არ შეგიყვარებ. მეორე ნაწილი 2 თავი
-ლელა აქ რა გინდა?. დაბნეულმა და გაბრაზებულმა მკითხა. -აბა სად უნდა ვიყო? ეს ხომ ჩემი სახლია არა?. მისკენ ჩასახუტებალდ წავედი, ბოლოს და ბოლოს დედაჩემი იყო, მაგრამ უკან დაიხია. -არ გაბედო! ეს როგორ გააკეთე? როგორ დაკარი ფეხი და სადღაც ჯანდაბაში, როგორ წახვედი ქორწილის დღეს? იცი მაინც როგორ შევრცხვით?!. -არ ვიცი და არც მაინტერესებს, შენ ის უფრო გადარდებს რომ ჩემ გამო სახელი შეგერყათ თუ ჩემი ცხივრება და გრძნობები? მისგან განსხვავებით მე ისევ მშვიდად ვლაპარაკობდი. -ორივე. -ჰაჰაჰაჰ, გამაცინე მაია! შენ მე ფეხებზე გეკიდე გუშინაც, იმის წინაც და კიდევ იმის წინაც. ისევ ფეხებზე გკიდია რას ვგრძნობ. მხოლოდ ფული გადარდებს. ჯერ ფული და მერე თუ ადგილი დარჩება მეც იქ ვიქნები. -ლელა დაწყნარდი-ლუკამ მხრებზე შემომხვია ხელები, რადგან ხვდებოდა მალე აქეთ იქით დავიწყებდი ქნევას და ისევ რამე შემომელეწებოდა. -ნუ მაწყნარებ, უნდა იცოდეს რომ ვიცი როგორაც ვუყვარვარ.ოდესმე ჩემზე გიფიქრია მაი? -ენა ჩიგდე, ახლა მე ვსვავ აქ კითხვებს და არა შენ. ვინ იყო? -ვინ ვინ იყო? -ის ბიჭი? -აკო, პრობლემა გაქვს? -კი.... მასთან ერთად გაიქეცი? -კი მასთან ერთად გავიქეცი, მეტი აღარ გააგრძელო ძლიან გთხოვ. უკვე პანიკური სიცილი მეწყებოდა. -ვინ ჯანდაბა მიგდია მასთან ერთად რომ გარბიხარ ქორწილიდან.იმ ბიჭს აღარ ნახავ გასაგებია ეს შენთვის?! ლუკა ხან ჩემ დამშვიდებას ცდილობდა ხან დედასას. მე კი თითქოს დამშვიდებული ერთიანად ავფეღქდი. -შენ ვინ ჯანდაბა მიგდიხა რომ მიწყვეტ ვის დავუკავშირო ჩემი დამპალი ცხოვრება. ვინ ჯანდაბა ხარ რომ მიწყვეტ ვისი ცოლი გავხდე და ვისი არ, ვინ შევიყავრო და ვინ არა? ვინ ხარ ასეთი რომ მიწყვეტ! ვინ ხარ აკაკიზე მასე რომ ლაპარაკობ? -დედაშენი-იმხელაზე დაიჭექა წამით ადგილზე შევხტი, მერე კი ისტერიული სიცილი ამიტყდა. -დედა არა? დედა რომ იყო ზურგს არ მაქცევდი. როცა მჭირდები მაშინ მაქცევ ზუსგს, მაშინ მიკიდებ ფეხებზე. როცა ცხოვრება ისე დამენგრა თავზე რომ ვერც გავიაზრე რიგორ ვიცხოვრე მაშინ შენ კიარა აკაკი, ლუკა, თემო და კალე დადგნენ ჩემს გვერდში. ატირებულს ზურგს რომ მაქცევდი და სადღაც ჭირში გადაიხვეწებოდი აკაკი იდგა ჩემს გევრდით.როცა ქორწილის ამბები გავიგე აკაკი დამეხმარა წყეული ცხოვრების შენარჩუნებაში. შენ არასდროს ყოფილხარ ის ვინც ატირებულს მამშვიდებდა, ის ვინც გვერდით მედგა. შენ არასდროს ფიქრობდი ჩემს გრძნობებზე, არ გადარდებდი ოდნავადაც კი. შენთვის სტასია იყო და იმის იქით სამი შვილი რომ გყავდა ის სულ ფეხებზე გეკიდა. ჩემს წილ სითბოსაც სტასიას აძლევდი წამით არ დაფიქრებულხარ რა პროფესია მინდოდა.გგონაი მინდოდა მსახიობობა? არააა მე მრბოლელი ვარ მთელი ჩემი არსებით, მინდა ეს თუ არა, მე მრბოლელი ვარ. მრბოლელი რომელსაც არავინ იცნობს. ხოოო მე არასდროს მდომია მსახიობობა, უბრალოდ კარგი მატყუარა ვარ და ეს საუკეთესოა. შენ ჯინაზე ჩავაბარე ზუსტადაც.მთელი ჩემი დამპალი ცხოვრების მანძილზე ერთხელაც არ დაფიქრებულხარ რა მიყვარდა,ან ვინ. ერთხელ არ გითქვამს გულით მიყვარხარ, ისე მიმყიდე დამაინეს დარწმუნებული ვარ წამით არ დაფიქრდი, გულში არ გაგკრა იამზე ფიქრმა ნეტავ ლელა რას იტყვისო-იმხელაზე ვყვიროდი უკვე ყელი მტკიოდა, აქეთ იქით დავდიოდი და გაუთავებლად ვიქნეცდი ხელებს, ხან ერთი კედლის ხან მეორეს, ხანაც მაიას მიმართულებით.-ხოო შენ ამ ყველაფრის მერე კიდევ დედას უწოდებ თავს? ამის უფლება არ გაქვს. არცკიიცი ვინ ვარ და ეს ყველაზე მეტად მომწონს. მომწონს რომ უსუსური გგონიავრ ამ დროს კი არცი იცი რაზე ვარ წამსვლელი ამ დამპალი ცხოვრების გასახანგრძლივებლად, იმისთვის რომ ჩემი მცირედი ბედნიერება შევინარჩუნო... კიდევ მინდოდა უამრავი რამის თქმა მაგრმა დავსტოპდი.ვიცოდი წამი წამზე გამაგდებდა სახლიდან და ვიხსენებდი რამე კარგი ბინა ხოამ არ ვნახე სადმე. -რიგორ ბედავ? გაეთრიე ამ სახლიდან, გაეთრიე და აღარასოდეს დამენახო. ვნახოთ ვინ გამოგიწოდებს ხელს. -იცი ვინ? ლუკა და თემო, კალე, აკო ანი ან ლანა. -ვნახოთ ნათლიაშენი მაინც როგორ შეარცხვინე, ქალი ისეა შენზე გაბრა... -არა ძვირფასო დედიკო, ნათლია ოდნავადაცარაა გაბრაზებული პირიქით მასაც სურდა ეს ქორწილი ჩაშლილიყო, ხო და მშვიდობით ოდნავადაც არ მჭირდები. -შიმშილით ამოგხდება სული. -იოცნებე მაია იოცნებე. მეორე სართულზე გაბრაზებული ავედი, ჩემოდნები გადმოვიღე და ნივთების ჩალაგება დავიწყე,ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ყველაფერი ჩვტენე, ახლა მხოლოდ ნივთები დამრჩებოდა რის წასაღებადაც სახლის ყიდვის შემდეგ დავბრუნდებოდი. მანქანამდე ჩამაცილა ლუმ და ჩემოდნები ჩამალაგებინა.ძმას მთელი ძალით მოვეხვიე. -გადაუვლის ხომიცი არა? -არ მაინტერესებს ლუ, ცოტახანს აკოსთან ვიქნები მერე რამეს ვიზავ, ოღონდ ერთი უნდა გთხოვო -მთხივე. -ჩემ ოთახს მიხედე, იცი რასაც უნდა მიხედო განსაკუთრებით, სახლს რომ ვიყიდი ნივთების წასაღებად აუცილებლად დავბრუნდები. -კარგი. აკოსთან მიდიხარ? -აუ აზრზე არ ვარ ალბათ ხო.უი ხო BMW საცმერე წავიყვან. მანქანა დავძარი და ნახევარ საათში აკოს სახლის წინ ვიდექი და გამწარებით ვუბრახუნებდი კარზე.კარი ნახევრად მძინარემ შარვლის ამარა გამიღოო. -ოუ რა ტანზე ხარ აკოოო. -ვაა ლელა? რა იყო გამოგაგდეს? -ზუსტადაც, ხო და შემიფარებ ცოტახნით? -შემო შემო და მომიყევიიი. სახლში შევედით და მეც სამზარეულოს მივაშურე. ყავა გადმოვიღე რომ ჩემთვის გამეკეთებინა. -აკო ყავას ხო დალევ? -კეე. სწრაფად გავმზადე და პატარა ლოჯში გავიტანე, კედელთან მდგარ დივანში იჯდა აკო და ტელეფონს ჩასჩერებოდა. -ვინმე გყავს? 24/7ზე ტელეფონი გიჭირავს. -არა. -დარწმუნებული ხარ? ცალი წარბი ავუწიე, მის გვერდით ჩამოვჯექი და ყავის ჭიქა გავუწოდე. -კი უბრალოდ... თიკოს ვწერ, იცი მომენატრა, ამდენი ხანია არ მინახავს და ერთი თვე სულაც არ მეყო. -მეცმენატრება, იცი რა ვიცი რომ ჩამოვა. ამის მერე ხმა აღარ ამოგვიღა ტელევიზორი ჩავრთეთ და რაღაც ფილმს ვუყურეთ, ყავის ჭიქები ბოლომდე რომ ჩავცალეთ, დივანზე გავწექი და აკოს კალთაში ჩავუდე თავი, კიდევ კარგახანს ვიყავით ჩუმად, თმაზე მეფერებოდა და მკრთალად იღიმოდა, მე კი მაიაზე ვფიქრობდი. -იცი აკო? რაცარ უნდა მოხდეს მაია მაინც დედაჩემია. მაპატიებს ხომ? -კი გაპატიებს, ყველაფერს გაპატიებს, ის ხომ დედაა ბოლოს და ბოლოს. -სახლის ყიდვა მინდა, პატარა მყუდრო სახლის. -არ გინდა ერთ ორ თვეში გაპატიებს და დაბრუნდები, შენც იცი რომ მშობლიურ სახლს ვერ შეელევი დიდხანს. -ეგეცმართალია. მაგრამ მეეჭვება ერთმა, ორმა თვემ უშველოს. ძალაინ ცუდი რამეები ვუთხარი, რაცკი ამდენი წლის მანძილზე წყენა დამიგროვდა თითქმის ყველაფერი ამოვიღე და ვესროლე. -ჩშ. დაიძნე ახლა და მერე ორ თვეში თუ არ გაპატია გპირდები მე მოგაძებნინებ ლამაზ პატარა მყუდრო სახლს. -დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ორი თვე გავატარე აკაკის სახლში, მხოლოდ და მხოლოდ ლექციების გამო გავდიოდი გარეღ, ისევ საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტე და სახლიდან ფეხს არ ვდგამდი, გოგოებიც სულ უფრო იშვიათად მოდიოდნენ ჩემს სანახავად. ორი თვე გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ანდაც რას ველოდი, ხომ ვიცოდი მაია ამას არასდროს მაპატიებდა. ორი თვის მერე აკომ დანაპირები ამისრულა და პატარა სახლი მაყიდინა მარჯანიშვილთა, სადღაც მარზნიაშვილის ქუჩაზე. მყუდრო იყო და კომფორტული.კარგად დავბინავდი, ცოტა ხელი შევავლე და ერთ კვირაში სახლში ნივთები წამოსაღებად მივედი, კართან ვიდექი და ვაკაკუნებდი.თემომ გამიღო, თავიდან გაუკვირდა ჩემი დანახვა მერე გაეღიმა და გულში ჩამიკრა. -მომენატრე პატარავ. -მეც, მაგრმა თემი ნივთების წასაღებად მოვედი. -დაიცა რა? გაკვირვებულმა შემომხედა მე კი აღარ დავლოდებივარ მეორე სართულზე ავედი და ჩემი ოთახის კარი შევაღე.კარადაში რამდენიმე ყუთი მელაგა ყოველი შემთხვევისთვის, ორიც საწოლის ქვეშ მედო. წიგნებს და სუვენირებს ხელი მოვკიდე, ლამაზად ვახვევდი ქაღალდში და ისევ ვალაგებდი. საქმე ჩემს ძვირფას კომოდამდეც მივიდა. ფრთხილად გამოვაღე და ყევალფერი საწოლზე დავყარე. რამდენი წელი ვაგროვებდი ამ ყველაფერს და მაინც რა ცოტა მეჩვენებოდა. ფოტოები და დანარჩენი ნივთები ზურგჩანთაში ჩავდე და ისიც გამზადებულ ყუთებთან მივდე. მოკლედ მთელი ჩემი ნივთები ჩავალაგე და რაღაც ნაწილი იმ სახლში დავტოვე.იყო რაღაც რის გამოც მიხაროდა და იყო რაღაც რის გამოც მწყინდა. ვეღარ დავჯდებოდი გვიან ღამით ფანჯრის რაფაზე და ვერ დავუკრავდი, ვერც კალეს გავაღვიძებდი ლაზერის შუქით,მაგრამ მიხაროდ რადგან ოთახიდან გახედვისას აღარ შემეჩეხებოდნენ გამყინავად მონზირალი სალის ფანჯრები და აივანი. თემომ და ლუმ ჩამატანინეს ყუთები მანქანამდე(რადგან ორი მყავს აქამდე ფეხით მოვედი.)ზოგი საბარგულში ჩავდეთ, ზოგიც უკანა სავარძლევზე საბოლოოდ ძმებს მისამართი დავუტივე და ახალ სახლშიც გადავედი. სიმართლე გითხრათ რაღაცნაირი ცივი სახლი იყო, მისვლისას ჩანთას სადაც მინდა იქ მივაგდებდი, რასაც მინდა იმას ვაკეთებდი, მაგრამ ეს ჩემში რატომღაც არ იყო.ერთი თვის შემდეგ გოგოები მოვიდნენ ჩემთან და მალევ წავიდნენ, საჭმელს ვამზადებდი რომ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. -გაემზადე და საღამოს გამოგივლი. ყურადღება არ მიმიქცევია ვიფიქრე ნომერი შეეშალათ, საღამომდე ტელევიზორს ვუყურებდი მერე ისევ საჭმელად დავჯექი რომ უეცრად კარზე დარეკეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.