შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავი გრძნობები (სრულად)


13-04-2020, 03:12
ავტორი Mæra
ნანახია 35 430


-სინამდვილეში რა გინდა მანიკა?
-შენ, სექსი და სიგარეტი.

***


 რეალურად ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ სკოლაში რომ სწავლობდა და ფრიადოსანი ერქვა. შემდეგ, სკოლაც დაამთავრა და უნივერსიტეტშიც წარმატებით ჩააბარა. ძალიან უნდოდა შემდგარი ქალი ყოფილიყო მომავალში, ამიტომ ძალას არ იშურებდა მიზნის მისაღწევად, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი იცვლება.

 მანიკა და სალომე ბავშვობის მეგობრები იყვნენ, იმის მიუხედავად რომ სულ ჩხუბში ატარებდნენ დღესა და ღამეს, ერთმანეთს მაინც ვერაფერი აშორებდათ. ალბათ იმ ნაწილაკებივით იყვნენ საწინააღმდეგო მხარეებით რომ იზიდავდნენ ერთმანეთს. მანიკა კარგად სწავლის მიუხედავად ბობოქარი იყო, სალომე მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული. მანიკას ყოველთვის უყვარდა წესების დარღვევა, სალომე კი აკურატულად იცავდა ყველა წესს. თუმცა მაინც შესაშური მეგობრობა ჰქონდათ. ყველაზე კარგად მაშინ გამოჩნდა მათი ეს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი, როცა მანიკამ ერთდროულად ტყუპი და-ძმა და მშობლები დაკარგა ავტოავარიის დროს და სრულიად მარტო დარჩა სამყაროში, სრულიად მარტო, სალომეს და მეგობრების ამარა. მაშინ ჯერ მხოლოდ მე-2 კურსზე იყო და 20 წლის გოგონას ვერც წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა სრულიად მარტოს ამ ტანჯვისთვის შექმნილ სამყაროში. თუმცა სალომე ისე ამოუდგა მხარში და ისე დაეხმარა ყველაფრის გადაგორებაში, ვერასდროს გადაიხდიდა მის ვალს. მაშინ როცა საყვარელი ადამიანების დაკარგვისგან გამოწვეულ დეპრესიასთან ბრძოლის თავიც არ ქონდა, საწოლიდან არ დგებოდა, არ ჭამდა არ სვავდა და თითქმის არც სუნთავდა, სალომე ყოველ ღამე მის საწოლზე ათენებდა და აღამებდა, რათა მისთვის 1 ყლუპი წყალი დაელევინებინა და 1 ლუკმა შეეჭმია. დაუძლურებულ მეგობარს ისე უვლიდა, როგორც დედა უვლის სიცხიან ახალშობილს. ამიტომ, მანიკა თვლიდა რომ სალომესთან ვალში იყო, ვალში, რომლის გადახდას საუკუნეები დასჭირდებოდა და როცა უკვე ფეხზე დადგა , ყველანაირად ცდილობდა მეგობრისთვის გული არ ეტკინა და ყოველთვის მხარში დგომოდა.
 მომავალში ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერს, მშობლებისგან პატარა ანგარიში ბანკში და რამდენიმე სახლი დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, არ უფიქრია მუშაობის დაწყებაზე. სახლები გააქირავა, ხოლო ანგარიშს ხელი არ ახლო და ასე განაგრძო თავისთვის ცხოვრება. მშობლიურ სახლში ვერ დარჩა, რადგან აქ ყველაფერი ოჯახს ახსენებდა, ოჯახს, რომელიც ძალიან უყვარდა და ეიმედებოდა, პატარა და-ძმის ცისფერი თვალები, რომლებიც ყოველთვის უღრუბლო ცას ახსენებდნენ, დედის და მამის საოცარი სიყვარულით სავსე გამოხედვა და დედის სუნი, რომელიც ჯერ კიდე ვერ გამქრალიყო გოგონას ყნოსვის რეცეპტორებისდან. ძალიან გაუჭირდა ბინის მიტოვება და მითუმეტეს სხვა ოჯახზე გაქირავება, თუმცა დარჩენა უფრო გაუჭირდებოდა, ამიტომ სევდიანად მოავლო თვალი სახლს და სალომეს დახმარებით ბარგი უფრო მომცრო ზომის ბინაში გადაიტანა, რამდენიმე კვარტალის მახლობლად, ბინაში, რომელიც მშობლებმა უყიდეს მე -18 დაბადებისდღეზე. ამ სახლში მოგონებები არ გააჩნდა, გარდა იმ ერთისა, როგორ გადაუფორმეს დედამ და მამას სახლი უბედნიერეს გოგონას და როგორ დაპირდნენ, უინვერსიტეტსის დამთავრების შემდეგ სრულ თავისუფლებას მიანიჭებდნენ მას. მაშინ ძალიან გაუხარდა მანიკას, წარმოიდგინა, როგორ იცხოვრებდა მარტო და ბოლოს და ბოლოს გააკეთებდა იმას რასაც სახლში ვერასდროს თავიფულად ვერ აკეთებდა, თუმცა ბოლო დროს ხვდებოდა, რამდენად სულელი იყო, ძალიან უნდოდა ძველი დრო დაებრუნებინა და მშობლებისთვის ეთქვა, რომ არ სურდა მარტო ცხოვრება, რომ მთელი ცხოვრება უნდოდა მათი სახეებისთვის ეყურებინა, მაგრამ ახლა ძალიან გვიანი იყო.
 ბინა ძალიან თბილი და კომფორტული აღმოჩნდა, ბოლომდე მოწყობილი და აღჭურვილი. მანიკას მარტო ძირითადი დეკორების გადმოტანა მოუხდა ძველი სახლიდან. მისაღებში თაროზე ლამაზად განათავსა ოჯახური პორტრეტი , სადაც ყველანი იყვნენ, ტყუპები, ის, დედა და მამა. მამას მხრებზე ანცად შემოსკუპებულიყო ნატალი, ნიკო იბღვირებოდა და უფროსი დაიკოს ფეხს იყო ჩაბღაუჭებული, დედიკოს კი მეუღლეზე ცალი ხელი გადაეხვია, მეორე კი მანიკას ხელისთვის ჩაებღუჯა. ეს სურათი ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე იყო გადაღებული და მანიკასთვის მთელი სიცოცხლეს ატარებდა.

 სანამ სალომე ახლად ნაყიდ საკვებს ალაგებდა მაცივარში, მანიკა სამზარეულოს კარადაზე შემოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
- პატარა, დღეს ხომ დარჩები? - თხოვნით მიპყრო თვალები დაქალს.
- თუ მთელი ღამე სიგარეტის სუნად არ ამაყროლებ, ვიფიქრებ მაგ შემოთავაზებაზე, - მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა,- მთელი ზაფხული აქ უნდა გავატაროთ ამ სიცხეში?
- რატო? წასასვლელი ცოტა გვაქვს? თუ გინდა მარტო დავეშვათ შეკვეთილში, ან ბავშვებს ვუთხრათ და ბორჯომში წავიდეთ ჩემთან. რამდენი ხანია ერთად არსად დაგვისვენია.
- ლუკას ეგ არ გააგებინო, თორე ამწამსვე ბარგით მოგადგება, ხო იცი როგორ უყვარს ბორჯომი,- გაეცინა სალომეს და ჩაიდანი გაზზე შემოდგა.
- დავურეკოთ, ამოვიდნენ ახალი ბინა დავასველოთ,- ნიჟარაში ჩააქრო სიგარეტი და საფერფლეში მოისროლა. ალბათ ისინიც მორჩებოდნენ გამოცდებს.
- ისე ენატრები ყველას გამოცდას გააცდენენ და შენს სანახავად მაინც ყველა მოვა.
-თქვენ რომ არ მყავდეთ, განსაკუთრებით შენ, რა მეშველებოდა, ყველამ დაიკიდეთ თქვენი საქმეები და ჩემთვის გადადეთ თავი.
- მანო, ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს შენ სხვას გააკეთებდი ჩვენთვის.
- ლუკას მივწერე და სხვებსაც ვეტყვი და ამოვალთო. იმედია რომა ამოვა და საჭმელს ის გააკეთებს,- ჩაიცინა გოგონამ და სალომეს გახედა, რომელიც უკანასკნელი სახელის გაგონებაზე ოდნავ დაიბნა და წამოწითლდა.
-რატომ, კარგად რომ დაგვწამლოს? -წარბები მაღლა აწია და ჩაიდანი გაზიდან გადადგა.
-სხვათაშორის , შენ ის გოგო ხარ, რომასთან სურვილი რომ გაქვს წაგებული, შენი დამწვარი საჭმელის გამო.
- ნუ მახსენებ, ბიჭს ვეპრანჭებოდი, ჭკუაზე არ ვიყავი, საჭმლის კეთებით მაინც მოვაწონებ თავს-მეთქი და საერთოდ არ ჩავფლავდი?- გაეცინა სალომეს.
-კიდეკაი აღიარებ, მაგრამ დიდად არ გჭირდება თავის მოწონება, ხომ იცი რომ ისედაც მზე და მთვარე ამოდის იმ ბიჭს შენზე.
-ხო როგორ არა, ერთი მაგას ამოდის ჩემზე მზე და მთვარე და მეორე ...
-რა მეორე სალომე, ბიჭმა სიყვარული აგიხსნა.
-ხო, მას მერე რაც ლამის ძალით სცადა ჩემი ლოგინში ჩათრევა.
-რას ამბობ, მთვრალი რომ ყოფილიყავი კი არ გადაუშლიდი ფეხებს.
-მაგრამ არ ვიყავი და ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ეს არ მოხდა. არ მინდა რომას ნაირმა მექალთანა კაზანოვებმა კარგად გამომიყენონ და მერე მიმატოვონ.

საუბარი კარებზე ზარის ხმამ გააწყვეტინათ. მანიკა სასწრაფოდ გავარდა მისაღებში და კერები გააღო.
-ალელუია,- ეგრევე გადაეხვია ლუკა ცალი ხელით და მეორეში არსებული პარკი შესასვლელში არსებულ კამოდზე დადო,- ღმერთებო, შენ რა იღიმი? მიდი ერთი დატრიალდი, მინდა უკეთ შეგათვალიერო, როგორ გამოიყურება ჩემი თითქმის 20 კილო დაკლებული დაქალი.
-კარგი რა ლუკა, - ბიჭი სახლში ნორმალურად შემოატარა.
-მანიკა, ჭამა დაიწყე, სად წავიდა შენი დიდი უკანალი, ყველა წერტილიდან რომ ჩანდა და ყურადღებას იქცევდა.
-გცემ იცოდე, - ყურებამდე გაეკრიჭა,- შენ ის ბიჭი არ იყავი, რომ მეუბნებოდა გოგო რა ლამაზი ხარ, ცოტა დაიკელი რომ მარტოსულმა კატების გარემოცვაში არ დალიო სულიო?
-ხო მარა, ახლა, არც ის მითქვამს ადექი და ისეთი სექსუალური გახდი ყველა ბიჭმა ყბა რომ დააღოს შენი დანახვისასთქო. არ მაქვს ახლა შენს გამო ბიჭებისთვის თავყბის დატეხვის თავი. ისე რას იტყვი, ხელი რომ გთხოვო ცოლად არ გამომყვები?- წარბები აათამაშა.
-შენი შავი თვალების ჭირიმე, პატივს მცემ და ცოლობს იმიტომ მთხოვ, თორე ისე ალბათ ლოგინში გინდივარ მარტო, - უკანალზე ხელი მიცხო სანამ დაჯდებოდა.
-გოგო, ისე ნუ მირტყავ, გეგონება მე შენი ნაშა ვიყო, შენ კიდე მელოტი, ღიპიანი ბიძია,- ქალივით შეიცხადა ლუკამ.
-რა გეშველება ლუკა, მგონია მე და შენ ბოლოს მართლა მოგვიწევს კატების ერთად გაზრდა.
-რომ დაბერდები დამახინჯდები, მე კიდე რაც უფრო ასაკი მომემატება, ნორჩი სხეულები მით უფრო მიმიზიდავს, ასე რომ ისევ შენ გახდი ზოოფილი, მე შევეცდები მრავალფეროვან ქალებს არასდროს მოვწყდე. სალიო, შენ დაქალს ხშირად არ უსმინო, თორემ ლესბოსელს გაგხდის, კატებს გაგაზრდებინებს და კაცის ალერსი არც შენ გეღირსება ოდესმე.
-ჩემი თავხედი ბიჭი,- წვერიან ლოყაზე ხელი მოუთათუნა სალომემ, - შენ ისეთი გზა გიჩანს, კაცის ალერსს ყველა შენი დაქალის მაგივრად შენ მიიღებ.
-სალიო, - ლუკას ყალბი გაოცებისგან თვალები გადმოუარდა,- შენ არ იცოდი ენის შემობრუნება, რომამ გაგწრთვნა?
-რომა ახსენეო და კარზე ზარია, მიდი იქნებ ისაა, გაუღე სალიო,- ენა გამოუყო დაქალს და ლუკას კალთაში ჩაუხტა,- პატარა, თუ არავისთან არაფერი გამომივიდა, გახსოვდეს რომ ჩემი 20 კილო დაკლებული სექსუალური სხეული ნებისმიერ წამს დაგელოდება.
-მოუკრეფავში ნუ გადახვალ შვილო, - კეფაზე მსუბუქად წამოარტყა ხელი, - არც მასეთი სექსუალური ხარ ჩემნაირი ღვთაებრივი მამაკაცი მიიზიდო.
-ლუკა, არ გაგიგია ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო?- დაბარებულივით შემოვიდა სამზარეულოში რომა.
-ზუსტად შენზე ვლაპარაკობდით ცოტა ხნის წინ, სალომემ მომენატრა, სად დაიკარგაო?- არხეინად თქვა ლუკამ და მანიკას ხელები მჭიდროდ შემოხვია.
სალომე წამოწილდა და რომას თვალი აარიდა, რომა კიდე გაკრეჭილი უყურებდა.
-მართლა სალიო?- კითხა და მხარზე ხელი გადახვია,- ნახე, რა ლამაზი წყვილი ვართ, ჩვენი შვილები რაღაც სასწაულები იქნებიან, შენი ცისფერი თვალები და ჩემი შავი თმა,- გაიცინა და დაბნეულ გოგონას ლოყაზე მსუბუქად აკოცა. სალომე გაშეშდა და ნერწყვი ისე გადასცდა ლამის დაიხრჩო.
-ძალიან გთხოვ, ისე ნუ ლაპარაკობ ჩვენ მომავალზე, თითქოს უკვე ბავშებს ველოდებოდე შენგან,- მალევე გამოფხიზლდა სალომე.
-უკვე არა, მარა მალე დაელოდები, ერთხელ როგორ ვერ გამოგათრობ და დაგიპყრობ, - თვალი ჩაუკრა რომამ და ლუკას გამოწვდილ ხელს ხელი ჩაარტყა.
-დაქალს ნუ მიჩაგრავთ ამ უხერხული საუბრებით, სალიოს თუ მოუნდება აქეთ გამოგათრობს და აქეთ დაგიპყრობს, არა სალ?- გახედა მთლიანად გაწითლებულ დაქალს და გაიცინა,- რა იყო გოგო, როგორც მე და ლუკა ვალაგებთ ჩვენი მომავალი თანაცხოვერბის გეგმებს, ისე ალაგებს რომა თქვენსას, მაგრამ თქვენი პრიორიტეტულია, ჩვენი კი, ეგრედ წოდებული, გეგმა ბე.
-იცით რას გეტყვით? - დაიჭყანა სალომე, - მე წავალ კარებს გავაღებ, თქვენ კი თქვენი ახურებული სხეულები ერთმანეთში დაიმშვიდეთ, გამიგია ჯგუფური ასწორებსო.
-მარტო გაგება არ კმარა, თუ გინდა ერთად გამოვცადოთ,- კალიდორში მიაწია სიტყვები რომამ და სამივეს ისეთი სიცილი აუვარდათ სალომეს გამწარებულ გამომეყველებაზე, ლამის დაიხრჩნენ.
-მომატაცებინეთ ეს გოგო, აქამდე არავის გვეცალა ჩემი საქმისთვის,- უცბათ დაასერიზულა რომამ და წყვილს გახედა.
-შენ ხო არ ღადაობ,- გაიცინა მანიკამ, -შანსია ნოლი, ისეა შენზე ნაწყენი, არ ვიცი რისი გაკეთება მოგიწევს რომ რამე სერიოზული დაიწყოთ.
-აუ, რა იყო, ერთხელ ავყევი ცდუნებას, ეგეც მთვარლი ვიყავი და ვერ ვაზროვნებდი და ამას უნდა შეეწიროს ჩემი მომავლის გეგმები?- მოისაწყლა თავი რომამ.
-რა დროს შენი მომავალია, - წარბები ზემოთ აწკიპა ლუკამ, -ჯერ უნივერსიტეტი დაამთავრე და მუშაობა დაიწყე.
-აუ, ნუ ახურებ, ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს ცოლად რომ მოვიყვანო რამე მოაკლდება, პირიქით მოემატება, ხო იცით როგორი საოცარი ვარ ლოგინში,- წარბები აათამაშა.
-არა რომა, არ ვიცი და არც მაინტერესებს, ჩემი მეგობარი და ჩემი დაქალის პოტენციური ქმარი როგორია ლოგინში,- სახე დაჭყანა მანიკამ,- სალომე ხო არ გაგიტაცეს, რა იყო?
-მოვდივართ ხო, იქნებ რისი თქმა მინოდა სოფისთვის?-სოფისთან ერთად შემოფრუტუნდა სალომე.
-სასტავს გაუმარჯოს, როგორ ხარ დაია?- გადაკოცნა მანიკა და ცარიელ სკამზე მოთავსდა,- ჩემი ქრაში სადაა?- თვალი მოავლო ოთახს.
-მალე მოვა თემუკაც, არ იდარდო შენ, - თვალი ჩაიკრა ლუკამ,- მოკლედ რამდენი პოტენციური წყვილი გვყავს სამეგობროში, მე და შენ კი არაფერი გვეშველა, ჩემო მანო.
-შენ კიდე მანოს კერავ ბიჭო?- დაიჭყანა სოფო და სიგარეტი ამოაძრო კოლოფიდან,- სალიო ყავა გამიკეთე , სანამ ამ შავთვალა ბიჭს არ მივლანძღავ.
-ამჯერად რას მერჩის თქვენი უქერავესობა,- მანაც გაუკიდა სიგარეტს და სანთებელა რომას მიაწოდა.
-რას გერჩი კი არა, ლამის მოკვდა ის ჩემი კურსელი, 2 კვირაა წამლებზეა, ლუკამ მიმატოვაო, სხვაში გამცვალაო, კვდება მანოზე ეჭვიანობით, ამ გოგოს მაინც ნუ იყენებ სხვებთან დასაშორებლად,- ბოლოს მაინც ვერ შეიკავა სიცილი და სხვებიც აიყოლია.
-ოხ, ლუკაჩო, ლუკაჩო, თავი ისევ მე-3 კლასში ხო არ გგონია, მე რომ გიგვარებდი გოგოებთან ატეხილ აყალ-მაყალს, გავიზარდეთ უკვე,- ცხვირზე თითი ჩამოკრა მანიკამ.
-არა, უყურეთ ერთი, ისე მექცევა გეგონება მე ვიყო გოგო და ეს ქართველი მუჟიკი ბიჭი,- შეიცხადა ლუკამ, - რა ვქნა ვა, მითხრა დავასერიოზულოდ ურთიერთობა, მინდა ჩემები გაგაცნოო და მეც სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვუთხარი ცოლი მყავს და არაფერი გამოგვივათქო.
-ამჯერად ცოლიც გავხდი ბიჭო?- წამოარტყა თავში ხელი,- ან მასეთ დებილ გოგოებს როგორ შოულობ ან შენ როდემდე უნდა ტანჯო ეს გოგოები. მასეთი შარმიანიც არ ხარ, რანაირად კერავ ყველას?
-გენაცვალე, მე და თემუკას ჩამოგვირიგა ქალები და თვითონ მარტო დატასაობს და ბევრი ხვდება,- კვლავ სალომეს გადაეფსკვნა რომა.
-მოიცა, ახლა არ ამტეხოთ, თემოს ვინმე ყავს?- თვალები გაუფართოვდა სოფოს.
-არა ბიჭოს, შენ დაგელოდებოდი სულ,- ირონიული მზერით შემოვიდა თემო.
-გული გამისკდა, მეთქი მართლა ვინმე გაიჩინა ჩემ გარდათქო- გულზე ხელი მიიდო სოფომ და ახლად შემოსულ ბიჭს ტუჩებში აკოცა.
-ძალიან გთხოვთ სექსუალური გამოხტომები არ გვინდა აქ, - რომას შეხედა სალომემ, - ისედაც, ზოგ-ზოგიერთი ძალიან აღზნებული დადის და დამატება არ სჭირდება.
-ჩემო სალიო,- ლუკას მუხლებიდან წამოდგომა იკადრა მანიკამ და სალომეს მიეხუტა, - ყველაფერი კარგად იქნება, აი რომას უთხარი და ახლავე დაგიცხრობს ათუხთუხებლ ჰორომნებს, - აფერისტულად შეაპარა დაქალს და ზურგს უკან რომას გამოწვდილ ხელზე ხელი დაარტყა .
- აჰამ, ანუ შენც ჩემ წინააღმდეგ ხარ? - იწყინა სალომემ, თავი გაითავისუფლა და ყველას ყავა ჩამოუსხა. ყველამ ერთდროულად დაიწყო სიცილი.
-მოკლედ ბავშვებო, მაინტერესებს ვინ როდისთვის მოიცლით, რომ ერთი-ორი კვირით ბორჯომში ვესტუმროთ ჩემს სახლს, ტრადიციულად,- განაცხადი გააკეთა მანიკამ და ახორხოცებული სამეგობრო დაამშვიდა.
-აუუ, ბორჯომი, ჩემი კაი, როგორ მომენატრა,- განაცხადა ლუკამ და ყავა ნეტარებით მოწრუპა.
-აჰა, ხო გეუბნებოდი, ეგ სახლი მიყიდე ლუკას, ჩვენც დავისვენებთ და ეგეც.
-უიმე, სულ მაგისი იყოს, გადაცხოვრდეს თუ უნდა, ვერავის შეაგდებს ლოგინში და მობეზრდება 1 თვის მერე,- ხელი ჩაიქნია მანიკამ,- ჰა, როდის წავიდეთ?!


საღამო ძალიან თბილი და მხიარული გამოვიდა როგორც ყოველთვის. მანიკა და მისი კომპანია, ყოველთვის ნახავდა ყველა სიტუაციაში გასართობს, სწორედ ამან გადაატანინა მძიმე ტრაგედია გოგონას. თითოეული მათგანი განსხვავებულად და განსაკუთრებულად უყვარდა. ლუკას დაბადებიდან იცნობდა, რამდენიმე თვით უფროსი იყო ლუკაზე, მათი მშობლები სტუდენტობის მეგობრები იყვნენ, თითქმის ერთად გაზარდეს ბავშვები, ერთ ბაღში დაყავდათ, შემდეგ ერთ სკოლაში, ერთად ატარებდნენ უქმეებს, ერთად დადიოდნენ დასასვენებლად. სალომე სკოლაში გაიცნო, ის, სალიო და ლუკა განუყოფელი სამეული იყო 1-ლი კლასიდან. შემდეგ მე-5 სკლასში თითქმის ერთდროულად გადმოვიდნენ თემუკა და რომა და მაშნვე დაუმეგობრდნენ სამეულს. წლების განმავლობაში ეს მეგობრობა უფრო და უფრო მყარდებოდა. ხუთეულს მე-9 კლასში პარალელურ კლასელი სოფო შემოუერთდა, ჯერ როგორც თემუკას შეყვარებული და შემდეგ უკვე ყველასთან დაახლოვდა და დამეგობრდა.
 ლუკას ყოველთვის ყველა გოგო მოწონდა, პატარაობიდანვე ცდილობდა კლასელი გოგოების მოხიბვლას და ყოველ კვირას ახალი შეყვარებული ჰყავდა, რა თქმა უნდა, ბავშვურად, თუმცა ზოგჯერ ლუკაზე შეყვარებულ პატაარა გოგოებს დიდი ჩხუბებიც მოსდიოდათ, აქ კი ყოველთვის მანიკა ერეოდა და გოგოებს უხსნიდა ბიჭის გამო ჩხუბი არ შეიძლებაო.
 სალომე ყოველთვის სწავლაზე იყო კონცენტრირებული, ვერასროს ამჩნევდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს და ისიც ვერ შეამჩნია, როდის შემოიჭრა რომა მის გულსა და გონებაში, თუმცა რასაც გრძნობდა რეალური იყო და ამას უკვე რამოდენიმე წელი თავისთვის მშვიდად განიცდიდა, მხოლოდ მანიკამ და მან იცოდნენ, სანამ მასზე მე-5 კლასიდან შეყვარებულ რომას ყელში არ ამოუვიდა სალიოსთან მეგობრობა და ერთ საღამოს ,,შებმა'' დაუწყო. სალომე ისე გაბრაზდა და ეწყინა კარგა ხანს არ ელაპარაკებოდა, მანამ სანამ ბიჭმა სიყვარული არ აუხსნა. თუმცა სალომე აქაც კონსერვატორი აღმოჩნდა და უთხრა რომ მათ შორის მეგობრობის გარდა არაფერი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომ ამასაც ნუ დაანგრევდა. თუმცა ამ უხერხულობის მერე, მათი ურთიერთობა არამც თუ გაცივდა, პირიქით, რომა ყოველთვის ახსენებდა მისდამი გრძნობას, სალომეს აწითლებული სახე და დაბნეული მზერა კი უთქმელად მეტყველებდა მის გრძნობებზე, ამიტომ რომა ფიქრობდა რომ თავი ქუთში ჰქონდა და შეეძლო გოგონაზე ნელი ზემოქმედება განეგრძო.
 თემუკას კი სოფიო ძალიან უყვარდა, იმდენად უყვარდა მათმა ურთიერთობამ ყველაფერს გაუძლო, დაშორებებს, ჩხუბებს, უაზრო, ბავშვურ კამათებს და ფიზიკური ურთიერთობის არ ქონასაც. სოფოზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, მისით იღვიძებდა და იძინებდა, შემდეგ აბიტურიენტობისას ყველაფერი დალაგდა, ყველაფერი თავისით დაეწყო, ამდენი ტანჯვისა და აფოფრებული ჰორმონების ვერ დამშვიდების შემდეგ, სოფო საბოლოოს მისი გახდა, თუმცა არაფერს არ ჩქარობდნენ. დიდი გეგმები ჰქონდა წყვილს და ჯერ ერთად ცხოვრებას არ აპირებდნენ.
 თავად მანიკას არასდროს არ ჰყოლია შეყვარებული. ყოველთვის ცუდი ბიჭები იზიდავდა, რაზეც მეგობრები ყოველთვის უწყრებოდნენ. თუმცა რეალურად არც აინტერესებდა არავინ, ისინი არასდროს მოსწონდა ვინც გრძნობაში უტყდებოდნენ, ისინი კი ვინც თავად მოეწონებოდა ზედმეტად მიუწვდომლები იყვნენ მისთვის.



 ივლისის ბოლო კვირაში გადაწყვიტეს ბორჯომში წასვლა, მანამდე თითქმის არავის ეცალა, ყველა საქმეებს აგვარებდა, ამიტომ ერთად ვერ იკრიბებოდნენ, ცალცალკე თუ ნახავდნენ ერთმანეთს, ეგეც ცოტა ხნით და ეგ იყო და ეგ . ბოლოს ლუკამ რომ გამოუარა მანქანით და ბარგის ჩატანაში მიეხმარა, არ სჯეროდა რომ როგორც იქნა ერთად ყოფნა ეღირსებოდათ.
-ჩემი სალიო სადაა?- მანქანას თვალი მოავლო მანიკამ და წინა სავარძელი დაიკავა, - ჯერ მისთვის არ უნდა გაგევლო?
- ნუ ღელავ სანდო ხელშია, რომა წამოიყვანს, თემო და სოფო ერთად წამოვლენ საღამოს. ჩვენ ყველას ჩავასწრებთ.
-ძალიან კარგი, სანამ მოვლენ დალაგებას მოვასწრებთ.
-კარგია განტვირთვა რომ გადაწყვიტე, ნაღდად არ გაწყენდა, - სევდიანი მზერა გაუსწორა ლუკამ მანიკას და ლოყაზე ნაზად აკოცა.
-მადლობა ლუკა, ყველაფრისთვის მადლობა, შენ და შენები რომ არა, რა მეშველოებოდა საერთოდ, ყველაფერი თქვენს თავზე აიღეთ,- მადლიერი თვალები მიაპყრო და გულში საშინლად ეტკინა ოჯახისთვის განკუთვნილი ადგილი.
-მანო, ხომ იცი რომ ჩემი არდაბადებული და ხარ და ჩემებისთვის მეორე შვილი. მადლობები არ არის საჭირო. შენ რომ მიყვარხარ მასე არავინ არასდროს არ მეყვარება და უზომოდ მიხარია ცხოვრების გაგრძელებას რომ ცდილობ.
-ჩემებს ენდომებოდათ რომ ცხოვრების ხალისი არ დამეკარგა, ხომ იცი როგორი სიცოცხლით სავსეები იყვნენ.
-კი ჩემო პატარა, შენ დედიკოს ასლი ხარ ხასიათებით და მამიკოს ასლი გარეგნობით, სანამ შენ კარგად იქნები, მათ სიყვარულით და ბედნიერებით სავსე ისტორიებს გაგრძელებები ყოველთვის ექნება.
-ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო?
-მაგრამ წარსულს ვერ შევცვლით და უნდა შევეცადოთ მომავალი ისეთი იყოს, როგორიც ჩვენ გვინდა.


 2 საათში ბორჯომში იყვნენ, 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს სახლი ინახულა. ყველაფერი ისეთი მონატრებული იყო. ბედნიერი შაბათ-კვირა ბორჯომში, მამასთან დედასთან ლუკასთან და მის მშობლებთან ერთად. ზაფხულის 1- 2 კვირა იგივე კომპანიით და არამარტო. ყველაფერ ბედნიერებასთან ასოცირდებოდა ეს სახლიც, ეს ეზოც და ყველაფერი რაც ამ სახლში იყო. ბარგი გადაზიდეს და დამტვერილ სახლში შევიდნენ. ლუკა, როგორც ყოველთვის დაეხმარა სახლის მტვრებისგან და აბლაბუდების გაწმენდაში. ცოტახანში რომა და სალომე ჩამოვიდნენ. რომა კვლავ ბედნიერი იყო, სალომე აწითლებული. მანიკამ ჩუმად გადაუჩურჩულა ლუკას, იმედია გზაში ისეთი არაფერი მოხდა, რასაც ამდენი ხანი ელიანთქო და ორივემ ცადა მალულად გაეგრძელებინათ სიცილი. სახლი მოაწესრიგეს, ოთახები გაამზადეს და საჭმელის კეთება დაიწყეს. როგორც ყოველთვის სამზარეულოში სალომე და რომა დარჩნენ. ეს ერთი საერთო ჯერ კიდევ სკოლაში აღმოაჩინეს და მას შემდეგ ყოველთვის ერთად ამზადებდნენ მეგობრებისთვის საკვებს. ლუკა და მარიამი ეზოში გავიდნენ და სარდაფიდან ეზოს მაგიდა და სკამები ამოათრიეს.
-ხვალ ბიჭებმა აუზი გაწმინდეთ და წყალი გავუშვათ რა, - აუზში ჩაიხედა მანიკამ, - აქაც ძაან ცხელა, ცოტა გაგრილება არ გვაწყენს ხოლმე.
-როგორც იტყვით ქალბატონო დიასახლისო. აი ჩვენი გვრიტებიც მოვიდნენ.
როგორც ყოველთვის ერთმანეთზე გადაბსკვნილები გადმოვიდნენ მანქანიდან სოფო და თემუკა.
- ნეტა რით არ მოგბეზრდათ ერთმანეთი, მთელი საუკუნეა ერთად ხართ, -ხელი ჩაიქნია ლუკამ და სახლში შევიდა.
 საღამოს გოგოებმა ეზოში გაშალეს სუფრა და მუსიკის ფონზე ყველამ ერთად ივახშმა. დიდხანს ისხდნენ ეზოში და ძველ დროს იხსენებდნენ. იცინოდნენ, მხიარულობდნენ. ამ ეზოში ყველას ქონდა საკუთარი კარგი მოგონება, ყველას რაღაცას ახსენებდა აქაური კედლები, ამიტომ აქ რაღაცნაირად მოზღვავებულ ბედნიერებას გრძნობდა სამეგობრო. მანიკა მშობლების ოთახში შევიდა და იქ განთავსდა, თემომ და სოფომ, რა თქმა უნდა ერთ ოთახში მოიწყეს ბუდე, ლუკა და რომა ერთად დაწვნენ, სალომე კი მანიკას ოთახში დაიდებდა ბინას. ყველას მშვიდად ეძინა. ძალიან სასიამოვნო ღამე იყო, ამიტომ მთელი 2 კვირის მოლოდინებიც ასეთივე ჰქონდა ექვსივეს.
თუმცა ამ ზაფხულს, რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო რაც კიდევ უფრო მეტად შეცვლიდა ყველაფერს.

***
- დღეს რა ვქნათ, ტო? - სიგარეტს გაუკიდა ლუკამ და მანიკას ხელი გადახვია.
- პარკში ავიდეთ , გავისეირნოთ. თან იქნებ ერთი-ორი გოგო შევაბათ, - გააბოლა რომამ და ყავა მოსვა.
- რომა, ფრთხილად იყავი, ვისაც ნელნელა აბავ ისიც არ გაგექცეს, თორე დარჩები მამაკაცის ფუნქცია მოშლილი, - გაიცინა სოფომ და თემუკას კალთაში ჩაუხტა.
- სალიო, ამათ არ უსმინო შენ, - მანიკამ აკოცა დაქალს და სავარძელში კარგად მოკალათდა,- დღეს მე მინდა მარტო ყოფნა, ამიტომ, რამე მოიფიქრეთ და მიმატოვეთ ყველამ!
-კარგი რა მანიკა, აქ მაგისთვის არ ჩამოვსულვართ, - შეიცხადა სალომემ.
- ამოისუნთქეთ ახლა, თუ უნდა იყოს მარტო, მე აქ ერთი-ორი გოგო მყავს შენახული, იმათ მოვინახულებ, სოფოს და თემუკას 1 ოთახიც ეყოფათ ბავშვზე საჩალიჩოთ, რომამ პაემანზე დაპატიჟოს სალიო შენ კი რაც გინდა ის გააკეთე.
- გაგაპაემნებ მე, -მუშტი მოუღერა სალომემ ლუკას და მოლოდინით სავსე მზერა მოაპყრო რომას.
-მე და სალიო პარკში ავალთ და საბაგიროთი გავისეირნებთ , არა სალიო? მანდ არ მომპარე პირველი კოცნა? - უჯანალზე ხელი წამოარტყა გოგოს.
-რომა ფრთხილად იყავი! - შეუბღვირა და ფეხზე წამოდგა, - როგორც გნებავთ. წავალ, მანამდე გამოვიცვლი და აუზში ჩავალ.
- სალიო, გინდა შენი სექსუალური სხეულით დამატყვევო და მერე გამიბრაზდე რატო ცდილობ ჩემს ლოგინში შეგდებასო?- თავი მოიქექა რომამ.
- რომა დაწყნარდი, დაფიქრდი, იქნებ გირჩევნია ლუკას გაყვე გოგოებთან?- თავი მოატრიალა სალომემ და უკანალის ქნევით შევიდა სახლში.
 საღამომდე ყველაფერი მხიარულად იყო, სალომეს კბენდა ყველა და მისი რეაქციებით ხალისობდნენ. რომა სახეგაბადრული უცქერდა საყვარელ გოგონას და ერთი სული ჰქონდა მასთან მარტო დარჩენიყო. ივახშმეს და ყველა თავის გზას დაადგა. 
ლუკა მართლაც დაუკავშირდა გოგოებს, სოფომ და თომამ გადაწყვიტეს მანქანით გაესეირნათ ტყეში და იქ ემუშავათ ბავშვზე. რომამ სალომე აიძულა ლამაზად გამოწყობილიყო და რესტორანში წაიყვანა. მანიკა დიდხანს იჯდა სახლში და ფიქრობდა. ბოლო დროს მის თავში ხშრად ჩნდებოდა უამრავი ფიქრები და არ იცოდა რა მოეხერხებინა, სწორედ ამიტომ სურდა მარტოობა. მწუხარედ მოავლო თვალი სახლს, ტელეფონი და ყურსასმენები აიღო, კარი გადაკეტა და გზას გაუყვა. 
ზეპირად იცოდა აქაური ქუჩები, ნებისმეირი კუთხე კუნჭული. ძალიან უყვარდა აქაურობა. მაგრამ უფრო მეტად ენატრებოდა მშობლებთან გატარებული დრო. მტკვრის ნაპირს მიუყვებოდა, როცა იგრძნო ვიღაც მოყვებოდა, დაიძაბა მაგრამ ყურსასმენები არ მოუხსნია. წყნარი მუსიკა იღვრებოდა მის სხეულში და აფორიაქებულ სულსაც უმშვიდებდა. ბოლოს სკამზე ჩამოჯდა და წყალში არეკლილ მთვარესა და ღამის განათებებს დაუწყო ყურება.
- ძალიან რომანტიკულია,- აშკარად გაიგონა ვიღაცის ყელისმიერი ხმა და უცბად შეცბა. სიმღერის გამო ხმა თითქოს შორიდან მოდიოდა. გვერდით მიიხედა და ცალი ყურსასმენი მოიხსნა.
- უკაცრავად, ვიცნობთ?
- არა, მაგრამ გავიცნობთ, ეჭვი არ მეპარება. რაც ჩამოხვედი, მას მერე გადევნებ თვალს.
- მითვალთვალებ?- გაკეკლუცება ცადა მანიკამ და ეუცხოვა, საუკუნე იყო გასული, რაც ბოლოს ფლირტი ჰქონდა.
- უფრო სწორად გიყურებ. შენი სახლის მოპირდაპირედ ვცხოვრობ და მადლობა ჩემს გვერდითა მეზობელს, თითქმის ყველაფერი გავიგე შენზე.
- მანიაკიც ყოფილხარ, - გაეცინა და მუსიკა გამორთო.
- ხო მაგრამ , ჩემი ნაკლებად უნდა გეშინოდეს.
- მართალია, ნაკლებად გამოიყურები საშიშად.
- დიდი ხნით რჩები აქ?
- არ ვიცი, 2 კვირით სავარაუდოდ.
- ესეიგი, შენს გაცნობას კარგად მოვასწრებ, - თვალი ჩაუკრა. მანიკა დაიძაბა. თითქოს რაღაც უხამსი დაიჭირა ბიჭის გამოხედვაშიო და მაშინვე თავის გაძვრენა ცადა.
- იცი, არ ვიცი რამდენად გამოვა, მე და ჩემი შე....
- ახლა არ მითხრა შეყვარებულთან ერთად ვარო, - ჩაიცინა, - ლუკაზე და შენს დანარჩენ მეგობრებზე ყველაფერი ვიცი ,- ირონიულად ჟღერდა მისი ხმა.
- იცი უნდა წავიდე, - შეეშინდა მანიკას და ადგომა სცადა.
- ჯერ არა პატარა,- ხელი დაუჭირა და თავისკენ დაქაჩა, - ჯერ ისეთ რამეს გაჩუქებ, რაც ჩემზე ფიქრს ერთი ორად გაგიმძაფრებს. პირდაღებულ და თვალებგაფართოებულ გოგონას ტუჩებზე დააკვდა და იმდენხანს კოცნიდა, სანამ გაშეშებული მანიკა გონს არ მოეგებოდა.
- შენ... შენ...
- ხო მე, იმედია არასდროს დაგავიწყდება შენი პირველი კოცნა. ბიჭი ისე უცებ გაუჩინარდა როგორც გაჩნდა. მანიკა თითქოს შეშინებული მაგრამ საოცრად გაოგნებული დიდხანს იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა. სახელი მაინც გეკითხა მანიკა, გაიფიქრა გულში და სახლამდე ისე მიაღწია ბიჭის მწვანე თვალები ვერ ამოიგდო თავიდან.

-რა გჭირს მანო?- სოფო შეეგება ეზოში, - რა ძალიან ჩაფიქრებული ხარ, მოხდა რამე?
- არა, სიყვარულო. უბრალოდ დავიღალე, ბევრი სიარული მომივიდა.
- ახლა ისევ ისე ატკივდება კუნთები და 2 დღე ლოგინში იწვება, გახსოვს სოფო , სირბილი უნდა დავიწყოო და სტადიონზე რომ წავიდა სარბენლად დილით სადაც სპორცმენები ვარჯიშბდნენ. 
- აუ, თემო, კაი რა, ნუ მმახსენებ, რაც მაშინ იმათ დამცინეს, კიდეკაი, ბავშვი ვიყავი და ჭკუა არ მომეკითხებოდა, - უცებ გახალისდა მანიკა, შემდეგ წინ გაიხედა და სწრაფად მიმავალ შავ მანქანას მიაქცია ყურადღება, რომელიც გიჟივით შევარდა მოსახვევში. მის წინ ახლად აშენებული სახლი იყო, სადაც აქამდე არავინ დაუნახავს, ამიტომ არ გაუკვირდა, როცა მეზობელი ვერ იცნო.
- სალიო და რომა სად არიან?- იკითხა მანიკამ და სახლს მზერა მოარიდა.
- არ ვიცით, იმედია ბოლოსდაბოლოს სალიომაც იგემა კაცის გემო,- თვალები აატრიალა სოფომ და შეყვარებულს მოწყვეტით აკოცა.

- სალიო, რატო ხარ მოწყენილი, დავიჯერო ასეთი ცუდი კომპანიონი ვარ?- ხელი ხელზე მოკიდა რომამ და ღვინო მოსვა.
- არა, ცოტა მომეკიდა სასმელი და ალბათ მაგის ბრალია, - თვალები ჩახარა სალომემ, რადგან ხელის შეხებისას რაღაც მუხტი იგრძნო და მოერიდა.
- წამოდი, მანქანით გავისეირნოთ, ბორჯომს ზემოდან გადავხედოთ, სალიო.- გოგონას ხელი მოკიდა და რესტორნიდან გაიყვანა. დიდხანს უყურებდნენ მწვანეში ჩაფლულ ღამის ნათებით განათებულ ბორჯომს, მანამ სანამ სალომემ პირველი ნაბიჯი გადადგა და რომას აკოცა. შემდეგ ორივემ იგრძნო ჰორმონების მოზღვავება, სალომემ ვერც კი გაიაზრა, როგორ აღმოჩნდა უკანა სავარძელზე ტრუსის ამარა, როგორ ეხებოდა რომას ტუჩები და ხელები ყველგან, ერთადერთი ცდილობდა კვნესა შეეკავებინა და მოზღვავებული ემოცია დაემალა. 
- სალიო, დარწმუნებული ხარ?- თვალებში ჩახედა რომამ საყვარელ ქალს, რომელიც იმ წამში ისეთი ნაზი და დაუცვლელი იყო, ერთი ორად შეუყვარდა და როცა თანხმობა მიიღო, დიდი ხნის ოცნება აისრულა. სალომე იმდენად იყი ნასიამოვნები, დიდხანს ვერ მოვიდა აზრზე, ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები შეანათა რომას და აკოცა.
- თითქოს ახლიდან დავიბადე, - გაიზმორა და ტრუსი ამოიცვა.
- ძალიან მიყვარხარ სალიო, - კვლავ დაეძგერა გოგონას აწითლებულ ბაგეებს და ძლივს ჩაცმული ტრუსი ერთი ხელის მოსმით მოაშორა სხეულიდან.
სახლში ისე შეიპარნენ ვერავინ გაიგო. ერთად მიიღეს შხაპი და საწოლშიც ჩახუტებულებმა დაიძინეს. სალომე მიხვდა, რომ რომას სურნელის გარეშე ვეღარასდროს შეძლებდა დაძინებას. მშვიდად და ბედნიერად ეძინათ, რომა დიდხანს უყურებდა ძილში მყოფი სალომეს გაღიმებულ სახეს.

 დილით მანიკა აუზში იწვა და ცივ ყავას მიირთმევდა,როცა ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.
,,პატარა, ჩემი ფანჯრებიდან ძალიან სექსუალურად გამოიყურები."
დაიძაბა, შეეცადა მალულად დაეზვერა წინ მდგომი სახლის ფანჯრები, მაგრამ ამაოდ. ვერავინ შენიშნა. არანაირი მოძრაობა ფანჯრებში. ვერ გადაწყვიტა ეთქვა თუ არა ბიჭებისთვის. ცოტა აშინებდა ეს სიტუაცია, მაგრამ მაინც არავის გაუმხილა მომხდარი. არ უნდოდა წინასწარ გაემძაფრებინა სიტუაცია.
 საღამო ისევ ერთად გაატარეს, კვლავ ეზოში ისხდნენ და რაღაცებს თამაშობდნენ. მანიკას გადაავიწყდა კიდეც მოხმდარი, იმდენად გაუხარდა მეგობრების ამბის გაგება. უზომოდ ბედნიერი იყო , ბოლოსდაბოლოს ერთად რომ იყვნენ სალომე და რომა, რამდენი ხანი წინასწარმეტყველებდა ამ დასასრულს.
- სიგარეტზე გავალ რა, - ბოლო ღერი ჩააქრო და წამოდგა.
- არ გინდა გაგყვეთ? თუ მელანქოლიკს კვლავ განმარტოვება სურს და სიგარეტს მიზეზად იყენებს. - თვალი ჩაუკრა სოფიომ.
- დარჩით თქვენ. რაზე უნდა მიატოვოთ წყვილები, - მარტოკად მჯდომ ლუკას , რომელიც მესიჯობდა, ლოყაზე აკოცა და სახლში შევიდა საფულის ასაღებად. 
 ნელა მიუყვებოდა ქუჩას და კვლავ აღეძრა ფიქრები უცნობზე. შეიძლება მოიხიბლა კიდეც მისით და მარტო გამოსეირნება საბაბი იყო გადაემოწმებინა კვლავ გამოჩნდებოდა თუ არა ის. ბიჭებთან ურთიიერთობას რატომღაც ყოველთვის გაურბოდა. ზოგჯერ ამას ზედმეტ წონასაც აბრალებდა, ზოგჯერ მორიდებულობასაც. ხანდახან ფოქრობდა რომ იმ ერთს და განსაკუთრებულს ელოდა, რომელსაც პირველ კოცნას და პირველ სექსს აჩუქებდა, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდა რომ ეს აბსურდი იყო.
უცნობის კოცნამ მასში რაღაც ამოუცნობი გრძნობებო გააჩინა. მისი ტუჩები ძალიან მწველი იყო თვალები კი.. ო, მისი თვალები, დიდი სიამოვნებით ჩაიკარგებოდა მის თვალებში. თავი აქეთ- იქით გააქნია უცნაური ფიქრების გასაფანტად და საკუთარ თავზე გაეცინა. მის ისედაც გადაჭედილ გონებას ახალი, უფრო ფართო და მგრძნობიარე საფიქრალი გაუჩნდა და იცოდა, მთელი არსებით გრძნობდა რომ რაღაც ძალიან დიდ თავგადასავალს უმზადებდა ცხოვრება.
 ფიქრებიდან მანქანის მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამოიყვანა. შეეშინდა, გაშეშდა. ჩაწეული ფანჯრიდან ირონიულად იღიმოდა მწვანეთვალება.
- წამოდი გაგიყვან, ამ ღამე მარტო რატო დაეხეტები. 
სულელივით დაემორჩილა. მის ხმაში გრძნობდა რაღაც ისეთს, რის გამოც ენდო და მანქანაში ჩაუჯდა.
- იმედია ყოველ მეორეს ასე არ უხტები მანქანაში, - მეტი ირონია გაერია ხმას.
- იმედია, ყოველ მეორეს ასე არ კოცნი ტუჩებში.- ირონიულადვე მიუგო და თვალი გაუსწორა მის მწვანეებს.
- ფრთხილად პატარავ, ჩემთან თამაში არ შეიძლება, - საჩვენებელი თითი დაუქნია პატარა ბავშვივით და ღიმილით დაქოქა მანქანა.
- სახელს მეტყვი თუ რამე საგამოძიებო ოპერაცია უნდა ჩავატარო მის გადაგებად.
- გუშინ კოცნა რომ მოგპარე, ისე გამოშტერდი არ გიფიქრია ჩემი სახელის გაგებაზე.
- ხო, სამწუხაროდ, არც პირველი იყავი და არც უკანასკნელი,- წარბები ზემოთ აწია და ძალიან მოუნდა სიგარეტი გაებოლებინა მღელვარების დასაფარავად.
- რამდენი ლაპარაკი გცოდნია, ჩიტო,- ჩაიცინა და წამით შეხედა, - ჩათვალე პირველი და უკანასკნელი ხარ, ვისაც ამდენს ვალაპარაკებ. 
- დანარჩებებს რითი აჩუმებ, კლავ? - ისევ ირონია იგრძნობიდა მანიკსს ხმაში.
- არა პატარა, შენ ძალიან ციცქნა ხარ იმისთვის რითაც მე სხვებს ვაჩუმებ.
- საერთოდ არ ჟღერს დამაჯერებლად, - ცეცხლს ეთამაშებოდა მანიკა.
- პატარა, მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ.
- ეს ზედმეტსახელები რა ქაჯობაა?- ცხვირი აიბზუა.
- არ მოგწონს? მანო დაგიძახო თუ მანიკა? 
- აქ სადმე გააჩერე , - ბრძანრბასავით ჟღერდა გოგონას სიტყვები.
- ბეწვის ხიდით დაიდხარ მანიკა, იცოდე ჩენთან თამაშს არ გირჩევ.
- არც ვთამაშობ! - მანქანიდან ამაყად გადავიდა, ბიჭის მხარეს ფანჯარასთან მივიდა და ჯიქურ გაუსწორა თვალებში მზერა, - სიგარეტს ვიყიდი და სახლში გამიყვანე.
უკანალის ქნევით სექსუალურად შეაბიჯა მაღაზიაში. ძალიან მოწონდა სიკეკლუცის ეს ფაზა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რა უნდოდა შუაღამით უცხო ადამიანის მანქანაში, რომელიც ზოგჯერ ზედმეტად საშიშად ჟღერდა და უფრო ეჭვნეულად მოქმედებდა. მაგრამ მოსწონდა. ალბათ სიყვარული პირველი შეხედვიდანო, გაიფიქრა მანიკამ და შავი სობრანიე ჯიბეში ჩაიდო.
- გმადლობთ რომ დამელოდეთ,- მანქანაში შეხტა, - სალონში ეწევი? -კითხა და პასუხის დაულოდებლად მოუკიდა ღერს.
- კი ვეწევით, მადლობა რომ პასუხს დაელოდე,-გაიცინა ბიჭმა და მანქანა დაქოქა.
- ასე არ გამოვა, საყვარელო..- ბიჭის პროფილს უყურებდა.
- ასე როგორ?- გაიცინა და წამით გახედა გოგონას.
- შენ ჩემზე საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობ, მე კი სახელიც კი არ ვიცი.- საყვარლად დაიჭყანა და ფანჯარაში გადააფერფლა.
- ალექსანდრე , მანიკა, ალექსანდრე არღვლიანი. მეტს აღარაფერს გეტყვი, ეს ინფორმაციაც საკმარისია.
-სიტყვაძუნწი ხარ ბატონე ალექსანდრე, რას წარმოადგენთ იმასა არ ეტყვით თქვენით დაინტერესებულ ერთ გოგონას?- თვალები ააფახულა.
- ეს მიმიკები არ გიხდება. შენს ბუნებრიობას ფარავს და ასე მგონია ყველას სახე იზილება შენს ლამაზ ნუშისებრ თვალებში, -ცხვირის წვერზე თითი ჩამოკრა. მანიკა გაიბუსხა, უფრო საკუთარ თავზე ვიდრე ბიჭის კომენტარზე, ისიც კი არ იცოდა, როგორ მოეხიბლა ბიჭი, რომელმაც პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.
-გინდა გავისეირნოთ?- უცბათ შესთავაზა ალექსანდრემ გოგონას, - უბრალოდ გავისეირნებთ, ნუ გეშინია არ შეგჭამ, -მანიკას დაბნეულ მზერაზე ჩაეცინა. რაღაც აქამდე არარსებულ გრძნობებს იწვევდა მასში ეს პატარა გოგონა. ძალიან მოწონდა მისი ბუნებრიობა, რომ არ გავდა ყველა გოგოს რომლებიც ყოველთვის ზედმეტი მაკიაჟით და გამოპრანჭული ტანსაცმლით დადიოდნენ ყველგან, მათ შორის სახლშიც. ჩამოსვლის წამიდან თვალში მოხვდა თმაგაბურძგნული სპორტულებში გამოწყობილი გოგონა, რომელიც სიცხის მიუხედავად გრძელმკლავიანში იყო ჩაფუთნული და ეზოს ალაგებდა. ძალიან გაუკვირდა და ამასთან ესიამივნა რომ ვერ იცნო, რომ არ იცოდა ვინ იყო. ახლა ფიქრობდა, რომ მანიკას, გაცნობის ინტერესი წვავდა ბიჭთან ყოფნისას და არა ფული, დიდება, წარმატება. ესიამოვნა თანხმობის მიღება. ჩაეცინა და გულში გაიფიქრა რომ ნდობა უნდა გაემართლებინა. ბაკურიანისკენ წავიდნენ. სასიამოვნოდ დამღლელი გზა გამოდგა. უკვე ძალიან გვიანი იყო, ზოგჯერ შიშსაც გრძნობდა მანიკა, შიშს მაგრამ ინტერესს ამ მისტიკური კაცის მიმართ, რომელიც რომელიღაცა ბერძნულ ღმერთს გავდა და ხო, კიდე საშინლად მაგარი კოცნა იცოდა.
- რაზე ფიქრობ მანიკა?- მანქანა დაატრიალა ალექსანდრემ და კვლავ ბორჯომის მიმართულებით წავიდნენ.
- იცი , ახლა აი ძალიან მომეშალა ჩემს თავზე ნერვები- მცირედი გაბრაზება კრთოდა მის ხმაში.
- გამიმხელ რატო? გსურდა ეს გასეირნება უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო ხო? უი ტუტუცო,- თითი დაუქნია, - ჯერ ძალიან ადრეა მაგეებისთვის.
- ალექსანდრე! - მკაცრად წამორთვა ბიჭის სახელი და ისეთი მკაცრი გამომეტყველებით შეხედა, ბიჭის გულმა ბიძგი გამოტოვა, იმიტომ კი არა რომ შეეშინდა, არა , ძალიან, ძალიან მოეწონა ეს პატარა ქალბატონი. მანქანა მოწყვეტით დაატორმუზა, გვერდით გადაიხარა და ძალიან, ძალიან მაგრად დაუკოცნა ტუჩები, ესიამოვნა მანიკას აყოლა, იგრძნო როგორ გააჟრჟოლა გოგონას და ჩაეღიმა. 
- ხოდა, რას ამბობდი, პატარა ქალბატონოო, რაზე გეშლება ნერვები?- უცებ მოშორდა და კვლავ გააგრძელა გზა.
- აი ზუსტად ამაზე,-წამოიყვირა გაოგნებულმა გოგონამ,- არ ვიცი ვინ ხარ, გუშინ 1 კოცნა გაგიტარე, დღეს მანქანაში ჩაგიხტი და შუაღამისას სასირნოდ გამოგყევი, მეორე კოცნა ... ჯანდაბას, ძალიან მაგრად კოცნი! - თვალები აატრიალა და საზურგეს მიეყრდნო.
- გინდა ისევ გავიმეორო?- წარბები აათამაშა.
ტელეფონზე დაურეკეს. მანიკა გაფაციცებით უსმენდა, იქნებ ასე მაინც გაეგო ალექსანდრეზე მეტი ინფორმაცია.
- რა გინდა, ? - აუ , დავაი რა, დედაც ხო არ დაგიძახო, როდის იყო თქვენ გაბარებდით სად, როდის და ვისთან ერთად ვარ. -კაი მალე მოვალ, ნუ გაატ***ეთ.
- პატარა სიჩქარის ხომ არ გეშინია, - ბოლომდე დააწვა გაზის პედალს და ბორჯომ-ბაკურიანის მოხვეულ გზაზე ისე პროფესიონალურად ატარებდა, მანიკას ერთხელ არ შეშინებია. 
 მალე მივიდნენ სახლში. ალექსანდრემ მაინც არაფერი მოუყვა, ზომიერად სიტყვაძუნწი იყო, ან საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა. მამაკაცმა. ზედ ჭიშკრის წინ გააჩერა მანქანა და სანამ გოგონა გადასვლას მოასწრებდა, ისევ შეეხო მის ტუჩებს.
-ძილინებისა პატარავ, იმედია სიზმარში მე დაგესიზმრები!- თვალი ჩაუკრა და როგორც კი დაშტერებულმა მანიკამ კარი მიხურა, მანქანა ადგილს მოწყვიტა.
ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და გაანათა. 12 გამოტოვებული ზარი ლუკასგან და უამრავი შეტყობინება ყველასგან. გაბრაზდა საკუთარ თავზე, ალბათ როგორ ანერვიულა ამ ინტერესებსა და ჰორმონებს აყოლილმა ქალმა მეგობრები. სახლში არ შესულა, ეზოს სავარძელში კომფორტულად მოთავსა, სიგარეტს გაუკიდა და ფიქრების სამყაროში გადაეშვა. აუცილებლად გაარკვევდა როგორი კაცი იყო ალექსანდრე, ჯერ მხოლოდ ის იცოდა რომ მისი ნდობა შეეძლო და გრძნობდა რომ ის სხვებს არაფრით არ გავდა..


4-5 საათი იქნებოდა ძლივს რომ გამოფხიზლდა მთელი ღამის უძილარი მანიკა. ესიკვდილებოდა ოთახიდან გამოსვლა, რა აუხსნიდა ბიჭებს სად იყო მთელი ღამე. არც უნდოდა ვინმესთვის რამე ეთქვა. ალექსანდრე იმდენად იდეალური ეჩვენებოდა, ეგონა მისი გამოგონილი პერსონაჟი იყო. ამ თეორიაზე დილით იფიქრა , სანამ ჩაეძინებოდა. მოშიებული ჩამოფრატუნდა პირველ სრთულზე და მისაღებში შეკრებილი 5 წყვილი თვალის ყურადღებაც დაიმსახურა.
-სად დატასაობ მანო?- ცივად გახედა ლუკამ, - ვინ მოგიყვანა ამ დილით.
- შენ რა იცი?- წარბები მაღლა აზიდა და ჩაიდანი დადგა ყავის გასაკეთებლად.
- მანო, ხო იცი ვერაფერს გამომაპარებ. ვისთან იყავი-მეთქი.
-ლუკა, ტონს დაუწიე, 5 წლის აღარ ვარ და არ ვარ ვალდებული ანგარიში გაბარო, როდის, სად და ვისთან ერთად დავდივარ.
- აჰა, მაგარი გოგო ხარ,- ეგრევე წყენა დეტყო სახეზე,- მე გაფრთხილებ, არ მინდა გული გეტკინოს.
სხვებს ხმაც არ ამოუღიათ. ყავა დაისხა, რამდენიმე ტოსტი მოამზადა და საძინებელში აბრუნდა. გოგოები ეგრევე უკან გაჰყვნენ.
- მანიკა, რას მალავ ასე გაფაციცებით?- სავარძელში ჩაეშვა სოფა.
- არაფერს გოგოებო, ისეთი არაფერი ხდება რომ მოგიყვეთ.
- ვისთან ერთად იყავი მართლა? ლუკამ, მანქანა დავინახე, ნომერიც მანქანისო, მაგრამ ვერ გავარკვიე ვისი მანქანა იყოო. ვინაა ის ბიჭი?
- რა იცი რო ბიჭია, სალომე? - თვალები აატრიალა და გემრიელად ჩაკბიჭა ტოსტი.
- ის ვიცი, რომ როცა ვახსენეთ სახეზე გაწითლდი, -სოფამ ტაში შემოკრა, - მოგწონს არა?
- ვინ მომწონს გოგო, 2 ჯერ ვნახე სულ . ნუ სულელობთ. 
- ანუ არაფერი? - ეჭვნეულად იკითხა სალომემ.
- გოგოებო, გეფიცებით, არაფერი ხდება, სრულიად არაფერი. უბრალოდ მანქანით ვსეირნობდით.
- ბოლოს სალიო და რომა მანქანით უბრალოდ სასეირნოთ რომ წავიდნენ, სალომე ქალწულობას გამოემშვიდობა,- ახარხარდა სოფო.
- მათ ერთმანეთი უყვარდათ, მე კიდე არც კი მომწონს ის ბიჭი, უბრალოდ ხო იცით მიყვარს მანქანით სეირნობა, - მხრები აიჩეჩა.
- ლუკას ეწყინა ის რომ უთხარი,- მოიღუშა სალომე.
- ვიცი, მერე მოვუხდი ბოდიშს და შემოვირიგებ. 


ლუკა მთელი დღე გაბუტული დადიოდა. ხმას არ იღებდა და საერთოდ არავის ელაპარაკებოდა. ბოლოს მანქანით გავიდა სადღაც და მთელი დღე არ გამოჩენილა. რომა და თემუკაც გოგოებს ეხმარებოდნენ სახლის საქმეებში. ყველა მოწყენილი იყო. დილანდელმა ინციდენტმა ცუდ ხასიათხე დააყენა თითოეული მათგანი. მანიკა გრძნობდა დანაშაულს, იცოდა რომ ლუკას ძალიან აწყენინა და ისიც იცოდა ლუკას მიმართ ნათქვამი სიტყვები ყველამ საკუთარ თავზე მიიღო ამიტომ მოწყენილი იჯდა ეზოში და არ უნდოდა ვინმე დაენახა, ვინმესთვის თვალებში ჩაეხედა. 
ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდეგ იმდენი რამ გააკეთა თითოეულმა მანიკასთვის, ის კი ასე უხდიდა სამაგიეროს? არა, ყველაფერს გამოასწორებდა, საჭირო იყო მხოლოდ საკუთარ თავსა და პრიორიტეტებში გარკვეულიყო.
 საბედნიეროდ იმ დღეს ალექსანდრე არ გამოჩენილა, ამიტომ მის გონებაშიც ბიჭის მოგონებები მიწყნარდა და მიინავლა. საღამოს, სახლში დაბრუნებულ ლუკას პატარა კნუტივით მიუცუცქდა და პატიებას იქამდე სთხოვდა , სანამ გაბეზრებულმა ლუკამ გულში არ ჩაიკრა და აკოცა. შემდეგ ყველას ჩამოურბინა მანიკამ და სათითაოდ მოუხადა ბოდიში. ძღვნად კი ლოყებს უკოცნიდა. 
საღამოს ყველამ ერთად ივახშმა ფილმის ფონზე. ბევრი იცინეს და მშვიდად გაატარეს დრო. 
ყველა დაწვა დასაძინებლად, მანიკა კი სააბაზანოში იყო, შხაპს იღებდა, როცა ტელეფონმა დაურეკა. ონკანი გადაკეტა და საშხაპიდან დაწვდა ტელეფონს.
- გისმენთ,- არც დაუხედავს , ისე უპასუხა უცხო ზარს.
- პატარა, შენი დახმარება მჭირდება სასწრაფოდ.
- ალექსანდრე? - ლამის შეკივლა გაოცებისგან, - რა ხდება?
- ჩუმად გადმოდი ჩემთან სახლში და დამეხმარე, ცოტა დაჭრილი ვარ, - ტკივილისგან გაბზარულ ხმას გრძნობდა მანიკა.
- სახლში არავინ გყავს? -ძალიან არ უნდოდა მარტო მყოფი უცხო ბიჭის სახლში ასულიყო.
- მანიკა, - ხმა დაძაბა ბიჭმა, - ვინმე რომ მყავდეს, შენ ხომ არ დაგირეკავდი.
- მოვდივარ! - სასწრაფოდ ჩაიცვა და ფეხაკრეფით გავიდა სახლიდან. შეუმჩნევლად გადაკვეთა გზა და ეზოში შევიდა. სახლის კარები ღია დახვდა, გააღო თუ არა დაიძახა, თუმცა ხმა არავინ გასცა.
- ალექსანდრე, აქ ხარ? - მისაღებში შევიდა და დაიყვირა.
- სააბაზანოში შემოდი, - ბიჭს საოცრად დაღლილი ხმა ქონდა.
მანიკამ ოდნავ შეღებული კარები გააღო და გაშეშდა.
- რა მოგივიდა? - მთელი იატაკი სისხლით იყო დასვრილი. მხრის ძვლის გარშემო ხორცი რამდენიმე ადგილას იყო გაგლეჯილი.
- გულში მიმიზნებდნენ და 3ჯერ ამაცილეს. გამჭოლი ჭრილობები არაა, მაგრამ 200 გრამამდე ხორცი მომაკლდა ალბათ, -გაღიმება სცადა, თუმცა დაჭყანვა უფრო გამოუვიდა, - გთხოვ, შემოსასვლელის კარადაში სუფთა პირსახოცებია, სამზარეულოში კი წითელი ყუთი წამლებისთვის და მოიტანე. რამე გააკეთე, უკვე ვეღარ ვინძრევი.
მანიკა დაიხარა და თავი ააწევინა. საოცრად დაღლილი სახე ქონდა, ტკივილისგან განაწამები. 
- ლექსო,- გატეხილი ჩანდა გოგონას ხმა, - ექიმის დახმარება გჭირდება. მე ... მე.. დაგეხმარები, მაგრამ იქნებ სწორად არ გავაკეთოთ რამე და უფრო გავართულოთ
- ნუ ნერვიულობ, უბრალოდ ყუთში საჭირო წამლებია , ყველაფერს გეტყვი.
ჩქარი ნაბიჯით გავარდა სამზარეულოში და ღია თაროზე ყუთსაც მიაგნო. არც უფიქრია , ისე მოძებნა პირსახოცები და სასწრაფოდ შევიდა სააბაზანოში.
ყველაფერს ალექსანდრეს მითითებით აკეთებდა. დაფლეთილი, გასისხლიანებული პერანგი შემოაჭრა, სხეული სველი პირსახოცით გაუწმინდა, ალექსანდრეს მითითებით დაამუშავა ჭრილობები, რომლებიც სისხლის ჩამობანვის შემდეგ არც ისეთი საშინლი აღმოჩდნენ. ბოლოს გამაყუჩებელი გაუკეთა. ნემსს პირველად აკეთებდა მანიკა და ცოტა პანიკაში ჩავარდა, ხელები უკანკალებდა, მაგრამ შიშს სძლია და თითქმის უმტკივნეულოდ გაუკეთა მხარში.
- მადლობა, ალბათ ძალიან შეგაშინე.
- ნამდვილად, ამდენი სისხლი არასდროს მინახავს, - გვერდით მიუჯდა ბიჭს და თავი კედელს მიადო, - ცოტას დავისვენებ და მერე საძინებლამდე მისვლაში დაგეხმარები.
- კიდევ ერთხელ მადლობა. ფაქტობრინავ სიკვდილს გადამარჩინე.
- არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ. ჩვენ თითქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს, - თვალი წინა კედელზე გაშტერებოდა მანიკას, - მე კი ძალიან ვინერვიულე, მეგონა...
- გეგონა ჩემი ბოლო იყო, ხო?-გაეცინა ბიჭს და წამოდგომა ცადა. გადახვეული ჭრილობიდან მაშინვე სისხლმა დაიწყო დენა.
- ექიმს მაინც უნდა ანახო, - უცბათ ადგა მანიკა და შეეცადა თავისზე ორჯერ დიდი სხეული წამოეყენებინა.
- სიარულს შეძლებ?
- მანიკა, ფეხში არ ვარ დაჭრილი.
- მაგრამ სუსტად ხარ. ალბათ დილამდე სიცხესაც მოგცემს.
- ნუ ღელავ. შეგიძლია სახლში წახვიდე. მადლობა. არასდროს დაგივიწყებ პატარა,- მაჯვენა ხელით სახეზე მოეფერა და მოულოდნელად წაეტანა მის ტუჩებს.
- არ წავალ, - ჯუქური მზერა გაუსწორა ბიჭს.



საწოლზე იჯდა და მძინარე მამაკაცს უყურებდა. მხოლოდ ახლა დააკვირდა მის ოდნავ დაკუნთულ სხეულს და ძალიან, ძალიან ბევრ ნაიარევს. მიხვდა რომ საერთოდ არ ეშინოდა ტკივილის, რომ ბევრჯერ ქონდა გადატანილი მსგავსი რამ. გრძნობდა, რომ ახლაც ტკიოდა, ტკიოდა მთელი ეს დრო მაგრამ არ იმჩნევდა, არ უნდოდა გოგო მეტად შეეშინებინა. ახლა კი, როცა ერთი შეხედვით მშვიდად ფშვინავდა, მანიკა ხედავდა მის დაჭიმულ სახის ნაკვთებს და ღრმა, ნელ სუნთქვას და იცოდა, ძილშიც კი აწუხებდა ჭრილობა.

დილით გაეღვიძა. საერთოდ არ სურდა ჩაძინება, მარამ დაღლილობამ და სტრესმა თავისი ქნა. საწოლზე მის გარდა არავინ იწვა . სასწრაფოდ წამოხტა და სახლი დაათვალიერა. არავინ იყო. სააბაზანოშიც გამქრალიყო წინაღამინდელი ყველა კვალი. დარეკვა უნდოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ალექსანდრეს რომ ნდომოდა, ასე არ აორთქლდებოდა და გააფრთხილებდა კიდეც წასვლის შესახებ. 
სახლი ისე დატოვა, თითქოს გასაქურდად შესული დამნაშავე ყოფილიყოს. 

- შენ აღარ ხუმრობ, - სახლში შესულს სამზარეულოში სოფია დახვდა, - სად იყავი წუხელ?
- ჩემს მეგობარს დახმარება სჭირდებოდა.
- ვინ მეგობარს? იმ ბიჭს ვისთანაც გუშინ იყავი?
- სოფი, გეყოფა. უბრალოდ ასე იყო საჭირო. ყავას გამიკეთებ? 
- ღამე არ გეძინა? - წარბები აათამაშა გოგონამ.
- სოფი, დამშვიდდი, არაფერი მომხდარა. ისევ უბიწო ვარ, განახო? - გაიცინა მანიკამ.
- სულ უბიწო დარჩები, სიყვარულო,- უკანალზე ხელი წამოარტყა ლუკამ, - არასდროს მოგცემ უფლებას, ჩემი წმინდა გოგო გაქრეს.
- ეღადავე შენს ნაშებს, - ენა გამოუყო და სოფიას მიწოდებული ყავა მოსვა.
- სინამდვილეში, მანიკა, მინდა რომ ჩვენგან არაფერს მალავდე, იმიტომ რომ ყოველთვის მხარში დაგიდგებით.
- ძალიან მიყვარხართ ბავშვებო. მაგრამ დასამალიც არაფერი მაქვს. გუშინ ჩემმა მეგობარმა დამირეკა, დახმარება მთხოვა და მეც დავეხმარე. ახლა კი, თქვენის ნებართვით, წავალ წამოვწვები.

 ბორჯომში დღეები უღრუბლო, გრილი და მხიარული გამოდგა. ხან სალაშქროდ დადიოდნენ, ხან ძველ მეგობრებს ხვდებოდნენ ერთად, ხან ეზოში კოცონის წინ სვავდნენ და მხიარულობდნენ.
2 კვირის შემდეგ თბილისს დაუბრუნდნენ. ყველაფერი კვლავ გაუფერულდა, მოიუღუშა. სიცხე აწუხებდა ყველას, ამიტომ გარეთ იშვიათად გადიოდნენ. შაბათ-შაბათ კვირას ბიჭები გოგოებს გაუვლიდნენ და ხან რომასთან ადიოდნენ წყნეთის აგარაკზე, ხან ლუკასთან მცხეთაში. ბევრი რამეც შეიცვალა. 
რომამ მამამისის კომპანიაში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა, ამიტომ ცოტა დრო რჩებოდა სამეგობროსთვისაც და სალომესთან ურთიერთობისთვისაც.
ლუკა ყოველდღე მანიკასთან იყო. ამბობდა, საშინელ დეპრესიაში ვარ და თქვენი დახმარება მჭირდებაო, რეალურ მიზეზს არავის უმხელდა. აღარც კლუბებში დადიოდა, აღარც ბარებში. მეგობრები დასცინოდნენ, მგონი შეყვარებული ხარ და უბრალოდ არ გინდა საკუთარ თავს გაუმხილოო. და არც ცდებოდნენ, თუმცა ამ ყველაფერს სწორედ საკუთარ თავთან გამხელილი გრძნობები იწვევდა. ლილეს არავინ იცნობდა, თვითონაც კი, ბოლომდე ვერ გაერკვია გოგონას ფიქრები, ხასიათები და გრძნობები რაც ძალიან აბნევდა და ერთგვარ ინტერესს იწვევდა მასში. თუმცა, გოგოების მუსუს ლუკას ძალიან უჭირდა ამ აზრთან შეგუება. ვერ წარმოეგინა, როგორ დაეკავშირებინა თავისი სიცოცხლე მხოლოს ერთ ქალთან, რომელმაც უარი უთხრა. ზოგჯერ ფიქრობდა, რომ ეს გრძნობა კი არა, აკვიატება იყო მიღებული უარის გამო. ლუკას ასეთი ქცევა ერთგვარ დისოსნანსს იწვევდა, მანამ სანამ ყველას არ გაუმხილა საიდუმლო და მანიკსს სახლში ლილე არ დაპატიჟა, სამეგობროს გასაცნობად. 
გოგოები ისე მოემზადნენ, როგორც დედამთილი ემზადება ახალი რძლის დასახვედრად. რამდენიმე სახის კერძი, დესერტი და სასმელი მოამზადეს, სუფრა გაშალეს და ერთი სული ქონდათ რენდგენში გაეტარებინათ მხიარული, ლაღი და ექსტროვერტი ლუკას დამჩაგრავი. 
 სამივე კარებში დახვდა სტუმარს, როცა ლუკამ გოგონა მანიკასთან აიყვანა. ბიჭები ამ დროს აივანზე სიგარეტს ეწეოდნენ, როგორც გოგოები ამბობდნენ მშვიდად, თითქოს მათი ძმაკაცის ბედი არ წყდებოდესო.
 კარებში მაღალი, თხელი აღნაგობის, ქერა-ცისფერთვალება გოგო შემონარნარდა, ლავანდისფერი სარაფნით და გოგოების გულები მაშინვე დაიპყრო. გრძნობდნენ , როგორ ღელავდა ლილე, მიხვდნენ რომ ლუკა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათთან კი არასდროს არაფერი დაიმალებოდა. მალევე შეიტყუეს ლაპარაკში და ვახშმის შემდეგ განმარტოვდნენ კიდეც. უკეთ გაიცნეს გოგონა და უფრო მოეწონათ, იმდენად ლაღი და გულწრფელი იყო, მიხვდნენ, რატომ აირჩია ლუკას უგრძნობმა გულმა სწორედ ის. 
- გადასარევია, ბიჭი მოგვირჯულე მოკლედ,- ჩაიცინა მანიკამ. ლილე მაშინვე გაწითლდა, სოფის გაეცინა.
- გიხაროდეს, ლუკა ასეთი არავის გვახსოვს. I კლასიდან გოგოებს დასდევდა, ნამდვილი მაჩო იყო, ამ რამდენიმე თვეში კი შენ გარდა არავინ უხსენებია,-ჩაიცინა სოფიამ და სიგარეტს გაუკიდა.
- ხანდახან მგონია რომ მეთამაშება და რეალურად სხვა მიზნის გამოა ჩემთან, -უცბათ გაიხსნა ლილეც.
-იცი, რას გეტყვი ჩემო კარგო?-ღრმა ნაფაზი დაარტყა სოფიამ, -ბიჭი თუ მაგ მიზეზის გამო არ არის შენთან ჩათვალე , რაიმე გადახრები აწუხებს. აი, სალიოს უყურე, იმდენ ხანს აწამა ჩვენი რომა, ბოლოს იმპოტენტი გახადა და ახლა იხლის თავში ხელებს. - გადაიხარხარა, რაზეც სალიომეს მუჯლუგუნი დაიმსახურა.
სამეგობროს ძალიან შეუყვარდა ლილე. ისიც გრძნობდა ამას და ყოველთვის სიხარულით დაყვებოდა ლუკას მათთან.

შემდეგ უნივერსიტეტისთვის მზადება დაიწო.
ექვსივე მესამე კურსზე გადადიოდა. ზოგს პრაქტიკები ეწყებოდა, ზოგს საგნები ურთულდებოდა , ამიტომ წინასწარ პანიკაში და სტრესში იყვნენ.
ყველაზე მშვიდი მანიკა გამოდგა. სწავლის გარდა, სხვა უამრავ რამეზე ფიქრობდა, ამიტომ ცდილობდა საკუთარი განცდები ნაკლებად მოეხვია მეგობრებისთვის. 
მთელი ზაფხულის განმავლობაში, თავიდან ვერ ამოიგდო ალექსანდრეზე ფიქრი, სად აღარ ეძებდა, რომელ სოციალურ ქსელში მაგრამ ვერაფერს გადააწყდა. ბოლოს შეეშვა, მაგრამ საოცარი ინტერესი კლავდა, რატომ გამოჩნდა, ან სად გაუჩინარდა ასე თვალის დახამხამებაში. 

სასწავლო წელი ყველამ ბუზღუნით, მაგრამ, მაინც შემართებით დაიწყო.
დაუბრუნდნენ სწავლას და ამგვარად ნაკლები დრო ჰქონდათ გართობისთვის.
სალომე ფაქტობრივად რომასთან გადასახლდა, რადგან მხოლოდ ღამე ახერხებდა საქმეებისგან თავის დაძვრენას და თან ახალი სასწავლო წლიდან ახალ ბინაში გადავიდა მარტო საცხვრებლად. 
სოფია და თემუკა კვლავ ძველებურად იყვნენ. სრულიად თავისუფლებს, საერთოდ არ აშინებდათ გადატვირთული გრაფიკი, მაინც ნახულობდნენ დროს ერთმანეთისთვის, თუნდაც ლექციებს შორის გაჩენილ ფანჯრებში.
ლუკა ლილეს თავს ევლებოდა, დილით ადრე იღვიძებდა, რაც მისთვის სრულიად უჩვეულო იყო, ლილეს მიაკითხავდა მანქანით, უნივერსიტეტში დატოვებდა, შემდეგ თვითონ მიდიოდა ლექციებზე, რაც მეორე უთავსობას იწვევდა, ის ხომ არასდროს ეწსრებოდა ლექციებს, ლილემ ესეც გამოასწორა მასში. ეს გოგო უთქმელად მოქმედებდა ლუკაზე, შედეგით კი ყველა გაოგნებული იყო. 
მანიკას ძალიან ბევრი საქმე ელოდა წინ, რადგან ოჯახის დაკარგვის გამო უნივერსიტეტში ბევრი გაუცდა. ახლა კვლავ ცდილობდა პროგრამას დაწეოდა და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა მიუხდა.

 ბოლოს რამდენიმე თვიანი მონატრების და უერთმანეთობის შემდეგ, გადაწყვიტეს ლუკას მამის კლუბში წასულიყვნენ და კარგად გამომთვრალიყვნენ.
რა თქმა უნდა, ერთმანეთს ნახულობდნენ, მაგრამ ასე ყველა ერთად არა, გოგოები ძირითადად ერთად იყვნენ, ბიჭები ერთად, ხან შეყვარებულები ესტუმრებოდნენ ერთი-მეორეს, ექვსივეს შეკრებას კი ვერა და ვერ დაადგა საშველი , და აი ქუსლებზე შემხტარი, გამოპრანჭული გოგოები თანმიმდევრობით გადმოვიდნენ თემუკას მანქანიდან. 
სოფიას მოკლე, ტანზე მომჯდარი კაბა ეცვა ბრეტელებით, გამომწვევი იყო, მაგრამ თემუკას გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, იცოდა ზედმეტად ხმასაც კი ვერ გაცემდა ვერავინ. 
სალომე, როგორც ყოველთვის შედარებით თავშეკავებულად გამოწყობილიყო, მუხლამდე გაშლილი სარაფანა ეცვა.
მანიკას კი როგორც ყოველთვის შარვალი. ზემოთ მომჯდარი, კოჭებისკენ ოდნავ გაშლილი კომბინიზონი, რომელსაც საოცრად დიდი დეკოლტე ქონდა, ძალიან გამომწვევად წარმოაჩენდა გოგონას ლამაზ მკერდს. შესასვლელში ლუკა და რომა შეეგებნენ მეგობრებს . რომა რა თქმა უნდა მაშინვე ტუჩებში ეძგერა შეყვარებულს და შემდეგ გადაწყვიტა სხვების შემჩნევა.
-მოკედ ისე გამოიყურებით, მგონი პირველი და უკანასკნელი გახდება თქვენი კლუბში წაყვანა, - შენობაში შეუძღვა გოგოებს ლუკა.
ყველაფერი მშვიდად იყო. ერთობოდნენ, ცეკვავდნენ, საუბრობდნენ. გოგოები მანიკასთვის ბიჭს არჩევდნენ, ბიჭები კი ლუკას ეჯუჯღუნებოდნენ ლილე რატომ არ წამოიყვანეო. ერთი სიტყვით, ყველაფერი ძველებურად იყო, მანამ სანამ გოგოებმა ერთ ბიჭზე არ გაამახვილეს ყურადღება და შეეცადნენ მანიკა მისკენ გაეხედებინათ.
- ღმერთო, აი ეს ნახე, ნამდვილად შენი ტიპია, შენ არ ოცნებობ, ისეთ მამაკაცზე ცალი ხელით რომ აგწევს და ტყვიისგან საკუთარი მკერდით დაგიცავს? -იცინოდა სოფიო და გაშტერებული უყურებდა მოშირებით მაგიდასთან მჯომ კომპანიას.
- ნახე, მართლა მანიკა. წადი გამოეცეკვე.
-ვინაა ამისთანა, თუ ასე მოგწონთ, წადით და თქვენ თვითონ გამოიცეკვეთ, - დაიჭყანა მანიკა რომელსაც დიდად არც კლუბში წასვლა არ სურდა და მითუმეტეს არც ბიჭების გაცნობა. ცდილობდა რაც შეიძლება მეტი დაელია გონების ხმები რომ ჩაეხშო და ფიქრებისგან ტვინი გაეთავისუფლებინა.
- ნახე გოგო, აქეთ იყურება,- ჩუმად უთხრა სოფომ და მანიკამაც გაიხედა.
მათი თვალები კვლავ შენხვდნენ ერთმანეთს. მანიკას სახე აეჭრა, რამდენიმე ფერმა გადაურბინა ერთდროულად, შორს იჯდა, მაგრამ გრძნობდა მწვანეების ელვარებას. რატომღაც მონატრება იგრძნო. დაიძაბა, რატომ მოენატრებოდა ბიჭი, რომელსაც თითქმის არ იცნობდა. ალბათ ყველაფერი სიხარულის გამო იყო, იქნებ უბრალოდ ძალიან გაუხარდა, რომ იმ რთული ღამის შემდეგ ბიჭი კვლავ ჯანმრთელად გამოიყურებოდა. მღელვარება ვერაფრით დამალა, ცოტახანი პირდაფჩენილი იყურებოდა მამაკაცის მიმართულებით. შემდეგ თითქოს ცუდი სიზმრიდან გამორკვევას ცდილობსო, საპირფარეშოში გავალო წამოიყვირა, მზერა მოსწყვიტა ბიჭს და ისე გავარდა საპირფარეშოს მიმართულებით, ამოსუნთქვაც ვერ მოასწრეს გოგოებმა.

საპირფარეშოში ჩაიკეტა და სარკეში ჩაიხედა. რა ემართება, ის ხომ არასდროს არ ყოფილა გრძნობებს აყოლილი, მოთუმეტეს გრძნობებს, რომლებიც არ არსებობს. ნუთუ ერთი ნახვით შეყვარება არსებობს. შანსი არაა, ვერ შეუყვარდებოდა მამაკაცი, რომლის სახელის და გვარის გარდა არაფერი იცის და ზოგჯერ გონია რომ არც არსებობს. აშკარად ჭკუიდან გადადის, მისი ფიქრები და გული ეთამაშება. ღრმად ჩაისუნთქა, თმები უკან გადაიყარა, პატარა ჩანთიდან ტუჩსაცხი ამოიღო და ტუჩებზე გადაისვა. აზრები შედარებით დაალაგა და გავიდა. უნდა დამთვრალიყო, უნდა ეგრძნო როგორ გადაჰქონდა ტვინს სხვა რამეზე ყურადღება. ბარმენს ლუდი გამოართვა და ლუდით ხელში ააყოლა მუსიკას ტანი.

 ალექსანდრე დიდხანს უყურებდა ნაცნობ სილუეტს, მანამდე შენიშნა მეგობრებთან მყოფი, სანამ გოგოები მას შეამჩნევდნენ. ბედის ირონიულობაზე გაეცინა. როგორ ეცადა გოგონას მოსშორებოდა. გრძნობდა ეს არცერთისთვის დამთავრდებოდა კარგად, მაგრამ არავინ იცის ბედი რას უმზადებს ადამიანს. გაეცინა, როდესაც მანიკამაც გაუსწორა მზერა და შემდეგ ისე გავარდა, თითქოს აწყვეტილი ძაღლი მისდევსო. მიხვდა, ყველაფერს მიხვდა და საოცრად მოუნდა მასთან მიახლოება. მარტოდ მოცეკვავე რომ დაინახა, იმდენად სექსუალური ეჩვენა, პატარა ბიჭივით გული აუჩქარდა. გაეცნა თავის ფიქრებზე. მანიკას მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო, მივიდოდა თუნდაც საპირფარეშოში შეიყვანდა და იქვე დაკავდებოდა მასთან სექსით, მაგრამ მანიკა ზედმეტად ეწმინდანებოდა. მასში მანიკა რაღაც უცნაურ ემოციას იწვევდა. სასმელი ბოლომდე დაცალა და თვალი არ მოუშორებია მოშორებით მოცეკვავე გოგოსთვის. 
- რა იყო, შეჩ*მა, შეყვარებული ხო არ ხარ?- სიცილით გააყოლა თვალი გვერძე მჯდომმა ქერა ბიჭმა ალექსანდრეს მზერის ტრაექტორიას.
- ხო არ ღადაობ ტო, რა დროს სიყვარულია, - ჭიქა მოიყუდა მეორე ქერამ.
- პროსტა მაგრად მინდა, - თვალები უცნაურად მოჭუტა ალექსანდრემ და მიმტანს ხელით ანიშნა კიდევ ერთი ჭიქა მოეტანათ,- მაგრამ ვერ მივდივარ, ვერ ვუახლოვდები.
- მოიცა, არ თქვა რომ ის გოგოა, იმდღეს რო ,,მოგიარა". მეთქი რატო მეცნობა-თქო, - გაიცინა პირველმა ქერა.
- მოიცა ზუკა, შენ ამის გვერდით ვიღაც გოგო ნახე, ვინც დაჭრილს მოუარა?- სიცილით იკითხა მეორე ქერამ.
- ეეე, ატ**კებთ, უბრალოდ ვთხოვე და დამეხმარა, ისეთი არაფერი.
-ხო და მერე ღამე შენთან დარჩა.
- არაფერი ვგქონია ლადო, არ გახსოვს რა დღეში ვიყავი? ბევრი სისხლი დავკარგე და ვერ ვინძრეოდი.
- ისიც ვერ ინძრეოდა?- წარბები აათამაშა ლადომ.
-ზუკა, ეს დააწყნარე თორე გავიგდებ,- დაიღრინა ალექსანდრემ. ბიჭებმა ერთმანეთს გახედეს და გაიცინეს, თუმცა როცა ალექსანდრემ გადახადე ორივემ სახე დაასერიოზულა.
- მიდის ბიჭო. წადი გაყევი, მოენატრებოდი, - თვალი ჩაუკრა ზუკამ და ხელით უჯიკა ამდგარიყო.
- ნუ შე**ცით, ვსო მივდივარ. 
უცბად წამოდგა და შენობიდან გავიდა. მანქანაში ჩაჯდა, სახლში წასვლა უნდოდა, მაგრამ შემდეგ დაინახა, როგორ ჯდებოდა მანიკა სხვებთან ერთად მანქანაში და მართლა გადაწყვიტა გაყოლოდა.



***


 მანიკა კორპუსთან ჩამოვიდა, მეგობრებს დაემშვიდობა და ბანცალით შევიდა სადარბაზოში. ერთი სული ჰქონდა სახლში შესულიყო და ტანსაცმელი გაეხადა. 
გრძნობდა რომ ზედმეტად მთვრალი იყო. რამდენი ხანია ამდენი არ დაულევია, თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ საოცარ სილაღეს გრძნობდა. სახლში შევიდა, შუქი აანთო და კომბინიზონის ელვას დაექაჩა გასახსნელად. ძლივძლიობით გამოუვიდა. ყველაფერი შესასვლელში მიყარა და შიშველი გაემართა ოთახისკენ. საწოლზე გულაღმა გადაწვა და თვალები დახუჭა.
მგონი, მოეწონა კლუბები, ხშირად უნდა იაროს და გამოთვრეს. თან იმ მწვანეების ელვარება...
 ნეტა კიდევ თუ გადაეყრება მის მწვანე თვალებს, რომლებიც ტყვიასავით ატანენ მის სხეულში და სულს უწამლავენ. მთვრალზე კიდევ უფრო იდუმალად ეჩვენებოდა მამაკაცი. კლუბის განათების ფონზე წარმოიდგინა მამაკაცის თვალები, ტანში ჟრუანელმა დაუარა, გაეღიმა. საერთოდ კარგავდა თავს. საბანში შეიფუთნა და დაძინებას ეცადა. ეცადა აღარ ეფიქრა მამაკაცზე, რომელიც მთლიანად უფანტავდა გონებას და თავს აკარგვინებდა. 
 კარზე სუსტი კაკუნი გაიგონა, ჩათვალა მოეჩვენა, მაგრამ განმეორდა. ზანტად წამოდგა, თხელი ატლასის ხალათი საცვლებზე მოიცვა, ისე რომ არც შეუკრავს. იფიქრა გოგოები მობრუნდნენ, მასთან დასარჩენად, რადგან წამოსვლამდე სთხოვა.
კარები გააღო და გაშეშდა.
ალექსანდრეს მწვანეები პირდაპირ თვალებში ანათებდნენ , თვითონ კი ღიმილიანი სახით შეჰყურებდა კარებზე მიყრდნობილი. მანიკა დაიბნა, შერცხვა, გაახსენდა, როგორც იდგა მამაკაცის წიანშე და ხალათის შეკვრა სცადა.
- არ შემომიშვებ? 
-რაა?- დაიბნა გოგონა, ეგონა ეჩვენებოდა, იქნებ სასმელის და მასთან სიახლოვის სურვილის ბრალი იყო ეს მოლანდება.
- არ შემომიშვებთქო? - შემოსასვლელად გამოიწია მამაკაცი. ერთი ნაბიჯით მოახლოებული ალექსანდრეს სურნელმა შეაბარბაცა. სულ რამდენჯერ ეგრძნო ეს სუნი და ამდენი ხნის შემდეგაც გონებაში ჩაბეჭდვოდა.
- აქ რა გინდა, -ოდნავ აზრზე მოვიდა და ხალათის შეკვრაც მოახერხა.
- არ მელოდი? - ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა.
- ნუ მეთამაშები ალექსანდრე, - ათრთოლდა მანიკა.
- მომენატრე, - ოდნავ დაიწია და ყბაზე აკოცა, გაიგო როგორ აუჩქარდა სუნთქვა გოგონას.
- წადი ალექსანდრე, ძალიან მთვრალი ვარ და თავს ვერ ვაკონტროლებ.
- ძალიან კარგი! - სახლში შევიდა და კარები მოიხურა.
- წადი ალექსანდრე, არ მინდა რამე ვინანო.
- რა უნდა ინანო პატარა? - ყელზე აკოცა და ცხვირის წვერით მოეფერა ყბამდე. მანიკას გააჟრჟოლა, ხალათი უფრო მჭიდროდ მოიხვია ტანზე.
- ალექსანდრე... - ხმა აუკანკალდა, ცოტაც და ზღვარს გადაჰკვეთდა. საერთოდ არ უნდოდა პირველი სექსი უსიყვარულოდ ჰქონოდა, მთვრალს და დაბნეულს.
-მითხარი რომ არ გინდივარ და წავალ, - არ ეშვებოდა აღელვებულს ბიჭი.
- გთხოვ!...
-არც ისე დამაჯერებლად ჟღერს, პატარა. 
ხალათი გაუხსნა და მკერდიდან სახემდე ხელი ააყოლა.
მანიკამ რაღაც წარმოუდგებელი მღელვარება იგრძნო, ჯერ კიდევ გაოგნებული იდგა და ადგილიდან ვერ ინძრეოდა. სწრაფად შემოხვია ხელები კისერზე და თვალები დახუჭა. ალექსანდრემ შუაზე გაპობილი ტუჩები დაუკოცნა და ხელში აიყვანა გარინდული გოგონა. იმდენად სურდა , იმდენად უნდოდა მასთან, ასეთი სურვილი არასდროს არავის მიმართ გასჩენია. ხვდებოდა რომ არ ექცეოდა კარგად მანიკას, რომ გულს ატკენდა მაგრამ ვერ აჯობა საკუთარ თავს. თანაც როცა ამდენად აღელვებული გოგონა დაინახა, რომლის თვალებშიც გამობრწკოდა სურვილის სხივები... ნაზად დააწვინა საწოლზე , საცვალი გახადა , ბიუსჰალსტერიც მოაშორა და შემდეგ თავად განთავისუფლდა ტანსაცმლისგან. მანიკამ ხმისამოუღებლად ააყოლა მის ბისცეფსს ხელი და იმდღევანდელ ნაიარევზე მოეფერა. ბიჭი აზარტში შევიდა მანიკასთან სიახლოვით, დაიფიცებდა ასეთი სიამოვნება არავისთან სექსით არ მიეღო. გოგონასთვის პირველი აღმოჩნდა. ისე ნაზად ეფერებოდა, უკვირდა როგორ შეეძლო, ყველანაირად ცდილობდა მანიკა კომფორტულად ყოფილიყო მასთან და მასაც ისეთივე კმაყოფილება განეცადა, როგორსაც თვითონ განიცდიდა. ნაზად ეფერებოდა და კოცნიდა მთელ სხეულზე, აგიჟებდა გოგონას პირიდან გამოტყორცნილი კვნესის ხმები და ნელ-ნელა უფრო ხელდებოდა.


 დილით მანიკა სანამ თვალებს გაახელდა, ფიქრობდა რა უცნაური სიზმარი ვნახეო. ახლად გაღვიძებულს ღამინდელი ამბები კადრებად უტრიალებდა გონებაში. რა იცოდა რა ელოდა თვალს რომ გაახელდა და გვერდით მწოლიარე ბიჭს დაინახავდა, რომელიც ჯერ კიდევ თვლემდა.
ბეჭებზე გადაბრუნდა და თვალები ნელა გაახილა, საერთოდ არ სურდა წუხანდელი სიზმარი დამთავრებულიყო და დიდი სიამოვნებით შეიბრუნებდა ძილს, რომ სცოდნონდა კვლავ იგივეს ნახავდა. თავის თავზე გაეცინა და როცა ალექსანდრე დაინახა სიცილი სახეზე შეეყინა. ღმერთო ჩემოო, ჩუმად აღმოხდა და ახლა შეამჩნია რომ სრულიად შიშველი იწვა. 
,, არ უნდა დაგელია მანიკა, არა! " ნერვიულად შემოიხვია საბანი ტანზე და სცადა ისე ამდგარიყო საწოლიდან, არ გაეღვიძებინა.
- სად მიდიხარ? -ხელი დაუჭირა, სანამ ლოგინიდან ჩასვლას შეძლებდა.
მანიკა წამოწითლდა და გაშეშდა. არ უნდოდა უკან გაეხედა და ალექსანდრეს თვალები დაენახა. სირცხვილი და მორიდება იგრძნო და საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გამოლანძღა, გუშინ არ გერიდებოდაო?
- მოდი დაბრუნდი პატარა, არ მითხრა შემრცხვაო..- შიშველ ზურგზე თითები ჩამოაყოლა. გოგონას გააჟრჟოლა, საბოლოოდ წამოდგა საბანმოხვეული, და ალექსანდრე სრულიად შიშველი დატოვა.
- არ მახსოვს გუშინ რა მოხდა,- უცბათ იცრუა მანიკამ , - ამიტომ გთხოვ წახვიდე და ყველაფერი დაივიწყო.
- მასეთი მთვრალიც არ ყოფილხარ, მანიკა. ვიფიქრე დღესაც გავაგრძელებდით. მანიკამ ხალათი მოიცვა და საბანი საწოლზე გაფააგდო, ისე რომ შიშველი მამაკაცისთვის თვალი არ მოეკრა. ღმერთო, ეს რა ჩაიდინა ამ ცალტვინა გოგომ.
- არ ვიცი, იმედია თავს მაინც ვიცავდით. ძალიან არ მინდა ერთი ღამის მამაკაცისგან ორსულად დავრჩე.
- შენ ახლაც მთვრალი ხარ? რაებს ბოდიალობ? - გაეცინა მამაკაცს და ხელები თავქვეშ შემოიწყო. 
- ალექსანდრე, სანამ საბოლოოდ გადავსულვარ ჭკუიდან , გთხოვ დატოვე ჩემი სახლში მშვიდობიანად , დავივიწყოთ წუხანდელი ღამე და როცა სადმე შევხვდებით ისე ავარიდოთ თავი ერთმანეთს თოთქოს არც კი ვიცნობთ.
- ნწუ, მე მასე არ მაწყობს. იქნებ მინდა ყოველი ღამე შენთან გავატარო.- დამაჯერებლად ჟღერდა მამაკაცის სიტყვები.
- მე კი არ მინდა!- მკაცრად თქვა მანიკამ და იმდენად თავდაჯერებული მზერით შეხედა ბიჭს, ამან მეტად გაახელა.
- ღმერთო, როგორ მინდიხარ! - გაიცინა ბიჭმა, ძალიან სექსუალური ხარ მაგ ხალათში, პირდაპირ მინდება გაგხადო და მოგეფერო.
მანიკა წამოწითლდა. ბიჭის სიტყვებმა თავადაც ააღზნო. ნერვები მოეშალა , უტვინო, ვნებებს აყოლილი გოგოსავით იქცეოდა, ამიტომ სანამ დრო ჰქონდა უნდა გაცლოდა ამ ოთახსაც და ალექსანდრესაც. 
- სააბაზანოში შევდივარ და გთხოვ, როგორც გუშინ გამოჩნდი, ისე უეცრად გაუჩინარდი და დამპირდი რომ ჩვენი გზები აღარასდროს გადაიკვეთება ერთმანეთთან.
- პირველ თხოვნას შეგისრულებ, იმიტომ რომ სამსახურში მეჩქარება, მეორეზე კი ბოდიში უნდა მოგიხადო, დარწმუნებული იყავი, კიდევ გამოვჩნდები და ისევ აგირევ გონებას.
უცბათ წამოდგა და შიშველი გაემართა სააბაზანოსკენ.
მანიკამ თვალები გააყოლა მამაკაცს და ტანში უნებურად დაუარა. ძალიან სექსუალური იყო მამაკაცი, მისი დაკუნთული სხეული და შრამიანი ტანი, რაღაც საოცარად იზიდავდა გოგონას.
სამზარეულოში გავიდა და ჩაიდანი შეაერთა. ორი ჭიქა გამოიღო სანამ ალექსანდრე შხაპს იღებდა მისთვისაც გაამზადა ყავა. 
ბიჭი პირსახოცშემოხვეული დაბრუნდა და პირდაპირ სამზარეულოში შეაჭრა. 
მანიკა ფანჯარასთან იჯდა სკამზე ფეხებმოკეცილი და ფინჯანი ორივე ხელში მოექცია.
- რა ჩაფიქრებული ხარ? - ყავით ხელში მიუახლოვდა და თავზე აკოცა.
- რას აკეთებ? - დაიბნა მანიკა, - ყავა დალიე და აორთქლდი, - ხელი უმისამართოდ აიქნია.
- კარგი რა, მთელი დილაა არ მოგბეზრდა?- ჩაეღიმა და თვითონაც ჩამოჯდა სკამზე.
- ძალიან გთხოვ ალექსანდრე, დამტოვე მარტო, როგორც ხვდები ძალიან ბევრი საფიქრალი მაქვს.
- რაზე უნდა იფიქრო, პატარავ? ნუ ნერვიულობ, არ გამომიყენებიხარ და არც მიგაგდებ,- ირონიულად გაიცინა და ყავა მოსვა.
- მაგაზე არც ვნერვიულობ, ძვირფასო, - არც მანიკა დარჩა ვალში, ირინიულად გაუღიმა.- უბრალოდ საერთოდ არ მსურდა ჩემი პირველი სექსი ვიღაც უცხო, უმნიშვნელო მამაკაცთან მქონიდა.
- კარგი რა პატარა, გუშინ ისე იქცეოდი, რაღაც არ დამრჩა შთაბეჭდილება რომ ძალიან უმნიშვნელო ვყოფილიყავი შენთვის.
- იცი რა ? მე არ ვიცი შენზე რა შთაბეჭდილებებს ვტოვებ, და არც მაინტერესებს, ერთადერთი რაც მინდა ისაა, სანამ საბოლოოდ დავკარგავ სიმშვიდეს წახვიდე და უბრალოდ დაივიწყო ჩემი არსებობა.
- ნწუ, მასე არ გამოვა, ამაზე ხო შევთანხმდით?!- გაგრძელება არ დააცადა, წამოდგა, პირსახოცი მოიშორა, მხარზე გადაიგდო და საძინებლისკენ გაემართა.


მანიკა სააბაზანოსკენ გაემართა და როცა გამობრუნდა ალექსანდრე უკვე წასული იყო, სახლი კი მისი სურნელით იმდენად გაჟღენთილიყო, ჰაერი არ ყოფნიდა რომ ესუნთქა. 
მთელი დღე საკუთარი თავის ლანძღვაში გაატარა. საშინელ ხასიათზე იყო. გული გამალებით უცემდა. ვერც კი ფიქრობდა რა იქნებოდა შემდეგ, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ღრმად ამოისუნთქა, ჩაიცვა და უნივერსიტეტისკენ გაემართა.
ჩვეულებრივი შემოდგომის დღე იყო. ფოთლების წვიმა მოდიოდა ჭავჭავაძის გამზირზე. ნელა შეაბიჯა აუდიტორიაშია და 2 ლექციას ისე დაესწრო არც არაფერი შესვლია გონებაში და არც გამოსვლია. ვერაფერზე ფიქრობდა ალექსადრეს გარდა, ვინ იყო, რა უნდოდა. 
 ლექცია დამთავრდა და უცბათ გამოფხიზლდა. ჩანთა აიღო, აუდიტორია დატოვა და შენობიდან გავიდა. 
- მანიკა, - მხარზე შეხება იგრძნო და უკან გაიხედა.
- რეზი?!- გგულწრფელი ღიმილი მოჰგვარა დიდიხნის უნახავი კურსელის ნახვამ,- რამდენი დრო გავიდა? - ბიჭს მკლავები მოხვია და ჩაეხუტა.
- საუკუნე! - გაიღიმა ბიჭმაც ,- როგორ ხარ ქალბატონო მანიკა?
-არამიშავს,შენ?
- როგორ მომენატრე, - ღრმად შეისუნთქა ბიჭმა გოგოს სურნელი, - იმდღეს ვაპირებდი დარეკვას, მეთქი სადმე შევხვდებოდით, მაგრამ საქმეები გამომიჩნდა.
-შენ და შენი საქმეები, - ჩაეღიმა მანიკას.
- არ თქვა,- გაბეზრებით აღმოხდა ბიჭს, - იქნებ ახლა გცალია, წამოდი, სადმე კაფეში დავსხდეთ, თან ვიცი მშიერი იქნები.
- ვერც კი წარმოიდგენ როგორ მშია!- ხელები ერთმანეთს გაუხახუნა მანიკამ. ბიჭი მანქანისკენ გაუძღვა.
- ვა , ახალი პიპია გყავს ისევ?
- ხო იცი როგორ მანებივრებს მამიკო?! - კარები გაუღო და დაჯდომაში მოეხმარა.

რეზი ნუცუბიძე პირველ კურსზე გაიცნო. ერთადერთი იყო , ვისაც უნივერსიტეტში ემეგობრებოდა. იმის მიუხედავად რომ მდიდარი ბიზნესმენის ერთადერთ ვაჟიშვილს კომპანიაში ერთ- ერთი საპასუხსმბელო პოსტი ეჭირა, ყოველთვის მხიარული და მზრუნველი იყო. სწორედ ჭკუა ხიბლავდა მანიკას რეზიში. რეზი კი უზომოდ კარგად გრძნობდა გოგონასთან თავს, და იმის მიუხედავად რომ დიდი ხანი იყო, რაც ერთმანეთი არ ენახათ, მათ შორის არანაირი უხერხულობა არ იგრძნობოდა. რეზიმ ოჯახის კუთვნილ კაფეში წაიყვანა. ტერასაზე დასხდნენ და მშვიდად ლაპარაკობდნენ უერთმანეთოთ გატარებულ დროზე. რეზიმ საოცრად მხიარულ ხასიათზე დააყენა. ყველა მოუშორებელი ფიქრი გაუფანტა გონებიდან.
- კიდევ ეული დადიხარ?- იკითხა ბიჭმა.
- კი, - მცირე პაუზის შემდეგ თქვა გოგონამ , დარწმუნებული არ იყო, ალექსანდრესთან სექსი რამეს თუ ნიშნავდა და მათ შორის რამე ურთიერთობის წამოწყების საბაბი გახდებოდა,- თქვენ? თქვენ როგორ გაქვთ საქმე გოგონებთან, თავადო რევაზ?- გაუცინა და ყავა მოწრუპა.
-მმ, მგონი არის ერთი ,- თვალები დააწვრილა რეზიმ და გოგონას სანთებელა გაუწოდა.
- მგონი? რაო დაიპყრეს შენი გულიც რეზიკუნა? მოკლედ წელს სიყვარულის ბუმია ჩემს გარშემო, - მოქაჩა სიგარეტი მანიკამ და გადააფერფლა.
- აუ ხო, მაგრად კი მაწამებს, ამისთანა თუ მენახოს რამე, წამოიდგინე, მე, რეზი, გოგოების გულთამპყრობელი, ერთ პაწაწინა გოგოს რომ ვერ შევაბამ! - თავი მოიქექა.
- შენ და შენი ეგო. - გაიცინა გოგონამ,- მაგრამ , რას გერჩი მართალი ხარ. როგორ მოხდა ეგ ამბავი?
- როგორ და საქველმოქმედო ორგანიზაციას გავყევი ერთ-ერთ მამაჩემის დაფუძნებულ ბავშვთა თავშესაფარში. მანამდე არ ვიყავი ნამყოფი და არავის ვიცნობდი, ამიტომ, ხო ხვდები, მე ჩემთვის ვიყავი, ისინი თავისთვის, სულ არ მინდოდა წასვლა, მამაჩემმა მაიძულა, კომპანიის იმიჯი და რამე, ხოდა ერთ-ერთ მომვლელ გოგონას ცოტა ,,ზემოდან'' ვთხოვე რაღაცის შესრულება და გაჭედა. უხეშად დამიწყო ლაპარაკი და ხო იცი ჩემი ამბავი, ვერ მოვითმინე. შევყევით ჩხუბში და მერე ვაკოცე.
- ვერ ხარ შენ, რას ქვია აკოცე?- ახარხარდა მანიკა.
- აი, ისეთი სექსუალური იყო ჩხუბის დროს მაგრად ავიღზენი და ვეცი. გადაირია სულმთლად. ძივს დააშოშმინეს. აღმოჩნდა თავშესაფარის პირველი ნაკადიდან იყო, ისიც იქ გაიზარდა და შემდეგ აღმზრდელად დარჩა. მამაჩემს პირადად იცნობდა და დამაბეზღა და მამაჩემმა მაგრად გამიტრაკა. და ახლა, ხო იცის ვინც ვარ და სათოფეზე არ მეკარება, ფულის გამო მაინც ვაინტერესებდე არ შეიძლება? - დაბრიცა ტუჩები და არარსებული ცრემლი მოიწმინდა, მოკლედ შარში ვარ ძვირფასო, ამეკვიატა ეს გოგო და იმის ფიქრში ვატარებ დროს, როგორ შევაბა, ერთ პაემანზე მაინც რომ გამომყვეს.
- მოკლედ, ბიჭები უარს ვერ იტანთ რა! - სიგარეტი ჩააქრო მანიკამ და ხედს გახედა.
- აბა შემომხედე, რამე მაქვს დასაწუნებელი და ვინმეს საუარო? - გაიცინა და საათს დახედა, - ძალიან მიხარია შენთან ყოფნა, მაგრამ სამსაუხრში უნდა გავიდე, თორე დამბრიდავს გიორგი! გაგიყვან სახლში.

მანიკამ სახლში შეაბიჯა და კვლავ მოაწვა მოგონებები. ნეტა არასდროს დამთავრებულიყო რეზისთან გატარებული დრო, იქნებ უფრო დიდხანს გადაკარგულიყვნენ ფიქრები ალექსანდრესა და წინა ღამეზე. 
სახლი დაალაგა და გოგოებს მიწერა. იმის მიუხედავად რომ არავისთვის არაფრის თქმას აპირებდა, მაინც ძალიან ჭირდებოდა მათთან ყოფნა. 
ცოტახანში დაადგნენ კიდეც დაქალები. სამზარეულოში იყო და საჭმელს აკეთებდა.
- რა გჭირს შენ?- სოფიმ სიგარეტს გაუკიდა და ჩაიდანი შეაერთა ასადუღებლად 
- რა მჭირს?- არ შეიმჩნი გოგომ და ქვაბში მწვანილები ჩაყარა.
- რაღაც ზედმეტად ჩაფიქრებული ხარ, რამე მოხდა წუხელ? - იკითხა სალომემ.
- არაფერი, უბრალოდ დავიღალე, გვიან დამეძინა და დღეს ადრე გავედი უნივერსიტეტში.
 გოგოები მიჩუმდნენ , მანიკამ მაგიდა გააწყო და თითქმის უხმოდ მიირთვეს საჭმელი.
ბევრი იჭორავა გოგოებთან, მაგრამ საკუთარ თავზე ერთი სიტყვაც არ ჩამოუგდია, სამაგიეროდ ბევრი იხალისა სალომესა და რომას ურთიერთობაზე და ცოტა ხასიათზე მოვიდა. 
ფილმის ყურებაც მოასწრეს გოგოებმა და გვიან წავიდნენ. 
მანიკამ ჭურჭელი დარეცხა და დასაწოლად მოემზადა. საოცრად გადაღლილად გრძნობდა თავს, ამიტომ წინასწარ გადაწყვიტა უნივერსიტეტში არ წასულიყო. ლეპტოპი აიღო და პროექტის გეგმა გახსნა. ძალიან მოსწონდა საკუთარი ნამუშევრები. ბოლო პროექტმა ბევრის მოწონება დაიმსახურა, ლექტორმა უთხრა შევეცდები რამდენიმე კლიენტს დაგაკავშირო , ვნხოთ, იქნებ იმათაც მოეწონოთ და პირველი ნახაზი გაყიდოო. ხოდა უზომოდ უხაროდა. გადახედა ყველა პროექტს და ახალის დაწყებას გეგმავდა, როცა კარზე დააკაკუნეს. 
 სახლში გაფანტულ სიმშვიდეში კაკუნი ბომბის აფეთქებას გავდა და ოდნავ შეხტა საწოლში. პირველი ის აზრი მოუვიდა თავში რომ კვლავ ალექსანდრე ესტუმრა. გააკანკალა, გული აუჩქარდა და სანამ მეორედ არ დააკაკუნეს ლოგინიდან ადგომა ვერ შეძლო. ფეხაკრებით გაუყვა გზას კარისკენ. ჭუჭრუტანაში გაიხედა. არ შემცდარა, კარებზე ცალი ხელით მიყრდნობილი ბიჭი ტელეფონში იყურებოდა და ელოდა. გული ორმაგად აუჩქარდა, ეგონა კარის იქითაც ისმოდა მისი გულისცემა. იდგა ასე და იყურებოდა კარს იქეთ, თღუმცა გაღებას არ ჩქარობდა. მესამედ დააკაკუნა, მიხვდა რომ ცოტახანში მოთმინებას დაკარგავდა , იქნებ საერთოდ არ გაეღო და ისიც წავიდოდა. მაგრამ ცოტახანში ალექსანდრემ გაბმული კაკუნი დაიწყი და გაღება მოუწია.
- ყავა მომეწონა და დავბრუნდი , იმედია უარს არ მეტყვი, - მანიკა ოდნავ შეღებულ კარებს არ სცილდებოდა.
- აქ დამელოდე და გაგატან! - ირონიულად გახედა ბიჭს, - მგონი გითხარი აქ აღარ გამოჩნდეთქო.
- მე კიდე შეგპირდი ვერ მომიშორებთქო. იქნებ შემომიშვა, საკმაოდ ცივა სადარბაზოში.
- ალექსანდრე, ძალიან გთხოვ, რატომ ცდილობ პრობლემა გამიჩინო, დამტოვე, წადი, შემეშვი.
- შენი თვალები სხვა რამეს მეუბნებიან, ამიტომ აბა, - კარებს მიაწვა , ფართოთ გააღო და შევიდა,- ახლა მასე უნდა იდგე? დაკეტე კარები და შემოდი, უბრალოდ ყავას დავლევ და წავალ გპირდები!
მანიკა დანებდა, სამზარეულოში შეუძღვა და შუქი აანთო. კარგ განათებაზე დაინახა ბიჭის გატეხილი წარბი, სისხლი კვლავ მოსდიოდა ჭრილობიდან, ხელები და პერანგი სისხლიანი იყო. შეიშმუშნა. დაიძაბა. იდგა და ბიჭს დაჰიპნოზებულივით აკვირდებოდა.
- ცოცხალი ხარ მანიკა? - სახის წინ ხელი აუფრიალა ბიჭმა.
- რა გჭირს? - ზედმეტი ემოციის გარეშე კითხა და წყალი შეაერთა ასადუღებლად.
საათი დილის ორს უჩვენებდა. 
ალექსანდრე მშვიდად დაჯდა სკამზე და სიგარეტი ამოიღო.
- არაფერი, - სერიოზულად თქვა და გაუკიდა.
- სპირტს და ბამბას მოგიტან თუ გინდა, - სხვათაშორის შესთავაზა გოგონამ და ადუღებული წყალი ჭიქებში ჩამოასხა.
- გმადლობთ, არ მინდა! - თვალს არ აშრებდა მანიკას. 
რა ჭირდა არც თვითონ იცოდა. ან ამ შუაღამისას რა უნდოდა მასთან, მითუმეტეს ასეთ ფორმაში, ჩხუბის შემდეგ, რატომ დაადგა მაინცდამაინც მანიკას თავზე. მაგრამ რაღაც ეგოისტურად სურდა მასთან ყოფნა, მისი ბავშვური ხასიათი და სიამაყე ძალიან ხიბლავდა.
- ძალიან გთხოვ სააბაზაოში შედი და მოწესრიგდი არ შემიძლია ყავას ვსვავდე და სისხლს ვუყურებდე ერთდროულად,- არც გაუხედავს ისე უთხრა, ყავის ჭიქები აიღო, მაგიდაზე დადგა და სკამზე ჩამოჯდა. ალექსანდრე ხმის ამოუღებლად გავიდა სააბაზანოში და ცოტახანში პერანგის გარეშე დაბრუნდა. მანიკამ ხარბად აათვალიერა მამაკაცის შიშველი სხეული და სიგარეტს მოუკიდა.
- ლუკას ზედა უნდა მქონდეს სადმე და მოგიტან,- თვალი მოაშორა მამაკაცს. ყავა მოსვა და სიგარეტს გაუსწორა თვალი.
- ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს, - ყავის ჭიქა აიღო, კარადას მიეყრდნო და ფეხები გადააჯვარედინა.
- უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს თუ ჩაიცვამ, - სიგარეტი ჩაწვა, ოთახიდან გაუჩინარდა და უკან მაისურით დაბრუნდა. ალექსანდრემ ირონიული ღიმილით გადაიცვა.
- დავიჯერო 2 ზომით პატარა მაისურით უფრო სექსუალური ვარ ვიდრე შიშველი?
- არა, მაგრამ მე ასე მირჩევნია, - აღიარა მანიკამ, - გშია?
- მაჭმევ? - გულთბილად გაიღიმა ალექსანდრემ.
- სტუმრებს უყურადღებოდ არ ვექცევი. 
ბიჭის დუმილი თანხმობად მიიღო, მაცივრიდან სადილის ნარჩენები გამოალაგა და მაგიდა ერთ კაცზე გაშალა.
- გემრიელელი ხელი გქონია პატარა, თურმე რამდენი რამ შეგძლებია, - დაჰიპნოზებული მანიკა მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა, - მმ, ალბათ მადისაღმძვრელად გამოვიყურები, რადგან თვალს ვერ მაშორებ, - გაიცინა და სიგარეტს გაუკიდა.
- მზად ხარ წახვიდე? - მობეზრებულმა კითხა გოგომ.
- რომ დავრჩე არა?
- არა ალექსანდრე, არ უნდა დარჩე, უნდა წახვიდე და აღარასდროს მოხვიდე. 
- ნწუ, მასე არ მაწყობს. - სიგარეტი ჩაწვა და სკამის საზურგეზე თავი გადაქინდრა. სიჩუმე ჩამოვარდა. მანიკა მიხვდა რომ მასთან ისტერიკა არ ღირდა და ხმას აღარ იღებდა, მაინც ვერაფერს გახდებოდა ალექსანდრესთან. იცოდა, დიდ შარში გაყო თავი და წარმოდგენა არ ქონდა რა უნდა გაეკეთებინა. იქნებ ჯობდა ბიჭებისთვის ეთქვა და მათ მოეგვარებინათ. მაგრამ არასდროს არ უთხოვია თავისი პრობლემის გადაჭრა სხვისთვის და არც ახლა აპირებდა პრინციპებიდან გადახვევას.
ძალიან აღიზიანებდა ალექსანდრეს საქციელი, არ იცოდა რა მიზანი ჰქონდა, რა უნდოდა მისგან. ეს გაურკვევლობა თავბრუს ახვევდა და იმის მიუედავად, იწვოდა ისე სურდა მამაკაცი, არც თავს უტყდებოდა და არც ბიჭს, ხვდებოდა რომ ეს მხოლოდ გულისტკნამდე მივიდოდა, იცოდა რომ მათ მომავალი არ ჰქონდათ.
- ის ბიჭი ვინ იყო? -შეპრვით იკითხა ალექსანდრემ.
- ვინ ბიჭი, ლექსო?
- დღეს ვისთან ერთადაც იყავი კაფეში.
მანიკას გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა, გაკვირვებული მზერა მიაპყრო ბიჭს და საშინელმა სიბრაზემ შეიპყრო.
- შენ რა მითვალთვალებ? - ხელები მაგიდაზე დააყრდნო და სკამიდან წამოიწია, - როგორ ბედავ? ვინ გეკითხება?
- დაწყნარდი! რაც შენ გეხება ყველაფერი მეკითხება. 
- შენ ვერ ხარ ხო? ხო არ დაგავიწყდა 2 დღის ნაცნობები რომ ვართ და მეტი არაფერი. თურმე ყველაფერი ეხება, არაფერიც არ გეხება, - თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა გოგონა, - შენც ერთი გამვლელი ხარ ჩემს ცხოვრებაში და არაფერი გეკითხება. როგორ მიბედავ საერთოდ? 
- კაი დაწყნარდი, ასე რამ გაგაღიზიანა,- ჩაიცინა, - კარგად ვიცი ვინცაა ეგ ბიჭი, უბრალოდ მაინტერესებდა შენ რა ურთიერთობა გქონდა, აქამდე არ მინახავხარ მასთან ერთად.
- აქამდე? საერთოდ სად გინახივარ აქამდე? დაგავიწყდა სულ 2ჯერ ვნახეთ ერთმანეთი.
- პატარა , ნუ ბრაზდები, მე ყველგან მაქვს თვალები და ყველაფერი ვიცი, სად, როდის და ვისთან ერთად ხარ.
- შენ... შენ ვერ ხარ მგონი, - აღელდა მანიკა,- არა ამას ვეღარ ავიტან, დროზე გაეთრიე და აღარასდროს გადაეკვეთოს ჩვენი გზები ერთმანეთს.


ალექსანდრენ ბინის კარები გაიჯახუნა და წავიდა. ხვებოდა რომ ზედმეტი მოუვიდა მაგრამ ნერვები უთამაშებდა ეს გოგო ახლოს რომ არ უშვებდა. თითქოს სენი შეეყარაო, ვერაფრით იშორებდა გონებიდან. ჩაეცინა, ათასი ქალი არსებობდა, ვინც დიდი სიამოვნებით გაუღებდა კარებს და დაიტოვებდა, მათი ინიციატივით ექნებოდა სექსი, მაგრამ მაინცდამაინც მანიკასთან მივიდა. ზუსტად იცოდა ასე მოხდებოდა, გოგონა უკან გამოაბრუნებდა, მაგრამ გაგიჟდებოდა რომ არ ენახა. იყო რაღაც საინტერესო და მიმზიდველი ამ გოგოში, რაღაც ისეთი, რაც სხვებში ვერ იპოვა აქამდე. 
 მანიკა იჯდა ფანჯარასთან და აკანკალებული ეწეოდა სიგარეტს. ღერს ღერზე წევდა, საშინელ ხასიათზე დააყენა მამაკაცის ვიზიტმა. ახლა ჩაუღრმავდა თავის საქციელს, მიხვდა რომ ალექსანდრე გადაიკიდა, ფიქრობდა რა შეიძლება ნდომოდა მისგან მამაკაცს და ვერაფერი მოაფიქრდა. მანიკა ისეთი ტიპის გოგო არ იყო ყველასთან რომ დაწოლილიყო, საერთოდ მთელი ცხოვრება იმ პრინციპით არსებობდა, რომ მთელი თავისი სხეული მისთვის მიეძღვნა, ვინც ეყვარებოდა, ძალიან ეყვარებოდა . გაიაზრა რომ ყველაფერი დაიმსხვრა. ალექსანდრე, რაც არ უნდა მიმზიდველი ყოფილიყო, არც მისი ცხოვრების მამაკაცს წარმოადგენდა და არც უყვარდა. სიგარეტი გაუთავდა, პიჟამოებზე პერანგი მოიცვა და მაღაზიაში ჩავიდა. ნელა მიდიოდა კიბეებზე. გული უფანცქალებდა , თავს საშინლად გრძნობდა. 
ალექსანდრე მანქანაში იჯდა და თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა. იჯდა და ელოდა, თითქოს გული უგრძნობდა მანიკა აუცილებლად ჩავიდოდა სახლიდან. ნახევარ საათში დაინახა კიდეც სადარბაზოდან გამოსული, ნელი ნაბიჯებით რომ მიემართებოდა სადღაც. მანქანით აეკიდა უჩუმრად და ფეხებთან გაუჩერა.
- რა ჯანდაბაა, - უკან გაიხედა.
ალექსანდრე მანქანიდან გადმოვიდა და გვერდით ამოუდგა.
- ვერ მივდივარ, რაღაც მაჩერებს.
- სიგარეტი გაქვს?- თავი დაუქნია,- მაშინ ამოდი. სახლისკენ გაბრუნდა. სახლში ავიდა და კარები ღია დატოვა სტუმრისთვის.
ალექსანდრემ მანქანა დააყენა თუ არა ეგრევე ავიდა, პატარა ბიჭივით უფანცქალებდა გული.
- იმედია მოსაკლავად არ ამომიყვანე, - გაიცინა და სავარძელში ჩაჯდა.
- ახლა უნდა გეუბნებოდე , თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლშითქო, მაგრამ ვხედავ არ გჭირდება.
- ნამდვილად, - სიგარეტს გაუკიდა და მანიკასაც მიაწოდა.
- მადლობა, - გამოართვა, სავარძელში ფეხმოკეცილი ჩაჯდა და თვითონაც მოუკიდა.
ზუსტად 2 წუთი წინ ფიქრობდა, ეს მანიაკი სად გადავიკიდეო, ახლა კი თავად ამოიყვანა სახლში , ნეტა რაზე ფიქრობდა ეს გოგონა? ცოტა გაღიზიანდა კიდეც საკუთარ თავზე, მეორე მემ შეახსენა რომ უარესად ინანებდა, როცა მარტო დარჩებოდა, მაგრამ არ შეეძლო, რაც არ უნდა ეთქვა და ეფიქრა, საოცრად მოქმედებდა მამაკაცი მასზე, საოცარ სურვილებს უჩენდა, საოცარ გრძნობებს აღუძრავდა.
ლექსო იჯდა სავარძელში, მომცრო ზომის მისაღებს, მხოლოდ ფეხზე მდგომი დიდი ლამპა აშქებდა, ატმოსფერო ძალიან ინტიმური და დაძაბული იყო. თითქოს ჰაერიც კი დაგუბდა ამ ორის შორის. მანიკამ ვერ გუძლო მამაკაცის მზერას და ფეხზე წამოხტა.
სამზარეულოში გავიდა და ჭიქაში ცივი წყალი დაისხა, იქნებ ცოტა აზრზე მოსულიყო, კარგად ესმოდა მამაკაცის ფეხის ნაბიჯის ხმა, რომელიც უახლოვდებოდა, მაგრამ არ განძრეულა, არც კი შებრუნებულა. ალექსანდრეს ხელები მარწუხებივით მოეხვია მუცელზე, მანიკამ მექანიკურად დახუჭა თვალები და კისერი მხრისკენ გადახარა, სადაც დაუყოვებლივ შეეხნენ ბიჭის ტუჩები. ფეხის თითებიდან თავის მიმართულებით დაუარა ჟრუანტელმა, გული საოცრად აუჩქარდა, ხელები ჭიქას გაუშვა და მოდუნდა. არაფერზე აღარ ფიქრობდა. ერთადერთი რაც ძალიან სურდა მამაკაცი იყო, რომელიც იმდენად ნაზად კოცნიდა, ეგონა ცოტაც და სულს გააფრთხობდა.
ლექსომ მანიკა თავის მხარეს შემოაბრუნა, მსუბუქი მოძრაობით შემოსვა სამზარეულოს კარადაზე და ფეხებს შორის მოექცა, მანიკამაც ინსტინქტურად შემოხვია წელზე ფეხები და კოცნაში აჰყვა. თავბრუს ახვევდა მამაკაცის სურნელება. საოცრად აღიგზნო. ბიჭმა პიჟამოს ზედა შემოაძარცვა და ახლა თავად სცადა მაიკიდან თავის საძვრენა, ისე რომ კოცნა არ შეუწყვიტავს. გოგონამ კისერზე შემოხვია ხელი და უფრო ახლოს მოსწია მასთან, ცალი ხელი მის შიშველ სხეულზე ჩამოაყოლა. ლექსოს ძალიან მოსწონდა გოგონას აქტიურობა, ერთი ხელი წელზე შეუცურა, მეორე ფეხებქვეშ ამოსდო და ასე ხელში აყვანილი გაიყვანა საწოლ ოთახამდე. ლოგინზე დააგდო და ქვეშ მოიქცია. ორივენი საბოლოოდ გათავისუფლდნენ ტანსაცმლისგან. მანიკა საოცრად გრძნობდა თავს. წინა ღამიდან თითქმის არაფერი ახსოვდა, ახლა კი ყველა გრძნობა ერთიანად დატრიალდა მასში, თითქოს ქარბორბალააო, სისხლი აუდუღდა, აუჩქარდა, მამაკაცის ბეჭებს ფრჩხილებით ჩააფრინდა, ალექსანდრეს დაგუდული კვნესა აღმოხდა, ფრთხილად მოსცილდა გოგონას სხეულს, შუბლზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია და ნაზად აკოცა.
მანიკა იგივე პოზაში იწვა, თვალებიც კი არ გაეხილა, ცდილობდა რეალობას არ დაბრუნებოდა, არც კი ტოკდებოდა, ცდილობდა ხმამაღლაც კი არ ესუნთქა. კვლავ მოერია სირცხვილის შეგრძნება, არ სურდა ბიჭისთვის შეეხედა. ალექსანდრე მიუხვდა ფიქრებს და გაეცინა.
-შეგიძლია თვალები გაახილო და ისუნთქო მანიკა, - ძუძუზე მსუბუქად აკოცა და საწოლის თავს მიეყუდა. მანიკას გრძნობების ახალმა ტალღამ დაუარა და ძლივს შეიკავა თავი კვნესა რომ არ აღმოხდენოდა. მამაკაცს ზურგი მიუშვირა, ნელა წამოდგა და სკამზე დაკიდებულ ხალათს დასწვდა. მამაკაცმა ხარბად შეათვალიერა მანიკას მოშიშვლებული ბეჭები და უკანალი. ვერ კმაყოფილდებოდა ამ გოგოთი, უფრო და უფრო მეტი სურდა. მანიკა ისე გაეშურა სააბაზანოსკენ, ერთი არ შეუხედავს ბიჭისთვის. ალექსანდრემ მოკლედ შეკრეჭილ თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა და ახლა გაახსენდა, რომ საოცრად ეწვოდა გატეხილი შუბლი.
გოგონა მალევე დაბრუნდა სააბაზანოდან, ხალათიანად შეწვა საწოლში და საბანი მჭიდროდ შემოიხვია.
-თვალს მარიდებ? კაი რა?- დასცინა ბიჭმა, რამაც მანიკას უფრო მეტად დამწუხრება გამოიწვია,- ვგონებ, მე და შენ სულ სექსი უნდა გვქონდეს, იმიტომ რომ სხვა დროს სულ დამწუხრებული ხარ და ჩემზე შემოხედვაც კი არ გსურს,- არ წყვეტდა დაცინვას მამაკაცი.
ალექსანდრე კარგად ხვდებოდა, როგორ მოქმედებდა მანიკაზე, ხვდებოდა რომ თავს აკარგვინებდა, თავდაკარგული გამოუცდელი მანიკა კი უარს ვერ ეუბნებოდა მამაკაცს. იცოდა მისი ფიქრების შესახებ და მაინც, საშინლად უნდოდა გოგონაზე ყოველთვის ასეთი ზეგავლენა ჰქონოდა. საბანში ცხვირჩარგული გოგონა გულზე მიიხუტა და თმებზე მოეფერა. მანიკას ამდენი ხნის შეკავებული ცრემლი გადმოუგორდა ლოყაზე და ვაიდა არ შეამჩნიოსო, სწრაფად მოიწმინდა, მაგრამ ალექსანდრეს არაფერი გამოპარვია. ისე შემოხვია ხელები, თითქოს სურს სხეულით შეისრუტოსო და ათრთოლებულ გოგონას თავზე აკოცა.

დილით მარტოს გაეღვიძა. თავს საშინლად გრძნობდა. თითქოს საკუთარ თავს უღალატაო. საკუთარ პრინციპებს გადაუხვია, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ დაუარა ჟრუნტელმა წინაღამის გახსენებისას. თვალები გაახილა და ღრმად შეისუნთქა ოთახში ჯერ კიდევ არსებული მამაკაცის სურნელი. ინატრა, ნეტავ ახლა მისი მკლავები მეხვეოდესო. იმის მიუხედავად რომ გრძნობები ქაოტურად ირედნენ მასში, დარწმუნებული იყო რომ არ ეშინოდა მამაკაცის, არც იმის რომ ნელ-ნელა სიმპატიით იმსჭვალებოდა მის მიმართ. ფიქრებიდან კარების გაღების ხმამ გამოიყვანა, ვიღაც სახლში შემოვიდა.
-მანიკა, გაიღვიძე?- მოესმა ალექსანდრეს ბოხი ხმა, გააკანკალა, ძალიან მოსწონდა ამ ხმის მიერ წარმოთქმული თავისი სახელი. საწოლიდან ზანტად წამოდგა, ხალათი უფრო მჭიდროდ მოიხვია შიშველ სხეულზე და ხმის მიმართულებით წავიდა,- მაღაზიაში ვიყავი,- გაუღიმა მამაკაცმა და პარკები მაგიდაზე დააწყო.
- არ იყო საჭირო,- უხერხულად შეიშმუშნა გოგონა,- საღამოს ისედაც ვაპირებდი გავლას.
- მაინც საქმე მქონდა,- სკამზე ჩამოჯდა და გოგონას სიგარეტი მიაწოდა. მანიკამ უხმოდ გამოართვა და გვერდით მიუჯდა. დაძაბული იყო, ეუცხოებოდა ეს სიტუაცია, ვერ ხვდებოდა, საკუთარი მორიდებულობა არ აძლევდა უფრო გახსნილიყო მამაკაცთან თუ, ყველას ასე ემართებოდა. წამით ბრაზმა შეიპყრო, აბა რას ფიქრობდა, უცხო მამაკაცთან რომ წვებოდა, უკანასკნელი ქალივით. უსიამოვნოდ გასცრა ტანში და ღრმად მოქაჩა სიგარეტი.
-ალექსანდრე,- დაიწყო გაუბედავად,- ეს ყველაფერი მართლა თავბრუდამხვევია, მაგრამ არ ვიცი რა გინდა ჩემგან, საერთოდ არ ვიცი ვინ ხარ. არც შენ მიცნობ, ხომ ისედაც ხვდები რომ ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება...- თვალები სივრცეს გაუშტერა, რომელიც ფანჯრიდან მოსჩანდა, ხვდებოდა, მამაკაცი ასე მარტივად არ დაანებებდა თავს, მაგრამ მას უნდა ეცადა, თუნდაც უსიცოცხლოდ გაებრძოლა.
-მანიკა, რამეს ნანობ?- დაკვირვებული ყური მაშინვე აღმოაჩენდა ირონიას ალექსანდრეს ხმაში,- ჩვენ მოგვწონს ერთმანეთი, ერთად ყოფნა და მეტი არაფერია საჭირო, დამიჯერე.
-მე ასეთი ურთიერთობები არ მიზიდავს,- ჩუმად თქვა გოგომ და ძლივს გაუსწორა თვალი მამაკაცს,- მგონი შენი წასვლის დროა.

ალექსანდრე აღარ შეწინააღმდეგებია. რამეს მაინც მოიფიქრებდა ამ გოგოსთან დასაახლოვებლად. თავადაც ხვდებოდა რომ ცუდად დაიწყო, მაგრამ მას, გამოცდილ კაცს, ნამდვილად არ გაუჭირდებოდა მანიკასთვის თავი შეეყვარებინა. სადისტურად მოუნდა უზომოდ ჰყვარებოდა ამ გოგონას, მის გარეშე ვერ ეარსება. საკუთარმა ფიქრებმა გააცინა. მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ გაეშურა. უნდა გამოეცვალა, შემდეგ კი მოიფიქრებდა რა ეკეთებინა მთელი დღე.
 მანიკამ ალექსანდრეს მოტანილი საკვები მაცივარში შეაწყო და სააბაზანოსკენ გაემართა. პატარა აბაზანა წყლით გაავსო, ტელეფონი მოიმარჯვა და თბილ წყალში ჩაწვა. ერთიანად მოუდუნდა სხეული, თითქოს მძიმე ტვირთისგან გაათავისუფლესო. ცოტახანი თვალდახუჭული იწვა და ფიქრობდა, შემდეგ კი ტელეფონი აიღო და სოციალურ ქსელებში შეძვრა. რამით ყურადღება უნდა გადაეტანა. გოგოები მოიკითხა, თუმცა პასუხი არცერთმა დაუბრუნა. შემდეგ გადაწყვიტა ლილესთვის მიეწერა. მოენატრა ეს ნარნარა გოგონა. ლილეს ძალიან გაუხარდა მანიკასგან ყურადღების ჟესტი . ამცნო, შუადღით ლუკა უნდა ვნახო და თუ გცალია შენც გამოდიო. გაეცინა. ალბათ ვერასდროს დათმობდა საყვარელ მამაკაცთან მარტო ყოფნას მეგობრის სანახავად. საყვარელ მამაკაცზე ალექსანდრე წარმოუდგა თვალწინ.
,,ბევრს ფიქრობ მანიკა, რაც უფრო მეტს იფიქრებ, მით უფრო გაგიჯდება გულსა და გონებაში. მოდუნდი და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე.''- გაიფიქრა და ლილეს პასუხად უარი გამოუცხადა, არ მინდა თქვენი იდილია დავარღვიო, მაგრამ ხვალ ყველანი ჩემთან თუ ამოხვალთ კარგი იქნებაო. დიდხანს ინებივრა წყალში. როცა იგრძნო წყალი გაუცივდა წამოდგა, ჩაიცვა და კომპიუტერს მიუჯდა. სურდა ახალ პროექტზე, რომელიც ჯერ კიდევ წინა დღეს უნდა დაეწყო, ახლა მაინც ემუშავა. სიმღერები ჩართო და შეეცადა კონცენტრაცია მოეხდინა . კონცეფცია შეიმუშავა, მონახაზი ააწყო და ფერები დაალაგა. ამასობაში შუადღეც მოვიდა. შიმშილის გრძნობამ შეაწუხა. თითქოს დაბარებული ჰქონდაო, ტელეფონზე დარეკეს. რეზი იყო. სადილზე ეპატიჟებოდა. ყოყმანის გარეშე დათანხმდა. სანამ რეზი სახლამდე მიაკითხავდა ჩაცმა და მაკიაჟის გაკეთება მოასწრო. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ქურთუკი მოიცვა და სადარბაზოდან გავიდა. რეზი მანქანაში ელოდებოდა. კარები გამოაღო, ჩაჯდა და გადაკოცნა.
-სად მივდივართ?- იკითხა ინტერესით და ღვედი შეიკრა.
-ტერასაზე. საქმე მაქვს თან და თან შენი კომპანიით დავტკბები,- ეზოდან გავიდა რეზის მანქანა და მოსახვევში შეუხვია. 
-საშინლად მშია, სულზე მომისწარი,- აღიარა მანიკამ.
- რა გჭირს? დაღვრემილი ჩანხარ,- შეამჩნია ბიჭმა და შუქნიშანზე გაჩერდა. 
-არაფერი, უხასიათოდ ვარ უბრალოდ. ხომ იცი, საფიქრალის მეტი რა მაქვს. 
-დახმარება თუ დაგჭირდა, იცოდე ყოველთვის მზად ვარ!
-ვიცი რეზიკუნა. შენი გოგო რას შვება. ამ რამდენიმე საათში რამე წარმატებას ხომ არ მიაღწიე მასთან ურთიერთობაში?- კითხა და უცებ ალექსანდრესა და მისი ურთიერთობა წარმოიდგინა. 
- არ გამიბრაზდე,- ჩაეღიმა ბიჭს,- თავშესაფრის პატარები რესტორანში მიყავთ, იქ იქნება ნიტაც. ხოდა გადავწყვიტე ვაეჭვიანო.
-მოკლედ ეჭვიანობის გარდა არაფერში ვჭირდები ჩემს მეგობრებს, - თავი სიცილით გადააქნია მანიკან, -იმდენი არ ქნა , საერთოდ დააფრთხო გოგო.
-ოო, გთხოვ გამამხნევე. იცი რა ლამაზია? - ჩაიღიმა რეზიმ.
-ღმერთო ჩემო, ჰაერში რამე ჰომ არ გაუშვეს, ყველა შეყვარებული როგორაა?- გადაიკისკისა მანიკამ. 
-შენ გარდა.
-ხო, ჩემ გარდა.- ჩუმად თქვა მანიკამ და რესტორნამდე ხმა არ ამოუღია.
,,ტერასაზე'' აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი. რა თქმა უნდა , მაშინაც რეზიმ წაიყვანა. ულამაზესი ადგილი იყო , ულამაზესი ხედით და ეზოთი. აივანზე დასხდნენ. ეზოში უამრავი პატარა ბავში ირეოდა და დარბოდა. რეზიმ ნიტა შენიშნა და კმაყოფილს გაეღიმა. მანიკამ თვალი გააყოლა რეზის ყურადღების ობიექტს და კმაყოფილს გაეცინა. ნიტა ერთი შეხედვით უსაყვარლესი და ულამაზესი ჩანდა. თითქოს გოგონას აზრებს კითხულობსო, რეზიმ მანიკას გაუღიმა.
-ნეტა იცოდე, როგორი კეთილია,- თქვა და ისევ ნიტას თვალიერებას შეუდა,- ყველაფერი ამოვქექე მასზე. ბევრი რამე გავარკვიე და ალბათ მაგიტომ მიჭირს მასთან დაახლოება. ძალიან მძიმე წარსული ჰქონდა.
ნიტამ შემთხვევით ზემოთ ამოიხედა და რეზი და მანიკა შეიშნა. ისინი ისედაც მას ჭამდნენ თვალებით, ამიტომ არ გაუჭირდათ მზერის შემნევა. რეზიმ გაიკრიჭა და ხელი დაუქნია. მანიკას გაეცინა.
-შენ ამ გოგოს ეჭვიანობა გინდა?- სიგარეტს გაუკიდა და იმ წამს მოტანილი ღვინო მოსვა, - მინიონივით ნუ იქცევი, ცოტა ,,დასტოინად''.
-არ შემიძლია, ნახე რა საყვარელია.- საყვარლად დაიჭყანა რეზი.
-არც კი შეგიმჩნია,- სიცილით იხრჩობოდა მანიკა.
-ოო, ნუ მიმატებ, ისედაც ვღელავ,- უცებ დასერიოზულდა რეზი. 
-მოდი ასე მოვიქცეთ, ხვალ ჩემი მეგობრები ჩემთან იკრიბებიან. შენ რამენაირად დაითანხმე ეგ გოგო და ამოდით ჩემთან , მერე მე და ჩემი გოგოები მივხედავთ. 
-კარგი აზრია, თან დიდი ხანია შენი მეგობრები აღარ მინახავს,- კმაყოფილებით ჩაიცინა რეზიმ და ჭამას შეუდგა.
შუადღე კარგახნის გადასული იყო რეზიმ მანიკა სახლში რომ დააბრუნა. კარგი დრო გაატარა. ბევრი აცინა რეზიმ. ნიტას გაცნობაც კი მოახერხა. თავისთანაც დაპატიჟა და უარიც არ მიუღია. რეზი უზომოდ მადლიერი და გახარებული იყო. მანიკასაც გადაეფანტა გულსშემოყრილი ფიქრები ალექსანდრეზე. დაღლილი და ნასიამოვნები მივიდა სახლში. ერთი სული ჰქონდა მაკიაჟი მოეშორებინა და თბილ საწოლში დაწოლილიყო. თბილისში ჯერ კიდევ კარგი ამინდები იყო შემორჩენილი, მაგრამ ნოემბრის სუსხი ძვალ-რბილში გაუჯდა რესტორანში ვერანდაზე ჯდომისგან. მაკიაჟი მოიშორა, ლინზები ამოიღო, სათვალე დაიკოსა ცხვირზე და თმები კოსად შეიკრა. თბილი პიჟამოები გადმოიღო. გაეცინა. წინა ღამეს შიშველს ეძინა და ალექსანდრეს შეხებისას თითქოს იწვოდა, ახლა კი თბილ პიჟამოებს იცვამდა გასათბობად. ვერაფრით ჩათბა. ადგა, ჩაი გაიმზადა და ლეპტოპო მოიმარჯვა. საწოლში შეწვა, შეიფუთნა და ფილმი ჩართო. თუმცა ყურება ნორმალურად არ დასცალდა, რადგან შეტყობინებები მოუვიდა ტელეფონზე გოგოებისგან და იმათთან წერაში გაერთო. ძალიან უნდოდა ალექსანდრეზე მოეყოლა მათთის, მაგრამ არ იცოდა საიდან დაეწყო. თითქოს რცხვენოდა ვიღაც უცხო მამაკაცთან რომ დაწვა. მაგრამ იმის უფრო რცხვენოდა, ეს უცხო მამაკაცი ყოველწამიერ ვნებას რომ აღძრავდა მასში. ამიტომ გაჩუმება არჩია. ვითომ საერთოდ არ არსებულიყო ალექსანდრე არღვლიანი არც მის ცხოვერებაში და საერთოდ არც დედამიწაზე.
ტელეფონზე დაურეკეს. ნომერს დახედა და დაიბნა. ალექსანდრე იყო. ვეღარ ხვდებოდა , ეს ბიჭი მის ფიქრებს კითხულობდა და სწორედ მაშინ ჩნდებოდა თუ უბრალოდ მანიკა ფიქრობდა მასზე ყოველწამს. გადაწყვიტა არ ეპასუხა. ეს უფრო მაზოხისტური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ შეეცადა მაინც. ზარი შეწყდა და თავიდან გაისმა. მაინც უპასუხა. გულისკანკალით. თავის თავს ვერ დაუმტკიცა რომ ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა.
- რას შვები პატარა?- ნაზად ჟღერდა ალექსანდრეს ხმა.
-მგონი ერთი დღისთვის ძალიან ბევრია ალექსანდრე,- აღიარა მანიკამ.
-მე კიდე ვიფიქრე მოვენატრებოდითქო და დაგირეკე,- ხმაში სიცილი შეეპარა მამაკაცს.
-არ მცალია, მითხარი რა გინდა და მოვრჩეთ.
-არაფერი. უბრალოდ ვიფიქრე შენთან ამოვიდოდი.
-არა იყოს, მადლობა რომ მკითხე,- ირონია შეურია ხმაში.
-მაშინ, ჩამოდი და მანქანით გავისეირნოთ.
-არა. მცივა და არ ვაპირებ სახლიდან გასვლას. მგონი გავცივდი,- გამოუტყდა გოგო.
-მაშინ ამოვალ და წამალს ამოგიტან.
-ალექსანდრე, რა გინდა ბოლო-ბოლო ჩემგან?- ხმას აუწია მანიკამ,- რატომ ცერცეტობ? უბრალოდ რომ შემეშვა არ შეგიძლია? დარწმუნებული ვარ ჩემნაირი მილიონი გეყოლება,- ამ სიტყვების წარმოთქმამ გული გაუტეხა, მაგრამ დარწმუნებული იყო არ ცდებოდა, - ხოდა, წადი და იმათ აურიე გონება, იმათთან გქონდეს სექსი როცა მოგესურვება და იმათ მოუარე როცა გაცივდებიან. მე უბრალოდ შემეშვი. 
-ჩემი აზრით, ეს ტელეფონზე განსახილველი თემა არ არის,- გაიცინა ბიჭმა.
-ჩემი აზრით, არის, რადგან აღარ მინდა ოდესმე კიდევ გნახო.
-შენი ნათქვამის შენვე არ გჯერა მანიკა. მისმინე, მითხარი რა ამოგიტანო და ამოვალ კარგი? 
-არაფერი მინდა შენგან. არც შენ მინდიხარ და საერთოდ შემეშვი.- ბრაზმორეულმა გაუთიშა ტელეფონი და საერთოდაც გამორთო. ლეპტოპიც დახურა და საწოლიდანაც ადგა. პიჟმოებითვე გავიდა აივანზე და სიგარეტს მოუკიდა. თვალი შეავლო საღამოს თბილისს. უკვე კარგად დაბნელებულიყო.
ვერ იტანდა მანიკა ზამთარს. დეკემბერს განსაკუთრებით. გააჟრჟოლა, მაგრამ სიცივისგან კი არა, ტკივილისგან. დეკემბრის მიწურულს დაკარგა ოჯახი. მთლიანი ოჯახი. ვერავინ გაიგებდა რა ხდებოდა მის გულში, რა ცეცხლი ტრიალებდა. ბოლოს და ბოლოს ადამიანს სხვა დაგენანება სასიკვდილოდ, შენ მოსიყვარულე მშობლებსა და და-ძმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თვალებზე ცრემლი მოერია. თავისი ბედი დაწყევლა და სიგარეტს კვამლს გაატანა თავისი ტკივილი. სახლში უარესად გაყინული შებრუნდა. ჯერ 9 საათი იყო, მაგრამ გადაწყვიტა დაეძნა. კარები კარგად ჩაკეტა. არ იყო დარწმუნებული რომ ალექსანდრე არ შემოიპარებოდა. იქნებ სურდა კიდეც შემოპარულიყო და საკუთარ თავს არ უტყდებოდა. თბილად ჩაწვა და დაძინება სცადა. თავს ცუდად გრძნობდა. ჯობდა კარგად გამოეძინა და მეორე დღისთვის სავსე ენერგიით დაბრუნებულიყო. ბევრი საქმე ჰქონდა მოსაგბარებელი. ყველა მასთან იკრიბებოდა. ბევრი ფიქრისგან და ტკივილისგან გადაქანცულს ჩაეძინა.
ძილი ერთადერთი საშვალებაა ტკივილისგან თავის დასაღწევად, მაგრამ ხანდახან სიზმრები უარესად გვაბნევს და უარეს ტკივილს გვაყენებს.
ავარია ესიზმრა მანიკას. თითქოს თვითონ იჯდა საჭესთან და მის გამო დაიღუპა მისი ოჯახი. კივილით გამოიღვიძა. ასე ემართებოდა, რამდენჯერაც დიდხანს იფიქრებდა მშობლებსა და და-ძმაზე. სანათი აანთო და საათს შეხედა. შუაღამის 3 საათი იყო დაწყებული. ცუდი შეგრძნების გამო, რომელიც სიზმარმა დაუტოვა, ვერაფრით ვერ შეძლო დაძნება. გადაწყვიტა ტელეფონი ჩაერთო და დრო გაეყვანა.
შეტყობინებები ამოვარდა ლექსოსგან.
,,გძინავს?''
,,ტელეფონი გამორთე?''
,,ნუ ბავშვობ მანიკა.''
არაფერი უპასუხია, წაშალა და ინსტაგრამზე შევიდა. თუმცა არ დააცალეს. ლექსო რეკავდა. გული მოეწურა. უკვე აკანკალებდა ამ ბიჭის სითავხედისგან .
-რა ჯანდაბა გინდა ალექსანდრე?
-რა გჭირს ჩიტო? ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე?- ისევ მხიარული იყო ბიჭის ხმა.
-კი ვნახე და მგონი ეს დღეებია ისედაც ცუდ სიზმარში ვცხოვრობ.
-მოვიდე?- იკითხა თავხედურად. მანიკას გაეცინა. 
-ფსიქოპატი ხარ? რას მერჩი ადამიანო? რა გინდა ჩემგან?
- მეც მომენატრე, გამოსული ვარ და მალე მოვალ. კარები ღია დამახვედრე,- ტელეფონი გაუთიშა. თავხედიო, გაიფიქრა მანიკამ. იქნებ აჯობებს პოლიციას გამოუძახოს და საჩივარი შეიტანოს დევნაზე. მაგრამ რა უთხრას, მასთან სექსით დავკავდი და ახლა ჩემთან ურთიერთობა უნდა და მე ვუჩივიო? მისი მწვანეები წარმოიდგინა და გააჟრჟოლა. საოცრად მოუნდა მისი სხეულის შეთვალიერება.
,,სულ გარეკე მანიკა, რა გეშველება. ჭკუიდან გშლის ეს მამაკაცი.'' გაიფიქრა და კარებზეც დააკაკუნეს. არ გავუღებო ერთი გაიფიქრა, მაგრამ ფეხები თავისით წამოდგა ლოგინიდან კარების გასაღებად.
ალექსანდრე თბილად შეფუთნული იდგა და ხელში დონატების ყუთი ეჭრა.
-ყავას მოუხდება ხო?- გულწრფელად გაიღიმა და სახლში შევიდა.
მანიკა უკან გაყვა, თითქოს ის ყოფილიყოს სტუმარი, ალექსანდრე კი სახლის პატრონი. სამზარეულოში შევიდა და დონატები მაგიდაზე დააწყო.
-არ გამიკეთებ ყავას?- საყვარლად იკითხა და მწვანეები თვალებში გაუსწორა.
-ერთხელად შხამს ჩაგისხამ ყავაში , იქნებ ასე მაინც მოგიშორო თავიდან.
- ნურას უკაცრავად, ჩემი სული არასდროს მოგასვენებს, წარმოიდგინე, მერე კედლებში გავლაც შემეძლება და ფაქტობრივად შენთან ერთად ვიცხოვრებ.
-რა ძალიან ჭკუამხიარული ხარ. ხანდახან გიყურებ და არ მჯერა რომ ის მამაკაცი, რომელსაც მხარში 3 ტყვია მოხვდა და წარბი არ შეუხრია შეიძლება შენნაირი ცერცეტა და ცანცარა იყოს.
-ესეიგი არ ვწყვეტ შენს გაოცებას, - მიუახლოვდა და უეცარად წაეტანა გოგოს ტუჩებს, მანიკა მალევე მოეგო გონს და სახე გამოაცალა.
-დაჯექი,- ყავა დაუსხა და მიუთითა დამჯდარიყო, ალექსანდრე დაემორჩილა. ქვეშიდან უყურებდა გოგონას მომნუსხველად. მანიკა დაიბნა, მაგრამ მაინც აპირებდა ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინა მათი ურთიერთობის საზღვრები,- მე შენ არ გიცნობ ალექსანდრე. ხანდახან მაშინებ, ხანდახან იმით მაშინებ რომ ჭკუასუსტი მგონიხარ, ხადახან მაოცებ, მაღელვებ, ჩემში რაღაც უცხო გრძნობებს იწვევ, მაგრამ არ მინდა ეს გაგრძელდეს. ათასჯერ გითხარი, ჩვენ მომავალი არ გვაქვს, არც აწმყო, არც წარსული. ამიტომ, გთხოვ, თუ ოდნავ მაინც შეგრჩა ადამიანობა, გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, გაქრი ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილხარ.
-მაპატიე,- წამოდგა და ისევ ტუჩებზე ეცა, - ძალიან ვიღზნები ასე რომ ლაპარაკობ. ხელში აიყვანა. მანიკა თავიდან გაბრაზდა. უნდოდა რამე საშინელება დაემართა მამაკაცისთვის, მაგრამ მაინც უმტყუნა ნებისყოფამ, ხელები კისერზე შემოხვია და კოცნაში აყვა. ისევ საწოლში გადაინაცვლეს.
დაღლილი მანიკა ლექსოს შიშველ სხეულზე იყო მისვენებული და თვალები გაშტერებოდა. 
-არ ვიცი რას უშვები ჩემს თავმოყვარეობას,- ამოთქვა ბოლოს და მამაკაცს მოშორდა. ლექსოს ხმა არ ამოუღია, თითქოს რაღაცაზე ფიქრობსო. დუმდა. მანიკამ ვეღარ გაუძლო ამ დუმილს და საწოლიდან ადგა. სააბაზანოში შევიდა, შხაპის ქვეშ დადგა და ცრემლები ღვარად წამოუვიდა.
,,რა ჯანდაბას აკეთებ მანიკა? რა ჯანდაბას. ასე როგორ დაეცი. სად გაქრა შენი ოცნებები უდიდესი სიყვარულის პოვნაზე, სად გაქრა შენი პრინციპები. რა გჭრს?'' თავით კედელს მიეყრდნო და ძირს ფეხმორთხმით დაჯდა.
ნეტა მიწა გასკდეს და შიგ ჩამიტანოსო გაიფიქრა.
ხვალისთვის ყველა გეგმას გადავდებ და სადმე გავიქცევი, რომ იქნებ ცოტათი მაინც დავმშვიდდეო. ძალიან უნდოდა სააბაზანოდან გამოსულს ალექსანდრე იქ არ დახვედროდა, თუმცა იმედები გაუცრუვდა. მამაკაცი საწოლში იწვა და ეძინა. ჩუმად შეძვრა საბნის ქვეშ და გაიტრუნა. მთელი ღამე ისე ეძინა, არც კი გადაბრუნებულა. ამჯერად უსიზმრო გამოდგა ჩაძინება.

***
მეგობრებს იმედები გაუცრუა, მაგრამ ახლა რომ აქაურობას არ მოშორებულიყო გაგიჟდებოდა. უთხრა უნივერსიტეტში საქმე გამომიჩნდაო და არც კი გაუფრთხილებია სად მიდიოდა ისე დაადგა ბორჯომის გზას. ემოციებისგან გაგიჟებულმა დედის ძველი მანქანის მართვაც კი გაბედა. მთელი გზა სიმღერებს უსმენდა და ცდილობდა დამშვიდებულიყო. შემოდგომის მიწურულს ბორჯომზე სასიამოვნო ადგილი არ არსებობდა, მშვიდად დაჯდებოდა ეზოში და რამეს წაიკითხავდა, ანდაც საერთოდაც პროექტებზე იმუშავებდა. მარტოობა წამალი გახდა ბოლო დროს მანიკასთვის, მაგრამ მაინც ყოველთვის ხალხმრავლობაში უწევდა ყოფნა. განა არ სიამოვნებდა მათთან, მაგრამ, მარტო უფრო კომფორტულად იყო, ისედაც ფიქრობდა რომ ბოლო დროს ყველას თავი მოაბეზრა თავისი უხასიათობით, იმასაც გრძნობდა, როგორც არ უნდა დადგომოდნენ მხარში მეგობრები, მის ტკივილს ვერასდროს გაიგებდნენ და არც უნდოდა მანიკას ვინმესთვის ტკივილი გაეზიარებინა, მაზოხისტურად ხიბლავდა რომ ტკიოდა. გრძნობდა როგორც იჭრებოდა დეპრესიის ნოტები მის სხეულში და აღარ უნდოდა ვინმე დახმარებოდა.
მანქანა ეზოში დააყენა და სახლში შევიდა. საშინლად ციოდა ბორჯომში. სასწრაფოდ გათბობა ჩართო და მხოლოდ შემდეგ გადმოზიდა მანქანიდან წინასწარ ნაყიდი პროდუქტები. ეზოში ყოფნისას წამიერად შიშით მოავლო თვალი ალექსადნრეს სახლს. გააკანკალა, იმედია აქ მაინც ვერ იპოვიდა. ან საერთოდაც არ მოძებნიდა. ტელეფონი ისედაც გამორთული ჰქონდა და არც ვინმემ იცოდა მისი ადგილსამყოფელი.
ჩაი გაიმზადა და შეეცადა ბუხარი დაენთო. ცეცხლი მალევე აგიზგიზდა, მაგრამ დიდხანს ვერ შეძლო გათბობა. საშინლად ციოდა სახლში და მის სხეულშიც რაღაც უჩვეულო სიცივე გამეფებულიყო. ატირდა. ატირდა პატარა ბავშვით, რომელსაც ყოველგვარი იმედი გაუქრა ნორმალურად ცხოვრებისა. საოცარ ტკივილს გრძნობდა სხეულში. ნეტავ იმ დღეს თვითონაც მჯდარიყო მანქანაში. სიმღერები ჩართო, დივანზე მიწვა, თბილ პლედში გაეხვია და თვალები დახუჭა. ეულმა ცრემლმა მაინც მოასწრო ლოყაზე ჩამოგორება.


2 დღე 2 კვირად იქცა. ზუსტად იცოდა ასე დაემართებოდა. ლექტორებს დავალებებს მეილზე უგზავნიდა. მეგობრების გაფრთხილებაც მოასწრო, კარგად იყო და ცოტახანი დასვენება სჭრდებოდა, რა თქმა უნდა შეწუხდნენ, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას შეძლებდნენ. ალექსანდრე თავიდან ურეკავდა, მაგრამ მანიკა არც წერდა და არც პასუხობდა მის ზარებს. ფიქრობდა ალბათ მობეზრდა და შემეშვაო, რადგან უკვე რამდენიმე დღე იყო გასული რაც მამაკაცისგან არაფერი სმენია და მანიკაც ცოტათი ჩამშვიდდა. გონება მოიკრიბა.
11 დეკემბერიც მოადგა მანიკას კარს, ის ავბედითი დღე. მთელი დღე ბუხართან იჯდა, ოჯახს დასტიროდა, თვალზე ცრემლი არ შეშრობია. იმ დღეს ტირილის მეტი არაფერი გაუკეთებია. გული საშინლად ტკიოდა. ბოლო დღეები სულ ტირილში გაატარა. ალბათ საშინელი შესახედი იქნებოდა ვინმეს რომ დაენახა. თვალები დასიებული და ჩაწითლებული ჰქონდა, მთელ სახეზე გამოჰკრთოდა ტკივილი, რასაც მისი გული განიცდიდა. თუმცა არავის დაუნახავს. სახლიდან მხოლოდ რამდენჯერმე გავიდა, ისიც მხოლოდ საკვების და სიგარეტის საყიდლად. თითქმის არც ჭამდა, მთელი დღეები ყავას სვამდა და სიგარეტს ეწეოდა, უფრო გახდა, ლოყები შეუცვივდა. მაგრამ ისეთ სულიერ სიმძიმეს განიცდიდა, ტანის თრევა უჭირდა.
15 დეკემბერს დაბრუნდა თბილისში. მთელი თავისი ცხოვრება გამოტირებული ჰქონდა. ცრემლებისგან დაცლილი იყო, თითქოს სულიც მოჰპარესო. სახეზე არანაირი ემოცია არ ემჩნეოდა. იფიქრებდით იმდენად ცუდად არის, დანა რომ დაუსვა სისხლი არ წამოუვაო.
ლუკას მიადგა. სახლშიც არ ასულა. ნელ-ნელა ყველა ლუკასთან მოგროვდა. დათო და ანაც დიდი ხანი არ ყავდა ნანახი. ბევრმა ხალხმა ცოტათი გაამხიარულა, მაგრამ უფრო ზედაპირულად. თბილისმა ისევ აღუძრა ალექსადნრეზე ფიქრები. მამაკაცზე რომელსაც არც კი იცნობდა.
რეზი ტელევიზორის პულტით ერთობოდა, არხიდან არხზე რთავდა და რაიმე სახალისოს ეძებდა, უცებ ლილემ რომ დაიყვირა, ერთი წამით გააჩერეო. 
- ვაიმე, არ არსებობს, ალექსანდრე გაგიჟდება,- გადაიკისკისა გოგომ და რომას სთხოვა აუწეო. ყველამ ტელევიზორის მიმართულებით გაიხედა.
მანიკას მძიმედ გადასცდა ნერწყვი. ლამის დაიხრჩო, თუმცა არაფერი შეუმჩნევა.
ტელევიზორის ეკრანზე ნათლად ხედავდა ალექსანდრე არღვლიანს, რომელიც აღრენილი ცდილობდა ჟურნალისტებისგან თავი დაეხსნა.
- ,,ჯორჯია ჰოტელს და ინტერთეითმენთს'' ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ალექსანდრე არღვლიანმა არ ისურვა ჩვენს კითხვებზე პასუხების გაცემა. დიმიტრი არღვლიანის ერთადერთი ვაჟიშვილი, რომელიც სულ ახლახანს 28 წლის შესრულდა, კარგად მალავდა საკუთარ თავს, მედიამ მასზე სულ ახლახანს შეიტყო. როგორც აღმოჩნდა, უმცროსი არღვლიანი საკმაოდ სიტყვაძუნწია. როგორც მასთან მოკლე გასაუბრებით შევიტყვეთ, ბატონი ალექსანდრე გეგმავს მამის ბიზნესი, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოს გარშემო რამდენიმე სასტუმროს, რესტორნის, კლუბებისა და კაზინოებისგან შედგენა ძირფესვიანად შეცვალოს. რას უნდა ელოდეს ახალი გენერალური დირექტორისგან ათასობით მომუშავე პერსნალი ჯერაც დაუდგენელია. როგორც სანდო წყაროსგან შევიტყვეთ ბატონი დიმიტრი არღვლიანი ნანატრ პენსიაზე გადის და ასპარეზს სრულიად უთმობს მის ვაჟს, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდაა ასეთი საპასუხისმგებლო საქმისთვის.''- მანიკამ ბოლომდე მოისმინა ჟურნალისტის რეპორტაჟი, ტელევიზორს ხმა თითქმის ბოლომდე ჰქონდა აწეული, მაგრამ მანიკას თითქოს ყურები დაუგუბდაო, სადღაც შორიდან ესმოდა ხმა. 
-არ არსებობს, მაინც მიაგნეს, - იცინოდა ლილე.
-ვის მიაგნეს? ვინაა ალექსანდრე არღვლიანი? - ცნობისმოყარედ კითხა ლუკამ, მაგრამ დაკვირვებული ყური მის ხმაში ეჭვიანობას შეამჩნევდა. 
-ჩემს დეიდაშვილს, ალექსანდრეს. თვეებია მალავს ამ ამბავს. ვერ იტანს ყურადღების ცენტრში ყოფნას. მთელი ცხოვრებაა ისეა, თითქოს არ არსებობს, არ უნდოდა მამის ჩრდილქვეშ ყოფნა, მერე იქნებ გაგაცნოთ. 
-მაგარი სიმპატიური კია, - აღნიშნა სოფიმ და თითქოს გაუნათდაო, - ვაიმე ეს იმდღეს კლუბში მანიკასთვის რომ შევარჩიეთ ის ბიჭია, - ამოიხარხარა სოფიმ. მანიკა სახეზე გაფითრდა. საპირფარეშოში გაძრომა მოახერხა , ისე რომ არავის შეენიშნა მისი აღელვება. სახეზე წყალი შეისხა და სარკეში ჩაიხედა. ბედი კვლავ აგრძელებდა მასთან თამაშს. 
-მე წასვლას ვაპირებ, ძალიან დავიღალე და მეძინება, - განაცხადა და საზოგადოებას თვალი მოავლო. ვისაც გინდათ გაგიყოლებთ. 
-შენთან წამოვალ დღეს, კაი? - იკითხა სალომემ და წამოდგა. მართალია მანიკას კვლავ მარტოობა უნდოდა, მაგრამ მონატრებულ მეგობარს უარი ვეღარ უთხრა, თან იქნებ ეცადა და სალომესთან ცოტათი გულისტკივილი ჩაეკლა.

საწოლზე იწვნენ მიხუტებულები. სალომე ხვდებოდა რომ მეგობრის თავს კარგი არაფერი ხდებოდა, ისიც იცოდა რამდენიმე დღის წინ მშობლების გარდაცვალების წლისთავი იყო, და ამიტომ იყო ცუდად, ამიტომ გადაწყვიტა ცოტა გაემხნევებინა.
მანიკამ მჭიდროდ შემოხვია სალომეს ხელები და გულზე მიეკრა.
-რაღაცას გეტყვი, ოღონდ, დამპირდი რომ არავისთან წამოგცდება, - პატარა ბავშვივით ახედა და მაინც გადაწყვიტა დიდი საიდუმლო გაემხილა მეგობრისთვის,- შეყვარებული ვარ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვიცი, ეს გრძნობა გამანადგურებს, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
სალომემ დაბნეულმა შეხედა მეგობარს. ვერ ხვდებოდა რას ეუბნებოდა მანიკა. მეგობრის ცხოვრებაში არავინ გამოჩენილა, ახლა კი აცხადებდა შეყვარებული ვარო.
-რა სისულელებს ლაპარაკობ მანო, რა გაგანადგურებს, როდის იყო სიყვარული ადამიანს ანადგურებდა, - მკრთალად და სევდიანად გაიღიმა სალომემ,- რამდენი წელი მტანჯა რომას საიდუმლო სიყვარულმა, მაგრამ ხომ ხედავ, ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, ვის ახსოვს ტირილში გატარებული ღამეები.
- ჩემთან ბევრად ცუდად ხდება ეგ ყველაფერი. მე მას არც კი ვიცნობ, მაქსიმუმ 5-ჯერ მყავდეს ნანახი და 5-დან 3-ჯერ სექსი გვქონდა,- ემოციურად ამოთქვა მანიკამ და კვლავ ცრემლებმა დაფარა მისი თვალები. სალომეს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
-კი მაგრამ, როდის? - იკითხა შეფარვით.
-სანამ ბორჯომში გავიქცეოდი. კლუბიდან რომ დავბრუნდი, სახლში მომადგა და მას შემდეგ რამდენჯერმე ამოვიდა ჩემთან. არ ვიცი სალომე, ცოტაც და გული ამერევა საკუთარ თავზე. ხანდახან საშინლად მეზიზღება საკუთარი თავი, უცხო ადამიანთან მქონდა სექსი, მაგრამ, მერე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად მიყვარს. მგონი გავგიჟდი. საბოლოოდ გამოვიდა ჩემი ნერვიული სისტემა მწყობრიდან და საკუთარი გრძნობა-გონება მეთამაშება. ყველაზე ცუდი კი ისაა, მარტოობაში გავაცნობიერე რომ მე მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. ანუ , მე არასდროს მყვარებია და არ ვიცი სიყვარული რა არის ზუსტად, მაგრამ რასაც ახლა მის მიმართ გვრძნობს, სიყვარულის გარდა რა ვუწოდო არ ვიცი. იქნებ ვგიჟდები. პარანოია დამეწყო, იმიტომ რომ ვიღაც კაცთან დავკარგე ქალიშვილობა და ახლა ვცდილობ ამას რომანტიზირება მივანიჭო. არ ვიცი. ერთი ის ვიცი, ისე მენატრება ვკვდები, მაგრამ თუ ჩემს ცხოვრებაში კიდევ გამოჩნდება, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, ყოველშემთხვევაში ჩემთვის.
სალომემ თითქოს ლაპარაკის უნარი დაკარგაო, დამუნჯდა. უბრალოდ არ იცოდა რა ეთქვა მეგობრისთვის როგორ ენუგეშებინა. 
-უბრალო აკვიატება იქნება მანიკა. არ იცი რა მოუხერხო იმაზე წუხილს, რომ ვიღაც უცხოსთან იწექი და ცდილობ შენი სინდისი მაგით გაამართლო. მაგრამ დამშვიდდი, ქალიშვილობის დაკარგვით არავინ მომკვდარა, - გახუმრება სცადა სალომემ. 
-ზაფხულის მერე იმდენი დრო გავიდა, მე კი მაინც ხშირად მეფიქრებოდა მასზე.
-ეს ამდენი ხანი გრძელდება? კი მაგრამ რამდენჯერმე ვნახეო?
-ზაფხულში 2-ჯერ ალბათ და ახლა, დიდიხანი არ გამოჩენილა, მაგრამ მასზე ფიქრი არ შემიწყვიტავს. იმდენად იდუმალი და მომხიბლავია. მისი ღიმილი, მისი თვალები, - მანიკამ თვალები დახუჭა და ალექსანდრე წარმოიდგინა, - რომ იცოდე, როგორია.
-მანიკა...- აღმოხდა სალომეს, - შენ ნამდვილად შეყვარებული ხარ.

***
ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. უნივერსიტეტში სიარული გააგრძელა, მეგობრებსაც შეძლებისდაგვარად ხშრად ნახულობდა, რეზიც ნახა. აღმოაჩინა რომ სანამ გადაკარგული იყო, რეზის ნიტა ცოტათი მაინც მოეხიბლა და ახლა ხშრად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ახალმა ამბავმა გაახარა, მაგრამ საკუთარ გრძნობებზეც ჩააფიქრა.
ალქესანდრე არღვლიანი, ყველაზე იდუმალი მამაკაცი ლილეს დეიდაშვილი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენის შვილი აღმოჩნდა. სად ის და სად ალექსანდრე, ამას აქამდეც ხვდებოდა, მაგრამ ახლა საბოლოოდ დარწმუნდა იმაში რომ ერთმანეთს საერთოდ არ შეეფერებოდნენ.
პარასკევი დღე ღამდებოდა, უნივერსიტეტიდან გვიან გამოვიდა. ცივი იყო დეკემბრის თბილისი. ცივი და უხალხო. სიბნელეში მკრთალად ანათებდნენ ლამპოინები და წითელ-ყვითლად გაიელვებდნენ მანქანები. სიმღერები ჩართო, ყურსასმენები მოირგო და ნელა დაუყვა ჭავჭავაძს გამზირს. მობუზული მიდიოდა, ჩაფიქრებული და დანაღვლიანებული. კეკელიძის კუთხეში შუქნიშანთან გაჩერდა და ის იყო მწვანე უნდა ანთებულიყო და გადასასვლელზე გადასულიყო, ფეხებთან მანქანამ დაამუხრუჭა. მანიკამ ყურსასმენები მოიხსნა და თითქოს ახლა გამოფხიზლდაო მანქანას შეხედა. ჩაწეული ფანჯრიდან ალექსადნრე იყურებოდა.
-ჩაჯექი!- გასცა ბრძანება და მანიკას სხეული ისე დაემორჩილა მის ბრძანებას, გონებამ ვერაფრის აანალიზება ვერ მოასწრო, თითქოს მთელი სხეული მიელტვოდა ალექსანდრეს სიახლოვეს. მანიკა ჩაჯდა თუ არა მამაკაცმა მოწყვეტით დაძრა მანქანა და მოძრაობას შეერია,- როგორ ხარ, მანიკა? - კითხა ცოტათი ირონიულად, - იმედია ცოტათი დაშვიდდი და დაისვენე. 
-აქამდე კარგად ვიყავი ალექსანდრე, ახლა კი ნამდვილად არ ვიცი როგორ ვარ. როგორც ბევრჯერ მითქვამს, შენს სიახლოვეს ჩემი გონება და სხეული ერთმანეთს ებრძვიან და ხშრად ის იმარჯვებს , რომელსაც ჭკუა არ გააჩნია, ამიტომ არ ვიცი როგორ ვარ, - ღვედი შეიკრა და ფანჯარაში გაიხედა. არ უნდოდა მამაკაცისთვის მზერა გაესწორებინა. მონატრებამ ერთიანად დაუარა სხეულში და ცოტა აკლდა საბოლოოდ დაეკარგა თავმოყვარეობა და საკოცნელად გაწეულიყო. 
-მაინც ვერ ვხვდები რატომ იტანჯავ თავს. უბრალოდ ხომ შეგვიძლია ყველანაირი ზედმეტობების გარეშე ერთად ვიყოთ. ასე რამდენჯერაც მოგინდება ვერ წახვალ და ვერ დაიმალები. უფროსწორად, შეიძლება წახვიდე, მაგრამ მე ვერ დამემალები. ფიქრის საშუალება მოგეცი, თორემ ერთი წუთით არ გეგონოს, არ ვიცოდი ბორჯომში რომ გამექეცი, - გაიცინა ალექსანდრემ და თავისუფალი ხელი მუხლზე დაადო. მანიკას გული აუჩქარდა, შეხებისგანაც და იმისგან რომ მამაკაცმა ყველაფერი იცოდა.
-რატომ არ მითხარი ვინც იყავი? - გაბედა შეხედვა მანიკამ, - რომელ ურთიერთობებსა და ერთად ყოფნებზე მელაპარაკები, როცა ტელევიზორიდან ვიგებ ვინც ხარ და რასაც წარმოადგენ. ნეტა იმ შენმა ჟურნალისტებმა თუ იციან ყოველღამე ნაცემი, ტყვიაგაყრილი და ჩალურჯებული რომ ბრუნდები სახლში? თუ არა, მართალია მათაც არაფერი იციან, საერთოდ არავინ არაფერი იცის შენზე. ასე მგონია ლილემაც არაფერი არ იცის, საერთოდ ვინ ხარ? ლუციფერი ხარ? ჩემს სატანჯველად მოევლინე დედამიწზე?- გამწარდა მანიკა.
-კარგი პატარა, დამშვიდდი, - ფეხზე ხელი მოუჭრა მანიკას, - მესმის შენი ფორიაქის, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. 
-სად მივდივართ? - შეეცადა დამშვიდებულიყო.
-კოჯორში, ჩემს აგარაკზე. იმედია უარს არ იტყვი. დავილაპარაკოთ.
კოჯორამდე ხმა არცერთს აღარ ამოუღია. მანიკა სატირლად ემზადებოდა, ძლივს იკავებდა თავს თვალებიდან ცრემლებს რომ არ დაეწყოთ დენა. ისევ ისე უთავმოყვარეოდ იქცეოდა. მაგრამ მისი სიახლოვე იმდენად ახვევდა თავბრუს, იმდენად სიამოვნებდა. მოდუნდა, სითბომ, მშვიდმა მუსიკამ მანქანაში და გზამ დაამშვიდა. ფანჯარაზე თავი მიაყრდნო და მთელი დრო გზას გაჰყურებდა.
მანქანა კოჯორის ცენტრს გასცდა და ტყეში ღრმად შევიდა. ალექსანდრემ სახლის წინ გააჩერა და გადავიდა. მანიკა ინსტინქტურად გადაჰყვა და გვერდში ამოუდგა. სახლი ძალიან ლამაზი იყო. შიგნიდან მყუდრო აღმოჩნდა. მთლიანად სკანდინავიური ინტერიერით. მოეწონა, იფიქრა, ალბათ კარგი დიზაინერები მუშაობდნენ ამ სახლის შექმნისთვისო. სახლში სასიამოვნოთ თბილოდა. ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა და მისაღებისკენ წავიდა. დივანზე ჩამოჯდა და შორიდან ადევნებდა თვალს, როგორ ანთებდა ალესანდრე ბუხარს. 
-დალევ რამეს? - კითხა ბოლოს, როცა ცეცხლი აინთო.
-იმედია რამე ალკოჰოლურს შემომთავაზებ, არ შემიძლია ფხიზელი გიყურებდე, - აღიარა მანიკამ, ბათინკები გაიძრო და ფეხები დივანზე აკეცა.
ჩუმად უყურებდა როგორ გადმოალაგა ალექსანდრემ ღვინის დიდი ბაკლები და სარდაფიდან წითელი ღვინო ამოიტანა.
-სახლში ეწევი? - იკითხა ზრდილობიანად. ალექსანდრემ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და ღვინო ბაკლებში ჩამოასხა.
-ხომ არ გშია? 
-არა, მადლობა, - სიგარეტი აანთო და ღვინო მოსვა. 
-მანიკა...
-ხო.. - ქვეშიდან ახედა და სიგარეტის კვამლს რომ არ დაეწვა თვალები ოდნავ მოჭუტა.
-რატომ წახვედი? გაშინებ?
-არა, საკუთარი თავი მაშინებს როდესაც შენთან ერთად ვარ.
-ასე მარტივად ვერ დაგთმობ. არ ვიცი რატომ, მაგრამ შენთან ყოფნა მსიამოვნებს. მამშვიდებს, - გაეცინა ლექსოს და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს.
-ასე მარტივადაა ყველაფერი?
-კი, მე და შენ და მორჩა. 
-მე და შენ არ გამოვა ალექსანდრე. 
-ასე ძალიან არ გსურს ჩემთან ყოფნა? ვერ დამაჯერებ მანიკა. ახლა რომ მოგიახლოვდე ათრთოლდები და ხელებში ჩამადნები.
-როგორი პოეტური ხარ? ქუჩურ გარჩევებზეც ლექსებს კითხულობ?
-თავხედურად ნუ მელაპარაკები მანიკა, - წამოენთო ალექსანდრე. მანიკამ კარგად დაინახა მის თვალებში ჩამდგარი ბრაზი და შეეშინდა, - და საერთოდ რა არ გაკმაყოფილებს ვერ ვხვდები.
-ყველაფერი, შენი საიდუმლოებით მოცული ცხოვრებიდან დაწყებული მილიარდერობით დამთავრებული,- ჭიქა ხის პატარა მაგიდაზე დადო მანიკამ და წამოიმართა, - უბრალოდ ჩვენ არ ვართ ერთმანეთისთვის. მორჩა და გათავდა. მე ურთიერთობებს არ ვეძებ, თუ ვიქნები ურთიერთობაში, მინდა გრძნობებზე იყოს აგებული და არა ვნებაზე და რაც მთავარია დიდხნიანს გაგრძელდეს. შენ კი არამგონია სამუდამო სიყვარულს ეძებდე. ზუსტად ვიცი, ერთ დღესაც ადგები, წახვალ და ჩამომინგრევ ცხოვრებას თავზე. ამიტომ, მადლობა, არ მინდა.
-ბოდავ? - გაიცინა ალექსანდრემ , - ვერავინ შეგპირდება დიდხნიან ურთიერთობას. ვგრძნობ რომ მოგწონვარ, მეც მომწონხარ, სიმართლე გითხრა, შენს მერე არავისთან ვწოლილვარ, - თავის ქებასავით გამოუვიდა ალექსანდრეს, სიცილიც კი ვერ შეიკავა ამ სიტყვების წარმოთქმისას, - წარმოგიდგენია?! პატარავ, უბრალოდ გთავაზობ მე და შენ ვიყოთ. პატარა აღარ ხარ, დიდი გოგო ხარ და უნდა იცოდე მარადიული და მუდმივი არაფერია. როცა მივხვდებით რომ მოგვბეზრდა და აღარ გვინდა ერთმანეთი ყველაფერი მორჩება, მანამდე კი ვცადოთ,- დივანზე მიუჯდა და სახე ხელებით დაუჭირა, - მისმინე, მე არ გაძალებ, უბრალოდ გეუბნები, რომ მე ძალიან მჭირდება შენთან ყოფნა. ალბათ შენ იმ თავშესაფარს მაძლევ, რასაც სხვები ვერ მაძლევენ. შენ არ იცოდი ვინ ვიყავი მაგრამ მაინც დათანხმდი ჩემთან ურთიერთობას. ახლა კი იცი ვინ ვარ და ჩემში მხოლოდ ის გიზიდავს რომ იდუმალი ვარ და არა დავუშვათ შესაძლებლობა, გავლენა. ხომ ხვდები რას ვამბობ. ძალიან გულწრფელი ხარ და ყოველთვის იმას ამბობ და აკეთებ რაც ნამდვილად გინდა. ხოდა შენნაირი ადამიანი ძალიან მჭრდება ჩემს ცხოვრებაში.
მანიკას გული აუჩქარდა, სუნთქვა შეეკრა. ხანდახან ფიქრობდა რომ ალექსანდრე უგრძნობი მონსტრი იყო, რომელსაც გართობისა და ქალების მეტი არაფერი აინტერესებდა ახლა კი ასეთ სიტყვებს ეუბნებოდა. იქნებ დაიზეპირა რომ ჩემი თანხმობა მიეღოო, გაიფიქრა. თითქოს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გადაწყვეტილება უნდა მიეღო ისე ჩაფიქრა. 
- ჩემი პირობები მაქვს,- ღრმად ჩაისუნთქა და ამოთქვა, ალექსანდრეს გაეღიმა და ინტერესეთით დააკვირდა, - არამგონია შენც გაწყობდეს ამ ურთიერთობის გახმაურება, მე კი ნამდვილად არ მსურს. მე და შენ მხოლოდ მე და შენთვის ვიქნებით და სხვებთან, თუ ოდესმე საერთო წრეში მოვხვდებით, თითქოს არ ვიცნობთ ერთმანეთს. არსად არ ვივლით ერთად სადაც პრესა იქნება, არ მსურს გაზეთები აჭრელდეს ჩემი სურათებით და სტატიებით რომ შენი ,,ნაშა'' ვარ, - ალექსანდრეს გულწრფელი ღიმილი მოგვარა ამ სიტყვებმა, - სავარაუდოდ შენც ასე გირჩევნია. სამწუხაროდ, რაღაც გაურკვეველი გრძნობები მაქვს შენს მიმართ, ჯერ კიდევ ზაფხულიდან მოყოლებული, ხოდა ახლა უბრალოდ არ შემიძლია ავდგე და გაგექცე, როცა მთელ ჩემს არსებას შენთან ყოფნა უნდა.
ალექსანდრემ ნაზად გაუღიმა და ტუჩებზე შეეხო. მამაკაცის თბილმა ტუჩებმა ვნებები გაუღვიძეს. 
-გინდა რამეს ვუყუროთ? - შესთავაზა ალექსანდრემ და გოგონა მკლავებში მოიმწყვდია, - ძალიან დაღლილი ვარ და განტვირთვა მჭირდება, - დივნის სახელურს ზურგით მიეყრდნო და გოგონაც გადაიყოლა. მანიკა კისერთან გრძნობდა მამაკაცის თბილ სუნთქვას და გატრუნული იჯდა მამაკაცის გულ-მკერდს მიყრდნობილი. ტელევიზორში რაღაც სასიყვარულო ფილმი გადიოდა, ბუხრის მობჟუტულ განათებაზე სახლი კიდევ უფრო მყუდრო ჩანდა. მანიკა თვალს ვერ წყვეტდა ცეცხლის ციალს და გული ნელ-ნელა უჩქარდებოდა. ეგონა ცოტაც და საგულედან ამომივარდებაო. ალბათ ესაა ბედნიერებაო, მოდუნდა და თავი უკან გადახარა მამაკაცისთვსი რომ შეეხედა. ალექსანდრე ფილმს უყურებდა. სახე მშვიდი და მოდუნებული ჰქონდა. საოცრად სიმპატიურად გამოუყურებოდა. გაეღიმა. კომფორტულად მოკალათდა მამაკაცის სხეულზე და თვალები მინაბა. ახლა ძილი საუკეთესო საშუალება იქნებოდა მისთვის, რომ ბედნიერებისგან არ გამსკდარიყო.



***

მანიკა შეიცვალა. ბევრად ლაღი და თავისუფალი გახდა. თითქოს ბოლო 1 წელი არსებობდაო და ახლა ცხოვრებით ხალისი ისწავლაო. უზომოდ ბედნიერი იყო. ყველამ შეამჩნია მისი სახეცვლილება, მაგრამ არავინ არ იმჩნევდა. თითქოს არავის აინტერესებდა მიზეზიო, რადგან იმითაც ხარობდნენ მანიკას კვლავ რომ დაუბრუნდა სიცოცხლის სურვილი.
ამასობაში დეკემბერიც მიილია. ახალი წელიწადი დაიწყო. მეგობრებთან ერთად შეხვდა ლუკას ბარში. ძალიან მხიარულად გაატარა დრო. სახლში დაბრუნებულს ალექსანდრე თავისთან დაუხვდა და შემდეგ მასთან გააგრძელეს თავისებური აღნიშვნა. ყველაფერი საოცრად იყო. გული სიყვარულით ჰქონდა სავსე. თითქოს ყოველწამს ემატებოდა ალექსანდრეს სიყვარული, იმის მიუხედავად რომ ძალიან ცოტა დროს ატარებდნენ ერთად.
მანიკა სწავლობდა, უნივერსიტეტის ბოლო წელი ჰქონდა, უამრავ პროექტებზე უწევდა მუშაობა, ალექსანდრე კი, როგორც დაკავებული ბიზნესმენი, ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, თუმცა, როცა კი შეეძლო მაშინვე მანიკასთან გარბოდა ხოლმე. მანიკასთან მართლა იპოვა ის სიმშვიდე, რომელიც დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა.
დამშვიდდა, ცხოვრებას სხვა თვალით დაუწყო ყურება. საქმეს მეტი სერიოზულობით მოეკიდა, ქუჩას ნელ-ნელა ჩამოსცილდა. ისედაც აღარაფრისთვის ეცალა, თუკი რაიმე ზედმეტ დროს გამონახავდა, მანიკას ნახვას ცდილობდა. გოგონას თვალებში მზრუნველობა და სიყვარული იკითხებოდა, მისი შეხება ჭკუიდან შლიდა, მისი სხეული აგიჟებდა.
ძმაკაცები გადარია. აღარ იცოდნენ ეცინათ თუ ეტირათ ალექსანდრეს სიტუაციაზე. ლადო და ზუკა ბევრს ღადაობდნენ. მათ ყველაფერი იცოდნენ და, იმის მიუხედავად რომ ალექსანდრე ძალიან ცოტა დროს ატარებდა მათთან, მაინც უხაროდათ მეგობრის სახეზე სიმშვიდის დანახვა.
მარტის შუა რიცხვები იყო. ალექსანდრე გვიან მორჩა მუშაობას, და რადგან მეგობრები დიდი ხანი არ ენახა, ლადოსთან ასვლა გადაწყვიტა, იცოდა ზუკა ყველა ვარიანტში იქ დაუხვდებოდა. მანქანა ეზოს შესასვლელთან გააჩერა და დაუკაკუნებლად შევიდა სახლში.
-ალელუია, - ბიჭები ლუდს სვამდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ, - რადგან გვიკადრე, - ცხვირი აიბზუა ზუკამ. ალექსანდრე სავარძელში ჩაჯდა და პატარა მაგიდიდან გაუხსნელი ლუდის ბოთლს დასწვდა. 
-ხო ვიცი , მაგარი დარხეული მაქვს, - გაიცინა ლექსომ და გადაპარსულ თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
-თქვენო უდიდებულესობავ, რადგან თქვენ ვინმესთან ბედნიერად გრძნობთ თავს, - არ წყვეტდნენ ბიჭები ღლაბუცს. 
-მაგარი ირონიულია, - თქვა ზუკამ, - იქნებ ჯადოს გიკეთებს? რამდენი ხანია ნარკოტიკით არ გაბრუებულხარ და არავინ გიცემია.
-დამშვიდდი, - ძარღვები დაებერა ალექსანდრეს, - არაა საჭრო ყოველწამს იმის შეხსენება რომ წამალზე ვარ დამოკიდებული. 
-აღარ ხარ, - წყნარად თქვა ლადომ, - ხომ ამბობდი მანიკა ჩემზე დადებითად მოქმედებსო.
-მაგრამ მაინც იკეთებს, - ლუდის ბოთლი დაახეთქა რეზიმ მაგიდაზე, - დეიდაჩემი მოკვდება შენზე დარდით, ერთხელ და სამუდამოდ შეეშვი მაგ საზიზღრობას. 
-აქ საჩხუბრაც არ ამოვსულვარ რეზი, - მშვიდი იყო არღვლიანი, - უბრალოდ მეგობრებთან ყოფნა მინდა, თუ კიდევ უნდა გააგრძელო ჩემს დამოკიდებულებაზე ლაპარაკი მაშინ წავალ.
-იმ გოგოსაც გააუბედურებ დარწმუნებული ვარ!- ღვარძლიანად ამოთქვა ზუკამ და ალექსანდრე აფთარივით წამოხტა, მუშტი გაუქანა სახეში და თვალში მოარტყა. 
-ამის დედა შე***, თქვენ ხო კარგად ხართ? - ფეხზე წამოიჭრა ლადო და ბიჭებს შუაში ჩაუხტა, - რა ,, პოლიგონი'' გამიმართეთ სახლში? მეორე სართულზე ცოლს და ბავშვს ძინავთ. საერთოდ გამო**დით ორივე?
-მე მივდივარ, - განაცხადა ალექსანდრემ და სახლიდან გიჟივით გავარდა. მანქანა კი არ მიყავდა, მიაფრენდა, მანიკას კორპუსთან გააცჩრა, მანქანა გამორთო, თავი საჭეს დაადო და ცადა დაწყნარებულიყო. ასე გიჟივით ვერ ავარდებოდდა და შუაღამისას გულს ვერ გაუხეთქავდა გოგოს.

კარი გასაღებით გააღო და სახლში შეიპარა. მანიკა საწოლში იწვა და ეძინა, ისეთი მშვიდი იყო, ისეთი ლამაზი. კარების ჩარჩოს მიეყრდნო და ფანჯრიდან შემოსულ მქრქალ განათებაზე უცქერდა გოგონას სახის ჩრდილებს. სახლში გამეფეული სიმშვიდე გადაედო. ტანზე გაიძრო და საბნის მეორე ბოლო ასწია შიგნით რომ შემძვრალიყო. ნაზად აკოცა გოგონას თმებზე და მისი სასიამოვნო სურნელი ღრმად შეისუნთქა. მანიკა გადმობრუნდა და მამაკაცს შიშველ სხეულზე აეკრო. 
-მოხვედი? - იკითხა მოგუდული ხმით და ცხვირი მკერდზე გაუხახუნა.
-რა ლამაზი ხარ, რომ იცოდე, - გულთბილად გაიღიმა ალექსანდრემ, შუბლზე ჩამოყრილი თმები გადაუწია და ნაზად აკოცა.
მანიკა კომფორტულად მოეწყო ალექსანდრეს სხეულზე და ძილი განაგრძო. ლექსოს დიდხანს არ მოუხუჭავს თვალი. გოგონას სიზმრების დარაჯად იდგა. თვალი არ მოუშორებია მანიკას სახისთვის, ხალისობდა მის მიმკებზე და დაბურცულ ტუჩებზე. რამდენიმე ხანში, როგორც იქნა ჩაეძნა.

-ლექსო, გაიღვიძე? - მანიკა სამზარეულოში ფუსფუსებდა ნაბიჯის ხმა რომ შემოესმა. ჯერ დილაუთენია იყო და კარგად არ გათენებულა. ფანჯარაში ლამაზად მოჩანდა გაზაფხულის თბილისი.
-ასე ადრე რატომ ადექი? - თვალები მოისრისა ლექსომ და საცვლისამარა ჩამოჯდა სკამზე. 
-დღეს საქმეები მაქვს, თან ვიფიქრე შენც საუზმეს გაგიმზადებდი, - ლოყაზე აკოცა.
-როგორ მეძინება ნეტა იცოდე, - დაიჩივლა მამაკაცმა და ნამძინარევი თვალებით შეხედა გოგონას, მანიკამ მაშინვე ყავა ჩამოუსხა და გაუღიმა, - აქ რამე ტანსაცმელი მაქვს? 
-შენი ცისფერი პერანგია, მეტი არამგონია, თუ გინდა შარვალს გაგიუთოვებ.
-დღეს ბევრი შეხვდრები მაქვს, - ამოიხვნეშა ლექსომ, სიგარეტს გაუკიდა და ყავა სიამოვნებით მოსვა,- შენთან ხომ არ გადმოვბარგდე საერთოდაც?- მანიკას გაეცინა,- შენ სად მიდიხარ ასე ადრიანად, დღეს შუადღით არ გქონდა ლექცია?
-რეზის სახლზე მუშაობას ვიწყებ. ნაკვეთი უნდა მანახოს და საერთო მონახაზი უნდა გავუკეთო, - მხიარულად წარმოთქვა მანიკამ, - არ მჯერა რომ ჩემს პირველ პროექტზე ვმუშაობ, - თვალები სიამაყით აევსო, - თან არქიტექტორების ჯგუფთან ერთად, მართალია რაღაცები მეც გამეგება არქიტექტურაში, მაგრამ ვიფიქრე ისე უკეთესი იქნებოდა, - საუზმე გაამზადა და თეფშებზე გადმოიღო.
ალექსანდრეს აღარაფერი უთქვამს, მშვიდად ისაუზმეს, მოემზადნენ და ცალცალკე გავიდნენ სადარბაზოდან.
პირობას დაურღვევლად ასრულებდა ორივე, საზოგადოებაში ერთად არასდროს გამოჩენილან. ერთადერთხელ იყვნენ ალექსანდრეს კუთვნილ რესტორანში, ისიც მთელი რესტორანი დახურა ალექსანდრემ. დანარჩენ დროს ან მანიკას ბინაში ატარებდნენ, ან ალექსანდრეს დაჩაზე, რამდენჯერმე ბორჯომშიც იყვნენ. მანიკას ეს ყველაფერი აკმაყოფილებდა, ნამდვილად არ სურდა ტაბლოიდებზე მოხვედრა. ისედაც სულ აჭრელებული იყო ალექსანდრე არღვლიანის სურათებით პრესა, სულ ცდილობნენ ჩაევლოთ, რაიმე ახალი გაეგოთ, სადმე გამოეჭირათ.
მანქანაში ჩაჯდა, სიმღერები ჩართო და წყნეთისკენ დაადგა გზას. რეზი სახლს აშენებდა, საკუთარ სახლს და რა თქმა უნდა მანიკას სამსახური გამოუჩინა. წლის ბოლოს აპირებდა ნიტასთვის ხელი ეთხოვნა და ქორწილამდე სახლის აშენება მოესწრო. მანიკამ წინასწარ გამოსტყუა ნიტას როგორ სახლში სურდა ცხოვრება, ყველაფერი ჩანიშნული ქონდა, კონცეფცია უკვე იცოდა, ახლა სურდა არქიტექტორთან ერთად ემუშავა პროექტზე, მონახაზები ეჩვენებინა და გაერკვია შეიძლებოდა თუ არა ზუსტად ისეთი სახლის აშენება, როგორიც რეზისთან ერთდ დააპროექტა. ინტერიერისა და ლანდშაპტის დიზაინზე შემდეგ იზრუნებდა.
ძალიან საქმიანი იერი ჰქონდა მანიკას, სათვალეები ცხვირზე დაეკოსა, თმები დასწორებული და გაშლილი ჰქონდა, ტანსაცმელიც საქმიანი ქალის შესაფერისი ეცვა. რეზის დაურეკა, ზუსტი კოორდინატები გამოართვა და მალევე მიაგნო ხეებს შორის მოშშვლებულ პატარა მონაკვეთს, საყვარელი ადგილი იყო. სურათებში ნანახი ისედაც ჰქონდა, მაგრამ რეალურად ბევრად უკეთესი გამოდგა. მანქანა იქვე მდგარი ორი მანქანის გვერდით გააჩერა და მოხერხებულად გადავიდა გარეთ.
-გამარჯობა, - მიესალმა რეზის და უცხო მამაკაცს, რომელიც როგორც იფიქრა , არქიტექტორი აღმოჩნდა. სალამი უბრუნეს და რეზიმ უცნობები ერთმანეთს წარუდგინა.
- დათა, მანიკაზე ბევრს გელაპარაკებოდი, - გაიკრიჭა რეზი, დათას გამოწვდილ ხელს მანიკამ თავისი შეაგება და გულწრფელი ღიმილით გამოხატა გაცნობის სიხარული. ძალიან ღელავდა. მისი პროექტი პირველად უნდა განხორციელებულიყო რეალობაში, - მანიკა, დათა გამოცდილი არქიტექტორია, ,,ტერასა'' მისი დაპროექტებულია, ნუ დიზაინზე სხვები მუშაობდნენ , მაგრამ მაინც, - სიცილს არ წყვეტდა რეზი, - ხოდა აბა თქვენ იცით, ისე ვნერვიულობ ამ სახლზე, თითქოს არ ვიცოდე რომ ნიტას მაგრად კიდია ასეთი რაღაცები.

მანიკამ ჩანთიდან iPad ამოიღო და საჩქაროდ გახნსა პროექტი. აუხსნა სად , როგორ , რამდენ მეტრზე და რა ადგილას უნდოდა რომ ყოფილიყო. გადაწყვიტეს ,,ტერასაზე'' წასულიყვნენ და იქ განეხილად და დაემტკიცებინათ პროექტი.
მთელი დღე მუშაობდნენ. დათა მიქელაძე სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა, ძალიან გაერთნენ და შეყვნენ მუშაობას და ისე მოსაღამოვდა ვერც კი მიხვდნენ. საბოლოოდ შეთანხმდნენ პროექტზე, ნახაზები რეზის გადაუგზავნეს და დამშვიდობებას აპირებდნენ, როცა დათამ მომავალი შეხვედრის ინიციატივა გამოიჩინა.
-მანიკა, თუ გცალია, ვისურვებდი პარასკევი ან შაბათი საღამო შენთან ერთად გამეტარებინა, იქნებ სადმე წავსულიყავით, მაგალითად სავახშმოდ.
მანიკას გააცივა. დაიბნა, ვერ მოიფიქრა, როგორ ეთქვა ზრდილობიანი უარი მამაკაცისთვის. დათამ დაბნევა შეამჩნია გოგონას და გაეღიმა.
-ვიცი რომ არავის ხვდები, უბრალოდ ერთი პაემანი.
-დათა, ძალიან დიდი ბოდიში, უბრალოდ ახლა არც დრო მაქვს და... ხომ ხვდები, ბევრი საქმე მაქვს, უნივერსიტეტშიც, ახლა კიდე ეს პროექტი ... - დაბნეულად ლაპარაკობდა მანიკა.
-მოდი კარგად მოიფიქრე და დამირეკე თუ გადაწყვეტ, - სავიზიტო გაუწოდა და მოულოდნელად აკოცა ლოყაზე. 
 
 მანიკა გაშრა. არ ესიამოვნა დათას საქციელი და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მანქანისკენ. საოცრად მოენატრა ალექსანდრე, ამ კვირაში ვერაფრით მოახერხეს ნორმალურად ენახათ ერთმანეთი. ტელეფონი ამოიღო და დაურეკა.
-მოიცალე დაკავებულო ქალბატონო? - სიცილნარევი ხმა გაისმა ტელეფონში.
-კი და უზომოდ დაღლილი ვარ, როგორ ახერხებ მთელი დღე მუშაობას და მაინც ენერგიაზე ყოფნას?
-მმ, საღამოს ამოვალ და გასწავლი, - ჩაიღიმა მამაკაცმა, - ახლა მიდიხარ სახლში?
-ხო, იცოდე მალე მოდი, საწოლში დაგელოდები, - ტუჩი მოიკვნიტა მანიკამ და გაიცინა.
-სახლში გავივლი, ტანსაცმელს წამოვაყოლებ და მაშინვე შენთან გავჩნდები პატარავ.

 მანიკა სახლში მისვლისთანავე აბაზანაში შევიდა და დაღლილობა შხაპით ჩამოიშორა სხეულიდან. ტრუსზე დიდი ზედა გადაიცვა და სამზარეულოს მიაშურა ალექსანდრესთვის ვახშმის მოსამზადებლად. იმდენად სიამოვნებდა, როცა ალექსანდრე ნახელავს უქებდა, მზად იყო შეუსვენებლად მოემზადებინა კერძები. წითელი ღვინიო გახსნა და ღვინის წრუპვა-წრუპვით მოამზადა ვახშამი. 9 საათი ხდებოდა ალექსანდრე რომ შევიდა სახლში, საოცრად დაღლილი და მოშიებული იყო და ზუსტადაც რომ ესიამოვნა სახლში საჭმლის სუნი. გაეღიმა, ქურთუკი შემოსასვლელში დატოვა და პირდაპირ სამზარეულოს მიაშურა.
-არა, არა, ბატონო ალექსანდრე, წადით, ხელები დაიბანეთ, - შემთვრალი თვალები მოავლო მის სახეს, როცა მამაკაცი საკოცნელად გამოიწია და სანამ სააბაზანოდან დაბრუნდებოდა მაგიდა გაშალა. 
-დათრობაც მოგისწრია, -სიცილით თქვა ლექსომ, - ფხიზელზე ვერ იღებ სიამოვნებას ჩემთან სექსით? - ორივეს გაეცინა.
-ნწუ, ფხიზელზე ზედმეტად მორიდებული ვარ,- სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან და მოუკიდა.
-რა სულელი ხარ, - გულწრფელად გაუღიმა და სიყვარულით სავსე მზერით შეხედა გოგონას. მანიკას არ გამორჩენია ეს მზერა და სხეულში სითბო ჩაეღვარა, გააჟრჟოლა, - როგორ ჩაიარა დღემ?
-მშვენივრად, პაემანზეც კი დამპატიჟეს, - სიცილით თქვა მანიკამ და სიმთვრალისგან თვალები მობლიტა. ალექსანდრეს კისერზე ძარღვები დაებერა, მაგრამ არ შეიმჩნია რომ ეჭვებმა შეაწუხა,- მაგრამ შენ არ იდარდო, ხომ იცი შენ გარდა ვერავის ვერ ვამჩნევ, - ფეხზე უეცრად წამოდგა და მამაკაცს კალთაში ჩაუჯდა,- იცი, მალე თუ არ მორჩები ჭამას, აქვე მომიწევს შენი გაშიშვლება. 
-მგონი ბევრი დალიე, - გაეცინა ალექსანდრეს, გოგონას ხელები მოხვია, ჰაერში აიტაცა და ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით გაიყვანა.


თემოს დაბადებიდღეზე ისევ ლუკას მამის კლუბში გადაწყვიტეს წასვლა. ექსვეული გამოეწყო და კლუბის წინ შეიკრიბა. ლუკას ლილე ახლდა თან. ყველა მშვენიერად გამოიყურებოდა. კლუბში ბიჭების კიდევ რამდენიმე მეგობარი და თემოს ნათესავები იყვნენ. მშვენივრად ერთობდნენ, ცეკვავდნენ, სვავდნენ, სანამ ლილემ თავისი ძმა და დეიდაშვილი არ შენიშნა და გადაწყვიტა გოგოებისთვის გაეცნო. მანიკა საპირფარეშოში იყო და მაგიდისკენ მომავალმა ნაცნობი სილუეტი რომ დალანდა მეგობრების გარემოცვაში შეშფოთდა. ნელა მიუახლოვდა მაგიდას, თითქოს ფეხები უკან რჩებაო. არავინ იცოდა მანიკას ურთიერთობაზე, ერთადერთი სალომემ, მაგრამ არც მან იცოდა ვინ იყო მანიკას საიდუმლო ,,მეგობარი მამაკაცი''.
-აი, მანიკაც მოვიდა, - მხიარულად თქვა ლილემ და გოგონას ხელი მოჰკიდა, ძმას გვერდით მიუსვა და ორივეს გაეკრიჭა, - ხომ ვამბობდი ძალიან მოუხდებიან ერთმანეთსქთქო, - ნასვამი მზერა მოავლო მეგობრებს, - მანიკა, ეს ჩემი ძმაა ზუკა, ეს კი დეიდაშვილი ლექსო. ერთი აკლიათ, ლადო, ალბათ ცოლმა არ გამოუშვა.
ალექსანდრე დეიდაშვილისკენ დაიხარა და ყურში სხვებისგან მალულად უთხრა ზედმეტი არ მოგივიდესო. ისე კი ძალიან ხალისობდა მანიკას გაფითრებულ სახეზე. ზუკა მაშინვე მიხვდა ვინც იყო მანიკა და შეეცადა დაძაბულობა არ შეემჩნია. მანიკა გაშეშებული იჯდა. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა მივარდნოდა არღვლიანს და იქვე შემოეძარცვა მისთვის ტანსცმელი, მაგრამ ყველანაირად იკავებდა თავს, არაფერი შემჩნეოდა.
ერთად გააგრძელეს სმა. ლუკა ისედაც იცნობდა ორივეს, ზუკას უფრო კარგად, მაგრამ ბიჭები შესამჩნევად დაახლოვდნენ. გოგოები საცეკვაოდ ადგენენ და ბიჭები დატოვეს. მანიკა კი ისევ საპირფარეშოში გაიპარა. ალექსანდრემ თვალი გააყოლა გოგონას და ცოტახანში თვითონაც წამოდგა გასასვლელად. დაელოდა, როდის გამოვიდოდა მანიკა და კალიდორში ააკრა კედელს. 
-გული გამისკდა იდიოტო, - ამოიკნავლა მანიკამ და სუსტ განათებაზე თვალი მოავლო ალექსანდრეს სახეს. მამაკაცი ტუჩებისკენ დაიხარა, მაგრამ მანიკა დაუსხლტა, - გაგიჟდი? ათასი ხალხია და საერთოდაც, ხომ იცოდი სადაც ვიქნებოდი, აქ რამ მოგიყვანა? - გულზე ხელები გადაიჯვარედინა და ბრაზმორეულმა შეხედა.
-ვიფიქრე სიურპრიზს გავუკეთებთქო, - გაეკრიჭა ბიჭი. 
- ძალიან სექსუალური ხარ, - უცებ დანებდა მანიკა, თავი კედელს მიაყრდნო და ქვეშიდან მიბნედილი თვალებით დაუწყო ყურება. 
-რომ გავიპაროთ შეგვამჩნევენ ხო? - იკითხა ლექსომ და გოგონას უკანალისკენ ხელი გააპარა, მანიკა დენდარტყმულივთ მოშორდა. 
-ჯერ შენ წადი, და ერთ 15 წუთში რამეს მოვიმიზეზებ და მეც გამოვალ. მანქანით არ ვარ და დამელოდე იცოდე, ოღონც შორს, - ძლივს იკავებდა თავს რომ ტუჩებში არ დატაკებოდა მამაკაცს.
მანიკა კუსკუსით შევიდა კლუბში და მეგობრებს მიუახლოვდა. გოგოები უკვე მაგიდასთან ისხდნენ. არც კი შეუმჩნევიათ მანიკას დიდხნიანი გადაკარგვა, უკვე ყველანი კარგად შემთვრალიყვნენ და დაქანცულიყვნენ. ცოტახანში ლექსოც მივიდა, ყველას დაემშვიდობა და წავიდა. მანიკა ეკლებზე იჯდა, ყოველწამს ტელეფონს უყურებდა და დროის გასვლას ჩქარობდა. დათქმულ დროს ისიც გამოექცა მეგობრებს და ქუჩის გადაღმა ალექსანდრეს მანქანაში ისე სწრაფად ჩახტა ბიჭმა გაოცებისგან პირი დააღო. კოჯორში გადაწყვიტეს ასვლა, შაბათ-კვირისთვის საკვები მოიმარაგეს და გადაწყვიტეს დასვენების დღეებით დამტკბარიყვნენ.

მაისის ბოლოს, ალექსანდრემ გამოუცხადა დუბაიში მიწევს კომფერენციაზე წასვლა და შენც წამოდიო. ძალიან გაუხარდა მანიკას, საზღვარგარეთ არასდროს ყოფილა და ახლა საყვარელი მამაკაცი ეპატიჟებოდა. კერძო თვითმფრინავით გაფრინდნენ. რამდენიმე საათში დუბაის აეროპორტში ისხნენ. ალექსანდრეს კომპანიის მანქანამ მოაკითხა და სასტუმროში წაიყვანა. მანიკას ძალიან მოეწონა სასტუმროს დუბაის ფილიალი. პენტჰაუსი დაიკავეს, მანიკამ ჩემოდნები მიყარა, აივანზე გავიდა და დუბაის მოავლო თვალი. ღამეს ულამაზესი იყო ზემოდან დანახული დუბაი. ვახშამი აპარტამენტში მოართვეს. აივანზე ისხდნენ და მიირთმევდნენ, თან ღვინოს წრუპავდნენ. მანიკა უზომოდ ბედნიერი იყო. აქ, ქალაქში სადაც არავინ იცნობდა არცერთს, იდეალური ადგილი იყო ერთად ყოფნისთვის.
მთელი კვირა ჰქონდათ ერთმანეთისთვის, ლექსო ერთ კონფერენციას დაესწრებოდა, სასტუმროს და რესტორანს შეამოწმებდა და ამის შემდეგ სრულიად თავისუფალი იყო.
დილით კერძო პლაჟზე გავიდნენ. ხალხი თითქმის არ იყო. ქოლგის ქვეშ იწვნენ და კოქტეილებს მიირთმევდნენ. 
 მანიკას თავბრუ დაახვია აზიურმა კულტურამ. და მაინც, როგორ უხებოდა ამ ყველაფერს დასავლური შტრიხები.
მთელი კვირის განმავლობაში გვერდიდან არ იშორებდა მანიკას ალექსანდრე, სადაც მიდიოდა ყველგან თან დაატარებდა. შანსი ჰქონდა მასთან ერთად თავისუფლად გაევლო, იმის მიუხედავად, რომ ის არც საქართველოში არ იყო ამის წინააღმდეგი. 
კვირამ ზღაპრულად ჩაიარა. ალექსანდრემ პაემანზეც კი დაპატიჟა.
მეორე დღეს მიდიოდნენ, ჯერ კიდევ დილა იყო ალექსანდრემ მანიკა დუბაი მოლში წაიყვანა და სთხოვა საღამოს კაბა შეეძინა. საღამოს პაემანზე გეპატიჟები და სადაც მივდივართ იქ დრესკოდი მოქმედებსო. მანიკამ ძალიან სადა და სექსუალური ცისფერი კაბა აარჩია. შეიძნა და კმაყოფილი გაემართა ალექსანდრესკენ, რომელიც მოპირდაპირე მაღაზიაში პერანგს არჩევდა.
საღამოს ალექსანდრეს მანქანა ბურჯ-ხალიფასთან გაჩერდა. მამაკაცი გადმოვიდა, მანქანის კარები გაუღო მანიკას და ხელი გაუწოდა. მანიკა ძალიან მოიხიბლა ამ ჟესტით და გულწრფელი ღიმილი მოეგვარა სახეზე. მთელი კვირაა ისე ცდილობდა ალექსანდრე მანიკასთვის ესიამოვნებინა. 
 ალექსანდრეს ასეთ ლამაზი არასდროს ენახა მანიკა. ისე უხდებოდა რუჯზე ცისფერი, ისე სექსუალურად გამოიყურებოდა იმ კაბაში. თვალი მომცა და მაყურებინაო.
ლიფტში ააცილეს, რესტორანში შეაცილეს, წინასწარ დაჯავშნილ მაგიდაზე დასვეს და შეკვეთაც ჩაიწერეს. მანიკა აღფრთოვანებას ვერ მალავდა. 122-ე სართულიდან გადასცქეროდა დუბაის. მსოფლიოს უმაღლეს რესტორანში იჯდა საყვარელ მამაკაცთან ერთად და აღარ იცოდა როგორ დაემშვიდებინა გული, სიხარულისგან რომ არ გამსკარიყო. 
-ძალიან ლამაზი ხარ! არასდროს მომბეზრდება ამის შენთვის თქმა, - ღვინო მოსვა ალექსანდრემ და ამღვრეული თვალებით შეხედა მანიკას, - დღეს შენმა ტელეფონმა დარეკა, ჩემი მეგონა და ლამის ვუპასუხე, რა უთხარი მეგობრებს, 1 კვირა რატომ ვერ გნახავთო.
-ვუთხარი განმარტოება მჭირდება და ბორჯომში მივდივართქო, - მხრები აიჩეჩა მანიკამ და სტეიკის ნაჭერი ჩამოჭრა.
-ასე ძალიან როგორ გენდობიან, ერთ ეჭვს რომ არ იტანენ არცერთ შენს ნათქვამში, - გაიცინა ალექსანდრემ, - და მაინც, მათ რატომ არ უყვები ჩვენზე. 
-ალექსანდრე, ჩვენ სერიოზული ურთიერთობა არ გვაქვს. არ ვიცი ჩვენს ურთიერთობას რა ქვია. არც შენ იცი და ვერც გავარკვევთ. ყოველწამს შეიძლება მორჩეს ჩვენს შორის ყველაფერი. მე კი არ მინდა რომ მერე ყველას ყველაფერი ავუხსნა. ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს. არა საჭირო ყველამ ყველაფერი იცოდეს.
ალექსანდრეს თითქოს პასუხი ეწყინაო, ჩუმად გააგრძელა ვახშმობა. მანიკა კი მაინც ძალიან კარგ ხასიათზე იყო, იმის მიუხედავად რომ მისთვის ძალიან მტკივნეულ თემას შეეხო - მათ გარდაუვალ დაშორებას.
თითქმის სასტუმროს ლიფტშივე შემოაძარცვეს ერთმანეთს ტანსაცმელი. ორივე ვნების ქარცეცხლში იყო გახვეული. ეს ორი სხეული ძალიან ილტვოდა ერთმანეთისკენ.



***
მანიკამ საბოლოო პროექტი წარადგინა უნივერსიტეტში. 
სწავლა დამთავრდა. 
როგორც იქნა უნივერსიტეტ დამთავრებულები იყვნენ. ლუკამ გადაწყვიტა ყველა რესტორანში დაეპატიჟა აღსანიშნავად. ყველაზე მეტად მას უხაროდა, რომ როგორც იქნა ოთხმა წელიწადმა ჩაიარა. თემომ გადაწყვიტა ყველაზე სერიოზული ნაბიჯი გადაედგა ცხოვრებაში.
სალომე და მანიკა თემოსთან ისხდნენ სახლი და უყურებდნენ როგორ დადიოდა წინ და უკან ბიჭი. ზაფხულის სიცხე ჯერ კიდევ გამჯდარი ჰქონდათ გოგოებს და თემოს მოუსვენრობა უარესად აღიზიანებდათ.
-რა ხდება, ამორერღავ? - იკითხა სალომემ,- რომა უნდა მენახა.
-სოფის ხელი უნდა ვთხოვო, - გაუბედავად თქვა თემომ და გოგოებს შეხედა. ორივეს გაკვირვება დაეტყო სახეზე, - ხო რა, აღარ არის დრო? რაც თავი მახსოვს სულ ერთად ვართ და ბარემ აქეთ-იქით სირბილს, ერთად დავსახლდებით. შვილები გვეყოლება. 
-ვაიმე, - წამოიკივლა მანიკამ და წამოხტა, - როგორც იქნა, როგორ ძალიან გამიხარდა. 
-ხოდა მოიფიქრეთ ახლა როგორ ვქნა, რა ვქნა,- ღელავდა თემო.
-ახლა არ დაიწყო, რამე ორიგინალური მინდა გავაკეთოო, ხომ იცი არ უყვარს სოფიას მგსავსი რამეები, ბუშტები, ფეირვერკები და ამბები, - დაიწყო მანიკამ.
-ხო, სჯობს რამე უბრალო მოიფიქრო, - დაამატა სალომემ, ის უფრო გაუხარდება.
-წელს ხო ისედაც აპირებდით საზღვარგარეთ წასვლას? - იკითხა მანიკამ, - სოფის ოცნებაა ვენეცია, ხოდა წადით და გონდოლით სეირნობისას სთხოვე ხელი. 
-საიდან მოიფიქრე მანიკა, - აღფრთოვანდა სალომე.
-ანუ, თქვენ გჯერათ რომ სოფი თანახმა იქნება? - მაინც ჩაფიქრებული ჩანდა თემო.
-და უარი რატომ უნდა გითხრას? - ერთხმად გაიკვირვეს გოგოებმა.
-დე, სოფი მოვიდა , - თემუკას დედა, ნათია ოთახში სოფის შემოუძღვა, - გოგოებო თქვენც აქ ხართ? - გაუღიმა თბილად და ორივე გადაკოცნა, - რა კარგია რომ ამოხვედით, ასე დავიწყება არ შეიძლება.
-ხო, მშვიდობაა, - იკითხა სოფიმ, რომელიც თავად საკმაოდ აფორიაქებული ჩანდა, როდესაც ნათიამ ოთახი დატოვა ყავის მოსადუღებლად.
-კი, - აღელდა თემო და სოფიო მკლავებში მოიქცია, მაგრამ გოგონასგან შესამჩნევი აგრესია მიიღო,- რა ხდება სოფო?
-სალაპარაკო მაქვს, თან ძალიან სერიოზული, - შეხედა თემოს და თვალები აუცრემლიანდა. გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს.
-ჩვენ წავალთ და თუ რამე, ჩემთან ვიქნებით, - თქვა მანიკამ და ორივენი ფეხზე წამოდგნენ.
-არა, არა, თქვენთან დასამალი რა მაქვს, - ღრმად ჩაისუნთქა სოფომ და ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად ამოთქვა ორსულად ვარო და ცრემლები წამოუვიდა.
თემუკამ ჯერ სოფის შეხედა გაოცებულმა, მერე გოგოებს , მერე ისევ სოფის და წამიერად გაიფიქრა რა ატირებსო. მერე გაიცინა, სოფის მეიჭრა და ხელში აიყვანა.
-მართლა? - ერთი იკითხა და გოგონა ჰაერში დაატრიალა. სოფის ცრემლები სახეზე შეახმა. 
-თემო შენ... - გაოცებული იყო სოფი, - მე მეგონა გაბრაზდებოდი, ან რავიცი, ხომ არ გინდოდა ჯერ.. - სიტყვებს თავს ვერ აბავდა სოფიო. გოგოებს გაეცინათ. ორივენი ხვდებოდნენ რომ ხელისთხოვნის გეგმა წყალში ჩავარდა. 
-რა ხდება, - ღიმილით შემოვიდა ნათია და ყავის ჭიქები მაგიდაზე დააწყო, - ისეთი სახეები გაქვთ , თითქოს ...
-თითქოს ბებია ხდებიო, არა? - შესცინა თემომ და სოფის დამორცხვებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია, - დედაააა, თუ მჯეროდეს რომ მამა გავხდები, - აცანცარდა თემო.
-ვაიმე, ჩემო პატარა,- გაშლილი ხელებით გაიწია ნათიამ სოფოსკენ და მოეხვია, - მაღირსეთ ხომ შილიშვილი? 
-მოდი ჩვენ წავალთ და თქვენ აღნიშნეთ, - წამოდგა სალომე, - მე საქმე მაქვს, თან ხომ უნდა ვაცნობო სამეგობროს თქვენს შესახებ. 
-პატარა მაისურაძე გვეყოლება არა? - სიცილით თქვა მანიკამ და იქ მყოფებს დაემშვიდობა.
სოფიო რომას ჩააბარა, თვითონ კი სახლისკენ გაემართა. ალექსანდრე ქვეყანაში არ იმყოფებოდა. რამდენიმე დღის წინ გააცილა, საკმაოდ ცეცხლოვანი ღამით. 
 გადაწყვიტა სახლში მისვლისთანავე რეზის სახლის ინტერიერზე ემუშავა. მშენებლობა წინ დიდი სიჩქარით მიიწევდა და უბრალოდ ერთი სული ჰქონდა რეზისთვის ინტერიერიც ეჩვენებინა.
ნიტა და რეზი ბოლოს 2 დღის წინ ნახა. ძალიან საყვარლები იყვნენ. ნიტა ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდა რეზი ნუცუბიძის შეყვარებულის სტატუსს. ზოგჯერ ძალიან ჭირვეული იყო, მაგრამ ყოველთვის ძალიან მზრუნველი და საყვარელი. რეზი გიჟდებოდა მასზე, პატარა ბავშვივით უვლიდა და ყველა ოცნებისა და სურვილის განხორციელებაში ეხმარებოდა.
მანიკა სუნთქვა შეკრული უყურებდა და უსმენდა შეყვარებულ წყვილებს. თითქოს ეძებდა, რა იყო სხვების ურთიერთობაში ისეთ, რაც მას და ალექსანდრეს აკლდათ. 
ალექსანდრესთან თავს ძალიან ბედნიერად და მშვიდად გრძნობდა, მაგრამ ეს სოციალური კლიშეები, ვერ ჩამოანგრია, საკუთარ თავს უფრთხოდა. ხანდახან ვერც კი ხვდებოდა რა აშინებდა ალექსანდრესთან მიმართებაში.

***
დრო კი გადიოდა, ნელა, ზოგჯერ უფრო ჩქარა. სოფიო იბერებოდა, ყველა თავსდასტრიალებდა, განსაკუთრებით თემუკა. რომასთან დაიწყო მუშაობა, ცოტათი დასერიოზულდა კიდეც და ხანდახან თავს აბეზრებდა სოფის თავისი გადამეტებული მზრუნველობით. ქორწილი არცერთს არ სურდა, ამიტომ პატარა აღნიშნვნით შემოიფარგლნენ ყველაზე ახლო წრეში. სამეგობროში პირველი პატარას დაბადებას ყველა დიდი სიხარულით ელოდა და სოფიოს ნათქვამი არ ჰქონდა, მაშივე შესრულებული ჰქონდა ყველას.
სალომე და რომა მშვიდად მიერეკებოდნენ ცხოვრებას. სალომემ მუშაობა დაიწყო, თან რეზიდენტურაში გააგრძელა სწავლა. მომავალი ექიმი ისე იღლებოდა აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. რომა მისი სიმშვიდის ელექ იყო. მისი დანახვაც კი სხეულის გამოღვიძებას იწვევდა. 
 ლუკა კვლავ პატარა ბავშვად რჩებოდა. ლილე ხშირად ებუზღუნებოდა, ცოტა დასერიოზულდი თორე ამათ ფონზე ნამდვილი მასხარა ხარო. ხშრად ჩხუბობდნენ, მაგრამ არცერთს შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე, ამიტომ საბოლოოდ ყველაფერი შერიგებით მთავრდებოდა. 
 რეზიც დიდ მზადყოფნაში იყო. სახლი თითქმის სრულდებოდა. თეთრი კარკასის დასრულებას ელოდნენ რომ საბოლოოდ გაერემონტებინათ და ახალი წლების შემდეგ ისიც სთხოვდა ხელს ნიტას. ნიტამ ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცოდა. გასაკვირი იყო, როგორ ინახავდა რეზი ამხელა საიდუმლოს. 
 მანიკასთა და ალექსანდრესთან ყველაფერი ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა. ყველაფერი მალული, იდუმალი და საოცარი იყო. ზაფხულში რამდენჯერმე კვლავ გაემგზავრნენ ერთად დასასვენებლად საზღვარგარეთ. ერთხელ შეკვეთილის სახლშიც წაიყვანა მამაკაცმა რამდენიმე დღით. მანიკა ისე ცდილობდა ხალხს არ შეემჩნია, თითქმის მთელი სიამოვნება ჩაეშალათ. პრესაში კიდევ არ წყდებოდა ინტერესი ახლადგამოჩეკილი ბიზნესმენის შესახებ, მანიკას უკვე ორმაგი ძალებით უწევდა მათი ურთიერთობის დამალვა, ლექსო დაიღალა დამალობანას თამაშით და აღარც კი ცდილობდა. უბრალოდ მანიკას არ ეწინააღმდეგებოდა. 
 აგერ მანიკას მშობლების დაღუპვის 2 წლის თავი გახდა. ისევ მარტო გამეგზავრა ბორჯომში, მაგრამ ამჯერად მხოლოდ რამდენიმე დღე. კვლავ გამოიტირა არდაბერებული ოჯახი და თბილისს დაუბრუნდა. რამდენიმე ხანში კი ალექსანდრესა და მისი ურთიერთობის წლისთავი გადააგორა. სინამდვილეში ლექსოს საერთოდ არ გახსენებია, მანიკას რა თქმა უნდა, ეწყინა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია. რა მალე გადის წლებიო გაიფიქრა და მამაკაცის შიშველ მკერდზე თავი დადო. საოცრად სევდიანი იყო მანიკა, ლექსო კი ზედმეტად გადაღლილი და ღონეგამოცლილი ეს რომ შეემჩნია. ობოლი ცრემლი ჩამოუვარდა მანიკას და სწრაფად მოიწმინდა. მჭიდროდ მოხვია მამაკაცს ხელები, თითქოს ეშინია ვინმემ არ გამოგლიჯოსო და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. 
 შორიდან ვინმეს რომ შეეხედა, იტყოდით იდეალური წყვილია, მანიკას კი სწამდა რომ ღრმა გრძნობების უკმარისობა სჭირდათ და ამასობაში ვნება შეჩვევაში გადაიზარდა. შიშში ცხოვრობდა მანიკა, ამდენი დროის გასვლის შემდეგ უფრო შეეჩვია ეჭვები, რომ ერთ დღესაც ლექსო ისე გაქრებოდა , როგორც გამოჩნდა, იმიტომ რომ მობეზრდებოდა გოგონა, იმიტომ რომ ერთმანეთს ამოწურავდნენ. ზიზღი კვლავ იგრძნო, ამჯერად უფრო მძაფრად. შიგნიდან ახრჩობდა უთქმელი სიტყვები, სჭამდნენ გამოუხატავი გრძნობები. მეტად ჩაიკეტა თავის თავში. დეპრესიული გახდა.

***

ახალი წელი დადგა. მეგობრები კვლავ ერთად შეხვდნენ, ამჯერად თემუკასთან აგარაკზე. სოფი იმდენად გაბერილიყო ძლივს დაბაჯბაჯებდა და სადმე წასვლის თავი არ ჰქონდა. ამ ახალ წელს ლილეც მათთან ერთად იყო. ძალიან კარგი დრო გაატარეს, ბევრი იმხიარულეს. იქვე დარჩნენ და გადაწყვიტეს ბედობამდე ერთად ყოფილიყვნენ. 
 დილით მანიკა რეზის ზარმა გააღვიძა. 
-გილოცავ და მომილოცე, - აღელვებული და გახარებული ჩანდა რეზი.
-მმ, - ამოიზმუვლა მანიკამ, - რომ იცოდე 2 საათიც არაა რაც დავიძნე.
-ნიტა დამთანხმდა! - ჩასძახა ტელეფონში და მანიკა ერთიანად წამოხტა საწოლიდან.
-ვაიმე, ვაიმე!- გაჰკიოდა ტელეფონში, - გილოცავთ. ესეიგი ახალწელს თხოვე ხელი. მე მეგონა ცოტასაც მოიცდიდი და სახლს დაელოდებოდი.
-ვეღარ გავუძელი. საიდუმლოები არ მიყვარს, - სიცილით თქვა რეზიმ,- მოკლედ დღეს ზედმეტად ბედნიერები ვართ ვინმეს სანახვად, მაგრამ ამ დღეები გელოდები, უნდა აღვნიშნოთ. 
-გილოცავთ და ნიტა მომიკითხე,- სიცილით გაუთიშა მანიკამ და შეტყობინებებს გადახედა. გაუკვირდა ალექსანდრეს არც დანარეკი და არც მოწერილი რომ არ დახვდა. ცოტათი აღელდა. 30 დეკემბერს იჩხუბეს და მას შემდეგ არ დაკონტაქტებიან ერთმანეთს. ცოტათი ნაწყენი იყო. ალექსანდრემ დაიწყო. ხანდახან ჭუიდან შლიდა მისი ეჭვიანობა, გაბრაზდა , ეწყინა და პატარა ბავშვივით გაიბუტა, ახალი წელიც კი არ მიულოცა. არც ალექსანდრე თმობდა პოზიციებს. უარესად ეწყინა, გაიბუსა და საბანში გაეხვია. მისაღებში იწვა დივანზე. მეგობრებმა ოთახები დაითითოვეს, მანიკა კი, როგორც მარტოხელა დივანზე მოთავსდა. ეცადა აღარ ეფიქრა ალექსანდრეზე. იმხელა ბედნიერება იყო რეზის და ნიტას ნიშნობის ამბის გაგება, მაგრამ ამანაც ვერ გადაფარა ბრაზი. თვალები დახუჭა და ის იყო უნდა დაეძინა კიბეებზე ხმაურით ჩამოირბინეს.
-დე, ახლავე მოვდივარ, ზუსტი მისამართი მომწერე, - სლუკუნებდა ლილე. ცოტახანში მეორე ფეხის ხმა გაისმა. ლილეს უკან ლუკა მოსდევდა.
მანიკა წამოიწია და აცრემლებულ გოგონას ინტერესით გახედა.
-მშვიდობაა? - იკითხა ცოტათი დაძაბულმა, სანამ ლილე ქურთუკს იცვამდა.
-ჩემი დეიდაშვილი ავარიაში მოყვა,- ამოიტირა ლილემ,- ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბოდიში უნდა გავიქცეთ.

მანიკას გააცია. იმ პოზაში გაშეშდა რა პოზაშიც იყო და ძლივს ამოითქვა სული, ალბათ გულმა რამდენიმე ბიძგი გამოტოვა. ლილეს მხოლოდ ერთი დეიდაშილი ჰყავს, ალექსანდრე არღვლიანი, მისი ალექსანდრე და რა გამოდიოდა, ახლა მისი საყვარელი მამაკაცი საავადმყოფოში იწვა, თვითონ კი ისიც არ იცოდა როგორ იყო, არც დარეკვა შეეძლო და მითუმეტეს არც მისვლა და ნახვა. იქნებ ღირდა რომ მივარდნილიყო საავადმყოფოში და დღეები ეთია მასთან, მოევლო და მის გამოჯანმრთელებას დალოდებოდა. ცოტათი გონს რომ მოეგო, ტელეფონი მოიმარჯვა და ზუკას ნომერი აკრიფა, ლექსომ ეს ნომერი იმ შემთხვევისთვის მისცა, როცა ის ქალაქში არ იქნებოდა და რამე დასჭირდებოდა. ხელის კანკალით დარეკა, ზუკას თითქმის არ იცნობდა, ერიდებოდა, საშინლად ერიდებოდა. 
-გისმენთ, - ცოტა ხნის შემდეგ უპასუხა ზუკამ, მასაც აღელვებული ხმა ჰქონდა.
-გამარჯობა ზუკა, მანიკა ვარ...
-გისმენ, - უხეში იყო ზუკა.
-მაინტერესედა ალექსანდრე როგორ არის, გავიგე ავარიის ამბავი, - გატყდა გოგონა და ხმაში ბზარი გაეპარა.
-მძიმედაა, მაგრამ არ მოკვდება, - გამოსცრა ზუკამ, მანიკას ეწყინასავით ზუკას ტონი, მაგრამ ნერვიულობას დააბრალა.
-იქნებ მოსვლა შევძლო, - ცრემლი მოადგა მანიკას.
-აქ ალექსანდრეს ოჯახი და პრესაა. შენ კი... მისმინე მანიკა, შენს ცხოვრებაში ალექსანდრეს ადგილი არაა, დამიჯერე, მის გარეშე უკეთ იგრძნობ თავს. იქნებ დროა დაამთავროთ თქვენი უაზრო თამაში. ნახვამდის, უნდა წავიდე.

ტელეფონში გაბმული ზუმერი გაისმა. მანიკას გული უარესად აუჩქარდა. თავი საშინლად დამცირებულად იგრძნო და აღარ იცოდა ალექსანდრეს გამო ენერვიულა თუ იმის გამო რომ ასე საშინლად დაამცირეს. 
 თავის თავს აჯობა და საინფორმაციო არხებზე ეძება დილის სიახლეები. მიაგნო კიდეც, ბევრი ძებნა არ დასჭირვებია, ყველგან ალექსანდრეს შესახებ წერდნენ თუ რეპორტაჟებს აკეთებდნენ. ალექსანდრეს მანქანა საშინლად დალეწილიყო, წარმოიდგინა რა დღეში იქნებოდა თავად მამაკაცი და ცრემლები ღვარად გადმოუვიდა. 
,,ალექსანდრე არღვლიანი საშინელ ავარიაში მოყვა. ის საპირისპირო მიმართულებით მიმავალ მსუბუქ ავტომობილს მაღალი სიჩქარით შეასკდა. საბედნიეროდ ავტოავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ორივე დაზარალებული ძალიან მძიმედაა და ამ წუთას დაავადმყოფოში ოპერაზიაცე იმყოფებიან. როგორც ირკვევა, ,,ჯორჯია ჰოტელს და ინტერთეითმენთსის'' ახალგაზრდა გენერალური დირექტორი მანქანის მართვის დროს ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ჯერჯერობით არცერთ მის ახლობელსა და ოჯახისწევრს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ექიმები იუწყებიან, რომ ბატონი ალექსანდრეს მდგომარეობა საკმაოდ მძმეა.''
საავადმყოფოს გადაუდებელი ოპერაციების განყოფილების კალიდორში გოდება და ვაგლახი ისმოდა. მთელი ოჯახი შეკრებილიყო. ქალები მოთქმით ტიროდნენ, მამაკაცები ცდილობდნენ მომხდარის შესახებ მეტი ინფორმაცია გაეგოთ. ლადო, როგორც კომპანიის წარმომადგენელი მთელი დილა იმის გარკვევას ცდილობდა როგორ გაჟონა ინფორმაციამ ნარკოტიკების შესახებ. საშინელი დილა გაუთენდათ არღვლიანების ოჯახს. ლილე რომ შევარდა საავადმყოფოში ლექსო უკვე საოპერაციო მაგიდაზე იწვა და ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ. მაშინვე დეიდას ჩაეხუტა და დეიდაშვილის ამბავი გაიგო. ცრემლებს ვერაფერს უხერხებდა, ღვარ-ღვარებად ჩამოსდიოდა სახეზე. ლუკამაც ყველა მოიკითხა და მამაკაცებს ამოუდგა გვერდით. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო ვერაფრის კითხვა ვერ გაბედა. ალექსანდრეს ყველაზე ნაკლებად იცნობდა, მაგრამ ლილეს ახლა მისი მხარდაჭერა სჭირდებოდა.

წყნეთის აგარაკი მანიკას კივილმა გამოაღვიძა. ყველა ერთდროულად წამოხტა ფეხზე და სანამ აზრზრე მოვიდოდნენ პირველ სართულზე იყვნენ. მანიკა სისხლის გუბეში იწვა და გონებაზე არ იყო. სოფი ბიჭებმა გაარიდეს, სალომემ მაშინვე სასწრაფოში დარეკა, რადგან მანიკა გონზე არ მოდიოდა. ყველაფერი ისე უცებ მოხდა. ისე უცებ აღმოჩდნენ ყველანი საავადმყოფოში, ვერც კი გაიაზრეს. სასწრაფოს მანქანაში მოვიდა გონს, თავზე ექმები ეხვია, მისი ხელი კი სალომეს ეჭირა და ცდილობდა არ ეტირა.
-რა ხდება, - იკითხა ჩუმი ხმით და ამოიკვნესა, - მუცელი ძალიან მტკივა.
-გოგონა, გამაყუჩებელს გიკეთებთ, ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულოთ,- დაამშვიდა ექიმმა. სალომეს ცრემლები გადმოსცვივდა.
-რა დამემართა? - შეეცადა ტკივილი გადაევიწყებინა.
-სავარაუდოდ მუცელი მოგეშალათ, მაგრამ არ იდარდოთ, შეიძლება უბრალო სისხლდენა იყოს, - ნაზად გაუცინა საშუალო ხნის ქალბატონმა.
-კი მაგრამ, მე ორსულად..- მანიკას ხმა ჩაუწყდა. როგორ, ის ორსულად იყო და ვერ მიხვდა? - როგორ , რანაირად? - ბუტბუტებდა და ცრემლები მოსდიოდა.
საავადმყოფოში მალევე მივიდნენ. კლინიკის პერსონალმა საკაცეთი გადაიყვანა ექიმის კაბინეტში. სანდომიანი ქალბატონი ჩანდა. 
-როგორ გრძნობ თავს? - იკითხა ღიმილით, - ცოტა სუსტად იქნები, როგორც მითხრეს სისხლდენა გქონდა, სანამ ეხოს აპარატს გავამზადებ, მანამდე მითხარი რომელ კვირაში ხარ,- მუცელზე სითხე წაუსვა და ეხო მოიმარჯვა.
-ექიმო, მე , არამგონია რომ ორსულად ვიყო, თავს ვიცავ, კონტრაცეპტივებს ვსვავ, - თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა მანიკა.
-სამწუხაროდ ჩემო გოგონა, - სევდიანად ამოილაპარაკა ექიმმა, - ორსულად იყავი, სავარაუდოდ სულ ერთი ციცქნა იყო, ალბათ 2-3 კვირის. ნაყოფის ნარჩენებია დარჩენილი და საშვილოსნო უნდა გავასუფთაოთ, მაგრამ არ ინერვიულო, საშიში არაფერი იქნება.
ექიმი გავიდა და მანიკა მარტო დატოვა საკუთარ თავთან. ამასობაში კაბინეტს გარშემო შემოხვეოდა ოთხეული, სოფოც კი, გაბერილი მუცლით სავარძელში იჯდა და ექიმს ელოდა. თუმცა მას არ ეცალა ვინმეს სანუგეშებლად, მაშინვე დამხმარე მოითხოვა და კაბინეტში შეიყვანა. 
 ნაყოფის მოშორება მტკივნეული არ გამოდგა, მაგრამ მანიკას ტირილი არ შეუწყვეტია. 
მის არდაბადებულ შვილს მისტიროდა. უაზროდ უცქერდა ჭერს და ფიქრობდა, ასეთი უწყვეტი ტანჯვა და ტკივილი რით დაიმსახურა. 
 შემდეგ გამაყუჩებელი და დამამშვიდებელი გაუკეთეს და პალატაში გადაიყვანეს.
- ექიმო, ჩვენ მანიკასთან ვართ..- გამოიყვანეს თუ არა ჩაძინებული მანიკა საკაცით პალატაში გადასაყვანად, ექიმს მიცვივცნენ. 
-მანიკა დღეს კლინიკაში დარჩება, თუ მისი სურვული იქნება შეიძლება რამდენიმე დღეც დავტოვოთ. მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად მისაღებია, მაგრამ სავარაუდოდ ცოტახანს ინერვიულებს. პირველი ბავშვის დაკარგვა ყოველთვის ყველაზე ძნელია, - დასძინა ექიმმა და მეგობრებს გაშორდა. 
კითხვისნიშადნჩადგმული თვალები მოავლეს ერთმანეთს. 
-მოიცა, ვერაფერი გავიგე, - თქვა რომამ და კედელს მიეყრდნო, - მანიკა ორსულად... კი მაგრამ..
-რა მნიშვნელობა აქვს, - ამოიტირა სოფომ, - ვაიმე წარმოიდგინეთ... - ხმა გაებზარა და მოცელზე ხელები შემოიხვია.
-სოფი, მგონი უკეთესი იქნება სახლში თუ წახვალ, - თქვა სალომემ, - წუხელაც დაიღალე და ახლაც ნერვიულობ.
-არსად არ წავალ, ჩემი პატარას ნახვა მინდა! - ცრემლი მოიწმინდა სოფიმ და მეგობრებს გადახედა.
-ლუკას დავურეკავ, მოვიდეს, - თქვა თემომ და მოშორებით გადგა.
ყველა გაოცებული იყო სალომეს გარდა. მან კარგად იცოდა რომ მანიკა კვლავ აგრძელებდა მისთვის უცნობ მამაკაცთან ურთიერთობას, ისიც იცოდა, მანიკა რომ გიჟდებოდა ამ მამაკაცზე და სავსებით შესაძლებელი იყო მანიკას ორსულობაც. ხმა არ ამოუღია. ძალიან კარგად ხვდებოდა როგორ განიცდიდა მანიკა ამ ყველაფერს. ახლა მისთვის უნდა ყოფილიყო ძლიერი და კვლავ მხარში დადგომოდა მანიკას.
ლუკა ლილესთან და ზუკასთან ერთად კლინიკის სასადილოში ჩასულიყო და ყავას მიირთმევდნენ. ალექსანდრე საოპერაციოდან გამოყვანილი ყავდათ და რეანიმაციაში იწვა. მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმე იყო, მაგრამ სტაბილური. წუთი-წუთზე ელოდნენ როდის გამოვიდოდა ნარკოზიდან. რამდენიმე მოტეხილობა ჰქონდა და ტვინის მძიმე შერყევა. მაგრამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები დაზიანებული არ ჰქონდა. ცოტა დამშვიდდნენ, ლილეც მოდუნდა და ახლა ძმასთან მორიდებით მიხუტებულიყო ლუკაზე და ცხელი ყავის ჭიქით ითბობდა ნერვიულობისგან თუ სიცივისგან გათოშილ ხელებს. ლუკას ტელეფონმა დარეკა. თომას ნომერი რომ ამოიკითხა გაახსენდა რომ მათთვის არაფერი უთქვამთ ისე გამოვარდნენ და მაშინვე უპასუხა.
-სად წახვედით ბიჭო?- აღელვებული ხმა მაშინვე შეამჩნია ლუკამ.
-რა მოხდა, სოფი ხომ კარგადაა? - იკითხა ლუკამ შეშფოთებით.
-მანიკაა საავადმყოფოში. თუ შეგიძლია მოდი,- დააყოლა და გათიშვისთანავე კლინიკის მისამართი მიწერა. ლუკამ დაზაფრულმა დახედა მისამართს და სახეზე ხელი ჩამოისვა. 
-მაპატიეთ, უნდა წავიდე, მანიკა საავადმყოფოში წაუყვანიათ. ალბათ რამე სერიოზულია, თორე არ დამირეკავდნენ, - წამოდგა. ლილე უკან გაეგება.
ზუკას შუბლი შეეჭმუხნა, გულმა ცუდს უგრძნო. კარგად იცოდა, მანიკას ძალიან შეუყვარდა ალექსანდრე, იქნებ ჩემმა სიტყვებმა იმოქმედაო, გაიფიქრა, მაგრამ ფიქრები ლილეს დაბრუნებამ გაუფანტა. ცოტახანში დედამაც ჩამოაკითხათ, ალექსანდრე გამოფხიზლდაო და შემდეგ აღარცერთს აღარ გახსენებია მანიკა.

ლუკა ისეთ სიჩქარით მიდიოდა კლინიკამდე, ალბათ ჯარიმების კორიანტელს მიიღებდა, მაგრამ საერთოდ არ ედარდებოდა. მანიკა ცუდად იყო და ის იქ უნდა ყოფილიყო, მის გვერდით. ერთი პირობა ისიც იფიქრა სუიციდი ხომ არ სცადაო. ამჩნევდა, ბოლო პერიოდში როგორი დეპრესიული და ასოციალური გახდა. სირბილით შევიდა კლინიკაში და მანიკას პალატა მიმღებში იკითხა. 
 მალევე მიაგნო მეგობრებით გარშემორტყმულ კარიდორს. 
-რა მოხდა? - მეგობრებმა ერთმანეთს გადაავლეს თვალი და ლუკას გახედეს.
-მანიკას მუცელი მოეშალა, - ამოიკრუსუნა სოფიმ და მუცელზე დაიხედა. ლუკამ ეჭვისთვალით შეხედა მეგობრებს.
-მუცელი მოეშალა, ანუ ორსულად იყო? 
-აბა მუცელი კიდე ვის ეშლება?! - აღრენით იკითხა სალომემ.
-კი მაგრამ, ორსულად როგორ იყო?
-აგიხსნა ლუკა? - უკვე ნერვებზე იყო სალომე, აღარ იცოდა რაზე ენერვიულა, იმაზე რომ მანიკა ცუდად იყო თუ იმაზე რომ მეგობრებს ატყუებდა. ლუკა გაჩუმდა და იქვე ჩამოჯდა. გაკვირვებული იყო და უფრო მეტად ნერვიულობდა. 

მანიკას რომ გამოეღვიძა საღამოვდებოდა. წვეთოვანი ედგა და თავს მაინც საშინლად სუსტად გრძნობდა. ცოტახანი გონს ვერ მოვიდა, ვერ მიხვდა სად იყო და რა ხდებოდა, მაგრამ მერე მომხდარი ამოუტივტივდა და ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდან. ახლა სიმშვიდეში ყოფნისა და ტირილის მეტი არაფერი უნდოდა. მარტოობა და გულის მოოხება . ცოტახანში ექთანმაც შემოიხედა და ფიქრებიც დაერღვა. 
-თავს როგორ გრძნობთ? - იკითხა სათნო ღიმილით, - ახლავე ექიმს დავუძახებ, - წვეთოვანი შეუმოწმა და გავიდა. ცოტახანში ექიმმაც შეაღო კარები.
-მანიკა, აბა თავს როგორ გრძნობ? რამე ხომ არ გტკივა? გამაყუჩებლის დამატება ხო არ გჭირდება? - კითხები დააყარა და იქვე მდგარ სავარძელში ჩამოჯდა. მანიკამ უარის ნიშნად თავი გააქნია და ცალი ხელით ცრემლები მოიწმინდა, - რამდენიმე კითხვას დაგისვამ, რომ მკურნალობის გაგრძელება შევძლოთ, კარგი? რომელ წამალს იღებდი თავის დასაცავად? - მანიკამ მშვიდად დაუსახელა წამლის სახელი და იცის უთხრა რომ მეათე თვე იყო რაც იღებდა, - გასაგებია, სავარაუდოდ რამდენიმე დღეს გამოგრჩა დალევა და ორსულობა შედგა. ეწევი?
-ექიმო, მე არ ვიცოდი ორსულობის შესახებ, - ამოიკრუსუნა და ცრემლები კვლავ გადმოყარა, - ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, ვეწეოდი, ვსვავდი, ვერთობოდი, თავს საერთოდ არ ვუფრთხილდებოდი, რომ მცოდნოდა...- თავი ბალიშზე მიდო და თვალები დახუჭა.
-სავარაუდოდ ნაყოფი სუსტი იქნებოდა. რაიმე სტრესი ხომ არ გადაიტანეთ ამ ბოლო დროს?
-სანამ გონებას დავკარავდი ცუდი ამბავი შევიტყვე, შეიძლება ამის ბრალი იყოს? - თქვა სლუკუნით და ექიმს ინტერესით შეხედა.
-ვერაფერს გამოვრიცხავ. ყველაფერმა ერთად იმოქმედა ალბათ. შენი ანალიზის პასუხები მოვიდა, შენი ორგანიზმიც საკმაოდ სუსტია. მაგრამ არ ინერვიულო. მკურნალობას დაგინიშნავ და რამდენიმე თვეში კვლავ შეძლებ დაორსულებას, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს, - გაუღმა მანიკას, ბლანკი შეავსო, კიდევ ერთხელ შეამოწმა ხომ ყველაფერი რიგზე იყო და პალატა დატოვა. 
-როგორ არის? - ყველას დაასწრო ლუკამ.
-არაუშავს, განიცდნის, მაგრამ ძლიერი გოგოა, - გაიღიმა ექიმმა, - გამხნევება სჭირდება, ფიზიკურად, როგორც დილითაც გითხარით, მშვენივრად გრძნობს თავს. 
-შეიძლება ვნახოთ? 
-სათითაოდ შედით, მოიკითხეთ და გამოდით, ცოტახანში ექთანი დამამშვიდებელს გაუკეთებს. 

 პირველი სალომე შევარდა. ლუკას სურდა შესვლა, მაგრამ მაინც დაასწრო. მან ყველაზე მეტი იცოდა მანიკას ცხოვრებაზე და მის გამხნევებასაც ყველაზე უკეთ შეძლებდა.
-როგორ ხარ? - თავთით ჩამოუჯდა და თმებზე ხელი გადაუსვა.
-რავიცი, კარგად ალბათ, ვერაფერს ვგრძობ, - თქვა მანიკამ და თვალები მილულა, - ხომ გითხარი ყველაფერი ცუდად დამთავრდებათქო, - გაიცინა და სალომემ საოცარი ტკივილი დაინახა მის თვალებში.
-ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. შეეშვით მანიკა ერთმანეთს, ხომ ხედავ..
-დღეს მეორე ხარ ვინც მაგას მეუბნება, - მწარედ თქვა მანიკამ, - ვიცი , ყველაზე კარგად ვიცი, მაგრამ არ შემიძლია, ხომ ხედავ ისე დამაბრმავა, საკუთარი შვილის არსებობა ვერ ვიგრძენი, - ღვარად წამოუვიდა ცრემლები.
-დამშვიდდი კარგი? ხომ იცი მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. ამასაც გაუძლებ.
-აღარ მინდა გაძლება. როგორ დავიღალე ნეტა იცოდე. ყველაფერი ნადგურდება რაც მიყვარს, ხანდახან მიკვირს თქვენ როგორ ხართ აქამდე ყველანი საღ-სალამათები. ალბათ არ ვიმსახურებ ამ ცხოვრებისგან არაფერს.
-დამშვიდდი მანიკა, თავი ხელში აიყვანე. გარეთ შენ გელოდებიან, არავინ იცის რა მოხდა, ყველა გაკვირვებულია, სოფი მთელი დღეა მოთქვამს. მას კარგად ესმის რას ნიშნავს ორსულობა და ახლა შენ მაგივრად განიცდის. ცოტა მოღონიერდი.
-არავის ნახვის თავი არ მაქვს, გთხოვ, ყველას მადლობა გადაუხადე და უთხარი რომ წავიდნენ, შენც წადი დაისვენე. მარტოობა მინდა. ალბათ ექთანიც მალე მომცემს დამაძინებელს.
სალომემ ზედმეტი პროტესტის გარეშე დატოვა პალატა და მეგობრებს დანაბარები გადასცა. ყველა დაღლილი იყო, მანიკასაც ხათრი ვეღარ გაუტეხეს და სახლებში წავიდნენ. მხოლოდ ლუკა არ წასულა. მანქანაში ჩაჯდა და რომ უნდა დაექოქა , მიხვდა რომ წასვლა არ შეეძლო, უკან დაბრუნდა და დაუკაკუნებლად შევიდა პალატაში. მანიკას ჯერ კიდევ ეღვიძა. მივარდა და ჩაეხუტა. მანიკას კვლავ წასკდა თვალებიდან ნიაღვარი.
-ჩემო პატარა, ვერაფრისგან ვერ დაგიცავი და ვერც ვერასდროს ვარ შენ გვერდით , როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდება, - იხუტებდა და თავზე კოცნიდა მანიკას, - გთხოვ მითხარი რა ხდება შენს თავს და ყველანაირად ვეცდები დაგეხმარო, - არ ცხრებოდა ბიჭი, - ხომ იცი, შენ თქვი და ყველაფერს გავაკეთებ რაც შენ გინდა. ყველაფერი კარგად იქნება გესმის? შენი ცხოვრებაც დალაგდება ოდესმე, თუ ღმერთი მართლა არსებობს, ყველაფერი გამოსწორდება. ოღონდ აღარ შემაშინო კარგი? რა აღარ ვიფიქრე, სანამ აქ მოვიდოდი, ლამის მოვკვდი გზაში, ხომ იცი...
-დამშვიდდი, - ლუკას სიტყვებმა თითქოს გონს მოაგესო, თვალებში შეხედა ბიჭს, ძლივს აკავებდა თვალებზე მოწოლილ ცრემლებს, - ყველაფერი კარგად იქნება, მე კარგად ვარ. მე შენ მყავხარ, სალომე, სოფი.. თქვენ ყველანი. ვიცი ჩემი ცხოვრება ბოლო დროს ერთი დიდი დომხალია, მაგრამ როგორც თქვი ალბათ ყველაფერი კარგად წავა. თქვენ ხომ არასდროს მომცემთ ცუდად ყოფნის საშუალებას?! - ლუკას მიეხუტა და გაიტრუნა. 
ხანდახან სულ მცირე იმედია საჭირო ძალების მოსაკრებად.

ზუკა ალექსანდრეს პალატაში შესული არ იყო, ბიჭმა მანიკა იკითხა.
-აქ ხომ არ მოვიყვანდი , შე ჩემა, - გაიკვირვა ზუკამ და ცოტათი გაღიზიანდა კიდეც, - დამირეკა და ვუთხარი არაგიშავდა და რომ აქ მისი ადგილი არ იყო და ვსო.
-მაგრად გითქვამს! - გაბრაზდა ალექსანდრე. ზუკას უნდოდა ეთქვა მანიკაც ცუდადაა, საავადმყოფოში წევსო, მაგრამ თავი შეიკავა, არ უნდა ისედაც ნახევრად დაშლილი დეიდაშვილი კიდევ უფრო გაენერვიულებინა, - სტატიებზე გავიგე, ალბათ ნახავდა.
-დაიკიდე რა, რა განერვიულებს პატარა ბიჭივით, გადაიტანს როგორმე. ხომ იცოდა, ვისი საყვარელიც ხდებოდა.
-ზუკა, ძალიან მოქმედებ ჩემს ნერვულ სისტემაზე, აქედან დაახვიე - იღრიალა მამაკაცმა და ზუკაც გაღიზიანებული გამოვარდა პალატიდან. გაიფიქრა, თითქოს სიმართლეს არ ვამბობდეო. 
ლილე შევიდა თუ არა პალატაში, ალექსანდრემ ტელეფონი მიშოვეო. ლილემ პალატა დატოვა და ალექსანდრეს ტელეფონი შემოუტანა, გატეხილი იყო მაგრამ მუშაობდა. მამაკაცმა დეიდაშვილი უკან გააბრუნა, დაუბარა აღარავინ მომინახულოსო და მანიკას ნომერი აკრიფა.
გაბმული ზუმერის შემდეგ მიაგნო მანიკამ თავის ტელეფონს საწოლის გვერდით მდგარი ტუმბოს უჯრაში. წამლის ზემოქმედებიდან ძლივს გამოვიდა , მაგრამ ნომერს რომ დახედა, წამში გამოფხიზლდა.
-ალექსანდრე, - ხმა აუკანკალდა და ტუჩები სატირლად დაბრიცა.
-კარგად ვარ მანიკა, ბოდიში, ალბათ ინერვიულებდი.
-რა მოგივიდა? - იკითხა გოგონამ და ეცადა ცრემლები არ გამოჩენოდა ხმაში.
-ხომ იცი არა? - ნერვიულად გაიცინა მამაკაცმა, - ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც თქვეს, იმედია ძალიან არ ბრაზობ.
მანიკას ხმა არ ამოუღია, ტელეფონის ,,სფიქერზე'' ხელი ჰქონდა აფარებული სლუკუნის ხმა რომ არ გაეგო ლექსოს, მაგრამ მაინც შეამჩნია.
-პატარავ, ტირი? - სითბო ჩაეღვარა დამტვრეულ სხეულში, - კარგი რა, რა გატირებს, არ მოვკვდები.
-ნარკოტიკებიო ლექსო, - სლუკუნით თქვა მანიკამ.
-ვიცი პატარა, მაპატიე, ხომ იცი როგორ მიჭირს ხოლმე თავის განებება. შენ როგორ ხარ?
-მე კარგად ვარ, შენზე ვნერვიულობდი მხოლოდ, - მოიტყუა მანიკამ, - ახლა ვერც გნახავ სანამ არ გამოჯანმრთელდები, - ცრემლებს ვერ აჩერებდა.
-კარგი რა მანიკა, ჩემ გამო ასე ძალიან რა გატირებს, - გულწრფელად ეცინებოდა ალექსანდრეს, -თუ მოხდა კიდე რამე და მიმალავ? - იკითხა ხუმრობით. მანიკა გაშრა, არ აპირებდა ალექსანდრესთვის რამის თქმას ბავშვის შესახებ. საერთოდ არ იყო საჭირო ეს დრამატული ამბები სცოდნოდა. თან ისინი თითქმის არავინ იყვნენ ერთმანეთის და შეუძებელი იყო ალექსანდრეს ბავშვი ნდომოდა მისგან. უბრალოდ იქიდან გააგრძელებდნენ სადაც გაჩერდნენ. ყველაფერს დაივიწყებდა მანიკა. კიდევ ერთხელ დაიმდაბლებდა საკუთარ თვალში თავს, მაგრამ მაინც ვერ დათმობდა ალექსანდრეს, ვერც ,,ქუჩის'' ალექსანდრეს, ვერც მილიარდელს , ვერც ნარკომანს. ვერასდროს ვერ დათმობდა საკუთარი ნებით და ეს ყველაზე მეტად აღიზიანებდა საკუთარ თავში. ახლაც, იწვა პალატაში, ბავშვდაკარგული და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გადაერჩინა ის, რაც ალექსანდრესა და მას შორის ხდებოდა. 
-ყველაფერი რიგზეა, მალე გამოჯანმრთელდი.
-მალე გნახავ არ იდარდო, ხომ იცი რა ძლიერი ვარ, - გაიხუმრა მამაკაცმა და როდესაც კარებში მამამისი დაინახა უცებ გათიშა ტელეფონი.
დიმიტრი არღვლიანი მიეჩვია შვილის ცხოვრების წესს, მაგრამ ბოლო დროს სერიოზულად ფიქრობდა რომ შეიცვალა. ბოლოს და ბოლოს უკვე 30 წლის ხდებოდა და ცოტათი მაინც უნდა გაზრდილიყო და დაკაცებულიყო. ძალიან იმედგაცრუებული ჩანდა, არ ელოდა შვილისგან ასეთ ნაბიჯებს, ჯერ ნორმალურად რეპუტაციაც არ გაემყარებინა მსოფლიო ბაზარზე და უკვე სახელს იფუჭებდა. გაბრაზებული იყო მაგრამ ჩალურჯებული, თაბაშირში გახვეული შვილის დანახვაზე ცოტათი მოლბა.
-როგორ გრძნობს თავს თქვენი უდიდებულესობა? - იკითხა ირონიით.
-მამა, კარგი რა, აქ ჩემს დასატუქსად მოხვედი?
-ალექსანდრე, როდის უნდა გაიზარდო? 
-ალბათ არასდროს მამა, მე ვცდილობ, ყველაფერს ვაკეთებ...
-კარგად არ ცდილობ. მე გითხარი, ყველაფერი ისე იქნება როგორც მე, ან არადა...
-რა გინდა? პატარა აღარ ვარ გაიგე, - კისერზე ძარღვები დაებერა მამაკაცს, - ძალით ვეღარ გამგზავნი ვერსად და ვერც კლინიკაში გამომკეტავ სამკურნალოდ. ეს ყველაფერი ხშირად არ ხდება, უბრალოდ..
-უბრალოდ თავი ვერ გააკონტროლე და კინაღამ მოკვდი.
-თქვენ ყველანი მხოლოდ რეპუტაციაზე ღელავთ, - გაცეცხლდა მამაკაცი, ისე დაეჭიმა სხეული, დიმიტრი შეშინდა ნაკერები არ გაეხსნასო,- მხოლოდ იმაზე რა მოსწონს ხალხს და რა არა..
-დამშვიდდი ალექსანდრე, როცა არღვლიანი ხარ და ამხელა კომპანიის სათავეში დგახარ მისაბაძი უნდა იყო. ახლა ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. დამშვიდდი.
-როგორ დავმშვიდდე, ყველა ნერვებს მიშლით! ჯანდაბა! - თვალები დახუჭა და საწოლს მიეყრდნო.
დიმიტრი ჩაფიქრებული გამოვიდა პალატიდან.
ალექსანდრე უფრო ჩაფიქრებული და ნაღვლიანი ჩანდა, ვერ იტყოდით რატომ ზის ასეთი მოქუფრული, სხეულის დაზიანებები სტკივა თუ რამე საჭირბოროტო საქმეზე ფიქრს შეუპყრიაო. კარგად იცოდა რაზეც უმიზნებდა დიმიტრი, იცოდა რაზეც დარდობდა. მამას ეგონა შვილისთვის ერთადერთი წამალი გამოსაფხიზლებლად საკუთარი ოჯახის შექმა იყო. ამას დიდი ხანი ჩასჩიჩინებდა ალექსანდრეს, მას კი არაფერი ადარდებდა საკუთარი თავის გარდა. სანამ ექიმი შემოვიდოდა და დამამშვიდებელს გაუკეთებდა, მანამდე იწვა და საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრობდა და იმ ცხოვრებაზე ფიქრობდა, რომელშიც მანიკას აცხოვრებდა.




***
ერთმა თვემ თვალის დახამხამებაში გაიარა. 
მანიკა რამდენიმე დღეში გამოწერეს. ძრითადად სახლში იჯდა და ძირითადად ფიქრობდა. 
ალექსანდრემაც სახლში გააგრძელა მკურნალობა. თავს მშვენივრად გრძნობდა, ერთადერთი რაც აწუხებდა თაბაშირში ჩასმული ხელ-ფეხი იყო და რამდენიმე დღეში მოიხსნიდა კიდეც. 
 ძირითადად ტელეფონით საუბრობდნენ, ერთმანეთს მშვიდად მოიკითხავდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ, ზედაპირულად მაინც. მანიკა სევდისგან გაუფერულდა და გაფერმკრთალდა. უფრო იშვიათად იცინოდა, ვიდრე ყოველთვის. მეგობრები უთქმელად ნერვიულობდნენ, მანიკამ ყველა გზა მოუჭრა. თითქმის აღარც კი ნახულობდა მათ, სულ 2-ჯერ ნახა ისინი რაც საავადმყოფოდან გამოვიდა. არავის იკარებდა. საბოლოოდ ჩაიკეტა, სალომესაც კი აღარ უზიარებდა თავის ტკივილებს. 
 სიგარეტიც გადააგდო. აგერ უკვე ერთი თვე შესრულდა, რაც სიგარეტის არცერთი ღერი არ მოუწევია, დიდი სურვილის მიუხედავად. ბავშვის დაკარგვაში თავს ბოლომდე იდანაშაულებდა. შეეცადა უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით ეცხოვრა მაგრამ არ გამოსდიოდა. თითქმის აღარც ჭამდა, უფრო გახდა.
ალექსანდრე მშობლების სახლში იყო. მისაღებში იჯდა და ექიმს ელოდებოდა, რათა თაბაშირი მოეხსნათ. რეზი და ლილე აპირებდნენ მისვლას, რა თქმა უნდა დიდად არ გახარებია, ერთი სული ჰქონდა მანიკასთან გაქცეულიყო და დაძაბულობა, რაც ბოლო ერთი თვის მანძლზე მძიმედ აწვებოდა მხრებზე მოეხსნა. 
 ექიმამდე მოვიდნენ. ლილე ისე შემონარნარდა სახლში, თითქოს პატარა ფერია ყოფილიყოსო, მაგრამ მაინც საშინლად იყო მოწყენილი. მანიკას ინციდენტი ყველას დაღად აჯდა გულზე. ლუკას განსაკუთრებით, წყინდა მანიკა ასე ძალიან რომ ცდილობდა მასთან დაშორებას. ყველაზე მეტად მანიკაზე გიჟდებოდა ლუკა, ყველაზე მეტად მას ტკიოდა მისი სატკივარი, ამიტომ სულ მოღუშული დადიოდა ბოლო დროს და ლილეც კი ვერ ახერხებდა მის ხასიათზე დადებითად ემოქმედა. მანიკას ამბავმა ლილეც შოკში ჩააგდო და მთელი გულით განიცდიდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის ტკიოდა, რომ ლუკასა და მას შორის თითქოს ურთიერთობა გაცივდა და ძალიან არ უნდოდა ეს მანიკასთვის დაებრალებინა.
-რა სახე გაქვს? - სიცილით კითხა ალექსანდრემ, - გეგონება მსიფლიოს ყველა პრობლემა აიღეს და მხრებზე შემოგალაგესო.
-შეყვარებული აბრაზებს, - სიცილით თქვა ზუკამ, - მაგრამ , აი ლექსოც გამოკეთდა და მივბეგვავთ , მოვიყვანთ აზრზრე.
-რა სისულელებს ბოდიალობთ, - გაბრაზდა ლილე, - უბრალოდ მანიკას ამბავმა ბოლო მოუღო ყველას ნერვებს და ხასიათს, - ამოიბუტბუტა და ლექსოს ყურადღებაც მიიქცია, წარბები ზემოთ ასწია და ის იყო უნდა ეკითხა რა მოხდა ამისთანაო, ექიმიც შემოაცილა ოჯახის დამხმარე ქალბატონმა. 
 ექიმმა ბურღი ჩართო და ლაპარაკის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ როცა ექიმმა მდგომარეობა შეამოწმა, დამატებით რამდენიმე გამაყუჩებელი გაოუწერა და წავიდა, ალექსანდრემ ისე ოსტატურად გააგრძელა საუბარი შეჩერებულ თემაზე, რომ ლილე კი არა, ლამის ზუკაც ვერ მოვიდა გონზე.
-შენს მეგობარს რა დაემართა? - იკითხა ბოლოს.
-მუცელი მოეშალა. ალბათ ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება ქალს დაემართოს, ხოდა ახლა ზის სახლში მარტო და არავის გვიკარებს, - ამოიბუზღუნა ლილემ.
ალექსანდრე ისეთი წამოხტა ფეხზე, თითქოს 1 თვის ნაგროვები ძალა ახლა ამოასკდა ორგანიზმიდანო. ლილემ გაკვირვებულმა შეხედა დეიდაშვილს. ზუკა მიხვდა რაშიც იყო საქმე და ლილეს უთხრა საქმე გამოგვიჩნდა, სახლში გაგიყვანო. ალექსანდრემ ისე მალე მოიწესრიგა თავი, ისე მალე მიაღწია მანიკას კორპუსამდე, თვალიც არ დაუხამხამებია. 
 მანიკა დივანზე იწვა და არაფერს აკეთებდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. არც კი ფიქრობდა. საცვლებზე ხალათი მოეცვა და სველი თმიდან ჯერ კიდევ ჩამოსდიოდა წყლის წვეთები. კარებზე ატეხილმა ბრაზუნმა კომფორტის ზონიდან გამოსვლა აიძულა, ხალათი მჭიდროდ შემოიხვია და კარის გასაღებად გაემართა.
-ალექსანდრე? - მოულოდნელობისგან თუ სიხარულისგან შეხტა. ოდნავ გაუნათდა ჩამქრალი თვალები. მამაკაცი ბინაში შევიდა და მანიკა აათვალიერა. საშინლად გამხდარი და გადაღლილი ჩანდა, თვალები ჩასცვენოდა და დაწითლებოდა. თუმცა ამ მდგომარეობაშიც კი ძალიან სექსუალური ეჩვენა მამაკაცს. 
-სალაპარაკო გვაქვს, - ეცადა მღელვარება და ცოტაოდენი ბრაზდი დაემალა. 
 მისაღებში დასხდნენ. ლექსომ მანიკას მტევანი თავის ხელებში მოიქცია,
 - რატომ არ მითხარი? 
 მანიკა შეცბა, დაიბნა.
-ვინ გითხრა? - სახე მოარიდა მამაკაცს.
-ლილემ თქვა, შენზე ძალიან ღელავს და წამოცდა. 
-რა უნდა მეთქვა? 
-რაც მოხდა. კი მაგრამ, როგორ დაორსულდი, - ათრთოდა მამაკაცი.
-აგიღწერო ლექსო? დავიჯექი პროცესი დაგავიწყდა უკვე? - გახუმრება სცადა მანიკამ მაგრამ ცრემლებმა თავლები აუწვა. ახლა არ უნდა ეტირა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა. 
-როდის?
-შენზე რომ გავიგე. 
-ახლა როგორ ხარ? - კითხა მზრუნველად.
-უკეთესად, ვმკურნალოდ. ასეთი რამ მეორედ აღარ განმეორდება, - თქვა მწარედ და გაუღიმა, - აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. აღარასდროს, აღარასდროს შევეხოთ ამ თემას. აწი აღარ განმეორდება, არ იდარდო, - ჩურჩულით თქვა და მამაკაცის მონატრებულ ტუჩებს წაეტანა.
-როგორ მომენატრე, ნეტა იცოდე, - მამაკაცმა დივანზე გადააწვინა, ზემოდან მოექცა და ხალათი გაუხნსა.




დივანზე იწვნენ სრულიად შიშვლები, ერთმანეთს მიხუტებულები , სხეულს არაფერი უფარავდათ. ვნებებისგან გადაღლნი ორივე მძიმედ სუნთქავდა. მანიკა ლექსოს წამოზრდილ თმაზე თითებს დაატარებდა. ასეთი სიმშვიდე დიდი ხანია აღარ ღირსებია, თითქოს თავიდან დაიბადაო. საყვარელი მამაკაცის მკლავებში თავს ყველაზე დაცულად გრძნობდა. ერთიანად მოდუნდა, როცა მამაკაცის გვერდით დაიგულა თავი, როცა მის მწვანე თვალებში სითბო და მზრუნველობა ამოიკითხა.
-მანიკა, ვიცი შენ ისედაც არ გაწყობს ჩვენი ამბის გახმაურება, - დაიწყო მამაკაცმა შეპარვით, - მაგრამ ახლა მე ორმაგად არ მაწყობს. მამაჩემი გადარეულია მომხდარის გამო და ცდილობს ცოლი მომაყვანინოს. ახლა რომ ჩვენი ამბავი გახმაურდეს, მამაჩემი მაშინვე ქორწილის მზადებას შეუდგება.
მანიკას გული ჩაწყდა. ისედაც იცოდა რომ მათ მომავალი არ ჰქონდათ და მითუმეტეს არც ოჯახის შექმა იყო მათი ბოლო, მაგრამ ალექსანდრესგან ამ სიტყვების მოსმენამ მთლიანად გამოაცალა საყრდენი. არაფერი უთქვამს. 
 მამაკაცის წასვლამდე ცდილობდა ხმა არ ამოეღო, რომ ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდა, რომ მამაკაცს წყენა არ შეეყტო ხმაში.


***
ცხოვრება მშვიდი დინებით აგრძელებდა სვლას. 
სოფიმ იმშობიარა, ულამაზესი პატარა გოგონა შეეძნათ. ნატალი დაარქვეს. ყველა ხარობდა ამ პატარათი. ისეთი საყვარელი იყო. თან პირველი პატარა სამეგობროში, განსაკუთრებული რამ იყო. მანიკა განსაკუთრებით მიეკედლა ნატალის. ცდილობდა ბევრი დრო გაეტარებინა ბავშვთან. როცა კი ეცალა, მაშინვე სოფისთან გარბოდა და გადაღლილ დედიკოს ეხმარებოდა ბავშვის მოვლაში. 
 სალომემ და რომამ ერთად გადასვლა გადაწყვიტეს. რომა მშობლებთან ცხოვრობდა, მაგრამ საკუთარი ბინაც ჰქონდა და იქ გადასახლდნენ. მართალია ორივენი მთელი დღე გარეთ იყვნენ, მაგრამ დაღლილებს ერთმანეთის ყურებაც კი ჰყოფნიდათ ახალი დღის ახალი შემართებით დასაწყებად. 
 რეზიმ და ნიტამაც დათქვეს ქორწილის თარიღი. სექტემბრის შუა რიცხვებში გადაიხდიდნენ, მანამდე კი ევროპის გარშემო იმოგზაურებდნენ.
აგვისტოს შუა რიცხვებში, მანიკამ ბორჯომში წასვლა გადაწყვიტა, რადგან გაუსაძლისი სიცხეები იყო თბილისსში. სამეგობროდან არავის ეცალა, ლუკასა და ლილეს გარდა, ისინი მარტივად დაიყოლია და 1 კვირით გაემგზავრნენ ბორჯომში. მანიკამ ჩასვლა დაასწრო წყვილს და სახლი გაამზადა. ლილე აქამდე ნამყოფი არ ყოფილა ბორჯომის სახლში და ძალიან მოეწონა გარემო. ლუკა ეზოს დალაგებას შეუდგა, მანიკა და ლილე სახლში ფუსფუსებდნენ. კარგი დრო გაატარეს, ბევრი იმხიარულეს. საღამოს, როცა მშვენიერი სიგრილე ჩამოწვა, ეზოში ივახშმეს, სასმელიც დალიეს და ბევრიც იცინეს. 
 დილით მანიკას შეტყობინება დახვდა ალექსანდრესგან, რომ იტალიაში მიდიოდა სამსახურის საქმეზე და რამდენიმე დღე ვერ იკონტაქტებდნენ.
 მანიკა აღარ შეუწუხებია ამ ამბავს. ბოლო დროს ისედაც მიეჩვია ალექსანდრესგან უყურადღებობას. ავტოავარიის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მეტი დაძაბულობა გაჩნდა წყვილს შორის,თითქოს ერთმანეთს ნელ-ნელა ჩამოშორდნენო. მანიკა ყველანაირად ცდილობდა ყურადღება არ მიექცია, თავიდან განიცდიდა, გული ტკიოდა, ბოლოს მიეჩვიე. ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, იმედგაცრუებასა და ტკივილსაც კი. 
 1 კვირა ისე გავიდა ალექსანდრესგან არაფერი გაუგია. არც თვითონ შეუწუხებია თავი მოკითხვით. გული ცუდს უგრძნობდა, და არ ცდილობდა დროზე ადრე აიხადა ყველაფრისთვის ფარდა. თბილისში რომ ბრუნდებოდნენ, ლილემ გამოაცხადა ალექსანდრეს ქორწინების თარიღო გახდა ცნობილიო. მანიკა ძრძწოლამ აიტანა, მანქანაში ბარგს დებდა, ლილემ რომ ლუკას ახარა ახალი ამბავი. საშინელი ტკივილი იგრძნო და გული მოეწურა. 
 არაფერი შეუმჩნევია. მეგობრებმა პირველებმა დატოვეს ეზო. მანიკა მანქანაში იჯდა და ფიქრობდა რა ექნა. მთელი სხეულით კანკალებდა და გული საშინლად ტკიოდა. 
,, იმის ღირსადაც არ ჩამთვალა, ეთქვა რომ ცოლი მოყავდა. იქნებ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, იქნებ.. '' - ფიქრობდა მანიკა და თვალებიდან ნიაღვრებად მოდიოდა ცრემლები. ისედაც იცოდა მათი ურთიერთობის ზღვარი, მაგრამ არ ეგონა ალექსანდრე ასეთ ტყუილში თუ აცხოვრებდა. როგორც ჩანს მას დიდი ხანია ვიღაც ჰყავდა და ახლა ცოლად მოყავდა, მაგრამ რაღა საჭირო იყო მანიკა, მესამე და ზედმეტი. პირდაპირ ეთქვა მამაკაცს სხვა მყავს, ცოლად მომყავს და ჩვენს შორის ყველაფერი დამთვრდაო.
 წასვლა ვერ შეძლო. მთელი საღამო ვერაფრით ვერ დაიმშვიდა თავი. იჯდა და ტიროდა. 
 2 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ისე შეგიყვარდება საკუთარ ღირსებას, თავმოყვარეობას დაკარგავო ბევრს იცინებდა. ალბათ სხვებს დატუქსავდა ასეთი საქციელის გამო, იმის გამო რომ მამაკაცის წინაშე თავს იმცირებდნნე, ყველაფერს პატიობდნენ და ბრმად უყვარდათ, მაგრამ იგივე მდგომარეობაში ისე აღმოჩნდა, არაფერი აუკეთებია, არაფერი თუნდაც სულ ცოტათი მაინც რომ გაემარტივებინა ცხოვრება. 
 ეს გზა მე ავირჩიეო. გადაწყვიტა თვითონ არ შეეწუხებინა მამაკაცი. თუ ალექსანდრეს მოუნდებოდა ლაპარაკი წყნარად დაელაპარაკებოდა და ყველაფერი დასრულდებოდა, ერთხელ და სამუდამოდ. ყველაფერი წარსულს ჩაბარდებოდა. მანიკა შეეცდებოდა ყველაფრის დავიწყებას, ყველა გრძობას ამოიგლეჯდა გულიდან, თუნდაც ამას წლები დასჭირვებოდა, ამოიგლეჯდა და ბედნიერების გემოს ისიც გაიგებდა, მასაც შეიყვარებდნენ თავდავიწყებით, გულს გადაუშლიდნენ და ცხოვრებას სხვა, უფრო ლამაზი თვალით დაანახებდნენ. ახლა გამძლეობა იყო საჭირო. ამდენი რამე გადაიტანა და უბრალოდ სიყვარულისგან გამოწვეული გულისტკივილი რა უნდა იყოსო, გაიფიქრა და თვალები დახუჭა. ყველა ჭრილობა ერთიანად განუახლდა მანიკას. სხეულის ყველა ნაწილი ტკიოდა, სულის ყველა კუნჭულს მოედო ტკივილი. რომ შეძლებოდა იკივლებდა, იწივლებდა, ყველაფერს დაამსხვრევდა, მაგრამ არა, იწვა და ტიროდა. დახუჭული თვალებიდანაც კი იკვლევდნენ ცრემლები გზას. არ ეგონა დასასრული ამდენად მტკივნეული თუ იქნებოდა. 


 რამდენიმე დღეში დაბრუნდა მანიკა თბილისში. სრულიად შეცვლილი ჩანდა.თითქოს რამდენიმე წელი ერთად მოაკლესო. თუმცა მეგობრების სანახავად წასულმა , ისე აიკრა მხიარული ნიღაბი ვერავის შეუმჩნია გაუსაძისი ტკივილი, რომელიც დღითი-დღე იზრდებოდა. 
 პატარა ნატალი გაზრდილი და დამშვენებული ეჩვენა, მთელი დღე ხელიდან არ არ მოუშორებია პატარა, მისი მოფერებით იხარებდა გულს. 
 რეზი და ნიტა ჩამოვიდნენ თუ არა ტურნედან მაშინვე სახლში დაადგნენ და მანქანით წაიყვანეს. მანიკა ბორჯომიდან სულ 2 დღის დაბრუნებული იყო. სიურპრიზს გიკეთებთო. მანიკა მიხვდა რაშიც მდგონარეობდა სიურპრიზი. სახლის მშენებლობა დამთავრებილიყო როგორც იქნა, ამიტომ რეზი და ნიტა აეროპორტიდან პირდაპირ იქ წავიდნენ და გადაწყვიტეს მანიკას ნამუშევარი მისთვისაც ეჩვენებინათ. ძალიან მოხიბლულები იყვნენ რეზი და ნიტა სახლით, განსაკუთრებით ნიტა, საოცრად ლამაზი და მყუდრო გამოვიდა. 

***

 ქორწილის დღეც დადგა. 9 სექტემბერი იყო. თბილისში ჯერ კიდევ არ მილეულიყო ზაფხულის დანატოვები სითბო. ხეები შეუმჩნევლად ყვითლდებოდნენ. 
მანიკამ ულამაზესი მწვანე კაბა მოირგო, ქუსლიანები ჩაიცვა, პატარა ჩანთაში საფულე და ტელეფონი ჩადო და მანქანის გასაღებით ხელში გამოვიდა სახლიდან. 
ჯერ სალონში უნდა გაველო, შემდეგ კი პირდაპირ ჯვრისწერაზე მისულიყო. 
 ქორწილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ძალიან კარგ ხასიათზე იყო, ბევრიც იცეკვა და იმხიარულა. თუმცა როცა მეფე-პატარძალმა ნელი ცეკვა შეასრულა, მაინც ვერ შეიკავა ალექსანდრეზე მოწოლილი ფიქრები და ობოლი ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან. გვიან დაიშალნენ ახალგზრდები. მანიკამ მანქანა სადგომზე დატოვა და თავად ტაქსით გაემართა სახლისკენ. საკმაოდ ნასვამი იყო და მაღალქუსლიანებზე დგომისგან ფეხებიც საშინლად ტკიოდა. 
 მშვიდად აიარა სახლის კიბე და ჩანთაში გასაღების აცმას დაუწყო ძებნა, თუმცა კარები ღია დაუხვდა. ტანსი უსიამოვნოდ გააცია. ღრმად ამოისუნთა, სახეზე ხელები მოისვა, შეეცადა ცოტა გამოფხიზლებულიყო და სახლში შევიდა. ალექსანდრე სავარძელზე იჯდა და ეწეოდა. ოთახში ოდნავ ბჟუტავდა სანათი . თუმცა ცუდ განათებაზეც შეამჩნია მანიკამ, რომ არც ალექსანდრე უნდა ყოფილიყო დიდად ფხიზელი. გულმა აჩქარებით დაუწყო ფეთქვა. შეეცადა თავი გაეკონტროლებინა.

-აქ რა გინდა, - იკითხა მშვიდად და ფეხსაცმელები გაიხდა.
-არ გაგიხარდა ჩემი ნახვა? - მამაკაცმა სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და ფეზე წამოდგა.
-არა, უმჯობესია წახვიდე, - ხმა აუკანკალდა მანიკას, რადგან ალექსანდრე ნელ-ნელა მიიწევდა მისკენ.
-მე კიდე მომენატრე, - გოგონას სახე ხელებში მოიქცია, სახე ახლოს მიიტანა თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.
-გილოცავ, გავიგე რომ ქორწილი გაქვს, - ირონიულად და გამომწვევად უთხრა მანიკამ და უკან დაიხია, - მაგრამ შეგეძლო შენთვითონ გეთქვა. ხოდა კიდე, წესით საცოლეთან უნდა ატარებდე დროს და არა აქ, ჩემთან.
-ბოლოჯერ უნდა მენახე მანიკა, - ანთებული თვალებით შეხედა . ალბათ კაიფშიაო, გაიფიქრა მანიკამ და ეცადა მამაკაცს დასხლტომოდა. 
-მნახე, ხოდა შეგიძლია წახვიდე, - შეეცადა ემოციები დაემალა. ერთი სული ჰქონდა წასულიყო რომ ტირილით გული მოეოხებინა.
-ძალიან ლამაზი ხარ, - სახეზე ხელი ჩამოუსვა მამაკაცმა. მანიკას დაუკითხავად ჩამოუგორდა ლოყაზე ცრემლი. თვალები დახუჭა და შეეცადა ღრმად ესუნთქა ცოტათი დასამშვიდებლად. მამაკაცმა კიდევ უფრო შეამცირა მანძილი, მანიკას ტუჩებს წაეტანა და ისე ნაზად აკოცა, თითქოს ეშინია არ ატკინოსო. მანიკას სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა სხეულში, თუმცა ბოლომდე ცდილობდა არ გატეხილიყო. ცოტახანში მამაკაცი გახელდა, უფრო მომთხოვნად დაუწყო კოცნა და ცალი ხელით კაბა ზემოთ აუწია. ურცხვად დაატარებდა ხელებს თეძოებსა და უკანალზე. მანიკა მოდუნდა. თუმცა ტირილი არ შეუწყვეტია. მამაკაცმა ხელში აიყვანა, საძინებლისკენ წაიყვანა, საწოლზე ნაზად გადააწვინა და კაბა გახადა. ძალიან ნელა ეფერებოდა. თითქოს ყველა მის ნაკვთს იმახსოვრებს სხეულზეო. მანიკა საბოლოოდ მოეშვა, ვნებით აივსო, სიამოვნებისგან კვნესა დაიწყო, კვლავ გადაავიწყდა ყველაფერი. ვნება გამძაფრდა, გაასმაგდა. სახლში ყრუდ ისმოდა გოგონას კვნესა და მამაკაცის ოხვრა. 
 ისევ საყვარელი ადამიანის მკვლავებში იწვა, ისევ გამალებით უცემდა გული, მაგრამ ამჯერად გრძნობდა რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშა, ისევ რომ დანებდა ამ ვნებას. დანაშაულის გრძნობა ვერაფერმა გაუქრო. ფიქრები მამაკაცის ადგომამ დაუფრთხო. მშვიდად ამოიცვა საცვალი და შარვალი და პერანგის შეკვრას შეუდგა. მანიკა უხმოდ ადევნებდა თვალს მამაკაცს. ალექსანდრე საწოლზე ჩამოჯდა, მანიკას ზურგშექცევით. ღრმად ამოიოხრა, თითქოს რაღაცისთვის ემზადებაო და ჩუმი, მშვიდი ხმით დაიწყო საუბარი.
- მე ცოლი მომყავს მანიკა, მართალია ეს ყველაფერი ჩვეულებრივი თამაშია, მაგრამ არ ვაპირებ მამაჩემს კიდევ გავუცრუო იმედები. ჩვენ ძალიან სასიამოვნო 2 წელიწადი გავატარეთ ერთად, მაგრამ დღეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა. ჩვენ ორს შორის ვეღარაფერი იქნება საერთო. სჯობს ყველაფერი დაივიწყო. საერთოდ დაივიწყო რომ ვარსებობ და შენს ცხოვრებაში ვიყავი. შენ ყველაზე წმინდა ხარ რაც ცხოვრებაში მქონია და მინდა ძალიან ბედნიერი იყო, - ქშენით წამოდგა მამაკაცი, ოთახიდან გავიდა და სახლი დატოვა.


ნაწილი მეორე

***
მანიკა აივანზე იჯდა და პლანშეტში საბოლოო შტრიხებს ამატებდა პროექტს, რომელზედაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. მშვენიერი ამინდი იყო ბარსელონაში. ზღვიდან მონაბერი მარილიანი ქარი მსუბუქად უფრიალებდა თმებს. 
 მანიკამ პროექტს გადახედა, კმაყოფილმა დააქნია თავი და დამკვეთს მეილზე გადაუგზავნა. შემდეგ წამოდგა და სახლში შევიდა. 
 პატარა ბიჭუნას მშვიდად ეძინა საწოლში. საბანი გაუსწორა და ფეხაკრეფით გავიდა საძინებლიდან. 
 ცოტახანში პატარა გაიღვიძებდა და საჭმელს მოითხვდა, ამიტომ გადაწყვიტა წინასწარ მოემზადებინა. ბოსტნეული დაჭრა, ქვაბში ჩაყარა და მოსახარშად დადგა. მანამდე თავად წაიხემსა და ყავა ჩამოისხა. ფანჯრიდან იცქირებოდა, ყავას სვავდა და სიგარეტს ეწეოდა. ოთახიდან ხმაური რომ შემოესმა, მაშინვე გაიქცა ბიჭუნასკენ. პატარა საწოლში წამომდგარიყო და მწვანე თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-დედიკოო, - წამოიძახა და ხელები გაშალა, ამიყვანეო. მანიკამ გაიღიმა, პატარა საწოლიდან ამოიყვანა და გულში ჩაიხუტა.
-როგორ გეძინა სიყვარულო? - ლოყაზე აკოცა და ღუპუცაზე მაიკა ჩამოუწია. 
-კარქთ, მაგრამ მუცელს შია - მუცელზე ხელი მოისვა და წინ გამობურცა. 
-წამოდი გამოვიცვაოთ და მერე ვჭამოთ კარგი? 
-ქოდა მერე, გავისეირნოთ, - კმაყოფილმა დაამატა და დედიკოს კისერზე მოეხვია.

სანამ მანიკა პატარას აჭმევდა, რეზიმ დაურეკა. 
-ლეზიიი, ლეზიიი, - ფეხების ქნევა დაიწყო პატარამ რეზის დანახვისას და ენა გამოუყო.
-რაც ასწავლე, იმას აკეთებს, - გაიცინა მანიკამ და მეგობარი მხიარულად მოიკითხა.
-როდის მოდიხართ? - იკითხა რეზიმ და კამერაში ნიტაც გამოაჩინა.
-მალე ჩამოდით, მომენატრეთ უკვე, პატარა მავნებელი რას შვება? - იკითხა ნიტამ.
-მავნებლობს, - გაიცინა მანიკამ, - ჩემი ლამაზი გოგო როგორაა? - იკითხა ინტრესით?
-კარგადაა, იმედია მალე ჩამოხვალ და პირადად გაიცნობ, - გაუღიმა ნიტამ.
-ამ კვირას მოვფრინავთ. იქით ხუთშაბათ უკვე ქორწილია, - თქვა მანიკამ და კოვზი პირთან მიუტანა შვილს.
-ნიტაა, - გასძახა პატარამ, - იჩი, მე მანდ შენთან ვიცხოვლეებ.
-ვიცი ჩემო პატარა, ოთახი უკვე მოგიმზადე, ერთი სული მაქვს როდის ჩაგეხუტები, - სიცილით მიუგო ნიტამ.
-კარგი, გელოდებით. თუ რამე გჭირდება კიდე, მითხარი და დაგახვედრებთ, - უთხრა რეზიმ და ცოტახანში საუბარიც დაამთავრეს. 


აგერ უკვე მეხუთე წელი დაიწყო, რაც მანიკა ესპანეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. რეზის ბარსელონას ბინაში იყო, ზღვასთან ახლოს, თითქმის სახლიდან გაუსვლელად უწევდა მუშაობა. ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მაგრამ თავი გაჰქონდა, საქართველოში ყველაფერი გააქირავა და იქედანაც შემოსდიოდა გარკვეული შემოსავალი, ამიტომ მარტოხელა დედას ნამდვილად არ ჰქონია ფინანსური პრობლემები. 4 წელიწადზე მეტი იყო რაც საქართველოში ფეხი არ დაედგა, ახლა ლუკას და ლილეს ქორწილი იყო და მათ ქორწილს ნამდვილად ვერ გამოტოვებდა. 
 საღამომდე სეირნობდნენ პლაჟზე. საღამოს ბავშვი აბანავა, გაამზადა და საწოლში დააწვინა. სანამ პატარა დაიძინებდა, მანამდე უკითხავდა ზღაპრებს. შემდეგ კაჯუზი აავსო, ააქაფა და სანებივრდ გაეშურა. 
 თბილმა წყალმა მოადუნა. თვალებდახუჭული იწვა და საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობდა. მოგონებები თავისით ამოუტივტივდა. მოგონებები, რომელთა მიჩქმალვასაც წლები დასჭირდა. 
 
 ორსულობის შესახებ რომ გაიგო, ნაყოფი უკვე 1 თვის იყო. წამითაც არ უფიქრია მის მოშორებაზე. იმ დღეს ყველაზე ბედნიერი იყო. ვერავისთვის ვერ გაბედა ახალი ამბის თქმა. იჯდა სახლში და ბედნიერებისგან სახეგაბადრული ფიქრობდა, როგორ დაემალა ორსულობა ისე, რომ ალექსანდრეს ყურამდე არ მისულიყო. მამაკაცმა გარკვევით უთხრა რომ მათ შორის საერთო აღარაფერი იყო და ალექსანდრეს არსებობა საერთოდ უნდა დაევიწყებინა. შეეშინდა, რომ გაეგო აბორტის გაკეთება არ მოეთხოვა. ალბათ არაკანოიერი ბავშვი მის ქორწინებას დაანგრევდა და რეპუტაციას შეულახავდა. ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა საერთოდ არავისთვის ეთქვა, დაემალა სადამდეც შეძლებდა და როცა დრო მოვიდოდა სათანადო ტყუილს მოიფიქრებდა. მაგრამ როცა გაიგო რომ რეზი და ნიტა რამდენიმე წლით ესპანეთში აპირებდნენ გადასვლას, რადგან რეზის მამის კომპანიაში რაღაც პრობლემები იყო, გადაწყვიტა მათ დალაპარაკებოდა და დახმარება ეთხოვა. 
 რა თქმა უნდა ყველაფერი არ მოუყოლია. უბრალოდ უთხრა რომ არ იყო დარწმუნებული ბავშვის მამა როგორ მიიღებდა არაკანონიერი შვილის არსებობას და ეშინოდა რამე არ შემთხვეოდათ. მეგობრებმა ყველანაირად გაუგეს. რეზიმ უთხრა საცხოვრებელი და სამუშაო გარანტირებული გაქნებაო და გოგონა საოცრად გაახარა. მანიკა მეორე თვეში იყო როცა ესპანეთში გაფრინდნენ. 
 მეგობრებს დიდი ამბით დაემშიდობა. მათვის ჯერ კიდევ არ ეთქვა ბავშვის შესახებ. ყველას ძალიან გაუჭირდა მანიკას გაშვება, ვერ ხვდებოდნენ ასე უეცრად რამ გადააწყვეტინა გოგონას უცხო ქვეყანაში გადაცხოვრება. ხანდახან თავადაც შეიპყრობდა ხოლმე შიში, როგორ უნდა ეცხოვრა სრულიად უცხო ადგილას, მეგობრების გარეშე, რომლებიც მისთვის ოჯახზე მეტი იყო, თუმცა ნიტა და რეზი იქ იქნებოდნენ, ამიტომ ყველაფერს შეძლებდა, ყველაფერი უნდა შეეძლო, რადგან ახლა მასზე პატარა არსება იყო დამოკიდებული. 

ყველაფერი მშვენივრად დალაგდა. რეზის ძალიან საყვარელი და კომფორტული ბინა ჰქონდა ბარსელონას ერთ-ერთ უბანში, ზღვასთან ძალიან ახლოს. აივნიდან კარგად მოსჩანდა ყვითელი პლაჟი და ლურჯი ზღვის მღელვარება. ორსაძინებლიან ბინაში ადვილად მოთავსდნენ. ნიტა და მანიკა ძალიან კარგ დროს ატარებდნენ, ადაპტირდებოდნენ. რეზი კი ოფისში იჯდა და საქმეებს აგვარებდა. შემდეგ მანიკას სამუშაოც უშოვა. მშვენიერი შემოთავაზებები ჰქონდა ხოლმე, ამიტომ რეზის ხარჯზე არ მოუწია ცხოვრება. მეგობრებს რომ განუცხადა ორსულად ვარო, უკვე მესამე თვეში იყო და მუცელი ოდნავ ემჩნეოდა. ყველას გაუკვირდა და გაოცდნენ. სალომემ, როდესაც ბევრი კისთვის დასმა დაუწყო, გადაწყვიტა მისთვის მოეყოლა სიმართლის ნაწილი, დანარჩენებს კი სჯეროდათ რომ მანიკა ორსულად მისი ესპანელი თაყვანისმცემლისგან იყო, რომელიც სინამდვილეში არც კი არსებობდა . ძალიან უჭირდა ტყუილში ცხოვრება. რწმუნდებოდა რომ ერთ ტუილს მეორე კუდში მოსდევდა. თავიდანვე რომ არ მოეტყუებინა მეგობრები, ახლა ამდენი ტყულების მოფიქრება არ დასჭირდებოდა თავის სამართლებლად. 
 ბავშვი რომ დაიბადა და ხელში დაიჭირა მოთქმით ღრიალებდა, ხელებს ფრთხილად უკოცნიდა და მის სუნს ღრმად ისუნთქავდა. იმდენად საოცარი იყო შვილის ხელში აყვანა, ყველა ტკივილი და დარდი უცებ გაეფანტა. მისი მშვიდი ფშვინვა სამყაროში ყველაზე ლამაზ სიმღერად ეჩვენებოდა. 
 ნიტა და რეზი ძალიან ეხმარებოდნენ ბავშვის მოვლაში. ნიტამ ბევრი რამ იცოდა ბავშვების შესახებ, ამიტომ ნამდვილად არ გასჭირვებია მანიკასთვისაც ესწავლებინა.
 მეგობრებს ამჯერადაც მოატყუა. უთხრა ბავშვი დროზე ადრე გაჩნდა, 7 თვის დაიბადაო. თავიდა ყველა ანერვიულდა, მაგრამ შემდეგ კამერაში რომ დაინახეს პატარა საოცრება და ისიც დაინახეს რამდენად ბედნიერი ჩანდა მანიკა, დამშვიდდნენ. გაუხარდათ მანიკას ბედნიერად ნახვა. თითქოს მის თვალებში ის ცეცხლი კვლავ აინთო, რაც რამდენიმე წელია აღარ შეემჩნიათ. 
 დრო ძალიან სწრაფად გადიოდა მანიკასთვის. პატარა თვალსადახელსშუა იზრდებოდა, იცვლებოდა, ღოღავდა, კბილები ამოსდიოდა, ფეხზე დგომას და სიარულს სწავლოობდა, პირველი სიტყვები თქვა. მანიკა ყველაფერს აფიქსირებდა, წამით არ გამოეპარებოდა საკუთარი შვილის ოდნავი ცვლილებაც კი. ზოგჯერ, როცა პატარას ეძინა, იჯდა და მთელი ღამე მის ვიდეოებს უყურებდა. მზე და მთვარე ამოსდიოდა პატარა დემეტრეზე. ისიც ისეთი საყვარელი იყო, ისეთი ლამაზი და მოუსვენარი. დემეტრეს დაბადების შემდეგ მანიკა გაფერადდა, სიხარულით აივსო, თვალები გაუბრწყინდა. მასში ვეღარ შენიშნავდით ტკივილსა და ტანჯვას. თითქოს ამ პატარა ბავშვმა საერთოდ გააქრო მანიკას წარსული.



***
ბავშვი ხელში აიყვანა, ჩემოდანი და ჩანთა მოხერხებულად დაიჭრა და თვითმფრინავიდან გამოვიდა. ამაყად მიდიოდა, რომ შეხედავდით გული გაგიჩერდებოდათ იმდენად ლამაზი და მოხდენილი იყო, მაგრამ შინაგან მღელვარებას ვერაფერს უხერხებდა. საპასპორტო შემოწმება კიდევ ერთხელ გაიარა და ბარგის ასაღებად გაემართა. დემეტრე ცქმუტავდა, ძალიან გადაღლილი და ზედმეტად აჟიტირებული იყო. ნიტა და რეზი რომ დაინახა, საერთოდ გადაირია, მათკენ გაიქცა. მანიკა სირბილით გაყვა უკან, თან ბარგს მოაფხოწიალებდა. დემეტრე ნიტასთან რომ დაიგულა ამოისუნთქა და მშვიდი ნაბიჯებით გაემართა მეგობრებისკენ.
- ჯერ 6 თვე არ გასულა და ასე მგონია საუკუნეა არ მინახიხართ, - გადაკოცნა მეგობრები და რეზის ჩემოდნები მიაწოდა. 
 მანქანაში მოთავსდნენ. ბავშვი ნიტას არ შორდებოდა. როგორც ჩანს ძალიან მონატრებოდა, სახეს უკოცნიდა და სასაცილოდ ელაპარაკებოდა.
თბილისშიც თბილოდა. ძალიან კარგი ამინდი იყო. მანიკა მთელი გზა ფანჯრიდან იყურებოდა თვალს არ აშორებდა მონატრებულ ხედებს.
ეზიში შესულს სიურპრიზი დახვდა. როგორც ჩანს რეზის და ნიტას მანიკას მეგობრები დაეპატიჟათ . მანიკას ცრემლები წამოუვიდა მათი დანახვისას. ამ დრიოს განმავლობაში ვერავინ მოახერხა მანიკასთან ჩასვლა. ამიტომ ინტერნეტის გარდა ვერსად ვერ ნახულობდა მათ. ამდენწლიანი მოანტრება ერთიანად მოაწვა და სათითაოდ ჩაეხუტა ყველას. 
 დემეტრეს ისედაც ყველა იცნობდა შორიდან, მაგრამ მხიარულმა პატარამ ყველას გახარება შეძლო, ბოლოს კი ნატალისთან ერთად იმდენი ითამაშა, ორივეს ეზოს საქანელაზე მიეძნათ. 
 უფროსებმა ძალიან კარგი დრო ატარეს. ბევრი იმხიარულეს, გაერთნენ, ძველი დრო გაიხსენეს, იცინეს, და საღამოს სახლებში გაიფანტნენ.
მანიკა ნიტას დალაგებაში მიეხმარა და საძინებელში ავიდა, იმდენად დაღლილი და გახარებული იყო, ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. დემეტრეს გვერდით მიუწვა, საბანი გაუსწორა და მიეხუტა. პატარამ გვერდი იცვალა და დედას გულზე აეკრა. შუბლზე აკოცა მანიკამ შვილს და ძილს შეეგება.



დილით მანიკა პატარას ტირილმა გააღვიძა და სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან. დემეტრე უჩმრად გაპარულიყო ოთახიდან და შეჭმუხნული წარბებითა და მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა პატარა ანას. დედიკოს დანახვისას მისკენ გაიქცა და დოინჯშემორტყმულმა, დაეჭებით იკითხა, მეც ასეთი ვიყავიო? შემდეგ სკამზე დაჯდა, საუზმეს მიუბრუნდა და თან დაეჭვებით გადახედავდა პატარას. მანიკამ ბავშვი გამოართვა ნიტას და ღიმილით ეჟღურტულებოდა. 
- ახლა მომიყვანა ჩემმა დედამთილმა, მთელი ღამე მშვიდად ყოფილა, მგონი ჩემი შვილი მარტო ჩემთან ტირის, - გაიცინა ნიტამ და ყავის აპარატი ჩართო,- ხო დალევ ყავას?
-რა თქმა უნდა, - არც კი გაუხედავს ნიტასკენ , ისევ პატარას ეთამაშებოდა.
-დედიკო, ახლა ვიეწვიანებ! - აწკეპილი წარბებით და მომუწული პირით გახედა დემეტრემ დედას და ნიტამ და მანიკამ ძლივს შეიკავეს სიცილი.
დემეტრეს ძალიან მოეწონა თბილისი. მთელ დღეებს ეზოში ატარება და ხანდახან ჩუმად უყვებოდა ანას ზღაპრებს. ისეთი სასაცილო იყო სახლში ერთი სპექტაკლები იდგმეოდა. 
 რამდენჯერმე მეგობრებთანაც წაიყვანა დემეტრე. მათაც ძალიან შეეჩვია პატარა, არ უუცხოვია. დედიკო მათზე საინტერესო ისტორიებს უყვებოდა და ყველაფერი ახსოვდა. განსაკუთრებით ნატალი მოეწონა. როცა ერთად იყვნან ისე თამაშობდნენ, თითქოს მთელი სიცოცხლე ერთმანეთს იცნობდნენო.

***
პირველი მაისიც დადგა. მანიკა გამოეწყო, პატარა გამოაწყო და ნიტას და რეზის დაელოდა გასამზადებლად. ლუკას ისინიც დაეპატიჟა ქორწილში. მანიკამ ბავშვი უკანა სავარძელზე დასვა და თვითონაც მიუჯდა.
 ჯვრისწერა მცხეთაში, ჯვარზე იმართებოდა, ამიტომ იქ წავიდნენ. მანიკა ცოტათი აღელდა, როდესაც ეკლესიას მიუახლოვდნენ. გული უგრძნობდა ეს დღე მისთვის საბედისწერო იქნებოდა. ამდენი წლის შემდეგ ალექსადნრეს ნახავდა, შეიძლება შორიდან, მაგრამ ხომ დაინახავდა მის მწვანე თვალებს, შეიძლება ხმაც გაეგო. მას კი არ უნდოდა, არ სურდა მიჩქმალულ გრძნობებს გაეღვიძათ. თანაც პატარა დემეტრე, ის ძალიან გავდა ალექსანდრეს. თუმცა ეს ლილემაც კი ვერ შეამჩნია. უსიამოვნოდ დაუარა ტანში როდესაც რეზიმ მანქანა გააჩერა. ბავშვი ნიტას მიუყვანა და ამის შემდეგ გადავიდა თვითონ მანქანიდან. დემეტრე რეზის ეჭირა ხელში, გოგოები ხელკავით მიდიოდნენ ეკლესიაში. 
 ეზოში უამრავი უცხო ადამიანი ირეოდა. მანიკამ ფრთხილად მოავლო თვალი და ნაცნობი ვერავინ დაინახა. ეკლესიაში შევიდნენ. კარებთან თემო და სოფია იდგნენ და ნატალი ხელში ეჭირათ. მამაოს უკვე დაეწყო ჯვრისწერის ცერემონიალი. მანიკა თავისი მხლებლებითურთ გვერდით ამოუდგა მეგობრებს. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ერჩივნა თავად დაენახა მამაკაცი, რადგან თუ ის მოინდომებდა მასთან გამოლაპარაკევას, მოულოდნელობის ეფექტი აეშორებინა თავიდან. შენიშნა კიდეც. წყვილის უკან იდგა ზუკასთან ერთად. ალექსანდრემ წამით თავი გვერდით მიაბრუნა და მანიკამ მაშინვე დაინახა მონატრებული სახე. სხეულზე ცივმა ოფლმა დაასხა და რეზის გადაულაპარაკა ცოტახანი გავალო. დემეტრეს ხელი ჩაჰკიდა და ეკლესიიდან ეზოში გადაინაცვლა. ძალიან აღელდა. მეხუთე წელი გადიოდა რაც მამაკაცი არ ენახა. 
-დე, რა ხდება? - კაცურად იკითხა დემეტრემ და პატარა ხელით მოეფერა დედიკოს ლოყას. 
-არაფერი დე, - პატარას აკოცა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. როცა ხალხმა ეკლესიიდან გამოსვლა დაიწყო, მანიკამ რეზის გასაღები გამოართვა და მაშინვე მანქანაში ჩაჯდა. თხოვნაზეც, სურათების გადასაღებლად წასულიყო უარი განაცხადა, თქვა ბავშვი დაიღლებაო და ნატალიც თავისთან ჩაისვა, ასე ბავშვები გაერთობიან და თქვენც მოახერხებთ მშვიდად ყოფნას მეფე-პატარძალთანო.
რესტორანში რომ შევიდნენ ხალხის უმეტესობა უკვე სუფრასთან იჯდა და წყვილს ელოდებოდა. მხოლოდ მეფე-პატარძლის უახლესი მეგობრები და ოჯახის წევრები არ ჩანდნენ. მანიკამ ბავშვები გვერდიგვერდ სკამებზე დასვა და თვითონაც ჩამოჯდა. მთელი დღე მოდუნება ვერ შეძლო. ნიტამ შეამჩნია მღელვარება და მეგობარი მოიკითა.
-ხომ ყველაფერი კარგადაა მანიკა, სახეზე ფერი არ გადევს, - კითხა ჩუმად.
-არ ვიცი, ალბათ წნევა დამივარდა, ამ ბოლო დროს მაწუხებს ხოლმე, - იცრუა მანიკამ, - მოსაწევად გავალ, ცოტახანი ყურადღება მიაქცია ამათ, კაი? - იკითხა და აჩქარებული ნაბიჯით გავიდა ვერანდაზე. 
ნელ-ნელა ბნელდებოდა. მოაჯირს დაეყრდნო, პატარა ჩანთიდან სიგარეტი ამოაძვრინა მოუკიდა და თვალებდახუჭულმა ამოქაჩა. 
-გამარჯობა, - ნაცნობმა ხმამ ხმაურშიც კი მკვეთრათ გაიჟღერა. მანიკას ძალიან არ სურდა თვალები გაეხილა და გვერდით ალექსანდრე დაენახა, მაგრამ მოუწია. მამაკაცი ზურგით მიყუდებოდა მოაჯირს, მანიკას უყურებდა და ეწეოდა.
-გამარჯობა, - მთელი ძალა მოიკრიფა, რომ მშვიდად წარმოეთქვა ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც ძლივს გამოფრინდა პირიდან. 
-როგორ ხარ? - იკითხა მამაკაცმა. ძალიან მშვიდი ჩანდა. მანიკამ თვალი კარგად მოავლო. საერთოდ არ შეცვლილიყო. მის წინ ზუსტად იგივე ალექსანდრე არღვლიანი იდგა, როგორიც 5 წლის წინ თავდავიწყებით უყვარდა. გააჟრჟოლა. ღრმა ნაფაზი დაარტყა და თვალები გაუსწორა.
-კარგად, შენ?
-არამიშავს. დიდი ხანია დაბრუნდი?
-რამდენიმე დღეა.
-კარგია, - თვალი მოარიდა მამაკაცმა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა. გარეთ დემეტრე და ნატალი გამოვარდნენ.
-დეე, მალე მოხვალ? - იყვირა დემეტრემ, - მოვიდნენ უკვე პატალდალი თუ ლაღაც. მანიკა გაშეშდა. ჯერ ბავშვს შეხედა, მერე ალექსანდრეს, რომელიც ბავშვს უყურებდა. 
-წავედით დე, - ერთი ხელი დემეტრეს მოკიდა მანიკამ, მეორე ნატალის და დარბაზში სუნთქვაშეკრული შევიდა. 
 უარესად დაიძაბა მანიკა. ბავშვები დახტოდნენ, ცეკვავდნენ, ერთობოდნენ, თვითონ კი იჯდა და ხმასც კი ვერ იღებდა. ბოლოს მეგობრების დაჟინებული თხოვნით მაინც იცეკვა. ჩქარი ტემპი ნელმა რომ შეცვალა, წელზე მკლავების შეხება იგრძნო და სანამ მამაკაცისკენ მოტრიალდებოდა გული გაუჩერდა. ისეთი ნაცნობი და მონატრებული იყო მამაკაცის თითები მის სხეულზე. 
-იმედია უარს არ მეტყვი, -მარცხენა ხელი თავის ხელში მოიქცია და მეორე ხელი წელზე შემოხვია გოგონას.
-რას აკეთებ? - დაიძაბა მანიკა. 
-სიძის მეგობარს ვეცეკვები. დანაშაულია? - იკითხა ირონიით და გოგონა უფრო ახლოს მიიკრა. ნელა ირხეოდნენ. მანიკას სუნთქვა ეკვროდა მამაკაცის სიახლოვეს, მაგრამ ახლა გაქცევა უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევდა, - ლამაზი შვილი გყავს, რა ქვია? - იკითხა ალექსანდრემ . 
-დემეტრე, - გაუბედავად თქმა მანიკამ და ხმა აუკანკალდა. 
-ლამაზი სახელია. რამდენი წლისაა?
-რაში გაინტერესებს? - ხმა აუკანკალდა მანიკას. ალექსანდრეს ხმა აღარ ამოუღია. ირონიულად ჩაიცინა და სიმღერის დასრულების შემდეგ უხეშად მოშორდა გოგონას. მანიკა სკამზე ჩამოჯდა და წასვლამდე აღარც ამდგარა მაგიდიდან.

ალექსანდრე პატარა ბიჭს უყურებდა, რომელიც ასაკით სრულიად შესაძლებელი იყო მისი შვილი ყოფილიყო. ძალიან დაიძაბა. ლილემ რამდენმე წლის წინ უთხრა რომ მანიკას შვილი შეეძინა, მაგრამ მისგანვე იცოდა რომ საქართველოდან წასვლისას გოგო ორსულად არ ყოფილა. ბავშვს უყურებდა და თითქოს თავისი ბავშვობის სურათებს ხედავდაო. ვეღარ მოითმინა ქორწილის დამთავრებამდე, ზუკას და ლადოს ანიშნა გამომყევითო და ვერანდაზე გაიყვანა. ეწეოდა და სათქმელს აჭიანურებდა.
-ამოთქვი , რა ხდება? - იკითხა ლადომ და გააბოლა.
-მანიკა დაინახა და გული აუჩქროლდა, როგორც ახალგაზრობაში, - გაიცინა ზუკამ,
-მანიკას ბავშვზე ყველაფერი გააკრვიეთ, - თქვა და სიგარეტი გადააგდო.
არცერთს ხმა არ ამოუღია, ალექსანდრეს საფიქრალს ყველანი მიუხვდნენ. 


მანიკა ისეთი დაღლილი მივიდა სახლში, ძლივს შეძლო ბავშვისთვის ტანსაცმელი გამოეცვალა და დაეძინებინა. ტანსაცმლიანად მიწვა საწოლში და რადგან დაიგულა დემეტრეს ღრმად სძინავსო, ცრემლებს გასაქანი მისცა. იცოდა, იცოდა რომ საქართველოში დაბრუნება კვლავ განუახლებდა ჭრილობებს. მაგრამ არც ის შეეძლო ლუკასთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს მის გარეშე ჩაევლო. საწოლის კუთხეში მოკუნტული იწვა და ტიროდა. 
 ამდენი წელი გავიდა და ალექსანდრე არღვლიანის სიყვარული ვერ ამოძირკვა გულიდან. ცოტათი შეაკავა, დაადინჯა,ჩააცხრო, მაგრამ ვერ გააქრო. ჭრილობები გაეხსნა. სული ისევ აუწვა მოგონებებმა. მთელი ღამე ტირილში გაატარა. 
 დილით როცა დემეტრემ გაიღვიძა დედიკოს საბანი გადააფარა და ქვემოთ გაიპარა. არ უყვარდა დედიკოს დილაობით გაღვიძება. რაც წამოიზარდა მას შემდეგ დაეჩვია ამ საქციელს, დიდი ბიჭი ვარ და მარტო ყოფნა შემიძლიაო ამბობდა. 
 ქვევით ჩასულს მხოლოდ ნიტა და ანი დახვდა. 
-გამოპარვებს მაინც ვერ გადაეჩვიე ხო? - გაიცინა ნიტამ და ბავშვი სარწეველაში ჩასვა.
-ხო ქედავ ნიტა, დედიკოს გვიან გაღვიძება უყვალს, მე კიდე ლოგოლც დიდ ბიჭს შეეფელება ადლე ვდგები.
-დიდო ბიჭო, ხელები დაიბანე და მოდი ჩაი დალიე.
-ყიყლიკოებს გამიკეთებ? - ტუჩებზე ენა მოისვა დემეტრემ და რადგან თანხმობა მიიღო სიხარულით გაიქცა სააბაზანოში. უკან დაბრუნებულს მანიკა ჩამოსული დახვდა. ყავას ისხავდა ჭიქაში. 
-ქურდივით ნუ ისწავლე გაპარვა დემეტრე! - გახედა მკაცრად და ყავა მოსვა. პატარამ ერთ ყურში შეუშვა, მეორედან გამოუშვა და ჩაის ჭიქა ფრთხილად აიღო ხელში.
-რა გჭირს მანიკა? - ჩუმად კითხა ნიტამ და ტაფაზე ყიყლიყო ამოაბრუნა.
-არ მკითხო... - ამოკვნესით თქვა მანიკამ, - მალე უნდა დავბრუნდე ესპანეთში, აქ ვერ ვსუნთქავ. ყველასთვის უკეთესი იქნება ის თუ დავბრუნდები.
-მე მეგონა დარჩენას გადაწყვეტდი.
-არ შემიძია. იქ მშვიდად ვარ. აქ კი..
-მესმის, შენთვის და დემეტრესთვის როგორც უკეთესი იქნება, ისე მოიქეცი, - ლოყაზე აკოცა მეგობარს და დემეტრეს თეფშზე ყიყლიყო გადმოუღო. მანიკა დივანზე ჩამოჯდა და პატარას წაეთამაშა.
აუცილებლად უნდა გაქცეულიყო საქართველოდან, სანამ ყველაფერი გამოაშკარავდებოდა და მთელი შეთხზული ამბები ხუხულასავით არ ჩამოენგრეოდა თავზე.


***
მთელი კვირა დასჭირდათ ლადოსა და ზუკას მანიკას ექიმის პოვნისთვის. კლინიკის მთელი პერსონალის მოსყიდეს მანიკას სამედიცინო ისტორია რომ მოეპოვებინათ. 
 ალექსანდრესთან იყვნენ სახლში. ბიჭები დივანზე ისხდნენ. ალექსანდრე ვიზიტის ისტორიას უყურებდა და წინ და უკან დადიოდა.
-შვილი დამიმალა. როგორ გაბედა, - ბრაზისგან სხეულზე ყველა ძარღვი დაბერვოდა, - მთელი ეს დრო ვფიქრობდი რომ მართლა არ იყო ჩემი შვილი, არადა რამდენჯერ შემეპარა ეჭვი.. იმდღეს თვალებში მიყურებდა და არ მითხრა. მოვკლავ. - სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
-და იქნებ არაა შენი შვილი? - იკითხა ზუკამ.
-აბა ვისია? თარიღი ემთხვევა! - აღრენით იკითხა ალექსანდრე,
-რავიცით შენ გარდა კიდე ვისთან იწვა, - მხრები აიჩეჩა ზუკამ და თვალის დახამხამება ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ჰაერში. ლექსო დეიდაშვილს მიეჭრა და პერანგში ჩააფრინდა.
-ძალიან კარგად ვიცი! ზედმეტი ხმა არავინ გაიღოს მანიკაზე. არსად არ დაგცდეთ, - ზუკას ხელი უშვა და თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
-დამშიდდი, რამე არ მოწიო იმ ქალს, - მშვიდად უთხრა ლადომ.
-მოვკლავ და ბავშვს ჩემთან წამოვიყვან. ჩემი შვილი ჩემთან გაიზრდება.
-სად ჯანდაბაში მიდიხარ? - დაიყვირა ზუკამ. საშინლად ბრაზობდა დეიდაშვილზე.
-ჩემი შვილი უნდა დავიბრუნო, - გასძახა კარებიდან და მანქანაში ჩაჯდა. 


ლილე და ლუკა ვახშმობდნენ კარებზე ისეთი ბრაზუნი რომ ატყდა, თითქოს სახლის შემონგრევას ცდილობენო. გაუკვირდათ, არავის ელოდნენ. ლუკა კარების გასაღებად გაემართა და ალექსანდრე სახლში შემოუშვა. მამაკაცი არც კი მისალმებია, სახლში შეიჭრა და ლილეს ძებნა დაიწყო. 
-ლილე! - შეჰყვირა დეიდაშვილს, ლილე მაგიდიდან წამოხტა და მისაღებში გავარდა.
-რა ხდება? - იკითხა გაოცებით ლუკამ, ალექსანდრე ძალიან გაბრაზებული ჩანდა.
-მანიკა სად რჩება? - მიახალა უცებ და თვალი თვალში გაუყარა.
-მანიკასთან რა საქმე გაქვს? - დაიძაბა ლუკა.
-არავის საქმე არაა! - უხეშად თქვა ალექსანდრემ, - გელოდები ლილე, მისამართი მომწერე, მე უნდა წავიდე და არავინ, არავინ გაბედოთ მანიკას გაფრთხილება რომ ვეძებ, თორემ ისეთ რამეს ჩავიდენ რაც ჩემგანაც კი გასაკვირია, - შეჰყვირა და ისევე სწრაფად გავარდა სახლიდან, როგორც შემოვარდა.
ლილემ და ლუკამ ერთმანეთს გადახედეს. ლილემ ხელის კანკალით მიწერა დეიდაშილს რეზის მისამართი. თუმცა კი ვერცერთი ხვდებოდა რაში სჭირდებოდა ალექსანდრეს მანიკა, რომელსაც არც კი იცნობდა. ლუკა გონს რომ მოვიდა მაშინვე მანიკას ნომერი აკრიფა.
 მისაღებში ისხდნენ რეზი, ნიტა და მანიკა და უყურებდნენ როგორ უყვებოდა დემეტრე ანას თავის გამოგონილ ზღაპარს. ისე მხატვრულად ყვებოდა უფროსები სიცილს ვერ იკავებდნენ. ლუკას ნომრის დანახვამ გაახარა გოგონა და მაშნვე უპასუხა.
-როგორ ხართ გვრიტებო? რამე შეიცვალა თქვენს შორის ჯვარის დაწერის შემდეგ ? - სიცილით მიაყარა კითხვები.
-მანიკა, ალექსანდრე არღვლიანთან რა საქმე გაქვს? - იკითხა ბიჭმა შეშფოთებით. მანიკას ხმა ჩაუწყდა, ღიმილი სახიდან ჩამოსცილდა, - არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის მაგრამ შენი მისამართი აქვს, - უთხრა ლუკამ და სანამ მეგობრისთვის მორიგი კითხვის დასმას მოახერხებდა, ტელეფონი გაუთიშეს.

მანიკა უღონოდ მიესვენა დივანს. რეზი და ნიტა შეშფოთებულები წამოვარდნენ.ნიტა გაიქცა წყალი მოიტანა და სახეზე შეაპკურა. რეზი ლოყებზე მსუბუქად ურტყამდა ხელს რომ გოგონა გონს მოეყვანა.
-იცის! - სუსტი ხმით წამოიკივლა გოგონამ, როგორც კი თვალები გაახილა. დემეტრეს შეხედა, რომელიც გაკვირვებული უყურებდა დედას. 
-მანიკა ფერი საერთოდ არ გადევს, - შეშფოთებულმა დასძინა ნიტამ და წნევის აპარატის მოსატანად გასწია.
-ვინ რა იცის მანიკა? - მზრუნველად იკითხა რეზიმ.
-ბავშვი ოთახში აიყვანე გთხოვ, ძალიან გთხოვ და მასთან იყავი, - შეეცადა მშვიდად ეტქვა რომ ბავში არ შეეშნებინა. რეზიმ ცალი ხელი დემეტრეს მოჰკიდა, მეორეთი პატარა აიყვანა და მეორე სართულისკენ გაემართა. 
-მანიკა რა ხდება? - აპატარი მკლავზე მოარგო და წნევის გაზომვა დაიწყო.
-დემეტრეს მამამ, როგორც ჩანს ყველაფერი გაიგო, ახლა აქ მოდის. წასვლას აზრი არ აქვს, ვერსად დავემალები, - ამოიკნავლა მანიკამ და ცრემლები გადმოეღვარა თვალებიდან. 
-ძალიან დაბალი წნევა გაქვს, აღარ ინერვიულო. გაიგოს, დემეტრე მამა გაიცნობს, ცუდი რით იქნება.
-ნიტა, დემეტრეს მამა ალექსანდრე არღვლიანია, ბავშვს წამართმევს და გამაქრობს დედამიწიდან. ხომ ვიცი, ახლა ალბათ გაბრაზებულია, ჯერ იმიტომ რომ მისგან დავოსრულდი, მერე იმიტომ რომ აბორტი არ გავიკეთე და ბოლოს იმიტომ რომ შვილზე არაფერი მითქვამს, მისი გაბრაზება კი ყოველგვარ საზღვრებს სცდება ხოლმე.
ნიტას ნაცნობი სახელისა და გვარის გაგონებაზე ხმა წაერთვა. საინფორმაციო გადაცემებიდან მშვენივრად იცნობდა ალექსანდრეს. მდიდარი მამიკოს გათამამებულ შვილს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აიწყვიტა. ბევრი ჭორი გავრცელდა მასზე და ნიტასაც გაეგონა რამდენიმე. ისიც შეშფოთდა.
-არაუშავს, უნდა დამშიდდე, რეზი ყველაფერს მოაგვარებს. არავინ მისცემს უფლებას რომ შვილი წაგართვას, - შეეცადა მშვიდად ეთქვა.
ეზოს შემოსასვლელზე ზარი დაირეკა. ნიტამ მანიკას გადახედა.
-იქნებ უმჯობესია რეზიმ გაუღოს? - იკითხა შეშინებულმა.
-მე გავაღებ, - ძივს წამოდგა მანიკა, - რეზი ბავშვებთანაა, თან იქნებ გარეთ ვესაუბრო, - თვალებში საშინელი შიში ედგა მანიკას. ეგონა სანამ ეზოს შესასვლელამდე მიაღწია საუკუნე გავიდა. ფრთხილად გახსნა ჩამკეტი და კარები ოდნავ გამოაღო.
-შემომიშვი! - იღრიალა მამაკაცმა.
-აქ ბავშვები არიან! - ეცადა მშვიდი ყოფილიყო მანიკა.
-მანიკა, ამის დედაც, შემომიშვი, ჩემი შვილი აქედან უნდა წავიყვანო.
-რა იცი რომ შენია? - გამომწვევად იკითხა მანიკამ და მამაკაცს ამღვრეულ თვალებში შეხედა. ალექსანდრე ადგილს მიეყინა. ცოტახანი ვერაფერი თქვა.
-გავარკვიე! - კბილებსშორის გამოსცრა ბოლოს.
-კარგად ვერ გაგირკვევია, დემეტრე მარტო ჩემი შვილია და მას შენთან არანაირი საერთო არ აქვს, შენ არ ხარ მამამისი, - მტკიცედ ჟღერდა გოგონას ხმა.
-მანიკა...- დაიღრიალა მამაკაცმა, - ხელი კრა გოგონას და გვერდით გაწია. უცებ შევარდა ეზოში და სანამ მანიკა გონზე მოვიდოდა უკვე სახლში იყო. 
-ბავშვი სადაა? - ოთახს თვალი მოავლო და ნიტას შეხედა.
-წადი ალექსანდრე, რა ჯანდაბა გინდა? - დაუყვირა მანიკამაც, - წადი!
-არსად არ წავალ, სანამ ჩემს შვილს არ წავიყვან! - ყვირილს არ წყვეტდა ალექსანდრე.
ხმაურზე რეზი ჩამოვარდა. ალექსანდრე არღვლიანის დანახვამ გააკვირვა. ისინი იცნობდნენ ერთმანეთს სამსახურიდან. რამდენჯერმე გადაიკვეთა მათი გზები.
-ალექსანდრე? - იკითხა გაკვირვებულმა, - რა ხდება აქ? 
-რეზი, ბავში სადაა? - ხმას ოდნავ დაუწია მამაკაცმა.
-ბავში? - აზრზრე ვერ მოდიოდა რეზი.
-ჩემი შვილი სადაა?
-ლეზიიი, ლა ხდება?
ოთახში დემეტრე შემოიპარა და თვალებგაფართოებულმა იკითხა. ყველა გაჩუმდა, ბავშვს შეხედეს. ალექსანდრემ სითბოთი სავსე მზერა მოავლო შვილს. თითქოს იგრძნო მათ შორის მამა-შვილური კავშირიო და მიუახლოვდა.
-გამარჯობა დემეტრე, - უთხრა მშვდად, ბავშვის სიმაღლეზე ჩაიცუცქა და ხელი გაუწოდა.
-დემეტრე მოდი ჩემტან, - სასოწარკვეთილმა წამოიძახა მანიკამ. დემეტრემ გაოცებით შეხედა დედას და მისი ამღვრეული თვალების დანახვისას მისკენ გაიქცა.
-ლატო ტილი დედიკო? - იკითხა, როგორც კი მანიკამ ხელში აიყვანა.
-არაფერია დე, - ცხვირი ლოყაზე მოუთათუნა, - წადი ნიტას და რეზის გაჰყევი, დედიკოს მეგობართან სალაპარაკო აქვს.
 დემეტრეს არ გაუპროტესტებია, ისე გადაძრა რეზის მკლავებში და სანამ კიბეებზე ადიოდა ალექსანდრეს ხელი ჩუმად დაუქნია. მამაკაცს ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში მაგრამ, როგორც კი მარტო დარჩა მანიკასთან , მაშინვე მკაცრი გამომეტყველება მიიღო.
-ლექსო, - თქვა მუდარით, - ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო. არ მინდა შენთან კიდევ რაიმე მაკავშირებდეს.
-მანიკა რაებს ბოდიალობ, შენ ჩემგან შვილი გყავს! - უარესად გაბრაზდა ალექსანდრე.
-ბოდიში რომ მეორედაც არ მომეშალა მუცელი! - აღშფოთებით წამოიძახა მანიკამ და ცრემლები გადმოუცვივდა.
-იცოდე არასდროს გაპატიებ ! დაიმახსოვრე. დღეს იყოს ასე შენებურად, ხვალ დილით ჩემთან იყავით ორივე იცოდე. სალაპარაკო მაქვს და სადმე გადამალვა რომ მოინდომო მიწიდან ამოგთხრი, - სახესთან ახლოს უთხრა ალექსანდრემ და სახლი დატოვა.

ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. ყველაფერი ერთიანად ჩამოემხო თავზე. ტორილით ავიდა საინებელ ოთახში, მასპინძლებს ბოდიში მოუხადა მომხდარისთვის და ოთახიდან გამოუშვა. დემეტრე გაურკვევლობაში იმყოფებოდა. საერთოდ ვერ გაიგო რა მოხდა. დედიკო ტიროდა, პირველად ნახა მისი ტირილი. ასეთი მოწყენილიც არასდროს ენახა დედიკო. პატარა თითებით მოეხვია და ლოყაზე აკოცა. მანიკამ მაშინვე მოიწმინდა ცრემლები და პატარა კალთაში ჩაისვა.
-დე , შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ უკვე? - კითხა და შუბლზე ჩამოგდებული შავი კულული ყურს უკან გადაუწია.
კი! - თავი დაუქნია დემეტრემ და მწვანე თვალები ინტერესით შეანათა დედიკოს. როცა ამ კითხვას უსვამდა, ყოველთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ეუბნებოდა ხოლმე. 
-დედიკო ხო სულ გეყვარება, რაც არ უნდა მოხდეს? - კითხა და ისევ ჩამოუგორდა ცრემლი სახეზე.
-დედიკო ყველაზე მეტად მიყვალს მე, - წარბები აწია დემეტრემ.
-დე,- სიტყვების გამოძებნა უჭირდა, როგორ ეთქვა 3 წლის ბავშვისთვი მამას , რომელიც ამდენი ხანი გეგონა არ გყავდა შენი გაცნობა უნდაო. რეალურად მამის თაობაზე არც დემეტრეს უკითხავს რაიმე და არც მანიკას უთქვამს, - არ გაინტერესებს ვინ არის შენი მამიკო? დემეტრემ წარბები შეჭმუხნა, ცალი თვალი მოჭუტა და ისეთი სახე მიიღო თოთქოს ძალიან რთულ საკითხე ფიქრობსო.
-ანუ, ლეზი ლომაა ანას მამიკო, მეც ლო მყავდეს? - რამდენიმე წუთის შემდეგ იკითხა.
-ხო დე, - მშვიდად მიუგო მანიკამ.
-მამიკო რატომ არაა ლეზისავით დედიკოს გვერდით? - ეჭვის თვალით გახედა მანიკას.
-იმიტომ რომ არ შეეძლო დედიკოსთან და შვილიკოსთან ყოფნა, - უთხრა მანიკამ და თმებზე ხელი გადაუსვა, - ახლა კი შეუძლია და ძალიან უნდა შენი გაცნობა.
-დედიკო, მე მარტო შენთან მინდა, იმიტომ ლომ შენ არ იტილო, - პატარა ხელეში დედიკოს სახე მოიქცია და ძალიან სერიოზული სახით შეხედა.
-დედიკოს ყველაზე მაგარი ბიჭი ვინ არის? - გაეცინა მანიკას, - საიდან მოგდის მაგ პატარა ტვინში ასეთი სერიოული აზრები? - თმები გაუჩეჩა და საწოლზე დააწვინა.
-პატალა ტვინი პატალებს აქვთ, აი ანას, მე კიდე დიდი ტვინი მაქვს და ალ მინდა ლო მამიკოს გამო დედიკო ტილოდეს.
-შე პატარა მაიმუნო. შენი მამიკო კარგი ადამიანია, აი ნახავ ძალიან მოგეწონება. 
-მამიკოსაც ისე ვუყვალვალ, ლოგოლც შენ? - უცებ კითხა.
-კი დე, ამიტომ უნდა შენი გაცნობა. 
-და შენც ისე უყვალხალ, ლოგოლს ლეზის უყვალს ნიტა? - ბავშვის კითხვამ დააბნია. თითქოს ვიღაცამ დაასწავლაო, 3 წლის ბავშვი ამას საიდან მოიფიქრებდაო, - ფიქრობდა მანიკა. პასუხი არ გასცა. შენი ძილის დროაო, ხელში აიტაცა პატარა და აბაზაისკენ წაიყვანა. აბანავა, თმები გაუშრო, პიჟამოები ჩააცვა და ლოგინში დააწვინა. დემეტრემ ისევ გაანახლა მამიკოზე ლაპარაკი. მანიკამ შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილა მისი ინტერესი და ბოლოს შვილთან ერთად ისე ჩაეძინა, ვერც კი გაიგო.
დილით ლუკას ზარმა გააღვიძა. დემეტრე ისევ არ იწვა ლოგინში. წამით ისიც კი იფიქრა ალექსანდრე ხომ არ იყო და ბავშვი მომტაცაო, მაგრამ ქვემოდან მისი ხმა ისმოდა, ანას ეჩხუბებოდა ლაპარაკს როდის ისწავლიო. 
-გისმენ ლუკა, - უპასუხა მოგუდული ხმით. 
-იქნებ ამჯერად მაინც ჩამაგდო ღირსად და მითხრა რა ხდება შენს ცხოვრებაში მანიკა, - ნაწყენი და აღელვებული ჩანდა ლუკა.
-საღამოს ყველას გნახავთ და ყველას დაგელაპარაკებით. ახლა მხოლოდ იმის ცოდნა გჭირდება რომ ალექსანდრე დემეტრეს მამაა და ყველა საიდუმლოს ფარდა აეხადა, - მწარედ თქვა მანიკამ და საწოლში წამოჯდა. 
-ჭკუიდან მშლი მანიკა, - აღშფოთებული ხმით თქვა ლუკამ.
-ძალიან მიყვარხარ ლუკა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად მექნება. შენ არ გაბრაზდე და რამე ისეთი არ ჩაიდინო რასაც ინანებ და ვეღარ გამოასწორებ. ლილეს გაუფრთხილდი. - ტელეფონი გაუთიშა და პირდაპირ პიჟამოებით ჩავიდა ქვევით. უკვე 11 საათი ხდებოდა. წარმოიდგინა როგორ ელოდა ალექსანდრე შვილის გამოჩენას, უნდოდა შვილს მამა გაეცნო, მაგრამ მაინც ეშინოდა. ეშინოდა რომ ბავშვს წაართმევდნენ, რომ ერთადერთი ბედნიერების გარეშე დატოვებდნენ. 
 პირველ სართულზე ჩასვლა და ტელეფონის აწკრიალება ერთი იყო. უცხო ნომერი რეკავდა. მანიკა მიხვდა ალექსანდრე იქნებოდა და კანკალით გადაუსვა ეკრანს თითი.
-1 საათში გამოგივლით მანიკა და მზად დამხვდით! - უთხრა და გაუთიშა. 
-როგორ ხარ? - ნიტამ დაინახა თუ არა კითხა და ყავა ჩამოუსხა.
-როგორც ჩემ მდგომარეობაში შეიძლება იყოს ადამიანი. ხომ გაგიგია რასაც დასთეს იმას მოიმკიო.
-ალექსანდრეს დაველაპარაკები, ყველაფერს გავარკვევთ, არ იდარდო, - თქვა რეზიმ და ანას შუბლზე აკოცა.
-დიდი მადლობა რეზი, უღრმესი მადლობა, ვიცი რომ ჩემზე ძალიან ნერვიულობთ, მაგრამ ღირსი ვარ. ალბათ ყველაფერი ჩემი ბრალია. ერთადერთი რასაც ჩემს ცხოვრებაში არ ვინანებ ჩემი შვილია და სულ რომ ღმერთი გამომეცხადის, მაინც არ დავთმობ , არაფრის ფასად, სიკვდილიც რომ მომიწიოს. 
-დედიკოო, - მოეხვია დემეტრე მანიკას, - მე უკვე ვჭამე, მერე კაცებმა კბილები გამოვიხეხეთ და თმები დავივარცქნეთ და ახლა მალტო ტანსაცმელი უნდა ჩამაცვა, - კმაყოფილმა უთხრა და დაელოდა დედიკოს შექებას როდის დაიმსახურებდა. შემდეგ ისევ გავარდა და ანას დაუწყო ლაპარაკი.ნიტა მანიკას მოეხვია და გაამხნევა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ვერც კი წარმოეგინა რა გრძნობა იყო შვილის დაკარგვის შიში.
 მანიკამ სუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, სპორტულად ჩაიცვა, დემეტრეც გამოაწყო და როცა ალექსანდრე მოვიდა, აღარ ალოდინა. მამაკაცი მანქანიდან გადმოსულიყო სიგარეტს ეწეოდა და სახლს ათვალიერებდა. 
-გამარჯობა, დემეტრე! - სიგარეტი გადააგდო და ბავშვს თბილად გაუღიმა. დემეტრემ მტრული მზერა მოავლო მამას და დედიკოს ხელს მოეჭიდა, 
-დე, ჩვენ ხომ ვიცით რომ როცა გესალმებიან...
-ხო გამალჯობა, - დედიკოს გააწყვეტინა სიტყვა და ალექსანდრეს მოჭტული თვალებით გახედა. ალექსადნრეს გაეცინა და მანქანის უკანა კარები გამოაღო. მანიკამ ბავშვი ჩასვა და თვითონაც უკან მოთავსდა. არ უნდოდა ალექსანდრეს გვერდით ჯდომა და ვერც პატარას დატოვებდა უკან მარტოს. 
-კოჯორში ავიდეთ, აქედან ახლოა, - მშვიდი ჩანდა მამაკაცი. მანქანა დაქოქა და გზაზე გაიყვანა. 
 მთელი გზა არცერთს არ ამოუღია ხმა. მხოლოდ დემეტრე ებუტბუტებოდა დედიკოს რაღაცებს ჩუმად. ლექსო უკანახედვის სარკედან გადახედავდა ხოლმე დედაშვილს და შეუმჩნევლად იღიმოდა. 
 მანიკას ძალიანაც არ გახარებია კოჯორის სახლში ასვლა. იქ იმდენი მოგონებები აკავშირებდა ალექსანდრესთან.

კოჯორში იყვნენ, დასვენების დღეებს კვლავ ერთად ატარებდნენ. მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო. რაღაცაზე წაკამათდნენ. ალექსანდრე მოთმინებიდან გამოიყვანა მანიკას რეპლიკებმა. 
-უბრალოდ გთხოვე შეეშვითქო, არ გინდა, თავს რატომ იღუპავ? - ეკითხებოდა მანიკა.
-მანიკა, ნერვებს მიშლი უკვე, შენც ყველასავით ნუ მიწყებ.
-მე სულ ფეხებზე შენი რეპუტაცია, შენთვის გეუბნები, - არ ცხრებოდა მანიკა.
-სინამდვილეში რა გინდა მანიკა? - ორივე მკლავში ერთდროულად ეცა და გოგონა მყარად მოიქცია ხელებში. მანიკამ დანისლული თვალებით შეხედა მამაკაცის მწვანეებს, შემდეგ მზერა მის გამობურცულ ტუჩებზე გადაიტანა, რომელიც სასმლისგან ოდნავ გაწითლებულიყო, ქვედა ტუჩზე აკოცა და ყურში ძალიან მშვიდი ხმით ჩასჩურჩულა.
-შენ, სექსი და სიგარეტი!
მეორე დღეს ალექსანდრემ ძალიან ბევრი დასცინა გამოფხიზლებულ გოგონას. ნეტავ გუშინდელი შენი თავი განახაო და მანიკა მთელი დღე გაბუსული დადიოდა სახლში. მაგრამ ბოლოს კოცნით შემოირიგა და მორიგი საოცარი ვნებიანი სექსით დაკავდნენ. 
 
 მოგონებებმა ძველებურად ააღელვა გოგონა. მისი სხეული ძველებურად მიელტვოდა ალექსანდრესას, მაგრა ახლა მანიკა გაზრდილი და გამოცდილი ქალი იყო, აღარ მისცემდა ვნებებს უფლებას ჭკუის გარეშე ემართათ მანიკას სხეული. 
 დემეტრე კალთაში ჩაისვა და მამაკაცისკენ მზერა გააპარა. 
-დედიკო, - ყურში ჩასჩურჩულა დემეტრემ მანიკას, - მამიკო საშისად გამოიყულება. - მანიკას გაეცინა.
-არ გაიგოს დე, თორემ ეწყინება, - ყურშივე უჩუჩლა მანიკამ.
-შენ ხომ ალ ეტყვი? - თხოვნით მიმართა დედიკოს და მამას გახედა.
მისთვის საოცრად რთული იყო ამ ყველაფრის აღქმა, მაგრამ ცდილობდა ყველაფერი დიდივით გაეგო. დარჩენილი გზა სერიოზული კაცივით ჩაფიქრებული იჯდა და ხან დედას გადახედავდა ხან მამას მწვანე თვალებით.

კოჯორის სახლი ზუსტად ისეთივე დახვდა მანიკას როგორიც ბოლო ვიზიტის დროს დატოვა. გული აუჩქარდა და მოგონებები მთელი ძალით მოაწვა მის გონებას. სახლში უხმოდ შევიდნენ, დემეტრე ინტერესით ათვალიერებდა გარემოს და დედიკოს ხელს არ უშვებდა. მანიკა დივანზე ჩამოჯდა, ქურთიკი გაიხადა, იქვე მიდო და დემეტრესაც გახადა. ალექსანდრე სამზარეულოდან გამოვიდა ყავის ჭიქებით ხელში. მანიკამ ღიმილი ძლივს შეიკავა. 
-დემეტრე, - მიმართა პატარას, ისე რომ მანიკასთვის არც კი შეუხედავს,- იცი მე ვინ ვარ? - დემეტრემ თავი დაუქნია და გაიტრუნა, - ძალიან მიხარია შენი გაცობა, ერთი სული მქონდა გათენებულიყო რომ მენახე, - თბილად შეხედა და ბავშვის პაწაწუნა ხელი თავის დიდ მტევნებში მოიქცია. 
-მე მალევე ჩამეძინა, - მხრები აიჩეჩა დემეტრემ და დედას გადახედა, - ამიტო მალე გათენდა.
-როგორი საყვარელი ხარ ნეტავი იცოდე! - მხიარულად გადაუსვა ხელი კულულებზე.
-ვიცი, დედიკო სულ მეუბნება, - უდარდელად თქვა და მანიკას კალთაში ჩაუსკუპდა. გოგონა ხმას ვერ იღებდა. ხან ერთს მისჩერებოდა ხან მეორეს. ძალიან ჰგაყვდნენ ერთმანეთს. ზუსტად ალექსნადრეს მსგავსი თვალები და თმები ჰქონდა. რამდენჯერმე დააკვირდა, როგორც კი მამაკაცს თმა წამოეზრდებოდა , მაშინვე იხვეოდნნე თმის ღერები, მაგრამ ალექსანდრე ყოველთვის მოკლედ შეჭრილს ატარებდა. 
-შენი დედიკო ერთი სულელი გოგოა, - გაიცინა ალექსანდრემ და მანიკას გადახედა.
-ჩემი დედიკო სულელი საერთოდაც ალაა. და ჩემ დედიკოზე მასე მეოლედ აღალ ილაპალაკო, - დოინჯი შემოირტყა დემეტრემ და გამომწვევი მზერა ესროლა ალექსანდრეს. მამაკაცმა გადაიხარხარა, წამოდგა, დემეტრე ჰაერში აიტაცა და დაატრიალა. დემეტრეს წყენა დაავიწყდა, უცებ სიცილი დაიწყო და ჰაერში ხელები გაშალა.
- დე, ნახე დავფლინავ, - დედიკოს ჩამოსძახა და ბედნიერმა შესციცინა. მამაკაცმა ბავშვი ძირს დასვა და სავარძელში ჩაჯდა. დემეტრე დედიკოსკენ გაიქცა, დივნზე აფოფხდა და ყურში ჩასჩრჩულა.
-დე, ძალიან ძლიელია!- ჩაიხითხითა და ხელები პირზე აიფარა. 
-ხო დე, ყველაზე ძლიერი მამიკო შენ გყავს, - ყურში ჩურჩულითვე უპასუხა მანიკამ და სევდიანი მზერა მოავლო ალექსანდრეს, რომელიც ჩაფიქრებული უყურებდა დედა-შვილს. 
 ემოციებით გადატვირთულ დემეტრეს ძილის დროც წამოეწია და დივანზე ჩათვლიმა. მანიკა ვერანდაზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა, ოთახში დაბრუნებულს არც ალექსანდრე და არც დემეტრე არ დახვდა. წინა ფანჯარაში გაიხედა და რომ დარწმუნდა მანქანა ადგილზე იყო ამოისუნთქა.
-დემეტრე დავაწვინე, ჩვენ კი ბევრ რამეზე გვაქვს სალაპარაკო, - კიბეებზე ჩამოვიდა ალექსანდრე და მანიკას გახედა.
-იმით დავიწყებ რომ თუ ბავშვის წართმევას მიპირებ გირჩევნია მომკლა, - სერიოზული სახით შეხედა მამაკაცს და დივანზე დაჯდა. 
-მანიკა, - თქვა მამაკაცმა, რამდენიმე ხნიანი პაუზის შემდეგ, - რატომ დამიმალე რომ შვილი მყავდა?- მანიკამ ისეთი მზერით გახედა, აშკარა იყო გაუკვირდა ამ კითხვის არსი.
-ალექსანდრე, შენ ცოლი მოგყავდა, მე კი როცა ბავშვზე გავიგე.. როგორ აგიხსნა, ჩემი სამყარო დამშვიდდა, ბედნიერების საშუალება მომეცა და...
-და ეგ საკმარისი არ იყო იმისთვის რომ დაგემალა, - სევდიანად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
-შენ გასარკვევად მითხარი რომ ჩვენს შორის ყველანაირი კავშირი გაწყდა. აღარაფერს უნდა ეარსება რაც კი გვქონია და რაც არ, ხოდა ზედმეტი პრობლემა მოგაშორე. რომ მეთქვა და შენ აბორტის გაკეთება გეიძულებინა?! - ამოიტირა მანიკამ და ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან. ლექსო შეცბუნდა, სიტყვები პირზე შეაშრა. ამ პასუხს საერთოდ არ მოელოდა, გულის სიღმეში ეწყინა კიდეც. 
-მანიკა, შენ მართლა გეშინოდა რომ მე... - სიტყვებს თავი ვერ მოუყარა.
-რა თქმა უნდა! ძალიან მეშინოდა. ამიტომ ჩემ მეგობრებს ბავშვის ჩასახვის დროც კი მოვატყუე რომ შენამდე რამენაირად არ გამოჟონილიყო ინფორმაცია და..
-და რა, რა გეგონა მანიკა, - წამოიყვირა ალექსანდრემ, - მართლა ასეთი ცხოველი გგონივარ? ამის დედაც, - სავარძლიდან წამოხტა და თავზე ხელები წაიჭირა, - შვილის შესახებ მხოლოდ იმიტომ არ მითხარი არაფერი რომ გეშინოდა აბორტის გაკეთება არ მეიძულებინა? საერთოდ არ მიცნობ მანიკა?
გოგონას თვალებიდან ცრემლებმა იჩქეფეს. 
-არ გიცნობ, არა! - ცრემლები მოიწმინდა და ჯიქურ გაუსწორა მზერა, - ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთის გაცნობას არ გულისხმობდა. ჩვენ ერთმანეთს ვიზიდავდით, კარგ დროს ვატარებდით და მშვენიერი სექსიც გვქონდა, მაგრამ ჩემს შვილს მარტო იმიტომ ვერ გაგიყოფ , რომ შენ ასე გინდა. კარგად დაიმახსოვრე, დემეტრე მარტო ჩემი შვილია, მხოლოდ ჩემი.
-ხო , ოღონც ძალიან მიკვირს, ასე ძალიან თუ გეზიზღები, ასეთი არაკაცი თუ გგონივარ, როგორ უყურებ ჩემს ანარეკლს ყოველდღე, როგორ აჭმევ, აბანავებ, აძინებ?
 მანიკას ხმა წაერთვა. ამაზე არასდროს დაფიქრებულა. ალბათ სისულელეც იყო ფიქრი. ეს ჩხუბის დროს წამოროშილი მორიგი სულელური ფრაზა იყო. 
-ალექსანდრე, ძალიან გთხოვ, თუ კი რამის გწამს ამ ქვეყანაზე და რამე გიყვარს, მე და დემეტრეს თავი გაგვანებე. ჩვენ დაბრუნებას ვაპირებთ ესპანეთში, ჩვენთვის მშვიდად ვიცხოვრებთ. შენ კი შენ ცხოვრებას მიხედე, ახალგაზრდა ხარ და კიდევ ბევრი ბავშვი გეყოლება. 
-მანიკა, თავი რამეს ხომ არ მიარტყი? - გაეღიმა ალექსანდრეს, - როგორ მთხოვ ჩემს შვილზე უარი ვთქვა?
-უარი არ თქვა, ხანდახან ჩამოდი, მოიინახულე. მეც ყოველთვის მოვუყვები შენს შესახებ, მის თვალში სანაქებო მამა იქნები, ოღონდ გთხოვ, ჩემს შვილთან ნუ დამაშორებ, - კვლავ ცრემლები სდიოდა მანიკას. 
-მანიკა, მოდი ბავშვი მე დამიტოვე, შენ წადი, ახალგაზრდა ხარ , სხვა შვილები გააჩინე და მე ყოველთვის მოვუყვები დემეტრეს როგორი კარგი ხარ! ასე გაწყობს? - მანიკამ სლუკუნი შეწყვიტა, - ხოდა მეც არ მაწყობს ანალოგიური. ძალიან მინდა ჩემი შვილი უკეთ გავიცნო, მინდა ისევე ვუყვარდე როგორც შენ უყვარხარ და ჩემი დანახვისას შიშს არ გრძობდეს. 
-დემეტრე ძალიან კარგი ბავშვია, მალევე მიგეჩვევა, უკვე ძალიან მოსწონხარ, - მიმქრალი ხმით თქვა მანიკამ. თითქოს დამშვიდდა იმ სიტყვების მოსმენის შემდეგ. - შენი ოჯახი რა აზრზე იქნება ამ ყველაფერს რომ გაიგებს? - სასოწარკვეთამ მოიცვა მალევე , - შენი ცოლი ალბათ გაგიჟდება...
-დამშვიდდი მანიკა, - გაიცინა ალექსანდრემ, - ცოლი კაი ხანია აღარ მყავს, და სხვათაშორის, შენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვის მაგ ამბავში.
 მანიკა დაიბნა, ვერ მიხვდა რას გულისხმობდა მამაკაცი. გაოცებულმა შეხედა.
-მე რა შუაში ვარ, მე შენი ცხოვრებიდან ისე გავქრი, ახლაც რომ არ დავრუნებულიყავი არასდროს გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები, - ამოთქვა ჩუმად.
-შენ ნარკოტიკს მიცვლიდი, ჩემმა ცოლმა კი ეგ ვერ მოახერხა და თავიდან შევჯექი წამალზე, ხოდა ყველაფერი შენი ბრალია, თავიდანვე დამალობანას თამაში რომ არ დაგეწყო, ყველაფერი მშვენივრად იქნებოდა ჩვენს შორის. 
-ჩვენს შორის არაფერი იყო და არაფერი იქნებოდა, ალექსანდრე, - კვლავ წამოენთო მანიკა. 
-არასოდეს თქვა არასოდეს, პატარა, - ძალიან ახლოს მივიდა და მსუბუქად შეახო მის ტუჩებს ტუჩები. მანიკას თვალები მიებლიტა და მთელს სხეულში დაუარა ჟრუანტელმა . მაგრამ წამიერად აზრზე მოეგო და დენდარტყმულივით გახტა უკან. 
-საშინელი ადამიანი ხარ ალექსანდრე არღვლიანო! რაც გიცნობ მას მერე ჩემს გრძნობებს ეთამაშები და ახლაც, მიყურებ როგორ ვნევრიულობ და არ წყვეტ შენებურ თამაშებს, - მამაკაცს გაეცალა და მეორე სართულზე აირბინა. ზუსტად იცოდა სადაც დააწვენდა მამაკაცი დემეტრეს, ამიტომ პირდაპირ ოთახში შეაჭრა, მშვიდად მძინარე შვილს დახედა, გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა.


ალექსანდრე აივანზე გავიდა, მოაჯირს დაეყრდნო, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და გაუკიდა. ფიქრებმა თავი წაართვეს მამაკაცს. იქნებ იმას, რასაც მანიკას მიმართ განიცდიდა მხოლოდ ვნება არ ერქვა. იქნებ ვნებაზე მეტი იყო. სწორედ ამის გამო ვერ შეძლო გოგონაზე ფიქრებს შეშვებოდა, სწორედ ამის გამო ვერ შეძლო ცხოვრების ჩვეულ რითმში გაგრძელება მასთან განშორების შემდეგ. ვერც ელენესთან ურთიერთობა ააწყო. ეზიზღებოდა. მთელი იმ დროის განმავლობაში როცა ,,ოჯახობანას'' თამაშობდნენ ელენე ამაშუკელის მიმართ ზიზღს გრძნობდა. იმიტომ კი არა, რომ შეუხედავი იყო, ან ჭკუა ან გვარიშვილობა აკლდა, არა პირიქით, ელენე მდიდარი, ელიტარული ოჯახის უმცროსი ქალიშვილი იყო, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგონა ქალაქში, მაგრამ იმაზე ფიქრი არ შეეძლო რომ, ელენე მხოლოდ იმიტომ დათანხმდა მასთან ქორწინებას, ამით მეტად პუპლარული გახდებოდა, იმიტომ დათანხმდა რომ, მისი აზრით ის და ალექსანდრე ყველაზე მაგარი წყვილი იქნებოდა ქვეყანაში, რომლისაც ყველას შეშურდებოდა, იმიტომ დათანხმდა ამ უაზრო კავშირს რომ მეტი ფული, მეტი გავლენა ექნებოდა. ამიტომ ვერ იტანდა. მისი შეხედვაც ზარავდა. სახლში მისვლა შეზიზღდა. 
 რომ შეძლებდა ალბათ კვლავ გაიქცეოდა, მოწყდებოდა სამყაროს, სადაც ცხოვრება უწევდა და ისევ მანიკას პატარა ბინას შეაფარებდა თავს, არეულ გონებას გოგონას მოფერებით ჩაიცხრობდა, მაგრამ არ შეეძლო, ამიტომ კვლავ გაიხსენა ძველი კონტაქტები, კვლავ ხშირი გახდა მისი და წამლის პაემნები. და მხოლოდ მაშინ გრძობდა თავს კარგად, როდესაც გაბრუებული, წამლით გაღჟენთილი, საძულველ ცოლთან იქამდე კავდებოდა სექსით, სანამ ძალაგამოცლილს ძილი არ ჩაითრევდა მორევში. ელენე მალე მიხვდა ალექსანდრესთან ყოფნით დიდად რომ ვერ იხეირებდა, მოსწყინდა სახლში ჯდომა, ის ხომ მეტი გართობისთვის და დროსტარებისთვის გახდა არღვლიანის ცოლი, რეალურად კი ყველაფერი პირიქით მოხდა. 1 წელიც არ იყო გასული მათი ქორწინებიდან, როდესაც ელენემ ადვოკატს განქორწინების საბუთების შედგენა სთხოვა. დიდი სკანდალი დატრიალდა არღვლიანების ოჯახში. დიმიტრი არღვლიანმა საბოლოოდ დაყარა ფარხმალი. ლამის ინფარქტი გადაიტანა კაცმა, როდესაც შვილმა სიცილით მოახსენა გაყრის თაობაზე. შემდეგ კვლავ განახლდა უსასრულო გართობები, სექსი ქალებთან, რომელთა სახელები არასდროს ეცოდინებოდა, სასმელი, ნარკოტიკები... ალექსადნრეზე ბევრნაირი ჭორები გავრცელდა ქალაქში, უმეტესობის ავტორი მისი ყოფილი ცოლი გახლდათ. პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს რედაქციების მოსყიდით ჩქმალავდნენ. ალექსანდრე გაიზარდა, შეიცვალა, მაგრამ ხასიათი არ გამოსწორებია. 
 დროდადრო ლილესგან იგებდა მანიკას შესახებ. წესით, ეს გოგონა არაფრით გავდა ქალებს, რომლებსაც ხვდებოდა, ის არც მდიდარი იყო, არც მის წრეში ტრიალებდა და არც რომელიმე იმ ქალზე ლამაზი იყო, ვისთანაც რაიმე ურთიერთობა ჰქონია. 
 მანიკა ლაცაბიძე ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო. ჯერ კიდევ ბავშვი, როდესაც გაიცნო. მაგრამ სწორედ ეს ბავშვურობა, მეამიტურობა, სილაღე ხიბლავდა ამ გოგოში. მასთან ის იყო ვინც სინამდვილეში, არაფრით გამორჩეული ბიჭი, რომელსაც მზრუნველობა, სითბო და სიყვარული სჭირდებოდა. მანიკა თავშესაფარი იყო, მისი ნავსაყუდელი. მასთან ერთ ჭერქვეშ ყოფნაც კი სიამოვნებდა, სიმშვიდეს ანიჭებდა. ახლაც კი, როცა ამხელა საიდუმლოს ახადა ფარდა და საოცრად გაბრაზებული უნდა ყოფილიყო გოგონაზე, ვერ ბრაზობდა. უყურებდა გოგონას, რომელიც რამდენიმე წელმა საგრძნობლად შეცვალა. პატარა გოგონა, რომელიც გაიცნო გაზრდილიყო, დაქალებულიყო, მეტად ლამაზი და მომხიბვლავი გამხდარიყო, მეტად სექსუალურიც კი, მაგრამ ის რაც ალექსანდრეს ამ ქალში უყვარდა, კვლავ ხელუხლებელი დარჩენილიყო. 
 სიგარეტი ეზოში მოისროლა და სახლში შევიდა. ფრთხილი ნაბიჯებით აიარა კიბეები და შეღებულ კარებში შეიხედა.
 მანიკა შვილს მიხუტებოდა და პატარა ბავშვივის უცოდველი გამომეტყველებით ეძინა. 
გაეღიმა. ცოტახანი ღიმილისმოუშორებლად უყუა დედა-შვილს, შემდეგ კარები დიდი სიფრთხილით გამოკეტა და კვლავ ქვედა სართულზე დაბრუნდა.
 ჯერ კიდევ ვერ შეეგუებოდა იმ აზრს რომ შვილი ყავდა და მამა იყო. ეჭვები თავიდანვე აწუხებდა, მანიკას ორსულობა რომ შეიტყო, მაგრამ ხანდახან თუ გაახსენდებოდა ხოლმე მის ტვინს ეს დამთხვევები, ამიტომ მაინც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში 3 წლის შვილის გამოჩენა. ახლა ისიც კი გაიფიქრა, იქნებ მართლა სჯობდა შვილი მისგან შორს გაზრდილიყო, ის ხომ სამაგალითო მამა ნამდვილად არ იქნებოდა. მანიკა კი მას ღირსეულ მამაკაცად გაზრდიდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო, ვერ დათმობდა შვილს.
 კიბეებზე ვიღაც ჩამოდიოდა, არ დაუნახავს მაგრამ ხმა გაიგო და წამოდა. დემეტრე ნელი ნაბიჯებით მოუყვებოდა კიბეს, ფრთხილობდა რომ არ დაგორებულიყო და როცა ბოლო საფეხურიც ჩამოიარა ღრმად ამოისუნთქა. ალექსანდრეს დანახვისას ამაყად ასწია თავი, რადგან არ უნდოდა შიში დაენახვებინა. მამკაცს გაეცინა და შვილისკენ წავიდა.
-დედიკოს ჩასძნებია, - უდარდელად თქვა დემეტრემ და სავარძელში ჩახტა, - ალბათ გამიბრაზდება, კიდევ ლომ გამოვეპარე.
-ხშირად ეპარები ხოლმე? - სიცილის ვერ წყვეტდა მამაკაცი.
-როცა გაღვიძებას ვასწლებ ყოველთვის, - კმაყოფილმა გახედა მამაკაცს. 
-მაგარი ბიჭი ხარ, - ხელი გაუწოდა რომ პატარას დაერტყა. დემეტრეს ქება მალამოსავით მოედო გულზე, ამიტომ დიდი ენთუზიაზმით დაარტყა გაშლილი ხუთი თითი მამის გამოწვდილ ხელს.
-სხვათაშორის, ძალიან შია ჩემს მუცელს, - ვითომც არაფერია ისე თქვა და სამზარეულოსკენ გაეპარა მზერა. 
-მაშინ, პატარა თავგადასავლის მოწყობაზე რა აზრის ხარ? - იკითხა ალექსანდრემ.
-თავდაგასავალი არ ვიცი რა არის, - თვალები მოჭუტა დემეტრემ და ეჭვისთვალით გახედა, ეს კაცი რაებს ბოდიალობსო, გაიფიქრა. ალექსანდრემ ძლივს შეიკავა სიცილი დემეტრეს დამახინჯებულ ლაპარაკზე. 
-მოდი დედიკოს გავეპაროთ, მაღაზიაში წავიდეთ, საჭმელები ვიყიდოთ, თან დარწმუნებული ვარ შოკოლადიც გეყვარება, - ხელში აიყვანა შვილი ალექსანდრემ, ეს იმდენად ბუნებრივად მოხდა, ცოტათი თავადაც შეცბუნდა, მაგრამ დემეტრესგან წინააღმდეგობა არ უგრძვნია ამიტომ დამშვიდდა და შვილს ლოყაზე აკოცა. 
-მეჩხვლიტა! - ლოყაზე პატარა ხელები მოისვა დემეტრემ და სახე დაჭყანა, - მაგლამ, შოკოლადები მიყვალს.


თვალები ზანტად გაახილა მანიკამ. ძალიან ეზარებოდა რეალობაში დაბრუნება. შვილი ისევ არ დახვდა საწოლში. გონებაში კვლავ გაეპარა ეჭვი, იქნებ ალექსანდრემ მოიტაცა და შვილს დამაშორაო. საწოლიდან წამოხტა, ფეხსაცმელები ჩაიცვა და ქვევით ჩაირბინა. 
 მამა-შვილი დივანზე ისხდნენ, შოკოლადს მიირთმევდნენ და მულტფილმებს უყურებდნენ. გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა. 
-დედიკოო, - წამოიყვირა ბავშვა , როგორც კი ოთახში მანიკა შეამჩნია, - მე და ალექსანდლეს თავდაგასავალი გვქონდა, - სიხარულით შეჰყვირა და აბრჭყვიალებული თვალებით შეხედა. 
-რა ,, თავდაგასავალი'' დე? - მიუახლოვდა, დივანზე ჩამოჯდა და ბავშვი კალთაში ჩაისვა.
-გაგეპალეთ და ბევლი შოკოლადები ვჭამეთ, -უდარდელად უთხრა და მოთხუპნული ტუჩებით გაიღიმა.
-და შენმა მუცელმა საჭმელი თუ ჭამა? , - მუცელზე მოუღატუნა, დემეტრე გველივით გაიკლაკნა, ფეხები სასაცილოდ გაათამაშა ჰაერში და სიცილი დაიწყო.
-სამწუხაროდ, სხვა არაფერის მომზადება არ ვიცი, ამიტომ კვერცხი შევუწვი, - დანაშუალის გრძნობით თქვა ალექსანდრემ და მანიკას გაუღიმა. 
-მთავარია მშიერი არაა, მადლობა, მაგრამ გაგეღვიძებინე, რამეს მოვამზადებდი. როგორ ჩამეძინა მეც ვერ მივხვდი, - ბავშვიანად წამოდგა და ხელიდან შოკოლადი გამოართვა, - ეყო შენს მუცულას ამდენი შოკოლადი, წასვლის დროა, კაი? იმედია გაგვიყვან, - კითხა მანიკამ და მამაკაცს მზერა გაუსწორა. 
-ასე მალე, ტო? - შეიცხადა მამაკაცმა და თვითონაც წამოდგა. 
-რაღა მალე ალექსანდრე, მთელი დღეა აქ ვართ, უკვე 7 დაიწყო, მე კიდე მეგობრები უნდა ვნახო, უამრავი რამ მაქვს მათთვის ასახსნელი, - აღელვებულმა ჩაილაპარაკა, ცოტახანიც რომ დარჩენილიყო მამაკაცის გარემოცვაში, თავს კვლავ დაკარგავდა, ამისთვის საერთოდ არ იყო მზად და არც სურდა.
-მანიკა, დემეტრე დამიტოვე, - ჩაფიქრებულმა თქვა ალექსანდრემ.
-რას ქვია დაგიტოვო?! - შეცბუნდა მანიკა და აღელდა.
-წადი მეგობრებთან, დემეტრე ჩემთან იქნება, ხო დემე? - მიმართა ბავშვს, - არ ვიცელქებთ გპირდები! - ღიმილით დაამატა, - ჩემი მანქანით წადი, მერე ამობრუნდი და მე ჩაგიყვანთ ორივეს რეზისთან. 
-ხო დედიკო, დავლჩები, - ალექსანდრეს გახედა და თვალი ჩაუკრა, - და საელთოდაც კაცების საქმეში ქალები ალ უნდა ელეოდნენ, - თავისი ნათვამით კმაყოფილმა გახედა დედიკოს. ორივეს გაეცინა. 
-რეზია მოსაკლავი მასეთ რაღაცებს რომ გასწავლის! - ლოყაზე აკოცა დემეტრეს.
ალექსანდრემ მანიკას სახეზე ჭოჭმანი შეამჩნია.
-ნუ გეშინია მანიკა, ბავშვთან ერთად არ გავიქცევი, არც სხვა სისულელეს ჩავიდენ, - გაუღიმა და ბავშვი გამოართვა. 
-მალე დავბრუნდები, თუ რამე დამირეკეთ, - მამაკაცმა მანქანის გასაღები გაუწოდა, მანიკამ გამოართვა და ოდნავ შეეხო მის თითებს. ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მღელვარებამ სათქმელი ლამის დაავიწყა, - შოკოლადები აღარ აჭამო, თუ ჩემს მოსვლამდე მოგთხოვს დაძინებას, ჩაი დაალევინე ძილის წინ, - კარებში გასვლის დროს შეჩერდა მანიკა და მამა-შვილს მიუბრუნდა. ფეხები უკან რჩებოდა. საერთოდ არ სურდა შვილის დატოვება, მითუმეტეს ალექსანდრესთან, მაგრამ ახლა ეს სწორ საქციელად ეჩვენებოდა. რადგან საიდუმლო გამჟღავნდა, ალექსანდრე კი შვილის დათმობას არ აპირებდა, შვილთან განმარტოების საშუალება უნდა მიეცა, რომ უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი. თან აუცილებლად უნდა წასულიყო, მეგობრები ამჯერად ნამდვილად აღარ აპატიებდნენ. 
 გზიდან დაურეკა ლუკას, კითხა ვისთან იკრიბებოდნენ და მალევე მიადგა რომას ბინას. ძალიან ღელავდა. ალბათ როგორი ნაწყენები იქნებოდნენ მისი მეგობრები არაფერი რომ არ უთხრა და ასე პირდაპირ ფაქტის წინაშე დააყენა ყველა. კარი სალომემ გაუღო. სახეზე ეწერა რამდენად ბრაზობდა მანიკაზე. მისაღებში ისხდნენ ყველანი და ყველას სახეზე სხვადასხვა ემოცია იკითხებოდა. საუბარი შეწყვიტეს და მანიკას გახედეს.
- ყველაფერს აგიხსნით, - დამნაშავის ხმით დაიწყო და სკამზე ჩამოჯდა.
-ბავშვი სადაა, მანიკა? - იკითხა ლუკამ და ოდნავ აღელდა.
-ალექსანდრესთანაა, - ოხვრით ამოთქვა, - აქედან გავუვლი და წამოვიყვან. 
-ანუ ის იდუმალი მამკაცი, ვისაც ხვდებოდი და ვისი სიყვარულითაც იწვოდი, ალექსანდრე არღვლიანია? - ნაწყენმა თქვა სალომემ.
-სალომე, გთხოვ...- მანიკამ ლილესკენ გააპარა თვალი, რომელიც ყველაზე მეტად ჩანდა გაოგნებული.
-რა მანიკა, ჩვენთან დასამალი რა გაქვს? - უარესად გაბრაზდა სალომე, - თავიდანვე რომ გეთქვა ყველაფერი, ჩვენ მხოლოდ დაგეხმარებოდით, იქნებ აქედან წასვლაც არ დაგჭირვებოდა. ყველა მიგვატოვე და წახვედი, - ცრემლები გადმოსცვივდა სალომეს, რომამ მკლავები მოხვია და გულში ჩაიხუტა.
-მაპატიეთ, ხომ იცით, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ, ჩემი ოჯახი ხართ, მაგრამ ძალიან მეშინოდა, - ლილე წამოხტა და მანიკას ჩაეხუტა.
-ნუ ნერვიულობ კარგი? სწორად მოიქეცი. არავინ იცის ბიძაჩემი რას გააკეთებდა ბავშვის შესახებ რომ გაეგო. ძალიან ახირებული კაცია, იცის ყველაფერი რომ შეუძლია და თავს ბევრის უფლებას აძლევს ხოლმე. სწორად მოიქეცი. და არც ახლა იდარდო, ჩემი დეიდაშვილის დახრჩობა რომ მომიწიოს, მაინც არ დავუშვებ, რომ შვილი წაგართვას გესმის? - გაუღიმა და კვლავ ქმრის გვერდით მოკალათდა.
ძალიან ბევრი ისაუბრეს იმ საღამოს მეგობრებმა. მანიკას დემეტრე რომ არ ყოლოდა ალექსანდრესთან დატოვებული, იქნებ მთელი ღამეც ყოფილიყო მათთან. ისე მონატრებოდა მეგობრებთან გულახდილი საუბარი, მათი ჩახუტება, მათთან ურთიერთობა.. შეაგვიანდა კიდეც. როდესაც კოჯორში ავიდა, უკვე 12 დაწყებულიყო. ცოტა აღელდა, ალბათ ალექსანდრე ფიქრობდა რომ უპასუხისმგებლო დედა იყო. მანქანა სახლთან გააჩერა და გადავიდა. დემეტრე, რა თქმა უნდა, ჩაძინებული დახვდა.
-დარჩით და ხვალ დილით ჩაგიყვანთ, სამსახურში მაინც წასასვლელი ვარ, - ვითომც არაფერიო, შესთავაზა ალექსანდრემ. მანიკამ დიდი უარი განუცხადა, დემეტრე ისე ოსტატურად აიყვანა ხელში რომ მისი ძილის ანგელოზები არ დაუფრთხია. თავისი ქურთუკი მოაფარა და ისე ჩაჯდა მანქანაში ალექსანდრეს არც დალოდებია. 
-როგორი დრო გაატარეთ? - ჩუმი ხმით იკითხა, ცოტახნის შემდეგ.
-მშვეინერი, უკმაყოფილო არ დარჩენილა. ბევრი ვითამაშეთ და ვიჭორავეთ.
-ძალიან ვღელავდი, პირველად დავტოვე უცხოსთან, - აღიარა მანიკამ.
-მე მამამისი ვარ მანიკა, მისთვის უცხო არ უნდა ვიყო! - კისერზე ძარღვები დაებერა მამაკაცს და საჭეს ჩააფრინდა.მანიკას მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია. პატარას თმებზე ეფერებოდა. 
 ალექსანდრე ბავშვის მანქანიდან გადაყვანაში დაეხმარა მანიკას და ლოყაზე ფრთხილად აკოცა პატარას. დემეტრე შეიშმუშნა და დედიკოს კისერზე მოხვია ხელები.
-ძილინებისა მანიკა, - გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა და სანამ მანიკა სახლში შევიდოდა მანამდე გაუჩინარდა.


***
-დედიკოო, გაიღვიჯე, დღეს ჩემი დაბადებისდღეაა!- მანიკა პატარას ხმამ გამოაფხიზლა.
 საშინელი სიზმარი ნახა, თითქოს ალექსანდრემ ბავშს ხელი მოჰკიდა და წაიყვანა. თითქმის ყოველღამეულ კოშმარად გადაიქცა დემეტრეს დაკარგვა. ძლივს შეძლო კოშმარიდან გამოფხიზლება.
-ჩემო პატარა, - მძინარე თვალებით გაუღიმა, - დედიკოს ბიჭი 4 წლის გახდა?
რა მალე გაირბინა ოთხმა წელიწადმაო, გაიფიქრა მანიკამ და გაახსენდა, როგორი რთული ფეხმძმობა ჰქონდა. ყველაზე მეტად ალბათ მაინც ის უჭირდა, რომ საყვარელი ადამიანი არჰყავდა გვერდით, ვინც ჰორმონების ცვლილებით გამოწვეულ პატარ-პატარა სურვილებს აუსრულებდა. რა თქმა უნდა , რეზი და ნიტა ძალიან ეხმარებოდნენ, მაგრამ სულ სხვაა როდესაც საკუთარი საყრდენი გყავს და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში გამხნევებს, გათამამებს, გეფერება. გაახსენდა, როგორ გაუჭირდა მშობიარობა, რამდენი საათი ითმენდა ტკივილებს, როგორ არ ჰყავდა არავინ, მშობიარობისას მისი ხელი რომ დაეჭირა და უბრალოდ ეთქვა, ყველაფერი კარგად იქნებაო.
30 მაისი იყო პატარა რომ დაიბადა. ყველაზე რთული და ყველაზე ლამაზი დღე მანიკას ცხოვრებაში. კადრებივით გაუარა გონებაში ყველა მოგონებამ პატარა დემეტრეზე. ჩაეღიმა. მკლავებში მოიმწყვდია, საწოლზე გადააწვინა და მთელი სახე დაუკოცნა.
-დედიკოოო! მასე აღალ შეიძლება დიდი ვარ უკვე, - სიცილით კვდებოდა პატარა.
-ჩემო ტკბილო, უშენოდ რა მეშველებოდაა! - ღრმად შეისუნთქა შვილის სურნელი.
საღამოს ეზოში პატარა წვეულებას აწყობდნენ დემეტრესთვის. ყველა მოიყრიდა თავს, სალომე და რომა, სოფი, თემუკა და პატარა ნატალი, ლუკა და ლილე და რაღა თქმა უნდა რეზი თავისი ლამაზი ოჯახით. დემეტრემ ალექსანდრეც დაპატიჟა. გაცნობის შემდეგ, თითქმის ყოველდღე ნახულობდა დემეტრე მამიკოს და უკვე ძალიან უყვარდა, სულ მის სახელს გაიძახოდა და სულ მასთან წასვლას ითხოვდა. ამიტომ გაუჩდნენ კოშმარები მანიკას, მაგრამ პატარას არაფრით არ დაანახვებდა იმ შიშს, რასაც მისი მამისთან ყოფნის დროს განიცდიდა. დემეტრეს ძალიან უხაროდა, პირველად უხდიდნენ დიდ დაბადებისდღეს, აქამდე ამას მხოლოდ ოთხნი აღნიშნავდნენ. ბევრ საჩუქარს ელოდებოდა. თანაც მამიკო სიურპრიზს დაჰპირდა. მთელი დილა ძალიან აღტაცებული იყო მოსალოდნელი საღამოთო. აქეთ-იქით დარბოდა, მღეროდა, თავისი თავს ულოცავდა სარკეში და მადლობების თქმის რეპეტიციებს გადიოდა. 
 ნიტა მანიკას ეხმარებოდა ვახშმის მომზადებაში. ტორტს რეზი მოიტანდა სამსახურიდან დაბრუნებისას. სოფიმ ნატალი ადრე მიიყვანა და შემდეგ ისიც აჰყვა გოგოებს ფუსფუსში. ბავშვები ხან ერთად დახტოდნენ ეზოში, ხანაც მძინარე ანას აკვირდებოდნენ და ერთმანეთში საიდუმლოდ ბჭოდნენ რაღაცას. 
-შენ და ალექსანდრე რას შვებით? - იკითხა სოფიმ და კერძისთვის მწვანილის დაჭრას შეუდგა. 
-რას უნდა ვშვებოდეთ, - დაიბნა მანიკა.
-ანუ, ურთიერთობა...- გაეღიმა სოფის.
-არა, - ამოთქვა მანიკამ, - ძირითადათ ბავშვს ვატან, მე თავიდან მივყვებოდი, რომ დემეტრეს არ ეუცხოვა. ჩვენს შორის შეუძებელია რაიმე იყოს.
-კიდევ გიყვარს? - მორიდებით იკითხა ნიტამ. 
-თუ ეს სიყვარულია, რასაც განვიცდი, მაშინ ყოველთვის მეყვარება, - მიმქრალი ხმით თქვა მანიკამ და დემეტრეს გახედა. 
- ყველაფერი კარგად იქნება, - ხელზე ხელი მოკიდა სოფიმ.
-აქედან თუ არ წავედი, ყველაფერი გაფუჭდება. არადა, დემეტრე ისეთი ბედნიერია როცა მამამისს ხედავს, როგორ ვუთხრა უნდა წავიდეთთქო. ალბათ ალექსანდრეც არ დამანებებს. ძალიან მეშინია, პარანოია დამეწყო. ალბათ ცოტახანში ფსიქიატრულში დამაწვენენ და მერე ისედაც ალექსანდრეს დარჩება ბავშვი. 
-დამშვიდდი, მარტო არ ხარ, ამდენი ხალხი ერთ ალექსანდრეს როგორ ვერ მოვერევით! - გაიცინა ნიტამ.

7 ხდებოდა თითქმის ყველამ რომ მოიყარა თავი. დემეტრე ყურადღების ცენტრში ყოფნით ტკბებოდა და მადლობას მადლობაზე იხდიდა საჩუქრების გამო. თან ნატალის აწვდიდა, მერე ერთად გავხსნათო. ცოტახანში ეზოში დასხდნენ სავახშმოდ. პატარები კვლავ ერთად განაგრძნობდნენ თამაშს, ყველა საჩუქარი დახსნენ და თამაშ-თამაშში რამდენიმე გააფუჭეს კიდეც. დემეტრე, იმის მიუხედავად რომ მშენივრად ატარებდა დროს, ხშრად გახედავდა ჭიშკარს. ერთი სული ჰქონდა მამიკო მოსულიყო. როცა ძალიან დააგვიანა მოიწყინა კიდეც. დედიკოსთან მიირბინა და მის კალთას არ მოშორებულა ცოტახანი. მაგრამ, შემდეგ ჭიშკარი გაიღო. დემეტრე ალექსანდრეს დანახვისას დედიკოს თვალის დახამხამებაში მოსწყდა. მამიკოო, წამიყვირა და მოწყვეტით გაიქცა მისკენ. მანიკა დაიძაბა. ვერ მიხვდა, უნდა სიამოვნებოდა თუ არა ეს ფაქტი. შიში გაუმძაფრდა.
 პირველად დაუძახა დემეტრემ ალექსანდრეს მამა. 
 შვილის პირიდან ამოვარდნილი ,,მამა'' მალამოსავით მოედო გულზე. რა კარგი გრძნობა ყოფილაო, გაიფიქრა მამაკაცმა, ველოსიპედი ძირს დადო და გამოქცეული შვილი გულში ჩაიკრა. 
-გილოცავ მა! - ლოყაზე აკოცა პატარას და ხელში აიყვანა. დემეტრემ უცბათ მოავლო თვალი საჩუქარს, მამიკოს კისერზე პატარა მკლავები მოხვია და ყურში უჩურჩულა, ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდაო. თვითონაც არ იცოდა, რა უფრო გაუხარდა, საჩუქარი, თუ მამიკოს დანახვა.
მანიკამ მთლიანად დალია ჭიქაში დასხმული წითელი ღვინო და ღრმად ამოისუნთქა. მიუთითა სადაც უნდა დამჯდარიყო ალექსანდრე და შეეცადა დაჭიმული სხეული მოედუნებინა. 
 ყველა დაძაბული იჯდა სუფრაზე. ხან მანიკას გახედავდნენ, რომელსაც ნელ-ნელა მიტკლისფერი ედებიდა, ხან ალექსანდრეს, რომელიც შვილთან ლაპარაკსა თუ თამაშში ისე იყო გართული ვერავის ამჩნევდა გარშემო. თუმცა დემეტრემ მალევე მოიოხა გული მამასთან თამაშით და კვლავ ნატალის და საჩუქრებს დაუბრუნდა. 
 დაძაბულობა მალე გაიფანტა. ყველამ აღმოაჩინა, რომ ალექსანდრე საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი იყო. 
 მანიკა ღვინით სავსე ჭიქით წამოდგა, სტუმრებიგან მოშორებით გადგა და სიგარეტს ჩაფიქრეუბლმა გაუკიდა. ჯერ მხოლოდ 3 კვირა იყო რაც ერთმანეთს იცნობდნენ მამა- შვილი და უკვე ძალიან უყარდათ ერთმანეთი. თავად კი საშინელ ეჭვიანობას განიცდიდა. თითქოს გული მოპარესო.
-ნუ ნერვიულობ, მე მანიკა არ ვარ შვილი მშობელს დავაშორო, - ალექსანდრეს ირონიულმა ხმამ დაურღვია ფიქრები.
-მე ის გავაკეთე, რაც საჭირო იყო ყველასთვის! - სითამამე შეპარული ხმით უპასუხა მანიკამ, - ჩემი ცხოვრება გადავარჩინე განადგურებისგან!
-შენ მე შვილს 4 წლით დამაშორე. არ ვიცი როგორ შევძლებ ამის პატიებას. 
-პატიებს არავინ გთხოვს ალექსანდრე არღვლიანო. მე შენი საპატიებელი არაფერი მაქვს და რომც მქონდეს, არ მჭირდება. რადგან ისე მოხდა, რომ დემეტრემ გაგიცნო, მოეწონე და შეუყვარდი, მე აღარ მაქვს უფლება მამის ყოლის ბედნიერერაბა წავართვა, მაგრამ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდეუბლი, ვერასდროს გაიგებდა რომ შენ მამამისი ხარ და ის კი შენი შვილი,-აღელვებულმა, მაგრამ მაინც მტკიცე ტონით თქვა მანიკამ და ჯიქურ გაუსწორა თვალი მამაკაცის მწვანეებს.
-ზუსტად ისეთი სექსუაური ხარ სიმთვრალის დროს, როგორიც იყავი - სიცილით ამოილაპარაკა ალექსანდრემ.
-თავხედი ხარ! - გამოტრიალდა მანიკა და მეგობრებისკენ წამოვიდა. შეეცადა არეული სახე ცოტათი მაინც დაელაგებინა, რომ მამაკაცთან საიდუმლო დიალოგს უფრო მეტი კითხვა არ გამოეწვია მეგობრებში. 
-კარგად ხარ? - ჩუმად კითხა ლილემ.
-არამიშავს, ვცდილობ შენს დეიდაშვილს სადმე ყელი არ გამოვჭრა, - გაიცინა მანიკამ.
გვიანი იყო რომ დაიშალდნენ. ალექსანდრე ყველაზე გვიან წავიდა. ვერ ეთმობოდა შვილი დასატოვებლად. დემეტრეც არ იძინებდა რადგან მამასთან ყოფნა და თამაში სურდა. 12 საათი ხდებოდა ალექსანდრემ რომ წასვლა მოიფიქრა.
-ხვალ გნახავ პატარა, - ლოყაზე აკოცა შვილს და მანიკას გადახედა, რომელსაც მაგიდა უკვე აელაგებინა, ჭურჭლის სარეცხი მანქანაც ჩაერთო და მორჩენილ საკვებს მაცივარში ინახავდა. დემეტრეს აღარ გაუპროტესტებია, ძალიან გადაღლილი იყო და საოცრად ეძინებოდა. 
-გაგაცილებ, - შესთავაზა მანიკამ. საქმეებს მოწყდა, ბავში ხელში აიყვანა და ალექსანდრეს უკან გაჰყვა. 
-მანიკა, - მოტრიალდა ჭიშკართან მისული ალექსანდრე, მანიკამ მოშორებით გაჩერება ვერ მოახერხა და როცა მამაკაცმა თავი მოატრიალა იმდენად ახლოს იდგნე, რომ მისი სუნთქვა სახეზე შეეფრქვა.
-ჰო, - ამოთქვა ჩუმად, რადგან დემეტრეს უკვე ჩასძინებოდა.
-ნუ ნერვიულობ კარგი?! ისეთს აღარაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ გავნოთ! - პატარას თავზე ხელი გადაუსვა, ხმაჩავარდნილ მანიკას შუბლზე აკოცა და სანამ გოგონა აზრზე მოვიდოდა ეზო დატოვა.


***

-ამის დედაც ზუკა, ამის დედაც! ჩემი დეიდაშვილი რომ არ იყო მოგკლავდი, - ალექსანდრე ოთხში გადი-გამდიოდა და ცდილობდა ზუკასთვის თავ-ყბა არ გაეერთიანებინა.
-დამშიდდი ალექსანდრე, რამეს მოვიფიქრებთ, - ლადო მეგობრის დაწყნარებას უშედეგოდ ცდილობდა, - გააფრთხილე, უთხარი სახლიდან არ გამოვიდნენ, სახლში უსაფრთხოდ იქნებიან.
-უსაფრთხოდ არსად იქნებიან!- დაიყვირა ალექსანდრემ.
-მართლა არ ვიცოდი ალექსანდრე. მე რა ვიცოდი.
-რა არ იცოდი, კაცი მოსაკლავად დამდევს ამდენი ხანია, შვილის სიკვდილს მე მაბრალებს, მამაჩემიც ძლივს აჩერებს. გაფრენილი აქვს კაცს. მე ხომ ვთქვი, ჯერ არავისთან თქვათ ჩემს შვილზე-მეთქი! - ბრაზისგან და ნერვიულობისგან მთელი სხეული დასჭიმვოდა. 
-უბრალოდ დაგემუქრებოდა, ხომ იცი რა სი**ც არის, არამგონია რომ რამე გაბედოს, თავის შვილისნაირი ,,კრისაა'', - ზუკა თავს დამნაშავედ გრძნობდა. 
-მისმინე, შვილი რამდენიმე დღის წინ გავიცანი. აქამდე მეგონა რომ ჩემზე ძლიერი ადამიანი არავინ იყო, იმიტომ რომ ვერაფრით დამემუქრებოდნენ, მაგრამ ახლა ეს შეიცვალა გესმის? ის სი** მირეკავს და მეუბნება, შენს შვილს ჩავაძაღლებო. პატარა ბავშვით მემუქრება. უნდა მოგეცათ უფლება რომ მართლაც ჩამეძაღლებინა, იქნებ მასე მაინც მოესვენა. 
-დამშვიდდი! - მტკიცედ თქვა ლადომ,- შენც კარგად მოგხვდა, ამიტომ ცოტა თავს მოუარე, მერე მოვიფიქროთ რა ვქნათ.
-სვანეთში წავიყვან. თქვენ ისე მოაწყეთ, ვითომ მათთან ერთად გავფრინდი სადმე, - უცებ მოიფიქრა ალექსანრემ.
-მასე არ წახვიდე, ცოტა მოწესრიგდი, - ლადო ფეხზე წამოდგა, - მე წავალ, რაღაცებს ვიყიდი, რაც დაგჭირდებათ და მოვიტან.
-ზუკა! თუ ღმერთი გწამს სისულელეები არ ჩაიდინო! - მუდარით გახედა ალექსანდრემ.
ალექსანდრე არღვლიანს შეეშინდა. შეეშინდა, იმის გამო, რომ ახლა სხვაც ეძვირფასებოდა, სხვა, რომლის გამო სიცოცხლესაც გასწირავდა. უცბათ მოწესრიგდა, ტანსაცმელი ჩემოდანში ჩაალაგა და სანამ საბოლოოდ გაემზადებოდა, ლადომ პროდუქტი მისი ავტომობილის საბარგულში ჩააწყო.
- მერაბის თვალში არ გაეჩხიროთ, ვფიქრობ ყველა გზას გამოიყენებს, თუნდაც დღევანდელისთვის შურის საძიებლად. თქვით, რომ ლონდონში გავფრინდი. ბავშვზე არაფერი არ წამოგცდეთ ჩემებთან, იმედია დიმიტრიმდე არ მივა ხმები, - ალექსანდრემ ზუკას გახედა და სახლი დატოვა.
-მანიკა, - შეეცადა აღელვება დაემალა ხმაში, - სახლში ხართ? - იკითხა, როგორც კი მანიკამ ტელეფონს უპასუხა.
-კი, რა ხდება ლექსო? დღეს ხომ არ აპირებდი ბავშვის წაყვანას? 
-მისმინე...
-რატომ გაქვს აღელვებული ხმა? რა ხდება ? - აღელვება გადაედო გოგოსაც.
-გთხოვ დამშვიდდი, ტანსაცმელი ჩაალაგე , რამდენიმე დღით მიმყავხართ.
-რა? სად ? რას ქვია..
-მანიკა, ძალიან გთხოვ, უბრალოდ დამიჯერე, გთხოვ, გზაში აგიხსნი ყველაფერს.
ალექსანდრეს მუდარამ გოგონა დააბნია. მორჩილად დაიწყო ბარგის გამზადება. ძალიან გაკვირვებული ჩანდა. ხმა ვერ ამოიღო. დემეტრესაც კი ვერ უთხრა რომ მამასთან ერთად მიდიოდნენ. ფიქრობდა, რა ხდება ალექსანდრე ასეთი აღელვებული რომ არისო. როცა მამაკაცმა უთხრა გამოდითო, ფრთხილად აიყვანა ჩაძინებული დემეტრე ხელში და გარეთ გავიდა. ალექსანდრემ ბავშვი გამოართვა, ფრთხილად დააწვინა უკანა სავარძელზე, ამასობაში მანიკამ ჩემოდნის გამოტანაც შეძლო.
-რა ხდება ლექსო? მთაში ვიხიზნებით?- პროდუქტებით გატენილ საბარგულს თვალი მოავლო მანიკამ, - ნუ ღელავ, არსად გაქცევას არ ვაპირებ ბავშვთან ერთად.
-სვანეთში მივდივართ! - ალექსანდრემ მანქანა ჩაკეტა და უცბათ მოწყვიტა მანქანა. 
-რას ქვია, სვანეთში რა გვინდა?
-მანიკა, ბავშვზე გაიგეს.
-მერე, გვმალავ რეპუტაცია რომ არ გაგიფუჭდეს? - სარკასტულად გახედა მამაკაცს.
-მანიკა! - საჭეს ხელი დაარტყა, - ბავშვბზე დამემუქრნენ, გესმის? დამემუქრნენ, რომ...
-რომ რა, ლექსო? - გულში შიში შეეპარა გოგონას.
-რა მნიშვნელობა აქვს?! უსაფრთხოდ არ ხართ, მირჩევნია ჩემთან იყოთ და შორს ამ ქალაქიდან. თან, რამდენიმე დღე ჩემს შვილთან გავატარებ, შენ კიდე, სულ გინდოდა სვანეთში წასვლა, - ღიმილით გადახედა მანიკას, - არ ინერვიულო, კარგი?
ხმა აღარ ამოუღია მანიკას, ხანდახან გადახედავდა პატარას, რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა.
-სადმე გააჩერე, უკან გადავალ, არ გადმოვარდეს, - უთხრა ალექსანდრეს.
-ძალიან ზრუნავ მასზე, - გაეცინა მამაკაცს.
-ჩემი შვილია, სხვანაირად როგორ? - გაიკვირვა მანიკამ და შვილის თავი ფრთხილად დაიდო ფეხებზე, - ისეთი ტკბილია, - კულულებზე ხელი გადაუსვა.
-ხო, ნელ-ნელა ვიაზრებ რას ნიშნავს შვილის ყოლა, - მშვიდად თქვა და სიჩქარეს მოუმატა. უნდოდა მალე ჩასულიყო დანიშნულების ადგილას და თავი ცოტათი მაინც ეგრძნო მშვიდად. ძნელი ყოფილა მამობაო, ვინ იცი მერამდენედ გაიფიქრა. ჯერ ახლად გამომცხვარი მამაა და უკვე ამდენი საფიქრალ-სადარდებელი გაუჩნდა.
უკანა ხედვის სარკეში გახედა შვილს და ქალს, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. მანიკასაც ჩასძინებოდა, უხერხულად დაედო თავი სავარძლის საზურგეზე და ცალი ხელი შვილისთვის მჭიდროდ მოეხვია. ჩაეღიმა, ცოტათი სიმშვიდე იგრძნო. 
-მამიკო? - დემეტრემ თვალები გაახილა, ჯერ გარემოს მოავლო თვალი, შემდეგ დედიკოს და ბოლოს მამიკოს, რომელიც დიდი სიჩქარით მიდიოდა გზატკეცილზე. მანიკას გამოეღვიძა,- სად ვართ?
-დასასვენებლად მივდივართ, მა, - უცებ იცრუა ალექსანდრემ და წამიერად გახედა მანიკას.
-ამდენი ხანი გვეძინა? - გამოფხიზლდა და ფანჯარაში გაიხედა.
-ხო გორს გავცდებით უკვე. 
-გშია დე? ჩაი დალიე და ტოსტი შეჭამე კაი? - ჩანთიდან პატარა თერმოსი ამოიღო მანიკამ.
-როგორი თავშენახული ხარ მოკლედ, - ჩაეღიმა მამაკაცს.
-როცა შვილი გყავს, ყველაფერზე უნდა იფიქრო. გულმა მიგრძნო, რომ ვერსად გავჩერდებოდით საჭმელად.
მთელი გზა მულტფილმებს უყურებდა ბავშვთან ერთად ტელეფონში. სხვა ვერაფრით გაართო. ზოგჯერ ალექსანდრეს გახედავდა, რომელიც საკმაოდ დაძაბული იჯდა საჭესთან და მაღალი სიჩქარით უქცევდა გვერდს სხვა მანქანებს.
დემეტრემ და მანიკამ ორი პირი გამოიძინეს გზაში. 9 საათი ხდებოდა, ალექსანდრემ ფრთხილი შეხებით რომ გამოაღვიძა მანიკა.
-ჩავედით? - იკითხა მოგუდული ხმით, - დღეს დემეტრეს ვეღარ დავაძინებ ალბათ, - შეაღვიძა პატარაც.
ნელ-ნელა გადაბარგდნენ არღვლიანების სვანეთის სახლში. სახლი პატარა იყო, მაგრამ , რა თქმა უნდა, ახლი აშენებული.
-დიდხანს დავრჩებით აქ? - სამზარეულოს ითვისებდა მანიკა, - რამდენი საჭმელი წამოგიღია.
-არ მინდა რომ სახლიდან გავიდეთ და იმიტომ. ახლოს მაღაზია არ არის, სოფელის მაღაზიაში კი შეიძლება გვიცნონ.
-ვინ უნდა გვიცნონ? - ცნობისმოყვარედ იკითხა დემეტრემ და მორიგი ბუტერბროტი აიღო საჭმელად.
-დეე, ცუდად არ გახდე! - მკაცრად გადახედა ბავშვს, - გვიანია უკვე.
-მიყვარს და რა ვქნა? - გემრიელად მოილოკა ტუჩები.
-ხოდა ხვალ ბევრ სუპს შეჭამ! - დედიკოს მუქარა ყურად არ იღო, ისე გააგრძელა ჭამა. 
-შენ არ გშია მანიკა? - მზრუნველად კითხა ალექსანდრემ.
-მე არა, მაგრამ... შემიძლია რამე მოგიმზადო თუ შენ..
-არა, არ იდარდო.. თუმცა, ყავა დავლევდი, - ღიმილი შეეპარა ალექსანდრეს, - დიდი ხანია შენი მომზადებული ყავა არ დამილევია.
მანიკას კვლავ მოგონებებმა შემოუტიეს. ეს კაცი გააგიჟებდა, სანამ ასე მოუწევდათ ერთად ყოფნა. იქნებ საერთოდაც ატყუებდა და მოტყუებით წამოიყვანა ისინი აქ. აღარ იცოდა რა ეფიქრა. უბრალოდ დარწმუნებული იყო, ალექსანდრესთან ერთ ჭერქვეშ ყოფნა კარგს არაფერს მოუტანდა.
ყავა უცებ გაამზადა და ბარის სკამზე მიუჯდა მამა-შვილს.
-ნატალიმ მკითხა, შენი დედიკო და მამიკო ერთად რატო არ ცხოვლობენო, - გადახედა პატარამ მშობლებს, - ხოდა ახლა ვეტყვი რომ ეშლება.
-რა ეშლება დე? - დემეტრეს სიტყვებმა დაძაბეს მანიკა.
-რა და, ახლა ერთად ვცხოვლობთ, ხო?
-არა დე...
-ხო მამიკო, - გააწყვეტინა მანიკას სიტყვა, - ახლა ერთად ვცხოვრობთ, შენ არ იდარდო მაგაზე, - თავზე ხელი გადაუსვა შვილს. მანიკამ მტრული მზერით გახედა ალექსანდრეს. 
-ოთახი მაჩვენე, ტანსაცმელს ავიტან, - უცებ წამოდგა მანიკა.
-რომელ ოთახშიც გინდა, იქ შედი აზრი არ აქვს, - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და დემეტრე კალთაში ჩაისვა.
მანიკამ ჩემოდანს ხელი მოკიდა და მეორე სართულის კიბეებზე ავიდა. კალიდორში 4 კარი იყო, რიგრიგობით გამოაღო. 3 პატარა საძნებელი და 1 სააბაზანო იყო. სააბაზანოს მოპირდაპირე ოთახში შევიდა. ტანსაცმელი კარადაში შეალაგა, მოხერხებულად გამოეწყო სპორტულებში და მამა-შვილთან ჩავიდა.
-ვინ ალაგებს ხოლმე სახლს? - იკითხა მანიკამ, ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში იყო, მტვერიც კი არსად ჩანდა გადასაწმენდი.
-კვირაში ერთხელ ამოდიან, თან ამოწმებენ მდგომარეობას, თან ალაგებენ, - მშვიდად უთხრა ალექსანდრემ და ყავის ჭიქა ნიჟარაში მოათავსა. 
-მისმინე მანიკა, შენებს არავის უთხრა სად ხარ. თქვენი უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს. ცუდი ხალხი გეძებთ. მაპატიე.
-რეზი და ნიტა გავაფრთხილე რომ რამდენიმე დღე მივდიოდით მე და დემეტრე. სხვამ არავინ არაფერი იცის.
-ტელეფონიც სჯობს გამორთო, ასე უკეთესი იქნება.
-რა ხდება კი მაგრამ, რა ჯანდაბა უნდათ ჩემი შვილისგან, - ჩუმად, მაგრამ აღელვებულმა თქვა მანიკამ და დემეტრეს გახედა, ხომ არ გაიგონაო.
-არ არის საჭირო იცოდე, უბრალოდ დამშიდდი, შეიძლება ასეთი ზომები საჭირო არც იყო, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. 
-დე, 12 დაიწყო უკვე, არ წავიდეთ დასაძინებლად? - კითხა თამაშში გართულ დემეტრეს.
-ხომ მეძინა უკვე, - აწუწუნდა პატარა.
-მაშინ მე დავიძინებ.
-კარგი, - არ გაუპრიტესტებია პატარას.
-ძალიან გვიანობამდე არ დატოვო, - მუდარით გახედა მამაკას და ოთახში აბრუნდა.

-რა ვაკეთოთ პატარა მსუნაგო? - კითხა შვილს და ოთახში მიმოიხედა. 
-სულ დამავიწყდა, - უცებ დაბღვერილმა გახედა მამიკოს, - მე შენზე გაბრაზებული ვალ.
-რატომ პატარავ? - ღიმილით კითხა ალექსანრემ.
-იმიტომ რომ, შენს გამო ჩემი დედიკო ტირის ხოლმე. მეთვითონ გავიგონე, ნიტას უთხლა.
-დედიკო პატარა ბავშვია და იმიტომ ტირის, - ღიმილს ვერ იშორებდა ალექსანდრე.
-ჩემ დედიკოს არ აწყენინო, თორემ გაგებუტები და აღალ დაგელაპარაკები, - სერიოზული სახით შეხედა ალექსანდრეს.
-დედიკოს უთხარი მამიკოს გამო არ იტირო, მამიკომ დამაბარა სატირალი არაფერი გაქვსო, - სიცილით უთხრა შვილს.
-და, აქამდე მე არ მყავდა მამიკო? - უცებ იკითხა დემეტრემ.
-მაპატიე პატარა, ახლა გყავს და ამის მერე სულ გეყოლება კარგი? მაპატიე რომ აქამდე არ ვიყავი შენს გვერდით, - გულში ჩაიკრა, - მოდი ავიდეთ, დაიძნე თორემ დედიკო გაგვიბრაზდება. ხელში აიყვანა და მეორე სართულზე გასწია.
იმ ღამით პირველად ეძინა დემეტრეს მამიკოსთან ერთად. თუმცა კი დედის გარეშე ძალიან გაუჭირდა ჩაძნება.

-დედიკოს სალამი, - ალექსანდრეს და დემეტრეს მანიკა სამზარეულოში მოფუსფუსე დაუხვდათ. მანიკამ აწეული წარბებით შეხედა ალექსანდრეს.
-რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე ხარ, ესეიგი შეგვიძლია წავიდეთ, არა? - იკითხა მანიკამ და ფაფა ცეცხლიდან გადმოდგა.
-ფუ, ისევ ჰერკულესი? - დაიჭყანა დემეტრე.
-მე ხო გაგაფრთხილე, რომ გუშინდელ ცელქობას შედეგი მოჰყვებოდა, - გაუცინა მანიკამ.
-ნწუ, კარგ ხასიათზე სხვა რამის გამო ვარ, - ბავშვი სკამზე ჩამოსვა, თვითონ კი კარადასთან მივიდა, ჭიქა გამოიღო და ვითომ შემთხვევით მოხდაო, მანიკას მხარს მხრით გაეხახუნა. მანიკა წამში დაიძაბა. ალექსანდრეს ღიმილი მოჰგვარა მისმა საქციელმა, - ყავას შენც დალევ? - აპარატი დენის წყაროში შეაერთა და ,,ამერიკანო'' ჩამოისხა. მანიკას არაფერი უპასუხია. პატარას საჭმელი გასაციებლად გადმოუდო და ჭიქაში რძეც ჩამოასხა.
-დღეს ყველა ფაფას ვჭამთ! - გახედა ალექსანდრესაც, რომელიც ზუსტად ისე დაიჭყანა, როგორც რამდენიმე წუთის წინ დემეტრე. მსგავსებაზე ჩაეღიმა. მაინც როგორ გავდნენ მამა- შვილი ასე ძალიან ერთმანეთს.
შუადღით, როცა დემეტრემ დაიძინა ლადოსგან გაარკვია, რომ ყველაფერი მოგვარდა. ალექსანდრე ყველას საზღვარგარეთ ეგონა.
-დიმიტრიმ გაიგო, - შეაპარა ლადომ, - გაგიჟებულია.
-რანაირად გაიგო? - იკითხა და შუბლზე ნერვიულად მოისვა ხელი.
-იმ ძაღლისშვილმა უთხრა. შენს შვილს ისე გავამწარებ , როგორც მე გამამწარა მანო. მოკლედ სახლში მაგარი ქაოსი დაგხვდება. კიდევ კარგი, ყველამ იცის რომ აქ არ ხართ.
-ღრმერთო ჩემო, მანიკა საერთოდ გადაირევა.
-შენ მანიკაზე ნერვიულობ თუ...- გაეცინა ლადოს.
-მანიკაზეც, - სიცილითვე მიუგო ალექსანდრემ.

სახლში შევიდა და მანიკას გვერდით მიჯდა დივანზე.
-ხვალ თბილისსში ვბრუნდები. ახალ კარტას მოგცემ ტელეფონისთვის, ის ჩართე.
-და, როდის დაბრუნდები? - შეცბუნდა გოგონა.
-უკვე გენატრები არა? - ცალყბად გაუღიმა.
-ნუ სულელობ ლექსო, აქ რამდენხანს დავრჩებით?
-არ მოგწონს აქაურობა? ჩემი აზრით მშვენიერია. დემეტრესაც ძალიან მოსწონს როცა დედიკოს და მამიკოს ერთად ხედავს, - მათ შორის არსებული მანძილი შეამცირა ალექსანდრემ, - და არც მე ვარ უკმაყოფილო, - მანიკა უცბათ წამოხტა დივანიდან.
-შენ სულ გაგიჟდი, ნერვებზე მოქმედებ უკვე, ვეღარ გიძლებ.
-დამშვიდდი! - გაეცინა, ესიამოვნა ზუსტად ისევე რომ მოქმედებდა გოგონაზე, როგორც წარსულში.
-იქნებ ამიხსნა მაინც რა მოხდა ამისთანა მთაში რომ გაგვხიზნე, კაცი მოკალი და იმალები?
-არ მომიკლავს, მაგრამ მაბრალებენ და დიდი ხანია მემუქრებიან სამაგიეროს გადახდით, ხოდა ახლა კარგი საშუალება გამოუჩნდათ და თუ შენს გრძელ ენას გააჩერებ და რამენაირად აიტან ჩემს სიახლოვეს, ყველაფერი კარგად იქნება, - გაღიზიანდა ალექსანდრე. 
-ანუ, რა გამოდის, რომ... - სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამდა მანიკა, - რომ ჩემს შვილს მოსაკლავად დასდევენ? გაგიჟდი? - იყვირა ბოლო ხმაზე.
-რა გაყვირებს მანიკა, დამშვიდდი, ვერავინ გაბედავს ჩემს შვილთან მოახლოებასაც კი. 
-ხო და იმიტომ ვსხედვართ ახლა სადღაც გადაკარგულში ტყვეებივით? - კიოდა სასოწარკვეთილი მანიკა, - ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი , რომ თუ კვლავ გამოჩნდებოდი ჩვენს ცხოვრებაში პრობლემები თავისით მომაგნებდნენ. ჯერ ხომ არ გაგიცნია შვილი? შენს გამო, სულ იმის შიში როგორ მქონდეს რომ შენს შვილზე არ იძიონ შური?- ცრემლები გადმოაყოლა სიტყვებს. აქამდე ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონა, ახლა კი, ყველაფერი იმდენად სერიოზულად იყო. საშინელმა შიშმა აიტანა. ახლა ვერავინ გადაარწმუნებდა რომ მისი შვილი უსაფრთხოდ იყო, თუნდაც გადაკარგულ, უკაცრიელ კუნძლზე ყოფილიყვნენ, რომლის არსებობაც არავინ იცოდა. 
-გეხვეწები ნუ ტირი, ხომ იცი ვერასდროს ვიტანდი შენს ცრემლებს! - შეეცადა გოგონას დამშვიდებს, მიუახლოვდა და მკლავები მოხვია.
-ნუ მეხები! - იღრიალა მანიკამ, - ყველაფერი შენს გამოა, ყველა პრობლემა ჩემს ცხოვრებაში შენს გამოა. ვერაფერს გამოასწორებ! შენი ცოდვების გამო შენმა შვილმა არ უნდა ზღოს. ღმერთო , რა მინდოდა, რას ვბრუნდებოდი, ხომ ვიცოდი რომ ყველაფერი ასე იქნებოდა, რომ ისევ გამოჩნდებოდი და თავიდან აურევდი ჩემს ძლივს დალაგებულ ცხოვრებას.
-ჯანდაბა , მანიკა, ჯანდაბა, შენს გარეშეც ვიცი ეს ყველაფერი. არც მე მინდოდა ასე მომხდარიყო. შენ გგონია მე არ განვიცდი და ვნევრიულობ? ბიჭები ყველაფერს აკეთებ რომ ის ს**ი მოვიშოროთ. ხვალ მეც ჩავალ და ...
-და რა ალექსანდრე? წახვალ და მოკლავ? 
-ნუ ყვირი! - ძარღვები დაეჭიმა მამაკაცს, - თუ საჭირო გახდა, მოვკლავ კიდეც, რომ ჩემი შვილი დავიცვა, - ხმას აუწია ალექსანდრემაც.
-ღმერთო ჩემო! - ამოიკრუსუნა მანიკამ და უღონოდ დაეშვა სავარძელზე, - ძალიან გთხოვ, მითხარი რომ დემეტრეს არაფერი მოუვა, გეხვეწები, - მუდარით სავსე თვალებით შეხედა ალექსანდრეს. მამაკაცი გვერდით მიუჯდა, ხელი გადახვია და გულზე მიიხუტა.
-მანიკა, დამშვიდდი, ხომ იცი, ყველაფერს შევძლებ, ყველაფერს, რომ თქვენ არაფერი მოგივიდეთ, - თმებზე ნაზად უსვამდა ხელს, - ჩუ, დამშვიდდი ნუღა ტირი, დემეტრე ისედაც ნერვიულობს სულ ტირისო, - გოგონას სახე ორივე ხელში მოიქცია და თვალებში შეხედა, - ძალიან გთხოვ!- შუბლზე ფრთხილად აკოცა მოტირალს. მანიკა უცბად გამოფხიზლდა. გაიაზრა რაც ხდებოდა, განთავისუფლდა მამაკაცისგან და მოშორებით გადგა, - ხვალ ყველაფერი მოგვარდება, გპირდები, და შემდეგ უფრო რთული პრობლემები გვექნება მოსაგვარებელი. ჩემებმა გაიგეს რომ შვილი მყავს და ეს ამბავი არც პრესისგან დაიმალება დიდხანს.
-არაფერი მაინტერესებს ჩემი შვილის უსაფრთხობის გარდა. სულ არ მეშინია არც შენი და არც შენი ოჯახის გავლენის, მოვკიდებ ჩემს შვილს ხელს და ისე გავქრები, ვერავინ ვერსად მოგვაგნებს! 
-ვერ გაბედავ ! - დააფრთხო მანიკას სიტყვებმა.
-ჩემს შვილს რაიმე დაემუქროს ამის შემდეგ და თუ ვერ გავბედავ მაგასაც დაგანახებ! ისეთ ადგილას წავალ სადაც არც ძებნას დაგვიწყებ და ვერც პოვნას შეძლებ, - მანიკა მოტრიალდა და კიბეებისკენ გაემართა. ძალიან ამაყად მიიწევდა, მაგრამ შიგნიდან გატეხილი იყო. ის, ვის მკლავებშიც არასდროს არაფრის ეშინოდა , თავად გახლდათ შეშინებული. შეშინებული არა თავისი სიცოცხლის, არამედ შვილის გამო. მანიკა დაპატარავდა, მთლიანად დაიმსხვრა. აღელვებული და დამფრთხალი იყო, გული ისე უცემდა, როგორც ხაფანგში გაბმულ ჩიტს.
მთელი დღე ზედაც აღარ შეუხედავს ალექსანდრესთვის, თვალიც კი არ გაუპარებია. ვახშმის მომზადებაში ისე გაერთო, თითქმის დაავიწყდა მომხდარი. ალექსანდრე და დემეტრე მულთფილმებს უყურებდნენ მანიკამ რომ სუფრა გაშალა და ორივე მოიხმო მაგიდასთან. მშვიდად ივახშმეს. ალექსანდრეს მონატრებულიც კი ჰქონდა გოგონას მომზადებული კერძები, რომლითაც 2 წლის განმავლობაში ანებივრებდა მამაკაცს. ახლა ისხდნენ მაგიდასთან სამნი, დედა, მამა, შვილი და შორიდან რომ შეგეხედათ ჩვეულებრივი ოჯახისგან ვერ გაარჩევდით.

2 საათი ხდებოდა ალექსანდრემ რომ უშგული დატოვა. თავად აღელვებული წავიდა და მანიკაც არანაკლებ აღელვებული დატოვა. დემეტრემ მამიკო გააცილა და სთხოვა მალევე დაბრუნებულიყო უკან. მანიკას შეეშნდა. იქნებ რა მომხდარიყო, იქნებ ალექსანდრე... მაგრამ ახლა მხოლოდ კარგზე უნდა ეფიქრა, როდემდე დაიმალებოდნენ ასე? როდემდე იქნებოდნენ მოწყვეტილები ყველას და ყველაფერს. ახლა არავისთან ლაპარაკი არ შეეძლო, არავის უნდა გაეგო სად იყო. ძვალ-რბილში ჰქონდა საშინელი შიშის გრძნობა გამჯდარი, გრნობა, რომელიც ყველა სხვა გრძნობას ფარავდა, იმედსაც კი. კარები გასაღებით ჩაკეტა, დემეტრე ოთახში აიყვანა დასაძინებლად, ოთახის კარებიც ჩაკეტა და სკამიც კი მიადგა. დემეტრე გაოცებული უყურებდა დედას, მაგრამ იმდენად დაღლილი იყო, ძილი საუბრის საშუალებას არ აძლევდა. მალევე ჩაეძნა. მანიკა გვერდით მიუწვა და მანაც სცადა დაძინება. გონება საშინლად არეოდა, ათას რამეზე ფიქრობდა. ალექსანდრეზეც ნერვიულობდა. იცოდა რასაც ნიშნავდა ალექსანდრესთვის საქმის გარჩევა, ზუსტად იცოდა, როგორ მდგომარეობაში მოვიდოდა მამაკაცი უკან. რამდენჯერ გაუსუფთავებია მისთვის ჭრილობები, რამდენჯერ მოუშუშებია იარები, რომლებიც ალბათ ახლაც ეტყობოდა მამაკაცს სხეულზე. ძილმა მაინც წაართვა თავი.
-დედიკო, კარებს ვერ ვაღებ, - თვალები რომ გაახილა, დემეტრე თავზე ადგა და ფრთხილად ცდილობდა დედის გაღვიძებას. 
-ახლავე ჩემო პატარა, - ნელა წამოდგა, ტელეფონზე დრო შეამოწმა. ალექსანდრესგან არც შეტყობინება შემოსვლოდა და არც ზარი. დემეტრე ქვევით ჩაიყვანა, ასადილა. თვითონაც ჭამა ცოტა. საათს კვლავ შეხედა, 7 დაწყებულიყო, ალბათ უკვე თბილისში იქნებაო, გაიფიქრა და რადგან დემეტრე თამაშში გართულიყო, თვითონ აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად. ნერვიულობისგან რამდენიმე ღერი მიყოლებით მოსწია. შემდეგ კვლავ შვილს მიუბრუნდა, ეთამაშა, მულტფილმები აყურებინა, ესაუბრა. დრო თითქოს სპეციალურად გადიოდა ნელაო. ალექსანდრესგანაც არაფერი ისმოდა. მღელვარება ზედმეტად დაეტყო. 10 საათი იწყებოდა, მამაკაცისგან კვლავ არაფერი ისმოდა. მანიკამ პატარას ჩაი გაუკეთა, მაგრამ ნერვიულობისგან ხელები ისე აუკანკალდა ჭიქა ხელიდან გაუვარდა.
-დედიკოო, რა მოხდა? - სამზარეულოში შემოვარდა დემეტრე.
-არაფერი, დე, - იცრუა მანიკამ და აცრემლებული თვალები ოსტატურად დამალა შვილისგან. დემეტრე მისაღებში დააბრუნა, თავად კი ახალი ჩაი მოუმზადა და იატაკი აწმინდა.

დემეტრემ მალევე დაიძინა, თავად კი ვერაფრით შეძლო დაძინება. ბევრი იწრიალა საწოლში, ტელეფონს ყოველწამს ამოწმებდა, მაგრამ მამაკაცი არაფრით არ რეკავდა. ადგა. ოთახში სქელი ფარდები გააფარა, პატარა სანათი აანთო რომ პატარას არ შეშინებოდა და პირველ სართულზე ჩავიდა. ყავა გაიმზადა, სიგარეტი აიღო და აივანზე გავიდა. 
 ცოტახანში ნერვიულობისგან წნევა ისე აუწევდა, რომ ალბათ ინსულტის დარტყმას მიიღებდა. საშინლად ნერვიულობდა. ნეტავ ხომ არაფერი მოუვიდაო, გაიფიქრა და შემდეგი ღერი ნერვიულად აანთო. სიგარეტმა სუნთქვა უარესად გაუძნელა. გადააგდო და ჯერ კიდევ თბილი ყავა მოსვა. მისაღებში დაბრუნდა, დივანზე ფეხები აკეცა, ხელები შემოხვია და ნიკაპით მუხლებს დაეყრდნო. 
 ახლა, ამ წუთებში მის შვილს , რომელსაც ჯერ ახლახანს შეუსრულდა 4 წელი, ვიღაც მანიაკი მოსაკლავად ეძებდა, მისი საყვარელი მამაკაცი, კი ღმერთმა იცის ცოცხალი იყო თუ მკვდარი. შეეცადა პოზიტიურად ეფიქრა. მარამ შიში გულს უჭამდა და ყველა კარგ ფიქრს უფანტავდა. თვალი ვერაფრით ვერ მოხუჭა. უნდოდა ძლიერი ყოფილიყო, უნდოდა დაეჯერებინა, რომ ალექსანდრე ყველაფერს შეძლებდა შვილის გამო, მაგრამ მისგან მთელი დღეა არაფერი ისმოდა, არც სასიამოვნო და არც სამწუხარო.
 ღამე ფიქრში გაილია. ძილი არც კი მიჰკარებია მანიკას შიშით გამძღარ გონებას. ალბათ 6 საათი გაუნძრევლად იჯდა და ელოდა. ელოდა, როდის შემოვიდოდა ალექსანდრე და ეტყოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, და ახლა მის შვილს თავისუფლად შეეძლო ესუნთქა.
 საკეტის გადატრიალების ხმამ გამოაფხიზლა. შიშმა უარესად აიტანა. იქნებ ალექსანდრე არ იყო. სტუმარმა კარები ვერ გააღო, მანიკას შიგა დამცავიც ჩაკეტილი ჰქონდა, ამიტომ ბრახუნი ატეხა.გოგონა დენდარტყმულივით ეცა კარს.
-მანიკა, გააღე ეს ოხერი კარები! - არაამქვეყნიური ხმით დაიყვირა მამაკაცმა. გოგონამ წამის მეასედში გააღო კარები და სანატრელ სხეულს შეხედა. ვაიმეო, წამოიყვირა და პირზე ხელები აიფარა, - ღმერთო ჩემო! როგორ მანერვიულე! - ალექსანდრემ ხელები შემოხვია გოგონას და გულში ისე ძლიერად ჩაიკრა, მანიკას ძვლებმა დაიტკაცუნეს, - რატომ არ მპასუხობდი ტელეფონზე, - თავი გადაუწია და თვალებში ჩახედა.
-ღმერთო, რას გავხარ! - ცრემლები მოადგა მანიკას, - შემოდი მოწესრიგდი, მალე დემეტრე გაიღვიძებს და მასე არ გნახოს, - ცალი ხელით ლოყაზე ჩამოგორებული სითხე მოიწმინდა.
-რა აღარ ვიფიქრე, - კვლავ მიიხუტა მანიკა და თავზე აკოცა.
-არ დაგირეკავს ლექსო, მთელი დღეა შენს ზარს ველოდები, წამითაც კი ვერ მოვხუჭე თვალი დარდით, - ამოიტირა და საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-აღარ ინევრიულო, ყველაფერი მოგვარდა, ის დამპალი თავისი ამალით დიდხანს დალპება ციხეში, - ხელს არ უშვებდა მანიკას, - საფრთხე აღარ გემუქრებათ, პატარა. 
-ძალიან გტკივა? - გატეხილ წარბზე გადაუსვა ხელი, - ძალიან ბევრი სისხლია ალექსანდრე, დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? - მამაკაცი აათვალიერა. 
-ნუ ნერვიულობ, უმეტესობა ჩემი არაა, - გაიცინა მამაკაცმა, - წავალ დავიბან.
მანიკამ სახვევი, ბეტადინი, წყალბადის ზეჟანგი და სხვა საჭირო ნივთები მოამზადა ჭრილობის დამუშავებისთვის და ალექსანდრეს ოთახში შევიდა. საწოლზე დაჯდა და ჩაღამებული თვალებით დაელოდა, როდის გამოვიდოდა მამაკაცი აბაზანიდან. 
-აქ ხარ? - გაეცინა მამაკაცს, რომელიც პირსახოცშემოხვეული შევიდა ოთახში. 
-რა გაცინებს ალექსანდრე, სარკეში ჩაიხედე რას გავხარ, მთელი ტანი დაგილურჯდება ალბათ.
-არაუშავს, სხვა დროს უარესად მყოფი გინახივარ, - კარადა გამოაღო და მაისური აიღო. 
-არ ჩაიცვა, მალამოს წაგისვამ, - მორიდებით უთხრა მამაკაცს და მის შიშველ სხეულს თვალი მოარიდა. ალექსანდრემ უცბათ ამოიცვა საცვალი და შარვალი და გოგონას გვერდით მიუჯდა. 
მანიკამ სახის ჭრილობების დამუშავება დაიწყო. წარბი გახეთქილი იყო, აქამდე მომხმარი ჭრილობა წყალს მოელბო და ახლა თავიდან დაეწყო სისხლს დენა. ფრთხლად დაამუშავა. ამდენს ხანს მამაკაცის სიახლოვეს წლებია არ ყოფილა. ახლა კი მის წინაშე ნახევრად შიშველი ალექსანდრე იჯდა, რომელიც მიბნედილი თვალები უყურებდა გოგონას. სახეს რომ მორჩა გულმკერდზე გადავიდა. ისე ნელა და ფრთხილად უსვამდა მალამოს, თითქოს ეშინოდა მამაკაცმა არ იგრძნოს რომ ვეხებიო. მისი კანის სითბო გაყინულ თითებს უთბობდა.
ნელა შეეპარა ვნება სხეულში, აღელვება იგრძნო და აიღზნო. სურვილისგან ანთებული თვალები მოარიდა მამაკაცს. ალექსანდრემ ხელი გაუკავა, მეორე ხელი გოგონას ტუჩებს გადაატარა და მოწყურებულივით დაეწაფა ბაგეებს. მანიკა შეცბა, მაგრამ მოდუნდა და მამაკაცს აყვა. ალექსანდრემ გოგონასთან ერთად გააკეთა ბრუნი და ზემოდან მოექცა. მანიკა ისე თრთოდა, თითქოს პირველად იყო მამაკაცის მკლავებში მოქცეული, თითქოს მისი პირველი ღამე სწორედ ახლა იყო. ოსტატურად შემოაძარცვეს ტანსაცმელი ერთმანეთს. მთელი სხეული დაუკოცნა გოგონას, საშინლად მონატრებოდა ამ სხეულის სითბო. ხარბად ითვისებდა მანიკას სხეულის თითოეულ მონაკვეთს. გოგონა ძლივს იკავებდა პირზე მომდგარ კვნესას. ნელა ირხეოდა ერთმანეთზე მარწუხებივით შემოხვეული ორი ერთმანეთს მოწყურებული სხეული. რამდენი წელი გასულიყო, მაგრამ ამ ორ სხეულში ის ცეცხლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გიზგიწებდა, კვლავ აინთო, გაჩაღდა და ორივე დაწვა. 
 დაღლილი მიესვენა მამაკაცის ოფლით დაცვარულ სხეულს. ეს იყო მისი სამოთხე. ის და ალექსანდრე. ალბათ რამდენჯერ უნატრია ამ წლების განმავლობაში, ყველაფერი ასე მომხდარიყო. ის და ალექსანდრე ასე მშვიდად, თითქმის ბედნიერად. 
 ძილმა წაართვა თავი. უკვე კარგად გათენებული იყო, როცა ჩაეძნა. ალექსანდრეს თვალი არ მოუხუჭავს. ცალი ხელით გულში იხუტებდა ქალის მძნარე სხეულს, მეორეთი თმაზე ეფერებოდა. თავს საოცრად მშვიდად გრძნობდა. აღელვების, შიშების, ჩხუბის, ამ ყველაფრის შემდეგ მაინც მშვიდად და მოდუნებულად გრძნობდა თავს, თითქოს რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდა და ის ყმაწვილური ჟინი და ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა, რაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდაო .
 ხმაური მოესმა, უკვე დემეტრეს გაღვიძების დრო იყო. ფრთხილად წამოდგა, მანიკას შუბლზე აკოცა და დემეტრესთან შევიდა.
-მამიკო, მოხვედი? - გაექანა და შემოეხვია, - დედიკო სადაა? დამასწრო გაღვიძება? - ინტერესით იკითხა და მამას კისერზე ჩამოეკიდა.
-დედიკო დაიღალა, ძინავს. ახლა მე და შენ ვართ ქალიცა და კაციც. თვითონ ვისაუზმოთ კარგი?
-კარგი! - მიეხუტა მამას და მამის მკლავებში მყოფი ჩავიდა პირველ სართულზე.
ისაუზმეს, ითამაშეს, იმხიარულეს, დრო გაიყვანეს. დემეტრე სასაცილო რაღაცებს უყვებოდა მანიკაზე. ალექსანდრე ისე გრძნობდა თავს, თითქოს ღრმა ძილიდან გამოაფხიზლესო. საოცარი სიმშვიდე მოსდებოდა მის სულს. ამის მეტი არც სურდა არაფერი. ყველაფრისგან მოშორებული პატარა სახლი, საყვარელი ქალი, რომელსაც მის საწოლში დაღლილს სძნავს და მოუსვენარი შვილი, რომელსაც დაუღალავად ეთამაშება.
მანიკამ ჩაიცვა და ეზოში გადაიხედა, საიდანაც სიცილის ხმა ესმოდა. ამ ხმამ გააღვიძა. ბედნიერების ხმამ. მამა-შვილი ბურთით თამაშობდა. გაეღიმა. პირველ სართულზე ჩავიდა და ეზოს მიაშურა. 
-დე, გაიღვიძე? - დემეტრე დედისკენ გაიქცა.
-ხო ჩემო პატარა, - შვილი ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა, - როგორ ხართ? - ანთებული თვალებით გახედა მამაკაცს, რომელიც იმდენად საყვარლად უყურებდა დედა- შვილს რომ მანიკამ ღიმილი ვერ შეიკავა. 
-გვშია! - განაცხადა ალექსანდრემ, მანიკას გვერდში ამოუდგა და წელზე ხელი შემოხვია.

რამდენიმე დღე კიდევ დარჩნენ სვანეთში. ყველაფერი იმდენად კარგად აეწყო წყვილს შორის, მანიკას წასვლა საერთოდ აღარ უნდოდა. არ უნდოდა თბილისში დაბრუნება, თითქოს ეს ყველაფერი სიზმარი იყო და თბილისში მწარე რეალობას უნდა შეჯახებოდა, სადაც მარტო ის და დემეტრე იყო, სადაც მისი და ალექსანდრეს ადგილი ერთად არ იქნებოდა.


***
დიმიტრი არღვლიანის სასახლის ეზოში იდგნენ. მანიკა გააშეშა სახლის მოცულობამ. კიბეებზე ადიოდა, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა. ალექსანდრეს ხელი მაგრად ჩაებღუჯა მანიკასთვის, ცალ ხელში დემეტრე აეყვანა და ფაქტობრივად მიათრევდა გოგონას. მანიკამ ისიც არ იცოდა რა უნდოდა აქ, დემეტრეს მშობლებთან. რა სტატუსით წაიყვანა მამაკაცმა მშობლების გასაცნობად. კარები მოსამსახურემ გაუღო და უზარმაზარ მისაღებში შეუძღვა, სადაც დიმიტრი და ნანა არღვლიანები უხმოდ ისხდნენ და მათ ელოდნენ. უცხოების დანახვაზე დემეტრე შეიშმუშნა და მამას მიეკრო, მანიკა კი მორიდებით მიესალმა და ალექსანდრეს ამოეფარა. იქიდან გაქრობა უნდოდა. 
-დედა, მამა, გაიცანით ეს ჩემი შვილია დემეტრე, ეს კი მანიკაა, - წარუდგინა სტუმრები მშობლებს და მანიკას მიუთითა დაჯექიო, თვითონ კი ბავშვიანად მიუჯდა გვერდით. დიმიტრიმ ისეთი მზერიტ გადმოხედა მანიკას, მაშნვე მიხვდა გოგონა რომ ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდებოდა, ნანამ კი ზრდილობიანად გაუღიმა მანიკას და შემდეგ შვილისშვილისკენ წამოვიდა.
-ღმერთო ჩემო, - სახეზე ნაზად მოეფერა, - ალექსანდრეს ასლია, - ჩაიღიმა და დემეტრეს მიმართა, - პატარა, უფროსებს ლაპარაკი ვაცადოთ, ჩვენ წავიდეთ, შენთვის ბევრი შოკოლადები მაქვს, - ბავშვი ხელში აიყვანა და ოთახი დატოვა.
-ეს ამბავი, რომ პრესაში გახმაურდება, აპოკალიფსი დაგვატყდება! - მკაცრად გაიჟღერა დიმიტრის ხმამ და დიდ ოთახში ექოსავით გავრცელდა. 
-მამა, შენ იცი ჩემი დამოკიდებულება პრესისადმი, სულ ცალ ფეხზე . იმის გამო რომ შენი და შენი მოდგმის რეპუტაცია არ შეილახოს ჩემს შვილს ვერ დავმალავ.
-ვიცი ალექსანდრე, დიდი ხანია დამანახე რომ ყველაფერი ფეხებზე გკიდია, მამაშენიც, შენი ოჯახიც და შენი საკუთარი რეპუტაციაც. ჩვენს გვარს ლაფში სვრი.
-მამა, შენ ხომ არ გაგიჟებულხარ, იმის გამჟღავნება რომ შვილი მყავს რა შუაშია რეპუტაციასთან. 
-უკანონო შვილი, ვიღაც დაუდგენელი წარმომავლობის ქალისგან, - მედიდურად გადახედა მანიკას, რომელმაც საშინლად დამცირებულად იგრძნო თავი, მაგრამ ამ სიტყვებმა თითქოს გამოაფხიზლაო და უცბათ წამოენთო.
-იცით რა ბატონო დიმიტრი, სულ არ მაინტერესებს თქვენი აზრი. მე არც ჩემი შვილის მიღებას გთხოვთ და არც თქვენი სანაქებო გვარის მიცემას! - ბრაზისგან გაწითლდა.
-ხო? აბა რატომ ხართ ჩემს სახლში, ჩემს შვილთან ერთად? - ირონიულად იკითხა დიმიტრიმ.
-მამა, ეს ჩემი სურვილი იყო...
-გაჩუმდი ალექსანდრე! - ხმამაღლა წამოიძახა მანიკამ, - მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ ჩემი და ჩემი შვილის შეურაწყოფა ავიტანო. ჩემი კეთილი ნება გამოვიჩინე და შვილიშვილი მოგიყვანეთ გასაცნობათ. მე თქვენ არაფერს გთხოვთ, არც თქვენს შვილს. მე არ გავქცეულვარ ალექსანდრესთან და არ მითქვამს შენგან შვილი მყავსთქო. 4 წელიწადზე მეტი ვმალე ეს საიდუმლო, სწორედ იმიტომ რომ ზუსტად ამ რეაქციას ველოდი მაშინაც, როცა ორსულობაზე გავიგე. მე თქვენი არც გვარი მჭირდება, არც გავლენა და არც ფული. ჩემი შვილის გასაზრდელად ყველაფერი მაქვს რაც საჭიროა, ამიტომ სიტყვები შეარჩიეთ როცა მელაპარაკებით, ვიღაც ქუჩის ქალი არ გეგონოთ, არც განათლება მაკლია, არც აღზრდა და არც შეგნება, თქვენი სიტყვებით ვერც შეურაწყოფას მომაყენებთ და ვერც მაწყენინებთ...
-მანიკა, - ხელი ჩასჭიდა ალექსანდრემ, მაგრამ გოგონამ უცბათ მოიშორა, იმ მიმართულებით წავიდა, სადაც შვილი ეგულებოდა, მალევე მიაგნო, პირდაპირი მნიშვნელობით გამოგლიჯა ბებიას შვილისშვილი ხელებიდან სახლიდან ისე გავარდა ალექსანდრემ გონზე მოსვლა ვერც კი შეძლო.
-რა ჯანდაბა ხდება? - მისაღებში დაბრუნდა გაოგნებული ნანა და ქმარსა და შვილს გადახედა.
-შენი ქმარი ისევ ცდილობს ცხოვრება დამინგრიოს! - დედას გახედა და მანაც სასწრაფოდ დატოვა სახლი.
-მანიკა, - ძლივს დაეწია სირბილით, ხელი დაავლო და გააჩერა, - სად მირბიხარ? - კითხა და ბავშვი გამოართვა.
-არ შემიძლია, მე.. - ცრემლები ყელში მოაწვა და სიტყვა გაუწყდა.
-დამშვიდდი, მათ არაფერი იციან. ყველაფერს ავუხსნი და სიტუაცია დალაგდება.
-არ მინდა, რომ შენი და შენი ოჯახის ცხოვრება ავრიო ალექსანდრე. იქნებ ყველასთვის სჯობს ...
-არ თქვა მანიკა, - მუდარით შეხედა ალექსანდრემ და შუბლზე აკოცა, - მალე გამოსწორდება სიტუაცია, ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გენდომება, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გაგაბედნიერებს! მაპატიე მამაჩემის სიტყვების გამო, ალბათ ხვდები რომ ახირებული კაცია, არ ინერვიულო. 
-მამიკო, რა ხდება? - ჩასჩურჩულა დემეტრემ ყურში და კისერზე ხელები მეტად შემოაჭდო მამას.
-ყველაფერი კარგადაა, მოგეწონა ბებია? - გაუღიმა და შუბლზე ჩამოყრილი კულულები გადაუწია.
-კი, ასე მითხრა მამიკოს ასლი ხარო. ალბათ რომ გავიზრდები ზუსტად შენნაირი ვიქნები, - კმაყოფილმა თქვა და მანქანაში კომფორტულად მოთავსდა. 
-რეზისთან აგვიყვანე, - უთხრა მანიკამ და შვილს გვერდით მიუჯდა. ახალი ჩამოსულები იყვნენ უშგულიდან, გზამ ისედაც საოცრად დაღალა და გამოფიტა მანიკა, ამ კამათმა კი საბოლოოდ გამოაცალა ძალა. 
-მე მეგონა ჩემთან გადმოხვიდოდით, - გადახედა ალექსანდრემ.
-ლექსო, ძალიან გთხოვ, ჩვენ არაფერი ვართ ერთმანეთისთვის, ამიტომ უარესად ნუ გაამწვავებ სიტუაციას, - სევდიანად ამოილაპარაკა და მამაკაცს მზერა მოარიდა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია არცერთს. ალექსანდრე ნაწყენი ჩანდა. მანიკა დაღლილი და გაწამებული. 
 მონატრებული მეგობრები გულში ჩაიკრა მანიკამ და როცა დემეტრე დააძინა თითქმის ყველაფერი მოუყვა. 
 ღამე როცა დასაძინებლად დაწვა, ზედმეტად დაღლლი იყო ფიქრს რომ მისცემოდა, მაგრამ სანამ ძილი თავის სუდარაში გაახვევდა, მაინც მოასწრო გაფიქრება, ნეტავი როდის მეღირსება სიმშვიდე და ბედნიერებაო.




ალექსანდრე მეორე დღეს კვლავ ესტუმრა მშობლების სახლს. საბოლოოს უნდა გაერკვია ურტიერთობა მშობლებთან, სანამ სხვა ნაბიჯებს გადადგავდა. 
 დიმიტრი და ნანა ვერანაზე საუზმობდნენ, ივნისის მშვენიერი დილა იდგა თბილისში. 
-არ დაგვეწვევი? - მზრუნველად კითხა შვილს ნანამ.
-არა დედა, გუშინ მამაჩემმა მადა სიცოცხლის ბოლომდე დამაკარგვინა, - მტრულად შეხედა დიმიტრის.
-ალექსადნრე, პატარა ბიჭი აღარ ხარ, ვიღაც გოგოს ხაფანგს რომ წამოეგო. არსაიდან გამოჩნდნენ ის გოგოც და მისი შვილიც და შენც , ამხელა კაცმა მეამიტურად დაიჯერე რომ შენგან ყავს.
-რა გინდა? მაინცდამაინც მანიკას შეურაწყოფა უნდა მივაყენო, დნმ ტესტი მოვთხოვო რომ შენ დაგიმტკიცო? მე მაგას არ ვიზავ. 
-რაებს ლაპარაკობთ, - შეცბუნდა ნანა, - დიმიტრი, ბავშვი ალექსანდრეს პატარაობის ასლია, გუშინ ერთი პირობა ისიც ვიფიქრე ხომ არ მეჩვენებათქო. მანიკა წესიერი გოგოა, ლილეს მეგობარია, ასე რომ დაფიქრდი რას იტყვი.
-სულ არ მაინტერესებს ვინ არის. რამდენი ჩემს შვილს ვინმე ფეხებს გადაუშლის , იმდენ ბავშვს გვარს ვერ მივცემთ.
მამა! - მაგიდაზე ხელები დააბრახუნა და სკამიდან წამოხტა, - არავის მოგცემთ მანიკას შე-ურაწყოფის უფლებას. ის ჩემი შვილის დედაა და ჩემს ცხოვრებაში ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ქალი. მართალი ყოფილა მანიკა. მაშინაც მართალი, როცა ბავშვის შესახებ არაფერი მითხრა და ახლაც, როცა არ სურდა ჩემს გარდა ვინმეს შეეტყო ბავშვზე.
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს! - მშვიდი ხმით, მაგრამ მკაცრად წარმოთქვა დიმიტრიმ.
-მამა, 35 წლის ვარ, შენ საერთოდ არ უნდა გქონდეს ჩემთან რაიმე სალაპარაკო, გარდა იმისა, რა უყიდო შენს შვილისშვილს საჩუქრად. ნოტაციებს ნუ მიკითხავ. მე შენს აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდი. მანიკასთან ურთიერთობაც იმიტომ დავთმე, რომ შენ გინდოდა შენი შერჩეული ცოლი მომეყვანა, მაგრამ ხედავ რითი დამთავრდა ეგ საქმე? ელენეც გააუბედურე, მეც და მანიკაც, რომელიც სულ მარტო დარჩა. პატარა ორსული გოგო, მშობლების გარეშე. შენ წარმოგიდგენია მაინც, რა ფასად მოუწია ამდენი წელი არღვლიანებისგან შვილის დამალვა, როდესაც მისი ერთ-ერთი მეგობარი ჩვენი ოჯახის წევრი იყო? შენ არაფერი არ იცი მამა, რაც იცი ისაა, რომ ნებისმიერ ფასად დაიცვა ოჯახის რეპუტაცია, და ერთადერთი შვილიც გააუბედურო, თუ ეს ამას მოითხოვს. მაგრამ, იცი რა? პატარა ბიჭი არ ვარ, ვინც მხოლოდ იმის გამო გიჯერებდა რომ ფული ჭირდებოდა, გავიზარდე. ჩემი ცხოვრება მინდა. იცი მანიკასთან რატო ვგრძნობ თავს ბედნიერად? იმიტომ რომ ამ გოგოს არაფერი მატერიალური არ აინტერესებს ამ ცხოვრებაში. არც ფული, არც სიმდიდრე, არც სახლები, დაჩები აგარაკები, არც ის რას ფიქრობს ხალხი. მის გვერდით ყოფნისას ჩემში ის პატარა ბიჭი იღვიძებს წვრილმანებით რომ ხარობდა და ცხოვრება უხაროდა. ხოდა გაფრთხილებ მამა, ან წესიერად მოექცევი მანიკასაც და ჩემს შვილსაც ან არადა მე შენთან სალაპარაკო აღარაფერზე მექნება.


***
ეზოში იჯდა მანიკა და სიგარეტს ეწეოდა. დემეტრე დააძინა, ნიტაც დაასვენა და ვახშამი თვითონ მოამზადა, ახლა პატარას გაღვიძებას ელოდა. ტელეფონზე უცხო ნომერმა დაურეკა.
-გამარჯობა, მანიკა, ნანა არღვლიანი ვარ, - სიფრთხლით უთხრა ქალმა.
-გამარჯობა, ქალბატონო ნანა, როგორ ხართ? - ზრდილობიანად მოიკითხა მანიკამ, იმისდა მიუხედავად რომ ძალიან დაიძაბა. 
-შენი ნომერი ლილემ მომცა, შეიძლება რომ გესტუმროთ? დემეტრეს ახლოს გაცნობას ვისურვებდი.
-რა თქმა უნდა, ქალბატონო ნანა, ნებისმიერ დროს მობრძანდით. მისამართს ახლავე მოგწერთ, - უარი ვერ უთხრა.
-მაშინ საღამოს გესტუმრებით, - უთხრა და გაუთიშა.
მანიკა აღელვებული ჩანდა. წამოდგა. გადაწყვიტა სტუმრისთვის დესეტრი მოემზადებინა. 
 ნამცხვრის კეთებას შეუდგა. ეს ნამცხვარი ალექსანდრეს განსაკუთრებით მოსწონდა მისი ნახელავებიდან. როგორ მოენატრა მამაკაცი ამ ერთ დღეში. ნეტავ სულ არ დაბრუნებულიყვნენ სვანეთიდან. იქ გატარებულმა დღეებმა, თითქოს სრულიად წაშალა ის 5 წელი რაც მამაკაცის გარეშე გაატარა. თითქოს არც არასდროს დაშორებულან, თითქოს სულ ერთად იყვნენ. სიმშვიდე არ დააცადა მანიკას არაფერმა. ცხოვრებას თითქოს მარტო ცუდი ემეტებოდა გოგონასთვის და თუ კარგს გამოიმეტებდა, ცოტას და ძალინ ხანმოკლედ.
 ნანა არღვლიანი ესტუმრა. ღელავდა, მაგრამ ეს მღელვარება არაფერი არ იყო იმის შიშთან შედარებით რომ არღვლიანები ძალიან მარტივად შეძლებდნენ ბავშვი წაერთმიათ მათთვის. დემეტრე მორიდებით, მაგრამ მაინც ესაუბრებოდა ბებიას, რომელიც საკმაოდ მშფოთვარე ჩანდა. 
-არ მეგონა, ასეთი მსგავსებები თუ არსებობდა მამასა და შვილს შორის, - ღიმილით თქვა ნანამ და დემეტრეს გადახედა,რომელიც ეზოში დარბოდა.
-არც მე მეგონა. ყველაფრის დავიწყებას ვცდილობდი, მაგრამ დემეტრე ყოველწამს მახსენებდა მის თავს.
-შვილო, - მანიკას მტევანი თავისაში მოიქცია, - მესმის ძნელი იქნებოდა ბავშვის მარტო გაზრდა..
-არა, ძნელი ის იყო რომ ალექსანდრე სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, - ღრმად ამოისუნთქა მანიკამ და ცრემლის შეკავებას შეეცადა, - და ახლაა ძნელი, რადგან სიმშვიდე დამერღვა. 
-დემეტრე ძალიან კარგი ბავშვია, ძალიან კარგად აღზრდილი. მინდა, ბოდიში მოგიხადო ჩემი მეუღლის მაგივრად, - შეწუხებული ჩანდა ნანა.
-ქალბატონო ნანა, არ მჭირდება არავის ბოდიში. ერთადერთი რაც ამ ცხოვრებაში მანაღვლებს ჩემი შვილის კეთილდღეობაა. ძალიან რომ არ მყვარებოდნენ ლილე და ლუკა, ვერავინ ვერ გაიგებდით დემეტრეს შესახებ.. ზედმეტად დიდხანს ვმალე ეს ამბავი. თქვენ არ იცით, რა გრძნობაა ყველას თვალებში უყურებდე და ატყუედე. ჩემი შვილის დასაცავად ორპირი ადამიანი გავხდი. 5 წელი, 5 წელი არ ვიყავი ნამყოფი ჩემი მშობლების და და ძმის საფლავზე. არავის არაფერს გთხოვთ. არც ალექსანდრეს, არც თქვენ და არც თქვენ მეუღლეს. როგორც ხედავთ ცხოვრებასთან ჭიდილი ძალიან ნაადრევ ასაკში დავიწყე. შეცდომებიც დავუშვი, მაგრამ არაფერს ვნანობ, იმიტომ რომ ახლა მე დემეტრე მყავს. 
-არ მოგატყუებ მანიკა, როცა გავიგე რომ ალექსანდრეს შვილი ყავდა, პირველად მეც ის ვიფიქრე რომ ვიღაც გოგო ცდილობდა თავზე ტყუილები მოეხვია მისთვის. მაგრამ ლილემ სიმართლე მომიყვა... ის რაც შენ გადაიტანე, არავინ იმსახურებს ამის გადატანას, მითუმეტეს მარტოობაში.
-მთავარი ისაა, რომ ახლა კარგად ვარ. იცით სიმართლე რა არის? პატარა გოგონას, რომელმაც მშობლები და და-ძმა დაკარგა, შეუყვარდა მამაკაცი, რომელიც ზედმეტად დიადი იყო მისთვის, - მანიკას ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე, - დიდხანს ვმალე თქენს შვილთან ურთიერთობა. პირველი მუცელი ისე მომეშალა და მეორეჯერ ისე ვიმშბიარე, არავის არ გაუგია ვინ იყო ბავშის მამა. მე რომ რამე სარგებელი მდომოდა, ამდენი წელი არ დავმალავდი დემეტრეს თქვენი ოჯახისგან. გამიხარდება დემეტრე უკეთ თუ გაიცნობს ბებია-ბაბუას, სხვა არაფერი მინდა თქვენგან.
-მაპატიე მანიკა! - თვალები ცრემლებით აევსო ნანას, - ნეტავ მცოდნოდა ეს ყველაფერი..
-მაინც არაფერი მოგვარდებოდა, ქალბატონო ნანა, მე დღესაც არ ვიცი ეს სიტუაცია როგორ მოვაგვარო ისე რომ არავინ დაზარალდეს, განსაკუთრებით კი ჩემი შვილი.
-არ იდარდო, ალექსანდრე ყველაფერს მოაგვარებს. ვხედავ როგორ გიყურებს, როგორ ლაპარაკობს შენზე. დარწმუნებული ვარ, ისე არ მოიქცევა, კიდევ რომ გეტკინოს გული.
მშვიდი საღამო იყო. ზედმეტად მშვიდი და სასიამოვნო თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ალქსანდრეს დედას ელაპარაკებოდა. ძალიან მოეწონა ქალი, თბილი და გამგები ჩანდა. წასვლის წინ, მანიკამ თხოვა ხშირად მისულიყო სტუმრად. 
 დემეტრე გულში ჩაიხუტა და ოთახს მიაშურა. ბავშვის ძილის დროც მოსულიყო.

***
ყველაზე რთული იმ მამაკაცის დავიწყებაა, რომლის ყველა შეხება ზეპირად ახსოვს არა მხოლოდ ტვინს, არამედ შენი სხეულის ყველა ნაწილს, სადაც კი ოდესმე შეგხებია.
 მანიკას გასაჭირი უთქმელი გრძნობები იყო, რომლისაც ზოგჯერ რცხვენოდა, ზოგჯერ ერიდებოდა, ზოგჯერ კი ეზედმეტებოდა, რადგან ურთიერთობა, რომელიც მანიკას და ალექსანდრეს გაცობის დღიდან ჰქონდათ არ იყო ნორმალური, ისეთი, როგორიც საზოგადოებაშია მიღებული. ისინი არ ყოფილან შეყვარებულები, არ ყოფილნან საყვარლები. მათი უსტატუსო გაურკვეველი ყოფა მძიმედ აწვა მანიკას მხრებს, რომელიც ჯერ კიდევ იმას განიცდიდა ხოლმე, როგორ დაწვა მამაკაცთან, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობდა, შემდეგ კი ყოველგვარი გრძნობებში გარკვევის გარეშე გააგრძელა მასთან ურთიერთობა. მანიკა რეალისტი ადამიანი იყო, იცოდა რომ ალექსანდრეს რაიმე განსაკუთრებული გრძნობა არ ჰქონია მის მიმართ, იმასაც კარგად ხვდებოდა რომ მასში მხოლოდ თავშესაფარს ეძებდა მამაკაცი, ადგილს სადაც მისი სული ცოტახანს მაინც შეძლებდა მშვიდად ყოფნას. მაგრამ პატარა სულელი გოგონა იმდენად შეეჩვია მამაკაცს, იმდენად იზიდავდა მისი იდუმალება, მისი ხმა, მისი თვალები, მისი სურნელი, მისი სხეული, გონება, რომ უზომოდ შეუყვარდა. მაგრამ არასდროს, არასდროს დაუნახვებია მამაკაცისთვის ეს უხილავი გრძნობები, რომლებიც მამაკაცთან აკავშირებდა. 
 ალექსანდრე არღვლიანისთვის მანიკა ის სიწმინდე იყო, რომლის წარწყმედას არავის აპატიებდა. შეიძლება სხვა გარემოებებში, მამაკაცს სხვა მანიკას მსგავსი გოგო გაეცნო, მაგრამ მანიკას გაცნობის შემდეგ არავინ არ არსებობდა მასზე სუფთა, მეამიტი, გულღია და ლაღი, ყველაფრის მიუხედავად. ძლივს შეეჩვია მანიკას გარეშე ცხოვრებას. ცხოვრებას სადაც აღარავინ იქნებოდა მამაკაცთან მხოლოდ იმიტომ რომ უყვართ. მანიკა მისი მზე იყო, რომელმაც ისე მალულად გაუთბო გული, რომ თავადაც ვერ გაიგო. ძალიან უჭირდა. განშორების შემდეგ ხშრად იდგა მანიკას კორპუსთან და ფიქრობდა ასულიყო თუ არა, ენახა თუ არა, მაგრამ ვერ ბედავდა. არღვლიანი ძალიან კარგად ცნობდა იმ გრძნობას, რასაც მანიკა მის მიმართ განიცდიდა. ამიტომ აღარ სურდა დაეტანჯა ქალი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ის. ძალიან ეძნელებოდა დათმობა, მაგრამ იმდენად გაბრაზდა, როდესაც მანიკას ორსულობაზე გაიგო. ეჭვიანობისგან ლამის სისხლი აუდუღდა. ხანდახან, როდესაც გოგონა ახსენდებოდა, როდესაც გაუსაძლისი იყო მანიკას გარეშე ყოფნა, იხსენებდა რომ ის სხვისგან ელოდა ბავშვს და ცდილობდა ბრაზით გადაეფარა ის მონატრება რასაც მისი მთელი არსება განიცდიდა. ახლა კი ყველაფერი გაარკვიეს. მანიკა ამდენი ხნის შემდეგ მხოლოდ მისი იყო, ისეთივე წმინდა და სუფთა, როგორც პირველად, ისეთივე გულთბილი და მზრუნველი, როგორიც სულ თავიდან. მანიკა კვლავ მისი იყო, მაგრამ ამჯერად სიცოცხლის ბოლომდე. რადგან იცოდა ალექსანდრემ, რომ ამჯერად აღარ აპატიებდა საკუთარ თავს გოგონას დაკარგვას. 


***

-პატარა, როგორ ხარ? - ტელეფონში მონატრებულმა ხმამ გაიჟღერა. რამდენიმე დღე გასულიყო, რაც ბოლოს მამაკაცი ნახა და ახლა მისმა თბილმა ხმამ მთელი ორგანიზმი აუღელვა. 
-არამიშავს, შენ? ჩამოხვედი? - კითხა და დემეტრეს ხილი თეფშზე დაუწყო.
-კი. გაემზადე, ბავშვი დედაჩემს დავუტოვოთ, ჩვენ სადღაც მივდივართ.
-სად მივდივართ? - ცნობისმოყვარედ იკითხა მანიკამ.
-სიურპრიზია, - სიცილით უთხრა მამაკაცმა.
-ალექსანდრე არღვლიანი და სიურპრიზები? ცოტა უცნაურია.
-ბევს ნუ ლაპარაკობ, პატარა, გაემზადე, მოვალ უკვე, რამდენიმე წუთში მანდ ვიქნები.
მანიკამ სასწრაფოდ გაუმზადა პატარა ჩანდა დემეტრეს, თვითონ ლამაზად გამოეწყო, მაკიაჟი გაიკეთა და სანამ ალექსანდრე მოვიდოდა, იმაზე ფიქრიც მოასწრო რა სიურპრიზი შეიძლება ყოფილიყო. 
 ბავშვი არღვლიანების სასახლში დატოვეს. თვითონ კი სადღაც გაემართნენ.
-ძალიან ლამაზი ხარ, პატარა, - ხარბად ააყოლა მამაკაცმა თვალი.
-მადლობა, - გაწითლდა მანიკა, - სად მივდივართ ალექსანდრე? 
-იქ სადაც ყველაფერი დაიწყო, პატარა, - ცალი ხელი მანიკას ხელს მოჰკიდა. 
-ბორჯომში? - ღიმილით მიუგო გოგონამ და გული აუჩქარდა.
-ხომ, რამდენიმე დღე იქ დავრჩეთ.
-მერე ბავშვი?
-ბავშვს არაფერს გაუჭირვებენ. დიმიტრიც შეეჩვია უკვე შვილიშვილს.
-ხო, მაგრამ აქამდე მარტო არასდროს დამიტოვებია.
-ნუ ღელავ, დემეტრეზე ფიქრის დრო არ გვექნება, - ცალყბად გაუღიმა. მანიკამ სიმღერები ჩართო, საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. 

ბინდი ახალი მორეული ჰქონდა ზეცას, ბორჯომში რომ შევიდნენ. როგორც ყოველ ზაფხულს, ახლაც ხალხმრავლობა შეინიშნებოდა კურორტზე. 
 ალექსანდრე სახლს მიუახლოვდა და პულტით ჭიშკარი გააღო, ეზოში სანამ შევიდოდნენ, მანიკამ თვალი მოავლო საკუთარ კარ-მიდამოს. 
-გადმოდი, - ალექსანდრე მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა მანიკას, ხელი ძლიერად ჩასჭიდა და სახლის უკან გაუძღვა. ნელა მიდიოდნენ. არცერთი ხმას არ იღებდა. ღელავდა მამაკაცი და ეს შფოთი მანიკასაც უმალ გადაედო.
-ლექსო ეს... - გოგონამ ეზოს თვალი მოავლო და აღელდა. ცენტრში პატარა მრგვალი მაგიდა ორ კაცზე გაეშალათ, მთელს ეზოში მოელვარე სანთლები ძალიან რომანტიკულ გარემოებას ქმნიდნენ. მაგიდას რომ მიუახლოვდნენ, ჰაერში სასიამოვნდ გაიფრქვა Erik Satie - Trois Gymnopédies: No. 1. მამაკაცმა მანიკას ორივე ხელი ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა. ძალიან ღელავდა მანიკა, თვალები სიხარულისგან უელავდნენ, - კი მაგრამ, რა ხდე...
-ჩუ, ჩუმად, - წელზე ხელი შემოხვია და ნელა აჰყვნენ მუსიკას, - ულამაზესი ხარ! - ყურთან უჩურჩულა და ძალიან ფრთხილად აკოცა ყელში. მანიკა გაინაბა, ორივე ხელი კისერზე მოხვია და მამაკაცის გულ-მკერდს მიეხუტა. ცოტაც და ტირილს დაიწყებდა ბედნიერებისგან. ჰაერი აღარ ყოფნიდა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ალექსანდრეს შეიძლება ასეთ რამ მოეფიქრებინა და გაეკეთებინა, - მანიკა, რაღაც უნდა ვაღიარო, თორემ ცოცხლად შემჭამს ეს უთქმელობა, - მანიკამ თვალების ხამხამით ახედა საყვარელ მამაკაცს, - ძალიან მიყვარხარ! - ღიმილით წარმოთქვა მამაკაცმა, - ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ქალი ხარ. ჩემი წამალი ხარ, ჩემი სიცოცხლის ელექ, - გაეცინა, - და დიდხანს რომ არ ვილაპარაკო პატარა სულელი, შეყვარებული ბიჭივით, - ალექსანდრემ ცალი ხელით ჯიბიდან ყუთი ამოიღო, - მანიკა ლაცაბიძე, თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე?
მანიკა გაშრა. დაიბნა. ყველაფერს ელოდა ამის გარდა. ისე ჩქარა მოხდა ეს ყველაფერი. თავიდან ეგონა სიზმარში ვარო, მერე ისიც გაიფიქრა, იქნებ ეს რაიმე ხუმრობააო. თვალები ცრემლებით აევსო. ხმას ვერ იღებდა.
-მანიკა, რა გატირებს? - ნიკაპი ზევით ააწევინა და ღიმილით შეხედა ქალს.
-შენ რა, მართლა გინდა რომ ცოლად მომიყვანო?...
-რამდენს ფიქრობ, ჩიტუნია, - გაიცინა ლექსომ და გოგონა გულში ჩაიხუტა, - მართლა ძალიან მინდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ჩემი იყო. მაპატიე ყველაფერი. აქამდე ვერ დაგიცავი ტკივილისგან, პირიქით, მე ყველზე მეტი მოგაყენე, მაგრამ გპირდები, უზომოდ ბედნიერები ვიქნებით.
-ალექსანდრე, ძალიან მიყვარხარ! - მამაკაცის მკლავებში ამოიტირა გოგონამ.
-და... შენი პასუხი ჩემს კითხვაზე არის?? - სიცილით კითხა ლექსომ.
-კი! თანახმა ვარ! - მამაკაცს შემოეხვია და ტუჩებში ეძგერა.
-როგორ ერთბაშად გათამამდი ! - გაეცინა მამაკაცს და მანიკას სკამი გამოუწია დასაჯდომად.
-ლექსო, ხომ კარგად ხარ? - კითხა შეპარვით ქალმა.
-ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, - გაეცინა მამაკაცს და პერსონალს ანიშნა ვახშამო შემოიტანეთო. თავად კი ბოკლებში ღვინო ჩამოასხა.
-ბევრი გიწვალია, - გაეცინა მანიკას და ცალი ხელი მამაკაცის ხელს ჩასჭიდა, - მადლობა ამ ყველაფრისთვის.
-ეს არაფერია ჩემო ცხოვრებავ. ძალიან მინდა რომ ჩემი შეცდმა გამოვისყიდო და ის დრო დაგავიწყო, რაც ჩემს გამო მარტომ გაატარე ტკივილში, - ხელზე აკოცა და ვახშამს მიუბრუნდა. 
უხმოთ ივახშმეს. ძალიან მოშიებოდათ დაღლილობისგან თუ მღელვარებისგან.

შიშველი იწვა მამაკაცის მკლავებში და ფეხები მის ფეხებში გაეხლართა. ალექსანდრე ნაზად ეფერებოდა თმაზე და აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. 
-რომ გაიგებენ ჩვენზე , რა რეაქცია ექნებათ? - იკითხა მანიკამ.
-მაგაზე არ იღელვო, ყველამ ყველაფერი იცის უკვე! - გაუღიმა მამაკაცმა და შუბლზე აკოცა.
-ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, - მამაკაცის თითებს მიეფერა გოგონა.
-მეც, მაგრამ მაინც ძალიან ნაწყენი ვარ შენზე! 
-ყოველდღე უნდა მახსენო? - გაეღიმა მანიკას.
-როგორ არ მითხარი რომ ორსულად იყავი! 
-ხომ გეუბნები, შემეშინდა ალექსანდრე. შენი გარემოცვა გამანადგურებდა. ხომ იცი, სტატიას სტატიაზე დაწერდნენ, აბორტს მომთხოვდნენ, ან ბავშვის დატოვებას და ჩემს გაქრობას. შემეშინდა რომ შენი საცოლე გიყვარდა და მე ოჯახს დაგინგრევდი, შენს რეპუტაციას ბოლოს მოვუღებდი.
-ძალინ ბევრი ფიქრი გიყვარს, ნეტავ როგორ გეტევა ეგ ფიქრები ამ პატარა თავში, - გაიცინა ლექსომ, - რომ გეთქვა შენგან შვილი მყავსო, დაგავლებდი ხელს და გაგიტაცებდი.
-სად გამიტაცებდი, ვერ ხარ? - გაეცინა მანიკას, - შენ მითხარი, ისე მოიქეცი, რომ ვითომ ჩვენს შორის არაფერი არსებულაო, ხოდა მეც დაგიჯერე.
-ცუდად მოქცეულხარ, - სევდიანად ჩაიღიმა მამაკაცმა.
-ძალიან მიყვარხარ ალექსანდრე. ყოველ წამს ვწყევლიდი, შენს გარეშე გატარებულს. არასდროს მჯეროდა ასეთი სიყვარულის, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად მიყვარდი, პატივს გცემდი და გაფასებდი. 
-მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო ცხოვრებავ! - გაუღიმა და გულში მიიხუტა.

ალბათ სადღაც სამყაროში არსებობს ბედნიერი დასასრულები. სადაც სიყვარული იმარჯვებს, ყველა დაბრკოლებას უმკლავდება და ორი სიყვარულით ანთებული სხეული 7 მილიარდ ადამიანში პოულობს ერთმანეთს.
 ყველაფერმა უქორწილოდ ჩაიარა. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო პრესაში გავრცელდა. თუმცა არავის ეცალა ჟურნალ-გაზეთების საკითხავად.
 მანიკა უზომოდ ბედნიერი იყო. ალექსანდრე მშვიდი, დემეტრე გახარებული.
 კოჯორში გადავიდნენ საცხოვრებლად, სანამ ალექსანდრე თბილისში შეიძენდა ოჯახისთვის შესაფერის სახლს. 




***

-დემეტრე, ბავშვი არ წააქციო, - გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსე მანიკამ შვილს, რომელსაც ბავშვისთვის ხელი ჩაეჭიდა და სასრიალოსკენ მიათრევდა.
-არა, დე, არ წავაქცევ! - სიარულს შეუნელა დემეტრემ.
-შემოდით ახლა, აცივდა უკვე, თან სანამ მამიკო მოვა მოწესრიგდით რომ ერთად ვივახშმოდ.
-მამააა! - დემეტრემ ხელი უშვა პატარა დაიკოს და მამისკენ გაიქცა. პატარას შეეშინდა და ტირილი დაიწყო. მანიკას მაინც მოუწია ეზოში გამოსვლა, ქმარს თბილად გადახედა და ძლივს დაიხარა ნიტას ხელში ასაყვანად. 
-პატარა, ხომ გითხრა ექიმმა ბავშვებს ხელში ნუ აიყვანო, - გამობურცულ მუცელზე მოეფერა და ნიტა თავის მკლავებში გადაიყვანა.
-დღეს ადრე მოხვედი, - ლოყაზე აკოცა მამაკაცს და სახლში შევიდნენ. 
-მომენატრეთ და იმიტომ, - თბილად გაუღიმა ცოლს, - ჩემო ლამაზო! - ფრთხილად წაეტანა მის ტუჩებს, - დღეს როგორ ხარ? ძალიან გაწვალდი?
-არა, მთელი დღე ეზოში ვიჯექი. მერე დათომ დემეტრე მოიყვანა, ნიტას ძილის დროც იყო და დათო და თამრო ადრე გავუშვი. ვიფიქრე მე თვითონ მოვამზადებდი ვახშამს.
-თავს ნუ დაიტვირთავ კარგი? 
-ნუ ნერვიულობ ალექსანდრე, ორსულად ვარ, ავად კი არა, - გაიღიმა მანიკამ.
-ექიმის რეკომენდაციები უნდა ავასრულოთ, ხომ იცი რომ მძიმე ფეხმძიმობა გაქვს! - შეშფოთებით თქვა ალექსანდრემ და ხელების დასაბანად გაემართა.
-წიწილებო, აბა ჩაჰკიდეთ ხელი ერთმანეთს და მიჰყევით მამას უკან.
წინასწარ გაწყობილ მაგიდაზე კერძიც დადო. 


-ლექსო! - მეუღლისკენ გაიხედა ნახევრად მჯდარმა მანიკამ.
-ხო, პატარა, - წიგნიდან თავი ამოჰყო მამაკაცმა.
-დღეს მთელი დღეა მომატებული მაქვს ტონუსი.
-ხომ გითხარი, რატომ არავის არაფერში იხმარ?
-არავის დახმარება არ მინდა და იმიტომ, - ცრემლები აკიაფდნენ გოგონას თვალებში.
-ახლა უნდა იტირო მანიკა და გამაგიჟო? - ცოლს ხელები მოჰკიდა სახეზე.
-არ გაგიჟდე! - გაიბუტა მანიკა.
-ჩემო ლამაზო, ნუ იტირებ კარგი? გინდა დავურეკავ ექიმს და ახლავე მოვა.
-არა, შენი ჩახუტება მინდა, - ამოიკრუსუნა და ქმრისკენ მიჩოჩდა.
-ჩემი სულელი. ამხელა კაცს როგორ მასულელებ ასე ძალიან.
-ვაიმე, ალექსანდრე, მგონი დაიწყო, - წამოიყვირა მანიკამ.
-წ....ბი დაღვარე?
-მგონი კი! - ტკივილისგან სახე დაეჭყანა გოგონას. ალექსანდრემ საბანი გადასწია და ლოგინი შეამოწმა.
-წამოდი ჩემო პატარა, ხელი მომკიდე და წავიდეთ კლინიკაში. დედაჩემს დავურეკავ და გამოვა ბავშვებთან. 
 სანამ ალექსანდრე მანიკას დამშვიდებას და ყველა საჭირო ნივთის მოძებნას მოასწრებდა, ნანა და დიმიტრიც გამოიქცნენ შვილიშვილებთან.
-მტკივა! 
-მანიკა, ღრმად ისუნთქე.
-ყველას გააგებინე იცოდე! - შეუბღვირა ალექსანდრეს და ძლივს მოთავსდა ავტომობილის წინა სავარძელზე.
-ჩუ, ნუღა ლაპარაკობ.
-ალექსანდრე, - ჩქარა სუნთქავდა მანიკა.
-ხო ჩემო პატარა, - თბილად გადახედა ცოლს და ხელი დაუჭირა.
-იცი, ყოველთვის, ყველაზე მეტად რა მინდა?
-მე, სექსი და სიგარეტი, - სიცილით გაიხსენა ლექსომ.
-ოოფ, არა! - გაბუტულმა ჩაილაპარაკა მანიკამ.
-აბა რა ჩემო ცხოვრება.
-მე, შენ და ჩვენი შვილები!

დასასრული.



№1 სტუმარი სტუმარი ....

კარგი ისტორიაა მაგრამ რედაქტირება ესაჭიროებააა ერთმაენთზეგადაბმულიი წინა სამი თავი რომ არა საერთო გამიჭირდაა ერთამეთისგან გარჩევაა რომელი პერსონაჯი რას იძახდა

 


№2 სტუმარი mære

სტუმარი ....
კარგი ისტორიაა მაგრამ რედაქტირება ესაჭიროებააა ერთმაენთზეგადაბმულიი წინა სამი თავი რომ არა საერთო გამიჭირდაა ერთამეთისგან გარჩევაა რომელი პერსონაჯი რას იძახდა

ჩემი ბრალი არ არის, ცუდად აიტვირთა საიტზე. 3ჯერ დავარედაქტირე და ისე დავდე, მაგრამ.. არ ვიცი :(

 


№3 სტუმარი ტაისა

მომეწონა, საინტერესოდ იკითხებოდა <3
წარმატებები!

 


№4 სტუმარი mari

საშინელება იყო.
რაზე დავკარგე ეს დრო

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამო

მომეწონა, კარგი იყო heart_eyes

 


№6 სტუმარი Nino

Dz momewona miyvars aseti dasasruli warmatebebi

 


№7 სტუმარი ეკა

ძალიან კარგი იყო . ვისაც არ მოეწონა თვითონ დაწეროს უკეთესი . ამ დაძაბულ დროს დიდი სიამოვნებით წავიკითხე .
გაიხარე

 


№8 სტუმარი სტუმარი mira

didi xania ase ar momwonebia istoria.emociebit var savse mteli game gavatene.

 


№9 სტუმარი სტუმარი ქრისტი

ძალიან კარგი იყო ❤️❤️ მადლობა თქვენ ❤️????❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთო

რამდენი ასეთი ისტორია წამიკითხავს, მაგრამ ასე რელურად, დეტალებამდე დაწერილი ისტორია მე აქ არ მინახავს. ძალიან ვისიამოვნე, ემოციების ზღვაში მაბანავე, მანიკას ტკივილი და სიყვარული ბოლომდე გავიზიარე.
ეს პირველი ისტორიაა შენი? ძალიან მინდა წერო კიდევ ბევრი და უამრავი მკითხველის გული გაახარო. ღირდა მთელი ღამის გათენება ამად

 


№11 სტუმარი სტუმარი gvantsa

ძალიან მომეწონაა,ახალ ისტორიას დაველოდები სიამოვნებით : ))

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

თბილი ისტორია ლამაზი დასასრულით მომეწონა❤️❤️❤️ძალიან

 


№13  offline წევრი haddes

მომეწონა თბილი და საყვარელი ისტორია იყო ❤

 


№14  offline წევრი თ.მ

მომეწონა ძალიან. ბანალურად არ განვითარდა და ჩემი აზრით ყველაფერი ძალიან რეალურად იყო აღწერილი❤

 


№15 სტუმარი სტუმარი Eka

Dzalian dzlian magari iyoo,uufff super

 


№16  offline წევრი Mæra

ტაისა
მომეწონა, საინტერესოდ იკითხებოდა <3
წარმატებები!

სტუმარი Eka
Dzalian dzlian magari iyoo,uufff super

თ.მ
მომეწონა ძალიან. ბანალურად არ განვითარდა და ჩემი აზრით ყველაფერი ძალიან რეალურად იყო აღწერილი❤

haddes
მომეწონა თბილი და საყვარელი ისტორია იყო ❤

სტუმარი მარიამი
თბილი ისტორია ლამაზი დასასრულით მომეწონა❤️❤️❤️ძალიან

სტუმარი gvantsa
ძალიან მომეწონაა,ახალ ისტორიას დაველოდები სიამოვნებით : ))

სტუმარი ქეთო
რამდენი ასეთი ისტორია წამიკითხავს, მაგრამ ასე რელურად, დეტალებამდე დაწერილი ისტორია მე აქ არ მინახავს. ძალიან ვისიამოვნე, ემოციების ზღვაში მაბანავე, მანიკას ტკივილი და სიყვარული ბოლომდე გავიზიარე.
ეს პირველი ისტორიაა შენი? ძალიან მინდა წერო კიდევ ბევრი და უამრავი მკითხველის გული გაახარო. ღირდა მთელი ღამის გათენება ამად

სტუმარი ქრისტი
ძალიან კარგი იყო ❤️❤️ მადლობა თქვენ ❤️????❤️

სტუმარი mira
didi xania ase ar momwonebia istoria.emociebit var savse mteli game gavatene.

სტუმარი მარიამო
მომეწონა, კარგი იყო heart_eyes

ტაისა
მომეწონა, საინტერესოდ იკითხებოდა <3
წარმატებები!


ყველას უღრმესი მადლობა. მიხარია თუ მოგეწონათ ეს საკმაოდ ბანალური ისტორია <3

 


№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან საოცარი საინტერესო სიყვარულის ისტორია რომელიც გულს გაგითბობთ, ძალიან მომეწონა სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო რას ვგრძნობ აღფრთოვანებული ვარ წერეთ რაც შეიძლება ბევრი რადგან საოცრად წერთ წარმატებები მადლობა ♥️????????????

 


№18  offline წევრი დელირიუმი

ძალიან მომეწონა ❤❤❤ სულ უნდა წერო

 


№19 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო მომეწონა საინტერესო წასაკითხია საოცარი ნაწარმოებია საოცარი სიყვარულით მეგობრობით ბევრი იტანჯება მაგრამ ბოლოს მაინც წყვილიმა ბედნიერება დაიმსახურა ველოდრბი ახალი ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????♥️♥️♥️

 


№20 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

ძალიან კარგია.ბევრი კი ვინერვიულე მონიკაზე მაგრამ მჯეროდა შერიგდებოდენ.ბაბუასაც ხომ მოულბენ ქვა გული.ხომ მიხვდა რომ მარტო მანიკას შეეძლო ლექსოს გაბედნიერება.დიდად ვისიამოვნე.მადლობაა.ზოგის უაზრო კრიტიკები არ მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent