შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ სამნი (სრულად +18)


22-04-2020, 13:41
ავტორი Azhula
ნანახია 5 558

"- სულ რაღაც შვიდი წლის ვიქნებოდი ჩემმა მშობლებმა ქალაქგარეთ ცხოვრება რომ გადააწყვიტეს. ვინაიდან და რადგანაც ასეთი სახლი მხოლოდ ერთი იყო ისიც მიყრუებულ ტყეში ჩაფლულ სოფელში მაინც აქ გადავწყვიტეთ ცხოვრება. ეს სახლი ჩემს დიდ ბაბუას ჰქონდა ჩვენთვის დატოვებული. რადგან მამას გაყიდვა ენანებოდა ვინიცობაა და რამეში გომამადგეს
მერე სად წავიდეო? ხოდა გამოგვადგა კიდეც და აქ ცხოვრებასაც ვაპირებდით.
მოსახლეობის სიმრავლით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ვინც ცხოვრობდა კეთილი და პატიოსანი ხალხი იყო მამას თქმით.
იქ დავიწყე სკოლაში სიარული და საკმაოდ კარგ გარემოცვაშიც მოვხვდი. გარშემო ყველაფერი კარგი მესმოდა. სახლში ჩემი
მშობლები მუდმივად სიყვარულით შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში. სკოლაში კი სანდომიანი და მეგობრული მასწავლებელი გვყავდა. ბავშვებიც კეთილები და თბილები იყვნენ ძალიან მალევე დავმეგობრდით. მეზობლები ძალიან შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ერთმანეთთან და ჩვენი ოჯახიც ასე მიიღეს.

ერთი იყო სოფელი მთლიანად ტყეში იყო ჩაფლული და ხალხს საქონელს ხშირად სტაცებდა მტაცებელი და ამის გამო ყოველთვის გაწამებული იყო სოფლის მოსახლეობა.
თუმცა ეს ქვეყნის ხელისუფლებას დიდად არ ადარდებდა, ამიტომ ხალხიც მიჩვეული იყო მტაცებლის საშიშროებას.
ჩემი მდგომარეობა კი ძალიან კარგი იყო უამრავი საყვარელი მეგობარი მყავდა, რომეთანაც დროს ძალიან კარგად და დიდხანს ვატარებდი.
თუმცა კიდევ ერთი
მეგობარი მყავდა, ახლახანს გამახსენდა...
არა ჩემი ასაკის არ იყო. მეტიც ბაბუად მეკუთვნოდა, მაგრამ მასაც გადასარევად ვუგებდი.
მიყვებოდა ბევრ საინტერესო ისტორიას მე კი მდუმარედ ვიჯექი და ვუსმენდი ხანდახან მეც ამიყოლიებდა ლაპარაკში და ხშირად გამოგვდიოდა კიდეც დიალოგი...
როდესაც სრულწოვანი გავხდი წარმატებით დავასრულე სოფლის სკოლა და დედაქალაქში წავედი სასწავლებლად. თან სოფლის ამბებს ვგებულობდი პერიოდულად თან ჩავდიოდი და ჩემებს
ვნახულობდი.
რამდენიმე ხანში გავიგე, რომ სოფელში სერიული მკვლელი გამოჩნდა, რომელმაც ჯერ საქონლის დახოცვით და შუა ტრასაზე მისი ნარჩენების დაყრით დაიწყო. შემდეგ კი პატარა ბავშვების მოტაცებითა და მოკვლით განაგრძო.
ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართულო საგამოძიებო პოლიცია, მაგრამ უშედეგოდ.
მკვლელი ზედმეტად ჭკვიანი და კარგი სტრატეგოსი აღმოჩნდა.
მკვლელობის და გატაცების ადგილებზე დანაშაულის ამსახველი სამხილი არ მოიძებნებოდა, რასაც ჩიხში შეჰყავდა გამოძიება.
მთელო სოფელი გაოგნებული იყო და მეც ძალიან დაზაფრული ვიყავი რადგან ჩემს სოფელში სადაც გავიზარდე ასეთი საზარელი დანაშაული ხდებოდა.
მკვლელი კი აგრძელებდა მკვლელობათა სერიებს პირდაპირ პოლიციის წინ ისე რომ მას ვერავინ ხედავდა, ან იტაცებდა და შემდეგ კლავდა ან საკუთარ სახლშივე ასრულებინებდა სიცოცხლეს მსხვერპლს, საზარელი სიკვდილოს ხერხებით.
ამას ყოველთვის შუაღამეს აკეთებდა, როდესაც სავსე მთვარე საზარლად ამოცურდებოდა კუპრივოთ შავ ცაზე თითქოს ხელს უწყობდა მკვლელს მისი საქმის პროფესიონალურად შესრულებაში. დაპანიკებული ხალხი ვეღარ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. მე კი ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა... მართლა ვერ ვიაზრებდო და ჩემი მშობლების გამოც არ მეშინოდა ისინი რამდენიმე თვის გარდაცვლილები იყვნენ.
მკვლელობის სერია რამდენიმე წელი გაგრძელდა...
მას შემდეგ აღარაფერი მსმენია ჩემი მშობლიური "სახლის" შესახებ. არც მომსურვებია, რომ ვსტუმრებოდი მაინც."- ერთი ამოსუნთქვით დაასრულა თხრობა მამაკაცმა და მის წინ მჯდარ გამომძიებელს სევდიანი მზერა მიაბყრო.
- იქნებ გაიხსენოთ შემდეგ რა მოგიყვათ?- ზედმეტად ფრთხილად შეაპარა გამომძიებელმა თითქოს ეშინოდა მამაკაცის წყობიდან გამოსვლის, მაგრა მოზეზი თავადაც არ იცოდა.
"- რამოდენიმე თვეში ისევ დავბრუნდი სოფელში ჩემი მშობლების საფლავის მოსანახულებლად. ცრემლებით გავიხსენე ჩემთვის საყვარელი ადამიანები და ლამაზი ყვავილები მივუტანე საფლავზე. ყოველთვის მიყვარდა აქ სიარული ცოტა საზარელ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ აქ ჩემი მშობლების სხეულები ესვენა და არ მადარდებდა. ცოტა მოსაღამოებული იყო და ჩემი ყურადღება საფლავებს შორის მოსეირნე გოგომ და ბიჭმა მიიბყრო. მათ მივუახლოვდი და თითქოს იქ არც ვარსებობდე ისე დამაიგნორეს.
- ჰეი თქვენ!- დავუყვირე და ორივემ ერთდროულად გამომხედა.
- გისმენთ?- ჩემსკენ დაიძრნენ ორივე რთად და ცოტა შემეშინდა, მაგამ ვერ ვხვდებოდი რატომ იწვევდნენ ისინი ამ გრნობას ჩემში.
- ასე გვიან თქვენი ასაკის ბავშვები რას აკეთებენ სასაფლაოზე?
- და რა პრობლემაა?- ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ.
- სოფელში არსებული სერიული მკვლელის შესახებ არაფერი გსმენიათ?
- რაა? - უცბად ორივემ ისეთი ხარხარი ატეხა ცოტაც და მეც ავყვდებოდი.- რა სერიული მკვლელი? ესეთი არასდროს არაფერი მომხდარა ამ სოფელში.
- ბავშვებო, ეტყობა თქვენ ინფორმირებული არ ხართ ამ საკითხთან დაკავშორებით ამიტომ სჯობს ახლავე დაბრუნდეთ სახლებში.
- ჩვენ კი არა შენ არ ხარ ინფორმირებული და ვფიქრობ რაღაცეებიც გეჩევენება.- წინ დოინჯოთ დამიდგა ქერათმიანი გოგონა- ეს სოფელი ყველაზე უსაფრთხო დასახლეებაა ამ რეგიონში ამიტომ შეგიძლია დამშვიდდე და უაზრო ფიქრები თავიდან ამოიგდო.- ისე მესაუბრებოდა მართლა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი მეგონა სერიული მკვლელის შესახებ. ბიჭიც ისე დემონურად იღიმოდა იმ წამსვე მივხვდი რაშიც იყო საქმე. ახლა კი ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ სწორედ ეს ბავშვები იყვნენ მკვლელები და ჩემი გაცურებაც მოინდომეს.
განვრისხდი და ჯიბეში ჩადებული რევოლვერი ამოვიღე რომელსაც ყოველი შეთხვევისთვის ვატარებდი. ორვეს პირდაპირ კეფაში გავარტყი და შეშინებული სად გავრბოდი უკვე აღარ მახსოვს... ამ მკვლელობის შემდეგ თითქოს ფეხები მე არ მემორჩილებოდა დ თავად პოულობდა კარგ დასამალ ადგილს ისე რომ არავის არაფერი ეეჭვა" სულ ესაა რაც დენისმა მითხრა- დაასრულა კაცმა და წვერზე ჩამოისვა ხელი ნერვიულად.
- გასაგებია. ესეიგი ეს მკვლელობათა სერია მისი განხორციელებულია?- ჩაეიკითხა გამომძიებელი.
- როგორც ჩანს. ყველაფერს არ მიყვებოდა, რადგან როდესაც გავიცანი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. უბრალოდ ჩემი პატარა მეგობარი იყო და ხშირად მსტუმრობდა. შემდეგ როგორც ვთქვი სასწავლებლად წავიდა და როდეასაც ეს მკვლელობები ხდებოდა ისევ დადიოდა ჩემთან. ეხლა ფსიქიატრიულშია ალცაიმერი აქვს გეცოდინებათ რომ თავისივე პირით აღიარა მისი ბოლო მკვლელობა დასრულდა ამ ორი ბავშვის სიკვდილით. თუმცა არ ახსოვს მათ როდის კლავდა ან შემდეგ როგორ იმალებოდა ესე კაგად. ამას გარდა ჩემთვისაც არაფერი აქვს მოყოლილი უბრალოდ ეგ ბიჭი ბავშვობიდან ჩემს თვალწინ იზრდება და მუდამ მაინტერესებდა რა ხდებოდა მის ცხოვრებაში ააი სულ ესაა...
- გაააგებია. მისი პირველი მკვლელობა კი მისი მშობლებით დაიწყო ასე არაა?
- დიახ.- თავი დუქნია მოხუცმა- მისი ბოლო სიტყვები იყო "მკვლელობა ორგაზმია" ახლა კი უბრალოდ გამოფიტული სხეულია, რომელსაც არანაირი სიცოცხლია ნიშან წყალი აღარ ატყვია. ვფიქრობ მან უკვე მიიღო სასჯელი...-გულის წყვეტით ამოილაპარაკა მამაკაცმა და ნელი ნაბიჯებით დატოვა დაკითხვის ოთახი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent