Amor a primera vista 1
იმ დღეს,რატომღაც უცნაური შეგრძნებით გავიღვიძე. ჯერ კიდევ სიზმარში მოსმენილი სრულიად უცხო,ოდნავ ბოხი და თან ტკბილი ხმა ჩამესმოდა ყურში,სწორედ ამიტომ დაახლოებით ნახევარი საათი ვერაფრით გამოვფხიზლდი. მერე, მივხვდი სკოლაში დავაგვიანებდი და ელვის სისწრაფით გავემზადე. სახლიდან გასვლის წინ დედას გულში ჩავეკარი,ლოყაზე ვაკოცე, ჩანთა მხარზე მოვიგდე, ყურსასმენები მოვირგე და საბოლოოდ სკოლისკენ გავიქეცი. მთელი გზა, სიმღერის ნაცვლად უცხო,სასიამოვნო ხმა ჩამესმოდა და თან ვერაფრით ვარჩევდი სიტყვებს. სკოლაში,პირველ გაკვეთილზე თხუთმეტი წუთით დავიგვიანე და კარგადაც გავილანძღე ამის გამო,თუმცა რატომღაც საერთოდ არ მიდარდია და კუთვნილი ადგილი დავიკავე. თავი მერხზე დავდე და რადგანაც პირველი,ნახევრად გაცდენილი გაკვეთილი სამოქალაქო განათლება იყო გადავწყვიტე დამეძინა. ოცდახუთი წუთი გემრიელად,ისევ და ისევ უცხო ხმის თანხლებით მეძინა,თუმცა ზარის დარეკვისთანავე ვჭყიტე თვალები. მასწავლებელმა ერთი უცნაურად,უკმაყოფილოდ გამომხედა,თავი გააქნია და კლასიდან ბუზღუნით გავიდა. მისი გასვლა და ბავშვების ახმაურება ერთი იყო. მე კი,რატომღაც არც ხმაურის თავი მქონდა,არც გართობის და აღარც ძილის. - ლეა, ეს ნახე? - ვიღაც ბიჭის ფოტოს მიფრიალებს ნინია წინ. ბიჭს თითქმის ვერ ვხედავ,ამიტომ დიდ ყურადღებას არც ვამახვილებ და უბრალოდ უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს უარყოფის ნიშნად. - ახალი მსახიობია, მოკლედ ‘’კანფეეტ’’ რაა! რა ტანი,რა ცხვირი,რა სახე! - აგრძელებს ისევ. მე აღარ ვუსმენ და საბოლოოდ ნინიაც მიდის. არ ვიციამ გოგოს ჩემგან რა უნდა,მაგრამ რატომღაც მთელი დღე უშედეგოდ,მაგრამ დაჟინებით მთხოვს ‘’ახალი ბიჭის’’ ფოტოებს ვუმზირო და მასზე ინფორმაციას ვუსმინო. ბოლო გაკვეთილზე,მთხოვს მისი ცალი ყურსასმენი მოვირგო და ვიდეოს რთავს. ღმერთო ჩემო, ხ მ ა . აშკარად ის ხმაა,რომელიც მთელი დღეა თავს არ მანებებს. თვალებს ვჭუტავ და გონების მაქსიმალურად დაძაბვას ვცდილობ. - რა ჰქვია ამ ბიჭს? - ინტერესით ვეკითები ჭანტურიძეს და თან ვცდილობ დაინტერესება არ შემატყოს. - მიგელი,მიგელ ჰერანი. ამით მთავრდება მთელი ჩვენი საუბარი ბიჭზე,რომელიც მკაფიოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. მთელი დღე გულს ვერაფერს ვუდებ. ერთი სული მაქვს სახლში წავიდე,მაგრამ რატომღაც პარასკევი ზედმეტად იწელება,ამიტომ საღამოს,ცხრა საათზე უჩვეულოდ დაღლილი მივლასლასებ შინისკენ. - სახლში ვარ! - ვყვირი ბოლო ხმაზე და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ მივდივარ. ტანსაცმელს ვიცვლი. თბილ ჰუდსა და დიდ, უფრო თბილ ჩარვალს ვირგებ და ტელეფონ მომარჯვებული ვეხეთქები საწოლზე. არ ვიცი რატომ,მაგრამ უდიდესი სურვილი მაქვს რაც შეიძლება მეტი გავიგო ხმის პატრონზე. თან საკუთარ თავს ვუკრძალავ მასზე ინფორმაციის მოძიებას. ტელეფონს ვიღებ, საძიებო ველში ვწერ მის სახელს და მერე ისევ წარბშეჭმუხნული ვშლი. ასე მეორდება დაახლოებით ათასჯერ სანამ ნერვებმოშლილი საბოლოოდ უმისამართოდ არ ვისვრი ტელეფონს. უგულოდ,ზერელედ ვმეცადინეობ ორშაბათის გაკვეთილებს და საბანში ვეხვევი. მასზე ფიქრს ვერაფრით ვიგდებ თავიდან. ტელევიზორს ვრთავ ყურადღების გადასატანად და მხოლოდ ორი საათის მერე ვაანალიზებ,რომ საინფორმაციო გადაცემას ვაშტერდები თვალმოუშორებად ისე,რომ ერთი სიტყვაც არ მესმის. ჯიუტად ვწევარ გაუნძრევლად რამდენიმე საათი და საბოლოოდ ნერვებმოშლილს მეძინება. არ მახსოვს ის ღამე როგორ გადავაგორე, როგორ ვებრძოლე საკუთარ თავსა და ინტერესებს,მაგრამ ფაქტია - "მისი" ხმა აღარ გამიგია. შუადღის ოთხ საათამდე მეძინა და გაბრუებულმა ძლივს ავწიე შემდეგ თავი. დაახლოებით ათი გამოტოვებული ზარი და ჩვიდმეტი ესემესი დამხვდა. აბა თუ გამოიცნობთ ვინ იქნებოდა? ჭანტურიძე! რა უნდოდა? ისევ ე.წ. მიგელზე მწერდა . აი, "გასალანძღი" ტექსტის წერა,რომ დავიწყე მხოლოდ მაშინ მივაქციე ფოტოს ყურადღება,რომელიც ნინიას გამოეგზავნა და წამით გავშეშდი,გავშრი,თითები ვეღარ დავიმორჩილე. ვეღარაფერი ვთქვი, ვეღარაფერი მივწერე. საწოლიდან წამოვიზლაზნე, დაბუჟებული თითებით მოვძებნე სიგარეტის კოლოფი და აივანზე გავედი. ცივმა ჰაერმა თითქოს გონებაზე მომიყვანა,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დავუბრუნდი რეალობას... მარლბოროს ერთი ღერი ამოვაძვრინე კოლოფიდან და ნაჩქარევად გავუკიდე.თითქოს რაღაც უცნაური, ჯერ კიდევ გაურკვეველი გრძნობა ფეხის თითებიდან შემიძვრა სხეულში და რამდენიმე წუთში მთლიანად მომიცვა. პირველ ღერს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ბოლოს მეხუთე ღერზე ასულმა ძლივს ამოვისუნთქე. კარზე კაკუნმა შემაკრთო. სიგარეტი ჩავაქრე და ხმადაბლა, თითქოს უფრო ჩემთვის დავიძახე "შემოდი". - ბაჭია,კარგად ხარ? - მეკითხება დედა ისე,თითქოს ცდილობს ჩემი უცნაურობა ამოხსნას,მაგრამ თან არაფერი გამოსდის. მის "ბაჭიაზე" თბილად მეღიმება. - კი დე, ყველაფერი კარგადაა. - თითქოს მშვიდად ვპასუხობ,მაგრამ ამ დროს აფორიაქებას ძლივს ვმალავ. დედა ცოტა ხანს მიყურებს და შემდეგ ოთახიდან გადის. ჩემში რაღაც უცნაურ გარდატეხას ვერაფრით ვუძლებ,ამიტომ ისევ თავის მოტყუებასა და გრძნობების ჯანდაბაში მოსროლას ვარჩევ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.