ქვა
ათოვს დედის საფლავს, ასეთი სუსხიანი ზამთარი ჩემს აიბღას არ ახსოვს. ყველაზე მეტად მე მცივა, რადგან პირველი ზამთარია, როდესაც დედა ჩემს გვერდით არაა. ანგელოზივით დედა მყავდა, როდესაც მეკითხებოდნენ დედა სად გიყვარსო, ყოველთვის გულზე ვიდებდი ხელს. ახლა, ბებია მზრდის. ამბობენ ბებია მეორე დედააო, მაგრამ ბედის ვარსკვლავმა ამაშიც მიმტყუნა. მთვარე ჩემი მეგობარი გახდა, ხშირად მიწევს მასთან ერთად დაძინება. როდესაც დედა გარდაიცვალა, მთვარეს სთხოვა ჩემზე ეზრუნა, მთვარეც პირობას ასრულებს. როცა დამეძინება შუბლზე მკოცნის ხოლმე და შემდეგ თვითონაც მშვიდად იძინებს. მზეს დიდიხანია აღარ ვემეგობრები, მისი მზის სხივი გზას აღარ მინათებს, სხეულს აღარ მითბობს. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ მივედი სკოლიდან სახლში და შინ მამაჩემმა საოცარი სურათი დამახვედრა. თვალწინ მიდგას როგორ დაეძინა სამზარეულოს იატაკზე დედას, ტკბილ დედას, სამუდამოდ. დედას ყელიდან მირონივით გადმოდიოდა წითელი სისხლი, თითქოს ისევ დუღდა, დუღდა ჩემთვის, რომ იმედი მოეცა. იმ დღეს დაკარგა სიცოცხლემ მისი ტყვე, როდესაც სიკვდილმა ის ხელიდან წაგლიჯა. ამ საშინელ სურათს მამა მშვიდად უყურებდა. ალბათ იცოდა, რომ ჩემი ანგელოზი დედა აუცილებლად სამოთხეში მოხვდებოდა. არვიცი მამამ რატომ დაუთმო დედა სიკვდილს, ის კი ვიცი, რომ იმ დღეს დედაც დავკარგე და მამაც. ჩემი თავი ბებიას ჩააბარეს, თუ გამიმართლებს, კვირაში ორჯერ მაინც ძველი პურით და ამჟავებული წვნიანით გამომკვებავს. მაინც მადლიერი ვარ. დედის საფლავი სოფლის ბოლოშია, ყოველდღე მივდივარ და ველაპარაკები. ვეუბნები, რომ ვნანობ, ვნანობ რომ იმ კითხვაზე თუ დედა სად მიყვარდა, ყელს არ ვპასუხობდი. გამიგია დედა სადაც გიყვარს, ის ადგილი დედის ძლიერი მხარეაო. ასე, რომ მეთქვა იქნებ წითლად აღარ შეეღება იმ დაწყევლილ დანას ანგელოზის ყელი, მაგრამ, გვიანია. ახლა მის საფლავთან ვდგავარ და ცივ ქვას ჩემი ხელებით ვათბობ. ქვას, რომელიც დედას გულზე ლოდად ადევს. ქვა, რომელიც ჩემს ბევრ საიდუმლოს ინახავს, ღამე ჩემს მონათხრობს დედას უამბობს, დედის დანაბარებს კი ქვა მთვარეს მოუთხრობს. ორივე წუხს ქვის ბედზე, რომელიც გახიდულა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ჩემი სოფლისავით, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შუაზე გაუყვიათ. ხიდებს წუხილი ანგრევს. რა ხდება, ან რა იქნება. ფიქრის დროს ჩამეძინა. მთვარე ამბორს მიგზავნის და თვითონაც იძინებს. ათოვს დედის საფლავს. ფანტელები ქვას ადნება, თითქოს სითბო იგრძნოო და დაცემისთანავე იწყებენ დნობას. ასეთი სუსხიანი ზამთარი აიბღას არ ახსოვს. ათოვს დედის საფლავს, ათოვს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.