შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი სართულით ზემოთ [სრულად]


17-04-2020, 14:30
ავტორი sole_soul
ნანახია 4 689

მოგესალმებით და მადლობა, ვინც საჭიროდ ჩათვალეთ ამ ისტორიის წაკითხვა. ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ისტორიაა. უბრალოდ რაც დამესიზმრა, ის გავაცოცხლე. არ მსურდა, ბევრი რაღაც დამემატებინა (ცოტაოდენი კი მივამატე). უბრალოდ მსურდა ჩემი სიზმარი შემენახა და კარგად დამმახოვრებოდა. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ

***


მაღაზიიდან ვბრუნდებოდი, სადაც საჭმლისთვის პროდუქტები ვიყიდე. ვიცოდი, ჩემი და სახლში მელოდა და აუცილებლად გემრიელ ვახშამს მოამზადებდა. მე ტრადიციულად ცოტას ვიმაიმუნებდი, ცოტასაც მივეხმარებოდი.
-მაიი, მოდი, მოგეხმარები, - გვერდიდან გავიგონე აჩის ხმა.
აჩი ჩემი მეზობელია, რომელთანაც ძალიან ახლოს ვარ. სულ რაღაც ერთი წლითაა ჩემზე დიდი და ასაკში ასე მცირე სხვაობა კიდევ უფრო გვიადვილებს საერთო ენის გამონახვას. რაღა დაგიმალოთ და, მთლად მეგობრის თვალით ვერ ვუყურებ. არ ვიცი, უბრალოდ ზედმეტად ძლიერი გრძნობა მაკავშირებს მასთან. მისი ყოველი წარმატება მიხარია, ყოველი მარცხი თუ გულისტკივილი მასთან ერთად მტკივა. სულ, სულ მინდა, რომ ვეხუტებოდე, რადგან მიმაჩნია, რომ მსოფლიოში საუკეთესოდ შეუძლია ჩახუტება.
-რა შეატყვე, რომ მძიმე მეჭიროს? თანაც, შენ ჩემზე მეტი რაღაც მიგაქვს. აქეთ მოგეხმარები.
-ჰაჰ, სუსტი გგონივარ? ვერ მოვერევი? - გამიცინა და თვალები მოეჭუტა.
-მართლა არ მინდა, მადლობა, - გავუღიმე, ფეხისწვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
-აუჰ, მაინც მომეპარე ხოო? - სიცილს არ წყვეტდა.
-მოგეპარე რაა, მადლობა ასე გადაგიხადე.
განწყობა ერთი-ორად ამიმაღლდა. გაღიმებული მივდიოდი აჩისთან ერთად კორპუსისკენ და ბედნიერი ვუმზერდი. საყვარელი, ხალებით დაფარული სახე აქვს, ნორმალური ცხვირითა და საშუალო ზომის წვერით. თმაც არ აქვს დიდად ჩამოშვებული, ჯერ კიდევ ზღარბის ეკლებივით არის. ჩემზე ალბათ 15 სანტიმეტრით მაინც იქნება მაღალი. შავგვრემანია და ზაფხულში სასწაულად უხდება რუჯი.
-რა იყო? - ეჭვის თვალით შემომხედა.
-რაზე მეკითხები?
-უბრალოდ ასე ჩუმად მიყურებ. რაზე ფიქრობ?
-სიმართლე გაინტერესებს? - მთელი სერიოზულობით ვუთხარი.
-კი, - გაჩერდა.
-ამდენი რაღაცის ჭამას მარტო აპირებ? - გავიცინე და გზა გავაგრძელე.
-რაღაც არ მგონია, მაგაზე გეფიქრა.
-გეფიცები, - ხელი გულთან მივიტანე, - გამეცი პასუხი.
-სტუმრები მოდიან და დედაჩემმა, რაღა თქმა უნდა, ათასნაირი პროდუქტი დამავალა.
-და მარტოც გამოგიშვა, მოერევიო?
-ვერ ვერევი თუუ?
-ეჭვიც არ შეგვპარვია, - კვლავ გამეღიმა.
მეორე სართულზე აჩის დავემშვიდობე და სახლში შევედი, მან კი კვლავ განაგრძო კიბეებზე ასვლა.
-მაარ, ყველაფერი მოვიტანე, რაც დამავალე.
-მართლა? მომეცი აბა, ვნახავ რაც იყიდე.
მამა სასეირნოდ იყო გასული და დაახლოებით იმ დროისთვის დაბრუნდა სახლში, როცა საჭმელი უკვე მზად იყო. მშვიდად ვივახშმეთ.
ყოველთვის მეზარება ხოლმე საღამოს ჭურჭლის დარეცხვა და ძირითადად მეორე დღისთვის ვიტოვებ. თუმცა არ ვიცი, ახლა რამ მომიარა, ავდექი და ყველაფერი დავასუფთავე.
ცოტა მოგვიანებით ფილმს ჩავუსხედით. მამას ჩაეძინა, მე და მარი კი მეორე ოთახში გავედით და ლაპარაკს მოვყევით.
მალე კარზე ზარის ხმა გაისმა. წამოვდექი და ჭუჭრუტანიდან გავიხედე. აჩი იყო. კარი გამოვაღე.
-აჩი, მოდი. რამე ხდება?
-აუუ, აი ძალიან დიდი სათხოვარი მაქვს შენთან. პრივეტ მარი, - მიესალმა ჩემს დას.
-გისმენ.
-შეიძლება, რომ დღეს აქ დავრჩე? უბრალოდ ჩემთან იმდენი ხალხია უკვე, რომ იატაკზე ძილი მიწევს და ნამდვილად არ მინდა.
-კაი, აჩი, რა პრობლემაა. ისე, შენს ადგილას, გამოსაცვლელ ტანსაცმელს ჩამოვიტანდი.
-საუკეთესო ხარ, - გადამეხვია და კიბეებზე ხტუნვა-ხტუნვით ავიდა.
-მამამ რომ არ იცის, არ გაბრაზდება? - მკითხა მარიმ.
-ავუხსნი. პირველად ხომ არ დარჩენილა, არა?
-ხო, მაგრამ მაინც მაგის ცოდნის გარეშე რომ რჩება, სულ სხვაა.
-არაუშავს, პასუხისმგებლობას სრულიად ჩემს თავზე ვიღებ.
ამასობაში აჩიც დაბრუნდა. შემოგვიერთდა კიდეც.
-რას აკეთებდით აბა?
-აუ ჩაიწიე ცოტა რააა, დივანზე იცი რა მშვენივრად მქონდა წამოდებული ფეხები, სანამ შენ დაჯდებოდი?
-მასე მმასპინძლობ არაა? აბა სტუმარი ღვთისააო?
-მარი, გთხოვ, ამას აუხსენი, რომ სტუმარია ის, ვინც თითქმის ყოველდღე შენს სახლში არ არის.
-მე შემეშვით. წავალ, დავიძინებ.
-მოიცადეე, რომ ვლაპარაკობდით?
-ხვალ გავაგრძელოთ.
-კაი, ხო, წადი.
-შენც დაიძინე. აჩი, შენც.
-დავიძინებ, მიდი, მიდი.
-ძილინების, მარი.
-მადლობა.
მარი ოთახში შევიდა და კარი მოხურა.
-ახლა მაინც ჩაიწიე ცოტა.
-მეტი სადღა წავიდე? მარი რომ ადგა, ის ადგილიც ხომ შენ დაიკავე. გეყოს.
-მთელი დივანი მე მინდა რომ მქონდეს, - გამეცინა.
-ისედაც სულ შენ გაქვს. ცოტა ხნით ჩაგეზიარები.
-უფლებას გაძლევ, - ფეხები შემოვკეცე და სიცილიც დავიწყე.
-მადლობა მაი, რომ უფლება მომეცი, - ცინიკურად მითხრა.
-მასეთ მადლობას აზრი კი არ აქვს.
-როგორი გულუხვი საქციელი იყო თქვენი მხრიდან, - ფეხის გულზე მომიღიტინა.
-ვაიმე აჩიიი, გაჩერდი.
-ცოტაც მიიწი და...
-აუ, აჩი, შენ გამო ვამბოობ. შეიძლება ფეხი გავიქნიო და გაგარტყაა.
-კარგი, დავმშვიდდით, - უცებ დასერიოზულდა. ამაზე ორივემ სიცილი დავიწყეთ.
-როგორ ზრუნავ ჩემზე.
-ეგ სარკაზმი ხმაში ცოტა მეწყინა, - ვითომ მოწყენილმა შევხედე.
-არ გამოგდის ჩემი მოტყუება.
-მე ტყუილს არ ვამბობ.
-კაი ერთი, ყველა ტყუის.
-ექიმი ჰაუსი ნახე? აუ, ისე კი ვუყურებდი დიდი სიამოვნებით.
-და მერე დიდი ხანი ვერ დაიძინებ ღამით.
-არაუშავს, დიდი ამბავი.
-როგორ არ უფრთხილდები შენს თავს, მაიაა, - თავი გადააქნია.
-მაგას როდის აქედან მეძახი? გაცნობისასაც კი მაიკოთი მომმართე.
-ხომ იცი, გახუმრება მიყვარს, - საყვარლად გამიცინა.
-აუ მაგ ლოყებს დაგაძრობ.
-მერე ხომ ასეთი საყვარელი აღარ ვიქნები? - დანაღვლიანებული სახით შემომხედა.
-ვაიმეეე, შენ სუულ, სუულ საყვარელი იქნები, - გავიწიე და მაიმუნივით ჩავეხუტე.
-თმა გაწი, ვიხრჩობი.
-უმადური, - საერთოდ მოვშორდი.
-აუ რა უცებ შემიძლია გაგაბრაზოო, - გაიღიმა და თავად მომეხუტა.
-გამიშვი, უნდა დავიძინო.
-რავი, არ გეძინებოდა.
-უცებ მივხვდი, რომ მეძინება. აი, - ძალით დავამთქნარე.
-ხელოვნურად დამთქნარებულს ადვილად ვცნობ.
-შენ რა ყველაფერს ადვილად ცნობ.
-მაა, ასეთი ნიჭიერი ვაარ. სად გარბიხარ. მოდი, კარგად ჩაგეხუტო.
დივანზე დავცვივდით.
-დამცხააა. და ცოტა ჩუმად, მამაჩემს და მარის გააღვიძებ. წადი, დაიძინე.
-ჩემზე დიდი როდიდან გახდი, გამახსენეე?
-ასაკით პატარა სულაც არ ნიშნავს აზროვნებით პატარას.
-როგორ გიყვარს ფილოსოფიურად ლაპარაკი.
-გა - მიშ - ვი, - დავუმარცვლე.
-აჰა, წადი, ასე არ გინდა ჩემთან ჩახუტება, ხო?
-შენთან ჩახუტება კი მიყვარს, მაგრამ ახლა მართლა აჯობებს, დავიძინოთ. ოთახი იცი, ხომ?
-პირველად მოვედი მაი შენს სახლში და კი არ ვიცი. მიმითითე რა.
-მიდი, მიდი. კბილები გამოიხეხე ძილის წინ?
-კი, დეე.
-გადასაფარებელი კარგად ამოიკეცე, არ გაცივდე.
-აუცილებლად. მობილურსაც ახლოს არ დავიდებ, რომ გამოსხივება არ ჰქონდეს.
-გცოდნია, - გამეღიმა. - ტკბილი ძილი, აჩი.
-შენც, მაი.
ოთახში შევედი და მარის გვერდით მივუწექი. მეღიმებოდა და სულ ბედნიერ წუთებს ვიხსენებდი. შესაბამისად, გვიანობამდე ვერ დავიძინე.
დილით საწოლის შრაშუნმა გამომაღვიძა. მარი დგებოდა.
-აუ გაiღვიძე უკვე? - ძლივს წამოვწიე თავი.
-გაფიცებ, რომელზე დაიძინეთ წუხელ?
-გოგო, მართლა ადრე დავწექით, მაგრამ არ დამეძინა კაი ხანი.
-გეტყობა, თვალები ჩასიებული გაქვს.
-ჩამიცხრება მალე. აუ, ჯობია ავდგეთ ხოო?
-მე ვდგები ისედაც.
უხალისოდ ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი. მამას უკვე ეღვიძა.
-მამაა, რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ.
-გუშინ, შენ რომ ჩაგეძინა, აჩი მოვიდა. ასე თქვა, სახლში ბევრი სტუმარი მყავს და ფიზიკურად ვეღარ ვეტევით, რომ სადმე დავიძინოო. მთხოვა და იმ საძინებელში შევუშვი.
ჩვეულებრივ დღეს მამა ამაზე არაფერს იტყოდა, მაგრამ დღეს ეტყობოდა, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე იყო. დავაფიქსირე, როგორ შეეცვალა სახე. უკვე ჩხუბსაც აპირებდა, როცა ოთახიდან აჩი გამოვიდა. მამაც გაჩუმდა.
-გამარჯობა, - ზრდილობიანად მოგვესალმა ყველას.
-გამარჯობა, აჩი, - ზრდილობიანადვე უპასუხა მამაჩემმა.
სანამ აჩი აბაზანაში იყო შესული, მამაჩემს ველაპარაკე.
-მამა, რა გჭირს? ხომ აქამდეც დარჩენილა არა?
-ჩემი თანხმობის გარეშე?
-გეძინა და ხომ არ გაგაღვიძებდი?
-საუზმე მზადაა, - შემოგვძახა მარიმ.
-აჩი, საუზმეზე ხომ დაგვწვევი? - გაუაზრებლად დავუძახე და მამის შემობღვერაც დავიმსახურე.
-სიამოვნებით, ძალიან სასიამოვნო სუნი დგას.
უხმოდ ვისაუზმეთ. სააბაზანოში შევედი კბილების გამოსახეხად. რომ მოვრჩი, მამაჩემი შემოვიდა.
-რამდენი ხანი უნდა იყოს აქ?
-მამა, ცოტა ჩუმად, გაიგონებს. რა დაგემართა, აქამდე მუდამ კარგად იყავი განწყობილი მის მიმართ.
-ამდენჯერ აქ დარჩენა შეიძლება? სახლი არ აქვს? ან სულ სტუმრები როგორ ჰყავთ? თუ ამდენი სტუმრის დაძინების შესაძლებლობა არ აქვთ, რაღას ეპატიჟებიან?
-მამა, გაიგონებს.
აბაზანის კარი ღია იყო. დავინახე, როგორ ჩაიარა ზურგშექცევით აჩიმ და ბინიდან გავიდა.
-მამა, კარგი რაა.
გამწარებული გავვარდი გარეთ.
-აჩი, აჩი, მოიცადე, გთხოვ.
აჩი სწრაფად ადიოდა კიბეებზე და სირბილითაც კი ვერ ვეწეოდი მას. მეხუთე სართულზე უკვე გული ამომივარდა. კარი ღია იყო. ჩუმად შევაღე და გეზი აჩის ოთახიკენ ავიღე.
-აჯობებს, ამ კარს საკეტი დავუყენო.
აჩის კი დავეწიე, მაგრამ ვერ მივხვდი, რა უნდა მეთქვა.
-მაპატიე, გთხოვ.
-რა გაპატიო?
-ხომ იცი, რომ ასე არ სურდა რომ გამოსვლოდა. მას იცნობ, არ არის ცუდი ადამიანი. უბრალოდ როცა ვინმეზე ბრაზდება, შემდეგ ყველაზე ჯავრს იყრის. ასეთი ხასიათი აქვს. მესმის, რომ ამის გაგონება არ გესიამოვნა.
-რომ მცოდნოდა, ასეთი რეაქცია ექნებოდა, სულ არ ჩამოვიდოდი. მგონი აჯობებს, საერთოდ აღარ ჩამოვიდე ხოლმე. ან რატომ მთანხმდებოდი შენთან დარჩენაზე, თუ ასეთ პასუხს ელოდი?
-აჩი, გთხოვ, ორი წამით დამშვიდდი. თუნდაც ნუ ილაპარაკებ. ასე უფრო გაიაზრებ ყველაფერს და მეც არ მაწყენინებ.
აჩი გაჩუმდა. მივედი და მეც უხმოდ მივეხუტე. ცოტა ხანში დამშვიდდა და თავადაც ჩამეხუტა. რამდენჯერმე თავზეც გადამისვა ხელი.
-ხომ არ ბრაზდები?
-ვისზე?
-მამაჩემზე.
-შენი არგუმენტები ლოგიურია.
-და ჩემზე?
-შენზე რატომ უნდა გავბრაზდე? - გამიღიმა.
-წეღან ბრაზობდი. ანუ, არც ჩემთან ურთიერთობას შეწყვეტ?
-გინდა, რომ შევწყვიტო?
-არა, ეგ რატომ უნდა მინდოდეს?
-და რატომ არ უნდა გინდოდეს?
-აჩი, ხომ კარგად ხარ? - ოდნავ უკან ავიწიე და ეჭვის თვალით ავხედე. - რადგან ძალიანაც მიყვარხარ.
-აი მაგ პასუხს ველოდი.
-მასე ნუ მაშინებ ხოლმე.
-არ გაშინებ.
-აი, ოდნავადაც არა.
-ახლა აქ რომ ამოვარდი, მამაშენი არ გაბრაზდება?
-არა, თავადაც მიხვდება, რომ გაწყენინა.
-შენც რა სწრაფად გამოიქეცი.
-სწრაფად? ვერ ნახე, რა გვიან შემოვედი?
-სახლიდან გამოსვლა ვიგულისხმე.
-მაგ დროს არ ვფიქრობდი. უფრო სწორად, მარტო შენზე ვფიქრობდი იმ წამს.
-ოჰო, მოხარული ვარ. ხშირად ფიქრობ ხოლმე მარტო ჩემზე?
-რა?
აჩი ჩემკენ გადმოიხარა და თვალებში შემომხედა.
-იცი, ეს ყველაფერი დღეს მართლა ძალიან ახლოს მივიტანე გულთან.
-მეც არ მინდოდა იმის გააზრება, რომ შესაძლოა ამას ყველაფერი გაეფუჭებინა.
-ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება ძალიან ბევრ რაღაცას შეუძლია.
აჩი უკვე ჩურჩულებდა. კიდევ უფრო მოიწია და მაკოცა. მეც კოცნითვე ვუპასუხე.
შემდეგ კი უხმოდ ვიდექით ასე და მხოლოდ ერთმანეთს ვუყურებდით.
-ხშირად ფიქრობ ხოლმე მარტო ჩემზე? - ღიმილით გამიმეორა შეკითხვა აჩიმ.
-ხშირად ძალიან პირობითი ცნებაა.
-დაიწყე ისევ? - თავი გადააქნია და სიცილი დაიწყო.
-შენ თუ ყველაფერს ხვდები, მე ჭკუაში მაინც გჯობნი.
-სულ ყველაფერს ვხვდები მე.
-ეგ არ ვთქვი მეც?
-მე ოდნავ სხვა კონტექსტით რომ ვიგულისხმე? ბიჭები ვხვდებით, როცა გოგოებს მოწონვართ. ძირითადად იმიტომ, რომ თავად ვაძლევთ უფლებას, მოვეწონოთ.
-აი ახლა უკვე შენ იწყებ.
-ხედავ? მეც შემიძლია შენი ჭკუაში ჯობნა.
-აღარაფერი დამიტოვე საამაყო რაა.
-ნუ ბრაზდები. მოდი ჩემთაან, - ჩამეხუტა, - ჩემით შეგიძლია იამაყო.
-ვამაყობ, ვამაყობ.



№1  offline მოდერი abezara98

პატარა და საყვარელი ისტორია იყო. მომეწონა, მაგრამ ვთვლი, რომ ცოტა დახვეწა აკლია flushed რაღაც დეტალებს გავამრავალფეროვნებდი და მოცულობასაც გავზრდიდი, მაგრამ, როგორც თავად თქვი, შენი სიზმარი იყო. ამიტომ პრეტენზიები არ მაქვს smile კიდევ შემოგვთავაზე შენი სხვა ისტორიებიც heart_eyes წარმატებები kissing_heart

 


№2  offline წევრი sole_soul

abezara98
პატარა და საყვარელი ისტორია იყო. მომეწონა, მაგრამ ვთვლი, რომ ცოტა დახვეწა აკლია flushed რაღაც დეტალებს გავამრავალფეროვნებდი და მოცულობასაც გავზრდიდი, მაგრამ, როგორც თავად თქვი, შენი სიზმარი იყო. ამიტომ პრეტენზიები არ მაქვს smile კიდევ შემოგვთავაზე შენი სხვა ისტორიებიც heart_eyes წარმატებები kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა ❤️ შენგან კომენტარი ნახვას არ ველოდი ❤️ ხო, მეც დამაკლდა რაღაცები, მაგრამ არაფრის შეცვლა არ მსურდა. სხვა დროს უფრო დიდი და უკეთესი იქნება ❤️❤️ მადლობა, მადლობა რომ წაიკითხე ❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Papuna

ძალიან საყვრელი და თბილი იყოო❤ნეტა მასეთ სიმზრები მეც მქონსეს დდ მოკლედ იმედია მალე შემოგვთავაზებ შენს ახალ ისტორიას❤❤❤

 


№4  offline წევრი sole_soul

Papuna
ძალიან საყვრელი და თბილი იყოო❤ნეტა მასეთ სიმზრები მეც მქონსეს დდ მოკლედ იმედია მალე შემოგვთავაზებ შენს ახალ ისტორიას❤❤❤

მადლობა, მეც კიდევ ვისურვებდი ასეთ სიზმრებს blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent