შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ტკივილთან ერთად.თავი 6.


21-04-2020, 07:24
ავტორი zia-maria
ნანახია 2 429

ყველას ეძინა,თავად კი საღამურები ჩაიცვა სავარძელში მოკალათდა და ფიქრობდა.წლები გავიდა,მაგრამ ფიქრები წარსულისკენ იზიდავდა,ეგონა დაივიწყებდა და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა,მაგრამ ვერ შეძლო.პირიქით,უფრო და უფრო მძაფრდებოდა სიყვარული, მონატრება და მისი ნახვის სურვილი.გული ძლიერად აუფრიალდა და სხეული უთრთოდა,შუბლზე კი ცივმა ოფლმა დაასხა როცა 15 წლის შემდეგ მის წინ იდგა,ეს ხომ მისთვის მზის ამოსვლა იყო ბნელ ღამეში.არცერთი ხმას არ იღებდა,ორივეს ერთნაირად უცემდა გული,მაგრამ არცერთმა არ შეიმჩნია რომ მიუხედავად წლებისა მაინც იცვნეს ერთმანეთი.ხელი აიქნია და გაბრაზებულმა თქვა.
-ვცდილობ დაგივიწყო,ვცდილობ გადაგიყვარო მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ჩემს თავს პირობას ვაძლევ ისევ ჩემს თავს ვატყუილებ და ისევ ვებრძვი შენს მონატრებას.
-ლილე,ლილე საყვარელო როგორ ხარ.
-თათი შენ ხარ? სიხარულისგან მეგობარს მოეხვია ლილე.
-რა გჭირს,დედაშენმა დამირეკა და მითხრა მგონი დეპრესიაში არისო.
-ცუდად ვარ, თათი ძალიან ცუდად.
-რა მოხდა საყვარელო,ისევ წარსული?
-ვნახე,მე ის ვნახე და რა მოხდა? ჩემს გარშემო ბურუსი გაჩნდა,უსასრულობაში ვარ ჩემს სამყაროში და მხოლოდ ქარი ცდილობს შემიმშრალოს ცრემლები.
-ნახე სემინარზე? ხომ გითხარი ისიც იქნებათქო.მერე?
-რამდენად რთულია შედგე წარმატებული და სრულფასოვანი ქალი,ეს ძალიან რთულია მეგობარო მაგრამ შესაძლებელიც არის.ნუ გაგიკვირდა კარგად გაიგონე,ვნახე და
ვერ მიცნო ან არ შეიმჩნია.
-ვერაფერს ვიტყვი,წლები გავიდა შესაძლებელია ვერ გიცნო.მას ხომ 14-15 წლის გოგონა ახსოვს მის გონებაში და მოგონებებში.
-მიმიფურთხებია ყველა იმ მოგონებისთვის,რომლებიც არ მასვენებს,სულს მიწამლავს და გულს მიღრღნის.
-ალექსანდრე უკვე ცნობილი პიროვნებაა,მე ვფიქრობ შეუძლებელია ის მარტო იყოს.
-სცდები თათა,რადგან ალექსანდრე არ არის ისეთი მამაკაცი რომ ყველა დღე სხვა და სხვა ქალი შეუშვას მის ცხოვრებაში.
-რატომ,თავის თავისუფალ ცხოვრებას ვერ შეელევა?
-არა,საჭიროა ერთხელ ღრმად ჩახედო მას თვალებში და დაუჯერო შენში არსებულ ინსტიქტს.მე ჩავწვდი იმ სიღმეს და იქ დავტოვე ჩემი სიყვარული,თუმცა შენ მართალი ხარ ჩემი ადგილი არის თუ არა ისევ იქ ეს არცერთმა არ ვიცით.
-მოდი დაისვენე საყვარელო გამოიძინე და უკეთესად გახდები,ხვალ ხომ სემინარზე უნდა წახვიდე.
-ყველაზე დიდი სისულელეა როცა ფუჭ იმედებზე ამყარებ შენს სამომავლო გეგმებს,არ მინდა ისევ ვიქექო წარსულში და იქ ჩარაზული ყველა ფანჯარა ჩავამსხვრიო.
-დედა? რა გჭირს,შენ ისევ იტირე?
-არა საყვარელო,კარგად ვარ. სანდრა დედას მიუახლოვდა მის წინ დაიმუხლა და უთხრა.
-ჩემთან საუბარი არ გინდა რადგან გგონია ისევ პატარა ვარ,მე ყველაფერს ვხვდები და ყველაფერი ვიცი.მინდა იცოდე,რომ ჩვენ მამა გვიპოვის.
-რას ამბობ,ეს საიდან მოიტანე შვილო.
-ნუ ნერვიულობ,მე ინსტიქტი არასოდეს მღალატობს.თქვა სანდრამ და დედას ლოყაზე აკოცა,ლილემ კი თათას შეხედა გაოცებულმა. ლილეს დილით ჩაეძინა,თათამ არ გააღვიძა და ფეხაკრებით დატოვა მისი საძინებელი.
-უკვე ადექი შვილო?
-ავდექი,მე მივდივარ იზო დეიდა საუზმეზე ნუ გააღვიძებ ლილეს დილით ჩაეძინა.
-კარგი შვილო,სანდრას გავაღვიძებ ისაუზმოს და სკოლაში წაიყვანს ბაბუამისი.იზომ სანდრას ფრთხილად მიუკაკუნა.
-სანდრა ბებო გაიღვიძე საუზმე მზადაა,ისაუზმე და სკოლაში წადი. უჩვეულოდ მოეჩვენა იზოს სანდრას სიჩუმე და კარი შეაღო,მაგრამ საწოლი გადასწორებული დახვდა და შეშფოთდა,შეშინებულმა ლილე გააღვიძა.
-ლილე შვილო გაიღვიძე.
-ცოტა კიდევ დავიძინებ დედა.
-სანდრა არ არის შვილო მის საწოლში.ლილე უეცრად გამოფხიზლდა და იზოს შეხედა.
-როგორ თუ არ არის,სად არის სანდრა.
-დამშვიდდი,ალბად მამაშენთან ერთად გავიდა.თქვა იზომ და ტელეფონი აიღო ვახოსთან დასარეკად,მაგრამ ვახო სახლში დაბრუნდა ვარჯიშისგან დასველებული.
-სად იყავი,სანდრა სად არის.
-სანდრა? სანდრა სახლში არ არის?
-არ არის და ვიფიქრეთ რომ ერთად გახვედით სახლიდან.ვახო ანერვიულდა და ფიქრობდა,ლილე ისტერიკაში ჩავარდა ხმით ატირდა,მაგრამ კარი გაიღო და სანდრა ღიმილით დაბრუნდა.ლილემ სანდრას შეხედა და უყვირა.
-სად იყავი,რატომ გადი გარეთ უთქმელად.
-დამშვიდდი, აქ ვარ დედა.
-შენი საწოლი ცარიელი რომ დავინახე იცი როგორ შემეშინდა? დილა ადრიან გარეთ რატომ წადი,რატომ.
-რატომ? იქნებ იმიტომ რომ ყველას გეძინათ და არ გაგაღვიძეთ ან გარეთ რომ გავიდე ნებართვა მჭირდება? ლილემ თავი ვერ გააკონტროლა და სანდრას ხელი გაარტყა,ეს ისეთი მოულოდნელი იყო ყველასთვის,ყველა გაოცებული უცქერდა უკონტროლო ლილეს.
-დედა......................
-რატომ არ იფიქრე რომ შემეშინდებოდა.
-დედა მხოლოდ ერთხელ გავედი უთქმელად,მხოლოდ ერთხელ არ გაგაღვიძე დილით. თუ ხვდები,რომ ვაკეთებ იმას რაც შენ გინდა,კითხვას ვსვამ და არცერთი პასუხს არ მაძლევთ.შენი დეპრესიის გამო ჩუმად ვარ,ხომ არ ფიქრობ დრო მოვიდა და სიმართლე მეც მინდა გავიგო.
-რა სიმართლის გაგებას მთხოვ სანდრა.
-მინდა ვიცოდე, რატომ გავიზარდე მამის გარეშე. თქვენ,თქვენ დაგვაშორეთ ერთმანეთს.ნეტავ რატომ,იმიტომ ხომ არა რომ თქვენი ქალიშვილი ჩემს ასაკში დაორსულდა და გეშინია,უკონტროლო ხდები ხუთი წუთიც რომ დამაგვიანდეს.რატომ ხართ ჩუმად,დედა რატომ არ გათხოვდა დღემდე არასდროს დაფიქრებულხართ? თუ არ ჰყავდა თაყვანისმცემლები ან იფიქრეთ და ხმამაღლა არ გინდათ თქვათ,რომ დედას დღემდე უყვარს მამა. იცით რა არის სიყვარული? ეს ხომ ვაზნებით სავსე იარაღია გაისროლი ერთხელ და შიგ გულში გხვდება,იმ გულში კი წლების მანძილზე ღიად რჩება ჭრილობა საიდანაც სისხლი წვეთ-წვეთად ჟონავს.
-სანდრა შენ ბევრი რამ არ იცი შვილო.
-რა არ ვიცი ბაბუა,ის ხომ არა რომ ისინი ბავშვები იყვნენ და ჯერ კიდევ მოზარდები. იცი ვინ არის ჩემი მამა? მაგრამ შენ ხომ ყველაფერი იცი,ისიც იცი რომ ჩემი მამა ექიმია ბაბუა,ცნობილი და წარმატებული ექიმი.ის სიკვდილს ამარცხებს და სიხარულს,ბედნიერებას ანიჭებს ადამიანებს.იცით,ისიც კი ვიფიქრე იმ წუთებში შეიძლება საუკეთესო გამოსავალი იყო აქ წამოსვლა,მაგრამ რატომ არ იფიქრეთ წლების შემდეგ რა მოხდებოდა.შეცდი ბაბუა,ძალიან შეცდი როცა მამა ჩვენი ცხოვრებიდან განდევნე.
-სანდრა შვილო მე მაპატიე,მე.................
-ცხოვრებაში ზოგჯერ უთქმელი ტკივილი გვანადგურებს და სწორედ ის ტკივილები გვაიძულებენ გავიზარდოთ. შენ ტკივილთან ერთად გაიზარდე დედა,მაგრამ ნუ დაგავიწყდება რომ მეც გავიზარდე და კარგად ვხედავ ყველაფერს. სანდრა თავის ოთახში შევიდა და ტირილით გული იჯერა,ჩაიცვა მოემზადა მაგრამ სკოლაში წასვლა დაგვიანებული იყო,მაინც უნდოდა სახლიდან გასულიყო რადგან უკვე იქ ვერ ჩერდებოდა.უკვე გადიოდა თავის ოთახიდან კართან ლილე რომ დახვდა და უთხრა.
-არ გინდა გავიაროთ და დედა-შვილმა ვილაპარაკოთ?
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ დედა,ისევ ლეგენდები უნდა შეთხზა თუ ახალი ტყუილები გინდა მოიფიქრო?
-არა,ამჯერად სიმართლეს გეტყვი.
-რომელ სიმართლეს მეტყვი,მე გეტყვი სიმართლეს რადგან წლებია ამბობ რომ მამამ მიგვატოვა.არა, შენ მიატოვე მამა.გიბრძანეს რომ მათ დამორჩილებოდი და შენც ყურმოჭრილი მონასავით უკან გაყევი და აქ ამ უცხო ქვეყანაში დაიმკვიდრე ბინა.
-სანდრა უნდა მომისმინო,ნაწილობრივ მართალი ხარ,მაგრამ ასე არ არის როგორც შენ ფიქრობ.
-მოგისმენ დღეს საბოლოოდ,მაგრამ ერთი პირობით.
-რა პირობა გაქვს,გისმენ.
-სადაც მე მინდა იქ წავალთ,მხოლოდ მე და შენ.
-კარგი მოვემზადები და გავიდეთ.
-უცნაურია.ლილე თავის საძინებელში შედიოდა რომ სანდრას მიუბრუნდა და კითხა.
-რა არის უცნაური.
-დღეს არ მისაყვედურე სკოლის გაცდენის გამო.ლილეს ჩაეცინა და სანდრას მიუახლოვდა.
-მეც ვიყავი შენი ასაკის,მეც ვიყავი ბავშვი და მეც გავიარე ეს დრო.
-სამწუხაროდ ძალიან მალე დაასრულე შენი ბავშვობა,მაგრამ კარგია რომ გახსოვს ის დრო. ლილეს მწარე სიმართლეზე ჩაეცინა და სანდრა მარტო დატოვა,სანდრამ კარი დაკეტა და თვალები დახუჭა,წარმოიდგინა ლილეს სახე როცა ის პირისპირ შეხვდებოდა წარსულს.ცოტნემ შეხედა ანდრეას ისევ ძინავდა და ფრთხილად ადგა,რაც უფრო ფრთხილობდა მით უფრო ხმაურობდა და ანდრეა გააღვიძა,მანაც გვერდი იცვალა და ძილი გააგრძელა ცოტნე კი სასტუმროს კაფეში ჩავიდა და ორი ჭიქა კონიაკი ზედიზედ დაცალა.ნომერში აბრუნდა და ალექსანდრემ ირიბად შეხედა.
-სად იყავი,ისევ მარტო გაიპარე.
-კაფეში ჩავედი. ალექსანდრემ ახლოში დადგა ცოტნესთან და ანდრეას უთხრა.
-ყარს სპირტის სუნად და რამე მოუხერხე.ცოტემ ანდრეას შეხედა და თვალი ჩაუკრა და ანდრეაც მიხვდა,რომ საქმე არც ისე ცუდად იყო.
-მე გავდივარ,გამძლეობას გისურვებ ძმაო.უთხრა ალექსანდრემ და თვალი ჩაუკრა.
-კიდევ გაგრძელდება სემინარები?
-არ ვიცი,ვფიქრობ ეს ბოლოა და დღეს დასრულდება. ცოტნემ თავი მოიწესრიგა და ანდრეას უთხრა.
-მოემზადე გავიდეთ,ჩვენც გავიაროთ.ანდრეა სააბაზანოში შევიდა ცოტნეს ტელეფონმა რომ დაურეკა,შეცბა მაგრამ მაინც უპასუხა.
-გისმენ პატარავ.
-ისევ იმ ადგილზე შევხვდეთ 12 საათისთვის,მერე დედას არ სცალია.
-კარგია,აუცილებლად მოვალ.იცის რომ უნდა შემხვდეთ?
-არა, ეს დედასთვის დიდი სიურპრიზი იქნება. ორივე გავიდა სასტუმროდან და სასტუმროდან რამოდენიმე მეტრში ცოტნეს წინ გოგონა უგონოდ წაიქცა
-რა მოხდა,რა ჭირს. დაიბნა ცოტნე და გოგონას ხელით შეეხო.
-კარგად ხართ? ანდრეამ გოგონა წამოაყენა და ცოტნეს შეხედა.
-დაურეკე ალექსანდრეს ჯერ არ იქნება წასული და მოვა. ცოტნემ ალექსანდრეს დაურეკა და მისმა შეშინებულმა ხმამ ისიც შეაშინა.
-რა მოხდა ცოტნე.
-მგონი მოკვდა,მობრუნდი სასწრაფოდ.
-ცოტნე გესმის ჩემი,რა მოხდა.
-მიშველე ალექსანდრე,მგონი მოვკალი.
-სად ხარ ვინ მოკალი. ალექსანდრემ ტაქსი მიატოვა და უკან გაიქცა,რამოდენიმე ნაბიჯში ანდრეას მკლავებში ახალგაზრდა გოგონა იწვა. სასტუმროში შევიყვანოთ,ნუ შექმნით პანიკას.ასეც მოიქცნენ,სასტუმროში შეიყვანეს და ცოტნემ ჩურჩულით თქვა.
-თვალს რატომ არ ახელა,მოკვდა?
-ნუ ბოდიალობ,რა მოხდა.გოგონას უღონო ხელი ხელში აიღო ალექსანდრემ და პულსი გაუსინჯა.
-ყველაფერი შენ უნდა დაგემართოს,მარცხენა ფეხზე ადექი? მითხარით რა მოხდა.
-მე რა ვიცი რა მოხდა,ანდრეას ველაპარაკებოდი უეცრად ჩემს ფეხებში რომ წაიქცა.
-კარგად ვარ,დამშვიდდით. მოესმათ გოგონას სუსტი ხმა და სამივემ გოგონას შეხედა. ალექსანდრე გოგონასთან მივიდა და თვალის გუგები შეუმოწმა,შემდეგ კი ფრთხილად წამოაყენა და ცნობისმოყვარე ბრბოს გადახედა.
-გთხოვთ უკან დაიხიეთ,ჰაერი ესაჭიროება გოგონას. შემდეგ კი გოგონას მიუბრუნდა და უთხრა.-როგორ ხართ,ტკივილს გრძნობთ სადმე?
-არა,არანაირი ტკივილი არ მაქვს.
-არაფერი არ გტკივა,არაფერს ნერვიულობ და ისეთი შეგრძნება მაქვს განგებ წაიქეცი ცოტნეს ფეხებში. უთხრა ანდრეამ და გოგონას ბრაზმორეულმა შეხედა.
-შენ რა სხვის აზრებს კითხულობ?
-მართლა ასე არის?
-კი ასეა,დავინახე ეს სიმპატიური მამაკაცი და გონება დამებინდა,გადავწყვიტე მისი გაცნობის მიზნით მის ფეხებში წავქცეულიყავი. შენ რა კარგად ხარ?
-შენ თავად ბოდიალობ და მე მეკითხები ვარ თუ არა კარგად, თავად კარგად ხარ?
-ნუ მიყვირი.ანდრეას გოგონამ შეუყვირა რამაც ანდრეა ძალიან გააბრაზა და თავადაც აუწია ხმას.
-კიდევაც რომ ხმას უწევს ჩემს წინაშე,მე კი ლამის გული წამივიდა მეგონა მოკვდი.
-ნორმალურად რომ დამლაპარაკებოდი,მეც ნორმალურად გიპასუხებდი მაგრამ ეს იდიოტიზმი რასაც შენს სახეზე ვხედავ და ვკითხულობ,სწორედ თქვენი ნამდვილი სახელია.
-როგორც ვხედავ რადგან კამათის ხასიათზე მოდით მე დაგტოვებთ,რადგან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ,ასე რომ დროს ვეღარ დავკარგავ.ცოტნე სტუმარს მიხედე და გააცილე.თქვა ალექსანდრემ და წავიდა,გოგონამ თვალი გააყოლა და ირონიულად თქვა.
-რა სტუმართმოყვარე ხალხი ხართ,წავიდნენ.
-დიახ წავიდნენ და ახლა აქ მხოლოდ მე და შენ ვართ,ამიტომ უნდა მომიყვე რა დაგემართა.
-არაფერი,ეს მოულოდნელად მოხდა.
-უჭმელი ხარ,გინდა შევუკვეთო რამე?
-არა,არა უნდა წავიდე. ცოტნემ ორი ტოსტი და ფორთოხლის წვენი შეუკვეთა,გოგონა გვერდით დაისვა.
-ჭამე და მითხარი რა გჭირს.
-ვჩქარობდი,დაგინახეთ სასტუმროდან რომ გამოდით და მინდოდა თქვენთვის გადამესწრო,მაგრამ ფეხი გადამიბრუნდა.
-ფეხი გადაგიბრუნდა და გულიც ამიტომ წაგივიდა?
-არც ასე იყო,უფრო გავითამაშე.
-გაითამაშე? მე ხომ განვიცადე,რატომ გააკეთე ეს.
-მაპატიე,ჩვენს გარშემო ხალხი რომ მოგროვდა შემრცხვა და გულის წასვლა ეს კარგი გამოსავალი იყო.ცოტნეს გაეცინა და გოგონას უთხრა.
-არ ვიცი ვინ ხარ,მაგრამ ერთ რამეში დავრწმუნდი.
-რაში დარწმულდი.
-მოსიარულე უბედურება ხარ. გოგონას გაეცინა და ცოტნეს შეხედა.
-მოსიარულე უბედურება? ეს საიდან მოიტანე,მე უკვე წავალ რომ მოსიარულე უბედურებამ კიდევ რამე შარში არ გაგხვიოს.გოგონა ადგა,მაგრამ მოულოდნელად თვალთ დაუბნელდა და ცოტნემ ხელი შეაშველა.
-დარწმუნებული ხარ,რომ კარგად ხარ?
-კარგად ვარ,უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილვარ. აბა მშვიდობით უსახელო მეგობარო.
-რატომ უსახელო,არ გავცვალოთ სახელები?
-რა საჭიროა სახელების გაცვლა,ჩვენ ხომ ერთმანეთს აღარასოდეს აღარ შევხვდებით.
-ვინ იცის,ცხოვრება ხომ დიდი სიურპრიზია და ასეც რომ არ იყოს,რა ვუთხრა ალექსანდრე ქვრივიშვილს.
-ალექსანდრე ქვრივიშვილი? ეს ის ცნობილი ექიმია?
-დიახ,იცნობ?
-არა,არ ვიცნობ,მაგრამ ძალიან ბევრი გამიგონია მის სიყვარულზე.ამბობდნენ რომ ძალიან სიმპატიური და ქარიზმატული პიროვნება არისო,მართალი ყოფილა.
-რას ბუტბუტებ.
-არაფერს.გოგონამ წასვლა დააპირა,მაგრამ ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა და ცოტნემ წარბაწეულმა შეხედა.
-ვერსად ვერ წახვალ,ეს შეუძლებელია.
-მაგვიანდება,თუ არ წავედი სამსახურს დავკარგავ.
-მაგრამ შეუძლოდ ხარ,ექიმმა უნდა გნახოს.
-შევძლებ წასვლას,წავალ და ჩვენი ხანმოკლე ნაცნობობაც აქ დასრულდება.
-თუ არ მინდა რომ დასრულდეს ჩვენი შეხვედრა?
-თუ ოდესმე უფალი ინებებს ჩვენს შეხვედრას,ძალიან გამიხარდება მაგრამ ახლა ჩვენ უკვე უნდა დავშორდეთ ერთმანეთს.
-სახელი მაინც მითხარი.
-თათა,უბრალოდ თათაა ჩემი სახელი.
-ცოტნე,ცოტნე ცაგარელი.
-იმ ორისგან განსხვავებული ხარ ცოტნე. თათა წავიდა და ცოტნემ ღიმილით გააყოლა თვალი,შემდეგ კი ანდრეას დაურეკა.
-სად ხარ,სად წადი.
-ჩემთვის ზედმეტი თავის ტკივილი ხარ ცოტნე.
-კარგი რა თითქოს არ გიცნობდე,ხომ გითხარი უნდა გავიაროთმეთქი.
-არსად არ მოვდივარ,შენ წადი.
-კარგი,მერე არ მითხრა არაფერი არ მითხარიო.
-რა ხდება,სად მიდიხარ ცოტნე რა ჩაიფქრე............... ცოტნემ ტელეფონი გათიშა და ღიმილით დატოვა სასტუმრო,დანიშნულ ადგილზე ცოტა დაგვიანებული მივიდა და სანდრას შორიდან მიესალმა.
-გამარჯობა პატარავ.
-გამარჯობა,დაგაგვიანდა და უკვე ვნერვიულობდი.ლილემ სხვათა შორის მიაბრუნა თავი და გაოცებული უცქერდა სანდრას და ცოტნეს,ცოტნემ ღიმილით შეხედა ლილეს და ორივე ხელები გაშალა.
-15 წლის შემდეგ,ვფიქრობ ვიმსახურებ ერთ გემრიელ ჩახუტებას ჩემი მეგობრისგან.
-ცოტნე?
-ლილე?
-დაუჯერებელია,ეს მართლა შენ ხარ?
-32 წელია ვიცი რომ ცოტნე ვარ,როგორ ხარ ჩემო ლილე.
-მე,მე,მე კარგად ვარ.ლილე ცოტნეს მოეხვია და თვალები აუცრემლიანდა.
-ვხედავ გარეგნულად კარგად ხარ,არაჩვეულებრივი ქალი დადექი მაგრამ შენი თვალები სხვას ამბობენ,იქ ძალიან დიდი სევდა ჩამდგარა.გამოიქეცი და გეგონა ყველასგან შორს თუ იქნებოდი ასე საკუთარ გულსაც დაემალებოდი,შეძელი? ვერა,ვერ შეძელი გაქცეოდი მოგონებებს შენ უფრო დაიტანჯე.
-არა,ტკივილი დავივიწყე და კარგად ვარ.სანდრა მყავს და ჩემთვის ეს საკმარისია.
-ზოგჯერ ჩასუნთქვა ისეთი ძნელია,გგონია ვეღარასოდეს ამოისუნთქავ,რადგან მხრებზე დიდი ტვირთი გადევს და ამ ტვირთს ვერ მოიშორებ ლილე თუ შეცდომას არ გამოასწორებ.რაც დრო გავა გაგიჭირდება ტკივილის დავიწყება,რადგან დრო იმედს კარგავს და შენ როდის გინდა განთავისუფლდე წარსულის ტკივილისგან.
-ცოტნე...............
-ლილე 15 წელია რაც წამოდი და ვფიქრობ 15 წელი საკმარისია ადამიანის დასჯისთვის,დროა ალექსანდრემ სიმართლე გაიგოს.
-ის არასოდეს მაპატიებს.
-ასე გგონია? გიჟივით დაგეძებდა წლების განმავლობაში,შენმა გაუჩინარებამ ის ძალიან შეცვალა.
-ვნახე,ძალიან შეცვლილია.
-სემინარზე ნახე?
-შემთხვევით შევეჯახეთ ერთმანეთს და ვერ მიცნო, ან არ შეიმჩნია.
-ვერ გიცნო,რომ მოვიდა თქვა მეგონა ჩემს წარსულს შევხვდი,მაგრამ შევცდიო.
-მე ველოდი მას,ერთი კვირა დავდიოდი მის ბინაში რომ მენახა,არ მოვიდა.შენთან მოვედი და გთხოვე რომ ჩემამდე მოსულიყო და ველოდებოდი,მაგრამ არ მოვიდა.
-უნდა გეთქვა ლილე.
-განა ის არ იყო მისახვედრი რომ ასე ველოდი მას? არ დაფიქრდა რატომ დავეძებდი ასე,რა მინდოდა მისგან ან რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი.
-ვერ მოვიდა,იმ დღეებში არ გვეცალა ქალაქიდან გასულები ვიყავით.დავბრუნდით და ვეღარ გიპოვეთ,სწორედ მის მერე შეიცვალა ალექსანდრე.ჩაიკეტა,მთელი დღეები მხოლოდ მეცადინეობდა და თავი სწავლას მიუძღვნა.უხეში გახდა,დაუნდობელი და შეუბრალებელი.ის ალექსანდრე შენ რომ იცნობდი 180 გრადუსით შემობრუნდა და სულ სხვა ალექსანდრე იდგა ჩვენს წინ სამაგალითო და წარმატებული.
-თვალებით ვიცანი,მისი სახე სულ სხვაა იმასთან როგორიც მე მახსოვს.
-დედა უნდა ვნახო,ძალიან მინდა შევხვდე მამას.
-ნახე შვილო,მაგრამ ჯერ მე უნდა ვნახო.
-შეხვდები მამას?
-შევხვდები, რა თქმა უნდა თუ სურვილი ექნება ჩემთან შეხვედრის. ცოტნე სანდრას უცქერდა,მისი ტელეფონის ეკრანი განათდა და ალექსანდრეს ვიდეო ზარი დაფიქსირდა,შეცბა და ლილეს შეხედა.
-ალექსანდრეს ზარია. ლილეს თვალებში მუდარა დაინახა,მიხვდა რომ ის არ იყო მზად ალექსანდრესთან შესახვედრად და ჩაახველა.
-გისმენ ალექსანდრე.
-სად ხარ,სასტუმროში ხართ?
-უკვე დასრულდა?
-არა,სემინარი ხვალისთვის გადაიდო.
-მე გარეთ ვარ და ანდრეა სასტუმროშია.
-შენ სად ხარ ჩამიგდე ლოკაცია და მოვალ,ისეთ ხასიათზე ვარ შენ მჭირდები.გაჩუმდა,არაფერი თქვა და ლილეს შეხედა,სანდრა ფეხზე ადგა და ცოტნეს უკან დადგა ძალიან უნდოდა შეეხედა ალექსანდრესთვის.
-მარტო არ ხარ? ეს თოჯინა ვინ არის ცოტნე.
-ეს ის პატარაა გუშინ რომ გავიცანი,ახლა სკოლაში მიყავს დედას და შემდეგში გაგაცნობ აუცილებლად.
-კარგი,მე სასტუმროში წავალ და იქ დაგელოდები.ლილემ ამოისუნთქა და ცოტნეს მადლიერი თვალით შეხედა.
-ლილე ვიცი რასაც ფიქრობ და ისიც ვიცი რას განიცდი,მაგრამ დროა ამ თოჯინას შესახებ გაიგოს ალექსანდრემ.დროა იცოდეს,რომ ის მამა არის და ვიცი ის საუკეთესო მამა იქნება.
-კი მაგრამ მე..............
-ალბად ორი დღე კიდევ ვიქნებით აქ და ამ დროში ძალა მოიკრიბე სიმართლე უთხარი.ეს ჩვენი სასტუმროს მისამართია,იქ გეტყვიან ალექსანდრეს ნომერს შენ უნდა შეხვდე მას. ცოტნე სასტუმროში დაბრუნდა,ალექსანდრე და ანდრეა საუბრობდნენ ის არ ჩარეულა მათ საუბარში და განმარტოვებით იჯდა,ფიქრობდა.
-რა მოგივიდა,ავად ხარ?
-არა,კარგად ვარ.
-რატომ ხარ უხასიათოდ,რამე შეგემთხვა?
-არა,კარგად ვარ,ვფიქრობ.
-ფიქრობ? ანდრეა გვერდით დაუჯდა ცოტნეს და შეუღიტინა.
-შემეშვი.
-მინდა ვიცოდე რაზე ფიქრობ.
-შენზე.
-ჩემზე? გაუკვირდა ანდრეას და ცოტნემ თვალი ჩაუკრა ალექსანდრეს.
-იმ გოგოზე ვფიქრობ დღეს რომ წაიქცა ჩვენს წინ.
-მოგეწონა?
-მომეწონა,თამამი და პირდაპირი გოგონა იყო.
-იყო და აღარ არის? ნომერი არ გამოართვი ისე დაემშვიდობე?
-წავიდა კონკია,ფეხსაცმელიც არ დატოვა რომ მოვძებნოთ. ცოტნემ ანდრეას ირონიას არ გამოყვა და სერიოზული სახე მიიღო.
-დასერიოლზული ცოტნე რა მოხდა მეგობარო,რაღაც გინდა თქვა?
-მომისმინეთ,შეყვარებული ხარ და ძალიან ბედნიერი ხარ მაგრამ შენს სიყვარულს ძალა არ აქვს რადგან ფრთებს ვერ შლი თუმცა სიგიჟემდე გიყვარს. დრო სწრაფად გადის,წლები გემატება და თმაშიდაც თეთრი ფერი ყოველ დღე იმატებს.მოულოდნელად წლების შემდეგ გაიგებ რომ შვილი გყავს,შვილი გყავს და არ გჯერა,რადგან არ დაიჯერებ შვილი სწორედ იმ ქალისგან გყავს ვინც ყველაზე ძალიან გიყვარდა,მაგრამ შვილის არსებობა დაგიმალა.გაბრაზდი,ძალიან გაბრაზდი და მასზე საბოლოოდ თქვი უარი თუმცა გინდა მოუსმინო და სიმართლე გაიგო. შენც დაფიქრდები და მიხვდები რომ შეცდომები შენც გაქვს,შენს შეცდომას აღიარებ და როცა დამშვიდდები შემდეგ გეღიმება,რადგან აცნობიერებ რომ მამა ხარ.
-ცოტნე კარგად ხარ?
-კითხვაა ასეთი მეგობრებო,რომელიმე თქვენთაგანი რომ აღმოჩნდეთ ასეთ ვითარებაში და ვინმემ გითხრათ შვილი გყავს და მას მამასთან შეხვედრა სურს,პასუხი? გაოგნებული ისხდა ორივე და ცოტნეს უცქერდნენ,შემდეგ კი ალექსანდრემ თქვა.
-ცოტნე რამე ხდება და მინიშნებით მეუბნები?
-ნუ გადაუხვევ თემიდან ალექსანდრე მე პასუხი მჭირდება,აპატიებთ საყვარელ ქალს მათ გარეშე გატარებულ წლებს? რამდენიმე წუთმა განვლო სიჩუმეში,ალექსანდრე წამოდგა სააბაზანოში შევიდა და სახე ცივი წყლით დაიბანა, სარკეში თავის თავს უცქერდა და გააცნობიერა იმ წუთებში რომ მასში რაღაც შეიცვალა. დაღლილი თვალებით შეხედა თავის თავს და გულს კვნესა აღმოხდა,მაგრამ ისეთი წყნარი და ჩუმი იყო ეს კვნესა მხოლოდ თავად გაიგონა.მის გარშემო სამყარო დაპაუზდა,როცა პატარა გოგონას სახე წარმოიდგინა და თვალი გაუშტერა გონებაში გოგონას ფოტოს თქვა.
-შემთხვევით არაფერი არ ხდება,ვინ ხარ გოგონა. ალექსანდრე ცოტნეს წინ დადგა და უთხრა.
-სად არის.
-ვინ სად არის ძმაო.
-ცოტნე ხომ იცი ვიზედაც გეკითხები,სად არის. დაიბნა,არ ეგონა ასე მალე თუ გამოიცნობდა ალექსანდრე სიმართლეს და თავი დახარა.
-კარგად ვივარაუდე,დღეს მასთან ერთად იყავი.
-ალექსანდრე ეს შემთხვევით მოხდა.............
-ესე იგი მისი გაუჩინარების მიზეზი ორსულობა იყო და მან მე ეს არ მითხრა.რატომ,რა იფიქრა.
-შენ ის გელოდა,ბინაშიდაც მივიდა რამოდენიმეჯერ,მაგრამ ჩვენ მაშინ ჯონის საქმეზე დავრბოდით დრო არ გვქონდა,რომ დავბრუნდით უკვე..................
-რომ დავბრუნდით უკვე გვიანი იყო,რადგან ვერ ვიპოვე ის წავიდა.წლები გავიდა,ბავშვობა დასრულდა თმებშიდაც ნელა-ნელა თეთრი ფერი გაგვიჩნდა,მაგრამ მე მისი სიყვარული და მისდამი გრძნობები გულით დამაქვს და ის არის ჩემი ცხოვრების თანამგზავრი.
-ალექსანდრე......................
-უნდა შევხვდე და ეს ახლავეს უნდა დაგეგმო.
-დღეს ვეღარ მოვახერხებ,ეს შეუძლებელია.
-დაურეკე და უთხარი რომ შეხვედრა გინდა მასთან. ალექსანდრეს ხმამ და ჩაწითლებულმა თვალებმა ცოტა შეაშინა ცოტნე და მის დამშვიდებას დაელოდა.
-დამშვიდდი და დაფიქრდი,რასაც გადაწყვიტავ დამშვიდებულ გულზე ისე ვიმოქმედოთ. ერთი საათი გავიდა და კარზე ფრთხილად მიუკაკუნა.
-შემოდი,კარი ღიაა.ცოტნე შევიდა და საწოლზე ჩამოუჯდა ალექსანდრეს.
-რას ფიქრობ ან რა გადაწყვიტე.
-არაფერს არ ვფიქრობ,მხოლოდ მინდა ვნახო და თვალებში ჩავხედო,მინდა მოვუსმინო რას მეტყვის.
-კარგი გადაწყვეტილებაა,უნდა მოუსმინო ალექსანდრე ის ხომ მაშინ პატარა შეშინებული და დაუცველი გოგონა იყო და ლოგიკურია ის მშობლების ზურგს ამოეფარა.
-მესმის ცოტნე მაგრამ მას შეეძლო როცა გაიზარდა და როცა უკვე დიდი იყო ჩემზედაც ეფიქრა.
-ვფიქრობ ლილეს შენი რექციის შეეშინდა ან იფიქრა არ აპატიებდი ან ბავშვს წაართმევდი.
-ცოტნე განა ასეთი მხეცი ვარ,რომ ჩემს საყვარელ ქალს ასე სასტიკად მოვექცეოდი?
-გეფიცები ლილე არ არის მომხდარში დამნაშავე,ის შენ გელოდა ალექსანდრე. ის რამდენჯერმე გამოიპარა სახლიდან და შენ გელოდა შენს ბინაში,მაგრამ შეხვედრა ვერ მოახერხე, დაგავიწყდა როგორი დაძაბული დღეები გვქონდა?
-მახსოვს,ცოტნე ყველაფერი მახსოვს,მაშინ პოლიციაში ვიყავით აღრიცხვაზე და ისიც მახსოვს ლილეს მამამ ყველაფერი გაიგო ჩვენზე და შვილი გამარიდა,ჩემგან შორს წაიყვანა.
-მეც ასე ვიფიქრე.
-რაც მოხდა,მოხდა ახლა მინდა ვნახო.
-დამშვიდდი დავრეკავ და ვნახოთ რას გავაკეთებ.ცოტნემ ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
-გისმენ ძია ცოტნე.
-სანდრა შეგიძლია საუბარი?
-კი,ცურვაზე ვარ. რა მოხდა,რა შეშინებული სახე გაქვს.
-ძმიშვილო მამამ გაიგო შენს შესახებ.
-მართლა? ძალიან ვნერვიულობ,როდის შევძლებ მასთან შეხვედრას.ალექსანდრემ ცოტნეს ხელიდან აართვა ტელეფონი და ათრთოლებული ხმით უთხრა სანდრას.
-მისამართი გამოაგზავნე სად შეგიძლია რომ შეგვხვდე შვილო.
-მამა.................... სხეულის გარეშე სუნთქვა გაგიგიათ? ადამიანს როცა აღარაფერი ესმის და აღარც პულსი ესინჯება.გაიყინა,გაქვავდა და სწორედ ახლა მიხვდა რას ნიშნავს დროის გაჩერება.
-მამა შემხვდები?
-უკვე გამოვდივართ,ტელეფონი გათიშა და ცოტნეს შეხედა.
-ვხედავ ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება.
-რას ვაკეთებთ?
-უთხარი ჩვენს ძმას შემოგვიერთდეს და გავიდეთ. ცოტნე ანდრეასთან შევიდა და ანდრეამ თვალებში ჩახედა ცოტნეს.
-ეს სიმართლეა?
-სიმართლეა და მეც გუშინ გავიგე.
-როგორ არის ალექსანდრე.
-ზღვა მშვიდია,ნელა-ნელა თუ არ აიზვირთა ტალღები. წავედით,მამა შვილი უნდა შეხვდეს ერთმანეთს.
-მართლა? რა ემოციური წუთებია,მე ვარ ცუდად და ალექსანდრე როგორ იქნება.სანდრა უკვე ელოდა მამას შეხვედრის ადგილზე და ნერვიულობდა,არც ალექსანდრე იყო უკეთეს დღეში.
-ცოტნე მალე მივალთ?
-უკვე მოვედით,მე მას ვხედავ.ალექსანდრემ შორიდან შეხედა გოგონას,ნელა ნელა მიუახლოვდა და მის უკან დადგა.
-უკაცრავად,ვინმეს ელოდები?
-ველოდები.იყო ცივი და მოკლე პასუხი,მაგრამ უეცრად შემობრუნდა და მამა შვილი ერთმანეთის წინაშე პირისპირ დადგა. არაფერი ესმოდა გარდა მისი გულის ძგერისა,იდგა და უცქერდა როგორ საოცრად ანათებდა პატარას თვალებში ბედნიერება და საოცრად გრძელი იყო ის წამი,ცრემლი სახეზე ჩამოუგორდა და ცრემლნარევი ხმით თქვა.
-მაპატიე შვილო.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

საუკეთესო იყო ალექსანდრეს საქციელი ვაჟკაცურად მოიქცა . შენ კიდევ ყველაზე კარგი და მაგარი გოგო ხარ და მიყვარხარ

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მანანა
საუკეთესო იყო ალექსანდრეს საქციელი ვაჟკაცურად მოიქცა . შენ კიდევ ყველაზე კარგი და მაგარი გოგო ხარ და მიყვარხარ

kissing_heart შენ ყოველთვის პირველი ხარ.

 


№3 სტუმარი ია

Au ra magari iyo sauketeso. Male dade ra gagrdzeleba

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი იყო ,ემოციური,კარგად გადმოსცემ გრძნობებს,

 


№5 სტუმარი manana

გამარჯობათ ქალბატონო მზია, გილოცავთ აღდგომას და მშვიდობიან დღეებს გისურვებთ თქვენც და სრულიად სამყაროს. რამოდენიმეჯერ წავიკითხე ეს თავი, ძალიან კარგი , ემოციური და თან ემოციურად მოზომილი იყო. თქვენი წერის სტილი კი საოცრად დახვეწილია, წარმატებები. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს, ამ თავს ყოველდღე ვამოწმებდი, ასე არ მალოდინო, თუ რა თქმა უნდა შესაძლებელია.

 


№6  offline მოდერი zia-maria

manana
გამარჯობათ ქალბატონო მზია, გილოცავთ აღდგომას და მშვიდობიან დღეებს გისურვებთ თქვენც და სრულიად სამყაროს. რამოდენიმეჯერ წავიკითხე ეს თავი, ძალიან კარგი , ემოციური და თან ემოციურად მოზომილი იყო. თქვენი წერის სტილი კი საოცრად დახვეწილია, წარმატებები. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს, ამ თავს ყოველდღე ვამოწმებდი, ასე არ მალოდინო, თუ რა თქმა უნდა შესაძლებელია.

მადლობა საყვარელო მანანა საერთოდ არ მიყვარს მკითხველს რომ ვალოდინებ,მაგრამ ჩემი კომპიუტერი 7 წლისაა და უკვე მიდის მარადისობისკენ,ამიტომ ვეფერები ამ ისტორიის დასრულებამდე არ დამტოვოს.ემოციურს რაც შეიძლება ერთმა მომწერა ძალიან ბავშვური არისო და მეც რაც შემეძლო ემოცია ჩავდე,რას ვიზამთ ყველას მოსაწონი ხომ არ ვიქნებით.მადლობა რომ დროს მითმობთ და კითხულობთ.მრავალი აღდგომა გაგვითენდეს ყველას ერთად ხალისიანი და ბედნიერი ბედნიერ საქართველოში. kissing_heart

ია
Au ra magari iyo sauketeso. Male dade ra gagrdzeleba

kissing_heart დავდებ დღეს აუცილებლად.

სტუმარი nancho
ძალიან კარგი იყო ,ემოციური,კარგად გადმოსცემ გრძნობებს,

heart_eyes მადლობა,გაიხარე საყვარელო. kissing_heart

 


№7 სტუმარი manana

ქალბატონო მზია, არ გაგიკვირდეთ, ამ საიტზე უმეტესად ახალგაზრდები არიან მკითხველები, +18 ელემენტებით გაჯერებული ისტორიები , უფრო მისაღებია მათთვის. მე +18 -საც ვკითხულობ ( ბევრი ისეთი შინაარსიანი, ღრმა და ემოციურია, რომ ძალიან დიდხანს მიმყვება შთაბეჭდილება, ბევრი საყვარელი ავტორი მყავს) ასეთ გაწონასწორებულ ისტორიებსაც, ეს ყველაფერი წლებს მოაქვს. წარმატებები კიდევ ერთხელ და გელოდებით . პ.ს. მე -ის მანანა ვარ ,, ბუმერანგის,,, გაგრძელებას რომ გთხოვდით.

 


№8  offline მოდერი zia-maria

manana
ქალბატონო მზია, არ გაგიკვირდეთ, ამ საიტზე უმეტესად ახალგაზრდები არიან მკითხველები, +18 ელემენტებით გაჯერებული ისტორიები , უფრო მისაღებია მათთვის. მე +18 -საც ვკითხულობ ( ბევრი ისეთი შინაარსიანი, ღრმა და ემოციურია, რომ ძალიან დიდხანს მიმყვება შთაბეჭდილება, ბევრი საყვარელი ავტორი მყავს) ასეთ გაწონასწორებულ ისტორიებსაც, ეს ყველაფერი წლებს მოაქვს. წარმატებები კიდევ ერთხელ და გელოდებით . პ.ს. მე -ის მანანა ვარ ,, ბუმერანგის,,, გაგრძელებას რომ გთხოვდით.

kissing_heart მადლობა გაიხარეთ და გულით,სულით მიყვარს ყველა ჩემი მკითხველი.მე თქვენი თითოეული სიტყვის მჯერა და სწორედ ეს თქვენი შეფასებებია სტიმულს რომ მაძლევს.

 


№9 სტუმარი manana

zia-maria
manana
ქალბატონო მზია, არ გაგიკვირდეთ, ამ საიტზე უმეტესად ახალგაზრდები არიან მკითხველები, +18 ელემენტებით გაჯერებული ისტორიები , უფრო მისაღებია მათთვის. მე +18 -საც ვკითხულობ ( ბევრი ისეთი შინაარსიანი, ღრმა და ემოციურია, რომ ძალიან დიდხანს მიმყვება შთაბეჭდილება, ბევრი საყვარელი ავტორი მყავს) ასეთ გაწონასწორებულ ისტორიებსაც, ეს ყველაფერი წლებს მოაქვს. წარმატებები კიდევ ერთხელ და გელოდებით . პ.ს. მე -ის მანანა ვარ ,, ბუმერანგის,,, გაგრძელებას რომ გთხოვდით.

kissing_heart მადლობა გაიხარეთ და გულით,სულით მიყვარს ყველა ჩემი მკითხველი.მე თქვენი თითოეული სიტყვის მჯერა და სწორედ ეს თქვენი შეფასებებია სტიმულს რომ მაძლევს.

იმედია კომპიუტერი არ გიღალატებთ, ახალსაც მალე შეიძენთ.

 


№10 სტუმარი სტუმარი Lol

Auu es ra iyo male dade ra gtxov❤️❤️

 


№11  offline მოდერი Mary Drey

"ცხოვრებაში ზოგჯერ უთქმელი ტკივილი გვანადგურებს და სწორედ ის ტკივილები გვაიძულებენ გავიზარდოთ."- მომეწონა!

წინა თავი როგორც აღვნიშნე არ მომეწონა. მებავშურა. ამ თავში კი განვითარება გეტყობა. იმასაც მივხვდი, რომ ჩემმა კომენტარმა რაღაცა დოზით ჩაგაფიქრა. ეს კაია, რადგან ეს თავი ბევრად დახვეწილია, ვიდრე წინა თავები.
მომეწონა შინაარსი. სიტყვებიც ლამაზად გქონდა შერჩეული. უბრალოდ ერთი რაღაცაა. (მაგრამ არ მელევა.) კარგი იქნება შენს წიგნში სულ დიალოგები თუ არ იქნება. ეცადე უფრო თვალწინ დაგვიდგა ის ადგილი სადაც პერსონაჟები არიან. დიალოგები რა თქმა უნდა მთავარია, თუმცა თუ ნაწარმოებში სულ დიალოგია თავის ხიბლს კარგავს. მინდა შენი პერსონაჟები უფრო გავიცნო. არა სიტყვების მიხედვით, არამედ აღწერით... გრძნობებით. მინდა ვიცოდე რას გრძნობენ. როგორ სახლში არიან. რას ჭამენ... რას იცვამენ.
მოკლედ იმედია მიმიხვდი.
საბოლოო ჯამში კარგია, თუმცა იდეალური არ. ჩემი პირადი აზრით, თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებ მეტად კარგი ნაწარმობი გექნება.
წარმატებები!

 


№12 სტუმარი სტუმარი ლია

ვგრძნობდიიი ასეც მოხდებოდა კარგი შვილი ყავთ ყველაფერი მჯერა კარგად იქნება.მათი სიყვარულიც ძალიან ძლიერია

 


№13 სტუმარი manana

gelodebit moutmenlad, dges xom dagvpirdit

 


№14  offline მოდერი zia-maria

manana
gelodebit moutmenlad, dges xom dagvpirdit

disappointed_relieved მაპატიეთ,ძალიან შევეცადე წუხელ და თითქმის ბოლომდე დავწერე,მაგრამ წამიშალა კომპიუტერმა.პარასკევამდე ვერ დავდებ ახალ თავს ქალბატონო მანანა.

 


№15 სტუმარი სტუმარი მანანა

zia-maria
manana
gelodebit moutmenlad, dges xom dagvpirdit

disappointed_relieved მაპატიეთ,ძალიან შევეცადე წუხელ და თითქმის ბოლომდე დავწერე,მაგრამ წამიშალა კომპიუტერმა.პარასკევამდე ვერ დავდებ ახალ თავს ქალბატონო მანანა.

მადლობა, რომ მიპასუხეთ, ეხლა მოლოდინის რეჟიმში გადავალ, თორემ ყოველ წუთს ვამოწმებდი საიტს.

 


№16 სტუმარი manana

მოვიდა პარასკევი, გელოდებით.

 


№17  offline მოდერი zia-maria

manana
მოვიდა პარასკევი, გელოდებით.

heart_eyes ვიწყებ უკვე წერას,გავაკეთე საყვარელო და რა დროც იქნება დავდებ. heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№18 სტუმარი manana

მადლობა გელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent