ვითომ შემთხვევით (მეექვსე ნაწილი)
ნანატრი შაბათი დღე დადგა, დიტომ შესთავაზა კატოს წაგიყვანო, თუმცა კატოს არ სურდა დიტოსთან ერთად ემგზავრა, ამიტომ შეუთანხმდა რომ თავისივე მანქანით წამოვიდოდა. გრემში ჩავიდნენ, დიტოს აგარაკზე, ულამაზესი დიდი აგარაკი იყო, უკან დიდი ვენახებით, წინ აუზით, ხესა და ქვაში გაწყობილი ბუნგალოთი , იქვე ცხენების სადგომი იყო, ოთხი ერთმანეთზე ლამაზი და სუფთა ჯიშის ცხენი ყავდა დიტოს, კატო აღფრთოვანებას არ მალავდა ან როგორ დაემალა როცა ცხენები ასე მოეწონა, ერთმა განსაკუთრებით მიიქცია მისი ყურადღება, ეს სწორედ ის გაუხედნავი ცხენი იყო რომელიც დიტომაც კი ვერ მოარჯულა. კატო ახლლოს მივიდა ცხენთან, მოეფერა, მომვლელს დიტომ უნაგირი სთხოვა, და კატოც მალე ამხედრდა ულამაზეს ცხენზე, ცხენი ნელი ნაბიჯებით გამოიყვანა, და ნელნელა გააჭენა, საოცრება იყო, რომ ცხენი კატოს ემორჩილებოდა, გამარჯვებული მზერით დაბრუნდა კატო, ახლა დიტომ სცადა ცხენზე ამხედრება თუმცა არ დაემორჩილა, მწვრთნელი ტაშით შეეგება კატოს. - აქამდე ამ ცხენის ასე გაჭენება ვერავინ მოახერხა - ხომ ვამბობდი არა, ცხენები კარგ ადამიანებს ცნობენ, გაღიმებულმა გამარჯვებული მზერით გახედა დიტოს. - იცი, რომ ვიცოდე რომ მოუვლი გაჩუქებდი. - კატოს გაეცინა, ქალაქში ცოდოა იცი, კარგ ადგიოლას გყვანან. - კი ნამდვილად , გაიღიმა დიტომ. მწვრთვნელის ტელეფონი აწკრიალდა, ცოტა ხნით გვერდით გავიდა, შემდეგ კი წყვილთან დაბრუნდა. - იცი მე უნდა დავბრუნდე ქალაქში. - კარგი მეც წამოვალ. გაიღიმა კატომ - არაა, ასე მალე, მწვადები ხომ უნდა შეგვეწვა - კატო შენ დარჩი, მე სასწრაფო საქმე მაქვს, გაერთეთ და მერე დაბრუნდით. მწვრთნელი ქალაქისკენ გამობრუნდა, მანამდე კი კატოს მანქანის საბურავი თვითნებურად დაუშვა, იფიქრა კარგი იქნება ერთ საღამოს თუ ერთად გაატარებენო. დიტომ ეს სანახაობა რომ დაინახა გაეცინა, თან გაუხარდა ადამიანი ასე რომ ეხმარებოდა. მალე დიტოს ტელეფონზე მწვრთვნელის სმს მოვიდა - აბა თქვენ იცით, შეგიძლიათ მშვიდად გაატაროთ საღამო. დიტოს ეღიმებოდა. - იცი , მგონი ჯობს თბილისში ან სადმე ვჭამოთ მწვადი, და ახლა უკან დავბრუნდეთ - ეს ხომ დაგეგმილი გვქონდა, მშვიდად უთხრა დიტომ - ხო მაგრამ გიგასაც წასვლა მოუხდა - არ ვიკბინები კატო, ნუ მაფიქრებინებ რომ ჩემი გეშინია - არა რას ამბობ - მაშინ ნუ გამირბიხარ, არანაირი მიზანი აღარ მაქვს შენთან მიმართებაში, ისედაც ვიცი რომ ჩვენი მომავალი არ არსებობს, უბრალოდ ადამიანურად გემეგობრები, მშვიდი ტონით ესაუბრებოდა დიტო ლევანს ისე რომ არც კი იხედებოდა მისკენ. - გასაგებია, მიხარია თუ ასე, მოდი დაგეხმარები. მშვიდად უპასუხა კატომ,თუმცა შინაგანი მღელვარება იგრძნო, არ ესიამოვნა ასეთი სიცივე დიტოსგან, აბა რას ელიოდი , ეკიტხებოდა მის თავს, დიტო გოგოსთან მიმართებაში დისტანციას იცავდა, უბრალოდ ცხენებზე და სპორტზე ისაუბრეს, თბილისზე, საქმეზე, მეგობრებზე თუმცა არაფერზე პირადულზე. კატოს ნელნელა ღვინის მათრობელა ძალა მოერია და გრძნობდა რომ საოცარი სიმშვიდე იგრძნო დიტოს გვერდით, რაღაც ახალი იყო ეს შეგრძნება , არასდროს არავისთან განეცადა, - იცი , მგონი ძლიერი ღვინოა და მოგერია, მშვიდად უთხრა დიტომ, ამაღამ დავრჩეთ და დილით დავბრუნდეთ. კატო შეიშმუშნა შემდეგ კი წინააღმდეგობა არც გაუწევია ისე დათანხმდა. სახლის მანსარდში ყველაზე ლამაზი ხედით შეურჩია ოთახი დიტომ და იქ დააძინა, სანამ კატო გაიღვიძებდა მისი მანქანის საბურავიც დაბერა ისე რომ არც კი გაეგო გოგოს, საბურავის ამბავი კაი ალტერნატივა იქნებოდა წინა ღამეს, ეს რომ კატოს სიჯიუტის გამო დასჭირვებოდა, თუმცა არ დასჭირდა, რაღაცნაირად დაცხრა ბობოქარი კატო, დამშვიდდა, დიტო ხედავდა და სიამოვნებდა ამ ყველაფერს რომ ხედავდა თუმცა ყოველ წამს უფრო და უფრო დისტანციას იჭერდა კატოსგან, ისე დაემშვიდობა კატოს რომ არც კი გადაკოცნა, მე აქ ვრჩებიო უთხრა და გოგო თბილისში გაამგზავრა, საოცრად კმაყოფილი იყო წინა ღამით, საყვარელი ქალი გვერდით ყავდა, გრძნობდა რომ ნელნელა მოდრიკა კატო, თავად კი გამარჯვებული მზერიტ იჯდა და ხედავდა როგორ იჭერდა თავს თითქოს კატოს მიმართ როგორც ქალის მიმარტ ინტერესი გაჰქრობოდა. კატო მთელი გზა წინა ღამეზე ფიქრობდა, დიტო რომელიც პირველიბვე დღეს ნაგლად დააცხრა და დაეწაფა მის ტუჩებს გამქრალიყო, და თავშეკავებული, მშვიდი, გაწონასწორებული მამაკაცი გაჩენილიყო მის ადგილას, რომელსაც კატო თიტქოს აღარ აინტერესებდა და თიტქოს უბრალოდ საერთო ინტერესებმა ამ შემთხვევაში, ცხენებმა გააერთიანეს ის. რამდენიმე კვირა გავიდა, დიტო თვალს ადევნებდა კატოს, თუმცა ცდილობდა მის სიახლოვეს არ გამოცენილიყო, კატოს კი ყოველ დღე ახსენდებოდა დიტო, თითქოს რომ ურთიერთობა დალაგდა და საერთოდ გაქრა კატოს ცხოვრებიდან. თანდათან ფიქრობდა რომ ალბათ მიხვდა რომ ერთჯერადი ურთიერთობისთვის არ გამოვდგებოდი, სერიოზული ურთიერთობისთვის კი არ ვაინტერესებო. დიტომ კი ამასობაში მისი ყველა ნაბიჯი იცოდა, ვისთან დადიოდა კატო, სად იყო, ვის ხვდებოდა, მის გარემოცვაში მამაკაცების დანახვაზე ბრაზი ახრჩობდა თუმცა არაფერში ერეოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა კატოს ცხოვრებაში, სრულიად ახალ ამპულაში, და ესეც იმდენად კარგად დადგმული სცენით მოხდა, რომ კატოს ეჭვიც კი არ ეპარებოდა რომ შემთხვევითობა იყო. კატოს კომპანიის მშობელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მოევლინა დიტო, და მათი ურთიერთობა საქმიანი ხასიათით გაგრძელდა, კატო დაიბარა. - როგორ ხარ კატო - კარგად, თქვენ ბატონო დიტო >? - მეც არამიშავს ( ამ შემთხვევაში პირველად არ უთქვამს დიტოს შენობით მომმართეო და შეიფერა ეს ოფიციალური ურთიერთობა.) - კატო, იცი ბოლო სამი წლის ფინანსური უწყისები მჭირდება ყველა . თუ შეგიძია რომ გამომიგზავნო. და კიდევ მოლაპარაკებები გვაქვს მომწოდებლებთან და მინდა ჩაერთო. - კარგით ბატონო დიტო, სულ ეს თუა მაშინ მე გავალ - კარგი წადი.... ხო მართლა ... დიტოს ხმამ მოაბრუნა კართან მისული კატო, გამიხარდა შენი აქ დანახვა, - მადლობა. კატო მშვიდი ნაბიჯებით გავიდა და დაუბრუნდა მის სამუშაო სივრცეს, საოცარ მღელვარებას გრძნობდა, ხვდებოდა და საკუთარ თავს წინააღმდეგობასაც ვერ უწევდა ისე მოსწონდა ეს მამაკაცი, ნერვებს უშლიდა ეს ფაქტი რომ ასეთი ნაგლი ქცევის მერე მამაკაცი მაინც მოსწონდა, თან მაშინ როდესაც, დიტოს მხრიდან მის მიმართ ვერანაირ ინტერესსს ვერ გრძნობდა. რამდენიმე დღეში საქმიანი ვახშამი გაიმართა, სადაც დიტოსთან ერთად იყო. - არ იცით როგორ გაგიმართლათ რომ გვერდით კატო გყავთ...რამდენჯერმე გაუსვა ხაზი კატოს ღირსებებს მათმა პარტნიორმა, რომელსაც კატო დიდი ხანია მოსწონდა - მგონი აჭარბებთ.. გაეღიმა კატოს. - ნამდვილად გამიმართლა... გახედა დიტომ კატოს, თან ცდილობდა პარტნიორისმიმართ წარმოქმნილი ბრაზი არ შეემჩნია. - შეიძლება ვიცეკვოთ ? მოულოდნელად კითხა აკაკიმ კატოს. კატო ნელა წამოდგა მაგიდიდან და საცეკვაოდ გაყვა. დიტო ცდილობდა წყვილისკენ არ გაეხედა და საუბარში გაბმულიყო, თან ბრაზობდა თუმცა წყვილისკენ მაინც არ იყურებოდა. კატო კი დიტოს ყურადღებას ელოდა, რამდენჯერმე გაიხედა იქნებ დიტოს მზერა დაეჭირა თუმცა არანაირად არაფერი ემოცია არ მოდიოდა მამაკაცისგან, გულში რაღაც ჩასყდა კატოს, თუმცა არ შეიმჩნია, ისე დაუბრუნდა მაგიდას, დაახლოებით ნახევარ საათში კი ბოდიში მოიხადა და პარტნიორები დატოვა. რესტორნის გასასვლელთან ნელი ნაბიჯებით წამოეწია დიტო, მე მიგიყვან და მოვბრუნდები. - არ არის საჭირო, ტაქსი უკვე მოსულია. დიტო უსიტყვიდ გაყვა კატოს, ტაქსის მძღოლტან მისვლა კვლავ დაასწრო, ისევ ფული გადაუხადა და გაუშვა, შემდეგ მანქანის კარი გამოუღო გოგოს და წინ დასვა. - დიდი ხანია აკაკის იცნობ ? - რაც ამ კომპანიაში ვმუშაობ - და უკვე ორი წელია ასე იქცევა ? - გაეღიმა დიტოს - ასე როგორ ? - შენს შებმას რომ ცდილობს - მე ეგ არ შემიმჩნევია - აუცილებელია ჩემსავით გაკოცოს რომ ეგ შეამჩნიო - არ ვიცი, კატო ხვდებოდა რომ ცოტა არასასიამოვნო საუბარი იწყებოდა მათ შორის, თუმცა ვერ ხვდებოდა დიტო ამ დაკითხვას რატომ უწყობდა - აკაკი გკერავს - გასაგებია - ჰო არაა ? დიტომ მანქანა გადააყენა, და კატოსკენ მიბრუნდა. - აქამდე მართლა ვერ ხვდებოდი ? - კი ვხვდებოდი - მერე ? - პარტნიორია, პირადი და სამსახურის გამიჯვნა გვმართებს - ყოჩაღ , კარგი გოგო ხარ. მაგრამ ერთი რამ გამოგრჩა - რა ? - ის რომ სამსახურის გამო არ ხარ ვალდებული მისი ქცევენი აიტანო - არაფერს აკეთებს ისეთს აუტანელი რომ იყოს - ანუ შენც მოგწონს? - ეგ რა შუაშია - კისერზე გეტორღიალება თუ არ გაწუხებს ესეიგი მოგწონს - ამაზე ახლა მე და თქვენ რატომ ვსაუბრობთ - იმიტომ რომ ჩემთვის აუტანელია როგორ გეტორღიალება - მაინც ვერ მივხვდი - არ მომწონს სხვა კაცის გვერდით რომ გხედავ - მაინც ვერ მივხვდი ... გაეღიმა კატოს. - არ მინდა შენს გვერდით, ჩემს გარდა, ვინმე მამრს ვხედავდე.... თითქმის დამარცვლით სერიოზული სახით უპასუხა დიტომ, კატო ძალიან დააბნია ამ საუბარმა. - ცუდია, მაგრამ მგონი მოგიწევთ ამასთან შეგუება - არა , არ შევეგუები. თუ მოგწონს აკაკი მითხარი, გულწრფელად მითხარი და შეგეშვები. - არ მომწონს - აი ეს მომწონს , გაეცინა დიტოს. ჭკვიანი გოგო ხარ. კატოს გაეცინა, დიტო კი თითებით წაეთამაშა კატოს ლოყებს, გაუღიმა და სახლისკენ წაიყვანა. კატო ჩუმად იყო, გაეღიმა თან დაიბნა, ვერ იაზრებდა ეს ყველაფერი რას ნიშნავდა, დიტოს მშვიდად დაემშვიდობა და სახლშ ავიდა. დიტო კი რესტორანში მიბრუნდა . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.