შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მეჩემები, ნუ მე-მეები /სრულად/


14-04-2020, 09:03
ავტორი Mary Drey
ნანახია 3 281

მე- ზღვაში ჩავარდნილი წვეთი ვარ.
შენ- თვით ოკეანე.

ყველაზე მეტად მინდა ახლა გელაპარაკო, მაგრამ ისეა არა რომელიც ყოველთვის კამათით სრულდებოდა.
მინდა შენ გვერდით ვიძინებდე და გვიან ღამით იმისთვის ვიღვიძებდე რომ გაკოცო და გითხრა რომ მაინც მენატრები, შენ კიდე, შენ არ გამიბრაზდე, მაკოცო და ძალიან ჩამიხუტო, ისე რომ არცერთი მოლეკულა ჟანგბადი არ დარჩეს ჩვენ შორის.
მე ვიცი რომ ყოველთვის გეძებდი.
მე ვგრძნობ, რომ ის, ვის დანაკლისსაც გამუდმებით განვიცდიდი შენ იყავი.
ვიცი რომ შენ ის ბნელში გადამალული მზე ხარ, რომელმაც ჩემი სავსე, ბედნიერი , უნაკლო ცხოვრება გამოაცოცხლა და დამანახა ფერები, რომლებსაც აქამდე ვერ ვხედავდი.


- ძალიან მეჩემები...- ვუთხარი მას ერთხელ, რომელიც ჩემს სხეულს თავისი ფალანგებით ეხებოდა.
- ნუ გეჩემები... ნუ მე-მეები გთხოვ...
- რატომ?- დამინაღვლიანდა იმწუთშივე ცისფერი თვალები.- განა ამაზე კარგი გრძნობა რაიმე არსებობს?
- საქმეც ისაა, რომ არ არსებობს... ეს კი ძალიან მაშინებს, Ma chérie.
- არ მინდა ოდესმე აღარ მეჩემო.
- არც მე მინდა... მინდა სულ შენი არსებობის გასაღები ვიყო.
- შენთვის კი, თვითმკვლელობის იარაღი არა?

გამარჯობა...
ჩვენ ერთმანეთის სიცოცხლის მომასწავებლები...
მე შენი თვითმკვლელობის იარაღი.
შენ ჩემი არსებობის გასაღები...
ჩვენ მოიისფრო სიყვარული გვაქვს... არა, ჭრელა-ჭრულა სიყვარული სჯობს... არ მიყვარს ერთფეროვნება. უფრო სწორად მძაგს... ხო ....
ერთმანეთის მიმართ საშინლად აკრძალული გრძნობები, ანუ უერთმანეთოდ მგონი მოვკვდებით.



ისევ გამარჯობა....
დღესაც მეწამული ფერი დასდევს ზეცას, რომელიც ყოველთვის ჩვენ სახლს მახსენებს...
Ma chérie....
Je pense que je vais mourir sans maison ...
მე შენ მიყვარხარ!
ანუ, უშენოდ მგონი მოვკვდები!
ხო, შენ წყეულო გრძნობავ!
მე შენ კვლავ მჭირდები....
ხო, მართლაც ამის დედაც!


- ნუ გეჩემები, ტაისია!
- ნუ მე-მეები!
- მე მოვედი. მგონი წასვლა აღარ მინდა!- და ბოლო ძახილის ნიშანს მოაყოლა უამრავი აბზაცი, ზოგი ჭრელი, ზოგი სიგიჟისფერი, ზოგი ყვითელი, ზოგი წუწუნისფერი, შემოდგომისფერი, ფანტაზიისფერი, ერთადყოფნისფერი და სიყვარულისფერი.



შემოდგომასაც ჩვენი, ანუ ერთად ყოფნის სურნელი დასდევს. ჭრელა-ჭრულა ფოთლებს ააშრიალებს ხოლმე. გრძნობებისგან განსატვირთად თავის კლდევამოსილ კაბას გაიხდის და ქუჩაში ალაგ-ალაგ ჩვენს ნაკვალევს დატოვებს.
ჩვენც შიშველ ხეებს დავემსგავსეთ, რომლებიც ლოყებაღაჟღაჟებულნი ერთმანეთს ანთებული თვალებით შესცქერიან.
მე შენი თვითმკვლელობის იარაღი,
შენ ჩემი არსებობის გასაღები.
ანუ ისევ ძველებურად მეჩემები და კვლავ მე-მეები.


- თუ გეშენები, მითხარი რა ფერია ჩემდამი შენი გრძნობა?
- მოწითალო, მეწამული, იისფერი... ზოგადად ყველა-ფერი...
- მიყვარხარ....
- ანუ კვლავ გემეები!
- კი, კვლავ მე-მეები!
- მიყვარხარ!
- ანუ ხელს აღარასდროს გავუშვებთ ერთმანეთს?
- აღასდროს!
- ერთმანეთს სიკვდილის ბოლო წამებამდე ავავსებთ ჭრელა-ჭრულა ფერით?
- ეს ფერები, ჩვენს შთამომავლობასაც ეყოფა, დამიანე!
- ძალიან მეჩემები, ტაისია.
- ძალიან მე-მეები დამიანე!



№1 სტუმარი სტუმარი გოჩა

ასე ძალიან ჯერ არაფერი მომწონებია

შენი სამყარო მიყვარს. შენებური ისტორიებითა და შენებური წერის სტილით.

 


№2 სტუმარი სტუმარი კესანე

კარგი იყო ძალიან. უცხო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent