შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთხილად შეარჩიე ოცნება, რადგან შეიძლება ახდეს (თავი 6)


24-04-2020, 11:32
ავტორი ანუკიანკა
ნანახია 1 808

თურმე ადამიანს რამდენი რამ შეიძლება მოაფიქრდეს წამში. ელვის სისწრაფით ჩნდება გონებაში მომენტები და ისევ ქრება. და ზუსტად ასე სწრაფად ჩნდებოდა მოგონებები ელენეს გონებაში. შემდეგ ქრებოდა და მას სხვა ტკბილი მოგონება ცვლიდა. ახსენდებოდა მშობლებთან და მეგობრებთან გატარებული საუკეთესო წუთები და ეს ყველაფერი სულ რაღაც წამში ხდებოდა. ადრე კი ეს ყველაფერი გამოგონილი ან უბრალოდ არარეალური ეგონა, მაგრამ ახლა დარწმუნდა რომ როცა იცი რომ შეიძლება რამდენიმე წუთში აღარ იყო ყველაფერი გახსენდება. გინდა რომ არ გაქრეს შენი ტკბილი მოგონებები და შენს შიშთან მარტო არ დაგტოვოს. და ახლა პირველად ინატრა რომ ნოა მასთან ყოფილიყო და ეთქვა რომ ის აქ იყო და არ უნდა შეშინებოდა მერე კი ერთად დააღწევდნენ თავს ამ შემზარავ ნადირს, რომელიც ელენეს შიშს გვრიდა და რომლის გამოც იგი ახლა ნელ-ნელა უახლოვდებოდა დასასრულს. ინატრა რომ ეს სიზმარი ყოფილიყო. თვალები დახუჭა და ისევ გაახილა მაგრამ კვლავ შეეჩეხა მრისხანე ნადირის მზერას, რომელიც პირდაპირ თვალებში უყურებდა ელენეს და სულ მალე გადმოხტებოდა და გააკეთებდა იმას რაც ელენემ გაიფიქრა. მგელი ელენესკენ წამოვიდა. ელენემ იცოდა რომ თუ გაიქცეოდა ისიც დაედევნებოდა და არც დაჭერა გაუჭირდებოდა, მაგრამ ასე ვერ დაელოდებოდა როდის მოუღებდა ბოლოს ნადირი. ახლა სწრაფად გადადგამდა ერთ ნაბიჯს და გაიქცეოდა რაც შეიძლებოდა სწრაფად ისე რომ უკან არ მოიხედავდა. ღრმად ჩაისუნთქა და მოემზადა გასაქცევად როცა მოესმა ხმა. ხმა, რომელსაც წუთის წინ ნატრობდა
-არ გაბედო გაქცევა. თუ გაიქცევი წამი დასჭირდება რომ დაგეწიოს და მერე მეცკი ვერ გიშველი.
- კარგი, მაგრამ მგონი ახლა გადმოხტება და ნაფლეთებად მაქცევს.- ელენეს ცრემლები სდიოდა თვალებიდან, ისევ უყურებდა მგელს თვალებში და ნოასკენ ვერ ბედავდა გახედვას. მგელს ვერ აშორებდა თვალს, რადგან ეშინოდა. ნოას მოსვლამ კი ისე გაახარა სიხარულის ცრემლებიც ერეოდა მწუხარებისას.
- ნუ გეშინია აქ ვარ. - ნოა ელენეს წინ გადაუდგა და ელენე ზურგს უკან დაიყენა
- მე რომ გეტყვი გაიქეცი
- და შენ?
- რასაც გეუბნები ის გააკეთე თუ არ გინდა მისი ულუფა გახდე
- შენც ხომ გამოიქცევი ჩემთან ერთად?
- ახლა მაგის დრო არ არის. ირგვლივ მიმოიხედე სწრაფად და ისეთი ხე აარჩიე რომელზეც ასვლას შეძლებ და რაც შეიძლება მაღლა აძვერი როცა განიშნებ
- კარგი, მაგრამ იცოდე რომ შენც არაფერი უნდა მოგივიდეს, თორემ მე რამეშველება მერე. არ მინდა მოკვდე
-მიხარია თუ ჩემი სიცოცხლე გინდა ამდენი მოკვლით მუქარის შემდეგ.
ამ დროს შენიშნა რომ მგელი უკვე მისკენ მოიწევდა და ელენეს უთხრა რომ გაქცეულიყო. იმ ხისკენ გაიქცა რომელიც რამდენიმე წამის წინ აირჩია. უკან არ იყურებოდა.
ერთი თვალის დახამხამება და მგელი ნოასთან იქნებოდა, მას კი ხელში მხოლოდ დანა ჰქონდა, რომელიც ამ დროს ოქროზე ძვირფასი იყო. მგელი ნოას ეცა და ნოაც ძირს დაეცა ცალი ხელით მგლის თავს იჭერდა, რომელიც გამალებით ცდილობდა ეკბინა. რამდენჯერმე დაუსვა ნოას სხეულზე თავისი ბასრი ბრჭყალები, ორჯერ მარჯვენა მხართან ერთიც ნეკნების ქვემოთ მუცლის არეში. ამას მოყვა ნოას ღრიალი და შემდეგ მგლის მცირე ყმული, როცა ნოამ მგელს დანით ყელი გამოჭრა.
ელენე ხეზე იყო უკვე ასული და ტირილით ადევნებდა თვალს. დაინახა როგორ დაეცა მგელი ნოას გვერდით და დაინახა თუ არა ნოას სისხლიანი სხეული კივილი ატეხა
- ნოააააა. გთხოვ ღმერთო ოღონდ ცოცხალი იყოს.
ხიდან ძალიან ჩქარა ჩადიოდა ცოტა აკლდა რომ ჩასულიყო და უცებ ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. მკლავი და ფეხი დაეკაწრა, მაგრამ ეს არადარდებდა. წამოდგა და ნოასკენ გაიქცა. ნოას თავთან ჩაიმუხლა და სახეზე ხელი გადაუსვა. ნოა ჯერ თავისი სისხლით მერე კი მგლის სისხლით ერთიანად მოსვრილი იყო.
- ნოა გთხოვ თვალი გაახილე. გთხოვ გაახილე თვალი
ისევ ტიროდა და ვერ ჩერდებოდა არ იცოდა ამ შუაგულ ტყეში რაუნდა გაეკეთებინა დახმარებასაც ვერავის თხოვდა.
მოსასხამი გაიძრო და მხარზე რომ დიდი ჭრილობა ჰწონდა ზედ დაადო და ხელი დააჭირა რომ როგორმე სისხლდენა შეეჩერებია. შეშინებული იყურებოდა ირგვლივ და მოშორებით ნოას ცხენი დაინახა
- რათქმაუნდა. შემ ხომ ცხენით დამედევნებოდი ეს როგორ ვერ მოვიფიქრე. მე რომ არ ვიცი ცხენის ტარება. კარგი ახლა შიშის დრო არ არის როგორმე უნდა ავიყვანო ცხენზე და სახლში წავიყვანო
-ნოა გთხოვ თვალები გაახილე. დამეხმარე რომ ცხენამდე მიგიყვანო. ნოა გაახილე თვალები გონს მოდი გთხოვ- ცრემლები მაინც იკვლევდა გზას დაუკითხავად ელენეს სახეზე.
- შენ... შენ მე სახელი დამიძახე
- ჰო მე სახელი დაგიძახე და სულ დაგიძახებ მილიონჯერ დაგიძახებ ოღონდ ახლა არაფერი მოგივიდეს. მოდი დაგეხმარები და წავიდეთ აქედან
როგორღაც წამოაყენა ელენემ ნოა ბევრი წვალების შემდეგ. ნოა ელენეს ეყრდნობოდა. ძალიან მძიმე იყო ელენესთვის ამხელა მთიულის წაყვანა. ნოა ცდილობდა ელენეს ნაკლებად დაყრდნობოდა, მაგრამ მუცელზე მიყენებული ჭრილობა ამის საშუალებას არ აძლევდა.
როგორც იქნა ცხენამდე მიაღწიეს
- გთხოვ ახლა შენი დარჩენილი ძალა მოიკრიბე და ცხენზე ადი. კარგი ნოა? ნოა გესმის ჩემი?
- კარგი- ამის თქმა შეძლო მხოლოდ.
ლაპარაკის თავი არ ჰქონდა.
ცხენზე ასვლაში დაეხმარა ნოას ელენე მერე თვითონაც ავიდა. ახლა ელენემ დაიჭირა ნოას ადგილი. ის იჯდა უკან და ცალი ხელით ნოას იჭერდა რომ არ ჩამოვარდნილიყო ცალით კი ცხენს მიაჭენებდა სახლისკენ.
სანამ სახლამდე მიაღწევდნენ დრო საშინლად გაიწელა. თითქოს ნახევარი საათი კიარა 2 საათი მიაქროლებდა ცხენს ელენე , მაგრამ გზა არ ილეოდა. ნოა ცხენიდან ჩამოიყვანა და სახლში შეიყვანა. ისევ მის საწოლზე დააწვინა როგორც ადრე.
- ნოა საწოლიდან არ ადგე და არაფერი მოიმოქმედო საერთოდ შენს რომელიმე მეზობელს დავუძახებ დასახმარებლად. თუმცა რას ვამბობ ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა ადგე საწოლიდან და რამე გააკეთო. სულ გამოვშტერდი
- არა. არ დაუძახო
- მისმინე ნოა ახლა ბავშვური სიჯიუტის დრო არ არის და არც უბრალოდ სიცხე გაქვს შენ დაჭრილი ხარ.
- მათ რომ დაუძახო დასახმარებლად მერე ეს ამბავი დედაჩემამდეც მიაღწევს და არ მინდა ეს მოხდეს გთხოვ ელენე არ დაუძახო მათ. ნუღარ მალაპარაკებ ამდენს ისედაც არ შემიძლია.
- კარგი მაპატიე. შენ აღარ ისაუბრო გაჩუმდი და შევეცდები ჭრილობის შეხვევას. იმედია აქ ჭრილობის დასამუშავებლად რამეს ვიპოვი.
ნოას გაეცალა. ჯერ მის ოთახში შევიდა იქ ვერ ნახა ვერაფერი მერე სააბაზანოში შევიდა და კარადაში იპოვა წყალბადის ზეჟანგი, ბამბა და სახვევი. ძალიან სწრაფად მოძრაობდა ელენე და აღარც ტიროდა. ახლა მთავარი იყო არ დაბნეულიყო და სწორედ ემოქმედა. ისევ მიირბინა ნოასთან, საწოლზე ჩამოჟდა ბამბაზე წყალბადის ზეჟანგი დაასხა და ჭრილობის გაწმენდა დაიწყო
- აააააააა
- მაპატიე. ძალიან გტკივა ხომ? ჩემი ბრალია ყველაფერი არ უნდა გავქცეულიყავი შენ ხომ გამაფრთხილე- ისევ გაიკვალა ელენეს სახეზე ცრემლებმა გზა და ისევ დაუკითხავად. არ უნდოდა ტირილი და მაინც ეტირებოდა.
- შენი ბრალი არ არის ელენე. ნუ ტირი
- შენ ხმა არ ამოიღო ხომ გითხარი. არ შეიძლება შენი ლაპარაკი- ცრემლები ნოას სხეულზე ეცემოდა. ელენე სულს უბერავდა, რომ ძალიან არ დაწვოდა ნოას ჭრილობა.
მხარზეც და მუცელზეც რომ დაუმუშავა ჭრილობა წამოაყენა რომ შეეხვია ჭრილობა. თავისკენ მიწია რომ ზურგზე შემოეხვია საფენი რომ არ გახსნილიყო და უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო. ამჯერად ნოამ შეისუნთქა ელენეს სასიამოვნო სუნი როგორც ამას თვითონ ელენე აკეთებდა. მერე ისევ დააწვინა თვითონ გამოყენებული ნივთები გაიტანა ისინი მიალაგა, თვითონაც გამოიცვალა, მისი ტანსაცმელი სულ სისხლით იყო მოსვრილი და ისევ ნოასთან მივიდა.
- იმედია უკეთ გახდები მალე. იცოდე არ გაბედო და მარტო არ დამტოვო აქ თორე.....
- თორე რა? მკდარს მომკლავ?
- ამ დღეში ხარ და კიდევ ხუმრობ შენი არ მესმის. ჰო მართლა ხმის ამოღებას და ამის გამო ენერგიის დახარჯვას გიკრძალავ. ეგ ენერგია გამოჯანმრთელებისთვის უნდა დახარჯო
- კარგი
- მე საჭმელს მოგიმზადებ. კარგად უნდა იკვებო ახლა. ნუ ჩემი გაკეთებული საჭმელით როგორ უნდა იკვებო კარგად, მაგრამ იმას გავაკეთებ რაც სასარგებლოა და რაც უკეთ გამომდის ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის.
- კარგია თუ ხვდები
- გითხარი ხმა არ ამოიღო მეთქი
- კარგი ჰო.
ელენე მთელი ორი საათი წვნიანს აკეთებდა როგორც დედამ ასწავლა. ღრმა თეფშში დაასხა ლანგარზე დააწყო ყველაფერი და გავიდა ისევ მისაღებ ოთახში რომ ნოასთვის ეჭმევია, თუმცა ნოას ჩასძინებოდა.
- ნეტავ გავაღვიძო თუ არა? მაგრამ ახლა რომ არ გავაღვიძო წვნიანი გაცივდება. რომ გავაღვიძო მეცოდება. არა უნდა გავაღვიძო საკმაოდ დიდი ხანია სძინავს ალბათ.
- ნოა. ნოა გაიღვიძე. საჭმელი მზადაა გაიღვიძე .
ნოამ გაიღვიძა ელენე გვერდით მიუჯდა და წვნიანით სავსე კოვზი პირთან მიუტანა.
- შენუნდა მაჭამო?
- შენ თუ შეძლებ მაგ მდგომარეობაში ჭამას შეგიძლია გამომართვა და შენ თვითონ ჭამო. გეგონება მეხალისებოდეს
- ძველი მწარე ელენე დაბრუნდა
- არც შენ შეცვლილხარ. მიდი ახლა გააღე პირი სანამ დამექცა ეს წვნიანი. ბოლომდე რომ შეაჭამა ნოას წვნიანი მერე თვითონაც დაისხა და მიირთვა. ასეთი დაღლილი მაშინაც არ ყოფილა როცა სანამ მოიტაცებდნენ მთელი დღე ათვალიერებდნენ სხვადასხვა სანახაობრივ ადგილებს.
- შენ რა მოგივიდა მკლავზე და ფეხზე?
ელენემ დაიხედა ჯერ მკლავზე მერე ფეხზე. სამზარეულოშიც შენიშნა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.
- ხიდან რომ ჩამოვდიოდი ფეხი დამიცდა და ჩამოვვარდი
- მერე ადექი დაიმუშავე მასე ხომარ იქნები.
- დავიმუშავებ.
აალაგა თავისი ნაჭამი მერე დარეცხა ყველაფერი და აბაზანაში შევიდა რომ თავისი ჭრილობაც დაემუშავებინა. დიდი არაფერი იყო, მაგრამ დაკაწრულიბჰქონდა და ეწვოდა. წყალბადის ზეჟანგით დაიმუშავა ყოველი შემთხვევისთვის და მალამო წაისვა, რომელიც სულ დაჰქონდა ჩანთით.
- ეს როგორ ვერ მოვიფიქრე. ნოასაც უნდა წავუსვა ეს მალამო.
მისაღებში გავიდა ისევ
- ნოა ეს მალამო უნდა წაგისვა ძალიან კარგი მალამოა მალე მოგირჩენს ჭრილობებს.
- დღეს არა გთხოვ. ხვალ იყოს აღარ მინდა სახვევების გახსნა და მერე ხელმეორედ შეხვევა საკმაოდ მტკივნეული იყო. ხვალ წამისვი
- კარგი როგორც გინდა. მე დავწვები ძალიან დავიღალე
- შენს საწოლში მე დამაწვინე და შენ სად უნდა დაწვე?
- მე სავარძელში დავიძინებ და თუ რამე დაგჭირდება ან ადგომა მოგინდება გამაღვიძე და დაგეხმარები
- სავარძელში როგორ უნდა მოისვენო შეგიძლია აქ დაწვე ჩემთან
- არა იყოს . თან მეშინია ღამით ძილში რამე არ გატკინო
- ამაზე მეტი რუნდა მეტკინოს მოდი გავიწევი იქეთ და ჩემთან დაწექი- ისეთი საყვარელი იყო ნოა როცა ელენეს ასე უყურებდა.
ელენე ისე მიეჩვია ნოასთან ერთად ძილს რომ უნდოდა კიდეც მასთან ერთად დაძინება ამიტომ დათანხმდა. მარცხენა მხარეს მიუწვა, რადგან მარჯვენა მხარე სტკიოდა ნოას. ერთმანეთს არ ეხებოდნენ. მერე ნოამ ტკბილი ძილი უსურვა ელენემაც ასევე და მაშინვე ჩაეძინა დაღლილ ელენეს. ნოა არ ეძინა, ცოტახანს კიდევ უყურებდა ელენეს და აანალიზებდა თუ როგორ შეიცვალა მასა და ელენეს შორის ურთიერთობა ამ უკვე 16 დღის განმავლობაში.
მერე მასაც ჩაეძინა. დაღლილებს ორივეს ტკბილად ჩაეძინა.
იქ სადღაც პატარა ქოხში ეძინა ორ რადიკალურად განსხვავებულ, მაგრამ ამავდროულად ერთნაირ ადამიანს. ერთ- ერთს ძალიან უყვარდა მეორე. ოღონდ მასთან ერთად ყოფილიყო და მისი ღიმილი ენახა და მგელსაც კი შეებრძოლებოდა მეორედ. იცოდა რომ თუ ერთ დღეს ის წავიდოდა ისე დარჩებოდა, როგორც თევზი წყლის გარეშე. მეორეს კი არ უყვარდა. ვერ იტანდა მას და სძულდა იგი, მაგრამ განა იმავეს გრძნობდა ახლაც? ამდენი ამბის მერე განა ისევ ისე სძულდა მისი მთიული ჩოხიანი გამტაცებელი? ეს კი მანაც არ იცოდა. და მაინც რა უცნაურია სიცოცხლე.



№1 სტუმარი კოკო

Omg es ra iyo ar megona amdenad tu uyvarda elene ❤️ mokled dzaan Kai iyo da velodebi shemdegi tavs❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი bird of life

გავგიჟდიიი. მალე დადე რა ახალი თავი, უზომოდ მაინტერსებს რა მოხდებაა???? :)

 


№3  offline წევრი ანუკიანკა

კოკო
Omg es ra iyo ar megona amdenad tu uyvarda elene ❤️ mokled dzaan Kai iyo da velodebi shemdegi tavs❤️❤️❤️

რომ უყვარდა მაგიტომაც მოიტაცა. მიხარია რომ მოგეწონა❤️❤️

bird of life
გავგიჟდიიი. მალე დადე რა ახალი თავი, უზომოდ მაინტერსებს რა მოხდებაა???? :)

ვეცდები ბევრი არ გალოდინო❤️❤️

 


heart_eyes ვაიმე, ისეთი საყვარლობაა...წარმატებები შენ blush blush

 


№5  offline წევრი ანუკიანკა

ლიკა ახრახაძე
heart_eyes ვაიმე, ისეთი საყვარლობაა...წარმატებები შენ blush blush

მადლობა❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიააან ძალიაააან კარგი ^-^
საუკეთესოა..
მალე დადე რა შემდეგი თავი

 


№7  offline წევრი ანუკიანკა

სტუმარი ანი
ძალიააან ძალიაააან კარგი ^-^
საუკეთესოა..
მალე დადე რა შემდეგი თავი

მადლობა დიდი. ❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი უცნობი

ვაუუუ მალე დადეე ძალიან მომწონს განვითარებული მოვლენები ძალიან კარგი გოგოხარ რომ არ გვალოდინებ და მალე დებ მოეიგ თავს მადლობა ამისთვის

 


№9 სტუმარი სტუმარი ქეთა

ძალიან მაგარია. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. როდის დადეეებ ♡♡♡♡♡

 


№10  offline წევრი ანუკიანკა

სტუმარი უცნობი
ვაუუუ მალე დადეე ძალიან მომწონს განვითარებული მოვლენები ძალიან კარგი გოგოხარ რომ არ გვალოდინებ და მალე დებ მოეიგ თავს მადლობა ამისთვის

ვაიმე მადლობა. ვეცდები ისევ მალე დავდო შემდეგი თავი❤️

სტუმარი ქეთა
ძალიან მაგარია. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. როდის დადეეებ ♡♡♡♡♡

მადლობა მალე დავდებ❤️

 


№11 სტუმარი ანუ

აუ დღეეს დადებ?^-^

 


№12  offline წევრი ანუკიანკა

ანუ
აუ დღეეს დადებ?^-^

დღეს ვერა

 


№13 სტუმარი ანუ

ანუკიანკა
ანუ
აუ დღეეს დადებ?^-^

დღეს ვერა

მაშ როდის?

დადე რა მალე

 


№14 სტუმარი Bbgy

გვაღირსებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent