შენ ხარ მიზეზი (3)
-სულაც არ მიფიქრია,’’-მიამიტურად აიჩეჩა მხრები და დივანზე,ფეხებთან ჩამომიჯდა. -ლადი როდის ჩამოდის? გამაკანკალა.ჩემს ძმაზეც იცის.რაღაც ხდება.მას შემთხვევით არ შევხვედრილვარ.ამის გაფიქრებამ უფრო მეტად დამზაფრა.რა საერთო შეიძლება მქონდეს მე მასთან? -მასზე რა იცი?-‘’ხმადაბლა ვკითხე. -მე იმდენი რამ ვიცი შენზე,რომ შენ თვითონაც შეიძლება არ იცოდე საკუთარ თავზე.უნდა დამეხმარო ქერა. -მე? რაში?-‘’გაკვირვებულმა ავზიდე წარბები. -ბაქარს უნდა შემახვედრო.არ ვიცი ამას როგორ მოახერხებ,მაგრამ ის ჩემამდე უნდა მოიყვანო. ბაქარი მისი მონაყოლიდან ვიცოდი,თუმცა წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ან სად იმალებოდა.საიდან უნდა შემეხვედრებინა ის მალიკისთვის ვერ ვხვდებოდი. -ხუმრობ ხო? მე საიდან უნდა ვიც.. -ის შენი უფროსის,მალხაზის ძმაა.-‘’სიტყვა გამაწყვეტინა მალიკმა და ვიგრძენი,როგორ წამერთვა ხმა,და როგორ დამეცვარა სახე ცივი ოფლისგან. ბაქარი.. იგივე ბექა..თვალწინ დამიდგა მისი კუშტი სახე,მკაცრად მოკუმული ტუჩები და ბოროტად შეკრული წარბები.აი ზუსტად ასეთად წარმომედგინა მკვლელები.მაგრამ რანაირად? ის ხომ მალხაზის ძმაა? საიდან გაიგო მალიკმა მის შესახებ? მან რატომ ვერ მოახერხა ბაქარის დაჭერა? უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში.წამოვიმართე და მალიკს შევხედე,რომელიც მოთმინებით იცდიდა,როდის გავაანალიზებდი მის ნათქვამს.აი თურმე რატომ მაინცდამაინც მე.ესეც პასუხი ჩემს კითხვაზე. -და რატომ გგონია რომ მე შემიძლია ის შენამდე მოვიყვანო?’’-შიშით ვიკითხე და ცუდის მოლოდინში ყურები დავძაბე. -იმიტომ,რომ შენ ძმა გყავს,რომელიც როგორც ვიცი ძალიან გიყვარს’’-ალერსიანი ხმით მითხრა და თლილი თითები თავზე გადამისვა. განგაშის სიგნალმა ტვინში ჩემი სრული პარალიზება გამოიწვია.ლადი! მას რომ რაიმე მოუვიდეს..ის რომ აღარ მყავდეს..ამის გაფიქრებაზეც კი გული ამიჩქარდა.მის გამო სიცოცხლესაც კი დავთმობ და ეს იცის მალიკმა.ისეთი აუხსნელი ზიზღი ვიგრძენი უცებ,რომელიც არასდროს არავის მიმართ არ მიგვრძნია. -არ მჯერა რომ შენ ამას გააკეთებ-‘’ ხავსს მოვეჭიდე და ხმის კანკალით გავხედე. -შენ ჯერ კიდევ არ იცი მე რის გამკეთებელი ვარ ლაილა!-‘’პირველად მომმართა სახელით და მის ხმასაც ფოლადი შეერია,-‘’ნუ მაიძულებ მას რამე დავუშაო,თორემ დანაშაულის გრძნობა ბოლოს მოგიღებს,.მე შური უნდა ვიძიო არაკაცზე,რომელმაც ჩემი საყვარელი ადამიანები ამოხოცა! დასაკარგი აღარაფერი მაქვს.! ცრემლები მომაწვა.არ ვიცოდი ბაქარი როგორ უნდა მიმეყვანა მასთან,თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ მას ესეც გათვლილი ექნებოდა.ორ ცეცხლს შუა ვიყავი.იქნებ პოლიციისთვის მიმემართა? და ლადი?? -როგორ უნდა მოვიყვანო ის შენამდე? ისედაც იშვიათად ვნახულობ-‘’ საკუთარი ხმა მეუცხოვა. -დაუახლოვდები და დანარჩენს მერე მოვიფიქრებთ,-‘’თვალი ჩამიკრა და უმალ მივხვდი რას გულისხმობდა ის ‘’დაახლოებაში’’.ხომ ვამბობდი მაგარ შარში ვარ მეთქი,ახლა უფრო მეტად დავრწმუნდი ამაში. მისი წასვლის შემდეგ ლადის დავურეკე.სანამ მიპასუხებდა ლამის მოვკვდი.მხიარული ხმა ჰქონდა,ეტყობოდა რომ კარგად ერთობოდა და აზრზეც არ იყო რა ხდებოდა ჩემთან.არ გავანერვიულე და ვუთხარი რომ ყველაფერი კარგად იყო.მალიკმა ზუსტად იცოდა ის სად იყო,ამიტომაც მელაპარაკებოდა ნამიოკებით.ო ღმერთო! ის დიდი ხანია მითვალთვალებდა! მთელი ღამე თეთრად გავათენე იმის ფიქრში როგორ მოვქცეულიყავი.უკვე აღარ მეპარებოდა ეჭვი,რომ მალიკი უკან არაფერზე დაიხევდა ოღონდ ბაქარი ჩაეგდო ხელში.ერთადერთი,რაც გაუგებარი რჩებოდა ის იყო,რომ მას მე დავჭირდი და თვითონ ვერ მოიხელთა.ეს მაძლევდა საბაბს მეფიქრა,რომ ბაქარმა იცოდა მალიკის საქართველოში ყოფნის შესახებ და სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს იჩენდა.პოლიციასთან მისი კავშირი გამახსენდა და მივხვდი,ის მუდამ მზადყოფნაში იყო თავდასხმისთვის.ამიტომაც საჭირო იყო მისი ყურადღების მოდუნება ან გადატანა და აქ უკვე მე გამოვჩნდებოდი ასპარეზზე. ისე ნათლად წარმოვიდგინე სცენარი, გამაჟრიალა.რომ არაფერი გამომივიდეს? რომ მიხვდეს? სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი და რას იფიქრებს არშიყი რომ დავუწყო? ო ღმერთო,არასდროს მეხერხებოდა მსგავსი რამეები. დილით ძლივს მივლასლასდი სამსახურში.არაფრის თავი არ მქონდა.მალხაზის მხიარული სახის დანახვამ უფრო გამიმძაფრა ფიქრები და ლამის ნიანგის ცრემლები გადმოვუშვი.ის ყოველთვის კარგად მექცეოდა და ახლაც დაინტერესდა ჩემი უგუნებობით. დაღლილობა მოვიმიზეზე და ყავა შევთავაზე.მისი კაბინეტი მეორე სართულზე იყო და როცა ყავა ჩამოვასხი,უნებურად შევნიშნე,რომ ტელეფონი ჩემს მაგიდაზე დარჩენოდა.ქურდულად მიმოვიხედე და ტელეფონი ხელის კანკალით ავიღე.კონტაქტებში ბექა მოვიძიე და ის იყო ნომერი ამოვწერე,რომ მალხაზის ხმა გაისმა.ლამის ყავა გადავისხი შიშისგან.მთხოვდა რომ,ტელეფონი დარჩენოდა და მისთვის ამეტანა. დავყურებდი ნომერს და აზრად არ მომდიოდა ამის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა.არც ის ვიცოდი მალიკს როგორ დავკავშირებოდი.მალხაზის წასვლის შემდეგ მირა მოვიდა.ვერ გადამეწყვიტა მეთქვა თუ არა მისთვის ამ საშინელი შეთანხების თუ გარიგების შესახებ.ის გაუჩერებლად ლაპარაკობდა რომელიღაც მოდურ ტრენდზე,მე კი ფიქრებით ლადისთან ვიყავი.ხელში გაშეშებული ნომერი საგულდაგულოდ შევინახე და ნაძალადევად გავუღიმე ბავშვობის დაქალს. სახლში მისულმა ძალა მოვიკრიბე და ბაქარს მივწერე.ჩემი ვინაობით დაინტერესდა და როცა გაიგო ვინც ვიყავი,გულწრფელად გაუკვირდა.ჩემდა გასაოცრად შეხვედრაზე დამთანხმდა.ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა რა განზრახვით ვხვდებოდი და ფიქრობდა,რომ ვეფლირტავებოდი. დასვენების დღე ავიღე და სახლში გამოვიკეტე.ფსიქოლოგიურად უნდა მოვმზადებულიყავი როგორ შევხვედროდი საღამოს ბაქარს.ამის შესახებ მალიკმა არ იცოდა და რადგან არ ჩანდა,ცოტა იმედი მომეცა. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,თმა გავიშალე და კარადიდან ჩემი ერთადერთი გამოსასვლელი კაბა გადმოვიღე,რომელიც სკოლის ბანკეტზე მეცვა.ღია ვარდისფერი ძალიან მოუხდა ჩემს შავ მაღლებს.ის იყო ჩავიცვი და სარკიანი კარადა მივხურე,რომ მასში არეკლილმა სახემ ისევ შიშისგან მაყვირა.ამ ბიჭს ეხერხებოდა ჩემი შეშინება.კედელს ზურგით მიყრდნობოდა და ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა. -მშვენივრად გამოიყურები..მისთვის’’-დამცინავად ჩაიქირქილა და ვიგრძენი როგორ მომედო სახეზე შეურაცხყოფის ცეცხლი.დამცინის კიდეც.ჩემდა უნებურად ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები. ამის დანახვაზე სახე შეეცვალა და ჩემსკენ წამოვიდა. -აუ რა გულჩვილი ხარ.კაი გაგეხუმრე ლამაზი ხარ,-‘’თავი მოიქექა და ხელი მხარზე მომითათუნა.ეს იმდენად არაბუნებრივად გამოუვიდა,რომ გამეღიმა. -ისე გიხდება ცრემლიანი თვალები,რომ სულ უნდა გატიროს კაცმა..-‘’გაოცებულმა ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალს. მიხვდა,რომ ისევ სისულელე წამოროშა და ღრმად ამოიხვნეშა. -მოკლედ,ვიცი რომ მას უნდა შეხვდე.მაგრამ როგორ შეძელი? -ნომერი მაქვს თუ გამოგადგება.. -და რა,დავურეკო მეც შეხვედრა ვთხოვო? ჯერ ყველაფერი წინაა ქერა.თუ თავს გაართმევ,პირობას გაძლევ აღარასოდეს გამოვჩნდები შენს ცხოვრებაში.მაგრამ თუ რაიმეს შეგამჩნევს,ან ჩაფლავდები,ძალიან ინანებ.შენ არაფერს დაგიშავებ,მაგრამ შენს ძმას ცოცხალს ვეღარ ნახავ.ამის პირობასაც გაძლევ. -ნუ მემუქრები-‘’ მკერდზე ვკარი ხელი და კბილები გავაღრჭიალე. -არ გემუქრები,უბრალოდ გაფრთხილებ რა მოხდება შენს წარმატებულ და წარუმატებელ ნაბიჯებზე. -ნაგავი ხარ!-‘’ ნიკაპი ამიკანკალდა. -ჩემს ადგილას შენ რას იზამდი? მშვიდად გააგრძელებდი ცხოვრებას? როცა გეცოდინებოდა რომ შენი ხალხის,შენი მშობლების მკვლელი თავისუფლად დანავარდობს და სიცოცხლეს ირგებს?-‘’ ხმამაღალი ტონი ყვირილში გადაუვიდა და დავინახე,როგორ დაებერა კისერზე ძარღვები. ტელეფონის ზარი გაისმა. -ასე ახლოს ვარ მიზანთან და იცოდე არ გაპატიებ ხელი რომ შემიშალო!-‘’კარის გაჯახუნების ხმამ შემაკრთო.ბაქარი მატყობინებდა,რომ მალე გამომივლიდა და მზად ვყოფილიყავი. ძვირადღირებულ რესტორანში ვისხედით.ისე ვნერვიულობდი,ასე მეგონა შუბლზე მეწერა ყველაფერი.კართან შევამჩნიე,რომ ვიღაც გვიყურებდა და ბაქარს ვუთხარი.მან დამამშვიდა და მითხრა,რომ ის კაცი მასთან იყო.აჰა,თავის დაცვაც მესმის. საუბრის დაწყებას ვერ ვბედავდი.ის კი თითქოს ჩემგან ელოდებოდა ინიციატივას.ბოლოს,როცა სიჩუმე უხერხული გახდა,მკითხა თუ რატომ დავინტერესდი მისი პიროვნებით. -უბრალოდ მინდოდა უკეთ გამეცანით,-‘’ძალის ძალად გავუღიმე და ღვინო მოვსვი. -და რაში გჭირდება ჩემი უკეთ გაცნობა?-‘’ ჩამჭრელ კითხვებს არ წყვეტდა ის და გამჭოლად მიყურებდა. -ეს თუ დაკითხვაა ახლავე წავალ და თავს აღარ შეგაწყენთ,-‘’ვა ბანკზე წავედი,ხელსახოცი მაგიდაზე დავდე და ავდექი.’’უკან გამომყევი..გამომყევი..’’- ვფიქრობდი გულში და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ბაქარიც წამომეწია.მისი ხელი მკლავზე ვიგრძენი და ზიზღისგან კინაღამ იქვე ჩავიკეცე. -კარგი მაპატიე.ადამიანებს ვერ ვენდობი და ქალებს მითუმეტეს.-‘’არაბუნებრივად თეთრი კბილები დამანახა და ხელით ისევ მაგიდისკენ მანიშნა. საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა.დაინტერესდა ჩემი ცხოვრებით,ირგვლივ მყოფებით.თავის თავზე სიტყვაც არ უთქვამს,არც მე ჩავძიებივარ რომ არაფერზე ეეჭვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.