შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ მიზეზი (2)


15-04-2020, 15:23
ნანახია 1 477

-ლაილას მღერი?’’-ირონიულმა,ბოხმა ბარიტონმა იქვე გამაშეშა.
ჩემი კუპის უცნაური თანამგზავრი სავარძელში მოკალათებულიყო და
მზერას არ მაშორებდა.ახლაღა მივხვდი,რამ შემაშინა მასში,როცა
იგი პირველად დავინახე: ყინულივით ცივი თვალები და უგრძნობი
მზერა ჰქონდა.
-აქ..აქ რა გინდაა?’’-უკვე მეორედ დამება ენა მასთან საუბრისას.
-შენს სანახავად მოვედი,’’-გამიღიმა,თუმცა მისი თვალები ჩვეულ
სიცივეს ინარჩუნებდნენ.
-როგორ შემოხვედი?’’-იმის წარმოდგენაზე,როგორ გააღო ჩემი ბინის
კარი,დამაჟრიალა.
-უფრო რთულ კითხვას მოველოდი ქერა,’’-ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა
და ფეხზე წამოდგა.
‘’შარში ხარ ლაილა,თან მაგარ შარში’’-გავიფიქრე და შიშით ავხედე ჩემზე
ერთი თავით მაღალ მალიკს.
-არაფერს დაგიშავებ ნუ გეშინია,’’-ჩაიცინა და უფრო მომიახლოვდა.
უკან კედელი იყო,ავეკარი და შიშისგან სუნთქვაც გამიხშირდა.
მისი თმის კულულები შუბლზე მეხებოდნენ,თითები-სახეზე.ვეღარ
გავუძელი და თვალები დავხუჭე.ასე მეგონა ჩემი გულისცემა ქვეყანას
ესმოდა.მაგრამ ყვირილი ვერ გავბედე.
-უბრალოდ ვისაუბროთ’’- მისი სუნთქვა სახეში შემომეფრქვია და
მივხვდი,ნასვამი იყო.
თავი დავუქნიე.არ მინდოდა მასში აგრესია გამომეწვია,ვინ იცის როგორ
მოიქცეოდა.შიში ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა და მეორე სავარძელში
ჩავესვენე.მალიკმაც მომბაძა.
-მოდი ერთ გამონაკლისს დავუშვებ ცხოვრებაში და უცნობ ადამიანს
ჩემზე მოვუყვები.მაგრამ მერე იმასაც გაიგებ რატომ გიყვები.
ჩაის არ დამალევინებ? –‘’ქვევიდან ამომხედა.
უსიტყვოდ წამოვდექი.
-მწვანე მიყვარს,-‘’დამადევნა კმაყოფილმა და სავარძელში გადაწვა.
არ ვიცოდი,რა უნდოდა მას ჩემს სახლში,რა ჰქონდა მოსაყოლი ან მე
რატომ ვუმზადებდი ჩაის,მაგრამ ვერ შევძელი მისი გაგდება,ყვირილი,
სისუსტემ იჩინა თავი.ან ცნობისმოყვარეობამ.იქნებ გული მეუბნებოდა,
რომ მართლა არაფერს დამიშავებდა.
როცა ჩაი მიმქონდა,მამაჩემის სიტყვები გამახსენდა: შენი
ცნობისმოყვარეობა შენვე დაგღუპავს,რაც ნაკლები იცი,მით უკეთესი
შენთვისო. ამაზე ყოველთვის მეცინებოდა,რადგან მე ვფიქრობდი
რომ რაც მეტი მეცოდინებოდა,მეტი პრივილეგია მექნებოდა.
სიგარეტის კვამლი ტაატით მიიწევდა ჭერისკენ.თვეები იყო,რაც
სიგარეტს თავი დავანებე,და ახლა,ამ მომენტში ძალიან გამაღიზიანა
სუნმა.კვამლში გახვეულმა მალიკმა ნამწვი ფანჯარაში მოისროლა.
ჩაი დავდგი,დავჯექი და მე თვითონაც არ ვიცი რის მოსასმენად
მოვემზადე.
მალიკი ჩემს პირდაპირ დაჯდა და რამდენიმე წუთით უხმოდ
მიყურებდა.კედლის საათის წიკწიკი ნერვებს მიშლიდა.გავიდა 5..
10 წუთი.. მალიკმა ღრმად ამოისუნთქა.
მალიკ (მუჰამედ) ბასაევი დაიბადა გროზნოში.დედით აფხაზმა და მამით
ჩეჩენმა,14წლიდან აიღო ავტომატი ხელში და პანკისში ჩავიდა
რამდენიმე მეგობართან ერთად.მათთან ერთად დევნიდა პანკისში
რუს სეპარატისტებს და მეთაურობდა ამბოხებებს რუსების წინააღმდეგ.
მალევე შეატყობინეს,რომ ჩეჩნეთში, კურჩალოევსკის რაიონში მომხდარი
შეტაკების დროს მოკლეს მალიკის დედა,ალინა,ხოლო მამა,მურადი
გაიქცა.სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა ვინმე ბაქარი,რომელიც
მოგვიანებით,როცა მალიკის ხალხმა მისი მოკვლა განიზრახა,
საქართველოში გაქცევით უშველა თავს.ხოლო მანამდე,პანკისში,მდ.
ალაზანთან უმოწყალოდ აჩეხა მალიკის მეგობრები,რომელთაგანაც
მხოლოდ ერთმა,აჰმედმა შეძლო გაქცევა.
ბაქარმა ეს არ იკმარა,მურადი მოძებნა და სასტიკად გაუსწორდა.სწორედ
მალიკმა იპოვა ცხედარი და მხოლოდ საგვარეულო ბეჭდით ამოიცნო.
ბაქარმა კარგად იცოდა,რომ პანკისში მალიკი ადრე თუ გვიან იპოვიდა
და დაუსჯელს არ დატოვებდა,სწორედ ამიტომ,ქართველების
დახმარებით საქართველოს შეაფარა თავი.
მალიკმა ლაპარაკი შეწყვიტა და მზერა კიდევ უფრო ყინულოვანი
გაუხდა.ერთ წერტილს მიშტერებული,ვერ აცნობიერებდა,რომ ოთახში
მარტო არ იყო.
სრულიად მოვწყდი რეალობას და რამდენიმე წუთი მალიკის ცხოვრებით
ვცხოვრობდი.თითქოს მასთან ერთად ვიყავი და ამ ყველაფერს ჩემი
თვალით ვხედავდი.ჩემი მშვიდი,ლაღი ცხოვრება მისას შევადარე და
შემეცოდა..
-ახლა ხვდები რისთვის ჩამოვედი საქართველოში?’’-მალიკის ხმამ
რეალობაში დამაბრუნა,-ზიზღნარევი თვალებით მომჩერებოდა.-‘’ბაქარს
ვიპოვი,ვიცი რომ აქ არის,მკვდარიც რომ იყოს,ამოვთხრი და ვაწამებ.
-ისე,ქართველებიც კაი ახვრები ყოფილან,ხელი შეუწყვეს მაგ ნაბიჭვარს.’’
მალიკმა ნერვიულად გაიცინა და ისევ სიგარეტს მოუკიდა.
-ალბათ გაგიჩნდა კითხვა რატომ გიყვები მაინცდამაინც შენ..მაგრამ
ამაზე ვერ გიპასუხებ.არ ვიცი.ალბათ თვით ალაჰმა მომიყვანა შენთან,-‘’
მითხრა და რეაქციას დაელოდა.
ჩუმად ვიჯექი.არც კი ვიცოდი რა მეთქვა.გროზნოდან საქართველოში
შურისძიების მიზნით ჩამოსულ მალიკს ვუყურებდი და ნელ ნელა
ვაცნობიერებდი,რომ ჩემს წინ ჩვეულებრივი ცივსისხლიანი მკვლელი
იჯდა.და მაინც,სულ სხვაგვარად წარმომედგინა ისინი,უფრო სასტიკი სახით და მანერებით.მაგრამ მალიკი სხვანაირი იყო.მხოლოდ თვალები
გასცემდა მას.
-ახლა წავალ,მოგინახულებ ხოლმე ქერა,’’-მალიკი წამოდგა და სანამ გონს მოვიდოდი კარი გაიხურა.
იმ ღამით ვერ დავიძინე.თვალების დახუჭვისთანავე მის სახეს ვხედავდი.
როგორც კი ირიჟრაჟა,ავდექი და ყავას მივაშურე.მირასთან ლაპარაკი მინდოდა,მაგრამ ძალიან ადრე იყო რომ დამერეკა.
სამსახურში მისულმა ცოტა ამოვისუნთქე.დღე ჩვეულებრივად დაიწყო.
შუადღით ჩემი უფროსის ძმა მოვიდა.მუდამ უკმაყოფილო სახე და ხმა
ჰქონდა.ჩუმად მომესალმა და მალხაზის მიერ დატოვებული საბუთები
მოიკითხა.
სულ მიკვირდა ძმები ასე როგორ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
მალხაზი,ჩემი უფროსი,გულღია და მხიარული კაცი იყო,იუმორის და
ლაპარაკის მოყვარული,მისი ძმა პირიქით- უჟმური და სიტყვაძუნწი.
ის იყო საბუთები მივაწოდე,რომ მოულოდნელად მკითხა:
-შეგიძლია ყავა მომიმზადო?
გამიკვირდა მაგრამ უარი არ მითქვამს.თვეში ერთ-ორჯერ შემოირბენდა
ხოლმე მაგრამ ყავა არასდროს მოუთხოვია.
მოშორებით დაჯდა და როცა ყავა მივაწოდე,კუშტად შემათვალიერა.
რამდენადაც ვიცოდი,ოჯახი არ ჰყავდა.მარტო ცხოვრობდა და საკუთარ
ძმასაც კი არ ნახულობდა.უცნაური კაცი იყო.
საბუთებს გადახედა და მალევე წავიდა.მე კი ფიქრებით ისევ მალიკს დავუბრუნდი.რაღაცნაირად მაშინებდა მაგრამ ამავე დროს მინდოდა მასთან სიახლოვე.მაინტერესებდა ყველაფერი მის შესახებ,თუმცა ვიცოდი,რომ კარგს ვერაფერს გავიგებდი.
-რას ჩაფიქრებულხარ?“-კარი მირანდამ შემოაღო და ჩემს წინ სავარძელში მოკალათდა.
ყველაფერი მოვუყევი.გაუკვირდა,რაღა შენთან მოვიდაო,თუმცა მე ის უფრო მაინტერესებდა საერთოდ როგორ მიპოვა და ძალიან მაეჭვებდა ეს ამბავი,ამ ქვეყნად შემთხვევით არაფერი არ ხდება.
საღამოს ჩემთან წავედით და ცოტა დასალევი ავიტანეთ.მუსიკები ჩავრთეთ და ის იყო ცოტა დავლიეთ,რომ ტელეფონზე უცხო ნომრიდან შემომავალმა გზავნილმა სულ გამიფუჭა განწყობა:
„კარი კარგად ჩაკეტეთ და ბევრს ნუ დალევთ „
ის მე მითვალთვალებდა,.მირანდას ინდიფერენტულობა სულ მაოცებდა.მე ძალიან მეშინია მსგავსი რამეების,ის კი სულ დამცინოდა ბევრ ჰორორებს უყურებო.ახლაც,დაიკიდეო და სმა განაგრძო.მე კი მართლაც გადავკეტე კარი და ფანჯრებიც საგულდაგულოდ შევამოწმე,მიუხედავად იმისა რომ მესამე სართულზე ვცხოვრობდი.
საღამომ მშვიდად ჩაიარა.კიდევ კარგი მეორე დღეს ვისვენებდი,თორემ არსად წასვლის თავი არ მქონდა.არც მირა იყო უკეთეს დღეში,მაგრამ დაურეკეს და იძულებული გახდა წასულიყო.მე კი სახლში ყოფნა ვარჩიე და მთელი დღე ფილმებს ვუყურებდი.დივანზე ჩამეძინა და რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა.თითქოს ოთახში მარტო არ ვიყავი.
ვაი რომ არ ვცდებოდი: მოპირდაპირე სავარძელში ჩემი ნაცნობი იჯდა და ისევ იგივე არაფრისმთქმელი მზერით მიყურებდა.სიბნელეში,ტელევიზორის შუქზე ისე საზარლად გამოიყურებოდა ეს ყოველივე,რომ შიშით წამოვიკივლე.
-რა მშიშარა ხარ ქერა’- გაიცინა და თავი გადააქნია.
-დიდხანს უნდა გააგრძელო ჩემი შეშინება?-‘’მოთმინებადაკარგულმა წამოვიყვირე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent