შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მეზობლად -III-


13-04-2020, 10:35
ავტორი ბეატრისი
ნანახია 1 334

______

ყოველთვის საშინლად მშურდა იმ ადამიანების რომლებსაც შეეძლოთ იმ დონეზე დამთვრალიყვნენ რომ მეორე დილით არაფერი არ ხსომებოდათ. სისულელეებს ჩაიდენდნენ და ივიწყებდნენ, თითქოს არც კი მომხდარა. მშვენიერი გამოსავალია თქვა, ისე დავთვერი არაფერი მახსოვს… მაგრამ არსებობენ ჩემნაირებიც, ვისაც ყველაფერი დეტალურად ახსოვთ, ყველა სისულელე და ყველა შეცდომა…
დილით ნატას კისკისმა გამაღვიძა. თავი ტკივილისგან საშინლად დამძიმებოდა. ნელ-ნელა ავდექი საწოლიდან და ზლოზინით გავედი სამზარეულოში.
_მე კიდე ვიფიქრე ნასვამი ვიყავი და არასწორად მახსოვსთქო._ტელეფონზე საუბრობდა ჩემი მეგობარი.
სანამ ნატა ჩემთვის მოიცლიდა თავი მოვიწესრიგე და ყავაც გავიმზადე. მერე ფიქრებს შევყევი და წინა ღამე ამომიტივტივდა გონებაში. საბოლოოდ კი თავის ტკივილმა კლების ნაცვლად - იმატა.
_ზურა იყო…_ნატას სიტყვებმა გამომაფხიზლა._გუშინ ცოტა რომ დალია გათამამდა ბიჭი, მითხრა თუ ჩემთან ურთიერთობა გინდა ნოეს დაველაპარაკებიო.
_მაგარია!_ვუთხარი ნატას და ისევ ფიქრებში გადავეშვი.
ნოე ალბათ საშინლად ნაწყენი იქნებოდა ჩემზე და არც კი ვიცოდი როგორ გამომესწორებინა ჩემი საქციელი. ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ვიყავი მიჩვეული და ზოგადად თავს დამნაშავედ იშვიათად ვგრძნობდი, მაგრამ ეს სწორედ ის გამონაკლისი იყო როდესაც დამნაშავეც ნამდვილად მე ვიყავი და შესაბამისად ბოდიშც მე უნდა მომეხადა, მაგრამ განა ერთი სიტყვა რამეს შეცვლიდა?
_თათა!_ისევ ნატას ხმამ გამომაფხიზლა._რა გჭირს?
_რა მჭირს?_კითვა დავუბრუნე.
_ამდენიხანია გელაპარაკები და შენ ჰაერში დაფრინავ.
_მაპატიე, ვერ გამოვიძინე კარგად…
_მოკლედ მე უნდა წავიდე და საღამოს ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები.
_ასე ადრე?_საათს გავხედე მე.
_ჰო, ჯერ ნოესთან ჩავალ.
_ნოესთან?_მისი სახელის ხსენებაზე ყურები დავცქვიტე.
_მარტოა და რამეს გავუმზადებთქო ვიფიქრე. წეღან დავურეკე, საუზმეზე დავპატიჟე მაგრამ არ ამოვიდა.
_რატომ?
_რავიცი აბა, არ მინდაო…_მხრები აიჩეჩა._საღამოს მასთან ვიკრიბებით. მე გადავწყვიტე ტორტი ვაჩუქო…
_მგონი ჩემზეა ნაწყენი, გუშინ რაღაც ვუთხარი და…
_შენზე?_გაეცინა ნატას._არამგონია, ეგრე თქვენ სულ რაღაცეებს ეუბნებით ერთმანეთს. სულ კინკლაობთ.
_მგონი ამჯერად ზედმეტი მომივიდა.
_რა უთხარი ასეთი?
_სამსახურზე ვეხუმრე… ოღონდ ცუდად გამომივიდა.
_მაინც არამგონია წყენოდა._ხელი აიქნია ნატამ._შეეზარა ალბათ ამოსვლა._დამამშვიდა მან._მოკლედ წავედი!
ნატამ სასწრაფოდ აიღო საჭირო ნივთები და ელვის სისწრაფით გავარდა სახლიდან.
მართალია ჩემი მეგობარი ვერ დავარწმუნე მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი ნოე ჩემზე საშინლად ნაწყენი იყო. რამე უნდა მეღონა და უნდა შემომერიგებინა. თუმცა სანამ ამის გეგმას დავსახავდი ჯერ სამსახურში უნდა წავსულიყავი, რაც უაზროდ და უზომოდ მეზარებოდა.
ასეთი მოუწერიგებელი სააგენტოში პირველად მივედი, არ მაინტერესებდა რა მეცვა, როგორი მაკიაჟი მეკეთა, რომელი სუნამო მივიპკურე ან რომელი ბრენდი ჩანთა შევუხამე ჩაცმულობას.
დღე საშინლად გაიწელა, ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა რომ ნოეს ვაწყენინე. არც კი ვიცი რატომ მომივიდა აზრად ასეთი რამ მეთქვა მისთვის. უფრო სწორად უარესებიც მითქვამს, და გვითქვამს ერთმანეთისთვის მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევა იყო.
დღის დასრულებას ვერ დაველოდებოდი, შუადღისას უფროსთან შევედი და ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ სააგენტოდან წამოვედი. გადავწყვიტე ნოესთვის დაბადების დღის საჩუქრად რაიმე სუნამო შემერჩია, საღამოს ვაჩუქებდი და შევეცდებოდი მისთვის ბოდიში მომეხადა, თუმცა ბოდიშის მოხდა ნამდვილად არ მეხერხებოდა…
_თათა…_სუნამოების მაღაზიაში შესულს მომესმა ნაცნობი ხმა.
_დე!_სიხარულისგან შევვიყვირე როდესაც იქ დედა დამხვდა.
დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. თუ რამით შემიძლია ვიამაყო ცხოვრებაში ეს ჩვენი მეგობრობაა, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებაა. ოჯახის შექმნაზე ყოველთვის ვოცნებობდი, და როდესაც ამ ოცნებებს შევყვებოდი აუცილებლად წარმოვიდგენდი რომ ზუსტად ისეთი დედა ვიყავი შვილებისთვის როგორიც მაკა იყო ჩემთვის. სულ ვცდილობდი ყველა მისი ჩვევა ამეთვისებინა, დაწყებული იქედან თუ როგორ სვამდა ყავას, დამთავრებული იქამდე თუ როგორ ხვდებოდა სამსახურიდან დაბრუნებულ მამას.
მოკლედ რომ გითრათ მას ჩემს საუკეთესო მეგობრად ვთვლიდი. მისი იმედი ყოველთვის მქონდა და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც ყოველთვის დედის კალთას ვაფარებდი თავს.
_რა გჭირს?_მაშინვე მკითხა მაკამ.
_შენ რას გამოგაპარებ._ჩამეცინა და დედას გადავეხვიე._გუშინ საშინლად დავთვერი… ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე.
_ოთო არ შეგხმიანებია?
_არა…
_ამიტომ ხარ ასე ყურებ ჩამოყრილი?
_არაა. გეფიცები ახლა მასზე საერთოდ არ ვფიქობ._თვალები გადავატრიალე, ვითომ წინა დღეს მთელი საღამო მის გამოჩენას სულაც არ ველოდი.
_აბა რა მოხდა? სიმთვრალე ერთია, მაგრამ სახეზე გეტყობა რაღაც გაწუხებს.
_მე და ნოემ ვიკამათეთ.
_რამე სერიოზულია თუ ისე როგორც ყოველთვის?
_თავიდან ისე დავიწყეთ როგორც ყოველთვის, მაგრამ ბოლოს ძალიან ცუდი რამ ვუთხარი…_ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე და მავედრებელი თვალებით შევხედე დედას.
_მაინც რა?_დაინტერესდა მაკა.
_მოკლედ ონლაინ კაზინოში თამაშობდა, მეც იქ ვიყავი და მითხრა შენც ითამაშეო, და თუ რომელიმე მოვიგებთ ჯეკპოტს - გავიყოთო… საბოლოოდ მე დავარტყი კლავიატურას ხელი და ჯეკპოტი ამოვიდა. ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ მე რომ მეგონა ხუთი მილიონი მოვიგეთ, თურმე ხუთი ათასი მოგვიგია. ჰოდა ამ ფაქტით განბრაზებულმა ვუთხარი ეგ გროშები არავის გაუხარდებოდა თუ არა კარადების მუშასთქო._რა თქმა უნდა ყველა დეტალი არ მომიყოლია, დედა ალბათ გაგიჟდებოდა რომ გაეგო ნასვამი ნოეს “ვეცი” და კოცნა დავუწყეთქო.
_ხანდახან როგორ გავხარ მამაშენს!_თავი გააქნია მაკამ._ყველგან ფული გელადებათ ნოდიებს. არ შეიძლება ასე, ყველათვის არ არის მთავარი მატერიალური ბედნიერება, ზოგს ავეჯზე მუშაობა სიამოვნებს და მზად არის ნაკლები ხელფასის სანაცვლოდ მთელი ცხოვრება ეს აკეთოს, სულაც არ სჭირდება შენი მილიონები.
_კარგი რა დედა…
_წარმომიდგენია როგორ ატკინე გული იმ ბიჭს._ნელ-ნელა უფრო და უფრო ბრაზდებოდა._შენ რას მიაღწევდი ცხოვრებაში რომ არა შენი გარეგნობა?
_მაშინ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი. ბიზნესზე…
_ჰო, რა თქმა უნდა._ხელი ჩაიქნია დედამ._ფულის მეტი არაფერი გიტრიალებს მაგ თავში, არც შენ და არც მამაშენს. კიდევ კარგი გავშორდი.
_ჯერ არ გაშორებულხართ!
_ეგ ოფიციალურად!
_მოკლედ, ჩემ ლანძღვას თუ ოდესმე მორჩები იქნებ მითხრა რა გავაკეთო რომ ნოემ მაპატიოს.
_არ ვიცი…_თავი გააქნია მაკამ._პირველ რიგში პატიება უნდა თხოვო და აუხსნა რომ სულელი ხარ და გაუაზრებლად წამოგცდა.
_დღეს დაბადების დღე აქვს და ვფიქორბ რაიმე სუნამო ავურჩიო.
_უი ეგ აღარც მახსოვდა, 13ში შენ გაქვს და 14ში მას._თვალები დააწვრილა დედამ და რაღაცაზე ჩაფიქრდა._სუნამო რა საჩუქარია?_მკითხა ბოლოს მან.
_აბა რა უნდა ვაჩუქო? დეოდორანტი?
_რა დეოდორანტი?_თვალები დაქაჩა დედამ, აქაო და ხომ არ შეიშალო._რამე ისეთი უყიდე რაც მხოლოდ მას გაუხარდება, დაფიქრდი რა უყვარს, რა სიამოვნებს, რა არის მისი ჰობი და ამის მიხედვით აარჩიე.
_მე რა ვიცი რა უყვარს?!
_როგორ არ იცი? ხომ მეგობრობთ?
_ჰო, მაგრამ…
_რა მაგრამ? აი მაგალითად, წიგნების კითხვა უყვარს?
_რავიცი აბა, მე არასდროს მინახავს რომ კითხულობდეს.
_აბა რას აკეთებს ხოლმე?
_მუსიკებს უსმენს სულ. როცა ერთად ვიკრიბებით პირველი რასაც აკეთებს მუსიკებს რთავს ხოლმე… ამბობს ასე უკეთესად მამახსოვრდება ერთად გატარებული დღეებიო. მომწონს როდესაც ყველა სიტუაციას თავისი მუსიკა ადევს ფონადო.
_ჰოდა რამე ისეთი უყიდე რაც მუსიკას ეხება.
_ეარპოდები!_წამოვიძახე გახარებულმა._მაგრამ მაგას აიფონი არ აქვს…
_ჰოდა ეგეც უყიდე._შემომთავაზა დედამ.
_გაგიჟდი? მაგას არ აიღებს. იცი რას ვიზამ, ეარპოდებს და აიპოდს ვუყიდი, თან ეფლიდან რაღაც მუსიკებს გადმოვუწერ და კარტაზე ფულსაც დავრიცხავ თვითონაც რომ გადმოწეროს.
_ბოლომდე ვერ გავიგე რას გულისხმობ, მაგრამ მგონი კარგად ჟღერს._ჩაეცინა მაკას.
_წამო რა აიპლიუსში წავიდეთ._მკლავი გამოვდე დედას.
_მე ვერ წამოვალ._ცივად მომიშორა მან._სუნამო უნდა ავარჩიო და თან მერე მირიანს ვხვდები.
_მაგ კაცს კიდევ ხვდები?
_მაგ კაცს კიდევ დიდხანს შევხვდები როგორც ვატყობ და ასე რომ შეგიძლია მის მიმართ აგრესია ნელ-ნელა შეამცირო. როცა დრო მოვა გაგაცნობ და დამიჯერე ინანებ რომ უმიზეზოდ ამოითვალწუნე.
_კარგი, კარგი! წავედი მე…_დედას ისევ გადავეხვიე._კიდევ კარგი შეგხვდი, ნამდვილად არ გავუწირივარ ღმერთს._თვალი ჩავუკარი, ხელი დავუქნიე და მაღაზიიდან გამოვედი.
***
როგორც კი საჩუქარი ვიყიდე მაშინვე სახლისაკენ გავეშურე. გადავწყვიტე ჯერ წყალი გადამევლო, ცოტა მოვწესრიგებულიყავი და ნოესთან მერე ჩავსულიყავი.

მის კართან რომ მივედი ღრმად ჩავისუნთქე, მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე, მერე გულში ღმერთს შევევედრე ძალა მოეცა ზუსტად ის მეთქვა ნოესთვის რასაც მთელი დღე გონებაში ვგეგმავდი და ბოლოს გაუბედავად დავრეკე ზარი.
ნოემ კარი გააღო და ხმის ამოუღებლად მომაშტერდა.
_შემოვალ ხო?_ვიკითხე მორიდებულად.
_მოდი.
_მარტო ხარ?
_ჰო.
_როგორ ხარ?_სასტუმრო ოთახისკენ გავემართე.
_კარგად. გინდოდა რამე?_უხეშად მკითხა მან.
_ჰო…
_რა?_ხელები ერთმანეთში გადახლართა და თვალი თვალში გამიყარა._ააა, ვიცი რაც გინდა._მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჰაერში ასწია, მერე ოთახიდან გავარდა და მალევე დაბრუნდა._ამას ეძებდი?_მკითხა და ჩემი საცვალი გამომიწოდა._თავიდან ვიფიქრე გადავაგდებთქო, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ორ მილიონნახევარი ღირს და…
_კარგი რა!_გავბრაზდი და ჩემი კუთვნილება ხელიდან გამოვსტაცე._სხვათაშორის მე აქ ბოდიშის მოსახდელად მოვედი და კეთილი ინებე, ირონიული ტონი მოიშორე და მომისმინე.
_შენ და ბოდიში?_ჩაეცინა ნოეს.
_ჰო!
_მიდი აბა გისმენ!
_ოოო, ასე ნუ მძაბავ!_ხელი ავიქნიე.
_ძალიან სასაცილო ხარ.
_სულაც არა, უბრალოდ რთულია ბოდიშის მოხდა, თუმცა ახლა აუცილებელი რადგან არ უნდა მეთქვა ის რაც გითხარი. გეფიცები საშინლად ვნანობ!
_მაგრამ?_თქვა ნოემ და ცალი წარბი აქაჩა ზემოთ.
_რა მაგრამ?
_ანუ ახლა უნდა თქვა, მაგრამ ამიტომ და ამიტომ გითხარიო…
_არანაირი მაგრამ. არ უნდა მეთქვა, შეცდომა იყო, გაუაზრებელი შეცდომა! გულრწფელად ვნანობ, დამიჯერე გთხოვ. აი რასაც მეტყვი ყველაფერს შეგისრულებ ოღონდ მაპატიე!_მივუახლოვდი ნოეს და ისეთი საწყალი თვალებით შევხედე ზუსტად ვიცოდი ამ მზარას ვერ გაუძლებდა.
_კარგი, კარგი. აღარ გვინდა ეს ბოდიშები თორე მგონია სხვა ადამიანი ხარ._მითხრა მან და იქვე დივანში ჩაეშვა_არც მე ვიყავი მართალი როდესაც გაკოცე…_დაამატა ბოლოს.
_მე გაკოცე._გამეღმა და გვერდით მივუჯექი.
_მეც… და კიდევ კარგი გავჩერდით…
_კიდევ კარგი…_გავიმეორე მეც.
_მოკლედ დავივიწყოთ გუშინდელი ღამე და ძველებურად დავჭამოთ ხოლმე ერთმანეთი!
_კარგი!_დავეთანხმე აუღელვებლად, თუმცა შინაგანად ისეთი გახარებული და ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ წამს მარტო რომ ვყოფილიყავი აუცილებად ცეკვას და ხტუნვას დავიწყებდი._ნახე, ეს შენი საჩუქარია!_გავუწოდე პარკი.
_ვა! ეფლმა სუნამოები გამოუშვა?_გაიკვირვა ნოემ.
_რა სუნამოები?
_აბა დეოდორანტი?
_კარგი რა!_მხარზე დავარტყი ხელი.
_მოიცა, აბა წელს რაიმე განსაკუთრებული შეარჩიე?_ისევ დამცინოდა ის.
_გახსენი ბოლოს და ბოლოს!
_ვაა!_აიპოდისა და ეარპოდების ყუთები შეათვალიერა მან._ხშირად უნდა მაწყენინო ხოლმე…
_იდიოტო!
_ძალიან კი დახარჯულხარ…
_ეგ არაფერია, მთავარია მოგეწონა. სხვათაშორის რაღცეები ჩემი გემოვნებით ჩაგიწერე და შეგიძლია შეაფასო.
_აუცილებლად! მოკლედ დიდი მადლობა, მართლა მომეწონა!
_არაფრის!_გახარებულმა შემოვძახე.
ნოემ ცოტახანს კიდე ათვალიერა მისი ახალი “სათამაშოები”, ხან რა მკითხა და ხან რა, აშკარად ძალიან გაუხარდა და მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ფაქტით.
უფრო მეტად კი ის მახარებდა რომ გულიდან მძიმე ლოდი მოვიშორე და ბოდიში მოვუხადე. იქნებ ბოლომდე ვერც მაპატია, იქნებ დარჩა კიდევაც წყენა მის გონებაში, მაგრამ რაც მთავარი იყო ძველებურ ურთიერთობას დავუბრუნდებოდით და ნელ-ნელა გამოვასწორებდი ჩემს შეცდომას. ვერც კი წარმომედგინა მის გარეშე ჩემი ცხოვრება… არ არსებობდა ჩემს გონებაში დღე რომელსაც მის გარეშე გავატარებდი…
***
პირველი ნატა მოვიდა, ტორტით ხელდამშვენებული, შემდეგ ანა და ნიკა, და საბოლოოდ ზურაც შემოგვიერთდა. მშვენივრად ვატარებდით დროს, ვსაუბრობდით ათასგვარ თემაზე და მივირთმევდით გემრიელად.
მთელი საღამო ნოეს არ მოვშორებივარ. კუდში დავყვებოდი პატარა ბავშვივით და ვცდილობდი მისთვის ყველანაირად მესიამოვნებინა.
_თქვენ რა გჭირთ?_არ გამორჩენია ნატას ეს ამბავი.
_შევრიგდით._გახარებულმა მივახალე და ნოეს მივეხუტე.
_უთხარი?_გამომხედა ნოემ გაკვირვებულმა.
_ნუ რატომ ვიკამათეთ ეგ არა, მაგრამ რომ ვიკამათეთ ეგ - კი!
_აააა._პირი მოაღო მან._შევრიგდით და ალბათ კიდევ ერთი ან ორი საათი არ ვიკამათებთ, ასე რომ დატკბით!_ახარხარდა და ხელი გადამხვია.
_რაღაც ვერ გეგუებით ასე შეხმატკბილებულებს._გაეცინა ნატას და ლუდი მოსვა.
_მგონი კარზეა ვიღაც._წამოხტა ანა კარის გასაღებად.
მალევე დაბრუნდა უკან ვიღაც უცნობ გოგონასთან ერთად.
_ელენე?_წამოიძახა ნატამ._რა მაგარია რომ მოხვედი!
_არ მეგონა თუ მოსვლას აპირებდი!_დაამატა ნოემ, მერე ჩემზე გადახვეული ხელი სწრაფად მომაშორა და უხერხულად შეიშმუშნა.
_დაბადების დღის მოლოცვა მინდოდა, არ მეგონა სტუმრები თუ გეყოლებოდა…
_მოდი, მოდი!_მოიპატიჟა ნატამ._ნოეს ძალიან გაუხარდა შენი ნახვა, ხომ ხედავ როგორ გაშტერებული გიყურებს. მიდი მიუჯექი და მე თეფშს მოგიტან!_ფეხზე წამოხტა ჩემი მეგობარი.
არც მე დავაყოვნე და არც ანამ და სასწრაფოდ სამზარეულოში გავყევით მას.
_ვინაა ეს?_იკითხა ანამ.
_გუშინ დილით ჩამოვედი ნოესთან, მეთქი თათას დაბადების დღისთვის ტანსაცმელს დავუუთოებთქო, ხოდა ელენე გამოტანტალდა სააბაზანოდან შიშველი._ჩუმად იცინოდა ნატა._ნაშაა რა…
_მერე დღეს რატომ მოვიდა?_ამჯერად მე ჩავერიე საუბარში.
_მე რავიცი, ალბათ გონია ნოეს უყვარს ან რამე ეგეთი. ცოტა გავერთოთ რა…
_კარგი რა ცოდოა!_თქვა ანამ.
_სულაც არა, არამგონია ნოეს ან რამე დაეძალებინა, ან რამეს დაპირებოდა!_მივუგე მე და სამზარეულო დავტოვე.
_ელენე, ნოეს საიდან იცნობ?_ნოეს და ელენეს პირისპირ მოვთავსდი.
_მეტროში გავიცანი გუშინწინ საღამოს! სხვათაშორის ძალიან სასაცილო და რომანტიკული ამბავია.
_ჰო არა?_გავუღიმე თბილად._ნოე ზოგადად ძალიან რომანტიკოსია. ეგაა გოგოებში არ უმართლებს.
_რატომ?_დაინეტერესდა ელენე.
_მე ვფიქრობ ზედმეტად ჩქარობს ურთიერთობებში… მაშინვე უყვარდება ხოლმე. აი მაგალიტად ამ შაბათს არ იყო მონიკა რომ გაგვაცანი, მიყვარს და მალე ოჯახს შევქმნითო?_ნოეს მივუბრუნდი ამჯერად._მეორე დღეს კიდე სალომე მოიყვანე… ისე სალომეც ძალიან გიყვარდა…
_ასე მალე გიყვარდება?_გაოცებულმა კითხა ელენემ.
_მგონი რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, შეიძლება რაიმე ტრამვა გადაიტანა ქალებთან მიმართებაში…_ისევ მე გავაგრძელე საუბარი._თუმცა შენ განსხვავებულად გიყურებს…_დავაიმედე ელენე.
კიდევ ათასგვარი სისულელე ვუთხარი ელენეს, ნოე კი ამ დროს თავდახრილი იჯდა და “ულვაშებში” იცინოდა.
სიმართლე რომ ითქვას ელენეს ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. არ ვიცი მაშინ რა მეტაკა, რატომ ვეღარ ვაჩერებდი ენას და რატომ ვცდილობდი საწყალი გოგო ჭკუიდან გადამეყვანა, მაგრამ თავის კონტროლი რომ დაკარგული მქონდა ამას გულახდილად ვაღიარებ.
_რას აკეთებ?_სამზარეულოში გასულს ნოე გამომყვა.
_რას უნდა ვაკეთებდე? წყალის დავლევას ვაპირებ._მხრები ავიჩეჩე და კარადიდან წყლის ჭიქა გამოვიღე.
_მაგას არ გეკითები…_ცალყბად ეღიმებოდა მას._ელენეს რეებს ეუბნები?
_რაიყო? ვერთობი უბრალოდ. შენ რა მართლა მოგწონს?
_კაი რა… ხომ იცი რომ მაგრად მკი*დია ელენეც და სხვა ყველა დანარჩენიც, უბრალოდ შენ ხარ რაღაც ძალიან აჟიტირებული.
_გეჩვენება.
_ვითომ?
_სხვა რა მიზეზი უნდა იყოს, უბრალოდ ვერთობი-მეთქი.
_მისმინე…_ნოე მომიახლოვდა და ჩუმად გააგრძელა საუბარი._გუშინ ღამით ძალიან, ძალიან დავთვერით და რაც მოხდა ყველაფერი გაუაზრებლად მოხდა. მე და შენ ერთმანეთი არანაირად არ გვიზიდავს…
_შენ გგონია ვეჭვიანობ?_ბრაზი შემეპარა ხმაში.
_უბრალოდ ზედმეტად ეუხეშები ელენეს.
_რა სისულელეა!_დავასკვენი მე.
აღარ გამიგრძელებია მასთან საუბარი. სასტუმრო ოთახში დავბრუნდი, ჩემი ტელეფონი მოვიძიე და გამოვაცხადე სახლში უნდა წავიდეთქო.
_ასე ადრე?_საათს დახედა ნატამ.
_ხვალ რეკლამაში მიღებენ, შამპუნის რეკლამაა და უნდა მოვემზადო, თმა მოვიწესრიგო. სხვათაშორის,_ელენეს მივუბრუნდი მე._კიდევ ერთი გოგო ჭირდებათ, დაზიანებული და უხეში თმებით და შემიძლია რეკომენდაცია გაგიწიო. ნოეს ჩემი ნომერი თხოვე და დამიკავშირდი!
ვუთხარი და მაშინვე დავტოვე იქაურობა. სადარბაზოში გასულს კი ნოე ამედევნა.
_რა გჭირს?_მკლავში მწვდა და მისკენ მიმაბრუნა.
_არაფერი!
_კიდევ ერთხელ გეუბნები რომ ელენე მაგრად მკი*დია, მაგრამ შენ ზედმეტად ეუხეშები და არ მინდა ამის მიზეზი ის იყოს რაც გუშინ ღამით მოხდა… უფრო სწორად არ მოხდა, და რომც მომხდარიყო დიდი შეცდომა იქნებოდა.
_ვიცი!_ცივად ვუპასუხე და ჩემი მკლავი უხეშად გამოვგლიჯე ხელიდან.
რამდენიმე კიბე ავიარე კიდეც როდესაც რაღაც ძალამ უკან მომაბრუნა. ნოეს მივვარდი და გიჟვით ვეცი მის ტუჩებს. წინააღმდეგობა არც მას გაუწევია, პირიქით, ხელები წელზე შემომხვია და მისკენ მიმიზიდა. სუნთქვა ორივეს საშინლად გაგვიხშირდა, მგონი მთელ სადარბაზოში ისმოდა ჩვენი მძიმე ხვნეშა. თავბრუ მეხვეოდა და გული ამოვარდნას ლამობდა. ხან მის თმებში ვაცურებდი ხელებს, ხან წელზე ვეტმასნებოდი. აღარ ვიცოდი რა მეყო იმ მოზღვავებული ვნებისთვის რასაც იმ წამს განვიცდიდი. არც ნოე აპირებდა გაჩერებას და არც მე თუმცა მისი სახლის კარიდან გამოსულმა ელენემ კი ნამდვილად შეძლო ჩვენი შეჩერება.
დენდარტყმულივით მოვშორდი ნოეს და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან.
ელენემ ორივე კარგად შეგვათვალიერა, რამდენიმე წამი მოგვაშტერდა კიდეც და ბოლოს სიტყვის უთქმელად გავარდა სადარბაზოდან.
_იმედია არავის ეტყვის!_აღმომხდა მე.
_არა, ვის უნდა უთხრას…_დარწმუნებით თქვა ნოემ._კიდევ კარგი ვინმე სხვა არ გამოვიდა.
_ჰო…_დავეთანხმე მეც.
მერე ძალა მოვიკრიბე და კიბეებს ავუყევი.
_ნოე!_კიბის ბოლოდან მოვბრუნდი._მე შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ, ოდნავადაც კი არ მომწონხარ.
_არც მე!_მიპასუხა რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ.
_კარგია!_ვუთხარი, მერე ზურგი ვაქციე და სახლში წამოვედი.
_____________
ბოდიში მეგობრებო დაგვიანებისთვის, უბრალოდ გრაფიკში დიდი ცვლილებები მქონდა და მეტი ადრე ვერანაირად ვერ მოვიცალე. იმედია ისევ გაინეტერესბთ ეს ისტორია და ეს თავიც ასე თუ ისე მოგეწონებათ. არ მინდა ვიჩქარო ისტორიის წერისას, მინდა დაგანახოთ დეტალები და იმედია ამის გამოგაწელილი არ გამომივა.
მოკლედ, გმადლობთ რომ კითხულობთ <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი ქრისტი

ძალიან კარგად წერთ გთხოვთ გააგრძელოთ კიდევ ❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Gemini mood

ერთიანად წავიკითხე სამივე თავი ახალი აღმოჩენახარ ჩემთვის და ძალიან მომწონს ეს ისტორიაც და შენი წერის სტილიც❤❤წარმატებები და ველი შემდეგ თავს იმედი მაქვს არ მალოდინებ რადგან ამიერიდან სულ დაველოდები ამ ისტორიას❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი თათუ

აუ აუ აუ ძალიან მომწონს ესეთი ჩუმი ურთიერთობები, თან ერთმანეთს რომ უმტკიცებენ რომ არ მოსწონთ :D

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთო

აუუ რა საყვარლები არიან რაა. ეგ გოგო გააგიჟებს ამ ბიჭს ვხედავ მე :დდ

 


№5  offline წევრი Gemini mood

შემდეგ თავსაღარ დადებ?

 


№6 სტუმარი ქრისტინა

აღარ აპირებთ გაგრძელებას ? გრლოდებით ამდენი ხანი და იქნებ გაითვალისწინოთ თქვენი მკითხველის სურვილი .

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთო

რატომ შეწყდა ეს ისტორია? არადა როგორ მომწონდა ეს ორი გადარეული: დდ
გააგრძელე რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent