შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსკერზე /სრულად/


16-04-2020, 02:40
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 8 409

- მიყვარხარ!
პასუხი არ არის.
- მიყვარხარ!
პასუხი არ არის.

ნეტავ, უბრალოდ, ტომი იყოს და ცელქობდეს.
მეღიმება და ჩვიდმეტ მილიმეტრიან ეშვებს ვილესავ.
მახსენდება როგორ ეგებება შიშისგან ახურებული კანი ბროლის ეშვებს და სიამოვნებისგან მაკანკალებს.
მე ჰომ მრავალი საუკუნის წინ ვაზიარე ჩემი ქმარი სამუდამო ნეტარებას. ნეტავ, სად არის ახლა ის?
ტანში მტეხს და ამ წყეულ სიტყვას ენაზე ვერ ვიჩერებ.
ტრიალებს, ბრუნავს. ტრიალებს, ბრუნავს.
საფოსტო ყუთი კი ცარიელია. ლურჯი, შელანძული, მრავალი საუკუნის წინ ხელის კანკალით შექმნილი საფოსტო ყუთი ცარიელია.
დრამა!
ვიოლინოს დიდებულ ჟღერადობაზე ტანში დავლილი ჟრუანტელი, სხეულზე მოწებებული სიმები და ჭრილობებიდან ამოხეთქილი სისხლი!
ცრემლები, ბორდოსფერი, მჟავე და მარილიანი ცრემლები. ბედნიერების ელვარება შავ თვალებში და ტკივილი!
გამიზნულად ვისერავ სხეულს, რათა ვიგრძნო, რომ მტკივა. თმის ძირებს ვექაჩები მთელი ძალით და ბღუჯებად ვჩუქნი სარკეს, რომელიც სიძულვილისგან აკიაფებული თვალებით მიმზერს.
როდესაც დიდხანს იმზირები უფსკრულში, ის ახელს თავის საზარელ თვალებს და ღვარძლიან მზერას გაგებებს.
მთელი სამყაროს ბოროტება და სიძულვილი შენს სხეულში გადის და ხავილისმაგვარ ხმას უშვებ ყელიდან, რომელიც ორგანიზმიდან უარყოფილი სისხლით ივსება და შენს ხრჩობას იწყებს. ქუთუთოები იმდენად გიფართოვდება, რომ თვალები ცოტაც და ნანატრ თავისუფლებას მიაღწევენ. ბუდიდან გამოვარდებიან და ფეხს აიდგამენ. შენ კი მათ დაედევნები და აზრადაც არ მოგივა, რომ ისევ ბუდეში უნდა ჩასვა. არა, ძვირფასო! შენ მათ გამწარებული ჩაღეჭავ და აზღვევინებ! როგორ გაბედეს და დაგტოვეს?!
არავის აქვს უფლება დაგტოვოს, არავის! დაასწარი მათ. წადი მანამ, სანამ დროა. რადგან ისინი აუცილებლად გადადგამენ ამ ნაბიჯს. შემდეგ მობრუნდებიან და შენს ლეშთან იცეკვებენ სამბას. დაასრულებენ რიტუალს ვნებააშლილი, ძარღვიანი ცეკვით!
ჰაჰ, განა დასაცინი არ არის ეს შევირწოვებული თვალის გუგები? როდესაც საკუთარ ორგანიზმს შენი ეშინია, როდესაც ორგანიზმს ერთი სული აქვს - როდის გაგაძევებს აქედან. ორგანოები თვითმკვლელობაზე არიან წამსვლელნი, ოღონს სარკეში აღარ დაგინახონ შენ. რომ სარკეში მე ვეღარ მხედავდნენ.
ენა მეკლაკნება და ვგრძნობ როგორ მექერცლება კანი ხერხემალზე. მალებს ძალიან მარტივად დაითვლი, როდესაც ისინი შენ თვალწინ შიშვლდებიან სათითაოდ, არა?

- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.
- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.

საფოსტო ყუთი ცარიელია. უზადო სხეული შიშველი, შეჭრილი თმა კი კვლავ გრძელი.
კედელთან კუთხეში ვზივარ. ჩემ გვერდით კომოდია, ჩემ წინ კი სიცარიელე.
ის მიყურებს. მიყურებს და კანქვეშ მიძვრება. პატარა, შხამიანი ობობასავითაა. არასოდეს მოვა ერთიანად. შორიდან დაგზვერავს, ახლოს მოვა და დაგკბენს. შემდეგ ნელ-ნელა დაგეპატრონება.
ჯერ კიდურების პარალიზებით დაიწყებს. ნებითი კუნთები, რომლითაც ხელებს ამოძრავებდი - აღარ დაგემორჩილება და პანიკა შეგიპყრობს.
შემდეგ კუჭი, ნაწლავები, ღვიძლი…
ადრენალინი გასკდება და სულ ცოტა გაკლია, რომ სიგიჟის ზღვარს გადააბიჯო, მაგრამ…
თირკმელზედა ჯირკვალს გითიშავს.
და დუნდები. ნორადრენალინის ბოლო უჯრედები კვდებიან შენს მოწამლულ სისხლში და უკვე აღარ ტრიალებს, ბრუნავს, ტრიალებს, ბრუნავს…
სანერწყვე და პირის ღრუ ქვიშით გევსება. დათხრილი თვალებიდან მორიელები გამოდიან და უძრავ ენაზე კუდით გეფერებიან.
მჟავათი სავსე კუჭიდან მრავალფეხები მიიკვლევენ გზას ხორხისკენ და გრძელ ჰორიზონტალურ ჭრილობას გიტოვებენ. სიცარიელე კი ყელში ხელს ღრმად გიყოფს და ენას ექაჩება.
ვუალია, კოლუმბიური ჰალსტუხიც მზადაა!
ახლა ფილტვების ჯერიც მოვიდა, ძვირფასო.
გრძნობ როგორ გეთიშება სათითაოდ მილიარდობით ალვეოლი? ბრონქიოლები, ბრონქები და აი, მოახლოვდა.
ჩასუნთქული ჰაერიც აღარ გაქვს და რა სამწუხაროა, იმ ტანჯვის გამოხატვაც არ ძალგიძს, რასაც განიცდი.
მეცოდები!

- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.
- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.

ხანდახან ქვეცნობიერს რომ სტუმრობს და უბრალოდ გესაუბრება. არისტოკრატული წარმოშობისაა, თითქოს და შენ ეს გაღიზიანებს. ცდილობ არ შეიმჩნიო, მაგრამ ის ხვდება და შენც ხვდები, რომ ის ხვდება, ეს ყოველივე კი შენზე უარესად მოქმედებს, გინდა მოშორდე, გინდა გააქრო, დაახრჩო, გააცამტვერო... მაგრამ საოცრად შეუვალია. და ეს შენ იცი. იცი, რომ ვერ შეეხები ვერასოდეს, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! მკვეთრად გრძნობ, გრძნობ და ეს გაბრაზებს, გტანჯავს, გააფთრებს. ის კი ? ის ისეთივე შეუვალი რჩება, ისეთივე მიუწვდომელი და არისტოკრატული ბუნების, წარბშეუხრელად აგრძელებს შენთან მომაკვდინებელ თამაშს…
ალბათ, სიცოცხლეს გავიღებდი, რომ ოდესმე მაინც გამეგო მისი ხმა. მისი გულგრილი, ემოციას მოკლებული, ცინიკური ხმა, რომელიც მაძაგებს. მამცირებს და მინუსებში გადავყავარ თავისი დამოკიდებულებით. მაგრამ, რა? განა ჩემი სურვილი ცვლის რაიმეს?
ლურჯი, ჟანგიანი საფოსტო ყუთი ცარიელია. ამის დედაც!
თითქოს, თვრამეტსაათიანი გადასხმა გამეკეთებინოს და სხეულზე კანი მისკდებოდეს, ისე მსურს, რომ ეს წყეული სიტყვა ხმამაღლა თქვა. მსურს გალაქტიკას მოსწყდეს ჩემი ხმა და მთელი კოსმოსი შეიძრას ამ ღვთის ბუდიდან გამოპარულმა სიტყვამ.
რა ლამაზია, არა? ყველა ენაზე - ძალიან ლამაზია.
გაშიშვლებულ ხერხემალზე მცივა. ტაო მაყრის ნეკნებზე. სუნთქვისას ისინი უკვე აღარ იწევიან ისე მაღლა, როგორც აქამდე. სველები და მობუზულები სხედან სისხლის ბუხართან, რომელოც გათბობის ნაცვლად, სითბოს სხვებს ართმევს.
ართმევს და მე მჩუქნის. განა, რითი ვარ ნაკლები გავარვარებული ლავით სავსე ბებერ ვულკანზე, რომელსაც ერთი სული აქვს - როდის ამოხეთქავს. როდის გაუზიარებს იგი სამყაროს თავის "სითბოს" და ნგრევით აჩვენებს მას - როგორ უყვარს მსოფლიოს - ტრიალებს, ბრუნავს?! ჰა, მითხარი !
რითი ვარ ნაკლები გაშმაგებულ ოკეანეზე, რომელიც აზვირთებულ ემოციებს უზარმაზარი ცუნამის სახით უწილადებს ცოდვილ დედამიწას და მის მღრღნელებს ანადგურებს, მითხარი!
- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.
- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.

ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ, არ არის რეგისტრირებული.
არა. ნომერი დაკავებულია. დაკავებული, გესმის?! ის საუბრობს. ცოტაც მოითმინე, სულ ცოტაც და ის გიპასუხებს.

მიპასუხე, ტომ.

რატომ მიტოვებ ამ შელანძულ საფოსტო ყუთს ცარიელს, ეშმაკმაც დალახვროს!

ააჰჰ! რა საზიზღარია და რა გემრიელი ამასთანავე, გიგრძვნია?
ეგოისტი ვარ, ჰმ, მე ეგოისტი ვარ ! რა სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი თავი არ გძულს. ოჰ, არა, ძვირფასო, გძულს, მაგრამ მეტიც. შენ ეგოისტი ხარ.
მე ! მე ვარ ეგოისტი, ნარცისი, საკუთარ თავზე უგონოდ შეყვარებული, რომელიც ამას ვერც კი ამჩნევს - თუ არ უთხრეს. გონი დავკარგე, თან შემთხვევით კი არა… არა ! როგორ გეკადრება! გამიზნულად დავკარგე, გამიზნულად ჩავფალი საკუთარი პატივმოყვარეობის გაცნობიერების უნარი იქ... ძალიან ღრმად და აი, ახლა ვიპოვე.
მეცინება. ვხარხარებ, ტომ! აზრი არ აქვს გამოხვალ თუ არა, გესმის?
- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.
- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.

მე მიყვარს ჩემი თავი, მისი დადებითი უარყოფითიც, მე მიყვარს ეს ყველაფერი ჩემ ირგვლივ და მძულს.... ეს აღმაფრთოვანებელი და განადგურების პირას მისული სამყარო. სამყარო, რომელიც გრძნობების მორევში იძირება, იძირება ჭაობში და ვერ აცნობიერებს ამას... ო, ღმერთო, როგორ მგავს თუ ვგავარ ? ან, რა აზრი აქვს, მეტყვი? თითოეული ჩვენგანი ერთი პატარა სამყაროა, რომელსაც გრძნობებისგან დახრჩობა ელის და რაც მთავარია, სიამოვნების მორევში ჩაიძირება და სიკვდილის შემდგომ, მუდმივი ორგაზმისგან დაიტანჯება.
სიამოვნებას ჰპოვებ ტკივილთან ერთად, რომელიც გამოწვეულ იქნება სიყვარულით... ო, როგორი შემაძრწუნებელია, როგორი საოცარია შენ მიერ შექმნილი სამყარო! ვინც არ უნდა იყო, მადლობელი ვარ, რომ მომეცა შანსი ვფლობდე ამ სულს, ამ გონებას და ამ სხეულს... გმადლობ, რომ რეალიზების საშუალებას მაძლევ. ამას ეხლა მე კი არ ვწერ, ეს სხვაა... მაგრამ ისევ მე. ის „მეა“ რომელიც ჯერ არაა გაცნობიერებული, რომელიც ჯერ კიდევ იქაა და თავის დროს ელის. ხვდები?!
ტომ, გესმის ჩემი?

- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.
- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.

ვიცი, რომ გესმის, პატარა ნაბი'ჭვარო.
ხედავ ამ დატეხილ თითებს? ხედავ ტყავამძვრალ ნეკნებს? ხედავ ამ ჯოკერის სახეს?
ეს ყველაფერი შენთვის, ტომ.

შენ ხარ სიტყვა "მიყვარხარ" და "მეზიზღები".
მე ზიზღი ვარ, ტომ. გაიხსენე როგორია ზიზღი? რომ მიყურებ - გეზიზღები? ტუჩის კუთხე ზევით იწევს და გიკანკალებს?

საკუთარ ჩვიდმეტ მილიმეტრიან ეშვებს ვიძრობ და სისხლი თქრიალით მომდის პირის ღრუდან.
კბილები გემრიელი არ არის, ტომ.
არც დატეხილი თითები და სუნთქვას მოკლებული ფილტვები, ტომ.

- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.
- მიყვარხარ.
პასუხი არ არის.

ლურჯი, ჟანგიანი საფოსტო ყუთი ისევ ცარიელია...


პ.ს. ვისაც გული აგერიათ, სორრი.



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

მინდა გულწრფელი ვიყო, რამდენადაც საინტერესოდ და დახვეწილად წერ, შენს ნაწარმოებებს ყოველთვის დაჰყვება რაღაც მუქი და მძიმე, რომელიც სიკვდილის ყბადაღებულ ნაპრალს მიქმნის გონებაში და გამყინავად საზარელია ხოლმე.
ვისაც სალვადორ დალი უყვარს, მიხვდება დაახლოებით როგორ შეგრძნებაზე ვსაუბრობ. შენი შემოქმედება სიკვდილის, სიცოცხლის და სიყვარულის ხელჩართული ბრძოლაა.
და ბოლოს, ლურჯი საფოსტო ყუთი, რომელიც ჟანგიანი და ცარიელია... -როგორი დამაფიქრებელი და იმედის მომცელავია...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

ქეთი იმერლიშვილი
მინდა გულწრფელი ვიყო, რამდენადაც საინტერესოდ და დახვეწილად წერ, შენს ნაწარმოებებს ყოველთვის დაჰყვება რაღაც მუქი და მძიმე, რომელიც სიკვდილის ყბადაღებულ ნაპრალს მიქმნის გონებაში და გამყინავად საზარელია ხოლმე.
ვისაც სალვადორ დალი უყვარს, მიხვდება დაახლოებით როგორ შეგრძნებაზე ვსაუბრობ. შენი შემოქმედება სიკვდილის, სიცოცხლის და სიყვარულის ხელჩართული ბრძოლაა.
და ბოლოს, ლურჯი საფოსტო ყუთი, რომელიც ჟანგიანი და ცარიელია... -როგორი დამაფიქრებელი და იმედის მომცელავია...

ქეთ... დალი რომ ახსენე, გული გამიჩერდა.
სიკვდილი, სიცოცხლე და სიყვარული.
ღმერთი-სატანა; სატანა-ღმერთი; ღმერთი-ღმერთი; სატანა-სატანა...
გმადლობ.

 


№3  offline წევრი NA NO

,,თითოეული ჩვენგანი ერთი პატარა სამყაროა, რომელსაც გრძნობებისგან დახრჩობა ელის და რაც მთავარია, სიამოვნების მორევში ჩაიძირება და სიკვდილის შემდგომ, მუდმივი ორგაზმისგან დაიტანჯება."

კარგია, რომ აღმოგაჩინე.
ჩემი უსახელო სევდა შენი ჩანახატების სუსხმა მოიცვა...

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

NA NO
,,თითოეული ჩვენგანი ერთი პატარა სამყაროა, რომელსაც გრძნობებისგან დახრჩობა ელის და რაც მთავარია, სიამოვნების მორევში ჩაიძირება და სიკვდილის შემდგომ, მუდმივი ორგაზმისგან დაიტანჯება."

კარგია, რომ აღმოგაჩინე.
ჩემი უსახელო სევდა შენი ჩანახატების სუსხმა მოიცვა...

გრრრ, შენ არ იცი, როგორ მიყვარს სიტყვა სუსხი. გმადლობ ამ გამოთქმისთვის, შემომაკითხე ხოლმე. ბლომად მაქვს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent