შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ მიზეზი (6)


22-04-2020, 00:14
ნანახია 1 571

ეს ის წამი იყო,რომელზეც დიდი ხანი ვოცნებობდი.
კედელს მივეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი.მგონი ვგიჟდები.რას
მეუბნება ახლა ასეთ დროს! რატომ ღმერთო? მე ხომ ასე თავგამოდებით
ვცდილობდი მთელი ეს დრო მის დავიწყებას! ახლა მეც ისე ვატკენ გულს
როგორც ერთ დროს მან მატკინა.
-შეგიყვარდი? რას მეუბნები! ძალიან დაგაგვიანდა მალიკ! რა გეგონა
მოხვიდოდი და კისერზე ჩამოგეკიდებოდი?
ვთხოვდები! და ძალიან გთხოვ თავი ჩემგან შორს დაიჭირე!-‘’
ამ სიტყვებით მარჯვენა ხელის არათითი ცხვირწინ ავუფრიალე.
სახეზე ჩრდილმა გადაურბინა,.რადიკალურად შეეცვალა
გამომეტყველება.ძარღვები დაეჭიმა და კბილების კრაჭუნის ხმამ
ჩემამდე მოაღწია.
-ვხედავ დროს არ კარგავ!-‘’კბილებში გამოსცრა და ერთი ნაბიჯით
გამშორდა.წამოვენთე.
-ბატონო?რა ლაპარაკია? რას ნიშნავს დროს არ ვკარგავ? რამე მოხდა
ჩვენს შორის რაც არ ვიცი? ვინ ხარ საერთოდ?
ხელები სახეში უხეშად ჩამავლო და მაიძულა გავჩუმებულიყავი.
-გიყვარს? მიპასუხე გიყვარს ??-‘’მოლოდინით სავსე მზერით მიყურებდა.
დიდხანს..ძალიან დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში.
მისი თითები ჩემმა ცრემლებმა დაასველა.
-ნუ მტკენ..
მისი თითები ცოტათი მოდუნდნენ.
-წადი გესმის? წადი ..მეზიზღები შენივე საქციელების გამო!
მომეჩვენა რომ კმაყოფილს გაეღიმა.
-არ გათხოვდე ქერა,შენ მე გიყვარვარ ,მე ..რამდენიც არ უნდა უარყო,შენი
თვალები საპირისპიროს ამტკიცებენ..
ისევ ისე წავიდა,როგორც მაშინ..კედელთან ჩავიკეცე და უკვე ხმამაღლა
ავტირდი.ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს დათას ვუღალატე.ჩემი
ცხოვრება დრამას ემსგავსებოდა,აქა იქ ბედნიერი მომენტებით.
მისთვის არ მითქვამს საღამოს ვიზიტის ამბავი.მალიკზე
იცოდა და არ მინდოდა გამეღიზიანებინა.
ლადის ვთხოვდი სახლში დარჩენილიყო,აღარ მინდოდა მალიკის
სტუმრობა შუაღამით.მაგრამ ჩემი ძმა დამცინოდა,პატარა გოგო ხომ არ
ხარ მარტო დარჩენა რომ გეშინიაო.მიზეზი რომ სცოდნოდა ალბათ
თვალს არ მოხუჭავდა კართან ჩასაფრებული.ის ხან გუდაურში იყო
მეგობრებთან,ხან ბათუმში და სახლში თითქმის არ ჩერდებოდა.სწორედ
ეს იცოდა მალიკმა და ამით სარგებლობდა.ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი,
რომ არ დავთანხმებოდი იქნებ არც არაფერი მოსვლოდა ჩემს ძმას და
ვერც ეპოვა მეთქი,მაგრამ მაშინვე სიძულვილით სავსე თვალები
მახსენდებოდა და ვხვდებოდი რომ ის თავის სიტყვას შეასრულებდა.
..აქამდე ოპტიმისტი,საშინელ პესიმისტად ვიქეცი და ჩემი ამჟამინდელი
მდგომარეობა ორგანულად მძულდა.სულ მალიკის სიტყვები ჩამესმოდა
და სულს მიფორიაქებდა.დათა მატყობდა უგუნებობას,მაგრამ მიზეზს
ვერ ხვდებოდა და ალბათ ვერც წარმოედგინა.ჩვენ ისევ ვხვდებოდით
ერთმანეთს,ახლოვდებოდა ქორწილის თარიღიც..
ახალი წლის ღამეს ყველანი ჩემთან შევიკრიბეთ.ჩემს ძმას თავისი
შეყვარებული მოეყვანა და ისეთი ბედნიერი იყო,გული გამითბა.12ის
ნახევარზე,როცა ახალი წლის დადგომას ველოდებოდით და უკვე
დალევას ვიწყებდით,მობილურზე უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა.
ხმაურში ვერაფერი გავიგე და მეორე ოთახში გავედი.
-გისმენთ
-ქერა..მალიკი ვარ,-‘’გაჭირვებით ამოთქვა და გავიგონე რა მძიმედ
სუნთქავდა.გულმა რეჩხი მიყო,ხმა ვერ ამოვიღე.
-ვკვდები,დაჭრილი ვარ და მალე სისხლისგან დავიცლები,მესიჯად
რომ მოგწერე იმ მისამართზე მოდი გთხოვ,მინდა ბოლოჯერ გნახო..
-რაა? ვინ დაგჭრა?-‘’ხმა ამიკანკალდა და მაშინვე ქურთუკს დავავლე
ხელი,-სად ხარ? მოვდივარ!
სუფრასთან მხიარულება სუფევდა.სიცილი,ჭიქების ჭახუნი..ყველამ
მე შემომხედა..
-მე.. უნდა წავიდე.. მალე დავბრუნდები..
პასუხს არ დავლოდებივარ,კარი გავიხურე და კიბეები სწრაფად
ჩავირბინე.ტაქსის ლოდინში მისამართი ამოვიკითხე და პირველივე
მანქანას ხელი დავუქნიე..
..-სად გაიქცა? მოხდა რამე?-‘’ფეხზე წამოდგა დათა.
-ტელეფონი თან აქვს? დავურეკავ,-‘’ლადიმ მობილური ამოიღო.
მირანდა თითქოს მიხვდა რაც ხდებოდა,მაგრამ დაჯერება არ უნდოდა,
რომ ლაილამ ასე უცებ ყველას გადააბიჯა და მალიკთან გაიქცა.
-არ მპასუხობს,-‘’ლადი ანერვიულდა,დათასაც არ ედო სახეზე ფერი.
-ალბათ რაღაც სერიოზულია,დაველოდოთ გამოჩნდება..
ვერაფერზე ვფიქრობდი იმ დროს.ვიცოდი არ იყო გამართლებული ჩემი
საქციელი,ვერავინ გამიგებდა,თუმცა ჯიუტად ვუმეორებდი ჩემს თავს
რომ მას გასაჭირში ვერ მივატოვებდი...
მითითებულ მისამართზე კი არ მივედი,მივვარდი.კარი ღია იყო,შევედი
და თვალებით მალიკის ძებნა დავიწყე.ის კუთხეში,ტახტზე იწვა.
-რა მოგივიდა? –‘’ახლოს მივედი და ჭრილობის ძებნა დავიწყე.
მალიკმა კედელზე დაკიდებულ საათს ახედა.
-ახალ წელს გილოცავ ქერა!
სიბრაზის ტალღამ მთელ სხეულში დამიარა.მაშინვე წამოვხტი და
კარებისკენ დავაპირე წასვლა,თუმცა მალიკმა მკლავში ხელი ჩამავლო და
თავისკენ მიმიზიდა.
-შენ ვერავისი ვერ გახდები,შენ მარტო ჩემი უნდა იყო!
საკუთარ მკლავს დავეჯაჯგურე.
-გამიშვი! ნამდვილი ცხოველი ხარ! ვერ გიტან რომელ სიყვარულზეა
ლაპარაკი! უნამუს...
სიტყვის დამთავრება ვერ შევძელი.მალიკის ცხელი ტუჩები ტუჩებზე
მომეკრო და გონება დამიბინდა.შეწინააღმდეგება ვერ შევძელი,ან იქნებ
არც მინდოდა?! თითქოს მოვწყდი დედამიწას და სადღაც ცაში
დავფრინავდი.ეს იყო ჩემი პირველი კოცნა,რომელიც მთის შვილმა
მომპარა.მუხლები მომეკვეთა და მალიკს დავეყრდენი.
ის ღიმილით მიყურებდა.ისეთი ლამაზი იყო იმ წამს..მისი ყინულივით
ცივი თვალები გამღვალიყო და ახლა მხოლოდ სითბოს ასხივებდა.
-რას..რას აკეთებ?-‘’დავიჩურჩულე და ხელი ვკარი.
-დაშორდი დათა მეტრეველს..მაინც ვერ იქნები მასთან ბედნიერი.-
‘’ჩუმად,მაგრამ მკაფიოდ მითხრა და ხელები გამინთავისუფლა.
გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.თუმცა რაღა მიკვირდა,მან ხომ
ყველაფერი იცოდა ჩემზე.
-აღარასდროს შემაწუხო! დათას გავყვები და ძალიან ბედნიერიც ვიქნები.
შენთან მომავალი არ მაქვს და არც არაფერი მესაქმება.თავს ნუ იტყუებ
რომ მიყვარხარ..მეტჯერ აღარ გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში,აზრი არ აქვს..
-‘’რაც შემეძლო დამაჯერებლობა შევძინე ჩემს ხმას.
-ანუ აზრი არ აქვს?’’-ისევ დაუბრუნდა აისბერგი მის თვალებს,-კარგი!
თუკი ასე გინდა! მაგრამ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე! მასთან ვერ იქნები
ბედნიერი ქერა!-დამიმარცვლა.
აღარაფერი მითქვამს.უსიტყვოდ დავტოვე მალიკის ადგილსამყოფელი.
საშინელი ახალი წელი გამითენდა.ირგვლივ გამაყრუებლად ისმოდა
ფეიერვერკების ხმა,შეძახილები,მილოცვები..მე კი თვალცრემლიანი,
მარტო მივაბიჯებდი ქუჩაში,ყველა მძულდა იმ წუთას..ყველაფერი
თავდაყირა დააყენა არსაიდან მოსულმა ჩეჩენმა.
სახლში განერვიულებული ლადი და მირა დამხვდნენ.ყველა წასულიყო.
არ დამავიწყდება ჩემი ძმის გაოგნებული თვალები,როცა ყველაფერი
მოვუყევი.(რათქმაუნდა მუქარის და მკვლელობის გარდა)
ვუთხარი,რომ ჩეჩენი შემიყვარდა და ამის გამო საკუთარი თავი მძულდა.
ლადის საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა დათასთან,მოუთმენლად
ელოდებოდა ჩვენს ქორწილს და საერთოდ არ მოელოდა ჩემგან ასეთ
აღსარებას.თავზე შემოიწყო ხელები და ოთახში სიარულს მოჰყვა.არც
მირა იყო უკეთეს დღეში.
-და ახლა რას აპირებ?-‘’შემობრუნდა და წარბშეკრული დამაჩერდა.
-არაფერს,გავყვები დათას და აქედან წავალთ სადმე შორს რამდენიმე
ხანი..ვიცი დამთანხმდება..
-ლაილა,ცხოვრებას ნუ დაინგრევ და დათასაც ნუ გაწირავ...
-არა,ვიცი რასაც ვაკეთებ..-‘’გავჯიუტდი მე.
მეორე დილით დათამ დამირეკა სალაპარაკო მაქვსო.რაკი მარტო ვიყავი
ჩემთან ამოსვლა შევთავაზე.
საკმაოდ უგუნებოდ მოვიდა.წინა ღამის კვალი მაშინვე შევნიშნე.სახე
შეშუპებოდა.ყავა გამოვუტანე და იქვე ჩამოვჯექი.ლაპარაკის დაწყება
უჭირდა.ვერც მე ამოვიღე ხმა.სიგარეტის ღერი ამოაძვრინა და
მძიმედ მოქაჩა.
-იცი როგორ შემიყვარდი? შენს გამო სიცოცხლესაც კი დავთმობ.
ვფიქრობდი აჰაა ვიპოვე ჩემი ოცნების ქალი და მასზე ვიქორწინებ მეთქი.
პატარა ბავშვივით მიხაროდა,.შენ კი რა გააკეთე?
გამჭოლი მზერა მომაპყრო და მივხვდი უკვე იცოდა გუშინ სადაც წავედი
-დათა მე..-‘’დავიწყე მაგრამ ვინ მაცალა.
-ყველას თავზე გადაგვახტი და იმ დედამოტყნულ
მუსლიმანთან გაიქეცი!-‘’ხმას აუწია და თვალები აენთო.
ვერაფერი ვუთხარი საპაუხოდ.ის 100% მართალი იყო.
-ასე მე რატომ არ შეგიყვარდი რატომ მიპასუხე!-‘’ყავის ჭიქას ხელი
დაავლო და კედელს შეანარცხა.შემეცოდა.მთელი გულით შემეცოდა.
-მაპატიე..’’-სახე ხელებში ჩარგო და გაჩუმდა.მხოლოდ მისი მძიმე
სუნთქვა მესმოდა.
-მე ორ დღეში მივფრინავ.თავისუფალი ხარ ჩემგან ლაილა.გისურვებ ისე
შეუყვარდე მას,როგორც მე შენ მიყვარხარ..
დათა გულმოდგინედ მალავდა ცრემლიან თვალებს.მივხვდი,ის ჩემზე
რაოდენ მაღლა იდგა ადამიანობით.მას არ უნდოდა გვერდით ჰყოლოდა
ქალი,რომელიც სხვაზე ფიქრობდა.არც ბრძოლა ისურვა,უბრალოდ
პოზიცია დათმო და განზე გადგა.მან ზუსტად იცოდა როგორ უნდა
მოქცეულიყო ამა თუ იმ სიტუაციაში.ამის გამო ძალიან ვაფასებდი.
ჩუმი ქვითინით მოვიხსენი ბეჭედი,ახლოს მივედი და მუჭში ჩავუდე.
-მე არ ვარ შენი ღირსი დათ.მაპატიე ძალიან გთხოვ..დამიჯერე მე
თვითონაც არ მინდოდა ასე მომხდარიყო..მე მიყვარხარ შენ ..
-მაგრამ არა ისე,როგორც ის გიყვარს..-სევდიანად დაასრულა
დათამ,წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით კარისკენ წავიდა:
-იმედია ბედნიერი იქნები ლაი..
არ ვიცი ამდენ ემოციას როგორ უძლებდა ჩემი გული.ახლა ისე სუსტად
ვგრძნობდი თავს,როგორც არასდროს.უსუსური ვიყავი და ეს მაგიჟებდა.
რატომ არ შეიძლება ჩვენც ის გვიყვარდეს ვისაც ასე ძალიან ვუყვარვართ?
რატომ გვინდა იმასთან ყოფნა ვინც ცუდად გვექცევა,გვატყუებს,რატომ
იწევს გული მისკენ რატომ??
დეპრესია რა იყო არ ვიცოდი და საშუალება მომეცა გამეგო.დედა ძალიან
ნერვიულობდა ჩემს გამო,ლადიც,მირაც..მაგრამ ყველაზე მეტად მაინც
მე მეცოდებოდა ჩემი თავი,რადგან ვერაფერს ვუხერხებდი.ჩაშლილი
ქორწილი,უამრავი კითხვები,ახლობელ-მეგობრების რაღაცნაირი მზერა..
ეს ყველაფერი უფრო მთრგუნავდა და მაღიზიანებდა.მალიკიც დაიკარგა,
ამან უფრო შვება მომცა და იმედი გამიჩნდა რომ აღარასდროს
დაბრუნდებოდა ჩვენი ბოლო საუბრიდან გამომდინარე.
ნელ ნელა ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა.კითხვებმაც იკლო
ჩემს გარშემო,ხალხს სხვა საჭორაო გამოუჩნდა.
მალხაზის სააგენტო გაუყიდია და სხვა ქალაქში გადასულა.ალბათ ასე
უკეთესიც იყო,ლოდივით მაწვა გულზე მისი ამბავი.
ცივი ზამთარი ბოლო დღეებს ითვლიდა,როცა მირამ გამომიარა.
-ლაი,გამოფენაზე წამომყვები? თაკოს წაყოლას შენ წამომყვე მირჩევნია..
–რა გამოფენაა? –''
–არ ვიცი,ახალგაზრდა მხატვარია..სიმპათიური.უცოლო..
''ბოლო სიტყვები ეშმაკურად წარმოთქვა და აკისკისდა.
–ოჰ კარგი რაა..ხომ იცი არ მიყვარს მასეთი დაგეგმილი რაღაცეები.'–
–ხელი ავიქნიე და ყავის ჭიქა მაგიდაზე შემოვდგი.
–შენ წამოდი,დანარჩენი მე ვიცი.
–მირა ხვალ ვმუშ...
–ვიცი რომ უპრობლემოდ შეგიძლია ერთი ორი საათით გამოხვიდე.'
–''აღარ დამამთავრებინა და უკვე დროზე შემითანხმდა.
ორშაბათს მართლაც ადრე გამოვედი და მირას გავუარე.ისე იყო
გამოპრანჭული,თითქოს ქორწილში მივდიოდით.კიდევ ნახევარი საათი
სარკესთან იდგა და ბოლოს,საკუთარი თავით კმაყოფილი ქუსლების
კაკუნით გამოვიდა მისაღებში.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

როდის დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent