შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მია (4 თავი)


6-04-2020, 22:27
ავტორი nia_93
ნანახია 1 312

მათემ შვება იგრძნო. მიხვდა,რომ მიამ უკვე აპატია და ახლა ურთიერთობა ხელახლა უნდა ეცადათ. ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის,რომ მია არ ეწყენინებინა და მისთვის გული არ ეტკინა.
მიაც ბედნიერი დაბრუნდა სახლში.მათეს უეცარ ცვლილებას არ ელოდა. ეგონა ყველაფერი დამთავრდა,მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. მართალია,მია მათეზე გაბრაზებული იყო,მაგრამ არ შეეძლო მისთვის კიდევ ერთი შანსი არ მიეცა,რომელსაც სთხოვდა.
მთელი ღამე მიმოწერაში გაატარეს.
ორივეს მშვიდად დაეძინათ.
მათმა შეხვედრებმა თითქმის ყოველდღიური სახე მიიღო. უნდოდათ ტყუილად დაკარგული დღეები აენაზღაურებინათ.

მათესთან სახლში იყვნენ და მია სალათს ამზადებდა.
ისეთი ოჯახური გარემო იყო, მათეს მოუნდა მია სულ თავისთან დაეტოვებინა
-რომ იცოდე როგორ უხდები ჩემს სამზარეულოს და ზოგადად ამ სახლს-უკნიდამ ჩაეხუტა და ყელში აკოცა. მიას გააჟრჟოლა
-საყვარელი ბინა გაქვს, მომწონს-შეუქო საცხოვრებელი
-ნუ,მარტოხელა კაცისთვის ნორმალურია-უთხრა და დაჭრილი კიტრი მოპარა
-რატომ გადაწყვიტე ცალკე წამოსვლა?-ჰკითხა და კიტრი მოაყარა დანარჩენ ინგრედიენტებს
-სიმშვიდე მინდოდა,ჩემთან კი ძალიან ბევრნი არიან-გაუღიმა
-საერთოდ არ ეტყობა ბინას,რომ მარტო კაცი ცხოვრობს, მშვენივრად უვლი,როგორც ჩანს-მაიონეზი მოასხა და მოურია
-სისუფთავე ჩემი სტიქიაა-გაეცინა
-შენით ალაგებ?-გაოცდა მია
-არა, ქალები მილაგებენ ხოლმე,აქ რომ მოდიან-თვალები აატრიალა და გაუცინა
-მეც მაგ ქალებში შევდივარ?-წარბაწეულმა ჰკითხა მიამ.
-მაგას როგორ გაკადრებ, შენ ერთადერთი ხარ!
-და არაერთადერთები ამ სახლში მოგყავდა ხოლმე?-ინტერესით ჰკითხა და გული ძალიან სწრაფად უცემდა პასუხის მოლოდინში.მათე მიხვდა რაც აწუხებდა,ღიმილით წამოდგა და მიას მიუახლოვდა
-შენ პირველი ხარ,ვინც ამ სახლში ამოვიყვანე,შეგიძლია იამაყო-ხელით ლოყაზე მიეფერა და იქვე აკოცა-და იმედია მომავალშიც მხოლოდ შენ გიხილავ ამ სახლში ამოსულს-მერე მეორე ლოყაზე აკოცა და ბოლოს ტუჩებს მიადგა
-ერთადერთი ხარ,ვისაც მინდა ამ სახლში ვხედავდე-ხმადაბლა დაიჩურჩულა და მის ტუჩებს წაეტანა. მია მეცხრე ცაზე იყო ბედნიერებისგან.

სალათი გემრიელად მიირთვეს. მიას მზარეულობა კარგად გამოსდიოდა და მათემაც შეუქო ნახელავი.
-უკვე გვიანია და ჩემი წასვლის დროა- კი არ უნდოდა წასვლა,მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა
-როგორ არ მიყვარს ეს მომენტი-დაიჯღანა მათე
-სახლი მიხმობს-გაეცინა მიას-კიდევ რომ დავაგვიანო ჯაბა დაკითხვას მომიწყობს და არ მინდა მისი მოტყუება-ჯაბას ხსენებაზე მათეს სახე შეეცვალა, ეცადა მიას არ შეემჩნია,მაგრამ მაინც შეამჩნია
-მაპატიე,ჯაბა არ უნდა მეხსენებინა-შეწუხდა
-არა,მია. ის შენი ძმაა და მას ხშირად ვახსენებთ ალბათ,გაკვრით მაინც,ამაზე არ ინერვიულო
-ისევ არ აპირებ მითხრა რა მოხდა თქვენს შორის ხომ?-კიდევ ჰკითხა მიამ,იმ იმედით,რომ იქნებ ერთხელ მაინც წამოსცდეს რამეო
-სიმართლის ცოდნა გულს გატკენს და ჯობს არ იცოდე-სევდიანმა ჩაილაპარაკა მათემ
-და თუ მწარე სიმართლე მირჩევნია ტკბილ ტყუილს მათე?-მაინც არ დანებდა
-მე კიდევ ის მირჩევნია,როგორც ახლა ვართ-მასთან მივიდა და ჩაეხუტა-გთხოვ,არ გვინდა რა ამაზე საუბარი,კარგი?-ნიკაპზე მოკიდა ხელი და თვალებში ჩააჩერდა. მიას თვალები აუწყლიანდა და უბრალოდ თავი დაუქნია
-მარტო ის მითხარი,ამან შეიძლება ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა იქონიოს?-შეშინებულმა ჰკითხა
-გარკვეულწილად შესაძლოა- ვერ მოიტყუა. მიას სუნთქვა შეეკრა
-მაშინ არ მინდა,არ მითხრა, მირჩევნია ასე ვიყოთ-ჩაეხუტა და ხელები მაგრად მოჰხვია
-მია,ხომ არ მიმატოვებ?
-შენ?
-არასდროს!
-მაშინ მეც სულ შენთან ვიქნები-დარწმუნებულმა უთხრა და ახლა თვითონ აკოცა მათეს
-ასე თუ გააგრძელებ,გადავიფიქრებ შენს სახლში წაყვანას-გაუღიმა და ცხვირზე აკოცა.მერე სახლიდან გავიდნენ და მათემ მია მიიყვანა
-ბოლომდე არ მიხვიდე მაინც სადარბაზოსთან ხომ?-გააფრთხილა მიამ
-როდემდე უნდა დავიმალოთ?
-მე არ მინდა სადმე ჯაბას შეხვდე და რამე უთანხმოება მოგივიდეთ,თორემ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს-მხრები აიჩეჩა
-მაშინ მეც არ მაქვს პრობლემა-უთხრა და სადარბაზომდე მიიყვანა
-აბა დროებით-დაემშვიდობა
-დროებით-გაუღიმა მათემ და მკრთალად აკოცა ტუჩებში.

მია გაღიმებული გადავიდა და და სახლში კარგ ხასიათზე დაბრუნდა.
ისევ ყველა სახლში იყო. ჯაბამ მიას დანახვისას შუბლი შეჭმუხნა

-სად იყავი მია?-ინტერესით ჩაეკითხა და ტელეფონი დაბლოკა
-მე და ნიტა ვიყავით მაკდონალდსში-ძალიან ჩვეულებრივად უპასუხა
-ამ ბოლო დროს ხშირად დადიხართ ერთად,ხომ?
-ხო-გაუღიმა-მარიამს სძინავს?
-ახლა დავაძინე-იმ წუთას შემოსულმა ანუკამ გასცა პასუხი და გაუღიმა ჯაბას გვერდით დაჯდა-ძალა გამომაცალა-დაიწუწუნა თავი მხარზე მიადო
-ძალიან გაწვალებს ხოლმე?-ღიმილით ჰკითხა მიამ და მარიამის გახსენებისას გული გაუთბა,გიჟდებოდა მასზე
-ძალიან ცელქი და მოუსვენარია
-ჩასაყლაპი...-სიტყვებით მიეფერა ძმისშვილს
-რას შვები შენ? ამთავრებ ნაშრომს?-მოიკითხა ანუკამ მიას სამაგისტრო ნაშრომი
-კი, სულ ცოტა დამრჩა და ამოვიუნთქებ
-ნამდვილად, თან გრაფიკიც ნორმალური გექნება უნივერსიტეტს რომ მორჩები-გაამხნევა
-იმედია მალე მოვა ეს დრო-ამოიოხრა-წავალ,გადავივლებ და დავიძინებ,თორემ ძალიან დავიღალე-ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა
-რაღაც ხშირად აგვიანებს ამ ბოლო დაროს-დაეჭვებულმა ხმამაღლა გაიფიქრა ჯაბამ
-რა მოხდა მერე,პატარა ხომ არ არის-დაიცვა ანუკამ
-არ მინდა რამე შარს გადაეკიდოს
-ჯაბა,არ შეიძლება ასე კონტროლი-უსაყვედურა ქმარს
-იმ ახვრის მერე მეშინია, ისევ არ დააპიროს რამე, თანაც მისი და მათეს ნაცნობობაც არ მომწონს-რეალური მიზეზიც გაამხილა,რაც აწუხებდა
-რას გადაეკიდე მათ ნაცნობობას?-გაბრაზდა ანუკა-რა დაშავდება თუ ერთმაენთს გაიცნობენ ვერ ვხვდები?
-რას ვერ ხვდები?-თვალების ბრიალით მიუბრუნდა-არ მინდა ჩემს დას აწყენინოს,თორემ მერე ვერ გადამირჩება
-შენც იცი,რომ ამას არ იზამს...
-მე არაფერი არ ვიცი!
-კარგი,დაწყნარდი რა-მკლავზე მიეფერა-სულ ნუ იბღვირები, მომენატრე და ჩვენც დავისვენოთ, ა?-ეშმაკურად გაუღიმა და კისერში აკოცა.
-ანუკა...
-წამო-ჩურჩულით უთხრა და ჯაბაც მალევე დანებდა,რადგან თვითონაც საოცრად უნდოდა ახლა ცოლის გვერდზე.

მია და მათე ისე კარგად იყვნენ ერთად, მიას ეშინოდა ეს ბედნიერება უცებ არ გამქრალიყო. მასთან თავს ყველაზე ახლოს გრძნობდა და რაც უფრო დრო გადიოდა,უფრო ეჯაჭვებოდა მას. იმავე მდგომარეობაში იყო მათეც. ვერ წარმოედგინა ცხოვრება მის გარეშე და რა სულელი იყო თავიდან ხელი რომ კრა,მხოლოდ იმის გამო,რომ ჯაბას და იყო. თავის თავზე ეშლებოდა ნერვები.
მეორე მხრივ,მიაზეც ნერვიულობდა, არ იცოდა ჯაბას რა რეაქცია ექნებოდა ამ ამბავს რომ გაიგებდა და არ უნდოდა მია დატანჯულიყო და ორ კაცს შორის გახლეჩილიყო.
დღეები დღეებს მისდევდა და მათი ურთიერთობაც 4 თვეს ითვლიდა.
მია მათესთან იყო სახლში.
ბოლო დროს ეს ბინა მათი შეხვედრების ადგილი იყო და ძალიან მყუდროდ გრძნობდნენ აქ თავს. მიას ძალიან უყვარდა მათეს სახლი,თითქოს მშვიდდებოდა და რეალობას სწყდებოდა.
ფილმს უყურებდნენ,რომელიც ცუდად დამთავრდა და მია ტიროდა.
ძალიან ემოციური იყო და ჩვეულებრივი ფილმის დროსაც კი შეეძლო უბრალოდ ეტირა.მათეს გაეღიმა

-პატარა ბავშვივით ხარ-ღიმილით ამოუშრო ცრემლები
-ასეთ დასასრულს არ ველოდი-ნამტირალევი ხმით თქვა და თვითონაც მოიწმინდა ცრემლები
-ვგიჟდები ასეთი მგრძნობიარე რომ ხარ და ასეთი განსაკუთრებულად მიყვარხარ-თბილად უთხრა და ტუჩებზე ნაზად აკოცა
-მეც ძალიან მიყვარხარ-ცრემლები ბოლომდე შეეშრო და გაუღიმა. ლოყაზე მიეფერა და მერე თვითონაც აკოცა. მათემ თავი ვერ შეიკავა და უფრო ვნებიანად წაეტანა ტუჩებზე.ტუჩებიდან ლოყაზე კოცნიდა,მერე ცხვირზე,მერე ყელზე,მერე ისევ ტუჩებს უბრუნდებოდა. არც ერთს არ სურდა გაჩერება,რადგან ვნება იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მათ წარმოედგინათ. ისე არმოჩდნენ მათეს საძინებელში,ვერც კი გაიაზრეს. პერანგის რამდენიმე ღილი რომ შეუხსნა მათემ,მერე თითქოს გაიაზრა რაც ხდებოდა და მიას ვნებისგან ანთებულ თვალებში ჩააჩერდა
-მია..-ძლივს ამოიღო ხმა-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?-ძლივს მოუყარა ვნებააშლილმა სიტყვებს თავი.
-ახლა მხოლოდ შენთან მინდა, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, მათე-ვნებისგან ხმა დახშვოდა-მერე მეტი არაფრის თქმა არ აცალა თვითონ წაეტანა ტუჩებზე.
ვნების მორევში გადაეშვნენ და ის ღამე ყველაზე ლამაზი იყო,იმ ღამეებს შორის,რაც მათ ცხოვრებაში ყოფილა.
მიას თავი მათეს მკერდზე ედო და ჩაფიქრებულიყო.

-მია...
-ჰო-ძლივს გაიგო მიას ხმა,ცოტათი რცხვენოდა,არ იცოდა როგორ მოქცეულიყო და გატრუნული იწვა
-თავს როგორ გრძნობ?
-კარგად-გაეღიმა
-რამე ხომ არ გატკინე?-მართლა განიცდიდა მათე, არ იცოდა როგორ იყო და რას ფიქრობდა. ეს ხომ მისთვის პირველი იყო და ასეთი მნიშვნელოვანი
-მათე,კარგად ვარ-ისე უთხრა მისი მკერდიდან თავი არ აუწევია
-არ შემომხედავ?-ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი მისკენ მიაბრუნებინა. მიამ გაუღიმა
-ჩემი გრცხვენია?-გაეცინა
-ოო,მათე-ხელი ტუჩებზე მიკრა და თავი ისევ მკერდზე დაადო-ჩემთვის ეს უჩვეულოა და ცოტა გავიაზრო ჯერ-უთხრა და მკერდზე აკოცა
-ხომ არ ნანობ?-ცოტათი შეშინებულმა ჰკითხა
-არა მათე, არაფერს ვნანობ,პირიქით, მიხარია რომ ყველანაირად შენი მქვია-ამის გააზრებისას გაეღიმა და მერე ისევ ახედა მას-მიყვარხარ და შენთან დაკავშირებულ არაფერს ვნანობ-მათე ბედნიერებისგან გაიბერა. ამ გოგოზე უბრალოდ გიჟდებოდა
-ყველაზე ძალიან მიყვარხარ მია!-უთხრა და ლოყაზე მიეფერა
-ჩემი ბიჭი-ბედნიერად ამოილაპარაკა მიამ და თავი მის ყელში ჩარგო.
იმ საღამოს მათესთან დარჩა.
ჯაბას დაურეკა და უთხრა დღეს ნიტასთან ვრჩებიო. ჯაბას ეჭვიც არ შეპარვია,რომ მისი და ატყუებდა. მიამ ნიტასაც გადაურეკა ყოველი შემთხვევისთვის. რომ რამე,დღეს შენთან ვარო. ნიტა აღარ ჩაეძია, მიხვდა სადაც იყო.
-ახლა უფრო მიძნელდება შენი აქედან გაშვება-საუზმობისას უთხრა მათემ
-ხო,მაგრამ უნდა დავუბრუნდეთ რეალობას-ღიმილით უთხრა მიამ და სენდვიჩი ჩაკბიჩა
-იცი? ძალიან ბედნიერი ვარ რომ შენთვის პირველი მე ვიყავი-ისევ მიუბრუნდა მათე ღამის თემას და მიას აწითლებაც გამოიწვია
-მათე...
-არა,ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა,პირველი რომც არ ვყოფილიყავი,მაგრამ ამ ფაქტმა მაინც ისე გამაბედნიერა,შენ წარმოდგენაც არ გაქვს, სულ მთლიანად ჩემი ხარ და შენთვის ერთადერთი ვარ. ხედავ, ძალიან ეგოისტი გამოვდექი-მიას გაეღიმა
-შენ ყველაფერში პირველი ხარ ჩემთვის მათე-გულწრფელად უთხრა-არასდროს არავინ მყვარებია შენს გარდა
-და არც არასდროს გეყვარება-გაუღიმა და მასთან გადაჯდა-შენ ჩემი ცხოვრება გააფერადე და მას აზრი შესძინე-მია ძალიან გააბედნიერა მისმა სიტყვებმა
-მინდა,რომ ეს სულ გახსოვდეს-სახეზე მიეფერა და აბრჭყვრიალებული თვალებით შეხედა.
-აუცილებლად-უთხრა და ძალიან ტკბილად აკოცა.

ძალიან უძნელდებოდათ განშორება,მაგრამ დრო იყო სახლში დაბრუნებულიყო.
მათემ მიიყვანა როგორც ყოველთვის.
ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ. გადმოსვლისას აკოცეს ერთმანეთს და ის იყო მია უნდა გადმოსულიყო, მათი მანქანის პირდაპირ გაშეშებულ,თვალებგაფართოებულ ჯაბას რომ მოკრეს თვალი.
მიამ იგრძნო,რომ ეს ამბავი მშვიდად არ ჩაივლიდა.

ცოტა დაიძაბა სიტუაცია :დ <3
მადლობა რომ კითხულობთ <3



№1 სტუმარი 123

აუ ინტრიგა ინტრიგა ინტრიგააააააააა მალე დადე ახალი თავი თორემ ვერ გადამირჩებიიიიიი

 


№2  offline წევრი გრაფინია

ერთი ის მიხარებს გულს, რომ უშუალოდ მათე არაფერში რომ არაა დამნაშავე.
რაც მალე გამჟღავნდება ამ წყვილის ურთიერთობა, მით მალე გადაიტანენ ყველაფერს :D
Go, მათე!

 


№3  offline წევრი ვიპნი

იმედია ყველაფერი მალე გაირკვევა

 


№4 სტუმარი Bunnnn

მალე დადე ახალი თავი რა❤️

 


№5  offline წევრი LI_BE

ხოოო, დაიძაბა სიტუაცია კიი.

ამ სიტუაციაში, ჯაბა ყველაზე მართალი გამოდის. ატყუებენ (ნუ უფრო, უმალავენ) და ეს ძალიან ცუდია. ამიტომ, მისი გაბრაზება ნამდვილად არ იქნება გასაკვირი. რაც არ უნდა ჩასვრილი ჰქონდეს, ამ საქმეში, ახლა ნამდვილად აქვს პასუხის მოთხოვნის უფლება. მათემ რომ არაფრად ჩააგდო და არ დაელაპარაკა ამ საქმეზე, ეს არ მიკვირს და ალბათ ამის რეალური, მყარი მიზეზი აქვს და რაიმე ვალდებულებას არ გრძნობს ჯაბას წინაშე. მაგრამ, მიას მოუწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent