ტაი-გერი
ტაი ვის უყვარს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა? მე ნამდვილად არა, მაგრამ დედაჩემს როგორც ყოველთვის ეგოისტური შემოტევები აწუხებს ხოლმე, ის ხო მხატვარია ხან პიესებს წერს, ხანაც მსახიობობს და იღლება ამ ერთფეროვნებით აი მე კი არასდროს შევუწუხებივარ სურვილს შემეცვალა ერთფეროვნება. რა არის ამაში ცუდი? არც არაფერი, წევხარ მთელი დღე და აკეთებ არაფერს, წარმოიდგინეთ რომ მარტივია? სულაც არ არის ასე, რამდენი ენერგია გჭირდება იმისთვის რომ მოიფიქრო რა აკეთო უსაქმურობის ჟამს... ამ ბოლო დროს ერთი საინტერესო გასართობი ვიპოვნე, მთელი დღე ვუყურებ სერიულ მკვლელბზე სიუჟეტებს, რამდენი ახალი გავიგე, თურმე მათი ტვინიც ისეთივეა როგორიც ჩვენი, მაგრამ რაღაც „ტოჩკა“ აქვთ აი ბავშვობის სტრესიო თუ რაღაც მაგას თუ შეეხე მორჩა, ზოგიერთს სექსუალური მოთხოვნილებები ჩვეულებრივიდან განსხვავებული აქვთ, აი კულმინაცია მაშინ აქვთ როდესაც ვიღაცას კლავენ, ზოგიერთს საერთოდ ბავშვობაში დედა ან მამა თუ სცემდა მის მსგავსებს კლავენ აი ქერა თმიანი გამხდარი ქალი დაუშვათ, როგორიც დედაჩემია, მეც რთული ბავშვობა მქონდა ნაყინებს არ მაჭმევდნენ, არც ტკიბილს, კოკა-კოლაც პირველად 14 წლისამ გავსინჯე, თითქოს სიგარეტი ან ყოფილიყო. ერთი მხრივ კარგია ცელულიტი არასდროს მქონია, მაგრამ მაინც პუტკუნა ვარ -არ ხარ პუტკუნა, გემრიელი გოგო ხარ - ასე მეუბნება ყველა ვინც იღლება ჩემი წუწუნით, ესეც იმის გადმონაშთია, რომ უაზრო დიეტებით ჯერ ანორექსიამდე მივედი და მერე ბულემია“ავიკიდე“, დღემდე სამწუხაროდ შემომრჩა ეს საშინელი ჩვევა, როგორც კი ზედმეტს მივირთმევ იმ წუთშივე უნიტაზს ვეხუტები, ესეც ტვინიდან მოდის როგორც ჩანს, თითქოს საკუთარ თავს ვტანჯავ იმის გამო რომ ვერ ვხვდები როდის უნდა გავჩერდე, ვიცი რომ 59 კილოგრამი ბევრი არ არის, მითუმეტეს საშუალო სიმაღლეზე, მაგრამ რა ვქნა? ამ ჩანაწერებს რატომ ვაკეთებ? -არ ვიცი, უკვე 3 წელია და დავიღალე სიმართლე გითხრათ, რატომღაც მომინდა ყველასთვის მეჩვენებინა გზა რომელიც გავიარე, ეს არც გეიშას მემუარებია და არც ანა ფრანკის დღიურები. მე უბრალო ტაი ვარ, არა უბრალოდ არ უნდა დამეწერა ნამდვილად უბრალო ვარ. -ვინ არქმევს ბავშვს ტაისიას? ისეთი სახელია სულ მოფერებით რომ ეძახი და ენის ჩლექვით, შევამოკლე და მხოლოდ ტაი დავტოვე, ესე უფრო კარგია კო-ს ვერავინ დაამატებს ასე ჯობია. ეს 3 წელი რაც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში დიდი არაფერი არ იყო ეხლა მივხვდი, რომ არც არაფერი გამივლია ამიტომ ჯობია შევეშვა ჩემი ცხოვრების აფიშირებას და ყავა დავლიო, დილით სიგარეტს და ყავას რა ჯობია?- არც არაფერი. სიგარეტის მოწევა დედამ დამაწყებინა, ნუ პირში ძალით არ ჩაუთხრია თუმცა შემაყვარა, სადაქალოს რომ შემოკრიბავდა და ათასი რჯულის კაცების განხილვა, რომ მიდიოდა ის სიტუაცია მომწონდა, თითქოს სიგარეტის და ღვინის გარეშე არაფერი იქნებოდა, თავის ძალას და იდუმალებას დაკარგავდა ეს ყველაფერი, სწორედ ამიტომ დავიწყე მოწევა. დედაჩემს კამილა ქვია, აქაც ორიგინალურობამ წამოყო თავი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მომწონს, მამაჩემი ნახევრად არგენტინელი და ნახევრად ქართველია, დედაჩემმა არგენტინაში გაიცნო, როდესაც ცეკვით იყო გატაცებული და მოგზაურობდა, ამიტომ მამაჩემმა არც იცის რომ ვარსებობ და არც მე ვიცი ვინ არის რეალურად. ოჯახური დრამებით არ დაგღლით, უბრალოდ დღეს გავჩერდები, მგონი ეს რვეული უნდა გადავაგდო, დამღალა. ავტორი -კამილა ამ კარებზე ორმეტრიანი ურდული აუცილებელია რომ მოვატეხო თუ შემომიშვებ?-ტელეეფონში ჩაყვიროდა ქალი -ხო, ხო მოვდივარ-მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამაწვრილებელი კაკუნი მოისმა სახლში ქალმა მხარით დაიჭირა ტელეფონი და ხელის სწრაფი მოძრაობით მეგობარი შემოუშვა -ყველაფერი გაძვირდა, აი წარმოგინია მრგვალი პური, რომ ღირდა 20 თეთრი, ეხლა ლარი და ოცი თეთრი ღირს, ამ დოლარს რა ეშვლება-ქაქანს არ წყვეტდა -კარგი რა შემოდი და მერე იყოს ეს ლანძღვა-გინება-კამილა სამზარეულოში შევიდა სამზარეულო ძველებური სტილისა და თანამედროვეს ოსტატური შერწყმით გამოირჩეოდა, დიდი და ნათელი ფანჯრები, ხის უჯრები და სენსორული ღუმელი, კუთხის რბილი სავარძელი და შუაში ხის მაგიდა, რომელზეც მუდმივად ცოცხალი ყვავილები იდგა, პირდაპირ მზის შუქი ეცემოდა ლამაზ ნარცისებს, გამწოვი ჩართული იყო, რადგან დიასახლისი სადილს ამზადებდა -მოდი რა დაჯექი, რა კეთებები აგიტყდა -ჯერ ნინას დაველოდოთ -კამი თუ არ მომიყვები იცოდე გავიბერები, კიდევ გავიბერები და გავსკდები, ისედაც ფეხით ამოვასკდი მე-8 სართულზე, რა არის ეს რომელი საუკუნეა ლიფტი რომ არ მუშაობს -არ მინდა ტაიმ გაიგოს, დაიღალა და დაისტრესა ბავშვი ხან ერთი კაცი, ხან მეორე -იცი რა შენს ტაის მაგრად კიდია, თანამედროვე ბავშვები ხო იცი როგორები არიან, ათუნას სულ ვეუბნები დაალაგე, ისწავლე, რამე გააგეთე შვილო და იცი რას მპასუხობს? -რას?-სიცილს ვერ იკავებდა დაქალის ქოთქოთზე კამილა -რას და დაიკიდე დე, მოგეშვება -ვაიმე გაჩერდი ლელა გთხოვ, ამ ბავშვებს ეს დაიკიდე გონიათ სამყაროს გადამრჩენელი თითქოს მარტივი იყოს, დაკიდება რომ ასეთი მარტივი ყოფილიყო მგონი ადამიანი 200 წლამდე იცოცხლებდა -ნუ იტყვი, აი ხო იცი ევროპის ქვეყნებში სამსახურში რომ იტყვი, რომ სტრესი გაქვს ეს შეჩვენებულები თითქოს, კიბო გქონდეს ზომბებივით აყვეებიან-სტრესი, სტრესი, სტრესი, ისე ეშინიათ უფროსები აქეთ გაცმევენ „კურტკას“ და ბიულეტინს გიწერენ ოღონდ ეგ არ დაგემართოს-ლელამ გვერდზე დადებული სობრანიეს კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და გაუკიდა, პირველი ნაფასი გემრიელად ამოარტყა და თითქოს წამი გაირინდა -მაინც არ მიყვები ხო იმ ლევანიზე თუ თამაზიზე? -ლევანი გოგო რა თამაზი? აი მოვიდა ნინაც-კარზე ბრახუნი ატყდა, ეს იმის მაჩვენებელი იყო რომ ნინა კარებთან იდგა და ისევე მძიმედ აბრახუნებდა როგორი ხასიათიც ქონდა ნინა 44 წლის პუტკუნა, წითური ქალი იყო მუდამ აჯაჯული ტანსაცმლით დადიოდა, 20 წლის გოგონა ყავდა, ბუღალტრად მუშაობდა რაღაც კომპანიაში და არასდროს ლაპარაკობდა სამსახურზე, ეზიზღებოდა ეს უკანასკნელი, აი თავის შვილს კი აღმერთებდა, ლიკამ ეს პრიზი აიღო, ლიკა ვიოლინოს დედოფალია, დედა ენაცვალოს, მის მძიმე ხასიათში ორი ნათელი წერტილი იყო შვილი და დაქალები, სხვა არაფერი აინტერესებდა. ლელა 45 წლის, საშუალო ტანის შავი თმითა და გამომწვევი თვალებით, ქმრის სიერთგულით და 2 ბიჭით იწონებდა თავს, სტილისტი იყო და ამავდროულად ვიზაჟისტი, როგორც თვითონ ამბობდა ქალი მუდამ ფორმაში უნდა ყოფილიყო, თუნდაც ნაგვის გადასაყრელად გასულიყო. კამილა ამ ორთან შედარებით პეპელა იყო, გამხდარი და ნაზი, თუმცა, ქონდა „გაჭედვები“ და ამ დროს რადიკალურად სხვა ხდებოდა. ერთმანეთი შოუს გადაღებისას გაიცნეს რომელიღაც მეორეხარისხოვან ტელევიზიაში, 20 წლის წინ და ამის შემდეგ განუყრელები გახდნენ, ეხლაც ერთად სხედან სამზარეულოში და განიხილავენ კამილას ახალ სიყვარულს, 48 წლის ცოლს გაშორებულ ლევანს, რომელსაც ერთი ცოლისგან გოგონა ყავს და მეორე ცოლთან ბავშვი არ ყავდა და ამიტომაც გადაწყვიტეს ეშვილებინათ ბიჭი, თუმცა, მათი ქორწინება 7 წელში ჩაიშალა რადგან არ იყვნენ ერთმანეთისთვის შექმნილები. ლევანი კამილასთან სულ ახსენებდა, რომ მიშო, რომელსაც მეგობრები მიკის ეძახიან, ისევე უყვარს, როგორც ნამდვილი შვილი. -სანამ არ ვნახავ ვერაფერს ვიტყვი, იცი ამ ხნის ასაკში დაოჯახება ცოტა უცნაურია და თან სად გაიცანი? ინტერნეტში? რაღაც არ მჯერა ეგეთი ამბების -ლელა კარგი რა, გაგვაცნობს და დაიჯერებ აი მე მჯერა, ჩემს იდიოტ ქმარს კი გავყევი 18 წლის ასაკში, მაგრამ რა ვერ მიღალატა თუ ვერ იყო გამოთაყვანებული? ვითომ პირველი სიყვარული-ამოიოხრა ნინამ -ხო ეგეც მართალია მოკლედ გაგვაცანი კამილა, დღესვე დაურეკე -ეგრე სერიოზულად ჯერ არ არის საქმე, ტაისაც არ ვიცი როგორ მოეწონება ეს ამბავი, მოკლედ რთულია, მაგრამ გაცნობით გაგაცნობთ, იცი მგონია გამაბედნიერებს -ხო, კარგი იქნება იმსახურებ ბედნიერებას დაქალები ღამემდე განიხილავდნენ ლევანის ამბებს, ღვინისგან შეჟუჟუნებულ კამილას კი აიძულეს ლევანი ამოეყვანა, შოკირებულები დარჩნენ მისი გარეგნობით, კულტურითა და მწვანე წყლიანი თვალებით, როგორც გაიგეს ლევანს სადაზღვევო კომპანია ჰქონია და თბილისის პრესტიჟულ უბანში ორსართულიანი სახლი, ბოლოს ყველაფერი მატერიალურამდე დადის, რადგან ამ ბოლო ინფორმაციამ ყველაფერი გადაწონა და ნასვამი დაქალების დარიგების შემდეგ ზარი გაისმა კამილას ტელეფონზე -ეს ის კაცია ვისაც თავისუფლად უნდა გაყვე ცოლად- თითქმის ერთად თქვეს დაქალებმა და ეს იმას ნიშნავდა, რომ ლევანს „მწვანე“ ქონდა. ტაი დედაჩმი გათხოვდა, რა მაგარია არა 43 წლის ასაკში გათხოვება, ვერაზეე გადავდივართ საცხოვრებლად, მე ვინმე რამეს რომ მეკითხებოდეს კიდევ არაუშავს, ერთი პლიუსი აქვს ამ ამბავს უნივერსიტეტში წოწიალი არ მომიწევს ჯიქიიდან და უფრო ახლოს ვარ. მეგონა გადასვლაზე ლაპარაკი ხუმრობა იყო, ლევანი კარგი კაცია, მაგრამ მე რა ? თან როგორც გავიგე ორი შვილი ყავს, კიდევ კარგი ის გოგო გათხოვილია, და ეს ბავშვის აყვანა კიდევ რა უბედურებაა როცა შვილი უკვე გყავს, თან ბიჭის, მაგრამ ალბათ გვარის გამგრძებელი უნდოდა, ურუშაძე რა ისეთი გვარია ნეტავ რომ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ რა სისულელეებს ვამბობ, ყველას თავის ცხოვრება აქვს, მე ვინ მეკითხება. ეს ჩემი დღიურია და რასაც მინდა იმას ვწერ იმიტომ მაქვს დიდი გული. ის ბიჭი სად ცხოვრობს? დედამ მითხრა თავისი სახლი აქვსო, კიდევ კარგი, ჩვენსას ვაქირავებთ, ის ფული კი ჩემი იქნება ესეც ერთი პლიუსი ამ გიჟი ისტორიიდან. მოკლედ არ ვიცი რა იქნება... ვნახოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.