შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთხილად შეარჩიე ოცნება, რადგან შეიძლება ახდეს (თავი 4)


14-04-2020, 17:00
ავტორი ანუკიანკა
ნანახია 1 910

ახლა ელენესთვის ყველაზე ცუდი იცით რაარის? დილით თვალს ახელ და ხვდები რომ სიზმარში არ ხარ, არც შენ სახლში ხარ, არც შენს ოთახში და არც შენს საწოლში. გაახილა თვალი და უცხო გარემოს დანახვისას ისევ დახუჭა, მაგრამ მალევე გაახილა. თავი ასწია როგორღაც, ოთახი მოათვალიერა მაგრამ არავინ იყო. ადგა მეორე ოთახში გავიდა იმის შესამოწმებლად ის ( რათქმაუნდა მის სახელსაც კი არ წარმოთქვამდა. რატომ თვითონაც არ იცოდა, თითქოს ამით თავს იცავდა)იქ იყო თუ არა. კარზე დაუკაკუნა, ხმა რომ არ გასცა მერე დაუძახა
- ჰეი აქ ხარ?
როგორც ჩანს არ არის აქ. ეს კარგია, მაგრამ მაინც ვერ გავიქცევი ახლა. ფეხი მომირჩეს და მერე აუცილებლად წავალ აქედან. იმედია ერთ კვირაში მომირჩება. ხელ- პირი დაიბანა და გარეთ გავიდა. მხოლოდ ახლა შეამჩნია რა ლამაზი იყო აქაურობა. ყველა მხრიდან მთები ან ტყე მოჩანდა. ისეთი ლამაზი იყო ეს ყველაფერი უნებურად ეღიმებოდა კიდეც. წუთით დაავიწყდა რომ მიტაცეს. ირგვლივ 4 სახლი იყო მხოლოდ, ელენე სადაც იყო ახლა იმის ჩათვლით. პატარა საყვარელი ერთსართულიანი ქოხები.
- დიდხანს არუნდა უყურო ბუნების სილამაზეს თორემ ისე გაგიტაცებს თვალს ვეღარ მოსწყვეტ
ელენე ცოტა შეკრთა და ნოასკენ შეტრიალდა. ნოას ჩოხის მაგივრად სპორტული ტანსაცმელი ეცვა. ისე უხდებიდა ესეც კი.
- მე ერთხელ უკვე გამიტაცა ვიღაც თავში ავარდნილმა და ეგეც მეყოფა, თუმცა ბუნების გატაცება ჩემს გატაცებასთან ახლოსაც ვერ მოვა
- რატომ ვითომ
- ბუნების გატაცება ტკბილია, აი ჩემი გატაცება კი ჯოჯოხეთი
- იქნებ გადაიქცეს ტკბილად
- ოცნებას კაცი არ მოუკლავს
- მწარე ენა გაქვს
- ჰო პიმპილში ამოვაწე- კი ეუბნებოდა ამ სიტყვებს ელენე მაგრამ ცოტა ეშინოდა კიდეც ნოასი. პირდაპირ თვალებში უყურებდა ნოა და ტუჩის კუთხეს ტეხავდა სიცილისას
- კარგი იუმორი გაქვს, მაგრამ ახლა სახლში შევიდეთ რაღაც უნდა მოგცე
- არ მჭირდება შენი არაფერი
- გითხარი უნდა წავიდეთ თქო. წამოხვალ თუ მე შეგიყვანო. ხომიცი ამას გავაკეთებ.
- არ შემეხო თორე მოგკლავ
- სულ მაგ მოკვლით ნუ მემუქრები რა თორე ერთ დღეს შეიძლება ახდეს შენ ისეთი ენა გაქვს. ხომიცი ოცნებები ხდება ხოლმე
- დიდი სიამოვნებით მოგკლავდი
- ეგ მერე იყოს ახლა წამოდი
- მოვდივარ იმიტომ რომ ვიცი მართლა ძალით შემიყვან ისეთი არანორმალური ხარ, მაგრამ იცოდე შენს ბრძანებებს არ დავემორჩილები მთიულო
- მე და შენ სახელით მომართვაზე უნდა ვივარჯიშოთ
- წადი და განვითარებაზე ივარჯიშე იქნებ მიხვდე რომ გოგოს მოტაცება 21-ე საუკუნეში მოდაში აღარ არის
- ყოველთვის ამდენს ლაპარაკობ
- კი
- ძალიან კონკრეტული ხარ
- ვიცი
სახლში შევიდნენ ნოა ოთახში შევიდა და იქედან მთიული ქალის კაბა გამოუტანა
- ეს შენია. შენი ტანსაცმელი დაბინძურდა როცა ცხენიდან გადახტი ამიტომ შეგიძლია ეს ჩაიცვა
- ვაუუუ ეს როგორ მოიფიქრე. გგონია ამ გრძელ კაბას ჩავიცვამ? ეგ რომ ჩავიცვა ჩემი ამბავი რომ ვიცი ყოველი ორი ნაბიჯის გადადგმისას ფეხს დავაბიჯებ და დავეცემი. მე კი უკვე საკმარისად ნატკენი მაქვს ფეხი
- ღმერთო რამდენს ლაპარაკობ. შენთუ არ გაქვს გართულება მაგ ტანისამოსზე რაც ახლა გაცვია მაშინ გეცვას . თანაც არაა ეს კაბა გრძელი კოჭამდეა და ფეხს არ დააბიჯებ. ანკიდე დაჯექი და ნუ გაივლი
- ხო როგორ არა ჯერ მომიტაცე და ახლა სიარულიც ამიკრძალე
- გინდა თუ არა?
- მომეცი- ელენემ ხელიდან გამოგლიჯა კაბა და მეორე ოთახში გავიდა
- ღმერთო როგორ უნდა ვატარო ეს კაბა. რატომ ვარ გოგო ხომ შეიძლებოდა ბიჭი ვყოფილიყავი და სულ შარვალი მცმოდა?
თეთრი გრძელი პერანგივით კაბა იყო კოჭებამდე. გარედან კი ყავისფერი მუხლამდე კლავიანი მოსასხამი ჩოხის სტილში ოღონდ ქალის იყო და უფრო სადა. ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. ერთი ბოლო ხელით ეჭირა, სანამ შეეჩვეოდა ფეხი რომ არ წამოეკრა. ისე ასეთი მოუხერხებელიც არიყო, მაგრამ ფეხი ისედაც ნატკენი ჰქონდა და სიფრთხილეს იჩენდა. კარები გააღო თუარა ნოას მზერას წააწყდა. ერთი თავიდან ბოლომდე აათვალიერა ელენე და ისე რომ არაფერი უთქვამს სახლიდან გავიდა.
- ეს მგონი ჭკუიდან საერთოდ შეიშალა.
ელენე საწოლზე ჩამოჯდა, ასე ყოფნა მოწყინდა. მთელი დღე ხომარ იჯდებოდა სახლში. ჯერ მისი ტანისამოსი გარეცხა, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად გამშრალიყო და ამ კაბის ნაცვლად მისი ტანსაცმელი ჩაეცვა. გარეთ რომ იყო და ათვალიერებდა ყველაფერს, მაშინ დაინახა როგორ იყო სახლის გვერდით გაჭიმული თოკი და იფიქრა ალბათ იმაზე აშრობს ტანსაცმელსო, ელენემაც გაიტანა და იქ დაკიდა. სახლში შესვლა არ უნდოდა. გადაწყვიტა ცოტას გავივლიო, მაგრამ როცა ფეხმა თავი შეახსენა გადაიფიქრა შორს გასეირნება და მოშორებით მდინარეზე წასვლა ამჯობინა. კოჭლობით მივიდა და ქვაზე უნდა ჩამომჯდარიყო ნოა რომ დაინახა როგორ ცურავდა მდინარეში.
- იდიოტი. აქაც რომ არ მაძლევს დასვენების საშუალებას. ერთს დიდი სიამოვნებით მივცხებდი ფეხი რომ არ მტკიოდეს. განა ამ დათვს რას მოვერევი ვიტყვი ხოლმე მეც რაღაც სასწაულს. ამ ლაპარაკში იყო გართული ნოა რომ შენოტრიალდა და წყლიდან ამოსვლა დააპურა. რათქმაუნდა ელენეც შეამჩნია. ელენე სწრაფად ჯერ სახეზე აიფარა ხელი, მერე კი შეტრიალდა
- აქ რაგინდა. ამდენს რომ დადიხარ მაგიტომ გაქვს ფეხი მაგ დღეში
- ვიფიქრე გავისეირნებ და დავისვენებ ცოტას მეთქი, მაგრამ ვინ გაცლის ყველგან შენ ხარ
- სადაც მე ვარ იქ მოდიხარ და კიდე ჩემი ბრალია?
- აქ ყველგან შენ ხარ და სიზმარს ვერ ვნახავდი რომ მაინცდამაინც მდინარეზე იქნებოდი. მეგონა ტყეში წახვედი და ნადირმა შეგჭამა
- ძალიან გინდა ნადირმა შემჭამოს? ნოა ზურგით მდგომ ელენეს უყურებდა და თან იცვამდა.
- კი.
- ყოველთვის ასეთი პირდაპირი ხარ?
- კი
- შეგიძლია შემოტრიალდე
- ჩაიცვი?
- კი
ელენე შეტრიალდა და მდინარესთან ახლოს დიდი ლოდი რომ იყო იმაზე ჩამოჯდა
- შეგვიძლია წავიდეთ
- შენ წადი მე არ მოვდივარ. ცოტახანს მარტო ყოფნა მინდა შენგან შორს
- არ დარჩები აქ. წავედით
- გითხარი არ მოვდივარ მეთქი
- მეც გითხარი რომ მივდივართ მეთქი. წვიმას აპირებს და მერე არამგონია მაგ ფეხით სახლამდე მოასწრო.
- შენ ნუღელავ მოვასწრებ. ახლა კი წადი რომ ცოტახნით შენს სახეს აღარ ვხედავდე და შენი ხმა არ მესმოდეს.
- მასეთი ჯიუტი რომ არიყო შენი ხელით წამოყვანა არ მომიწევს სულ
- რათქვი? მოიცა მოიცა იცოდე არ გაბედოდა.....- ნოა უკვე მისკენ მოიწევდა. სანამ ელენე თქმას დაასრულებდა ნოამ როგორჩ სჩვევია ხოლმე მხარზე გადაიკიდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და სახლისკენ წავიდა- გითხარი არ გაბედო და არ მომეკარო მეთქი დათვო.
- მაგდენი სახელის დაძახნას ერთი ნოა რომ თქვა ენა გეტკინება?
- კი მეტკინება. დამსვი ახლავე დამსვი თორემ განანებ რომ შემეხე საერთოდ.
- შენდა ისევ შენი მუქარა. სახლში მისვლამდე მაინც გაჩერდი გთხოვ და ყურთან ნუ მიყვირიხარ
ელენე მუშტებს ურტყამდა ზურგზე, მაგრამ თითქოს ვერც გრძლობდა ისევ აგრძელებდა ხმას
- კარგი იქნება თუ ისწავლი როგორ უნდა აიყვანო გოგო ხელში და რომ ტომარასავეთ არ უნდა გადაიკიდო მხარზე.
- ნორმალური შენ თვითონ არ ხარ და მე როგორ აგიყვანო ნორმალურად? მასე შეიძლება ხელიდან დამივარდე იმდენს ფართხალებ ასე უფრო მოსახერხებელია.
- არანორმალური მე ვარ კიდევ? შეგახსენებ რომ გოგო მე არ მომიტაცია
- მივედით მალე დაგსვამ და ნუღარ ფართხალებ
- კიდევ კარგი თორემ გავგიჟდებოდი მალე
ძირს დასვა ნოამ ელენე და ცოტა დაღლილი ჩამოჯდა სავარძლეში.
- ხომ გითხარი არ გაბედო და ხელი არ დამაკარო მეთქი.
- სხვა გზას არ მიტოვებ და რავქნა?
- დაგეტოვებინე იქ და მე თვითონ მოვიდოდი- ელენე გააფთრებული იყო, ფეხზე იდგა და ნოას პირდაპირ თვალებში უყურებდა.
- აააა. ჯანდაბა
- რამოხდა? ისევ ფეხი ხომ? დაჯექი და აღარ ადგე- ნოა წამოდგა და ელენესკენ გაიწია მაგრამ ელენმ ხელის აწევით გააჩერა
- მე თვითონ დავჯდები
- კარგი როგორც გინდა.
ელენე დაჯდა, ნოა გარეთ გავიდა და უკან რომ დაბრუნდა 4 ცალი ვაშლი ეჭირა ხელში. ელენემ შეხედა მაგრამ არაფერი უკითხავს და მაინც რაუნდა ეკითხა?
- ვაშლი გინდა?
- არ მინდა?
- ვაშლი გინდა?
- არ მინდა მეთქი
- კარგი გავრეცხავ და ისე ჭამე
- გითხარი არ მინდა მეთქი- სინამდვილეში კი ისე უნდოდა ნერწყვებს ყლაპავდა. დიდი წითელი ვაშლები იყო.
- ერთხელ მაინც თქვი ის რაც გინდა
- რაც არმინდა ის ვთქვა?
- არა რაც გინდა ის თქვი. უბრალოდ თქვი რომ ვაშლი ძალიან გინდა. დაინახე თუ არა მაშინვე გაგიბრწყინდა თვალები.
- შენ სულ თვალებში მიყურებ? რაიცი როდის მიბრწყინავს თვალები
- იმ დღესაც მასე გიბრწყინავდა როცა პირველად ჩოხაში დამინახე
- მოგჩვენებია
- მე არაფერ მეჩვენება ჯერ არ გავგიჟებულვარ
- გიჟები იტაცებენ გოგოს და არა დალაგებული ჭკუისა მინდა შეგახსენო
- სულ მაგ გატაცებას რატომ უსვამ ხაზს?
- იმიტომ
- მადლობა რომ ასეთი კონკრეტულიხარ- ნოამ ირონიით უთხრა და ისევ ჩატეხა ტუჩის კუთხე გაღიმებისას
- არაფრის. მომეცი მაგ ვაშლს მე გავრეცხავ შენ არ გენდობი
- ესეიგი გინდა ვაშლი?
- ნუ დამცინი
- არ დაგცინი. მართლა გემრიელი ვაშლია გასინჯე და შენ თვითონ დარწმუნდები ამაში
- ვნახოთ
ელენემ გარეცხა ვაშლი თეფშზე დააწყო და გამოიტანა ( ერთი საათი კი ეძებდა თეფშს, მაგრამ ნოას მაინც არ კითხა სად იყო) ერთი ცალი აიღო ელენემ და ჩამოჯდა
- გაუთლელი უნდა ჭამო?- ნოამ ცოტა გაკვირვებულმა კითხა
- კი რამე პრობლემაა?
- არა? უბრალოდ გამიკვირდა
- ასე უფრო გემრიელია
- მართლა? მაშინ მეც მასე შევჭამ ვნახოთ მართლა გემრიელია თუ არა
- როგორც გინდა. არმაინტერესებს შენ როგორ შეჭამ
ელენემ ჩაკბიჩა და სიამოვნებისგან თვალები დახუჭა. პირს კი ნაზად ამოძრავებდა და ნელა.
ნოა აკვირდებოდა და თვალს ვერ სწყვეტდა. ელენე მართლაც რომ ლამაზი იყო ამ ქართულ ტანისამოსში.
დაღამდა. ელენე კი ისევ იჯდა და ფიქრობდა, მაგრამ ნოაზე ერთი კითხვაც კი არ დაუსვამ არადა ბევრი რამე აინტერესებდა. წვიმა დაიწყო. ისე გაწვიმდა გეგონება ცა უნდა ჩამოინგრესო ამას ჭექა-ქუხილიც ემატებოდა. წვიმა 2 წუთის დაწყებული თუ იქნებოდა რომ ელენე უცებ წამოვარდა სავარძლიდან.
- ღმერთო რა იდიოტი ვარ
- რამოხდა?- ნოაც წამოდგა
ელენე გარეთ გავარდა ისე რომ ფეხზე არ ჩაუცვამს. ნოას ეგონა გარბისო და უკან გაჰყვა. დაინახა როგორ ხსნიდა ელენე თავის ტანსაცმელს და ბუზღუნებდა ეს როგორ დამავიწყდა სულ მთლად დასველდაო.
- რას აკეთებ დასველდები. ფეხზე არ გაცვია შეიშალე?
ელენემ ახლა შენიშნა რომ ფეხზე არაფერი ეცვა. ტანსაცმელი ჩამოხსნა და სახლში შედიოდა ნოამ რომ ხელი მაჯაში მოკიდა და გააჩერა. მერე კი ხელში აიყვანა, მაგრამ ამჯერად მხარზე არა ნორმალურად აიყვანა ხელში და სახლში შევიდა
- დამსვი თორემ ისეთს მოგცხებ ვეღარ ადგები
- ასე მთელ სახლშ დაკვალავ ფეხები ბინძური გაქვს ამიტომ პირდაპირ აბაზანაში დაგსვამ და იბანავე და მერე გამოდი. პირდაპირ რომ გავარდი გარეთ და ვერც ტანსაცმელი გადაარჩინე დასველებისგან და შემაც დასველდი ძალიან მაინტერესებს რაუნდა ჩაიცვა
- მე.... მე სხვა ტანსაცმელი არ მაქვს.იქნებ შენ გაქვს სხვა კაბა კიდევ
- არ მაქვს ჯერ არ ამომიტანია ზეგ ვაპირებდი ამოტანას
- აბა რაჯანდაბა ჩავიცვა? ფეხებს დავიბან მაშინ და გამოვალ ისევ
- ნუ სულელობ გაცივდები მასე
- აბა რავქნა ტანსაცმლის გარეშე ვიარო?- ელენემ თვალები მოაცილა, რადგან შერცხვა ცოტა ნოასი
- ჩემს ტანსაცმელს მოგცემ. დროებით ის ჩაიცვი
- არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ. მართლა არ მჯერა
- უნდა დაიჯერო. - ელენე აბაზანაში შეიყვანა ჩამოსვა და გარეთ გავიდა
- დამელოდე მალე მოგიტან ტანსაცმელს
- კარგი
2 წუთში ისევ კარებთან დაბრუნდა ნოა და ელენეს ტანსაცმელი მისცა
- მადლობა
- არაფრის. ნორმალურად ლაპარაკიც შეგძლებია
- ახლა ნერვები არ მომიშალო იცოდე
- კარგი ჰო კარგი. იბანავე და გამოდი მეც სველი ვარ და უნდა შევიდე
- კარგი მალე გამოვალ.
ელენემ შეათვალიერა რაც მისცა ნოამ. სპორტული შარვალი რომელიც ალბათ ძალიან დიდად ექნებოდა ელენეს ზემოდან ნაცრისფერი მაისური და შავი მოსასხამი.
- ღმერთო დამეხმარე რომ ამ ერთ კვირაში სანამ ფეხი მომირჩება და გავიქცევი ჭკუიდან არ შევიშალო
იბანავა და ჩაიცვა ნოას ტანსაცმელი. სუნი ეცნო და მერე მიხვდა რომ ნოას სუნი იყო. უკვე იმდენჯერ იყო ნოას მხარზე გადაკიდებული და იმდენჯერ შეეგრძნო მისი სურნელი რომ დაემახსოვრებია კიდეც როგორი სუნი ჰქონდა ნოას. თქვენ წარმოიდგინეთ ყველაფრის მიუხედავად მოეწონა ეს სურნელი.
შარვალი დიდად ჰქონდა და სძვრებოდა ამიტომ ბოტას მოხსნა თასმა და წელზე ის გაიკეთა დდ. მოსასხამიც მოიცვა და გავიდა მისაღებ ოთახში სადაც მან იძინებდა. მაგრამ თავისუფლად ვერ იქნებოდა და ვერც დაიძინებდა რადგან ნოაც იქ იყო ხოლმე
- გიხდება ჩემი სპორტულები- ნოამ რომ აათვალიერა და მის სპორტულებში გამოწყობილი ელენე დაინახა მართლა გულწრფელად უთხრა რომ უხდებოდა.
- ნუ დამცინი. შენი ბრალია ახლა ესენი რომ მაცვია.
- გარეთ რომ არ გავარდნილიგავი ახლა ისევ ის კაბა გეცმეოდა
- მეგონა რომ ტანსაცმელს დასველებისგან გადავარჩენდი
- მაგრამ ვერ გადაარჩინე. მე უნდა შევიდე სააბაზანოში და მალე გამოვალ
- თუგინდა დარჩი იქ მე არ მაქვს პრობლემა
- მწარევ
- არც შენ ხარ თაივით ტკბილი
ნოამ აღარ უპასუხა მხოლოდ ჩაიღიმა და შევიდა.
ნოაც მალე გამოვიდა. ელენე საწოლზე ჩამომჯდარიყო და წვიმას უსმენდა. ძალიან წვიმდა. ასეთი თავსხმა წვიმა ელენეს დიდი ხანია არ ენახა. უკვე გვიანი იყო ნოამ ტკბილი ძილი უსურვა და ოთახში გავიდა. ელენემ არაფერი უთხრა არც ტკბილი ძილი უსურვა. მხოლოდ წარბშეკრულმა შეხედა და დაელოდა როდის გავიდოდა ნოა მის ოთახში. 1 საათი იქნებოდა ალბათ გასული და ელენეს კიდევ არ ეძინა. ფიქრობდა. ისევ საშინლად წვიმდა. მისი ფიქრები წვიმას ერეოდა და თითქოს ქარს ყველგან მიჰქონდა. უცებ ყველაფერი ჩაბნელდა.
- ღმერთო შუქი ჩაქრა ახლა რა ვქნა? ვეღარაფერს ვხედავ
- ნუ სულელობ ელენე რაუნდა ქნა დაწექი და დიაძინე- ელენეს ერთი ,, მე" სხვას ამბობდა მეორე ,, მე" სხვას.
- შუქის გარეშე ძალიან ბნელა და როგორ დავიძინო? რომ არ წვიმდეს და ეს უცნაური ხმები არ მესმოდეს კი , მაგრამ ახლა რთულია
- აბა მაშინ შედი და იმ ბიჭთან დაწექი
- არა ელენე რასისულელეს ამბობ
- ასეა ელენე . უნდა აირჩიო ან შიში ან იმ ბიჭს გააღვიძებ და ეტყვი რომ გეშინია
- ღმერთო რა ვქნა?
უცებ განათდა ოთახი ელვის გამო და ამას მოყვა დიდი დაჭექება და ელენეს საწოლიდან წამოხტომა
- დღეს მგონი ცა ჩამოიქცევა და ამის ერთად მომიწევს სიკვდილი. კარგი უნდა შევიდე მაგრამ რა ვუთხრა? ელენე ფიქრობდა რაეთქვა ამ დროს კიდევ ერთხელ დაიჭექა და პირდაპირ უთახში შეუვარდა ნოას ისე რომ არც დაუკაკუნებია.
ცოტა შეანჟღრია ელენემ ნოა
- ჰეი შენ გაიღვიძე გთხოვ
- რამოხდა?- მაშინვე წამოდგა ნოა და ელენეს მიუახლოვდა- კარგად ხარ?
- კი კარგად ვარ მაგრამ მე.... - ელენე გაჩერდა რცხვენიდა იმის თქმა რომ ეშინოდა
- შეგეშინდა?
ისევ არაფერი უთხრა ელენემ
- ერთ დღეს ეგ სიამაყე დაგღუპავს შენ. მოდი აქ დაწექი გინდა. გოირდები არ მოგეკარები მეორე ბოლოში დავწვები მე
- კარგი.- სხვა რა გზა ჰქონდა ერთ ბოლოში ელენე დაწვა მეორე ბოლოში ნოა. ორივე ზურგშექცევით იწვა და ერთმანეთს არ უყურებდნენ.
მორიგი ქუხილი და ელენე ისე სწრაფად გაიწია ნოასკენ და ისე მიეხუტა ნოამ ვერცკი გააცნობიერა. ერთი ხელით საბანს ჩასჭიდებოდა მეორეთი კი ნოას მკლავს ჩაჰფრენოდა. მარტო ჭექა- ქუხილი რომ ყოფილიყო შეიძლება ისე გაუნძრევლად წოლილიყო, მაგრამ წვიმას რაღაც უცნაური ხმებიც ეხლა. გეგონება მოჩვენებები არიანო.
- მგონი აქ ჩვენს გარდა ვიღაც არის
- ნუ სულელობ ელენე არავინაა.
- არის. გთხოვ შეამოწმე რა
-თუ ხელს განიშვებ შევამოწმებ - ელენემ ახლა გააცნობიერა რომ ცალი ხელით ნოას ხელს ჩაჰფრენოდა
- კარგი შეამოწმე გთხოვ - ნოა წამოდგა და ელენეც ადგა
- შენს ად მოდიხარ
- გგონია აქ დავრჩები და დაგელოდები? გითხარი რომ მეშ..... ისევ გაჩერდა, მაგრამ ამჯერად გადაწყვიტა სიამაყე გვერდით გადაედო და ეთქვა ის რისი თქმაც უნდოდა- ხომ იცი რომ მეშინია
- ასე ნამდვილად უკეთესია. ჩემს უკან დადექი
- კარგი
მისაღებში გავიდნენ არაფერი იყო. ნოამ ისედაც იცოდა რომ ეს ხმები ელენეს შიშის ბრალი იყო, მაგრამ მის დასამშვიდებლად მაინც ამოწმებდა. ფანჯარაში გაიხედა და ჩაიცინასავით
- რამოხდა ვინმე არის გარეთ?
- არა. გარეთ პატარა თასია ძაღლისთვის. წყლით გაივსო და ახლა ირყევა. წყლის წვეთებიც ესხმება სახურავიდან და ამის ხმაა. ხომ გითხარი არაფერია მეთქი
- მართლაა? მე კიდევ იმდენი რამე ვიფიქრე
- წამოდი დავწვეთ. დღეს ჩემთან დაიძინე თუ გეშინია. უბრალოდ დავიძინოთ.
ელენე მიხვდა რომ ნოა ამას კარგი განზრახვიტ ეუბნებოდა ამიტომ დათანხმდა. ახლა ნამდვილად ვერ დაწვებოდა მარტო. ჯერ ელენე დაწვა მერე ნოაც მიუწვა მკლავები და მოხვია მიიხუტა. ნოას სუნთქვაც კი ესმკდა ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. და სურნელი, მისი სურნელი, ნოას სურნელი ისევ შეიგრძნო. და მაინც როგორი კარგი სურნელი აქვს.
- ჩათვალე რომ აქ არვარ და დაიძინე
- ეგ რთულია, მაგრამ შევეცდები.
- ტკბილი ძილი
- შენც- უთხრა ელენემ. ჰო მან კიდევ ერთხელ დაივიწყა მისი სიამაყე.
თავიდან ეგონა ამასთან ერთად როგორ დავიზინო ძალიან ახლოს ვარო, მაგრამ მერე უბრალოდ შეიგრძნო ის სიამოვნება რომელსაც ჩახუტებული ძილი ქვია და რასაც უსაფრთხოდ ძილი ქვია. აი ამ წამს ელენეს არაფრის ეშინოდა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა რატომ. და სულ მალე დაიძინა ისე ტკბილად როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა რომ მაინც აღელვებული იყო და ვერ ეგუებოდა ამ გარემოს.
და იმ ერთს მაინც ეღვიძა. ვინ იქნებოდა ის ერთი თუარა ნოა. ნოას ეღვიძა ცხვირი ელენეს თმებთან მიეტანა და ყნოსავდა.
- დღეს შემიყვარდა წვიმა. შენ შემაყვარე- ჩუმად თქვა ნოამ და ელენეზე ჩახუტებულს მასაც მალე ჩაეძინა.


იმედია მოგეწონებათ. მაინტერესებს თქვენი აზრი. დიდი ბოდიში რომ ამდენი ხანი გალოდინეთ და ვერ დავწერე.????????



№1  offline წევრი ყვავილი

მაგარიააა ძალიააან

 


№2  offline წევრი ანუკიანკა

ყვავილი
მაგარიააა ძალიააან

მადლობა❤️

 


№3 სტუმარი 123

კაი გოგო ხარ კარგად წერ და ასე გააგძელე უბრალიდ ამდენი აღარ გვალოდინო

 


№4  offline წევრი ანუკიანკა

123
კაი გოგო ხარ კარგად წერ და ასე გააგძელე უბრალიდ ამდენი აღარ გვალოდინო

მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის. ვეცდები აღარ გალოდინოთ❤️

 


№5 სტუმარი Bunnnn

აუ მალე დადე ახალი თავი რა ძააან მაგარია❤️❤️

 


№6  offline წევრი ანუკიანკა

Bunnnn
აუ მალე დადე ახალი თავი რა ძააან მაგარია❤️❤️

მადლობა. მალე დავდებ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent