შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთხილად შეარჩიე ოცნება, რადგან შეიძლება ახდეს (თავი 3)


31-03-2020, 02:08
ავტორი ანუკიანკა
ნანახია 1 938

თავი მისკდებაო, რომ ამბობენ აი ზუსტად ამას გრძნობდა ამ წამს გონს მოსული ელენე. თვალები გაახილა მაგრამ თავიდან ვერაფერი გაარჩია ამღრეული ქონდა თვალები მერე გაარჩია კონტურები და რომ არეცნო არაფერი მერე დაიწყო გახსენება თუ რა მოხდა და რომ გაახსენდა საწოლიდან სწრაფად წამოხტა. მაგრამ იქვე ჩაიკეცა. ფეხი ძალიან სტკიოდა. ფეხს დახედა და ლამის სიმწრისგან ცრემლები წამოუვიდა ნაღრძკბიბდა გასიებული ჰქონდა. როგორც ჩამდა სახლში მარტო იყო, ამიტომ სანამ ჩოხიანი მოვიდოდა უნდა გაქცეულიყო. კოჭლობით მივიდა კარამდე გამოაღო და გარეთ გავიდა. არავინ იყო გზა ტყისკენ მიდიოდა და სწორედ იქეთ გაიქცა. რაც შეეძლო მირბოდა ამას თუ სირბილი ერქვა ცალ ფეხს მიათრევდა. ძალიან სტკიოდა, მაგრამ გაჩერება არ შეეძლო. ტყეში შესვლამდე ცოტა აკლდა ხმა რომ გაიგონა და სწორედ აქ დაკარგა გაქცევის ის მცირედი შანსიც
- გაჩერდი. ნუ გარბიხარ გაჩერდი
მაინც მირბოდა თან უკან იხედებოდა სულ ცოტა აკლდა და დაეწეოდა. აზრი აღარ ჰქონდა გაქცევას
- არ მომეკარო, თორემ ჩემი ხელით მოგკლავ
- რატომ ადექი საწოლიდან ფეხი ცუდ დღეში გაქვს.
- არ მაინტერესებს ფეხი როგორ მაქვს. ახლავე დამაბრუნე სახლში
- ხომ გითხარი უკვე არა, რომ უკან ვერ დაგაბრუნებ
- მისმინე თუ იმიტომ არ მიგყავარ უკან რომ გეშინია პოლიციაში არ გიჩივლო, მაშინ გეფიცები სიტყვას არ ვიტყვი არავისთან ოღონდ გამიშვი
- ეგ არაფერ შუაში. მე პოლიციის არ მეშინია
- აბა რატომ მომიტაცე?
- წამოდი სახლში შევიდეთ და იქ გიპასუხებ რაც გაინტერესებს
- იმ სახლში არ მინდა გესმის? არა სახლში მინდა მე ჩემს სახლში
- გთხოვ ნუ გაჯიუტდები თორემ მომიწევს ძალით შეგიყვანო შინ
- არც გაბედო შემეხო
- დამოუკიდებლად შეძლებ წამოსვლას? რაღაც არმგონია
- მე არ მოვდივარ. აქედან მივდივარ და ხელის შეშლა არ გაბედო
ჩოხიანმა მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა ელენესთან საუბარს ამიტომ მხარზე მოიგდო ელენე და წაიყვანა სახლისკენ
- ახლავე დამსვი იდიოტო. შენ ვინ მიგდიხარ რომ ამდენს ბედავ. მოგკლავ
- გაჩუმდი და დამშვიდდი ნუ ფართხალებ თორემ დამივარდები
- ახლავე დამსვი თორემ ვერ გადამირჩები- ხელებს ზურგზე ურტყამდა ელენე და ფეხებს იქნევდა
- დაგსვამ ჰო მივედით თითქმის.
სახლის კარი გახსნა შეიყვანა ელენე და საწოლზე დასვა პირდაპირ
- იცოდე მეორედ თუ შემეხები....
- არ შეგეხები ნუ ღელავ
- შენ საერთოდ ვინ ხარ რომ მომიტაცე.
- რამდენიმე დღეში წახვიდოდი. გუშინ რომ შანსი მქონდა ისეთი აღარ მექნებიდა ამიტომაც მოგიტაცე
- გუშინ? მე რა გუშინდეკს მერეა მძინავს?
- ჰო თავიც დაარტყი ცოტათი და მაგიტომ ალბათ- ჩოხა გაისწორა და ისევ ელენეს შეხედა
- რატომ მომიტაცე რა გინდა ჩემგან? მანიაკი ხარ? ჩემი მოკვლა გინდა? თუ... - სიტყვა გაუწყდა ელენეს და ნერწყვი შიშით გადაყლაპა. ჩოხიანმა ნაბიჯი მისკენ რომ გადადგა კივილს აპირებდა მაგრამ პირის გაღებამდე ჩოხიანმა დაასწრო სიტყვის თქმა
- ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ. ხელს არ დაგაკარებ. ჩემი ნუ შეგეშინდება
- და ვინ გითხრა რომ მეშინია?
- ტყუილი არ გეხერხება. ხომ გახსოვს ეს სიტყვები?
- ის შენ იყავი ხომ იმ ღამით? ასეც ვიცოდი
- იმ ღამით რომ არ მენახე ახლა აქ არ იქნებოდი. შენი თვალები იმ დღესაც კი ცეცხლს აფრქვევდა.
- რატომ მომიტაცე?
- ვფიქრობ ამაზე პასუხს შენც მიხვდები?
- და როგორ მოახერხე ჩემი მოტაცება? შემს ცხენზე რომ არ დავმჯდარიყავი?
- ის ყველა ჩემი მეგობარი იყო ყველამ იცოდა რომ შენს მოტაცებას ვაპირებდი
- ვინ იტაცებს გოგოს 21-ე საუკუნეში? დღეს ეს აღარაა მოდაში
- აქ მთაში მოდა არ მოქმედებს- ირონიით უთხრა ჩოხიანმა
- დასწყევლოს თქვენი მთაც და თქვენი მოდაც- ელენე საწოლიდან წამოვარდა, რათქმაუნდა დაავიწყდა ფეხი რომ სტკიოდა და ძაბორძიკდა. ჩოხიანი მის დასახმარებლად დაიძრა, მაგრამ ელენემ შეაჩერა
- არ მომეკარო. ყველანი იდიოტები ხართ. ტუმბოზე ჭიქა იდგა აწია და კედელს ესროლა, თან ხმამაღლა დაიყვირა
- ელენე არგინდა. რამეს იტკენ
- ნუ მექცევი 2 წლის ბავშვივით. ელენე ეს არ ქნა ელენე ეს გააკეთე. შენ ერთ ბრძანებასაც კი არ შევასრულებ
- არც მინდა რომ შეასრულო. ასეთი რომ ხარ სწორედ მაგიტომ აგირჩიე.
- მეზიზღები გესმის მეზიზღები. მალე მიპოვნიან და ამისთვის პასუხს მოგთხოვ
- ტყუილად გაქვს იმედი აქ არავინ მოგძებნის. ძალიან შორს ვართ იმ ადგილიდან საიდანაც შენ წამოგიყვანე
- ეგ შენ გაქვს ტყუილად იმედი რომ ვერ მოგვაგნებენ. ჩემი მშობლები ალბათ ყველგან მეძებენ. წარმომიდგენია ნინაჩკა რა დღეშია, ან საბა
- აქ არიჭერს, მაგრამ მერე დაგარეკინებ მშობლებთან
- რას ქვია აქ არიჭერს? ახლა არ იჭერს თუ საერთოდ არ იჭერს?
- საერთოდ არ იჭერს. ნუ ზოგჯერ იჭერს ზოგ ადგილას
- რამდენ ხანს აპირებ ჩემს აქ გამოკეტვას. ნორმალური ადგილი მაინც შეგერჩია, სადაც ტელეფონი იჭერს
- სწორედ მაგიტომ ავარჩიე ეს ადგილი ტელეფონი რომ არ იჭერს- ჩოხიანს გაეღიმა
- ნუ იცინი აქ სასაცილო არაფერია. მაგ შენი ირონიით ძალიან მაღიზიანებ. გკითხე აქ რამდენ ხანს მიპირებ გაჩერებას მეთქი
- კარგი არ გავიცინებ. ალბათ მანამ სანამ არ მოლბები ჩემს მიმართ. ნუ დადღაც 2 ან 3 თვეში
- სულ გამოშტერდი ხომ? შენს მიმართ რატომ უნდა მოვლბე. ვერ გიტან ვერა
- გთხოვ შეურაწყოფას არ ვიყოთ რა - ისევ ირონიით უთხრა რაც ელენეს ძალიან აღიზიანებდა
- რასაც მინდა იმას ვიზამ
- ზოგჯერ აუტანელი ხარ
- ისე ამბობ გეგონება ბავშვობიდან მიცნობდე
- ადამიანი რომ გაიცნო წლები არაა ამისთვის საჭირო. ჰო მართლა მე ნოა მქვია
- გინდ ნოა გრქმევია, გინდ იუსუფი არ მაინტერესებს
- იმედია ამის მერე დებილოს და შტეროს ნაცვლად სახელით მომმართავ
- იოცნებე. და იცოდე რომ აქედან აუცილებლად გავიქცევი ცოტა ფეხი რომ მომირჩება და უკეთ გავხდები
- რომც გაიქცე ტყეში იმდენი ნადირია ცოცხალი ვერ გადარჩები. და ნადირს თუ არ გადაეყრები შიმშილით მოკვდები სანამ შენ ფეხით იქამდე ჩახვალ
- ვიცი ამ სისულელეებს იმიტომ მეუბნები რომ შემაშინო და არ გავიქცე, მაგრამ მე მაინც გავიქცევი
- მეეჭვება.
- სულ ფეხებზე შენი ეჭვები
- შენ რანაირი გოგო ყოფილხარ. ასეთი ველური არ ჩანდი შორიდან- რათქმაუნდა აქაც ღიმილი დაამატა ნოამ
- ჩემი რატომ გიკვირს როცა თვითონ 19-ე საუკუნეში ხარ ჩარჩენილი
ნოამ თავი გააქნია და აღარ უპასუხა. უბრალოდ თემა შეცვალა
- დაიძინე
- აქ შენს გვერდით წოლას მირჩევნია ტყეში ნადირთან დავიძინო
- და ვინ გითხრა რომ აქ ვწვები?
- აბა სად წვები
- გაინტერესებს?
- თუ გინდა ცხენთან დაგიძინია მერა
- კარგი ჰო კარგი. გვერდით ოთახში დავწვები. თუ რამე დაგჭირდა დამიძახე.- გასვლისას დაამატა ნოამ- და კიდევ ამ ღამით გაქცევას ნუ ეცდები, არ ღირს
- წადი შენი - კარები რომ მიხურა ნოამ მერე მიაძახა ხმადაბლა ელენემ
ლოგინში ჩაწვა, მაგრამ არ დაეძინა ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში. თან ეშინოდა ნოასი, მაგრამ როგორციმ ღამით როცა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ახლაც ფიქრობდა რომ ნოა არაფერს დაუშავებდა. ამ ფიქრებში გართულს როდის ჩაეძინა ვერც მიხვდა.ის კი დანამდვილებით უნდოდა ძილის წინ რომ სიზმარში მშობლები, ნინაჩკა, საბა, ან მისი რომელიმე მეგობარი მაინც ენახა. ისიც კი იფიქრა იქნებ ეს ყველაფერი სიზმარია, უბრალოდ ცუდი სიზმარი და როცა გავიღვიძებ ისევ იქ ვიყო ქვემოთო.



№1 სტუმარი 123

ძალიან კარგი და სასიამოვნო წასაკითხია ასე გააგრძელე

 


№2  offline წევრი ანუკიანკა

123
ძალიან კარგი და სასიამოვნო წასაკითხია ასე გააგრძელე

მადლობა. მიხარია თუ მოგეწონა????????

 


№3  offline მოდერი ენქეი

ძალიანკარგია innocent

 


№4  offline წევრი ანუკიანკა

ენქეი
ძალიანკარგია innocent

მადლობა????

 


№5  offline წევრი alienbaby

თავები გაზარდე❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი ანუკიანკა

alienbaby
თავები გაზარდე❤️❤️❤️

გავითვალისწინებ❤️

 


№7 სტუმარი Nia_26

მალე დადებ?? ❤️❤️

 


№8  offline წევრი ანუკიანკა

Nia_26
მალე დადებ?? ❤️❤️

კიი❤️

 


№9 სტუმარი კოკო

რატო არ დებ. შემდეგ თავს

 


№10  offline წევრი ანუკიანკა

კოკო
რატო არ დებ. შემდეგ თავს

მალე დავდებ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent