შენ ხარ მიზეზი (5)
არ ვიცი რა დრო გავიდა,როცა გამოვფხიზლდი უკვე დღე იყო.თავთან,სავარძელში მირა იჯდა.იქაურობა მოვათვალიერე და გაოცების შეძახილი აღმომხდა: თითქოს სიზმარში ვიყავი: ერთი წვეთი სისხლიც კი არსად ჩანდა,ყველაფერი თავის ადგილას იყო. -რა მოგივიდა?? მესიჯი მივიღე თუ არა ეგრევე გამოვედი,ისე შემაშინე..-‘’მირას ხმა ყურთან ჩამესმა. -რა მესიჯი?-‘’აზრზე ვერ მოვედი. პასუხად ტელეფონი ამოიღო და ესემესი მაჩვენა: ‘’გთხოვ სასწრაფოდ გამოდი ჩემთან,თავს ცუდად ვგრძნობ’’. -ეს მე არ მომიწერია!-‘’უმწეობისგან წამოვიყვირე და როცა მირას გაკვირვებულ სახეს წავაწყდი,გადავწყვიტე ყველაფერი დეტალურად მომეყოლა. -რა ნაგავი ვინმე ყოფილა! აქამდე რატო არაფერი მითხარი? რამეს მოვიფიქრებდით,-‘’მირა ფეხზე წამოიჭრა. -ტელეფონი მომეცი ლადის დავურეკო ჩქარა! თითქოს არაფერი მომხდარიყოს,ჩემს ძმას ისევ ისეთი უდარდელი ხმა ჰქონდა.ტელეფონი გავთიშე და ტირილი ამივარდა. -როგორ გამომიყენა! მან ადამიანი მოკლა ჩემი ხელშეწყობით გესმის ეს რას ნიშნავს?? ეხლა რა გავაკეთო? მალხაზის როგორ შევხედო! ღმერთო რა მაინცდამაინც მე! პოლიციაშიც რომ წავიდე ვერაფერს დავამტკიცებ,არც მისი მისამართი ვიცი,არც ტელეფონი.ჭკვიანია აქ აღარ გაჩერდებოდა! ტირილი მირას მხარზე გავაგრძელე.არავის დანახვა არ მინდოდა,განსაკუთრებთ მალხაზის.ცხადი იყო,მე იქ გამჩერებელი აღარ ვიყავი. მეორე დღესვე წამოვედი სამსახურიდან.ჯერ მალხაზს არაფერი გაეგო ძმაზე და გაბადრული შემხვდა.მის კითხვებს თავი ავარიდე და სოფელში წასვლა მოვიმიზეზე ბებოს მოსავლელად.მირას უნდოდა გამომყოლოდა,მაგრამ უარი ვუთხარი და ჩალაგებული ბარგით ისევ იმ მატარებელში ავედი,რომელმაც ასეთი უბედურება მომიტანა. თამროს უწინდებურად გაუხარდა ჩემი დანახვა და რომ ვუთხარი დიდი ხნით ვაპირებდი დარჩენას,სიხარულით ცას ეწია.თუმცა მალევე შემატყო უგუნებობა და მიზეზი გამომკითხა. -ძალიან ცუდი რაღაც დამემართა თამრი!-‘’ თვალებში შევხედე და მივხვდი ,მას მაინც გამოვუტყდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. -რა მოხდა ბებია??-‘’ შიშნარევი მზერა მომაპყრო და ახლოს ჩამომიჯდა. -გახსოვს წინა მოსვლაზე მატარებელში გაცნობილ ბიჭზე რომ გითხარი? -კი,მერეე? -მერე ის რომ მასზე ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებ,,მგონი შემიყვარდა!-‘’ისევ ტირილი ამივარდა და თამროს შევხედე. მისი რეაქცია იმდენად უნიკალური იყო,რომ ტირილი შევწყვიტე და გაოცებული მივაცქერდი: დანაოჭებულ სახეზე ბედნიერების სხივმა გადაურბინა,ერთიანად გაიბადრა და ღიმილმა უფრო გაუნათა სახე.თავზე ხელი გადამისვა და მომეალერსა: -მერე რა გატირებს ჩემო გოგო? როგორც იქნა ვიღაც შეგიყვარდა.დარწმუნებული ვარ კარგი ბიჭია,ცუდს შენ არ შეხედავდი. ეჰჰ თამრომ რომ იცოდეს მისი გაცნობის ისტორია და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ჩემს სახლში,ყველაზე კარგ შემთხვევაში აქვე ჩაიკეცებოდა. აღარაფერი ვუთხარი ღიმილით დამდნარ ქალს და საოჯახო საქმეებში დახმარება შევთავაზე გულის გადაყოლების მიზნით. დრო სწრაფად გადიოდა.ისე მივეჩვიე თონეში გამომცხვარ პურებს,სახლის ყველს,სიწყნარეს და ბუნებას,რომ ქალაქში დაბრუნება აღარ მინდოდა.მალიკმა სიძულვილი ჩემს გულში უფრო სათუთ გრძნობად აქცია (როგორ მე თვითონაც არ ვიცი) და ამის გამო ჩემი თავი მეზიზღებოდა.როგორ შეიძლებოდა გრძნობები გამჩენოდა ასეთ ცივსისხლიანი ადამიანის მიმართ,როგორ შეიძლებოდა ისევ მასზე მეფიქრა.თუმცა ის კი დაზუსტებით ვიცოდი,რომ ჩვენ ერთად ყოფნა არასდროს გვეწერა.დარწმუნებული ვიყავი,რომ ის აღარც იყო საქართველოში,თავისი სურვილი აისრულა და ამაში მე დავეხმარე.მე მას აღარაფერში ვჭირდებოდი.. 2კვირის თავზე მირა და ლადი ჩამოვიდნენ.ცოტახანს ისევ მხიარულებამ დაისადგურა ჩემს გულში.სანამ ლადი ბებოს ხაჭაპურებს აგემოვნებდა,მირამ მომიყვა ბაქარს ეძებენ კვირაზე მეტიაო. -საწყალი მალხაზი მეცოდება,მართლა კარგი ადამიანია,-თვალწინ დამიდგა მასთან მუშაობის დღეები. -ჰოო,ადამიანს არ გავს,სულ სადღაც რეკავს,აქეთ იქეთ დარბის. ძალიან მინდოდა ჩემი ცხოვრების ის საშინელ დღეები მეხსიერებიდან გამექრო,თუმცა არაფერი გამომდიოდა. 4 თვე გავიდა ჩემს ტანჯვაში.თითქოს ცოტა დავმშვიდდი,ახალი სამსახური ვიშოვე,ვცდილობდი ხშირად მქონოდა კონტაქტი ხალხთან.ცოტა გარეგნობაც შევიცვალე,სათვალე და ბრეკეტები მოვიხსენი,რამაც მეტი თავდაჯერებულობა შემმატა. ერთ სამუშაო დღეს კარი საშუალო სიმაღლის,გემოვნებით ჩაცმულმა ბიჭმა შემოაღო.სწორედ ასე შევხვდით პირველად მე და დათა ერთმანეთს. ის არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა,თბილი,ყურადღებიანი და საოცრად გამგები.ვუყურებდი მას და ვხვდებოდი რომ ძალიან ბედნიერ ადამიანად მაქცევდა.მომწონდა მისი იუმორი,სიცილი,ის,თუ როგორ ცდილობდა რაღაცით გავეხარებინე და ჩემს სახეზე ღიმილი დაენახა.ჩვენმა შეხვედრებმა სისტემატიური სახე მიიღო.ვგრძნობდი,რომ დათა უზომოდ იყო ჩემზე შეყვარებული თუმცა ბოლომდე არ გამოხატავდა ამას.მეც არ ვჩქარობდი,მივყვებოდი ცხოვრების დინებას.დავდიოდით კლუბებში,კონცერტებზე,სხვადასხვა ღონისძიებებზე.მსიამოვნებდა მასთან ყოფნა და დიდი იმედი მქონდა რომ მეც ისე შემიყვარდებოდა როგორც მას ვუყვარდი.. დათას დაბადების დღე იყო.მირა მაკიაჟს მიკეთებდა. -როგორ მიხარია ასე ლამაზს და გაღიმებულს რო გხედავ,-‘’მითხრა მირამ როცა დაასრულა. -ისე შევეჩვიე დათას რომ არ ვიცი როგორ ვიყავი მის გამოჩენამდე,ძაან საყვარელია. -ლადი რატო არ მოდის? -არ ვიცი მაგას თავისი გეგმები აქვს ვიღაცა ყავს ხოიცი.. ტელეფონის ზარმა საუბარი შეგვაწყვეტინა. -წავედით დათა მოვიდა. საჩუქარს ხელი დავავლე და კიბეები ქუსლების კაკუნით ჩავიარეთ. მანქანას მიყრდნობილი,თეთრ პერანგსა და მუქ ჯინსებში გამოწყობილი დათა საოცრად სიმპათიურად გამოიყურებოდა.სიგარეტის ნამწვი მოისროლა და ღიმილით წამოვიდა ჩვენსკენ. -ძალიან ლამაზები ხართ გოგოებო! ,-‘’მოწონების ნიშნად ცერა თითი აგვიწია და მანქანის კარი გამოაღო. ყველაზე უხერხული მომენტი იყო,როცა კარი შევაღეთ და სუფრასთან მსხდომებმა ყველამ ჩვენ შემოგვხედა.სახეზე ეწერათ იცოდნენ ვინ ვიყავი.უხერხულობის დასაფარად შუახნის ქალი წამოდგა და მიგვიპატიჟა.ეს დათას დედა იყო თინათინი. გაცნობის ცერემონიამ როგორც იქნა ჩაიარა და სადღეგრძელოები დაიწყო.ცოტა რომ გახურდა სუფრა,დათამ სიტყვა ითხოვა.მირამ იმხელა მუჯლუგუნი გამკრა,ლამის სკამიდან გადავვარდი. -სიმართლე გითხრათ ეს სპონტანურად მოვიფიქრე,ალბათ არავის გაგიკვირდებათ და უკვე იცნობთ ჩემს გვერდით მჯდომ ამ ულამაზეს ადამიანს,ეს ლაილაა,ჩემთვის ის ყველაფერია,ღმერთს მადლობა რომ ასეთი ქალის სიყვარული მარგუნა წილად.და დღეს მინდა მას თქვენი თანდასწრებით გული და ხელი ვთხოვო,-‘’ამ სიტყვებზე დათამ ჯიბიდან პატარა ყუთი ამოაცოცა და ჩაიმუხლა,-‘’ირგვლივ ყველა გაიტრუნა,სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. -ლაილა,ცოლად გამომყვები? ვუყურებდი დათას,ამ უკეთილშობილეს ადამიანს,რომლის თვალებშიც ჩემს თავს ვხედავდი.ისეთი სასოებით და სიყვარულით სავსე მიყურებდა,არაადამიანობა იქნებოდა მისთვის უარის თქმა.მაგრამ ვიქნებოდი კი მასთან ბედნიერი? შევძლებდი შეყვარებას? ბევრი ფიქრის დრო აღარ მქონდა. -კი დათ..-‘’ მოვეხვიე..მქუხარე ტაში და შეძახილებიც გაისმა.ყველა ისე თბილად გვილოცავდა, გული ამომიჯდა.გვიან დავიშალეთ იმ ღამეს.მირამ არ დამაძინა,მეკითხებოდა როგორი კაბა მინდოდა,თმა როგორ მექნებოდა და ა.შ.როდის როდის ჩათვლიმა.მე კი დიდხანს,ძალიან დიდხანს ვფიქრობდი რამდენად სწორი ნაბიჯი გადავდგი.. სამსახურში უფრო ხალისით დავიწყე სიარული.იმ საღამოსაც ტკბილეული ავიტანე და ღიღინით გავაღე ბინის კარი. -შენ რა,ისევ ლაილას მღერი? დროა რეპერტუარი შეცვალო,-ოთახის კუთხიდან ნაცნობი ბოხი ბარიტონი გაისმა.ეფექტი ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა,პარკები ხელიდან გამიცვივდა და ადგილზე გავქვავდი. მოწოლილმა ცრემლებმა მეტყველების უნარი წამართვა.ვხედავდი,როგორ წამოდგა ახოვანი სხეული სავარძლიდან,მომიახლოვდა და ზევიდან დამაცქერდა.გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა,როცა მისი მძიმე ხელი თავზე ვიგრძენი.ვერ ვბედავდი ახედვას,არ მინდოდა მისი დაბრუნება,საერთოდ არ მინდოდა მენახა.. -რა მოგივიდა ქერა?-‘’მიამიტურად მკითხა და ნიკაპი ამაწევინა. -რა მომივიდა? რა გინდა?? რატო დაბრუნდი?? –‘’ვცდილობდი ძლიერი ტემბრი შემენარჩუნებინა,მაგრამ თვალები მყიდდნენ. წარბშეკრულმა ჩამხედა თვალებში. -იმისთვის დავბრუნდი რომ პატიება მეთხოვა.. მწარედ ჩამეცინა. -თავი დამანებე და აქ აღარასდროს დაბრუნდე გესმის? ახლავე წადი!-‘’თითი კარისკენ გავიშვირე. -სიმართლე გითხრა ვერ დაგივიწყე ..-‘’წვალებ წვალებით ძლივს ამოთქვა და თვალი ამარიდა. რაოო?? რა თქვა ? მგონი მომესმა..ის იყო კითხვა დავაპირე რომ“.. -მგონი შემიყვარდი ლაილა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.