შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ცხოვრებასთან ბრძოლა განვაგრძე. (თავი 1)


18-04-2020, 00:00
ავტორი Ann_eO
ნანახია 8 912

მე თაია ვარ,17 წლის.
არანაირი განსაკუთრებული გარეგნობით,თუმცა პატარაობიდან მიჩვეული ვარ თაყვანისმცემლებსა და კომპლიმენტებს. ერთ-ერთი ჩემი პირველი სიყვარული ჩემი მეზობელი იყო,რომელსაც ეზოში ჯერ კიდევ ახალი ფეხადგმული დავსდევდი.. ნეტავ იმ დროში დამაბრუნა.
ჯერჯერობით ვფიქრობ ჯობია უკეთ გაგაცნოთ საკუთარი თავი და შემდეგ ჩაგახედოთ ცხოვრების ყოველდღიურ დეტალებში.
ვინმე ჩემს ნაცნობს,რომ სთხოვოთ ჩემი დახასიათება ალბათ აგიღწერთ ჩემს თავს როგორც ყველაზე ცანცარას და მხიარულს. ვცდილობ ხალხი ასე მიცნობდეს,მაგრამ ჩემი ასაკის მიუხედავად დიდი ტრამვების გავლა მომიწია. დავკარგე ძალიან ბევრი საყვარელი ადამიანი. ზოგის გაშვება ჩემი ცხოვრებიდან თვითონვე მომიწია,ზოგი კი დაუკითხავად წავიდა.. რთულია,როცა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ფიქრობ,რომ ყველაფერი იდეალურადაა და შეგიძლია ამ სტაბილურობის შენარჩუნება,მაგრამ წამიერად ყველაფერი ფუჭდება და გიწევს იმ მწარე რეალობასთან შეგუება,რაც რთულია,მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.
მყავს დედა,რომლის მიმართაც პატივისცემას და სიყვარულს ვერ გამოვხატავ,ვერ ავღწერ,რადგან შეუფასებელი და გადმოუცემელია ის რასაც მის მიმართ ვგრძნობ.. ბევრი ტკივილი გავიარეთ ერთად მე და დედამ,ბევრჯერ მიწაზე დავვარდნილვართ რომელიმე,მაგრამ წამოგვიყენებია ერთმანეთი. ვიბრძოლეთ და მივედით იქამდე რასაც ახლა მე თქვენ გიამბობთ.
მყავს მამა.. მამა. აი მასზე როგორ ვისაუბრო არ ვიცი.ვერ ვარჩევ კონტექსტსა და საუბრის ტემბრს,წერის სტილს. მიჭირს მასზე საუბარი,ალბათ რთულია,როდესაც სიტყვებს ეძებ და ვერ პოულობ,რომ აღწერო რაღაც რაც შენთვის მნიშვნელოვანია და ამავდროულად მტკივნეულიც.
პატარა ვიყავი,როდესაც მამა სახლიდან წავიდა. რთული პერიოდი გვქონდა მაშინ ოჯახში და ყველაფერს ესეც დაემატა.
იმ პერიოდიდან ბევრი არაფერი მახსოვს უფრო ფრაგმენტები,მაგრამ ერთი ღამე ძალიან კარგად დამამახსოვრდა.
ჩვეულებრივი საღამო იყო,დედიკომ ძილისთვის მომამზადა,თმები დამიწნა როგორც ყოველთვის და საწოლში ჩამაწვინა... საბანი გადამაფარა და შუბლზე მაკოცა. ყოველთვის ტკბილია დედის დამშვიდობება ძილის წინ და ეს უპირობო წინასიტყვაობაა ტკბილი სიზმრების,მაგრამ ის ღამე უჩვეულო აღმოჩნდა.
შეშინებულს გამეღვიძა ღამე,ხელით ვეცადე მშობლები მომეძებნა საწოლში,მაგრამ ვერცერთი,რომ ვერ ვიპოვე თვალები გავახილე და მივხვდი ჯერ არცერთს ეძინა.. მომენტალურად კი მესმის ხმები..ყვირილი,ტირილი,ლეწვა,ჩხუბი.
დედიკოს ხმა იყო... შემეშინდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent