MOTEL (თავი 1)
რამდენიმე კილომეტრი ძალიან სწრაფად მიილია. გრძნობაარეული იქვე მყოფ მოტელში შეაფარა თავი. ძველი, გაცრეცილი ჩანთიდან წერილები ამოიღო. ხელებაკანკალებულმა ისინი მაგიდაზე დააწყო. ენთუზიაზმით შეუდგა უცხო ადამიანის წერილის კითხვას, რომელიც მასში საშინელ ინტერესს აღძრავდა. მას იშვიათად თუ უნუხავს ასეთი უჩვეულო წერის სტილი. აჩქარებით გახსნა გაცრეცილი კონვერტი. იქვე მყოფ ძველ ლოგინზე ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო. „მე არ ვიცი ახლა რომელი საათია. თუმცა ამის ცოდნა არც არის საჭირო. იცი? არაგანსხვავებული დღეთა ჯამი უდრის ერთიანს და ამიტომაც ყოველდღიურობა ის ერთადერთი დღეა, რომელიც რამდენიმე წელიწადს შეუძლია გაგრძელება. თმაში გულწასული, შიშისგან გაფითრებული თმის ჭაღარა ღერი შეგრჩება და სწორედ ამიტომ, სიცოცხლის გემო მომავალ შეხვედრამდე გაქვს გადადებული. ნუთუ ვერ ხვდები, ევდაკია რომ ადამიანები მხოლოდ ერთ დღეს ცოცხლობენ და მაინც ხანშიშესულნი კვდებიან?! აბა, იქნებ მითხრა, ნუთუ რამდენი დღეა ყოველდღიურობაში? დღესაც მოწონებამ საშინლად დაამძიმა ათხუპნული ქუჩა, რომელსაც ხშირად მზერასაც კი ვერ ვუსწორებ. კავშირი აშკარაა და მხოლოდ გულით ბრმა ადამიანი თუ ვერ დაინახავს ილუზიის უკუპროპორციულობას. მენატრები. დამიბრუნდი. შენ ხომ ამას დამპირდი. უწინ.“ ევდაკია რამდენიმე წუთი გაშტერებული უყურებს წერილს, რომელიც მასში საშინელ ვნებათაღელვას იწვევდა. როგორ უნდოდა მის სტრიქონებში თავი ჩაერგო და მასში უგზოუკვლოდ დაკარგულიყო. ყველაფრისგან შორს. საკუთარი თავის ჩათვლითაც კი. - შემეშინდა ასე რომ გამოიქეცი და არ დამელოდე!- თქვა კაცმა, რომელიც წვიმის წვეთების გადამკიდე სრულიად დასველებულიყო.- მოხდა რამე, საყვარელო? გაფითრებული ხარ...- ძლივას აღმოთქვა მან. ევდაკიასკენ წაიწია და სველი კოცნით დააჯილდოვა. ევდაკია ამღვრეული თვალებით უყურებდა საქმროს, რომელიც წლები მანძილზე მისი ცხოვრების მეგზური იყო. უნდოდა მის თვალებში, რაღაც ღვთიური ძალის დახმარებით საკუთარი სულის სატკივარი გადმოეცა. უნდოდა მასაც სცოდნოდა. უნდოდა... მაგრამ თითოეული მომზადებული სიტყვა სადღაც ქრებოდა და თავს მოტელის ჩამოღვენთილ კედლებიდან იკარგებოდა. - რაღაც არ არის რიგზე, არა?! - არ ვიცი... - ხომ იცი, რომ შეგიძლია ამაზე ვისაუბროთ, ევდაკია. - ვიცი... უბრალოდ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. - როგორც გინდა. როცა მზად იქნები იცი, რომ ყოველთვის მოგისმენ. ევდაკიასთვის თითოეული სიტყვა, რომელიც წერილში ეწერა გულში ტყვიებს უშენდა. გამოფიტულ სხეულს საშინელ, ავისმომასწავებელ ქარიშხალს უტევდა. სხეულს უმძიმებდა და ყოველგვარ არსებულ ძალას უკარგავდა. რვა წლის წინ.... - არასდროს მინდა ერთმანეთის მიმართ გავუფასურდეთ... - გპირდები, ჩემო... - მეშინია... ევდაკია, უშენობა მეშინია.- უთხრა ევდაკიას და იმ თვალებით ჩახედა სულში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეყვარებულ კაცს სჩვეოდა. მათ შორის არცერთ სიტყვას არ ჰქონდა წონა. სიტყვას წონა რომ ჰქონდეს, ის ვერასდროს მიაღწევდა მოსაუბრის გონებამდე. წარმოთქმისთანავე ქვის მსგავსად მიწისკენ დაეშვებოდა და იქ სხვა დანარჩენ კენჭებს შეუერთდებოდა. იმ საღამოს ევდაკია და მისი შეყვარებული ზღვის ჰორიზონტს აპყრობდნენ მზერას. ევდაკია ფიქრობდა, რომ მის გარეშე ცხოვრება ფასს დაკარგავდა. უყვარდა მას მისი არაამქვეყნიური მწვანე თვალები, რომელიც საკუთარ სულს უმღვრევდნენ. უყვარდა მისი სავსე ტუჩები, რომლის შემხედვარეს ყოველწამს უნდოდა დაეგემოვნებინა ამ კაცის მაცდური ბაგეები. ახლა კი ევდაკია მარტოსულობის შეგრძნებით ივსება. გამუდმებით პულსს ისინჯავს. გულისცემის პანიკური აჩქარება სიყვარულის მოახლოებას თუ ნიშნავს, მაშინ გულის შეტევისას ის უკვე მოსულია და ცივ, გაცრეცილ სამარემდე გაცილებს. მოწონებას წონა აქვს, სიყვარულს კი არა... სიყვარულს, რომ წონა ჰქონდეს იგი ვერასდროს მიაღწევდა მოსაუბრის მფეთქავ გულამდე. გამომჟღავნებისთანავე ქვის მსგავსად მიწისკენ დაეშვებოდა და იქ სხვა კენჭების მსგავსად გაერეოდა. ამიტომაც არ ეშინია, ევდაკიას სიყვარულში ჩადებული შრომა წყალში ჩაეყაროს, რადგან უკიდურეს შემთხვევაში არ ჩაიძირება და წყლის ზედაპირზე იტივტივებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.