დასჯილნი?! (2)
წასვლის წინ მზერა ისევ გამისწორა, არვიცი, ვერ გეტყვით, რა დავინახე მის თვალებში იმწამს, მაგრამ დამეფიცება რომ მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება. თავი თანხმობის ნიშნად ოდნავ დავუხარე და მამისკენ გავემართე. შევამჩნიე მის თვალებზე ცრემლები, რომლებსაც არც მალავდა. მწვანე სფეროებიდან გადმოსული ცრემლები მშვიდად იკვალავდა გზას მის ღაწვებზე და წვერში იმალებოდა. არც ერთი წამით არმიფიქრია, რომ სუსტი იყო. არც ერთი წამით არ შემპარვია მის ღირსებაში ეჭვი, არც ჩემს თვალში დაცემულა მისი სიძლიერის კერპი. - მა.. მამი, შემომხედე- მის წინ ფეხმორთხმით დავჯექი, მისი ხელები ჩემსაში მოვაქციე და მის მწვარე სფეროებს შევეჩეხე, სფეროებს რომელშიც იმდენად დიდი ტკივილი იყო, რომ დიდხანს ვერგავუძელი. ვერ გავძელი მეყურებინა მის თვალებზე მომდგარ ცრემლზე, ვგრძნობდი მის გულისტკივილს და გული ორმაგად მტკიოდა, ჩემი ცრემლები ჯებირების გადმოკვეთას ითხოვდა. მთელი სხეული მთხოვდა მეყვირა, დამელეწა, რამე გამენადგურებინა, ვინმე დამედანაშაულებინა ჩემს უბედობაში. არვიცი საიდან მქონდა ძალა მშვიდად დამეწყო სათქმელი. - მე მას დავთანხმდები, ნიცას გამო. -არა, არა შვილო, ვერ გაგწირავ- ჩურჩულით, ხმის კანკალით წარმოთქმულ სიტყვებში დიდი სევდა, უზარმაზარი ტკივილი და უძლურობა იგრძნობოდა. - მამა, ნიცა ახლა სავადმყოფოშია, ის ყოველდღე ებრძვის სიცოცხლეს, მას რომ რამე დაემართოს ხომ იცი რომ ვერ გავუძლებთ?! სულიერად ვერ გავუძლებთ, ყოველდღე უფრო და უფრო უჭირს. მარტო მას არა, ჩვენც ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად გვიჭირს. მას დროული მკურნალობა ჭირდება. მე კი შემიძლია მისი დახმარება. ხომ გახსოვს, რომ დავიფიცე მასზე სიცოცხლის ბოლომდე ვიზრუნებთქო?! ახლა ჩემი ჯერია, თქვენ ყველაფერი იღონეთ, ყველაფერი რაც შეგეძლოთ გააკეთეთ - ვგრძნობდი მარილიან სითხეს, ვგრძნობდი მამას ტკივილს, ვგრძნობდი დედას ლოცვას, ვგრძნობდი იმას, რომ ნიცას უნდა ეცოცხლა!- მე ძლიერივარ, შემომხედე მამა, მე ძლიერივარ, მე ყველაფერს გავუძლებ, გარდა ნიცას დაკარგვისა. ჩვენ მის შემოთავაზებას მივიღებთ, ნიცასთვის. მისი სიცოცხლის გაშვება, ჩვენთვის ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს. ის ბედნიერებაა და არ დავუშვებ მას რამე დაემართოს.- მამას დაღლილ, გაუხეშებულ ხელს ლოყაზე ვიდებ და ვუღიმი - ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი ხომ გჯერა? - მაპატიე, შვილო! - ესეც გაივლის! ამ საუბრის შემდეგ ერთ კვირაში გვესტუმრა აბაშიძეების ოჯახი. დეტალების დასაზუსტებლად. იმდღეს რამდენიმე საათში, დაზუსტდა ჩემი მომავალი ცხოვრება. საოცარია არა?! ზოგიერთ ადამიანს წლები სჭირდება თავისი ცხოვრების მცირე ეტაპის დასაგეგმად, ჩემი და ალექსანდრეს ცხოვრების ათი წელი კი ორ ან სამ საათში დაიგეგმა. -სწავლის გაგრძელება მსურს, გარდა ამისა, თუ გინდათ, რომ ეს ყველაფერი არ გავდეს ფიქტიურ ქორწინებას ხალხისთვის, საჭიროა სანამ დავქორწინდებით მანამდე გვქონდეს ხალხის დასანახად ურთიერთობა. - ისწავლი იმას რაც გინდა და სადაც გინდა. თუნდაც უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში. რათქმაუნდა, მანამდე გექნებათ ურთიერთობა, შეთხზავთ რაიმე საინტერესო ისტორიას, რაც ხალხს დააჯერებს შენი და ალექსანდრეს წრფელ სიყვარულში. 18 წლის რომ გახდები, ის ხელს გთხოვს და დაინიშნებით, რამდენიმე თვის შემდეგ კი იქორწინებთ. - მშვიდი იყო ნიკოლოზი, ჩანდა ყველა დეტალი წინასწარ ქონდა დაგეგმილი. რასაც ვერვიტყოდი ალექსანდრეს დედაზე და მამაზე. თავად ალექსანდრე, იქ არიმოფებოდა. იმ საღამოს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენს მომავალზე. მომავალზე რომელიც სხვებმა დაგეგმეს. გადაწყვეტილება არ მინანია, არც მაშინ და არც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში. კონტრაქტზე ხელი მალევე მოვაწერე, რომელიც ძალაში 10 წლის განმავლობაში იქნებოდა. კონტრაქტზე ხელის მოწერიდან რამდენიმე საათში, მშობლები და პატარა ნიცა საფრანგეთისკენ მიმავალ თვითმფრინავში ისხდნენ. ჩემი მარტო დატოვება არ სურდათ, მაგრამ დავითანხმე, ვიცოდი, დედას იქ უფრო დაჭირდებოდა ნიცასთან, მამას გვერდით დგომა ვიდრე მე. ეს იყო და ეს, ესე დაგვაკავშირეს ერთმანეთთან ჩვენ, ორი სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა მიზნებით და გატაცებებით, საერთო თითქმის არაფერი არგვქონდა, გარდა ცხოვრებისა. 2014, 25 აპრილი. მშობლების წასვლიდან ერთი კვირა იყო გასული, როდესაც პირველად ალექსანდრე ვნახე. სკოლიდან გამოვედი, საშინელი წვიმა იყო, სკოლის წინ კი უამრავ მაღალ კლასელს მოეყარა თავი, ზოგიერთი მათგანი წვიმის გადაღებას უცდიდა, ზოგსაც საქმე არაფერი ქონდა. -ნენე, 29-ში პატარა წვეულებას ვაწყობთ ჩვენი კლასი, ხოდა ძაან გვინდა, რომ შენც წამოხვიდე. ვიცი ჩვენზე ორი წლით უფროსი ხარ, მაგრამ ყველას ძალიან უყვარხარ და მთხოვეს შენთვის მეთქვა, მოკლედ თუ წამოხვალ ძალიან გაგვიხარდება ყველას. - -კარგი, ლიზიკო, მაქსიმალურად შევეცდები, რომ მოვიდე. -აუუ, ჯიგარი ხარ, რა. ძან მიყვარხარ!- კისერზე მეკიდება 15 წლის ლიზა- მარტო გოგოები ვიქნებით!- უკვე წვიმაში გასული, თავისი პეპლებიანი ქოლგიდან მეძახის. პასუხად ვუღიმი და ტელეფონს ვამოწმებ რომელზეც ესემესი მოსულიყო: -„შენი ნახვა მინდა“ - უცხო ნომრიდან იყო, ამიტომ ჩავთვალე ალბათ შეეშალათმეთქი და პასუხიც არ დავუბრუნე. წვიმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, მე კი სახლში მეჩქარებოდა, მშობლებს უნდა დაერეკათ. საბოლოოდ, წვიმის მოყვარულმა გადავწყვიტე გამებედა ჩემი ყვითელი კაბით, ჯინსის ქურთუკის იმედად სახლში წასვლა. სავარაუდოდ სამი წუთიც არიყო გასული, მივხვდი ჩემი გადაწყვეტილების სიმცდარეს. ყვითელი კაბა საშინლად დასველებულიყო და ტანზე მომკვროდა, მოკლე ქურთუკი კი ვერანაირად ვერმიცავდა. გრძელი თმები სულ დასველებულიყო და სახეზე ჩამომშლოდა. თითქმის ვერაფერს ვერ ვხედავდი წვიმის, ქარისა და ჩემი ჩამოშლილი თმების გამო. - დაჯექი! - მხოლოდ, მაშინ შევნიშნე მანქანა, რომელიც გვერდით მომყვებოდა როდესაც თითქმის ჩემს გვერდით გააჩერა. - არმინდა, მადლობა!- სიცივისგან აკანკალებული ხმით ვუპასუხე ჩემთვის უცნობ პიროვნებას, გზა კი უფრო სწრაფი ნაბიჯებით გავაგრძელე -ნენე!- გაღიზიანებულმა ხმამ და ჩემი სახელის გაგონებამ მაიძულა მძღოლისთვის დაკვირვებით შემეხედა, ზუსტად სამი წამი დამჭირდა იმისთვის რომ მივმხვდარიყავი ვინ იმყოფებოდა ჩემს წინ. საოცარი მსგავსება იყო ბატონ ნიკოლოზსა და ალექსანდრეს თვალებს შორის. ნაცრისფერი თვალები მომთხოვნად მიმზერდნენ, და ვგრძნობდი მათში დაბუდებულ პროტესტს, სიჯიუტეს, სურვილს ემოძრავათ დინების საწინააღმდეგოდ, ბრძანებლურ ხასიათს, ყველაფერს, აბსოლუტურად ყველა იმ ხასიათის შტრიხს რომელიც შემდეგ წლებთან ერთად გავითავისე. სახლამდე კიარ მიმიყვანა, მაშინ ჩემს სახლშიც შემოაბიჯა, მდივანზე მოთავსდა და მითხრა, რომ დამელოდებოდა სანამ მოვწესრიგდებოდი, შემდეგ კი ყავას დავალევინებდი და უკეთესადაც გამიცნობდა მის მომავალ ცოლს... ღირს თუ არა გაგრძელება?გთხოვთ გამიზიაროთ რჩევები და შენიშვნები <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.