შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაიოლა ვუდი (თავი 2)


14-04-2020, 15:27
ავტორი cherryflackes
ნანახია 582

მთელი კვირის მანძილზე ვცდილობდი, რომ ყველაფერი დამევიწყებინა, თუმცა, ქეროლის, ჰეზელისა და მაიკის გარდა მეგობრები არ მყავს, მარტო კი არსად დავდივარ, რადგან უცხო გარემოში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. ქეროლსა და ჰეზელს მთელი კვირის მანძილზე ვერ დავუკავშირდი, რადგან იმდენი საქმე ჰქონდათ, რომ ლანჩზეც კი ოფისში რჩებოდნენ, ან პარტნიორებს ხვდებოდნენ, მაიკი კი ქალაქიდან იყო გასული. მე გადავწყვიტე, რომ "მუნლაითის" პარკში წავსულიყავი და ის ქალბატონი მომეძებნა, რომელმაც თილისმა მომცა. იმ ქალბატონის ძებნა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ვერსად ვიპოვე და ბოლოს გადავწყვიტე შევგუებოდი ჩემს ბედს. მთელი კვირის მანძილზე უსიამოვნებები ამ მომშორებია და თან ჩრდილივით დამყვებოდა.
ხუთშაბათს საღამოს, არასასიამოვნო ზარი შემოვიდა იმის გამო, რომ ბევრიმკითხველი მყავს. უცხო ნომრებს არ ვპასუხობ, თუმცა ჩემი ტელეფონიგანუწყვეტლივ რეკავდა. ქეროლი, ჰეზელი ან მაიკი უცხო ნომრიდან არ დამირეკავდნენ, რადგან იციან, რომ არ ვუპასუხებდი. ბოლოს გადავწყვიტე ტელეფონისთვის მეპასუხა. ორი წუთის მანძილზე ხმა არავის ამოუღია, ამის შემდეგ ქალის აღელვებული ხმა გავიგე:
"ადელაიდა, მე ვარ, ვერ მიცანი?" ეს სიტყვები გავიგე, თან ისე ჩურჩულებდა სიტყვები ძლივს გავარჩიე. შემდეგ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა... "ადელაიდა, ნატალი ვარ. შენთვის ცუდი ამბავი მაქვს."
ნატალი მამაჩემის ცოლია, სწორედ ეს ადამიანი გახდა მათი დაშორების მიზეზი. მთელი ჩემი არსებით მძულდა, როგორც კი გავიგე ვინ იყო მაშინვე მინდოდა ყურმილი დამიკიდა. თუმცა, ეს არ გავაკეთე, რადგან მისმა ტონმა ძალიან შემაშინა.
"რა მოხდა? ისევ რამე ხიფათში გაეხვიე და ჩემი დახმარება გინდა?"
"ნეტა ეგრე იყოს ........ ტომასი, ის ........"
"რა მოხდა?"
"მამშენი საავადმყოფოშია, სამსახურში ცუდად გახდა, მან კი მთხოვა რომ შენთვის დამერეკა. იქნებ წყენა დაივიწყო და მის სანახავად მოხვიდე."
"რამე სერიოზულია? რა დაემართა?"
"საბედნიეროდ სერიოზული არაფერია. ამ ბოლო დროს იმდენს მუშაობს, რომ მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო."
"თუ სერიოზული არაფერია, მაშინ ჩემი მოსვლა საჭირო არაა."
"ვიცი, რომ ჩვენი ნახვა არ გინდა. მე წავალ, თვალითაც ვერ დამინახავ, უბრალოდ მოდი და ნახე ძალიან გაუხარდება. შენზე ძალიან ნერვიულობს.
"კარგი"-მშრალად ვუპასუხე და გავუთიშე. იქ წასვლა და მისი ნახვა ნამდვილად არ მინდოდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. "ნახევარ საათში მანდ ვიქნები." ტელეფონი გავთიშე მანქანის გასაღები ავიღე და ავტოფარეხში ჩავედი. ნატალიმ საავადმყოფოს მისამართი მომწერა. როცა იქ მივედი, უკვე წასული დამხვდა. თხუთმეტი წუთის მანძილზე კართან ვიდექი და ვფიქრობდი, ღირდა თუ არა იმ კაცის ნახვა, რომელმაც დედის გარდაცვალების შემდეგაც კი არ ისურვა ჩემი წაყვანა. ღრმად ჩავისუნთქე და პალატაში შევედი.
"ედი!" გახარებული სახით შემომძახა.
"შენთვის ადელაიდა ვარ."
"ედ .... ადელაიდა ვიცი, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ შეგიძლია ჩამოჯდე?"
"არა, მადლობა, ასე უკეთ ვარ. უბრალოდ მითხარი რისი თქმაც გინდოდა და წავალ."
"ადელაიდა შენზე ძალიან ვნერვიულობ. ახალგაზრდა გოგო ხარ და თან ცნობილი მწერალი, არ მომწონს რომ იმ ბინაში სრულიად მარტო ხარ."
"ჩემზე ნერვიულობა ახლა დაიწყე." გაბრაზებულმა ყველაფრის თქმა გადავწყვიტე რასაც აქამდე გულში ვინახავდი. "ჩემზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა დედას დაკრძალვაზე არ მოხვედი და სრულიად მარტო დამტოვე. იმ დროს უნდა გეფიქრა, როცა ჩემს მეურვეობაზე უარი თქვი, რომ არა შერილი და უილიამი მთელ ბავშვობას ობოლთა თავშესაფარში გავატარებდი." თვალებზე ცრემლი მომადგა და ბრაზისაგან გავწითლდი, მეგონა, რომ ცეცხლი მეკიდა.
"მაპატიე ადელაიდა, კარგი მამა არასოდეს ვყოფილვარ, მაშინ დაგტოვე როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი. მინდა, რომ ყველაფერი გამოვასწორო. გთხოვ მომეცი ამის საშუალება."
"ახლა არაფრის გამოსწორებას აქვს აზრი. მე მამა მაშინ მჭირდებოდა, ახლა ჩემი ცხოვრება მაქვს,მასში კი შენ არანაირი ადგილი არ გიჭირავს. შენს ცოლსა და მცირეწლოვან შვილს მიხედე და მისთვის მაინც იყავი ისეთი მამა, რომელიც ჩემთვის არასოდეს ყოფილხარ." ეს სიტყები ვუთხარი და უკან გამოვბრუნდი,უკან არც მომიხედავს. მანქანაში ჩავჯექი და სახლში დავბრუნდი.
***
ნანატრი დღეც დადგა. დღეს საღამოს ჰეზელს ქეროლსა და მაიკის ველოდები. დილით ადრე ავდექი და მარკეტში ჩავედი, რომ კინოს საღამოსთვის ყველაფერი მზად მქონოდა, შემდეგ სახლი დავალაგე და ზუსტად საღამოს რვა საათზე ზარის ხმა გაისმა. მაშინვე კართან მივირბინე და გავაღე. კარებთან ქეროლი, ჰეზელი და მაიკი იდგნენ სასუსნავებით ხელში. შიგნით შემოვიპატიჟე და ნეტფლიქსი ჩავრთე.
"იმედია საშინელების ყურებას არ ვაპირებთ."
"რათქმაუნდა ჰეზელ არც მიფიქრია, ანიმაციის ჩართვას ვაპირებდი." ირონიულად უთხრა მაიკმა და ყველას გაგვეცინა.
ჰეზელი და ქეროლი საშინელებათა ფილმების მოყვარულები არ იყვნენ განსხვავებით ჩემგან და მაიკისაგან. როდესაც კინოში ერთად მივდიოდით ბილეთებს ყოველთვის მე და მაიკი ვყიდულობდით, რადგან შემდეგ ვეღარ გადაიფიქრებდნენ.
"კარგით რა" - შეწუხებული ხმით დაიყვირა ქეროლმა, "მოდი რაიმე კომედიას ვუყუროთ გთხოვთ"
"ბოლოს თქვენთან ერთად რომ ვუყურეთ კომედიას მე და ედის კინოთეატრის დარბაზში დაგვეძინა."
"მართალი ხარ, მე იმ ფილმის სახელიც კი არ მახსოვს."
"კარგი, ჩვენ დათმობაზე წავალთ და კომედიის ჩართვას არ დაგაძალებთ, მაგრამ თქვენც უნდა დათმოთ და საშინელებათა ფილმი არ ჩართოთ."
"პირველ რიგში, ჩემო საყვარელო დაო თქვენ კომედიას ვერ ჩაგვართვევინებდით თუნდაც ძალა გამოგეყენებინათ. მეორეც მე არასდროს არაფერს ვთმობ."
"კარგი მაიკ, მოდი რაიმე დეტექტივს ან კრიმინალს ვუყუროთ."
"ედი მართალია, დეტექტივი ოთხივეს მოგვწონს." მაშივე გამომექომაგა ქეროლი.
"კარგი."
"როგორც ჩანს მაინც მოგიწია დათმობაზე წასვლა ძამიკო" უთხრა ჰეზელმა და თან ლოყებზე უჩქმიტა.
საზოგადოებაში მათ ყველა წარმოსადეგი და-ძმის სახელით იცნობდა, თუმცა მე და ქეროლმა კარგად ვიცოდით, რომ ერთმანეთს ყოველთვის ექიშპებოდნენ, მათი კინკლაობა ყველაზე სახალისო საყურებელი იყო.
როგორც იქნა, ყველას მოსაწონი ფილმი ვიპოვეთ. ყველანი მოვკალათდით და ფილმიც დაიწყო.
"ძალიან კარგი იყო."
"რათქმაუნდა ქეროლ, ვისი არჩეულია?" თავმოწონებით უთხრა მაიკმა და თან ქეროლისაკენ გაიწია რომ ეკოცნა.
"ჩვენი წასვლის დროა."
"უკვე მიდიხართ?" იმედგაცრუებულმა ვკითხე
"ედი უკვე თორმეტი საათია მე და ჰეზელი კი ხვალაც ვმუშაობთ."
"კარგი, წადით და დამტოვეთ მარტო."
ბინაში ახლახანს დაცვის ახალი სისტემა დაგვიყენეს, ამის გამო ავტოფარეხშიც კი გასაღების გარეშე ვერავინ შეძლებდა შესვლას ან გასვლას,ამიტომ ისინი ავტოფარეხში ჩავაცილე და დავემშვიდობე. როდესაც მანქანა ავტოფარეხიდან გავიდა ლიფტისკენ მივბრუნდი, მაგრამ უეცრად ფეხის ხმა მომესმა. თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. უკან არ მიმიხედავს, ლიფტში შესვლაც კი ვერ გავბედე და კიბით ავედი.
კარი უკან მოვიჯახუნე და ჩავკეტე . სახლი მივალაგე და უკვე დასაწოლად ვემზადებოდი, როდესაც კარზე კაკუნი გავიგე. ადგილზე გავშეშდი, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა ვინ უნდა ყოფილიყო ამ დროს,ან როგორ მოახერხა ბინაში შემოსვლა. ორი წამითაც არ მიფიქრია, რომ ვინმე მეზობელი იქნებოდა, მათთან ურთიერთობა არასდროს მქონია. კართან მივედი და ჭუჭრუტანაში გავიხედე და ადგილზე გავშეშდი. კარის წინ იდგა ქალი, რომელსაც მთელი კვირის მანძილზე ვეძებდი, ის ქალი, რომელმაც ამულეტი მომცა. მაშინვე კარი გავაღე და შინ შემოვიპატიჟე.
" მობრძანდით. თქვენს აქ ნახვას არ ველოდი."
"გამარჯობა" - მოკრძალებულად მომესალმა. "შენი შეწუხება არ მინდოდა, უბრალოდ ქვემოთ დაგინახე და მინდოდა მენახა თვალებმა მიმტყუნეს, თუ მართლა ის გოგონა იყო ვინც მთელი კვირაა მეძებს."
შინ შემოვიპატიჟე და დივანზე დავსხედით.
"საიდან იცით რომ გეძებდით?" - გაკვირვებულმა ვკითხე.
"ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოისმინა თქვენი და პარკის დირექტორის საუბარი და მითხრა, რომ ერთი კვირაა პარკში დადიხართ და ჩემი მისამართის გაგებას ცდილობთ. ძალიან გამიხარდა აქ რომ დაგინახეთ."
"გთხოვთ, ფორმალურად ნუ მომმართავთ, თავს უხერხულად ვგრძნობ. მე ადელ..."
"ვიცი ვინც ხარ" - უეცრად შემაწყვეტინა, "ადელაიდა ქოქს, შენი წიგნები წამიკითხავს. "
"მოხარული ვარ, იმედია მოგწონთ."
"რა თქმა უნდა მომწონს. შენი წიგნები სხვას არ ჰგავს, ისინი რეალურია, ცოცხალი და დაუვიწყარი. ისინი იმ პრობლემებს ეხება, რომლისგანაც ვცდილობთ გავიქცეთ და მივიმალოთ. შენ კი გვაიძულებ, რომ მათ თვალებში ჩავხედოთ."
"ასეთი სიტყვები არავის უთქვამს ჩემთვის. მინდოდა მადლობა მეთქვა, თილისმისათვის."
"ეს თილისმა იმიტომ მოგეცი, რომ დავინახე როგორ გჭირდებოდა ის".
ამ ქალბატონს თვალებში ვუყურებდი და მის ზღვასავით ლურჯ თვალებში ვიძირებოდი, მის გვერდით თავს უცნაურად კარგად ვგრძნობდი , უდიდეს სიყვარულსა და სითბოს ასხივებდა. მას მხოლოდ ორჯერ შევხვდი, უცნაურია, მაგრამ მასთან ლაპარაკი მამშვიდებდა და ყველა პრობლემას მავიწყებდა, სწორედ ისე, როგორც დედასთან ლაპარაკი.
"რა უტაქტოდ გამომივიდა, არც კი გაგეცანი, მე ვაიოლა ვუდი ვარ."
ვაიოლა ვუდი რატომ მეცნობა ეს გვარი. სადღაც მაქვს გაგონილი, შეიძლება შეხებაც მქონია მასთან, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ.
"ამ ბინაში უკვე ოცდახუთი წელია ვცხოვრობ. "
"მართლა? ოცდახუთი?" გაკვირვებულმა ვკითხე.
" მე შენ დაბადების დღიდან გიცნობ."
"რა თქმა უნდა, აი თურმე საიდან მეცნობოდა თქვენი სახელი."
"დედაშენი მართლაც კარგი ადამიანი იყო, შენით ძალიან იამაყებდა." ამ სიტყვებმა დედა გამახსენა და თვალზე ცრემლი მომადგა. ვაიოლამ მაშინვე შეამჩნია და თემა შეცვალა. "აქ როდის დაბრუნდი?"
"სამი წლის წინ." ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა. "პარკის დირექტორმა მითხრა , რომ სამსახურიდან წამოხვედით, მართალია?"
"დიახ , მართალია. იმ დღეს, როდესაც შენ გნახე, ჩემი ბოლო სამუშაო დღე იყო."
"რატო წამოხვედით, მოხდა რაიმე?"
"ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და გადავწყვიტე მუშაობისათვის თავი დამენებებინა".
"იმედია, სერიოზული არაფერია და მალე გამოჯამრთელდებით".
" დიდი მადლობა". ვაიოლამ საათს გახედა, დილის ორი საათი იყო.ვერც კი მივხვდით ისე გავიდა საუბარში დრო .უკვე ძალიან გვიანია, ალბათ შეგაწუხე. ჯობს წავიდე."
"არა რას ამბობთ. ნამდვილად არ შევწუხებულვარ, პირიქით მესიამოვნა კიდეც თქვენთან საუბარი."
ვაიოლა კარებამდე მივაცილე. არ მინდოდა წასულიყო მასთან საუბარი მამშვიდებდა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
"შეიძლება გადაგეხვიოთ"? ვკითხე მას და ვხედავდი, როგორც გაუბრწყინდა თვალები.
"რა თქმა უნდა." მას გადავეხვიე და დედის სითბო ვიგრძენი, გულწრფელი სიყვარული და მზრუნველობა. ვაიოლა ლიფტის კარებთან იდგა და ლიფტს ელოდა. მე მას დავუძახე და ვკითხე:
"ქალბატონო ვაიოლა, ხვალ ჩაიზე ხომ არ მეწვეოდით, თუ საქმე არ გაქვთ რათქმაუნდა?" სახეზე შევატყვე, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო.
"რა თქმა უნდა გეწვევი, ოღონდ ერთი პირობით"
"რა პირობით?"
"იმ პირობით, რომ ვაიოლას დამიძახებ."
"რა თქმა უნდა ქალ........ვაიოლა."
მან გამიღიმა და ლიფტში შევიდა. მე სახლში შევბრუნდი, მაგრამ აღარ მეძინებოდა . ლოგინში დავწექი და ვაიოლაზე დავიწყე ფიქრი თუ, როგორ გავდა ის დედას, არა გარეგნობით, არამედ სითბოთი და ღიმილით. თვალებზე ცრემლი მომადგა, წამოვჯექი, ტუმბოდან ჩემი და დედას სურათი ამოვიღე, გულში ჩავიკარი და ტირილი დავიწყე. ცოტა ხანში დავმშვიდდი და დედას სურათით ხელში ჩამეძინა. თავს მსუბუქად ვგრძნობდი, თითქოს გულიდან დიდი ლოდი ჩამომხსნეს. ალბათ, ეს მაკლდა, მთელი გულით მას შემდეგ არ მიტირია, რაც დედა გარდაიცვალა.
დილით ქეროლის ზარმა გამაღვიძა, ტელეფონს დავხედე, ათი საათი გამხდარიყო. მაშინვე ავდექი და სააბაზანოსკენ გავეშურე. თან ტელეფონში გამოტოვებული ზარები გადავამოწმე.
"ხუთი გამოტოვებული ზარი ქეროლისგან? რამე ხომ არ მოხდა?" იმ წამსვე ქეროლს გადავურეკე.
"სად ხარ ამდენხანს, რომ გირეკავ?" ყურმილის მეორე მხრიდან გაცოფებული ქეროლის ხმა მესმოდა.
"მოხდა რამე?"
"კი, მოხდა. სამშაბათს გერმანიიდან მწერალთა დელეგაცია ჩამოდის. კულტურის სამინისტრომ კი შენ მიგიწვია, როგორც საპატიო სტუმარი.'
"რაააა? ოღონდ ახლა არა, შეგიძლია უარი უთხრა"?
"თავის დროზე, რომ გეპასუხა ტელეფონისთვის ვეტყოდი,ახლა გვიანია."
" კი მაგრამ რატომ?"
"ვერ დაგიკავშირდით, რომ შენთვითონ გეთქვა უარი მათთვის, ამიტომ დავთანხმდი, სხვა გზა არ გაქვს უნდა წახვიდე."
"ხომ იცი, როგორ არ მიყვას ეგ წვეულება..."
წვეულება წელიწადში ერთხელ ტარდება წიგნის მუზეუმში. ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნებიდან მწერალთა დელეგაცია ჩამოდის და ერთი მწელის წიგნს ყიდულობენ, რომ თავიანთ ენაზე თარგმნონ და მათ ქვეყანაში გაყიდონ. ჩემს წიგნებს უცხოეთიდანაც ბევრი მყიდველი ყავდა და ამიტომ არასდროს მიფიქრია იმ მოსაწყენ წვეულებაზე წასვლა.
"სხვა გზა არ გაქვს." მშვიდად მითხრა ქეროლმა. "შენ როგორ ხარ? გუშინ კარგად დაისვენე?"
"გუშინ ძალიან უცნაური რამ მოხდა თქვენ ,რომ წახვედით."
"მართლა? არ გინდა მომიყვე?" ქეროლს ყველაფერი ვუამბე, ის კი მისმენდა, შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა.
"ედი... ეგ ის ქალია, ვინც დედაშენის სიკვდილი შეგვატყობინა ხომ?"
"კი ეგ ქალია, მაგრამ იმდენად შეიცვალა, ვერც კი ვიცანი."
"დედაშენი აბობდა, ბევრი რამ აქვს გამოვლილიო." ქეროლი რებუსებით მელაპარაკეოდა, მაგრამ მივხვდი სადამდეც მიყავდა საქმე.
"გინდა მაგ ქალზე ისტორია დავწერო, არა?"
"თუ წინააღმდეგი არ იქნება. შენ უბრალოდ კითხე. ამით არაფერი დაშავდება." ქეროლი მართალია, უბრალოდ კითხვით არაფერი დაშავდება. დედა ამბობდა, რომ ვაიოლაზე ძლიერ ქალს არასოდეს შეხვედროდა, რომ მას ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი.
"ქეროლ ვიფიქრებ. მგრამ ვერაფერს შეგპირდები."
"შენ მხოლოდ ერთ რამეს უნდა შემპირდე."
"რას?"
"რომ სამშაბათს უსიკვდილოდ მოხავლ."
"და სხვა გზა მაქვს?"
"არა."
"მაშინ მოვალ."
"კარგი ედი, წავედი. მე და ჰეზელმა ყველაფერი უნდა მოვამზადოთ სამშაბათისთვის."
"კარგი ქეროლ, კარგად." ყურმილი დავკიდე და მოვემზადე. უკვე თორმეტი იყო. სულ მალე ვაიოლა მოვიდოდა. ქეროლის ნათქვამი ტვინში ჩამიჯდა და გადავწყვიტე, რომ ვაიოლასთვის მეკითხა და თუ ნებას დამრთავდა, მის მოყოლილ ისტორიას დავწერდი და წიგნად გამოვცემდი. დიდი იმედი მქონდა, რომ უარს არ მეტყოდა. ამდენი ხნის მანძილზე ისევ დამიბრუნდა სურვილი მეწერა და ეს სიცოცხლეს მმატებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent