება?
-რა აყვირებს?-ერთდროულად წამოიყვირეს ევამ და კონსტანტინემ. გაეცინათ. ცეკვა შეწყვიტეს და მუსიკა გამორთეს, მანამდე კი სტუმარმა კიდევ ერთხელ მოასწრო დაძახება.
-გიორგი...-ღიმილით გადაკოცნა ევამ ახალი მეგობარი.
-ჩემი სარძლო უნდა იყო შენ! დაგეხმარები, ქორწილისთვის რომ მოემზადებით! აი, ჩემზე მაგარი დამხმარე არ გეყოლება!
-რა?-უკვე ხმამაღლა მომცინარმა გაკვირვებით შეხედა კაცს.
-ჩვენ ქორწილზე არ გვიფიქრია, ნუ უსწრებ მოვლენებს,-მშვიდად ჩაერია კონსტანტინე, როცა უკვე სავარძლებზე დაიკავეს ადგილი. გიორგიმ ჯერ გიშრისფერს გახედა, მერე ევას და ისევ ალაპარაკდა:
-ეს მეთვრამეტე საუკუნის ფილოსოფოსია დიდი ბრიტანეთიდან. ნუ მოუსმენ შენ მაგას! მე მომისმინე! აუ, შენ კარგი მეჯვარე იქნებოდი, რა! მაგრამ ამ გიჟ ფილოსოფოსს შევპირდი წლების წინ...-იმდენად ჩქარა ლაპარაკობდა და ისეთი გაბრწყინებული სახე ჰქონდა, ევაც და კონსტანტინეც მხოლოდ ყურებითა და მოსმენით ბედნიერდებოდნენ, თუმცა ბოლოს ევამ მაინც ვერაფერი გაიგო.
-გოგო, რა დაგემართა!-შესძახა გიორგიმ და ალაზნისპირელს გადახედა,-კოსტა, არაფერს ეუბნები ამ ბავშვს?!
-ბავშვი არ ვარ მე!-წამოიკივლა გოგომ და მის ამ საქციელზე კონსტანტინეს ღიმილი უფრო გაფართოვდა, თუმცა ხმას არ იღებდა.
-როგორ არ ხარ?! შვიდი წლით ხარ ჩვენზე პატარა. ოცდაექვსი წლის გოგო ბავშვია, აბა რა არის!-თუმცა მიხვდა გიორგი, რომ მალე ისევ აკივლდებოდა ევა და თემა ჩქარა შეცვალა,-ორ თვეში ქორწილი მაქვს. კოსტა, შენ მეჯვარე ხარ. ევა, შენ არა... მაინც უნდა დაგვეხმარო! აიასაც ვუთხრათ! არა, მე ვეტყვი აიას! და შენ და აია დაგვეხმარებით...
-დაგეხმარებით!-წამოიძახა გოგომ, თან ტაში შემოჰკრა. პატარა ბავშვივით აჟიტირდა, ფეხზე წამოხტა.
-საით?-კონსტანტინემ გააყოლა ნათელი მზერა საყვარელ ქალს.
-უნდა ავარჩიო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი... ლიზასაც უნდა დაველაპარაკო, პატარძალს ხომ არ გადავფარავ...
-პატარძალს ყველანაირად გადაფარავ, ევა, თუნდაც არ გეცვას ლამაზად,-მშვიდად გაუღიმა კონსტანტინემ ხორბლისფერ გოგოს და მაშინვე დაიმსახურა გიორგის მკაცრი მზერა.
-ჩემს საცოლეს თავი დაანებეთ!-გაბუტული ბავშვივით წამოიყვირა.

იმ საღამოსვე გაისმა ზარის ხმა აიას სახლში. გაწეწილი წითელი ხვეულებით მიირბინა კართან გოგომ და როგორც კი გიორგი დაინახა, დიდი ცისფერი თვალები გაუბრწყინდა. სახლში შეიპატიჟა, ყავა შესთავაზა და სამზარეულოში გავიდა მოსამზადებლად.
გიორგი კი დივანზე იჯდა და ბედნიერებას აფრქვევდა ნათელი ღიმილით. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო, იფიქრა აია მოდისო, გასწორდა და მოემზადა საუბრის დასაწყებად, თუმცა მალე სასტუმრო ოთახისკენ მომავალი ალაპარაკდა.
-აია, სად არის ჯოისტიკები?!-წუწუნით შემოვიდა თორმეტი-ცამეტი წლის ბიჭი, წითელი თმითა და დიდი, ცისფერი თვალებით, თუმცა უცხო კაცის დანახვისთანავე შეეცვალა სახე. ზრდილობიანად მიესალმა სტუმარს და ვინაობაც იკითხა.
გიორგი ესართია დადებითი პიროვნება იყო. მალევე გაუგო ბიჭს. ალბათ, უცნაური არ არის, მასთანაც ქორწილზე რომ გააბა საუბარი, თუმცა ცამეტი წლის ბიჭი ამით როგორ დააინტერესა, საკვირველია.
-ილია!-შესძახა სავარძლისკენ ყავით ხელში მომავალმა აიამ,-გიორგი, ეს ჩემი ძმაა, ილია,-მალევე დაამატა ღიმილით.
გიორგიმ უთხრა, უკვე გავიცანიო და თან წარმოიდგინა, როგორ უვლიდა ოცდაშვიდი წლის გოგო ცამეტი წლის ბიჭს, რომელიც რამდენიმე დღით უცხოეთში გამგზავრებულმა მშობლებმა დაუტოვეს.
ცოტა ხანს სამივე ერთად საუბრობდა.



ილიას ეტყობოდა, ბევრი რამის გაგებას ცდილობდა გიორგიზე. ბოლოს, ილია ოთახში გაისტუმრეს და ისედაც უბედნიერესი გიორგი უფრო გაბედნიერდა, ქორწილზე ლაპარაკის საშუალება კიდევ ერთხელ რომ მიეცა.
გიორგიმ აია ქორწილში დაპატიჟა. არ გაკვირვებია, როცა წითურმა სიხარულისგან შეჰკივლა მცირედი გაოცების შემდეგ, რადგან ქორწილზე იცოდა, თუმცა ზუსტი თარიღის გაგება უდიდეს ბედნიერებას ჰგვრიდა.
-რა ჩავიცვა? კაბა მაქვს საყიდელი! და ფეხსაცმელი. თმას უნდა მივხედო, გაპუტული ხომ ვერ წამოვალ?
-ყველა ქალი ერთნაირია,-დანანებით ჩაილაპარაკა. ოქროსფერთმიანმა,-გოგო, თქვენ თავს მიხედავთ! კოსტას უნდა დაეხმაროთ შენ და ევა!
თუმცა აიას არ აინტერესებდა გიორგი რას ფიქრობდა. მის წინ დაიწყო მომავალზე ფიქრი და როგორღაც გიორგიც ჩართო ამაში.
1იმ ღამეს მარტო დარჩნენ აია და ილია და ოჯახური საუბრისას პატარა ძმამ ინტერესით შეაპარა უფროსს.
-აია, გახსოვს, იდეალური ბიჭი რომ წარმოიდგინე?
აია გაქვავდა. ილიამ განაგრძო:
-ქერა თმა აქვსო, თაფლისფერი თვალებიო. პოზიტიურია და დადებითიო.
-მერე?-დაბნეულს გაეღიმა აიას და ძმის სიტყვებმა საბოლოოდ დაუბინდა გონება:
-გიორგი ზუსტად ეგეთია.

თავი 11

-გავასეირნოთ!
-რანაირად უნდა გავასეირნოთ?
-აი, ხელში ავიყვანოთ. არა, თოკი მოვაბათ...
-სიმბას დაბმას არ ვაპირებ!
-აბა, ცოდოა სულ სახლში...
-ვერანდა გვაქვს, სადაც გასვლა შეუძლია.
-კოსტა, კარგი, რა! გასწორდი, ვერ გხატავ!-ყველაფერზე ერთად დაიწუწუნა გოგომ. კონსტანტინეს მაღალ სკამზე მჯდარმა გრძელი ფუნჯი მოხერხებულად დაიჭირა და სცადა, სწორად დაეხატა უზარმაზარ ტილოზე, თან ჩუმად წუწუნებდა, რადგან ისე არ გამოსდიოდა ხატვა, როგორც კონსტანტინეს.

-გავაღებ!-ბედნიერმა წამოიძახა ევამ, როცა სახელოსნოში გაჟღერებულ კლასიკურ მუსიკას ზარის ხმა შეერია.
კონსტანტინე მსუბუქი ღიმილით დაეთანხმა უკვე კარისკენ მიმავალს.
-იფიქრე, სიმბაზე!-მიაძახა ოთახიდან გასულმა კაცს და მხიარული ნაბიჯებით მივიდა კარამდე. ისე გამოაღო, არც კი გაუხედავს ჭუჭრუტანაში. ალბათ, გიორგის, აიას ან ლიზას ელოდა.
თუმცა, კარი რომ გააღო, სულ სხვა სურათი დახვდა.

-გამარჯობა..?-თითქოს მისალმებით იკითხა ევამ, ვინ ბრძანდებითო.
-კონსტანტინე...-დაიწყო ვერცხლისფერთმიანმა ქალბატონმა, მერე დაკუჭული ფურცელი თავისუფალი ხელით გახსნა, დააკვირდა და წარბშეჭმუხნილმა ამოიკითხა,-კონსტანტინე ალაზნისპირელი აქ ცხოვრობს?
ეს რომ იკითხა ევამ ჯერ ქალს შეავლო თვალი, მერე ბავშვს, რომელიც ჭაღარა ქალბატონის ხელს ეჭიდებოდა პაწია თითებით.
-ერთი წუთით,-გაკვირვებულმა გოგომ ვერ მოიფიქრა, რა გაეკეთებინა. კარი ღია დატოვა და სახელოსნოსკენ გასწია, თუმცა შუა გზაში დაფიქრდა, რომ არ იქნებოდა სწორი პატარა გოგონას გარეთ დატოვება და კართან მიბრუნდა.
მოხუცი და ბავშვი სახლში შემოიპატიჟა, დივანზე დასხა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუძახა კონსტანტინეს. არ იცოდა რატომ, თუმცა გული ცუდს უგრძნობდა ევას და იმდენად აწუხებდა ეს, რომ მხიარული ხასიათი სწრაფად წაუხდა.
-აი!-წამოიძახა კონსტანტინეს დანახვისას ბავშვმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ლაპარაკი ახლახანს დაეწყო და ხელით ცდილობდა მოხუცის ყურადღება დაემსახურებინა.
პატარას დანახვისას კონსტანტინე მთლად დაიძაბა, ყველა კუნთი დაეჭიმა, სახე შეეცვალა.
-ვინ ბრძანდებით?-უემოციობა დაუბრუნდა კონსტანტინე ალაზნისპირელს. გიშრისფერი კაცის ხმა ისევ ბნელი, ცივი და საშიში გახდა.
-კოსტა...-სინანულით ამოილაპარაკა ევამ და ეცადა, წელზე შემოხვევით დაემშვიდებინა, მერე დაჯდომაც აიძულა, თუმცა დაძაბულობა არსად ქრებოდა.
-ბატონო კონსტანტინე... შვილო...-დაიწყო ქალმა. ალაზნისპირელმა რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა ევამ გააჩერა და ქალმაც ლაპარაკი განაგრძო,-ეს ბავშვი ლინაა. ლინა ალაზნისპირელი უნდა იყოს...
-საინტერესოა,-ფეხზე წამოდგა კონსტანტინე ისე, რომ არც კი აცადა მოხუცს საუბრის დამთავრება.
-კოსტა, დაიცადე,-ამაოდ ჩაერია ევა. ქალი კი აგრძელებდა:
-მეტჯერ აქ მოსვლას ვერ გავბედავ, ვერ ვიკადრებ. თქვენი შვილია ეს ბავშვი, კონსტანტინე.
-ჩემი სახლიდან გადით,-ჩუმად, თუმცა იმდენად მკაცრად თქვა, მოხუცი შეკრთა.
-მესმის...-ფეხზე წამოდგა ქალი, ბავშვი ხელში გაჭირვებით აიყვანა, ევას შეხედა და მაგიდაზე ანიშნა, სადაც პატარა ფურცელი დადო, მერე კი სახლიდან გავიდა. გასვლამდე თავისთვის ჩაილაპარაკა,-დაობლდა... დაობლდა და დედამისს მხოლოდ ეს თხოვდა ჰქონდა...-ჩუმად თქვა, თუმცა გაიგო მისი ხმა ახალგაზრდა წყვილმა. ევა არ გაჰყოლია ქალს. კონსტანტინესთან დარჩა.
-რას აპირებ?-იკითხა რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ.
-რა უნდა ვქნა?-უემოციოდ უპასუხა კონსტანტინემ.
-შენი შვილი თუა...
-მომისმინე, ჩემი შვილი არ არის. მილიონი ალაზნისპირელი ივლის ქვეყანაზე და სულ რომ არ იყოს ალაზნისპირელი, ჩემი ქონების გამო მიიღებს ამ გვარს.
-იქნებ, მართალია... დახმარება სჭირდებოდათ, აშკარად...
-ევა! მე ერთი შვილი მყავდა! ერთადერთი ქალიშვილი, რომელის კუბოსაც მიწა ჩემი ხელით დავაყარე! მე ერთი შვილი მყავდა, რომელიც აღარ არის. იმედია შენმა ღმერთმა წაიყვანა და კარგად აცხოვრებს, რადგან მე აღარ მყავს. და ის ბავშვი ჩემი შვილი არ არის, გასაგებია? ჩემთან საერთო არაფერი აქვს!-ყვიროდა კონსტანტინე. პირველად ყვიროდა, თან თვალზე ცრემლმომდგარი მთელი ძალით ცდილობდა ხმის გაკონტროლებას, თუმცა არ გამოსდიოდა... ევა კი ვერ ეწინააღმდეგებოდა. დრო სჭირდებოდა გოგოს დასაფიქრებლად.
კონსტანტინე წავიდა. ოთახში შევიდა და იმ ოთახის კარი დიდხანს არ გაღებულა. ევა კი მარტო დარჩა. ახლა დრო ჰქონდა... ფიქრობდა ევა. ფიქრობდა და თან ხელში მოხუცის მიერ დატოვებულ ფურცელს ათამაშებდა.

დივანზე ახტა სიმბა, დიდი ცისფერი თვალებით შეხედა ევას და მის კალთაში მოკალათდა.
ევა კატას ეფერებოდა და წარმოიდგენდა, რა იქნებოდა კონსტანტინეს ცხოვრება სხვანაირი რომ ყოფილიყო? რა იქნებოდა, შვილი ცოცხალი რომ ჰყოლოდა, მართას არ მიეტოვებინა, მოგზაურობა გაეგრძელებინა... ალბათ, ეს აღარ იქნებოდა ის კონსტანტინე ალაზნისპირელი, რომელიც ევას შეუყვარდა, თუმცა... ის ძველი კონსტანტინე ბედნიერი იყო...
"იქნებ, მართლა მისი შვილია?" შორიდან შემოესმა გოგოს საკუთარი ხმა გონებაში.



ამაზე ფიქრი კი ვერ მოასწრო, რადგან კონსტანტინეს მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგო. სიმბამ თავი წამოყო.
ზედ არ შეუხედავს კაცს ევასთვის.
გული დასწყდა გოგოს...
-საით?-იმ იმედით იკითხა ევამ, რომ პასუხს გაიგებდა, თუმცა... სიჩუმეში ისევ დეკანოიძემ ამოილაპარაკა,-კოსტა...
ახლა კი შედგა კონსტანტინე.
ცივი მზერა მიაპყრო ქალს.
-არ გაბედო... არ გაბედო, რამე მითხრა!
-მე რა დავაშავე, კოსტა?-თვითონაც გაღიზიანდა ევა.
-შენ შემოიყვანე სახლში არაადამიანი პატარა არსებით, რომელსაც სურს, ჩემი შვილის ადგილი დაიკავოს.
-ბავშვს არაფერი დაუშავებია!-წამოიძახა გოგომ, თუმცა კონსტანტინე უკვე გასულიყო სახლიდან. თითქოს პატრონს მიბაძა და გვერდში დგომის ღირსად არ ჩათვალაო, სიმბამაც ზურგი აქცია ევას. თავაწეული მოშორდა ხორბლისფერკანიანს და ოთახში მარტო დატოვა.

და ახლა მხოლოდ ევა დარჩა. მხოლოდ ევას უნდა გადაეწყვიტა, რა ექნა. ევას, რომელიც უსაფუძვლოდ დაადანაშაულა კონსტანტინემ. ევას, რომელსაც ბავშვი ეცოდებოდა. ევას, რომელიც ვერ ხვდებოდა, უნდა ეთქვა თუ არა აიასთვის მომხდარზე.

ბოლოს აიას მხოლოდ პატარა შეტყობინება გაუგზავნა, სადაც სთხოვდა, სადმე წასულიყვნენ სასაუბროდ. თუმცა, ალბათ, უკვე გვიანი იყო და აია ილიასთან ერთად ოჯახურ საღამოს ატარებდა, ამიტომ ევამ დაცარიელებულ სახლს თვალი მოავლო და დივანზე გადაწვა.
კონსტანტინეს მოლოდინში ისე ჩაეძინა, ვერც კი გაიაზრა, ბოლოს მომხდარზე ფიქრობდა თუ გიშრისფერ კაცზე.
კარგი სიზმარი ნახა ევამ.
ნახა, როგორ ცეკვავდნენ ის და კონსტანტინე შოპენის ფონზე, როგორ არჩევდნენ "იესოს სახარებას" და ეფერებოდნენ სიმბას, როგორ ხატავდა ევა და როგორ იღიმოდა კონსტანტინე იმ საოცარი, განსხვავებული და განსაკუთრებული ღიმილით...

წვიმის ხმა ძილშიც ესმოდა. საბოლოოდ, გამოფხიზლდა, თვალი ზანტად გაახილა და დივანზე წამოჯდა.
ფანჯარა ღია იყო და შემოდგომის თბილი წვიმა ასველებდა ქალაქს. სახლში გრილოდა, ევას კი პლედი ეფარა. გაეღიმა. მიხვდა, კონსტანტინე დაბრუნდა. პლედის დაფარება კი იმდენად სასიამოვნო ჟესტი იყო, ევას მოუნდა იმ წუთშივე ენახა კაცი.

ფეხზე წამოდგა. ჯერ კიდევ არ ეფიქრა მომხდარზე, არ იცოდა რა ერჩიე კონსტანტინესთვის ან როგორ დაემშვიდებინა, თუმცა ეგონა, თვითონ მოახერხა მუდამ მშვიდმა ალაზნისპირელმა თავის მოთოკვა და ამიტომ ფიქრობდა, რომ ყველაფერი მარტივად დალაგდა.
თუმცა, კონსტანტინეს ოთახს რომ მიუახლოვდა, თითქოს მისი მისვლა იგრძნოო, გიშრისფერი თვალები შეეჩეხა გოგოს. ოთახში არ შეუშვა.
-სად იყავი წუხელ?-უცნაური სიმშვიდით იკითხა ევამ, აშკარა იყო, იმედი ჰქონდა...
-იქ, სადაც არ იყო სიცრუე,-უემოციოდ უპასუხა კონსტანტინემ და ევამ იგრძნო, როგორ დააწვა გულზე უზარმაზარი ლოდი. ძველი კონსტანტინე დაბრუნდა.
-გიორგისთან იყავი?
-ევდაკია, რა გინდა?! რა მნიშვნელობა აქვს?!-ისევ ეს სიცივე... ახლა ევამ კაცის გიშრისფერ თვალებში გიორგის უკან დამალული ათასი შიშველი ქალის ფიგურა დაინახა.
-მე რაზე მიბრაზდები, კოსტა?-წყენა სიბრაზით დამალა ევდაკიამ. ჯერ ხელები გადაიჯვარედინა. მერე მარჯვენა ხელით მოღებულ გულზე დაკიდებულ ჯვარს ჩაეჭიდა.
-რატომ შემოიყვანე ჩემს სახლში უცხო ქალი და ბავშვი?-არც კონსტანტინე ჩამორჩა.
-ალბათ, იმიტომ, კოსტა, რომ მეგონა შენს ცხოვრებაში ის ერთადერთი ქალი ვიყავი, ვინც თავისი ცხოვრების ნახევარს შენს სახლში ატარებდა და ვისაც უფლება ჰქონდა, სტუმარი მიეღო.
-სტუმარი არ არის ორი წლის არსება და უცხო ქალი.
-რა დაგიშავეს, კოსტა?! რა დაგაკლეს, რა წაგართვეს?!
-მათ არაფერი, ევა. შენ დამაკელი. შენ გამახსენე შვილი. შენ შემოიყვანე ის სახლში.
-მე არ ვიცოდი რა უნდოდა და თან ბავშვია, რომელიც შეიძლება შენი შვილი იყოს!
-არ მჭირდება შვილი, ევდაკია!-იყვირა კონსტანტინემ, გიშრისფერი თვალები უკუნეთად ექცა. იქიდან გაქრა გიორგის ორქოსფერი ღიმილი, გამოყენებული ქალბატონები, ევას ინტერესმაც უკან დაიხია და ადგილი ბაბის საფლავის ქვას დაუთმო.
-შვილი არ გჭირდება, კოსტა?-უფრო ხმადაბლა გაიმეორა ახლა ევამ. კონსტანტინე გაჩერდა. ქალს თვალი აარიდა, გრძელი თითები გიშრისფერ თმაში შეიცურა.
-კონსტანტინე, შვილი არ გჭირდება?!-ისევ იკითხა ევამ,-შემომხედე და მითხარი!
კონსტანტინემ ახლა თვალებში ჩახედა ევას. პასუხი საჭირო აღარ იყო.
-ანუ მე შენთვის მხოლოდ ბაბის დაბადებამდე არსებული მართას შემცვლელად გყავარ? ანუ ჩემგან არასდროს გენდომება შვილი? არ გენდომება მომავალი?
კონსტანტინე ხმას არ იღებდა. არც თვალს აშორებდა ევას.
-კარგი,-გაიღიმა ევამ.
-სად მიდიხარ?-ახლა სიწითლე შეერია გიშრისფერ თვალებს, ცრემლიანი სიწითლე.
ევამ ხმა არ გასცა. დივანთან მივიდა. პლედის დაკეცვა დაიწყო.
-ევა, რას აკეთებ?-კონსტანტინემ იგრძნო, სუნთქვა უძნელდებოდა.
-მივდივარ,-გაიღიმა ცრემლიანი თვალებით ევამ. თუმცა კონსტანტინემ, რომელსაც ევას თუთოეული ჟესტი ჰქონდა შესწავლილი, ვერ ამოიცნო ეს მზერა და ღიმილი. გულაჩქარებულმა ღრმად სუნთქვა დაიწყო.
-ევა, ხომ შემპირდი, რომ არასდროს დამტოვებდი...-ძლივს ამოილაპარაკა კაცმა.
-არა,-ქალს ჩაეცინა,-მე გითხარი, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. მე შეგპირდი, რომ არ წავიდოდი, თუ ჩვენ არ გადავწყვეტდით ასე. ჩვენ კი ეს უკვე გადავწყვიტეთ.
ისევ თმაში შეიცურა თითები ალაზნისპირელმა. იგრძნო საკუთარი დაცემა. ახლა ქვემოთ იყო, სადღაც ძალიან ღრმა უფსკრულში... ზემოდან კი ევა უყურებდა. იცოდა კონსტანტინემ, ევა თუ წავიდოდა, სინათლე გაქრებოდა, სითბოსაც თან წაიღებდა ქალის ხორბლისფერი კანი და წაბლისფერი თმა... იცოდა, რომ არ უნდა გაეშვა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა.
კართან მიდოდა ევა და კონსტანტინეც მიყვებოდა იმის იმედით, რომ გააჩერებდა, თუმცა ძალა არ ჰქონდა...



კარი რომ გამოაღო ევამ კონსტანტინეს შეხედა და იმ ამოუცნობი გამომეტყველებითა და ხმით უთხრა:
-შენში წმინდა არაფერია.
-წმინდა მხოლოდ შენი სიყვარულია...-თავისდაუნებურად ამოილაპარაკა კონსტანტინემ. ევამ კი თავი გააქნია:
-მომავალი არ ჰქონია მაგ სიყვარულს, კონსტანტინე.
კარი ღია დატოვა ევამ. თითქოს განგებ, კონსტანტინეს მიმავლისთვის თვალი რომ არ მოეშორებინა.
უყურებდა კონსტანტინეც. მუხლებმოკვეთილი უყურებდა. სუნთქვა ეკვროდა. გონება ერეოდა.
მიხვდა, მთვარით განათებულ ბილიკზე გზა აერია. იცოდა, იდეალური ცხოვრება საკუთარი ხელით დაანგრია.


თავი12
ღმერთო, რა იდეალური შექმენი ადამიანი და როგორ დაეცა... რამდენი რამ მიეცი ადამიანს და რამდენჯერ გაქცია ზურგი... რა უმადურია ადამიანი.
ნეტავ, როდის აღიარებს ადამიანი დანაშაულს? რატომ მალავს ჩადენილს? რატომ არ უმხელს საკუთარ თავს აზრებს?
ალბათ, ადამიანი მართლა ცხოველად იქცა. იმ ცხოველად, რომელსაც არ აქვს აზროვნების უნარი. იმ ცხოველად, რომელიც მხოლოდ ხორციელ სიამოვნებებზე ფიქრობს... თუმცა... ალბათ, იმედი ან სიყვარული ადამიანს ადამიანობას დაუბრუნებს.

*

სახლში რომ შევიდა ჯერ სიმბა დაინახა, კუთხეში იწვა და თავი თათებზე დაედო. დიდი, ცისფერი თვალებით უსასრულობაში ეძებდა რაღაცას.
კონსტანტინე დივანზე იჯდა, საზურგეზე გადაწოლილი ჭერს უყურებდა. გიშრისფერი თმა შუბლიდან თავისთავად გადაყროდა და ალბათ, ევას რომ დაენახა, მთელი დღე მოუნდებოდა ამის ყურება, თუმცა ის ხომ ევა არ იყო.
-რა ხდება?-ისე იკითხა, ჯერ არც კონსტატინეს ხმა გაუგია და არც მის თვალებში ჩაუხედავს.
-რა უნდა ხდებოდეს?-მაშინვე წამოწია თავი კონსტანტინემ. სუნთქვა ნაკლებად უჭირდა. ხმასაც აკონტროლებდა.
-სად არის ევა?-გიორგიმ ჯერ კონსტანტინეს შეხედა, მერე სახლს და მეორე სართულისკენ მიბრუნებულმა ხმამაღლა დაიწყო ქალის ხმობა.
-წასულია.
-სად? რამე მოხდა?-ეჭვით იკითხა ოქროსფერმა. კონსტანტინე ფეხზე ადგა. თავბრუსხვევა არ შეიმჩნია. მეგობარს შეხედა. წამით გაიხსენა მომხდარი. მერე გიორგის დააკვირდა და თითქოს მისგან მიიღო იმედი. გაიღიმა.
-არაფერი მომხდარა,-მშვიდად თქვა, სიმბას დაუძახა, ფერება დაუწყო და ღიმილითვე განაგრძო,-რა უნდა მომხდარიყო... სახლში წავიდა ევა. მერე დედამისთან გაივლის, ნახავს... სამსახურშიც იქიდან წავა ხვალ... მერე ისევ მოვა.
-მგონი, რაღაც გამოვტოვე,-მეგობრის უცნაურმა სიტყვებმა მთლად აურია გიორგის გონება. თუმცა მაინც გაიღიმა და უცნაური სიმშვიდით განაგრძო,-კოსტა, იმედია ხვდები, რომ მაგ გოგოს არ უნდა აწყენინო.
-რატომ მეუბნები მაგას?-წარბი შეეკრა გიშრისფერთმიანს.
-იმიტომ, რომ, მგონი, მართლა არ ხარ ადამიანი მის გარეშე.

გიორგისთვის არაფერი უთქვამს კონსტანტინეს. სიმბასაც კი უმალავდა, თითქოს კატამ თავისი დიდი, ცისფერი თვალებით არ დაინახა ყველაფერი... მეტიც, საკუთარ თავსაც არ ახსენებდა, რომ ევამ მიატოვა. იმედი ჰქონდა კონსტანტინეს. იმედი ჰქონდა, რომ არაფერი დასრულებულა... რომ ისევ თვითონ არ დაანგრია ყველაფერი... ნუთუ ევას ღმერთი ამდენად გაწირავდა კონსტანტინეს? რატომ? იმიტომ, რომ ბაბი მოკლა? მას ხომ არ მოუკლავს... იმიტომ, რომ მართა გაუშვა? კონსტანტინე ხომ შვიდი წელი ებღაუჭებოდა მართას ლანდს... იმიტომ, რომ ევას ღმერთის არ სჯეროდა? ევას რომ ეთქვა... ევას რომ ეთხოვა, იქნებ, ერწმუნა კიდეც...
საკუთარ თავს უმეორებდა კონსტანტინე, რომ ევა არ წასულა, დაბრუნებოდა. აუცილებლად.
მერე რამდენიმე საათის წინ მომხდარი გაიმეორა. გაიმეორა და გაიხსენა, რომ მართლა წავიდა ევა. და მიზეზი ნამდვილად კონსტანტინე იყო.
ფიქრობდა ალაზნისპირელი. მთელი დღე ფიქრობდა.
მთელი კვირა ფიქრობდა.
ორი კვირის შემდეგ აიამ გაიგო, რომ მზე და მთვარე დაშორდნენ.
სამ კვირაში გიორგიმ გაიგო, რომ კონსტანტინემ ადამიანობაზე უარი თქვა.
ერთი თვე გავიდა. აია და გიორგი აღარ აპირებდნენ წყვილის შერიგებას...
ქორწილში კი... გიორგის უნდოდა, სამ კვირაში მის ქორწილში კონსტანტინეს გვერდით ევდაკია დეკანოიძე მჯდარიყო...

ერთი თვე გავიდა ევას წასვლიდან.
კონსტანტინემ კი უკვე იცოდა, რომ ყველაფერი დასრულდა. მხოლოდ ერთი რამ დარჩა... მხოლოდ ერთი...

ბაბის საფლავდე არასდროს ყოფილა გიშრისფერი. იცოდა, იმ ტკივილს მარტო ვერ გადაიტანდა.
ახლა კი სხვას ვერ გაუმხელდა... ახლა ყველას თვითონ სთხოვა, ზურგი მაქციეთო და მთლად მარტო დარჩა ალაზნისპირელი.

იდგა და საფლავის ქვას უყურებდა.
-ეს გინდოდა?-ეკითხებოდა კონსტანტინეს მეორე მე.
-მარტო ყოფნა გინდოდა? არაადამიანობა და უსულობა?-კონსტანტინეს გარშემო დადიოდა ცივი ხმა.
-არა...-უპასუხა კონსტანტინემ ჩუმი, მკვდარი ხმით და იგრძნო, მეორე მეს გაეცინა.

დასცინოდა კონსტანტინეს, რომელიც შვილის საფლავს უყურებდა, თითქოს ნებართვას ითხოვდა...
იგრძნო კონსტანტინემ, როგორ დასცინოდა ყველა მიცვალებული და თავი იმდენად უსუსურად იგრძნო, მუხლები მოეკვეთა. შავ მიწაზე დაჩოქილი პატარა ბაბის სურათს უყურებდა და ცრემლებს გზას აძლებდა.
კონსტანტინემ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.

*

კარს რომ შეხედა, უცნაურად გეღიმა. ღიღინით გამოვიდა ოთახიდან. სამსახურისთვის ემზადებოდა. წაბლისფერი თმა ჩამოივარცხნა, ყვავილებიანი კაბა შეისწორა. კართან მისულმა გრძელ, ნაქსოვ ჟაკეტს დაავლო ხელი და სუსტ სხეულზე შემოისხა, მოღებულ გულმკერდზე ოქროსფრდად მოელვარე ჯვარს მარჯვენა ხელი მსუბუქად დაადო, თითქოს შეამოწმა, თავის ადგილზე იყო თუ არა. მერე გასასვლელ კარს შეხედა და იქაც ის წარწერა დაინახა, რაც ოთახისაზე... ახლაც გაეღიმა ევას. ამ ღიმილით წავიდა პატარა ყვავილების მაღაზიაში, რომელიც მთელ ცხოვრებად უღირდა.
ქუჩაში მოსიარულე ხალხი გვიანი შემოდგომის სიგრილეს გაურბოდა. ზოგს პიჯაკი ეცვა, ზოგსაც ჟაკეტი ან უბრალოდ სქელი მაისური. მაღაზიაში შემოსულები დიდი თაიგულებით გადიოდნენ და ფანჯრიდან ევა საკუთარი ყვავილებით გაფერადებულ ნაცრისფერ ქუჩებს რომ უყურებდა, უფრო ბედნიერდებოდა.
აი, ნაცნობი სახე დაინახა ევამ. ეს კაცი ადრეც უნახავს...
-ცოლისთვის მინდა რამე... რას მირჩევთ, ქალბატონო ევა?-მშვიდად იკითხა კაცმა და მისი ხმის გაგონებაზე ევას გაახსენდა დიდი ხნის უნახავი.
-ანუ შოკოლადის კოსმოსმა გაამართლა?-ბედნიერმა შემოჰკრა ტაში.

შოკოლადის კოსმოსმა გაამართლა ნაცნობი კლიენტისთვის, თუმცა... სწორედ შოკოლადის კოსმოსმა შეცვალა ევას ცხოვრების ორი თვე. და ევას არ მოსწონდა ეს ცვლილება. არ მოსწონდა, რადგან გრძნობდა, რაღაც ძალიან კარგი, განსაკუთრებულად საჭირო დაკარგა და იცოდა, ვეღარ დაიბრუნებდა. უმალავდა საკუთარ თავს ფიქრებს, თუმცა იმას ვერ მალავდა, რომ ელოდებოდა კონსტანტინეს. ელოდებოდა ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა... თუმცა ნოემბრის შუა რიცხვებშიც კი არ გახსენებია სექტემბერში წასული ევა კონსტანტინეს...

მაღაზიიდან, როგორც წესი, დედასთან გაიარა და პირველად იფიქრა აპარატის გამორთვაზე. თუმცა ფუქრები არავისთვის გაუმხელია. იმედს არ კარგავდა...
სახლში დაბრუნებულს შინ აია დახვდა. მხიარულად შეკივლა გოგომ.
-სად იყავი აქამდე?!-უსაყვედურა. რადგან აიას ხელებში ყავა დაინახა, თვითონაც მოუნდა და მომზადება დაიწყო.
-მორიგე ვიყავი, მო-რი-გე!-ცისფერ თვალებში ეტყობოდა აიას, როგორ დაიღალა.
-გავიგე,-ჩაეცინა ევას, რომელიც უკვე წინ ეჯდა მეგობარს.
-მკითხე მაინც, რა მოხდა!
-რა მოხდა?
-სამსახურიდან...-დაიწყო აიან, თუმცა გაჩერდა. ღრმად ჩაისუნთქა, ყავა მოსვა, ჭიქა დადგა და განაგრძო,-სახლში რომ მივედი, ლიზა და გიორგი ვნახე.
-ვინ?-წარბი შეეკრა ევას თავისდაუნებურად.
-რა ვინ, ევა?! ლიზა ჭანტურია და გიორგი ესართია!
-უი... გამახსენდა...-თავი დახარა ევამ, ისევ გაეღიმა. უცნაურად გაეღიმა.
-თავს ნუ ისულელებ, ევა!-ტონი შეეცვალა აიას, თითქოს გაღიზიანდა,-არავინ დაგვიწყებია და ნუ... მე ნუ მატყუებ!
-აია...
-გაჩერდი!-არ დააცადა გოგომ,-აბაზანის, ითახის და შემოსასვლელ კარზე ერთი და იგივე წარწერა გაქვს და გგონია, ვერ ვამჩნევ? ან მაგ ღიმილს ვერ ვამჩნევ, ახლა რომ გირბის სახეზე?!
-აია, რაღაც ვერ გაიგე...-სკამის საზურგეს მიეყრდნო ხორბლისფერი,-ვერ დავივიწყებ. ვერასდროს. ვერ ვხვდები, რანაირად უნდა შეძლოს ადამიანმა მისი გიშრისფერი თმის, შოკოლადისფერი კანის ან თხელი წითელი ტუჩების დავიწყება... უბრალოდ, შეიცვალა ყველაფერი, ერთად აღარ ვართ. ის თავისთვისაა ბედნიერი, მე ჩემთვის.
-ზუსტად მაგის მოსმენა მინდოდა!-თვალები გაუბრწყინდა აიას,-ლიზა და გიორგი გვთხოვენ, ქორწილში მივიდეთ.
-ჩვენ კონსტანტინეს გამო გვპატიჟებდნენ, არა?!
-არა! იმიტომ გვპატიჟებენ, რომ საჭიროდ თვლიან მეგობრების ქორწილში დაპატიჟებას! ერთ კვირაშია ქორწილი,-ისე მიაყარა აიამ, ევას არაფრის თქმა დააცადა,-მე წავალ ახლა და შენ მოემზადე. ერთ კვირაში მივდივართ!-ტაში შემოჰკრა კარისკენ მიმავალმა. კარზე მიმაგრებულ ფირცელს შეხედა.

"შენ ეშმაკს ებრძოდი, ის ღმერთს.
შენ სცადე გამოსწორება. მან ზურგი გაქცია."

ჩაეცინა აიას.
-რომ ჰკითხო, დაივიწვა,-თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ და სახლი დატოვა.
ცეცხლისფერი აიას გარეშე ევამ თავი უცხოდ იგრძნო საკუთარ სახლში.

თითქოს წუთის წინ იმ სიმართლეს გაუსწორა თვალი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა გულისა და გონების ყველაზე ღრმა, ბნელ კუთხეში. ახლა გაუმხილა ევან საკუთარ თავს, რომ კონსტანტინეს ვერ დაივიწყებდა. ვერასდროს. ვერ დაივიწყებდა, რადგან კონსტანტინე განსაკუთრებული იყო. უცნაურად განსაკუთრებული. კონსტანტინე ალაზნისპირელი იყო კაცი, რომელმაც შემოიარა მსოფლიო, რომელმაც დაკარგა შვილი და ცოლი, რომელსაც უყვარს კითხვა, კლასიკური მუსიკა, ხატვა და უცნაური საუბარი. ათეისტი ფილოსოფოსი, რომელიც შემთხვევით გაჩნდა ცოდვებით დამძიმებულ ოცდამეერთე საუკუნეში.
და ევა კონსტანტინეს ვერასდროს დაივიწყებდა.


*

იმ დილით თავი განსხვავებულად იგრძნო ევდაკიამ. ციოდა. ღრუბლით დაფარულ ცაზე არაფერი ჩანდა. ალბათ, იწვიმებდა. ფანჯარასთან მდგარი ხორბლისფერი დეკანოიძე ყვავილებს უყურებდა. ჯერ კიდევ ამწვანებული მცენარეები წლის უკანასკნელ ნაყოფს ვერ ელეოდნენ. ევა კი იმ დილას მარტივად დაემშვიდობა ყვავილებს. ეკლესიაში უნდოდა წასვლა და ბევრი არც უფიქრია.
რისთვის მიდიოდა?
ალბათ, აღსარებას ჩააბარებდა მოძღვარს და გათავისუფლდებოდა. რისგან? სინამდვილეში, ევას ცოდვებზე მეტად გიშრისფერი მოგონებები ამძიმებდა...
კარის გაღებისთანავე გაშეშდა. იქ ყვავილი იდო. შოკოლადის კოსმოსი ევდაკიას სახლის კართან იდო და გოგო წამით დაიბნა. მერე ცრემლმორეულ თვალებში გიშრისფერის გამოსახულება გაჩნდა. ყვავილი სახლში შეიტანა...

ფრესკებდა და ხატებს მორიდებით უყურებდა. თითქოს მის ყველა დანაშაულს ამხელდნენ... ხალხსაც ერიდებოდა. იმ დილით თავს განსხვავებულად გრძნობდა ევა...
-მცივა!-წამოიძახა პატარა გოგონამ შუა წირვის დროს. ევამ შეამჩნია, მაღალმა კაცმა როგორ აიყვანა პატარა გოგონა, მერე გულში ჩაიკრა. ბავშვი დადუმდა. ევას კი გაეღიმა. გული აუჩქარდა. მარჯვენა ხელით ჯვარს ჩაეჭიდა.
ზიარება დაიწყო. ნაცრისფერ ცაზე მზე გამოვიდა. ევა ჯერ კიდევ ბოლოში იდგა. უყურებდა, როგორ მიჰყავდა იმ კაცს პატარა გოგონა მოძღვართან. თვითონ არ ეზიარა, მხოლოდ ბავშვი... ისევ გაეღიმა ევას. ცრემლიანი თვალებით გაეღიმა.
ზურით მდგარმა კაცმა გიშრისფერთმიანი გოგონა სეფისკვერით ხელში წამოიყვანა.
-სანთელი!-წამოიძახა ისევ გოგონამ. ევას ხორბლისფერი ლოყები წითლად შეეფაკლა. დაინახა, როგორ აჩვენა გოგონამ კაცს სანთელი ხელით და ანიშნა, ღვთისმშობლის ხატისკენ წასულიყვნენ.
პატარა ნაბიჯებით მიდიოდა ბავშვი და პაწია ხელებით კაცის გრძელ საჩვენებელ თითს ეჭიდებოდა.
სასანთლესთან მისულმა კაცმა გოგონა ხელში აიყვანა. სანთლის დანთებაში დაეხმარა.
ევდაკიას ვარდისფრად შეფაკლულ ლოყაზე ცრემლის ერთადერთი წვეთი ჩამოგორდა.
ზურგით მდგარი გიშრისფერი კაცი ევასკენ შემობრუნდა ბავშვით ხელში.
ტაძარი ხალხისგან იცლებოდა.
ევდაკია დეკანოიძე ტაძრის კითხეში იდგა.
კონსტანტინე ალაზნისპირელს ლინა ალაზნისპირელი ეჭირა ხელში.
კონსტანტინე იღიმოდა. იღიმოდა ისე, როგორც არასდროს. იღიმოდა ისე, როგორც ყველა სიმძიმისგან გათავისუფლებული ევა, რომელიც მიხვდა, კონსტანტინემ ღმერთთან ბრძოლას თავი დაანება.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი.



№1 სტუმარი სტუმარი ნინია

ამაზე საშინელი არაფერი წამიკითხავს.

იმედები გამიცრუვდა.

 


№2  offline წევრი goddess

კარგი იყო ოდნავ სხვანაირი

 


№3  offline წევრი Elisabeth_

სტუმარი ნინია
ამაზე საშინელი არაფერი წამიკითხავს.

იმედები გამიცრუვდა.


როგორც მახსოვს, თავიდანვე არ მოგეწონა... ასეთ დროს აღარ ღირს კითხვის გაგრძელება... თუმცა ვწუხვარ, დრო რომ დაკარგე. ❤

goddess
კარგი იყო ოდნავ სხვანაირი

მადლობა ❤

 


№4 სტუმარი ))))

Cota sxvanair dasasrusl velodimagram savolo jamshi sheni naweri martlac kargi da sasiamovno.wasakitxia

 


№5  offline წევრი Elisabeth_

))))
Cota sxvanair dasasrusl velodimagram savolo jamshi sheni naweri martlac kargi da sasiamovno.wasakitxia

ძალიან გამახარე, მადლობა. ❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Ragac kargad vet gavige bolo, es bavshvi kostasi da evasi iyo? Tu is bavshvi bebiam ro miiyvana kostastan da ichxubes. Cota gaugebari dadasruli iyo, cota nachqarevic titqos.

 


№7  offline წევრი Elisabeth_

სტუმარი Mariamimari
Ragac kargad vet gavige bolo, es bavshvi kostasi da evasi iyo? Tu is bavshvi bebiam ro miiyvana kostastan da ichxubes. Cota gaugebari dadasruli iyo, cota nachqarevic titqos.

კოსტასი იყო, შეიძლება ითქვას, შვილად აღიარა. ❤

 


№8 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო და ემოციური იყო,.ძალიან მომეწონა.

ვფიქრობ ევას მისია შესრულდა ,,კოსტა დაბრუნდა,გააგრძელებენ ცხოვრებას,.

 


№9 სტუმარი სტუმარი კატერინა

ყველაფერი შესანიშნავი იყო ????

 


№10  offline წევრი Elisabeth_

სტუმარი nancho
საინტერესო და ემოციური იყო,.ძალიან მომეწონა.

ვფიქრობ ევას მისია შესრულდა ,,კოსტა დაბრუნდა,გააგრძელებენ ცხოვრებას,.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ❤ და კი! ევას მისია ნამდვილად შესრულდა! ❤

სტუმარი კატერინა
ყველაფერი შესანიშნავი იყო ????

მადლობა ❤????????

 


№11 სტუმარი სტუმარი მემე

გაგრძელება არ ექნება?

 


№12 სტუმარი salo

ორჯელ წავიკითხე.. შესანიშნავია ღმა ანალიზს მოითხოვს.. მადლობა მართლა ვისიამოვნე... რამდენად შესაძლებელია არვიცი თუმცა გიროგის და აიას ისტორაას სიამოვნებით წავიკითხავდი. ძალიან მინდოა მაათი ურთიერთობა სხვა კუთხით განვითარებულიყო :((((( ძალიან კარგი ისტორა გამოვიდოდა გარძელებას დაველოდები სიამოვნებით რომ ვიცოდე იქნება .... მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან კარგი იყო..

 


№13  offline წევრი Elisabeth_

salo
ორჯელ წავიკითხე.. შესანიშნავია ღმა ანალიზს მოითხოვს.. მადლობა მართლა ვისიამოვნე... რამდენად შესაძლებელია არვიცი თუმცა გიროგის და აიას ისტორაას სიამოვნებით წავიკითხავდი. ძალიან მინდოა მაათი ურთიერთობა სხვა კუთხით განვითარებულიყო :((((( ძალიან კარგი ისტორა გამოვიდოდა გარძელებას დაველოდები სიამოვნებით რომ ვიცოდე იქნება .... მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან კარგი იყო..

ვერ წარმოიდგენ, რამდენად გამახარე, ასე რომ ფიქრობ. დიდი მადლობა ❤ გიორგის და აიას რაც შეეხება, აუცილებლად ვიფიქრებ ამაზე. ❤

Salo123
salo
ორჯელ წავიკითხე.. შესანიშნავია ღმა ანალიზს მოითხოვს.. მადლობა მართლა ვისიამოვნე... რამდენად შესაძლებელია არვიცი თუმცა გიროგის და აიას ისტორაას სიამოვნებით წავიკითხავდი. ძალიან მინდოა მაათი ურთიერთობა სხვა კუთხით განვითარებულიყო :((((( ძალიან კარგი ისტორა გამოვიდოდა გარძელებას დაველოდები სიამოვნებით რომ ვიცოდე იქნება .... მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან კარგი იყო..


ერთ აზრზე ვართ. .. როგორ მინდოდა გიორგი და აიას ურთიერთობა სხვა კუთხით წასულიყო.. ძალიან დიდი ქიმია იგრძნობა წყვილში.. ნეტა მართლაც გაგრძელებდეს ამ ორზე. ისტორიას.. ;((( როგორ ველოდები მწერლის პასუხს.
ისტორიას რაც შეხება მართლაც ძალიან კარგიაა ღრმა და საინტერესო..

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. ❤ იქნებ, მართლაც გაგრძელდეს გიორგისა და აიას ისტორია... ❤

 


№14  offline აქტიური მკითხველი grafo

იმედია მაქვს ქალბატონი ევდაკია არჩეულ გზას ამაყად განაგრძობს და კოსტასთან არ დაბრუნდება. ძროხა, როგორ უნდა მიატოვო ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი.
კოსტა, როგორ გამიხარდა რომ მიუხედავად ყველაფრისა ძალა იპოვა და მარტომ იპოვა გზა ბედნიერებისკენ.

პ.ს. აიას და გიორგის ისტორია რანაირად უნდა გაგრძელდეს, ლიზიც ხომ იყო მანდ.

 


№15  offline წევრი Elisabeth_

grafo
იმედია მაქვს ქალბატონი ევდაკია არჩეულ გზას ამაყად განაგრძობს და კოსტასთან არ დაბრუნდება. ძროხა, როგორ უნდა მიატოვო ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი.
კოსტა, როგორ გამიხარდა რომ მიუხედავად ყველაფრისა ძალა იპოვა და მარტომ იპოვა გზა ბედნიერებისკენ.

პ.ს. აიას და გიორგის ისტორია რანაირად უნდა გაგრძელდეს, ლიზიც ხომ იყო მანდ.

რა საინტერესო დმოკიდებულება გაქვს :დდდ❤ ლიზაც იყო, მაგრამ... რა ვიცი, თუ მოვიცალე, რას ვიზამ. :დდ ❤

 


№16  offline წევრი Elisabeth_

Salo123
Elisabeth_
grafo
იმედია მაქვს ქალბატონი ევდაკია არჩეულ გზას ამაყად განაგრძობს და კოსტასთან არ დაბრუნდება. ძროხა, როგორ უნდა მიატოვო ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი.
კოსტა, როგორ გამიხარდა რომ მიუხედავად ყველაფრისა ძალა იპოვა და მარტომ იპოვა გზა ბედნიერებისკენ.

პ.ს. აიას და გიორგის ისტორია რანაირად უნდა გაგრძელდეს, ლიზიც ხომ იყო მანდ.

რა საინტერესო დმოკიდებულება გაქვს :დდდ❤ ლიზაც იყო, მაგრამ... რა ვიცი, თუ მოვიცალე, რას ვიზამ. :დდ ❤


ძალიან ზუსტად გადმოსცემ პერსონაჟების ემოციას გრძნობებს. .. რათქმაუნდა მწერილის სრუვილია რას იზავს..:*:*:*:" თუმცა ხელიდან გასაშვები წყვილი არა :დ : დ.. ემოციურად აქვთთ კავშირი ქიმია საოცარი მუხტი მოდიოდა მათი მცირედხნიანი შეხვედრებიდანაც კი. ნუ ეს ჩემი აზრია . ლიზა უბრალოდ სრყოფილი იყო გარეგნულად ამიტო იზიდავდა გიორგის სულიერი კავშირი. მე ვერ დავინახე. უკვე ვიცი თქვენი ნიკი ამიტო დაველოოდები ისტორიებს ძალიან კარგად წერთ. სიამოვნება მივიღე ამ ისტორიდან ისეთი ვერ გეტყვი მესამედ წავიკითხე უკვე . :*:*:*

ძალიან დიდი მადლობა <3 გაიხადენა, სხვა ისტორიები თუ მოგეწონებათ. <3

 


№17  offline წევრი beshqen

აი,როგორ გამომეპარა აქამდე,არვიცი...რა კარგად წერ,საოცარი ემოციებიტ დავიმუხტე,მე ვიყავი ევაც და კონსტანტინეც,მათთან ერთად გავიარე yvelaferi ...ყოჩაღ მართლა,აღმოჩენა ხარ ჩემთვის

 


№18  offline წევრი Elisabeth_

beshqen
აი,როგორ გამომეპარა აქამდე,არვიცი...რა კარგად წერ,საოცარი ემოციებიტ დავიმუხტე,მე ვიყავი ევაც და კონსტანტინეც,მათთან ერთად გავიარე yvelaferi ...ყოჩაღ მართლა,აღმოჩენა ხარ ჩემთვის

ძალიან გამიხარდა, ასე რომ მოგეწონა. დიდი მადლობა. heart_eyes

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორი განსხვავებულო იყო. წარმატებებს გისურვებ

 


№20  offline წევრი Elisabeth_

terooo
როგორი განსხვავებულო იყო. წარმატებებს გისურვებ

დიდი მადლობა. heart_eyes

 


№21 სტუმარი სტუმარი შორენა

შვილის დაკარგვის გამო მიატოვა ღმერთი და ისევ შვილის გამო დაუბრუნდა მას, სიყვარული დაეხმარა ამაში, ევას სიყვარული...სიყვარული ატრიალებს დედამიწას და ღმერთია ეს სიყვარული...

 


№22  offline წევრი Elisabeth_

სტუმარი შორენა
შვილის დაკარგვის გამო მიატოვა ღმერთი და ისევ შვილის გამო დაუბრუნდა მას, სიყვარული დაეხმარა ამაში, ევას სიყვარული...სიყვარული ატრიალებს დედამიწას და ღმერთია ეს სიყვარული...

მართალი ხართ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent