შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასჯილნი?!


22-04-2020, 19:08
ავტორი ლელეპონს
ნანახია 676

-ლამაზი ღიმილი გაქვთ- მეღიმება, ახალგაზრდა ბიჭის დაბნეულობასა და სიწითლეზე - უფროსწორად მარტო ღიმილი კიარგაქვთ ლამაზი, თქვენ ძალიან ლამაზი ხართ - უფრო წითლდება, დაბნეული კი თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებს.
- ღიმილი ბრეკეტების დამსახურებაა, ცხვირი და ტუჩები კარგი პლასტიკური ქირურგის, სხეულის ფორმები კი უბრალოდ კარგი გენეტიკის ბრალია- ისედაც დაბნეულ ბიჭს, უფრო აბნევს ჩვენთან ახლახანს მოსული ჩემი იდიოტი ქმარი, წელზე ხელს მჭიდროდ მხვევს, ჩვენს წინ მდგობ ბიჭს კი მზერით ანიშნებს, რომ დროა დაგვტოვოს.
- იცი?! არარის საჭირო ყველას უთხრა ამ ყველაფრის შესახებ.მე ხომ არ ვერევი შენი და შენი გოგონების ურთიერთობაში?
- და მერე ეგ ნორმალურია?! ნორმალურია არ რეაგირებდე იმაზე, რომ შენი ქმარი სხვებს კერავს?
-ფიქტიური ქმარი! - საშინლად გაღიზიანებული მის ხელს წელიდან ვიშორებ, ჩანთას ვიღებ და ვტოვებ ერთ-ერთი მდიდარი ვარსკვლავის პენტჰაუსის წვეულებას.
-ნენე, დამელოდე!- ჩვეული ბრძანებლური ტონით მიბრძანებს, რომ ლიფტთან დაველოდო. ველოდები, რადგან სხვაგზა არმაქვს. რამდენიმე წუთში უკან ბრუნდება და ორივენი ლიფტში შევდივართ.46-ე სართულიდან პირველ სართულამდე დუმილს მხოლოდ ჩვენი სუნთქვა და ლიფტის ყრუ ღუღუნი არღვევდა.
-ძველი ნენე უფრო მომწონდა! - მხოლოდ ეს თქვა და ჯიბეებში ხელჩაწყობილი გაემართა მანქანისაკენ. მის გულწრფელობაზე მეღიმება, ვიცი რომ ის ნენე უფრო მოწონდა, კეხით და პატარა ტუჩებით. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მიმემართა პლასტიკური ქირურგისთვის. სახლამდე მანქანის სიმყუდროვე არც ერთს არ დაგვირღვევია.
- გვიან დავბრუნდები, ტომთან მივდივარ. - ვხვდები, რომ გაბრაზებულია, ამიტომ მხოლოდ თავის დაქნევას ვამჯობინებ, თანხმობის ნიშნად. სახლში შევდივარ, ჩვენს უზარმაზარ, მდიდრულად მოწყობილ, მაგრამ ემოციებით ღარიბულ სახლში. ფეხსაცმელს კარებთან უმისამართოდ ვისვრი, იქვე ვაგდებ საღამოს კაბას, ალექსანდრეს პერანგს ვიღებ წითელ ღვინოსთან ერთად და აივანზე გავდივარ. ხმაურიან ქალაქსა და მშვიდ, უსასრულოდ მშვიდ ცას შევყურებ და ვცდილობ გავიხსენო საიდან სად მოვედით,მე და ალექსანდრე.

17 წლის ვიყავი, ჩემს პატარა, 4 წლის დას, რომ ლეიკემია დაუდგინდა, მანამდე საშუალო ფენის წარმომადგენლებს ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი სახსრები არ აღმოგვაჩნდა, მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი რაც გვებადა, თბილისიდან საცხოვრებლად რაიონში გადავინაცვლეთ, გავყიდეთ აგარაკი რაჭაში, მანქანა, სახლი თბილისში, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა, იმისთვისაც კი, რომ სრულყოფილი გამოკვლევები ჩატარებულიყო და შემდეგ საფრანგეთში ან გერმანიაში გადაეგზავნათ ანალიზის პასუხები. ალბათ,წარმოგიდგენიათ სიტუაციის სიმძიმე ჩვენს ოჯახში. როდესაც პატარა იმედიც კი არგვქონდა დარჩენილი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ნიკოლოზი ჩვენს ოჯახში.
ნიკოლოზ აბაშიძის შემოსვლა ჩვენს ოჯახში ახლაც ზუსტად მახსოვს, მაღალი შავებში ჩაცმული მამაკაცი, მარჯვენა ხელში ხელჯოხითა და არათითზე ოქროს საგარეულო ბეჭდით, მხრებში ოდნავ მოხრილი, მაინც ამაყად დააბიჯებდა. ჭაღარა წვერი ოდნავ მოზრდოდა სახეზე, რაც მის დანაოჭებულ ნაკვთებს მეტად მკაცრ შესახედაობას აძლევდა. ზურგს უკან რამდენიმე ათეული წლით უმცროსი მამაკაცი მოყვებოდა, მის თვალებში სიმკაცრესთან ერთად, უზომოდ დიდ სიკეთეს ამოიკითხავდით, მის შავ თმებსაც ჭაღარა უკვე შეპარვოდა. გამაკვირვა უცხო სტუმრების ხილვამ, მაგრამ არ შევიმჩნიე, ჯეინ ეარი გვერდით გადავდე და ფეხზე წამოვდექი, რათა სტუმრებს მივსალმებოდი. მახსოვს ნიკოლოზმა როგორ ამათვალიერა, ერთი მზერით ვიგრძენი, რომ ჩემს შესახებ უკვე ყველაფერი იცოდა. წამით შევკრთი, შემეშინდა მისი სიმკაცრის გამო, მაგრამ მალევე მოვიკრიბე ძალა და ღიმილით ვუთხარი
-გამარჯობა, მობრძანდით- თავი დამიკრა და სავარძლისკენ მოხდენილად გაემართა. მამას გავხედე, როგორც ჩანს იცნობდა ამ ადამიანებს, მაგრამ ისიც გაკვირვებული იყო მათი სტუმრობით.
- რამეს ხომ არ ინებებთ?- დავარღვიე უხერხული დუმილი, გადავწყვიტე მასპინძლობა მე გამეწია სტუმრებისთვის რადგან დედა ნიცასთან იყო, საავადმყოფოში. დავინახე მამას მზერა რომელმაც მადლობის ნიშნად გადმომხედა, ნიცას გამო იმ პერიოდში ძალიან დადარდიანებული იყო, ძალიან უჭირდა და ბრაზობდა საკუთარ თავზე, რომ ვერაფერს აკეთებდა.
- ჩაი, თუ შეიძლება- მკაცრ შესახედაობასთან შესაბამისი ბოხი ბარიტონით წარმოთქვა ოჯახის ყველაზე უფროსმა წევრმა. მის გვერდით მჯდომმა მამაკაცმა და მამაჩემმა კი თავის დაქნევით მანიშნეს, რომ მათაც იგივე სურდათ. რამდენიმე წუთში ჩაითა და მისაყოლებლით დავბრუნდი, მდივანთან მდებარე, პატარა მაგიდაზე მოხერხებულად დავაწყვე.
- თქვენთან, შემოთავაზება გვაქვს, ნენე შენც დარჩი- ღრმად ამოისუნთქა მოხუცმა, თითქოს ცდილობდა სიტყვებისთვის თავი მოეყარა, მეც დავემორჩილე და იქვე მდებარე სავარძელში დაძაბული მოვთავსდი - ვიცი, რომ ოჯახის ყველაზე პატარა წევრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ისიც ვიცი, რომ ბევრი რამ დათმეთ მისი მკურნალობისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა რასაც ვიტყვი მინდა, რომ კარგად გაიაზროთ, მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. მინდა, კარგად აწონდაწონოთ საკითხი და პასუხი შემდეგ მითხრათ. ვიცი გაგაღიზიანებთ ის რასაც გეტყვით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, გთხოვოთ... რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მე დავაფინანსებ პატარა ნიცას მკურნალობას საფრანგეთში, სრულად.
-რა?- მამას თვალებში იმწამსვე გაკრთა სიხარულისა და იმედის ნაპერწკალი,
- დიახ, ვუზრუნვეყოფ ყველა სამედიცინო თუ საყოფაცხოვრებო ხარჯს. მაგრამ ერთიპირობით- რამდენიმე ხნით შეჩერდა, მზერა ჯერ მამას მომლოდინე თვალებს, შემდეგ კი მე გამისწორა- თქვენი შვილი, ნენე, ჩემს შვილიშვილს, უნდა გაყვეს ცოლად!
-როგორ ბედავ?! - მამა გამტყდარი ხმით წამოიმართა, რასაც ნიკოლოზის თანმხლების ასევე სწრაფი წამოდგომა მოყვა. მამას თანაგრძნობით გახედა, შემდეგ კი ნიკოლოზს მიაჩერდა რომელიც ისევ მე მიყურებდა. ვერგეტყვით ჩემთავს რახდებოდა. ვგრძნობდი როგორ ეხეთქებოდა ვენების კედლებს სისხლი, ყურებში საშინელი ბაგა-ბუგი ჩამესმოდა, თითქოს იქ არვიყავი და ჩემს სხეულს შორიდან ვაკვირდებოდი, საოცარი სისწრაფით დაიწყო ტვინმა ინფორმაციის გადამუშავება და მეგონა მალე გადაიწვებოდა, ვგრძნობდი სისხლისა თუ ნეირონების თითოეულ, სწრაფ მოძრაობას. დავინახე როგორ მშვიდად წამოიმართა ნიკოლოზი, დინჯად დააწყო ხელჯოხს ორივე ხელი და თქვა
- კარგად დაფიქრდი, ვიცი ღირსეული კაცი ხარ, ასევე ღირსეული ოჯახი გყავს, ნენეს არც ჭკუა აკლია და არც სილამაზე, მე მალე დავტოვებ სააქაოს, მინდა ჩემი შვილიშვილის გვერდით კარგ, ღირსეულ ადამიანს ვხედავდე. კარგად დაფიქრდით ბატონო ლევან, სასწორზე თქვენი მეორე შვილის სიცოცხლეა.
- და რას მთავაზობ ერთი გავწირო მეორის ნაცვლად? - ენერგია გამოცლილი ჩაესვენა მამა სავარძელში. ვხედავდი მის მძიმე მდგომარეობას მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი.
-მე არ გთავაზობთ შვილის გაწირვას, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ღირსეულ ადამიანებს შეეფერება. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ შვილს იმაზე უკეთესი მომავალი ექნება, ჩემს შვილიშვილთან ვიდრე თქვენთან. კარგად დაფიქრდით. პასუხი ხვალ გამაგებინეთ. -მშვიდად გაემართა ნიკოლოზი კარებისკენ. წასვლის წინ მზერა ისევ გამისწორა, არვიცი, ვერ გეტყვით, რა დავინახე მის თვალებში იმწამს, მაგრამ დამეფიცება რომ მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება. თავი თანხმობის ნიშნად ოდნავ დავუხარე და მამისკენ გავემართე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent