შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მაიძულე მეცხოვრა (მეორე თავი)


17-04-2020, 23:13
ნანახია 1 285

ჩემი ცხოვრება სულ პატარა ასაკიდან ეტაპებად დავყავი.ამ ეტაპებს ნაბიჯ-ნაბიჯ გავდიოდი.სკოლოს დამთავრების შემდეგ ჩავაბარე და პირველივე დღეებიდან მივხვდი, ზუსტად ავირჩიე პროფესია. ფსიქოლოგიმ ჩემი პიროვნული ზრდის,სუსტი მხარეების დაძლიერების და თვითრეალიზების საშუალება მომცა. სრულიად სხვა გავხდი.განვვითარდი და საკმაოდ წარმატებითაც დავასრულე ეს ეტაპი. შემდეგი ნაბიჯისთვის, რომ ჩემი ბაკალავრის ხარისხი მაგისტრის ხარისხით შემეცვალა დრო და ფინანსები მჭირდებოდა. სამსახური ადვილად ვიპოვე.დღეს ისეთი ცხოვრებაა ფსიქოლოგი ყველას სჭირდება. კარგი ანაზღაურება მქომდა. ცხოვრება მიხაროდა. ვთვლიდი, რომ წარმატებულიც ვიყავი და ბედნიერიც.როდესაც სახლში სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდებოდი, მხოლოდ ის მქონდა მიზნად სასიამოვნოდ გამეტარებინა დრო მეგობრების და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
ერთ დღეს სრულიად შემთხვევი მთუცლის ღრუში საგრე აღმოვაჩინე.ექიმთან ვიზიტი შოკის მომგვრელი დიაგნოზით დასრულდა.მიომა აღმომაჩნდა,რომელიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. ექიმი დიდი პროცენტული ალბათობით ჰისტეროყომიას ვარაუდობდა. ერთი ექის დიაგნოზს არ ვენდე. მეორე, მესამე,მეოთხე დღე სხვადასხვა ექიმის მიერ დასმული იდენტური დიაგნოზით ხელში, სახეწაშლილი დავბოდიალობდი კლინიკიდან კლინიკაში, ექიმიდან ექიმთან.
ეს საშინელი წამები იყო. თავდაყირა დატრიალდა ყველაფერი. თვალები მეხილა მაგრამ ვხედავდი, როგორ იმსხვრეოდნენ ჩემი ოცნებები. იატაკზე ეხეთქებოდნენ მთელი ძალით და ბროლის უწვრილეს ნაწილაკებად ეფინებოდნენ მყარ ზედაპირს.წსრაფად, ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდნენ და იმსხვრეოდნენ. ხმაც კი მესმოდა ,როგორ ზრიალებდნენ ეს უწვრილესი ბროლის ნამსხვრევები. თვალები მეხილა და ცრემლები მომდიოდა. ურეაქციო გავხდი.
ისევ იქ დავბრუნდი ,სადაც თავდაპირველად დამისვეს დიაგნოზი. ვთხოვე დაეწყოთ ჩემი მომზადება ოპერაციისათვის. ექიმი მიხსნიდა რა ეტაპები უნდა გამევლო,მე კი მხოლოდ ტუჩების მოძრაობას ვხედავდი.ხმა კი მსხვრევის და ლეწვის მესმოდა.
ოპერაციის დღე ჩანიშნულია.ამ დღის გათენებამდე რამდენიმე დღე მაშორებს.ერთნაირად თენდება და ღამდება.ძალას ვეძებ საკუთარ თავში.იქნებ როგორმე დავინახო ნათელი წერტილი,თუმდაც სადღაც შორს,ოღონდ დავინახო...
სინათლე არ არის.ოპერაციის დღე თენდება. ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა გამოკვლევები მიტარდება, საბოლოოდ მაცმევენ საოპეეაციო ხალათს ,მახურებენ ქუდს, ელასტიური ბინტით, მთლიანად მიბინტავენ ფეხებს, მიდგავენ კათეტერს და ვენაში წვეთოვანს.ვიღაც პატარა გოგო ჩემს საწოლს საოპერაციოსაკენ მიაგორებს.როდესაც გამომეღვიძება ,მხოლოდ მაშინ გავიგებ რა შედეგით დასრულდა ოპერაცია.ახლა კი ვაკვირდები გარემოს.საოპერაციოში ცივა,თუ მე მცივა არ ვიცი. ჩემს თავს ზემოთ უზარმაზარი ნათურები ინთება. ცხვირთან სანარკოზე ნიღაბი მომიტანეს და მთხოვს დამეთვალა.
ერთი... ორი... სამი... ოთხი.......




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent