შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ მოვკვდებოდე (სრულად)


15-04-2020, 00:03
ავტორი Natiiaa33
ნანახია 17 435

_მწველი კაშკაშა მზე, ირგვლივ საოცარი სურნელება, სწორედ აგვისტოს რომ შეესაბამება აი ისეთი.ყველაფერს მზის სუნი აქვს. ალბათ გაგიკვირდებათ, მზის? დიახ, სწორედაც მზის.. ცხელა, ყველაფერი იწვის და ორთქლად ქცეული ღრუბლებს უერთდება.
-ნათიაა! რას წერ მოდი გაგიმზადე ცივი ყავა.
-აუუ დე მაცადე, ახალი მოთხრობა დავიწყე და ისეთი საოცარი გამოვა, მგონი ვეღარ მოვწყდე კალამს..
-მოდი ახლა დროზე! ელემ დარეკა მზად დამხვდეს სიურპრიზი მაქვსო.
-ახლა რაღა ჩაიფიქრა მაგ გადარეულმა
_ჩაილაპარაკა ჩუმად და მომზადება დაიწყო..ელენე აბაშიძე ნათიას საუკეთესო მეგობარია. ერთად ყოველთვის ბედნიერად გრძნობენ თავს და ამ ბედნიერებას არასდროს იკლებენ
კარზე ზარის ხმა გაისმა -დეე მე გავაღებ ელე იქნება _კარის გაღებისას ნათია ერთიანად გაქვავდა, გაოცებისგან ვეღარ გაიგო რა ექნა, გაშეშებული იდგა და უყურებდა
-ვაიმე დედა სასწრაფოში დარეკე მგონი მოლანდებები დამეწყო.
-მოდი აქ ძმა არ უნდა ნახო?? ისევ ისეთი ცივი ხარ! 5 წელია რაც არ მინახავხარ შენკიდე ახლა უბრალოდ დგახარ და მიყურებ?!
-კარგი ზურა ნუ ბრაზობ, მოდი ჩემო საყვარელო _ერთმანეთს
გადაეხვივნენ და ესე იდგნენ 5 წუთი კარის ზღრუბლზე. ამდროს მაკოც გამოვიდა სამზარეულოდან -დეე ელე მოვიდა? -ელე არა დეე შენი პრინცი დაბრუნდა საფრანგეთიდან. _მაკოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაგრად ჩაიკრა გულში მონატრებული ბიჭი და თან ტკბილი სიტყვებით ეფერებოდა.
-კარგი რა დეე მომკლავს ამდენი სითბოს ყურება მოშორდი ახლა ზურას!
-დედა ნათია სულ არ შეცვლილა, ისევ ისეთი ეგოისტკაა როგორიც იყო და ნეტა ეშველება რამე?
-ვაი ზურაა გაჩერდი სანამ გაგამგზავრე ისევ უკან.
_იცინოდნენ, ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდათ და ამ საუბარში ვერცკი შენიშნეს ელე როგორ მივიდა.
-ნათია ორი საათია კართან ვარ რა აღარ შემიძლია რასიკ...
-როგორახარ ელე?
-ვაიმე ზურაა? ეს შენ ხაარ? არ მელანდება?
-ჰო მევარ როგორ შეცვლილხარ, გალამაზებულხარ.მოდი ჩაგეხუტო. _ერთმანეთს გადაეხვივნენ, ნათია კი კედელს მიყრდნობოდა და მათ თბილ ჩახუტებაზე ჩუმად იცინოდა
- რაო ძმაო გულში ხომარ ჩაგივარდა ჩემი გოგო?
-ნათიაა!! _ისეთი მზერა სტყორცნა ზურამ, ნათიას ადგილზე სხვას წამსვე გააქვავებდა.
-კაი ძმაო რაიყო ვის არ მოსვლია. _ისევ გააგრძელა ნათიამ სიცილი, ხელი ჩაშჭიდა ელეს და სახლიდან გავიდნენ..
-ჰო აბა გისმენ ელე სად მივდივართ? - იციი რაღაც მინდა განახო..რაღაც კი არა ვიღაც მინდა გაგაცნო.
-რაა? ანუუ? მოიცაა აქამდე რატო არ მითხარი
-ჩუუ გოგო გაიგო ნახევარმა თბილისმა!
-კაი კაი მოყევი აბა.
- ერთი ბიჭია ძალიან უყვარვარ, არც მე ვარ გულ-გრილი მის მიმართ და მინდა გაგაცნო და შენი აზრი გავიგო, ხომ იცი საუეთესო მრჩეველი ხარ -კარგი და დიდი ხანია იცნობ? -სადღაც 5თვეა
-და მე არ ვიცი?
_ვერც კი გაიგეს საუბარში როგორ მიუახლოვდნენ კაფეს, ელეს თაყვანისმცემელიც მისულიყო, მივიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ. ელე და თემო გაუჩერებლად საუბრობდნენ, ნათია კი ხმას არ იღებდა რაც მისგან უჩვეულო იყო. ელენე მიხვდა რაღაც ისე რომ ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
-კარგით ახალგაზრდებო მე გავალ, რაღაც საქმე გამომიჩნდა. ელენე გთხოვ ერთ საათში ჩემთან მოდი. _პასუხს არც დალოდებია ადგა და არეული ფიქრებით განაგრძო გზა.
ერთი საათის შემდეგ ელენეც მივიდა. ნათიამ აღარ იცოდა რა ექნა, ისე იყო შეწუხებული ოთახში ადგილს ვერ პოულობდა.ელენეს შესვლისთანავე სახეზე სიბრაზის ალმური დაეტყო. ფიქრობდა ეთქვა თუ არა, წინდა უკან დადიოდა და ნერვიულად იწვალებდა თმებს.
-გოგო ეგ ტიპი იცი ვაფშე ვინაა? იცი რა ნაძირალა იდიოტია? მექალთანე არამზადა.ეგიყო თეკლა რომ ფეხმძიმე მიატოვა და მაგისგამო მოიკლა თავი 17 წლის ბავშვმა.
-რაა?? მატყუებ ხო? კარგი რა ნათია გშუურს ჩემი ბედნიერების?
-ელენე არ გცხვენია? შენ ჩემი საუკეთესო დაქალი ხარ მაგას როგორ მეუბნები?
-არა ნათია შენ მე ვერ მიგებ! არგინდა რომ ბედნიერი ვიყო.მედა თემო ბედნიერები ვიქნებით და შენ ხელს ვერ შეგვიშლი!
-ელენე გთხოვ! ოღონდ ეგ არამზადა არა და სხვა ვინც გინდა ისიყოს.
-იცი რა? დღეიდან ჩემთვის აღარ არსებობ.
_გაბრაზებული გაიქცა ოთახიდან და კარი ისე გაიჯახუნა ლამის ჩამოაგდო. კედლის კუთხეში ჩაიმუხლა, მუხლებზე დადო თავი და ტიროდა,საუკეთესო მეგობარმა არარაობის გამო ზურგი აქცია. ტკიოდა, ვერ წარმოედგინა, არ უნდოდა დაჯერება და თავის თავს უბრაზდებოდა.
-ძმაო გღვიძავს?
_ზურას ოთახში შევიდა, დაწითლებული თვალები ჰქონდა, ტუჩები საყვარლად დაებრიცა და პატარა წიწილასავით მობუზულიყო
-რაგჭირს ჩემო პრინცესა? რატო გაქვს თვალები დასიებული?
-გთხოვ ჩამეხუტე, უბრალოდ ჩამეხუტე ,რომ ტირილის დროს ვიგრძნო შენი სითბო
-ნათია რაგჭირს პატარავ არ მომიყვები?
- ზურა გახსოვს თეკლა თემოს გამო რომ დაიღუპა?
-თემო? თაბაგარი?
-ხო აი ეგ.
- მაგ არაკაცს რა დამავიწყებს, მოხდა რამე?
-ელენეს აეკიდა, მეშინია ზურა, ძალიან მეშინია, ელენეც იმ დღეში არ აღმოჩნდეს როგორშიც თეკლა, არმინდა ზურა ელენეს დაკარგვა, არაა გესმის? ვეღარ გადავიტან _თავი ზურას მკერდზე დაადო, ხელებს მაგრას უჭერდა და პატარა ბავშვივით ხმამაღლა ტიროდა.
-ჩემო ფერია დამშვიდდი გთხოვ! აღარ გაიმეორო ეგ მეორედ, არდავუშვებ რომ მსგავსი რამ კიდე განმეორდეს გესმის?შემომხედე, გესმის ხომ?მე მივხედავ მაგ საქმეს.ვერ ვიტან შენ შავ თვალებს წითელი ფერი რომ დაჰკრავს ვერა! აღარ გაბედო მეორედ ტირილი, გაიგე?!
-ზურა გთხოვ რა ამაღამ ჩემთან იყავი.იცი როგორ მჭირდება ახლა ჩემს გვერდით შენი ყოფნა? სულ გავიყინე, ვერ ვთბები.
-არიდარდო პატარავ, დაიძინე შენთან ვარ.
_დილა იყო უკვე, გაღვიძებას ცდილობდა და ნელ-ნელა ახელდა თვალებს ზურას საუბარი, რომ მოესმა ვიღაცას მობილურით ძალიან ეჩხუბებოდა
და შეხვედრას სთხოვდა.მიხვდა რომ ეს ვიღაც თემო იქნებოდა. ლოგინიდან წამოხტა ხალათი მოიცვა და მისაღებში გავარდა. საუბარიც დაასრულა, შუბლზე აკოცა ახალ გაღვიძებულ დას და უთხრა:
-პატარავ ახლა მე გავდივარ იცოდე ჭკუით იყავი, ცრემლი აღარ დავინახო შენს თვალებზე! მალე დავბრუნდები, ვეცდები ყველაფერი მოვაგვარო. _ლოყები დაუკოცნა და წავიდა.კიბეები აირბინა და ოთახში ჩაიკეტა, ფოტოალბომები გადმოალაგა, ყველა წუთი თავიდან გაიხსენა ელენესთან გატარებული და ყოველი მოგონება უფრო და უფრო ტკენდა.
გაცოფებული მივარდა ზურა, თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეცემა. საჩვენებელი თითი დაუქნია და ხმამაღლა საუბარი დაუწყო
-ახლა მომისმინე, მხოლოდ ერთხელ გეტყვი და შენ კარგად მომისმენ. ელენეს ეტყვი ყველაფერს რაც სიმართლეა და მოშორდები საერთოდ!არგეგონოს ვიღაც დაუცველი ტიპი ჩემი დაა გაიგეე?!
-მისმინე ჯიგარო, ეგ გოგო მიყვარს და არც ეცადოთ ჩვენს დაშორებას, არ მინდა ინანო!
-შენ რა მემუქრები ბიჭოო? თეკლას სიკვდილი არ გეყო ელენეს მიადექი?
-კაროჩე რაა მე მართლა მიყვარს და თუ არ გჯერა შენი პრობლემაა.
_დიდი ხნის საუბრის შემდეგ
ერთმანეთს დაშორდნენ.სახლში მისულს ნათია იმედის მომცემი თვალებით დახვდა, თითქოს თვალები ეკითხებოდა ხომ ყველაფერი კარგადააო.
-ჩემო პატარა დაწყნარდი ველაპარაკე იმ ტიპს და იმედია მოშორდება.სიტყვას თუ ვერ გაიგებს მერე ალბათ მომიწევს გავალამაზო.
- ელენემ მომწერა აღარ ახსენო ჩემი არსებობაო, არაფერში მჭირდები შურიანი გველი ხარო, ხოკიდევ ისრომ ყველაფერს ვაქრობ რაც შენთან მაკავშირებდაო.იცი როგორ მტკივა გული ზურა? იცი რა საშინელებაა? მგონია საკუთარი და დავკარგე, ღვიძლი ბიოლოგიური და.ვერ წარმოიდგენ როცა ცუდად იყო და სავადმყოფოში იწვა როგორ ვიყავი. წამით არ მოვშორებივარ და ახლა ეს რა სიტყვები მითხრა.
-ნათია დაწყნარდი მალე მოვა გონს და ბოდიშსაც მოგიხდის. მიდი ახლა მოწესრიგდი საშოპინგოდ წავიდეთ ვიცი რომ გიყვარს
- საუკეთესო ძმა მყავს, არასდროს გავიწყდება რა მიყვარს.
_ყელზე შემოხვია ხელები და ლოყები ხმაურით დაუკოცნა.
გაემზადა წასასვლელად, თეთრი მაიკა, შავი ჯინსი და თეთრი ბოტასები ჩაიცვა კომფორტულად რომ ვიგრძნო თავი და ბევრი ვიაროო ფიქრობდა.
-ნათია გამოდი თორემ გადავიფიქრებ.
_მანქანას გაუჩერებლად ასიგნალებდა, ლოდინით დაიღალა როცა ნათიამ კიბეებზე ჩამოირბინა და მანქანაში ჩაჯდა.
- ჰო აბა სად მივდივართ?
-რომ მივალთ ნახავ.
_ყველაზე დიდ და ძვირადღირებულ სავაჭრო ცენტრში მიიყვანა,როგორც ყოველთვის და-ძმას ტასაცმელში ფული არასდროს ენანებოდათ.
-ზურაა ყველაზე საუკეთესო ხარ იციი?
_ბედნიერებისგან აღარ იცოდა რომელ განყოფილებაში შესულიყო.რაც მოეწონა ყვაფერი იყიდა თან ისეთი ლამაზი იყო ცუდიც რომ ეყიდა მაინც მოუხდებოდა. წამოსვლისას ერთ კაბას მოჰკრა თვალი და ძალიან მოეწონა.
-აუ ზურაა ეს კაბა მიყიდე რაა.
-ოუჰ 2,000$ ?? არა ნათია ეგ შემდეგზე იყიდე რა
- კარგი იმედია სანამ მოვკვდები მიყიდი თორემ გავგიჟდები რომ ეს კაბა ვერ ჩავიცვა. ხომ იცი მკვდარიც კი გავცოცხლდები ამ კაბის გამო.
-გოგოო ნუ ხუმრობ ეგრე ვერ ვიტან! _გაუცინა და მანქანაში სრულიად კმაყოფილი და გადაქანცული ჩაესვენა. ყოველი დღე ტანჯვა იყო ნათიასთვის.რაღაც აკლდა.იმ სიცარიელეს გრძნობდა რომელსაც ელენე უვსებდა მხოლოდ.
დივანზე წამოწოლილიყო და ფილმს უყურებდა, მობილურზე ესემესის ხმა, რომ გაიგო
- დღეს 5 საათზე ჩვენ კაფესთან დაგელოდები. ელენე...
_სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა. ხუთის ნახევარი იყო, დაიწყო მომზადება და სახლიდან უეცრად გაიქცა. თითქმის უკვე კაფესთან მისულიყო, ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, რომ უეცრად ძლიერი მუხრუჭების ხმა გაისმა, ნათია კი გონდაკარგული ძირს დაეცა. ირგვლივ სულ სისხლი იყო.თან როგორი სისხლის კვალი.პატარა სხეული სულ წითელ ფონზე ესვენა. მანქანას არც შეუნელებია მოძრაობა, სარკიდან დაინახა ცაში აფრენილი სხეული როგორ დაენარცხა ასვალტს და ადგილიდან გაუჩინარდა.
ერთი კაცის ყვირილი გაისმა
-ცოცხალია დროზე სასწრაფოში დარეკეთ!
_ირგვლივ ხალხი მოგროვდა, ზოგი ვერც უყურებდა შემზარავ სურათს და სახეზე ხელ აფარებული მოთქმა გოდებას მისცემოდნენ, ხელის მიკარებას ვერავინ ბედავდა.
სასწრაფომ არ დააყოვნა და მალევე გამოცხადდა ადგილზე. საავადმყოფოში გადაიყვანეს და საოპერაციო ბლოკში მოათავსეს. ექთანმა მოახერხა ნათიას ოჯახთან დაკავშირება. რთულია აღწერო განცდა რომელსაც იმ მომენტში ზურა და მაკო გრძნობდნენ. გიჟებივით გაცვივდნენ საავადმყოფოში, დერეფანში წინ და უკან დადიოდნენ, ადგილს ვერ პოულობდნენ, არაფერი იცოდნენ და ეს ყველაზე მეტად აგიჟებდათ. ოპერაცია 8 საათი გაგრძელდა.
საოპერაციო ბლოკიდან ექიმი გამოდის. ნელი ზანტი ნაბიჯებით მიაბიჯებს და მაკოს წინ თავდახრილი ჩერდება
-ქალბატონო პაციენტი შემოყვანილი იყო ძლიერი სისხლდენით. როგორც შინაგანი ასევე გარეგანი.
აღენიშნებოდა უამრავი მოტეხილობა, თავის არის ძლიერი დაზიანება რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევა. უნდა ჩატარდეს ოპერაცია რომელიც საკმაოდ სარისკოა და ოპერაციას ვერ დავიწყებ, სანამ თქვენ არ დაგვიდასტურებთ თანხმობას ხელმოწერით. შედეგზე პასუხისმგებლობა
ს სრულებით ვიხსნით. პაციენტმა შესაძლოა ვერ გადაიტანოს.
_მაკო გაშრა, გაქვავდა სიტყვების დალაგებას ცდილობდა და თავმოყრა ვერ შეძლო.ბოლოს გონს მოვიდა და წამოიყვირა
-სასწრაფოდ დაიწყეთ მე ახლავე მოგიწერთ ხელს. ექიმო ჩემი შვილი გადაარჩინეთ გთხოვთ.
_მავედრებელი მზერა შეაპყრო საოპერაციოსკენ მიმავალ ექიმს და სახეზე ხელებაფარებულმა განაგრძო ტირილი.
ნახევარ საათში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დამნაშავის დაკავების ამბავი აცნობეს, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ სახელს ვერ იტყოდნენ.
ელენემ ეს ამბავი რომ შეიტყო ძალიან ცუდად გახდა, ვერც კი გაბედა საავადმყოფოში წასულიყო. როგორ შეეძლო რამე ეთქვა დედისთვის რომლის შვილიც მის გამო იტანჯებოდა ან ძმისთვის რომლის დაც სიცოცხლე-სიკვდილის გასაყარზე იყო. სახლში იყო, ხატების წინ დამხობილი ლოცულობდა უცხო ნომერმა რომ დაურეკა და აღელვებული სიხარულნარევი ხმით უთხრა
-ელენე იცი? ეს შენსგამო გავაკეთე.მე ვეცადე ყველა მომეშორებია ვინც კი ჩვენს დაშორებას ცდილობდა. მე ეს შევძელი ელენე.
- რაა ?თემო შენ ხარ? ნუთუ ეს შენ გააკეთე?
-მხოლოდ შენს გამო გავაკეთე ელენე ეს! ის იდიოტი გოგო რომ არ ჩამდგარიყო ჩვენს შორის.
_უსმენდა და ვერ იჯერებდა, მეტყველების უნარი დაკარგა. ჩუმად იყო, სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა მხოლოდ და გაქვავებული ერთ ადგილას გაიყინა. ვეღარ შეძლო ხმის ამოღება, ყველა განვლილი წამი ერთმანეთს ენაცვლებოდა მეხსიერებაში და თანდათან უფრო იყინებოდა.
-ელენე იცოდე რომ მიყვარხარ.ახლა მე დამაკავეს მაგრამ მალე გამომიშვებენ და ისევ ერთად ვიქნებით. ვთიშავ
-მოიცადე! ძალიან ატკინე?
-ვერგავიგე რა მკითხე
-ძალიან ატკინეთქო? ნათიას ძალიან ეტკინა? ასე რატომ გაწირე რატომ? იცი ყველაზე მეტად რა არ უნდოდა? ტანჯვით რომ მომკვდარიყო. და ახლა ალბათ როგორ იტანჯება. ჩემი საბრალოო..ამტკივილს მთელი ცხოვრება ვერ მოვიშუშებ იცი?
-შენხომ ამბობდი, რომ ვერ იტანდი. ახლა რა შეიცვალა?
-ის ჩემი და იყო და!! მასზე გაბრაზებული ვიყავი მხოლოდ. მხეცი ხარ, ნადირი ვერ გიტან მეზიზღები!
-ელენე დაწყნარდი ნუ ღრიალებ
- მიპასუხე შე არამზადავ, ჩემ გოგოს ძალიან ატკინე? იტანჯებოდათქოო?
-არა უბრალოდ ცოტახანს იგრძნობდა ტკივილს და აწი სულ იძინებს.
_თემოს სიცილზე ელენეს გონება დაებინდა და გული წაუვიდა.

14საათიანი ოპერაციის შემდეგ ექიმი როგორც იქნა გამოვიდა რეანიმაციიდან
- პაციენტმა ოპერაცი გადაიტანა მაგრამ ვერ გეტყვით გონზე მოვა თუ არა. ახლა ის კომაშია. ჩვენ ლოდინის მეტი არაფერი შეგვიძლია.
_ტკივილის აღწერა შეუძლებელია და თან იმ ტკივილის რაც ისინი გრძნობდნენ ამ სიტყვების გაგონებისას.
დღეები გადიოდა ნათიას სხეული კი მხოლოდ იდო უსიცოცხლოდ. ირგვლივ წამლების სუნი და აპარატის გულისშემაღონებელი წრუპუნი ისმოდა. ტკიოდა , ყველას საშინლად ტკიოდა როცა მომღიმარ მხიარულ გოგოს ასე უსიცოცხლოდ ხედავდნენ. ელენე აღარაფერს ჭამდა და თითქმის სულ ტიროდა თავის ოთახში გამოკეტილი.
გაიგო რომ ლეიკემია ჰქონდა, ბოლო სტადია და ბედნიერი იყო, ფიქრობდა რომ ნატანჯ სიცოცხლეს მალე დააღწევდა თავს. მაკო როცა ნათიას პალატაში შედიოდა სულ ელაპარაკებოდა:
- დეე ჩემო პატარა, დედას გულო არ დამტოვო. ვიცი გესმის, შენ ხომ ძლიერი ხარ, რამდენი გეგმები გქონდა, უკვე უნივერსიტეტსაც ამთავრებდი. ყველას როგორ გვჭირდები იცი? შენი კლასელები და ჯგუფელები ყველა აქარიან ჩემო სულო და გულო..არდამტოვო..არწაიღო ის გეგმები და ოცნებები რაც გქონდა..გაიღვიძე და მითხარი რომ დედა გეხუმრეო. ხომ გიყვარს ხუმრობა, შენთავსგეფიცები არ გაგიბრაზდები. დაწყებული წიგნიც დასასრულებელი გაქვა დეე..
_ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ პალატიდან გავიდა და იქვე ჩამოჯდა ძალაგამოცლილი. კიდევ ერთი დღე დასრულდა უშედეგოდ. ისევ ესე გაგრძელდა რამდენიმე დღე. 56-ე დღე იყო როცა ექიმები და ექთნები სირბილით შედიოდნენ და გამოდიოდნენ ნათიას პალატაში.სიტყვას არავინ ამბობდა. ხვდებოდნენ რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. რამოდენიმე საათში ექიმი თავის ქნევით გამოვიდა
- ძალიან ვეცადეთ..ვწუხვარ!..
_მაკოს კივილმა მთელი კლინიკა ფეხზე დააყენა. ზურა გაგიჟდა ექიმს ესცა და უყვიროდა
- არა იტყუებით! არ დამტოვებდა მე ჩემი ფერია ის ჯერ სულ პატარა იყო, სულ რაღაც 22 წლის.. ექიმს ჩამოეხსნა და სადღაც გაიქცა. სახლში დაბრუნებულმა დაიკოს ცივ სხეულს დაუწყო ყურება
- დაო გახსოვს კაბა რომ მოგეწონა? რომ მითხარი ისე არ მინდა მოვკვდე სანამ არ ჩავიცვავო, მაპატიე, მაპატიე ჩემო ერთადერთო, დამაგვიანდა ხომ? გახსოვს მითხარი მკვდარიც კი გავცოცხლდები ამ კაბის გამოო. ხომ გიყიდე? რატომ ხარ ესეთი ცივი, ვერ გეხები. სულ გაყინულხარ, მეც ვიყინები. ჩემი თბილი გოგო, ასე როგორ გაიყინე. მაკოს ცრემლებს რომ ვერ იტანდი? გაახილე თვალები, ვერ უძლებს უშენობას ხედავ? ვერ ვუძლებთ! შენ იმ შავი მიწისთვის ზედმეტად ნათელი ხარ.
_მუხლებზე იდგა და ზემოდან დაჰყურებდა სასახლეში ჩასვენებულ სხეულს, მხოლოდ ზურას ცრემლები იყო ცხელი, ცივ სახეზე რომ ეცემოდნენ.
ნათიას სიკვდილის შემდეგ არაფერს აღარ ჰქონდა ფერი, ისეთი უსიცოცხლო იყო, ისეთი უფერული. მზეც კი აღარ იყო ისეთი კაშკაშა და მცხუნვარე. არმომკვდარა, არა არ მომკვდარა, გარდაიცვალა, მან მხოლოდ ბუდე გამოიცვალა.. დედამიწიდან გაფრინდა ცაში.



№1 სტუმარი elene

es ra ikooo????????????????sakutari tavic ki shemdzulda rom elene mqviaa???????????? gulze mxvdeboda zuras yvela sityvaaaa????????

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო თაკო

რომ არ მომკვდარიყო?????????????მეც მეტკინა მათი ტკივილი???? ალბათ ასე რომ არ დამთავრებულიყო არც ამდენი ემოცია არ ექნებოდა. გულამდე შეაღწია და ცრემლები ძლივს შევიკავე.
ძაან კარგად წერ ავტორო მართლაც რომ ყოჩაღ!

 


№3 სტუმარი ქრისტინა

რომ არ მომკვდარიყო ? ???? ძალიან მეტკინა გული ცრემლები ვერ შევიკავე ???????? ყოჩაღ ავტორო ❤️❤️

 


№4  offline მოდერი Natiiaa33

elene
es ra ikooo????????????????sakutari tavic ki shemdzulda rom elene mqviaa???????????? gulze mxvdeboda zuras yvela sityvaaaa????????

ვაიმეე საყვარელოო❤❤☺

სტუმარი თაკო თაკო
რომ არ მომკვდარიყო?????????????მეც მეტკინა მათი ტკივილი???? ალბათ ასე რომ არ დამთავრებულიყო არც ამდენი ემოცია არ ექნებოდა. გულამდე შეაღწია და ცრემლები ძლივს შევიკავე.
ძაან კარგად წერ ავტორო მართლაც რომ ყოჩაღ!

დიდი მადლობაა❤☺

ქრისტინა
რომ არ მომკვდარიყო ? ???? ძალიან მეტკინა გული ცრემლები ვერ შევიკავე ???????? ყოჩაღ ავტორო ❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა❤❤

 


№5  offline წევრი Soft girl

ხო, დავაფასოთ სანამ გვერდით გვყავს…
ძალიან ემოციური ისტორია იყო ბევრის მთქმელი❤️

 


№6  offline მოდერი Natiiaa33

Soft girl
ხო, დავაფასოთ სანამ გვერდით გვყავს…
ძალიან ემოციური ისტორია იყო ბევრის მთქმელი❤️

მიხარია თუ მოგეწონათ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ლანა

ამ ისტორიაში იმაზე მეტი აზრი დევს, ვიდრე უბრალოდ ჩანს. ის "კაბის ყიდვა" გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი და ავტორმა ამ ისტორიით ძალიან ბევრი რამ გვითხრა. შესაძლოა ბევრმა ვერ გაიგო, მოსალოდნელიც კია... (იმედია მეც სწორად მივხვდი)
ავტორს ჩემგან Respect!!!!❤❤ ძალიან კარგად წერ, მკითხველამდე ბოლომდე მოგაქვს ყველა გრძნობა და თანამონაწილეს ხდი❤❤ წარმატებები❤

 


№8  offline მოდერი Natiiaa33

სტუმარი ლანა
ამ ისტორიაში იმაზე მეტი აზრი დევს, ვიდრე უბრალოდ ჩანს. ის "კაბის ყიდვა" გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი და ავტორმა ამ ისტორიით ძალიან ბევრი რამ გვითხრა. შესაძლოა ბევრმა ვერ გაიგო, მოსალოდნელიც კია... (იმედია მეც სწორად მივხვდი)
ავტორს ჩემგან Respect!!!!❤❤ ძალიან კარგად წერ, მკითხველამდე ბოლომდე მოგაქვს ყველა გრძნობა და თანამონაწილეს ხდი❤❤ წარმატებები❤

დიახ დიახ სწორად მიხვდით❤ ისტორია პატარაა მაგრამ სათქმელი ძალიან დიდი აქვს, ყველაფერი გატანილი მნიშვნელობით არის ნათქვამი და პირდაპირ გაგება სცდება ძალიან ისტორიის შინაარს:))))

 


№9 სტუმარი dzerski ku

satsodaoba iko, tu mcerlobas apireb pirvel rigshi banalurobas unda moeshva, moklef da konktrtulad 13 tslis bavshvis dgiurebidan amoghebul istorias hgavs. nu bandzoba iko, bravo avtorso rom ambobt anu xalxno ase ram gagigluvat tvini ? aranairi emocia ar gamchenia, dasadebadac ar girda.

 


№10  offline მოდერი Natiiaa33

dzerski ku
satsodaoba iko, tu mcerlobas apireb pirvel rigshi banalurobas unda moeshva, moklef da konktrtulad 13 tslis bavshvis dgiurebidan amoghebul istorias hgavs. nu bandzoba iko, bravo avtorso rom ambobt anu xalxno ase ram gagigluvat tvini ? aranairi emocia ar gamchenia, dasadebadac ar girda.

თქვენ თუ არ მოგეწონათ, სხვას ნუ აყენებთ შეურაწყოფას :)) "გაგიგლუვათ ტვინი" ძალიან ცუდად ჟღერს:)
ჰო კიდევ რას და რატომ დავდებ ეგ უკვე ჩემი საქმეა????

 


№11 სტუმარი სოფო შარაშიძე

dzerski ku
satsodaoba iko, tu mcerlobas apireb pirvel rigshi banalurobas unda moeshva, moklef da konktrtulad 13 tslis bavshvis dgiurebidan amoghebul istorias hgavs. nu bandzoba iko, bravo avtorso rom ambobt anu xalxno ase ram gagigluvat tvini ? aranairi emocia ar gamchenia, dasadebadac ar girda.


მართლაც რომ ბრაო ავტორს! ანუ ტვინი მაქვს გაგლუებული? :დდდდ საცოდაობაა მართლაც, თუ აზრს ვერ ხვდებით, არც უნდა გამოხატოთ!❤
13 წლის ბავშვის დღიურებში ამას ვერ ნახავთ, სასწაული ემოციაა ჩადებული შიდ და თუ თქვებზე არ იმოქმედა არ ნიშნავს რომ ცუდია.. ავტორს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ გულზე მომხვდა შენი ნეგატიური კომენტარით რომ უბიძგებ წერას შეეშვას. თუ აზრის გამოხატვა გინდა ჩემი რჩევა იქნება სათანადო სიტყვები შეარჩიო და ვინმე არ შეურაწყო შენი აზრებით!

 


№12  offline მოდერი Natiiaa33

სოფო შარაშიძე
dzerski ku
satsodaoba iko, tu mcerlobas apireb pirvel rigshi banalurobas unda moeshva, moklef da konktrtulad 13 tslis bavshvis dgiurebidan amoghebul istorias hgavs. nu bandzoba iko, bravo avtorso rom ambobt anu xalxno ase ram gagigluvat tvini ? aranairi emocia ar gamchenia, dasadebadac ar girda.


მართლაც რომ ბრაო ავტორს! ანუ ტვინი მაქვს გაგლუებული? :დდდდ საცოდაობაა მართლაც, თუ აზრს ვერ ხვდებით, არც უნდა გამოხატოთ!❤
13 წლის ბავშვის დღიურებში ამას ვერ ნახავთ, სასწაული ემოციაა ჩადებული შიდ და თუ თქვებზე არ იმოქმედა არ ნიშნავს რომ ცუდია.. ავტორს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ გულზე მომხვდა შენი ნეგატიური კომენტარით რომ უბიძგებ წერას შეეშვას. თუ აზრის გამოხატვა გინდა ჩემი რჩევა იქნება სათანადო სიტყვები შეარჩიო და ვინმე არ შეურაწყო შენი აზრებით!

მადლობა გამოხმაურებისთვის❤
ნუ ყველას საკუთარი აზრი აქვს და გამოხატვას ვერავის ავუკრძალავ. საერთოდ არ მოქმედებს ნეგატიური კომენტარები ჩემზე. რაც გაეხარდებათ ის აკომენტარონ. ზოგი სპეციალურად ცდილობს გააღიზიანოს ავტორი. კიბატონო სცადონ????????????:))))

 


№13 სტუმარი სტუმარი კირა

შენს გამო დამისივდა ტირილით თვალები!????❤ ელენესნაირი კარგი "მეგობრები" რომ არსებობენ ამიტომაა ბევრი შავ მიწაში წევს მართლაც! მართალია ინანა მაგრამ გვიან, დაიტანჯა მაგრამ ეს აღარ შველის, განადგურდა მაგრამ ვერაფერს შეცვლის! წავიდა, აღარ არის, ელენეს გამო წავიდა! საუკეთესო მეგობარმა გაუკეთა ეს! ისეთი სიკვდილით მოკვდა ყველაზე მეტად რომ ეშუნოდა თურმე, ტანჯვით!
ზოგჯერ ყველაზე მეტად ის ადამიანები გვტკენენ გულს რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent