შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |2|


16-04-2020, 20:10
ავტორი Âme
ნანახია 983

ალბათ, კიდევ დიდხანს იწვებოდა გაუნძრევლად, დახუჭულ ქუთუთოებზე მომდგარი მკვეთრი შუქი რომ არ ეგრძნო. ახალმა ხმამ, შორიდან რომ მისწვდა ყურთასმენას, უნებურად დააბრუნა რეალობაში და ძალდატანებით გაახილა თვალი.
-ნიკოლა, ჩემო პატარავ,-გული გაუთბა ზღურბლთან მდგომი ბავშვის დანახვისას. ეცადა წამომდგარიყო ,მაგრამ, საციცოხლო ძალებისგან დაშრეტილს თავის აწევაც უძნელდებოდა. სახელურს მოჭიდებულმა, მხრის დახმარებით, უხმაუროდ მიიკეტა კარი. ფრთხილად გაიარა თავისი პაწაწინა ფეხებით კედლამდე და ანარას თავთან დადგა. გაფაციცებული აკვირდებოდა დასისხლიანებულ სხეულს და სიტყვის თქმასაც ვერ ბედავდა რეალობისგან შეძრწუნებული. რაც მეტხანს იდგა სუნთქვა უხშირდებოდა და თვალები ცრემლით ევსებოდა. ინსტიქტურად დაიწყო ანარამ ტანსაცმლის გასწორება და სახეზე ხელები ჩამოისვა. ბავშვობიდან ღრმად სწამდა, თუ კი თვალებს დახუჭავდი და ცხვირწინ ერთმანეთზე მჭიდროდ მიჯრილ თითებს გადაიტარებდი, ახალ ცხოვრებაში გაიღვიძებდი . ყველა ტკივილსა ჰაერი წაიღებდა. შორს, უზომოდ შორს . მერე , თანდათანობით ჩვევაში გადაეზარდა და ახლაც ეცადა ბოლოს მომხდარი მისგან გაეშვა. არ უნდოდა ასეთი ენახა, თავი რამეში დაედანაშაულებინა, მაგრამ უკვე ვერაფერს შეცვლიდა. რეალობა ისაა, რომ ისევ გაუნძრევლად იწვა და სუნთქავდა, სუნთქავდა სიცოცხლის გასაგრძელებლად. მხოლოდ იმას ფიქრობდა ნიკოლა აქ არ უნდა ყოფილიყო.არ ემეტებოდა ამხელა განცდებისა და დარდისთვის.
- ახლა ხომ უნდა გეძინოს,- ძლივს თქვა რამდენიმე სიტყვა, გაიღიმა, მკლავი ნელა ასწია და თითებით, როგორც მიწვდა, ლოყაზე მოეფერა.
-ჩემ გამო გცემა იზოლდამ, ეს რა უქნია. როგორ გატკინა,-ნელა დაიჩოქა და დარცხვენილმა დახარა თავი. ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო მისთვის მთელ დედამიწის ზურგზე და რა თქმა უნდა განიცდიდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ მხოლოდ ახლახანს შეუსრულდა ხუთი წელი. თავშესაფარში მალე იზრდებიან და ნიკოლა უკვე მთელი სიცხადით გრძნობდა იმ ტკივილებსა და დანაშაულის მკაწრავ განცდას, აუხსნელი სიმძიმით რომ ტანჯავდა. ჯიბიდან მალულად შავი პურისა და ყველის ნაჭერი ამოაცოცა და წინ დააწყო.
-მე არ ვჭამე , შენ მოგიტანე,-სლუკუნით ჩაილაპარაკა და მაჯებით გაიწმინდა სველი სახე. როგორ არ უნდა გყვარებოდა. სულს ერჩივნა ანარას მისი ერთი ამოსუნთქვა. გულზე მიხუტებული გაზარდა. ასჯერ გადაეფარებოდა და გაწირავდა ყველაფერს დაუფიქრებლად. კიდევ დაუწვებოდა იზოს მათრახის ქვეშ, ოღონდ მას არაფერი ტკენოდა. ოღონდ, კარგად ყოფილიყო. თუნდაც, მეტი ვერაფერი შეექმნა ღირებული, ამ პატარა ბიჭის ცხოვრებას აუცილებლად გადაარჩენდა. თვითონ ისედაც დიდი ხანია აქაურობას შეგუებოდა და დიდად არც გადაღლეტილი ზურგი ადარდებდა, არც-აუტანელი ტკივილები. ისევ იმ ადგილას იჯდა და პატარა თითებით ფაქიზად ეფერებოდა. ეცადა დაერწმუნებინა დასაძინებლად წასულიყო , მაგრამ ნიკოლამ უცებ იცვალა გვერდი. ზურგით მკერდზე მიეხუტა, თავი კისერში ჩაუდო და თვალები დახუჭა.
-მე არსად წავალ დედა ანა. იმიტომ, რომ მიყვარხარ,-სითბოდ და მალამოდ ედებოდა ეს პატარა არსება გატყავებულ სულზე. ისე ცხადად ახსოვს მისი გამოჩენა. ცამეტ აპრილს მოიყვანეს, ეზოში ახლად აყვავილებული ხეების სუნი იდგა. ცისფერ გადასაფარებელში გახვეული, ხმას არ იღებდა. სულ პაწაწინა იყო, ერთი ციდა. ვინ იცის რატომ, რთულად თუ მარტივად , ძალით თუ ნებით, დედამ სამშობიაროში დატოვა და ასე აღმოჩნდა ღვთის ანაბარა. უსახელო, უგვარო, ინკუბატორიდან პირდაპირ ბავშვთა სახლში. იმ დროისთვის ,გაზაფხულის მტვერზე ალერგიის გამო, მომვლელი ხშირად ვერ ახერხებდა სამსახურში მოსვლას და ანარას შეაჩეჩეს ხელებში. ეცადე გადარჩესო. ახლაც ისე გარკვევით ჩაესმის სიტყვები, მიჯახუნებულ კარს მიღმა ცივი წყალივით რომ შეასხეს. არაფერი იცოდა, რა ესმოდა მოვლის შესახებ. პატარა პირველად არ უნახავს, წელიწადში სამჯერ მაინც მოჰყავდათ, მაგრამ, აქამდე არავის ბედი ყოფილა მასზე დამოკიდებული. გაურკვევლობაში მოხვდა და ვერ დაელაგებინა რეალობა ,გაოგნებული იჯდა ოთახში და შორიდან უყურებდა. ცოტა ხნის შემდეგ მიხვდა რომ ქაოსი კი არა, სიმშვიდე მოვიდა , რაღაც სასიამოვნო. სიმშვიდე, რომელსაც ტკბილად ეძინა და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, რა გადახდა თავს. პირველად ძლივს გაბედა მიახლოება, სულაც არ მოეჩვენა წითელი და მახინჯი, როგორც ხშირად მოიხსენიებენ ჩვილებს. ღმერთო, ყველაფერი ისეთი მინიატურული ჰქონდა. დაკოფსებული ცხვირი, ჯერ კიდევ ამოსუვლელი წამწამები, მჭიდროდ შეკრული მუჭები. ტუჩებს გამუდმებით აცმაცუნებდა და გაბურცული ლოყები რიტმულად ერხეოდა. საწოლზე გვედით მიუწვა, რაც შეეძლო ახლოს . გაუცნობიერებლად შეახო თითები სახეზე, ნიკაპზე, მერე ხელებზე , გულზე და გაინაბა. თვალდახუჭული უსმენდა აუფორიაქებელ სუნთქვას და მტევნის გულზე გრძნობდა პულაციის ბიძგებს. იმ დღიდან, ანარამ მასთან ერთად დაიწყო გაიზარდა . კვირაობით აღარ გადიოდა სათამაშოდ, უმეტეს დროს ნიკოლასთან ატარებდა. გოგონები დასცინოდნენ, საკუთარი სათამაშო მოუყვანეს და ჩვენ აღარ გვკადრულობსო. მაგრამ, დიდი ხანია, მათ ყურადღებას აღარ აქცევს. შეეძლო მთელი დღე ეყურებინა როგორ იცინოდა, ბრაზობდა, იცმევდა, თამაშობდა. პირველად რომ გაცივდა და სიცხემ აუწია , ხუთი ღამე გაათენა.
-ანა, დედა რა არის ?- იკითხა ერთხელ ეზოში თამაშისას და ისე მოულოდნელად , რომ თავიდან, დაბნეულობისგან, რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა. მაშინ დაახლოებით ოთხი წლის იყო , იდგა და მშვიდად ელოდებოდა კითხვაზე პასუხს. მზე თვალებში აჭყიტებდა, ტუჩის ცალი გვერდი შეწუხებულს აეწია და სხივების მოსაგერიებლად შუბლთან მიეტანა ხელი.
-დედა, შენი გულია ნიკოლა, აქ არის,- პირველივე ფიქრი გააჟღერა, რაც თავში მოუვიდა. მისკენ გადაიხარა და ხელი თბილად მიადო .
-აქ ზის?-გაოცება ვერ დამალა და მეტი ინტერესით დააკვირდა მკერდს.
-არა,-უნებურად გაეცინა მის გულუბრყვილობაზე და ეცადა სხვაგვარად აეხსნა,-დედებს ჩვენ აქ მოვყავართ...
-აქ, სად, მარილისში?-უცებ ჩაეჭრა იმის იმედით , რომ რაღაც ახალს აღმოაჩენდა. თუმცა დაბნეული უფრო ჩანდა.
-არა, ამ ქვეყნად.
-და მანამდე სად ვართ, საიდან მოვყავართ დედებს?
-მანამდე მათ გულში. ჩვენ მათი ყველაზე დიდი განძი ვართ.
-მეკობრეები რომ ეძებენ, ისეთი დიდი ?
-იმაზე გაცილებით დიდი. ჩვენ მათი ოცნებები ვართ ნიკოლა, სუნთქვა, არსება, დედამიწა, მთელი სამყარო, ყველაზე მშვენიერი არსებები. დედებისთვის ყველაფერი ჩვენ ვართ.
-და მერე სად მიდიან დედები?
-არ ვიცი,-მხრები აიჩეჩა ანარამ და საკუთარი დედის გახსენებაზე ცრემლი მოერია,-ზოგი არსად ნიკოლა, ზოგი-ძალიან შორს. თუმცა, იცი რა? დედები სადაც არ უნდა წავიდნენ აი აქ პატარა ნაწილს ტოვებენ, შენს გულში.
-როგორც ჩვენ ვიყავით ადრე?
-აჰამ,-თავი დაუქნია დასტურის ნიშნად,- და სულ ჩვენთან არიან. როგორ შორსაც არ უნდა წავიდნენ. სადაც არ უნდა იყვნენ , უსიტყვოდ ესმით რა გვტკივა და რა გვიხარია. ყოველთვის შეუძლიათ გამოიცნონ თუ შვილი დარდობს და უკანასკენელ ამოსუნთქვასაც დაუფიქრებლად გაიღებენ, თუ ამის საჭიროება იქნება.
იმ დღის შემდეგ გადაწყვიტა ნიკოლამ , რომ ანარა არის დედა. ძალიან ეცადა, მაგრამ გაჯიუტებულს ვერავინ და ვერაფერმა შეაცვლევინა აზრი. თუმცა, არვიცი, სხვა რა არის დედა-შვილობა. სახელი მან დაარქვა , პირველად კბილი რომ მოუვიდა ,მასთან ანარა იყო. პირველი სიტყვები, პირველი ნაბიჯები. ყოველ ღამე სუნთქვის დათვლა. ჩუმად, გიჟივით, რამდენჯერ მისი მაჯა დაუჭერია და მთელი ღამე უსმენია პულსაციისთვის. ეზოში რომ გავიდოდნენ იჯდა და საათობით უყურებდა. თითქოს , ყველა მის მოძრაობას სწავლობდა საგულდაგულოდ. რა არის დედა -შვილობა იმაზე მეტი, ვიდრე აქ, სადღაც ჯურღმულში, ამ ორის ერთობა. პატარა მტევნებით მაგრად ჩაებღუჯა ანარას მკლავი და მშვიდად ეძინა.
***
კიდევ ერთხელ გაისმა კარის ჭრიალი , ამ საღამოს უკვე მეორედ. ინსტიქტურად წამოწია ანარა, სულ დაავიწყდა ტკივილი და ბავშვს მოეფარა. ეგონა იზოლდა დაბრუნდა , თუმცა შვებით ამოისუნთქა ლილი რომ დაინახა. ლილი მარილისის ბავშვთა სახლის მომვლელი იყო. ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და თბილი ადამიანი, ვისაც იცნობდა . მთელი საღამო ნიკოლას ძებნაში გაუტარებია. ფეხის წვერებზე შემოიარა ყველა კუთხე-კუნჭული.
-ღმერთო ჩემო, აი ,თურმე სად ყოფილა, მე კი, რა არ ვიფიქრე,- ღრმად ამოისუნთქა და ანარას მიუახლოვდა.
-საჭმელი მომიტანა ლილი და გაჯიუტდა, აღარ დამტოვა. წაიყვანე რა, ცოდოა აქ . გაცივდება,-კიდევ ერთხელ მოათვალიერა ნესტიანი კედლები, ფრთხილად მოსცილდა და ოდნავ უკან გაიჩოჩა. პატარა სხეული ხელებში მოიქცია ლილიმ. დავაწვენ თუ არა, დავბრუნდებიო, დაუბარა და დერეფანში გაუჩინარდა . დიდი ხანი არ დაუგვიანია, მალევე გამოჩნდა. ამჯერად ხელში შალის ნაქსოვი გადასაფარებელი ეჭირა.
-სულ გაყინულხარ, დაგაფარო, -ისტერიულად იმეორებდა. ცდილობდა ნაიარევებისთვის თვალი აერიდებინა და უცებ იგრძნო ანარამ როგორ დაენამა ტერფები . ლილი ტიროდა.
-რა დაგმართა იმ მხეცმა, ღმერთო მოგვეცი ძალა. ჭერს ახედა და შემდეგ ისევ ქსოვილის გასწორება დაიწყო.
-როგორ მეზიზღება საკუთარი თავი, თითოეული მის გვერდით გატარებული წუთი. როგორ მეზიზღება მასთან რომ ვმუშაობ, ნამდვილი ლაჩარი ვარ ,-ძლივს ისმოდა ტირილში სიტყვები. ასეთები ვართ ზოგჯერ. ლაჩრები ვართ ადამიანები. ერთხელ თუ შეგვეპარა სისუსტე, მუდმივად რაღაცის, ვიღაცის გავლენის ქვეშ ვექცევით და რაც დიდხანს გრძელდება, მით უფრო რთულდება მორჩილების ჭაობიდან თავის დაღწევა . ათასგვარ მიზეზსა და გამართლებას ვუძებნით საკუთარ ქმედებებს. თუმცა, რა მონაჭორითაც არ უნდა შევნიღბოთ , რამდენი ატლასი და აქსამიტიც უნდა შემოვახვიოთ, მაინც გამოაღწევს ბეჩავობის აშმორებული , მყრალი სუნი . სადღაც მაინც შეგახსენებს თავს და ისე გაგტეხავს , ისე დაგლეწავს სულის სინანული.... თქვენ თუ გიგრძვნიათ რამე მსგავსი. ო, როგორი მარტივია მიჰყვე და დაე, წაგიღოს. დაე, დაგღუპოს, უბრძოლველად. სამაგიეროდ , "ბატონი" ყოველთვის გადმოგიგდებს მოწყალების ლუკმას. არ იფიქროთ ლილის ვკიცხავდე. უბრალოდ, ასეც ხდება და არავინ იცოდა როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება სხვა შემთხვევაში. არც მისცემიათ ამის საშუალება. სხვა გამოსავალი არსად ჩანდა და დღეს, ყველა იმ გადაწყვეტილებამ მიგვიყვანა შედეგამდე, რასაც ასე გულით დასტიროდა და ნანობდა.
-აღარ იტირო ლილი. ხომ უყურებ, დარდით ვერაფერს ვცვლით.მშობლებზე მომიყევი , გთხოვ...-კალთაში ჩაუდო თავი , თვალები დახუჭა და მილიონჯერ გატკეპნილი ამბის მოსასმენად მოემზადა.
***
-ენესი რომ გაიცნო , იმ დროისთვის იზაბელი ძალიან ახალგაზრდა იყო . კოლეჯში, პირველკურსელებს შორის, უცხოური გარეგნობით მალევე მოხვდა ინტერესის ობიექტივში. საუბრის მანერასა და უცნაურ აქცენტზეც შეატყობდით , რომ ჩამოსული იყო . მაშინ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დიდი კეთილგანწყობით არ ეგებებოდნენ და ამიტომ, მთელი წელი დასჭირდა სტუდენტებს შორის საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. მარტივია, ყურადღება მიიქციო იქ , სადაც არავინ გგავს. უცხო ხილი ყველას აინტერესებს. ცდილობენ ყველა კუთხიდან შეათვალიერონ . შორიდან, ახლოდან საათობით დააკვიდნენ . შემდეგ კი, საკუთარი, თუნდაც მცდარი, ზედაპირული მოსაზრება გამოთქვან . მართლაც გამოირჩეოდა, თუმცა ამით ბოროტად არასოდეს უსარგებლია. ეგ კი არა, ორმაგად გარჯაც კი სჭირდებოდა სტერეოტიპების დასამსხვრევად. იზაბელს ყველასგან გასხხვავებით ენესის მახვილი გონება და გამბედავი ხასიათი ხიბლავდა, თუმცა თქმას როგორ გაბედავდა. მაშინდელ საზოგადოებაში ქალის მიერ სიმპათიის გამოხატვა უდიდეს სირცხვილად და ოჯახის წაბილწვად ინათლებოდა. ამიტომაც, მთელი წელი ჩაიკლა გულში ფარული გრძნობა . მანამ, სანამ ენესი თავად არ გამოუტყდა და შემდეგ გაიქცა . ვის გაურბოდა, სად გარბოდა არ იცოდა, მაგრამ ძალიან ბედნიერი იყო. ამაზე თავადაც ხშირად ხუმრობდნენ ხოლმე . მთელი გზა უკან სდია თურმე. ეგონა აწყენინა. ეგონა ,მისგან უნდოდა შორს ყოფნა, კოცნით დაბრუნებულმა პასუხმა კი სულ სხვა რეალობამდე მიიყვანა. ისეთი აღფრთოვანებულები იყვნენ ერთმანეთით, ეგონათ ახალი სამყარო იშვა მათთვის. დღე და ღამე შრომობდა ენესი, თავს არ ზოგავდა იზაბელის მშობლებისთვის ღირსეული რომ გამხდარიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ერთადერთი ქალიშვილისთვის მოსაწონი ვერ აღმოჩნდა და ყველაფერმა სწორედ მაშინ დაიწყო გაფუჭება. წელებზე ფეხებს იდგამდა , ერთი წამით არ უფიქრია დანებება და ყველაფერის მიტოვება , მაგრამ ნელ- ნელა ხვდებოდა, რომ ისინი არც კი ცდილობდნენ აზრის შეცვლას, არაფრის ფასად. გული ეწურებოდა იზაბელს ასე გატანჯულს რომ უყურებდა. თან რის გამო, სრულიად დაუმსახურებლად. რადგან მდიდარ ოჯახში არ დაიბადა და ხელის გულზე ვერ ატარეს, გამზადებული, ლანგრით არ მიართვეს ის, რაც თავისუფლად შეეძლო საკუთარი შრომით მოეპოვებინა. ღამეებს ასწორებდა, მათგან რაღაც მეასე ხარისხოვანი "კურთხევა" რომ მიეღო, ნებართვა, რომ ქალიშვილს ატანდნენ . ერთ ღამესაც , ისე რომ არავინ ელოდა მისაღებ ოთახში გამოაცხადა ფეხმძიმედ ვარო და დედა რომ არ გადაფარებოდა ვინ იცის, შეიძლება იმ დღესვე დასრულებულიყო მისი სიცოცხლე. ბარგი გარეთ გამოულაგეს, უფრო სწორად ფანჯრიდან გადმოუყარეს. ძალიან ამაყი და ძლიერი იყო დედაშენი, იცოდა რაც ელოდა, მაგრამ მაშინაც არ უღალატია თავისი გადაწყვეტილებისთვის, უკიდეგანო სიყვარულისთვის, ღია ცის ქვეშ რომ დარჩა მარტო, ღამის პერანგის ამარა. სიმწრით შეაგროვა ტალახიანი სამოსი და ენესთან წავიდა. მთელ ქალაქში ეძებდა მამის ხალხი. ამიტომ, მესამე ღამეს უკვე აქეთ მოემგზავრებოდნენ. ჩვენს დასახლებაში იქირავეს პატარა სახლი დროებით,სანამ საკუთარს შეიძენდნენ. ისეთი მშვენიერი იყო იზაბელი , ისეთი ლამაზი, მთელი სამეზობლო თვალს ვაყოლებდით, ქუჩას რომ ჩამოივლიდა. ყველას შეაყვარა თავი კეთილშობილებითა და თავდაბლობით. ხშირად ვეპატიჟებოდით და სახლში მომზადებულ კერძებსაც ვუკითხავდით ერთმანეთს. მერე შენც დაიბადე და კიდევ უფრო მეტი სიხარული შემოიტანე ყველას ცხოვრებაში. ენესი, ისეთი მშრომელი იყო, არც კი ვიცი როდის ეძინა და ისვენებდა. დედას და მამას ისე უყვარდი, სული ელეოდათ შენი გულისთვის. შენთვის ცოცხლოდნენ და სუნთქავდნენ. ძალიან, ძალიან დიდი სიყვარულის ნაყოფი ხარ ანარა. ჩემთან გტოვებდნენ ხოლმე ხშირად . ისე მიხაროდა. გოგონას დედობა არ მხვდა ცხოვრებაში წილად და საკუთარი შვილივით შემიყვარდი,- მთელი ღამე შეეძლო ესაუბრა ლილის მის მშობლებზე. მართლა დასამახსოვრებელ ადმაიანებზე , მაგრამ, თითქმის არასოდეს ყვებოდა იმ ავბედით დღის შესახებ, ვიღაც შეურაცხადის უკონტროლო საქციელმა რომ მოუსწრაფათ სიცოცხლე. მაშინაც ლილისთან ჰყავდათ დატოვებული. სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდნენ , ავტობუსის გაჩერებაზე იდგნენ და გაღიმებული ათვალიერებდნენ შვილისთვის საჩუქრად ნაყიდ ახალ კაბას. მერე საიდანღაც , თვალის დახამხამებაში მანქანა გაჩნდა და საზარელი შეჯახების ხმა. თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს ისე შეფრინდა მოსაცდელში. მთელ ქალაქში სირენების გამაყრუებელი ხმა ისმოდა მთელი თვე ტრიალებდა ტელევიზიაში კადრები.საცოდაობა დატრიალდა ნამდვილად, ზოგმა თავისი ახლობლის მხოლოდ ძვლები გაიტანა დასამარხად. ენესი ადგილზე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ძლივს გააშვებინეს ჩაკიდებული ხელი და იზაბელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რომ დარეკეს, ტელეფონი ლამის ხელიდან გაუვარდა . ხმა ვერ ამოიღო. სახლში მხოლოდ ის დაიბარა მალე მოვალო და თავქუდმოგლეჯილი გავარდა. ორი დღე იცოცხლა იზაბელმა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდა არ იცოდა ენესის გარდაცვალების შესახებ. ანარას მიხედეთ, ჩვენზე ხშირად მოუყევიო დაუბარა და სამუდამოდ გაემგზავრა. განადგურებული დარუნდა სახლში, როგორ უნდა გაეღიმა პატარა ბავშვისთვის ასე გულდამძმებულს. ხშირად სხვამდა კითხვებს და ვერაფრით გაეგო რატომ ჰქონდა ყველას დამწუხრებული სახე. დაიტოვებდა, ერთხელაც არ დაფიქრდებოდა, არ ინანებდა, მაგრამ ქმარმა უარი უთხრა . ჩვენი ორი ბიჭის რჩენა გვიჭირს და აქ ვერ გავაჩერებო. თან გოგოა, ვერ ვსდევ და გავაკონტროლებ მთელი ცხოვრებაო, ვინ იცის გაიზრდება, რა ზნე ექნებაო. ჰო და ანარაც , ისევე როგორც მამამისი საზოგადო შეხედულებების გამო მიუღებელი ამოჩნდა ოჯახის წევრად. რადგან გოგო იყო და გოგნებს სდევა სჭირდებათ, რომ ხელიდან არ წავიდნენ . მაშინაც ვერაფერი თქვა ლილიმ, პროტესტის და შეწინააღმდეგების უნარი არ გააჩნდა, რადგან ურესურსოდ , ისედაც ყველაფერით ქმარზე იყო დამოკიდებული . არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც შეიფარებდა. ყველამ უკან დაიხია. მაშინ, იძულბული გახდა ხელი ჩაეკიდებინა და მარილისში მიეყვანა. თვალებში ჩახედვაც კი უჭირდა. ძლივს დააშორეს ერთმანეთს. ნაფერები ცხოვრება იზოლდას რეჟიმმა სამუდამოდ შეუცვალა. როგორც შეეძლო აკითხავდა, ბავშვებთან ერტად ხშირად მიდიოდა, კი მერე მომვლელად დაიწყო მუშაობა და გვერდიდადნ აღარ მოცილებია. მიუხედავად ამისა მის დაცვას მაინც ვერ ახერხებდა, თითქოს ცდილობდა მასთან ყოფნით საკუთარი დანაშაული ოდნავ მაინც გამოესყიდა. მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა, საერთოდ არაფერს . ერთი კი ნამდვილად, ანარას საკუთარი მშობლები არ დავიწყებია და იცოდა, რომ შესძლებოდათ, არასოდეს დატოვებდნენ.
***
მთელი ღამე ანარასთან გაატარა ლილიმ, მზრუნველად ეფერებოდა კალთაში ჩადებულ თავზე და იზაბელის ძილისპირულს უმღეროდა. ახლა აღარც მისი ქმარი იყო და არც სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი. ამიტომ ფიქრობდა, აქედან გასვლისას საკუთარი სახლი შეეთავაზებინა დასარჩენად. მხოლოდ გამთენიისას გამოეცალა, სანამ იზო შემოვიდოდა და უარეს ამბავს დაატრიალებდა. ისევ დაბნელდა, ისევ მარტო. დაუძულებული ხელი გააცოცა იატაკზე ნიკოლას დატოვებული გამხმარი ყველი და პურისკენ . ლამის კბილები გააყოლა, მაგრამ, უკვე გონება ებინდებოდა შიმშილისგან . ასე გავიდა მთელი მეთვრამეტე დაბადების დღე. დიდი ფიქრს და ამაოდ ტირილს ისევ ოცნება ერჩივნა. გონებით ხან წარსულში, ხან-მომავალში დანავარდობდა. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასე ბევრად მალე გადიოდა დრო. თუმცა, რეალობისგან გაქცევის ყოველი მცდელობა ბოლოს მაინც კრახით სრულდებოდა. უახლოეს მომავალში აქედან გავიდოდა და ზუსტად ისე აღმოჩნდებოდა ერთი ჩემოდნით ხელში , ღია ცის ქვეშ, როგორც-იზაბელი წლების წინ . ხანდახან ეცინებოდა. ჯერ სად იყო და ახლა აქაც აღარავის სჭირდებოდა. აქედანაც აგდებდნენ. საღამოს გამოუშვეს სადამსჯელო ოთახიდან. მარილისს ქალაქის მაღალჩინოსნები ეწვივნენ და ყველა უნდა ენახათ. იზოს დასჯის მაღალი ხარისხის კიდევ ერთი გამოვლინება იყო ის ფაქტი, რომ ბავშვთა სახლის ფორმაში გამოწყობილს დაზიანების არავითარი კვალი არ აჩნდა. ხელებსა და სახეს არასდროს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, ყველა მოძრაობა ტკივილს იწვევდა იდგა და ძალდატანებული ღიმილითა და მორჩილებით ესალმებოდა მოსულთ. ახლა სხვა ვერაფერზე ფიქრობდა ისე, როგორც თავისუფლების მოახლოებულ სურნელზე. ნიკოლას დატოვება ძალიან უჭირდა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ ჰქონდა. ბოლო ღამე მარილისის კედლებში თეთრად გაათენა. ეს იყო რაღაც მეტამორფოზას მსგავსი. თითქოს მაგრად ჩარაზულ ნაჭუჭს ტეხდა, კანს იცვლიდა და სრულიად ახალ სამყაროში აბიჯებდა. არავინ იცის უკეთესში თუ უარესში. ძველი ნაჭუჭი დამცავი კედელი იყო , თუ უდიდესი ბარიერი, უთვალავი გამოწვევისა და შესაძლებლობების წინააღმდეგ შემართული. ბევრი იფიქრა მოეტყუებინა თუ არა ნიკოლა , იქნებ საერთოდ დაუმშვიდობებლად წასულიყო. ბოლოს, მაინც სიმართლის თქმა და ყველაფრის ახსნა არჩია. ერთხელ უკვე დატოვეს გაუფრთხილებლად და მეორედ ნამდვილად არ იმსახურებდა მსგავს საქციელს. ორივესთვის ემოციური აღმოჩნდა. იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა.
-დედა ანა, არ დამივიწყო გთხოვ,-ატირებულმა, ჩაწითლებული თვალებით, მუდარით სავსე მზერა შეანათა და შეშინებული დაელოდა პასუხს.
-არასოდეს დაგივიწყებ. როგორ იფიქრე, რომ შევძლებ. განა დედები შვილებს ივიწყებენ,-აღელვებულმა შეუმშრალა ცრემლები და გულზე მიიხუტა,- როგორც კი შევძლებ აქედან წაგიყვან. გპირდები. შენ ხომ გჯერა ჩემი.
-რომც არ დაბრუნდე, მე მაინც მეყვარები,-გულწრფელი იყო. საოცრი არსება. სიტყვას ვერ მოუძებნი იმას, რაც ანარას გულში ხდებოდა. ახლა, მით უმეტეს ვერ ხვდებოდა, როგორ იმეტებდნენ შვილებს მარტოობისთვის. სანაგვეზე გადასაგდებად. დედის დატოვებული მედალიონი მოიხსნა, თავზე ფრთხილად გადაატარა და საყელოში ჩაუმალა.
-ეს შენ გქონდეს, ჩემო ბიჭო. გახსოვდეს, დედა დაბრუნდება და წაგიყვანს, გპირდები.
ლილის შემოთავაზებას დათანხმდა და დროებით მასთან გადავიდა. სახლში სამნი ცხოვრობდნენ. ორი შვილი და ერთ-ერთის მეუღლე. მიუხედავად იმისა, ფუფუნებაში თავადაც არ ცხოვრობდნენ, გულითადად მიიღეს. ეზოში განცალკევებით მდგომი შენობა, სახელდახელოდ გადაეკეთებინათ საძინებელ ოთახად. ყოველ დღე გადიოდა გარეთ და გამოკრულ განცხადებებს დაუღალავად ათვალიერებდა. ერთი კვირა ისე გავიდა, უარის მეტი ვერაფერი მოისმინა. სახლში უქმად არ იჯდა, ყველაფერში ცდილობდა დახმარებას, მაგრამ ასე ვეღარ გააგრძელებდა. ოჯახს ტვირთად ვერ დააწვებოდა. ერთ საღამოსაც, გარეთ გამოსული, უმისამართოდ მიუყვებოდა ნეკერჩხლის ქუჩას. ნუთუ ასე უბრალოდ უნდა დატეხოდა მის ოცნებებს ფრთები. ასე უბრძოლველად, დაწყების გარეშე მტავრდებოდა მისი და ნიკოლას მომავალი. ქუჩის ბოლოს, მოპირდაპირე მხარეს ფორმებში გამოწყობილი ახალგაზრდები სარეკლამო განცხადებას აკრავდნენ. უკვე დაესწულებინათ და ხელსაწყოებს კრეფდნენ. ქუჩა გადაჭრა და პირისპირ აღმოჩნდა. შეტყობინების მიხედვით სუროგატ დედებს ეძებდნენ. ანაზღაურებაც, საკმაოდ სოლიდური თანხა იყო მითითებული.
-უკაცრავად, ეს რეალურია? ანუ, ეს ანაზღაურება-დაბნეულმა ჰკითხა მუშებს.
-როგორც ვიცით კი.
-და ყველას იღებენ?
-იქ უნდა მიხვიდეთ ქალბატონო და ყველაფერს გეტყვიან, ჩვენ მარტო ამათ ვაკრავთ,-ბევრი არ უფიქრია, მისამართი ჯიბის წიგნაკში ჩაიწერა, იქ მდგომთ მადლობა გადაუხადა და სახლში დაბრუნდა.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

ამ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, გამართული და საინტერესო ნაწერია.
მოუთმენლად ველოდი - როდის დადებდი. გუშინ ვერ წაგიკითხე, რადგან სამსახურში ვიყავი. თავის მართლებასავით გამომდის...
ხორხი ყელში რომ ლამის ჩამემტვრა, მაშინ მივხვდი, რომ სრულ სიგიჟეს ვკითხულობდი.
ერთი ანიმეს აურას მაგონებს. არ იფიქრო, რომ ჰგავს. უბრალოდ, მუხტი და ენერგეტიკაც ისეთივე სასტიკი აქვს.

 


№2  offline წევრი Âme

Catherine Di Perso
ამ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, გამართული და საინტერესო ნაწერია.
მოუთმენლად ველოდი - როდის დადებდი. გუშინ ვერ წაგიკითხე, რადგან სამსახურში ვიყავი. თავის მართლებასავით გამომდის...
ხორხი ყელში რომ ლამის ჩამემტვრა, მაშინ მივხვდი, რომ სრულ სიგიჟეს ვკითხულობდი.
ერთი ანიმეს აურას მაგონებს. არ იფიქრო, რომ ჰგავს. უბრალოდ, მუხტი და ენერგეტიკაც ისეთივე სასტიკი აქვს.

ნამდვილად არ ვლოდი ასეთ შეფასებას relaxed relaxed ძალიან დიდი მადლობა. ერთიორად მმატებს შენი სიტყვები თავდაჯერებულობას heart_eyes

 


№3  offline წევრი Maia G.

დღეს წავიკითხე ორივე თავი.თვალი ვერ მოვწყვიტე,ყოჩაღ,ბევრს ვკითხულობ ამ საიტზე და ასეთი ემოციური და გამართული ნაწერით,საინტერესო თხრობის სტილით ბევრი ვერ დაიკვეხნის.ბრავო.დაგელოდები ❣

 


№4  offline წევრი Âme

Mai dire mai
დღეს წავიკითხე ორივე თავი.თვალი ვერ მოვწყვიტე,ყოჩაღ,ბევრს ვკითხულობ ამ საიტზე და ასეთი ემოციური და გამართული ნაწერით,საინტერესო თხრობის სტილით ბევრი ვერ დაიკვეხნის.ბრავო.დაგელოდები ❣

მადლობა blush blush მიხარია , ცოტათი მაინც თუ შევძელი თქვენი სიმპათიის დამსახურება heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

მართლა გამორჩეული ენითაა დაწერილი აი ისეთია წიგნადაც სიამოვნებით რო წავიკითხავდი და. მოუთმენლად ველოდები :)))))) შენი მუდმივი მკითხველი ვხდები აშკარად:DDD

 


№6  offline წევრი Âme

სტუმარი ანა
მართლა გამორჩეული ენითაა დაწერილი აი ისეთია წიგნადაც სიამოვნებით რო წავიკითხავდი და. მოუთმენლად ველოდები :)))))) შენი მუდმივი მკითხველი ვხდები აშკარად:DDD

ისე მიხარია ყველა კომენტარი. პატარა ბავშვი რომ ტკიბლეულზე ცქმუტავს, ეგ მემართება ზუსტად heart_eyes heart_eyes blush blush blush მადლობა innocent

 


№7  offline წევრი ანა გუგე

რაც წავიკითხე იმის მერე ნერვოზიანივით ვამოწმებ ყოველ ორსაათში????????ხოდა მოკლედ ძაან გელოდები ხომალე დადებ?? ????????

 


№8  offline წევრი Âme

ანა გუგე
რაც წავიკითხე იმის მერე ნერვოზიანივით ვამოწმებ ყოველ ორსაათში????????ხოდა მოკლედ ძაან გელოდები ხომალე დადებ?? ????????

დღეს დავდებ ახალ თავს blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent