შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ შემთხვევით (მეხუთე ნაწილი)


15-04-2020, 09:25
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 124

დიტო მაინც ბედნიერი იყო, შეძლო რომ ნორმალურად დალაპარაკებოდა გოგოს, რომელიც ასე იზიდავდა, თანდათან ხვდებოდა რომ ფიქრებით სულ კატოსთან იყო, არ შეეძლო მის გარეშე ყოფნა, ზოგჯერ კი მეგობრების ნათქვამი ახსენდებოდა და შიში იპყრობდა,საკუთარი თავისივე შიში რომ კატოსთვის გული არ ეტკინა.
რამდენიმე დღე ისე გავიდა კატოს არ შეხმიანებია, ფიქრობდა თავს არ მოვაბეზრებო და მთლიანად საქმეებში გადაეშვა, ძმაკაცები ამჩნევდნენ რომ დიტო ყურადღების გადატანას ცდილობდა და კატოზე საერთოდ აღარ საუბრობდა.
როგორც ყოველთვის მოსაწევად იყვნენ გასულები და დიტო ისევ ჩაფიქრებული იყო ირაკლის აივანზე.
- კატოსთან რა ხდება... თემა წამოჭრა ბევრი ფიქრის შემდეგ ლაშამ
- არ ვიცი, არ მინდა თავი მოვაბეზრო, რამდენიმე დღე არ შევეხმიანები.
- კარგია... უპასუხა ლაშამ
- აუ ტოო, მაგრად ვერ ვიჯერებ მაგრამ მემგონი შენ ეგ გოგო გიყვარდება .- ჩაფიქრებულმა უთხრა ირაკლიმ.
- მაგას ვერც მე ვიჯერებ , გაეცინა დიტოს. პირველად მომწონს გოგო ასე და იმასაც ვერ ვიმორჩილებ, ვერანაირად, აი არ ვიცი როგორ მივუდგე.
- დაგეოკებინა შენი ჰორმონები თავიდან და არ იქნებოდი ახლა ამ დღეში, სიცილით ჩაერია დათო , რაზეც პასუხად დიტოს ჯმუხი სახე მიიღო.
- აი შენღა მაკლდი დავით რა, გამოვიდა ესეც ანგელოზი, ყველა გოგოს პირველივე საღამოს ლოგინში რომ მიათრევს ეგ მე კი არ ვარ, იერიშით გადავიდა ძმაკაცზე.
- ის ვინც მაგისთვისაა შექმნილი ეგრეც უნდა წაათრიო.
- ხოო არაა? გაეცინათ ბიჭებს და დათოზე გადავიდნენ.
- კაი გვეყო ღლაბუცი, მისმინე.. საუბარი გააგრძელა ლაშამ, ეგ გოგო, ტატომ ნახა გუშინ წინ იპოდრომზე, და ვთხოვე დღეები გაიგოს როდის დადის, და შენც რომ მიხვიდე ვითომ ისე წააწყდი რა.
- აუ შენ რა ჯიგარი ხარ ტოო, როდის გეტყვის?
- დღეს საღამოს დამირეკავს, დაჟე მანდ ერთ ტიპს ვიცნობ მწვრთნელს, იმასთან გაითამაშებ თითქოს დიდი ხანია მანდ დადიხარ რა, უკვე დავებაზრე.
- აუ რა ჯიგარი ხარ, ძმა ხარ , გახარებული წამოდგა დიტო.
კატო ეს დღეები საქმეში იყო ჩაფლული , და ზედმეტ რამეზე ფიქრისთვის დრო არ ჰქონდა, თუმცა მაინც ეცინებოდა, რომ შეძლო დიტოსასე თუ ისე მოშორება, სადღაც გულის სიღრმეში იმედგაცრუებაც იყო, თუ კი მამაკაცს ასე იზიდავდა, მეტს რატომ არ აკეთებდა მისთვის, მერე კი საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, განა რას ითხოვდა დიტოსგან, ამ ფიქრებში საკუთარ თავს იმაში მაინც გამოუტყდა რომ დიტო, როგორც მამაკაცი ძალიან იზიდავდა, მართლაც სიმპათიური და მამაკაცური გარეგნობის პატრონი იყო, მისი თავდაჯერებულობა კი ასე რომ აღიზიანებდა დიტოში, მაინც ხიბლს სძენდა მამაკაცს.
სულელი გოგო არასდროს ყოფილა კატო, არც კომუნისტური აზროვნების, თუმცა მამაკაცში, თავდაჯერებულობას, სიჯიუტეს და სიძლიერეს მაინც ძალიან აფასებდა, ის რაც ერთი მხრივ ასე აღიზიანებდა, მეორე მხრივ ხიბლავდა და თვითონაც ვერ გაეგო რა სურდა ამ მამაკაცისგან.
ოთხშაბათი დღე იყო, კატო სავარჯიშოდ იპოდრომზე მივიდა , თავლაში გასულს კი, მის საყვარელ ცხენთან მდგომი დიტო, და მისი მწვრთნელი დახვდა, რომლებიც დიდი ხნის ნაცნობებივით საუბრობდნენ ცხენზე, თითქოს ცხენმაც კი ხელი შეუწყო დიტოს, და ისე ჩუმდებოდა დიტოს შეხებაზე მწვრთნელსაც კი უკვირდა.
მწვრთნელმა და დიტომ ეს სანახაობა ისე დადგეს რომ კატოს ეჭვიც კი არ გასჩენია რომ დიტო მის გამო შეიძლება ყოფილიყო აქ, უბრალოდ დიდ დამთხვევითობად ჩათვალა და რამდენიმე წუთის შემდეგ მწვრთნელს მიესალმა.
- კატოო... ღიმილით და გაკვირვებით გახედა დიტომ გოგოს- როგორ ხარ?
- კარგად, თქვენ როგორ ხართ
- იმედია თქვენში ორივე გვიგულისხმე და ისევ თქვენობით არ მესაუბრები გაიცინა დიტომ
- ანუ თქვენ იცნობთ ერთმანეთს... გაუღიმა მწვრთნელმა
- მაქვს ამის ბედნიერება- ტუჩის კუთხე ჩატეხა დიტომ.
- კი ვიცნობ
- კატოო, ცოტა ხანს იქნებ ეს ცხენი დიმას დავუთმოთ, დიდი ხანია აქ არ ყოფილა და მონატრებული ყავს.
- რა პრობლემაა. გაიღიმა კატომ და მეორე ცხენისკენ გაემართა.
დიტოს და მწვრთნელს ძალიან უკვირდათ მაგრამ თითქოს დიტოს ამ ცხენზე ესწავლოს ჯირითი ისე იმორჩილებდა პონის, კატო ცოტა არ იყოს დაბოღმილი უყურებდა რომ დიტო მასზე ბევრად უკეთ ჯირითობდა და გულში მის პონის ღალატში ადანაშაულებდა. ჯირითს რომ მორჩნენ, აზარტში შესულმა მწვრთნელმა დიტოს სთხოვა, კიდევ როდის შემოუვლი არ ვიცი, და იქნებ ცოტა ხანს დარჩე და ბარში ყავა დავლიოთ,
- ყავა არა მაგრამ ლუდს დალევდა კაცი, გაიცინა დიტომ და მხარზე ხელი წაუთათუნა ძველი ნაცნობივით დღეს გაცნობილ მწვრთნელს
- კატო, ყავის დასალევად გავდივართ ბარში, იქნებ შენც შემოგვიერთდე
- მართლა ბევრი საქმე მაქვს ჯობს წავიდე
- მეც მალე უნდა გავიდე, ჩაერია საუბარში დიტო, ცოტა ხნით გამიხარდებოდა თუ დარჩები.
- აღარ გაჯიუტა კატო და ბიჭებს შეუერთდა.
მწვრთნელი და დიტო ძველი ნაცნობებივით საუბრობდენე, მწვრთნელმა დიტოს მეგობრებიც კი მოიკითხა შემდეგ კი კატოს და დიტოს კითხა საიდან იცნობნენ ერთმანეტს, ორივე შეიშმუშნა, კატოს ტელეოფონი კი სწორედ ამ უხერხულ მომენტში აწრიალდა.
- სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ, წამოდგა კატო
- მეც უკვე უნდა გავიდე, გაიღიმა დიტომ.
- კატო, ჩვენმა მძღოლმა მითხრა რომ დღეს ფეხით ხარ, და ჩემი მძღოლი გაგიყვანს. შესთავაზა მწვრთნელმა
- ფეხით ხარ? მე შემიძლია გაგიყვანო, გაუღიმა დიტომ
- ტაქსით გავალ მგონი ჯობს
- მაინც მივდივარ ქალაქში,და გაგიყვან , გამონაბოლქვიც ნაკლები იქნება- ხუმრობა სცადა დიტომ და ცდილობდა არ შეემჩნია თუ როგორ აღიზიანებდა ის ფაქტი რომ კატო მისგან თავის დაძვრენას ცდილობდა.
სხვა გზა არ დარჩა კატოს და მაინც დიტოსთან ერთად მოუხდა მგზავრობა.
თავიდან ორივე ჩუმად იყვნენ შემდეგ კი ცხენებზე საუბარში ისე გადაეშვნენ ძველი წყენაც კი დავიწყებოდათ.
- სოფელში ჩემთან ოთხი ცხენი გვყავს, ერთი ვერაფრით ვერ გავხედნეთ, არამგონია შენნაირ მხედარსაც კი რამე გამოუვიდეს მასთან.
- ჰო არაა, მართლა გეუბნები, ყველას უკვირს ხოლმე, ყველაზე გაუხედნავ ცხენსაც კი ვიმორჩილებ
- გინდა დავნიძლავდეთ ?
- ოო არაა
- რაიყო უკვე უკან იხევ ხედავ
- არ ვიხევ უკან
- მაშინ დამიმტკიცე
- არ მიყვარს რამის მტკიცება რომ მიწევს
- თუმცა ხშირად ცდილობ რაღაცის მტკიცებას, ალბათ დაიღალე და მაგიტომ აღარ გიყვარს- გაეცინა დიტოს
- არა , ცდები
- არ ვცდები
- ცდები... გაეცინა კატოს
- მაშინ როდის უნდა გახედნო ჩემი ცხენი, თუ გინდა მწვრთნელი წავიყვანოთ ჯიურად და ჩავაკითხოთ ჩემს გმირს შაბათ კვირას
- არამგონია მეცალოს
- სურვილი თქვი თორემ დროს რომ გამონახავ ეგ ვიცი
- არაფრის დამტკიცება არ ღირს თუ არ გჯერა- სიცილით განაგრძო კატომ სიჯიუტე.
- კარგი. გაეცინა დიტოს
- ნუ დამცინი
- პატარა ბავშვივით რომ მიფრთხი მაგაზე მეცინება
- რა შუაშია
- შენც იცი
- კარგი წამოვალ და შენს ცხენსაც გავხედნი, ჯიბრით უპასუხა კატომ.
- ჰოო? გაეცინა დიტოს, მაშინ ამ შაბათ დილით მზად იყავი,
- კარგი, გაეცინა კატოს და მანქანიდან გადმოვიდა.
დიტო გულში კიდევ ერთ გამარჯვებას ზეიმობდა, და გეგმავდა როგორ დაეტოვებინა შაბათ საღამოს კატო მასთან სოფელში. გული უფრიაქდებოდა როცა იმაზე ფიქრობდა რომ ამ შაბათს კატო და ის ერთად გაატარებდნენ დროს.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ვნახოთ როდემდე გაუძლებს კატო.მე მომწონს მისი თავდაჭირილობაც და დაჯერებულობაც,,კარგი პერსონაჟები არიან,

 


№2 სტუმარი სტუმარი უცნობი

ძალიან კარგი ისტორიაა.მომეწონა ორივე პერსონაჟი.და გთხოვთ მოკლე თავებს ნუ დებ და მალ მალე დადე.????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი Kato

აუ ერთი სული მაქ შემდეგ თავს როდის დადებ❤️❤️კარგი ისტორიაა და ცოტა თუ გაადიდებ თავებს უკეთესი იქნება❤️❤️

 


№4  offline წევრი Tako_elizbarashvili

სტუმარი Kato
აუ ერთი სული მაქ შემდეგ თავს როდის დადებ❤️❤️კარგი ისტორიაა და ცოტა თუ გაადიდებ თავებს უკეთესი იქნება❤️❤️

შემდეგი თავი მზად მაქვს , და როგორც კი 12 გახდება დავდებ❤️დიდი მადლობა ასეთი პოზიტივისთვის❤️

სტუმარი უცნობი
ძალიან კარგი ისტორიაა.მომეწონა ორივე პერსონაჟი.და გთხოვთ მოკლე თავებს ნუ დებ და მალ მალე დადე.????????????

შემდეგი თავი დიდი და ნოყიერია , ერთი სული მაქვს გაგიზიაროთ❤️დიდი მადლობა ამდენი პოზიტივისთვის❤️

სტუმარი nancho
ვნახოთ როდემდე გაუძლებს კატო.მე მომწონს მისი თავდაჭირილობაც და დაჯერებულობაც,,კარგი პერსონაჟები არიან,

ისეთი პოზიტივი მოდის თქვენგან ძალიან ბედნიერი ვარ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი Vee

ძაან კაია და საყვარლობა მომწონს მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს ანუ წინა მოთხრობაც წაკითხულიმაქვს თქვენი იქაც ზუსტად ასეთ კატოზეა მოთხრობა და ანუ ეგ არმომწონს ეგე ყველა შენი მოთხრობა ერთმანეთს დაემსგავსება ისე ძალიან მომწონს შენი მოთხრობები მართლა წარმატებები❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი შექსპირი

გახტა გამოხტა კუტელი მოგიტყან დებილ მუწელი

 


№7  offline წევრი Tako_elizbarashvili

სტუმარი Vee
ძაან კაია და საყვარლობა მომწონს მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს ანუ წინა მოთხრობაც წაკითხულიმაქვს თქვენი იქაც ზუსტად ასეთ კატოზეა მოთხრობა და ანუ ეგ არმომწონს ეგე ყველა შენი მოთხრობა ერთმანეთს დაემსგავსება ისე ძალიან მომწონს შენი მოთხრობები მართლა წარმატებები❤️❤️❤️

გავითვალისწინებ აუცილებლად <3

 


№8 სტუმარი wow

შექსპირი
გახტა გამოხტა კუტელი მოგიტყან დებილ მუწელი


დედაენის და გრამაწიკის წიგნი აგაქვს? აი რა იცის ჰეითერობამ DD

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent