შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მია (5 თავი)


9-04-2020, 19:53
ავტორი nia_93
ნანახია 1 347

ჯაბა გაოგნებული იდგა. ჯერ ნაცნობ სახეს რომ მოკრა თვალი და მათე დაინახა, ეგ გაუკვირდა და მერე მის გვერდით მჯდომ გოგოში მია რომ ამოიცნო, ტვინში სისხლი ჩაექცა.
მიასაც არ ჰქონია კარგი რეაქცია, იცოდა, რომ თავისი ძმა ახლა სცენებს მოაწყობდა, ოღონდ ის არ იცოდა რატომ.
მათეს კი ყველაზე ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდა. მიამ გადასვლა დააპირა და მათეც ეგრევე მიყვა.

-ამ კაცთან ერთად რას აკეთებ მია?-ემოციებს ვერ იკავებდა ჯაბა, ეგრევე მიახალა
-გამარჯობა ჯაბა-ირონიულად მუგო მათემ,სანამ მია რამეს ეტყოდა ჯაბამ მათეს შეხედა გაცოფებულმა
-ჩემს დასთან ერთად რა გესაქმება?-ახლა მას დაუყვირა
-იქნებ დაწყნარებულიყავი ჯერ- სიმშვიდეს ინარჩუნებდა მათე, ამაზე უფრო გამოვიდა წყობიდან ჯაბა
-ამიხსენით,ახლავე, თქვენ ორს ერთად რა გინდათ?რატომ მოგყავს ჩემი და სახლამდე?-ყვიროდა ჯაბა. მიას უკვე აღარ შეეძლო ამ სიტუაციის ატანა,თან არ უნდოდა ხმაურზე მეზობლებს გამოეხედათ.ის იყო უნდა ეთქვა რომ მე და მათე ერთმანეთს ვხვდებითო,მათემ დაასწრო
-მე და მია ერთმანეთს ვხვდებით!-მეხის გავარდნასავით იყო ეს სიტყვები იმ წამს ჯაბასთვის. ჯერ გაოგნებული იდგა,იაზრებდა მის ნათქვამს,მერე მათეს მივარდა,მუშტი უთავაზა,მათემაც შეუბრუნა. მიამ ერთი შეჰკივლა და მათ გაშველებას შეეცადა. ჯაბამ მათეს მხრებში ჩაავლო ხელი
-გაიმეორე რა თქვი?-დაიღრიალა. მათეს წარბიც არ ატოკებია
-ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს!-ისევ მშვიდი იყო მათე
-რას ამბობს მია ეს კაცი?-ახლა დას მიუბრუნდა ღრიალით,ისე რომ მათესთვის ხელი არ გაუშვია.
-სიმართლეს ჯაბა-ხმაჩამწყდარმა გასცა პასუხი
-რას ბოდავ?-კიდევ არ უნდოდა დაჯერება-გაიძულა?მითხარი რამით დაგემუქრა-მათე მთელი ძალით მიანარცხა მანქანას და დისკენ მიბრუნდა
-არა,ჯაბა,რა სისულელეა, მე...მე მართლა მიყვარს-თქვა და ცრემლები წამოუვიდა,ძალიან მოქმედებდა მისი ტონი.ჯაბა რამდენიმე წამი გაჩერდა,უბრალოდ თვალებში უყურებდა მიას, მერე სრულიად დამშვიდებული მათეს მიუბრუნდა
-ჩემი დის გამოყენება გადაწყვიტე?-ხმა ჩახლეჩვოდა ჯაბას-ასე გინდა სამაგიერო გადამიხადო ხომ?-ამის გაგონებისას მიას თვალები გაუფართოვდა,ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა ჯაბა
-მე ასეთი ქცევები არ მახასიათებს-ირონიულად მიუგო
-ნამდვილად ასეა-ყურადღება არ მიუქცევია მათეს ნათქვამისთვის,თითქოს ფიქრებში იყო წასული, მერე მიას მიუბრუნდა-სულელო გოგო, გამოგიყენებს და მიგაგდებს,ჩემზე უნდა შური იძიოს-მიას მხრებშო ჩაავლო ხელი და დაუღრიალა-შენ კიდევ ასე მარტივად გაგაბა?-ცოტა აკლდა ისევ არ დაეკარგა კონტროლი. მია ისევ ტიროდა
-რა ჯანდაბა გაკავშირებთ,რა-მერე მიამაც დაიყვირა
-რაღა მაინცდამაინც მას შეხვდი,რაღა მას-ისევ თავისას აწვებოდა
-ჯაბა,შენი ვარაუდები სისულელეა და არ ვაპირებ უსაფუძვლო ბრალდებების მოსმენას,მითუმეტეს მიას თანდასწრებით-მათემ ვეღარ მოითმინა ჯაბას ცრუ ბრალდება და მიას ცრემლები მასზე საშინლად მოქმედებდა
-სახლში ადი-მკაცრად უთხრა მიას
-ჯაბა...-რაღაცის თქმა უნდოდა ჯაბამ რომ გააწყვეტინა
-ახლავე მია, იცოდე კონტროლს ვკარგავ- მიამ მათეს გახედა,რომელმაც თავი დაუქნია, მასაც არ უნდოდა უფრო გაეღიზიანებინა ძმა,ამიტომ დაუჯერა და სახლში ავარდა
-ჩემს დას არ გაეკარო,არასდროს-თითი მისკენ გაიშვირა
-რატომ გადაწყვიტე,რომ შენ დაგიჯერებ?-ისევ ირონიული ტონი ჰქონდა
-იცოდე,ჩემს დასთან კიდევ ერთხელ რომ დაგინახო,ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ
-შენს დასთან კიდევ ბევრჯერ დამინახავ,იმიტომ რომ მე ის მართლა მიყვარს-გულწრფელად უთხრა მათემ
-რატომღაც არ მჯერა-ირონიულად უთხრა ჯაბამ
-საერთოდ არ მადარდებს გჯერა თუ არა
-უფლებას არ მოგცემ მია გამოიყენო და დატანჯო,გაიგე?
-უკვე გითხარი რომ სისულელეს ამბობ-მობეზრებულმა გაიმეორა მათემ
-მეც გაგაფრთხილე,იცოდე ამით არ დაგვისრულებია-თითი დაუქნია და მერე თვითონაც შევარდა სადარბაზოში.
მათემ ერთი შეიკურთხა და მანქანაში ჩაჯდა.
მოულოდნელი არაფერი მომხდარა,ელოდა სიტუაციის მსგავს განვითარებას.
მია ნამტირალევი შევარდა სახლში, ანუკას მიას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა
-მია, რა დაგემართა?-შეშინებული მივარდა-მია სულს ვერ ითქვამდა, ხმამაღლა ტიროდა. ანუკამ წყალი მოუტანა და დაალევინა. სანამ კიდევ რამე სჰკიტხავდა, ჯაბა შემოვარდა გინებით. ანუკამ ახლა მას გახედა გაოცებულმა
-რა ხდება ხალხო?
-მია,იცოდე მასთან რომ დაგინახო მართლა არ ვიცი რას ვიზამ
-რატომ,ჯაბა რატომ?
-იმიტომ-დაიყვირა
-ჯაბა,მარიამს გააღვიძებ,ცოტა წყნარად- ანუკა ეცადა დაემშვიდებინა,მაგრამ ჯაბა ისე იყო გაცოფებული არაფერი ესმოდა
-რა ამომწურავი პასუხია-მოთმინებადაკარგულმა დაიყვირა მიამ
-ახსნით რა ხდება?-ისევ იკითხა ანუკამ
-მე და მათე ერთმანეთს ვხვდებით, ამან დაგვინახა და სცენები მოაწყო-მოკლედ მიაყარა მიამ, ანუკას ამ ამბის გაგების შემდეგ სახეზე ფერი ეცვალა
-რა? რას ქვია ერთმანეთს ხვდებით?-გაოცებულმა იკითხა
-იმას,რომ ერთმანეთი გვიყვარს!-ცრემლები უხეშად მოიწმიდა მიამ
-ნუ იმეორებ წამდაუწუმ რომ გიყვარს,თორემ საოცრებებს ჩავიდენ მია-ისევ დაიყვირა ჯაბამ
-სიმართლეა და რა გავაკეთო-დაღლილმა ჩაილაპარაკა და უღონოდ ჩამოჯდა დივანზე-მიზეზი მაინც მითხარით,რა ჯანდაბა გაკავშირებთ?-მერე ისე ვჯაბას გახედა
-ის გიყენებს მია, უნდა რომ მე გამამწროს და შესანიშნავი ხერხი არიჩია-ახლა ცოტათი დამშვიდდა და მის წინ დაჯდა,მიხვდა რომ ყვირილს აზრი არ ჰქონდა
-შენ რასაც ამბობ შეუძლებელია, მათე ასეთი არ არის, მას არ შეუძლია ადამიანის გრძნობებზე თამაში და მე ის არ მატყუებს!-მტკიცედ ჩაილაპარაკა მიამ. ანუკა გასუსული უსმენდა და-ძმას და სიტყვის ჩაგდებასაც ერ ახერხებდა.
-მია,გთხოვ, არ მინდა რომ მას ხვდებოდე-ბოლოს მუდარაზე გადავიდა,რადგან ხვდებოდა როგორი მტკიცე იყო მია ამ საკითხში
-ვინმეს რომ ეთხოვა შენთვის,ანუკას არ შეხვდეო, არ შეხვდებოდი?
-ეგ სხვა სიტუაციაა..
-არა,ზუსტად ერთი და იგივეა,ორივეს გვიყვარს,ამიტომ ვერც ერთი ვერ ვიტყოდით უარს. ჯაბა,არ მინდა ამ თემაზე საუბარი. მე უკვე დიდი ვარ საიმისოდ,რომ საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებები თავად მივიღო- უთხრა თავისი აზრი და არ დალოდებია ჯაბას პასუხს ისე გავიდა საძინებელში. მეტის ატანა აღარ შეეძლო.
-ჯაბა, ვერ ვიჯერებ...-ანუკა კიდევ ვერ იაზრებდა სიახლეს
-რაღა მაინცდამაინც მას შეხვდა...
-და იქნებ მართლა უყვარს?
-გამორიცხულია-თავი გააქნია ჯაბამ- შანსი აქვს გამამწაროს და იყენებს
-მე მაინც მგონია,რომ ტყუილად იგიჟებ თავს-ეცადა დაემშვიდებინა ქმარი
-ოხ მია,მია-მუშტები მაგრად შეკრა და სივრცეს გახედა.

მია ძლივს დაწყნარდა.
ლოგინზე წამოწვა და უბრალოდ ფიქრობდა,ყველაფერზე.
ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა. მათესგან იყო

-მინდა გჯეროდეს,რომ ძალიან მიყვარხარ და ამაში ეჭვი არ შეგეპაროს!-წერდა მათე
-მჯერა- მოკლე პასუხი დაუბრუნა მიამ და ტელეფონი დაბლოკა.
აღარ უნდოდა ზედმეტი ფიქრი.
უბრალოდ თვალები დახუჭა და ეცადა არაფერზე არ ეფიქრა.

მათე საშინლად ნერვიულობდა. ეშინოდა მიას ჯაბასთვის არ დაეჯერებინა, არ დაეჯერებინა ის სისულელეები და აფსურდი,რაც მას დააბრალა. დიდი იმედი ჰქონდა მიასი,რომ მას მისი სიყვარულის სჯეროდა და ეჭვს არ შეიტანდა მასში.
მეორე დღეს სამსახურში მთელი დღე საშინელ ხასიათზე იყო.
მთელი ძალით საქმეში იყო გადართული და გამწარებული მუშაობდა. მიასგან არაფერი ისმოდა. თვითონაც არ უნდოდა ზედმეტად შეეწუხებინა მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მისწერა მოკითხვის წერილი და მასზეც მოკლე პასუხი მიიღო.
აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა.

მიას ძალიან უნდოდა მათესთან ლაპარაკი,ამიტომ არავინ გაუფრთხილებია,ისე გავიდა სახლიდან საღამოს და მათეს სახლში მიადგა.
თავისი კარის ზღურბლთან მიას დანახვას ნამდვილად არ ელოდა იმ საღამოს და გაუკვირდა და თან ძალიან გაუხარდა.
კარი გაუღო თუ არა,მია ეგრევე ჩაეხუტა.
მათეს ხელი არ გაუშვია მისთვის,ისე შეიყვანა ოთახში და დივანზე დასხდნენ

-მია, როგორ გამახარე- შუბლი შუბლზე მიადო და სახეზე მიეფერა
-შენთან ყოფნა მჭირდებოდა-თვალებდახუჭულმა მიუგო
-ისე ვნერვიულობდი შენზე-მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა მათემ
-სანერვიულო რა იყო- ამოიოხრა მიამ და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე
-როგორ არ იყო, მე რა ვიცი სახლში რა დიალოგი გქონდათ და რა მოხდა ჩემი წასვლის მერე
-ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია მისთვის სიმართლე მეთქვა, რომ ძალიან მიყვარხარ და შენთან ყოფნა მინდა
-იმედია ჩემს სიყვარულში ეჭვი არ გეპარება მია,ხომ?-თბილად ჰკითხა და თვალებში ჩააჩერდა
-არა,რა თქმა უნდა, შენ არ ხარ ისეთი ადამიანი , სხვის გრძნობებზე რომ ითამაშო-მათეს გაეღიმა,დარწმუნდა,რომ მიას მასში ეჭვი არ ეპარებოდა და ცოტა ამოისუნთქა
-ძალიან მიყვარხარ-უთხრა და ახლა თვითონ დაეწაფა მიას ტუჩებს უფრო ვნებიანად
-რამეს დალევ? ან არ გინდა ვჭამოთ-შესთავაზა მათემ
-ყავას დავლევ და მე გავაკეთებ-სამზარეულოში გავიდა,მარტივად მოძებნა რაც საჭირო იყო და უკან ყავით ხელში დაბრუნდა. მათე ღიმილით ადევნებდა მის სახლში მოფუსფუსე მიას თვალს. ჭიქები მაგიდაზე დადგა და ისევ გვერდით მიუჯდა მათეს
-მათე...
-ხო
-მითხარი შენ და ჯაბას რა გაკავშირებთ?- მოსავენებას არ აძლევდა ეს კითხვა-გთხოვ- დაამატა ბოლოს. მათემ მიას მუდარიან მზერას რომ შეხედა გული დაეწვა. მისი საყვარელი ქალი გაურკვევლობაში იყო, ორ კაცს შორის იხლიჩებოდა და მიზეზის ახსნას ითხოვდა. მათე ხმას არ იღებდა,უბრალოდ ფიქრობდა. როდემდე უნდა დაემალა სიმართლე? ადრე თუ გვიან მია მაინც გაიგებდა,თან ვინ იცის როგორ, ამიტომ არჩია მისგან გაეგო სიმართლე და გადაწყვიტა მოყოლა
-მე და ჯაბამ ერთმანეთი გერმანიაში გავიცანით და ძალიან დავახლოვდით- დაიწყო მან.
-მეგობრობდით?-თვალებგაფართოებულმა ჰკითხა
-კი, ვმეგობრობდით-დაუდასტურა მათემ
-მერე?-ვეღარ ითმენდა მია
-მე მყავდა მეგობარი გოგო, აი წლების მეგობრობა რომ გვაკავშირებდა ისეთი და რომელიც მიყვარდა, ოღონდ ისე არა,როგორც მეგობარი,არამედ როგორც ქალი-ძალიან არ უნდოდა ახლა ამ ამბის გახსენება,მაგრამ საჭირო იყო. მია სუნთქვაშეკრული უსმენდა,იცოდა მათე ისეთ რამეს იტყოდა,რაც გულს ძალიან ატკენდა- მან არაფერი იცოდა ჩემი გრძნობის შესახებ, ვერ გავბედე გამოვტყდომოდი,მეშინოდა მისი დაკარგვის. ჯაბას რომ დავუახლოვდი, ყველაფერი მოვუყევი, ისიც გავაცანი და მერე იცი რა მოხდა?-ირონიულად ჰკითხა მიას,მიას თვალები ასწითლებოდა მომდგარი ცრემლებისგან- ერთ დღეს გამომიცხადეს,რომ ერთმანეთი უყვარდათ. ანუ გესმის რა მოხდა მია? მე ჯაბას ვუყვებოდი ჩემი გრძნობების შესახებ, ვუყვებოდი როგორ ვერ ვუმხელდი მას ამის შესახებ და ისიც მასზე ფიქრობდა თურმე, არა კი არ ფიქრობდა,მოქმედებდა და ჩემს ზურგს უკან ერთმანეთთან რომანი ჰქონდათ გაჩაღებული
-ანუკაზე ამბობ?-ხმაწართმეულმა ძლივს ჰკითხა მიამ
-ხო, ეს გოგო ანუკა იყო მია. მას ჩემს მიმართ არანაირი გრძნობა არ ჰქონდა, მან რომ გაიგო ძალიან გაუკვირდა,მაგრამ ეს არაფერ შუაშია, ჯაბა მომექცა არაკაცურად, მე როცა ჩემს განცდებს ვუზიარებდი, მან ზურგში დანა ჩამარტყა. არა,რომ მოსულიყო და პირდაპირ ეთქვა,იცი მათე, მეც შემიყვარდა ანუკა და ანუკასაც ვუყვარვარ მე ანუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს- ასე,რომ მოსულიყო და ადამიანურად ეთქვა,გავიგებდი,გეფიცები გავუგებდი რადგან სიმართლე რომ გავიგე, ნათლად დავინახე ანუკას თვალებში თუ როგორ უყვარდა მას ჯაბა და მათ შორის არ ჩავდგებოდი, მაგრამ არ ჩამთვალა ღირსად რამის ახსნის და პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენა. მაგის მერე დავკარგეთ ერთმანეთი- როგორც იქნა მოუყვა სიმართლე და თითქოს დიდი ლოდი მოიხსნა მხრებიდან. მია გაქვავებული იჯდა მოსმენილისგან და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ყველაფერს იფიქრებდა,მაგრამ არა იმას,რომ მათე და ჯაბას ჩხუბის მიზეზი მისი ძმის ცოლი,მისი რძალი ანუკა იქნებოდა.
-ანუ, კლასიკურად ორი მეგობრის ჩხუბის მიზეზი ქალია- ძალიან გულნატკენმა ამოილაპარაკა
-ოღონდ ახლა ამაზე არ იფიქრო რა-ძალიან შეწუხდა მათე,მიას ფიქრები რომ წარმოიდგინა
-თვითონ ყოფილა შენთან დამნაშავე და შენ რას გედიდგულება?-მათეს სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე უთხრა
-მია,მაპატიე რა-ძალიან განიცდიდა მიას ცრემლიან თვალებს
-საპატიებელი რა გაქვს-მხრები აიჩეჩა
-აქამდე რომ არ გითხარი სიმართლე და შენ რომ არ მოგეცი უფლება გადაგეწყვიტა ჩემთან ყოფნა გინდოდა თუ არა
-და ახლა? ახლა რამე გრძნობა გაქვს შემორჩენილი ანუკას მიმართ?-როგორც იქნა დაუსვა ის შეკითხვა,რაც ყველაზე მეტად აწუხებდა
-არა მია, რა სისულელეა. მის მიმართ გრძნობები რომ მქონოდა,შენთან ურთიერთობას არც ერთი წამით არ გავაგრძელებდი
-ძველი სიყვარულის დავიწყება არც ისე ადვილია...
-მე მხოლოდ ბრაზს ვგრძნობ,ისიც ჯაბას მიმართ, ანუკას მიმართ კი იმ დღის მერე შემეცვალა გრძნობები,როცა ის ჯაბას ცოლი გახდა!ის ჩემთვის როგორც ქალი მოკვდა-მიამ ამოიოხრა
-მია, ჩემი არ გჯერა?-ეჭვით ჩაეკითხა,რადგა მიხვდა რომ ბოლომდე ვერ მოახერხა მისი დარწმუნება
-მჯერა მათე, მაგრამ ის ფაქტი,რომ ჩემი რძალი გიყვარდა, ძალიან უჩვეულოა ჩემთვის. ჩვენ თუ ურთიერთობა გაგვიგრძელდა...
-რას ნიშნავს თუ გაგვიგრძელდა?-გააწყვეტინა მათემ
-რავიცი,სამუდამო არაფერია როგორც ჩანს მათე-მხრები აიჩეჩა-თუ გაგვიგრძელდება-ისევ იქიდან გააგრძელა-თქვენ ალბათ მოგიწევთ ხოლმე ერთმანეთის ნახვა და შენთვის ეს დისკომფორტი არ იქნება? რა რეაქცია გექნება მას ისევ რომ შეხვდები?
-ჩვენი ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება მია. რაც შეეხება ანუკას, მისი ნახვა რომც მომიწიოს,მე მის მიმართ არაფერს ვგრძნობ,შესაბამისად ჩემთვის არანაირი დისკომფორტი არ იქნება
-და ჯაბასთან შეხვედრები ამდენი წლის მერეც დისკომფორტია შენთვის და რა იცი რომ ანუკასთანაც ასე არ იქნება?-ინტერესით ჩაეკითხა
-იმიტომ,რომ ჯაბა მომექცა არასწორად და მას ვერ ვპატიობ, ანუკასთან პრეტენზიები არც არასდროს მქონია,რადგან მას ჩემთვის არასდროს უთქვამს რომ ვუყვარდი ან რამე მსგავსი. ვინც შეუყვარდა ის აირჩია, მხოლოდ ჯაბას საქციელი იყო სი*ული-ჯაბას სულ ბრაზით ახსენებდა. მიამ თავი დახარა და ცრემლები ისევ წამოუვიდა
-მია,შემომხედე-ნიკაპზე მოკიდა ხელი და მისკენ მიაბრუნა მისი სახე- გთხოვ ნუ ტირი და ნუ მანანებინებ სიმართლე რომ გითხარი-ცრემლები მოუწმინდა
-არა, კარგია რომ გავიგე, როდემდე მაცხოვრებდით სიცრუეში?
-მართალი ხარ-მათემ ამოიოხრა და თვალი სივრცეს გაუშტერა. ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოწვა. მია ჯაბა და ანუკაზე ფიქრობდა, მათე კი მიაზე თუ როგორ ატკინა გული მისი სიმართლით და ფიქრობდა როგორ დაერწმუნებინა მის სიყვარულში დაუეჭვებლად.
-უკვე ძალიან გვიანია და წავალ მე-სიჩუმე მიამ დაარღვია
-მეგონა დღეს დარჩებოდი, ასე გვიან რომ მიხვალ არ გეჩხუბება ჯაბა?
-საერთოდ არ მაინტერესებს რას მეტყვის- გაბრაზებულმა ამოილაპარაკა
-დარწმუნებული ხარ რომ ახლა სახლში გინდა წასვლა? ჩემთან დარჩენა თუ არ გინდა,იქნებ ნიტასთან წასულიყავი?-შესთავაზა მათემ,რადგან არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში სახლში გაეშვა და მათთან ჩხუბი მოსვლოდა
-არა,მირჩევნია სახლში წავიდე-თავისას არ იშლიდა
-კარგი,მაშინ დამელოდე და გაგიყვან- წამოდგა ფეხზე ამოსაცმელად. მერე გასაღები აიღო და მიას გვერდით დაუდგა,რომელიც უკვე წამომდაგარიყო ჩანთით ხელში და მათეს ელოდებოდა.
უხმოდ იმგზავრეს მიას სახლამდე.მათემაც არ შეაწუხა საუბრით,რადგან ხვდებოდა,რომ მიას ახლა მხოლოდ ფიქრი სჭრიდებოდა და ხელს არ უშლიდა.
-მომწერე ხო?-გადასვლისას უთხრა მათემ მიას. მიამ უბრალოდ თავი დაუქნია. დაემშვიდობა და მანქანიდან გადავიდა.მათე ელოდებოდა სანამ მია სადარბაზოში შევიდოდა, მერე გამწარებულმა მუშტი დაარტყა საჭეს და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

იმედია,მოგწონთ <3



№1  offline წევრი LI_BE

ჯაბა არის ნაგავი კაცი. მესმის, რომ მასაც შეუყვარდა, ასეთი ხშირად ხდება, მაგრამ ღირსება არ უნდა დაკარგო და ღირსეულად აღიარო შენი შეცდომა. ნამდვილად შეცდომაა მეგობრის საყვარელ ქალს სხვანაიად შეხედო, იმით ისარგელო, რომ ამ გოგოს არ ააქვს რაიმე გრძნობა. მაინც არასწორია. ხოდა, ახლა რას იბღვირება. არ მიკვირს რომ ეშინია, ეს სამაგიერო არ იყოს. ამის საფუძველი ნამდვილად აქვს.

მათე კაი ბიჭია, მომწონს ნამეტნავად heart_eyes heart_eyes და იმედი მაქვს, მია არ გაჭედავს და ბოლომდე მაგრად დადგება.

 


№2 სტუმარი 123

ოოო დაიძაბა სიტყვაცია...

 


№3  offline წევრი მმარიამმი

ძალიან კარგია ❤️

 


დაძაბულობაა, ველი შემდეგ თავს

 


№5 სტუმარი სტუმარი კირა

მოულოდნელად ველოდები გამოცდებს.რატომ მგონია რომ მათე გულწრფელი არ არის არვიცი ვნახოთ რა იქნება

 


№6  offline წევრი alienbaby

ისეთი გრძნობა მაქ რომ მათე ატყუებს, რადგან სიყვარულს მტკიცება არ სჭირდება ანუ სხვას რო დააჯერო რო გიყვარს, არ ვიცი მოკლედ რაა, აუ და ძაან მინდა ჯაბას ვერსია წავიკითხო ამის ამბავზე❤️❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი ვიპნი

ჯაბას თავის მართლება მაინტერესებს ძალიან.
შენ კი ოქრო გოგო ხარ❣️

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ჯაბაზე რაც გავიგე თავიდან მეც გავბრაზდი, მაგრამ მერე მივხვდი რაღაც ვერ იყო რიგზე :)).
მათეს რეაქცია გასაგებია, მაგრამ არც კი ცდილობს სხვა მხრიდან შეხედოს ამ ამბავს. იქნებ უნდოდა ჯაბას თქმა ანუკიზე და მათემ დაასწრო, მერე კი მოერიდა ან რა ვიცი. როგორია უთხრა ძმაკაცს, შენ რომ ყვარობ ის მე მყვარობსო. იმედია დაწყნარდებიან და გაარკვევენ ყველაფერს დროულად.

 


№9 სტუმარი სტუმარი ელენე

ჯაბას საქციელი მეტისმეტად ცუდად მომეჩვენა, ჯერ ერთი ქალის სიყვარული აუკრძალა მათეს და ახლა მეორესაც უკრძალავს? მითუმეტეს მათეს არანაირი დანაშაული არ აქვს ჯაბას წინაშე.

 


№10 სტუმარი Bunnnn

Cota gaadide tavebi da xshurad Dade❤️❤️ dzaaan sayvareli istoriaaaa❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent