შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მილიონ დოლარად *1*


25-04-2020, 20:00
ავტორი Queenofmoon
ნანახია 7 788

შენს უსაშველოდ გრძელ,აბრეშუმის თმაში,გველივით დაძრწის ჩემი ხელები,მინდა ეს სიტკბო და არომატი ამოვისრუტო და შევისისხლხორცო,ჩემში ჩავმარხო..მინდა ისე გკოცნო,სანამ ყელი არ ამეწვება,სანამ თითები არ გამეყინება,სანამ შენი სახელი არ მემახსოვრება.

პროლოგი.

მზე ფორთოხალივით იწურებოდა,ნარინჯისფერი სხივები ცასა და მიწას ერწყმოდა,ჰორიზონტი რკალივით შემოხვეოდა ირგვლივ სამყაროს. დაისი იყო,ენით აუღწერელი,თვალისმომჭრელი დაისი,რომელიც დაგავიწყდებათ,რომ სამყაროში ბოროტებაც არსებობს.
ტრიალ მინდორზე კეკლუცად მოთამაშე ტიტები,რომლებიც ნიავის მიმართულებით ირხდეოდნენ,რამოდენიმე წამიანი მსუბუქი წვიმისაგან არაამქვეყნიური სურნელი დაეტრიალებინათ.
მოლბერტი ფხვიერ მიწაზე ფრთხილად ჩაედგა,ფაიფურივით თეთრი,შველივით ფეხები კი გარშემო შემოეწყო.
ღია წაბლისფერ თმას,ოდნავ ჟღალი დაჰკრავდა მზის სხივზე,კულულებს კი სიო ეხმარებოდა,ურცხვად აეშალა სახეზე,რაც ხელს უშლიდა და ყოველ წამს გრძელი თითებით,პატარა ყურებზე გადაწევას ცდილობდა.
ფუნჯი სტაფილოსფერსა და ყვითელს შორის ამოევლო,თითის ბალიში წითელ საღებავზე ჩაეწო და ფუნჯთან ერთად დაენამა ტილოზე.
სამყაროსგან მოწყვეტილს,არ ანაღვლებდა მანქანების ხმა,რომელიც წუილით გაჰქროდნენ და გამოჰქროდნენ.
წარბებს შორის ნაოჭი გასჩენოდა. სახე ნელნელა უსველდებოდა და ციდან წამოჭრილი წვეთებიც თანდათან უმატებდა. ტილო სწრაფად მოათავსა ჩანთაში საღებავებთან ერთად,ფეხზე ბათინკები ამოიცვა და გზის მეორე მხარე გადაჭრა,როცა მანქანამ მეორე მხრიდან მთელი სისწრაფით შემოუხვია და წამიერი შეჯახება ქუხილთან ერთად გაისმა ცაში.

დილის ნამი მოდებოდა ხასხასა,ცვრიან მწვანე ბალახს,რომლის სურნელი ოთახში იჭრებოდა და ცხვირზე უღიტინებდა მაშარელს.
ფეხზე ფრთხილად წამოდგა,უშველებელი,გრძელი თმა უკან ტალღასავით გადაუშვა წელზე,ფანჯარას მიუახლოვდა და სახეზე ღიმილი მოეფინა. ყველაზე მეტად უყვარდა ასეთი ამინდები,ცისა და მიწისაგან შეზავებული ჰაერი,თითქოს სიცოცხლის ელექ ყოფილიყო.
ფანჯრის თაროს თვალები გააყოლა დანანებით,მისი საღებავები არ დახვედროდა,არც მისი დაისის ნახატი და გული საშინლად ეკუმშებოდა.
გეტრები მუხლებამდე აიკეცა,გრძელი,დიდი სვიტერი გადაიცვა თავზე და სამზარეულოსკენ აიღო გეზი,გაზზე შემომდგარი ჩაიდნიდან ცხელი წყალი,განიერ ფინჯანში ჩაასხა და ჩაის შეკვრას წაავლო ხელი.
ნელი მოძრაობით ჩაესვენა სავარძელში,რომელიც ნეტარებით სვამდა მწვანე ჩაის და ინსტაგრამის თვალიერებით ირთობდა თავს,როცა
კარზე გაუთავებელი ხმაური ატყდა.
წარბშეკრულმა,კარი ფრთხილად გააღო და მის წინ ნაცნობი მამაკაცი შენიშნა,რომელსაც ეჭვის თვალით ახედა თავიდან ფეხებამდე.
ჭიქა ერთი ხელიდან,მეორე ხელში გადაანაცვლა.
- გამარჯობა მაშკა,შეიძლება?
გოგონას უკან სივრცეს გახედა,თითქოს შესასვლელად ემზადებოდა და ცდილობდა გზა გაეკვალა,ისე,რომ მისთვის არც შეუხედავს.
- არა,არ შეიძლება!
კარის მიხურვას აპირებდა,თუმცა კაცმა არც ეს აცალა და გოგონას სიჯიუტის მიუხედავად,კვლავ განაგრძო:
- ნუ გეშინია,საქმე მაქვს,რამოდენიმე წუთი დამითმე და წავალ.
რაც შეეძლო თბილად და თავდაჯერებით თქვა,ისე რომ თავი არ დაუზოგავს,ცდილობდა მის თვალში ოდნავი ნდობის ნაპერწკალი მაინც გაეღვივებინა.
გოგონა გვერდით გადგა და თვალებანთებულმა ანიშნა,შესულიყო.
მამაკაცს მეტად დაკვირვებოდა,ორი პარკით ხელში რომ შემოვიდა,თითქოს იმდენად მძიმე იყო,ძლივს ათრევსო.
- რა საქმე გაქვს,გისმენ..
მამაკაცმა სახლს თვალი მოავლო,შემდეგ მაგიდას სკამი გამოაცალა და მოკალთდა..მის წინ მდგომ გოგონას მიჩერებოდა,ერთი გეტრი ზემოთ რომ აექაჩა მონდომებით,მეორე კი ქვემოთ ჩამოჩეჩვოდა.
- გისმენ. კიდევ ერთხელ გაუმეორა და სიმპათიურად გამოწყობილ მამაკაცს დახედა.

პალტოს შიგნიდან სიგარეტი ამოიღო და ნება ითხოვა მოსაწევად.
- შეიძლება?
გოგონამ კარადიდან გამოღებული საფერფლე წინ დაუდო.
თავი გააქნია,თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდაო..მერე ისევ მამაკაცს გახედა,შემდეგ იმ შეფუთვას,რაც მაგიდაზე დააწყო.
- რაღაც მოვიტანე შენთვის.
- რაც არ უნდა იყოს,უკან წაიღე და მეორედ აღარ მოხვიდე .
- უბრალოდ იმას გიბრუნებ,რაც გეკუთვნის.
ბარბარას შუბლი შეეკრა,შეფუთვას კიდევ ერთხელ დახედა და თვალები აატრიალა.
კაცსაც მობეზრდა ქალის გაუთავებელი ირონია,დამცინავი სახე,ამრეზით გაჟღენთილი..ამიტომ შეფუთვა ერთი ხელის მოსმით ნაკუწებად აქცია.მაგიდაზე კი ახალთახალი საღებავები დაალაგა,ახალი ფუნჯები,ახალი ტილოები. იმაზე ბევრად ძვირფასი და იმაზე მეტი,ვიდრე აქამდე გოგონას ჰქონია.
- ეს ჩემი ნივთები არ არის,სავარაუდოდ,არც მე მეკუთვნის.
- ვერ დაგიბრუნებ შენს ძველ საღებავებს,მაგრამ გთხოვ,მიიღე ეს ჩემგან. ვიცი რომ ხატავ,თანაც კარგად..
თვალები კედელს მოავლო,სადაც ჩარჩოში ჩასმული პეიზაჟი მოჩანდა..ჩარჩოსაც ეტყობოდა,ხელით იყო გაკეთებული,შემდეგ კიდევ ერთი პატარა ნახატი,რომელიც უკვე კომოდს ამშვენებდა. ნამდვილად ვერ იტყოდა მამაკაცი,რომ ხელოვნებაში ერკვეოდა,თუმცა ხელოვნებას არ სჭირდება ცოდნა და განათლების მიღება,ის უნდა შეიგრძნო..როგორც,ნამდვილი მუსიკის მოსმენისას ჟრუანტელი გივლის და მთელს სხეულზე გაყრის ეკალთა არმია..ხვდები,რომ ეს ის არის,რასაც ეძებდი,რაც შენს სულს სჭირდებოდა გამოსაკვებად,რაც ამდენ ხანს გწყუროდა ისე,როგორც მცხუნვარე უდაბნოში მოსიარულეს წყალი..
უბრალოდ წარმოიდგინა,სიფრიფანა ქალბატონის თითებით დახატული მშვენიერება..მისი შემოქმედების ყურება სხვა სამყაროში გაგისტუმრებდა და თვალს ვერ მოსწყვეტდი..ყოველი შერჩეული ფერი და ერთმანეთთან შეზავებული,პატარა დეტალები.
- კარგი,წავალ.. რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ,ისევ კაცმა ამოიღო ხმა,ბარბარას კი პასუხის გაცემა არ აცადა და ისევ დააყოლა. უკან არ წავიღებ,შენ კი როგორც გსურს,ისე მოიქეცი...
ალივით თვალები შეანათა გოგონას ღამისფერებს,წამწამების ჯარიდან მალულად რომ იცქირებოდა..შემდეგ თვალები ცხვირზე და ღაწვებზე გააცოცა,ბოლოს კი -ლამაზად გამოყვანილ ტუჩებზე,თითქოს ისიც ხელოვნების ნიმუში ყოფილიყო,მწიფე ალუბალივით სავსეს და ხასხასას რომ წააგავდა..ალბათ,კიდევ დიდხანს დააკვირდებოდა და შეისწავლიდა მის ყოველ ნაკვთს სახესა თუ სხეულზე,რომ არა ბარბარას სხარტი პასუხი.
- მადლობა.
- არაფრის.
ჩაეღიმა,პალტოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ფეხზე წამოდგა და ზემოდან დააჩერდა.
- გამაცილებ?
ბარბარა უთქმელად გაუყვა წინ,კარი გააღო და მზერა გააყოლა,როგორ გავიდოდა მამაკაცი,რომელსაც თან მიჰქონდა მისი თავისებური,თავბრუდამხვევი სუნამოს სურნელი.
მამაკაცი გაქრა,მისი სურნელიც,მისი კვალიც.
ბარბარა კი იდგა,ერთ წერტილს მიჩერებული.
თავი ისე გააქნია,თითქოს აზრების გაფანტვა სურდა.კარი გადაკეტა თუ არა,მის სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გაიდგა ფესვები.
სწრაფად გაიქცა მისაღებისკენ და ერთი მეორის მიყოლებით დაიწყო საღებავების და ფუნჯების თვალიერება,ყურადღებითა და სიხარულით აკვირდებოდა და თვალები გაცისკროვნებოდა,იმდენად აჟიტირებულიყო.
მოლბერტი წინ დაედგა და ხის მაღალ სკამზე შემომჯდარიყო,როგორც ღვთიური არსება.
ახალი საღებავებისა და ფუნჯებისგან მიღებული სიამოვნება,მის ნახატებსაც ეტყობოდა,ფუნჯები იმდენად ფაფუკი და ნაზი იყო,საღებავი კი იმდენად ხარისხიანი,სიხარულისგან გული საგულედან უვარდებოდა და ერთ ადგილას ვერ ისვენებდა,რადგან ფერების შერწყმა ასე უკეთ არასდროს გამოსვლოდა.თურმე,მხატვარსაც სჭირდება ფუფუნება,რომ მისი ხედვები უკეთ გადმოსცეს ტილოზე.
ფიქრობდა ბარბარა და თითებს ვერ აჩერებდა ფერადი პალიტრისკენ..

რამდენიმე დღით ადრე.

გაზაფხულის მშვიდი საღამო რამოდენიმე წამში თავსხმა წვიმას,ნისლიანი საბნით შემოხვეულს შეეცვალა.
ქალაქი სრულიად ნაცრისფერებში გახვეულიყო,ისე,რომ არცეთი შენობა აღარ მოჩანდა.
დაორთქლილ შუშის მინებს ახალგაზრდა ქალი დიდი მონდომებით წმენდდა,თუმცა ამინდის მიუხედავად,მინა ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებოდა და კოპებშეკრული,თვალების ცეცებით ეძებდა ნისლს მიღმა რეალობას.
- რინა,თავი დაანებე,ხომ ხედავ როგორი ამინდია,შუშების წმენდას აზრი არ აქვს.
ჩაეცინა ყავის ფინჯნით მოკალათებულ ქალბატონს და ფეხი ფეხზე გადაიდო უდარდელად.
- მართლაც,საშინელი ამინდია,ქალბატონო ნანა..
ნაჭერი პატარა უჯრაში ჩადო,ხელთათმანები გაიძრო და დიასახლისის მორიგ დავალებას გულისყურით დაელოდა.
- ჩქარა,ჩქარა,ტელევიზორი.. დიმიტრი ერთვება პირდაპირ ეთერში,როგორ დამავიწყდა.
ყავის ერთმა პატარა ყლუპმა ლამის დაახრჩო,ფაიფურის ფინჯანი ხმაურიანად მიაგდო მაგიდაზე და ტელევიზორის წინ დადგა დოინჯშეკრული. ხმას აუწიე!
მიმართა რინას და სიგარეტის ერთი ღერი ამოაძრო.
- მოგესალმებით.. მივესალმები ჩემს საზოგადოებას..გამშრალი ტუჩები ერთი მეორეზე გაუსვა და ნერწყვი ძლიერად გადაყლაპა.-მაგიდას ხელებით დაეყრდნო და საუბარი,მშვიდ ტონში გააგრძელა:
ამ სპეციალური ბრიფინგის მიზეზს მოგახსენებთ,რა საკვირველია.. გაცნობებთ,რომ მე ვტოვებ პოსტს.
ვინაიდან,ამ ეტაპზე,ამ ქვეყნის და ამ ხელისუფლების მმართველის შეხედულებები,არ ემთხვევა ჩემს შეხედულებებს. მე ვტოვებ პოსტს და იმედი მაქვს,შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ღირსეულად მუშაობას,სამინისტრო,სადაც მთელი ჩემი ძალა და ენერგია დევს.
დიდი მადლობა,ყურადღებისთვის.
- ბატონო დიმიტრი,ბატონო დიმიტრი!
რა არის მიზეზი თქვენი პრეზიდენტთან შეუთანხმებლობის?
- ბატონო დიმიტრი,ნუთუ თქვენს და პრეზიდენტს შორის რაიმე დელიკატურ თემას აქვს ადგილი?
ქერათმიანი გოგონა ცდილობდა მიკროფონი რაც შეიძლება ახლოს მიეწია და სწრაფი ფეხის ნაბიჯებით დაწეოდა დიმიტრი თაბაგირს.
- მომაშორე ეს მიკროფონი!!
ანთებული თვალებით გახედა ჟურნალისტებს და მანქანის კარები ისე სწრაფად გაიხურა,გააზრებაც ვერავინ მოასწრო ისე დაეტოვებინა შავ მერსედესს საბურავების შხუილით ტერიტორია.
მჭიდროდ მოჭერილი ჰალტსუხი თითების სწრაფი მოძრაობით შეიხსნა,საქარე მინა ნახევრად ჩაწია და სიგარეტის კვამლში გახვეულს,ორი თითით ამოეძვრინა ტელეფონი ჯიბიდან.
- გისმენ,ლანა.
- ვერაფერი გავიგე..რა მოხდა?რატომ არაფერი მითხარი?
- რა ხდება პატარავ,შენ უნდა შეგითანხმო ყველაფერი?
- დიმიტრი..არ გინდა ასე საუბარი,მესმის,ანერვიულებული ხარ..
ქერათმიანი ახალგაზრდა ქალი,შენობას ამოფარებული იდგა და კოლეგებისგან მოშორებით ჩურჩულებდა ტელეფონზე.
- სადმე შევხვდეთ,ინტერვიუ ჩავწეროთ,ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც საჭიროა,ხომ იცი ამათგან ვერ გათავისუფლდები,არ მოგასვენებენ
კაცმა ღრმად ჩაისუნთქა,სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და ნერვიულად მოისრისა სახეზე ხელები,ქალის მშვიდი ხმა უფრო მეტად აღიზიანებდა,იმდენად,რომ ნაღმს დამსგავსებოდა,რომელიც წამის მეასედში აფეთქდებოდა და მთელ მსოფლიოს ქვეშ ჩაიტანდა.
- ეხლა,კარგად მომისმინე,პატარავ..თუ არ გინდათ სათითაოდ გაგინოთ და მერე აგისრულოთ ყველას,მანამ არ შემეხმიანო,სანამ მე თვითონ არ დავრეკავ!!!!!
- კარგი..დამშვიდდი დიმიტრი..მაპატიე.
ტელეფონი გვერდითა სავარძელზე მოისროლა,მუსიკის ჟღერადობის მაქსიმუმი და მანქანის სისწრაფე კი,ერთმანეთს თითქმის უტოლდებოდა და მიწაზე მგრძნობელობას 0-ს ქვემოთ ურტყამდა.

კორპუსის ეზოში შემოსული მანქანის ხმის გაგონებისას,ფეხმორთხმით წამოდგა სავარძლიდან,აივნიდან გადმოხედა შემზარავად მიყრუებულ უბანს,ახალთახალი შავი მანქანა რომ ბუნდოვნად ჭრიდა თვალებს ლამპიონების შუქზე.დანანებით გააქნია თავი და პლედმოხვეული,მისაღებისკენ გაემართა.
მისაღებში შესულმა ქალმა,პირისპირ გაუსწორა მზერა სახე არეულ თაბაგირს,კარის დაკეტვას რომ ცდილობდა.
- რა გააკეთე.
კბილებში გამოსცრა ნანამ,ბრაზისგან საფეთლებზე ლურჯად მოელვარე კაპილარები დამჩნეოდა და შემოხვეული პლედი,უფრო მჭიდროდ მიეკრო ხელებით.
- გაგიმარჯოს,დედა.
მანქანის გასაღები ტელეფონთან ერთად პალტოს ჯიბეში ჩააცურა და სავარძელში ჩაესვენა.
- რინა,მწვანე ჩაი გამიმზადე რა..
- დიახ,ახლავე.
ქალბატონმა თაბაგირმა კარი ხმაურიანად დაკეტა,მის წინ უდარდელად მჯდომი შვილისკენ დაიძრა,რომელმაც ხელით ანიშნა,ახლოს არ მისულიყო,თითების იმიტაციით,მისგან მოშორებით დამდგარიყო.
- კიდევ ერთხელ გეკითხები დიმიტრი,რა გააკეთე ეს?!ვის გადაგვკიდე მთელი ოჯახი? ვის? პრეზიდენტს?პრემიერს?სახელმწიფოს?
შენი თავი თუ არ გადარდებს,დედაზე,დაზე,ძმაზე არ ფიქრობ? არ განაღვლებთ?
- დედა,ძალიან დავიღალე.

გთხოვ,მარტო დამტოვე.
- არა,დიმიტრი!! შენ არ გესმის,არც კი ვიცი რა ვთქვა..შენ ამის მერე შვილი ხარ?! არ ხარ,არა!! არ მჭირდები,არ მჭირდება შენისთანა უთავმოყვარეო,იმფანტილური კაცი,რომელმაც ოჯახის ფასი არ იცის და ერთი ხელის მოსმით შეუძლია გაანადგუროს თავისი ოჯახი ოღონდ თვითონ იყოს კარგად!!!
თაბაგირი სავარძლიდან ნელნელა წამოწეულიყო,ქვემოდან აეხედა საკუთარი დედისთვის,რომელსაც ენაზე რაც მოადგებოდა,იმას ამბობდა.
აშკარად იღბლიანი დღე არ ჰქონოდა ბატონ დიმიტრის,თუმცა ცდილობდა,არ ეწყენინებინა საყვარელი ადამიანებისთვის,რომლებიც ასე,უბრალოდ,არ ინდობდნენ იმ მომენტში,როცა თვითონაც ძლიერ უჭირდა.
- უთავმოყვარეო ვარ?!
დაფიქრებულხარ მაინც,რომ სწორედ ერთადერთი მიზეზი,რის გამოც იმ მ*ნერიდან წამოვედი,სწორედ თავმოყვარეობაა?!
რა იყო,ფულს ვეღარ შემოვიტან,შენ ვერ იმუშავებ,ბრილიანტების ფული შემოგაკლდება და მართალია,რა გეშველება არა,ნანა??
ხელები თეატრალურად გაშალა და სავარძლიდან წამოხტა.
ვეღარ იბლატავებ შენს პუტანკა დაქალებში,ვეღარ ივლი ძვირფას რესტორნებში.. რა თქმა უნდა,ეს გალაპარაკებს..თუმცა,მესმის შენი. არაუშავს,ნელნელა შეეგუები,ნელნელა ისწავლი ყავის დამზადებას შენით,სახლის დალაგებას..ხდება ხოლმე,ხდებააა!
- არ გაპატიებ ამ ყველაფერს! როგორ ბედავ რომ ასე მელაპარაკები?!
თვალებიდან ცრემლები ნიაღვრად ენამებოდა ღაწვებზე და ლაპარაკის უნარს აკარგვინებდა ქალბატონ ნანას.
სად მიდიხარ?! დიმიტრი!!! დაბრუნდი!!!
კარი გააღო თუ არა დიმიტრი უკვე კიბეებზე ჩარბოდა,ქალი მის სახელს იმეორებდა მუდარით,თუმცა,უშედეგოდ.
- ქალბატონო ნანა,დამშვიდდით,გთხოვთ. კარებთან ჩაკეცილი ქალი,დამხმარე გოგონას მეშვეობით წამომდგარიყო და ნელი მოძრაობით გაეყვანა,მის საძინებლამდე.

- 32 სატვირთო.. 300 ყუთი..აქედან 150 ,90 ჰეორინი..დანარჩენი კი ჩინელის ტრა*ს ჰგავს..ნაგავია რა..საგულდაგულოდ ამობეჭდილ თაბახის ფურლცელზე წაკითხულ ინფორმაციას უზიარებდა იასონი მაგიდასთან მჯდომ დიმიტრი თაბაგირს,რომელიც ოქროსფერ კალამს თითებით,ვირტუოზივით ატრიალებდა და მის მოპირდაპირედ მჯდომს თვალებში უყურებდა,ისე,თითქოს უკვე განაჩენის გამოტანაზე ფიქრობდაო..
- მე არაფერ შუაში ვარ.. აფიორაა..მე შენ არაფერს გტენი.. ნერწყვი ძლიერად გადაეყლაპა და საგულდაგულოდ მოჭერილ ჰალსტუხს სუნთქვის საშუალება არ მიეცა,ისედაც დახუთულ ატმოსფეროში..
- შენი მჯერა,მალხაზ..გენდობი..
სიგარეტი ფურცელზე დასრისა და მის გვერდით მდგომმა იასონმა გაკვირვებისგან წარბები შეკრა.
- მართლა?! ამის დედაც..მეგონა აქ დამთავრდებოდა..
მაგიდის ქვემოდან გასროლილმა იარაღმა პირდაპირ ჩაუცხრილა ბიზნესმენ სეხნიაშვილს წელს ქვემოთ არსებული მამაკაცური სიამაყე,რომელსაც წამში დაელია სული და სიტყვის დამთავრება არ ეცადა,პირდაპირ სკამიდან გადავარდნილი,ძირს ხმაურიანად დანარცხებულიყო.
- დამთავრდა კიდეც..პედოფილო ..აქედან მომაშორე.ხელით ანიშნა იასონს და იარაღი მაგიდაზე გაასრიალა,ოთახი კი სწრაფი ნაბიჯით დატოვა.
- ახლა რა ვქნათ?
მხრები აიჩეჩა იასონმა,ცხედარს მარწუხებში ჩაავლო ხელები და ხოხვით,უკუსვლით მიათრია კარებამდე.
- ბიჭებმა ამ სირს მიხედონ..ჩვენ კი მოდი ის სატვირთოები მივაცილოთ ჩემს ფარეხამდე,სადაც აყროლებული ნარკოტიკი დიდი სიყვარულით მოაქვთ.
სარკეში პალტოს ღილი გაისწორა,ქუდი,რომელიც ღაწვებამდე ჩრდილს ჰფენდა საგულდაგულოდ ჩამოიფარა და სწრაფი ნაბიჯით გასწია მანქანამდე.
- დიმიტრი.. თითქმის მოვიდნენ.. გზა გადავუჭრა?
სარკიდან დაწვრილებული თვალებით გახედა იასონმა უკან მჯდომ მამაკაცს,სიგარეტის ბიჩოკი რომ გადაეგდო ნახევრად ჩამოწეული საქარე მინიდან.
იარაღი ხელთ მოიმარჯვა და მის უკან მწკრივად მდგომ მანქანებსაც ანიშნა,გადმომსხდარიყვნენ.
ქუხილს უფრო ემატა,მაისურაძეს კი მანქანა სწრაფად შემოეხვია ჩიხში და მთელი ძალით
შეჯახებოდა პირისპირ მომავალ ვერცხლისფერ მერსედესს.
- ჯანდაბა..
აკანკალებული ყბით ვერ იმორჩილებდა მის ბაგეებს,რომელიც მერსედესის მოპირდაპირედ იდგა და გაშეშებული თვალებით პირდაპირ თაბაგირის თვალებს შეყროდა.
- აპ.. აპ.. მოდი აქ. გაქცევა არც იფიქრო.
აფართხალებული გოგონა მკლავში მოიქცია,მოახლოებული სატვირთოებისთვის კი სეტყვასავით დაეშინათ ტყვიები შეიარაღებულებს.
თითქმის არცერთი ადგილი არ დარჩენოდა,რომელიც იარაღისგან არ განადგურებულიყო.ცეცხლის ალში ამოფრქვეული შავი კვამლი,ცაში იჭრებოდა და ღრუბლებს უერთდებოდა,ქუხილთან ერთად.
- მშვენიერია..გილოცავ,ბატონო პრეზიდენტო.შენი ჩალპობა იწყება..
უკმაყოფილი მზერით გადახედა სისხლითა და ჩამსხვრეული მინებით სავსე ქუჩას თაბაგირმა,მოსალოდნელი სირენების გამოჩენამდე კი,ყველანი ავტომობილებში ჩასხდნენ.
თაბაგირმა კი,იასონის დახმარებით მანქანაში იძულებით შეათრია ახალგაზრდა ქალიც,რომელიც ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულიყო,სად ჯანდაბაში გაყო თავი.
- საით?
სარკიდან გახედა იასონმა შეშინებულ ქალბატონს,შემდეგ კი დიმიტრის.
- აქ გააჩერე.
მანქანა ჩიხში მოაქცია,იასონი სწრაფად გადმოვიდა ავტომობილიდან და იქვე შორიახლოს ჩამომდგარმა,სიგარეტს მოუკიდა..მზერა კი მერსედესისთვის არ მოუშორებია,სადაც ქალი და მისი უფროსი დატოვა.
- უნდა მომკლა?
გული საგულედან ამოვარდნოდა,მამაკაცის მიმიკების ოდნავი გამოძრავებაც საკმარისი იყო,შიშისგან რომ არ წასულიყო იმ ქვეყნად.
- პირველ რიგში გეტყვი,რომ შენმა ხმამაღალმა გულისცემამ ტვინი მომი**ა მთელი გზა,პირდაპირ ყურებში მოუშორებელი კოღოსავით მესმოდა!
- უნდა მომკლა?!!
კიდევ ერთხელ გაუმეორა მამაკაცს და ცრემლებმა ისევე იხეთქა,როგორც შხაპუნა წვიმა ასველებდა მანქანის მინებს.
- გინდა სიცოცხლე?
- რაა?
- გინდა თუ არ გინდა?!
- მინდა!
- მაშინ,თუ იცი რა უნდა ქნა?!
ქალმა თავი სწრაფად გააქნია და დასველებული ლოყები ხელის ზურგით მოიმშრალა.
- რა გქვია?
- ბარბარა.
- გვარი?!!
- მაშარელი.
- ბარბარა მაშარელი.
- დიახ.
- ეხლა მომისმინე,ბარბარა! თუ გინდა რომ იცოცხლო,ენას კბილს დააჭერ,თუ სიცოცხლე მოგბეზრებია,იცოდე,არ გაცოცხლებ,არც შენ და არც შენ ერთ ახლობელს,იმედია ხვდები,რომ ამას გავაკეთებ! ერთ შანსს გაძლევ,მხოლოდ ერთს..მეორე შანსი,უკვე სიკვდილია.
- გასაგებია.
- ანუ?!
- არაფერს არ ვიტყვი არსად. ყველაფერს დავივიწყებ.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებდი?
- ვხატავდი.
- რას შვრებოდი?!
კაცს სიცილი გაეპარა სახეზე და მის დასამალად კოლეგას გახედა,სიგარეტს რომ მიწაზე ფეხით სრესდა და მანქანისკენ მოემართებოდა.
- ვხატავდი მეთქი. კოპები შეკრა ცრემლად დაღვრილმა მაშარელმა.
- გასაგებია,ახლა აქ ჩამოხვალ მაშკა,კრინტს არ დაძრავ და თუ ვინმესთან რამის წამოყრანტალება მოგესურვება,ჩემი იარაღი გაიხსენე,პირდაპირ შენს შუბლს რომ უყურებს ახლა..
თანხმობის ნიშნად ქალმა თავი დააქნია,მანქანის კარი გააღო,ჯერ სწრაფი ნაბიჯით,შემდეგ კი სირბილით გაეცალა იქაურობას.
- ღადაობ? გაუშვი?
- მშიშარაა..არ იტყვის არაფერს.
მიდი,დაქოქე და წავედით.
- ნატალია გირეკავდა,ტელეფონზე გამოტოვებული ზარებია.
სენსორიანი ხელსაწყო მიაწოდა მამაკაცს,რომელსაც კმაყოფილი ღიმილი გადაკვროდა.
შეტყობინების ფანჯარა გაეხსნა და თითის სწრაფი მოძრაობით აეკრიფა მოკლე ტექსტი.
- მოგენატრე პატარავ?
შეტყობინების პასუხს არ დაუყოვნებია,გაკვირვებულმა დახედა ეკრანს და კვლავ გახსნა ფანჯარა.
- მომენატრე! სად ხარ ამდენ ხანს?ვნერვიულობდი. მამა სასახლეშია,განერვიულებული. ესკორტით ეწვია პრემიერს,ახალ კანდიდატურას განიხილავდნენ როგორც ჩანს,ჯერ ვერაფერი გავარკვიე.მალე გნახავ? მხოლოდ შენზე ვფიქრობ.
თაბაგირმა ტელეფონი გვერდით გადადო,ამრეზით გახედა მრავალსართულიან შენობებს,თვალებში დიდ სევდას და შურისძიებას დაეკავებინა ადგილი,როგორც მღელვარე,ატალახებულ ზღვას,ტალღები რომ არა და არ წყნარდება.
- რაო,პრეზიდენტის ქალიშვილმა?!
ტუჩის კუთხე ჩაეტეხა სამხარაძეს და ორაზროვანი მზერით გაეხედა მამაკაცისთვის.
- მანქანა დაქოქე,წავედით.


საშინლად მომენატრეთ..როგორ ხართ??? იმედია გახსოვართ და იმედია მელოდით..როგორ მომენატრა აქაურობა,ვერ წარმოიდგენთ,თქვენი თითოეული ტკბილი სიტყვა..მონატრებისას,სულ ძველ კომენტარებს ვკითხულობდი ხოლმე,ასე შორიდან გეტრფოდით და ვეტრფოდი ამ საიტს:)))
ესეც ჩემი ახალი ისტორია,სადაც შეიძლება რაღაცები გაურკვევლად მოგეჩვენოთ,თუმცა კარტები ნელნელა გაიხსნება და რაც ახლა კითხვას გაგიჩენთ,მერე მიხვდებით.
აუცილებლად დამიწერეთ თქვენი აზრი,ჩემო შოკოლადებო. რა მოგწონთ,რა არა.. ველი თქვენს შეფასებებს! <3



№1  offline წევრი LittleSnake

გამიხარდა შენი დაბრუნება <3
წავიკითხავ და შემდეგ დავაფიქსირებ აზრს თუმცა ეჭვი არ მეპარება რომ მომეწონება <3

 


№2 სტუმარი სტუმარი Victoria

საინტერესოდ დაიწყო ????????

 


№3 სტუმარი სტუმარი თაკო

გამიხარდა შენი გამოჩენა.❤
რჩევა მექნება ამ საიტზე გადაღეჭილ მეტაფორებს თუ არ გამოიყენებ... მაგ., თვალის ფერის გამომხატველი "ღამისფერები", "მწვანეები", "ცისფერები" შეანათა და ა.შ. მართლა ძალიან მოსაწყენია.. იმედია არ მიწყენ. წარმატებები❤

 


№4  offline მოდერი Queenofmoon

LittleSnake
გამიხარდა შენი დაბრუნება <3
წავიკითხავ და შემდეგ დავაფიქსირებ აზრს თუმცა ეჭვი არ მეპარება რომ მომეწონება <3

მადლობა???????? იმედი მაქვს რომ მოგეწონება!❤❤❤
სტუმარი Victoria
საინტერესოდ დაიწყო ????????

მადლოობაა????????
სტუმარი თაკო
გამიხარდა შენი გამოჩენა.❤
რჩევა მექნება ამ საიტზე გადაღეჭილ მეტაფორებს თუ არ გამოიყენებ... მაგ., თვალის ფერის გამომხატველი "ღამისფერები", "მწვანეები", "ცისფერები" შეანათა და ა.შ. მართლა ძალიან მოსაწყენია.. იმედია არ მიწყენ. წარმატებები❤

მადლობა ჩემო კარგო,რა თქმა უნდა,არ მწყინს და გავითვალისწინებ????????????

 


№5 სტუმარი ანანკე

დაოდაო,
ასეთი მაგარი ჯერ არაფერი დაგიწერია, ეს მინდა იცოდე!
მიხარია, რომ დაბრუნდი და მიხარია, რომ
ცხოვრების ამ ყველაზე მძიმე პერიოდს შენს უსაყვარლეს ისტორიასთან ერთად გადავიტან...
ხო და აქვე გეტყვი, რომ ამჟამად მზად არ ვიყავი ვინმე შემყვარდებოდა, მაგრამ მგონი მიყვარდება, ხო????

 


№6  offline მოდერი Queenofmoon

ანანკე
დაოდაო,
ასეთი მაგარი ჯერ არაფერი დაგიწერია, ეს მინდა იცოდე!
მიხარია, რომ დაბრუნდი და მიხარია, რომ
ცხოვრების ამ ყველაზე მძიმე პერიოდს შენს უსაყვარლეს ისტორიასთან ერთად გადავიტან...
ხო და აქვე გეტყვი, რომ ამჟამად მზად არ ვიყავი ვინმე შემყვარდებოდა, მაგრამ მგონი მიყვარდება, ხო????

დაოდაო,დაო და დაო,ძააან რომ მიყვარხარ ხომ იცი?!
ჩემი ისტორია და ჩვენ,ყველაფერს გავუძლებთ,ერთად გადავიტანთ ყველაფერს.
ეხლა,პირადშიც გწერ ,მაგრამ აქ რომ მომიცუნცულდი,ეს ამხელა გულიდან ამოსული რაღაც რომ დამიწერე,რომ იცოდე,როგორ გამახარე და გამაბედნიერე???

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი

მიხარია Შენი დაბრუნება! ულევ წარმატებას გისურვებ!???????????? საინტერესოა პირველი Თავი, საოცრად წერ და დიდ წარმატებასაც მიაᲦწევ! ველი Შემდეგ Თავს!????????????

 


№8  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ანი
მიხარია Შენი დაბრუნება! ულევ წარმატებას გისურვებ!???????????? საინტერესოა პირველი Თავი, საოცრად წერ და დიდ წარმატებასაც მიაᲦწევ! ველი Შემდეგ Თავს!????????????

მეც ძალიან ბედნიერი ვარ დაბრუნებით და თქვენთან ყოფნით,ძალიან ძალიან დიდი მადლობა,როგორ მითბობთ გულს არ იცით❤❤

 


№9  offline მოდერი abezara98

დღეს დილით რომ შემოვედი, ჩანიშნულ ისტოებს წავიკითხავ-მეთქი და რაღაცამ მიბიძგა იცი?! ბარემ ახალდამატებული სიახლეებიც ჩაათვალიერე, შენი რა მიდისო. ხოდა, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები? ცოცხალი ხარ, გოგოოო?! :D ასე უნდა დაკარგვა? ❤❤
რაც შეეხება ისტორიას, მართალი ხარ, ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა, მაგრამ მოვითმენ როგორმე :D ჯეტ-ჯერობით მხოლოდ თაბაგარის დედაზე შემექნა უაროფით შთაბეჭდილება და როგორ არ გავლანძღო, მითხარი, აბა?! ერთხელ გამოჩნდა და უკვე არ მომეწონა. იმის ნაცვლად შვილის გადაწყვეტილებისთვის დაეჭირა მხარ, მიადგა და ეჩხუბა -_- თუმცა, რას ვიზამთ?! სიმდიდრემ შეჩვევა და გაზულუქება იცის და ეგ ქალბატონიც მაგის მსხვერპლია. დიტოსა და ბარბარაზე კი ჰერ რა ვთქვა? ვფიქრობ, ჯერ იმდენად არ ვიცნობ არც ერთს, რაიმე აზრი რომ გამოვთქვა. ისე, ვინ არიან პრეზიდენტის ქალიშვილი და ის ქერა ჟურნალისტი პატარათი რომ მიმართა ორივეს? აჰა, პირველი შთაბეჭდილება, მექალთანე სჩანს ბატონი ყოფილი მინისტრი :D
ჰო, რაც ცუდად მომხვდა, რამოდენიმე და ეხლა იყო. რამდენიმე და ახლაა სწორი ფორმა ^_^
რაც შეგეხება შენ, ჩემო მონატრებულოოო, ❤❤ ხომ არ იცი, როგორ გამახარეეე ❤❤❤ ახალი თავი მინდა თან რაც შეიძლება მალეე, მალეე, მალეეე ❤❤❤ გელოდები იცოდეე! ❤❤❤❤

 


№10  offline მოდერი Queenofmoon

abezara98
დღეს დილით რომ შემოვედი, ჩანიშნულ ისტოებს წავიკითხავ-მეთქი და რაღაცამ მიბიძგა იცი?! ბარემ ახალდამატებული სიახლეებიც ჩაათვალიერე, შენი რა მიდისო. ხოდა, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები? ცოცხალი ხარ, გოგოოო?! :D ასე უნდა დაკარგვა? ❤❤
რაც შეეხება ისტორიას, მართალი ხარ, ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა, მაგრამ მოვითმენ როგორმე :D ჯეტ-ჯერობით მხოლოდ თაბაგარის დედაზე შემექნა უაროფით შთაბეჭდილება და როგორ არ გავლანძღო, მითხარი, აბა?! ერთხელ გამოჩნდა და უკვე არ მომეწონა. იმის ნაცვლად შვილის გადაწყვეტილებისთვის დაეჭირა მხარ, მიადგა და ეჩხუბა -_- თუმცა, რას ვიზამთ?! სიმდიდრემ შეჩვევა და გაზულუქება იცის და ეგ ქალბატონიც მაგის მსხვერპლია. დიტოსა და ბარბარაზე კი ჰერ რა ვთქვა? ვფიქრობ, ჯერ იმდენად არ ვიცნობ არც ერთს, რაიმე აზრი რომ გამოვთქვა. ისე, ვინ არიან პრეზიდენტის ქალიშვილი და ის ქერა ჟურნალისტი პატარათი რომ მიმართა ორივეს? აჰა, პირველი შთაბეჭდილება, მექალთანე სჩანს ბატონი ყოფილი მინისტრი :D
ჰო, რაც ცუდად მომხვდა, რამოდენიმე და ეხლა იყო. რამდენიმე და ახლაა სწორი ფორმა ^_^
რაც შეგეხება შენ, ჩემო მონატრებულოოო, ❤❤ ხომ არ იცი, როგორ გამახარეეე ❤❤❤ ახალი თავი მინდა თან რაც შეიძლება მალეე, მალეე, მალეეე ❤❤❤ გელოდები იცოდეე! ❤❤❤❤

ჩემო ტკბილოოო❤როგორ გამიხარდი ვერ წარმოიდგენ?? და აქაურობა მეც როგორ მენატრებოდა,როგორც იქნა დადგა ის დღეც რომ დავბრუნდი და დაგიბრუნდით ჩემს ერთგულ მკითხველებს.<3.
იმედი მაქვს რომ ეს ისტორიაც ისევე საინტერესო იქნება შენთვის,როგორც დანარჩენები ❤ და ჰო,მეორე თავიც სულ მალე იქნებაააა❤❤❤<3

 


№11  offline წევრი თათუ♡

მალე დადე გელი ♡

 


№12 სტუმარი mzikooooooooooooo

Sheni niki rom daviinaxe tvalebi shuvlze amivida. Ra magari gogo xar rom dabrundi dzalian gamixarda. Sainteresod daiwyo echvi ar mepareba esec magari gamova veli veli shemdeg tavs

 


№13  offline მოდერი Queenofmoon

თათუ♡
მალე დადე გელი ♡

მალე დავდებ აუცილებლად❤❤
mzikooooooooooooo
Sheni niki rom daviinaxe tvalebi shuvlze amivida. Ra magari gogo xar rom dabrundi dzalian gamixarda. Sainteresod daiwyo echvi ar mepareba esec magari gamova veli veli shemdeg tavs

მადლობა ჩემო კარგო ძალიან დიდიი <3მეც მიხარია თქვენთან ყოფნა ვერც კი წარმოიდგენთ როგორ!❤❤❤

 


№14  offline წევრი თათუ♡

[quote=Queenofmoon][quote=თათუ♡]მალე დადე გელი ♡[/quote]
მალე დავდებ აუცილებლად❤❤


მოთმინება პიკს აღწევს :დ

 


№15  offline მოდერი Queenofmoon

[quote=თათუ♡][quote=Queenofmoon][quote=თათუ♡]მალე დადე გელი ♡[/quote]
მალე დავდებ აუცილებლად❤❤


მოთმინება პიკს აღწევს :დ[/quote]
დღეს დავდებ სავარაუდოდ❤

 


№16 სტუმარი ანანკე

გახსოვდეს, შენი დაოდაო არეფრეშებს გვერდს და ელოდება როდის დადებ.

 


№17 სტუმარი tako

მალე დადეეთ რაა

 


№18  offline მოდერი Queenofmoon

დღეს საღამომდე დაიდება აუცილებლად! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent