შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მია (6 თავი)


12-04-2020, 21:41
ავტორი nia_93
ნანახია 1 396

მია მთელი ღამე ფიქრობდა. ფიქრობდა მათეზე,ჯაბაზე, ანუკაზე, მათ ურთიერთობებზე. ისეთი არეული იყო. აზრებს ვერ ალაგებდა. მათემ რაც მოუყვა ის არ იყო, რასაც მის ძმაზე მოსმენას ისურვებდა. ნამდვილად არ ეგონა ჯაბა და ანუკას სიყვარულის ისტორიის უკან,გულდაწყვეტილი მამაკაცი თუ იდგა და ეს მამაკაცი მისი სიყვარული იყო.
ცხოვრება დასცინოდა.
გამთენიისას მიეძინა.
შაბათი იყო და შესაბამისად ყველა სახლში გახლდათ.
ჯაბა და ანუკა მისაღებში, იატაკზე ისხდნენ და მარიამს ეთამაშებოდნენ. რამდენიმე წამი კარის ჩარჩოზე მიყუდებული აკვირდებოდა ოჯახს,როგორი ბედნიერები იყვნენ ერთად. მისდა უნებურად გაეღიმა,მერე მათკენ წავიდა და დივანზე ჩამოჯდა

-ერთობით?-მარიამს გახედა და გაეღიმა
-გინდა თუ არა კუბიკები ავაწყოთო და დაგვსვა-სიცილით უპასუხა ანუკამ. ჯაბა კუბიკებს აწყობდა და გართული იყო ფიქრებში.
-ამ დრომდე გეძინა?-ისე ჰკითხა, კუბიკებისთვის თვალი არ მოუშორებია და კიდევ ერთი კუბიკი დაადო ზედ
-კი-მოკლედ მოუჭრა. ცოტა ხანი სამივე უხმოდ იჯდა. მხოლოდ მარიამის წამოძახილი ისმოდა. მიას არ უნდოდა ოჯახური იდილიის დარღვევა,მაგრამ რომ არ ეკითხა, ინტერესით მოკვდებოდა
-ერთმანეთი როგორ გაიცანით?-ისე მოულოდნელად ჰკითხა, ორივემ გაკვირვებულმა შეხედა
-ამით ახლა რატომ დაინტერესდი?-ჯაბას ჩაეცინა და მზერა აარიდა
-ოდესმე ხომ უნდა დავინტერესებულიყავი-მხრები აიჩეჩა-არასდროს მოგიყოლიათ და მაინტერესებს
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?-ჩაეკითხა ანუკა
-ყველაფერი, როგორ გაიცანით,სად შეხვდით ერთმანეთს, პირველი ვინ გამოტყდა სიყვარულში...
-ჯაბა მეგობრისგან გავიცანი- ვითომ არაფერიო ისე უპასუხა ანუკამ.
-აჰ, მეგობრისგან?-ცოტა ცინიკურად გაიმეორა. ერთი სული ჰქონდა პირში მიეხალა ორივესთვის სიმართლე
-ვინ მეგობრისგან თუ საიდუმლო არ არის-მოჩვენებითი სიცილით ჰკითხა
-დაკითხვაზე ვართ?-ახლა ჯაბამ ჰკითხა
-რომ ვიკითხო არ შეიძლება?-ცოტა გაღიზიანდა
-მოდი, პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვი სათქმელი-ჯაბა ყოველთვის ხვდებოდა მიას განწყობას და იცოდა როცა რაღაცის თქმა უნდოდა და შემოვლითი გზით ცდილობდა მთავარს მიდგომოდა
-ის მეგობარი მათე იყო ხომ?-უკვე თვითონაც არ უნდოდა ნამიოკობანა და პირდაპირ მიახალა. ანუკას ფერი ეცვალა. ჯაბა ურეაქციოდ იჯდა. იცოდა რომ მია ადრე თუ გვიან გაიგებდა და ამისთვის მზად იყო
-ანუკა,მარიამი ოთახში გაიყვანე-კუბიკებს თავი მიანება და ანუკას მიმართა
-ჯაბა...
-გააკეთე რასაც გეუბნები- ანუკამ მარიამს ხელი მოკიდა და საძინებელში გაიყვანა
-მოგიყვა ხომ?-ირონიულად ჰკითხა
-არ ვიყავი ღირსი მცოდნოდა?-მიაც არანაკლებ ირონიული იყო
-რა მოგიყვა?
-მოდი,ჯერ შენს ვერსიასაც მოვისმენ და მერე გეტყვი-ჯაბამ რამდენიმე წამი ურეაქციოდ უყურა მიას, მერე სხვა მხარეს გაიხედა და მზერა ერთ წერტილს გაუშტერა
-ჩვენ ვმეგობრობდით-ერთი ამოიოხრა ჯაბამ და დაიწყო. მია სმენად გადაიქცა-
გერმანიაში გავიცანი და მას მერე დავმეგობრდით. მართალია ჩემზე პატარა იყო ასაკით,მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა. საქართველოში ჩამოსვლის მერეც არ გაგვიწყვეტია კონტაქტი და ხშირად ვხვდებოდით. ისე ახლოს ვიყავით, რომ ყველაფერს მანდობდა, ამიტომაც მითხრა რომ ერთი ქალი უყვარდა, ოღონდ მისი ახლო მეგობარი იყო და არ იცოდა მისთვის როგორ ეთქვა. მისი დაკარგვის ეშინოდა. მისი გრძნობების შესახებაც არაფერი იცოდა. ის დარწმუნებული იყო,რომ ანუკა როგორც მეგობარს ისე უყურებდა და არ უნდოდა მეგობრის დაკარგვა თავისი აღიარებით. მე სულ ვეუბნებოდი მიდი და გამოუტყდი,იქნებ და მასაც მოსწონხართქო,მაგრამ ვერ გაბედა.
ანუკა მათეს დაბადების დღეზე გავიცანი.
რომ დავინახე,მაშინვე მოვიხიბლე მისით, მაგრამ ვცდილობდი,მასზე ბევრი არ მეფიქრა,რადგან მეგობარს უყვარდა და ეს არასწორი საქციელი იყო. დაბადების დღის შემდეგ,რამდენჯერმე ისევ მოვხვდით ერთ კამპანიაში.რაც მეტჯერ ვხედავდი,მით უფრო ვიხიბლებოდი მისით და ეს ძალიან მტანჯავდა. აქეთ მათე იყო,ჩემი მეგობარი,რომელსაც ანუკა უყვარდა და მეორე მხარეს ანუკა იყო,რომელიც მაშინვე შემიყვარდა.
ვიცოდი,რომ მათეს მისთვის ისევ არაფერი ჰქონდა ნათქვამი, მე მაინც ვურჩევდი რომ მისულიყო და სიმართლე ეთქვა,მაგრამ მან დისტანცია დაიჭირა და ისევ მეგობრად ყოფნა არჩია,ვერ გაბედა რომ სიმართლე ეთქვა. გახსოვს იტალიაში რომ წავედი რამდენიმე თვით?-მიას ჩაეკითხა,რომელიც გასუსული უსმენდა ძმას. მიამ უბრალოდ თავი დაუქნია- მაშინ მინდოდა აქაურობას მოვშორებოდი და როგორმე ანუკა ამომეგდო თავიდან,მაგრამ არ გამომივიდა.
იტალიიდან დაბრუნებულს ანუკას ისევ შევხვდი. მერე თვითონ გამომიტყდა,რომ ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა. თავიდან ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა და ახლოს არ მომეშვა,თან ვერც მიზეზს ვუხსნიდი,რატომ ვეუბნებოდი უარს. ის, რომ მათეს ის უყვარდა,ეს ანუკასთვის მათეს უნდა ეთქვა და მე არ უნდა ჩავრეულიყავი. როგორ არ ვეცადე,მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე მია, ანუკაზე სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული და მასაც ვუყვარდი.მერე შეხვედრები დავიწყეთ,ჩუმად. მინდოდა მათეს დავლაპრაკებოდი და მისთვის სიტუაცია ამეხსნა, მაგრამ ერთხელ ერთად დაგვინახა და ყველაფერი მაშინ გაიგო. რა თქმა უნდა მოსმენითაც არ მომისმინა. ანუკა გაოგნებული იყო, ვერ ხვდებოდა რა მოხდა და მათეს ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა, მაგრამ მერე მათემ თვითონ მიახალაგაბრაზებულმა იმდენი ხანია მიყვარხარ,როგორ ვერ ხვდებოდიო. რა უნდა გვექნა? ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა,ძალიან. მათემ მოსმენითაც არ მოგვისმინა ისე გადაგვისვა ხაზი. ერთი პერიოდი ზღვარზე ვიყავი,რომ შეიძლებოდა ჩემს სიყვარულზეც კი მეთქვა უარი,რადგან მათე მართლა ძვირფასი იყო ჩემთვის და ალბათ ვიტყოდი კიდეც, მაგრამ სწორედ მაშინ გავიგე რომ ანუკა ფეხმძიმედ იყო და ამან შეცვალა ყველაფერი. მე მაშინ სიყვარული ავირჩიე, ოჯახი ავირჩიე, ჩემი ოჯახი,ჩემი შვილი და სიმართლე გითხრა ახლა არც ერთი წამით არ ვნანობ არაფერს, რადგან როცა გიყვარს და უყვარხარ იქ უკვე სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. წარსულში რომ დამაბრუნო,ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებდი,როგორც გავაკეთე, რადგან ანუკა ჩემი ცხოვრების ქალია! -დაამთავრა ჯაბამ მონოლოგი და მიას შეხედა,რომელსაც ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

ყველაფერს ჰქონდა ორი მხარე. ამ სიტუაციასაც. მაშინვე ინანა, ეგრევე ძმა რომ დაადანაშაულა,რადგან ამ სიტუაციაში დამნაშავე არც ერთი იყო. ორივეს თავისი სიმართლე ჰქონდა და ვისთვის როგორი იყო ეს სიმართლე,ეგ უკვე სხვა საკითხი იყო.
იქვე,საძინებლის კარებთან ანუკა იდგა,რომელსაც ასევე მდინარესავით ჩამოსდიოდა ცრემლები,რადგან პირველად მოისმინა ქმრის აღსარება.
მიამ ცრემლები შეიმშრალა. ძლივს გააანალიზა მოსმენილი

-თქვენ ორივე მხოლოდ იმაში ხართ დამნაშავე,რომ ერთი ქალი შეგიყვარდათ-ამოისლუკუნა მიამ-ახლა,როცა ორივეს მოგისმინეთ, მივხვდი რომ ორივეს თქვენი სიმართლე გაქვთ, ვერც ერთს ვერ გამტყუნებთ, უბრალოდ შენ ერთ რამეში შეცდი ჯაბა, მათესთვის თავიდანვე უნდა გეთქვა ყველაფერი და ეს ამბავი ასე არ დასრულდებოდა
-ვიცი,მაგაზე მეც სულ ვფიქრობ,მაგრამ რაც მოხდა მაგას ვეღარ შევცვლი.
-ასე ძალიან უყვარდა ანუკა?-ხმაგამტყდარმა შეეკითხა
-კი,მია,როგორც მიყვებოდა მასზე,ჩანდა,რომ ძალიან უყვარდა და სწორედ ამიტომ არ მგონია მისი გრძნობები შენს მიმართ გულწრფელი-მიუბრუნდა ისევ იმ საკითხს,რაც ჯაბას აწუხებდა
-თავიდან რომ გავიცანი, მან არ იცოდა შენი და რომ ვიყავი, ისე დავიწყეთ შეხვედრები
-დარწმუნებული ხარ?-ეჭვით შეეკითხა
-კი,რადგან როცა გაიგო,მაშინ დამშორდა, შენს გვერდით ვერ ვიქნები,რადგან ჯაბას და ხარო-ამის გაგონებისას თვალები გაუფართოვდა-მაშინ ვერაფერს მივხვდი,რადგან არც ერთმა არ ამიხსენით რა ხდებოდა თქვენს შორის.,მაგრამ მერე ისე მოხდა,რომ შევრიგდით და ერთად ძალიან კარგად ვართ,ჯაბა, მე ვგრძნობ,რომ მათეს ვუყვარვარ-გულწრფელად უთხრა მიამ
-არ მინდა,რომ გული გატკინოს,იცოდე ჩემი ხელით მოვკლავ!
-მოდი,ჩვენს ურთიერთობაში არ ჩაერიო,გთხოვ. მინდა ჩვენით გავერკვეთ ყველაფერში,მესამე პირების ჩარევის გარეშე, კარგი?-ჯაბა ხმას არ იღებდა-ჯაბა,კარგი?-ისევ ჩაეკითხა
-რამე რომ მიქაროს,იცოდე რომ არ გადამირჩება-თითი მიუშვირა მიას. ეს მიამ თანხმობად ჩათვალა და უბრალოდ თავი დაუქნია. ჯაბა საძინებელძი გავიდა.
მარიამი ტელევიზორს უყურებდა.
ანუკა ერთ ადგილს მიშტერებული იჯდა და ფიქრობდა,თან ცრემლების კვალიც ეტყობოდა
-რა დაგემართა?-ცოლის ასეთ მდგომარეობაში ნახვას არ ელოდა. მის გვერდით დაჯდა და ცრემლები შეუმშრალა
-ჯაბა, მე რომ ფეხმძიმედ არ ვყოფილიყავი, ჩემზე უარს იტყოდი?-ძალიან ხმადაბლა ჰკითხა
-რას ამბობ ანუკა?-გაოგნებულმა დაუბრუნა კითხვა
-მოვისმინე მიას რომ უყვებოდი და ის დასკვნა გამოვიტანე,რომ ჩემმა ფეხმძიმობამ მიგაღებინა გადაწყვეტილება, მითხარი, ნანობ რომ ცოლად მომიყვანე?-სლუკუნით ჰკითხა და ისევ წამოუვიდა ცრემლები
-ანუკა, არ შემშალო ახლა, რას ქვია ვნანობ? გაგიჟდი? არ იცი როგორ მიყვარხარ?
-კი...-ხმადაბლა გასცა პასუხი
-მერე? რატომ მაგიჟებ ასეთი უაზრო კითხვით.
-მაპატიე,უბრალოდ ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ-თავი ჩახარა-არასდროს მიფიქრია,რომ ბავშვმა გაიძულა ჩემი მოყვანა, მაგრამ რომ მოვისმინე...-ხმა გაუწყდა-შენი და მიას დიალოგი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი-ცრემლები თავიდან წამოუვიდა
-ანუკა, იცოდე ამ აზრს თავიდან თუ არ ამოიგდებ,მაგრად ვიჩხუბებთ-ძალიან კატეგორიული იყო ჯაბა. ახლა თუ ანუკას ვერ დააჯერებდა და თუნდაც დაშვების დონეზეც გაიფიქრებდა,რომ ჯაბამ ის ბავშვის გამო მოიყვანა,თავს ვერ აპატიებდა
-მე უბრალოდ...
-შენ უბრალოდ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. შენს ფეხმძიმობას გადმწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია იმაში,რომ დღეს შენ ჩემი ცოლი ხარ. ეს მაინც ასე იქნებოდა. გემუდარები ამაზე არასდროს იფიქრო,ხომ?-მისი სახე ხელებში მოიქცია და ცერა თითით ცრემლები შეუშრო-ხომ? -მერე ისევ ჩაეკითხა. ანუკამ სლუკუნით დაუქნია თავი. ჯაბამ ნერვიულად გაუღიმა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
ამის შემდეგ ამ თემაზე არ უსაუბრიათ.
მია იმაზე მეტად აირია, ვიდრე აქამდე. როცა ჯაბას ვერსიაც მოისმინა, მიხვდა რომ არასდროს უნდა განსაჯო სიტუაცია,მხოლოდ ერთი მხრიდან. მათეს ვერსია რომ მოისმინა,ჯაბაზე ძალიან გაბრაზდა. ვერ წარმოედგინა,მეგობარს ასე როგორ უნდა მოქცეოდა ადამიანი,მაგრამ ჯაბას მონაყოლის შემდეგ,მასაც გაუგო,რადგან მიასაც ძალიან უყვარდა მათე და გამოცდილი ჰქონდა თუ რა ძნელია,როცა გიყვარს და მასთან ყოფნა არ შეგიძლია.

-მე ჯაბას ველაპარაკე- მათესთან იყო, სახლში
-მერე?- ინტერესით ჩაეკითხა-მათე აზვიადებსო?-წარბები ირონიულად ასწია
-ყველაფერი მომიყვა რა როგორ იყო.
-და რაო?
-მათე,ოდესმე ჯაბას გაგება გიცდია?-ახლა მია ჩაეკითხა
-რა უნდა გამეგო მია? ნუ გადამრევ
-იქნებ ის როგორ იტანჯებოდა, ის ქალი რომ შეუყვარდა,ვინც მის ძალიან ახლო მეგობარს უყვარდა და თქმას ვერ ბედავდა...
-ჯაბას განცდებზე არ მიფიქრია,რადგან არ მაინტერესებს!
-ხოდა ყველაფერს ასე სწორხაზოვნად რომ უყურებ,მაგიტომაც ხდება ის,რაც ხდება-გაბრაზდა მია
-მია,ჯაბამ ტვინი აგირია და ცდილობ შემაცოდო?ახლა მის პოზიციას უჭერ მხარს?
-არა, ეგ რა შუაშია მათე, უბრალოდ მინდა ორივეს დაგანახოთ,რომ ორივეს გაქვთ თქვენი სიმართლე.ჯაბას უნდოდა შენთვის ეთქვა და ვერ გაბედა... როცა აპირებდა,უკვე შენ თვითონ გაიგე სიმართლე...
-უნდოდა და ვერ მითხრა და კლასიკური ფრაზები არ შემიძლია-თვალები აატრიალა-ჩვენ ისე ვიყავით ერთმანეთთან,ასე არ უნდა მოქცეულიყო, ან საერთოდ არ უნდა ეფიქრა ანუკაზე სხვა პონტში,მაგრამ რადგან მოხდა(მესმის,ხშირად ასეთებიც ხდება) და ანუკასაც ეგ შეუყვარდა, მოსულიყო,კაცურად დამლაპარაკებოდა და ძნელად,მაგრამ მაინც უფრო გავუგებდი და საერთოდ,არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი-ბოლოს მობეზრებულმა უთხრა
-თუ წარსულს წარსულში არ დატოვებ, მომავალში ძალიან გაგიჭირდება მათე და ჩვენს ურთიერთობასაც გაუჭირდება...-ბოლო სიტყვა ცოტა ხმადაბლა თქვა
-შენ მე არ მენდობი ხომ?
-ნდობა რა შუაშია მათე, ფაქტს გეუბნები. მე მხვდები, ჩემთან გაქვს ურთიერთობა და ისევ წარსულში დაკარგულ სიყვარულზე ბრაზობ...
-არ ვბრაზობ...
-თუ არ ბრაზობ,რატომ არ შეგიძლია მათი გაგება?
-ერთია,რომ შეიძლება აღარ ვბრაზობდე მია,მაგრამ მეორეა, რომ ვერ ვპატიობ,არ შემიძლია
-პრინციპები- ამოიოხრა- ხო,მესმის....
-ახლა,ამის გამო უნდა გამებუტო ხოლმე? ხომ გავიარეთ ეს თემა?-დაღლილმა უთხრა მათემ და თვალი თვალში გაუყარა
-ხო, გავიარეთ,მაგრამ მაინც მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს-თავი ჩახარა, ცრემლები ახრჩობდა. როგორ უნდოდა მას და ჯაბას კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ...
-მოდი ჩემთან-ხელი გაუწოდა. მიაც მასთან მივიდა
-აღარ გვინდა ხომ ამაზე? წარსულის გამო ჩვენს ურთიერთობას ბზარებს ნუ გავუჩენთ,კარგი?-თბილად უთხრა და სახეზე მიეფერა.
-მაგრამ,ეს წარსული სულ იქნება ჩვენს ცხოვრებაში,სამწუხაროდ-თავი მის კისერში ჩამალა,არ უნდოდა მისი სველი თვალები მათეს შეემჩნია
-ხოდა,ჩვენ ვეცადოთ, რომ ამან გავლენა არ იქონიოს-უთხრა და კისერში თბილი კოცნა დაუტოვა.




№1  offline წევრი ვიპნი

აუ კარგი იყო,ანუკაზე თავიდან კი ცუდი წარმოდგენა მქონდა,მაგრამ ძალიან შემეცოდა იმ მომენტში

 


№2  offline წევრი LI_BE

რა ვართ ეს ქალები, რააა. ერთმა, პირველი ის დააფიქსირა, ბავშვის გამო მომიყვანეო, მეორემ - ასე ძალიან უყვარდაოო?! შეყვარებული ქალის მარტივი ფსიქოლოგია smile

რა ვთქვა, მათეს მხოლოდ ერთ რამეში ვამტყუნებ - თავისი სიყვარული არ უნდა დაემალა, რას ქვია ვერ უთხრა და ვერ გაუბედა. მაინც ხომ დაკარგა და ხომ ჯობდა, ებრძოლა. სუსტი ყოფილა. ხო, მათესავით, პატიებას ვერც მე შევძლებდი worried

ჯაბასნაირი კაცები არ მიყვარს. კიდევ ვიმეორებ, ძმაკაცის საყვარელ ქალს არ უნდა შეხედო, ეს ბუნების დაუწერელი კანონია. თუ რამეს გრძნობ, ეცადო უნდა და თავი მოარიდო, მით უმეტეს თუ ქალისგან რაიმე სიმპატიას ამჩნევ. ნუ, "ვერ" ვუთხარი, ძალიან სუსტი მიზეზია. ვერ უთხრა, იმიტომ, რომ მანაც იცოდა მისი საქციელი არაკაცური და არასწორი რომ იყო. რომ გადაწყვიტა და მასთან ჩუმად გულაობა დაიწყო, ეს უფრო უარესს ხდის მის საქციელს, აქ უკვე ბოლომდე დაკარგა მისი ღირსება. ახლა თურმე ბედნიერია, ცოლიც ყავს და შვილიც და უკვე მეორედ უნგრევს ცხოვრებას მათეს. ეჭვი მაქვს, მიას დაცვაზე მეტად, მათეს, მისი და ანუკას ცხოვრებაში გამოჩენის ეშინია. მოკლედ, ჯაბაც ძალიან სუსტი კაცია.

ხო, მია არ მომეწონა ამ თავში, ჯერ ერთი, ჯაბასთან და ანუკასთან საქმის გარკვევის ფორმა არ მომეწონა, მერე მათესთან დიალოგის - არც ტონი და არც შინაარსი. მესმის რომ დაბნეულია, მაგრამ არც პატარა ბავშვია. რას სთხოვს მათეს - აპატიეოო და გაუგეო?! რა ვიცი, რა ვიცი....

პ.ს. უფ, რამდენი ვილაპარაკე... bowtie

პ.ს. ამ ბოლოს ძალიან აგვიანებ wink

 


№3 სტუმარი სტუმარი Kkk

Sad xar agar unda gamochnde??

 


№4  offline წევრი LI_BE

ნია, სად დაიკარგე anguished anguished

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent